-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის საბჭოს ორი წევრის პოზიციაზე კანდიდატურების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობასთან დაკავშირებით, დაინტერესებულ პირებს განცხადების წარდგენა 15 მარტამდე შეუძლიათ. „კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების კანდიდატურებს ასარჩევად პარლამენტს წარუდგენს. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილია შემდეგი მოთხოვნები. დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატთათვის „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ მოთხოვნებს, შეუძლიათ 2023 წლის 15 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (მისამართი: თბილისი, გ. ათონელის ქ. N25, საფოსტო ყუთის მეშვეობით, ან ელ-ფოსტაზე: info@president.gov.ge ) წარმოადგინონ განცხადება შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად (აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმენტებია: CV, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, დიპლომი, ცნობა ნასამართლობის შესახებ)“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
-
გენშტაბი - რუსეთმა უკრაინაში 148 130 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 148 130 ჯარისკაცი უკვე დაკარგა, მათ შორის 660 ბოლო დღის განმავლობაში. შესაბამის განცხადებას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი Facebook-ზე ავრცელებს. 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 თებერვლამდე, მტრის ჯამური საბრძოლო დანაკარგები მოიცავს ასევე 3381 ტანკს (+6 გასულ დღეს), 6615 ჯავშანტექნიკას (+6), 2380 საარტილერიო სისტემას (+7), 475 მრავალჯერადი გასროლის რაკეტას. 247 - საზენიტო საბრძოლო სისტემა, 299 - თვითმფრინავი, 288 - შვეულმფრენი, 5242 - ავტომანქანა და საწვავის ავზი (+7), 18 ხომალდი/ნავი, 2037 - უპილოტო საჰაერო ხომალდი (+2), 230 სპეცტექნიკა. ჩამოაგდეს მტრის 873 საკრუიზო რაკეტა. ipn -
მედია - იტალიაში მიგრანტების გემი ჩაძირვის შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მედიის ცნობით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტის გადარჩენა მოხერხდა სამხრეთ იტალიაში, მიგრანტების გემის ავარიის შედეგად. 27 პირის ცხედარი კალაბრიის რეგიონში, სტეკატო დი კუტროს სანაპიროზე იპოვეს. “მიგრანტებს შორის რამდენიმე დაღუპულია და დაახლოებით 40 გადარჩენილი“, - დაწერა იტალიის მეხანძრე-მაშველების ეროვნულმა დეპარტამენტმა. საინფორმაციო სააგენტო Adnkronos-ის ცნობით, გემზე 100-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა და დაახლოებით 50 პირის გადარჩენა მოხერხდა. გემი, რომელსაც სავარაუდოდ, ირანიდან, პაკისტანიდან და ავღანეთიდან ლტოლვილები გადაჰყავდა, უამინდობისას კლდეებს შეეჯახა. იპნ -
კახეთში 2 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ მამას პატიმრობა შეეფარდა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ორი წლის შვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე 35 წლამდე კაცს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2 წლის შვილზე იძალადა. მცირეწლოვანმა მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე მრავლობითი დაზიანებები. ჰქონდა მოტეხილობებიც. ამის გამო ბავშვი გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში და ამ დრომდე რჩება. ჩვენი მოთხოვნა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. პატიმრობას ვითხოვდით იმიტომ, რომ არსებობდა საფრთხე გაგრძელებულიყო დანაშაულებრივი საქმიანობა და მომხდარიყო მოწმეებზე ზემოქმედება“ - უთხრა ჟურნალისტებს თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა სარიამ. საქმე ეხება ორი წლის გოგონას, რომელიც 23 თებერვალს სხეულის მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობით გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკაში ბებიამ მიიყვანა. ქალი, თავდაპირველად, ამტკიცებდა, რომ მცირეწლოვანზე დედამ იძალადა, თუმცა გამოძიების ფარგლებში პოლიციამ მცირეწლოვნის მამა დააკავა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა. თავდაპირველად ფაქტზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობს გულისხმობს, თუმცა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ დაკავებულს ბრალი 11 პრიმა 117 -ე მუხლით წარუდგინეს, რაც სხეული განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პროცესი, თელავის რაიონულ სასამართლოში პროკურორის შუამდგომლობისა და ბრალდებულის ადვოკატის თანხმობით დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. რადიო თავისუფლება -
ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კვიპროსში გამართულ ევროპის თასზე სამბოში საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა და 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 64 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ავთანდილ მუკბანიანმა, ვერცხლი - გიორგი ნასყიდაშვილმა. 71 კგ წონითი კატეგორია - ვერცხლის მედალი მოიპოვა გიორგი ლურსმანაშვილმა, ბრინჯაო - მინდია ლილუაშვილმა. 79 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა ომარ ნიაზაშვილმა. 88 კგ წონითი კატეგორია - ოქროს მედალი მოიპოვა მიშიკო ნოზაძემ, ვერცხლი - შმაგი დადუნაშვილმა, ბრინჯაო - ონისე ხურციძემ. მძიმე წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა გიორგი ქავთარაძემ. radio tavisupleba -
თურქეთში მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში 184 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ერთ-ერთი ქალაქის მერიცაა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, გამოძიება 600-ზე მეტი პირის მიმართ მიმდინარეობს, როგორც სამშენებლო კომპანიებისა და კონტრაქტორების, ასევე უძრავი ქონების მფლობელთა მიმართაც. 6 თებერვლის სტიქიამ 16 000-ზე მეტი შენობა დაანგრია ან მნიშვნელოვნად დააზიანა, რასაც მხოლოდ თურქეთში 45 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. ოპოზიციური პარტიები კი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ, რომელმაც სამშენებლო რეგულაციების დაცვა ვერ შეძლო და ახლა პასუხისმგებლობის სხვებისთვის დაკისრებას ცდილობენ. მათი თქმით, არსებული პოლიტიკა ე.წ. ამნისტიებს ითვალისწინებდა კონტრაქტორების მიმართ, რომლებიც არ იცავდნენ რეგულაციებს სამშენებლო ბუმის პერიოდში. ავტორი - სალომე თორაძე -
მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. “ყველა უკრაინელი დაიღალა ომისგან, ხოლო დაღლილობისგან - ემოციებია და ისინი უნდა ვაკონტროლოთ ყველამ, მათ შორის მეც. ხანდახან ბევრი რამის თქმა გინდა, მითუმეტეს, როდესაც გაქვს სათქმელი. მაგრამ ყოველ უკრაინელ პოლიტიკოსს და სახელმწიფო მოღვაწეს დღეს - მხოლოდ ერთი მტერი ჰყავს. ეს არის - პუტინი და მთელი მისი "რაშისტული" არამზადობა. მტერმა იცის: მისი ერთადერთი შანსია - უკრაინა შიგნიდან დაყოს და აქ შიდა დაპირისპირება მოაწყოს. არ ღირს ამ პროვოკაციებზე აყოლა. მტერთან დაპირისპირებაში უკრაინელებისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ერთიანობა ჩვენი უდიდესი ღირებულებაა. მას მთელი მსოფლიო უკრავს ტაშს და სწორედ ეს არის ჩვენი გამარჯვების წინაპირობა. ამიტომ პრესკონფერენციაზე ნათქვამი რეპლიკის გამო საკუთარ სტრატეგიაში არაფრის შეცვლას არ ვგეგმავ. მოვისმინე - და დამავიწყდა”, - წერს პოროშენკო. ცნობისთვის, პოროშენკოს განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 24 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შესახებ ნათქვამ რეპლიკას მოყვა. “არანაირი გმირი არ ვარ, მაგრამ, ალბათ, რამე მაინც ვქენი… ნატოს იარაღი გვაქვს და ვიბრძვით, იმის ნაცვლად, რომ ხელს ვაწერდეთ მოღალატეობრივ შეთანხმებებს, მინსკის შეთანხმებებს და ა.შ… გავიმარჯვებთ, თუნდაც ასეთი, როგორიც არის, პრეზიდენტით, ხოლო იმასთან, რომელიც იყო, ვერ გავიმარჯვეთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.
-
ტყეში არც ერთი დღე არ დავმალულვარ და არ მიცხოვრია. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი, ისე ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, ინფორმაციაზე წვდომა მქონდა და სირცხვილია, ახლა რომ იბრალებენ, თითქოს მეძებდნენ. მე თავისუფლად გადავადგილდებოდი მთელს საქართველოში, მათ შორის, დედაქალაქში, - ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულმა ბადრი ესებუამ „ტვ პირველის“ გადაცემა „შაბათის ეთერისთვის" გაგზავნილ წერილში განაცხადა. როგორც ის აცხადებს, ბანკის ძარცვის შესახებ ტელევიზორიდან გაიგო და თუ საკუთარ უდანაშაულობას საქართველოში ვერ დაამტკიცებს, საქმეს სტრასბურგის სასამართლოში წაიღებს, სადაც ბადრი ესებუას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს. „ამ ხელისუფლებისგან ყველაფერს ველოდებოდი, მაგრამ მეც ბევრი მაქვს სათქმელი, სიმართლის დამტკიცების იმედი მაქვს, ხალხი ყოველთვის სიმართლის მხარესაა, ამიტომ მათი იმედი ნამდვილად მაქვს. ჩემს საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს. თუ აქ ეს მევახშეები და სახელმწიფო დამჩაგრავს, წავალ სტრასბურგში და აუცილებლად გავიმარჯვებ. ჩვენს ქვეყანაში სოციალური უთანასწორობაა და მე ამას აუცილებლად შევებრძოლები“,- განაცხადა ბადრი ესებუამ. მან ამასთანავე აღნიშნა, რომ მისი ძმა ბიძინა ესებუა უკანონო პატიმარია და მის გათავისუფლებას ითხოვს. ასევე აცხადებს, რომ მოგვიანებით იმ მიზეზებზეც ისაუბრებს თუ რატომ დატოვა ძალოვანი უწყება. „სანამ ბანკის ძარცვა მოხდებოდა, მე ძალოვანი უწყებები მდევნიდნენ, ამიტომ სამეგრელო 2020 წლის შემოდგომისთვის დავტოვე და ვცხოვრობდი, ხან სოხუმში, ხან ბათუმში. თუ რატომ წავედი შეიარაღებული ძალებიდან ამაზე აუცილებლად ვილაპარაკებ, ოღონდ ახლა არა, ახლა ერთადერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ ჩემი ძმა უკანონო პატიმარია და მოვითხოვ მის გათავისუფლებას. მათ კითხვები აქვთ ჩემთან, ამიტომ თუ რამე უნდათ მე მკითხონ და ჩემი ძმა გაათავისუფლონ“,- განაცხადა ბადრი ესებუამ. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იპნ
-
პოლონელებს და ლიეტუველებს ჩვენნაირი დიქტატურა სურთ, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთისა და ლიეტუვის ხალხის სურვილები მათი მთავრობების ქმედებებს არ ემთხვევა. „როდესაც პოლონელები და ლიეტუველები ჩვენთან მოვიდნენ, ჩვენს დიქტატურას შეხედეს და თქვეს: „ჩვენც გვინდა ეს“. მაგრამ ლიეტუვისა და პოლონეთის ხალხის სურვილები მათი მთავრობების სურვილებსა და ქმედებებს არ ემთხვევა, მაგრამ ხალხი გაერკვევა. პოლონელები ხომ უტვინოები არ არიან, ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ. ლიეტუველებიც საერთოდ არ არიან უტვინოები. გაერკვევიან, უახლოეს მომავალში მათაც ექნებათ არჩევნები. ასე რომ ვნახავთ, რამდენად დემოკრატიულად ჩაივლიან. თუ მთავრობა ხალხს ხმის უფლებას არ მისცემს, მაშინ ხალხი მათ გადააყენებს”, - განაცხადა ლუკაშენკომ. იპნ
-
თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ნიღდეს პროვინციაში, 7 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემების მიხედვით, სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია. 6 თებერვლის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა თურქეთსა და სირიაში, 50 000-ს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, თურქეთში დაღუპულია 44 218 ადამიანი, სირიაში – 5 914.
-
ნორვეგია შეშფოთებულია ქართული კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ის ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყება ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედონ. „ის უარყოფითად იმოქმედებს ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს იმოქმედონ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. იპნ
-
ჩეჩნეთის მეთაურმა, რამზან კადიროვმა, საკუთარი თავი დაიჯილდოვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში თვითონვე დააარსა. მედლის გადაცემის ცერემონია გაიმართა მამულის დამცველის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების დროს. დებულების თანახმად, ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდო პირს ენიჭება „გმირობის ჩადენისთვის“. მაგრამ არ არსებობს განმარტება, თუ რა გმირობა ჩაიდინა რამზან კადიროვმა. "ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატების სახელით და საკუთარი სახელით, გულწრფელად გილოცავთ რესპუბლიკის უმაღლესი წოდების, ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მინიჭებას პირველი ნომრით. თქვენი დამსახურება ჩეჩნეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის წინაშე ფასდაუდებელია და ის, გაზვიადების გარეშე, განსაკუთრებული შესწავლის ღირსია", - აღნიშნა ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა. ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის მედალი დამზადებულია 750-ე სინჯის 70 გრამი ოქროსგან. მედლის ძირითად ნაწილზე გაკეთებულია წარწერა „კონახ“, რაც ჩეჩნურად „გმირს“ ნიშნავს. ქვედა ნაწილს ამშვენებს ლოზუნგი „ალაჰუ აკბარ. ახმატი ძალაა“. მედლის უკანა მხარეს კი ახლავს წარწერა „ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირი“. ჩეჩნეთის გმირის ტიტულის მფლობელს ასევე გადაეცემა ფულადი ჯილდო და სარგებლობს სოციალური შეღავათებით. თავდაპირველად, თავად კადიროვი აცხადებდა, რომ მედლის გადაცემა იგეგმებოდა იმ მებრძოლებისთვის, რომლებიც უკრაინის ომში გამოიჩენდნენ თავს. მანამდე, გასული წლის აგვისტოში, ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" (ლსრ) უმაღლესი ჯილდოს, გმირის წოდების მფლობელი გახდა. კადიროვის დაჯილდოების ცერემონიალი ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა, ხოლო მისთვის პრორუსი სეპარატისტების მთავარი ჯილდოს გადასაცემად ჩეჩნეთში საგანგებოდ პირადად იმყოფებოდა ლსრ-ის ხელმძღვანელი, ლეონიდ პასეჩნიკი. ჩეჩნეთის ლიდერის მედლებისა და საპატიო წოდებებისადმი ლტოლვა საყოველთაოდ ცნობილია. არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა დროს რამზან კადიროვის მიღებული ჯილდოების, მედლებისა და საპატიო ტიტულების რაოდენობა 100-ს დიდი ხანია გადასცდა. მათი რაოდენობით კადიროვმა უკვე ჩამოიტოვა უკან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც 111 საბჭოთა და უცხოურ ჯილდოს ფლობდა. ჩეჩნეთის ლიდერმა ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღო რუსეთის ფედერაციის გმირის ვარსკვლავი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ხაზგასმულია „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში კადიროვის მიერ გამოვლენილი მამაცობა და გმირობა“. ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა მიიღო დაახლოებით 30 სახელმწიფოებრივი და უწყებრივი ჯილდო. მათ შორის არის: „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში წარჩინებისთვის“, „სასამართლოს ბოქაულების ფედერალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, „აგროსამრეწველო კომპლექტის განვითარების“ და ასევე სხვა არაერთი სამსახურისა თუ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული ჯილდოები. რადიო თავისუფლება
-
2022 წელს რეკორდულ რიცხვს მიაღწია საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ანგარიშის მიხედვით, ეს რეკორდული მაჩვენებელია. 2022 წელს საქართველოს მოქალაქეების განცხადებების რაოდენობამ 28 797-მდე გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, სულ მცირე 2008 წლის შემდეგ 2022 წელს ყველაზე მეტმა ქართველმა მოითხოვა თავშესაფარი. თავშესაფრის მიღების მთხოვნელთა რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე გადანაწილდა: სირია ავღანეთი თუქეთი ვენესუელა კოლუმბია პაკისტანი ბანგლადეში საქართველო უკრაინა ერაყი სხვა ქვეყნებთან შედარებით ომში მყოფი უკრაინიდან თავშესაფრის მოთხოვნის დაბალი მაჩვენებელი ანგარიშში ახსნილია იმით, რომ უკრაინიდან გაქცეული დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ევროკავშირის ქვეყნებში დარეგისტრირდა დროებითი დაცვისთვის, თავშესაფრის მიღების პროცედურის გარეშე. ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში საქართველოდან გაკეთებული თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა წლების მიხედვით: 2015 — 8 150 2016 — 8 775 2017 — 12 060 2018 — 20 950 2019 — 22 765 2020 — 8 905 2021 — 14 970 2022 — 28 797 პუბლიკა -
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში „აიფონი“ საჩუქრად არ მიუღია. ბურჭულაძეს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ბრალდებების შესახებ, სადაც საუბარია სამინისტროს ბიუჯეტიდან მობილური ტელეფონების შესყიდვაზე. „ყველა ზღვარს გადასული კამპანიაა. ვნახეთ, რომ კიდევ ამზადებენ ახალ სიუჟეტს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში არცერთ სამოქალაქო პირს სამინისტროში iPhone საჩუქრად არ მიუღია. მე ცხოვრებაში არ ვარ iPhone-ის მაღაზიაში ნამყოფი და მაქვს ძველი მოდელი“, – აღნიშნა ბურჭულაძემ. მინისტრის განცხადებით, მობილური ტელეფონები საჩუქრად გადაეცათ ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და რამდენიმე დაჭრილ-დაშავებულ სამხედროს. ჯუანშერ ბურჭულაძემ პასუხი გასცა ალკოჰოლისა და სასაჩუქრე კალათების შეძენასთან დაკავშირებულ ბრალდებასაც და აღნიშნა, რომ ეს საჩუქარი სამინისტრომ დაღუპული გმირების ოჯახებს საახალწლოდ გაუკეთა და აღნიშნულ საკითხზე სიცრუის გავრცელება ამორალური და მიუღებელია. მისი თქმით, აღნიშნული შესყიდვები არის წარმომადგენლობითი ხარჯები. ასევე, მინისტრმა აბსურდი უწოდა წინა რეპორტაჟებში გასულ ინფორმაციას მინისტრის ოჯახის წევრის ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ეს არ არის არანაირ რეალობასთან კავშირში.
-
ევროპელი დიპლომატები გმობენ „უცხოური გავლენის აგენტების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომლის ინიციირებაც პარლამენტში „ხალხის ძალის“ დეპუტატების ავტორობით მოხდა. შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, ულრიკ ტიდესტრომი ტვიტერზე წერს, რომ კანონპროექტი „შეუთავსებელია ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებთან და ასევე, ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვასთან“. გამოქვეყნებულ განცხადებაში შვედი დიპლომატი ასევე აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო საზოგადოება და თავისუფალი მედია დემოკრატიის, განვითარებისა და ევროკავშირში ინტეგრაციის საფუძველია“ და „მათ კვლავაც ექნებათ შვედეთის სრული მხარდაჭერა“. შვედეთი, 2023 წლის პირველი იანვრიდან, 6 თვით, ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. ულრიკ ტიდესტრომს ტვიტერზე გაზიარებული აქვს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ - „სერიოზულ შეშფოთებას იწვევს“ და ასევე „არსებითია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“. „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, მიიღონ და განახორციელონ რეფორმები, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირში გაწევრიანების გაცხადებულ მიზანს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - წერია ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში. 25 თებერვალს, სადავო კანონპროექტის შესახებ ტვიტერზე განცხადებას აქვეყნებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროც. „ნორვეგია შეშფოთებულია კანონპროექტით, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს "უცხოურ აგენტებად" მოიხსენიებს. ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ურყევ ევროპულ მისწრაფებებსა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებებს“, - ვკითხულობთ ტექსტში. იქვე ხაზგასმულია, რომ პროექტის დაკანონება „უარყოფითად აისახება ნორვეგია-საქართველოს თანამშრომლობაზე“. ნორვეგია მოუწოდებს კანონმდებლებს საქართველოში, რომ იმოქმედონ დემოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე. 25 თებერვალს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ცნობილია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და სადავო საკითხებზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება. შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ „საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში“. radio tavisupleba
-
ჩვენი თაობის ვალია, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ვიმოქმედოთ ისე, რომ ოკუპაცია დასრულდეს, საქართველო გაერთიანდეს, ჩვენი დამოუკიდებლობა და თავისუფლება იყოს უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლებში დაღუპული იუნკრების მემორიალი გვირგვინით შეამკო და გმირების ხსოვნას პატივი მიაგო. „102 წლის წინ, ამ ადგილებში, ისევე როგორც სხვაგან საქართველოში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლები საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დასაცავად. სამწუხაროდ მაშინ ეს ბრძოლები დამთავრდა საქართველოს ოკუპაციით. სამწუხაროდ მაშინ საერთაშორისოს საზოგადოებამ თვალი დახუჭა საბჭოთა რუსეთის მიერ სხვა ერების დაპყრობის მცდელობებზე და დაპყრობის შედეგებზე. გავიდა წლები, საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, თუმცა დღესაც ეს ოკუპაცია მიმდინარეობს მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები არის საქართველოს იურისდიქციის და კონტროლის შესუსტებული კონტროლის ქვეშ და არის სხვა ქვეყნის საოკუპაციო ძალები განთავსებული ამ ტერიტორიებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, დღეს, როდესაც მსოფლიო რუსეთის აგრესიამ განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დააყენა, საქართველოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ არ გაზრდილიყო უსაფრთხოების რისკები, რომლის წინაშე ქვეყანა ისედაც დგას. „განსაკუთრებით ახლა, ამ მძიმე პერიოდში, როდესაც მსოფლიო არის მთავარ გაურკვევლობაში უსაფრთხოების მხრივ, გამოწვევები, რომლის წინაშეც, რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინის წინააღმდეგ, დააყენა ჩვენი საერთაშორისო საზოგადოება, უნდა იყოს ისე ნაპასუხევი. ძირითადი პრინციპები, რაც არსებობს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის იყოს გარანტირებული. ერთი წელი გავიდა რუსეთის მიერ აგრესიის დაწყების დღიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში, თუკი ჩვენ შევაჯამებთ ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების ერთიან ქმედებებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ და ჩვენმა საზოგადოებამ უზრუნველყო, რომ მაქსიმალურად არ გაგვეზარდა ის რისკები, რომელიც ისეც არსებობს საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ და უზრუნველგვეყო , რომ საქართველო ამ პერიოდის და მძიმე გეოპოლიტიკური ბრძოლების პერიოდში გამოვიდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს მისი ტერიტორიული მთლიანობა, ერთიანობა, დამოუკიდებლობა და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. IPN
-
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა - დამოუკიდებლობა მოიპოვა და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი - დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატბის ელჩმა კელი დეგნანმა ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ესეების კონკურსის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ საქართველოშია მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. „მოგესალმებით, მე ვარ კელი დეგნანი, ამერიკის ელჩი საქართველოში, მსურს, მადლობა გადავუხადო ნინო ჩიკვაშვილს, თქვენთან სასაუბროდ მოწვევისთვის, ესეების კონკურსზე "ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი", რომელსაც მასპინძლობს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა "პროგრესი". აშშ და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან ამ რთულ სამეზობლოში და ეს პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო დემოკრატიულ და თავისუფალი ბაზრის ღირებულებებს, ამერიკელები და ქართველები იზიარებენ თავისუფლების სიყვარულს და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილს, სადაც დაცულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საქართველოს აქვს დემოკრატიისა და მრავალფეროვნების შთამბეჭდავი ისტორია და ტრადიცია - თამარ მეფის კრებებიდან მოყოლებლი, "ერის მამად" მიჩნეული, ნოვატორული რეფორმების ავტორი ილია ჭავჭავაძისა, თუ 1918-1921 წლების საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩათვლით. შეერთებული შტატების მსგავსად საქართველოს აქვს მრავალფეროვნებისა და შემწყნარებლობის ხანგრძლივი ისტორია, იგი მასპინძლობდა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ებრაულს თემს, მუსულმანურ თემებს, სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს და სხვადასხვა ენებს და ძლიერ რეგიონულ იდენტობებს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში უძველესი კონსტიტუციური დემოკრატიაა, საქართველოში ქალებმა ხმის მიცემის უფლება მიიღეს უფრო ადრე, ვიდრე შეერთებულ შტატებში და საქართველომ აირჩია პირველი მუსულმანი პარლამენტის წევრი უფრო ადრე, ვიდრე შეერთებული შტატები აირჩევდა პირველ მუსულმან წარმომადგენელს კონგრესში. სამწუხაროდ, 1921 წელს წითელი არმიის შემოჭრამ შეაჩერა საქართველოს დემოკრატიული განვითარება და მოიტანა ათწლეულების განმავლობაში ოკუპაცია და რეპრესიები. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სისტემატურად ცდილობდა ძირი გამოეთხარა ქართული ტრადიციული ღირებულებების დემოკრატიის, დემოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, საქართველო არ ნებდებოდა. დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქართველმა ხალხმა მკაფიოდ გამოხატა თავისი სურვილი - დემოკრატიული საქართველო ინტეგრირებული დასავლელთთან. ამ ძლიერი დემოკრატიული ტრადიციებისა და ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის გამო ეწვია საქართველოს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში 2005 წელს, რათა გამოეხატა ქება საქართველოს, როგორც თავისუფლების შუქურის მიმართ. თუმცა შეერთებული შტატების ისტორიის მანძილზე ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ დემოკრატია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ხმის მიცემის უფლება, აყვავებული დემოკრატია მოითხოვს ძლიერ, დამოუკიდებელ ინსტიტუტებს, რომლებიც ასახავს და იცავს ამ ღირებულებებს. დემოკრატიულ ინსტიტუტებს აქვთ თავისუფლების, კეთილდღეობის, მშვიდობისა და ინდივიდუალური ღირსების გასაღები. როგორც ბოლო დროს ვნახეთ ბევრ ქვეყანაში, მიუკერძოებელი დემოკრატიული ინსტიტუტები ავტოკრატიული ტენდეციებისგან და მათგან, ვინც თითქმის ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, დაცვის საუკეთესო საშუალებაა. 30 წელია, შეერთებული შტატები ამაყობს იმით, რომ აქ არის, საქართველოში, მთავრობის და ხალხის მოთხოვნით და მათთან ერთად მუშაობს დემოკრატიის გასაძლიერებლად. და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვისთვის აუცილებელი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე. მომავალი წლების განმავლობაში, შეერთებული შტატები პირობას დებს, რომ დადგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათი დაცვისთვის აუცილებელი ინსტიტუტები. საქართველოს ყველაზე დიდი გამარჯვება იქნება მისი წარმატება აყვავებული, უსაფრთხო, ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაში. თქვენ, ქართველ ამომრჩეველთა მომავალ თაობას, გადამწყვეტი როლი გაქვთ ამ პროცესში. წარმატებას გისურვებთ ყველას ამ ესეების კონკურსში. საქართველოს ხალხს ბევრი რამ აქცს საამაყო თქვენი ისტორიისა და იმის გათვალისწინებით, რასაც თქვენ მიაღწიეთ ბოლო 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ასევე ბევრი სამუშაო გაქვთ წინ. შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას ამ ძალისხმევაში.ჩვენ ერთად უფრო ძლიერნი ვართ. ძალა ერთობაშია“,- განაცხადა კელი დეგნანმა.
-
ცესკო-მ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები აირჩია. როგორც ცესკო-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, 30 დროებითი წევრი ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში აირჩა. „არჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართა. ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, დაკვირვებოდა სხდომას ცესკო-ს ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში „Facebook“ პირდაპირი ტრანსლაციის საშუალებით. ცესკო-ს წევრებმა ათ საოლქო საარჩევნო კომისიაში 30 დროებითი წევრი სახელობითი კენჭისყრით აირჩიეს. ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო იყო კონკურსანტებთან გასაუბრებაც. არჩევამდე, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კანდიდატებმა გასაუბრება ცესკო-ს წევრებთან ლაივ რეჟიმში გაიარეს. ჩართულ მხარეებს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრების პროცესს უშუალოდ დაკვირვებოდნენ ცესკო-ს სოციალური ქსელის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება და კონკურსის ღიად წარმართვა საარჩევნო ადმინისტრაციაში 2021 წლიდან დამკვიდრდა, რაც ხელს უწყობს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ასახავს რეალურ სურათს, თუ რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია დროებითი წევრების არჩევისას. რაც შეეხება ცესკო-ს მიერ არჩეულ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებს, არჩეული 30 პირიდან, ბოლოს გამართულ ექვს საერთო არჩევნებზე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება აქვს 28 პირს, მათ შორის საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ თანამდებობებზე – 12-ს. ცესკო-ს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობა მიღებული აქვს 14 პირს, მათ შორის ერთს გავლილი აქვს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, ერთს „ახალგაზრდული ბანაკები“ და 12-ს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“. 29 აპრილის არჩევნებისათვის №12 გურჯაანის, №19 თიანეთის, №37 ახალციხის, №45 ცაგერის, №49 თერჯოლის, №57 ტყიბულის, №59 ქუთაისის, №64 სენაკის, №66 ხობისა და №70 ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსშისულ 35 განაცხადი შემოვიდა (18 ქალი და 17 კაცი). გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო 29 კონკურსანტმა, ლაივ რეჟიმში გასაუბრება მხოლოდ იმ პირებთან წარიმართა, ვინც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. -
უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე კანადამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო განმარტავს, სასანქციო სიაში 129 ფიზიკური და 63 იურიდიული პირი მოხვდა. მათ შორის, ჰოკეისტ ვლადისლავ ტრეტიაკოვის წინააღმდეგ, რომლის სახელიც როგორც ლეგენდარული ჰოკეისტი, ტორონტოს დიდების დარბაზშია გამოფენილი. ე.წ. შავ სიაში ექსპრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ყოფილი ცოლი, სვეტლანა და მათი შვილი ილიაც მოხვდნენ. კანადამ ასევე აკრძალა რუსეთს ზოგიერთი პროდუქციის ექსპორტი, რომელიც ელექტრო მრეწველობაში გამოიყენება. ასევე შეზღუდა რუსული შეიარაღების იმპორტი. ავტორი - სალომე თორაძე
-
დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ცენტრალურ ევროპაში, არამედ საქართველოშიც შეიძლება, მოეწყოს ასეთი შესანიშნავი ტურნირი, – ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, იოჰან ელიაშმა ბაკურიანში განაცხადა, სადაც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობას დაესწრო და დაათვალიერა ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სპეციალურად ჩემპიონატისთვის ააშენა. იოჰან ელიაშმა ბაკურიანის მსოფლიო ჩემპიონატი, მისი მომზადების დონე და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაკურიანში სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ დიდ პოტენციალს ხედავს. „თქვენ გაქვთ შესანიშნავი მთები, რომლებიც ხელს გიწყობთ. ვფიქრობ, ამ მთებს დიდი პოტენციალი აქვთ ზაფხულის თვეებსა და სეზონის დასაწყისში, რადგან ამ პერიოდში ადამიანებს სხვა ნახევარსფეროში გამგზავრება უწევთ სავარჯიშოდ. საქართველო უფრო ახლოსაა. სათხილამურო ტრასები და თოვლის ხარისხი ფანტასტიკურია, ამიტომ ვხედავ აქ დიდ პოტენციალს. ცხადია, ჩვენ შეგვიძლია, დავბრუნდეთ და მეტი ღონისძიება მოვაწყოთ მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირის ფარგლებში. ეს შესანიშნავი პიარია ქვეყნისთვის და, ზოგადად, ტურიზმის პოპულარიზაციისთვის. ამით შეიძლება, შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა. საქართველოს სამთო კურორტი ბაკურიანი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ბაკურიანი 2023-ის ღონისძიება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით ტარდება, რომელშიც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ასპარეზობს. მსოფლიო ჩემპიონატზე 7 სახეობაში 30 შეჯიბრი ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება, ორგანიზატორი კი – მთის ტრასების სააგენტო და საქართველოს სათხილამურო ფედერაციაა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
-
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს. როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს. აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო, რომელიც პაკეტში რუსეთთან კაუჩუკით ვაჭრობის საკითხზე სანქციების გაძლიერებას ითხოვდა. ახლა დოკუმენტი წერილობითი პროცედურის სახით ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს, რის შედეგაც ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება და ძალაში შევა. ავტორი - სალომე თორაძე -
გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო გადაიბარებს - წულუკიანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საპატრიარქო გადაიბარებს – ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის განცხადებით, იმ ლოჯისტიკურ საშუალებებს, რაც ამ პროცესისთვის იქნება საჭირო, კულტურის სამინისტრო საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცემს. მისივე თქმით, გელათის შესახებ დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით. 14 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გელათის შესახებ კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა და იუნესკოს ანგარიში შეაფასა. მდგომარეობა არათუ მძიმეა, არამედ კრიტიკულია! საჭიროა შექმნილი ვითარების სასწრაფოდ გამოსწორება და მხატვრობის გადარჩენა! მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ჯგუფი უნდა ჩანაცვლდეს უფრო მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტებით“, – ამბობენ საპატრიარქოში. რა მოხდა გელათში? გელათი სამონასტრო კომპლექსში კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო. 2018- 2019 წელს გელათში უხარისხოდ ჩატარებული გადახურვის სამუშაოების შედეგად წყალი ჩავიდა, რის გამოც კედლის მხატვრობა დაზიანდა. 2021 წლის ივნისში, წულუკიანის გამინისტრებიდან ორ თვეში, იტალიური ასოციაცია „სუარდოს” ექსპერტებმა ტაძრის მხატვრობის კონსერვაციის გეგმა შეადგინეს. ამ დასკვნაზე დაყრდნობით, გელათში გადაუდებელი კონსერვაციის სამუშაოები დაიწყეს. სამუშაოები მერაბ ბუჩუკურსა და მის გუნდს მიანდეს. ფრესკების რესტავრაციაზე იტალიური ასოციაციის წარმოდგენილი გეგმა მაშინვე დაიწუნეს ქართველმა ექსპერტებმა. ქართველი სპეციალისტები ამბობდნენ, რომ სველ კედელზე სრული საკონსერვაციო სამუშაოების დაწყება საერთაშორისო სტანდარტის დარღვევა იყო და ძეგლის მდგომარეობას გააუარესებდა. კრიტიკა სამინისტრომ არ გაითვალისწინა და სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების დაწყებიდან ერთი წლის თავზე საპატრიარქოს მოწვევით გელათში ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ. ექსპერტები სამონასტრო კომპლექსს 2022 წლის 30 აპრილიდან 4 მაისამდე სტუმრობდნენ. ამერიკელმა ექსპერტებმა საკონსერვაციო – სარესტავრაციო სამუშაოები გააკრიტიკეს, სამუშაოების შეჩერებისა და ახალი გეგმის შექმნის რეკომენდაცია გასცეს. ამ დასკვნის მომზადებიდან მალევე, ოქტომბრის დასაწყისში, საპატრიარქოს მოთხოვნით კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები შეჩერდა. ამავე პერიოდში, კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობის შესაფასებლად სამინისტრომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICOMOS-ისა და ICCROM-ის მრჩეველთა ერთობლივი მისია მოიწვია. მისიამ საქართველო 2022 წლის 2 დეკემბერს დატოვა. UNESCO- ს დასკვნა ჯერ ცნობილი არაა. უკვე ცნობილია, „icomos საქართველოს“ და ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნები. ორივე დასკვნა კრიტიკულად აფასებს მიმდინარე სამუშაოებს და პროფესიონალების მონაწილეობით სამუშაოების თავიდან დაგეგმვის რეკომენდაციას გასცემენ. ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა 2023 წლის 30 იანვარს გახდა ცნობილი. სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნის ავტორები ვიწრო პარტიული ინტერესებით ხელმძღვანელობენ და დასკვნას კვალიფიკაცია აკლია. ჩუბინაშვილის ცენტრს გამოექომაგა საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქომ საპასუხო განცხადებაში აღნიშნა, რომ დასკვნა მათი თხოვნით მომზადდა და არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. publika -
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი და გასაგებია საერთაშორისო პარტნიორების წუხილი „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით; თუმცა გამჭვირვალობა აუცილებელია და მსჯელობა საქართველოს პარლამენტში, კანონპროექტის განხილვის დროს გაგრძელდება. „მაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის - დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით... გასაგებია წუხილი, რომელიც მათ აქვთ, იმ პროპაგანდისტული ტალღის ფონზე, რაც ვრცელდება ამ პროექტთან და იდეასთან დაკავშირებით... ამ საუბრებში ყველა ვთანხმდებით, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, თუ რა ინტერესები არსებობს, რა ფინანსური რესურსები არსებობს იმ სუბიექტების უკან, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში. ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური საფუძველი ამგვარი მიდგომებისა და ამაზე ყველა ვთანხმდებით“, - უთხრა შალვა პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს 25 თებერვალს, კოჯორში, იუნკრების მემორიალთან. მისი თქმით, კანონპროექტის განხილვის დროს, პარლამენტში შედგება კომუნიკაცია როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ასევე პარტნიორებთან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული წუხილი ისმის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, რადგან ხდება კანონპროექტის „სტიგმატიზება რუსულ კანონად“ და „პროპაგანდისტული აჟიოტაჟია“. ბოლო პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები მწვავე შეფასებებით გამოეხმაურნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს, რომლის ინიცირებაც, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ მოკავშირე „ხალხის ძალის“ დეპუტატების სახელით მოხდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეპ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაში ნათქვამია, რომ „კანონპროექტის მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან“. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 24 თებერვალს განაცხადა, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან. შალვა პაპუაშვილმა 25 თებერვალს აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციებში ლაპარაკია, მათ შორის „სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაზე“ და „ეს ამავე დროს გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას, რომელიც ამ სუბიექტებს უნდა ჰქონდეთ“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაცია, რომელის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორების ფული წარმოადგენს. ამ სუბიექტებს უჩნდებათ ვალდებულება, რომ დარეგისტრირდნენ სპეციალურ ბაზაში. radio tavisupleba
-
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ის და მისი ოჯახი ომის რეალობას, ყველაზე რთული იყო იმ კითხვებს შორის, რომელიც მას დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. ”ბოლო კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ. ჩემი მშობლები - მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. ისინი ყველა ჩემს გულში არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის შვილები ომის დროს ქვეყანაში იმყოფებოდნენ. „მთავარია, ჩემმა შვილებმა იამაყონ ჩემით. მიხარია, რომ ისინი უკრაინაში არიან, უკრაინულ სკოლებში სწავლობენ. პრეზიდენტისთვის, ამჟამინდელი პრეზიდენტია ის თუ ყოფილი, როდესაც ომის დროს ხარ პრეზიდენტი, მნიშვნელოვანია შენი შვილები აქ გყავდეს, რადგან ქვეყანა აქ არის, რადგან ბიჭები და გოგონები აქ იხოცებიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მას გაუმართლა ოჯახსა და ქვეყანაში. IPN