-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების (ე.წ. ხალხის ძალის) მიერ „უცხოური აგენტების” კანონის დაანონსება და ამ საკითხზე მსჯელობაც კი მნიშვნელოვნად დააბრკოლებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ საუბარია IDFI-ის კვლევაში. ევროპული კომისიის 2022 წლის 17 ივნისის მოსაზრებით, განსაზღვრული 12 პრიორიტეტული ამოცანიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა იმყოფება „მოლოდინის რეჟიმში” და აღსასრულებელი აქვს ევროკომისიის პრიორიტეტული ამოცანები, „უცხოური აგენტების” კანონის არათუ მიღება, არამედ მასზე საჯარო სივრცეში მსჯელობის დაწყვებაც კი დამაზიანებელია ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისთვის. „ევროპულმა სასამართლოებმა განსაკუთრებით პრობლემურად მიიჩნიეს არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის „უცხოეთის აგენტის” იარლიყის მინიჭებისა და მათი რეგისტრაციის სავალდებულოობა. მეტიც, ECJ-ს გადაწყვეტილებამ და მის აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა (ე.წ „ხალხის ძალის”) წინადადება, მათივე მითითებით, სწორედ “უცხოური აგენტების” რეესტრის წარმოებას ითვალისწინებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – წერს IDFI. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ე.წ. უცხოური აგენტების კანონმდებლობა არ გააჩნიათ. არადემოკრატიული რეჟიმები კი მანიპულირებენ ღირებული ლეგიტიმური ინტერესებით და პოპულისტური მეთოდებით მათ შორის, „აგენტის” იარლიყის მინიჭებით ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას. რუსეთისა და უნგრეთის მაგალითი „ყველაზე ნათელი მაგალითი, როდესაც „უცხოეთის აგენტების” კანონმდებლობით ხდება სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა, არის რუსეთის და უნგრეთის შემთხვევა. რუსეთში „უცხოეთის აგენტი” ატარებს მასტიგმატიზებელ იარლიყს და ასოცირდება „ჯაშუშთან”. შესაბამისად, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ან არჩია შეეწყვიტა უცხოური დაფინანსების მიღება და, შესაბამისად, დრამატულად შეეზღუდა საკუთარი საქმიანობა. მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კანონი მიღებულია იმავე მიზნების მისაღწევად, რაც გააჩნია FARA-ს [ამერიკის უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტი]. მსგავსად ამისა, უნგრეთშიც 2017 წელს მიღებულ იქნა კანონი „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ”. რუსული კანონის 10-წლიანი მოქმედება ნათელი მაგალითია იმისა, როგორ მოახდინა ხელისუფლებამ „გამჭვირვალობის” ინსტრუმენტალიზაციას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და რა ეფექტი აქვს ამას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში ECODEFENCE AND OTHERS v. RUSSIA განმარტა, რომ კანონი, რომელიც ქვეყანაში „მსუსხავ ეფექტს” ქმნის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის და იძლევა ნოყიერ ნიადაგს მისი არაკეთილსინდისიერი ინტერპრეტაციისთვის, ეწინააღმდეგება კონვენციით გარანტირებულ უფლებებს. 2017 წელს უნგრეთის მიერ მიღებული კანონი „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობის შესახებ” 2020 წლის 18 ივნისს, ევროპული კომისიის მიმართვის საფუძველზე, მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუსაბამოდ მიიჩნია. შედეგად, ევროკომისიის აღსრულების მექანიზმის ამოქმედების გამო, უნგრეთი იძულებული გახდა გაეუქმებინა იგი. უნგრული კანონის მიმართ კრიტიკა გამოთქვა ვენეციის კომისიამაც და აღნიშნა, რომ კანონი გამოიწვევს არაპროპორციულ და არასაჭირო ჩარევას შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში, აგრეთვე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვით დაცულ სფეროში. კანონი იმეორებდა რუსულ გზას და „გამჭვირვალობის” ვალდებულების დაწესების გზით მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებას. ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ევროპული ღირებულებების პერსპექტივის თვალსაზრისით, გამოხატავს ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მტკიცე დამოკიდებულებას კანონის უზენაესობასთან და დემოკრატიასთან მიმართებით. ევროპულმა სასამართლოებმა კიდევ ერთხელ აღიარეს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი როლი დემოკრატიულ საზოგადოებაში და ხაზი გაუსვეს მათი თავისუფალი საქმიანობის დაცვის მნიშვნელობას”, – წერს IDFI. პუბლიკა
-
კიევში მაღალი რანგის სტუმარს ელოდებიან. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, კიევში დილიდან გადაიკეტა ქუჩები, რკინიგზა, ასევე ამერიკის საელჩოს ტერიტორია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ ახმაურებენ, ვინ ჩადის კიევში, თუმცა მედიასაშუალებები ვარაუდობნ, რომ უკრაინის დედაქალაქში შესაძლოა, ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩადის. შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავთან დაკავშირებით, ჯო ბაიდენი ხვალ პოლონეთში ჩადის. „მოდით, ჯერ ამ ინტრიგას შევინახავთ და არ გავუსწრებთ მოვლენებს. იმედი მაქვს, რომ სიურპრიზი, რომელიც მზადდება, გამოვა. იმიტომ, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ომის წლისთავზე ვიხილოთ არა მხოლოდ მხარდაჭერის სიტყვები, ასევე ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორების კიევში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი მელნიკმა. ავტორი - თამთა რუხაძე
-
ჩინეთი გადაკვეთს „წითელ ხაზს“, თუ რუსეთს სამხედრო შეიარაღებას მიაწოდებს, – ამის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის, ჩინეთს კონკურენცია გაუწიოს. ამასთან, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ ჩინეთის მიერ რუსეთის სამხედრო ძალების მხარდაჭერის „შემაშფოთებელ“ ტენდენციებს ხედავს და პეკინს სურს, რუსეთს სამხედრო დახმარება ფარულად მიაწოდოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ეს საკითხი ჩინელ კოლეგასთან შეხვედრისას დააყენა. „ჩვენ მივესალმებით ჩინეთის განცხადებას, რომ მათ მშვიდობა სურთ, რადგან ეს არის ის, რისკენაც ჩვენ ყოველთვის ვისწრაფვით მსგავს სიტუაციებში. მაგრამ ჩვენ ასევე მკაფიო უნდა ვიყოთ, რომ ჩინელები და სხვები თუ აპირებენ რუსების ლეტალურ მხარდაჭერას უკრაინაზე მათ სასტიკ თავდასხმაში, მაშინ ეს მიუღებელია. პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ჩინეთს, როგორც მოწინააღმდეგეს. ჩვენ მზად ვართ, კონკურენცია გავუწიოთ ჩინელებს და, საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ წინააღმდეგობის გასაწევადაც. და ჩვენ ამას ვაკეთებთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაგრძელებთ იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე იყოს“, – განაცხადა გაერო-ში აშშ-ის ელჩმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, საქართველოდან საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უფრო ნაკლები ადამიანი წავიდოდა, ვიდრე დაბრუნდებოდა. მან "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს "დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას რეალური ზრუნვა" სჭირდება. ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოდან უვიზო მიმოსვლაზე საუბრის დროს მოიყვანა სტატისტიკური მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს "მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს". "ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით - 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით - 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა... ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ 4 წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა", - აცხადებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. მისი თქმით, "რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა". "ფეისბუკში" გამოქვეყნებულ პოსტში მან, ასევე, ისაუბრა აშშ-ს სავიზო პოლიტიკაზეც. "აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მ რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა. რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ს მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 9 თებერვალს რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საქართველოდან აშშ-ში წასული ადამიანები ემიგრაციის მიზეზეზებზე საუბრობდნენ. 2017 წლის 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში, რომლებიც შენგენის ზონაში ერთიანდებიან ტურისტული მიზნით უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი. რადიო თავისუფლება
-
ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონი ამაოდ კარგავს დროს რუსეთთან დიალოგზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი პუტინთან დიალოგის დამყარების მცდელობაში დროს ამაოდ კარგავს. პრეზიდენტ ზელენსკის იტალიური გამოცემა Corriere della Sera-ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, ეთანხმება თუ არა ის მაკრონის პოზიციას, რომ „რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ არ დაინგრეს“ და რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიალოგი ღიად უნდა დარჩეს. “ეს იქნება უსარგებლო დიალოგი, ფაქტობრივად, მაკრონი დროს ამაოდ კარგავს. მე მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ არ გვაქვს ძალა, შევცვალოთ რუსეთის პოზიცია. თუ მათ გადაწყვიტეს თავიანთი თავის იზოლირება მოახდინონ ძველი საბჭოთა იმპერიის აღდგენის ოცნებაში, ვერაფერს გავხდებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ინტერპრესნიუსი -
უკრაინას უნდა მივცეთ ის, რაც მას სჭირდება იმისთვის, რომ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ერმა ევროპაში, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისივე თქმით, „კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, სადაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს“. სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება გლობალურია და არა რეგიონალური და თავდაცვა არჩევითი არ არის. იენს სტოლტენბერგმა მედეგობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „არც ისე დიდი ხნის წინ, ბევრი ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის იმპორტი მხოლოდ ეკონომიკური საკითხი იყო“. „არ უნდა დავუშვათ იგივე შეცდომები ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, უკრაინის ომის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგნენ. „ნატო-ს გარეშე ევროპაში უსაფრთხოება არ არსებობს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. IPN
-
რიში სუნაკი - დროა, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გავაორმაგოთ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ახლა არის დრო, რომ დასავლეთმა უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გააორმაგოს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის კოლექტიური ძალისხმევა განსხვავებას ქმნის, მაგრამ რუსულ ძალებს ყოველდღე კიდევ უფრო მეტი ტკივილი და ტანჯვა მოაქვთ. „ცვლილების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება სამხედრო სტრატეგია უკრაინისთვის, რათა მოიპოვოს გადამწყვეტი უპირატესობა ბრძოლის ველზე ომის მოსაგებად და პოლიტიკური სტრატეგია მშვიდობის მოსაპოვებლად“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთი უკრაინის დასახმარებლად სიმტკიცეს არ გამოიჩენდა, მაგრამ შეცდა. „ახლა არის დრო, რომ გავაორმაგოთ ჩვენი მხარდაჭერა. როდესაც პუტინმა დაიწყო ეს ომი, მან ფსონი იმაზე დადო, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მყარი არ იქნებოდა. მაგრამ მაშინ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ის ცდებოდა და ჩვენ ახლაც დავამტკიცებთ, რომ ის ცდება“, - აღნიშნა სუნაკმა. მისივე თქმით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. „რუსეთი დარღვევას დარღვევაზე სჩადის ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართ და საერთაშორისო საზოგადოების პასუხი არ იყო საკმარისად ძლიერი. უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, მაგრამ სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ უნდა მივცეთ მათ ნატო-ს მოწინავე სტანდარტის შესაძლებლობები, რაც მათ სჭირდებათ მომავლისთვის და უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ გვერდით დავრჩებით“, - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა. IPN -
კამალა ჰარისი - რუსეთმა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ჩაიდინა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადგინა, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. „გამოვიკვლიეთ მტკიცებულებები. ვიცით სამართლებრივი სტანდარტები და ეჭვგარეშეა, რომ ეს არის დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ჰარისმა. მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე საერთაშორისო გამოძიებების მხარდაჭერას. „ვეუბნები ყველას, ვინც ჩაიდინა ეს დანაშაულები და მათ ხელმძღვანელებს, ვინც ამ დანაშაულის თანამონაწილეა - თქვენ პასუხს აგებთ!“ - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა. მან უკრაინის მიმართ შეერთებული შტატების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ თქვენი პარტნიორია ამ კეთილშობილურ საქმეში“. იპნ -
უკრაინა და საქართველო დაუცველები არიან რუსეთის აგრესიისგან, ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ, ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, საქართველომ და უკრაინამ რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს. „ნატო-ს პოზიცია უკრაინაზე არ შეცვლილა. ჩვენ 2008 წელს შევთანხმდით, რომ უკრაინა გახდებოდა ალიანსის წევრი და ეს არის ჩვენი პოზიცია ახლაც. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ უკრაინა იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა. უკრაინა თუ არ იქნება სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, ვერ განვიხილავთ ვერანაირ სამომავლო ურთიერთობებს უკრაინასა და ალიანსს შორის“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესია სამხედრო დახმარება, რომელსაც ალიანსის პარტნიორები აწვდიან უკრაინას ყოველდღიურად. „ამ კუთხით, ჩვენ ასევე მივესალმებით პრემიერ სუნაკის ინიციატივას. გვქონდა მსჯელობა, რომ შეიქმნას ჩარჩო, რომელიც გვჭირდება სამომავლო მშვიდობისთვის. როცა ომი დასრულდება, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ისტორია არ განახლდება, რუსეთი აღარ შეიჭრება უკრაინაში. ეს ყველაფერი დაიწყო 2008 წელს საქართველოში შეჭრით, შემდეგ 2014 წელს ყირიმსა და დონბასში, გასულ წელს სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ჩვენ არ უნდა დავუშვათ რომ ევროპის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდეს და უნდა დავარღვიათო რუსეთის აგრესიის წრე ევროპის ქვეყნების მიმართ. როცა ეს ომი დასრულდება უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული ჩარჩო, რომელიც უზრუნველყოფს, რომ რუსული აგრესია არ გაგრძელდეს. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა მივაწოდოთ სხვადასხვა სახის დახმარება მოლდოვას რაც შეგვიძლია სწრაფად. უკრაინა და საქართველ არიან ქვეყნები, რომლებიც არიან დაუცველები რუსეთის აგრესიისგან მოწყვლადები, რომლებმაც რუსეთის აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს. ისინი ისწრაფვიან ნატო-ს წევრობისკენ. მოლდოვა არ ისწრაფვის და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა ყველაზე დიდი გაკვეთილი, რაც ჩვენ ვისწავლეთ, არის ის, რომ რუსეთის აგრესიისგან მოწყვლად ქვეყნებს მხარი უნდა დავუჭირთ, რაც შეგვიძლია, სწრაფად, ახლავე, რადგან რეალობა არის ასეთი. მთავარი მიზეზი იმისა, რომ უკრაინა წინააღმდეგობას უწევს რუსეთს და უკან ახევინებს რუსეთის ჯარებს, არის მამაცი უკრაინელი სამხედროები, პოლიტიკური ხელმძღვანელობა და არის ასევე ის რომ ნატო ატრენინგებს უკრაინელებს 2014 წლიდან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ავტორი - ანა ბროლაძე
-
ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოულოდნელი არ ყოფილა. „ჩვენ შეიძლება, შოკირებული ვართ უკრაინაში რუსეთის შეჭრით, მაგრამ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. ეს არის წლების განმავლობაში რუსული აგრესიის ნიმუში. თვეების განმავლობაში ყველა ძალისხმევა ჩავდეთ რუსეთთან დიპლომატიურ ჩართულობაში. მიუნხენის კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, მე მოვუწოდე პრეზიდენტ პუტინს, უკან დაეხია. ჩვენი სამშვიდობო მოწოდებების მიუხედავად, მან თავდასხმა აირჩია. ჩვენ ომიდან გაკვეთილები უნდა ვისწავლოთ. პირველი, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ უკრაინის დახმარება. პუტინი არ გეგმავს მშვიდობას, ის გეგმავს მეტ ომს, ახალ თავდასხმებს. არ არის მტკიცებულება, რომ მან ამბიციები შეცვალა. ის ახდენს ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას, გადაჰყავს რუსული ეკონომიკა სამხედრო ჩარჩოში, კავშირი აქვს სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც არის ირანი და ჩრდილოეთ კორეა, რათა მიიღოს მეტი შეიარაღება. ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც გამარჯვებისთვის სჭირდება, რომ იყოს ევროპის სუვერენული სახელმწიფო. არის წუხილი, რომ უკრაინისადმი ჩვენი დახმარება ესკალაციას ზრდის. ნება მიბოძეთ, გითხრათ, უფრო დიდი რისკი პუტინის გამარჯვებაა. პუტინი თუ გაიმარჯვებს უკრაინაში, გზავნილი მისთვის და სხვა ავტორიტარი ლიდერებისთვის იქნება ის, რომ მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ძალა იმის მისაღებად, რაც სურთ. ამით მსოფლიო უფრო სახიფათო იქნება. ასე რომ, უკრაინის დახმარება არის ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი შეკავება და თავდაცვა. ომები არაპროგნოზირებადია და არ ვიცით, როდის და როგორ დასრულდება, მაგრამ ვიცი, რომ ეს ომი ხვალაც რომ დასრულდეს, ჩვენი უსაფრთხოების გარემო გრძელვადიანად შეიცვლება. კრემლს განსხვავებული ევროპა სურს, როდესაც რუსეთი აკონტროლებს მეზობლებს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ვითარებას აქტიურად აკვირდება პეკინი, რომ დაინახოს საფასური, რასაც რუსეთი იხდის. რაც დღეს ევროპაში ხდება, შეიძლება, ხვალ აზიაში მოხდეს. უკრაინის ომი აჩვენებს, რომ უსაფრთხოება არ არის რეგიონული, ის გლობალურია“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა. ამასთან, მისივე თქმით, „მესამე გაკვეთილი არის საზოგადოების მოქნილობის გაძლიერება“. „სამხედრო ძალები აუცილებელია ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად, მაგრამ არასკმარისია. ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ კიბერსივრცე, მომარაგების ჯაჭვები და ინფრასტრუქტურა. უკრაინის ომმა აჩვენა ავტორიტარული რეჟიმების საფრთხე. ცოტა ხნის წინ, ბევრი ამტკიცებდა, რომ რუსული გაზის იმპორტირება წმინდად ეკონომიკური საკითხი იყო, ასე არ არის. ეს პოლიტიკური საკითხია. ეს ჩვენს უსაფრთხოებას ეხება, რადგან რუსულ გაზზე ევროპის დამოკიდებულებამ დაუცველი გაგვხადა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ მსგავსი შეცდომები ჩინეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროდუქციის და ნედლეულის იმპორტირებაზე ზედმეტად დამოკიდებული, თავიდან უნდა ავირიდოთ გადამწყვეტი მნიშვნელობის ტექნოლოგიების ექსპორტი, რომელიც შესაძლოა, ჩვენ წინააღმდეგ იყოს გამოყენებული. უნდა გავაგრძელოთ ჩინეთთან ვაჭრობა და ეკონომიკური ჩართულობა, მაგრამ ჩვენმა ეკონომიკურმა ინტერესებმა ჩვენს უსაფრთხოების ინტერესებს არ უნდა გადააჭარბოს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან ვაჭრობა გვაძლიერებს. არ უნდა შევქმნათ ახალი ბარიერები თავისუფალ და ღია ეკონომიკებს შორის. ამ ომიდან ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ ჩრდილოეთ ამერიკა და ევროპა ერთად უნდა იდგნენ. უფრო სახიფათო მსოფლიოში, ჩვენ გვჭირდება ტრანსატლანტიკური კავშირი იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე. ნატო-ს გარეშე ევროპაში არ არის უსაფრთხოება. ასე რომ, ახლა ალიანსის მიღმა ხედვის დრო არ არის, ახლა ჩვენი ალიანსის გაძლიერებისა და გაფართოების დროა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ევროკავშირი სომხეთში 100-კაციან მისიას აგზავნის
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირი, მომავალ კვირას, სომხეთში 100-კაციან მისიას გაგზავნის, რომელიც ხელს შეუწყობს მშვიდობასა და სტაბილურობას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ევროკავშირი სომხეთის ერთგული პარტნიორია. მომავალ კვირას ევროკავშირი 100-კაციან მისიას გაგზავნის, რათა ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას“, - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“. IPN -
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინაში ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. „18 თებერვალს რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა შავი ზღვიდან უკრაინაში „კალიბრის“ ტიპის ოთხი ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს. ორი რაკეტა საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს“, - აღნიშნულია უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციაში. მათივე განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის საფრთხე კვლავ არსებობს. ცნობისათვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსები უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო თავდასხმას ახორციელებენ და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. IPN
-
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის გამო სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ბაკურიანში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სატრანსპორტო შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე. ამასთან, 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე. „5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე - კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე. 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად. შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო - 09:00-დან 18:00 საათამდე. საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 -დან - 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის. ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში: სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან); 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს; მუნიციპალური ავტოსადგომი ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე. 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე: რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე; დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე. გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში. არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება: სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე; ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით; პირველ გზაჯვარედინამდე;დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე. ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია საჭაპანო და სასაპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა",- აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. -
საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 19-21 თებერვალს კიშინიოვში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე ყოველწლიურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 19 თებერვალს, ასამბლეის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება, რომლებზეც თითოეული კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ რეზოლუციებს განიხილავს და მიიღებს. როგორც საქართველოს პარლამენტში განმარტეს, ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის მიერ მომზადებული რეზოლუციის „მწვანე ენერგიაზე გადასვლა, როგორც პასუხი აღმოსავლეთ პარტნიორობის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებზე, რუსეთის აგრესიისა და საოკუპაციო ომის კონტექსტში" თანაავტორია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრი მაია ბითაძე. 20 თებერვალს, დაგეგმილია პლენარული სესიის ოფიციალური გახსნა. რის შემდეგაც გაიმართება დებატები თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შემდეგ. ახალი რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტი, გამოწვევები და შესაძლებლობები". ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობას მიიღებენ მაკა ბოჭორიშვილი, მიხეილ სარჯველაძე, მაია ბითაძე, ლევან ქარუმიძე, გიორგი ხელაშვილი და გიორგი ვაშაძე. საპარლამენტო ასამბლეა შედგება ოთხი მუდმივმოქმედი პოლიტიკურ საკითხთა, ენერგეტიკული უსაფრთხოების, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტებისგან. საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, რომ ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ევროკავშირში ეკონომიკურ ინტეგრაციას.
-
ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში მიმდინარე პანელზე – „გეოპოლიტიკური ევროპის დაბადება“ გამოსვლისას განაცხადა. როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ამერიკულ მხარესთან ერთად, ჯერ კიდევ დეკემბერში დაიწყეს პოტენციურ სანქციებზე მუშაობა იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. მისივე თქმით, იმედი ჰქონდათ, რომ აღნიშნულ სანქციებს არ გამოიყენებდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, ნათლად განვაცხადოთ, რა სახის ომია ეს, რომელიც ეხება პუტინის იმპერიალისტურ გეგმებს. ჩვენ არასდროს მივიღებთ ამ იმპერიალისტურ ომს, არასდროს მივიღებთ, რომ პუტინი თელავს საერთაშორისო სამართალს, რომელიც ყველა ჩვენგანს იცავს. ყველა ქვეყანასთან გაერო-ს ქარტიის მიხედვით უნდა გქონდეს ურთიერთობა. ჩვენ არასდროს მივიღებთ, რომ დღეს ვიღაცას შეუძლია ტანკების გაგზავნა საზღვრების მიღმა, ქვეყანაში შეჭრის მიზნით. ერთი წლის წინ, ამერიკელმა მეგობრებმა უპრეცედენტო რამ გააკეთეს, დაიწყეს სადაზვერვო მონაცემების გასაჯაროება. ამან ადრეული შეტყობინება მოგვცა. ჩემმა კაბინეტმა მათთან მუშაობა უკვე დეკემბერში დაიწყო პოტენციურ სანქციებზე, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა. ვიმედოვნებდით, რომ ეს არასდროს მოხდებოდა, არ გამოვიყენებდით ამ სანქციებს. ინტენსიური მუშაობის შემდეგ, შევადგინეთ სანქციები, რაც მიმართული იყო თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ეს სინქრონიზებული იყო დიდ შვიდეულთან. ამან შესაძლებელი გახადა, რომ შეჭრიდან რამდენიმე დღეში ძალიან ძლიერი სანქციების პაკეტი წარმოგვედგინა. ჩვენმა მეგობრებმა, მოკავშირეებმა და პარტნიორებმა დაუყოვნებლივ გააცნობიერეს, რომ ეს სერიოზული ამბავი იყო და ჩვენი არსებობის მთავარ წერტილს ეხებოდა. ჩვენ ერთიანები ვართ. ჩვენი ერთიანობა შენარჩუნდება“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება. „პუტინის ეს იმპერიული გეგმები სრულად ჩაიშლება. ეს არის ერთი ამოცანა. უკრაინა შეძლებს გამარჯვებას. ახლა ნამდვილად დროა, დაჩქარდეს სამხედრო პროდუქციის წარმოება, რომელიც უკრაინას სჭირდება. მათ შორის სტანდარტიზებული აღჭურვილობა. თვეები არ უნდა სჭირდებოდეს უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას. ჩვენ გვაქვს ევროპული სამშვიდობო შესაძლებლობის ინსტრუმენტი, რომელიც წევრ ქვეყნებს აფინანსებს, რომ მისცენ სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. მას აქვს საკოორდინაციო მექანიზმი უკრაინასთან. ჩვენ დავარწმუნეთ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიები, რომ საჭიროა დროულად გაზარდონ სტანდარტიზებული პროდუქციის წარმოება. მათ შორის არის 155 მილიმეტრიანი არტილერია. მეორე ნაწილია, უკრაინის ეკონომიკური უსაფრთხოება, უკრაინა უნდა გადარჩეს ეკონომიკურად. ჩვენ შევთანხმდით უკრაინისთვის ყოველთვიურად 1.5 მილიარდი ევროს დახმარებაზე. ამ კუთხით საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტებმა მეტი უნდა გააკეთონ“, – აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
თურქეთსა და სირიაში 6 თებერვალს მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ ათიათასობით ადამიანი იმსხვერპლა. მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. მაშინ, როცა სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციაში არის ერთი ქალაქი, ერზინი, სადაც ერთი შენობაც კი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე ორჯერ გამეორებული მიწისძვრის ძალა ამ ქალაქშიც ისეთივე იყო, როგორც ჰათაის სხვა ადგილებში. დღეს მედია ცდილობს მიზეზების გარკვევას და ეძებენ კითხვებზე პასუხს - რატომ იყო ასეთი დამაგრეველი მიწისძვრა და რატომ არ დაინგრა არცერთი შენობა ერზინში. პასუხების ძიებას კი ქალაქის მერამდე მივყავართ, რომელმაც არ დაუშვა უკანონო მშენებლობები. ის დღეს ადგილობრივებისთვის გმირია. მიწისძვრამ გაანადგურა ასობით ახალი აშენებული კორპუსი, ერზინში კი, სადაც დაახლოებით 42 000 ადამიანი ცხოვრობს, დააზიანა მხოლოდ მეჩეთები, ნგრევა არ ყოფილა და არცერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. აღნიშნულის შესახებ ერზინის მერმა ოქეშ ელმასოღლუმ TV5-ის ეთერში ისაუბრა. "მადლობა ღმერთს, ერზინში ჩვენ არ გვქონია მსხვერპლი, არც დაზიანებები და ნგრევა. გვიხარია, რომ ჩვენს რაიონში მსხვერპლი არ არის, მაგრამ ძალიან ვწუხვართ ყველა გარდაცვლილის გამო. მიწისძვრის საშინელი ბიძგები ჩვენც გამოვცადეთ. ეს ენით აღუწერელია. მე ერთსართულიან კერძო სახლში ვცხოვრობ და მიწისძვრის ბიძგები ძალიან იგრძნობოდა. ბავშვებთან ერთად მაშინვე კარისკენ გავიქეცით. გადაადგილება ძალიან რთული იყო, ველოდით მის დასრულებას, მაგრამ არ სრულდებოდა, ერთ წუთზე მეტხანს გაგრძელდა. როდესაც რყევა შემსუბუქდა, ავიღეთ ნივთები, რომელთა აღებაც შეგვეძლო და დაუყოვნებლივ დავტოვეთ სახლი", - ამბობს ქალაქის მერი და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მას არ დაუშვია ქალაქში უკანონო მშენებლობები. ოქეშ ელმასოღლუს თქმით, ამის გამო არაერთ ადამიანთან ჰქონია კონფლიქტი. "მე არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდი უკანონო მშენებლობებს და ხანდახან, ამის გამო ბრაზდებოდნენ. მეუბნებოდნენ, შენ გარდა, ამ ქვეყანაში სხვა პატიოსანი და წესიერი კაცი არ არისო?! სამი თვე იყო ჩემი არჩევიდან გასული, როდესაც მოვიდა ერთი, ჩვენი ნათესავი და მითხრა: "უკანონო მშენებლობისთვის დაგვაჯარიმეს..." და როცა ვუთხარი, რომ მე ვერაფერს გავაკეთებდი, მან მითხრა: "ნუთუ შენ ხარ აქ ერთადერთი წესიერი ადამიანი. ეს სიტყვები ჩემი ყურით გავიგონე. ჩემი მხრივ, მე მაქვს ძალიან სუფთა სინდისი, იმის გამო, რომ ჩვენ არ დავუშვით უკანონო მშენებლობა. რა თქმა უნდა, თუ არ დაუშვებთ, გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვა გზას იპოვის ამგვარი მშენებლობისთვის და როგორღაც ააგებს უკანონოდ კონსტრუქციას. გვაქვს კონკრეტული ჯარიმები ამის აღსაკვეთად. თუ უკანონო მშენებლობას ასი პროცენტით ვერ აფერხებ, გარკვეულწილად მაინც შესაძლებელია მისი შემცირება. არანაირ დათმობაზე არ წავედი და ეს ბევრ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებად დამიჯდა“, - ამბობს მერი. ვინ არის ოკეშ ელმასოღლუ? 44 წლის ოქეშ ელმასოღლუ ერზინში დაიბადა. სწავლობდა მარმარას უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. სამხედრო სამსახურის შემდეგ ის თავის მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა, რომელიც ძალიან უყვარს. ის დაქორწინებულია და ორი ქალიშვილი ჰყავს. მერობის კანდიდატად ადგილობრივ არჩევნებში 2019 წელს თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიიდან დაასახელეს და გამარჯვებაც მოიპოვა. ცნობისთვის, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 37 000-ს გადააჭარბა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში სტიქიის შედეგად მინიმუმ 31 643 ადამიანი დაიღუპა, სირიაში კი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 5 714-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ თურქეტში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების დიდი წილი ახალაშენებულ ნაგებობზებზე მოდის. თურქეთის ოფიციალური პირების განაცხადებით, 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების მშენებლობასთან დაკავშირებით 113 პირის დაპატიმრების ორდერი გაიცა. თურქეთის პოლიციამ უკვე დააკავა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის სამშენებლო კონტრაქტორები. მედიის ცნობით, მოსალოდნელია უფრო მეტი პირის დაპატიმრება. ამასთან, როგორც დასავლური მედია იუწყება, ზოგიერთი კრიტიკოსის თქმით, ეს მომხდარი კატასტროფისგან პასუხისმგებლობის გადატანის მცდელობაა, რადგან ექსპერტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ თურქეთში ბევრი ახალი შენობა უსაფრთხო არ იყო. AMBEBI.GE
-
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის მახლობლად სატვირთო ავტომანქანაში ნახეს 18 გვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, პირველადი დასკვნით, სატვირთოს არალეგალური მიგრანტები გადაჰყავდა. შეშით დატვირთულ ავტომანქანას მალულად გადაჰყავდა სულ 40 ადამიანი. რატომ გარდაცვალა 18 მათგანი, ჯერ არ არის დადგენილი. ცნობით, გადარჩენილები საავადმყოფოში მოათავსეს შესამოწმებლად. ავტომანქანის მძღოლი გაქცეულია და იძებნება. რადიო თავისუფლება
-
უკრაინის გენშტაბი - რუსებმა ომში, ბოლო 24 საათში, 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 142 270-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება. ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 303 ტანკს, 6 533 ჯავშანმანქანას, 2 326 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 298 საბრძოლო თვითმფრინავს და 287 ვერტმფრენს, 5 196 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 016 უპილოტო საფრენ აპარატს, 223 ერთეულ სპეცტექნიკას, 871 ფრთოსან რაკეტას. IPN -
პოლონეთი უკრაინისთვის საკუთარი „მიგ 29“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა. პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადასაცემად საერთაშორისო კოალიცია თუ შეიქმნება, ვარშავა კოალიციას შეუერთდება. როგორც ანჯეი დუდამ განაცხადა, „ეფ 16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის პილოტების მომზადება ხანგრძლივი პროცესია, ხოლო „მიგ 29“-ის ან „სუ“-ს ტიპის თვითმფრინავების სამართავად, უკრაინელი მფრინავები ახლაც მზად არიან. „ფაქტობრივად, მათ შეეძლებათ მაშინვე სახლში გაფრენა. ამიტომ, უდავოდ, „მიგ 29“ თვითმფრინავების გადაცემის შემთხვევაში, ისინი დაუყოვნებლივ შეძლებენ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ნატო-ს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს „მიგ“-ის ტიპის თვითმფრინავები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე ასეთი თვითმფრინავი და განვიხილავთ ამ საკითხს“, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა. ავტორი - გივი ბარამიძე
-
რუსეთის მთავრობამ სახელმწიფო სათათბიროს რატიფიკაციისთვის წარუდგინა პროტოკოლი, რომელიც აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში ცვლილებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას REGNUM ავრცელებს. ამ ცვლილებების თანახმად, აფხაზეთში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების პენსიებისა და საპენსიო დანამატებისთვის ფედერაციის თანხის ხარჯვაზე ორივე მხარის პასუხისმგებლობა იზრდება. კერძოდ, საქმე ეხება რუსეთის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს, რომელიც გარდაცვლილი პენსიონერების ახლობლებმა, გარდაცვალების ფაქტის დაგვიანებით შეტყობინების გამო, ზედმეტი პენსიისა და საპენსიო დანამატის სახით მიიღეს. ცვლილებების თანახმად, აფხაზურმა მხარემ ეს თანხა შესაბამისი დამნაშავე პირებისგან უნდა ამოიღოს და რუსეთს დაუბრუნოს. ამასთან, ცვლილებები მიზნად ისახავს თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის გაძლიერებას. პროტოკოლის ცვლილებებზე თანდართული მასალების მიხედვით, 2015 წლიდან 2022 წლის 30 ივნისამდე პერიოდში აფხაზეთში ზედმეტად გაცემული პენსიებისა და მათზე დანამატების მოცულობამ 24,35 მლნ რუბლი (860 397 ლარი) შეადგინა. აქედან 19,6 მლნ რუბლი (692 576 ლარი) საპენსიო თანხას, ხოლო 4,7 მლნ რუბლი (166 076 ლარი) პენსიაზე დანამატს წარმოადგენს. მოამზადა ლადო სულაბერიძემ
-
უკრაინაში მთელ ტერიტორიაზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქ კიევში და კიევის, ოდესისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ამასთან, ხმელნიცკის ოლქის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გამალიმ განაცხადა, რომ ოლქში ორი აფეთქების ხმა გაისმა. მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა სოციალურ ქსელში რაკეტის ნამსხვრევების ფოტო გამოაქვეყნდა და დაწერა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. IPN
-
უკრაინისთვის იარაღის გადაცემის შეწყვეტის მოთხოვნა გულუბრყვილოა, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე WELT-თან ინტერვიუში განაცხადა. პოსტორიუსმა მემარცხენეების მოთხოვნა გააკრიტიკა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეწყდეს. „მოთხოვნა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებები შეწყდეს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყოს, საკმაოდ გულუბრყვილოა და გარანტირებული იქნება, რომ პუტინს სიგნალს გავუგზავნით: „ვჩერდებით, თქვენთვის გზა თავისუფალია”, - განაცხადა პისტორიუსმა. მან ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში რუსეთის დიდ იერიშს არ ელის. „ამის მოლოდინის გარკვეული ტენდენცია არსებობს. პირადად მე ამის არ მჯერა… ვთვლი, რომ რუსეთი დროს წელავს და ამ ომის გამოფიტვამდე გაგრძელება სურს”, - აღნიშნა მინისტრმა. პისტორიუსმა განაცხადა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალების 14 Leopard 2A6 ტანკი უკრაინაში მარტის ბოლო კვირებში ჩავა. IPN
-
ნიდერლანდები მხარს უჭერს უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას, - ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ის, რომ ნიდერლანდები ემხრობა, ეს თვითმფრინავები [უკრაინას] გადაეცეს - დიახ. მაგრამ მეტს ამაზე არ ვისაუბრებდი, ვინაიდან ეს პროდუქტიული შედეგის მიღწევაში შეიძლება არ დაგვეხმაროს, რადგან აქ [მოლაპარაკებებში] ბევრი მონაწილეა”, - აღნიშნა რუტემ. ამავდროულად, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ. „ადრე ვნახეთ, რომ შეთანხმებებს ვაღწევდით თვითმავალ ჰაუბიცებზეც, ტანკებზეც. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამაში თანამშრომლობა და პროგრესი შესაძლებელია… გვჯეროდეს, რომ გამოგვივა ამის განხილვა და ისე გადაწყვეტა, როგორც ტანკებთან გამოვიდა”, - განაცხადა რუტემ. ზელენსკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ თვითმფრინავების გადაცემაზე შეთანხმება უფრო რთულია, ვიდრე „სატანკო კოალიციაზე”. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ გარკვეული დადებითი მომენტები უკვე არის, მაგალითად უკრაინელი პილოტების წვრთნა. „ჩვენ ნამდვილად ვიმუშავებთ ამ [თვითმფრინავების] კოალიციაზე. წვრთნებზე საუბარი დავიწყეთ. ეს კითხვაა მთელი მსოფლიოსადმი, რადგან ეს ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული. უკრაინა დაჟინებულია იმ საკითხებში, რომლებიც ჩვენს ფასეულობებს იცავენ. გვჯეროდეს, რომ ამ ამ მიმართულებით შედეგი გვექნება”, - განაცხადა ზელენსკიმ. IPN
-
ენათმეცნიერების ინსტიტუტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. ენათმეცნიერ გიორგი გოგოლაშვილის თქმით, შენობა ავარიულია, თუმცა პრობლემა აქამდე ვერ მოგვარდა. გოგოლაშვილის თქმით, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობას წლებია, მეოთხე კატეგორიის ავარიული შენობის სტატუსი აქვს და ამის შესახებ სახელმწიფოს ყველა ინსტანციამ იცის. „ავარიული შენობა არის დიდი ხანია, მეოთხე კატეგორიის ავარიული. იცის ეს ყველა ინსტანციამ და გვპირდებიან მდგომარეობის გამოსწორებას, ანუ ახალ შენობას ან გარემონტებას და ა.შ. მაგრამ, ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ისევ აქ ვართ და სამწუხაროდ, აი, ინგრევა შენობა. აქ ჩემი სამუშაო კაბინეტია, დიდი ხანია აქ ვმუშაობ და შემთხვევით იმ დროს რომ ვინმე ყოფილიყო ამ კაბინეტში, ცხადია აქ ისეთი მდგომარეობაა, რომ შესაძლებელია ძალიან ცუდი შედეგი მოჰყოლოდა ყოველივე ამას“, – თქვა გოგოლაშვილმა ტელეკომპანია „მთავართან“.
-
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება - ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს, - ამის შესახებ საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიციმ „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები საქართველოს ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რომ რუსეთის ნდობა და მოსკოვთან კარგი ურთიერთობის ქონა სასიკეთოდ მაინც არ მთავრდება. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ რუსებმა შეიძლება გასცენ დაპირებები, თქვან რაღაცები, მაგრამ საბოლოოდ მათი ნდობა არ შეიძლება. რუსეთს ჰქონდა ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, კვლავ ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველოს სხვა ტერიტორიებიც მათ მიღმა. გადადგა მან ნაბიჯები სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ? არა. მათ მხოლოდ ერთი რამ იციან: ძალის გამოყენება. ეს გაკვეთილია „ქართული ოცნებისთვის“, თქვენ არ უნდა მოელოდეთ, რომ რუსებს ასიამოვნებთ და ისინი ამას დაინახავენ. თუკი შესაძლებლობა მიეცემათ, ისინი ისევე ცუდად მოგექცევიან, როგორც ყველა დანარჩენს“, - აცხადებს კენეტ იალოვიცი. მისივე თქმით, რუსეთი იმ დიპლომატიური იზოლაციის შეცვლას ცდილობს, რომელშიც თავი უკრაინასთან ომის წამოწყებით ჩაიგდო. „ვფიქრობ, იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას ცდილობენ რუსები მოლდოვაში, უნდა დავაკვირდეთ უფრო ფართო პერსპექტივას, როგორც მაგალითად, ისინი ახლა საქართველოს სთავაზობენ პირდაპირი ფრენების აღდგენას. მიანიშნებენ იმაზეც, რომ 3+3-ის ფორმატის მოლაპარაკებებით დაწყება სურთ, რომ შესაძლებელია იყოს ამისთვის სივრცე, რაზეც საქართველო აქამდე უარს ამბობდა. ისინი ცდილობენ, გამოვიდნენ იმ დიპლომატიური იზოლაციიდან, რომელშიც თავი ჩაიგდეს ამ სასტიკი და არაცივილური ომის გამო, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ წამოიწყეს“, - აცხადებს იალოვიცი. 13 თებერვალს მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, რუსეთი მოლდოვის მთავრობის დამხობის მიზნით, გადატრიალების დაგეგმვაში დაადანაშაულა. ამ გეგმაში კი მისი თქმით, მონაწილეობას რუსეთის, მონტენეგროს, ბელარუსისა და სერბეთის მოქალაქეები იღებდნენ. სანდუს განმარტებით, რუსეთის გეგმის მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლა და მისი სტრატეგიული მდებარეობის უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოყენება იყო. იპნ