Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ხვიჩა კვარაცხელია იტალიურ „ნაპოლიში“ 2022 წლის ივლისში გადავიდა. მას მერე ქართველ ფეხბურთელზე პოპულარული გამოცემებიც რეგულარულად წერენ და „ნაპოლის“ გულშემატკივრებმაც ძალიან შეიყვარეს. ჩვენს LiveFeed-ში საშუალება გაქვთ, გაეცნოთ ყველაზე საინტერესო მომენტებს კვარაცხელიას ნეაპოლური, ასევე სანაკრებო ცხოვრებიდან. ინფორმაცია განახლებადია. 12.02.2023 „ნაპოლის“ ფეხბურთელები თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებიან 12.02.2023 ნაპოლი VS კრემონეზე 3:0 | სერია A 5.02.2023 სპეცია VS ნაპოლი 0:3 | სერია A 29.01.2023 ნაპოლი VS რომა 2:1 | სერია A 20.01.2023 ნაკრებში კვარას სადებიუტო მატჩის ბილეთი eBay-ზე 1000$-ად იყიდება 19.01.2023 აღიარება 14.01.2023 ფრანგული გამოცემა – „ბებერი ქალბატონი“ მოკვდა, გაუმარჯოს კვარას 14.01.2023 ნაპოლი VS იუვენტუსი 5:1 | სერია A 5.01.2023 ინტერი VS ნაპოლი 1:0 | სერია A 4.01.2023 „ნაპოლის“ მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „ინტერთან“ მატჩის წინ 31.12.2022 სერია A-ს საახალწლო მილოცვა 31.12.2022 გადაცემა „ტაიმაუტის“ ტრადიციული გამოკითხვა 12.12.2022 „ნაპოლი“ იანვრის მატჩებისთვის ანთალიაში მოემზადა 14.11.2022 ხვიჩა საქართველო-იტალიის საკალათბურთო მატჩზე 12.11.2022 კვარაცხელიას ინტერვიუ სერია A-სთან 4.11.2022 მესისთან, მბაპესთან და სალაჰთან ერთად – კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის სიმბოლურ ნაკრებშია 3.11.2022 ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას სახლი გაძარცვეს 2.11.2022 კვარაცხელიას პატივისცემა „ლივერპულს“ 2.11.2022 ლივერპული VS ნაპოლი 2:0 | ჩემპიონთა ლიგა 1.11.2022 კვარაცხელიათი შთაგონებული „ლამბორგინი“ ახალ მოდელს უშვებს 29.10.2022 ნაპოლი VS სასუოლო 4:0 | სერია A 26.10.2022 „ნიუ იორკ თაიმსმა“ კვარაცხელიას ვრცელი სტატია მიუძღვნა 23.10.2022 რომა VS ნაპოლი 0:1 | სერია A 22.10.2022 მოურინიოს ირონიული პასუხი – როგორ შევაჩერებ კვარაცხელიას? 17.10.2022 Ilnapolista – კვარაცხელია ფეხბურთის ვან გოგია 16.10.2022 ნაპოლი VS ბოლონია 3:2 | სერია A 12.10.2022 BBC „ნაპოლისა“ და მის ქართველ შემტევზე 4.10.2022 ნაპოლი VS აიაქსი 4:2 | ჩემპიონთა ლიგა 9.10.2022 კრემონეზე VS ნაპოლი 1:4 | სერია A 4.10.2022 გამოცემა SUN-ის ვრცელი სტატია 3.10.2022 აიაქსი VS ნაპოლი 1:6 | ჩემპიონთა ლიგა 4.10.2022 შოთა არველაძე „აიაქსს“ მიმართავს – უფრთხილდით კვარაცხელიას 3.10.2022 „რეალის“ მწვრთნელი კარლო ანჩელოტი კვარაცხელიაზე 2.10.2022 ნაპოლი VS ტორინო 3:1 | სერია A 30.9.2022 სერია A-ს, B-ს და C-ს ფეხბურთელთა 68%-მა ხმა ხვიჩას მისცა 27.9.2022 მაღალი შეფასება უეფა-სგან 26.9.2022 გიბრალტარი VS საქართველო 1:2 | ერთა ლიგა 23.9.2022 საქართველო VS ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 | ერთა ლიგა 22.9.2022 ხვიჩა კვარაცხელია: „ერთად ძალიან ძლიერები ვართ“ 19.9.2022 მილანიდან თბილისში… 18.9.2022 მილანი VS ნაპოლი 1:2 14.9.2022 რეინჯერსი VS ნაპოლი 0:3 14.9.2022 დღეს, 23:00 რეინჯერსი VS ნაპოლი | ჩემპიონთა ლიგა 8.9.2022 პატარა ქომაგი 9.9.2022 MVP 5.9.2022 საქართველო VS თურქეთი 88:83 | ევრობასკეტი 2022 7.9.2022 ნაპოლი VS ლივერპული 4:1 3.9.2022 ლაციო VS ნაპოლი 1:2 29.8.2022 ფიორენტინა VS ნაპოლი 0:0 22.8.2022 „კორიერე დელო სპორტის“ პირველი გვერდი 21.8.2022 ნაპოლი VS მონცა 4:0 21.8.2022 ანტონიო კასანო: „გოლის დროს თავი ინტელექტით დამამახსოვრა. მცველის ზურგსუკან იმ დროს ახტა, როდესაც დაცვაში „ხვრელით“ უნდა ესარგებლა. ის მომენტს კარგად გრძნობს“ 15.8.2022 ვერონა VS ნაპოლი 2:5 3.8.2022 ნაპოლი VS ჟირონა 3:1 27.7.2022 ნაპოლი VS ადანასფორი 2:2 17.7.2022 ნაპოლი VS პერუჯა 4:1 14.7.2022 ნაპოლი VS ანაუნე 9.6.2022 ხვიჩამ „ნაპოლიში“ 77-ნომრიანი მაისური აირჩია 1.7.2022 კვარაცხელია ნაპოლის ფეხბურთელი გახდა
  2. საქართველოს ნაკრებისა და „ტრაბზონსპორის“ ყოფილი თავდამსხმელი შოთა არველაძე ეხმაურება თურქეთში დატრიალებულ ტრაგედიას. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზეც, რომ ტრაბზონში მატჩისას გამართულ პერფომანსზე, იმ ქვეყნების დროშებს შორის, რომლებიც თურქეთს ეხმარებიან, საქართველოს დროშა არ იყო. „თურქეთში რთული დროა და დღემდე გრძელდება მაშველი ჯგუფების უწყვეტი მუშაობა. ამაყი ვარ, რომ ჩვენი სახელმწიფოს შეთავაზებით და ძალისხმევით თურქეთში ქართველი მაშველები ამ დრომდე მუშაობენ. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა. თურქეთში უამრავი ქართველი ემიგრანტია, ზოგი მუშაობს, ზოგი ოჯახებით ცხოვრობს. მათ დასახმარებლად, მათი ინფორმირებულობისთვის საელჩომ ბევრი გააკეთა და ამ დრომდე აქტიურად მუშაობს. ფეხბურთს ხალხის გაერთიანების განსაკუთრებული ძალა აქვს. ასეთ რთულ დროს „ტრაბზონსპორის“ თურქეთში თამაში და თანაც გამარჯვება ხალხისთვის ერთგვარი შვება იყო. თუმცა, გაკვირვებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ მატჩის დაწყებამდე, პერფორმანსში საქართველოს დროშა სხვა ქვეყნების დროშების გვერდით ვერ ვნახე. თურქები აფასებენ ჩვენს მხარდაჭერას და დიდ სითბოს გამოხატავენ, სოციალურ ქსელებშიც და საჯარო საუბრებშიც, ამიტომ ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა მხოლოდ ამ ბანერით არ შეფასდება. მაგრამ ამ ფაქტმა გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია და იმედია, ზუსტად გავიგებთ, რა მოხდა. მთავარია, ყველა თურქის გულს მისწვდა ის დახმარება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახლაც განაგრძობს“, – ამბობს შოთა არველაძე. 1ტვ
  3. მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიების პირველი დღის პანელი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გახსნა, რომელიც კონფერენციას დისტანციურად ესწრება. მან რუსეთის წინააღმდეგ უკრაინელების ბრძოლა ბიბლიურ ეპიზოდს შეადარა, სადაც დავითმა გოლიათი დაამარცხა. „ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს. თითოეულ მოკავშირეს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გოლიათს გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა სამწუხაროდ მაქვს აქვს შესაძლებლობა ბევრი სიცოცხლე შეიწიროს", - განაცხადა ზელენსკიმ. IPN
  4. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს და პრემიერის პოსტიდან გადადგომიდან ორ წელს აფასებს. მისი თქმით, ეს არის მისი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. ამასთან, როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს არ არის თავის მართლების დრო, არამედ მოქმედების დროა. როგორც გახარია აცხადებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა უარესობისკენ. „18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადავდექი. გადავდექი იმიტომ, რომ იმ გზას მივყავდით უიმედობის/ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ. მაშინ „ოცნება“ ვერ დავარწმუნე, რომ დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და დასავლეთს; დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს ყოფილა მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო. ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან თავისუფალი აზრისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა - უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ თანამედროვე ევროპის ნაწილი. შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, რომელსაც ვიმსახურებთ და რომლის ფასი ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა. ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია - საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა?! - და ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო ძალაუფლებას შეზღუდავს და ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი. ერთის მხრივ „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ივანიშვილის ფული იყოს დაცული. მეორეს მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს“, - აღნიშნავს გახარია. მისივე თქმით, ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. „ეს სახელმწიფო არის ქართველი ხალხის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალია. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, დაბალანსებული და ფრთხილი საგარეო პოლიტიკა. მაგრამ, სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ “მშვიდობიანი" და „ფრთხილი" პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე, გვტოვებს პირისპირ რუსეთთან. სამწუხაროდ, დღეს, საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან. გარბიან არა მხოლოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. გარბიან ევროპაში, ამერიკაში, იქ სადაც საკუთარ მომავალს ხედავენ. მათ აღარ უნდათ დარჩენა სამშობლოში, რომელიც სულ უფრო სწრაფად ბრუნდება წარსულში. ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წილი პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად და თამამად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების დრო, მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ! დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე. ქართველი ხალხი ამას იმსახურებს!“-განაცხადა გახარიამ. იპნ
  5. ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიუნხენის კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, გაგრძელდება დაახლოება ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. „ომი უკრაინაში არის იმის ნიმუში, რაც, რეალურად, დაიწყო საქართველოში შეჭრით, შემდეგ ვნახეთ სასტიკი ომი სირიაში, შემდეგ ვიხილეთ ყირიმის უკანონო ანექსია და ახლა ვხედავთ სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. გავაგრძელებთ დაახლოებას ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა და ეს არის ერთ-ერთი გზავნილი ომიდან ერთი წლის თავზე“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. ავტორი - ანა ბროლაძე
  6. პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, არავინ დავობს, რომ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში უმძიმესი ვითარება იყო. მისივე თქმით, პრობლემა ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ქმედებებით პარტნიორებში კითხვები გააჩინა, რამდენად დაცულია სააკაშვილის ჯანმრთელობა, სამართლიანი სასამართლოს უფლება. როგორც დაუშვილი ამბობს, ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს პარტნიორებს სააკაშვილის საკითხი მხოლოდ ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. „არავინ ვდავობთ იმაზე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს ქვეყანაში იყო უმძიმესი ვითარება, განსაკუთრებით, პენიტენციურ სისტემაში. ამ კუთხით დღეს საქართველოში რომ გაცილებით უკეთეს ვითარებაა, ამაზე კითხვას არ ვსვამთ, არც ვმსჯელობთ. მთავარი საკითხი სხვა რამეა: „ოცნებამ“ თავისი მოქმედებებით – ჭკვიანად იყოს, თორემ სასჯელს დავუმძიმებთო, კლინიკაში არგადაყვანით და ასე შემდეგ, კითხვები და ბრალდებები გააჩინა, რამდენად იყო დაცული სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება. საბოლოოდ, „ოცნებამ“ იმდენი შეძლო, რომ საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ჰუმანიტარული თემა გახდა, მთლიანად ჰუმანიტარულ კონტექსტში აქვთ გადატანილი. სამართლებრივ ნაწილში ვინმე ხომ არ გეუბნება, სასჯელი არ მოიხადოს, ასეთი რამ არ მომისმენია. ეს ყველაფერი არის „ოცნების“ პასუხისმგებლობა, ბრალი. „ოცნების“ სიტყვას იმდენად აღარ აქვს ფასი ჩვენს პარტნიორებში, რომ ვერ დაარწმუნა ისინი, სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია საქართველოს ჯანდაცვის ან პენიტენციურ სისტემებში. ამაშია მთავარი პრობლემა. ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთთან შედარებადი არ არის. სააკაშვილის დროს კანონის უზენაესობის ნაწილში რომ უდიდესი პრობლემები იყო, ამაზეც არავინ გედავება, ესეც ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა. რაც შეეხება სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, რეზოლუციაზე სრულად პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. „რეზოლუციის შეფასებაში არ შევალ, რეზოლუცია არის ის, რაც არის და სრულად „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. „ოცნებამ“ თავისი არასწორი ნაბიჯებით ქვეყანა მიიყვანა იქამდე, რომ ასეთი რეზოლუცია მიიღო ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს არის რეალობა და ამაზე „ოცნება“ პასუხისმგებლობას ვერავის დააკისრებს. ხელისუფლების სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებში. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. „ოცნება“ როგორც იქცევა, მათ სიტყვასა და მოქმედებას არავითარი ფასი არ აქვს. პასუხი უნდა აგოს პოლიტიკურად. ყველაფერს თავისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, ამიტომ ეს რეზოლუცია სრულად არის „ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“, – აღნიშნა მიხეილ დაუშვილმა. ავტორი - ლიზი ჩიმჩიური
  7. ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. როგორც მინისტრმა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე მოსმენისას განმარტა, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავად იღებდა გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა გადაეყვანა პაციენტი, ახლა ეს ავტომატურად ხდება ადგილმდებარეობისა და პაციენტის საჭიროებიდან გამომდინარე. ამასთან, მინისტრის თქმით, გააქტიურდა პარამედიკოსების სერვისი, მალე კი სამედიცინო უნივერსიტეტი პარამედიკოსების საბაკალავრო პროგრამას ჩამოაყალიბებს. „რაც შეეხება სასწრაფო გადაუდებელ სამსახურს, აქ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას აღვნიშნავ. პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, შეიქმნა და ამოქმედდა ელექტრონული გადამისამართებისა და კლინიკის შერჩევის სისტემა. თუ აქამდე სასწრაფოს ბრიგადას ან დისპეჩერს თვითონ შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება დისტანციურად და გადაეყვანა პაციენტი რომელიმე კონკრეტულ კლინიკაში, დღეს უკვე ავტომატურად ხდება კლინიკის შერჩევა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით და ასევე იმ კონკრეტული სერვისის მიხედვით, პაციენტს რომელი სერვისიც სჭირდება. აქვე გავააქტიურეთ პარამედიკოსების სერვისი, რადგანაც ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანია როგორც ეფექტურობისთვის, ასევე სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად, როცა სწრაფი რეაგირებაა სასწრაფოს მისვლისას საჭირო. ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის ცენჯტრალური ოფისი შევარჩიეთ. ამას იმიტომ ვამბობ ცალკე, რომ არასდროს არ ჰქონია თავისი ოფისი, დღესაც ნაქირავებ ფართში არიან და ათობით და ასობით ადამიანი უკვე ერთ ახალ სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ ოფისში იქნება და იქ ცივილურად გააგრძელებენ თავის საქმიანობას“,- განაცხადა მინისტრმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მაღალმთიანი რეგიონებისთვის მაღალი გამავლობის მანქანების შესყიდვა მიდის. „ასევე სხვადასხვა ტიპის სერვისებს ვამატებთ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ამისი საჭიროებაა, რეანიმობილების და ა.შ. ხულოში, ყაზბეგში, ჩოხატაურში და კიდევ რამდენიმე ქალაქში დავამატეთ, რაც სწრაფი გადაადგილებისთვის აუცილებელია, რომ რთულად მისადგომ ადგილებში არ ელოდოს დიდი ქალაქებიდან რეანიმობილს და ადგილიდანვე მოხდეს ტრანსპორტირება. 2023 წელს ვგეგმავთ, რომ პარამედიკოსის საბაკალავრო პროგრამა ჩამოვაყალიბებინოთ სამედიცინო უნივერსიტეტს, რადგანაც ეს მნიშვნელოვანია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომავალია. ეს გვაძლევს, ერთი მხრივ, ოპტიმიზაციის შესაძლებლობას როგორც რაოდენობრივის, ასევე თანხობრივისას და პლუს გაზრდის ეფექტურობასა და რეაგირებას“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. იპნ
  8. აშშ-ი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს იმ სამხედრო ობიექტებს, რომლებიც რუსეთს აქვს განლაგებული ყირიმში და მხარს უჭერს უკრაინის მიერ მათზე მიტანილ იერიშებს, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა. ნულანდის თანახმად, ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ნახევარკუნძული თავის სამხედრო პლაცდარმად გადააქცია, განლაგებული აქვს მასზე საბრძოლო ტექნიკა, შეიარაღების ბაზები და მართვის ცენტრები, რომლებიც ემუქრებიან და შემდგომშიც დაემუქრებიან უკრაინის უსაფრთხოებას მანამ, სანამ ისინი იქ იარსებებენ. „ეს არის კანონიერი სამიზნე. უკრაინას მათზე მიაქვს იერიშები. და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. უკრაინა ვერასოდეს იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, ვიდრე ყირიმი, სულ მცირე, დემილიტარიზებული არ იქნება“, - აღნიშნა ნულანდმა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ხაზგასმით განაცხადა, რომ აშშ-ი არასოდეს არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ტერიტორიად და მთელი ნახევარკუნძული, საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, უკრაინას ეკუთვნის. მაგრამ ვიდრე ყირიმის დაბრუნების საკითხამდე მივლენ, უკრაინელმა სამხედროებმა, ნულანდის თქმით, აუცილებლად უნდა დაიბრუნონ მნიშვნელოვანი ტერიტორიები. "ყირიმი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია და როდესაც უკრაინა ყირიმს გაათავისუფლებს, შემდეგ ყველაფერი, რაც დონბასში ხდება, თავისით დალაგდება. ყირიმია კრიტიკული ნაწილი", - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ყოფილი მთავარსარდალმა ევროპაში, გენერალმა ბენ ჰოჯესმა. ასევე ნახეთ ჰოჯესი: თუ უკრაინა წარმატებული ვერ იქნება, მაშინ საქართველოს შეუძლია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება დაივიწყოს ამერიკელი გენერლის თქმით, უკრაინა არასდროს იქნება უსაფრთხოდ, დაცული, ან ვერასდროს შეძლებს ეკონომიკის აღდგენას იქამდე, ვიდრე რუსეთს ყირიმი ოკუპირებული ექნება. ჰოჯესის პროგნოზით, უკრაინა ყირიმს აგვისტოს ბოლოსთვის დაიბრუნებს; ხოლო ამისთვის დასავლეთმა კიევს დაპირებული იარაღი უნდა მიაწოდოს და სანქციებიც ძალაში დატოვოს. „უფრო ადრეც იქნებოდა [ყირიმის გათავისუფლება], შორი მოქმედების ზუსტი იარაღი რომ მიგვეწოდებინა“ , - დაწერა 2 იანვარს ტვიტერში გენარალმა ჰოჯესმა. radio tavisupleba
  9. ბათუმში ქუთაისის ქუჩაზე მდებარე მთავარ მეჩეთთან ორი დღის წინ კალათში ჩასმული ჩვილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვი ამ დროისთვის ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. კლინიკაში აცხადებენ, რომ ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. საქმეში ჩართულია სოციალური მუშაკი. შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით, რაც გულისხმობს "სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმის ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არა აქვს, მიიღოს ზომები თავის დასაცავად". radio tavisupleba
  10. გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების წინაშე როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ გამჭვირვალობის ანგარიშვალდებულება. „ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ არის მცდელობა, გარკვეული პერსპექტივით ამ საკითხის წარმოდგენით ტაბუ დაადონ თემას და მოხდეს ცენზურა. პრინციპში, საკვირველია, როდესაც საუბარი მიდის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ამ შემთხვევაში, გარკვეული ჯგუფები ითხოვენ ამ საკითხზე ტაბუს დადებას, რაც ჩემი აზრით, თავის არსშივე ანტიდემოკრატიულია. რაც შეეხება მოსაზრებებს, რომელიც გვესმის, ტექნიკურ დეტალებს ვერ შევეხები, დეტალურად არ ვარ გარკვეული, მაგრამ საუბრებიდანაც ვიცით და ეს არ არის ახალი თემა, შესაძლებელია აქ იყო სენსიტიური თემები, მაგრამ სხვა მხრიდანაც უნდა შევხედოთ - მცდელობა, რომ ტაბუ დაედოს დისკუსიას, არადემოკრატიულია. კერძოდ, როდესაც საუბარია გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, ეს ჩემთვისაც არ არის ახალი თემა. ამის თაობაზე ყოველთვის ვესაუბრებოდი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე დონორ ორგანიზაციებს, საჯაროდაც არაერთხელ მითქვამს, მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ ის ხალხი, ვინც მონაწილეობდნენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა. მისივე შეფასებით, არის სენსიტიური საკითხი და არსებობს ცუდი პრაქტიკებიც, მაგრამ ნებისმიერი რეგულაცია შეიძლება ცუდად იყოს გამოყენებული. რაც შეეხება კანონპროექტის მხარდაჭერას, შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რომ ამ საკითხზე უმრავლესობის ფორმატში იმსჯელებენ. „კანონპროექტს დეტალებში არც ვიცნობთ. როგორც ჩანს, ავტორებსაც სხვადასხვა წარმოდგენა აქვთ, თავად სისტემა როგორ უნდა იყოს მოწყობილი, ამიტომ, ამასთან დაკავშირებით, მათ შორის უმრავლესობის ფორმატშიც გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ კანონპროექტი ბიუროზე ორშაბათს გავა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ არასამთავრობო სექტორი ხალხის მიმართ გამჭვირვალობით და ანგარიშვალდებულებით სახელმწიფო სტრუქტურებს ჩამორჩება. გარდა ამისა, შალვა პაპუაშვილმა მოიყვანა ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მაგალითი, რომლის დამფინანსებელიც, მისი თქმით, უცნობია. ცნობისათვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. იპნ
  11. 16 თებერვალს ლატვიის სეიმმა საბოლოო მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის მხარდაჭერის შესახებ. შესწორება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილების უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით თებერვლის დასაწყისში ლატვიის ფინანსთა მინისტრი არვილს აშერადენსი გამოვიდა. სააგენტო Delfi-ის თანახმად, აღნიშნული კანონი უკრაინისთვის, სხვადასხვა ავტოტექნიკასთან ერთად, ლატვიის ხელისუფლების მიერ ნასვამი მძღოლებისგან ადრე ჩამორთმეული მანქანების გადაცემასაც ითვალისწინებს. გასული წლის ნოემბერში ლატვიაში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების მანქანების კონფისკაციას ითვალისწინებს. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს შემოწმების დროს 1,5 პრომილეზე მეტი ალკოჰოლი ან სისხლში ნარკოტიკების კვალი აღმოაჩნდა; ასევე თუ მძღოლმა უარი თქვა ორგანიზმში ასეთი ნივთიერებების არსებობის შემოწმებაზე. დეკემბრის ბოლოს ლატვიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია კონფისკაციის პირველი შემთხვევების შესახებ. „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ცნობით, ჩამორთმეული მანქანები ინახება სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ავტოსადგომებზე, შემდეგ ისინი სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს მთელი ლატვიის მასშტაბით აუქციონზე გააქვს. ლატვიის პარლამენტის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და კორუფციის პრევენციის საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელის, რეიმონდ ბერგმანისის თქმით, ახლა სახელმწიფოს შეუძლია მთვრალი მძღოლებისგან ჩამორთმეული ავტომანქანების როგორც გაყიდვა, ისე გადასამუშავებლად გაგზავნა და სათადარიგო ნაწილებად დაშლა. კანონში შეტანილი ცვლილებები კი ასეთი მანქანების გამოყენების კიდევ ერთ შესაძლებლობას იძლევა. "დღევანდელ ვითარებაში, ისინი უკრაინის ხალხისთვის სასარგებლო მხარდაჭერა იქნებოდა“, - განაცხადა ბერგმანისმა. ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების გადაცემის პროცესი დაგეგმილია იმ ორგანიზაციის მეშვეობით, რომელიც თანამშრომლობს უკრაინის მთავრობასთან და კიევიდან კონკრეტული მოთხოვნები აქვს მიღებული, - ნათქვამია კანონის ანოტაციაში. უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მოყოლებული ლატვია აქტიურად უჭერს მხარს კიევს ჰუმანიტარულ და სამხედრო სფეროებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებს მოუწოდებს ამისკენ. იანვრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ლატვია უკრაინას გადასცემს Stinger-ის ტიპის გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ორ ვერტმფრენ Mi-17-ს, უპილოტო საფრენ აპარატებს, ათ ტყვიამფრქვევს ამუნიციით და ჰაუბიცა M109-ის სათადარიგო ნაწილებს. რადიო თავისუფლება
  12. მაუნთ ჰოლიოკ კოლეჯის მოწვეული პროფესორი, 2013-2021 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში ნატა საბანაძე მიიჩნევს, რომ უცხოური გავლენის აგენტების კანონის მიღება ადვილი არ იქნება, თუმცა ის ფაქტი, რომ ასეთი კანონპროექტი საერთოდ განიხილება, „ძალიან საგანგაშოა“. საბანაძე აღნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში ისედაც დაბალია, მაგრამ განსხვავებული აზრი ისმის სწორედ სამოქალაქო საზოგადოებიდან და მედიიდან, რომელთა დაფინანსების მთავარი წყარო გრანტებია. „გამოდის, რომ ამ განსხვავებულ აზრსაც ახშობენ. ეს არის ოფიციალურად ავტორიტარული რეჟიმის დამყარების ძალიან აშკარა მაგალითი. ის, რომ ევროკავშირი „ქოცური“ ავტორიტარიზმის საქართველოს ამ პირობებში უარს ეტყვის, რა თქმა უნდა, ლოგიკურია და ბევრი მსჯელობა არ უნდა… ევროკავშირი და ევროპული პერსპექტივა გვერდით გადავდოთ, ასეთი კანონის მიღება ნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია ოფიციალურად დასრულდება“, — განუცხადა ნეტგაზეთს საბანაძემ. იგი ხაზს უსვამს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული კანონპროექტის მსგავსებას რუსულ კანონთან, რომელსაც აქტიურად იყენებენ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესირებისთვის. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს ნატა საბანაძე საერთაშორისო პარტნიორებისადმი საქართველოს ბოლოდროინდელი პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევს. მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილმა „ხალხის ძალამ“ შეიმუშავა და არც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა დააფუძნეს. გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერია ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი. სოზარ სუბარი და მისი ცოლი თამთა ყუბანეიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდნენ არასამთავრობო სექტორში, რომელთა დონორები სწორედ დასავლური ორგანიზაციები იყვნენ. კანონპროექტის მიზანი მოკლეა და მკაფიო: არასამთავრობო ორგანიზაციების და კრიტიკული მედიაორგანიზაციების „გაშავება“, რომლებიც საერთაშორისო, ავტორიტეტული და დემოკრატიის განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიდან გრანტს იღებენ. ამ გზით პუტინის რუსეთში გააქრეს კრიტიკული მედია და მესამე სექტორიც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეშფოთებულია საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტის“ კანონპროექტით და მიიჩნევს, რომ ის ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ნეტგაზეთი
  13. ქართველმა ფიგურულმა მოციგურავე ინგა გურგენიძემ ლუბლიანის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 13 წლის სპორტსმენმა 177,82 ქულა მოიპოვა, რითიც ოქროს მედალს დაეუფლა. სამინისტროს განცხადებით, ინგა გურგენიძე კანადის ქალაქ კალგარიში გასამართ იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. ნეტგაზეთი
  14. ჩინურმა კომპანია TikTok-მა სოციალურ ქსელში საქართველოდან ის ბოტები დაბლოკა, რომლებიც თავს „საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებული ანგარიშში. საუბარია 18 ანგარიშზე, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს. „ჩვენი შეფასებით, ქსელი საქართველოდან მოქმედებდა და რუსულენოვან აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსში და უკრაინაში იყვენენ ბაზირებულული. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები შინაარსს რუსულ ენაზე ავრცელებდნენ, არასანდრო ანგარიშების გამოყენებით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში. დაბლოკილი ანგარიშებიდან პრორუსული პოზიცია ვრცელდებოდა უკრაინის ომზე, ნათქვამია დოკუმენტში. TikTok--ს ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებთა შორის. ისინი ევროპელ მომხმარებლებად ინიღბებოდნენ და უკარაინის ომის თემაზე მასალებს გერმანულ, ინგლისურ და იტალიურ ენებზე ავრცელებდნენ, რისთვისაც საუბრის სინთეზის პროგრამას იყენებნენ. კომპანიამ მსვავსი 1688 ანგარიში დაბლოკა, რომელთაც 133 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავდა. მანამდე ევროკავშირის საგარეო სამსახურმა 2022 წელს გლობალურ საინფორმაციო სივრცეში დეზინფორმაციისა და ფაქტებით მანიპულირების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს წლის მთავარი დეზინფორმატორი ქვეყანა უწოდა. დეპარტამენტის ინფორმაციით, ომი რუსეთსა და უკრაინას შორის საინფორმაციო თავდასხმების მთავარ თემად იქცა და 100-დან 60 შემთხვევაში მათი მიზანი რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება იყო. რუსეთიდან მომდინარე საინფორმაციო თავდასხმების კიდევ ერთი მიზანი ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დისკრედიტაცია იყო. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროპა უახლოეს მომავალში აპირებს შექმნას ანალიზისა და ინფორმაციის გაცვლის ცენტრი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს პროპაგანდას. რადიო თავისუფლება
  15. ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი მარიკა ბაკურაძე ერთ-ერთია იმ 87 მგზავრს შორის, რომელთა გარეშეც ქუთაისიდან ბერლინში გაფრინდა თვითმფრინავი. მან რადიო თავისუფლება უთხრა, რომ 6 საათზე მეტია აეროპორტში ელოდებიან პასუხს კითხვაზე - რა შეთავაზება ექნება ავიაკომპანია Wizz Air-ს დაზარალებული მგზავრებისთვის. ქუთაისი-ბერლინის რეისს Airbus a320 ასრულებს, რომელსაც 180 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. ამ დილით დაახლოებით 90 მგზავრი გაფრინდა. "მე სამსახურიდან მივლინებით მივდიოდი, ბერლინის კინოფესტივალი უნდა გამეშუქებინა. დღეს უკვე უნდა მქონოდა გადაცემაში ჩართვა... მე თუ ვერ ჩავალ ბერლინში, ყველაფერი ჩამეშლება", - ამბობს ტელეწამყვანი. ის ფიქრობს, რომ რიკოთის უღელტეხილზე შექმნილი პრობლემები, რომლის შესახებაც მგზავრებმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ავიაკომპანიას ჩასვლამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, არ გაითვალისწინეს. "რიკოთის უღელტეხილზე იყო თოვლი, მანქანები ერთმანეთის გადასწრებას ცდილობდნენ და ყველა გაიჭედა - თითქმის გაჩერებულები ვიყავით სამი საათი... [ავიაკომპანიას და აეროპორტს] ვეუბნებოდით, რომ ასეთი ამბავი იყო და მივდიოდით. ზესტაფონს დაახლოებით 05:00 საათზე გამოვცდით, მძღოლმა იმარჯვა და 05:39 საათზე შემოვდგით ფეხი აეროპორტში", - იხსენებს მარიკა ბაკურაძე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მისი თქმით, ამ დაგვიანების მიუხედავად, ავტობუსმა მგზავრების მიყვანა აეროპორტში თვითმფრინავის გაფრენამდე საათი და 20 წუთით ადრე შეძლო, რაც შესაბამისად დახვედრის შემთხვევაში, საკმარისი უნდა ყოფილიყო დაჩქარებული რეგისტრაციის გასავლელად. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი "ჩასხდომის ბარათებით ვიყავით მისულები. აეროპორტში გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთის დაკეტილი იყო რეგისტრაცია და ვერ მიგვიღებდნენ - ვხედავდით, რომ ბერლინის მგზავრები, ვისაც რეგისტრაცია გავლილი ჰქონდა, ისევ მოსაცდელში ისხდნენ. საათი და 20 წუთი დაგვაკარგინეს ჩხუბში - დრო, რაც გვეყოფოდა რეგისტრაციისთვის. ჩვენს თვალწინ გაფრინდა თვითმფრინავი. ჩვენ პრეტენზია აეროპორტთან გვაქვს - ისინი ამბობენ, რომ ვერაფერს წყვეტენ Wizz Air-ის გარეშე - მათ შეუთანხმეს. პილოტს აბრალებენ - მისი გადაწყვეტილებით, ვინც რეგისტრაციაზე დააგვიანა თუნდაც 3 წუთი, ვერ მიიღებდა. ეს ხომ არ იყო ერთი ადამიანის ჩაძინება, 87 ადამიანი აგვიანებდა?!" - ამბობს ქუთაისში დარჩენილი Wizz Air-ის მგზავრი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავიაკომპანიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია ოფიციალური განმარტება, რატომ არ დაელოდა ქუთაისი-ბერლინის რეისის პილოტი დაგვიანებულ მგზავრებს. განსხვავებულად მოიქცა ავიაკომპანია ქუთაისი - ათენის შემთხვევაში, რეისი დაგვიანებით შესრულდა. დღეს, 17 თებერვალს დილით ქუთაისიდან ბერლინში Wizz Air-ის თვითმფრინავი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. დიდთოვლობით გზაზე შექმნილი პრობლემების გამო თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც მგზავრები ვერ ჩავიდნენ დათქმულ დროს აეროპორტში. რადიო თავისუფლება
  16. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს: "კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა სხვა პოლიტიკურ ფრაქციას, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში შემზარავი ეფექტი იქნება". კანონპროექტს გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეა". მათი თქმით, "ხალხის ძალის" კანონპროექტი პარტნიორი სახელმწიფოების დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების აგენტთა ბაზაში შეყვანაზე, მმართველი პარტიის მიზანა, რომ "დააყოვნოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესი". ასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე 15 თებერვალს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ აშშ ღრმა შეშფოთების საფუძვლად მიიჩნევს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და უარყოფს, რომ ის ამერიკული კანონების მსგავსია. ასევე ნახეთ აშშ მკაცრად აკრიტიკებს საქართველოში ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" ინიცირებულია მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ. მოძრაობა გასულ წელს შექმნა მმართველი პარტიიდან, "ქართული ოცნებიდან" წასული, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილი დეპუტატების ჯგუფმა. დოკუმენტის მიხედვით, "უცხოური გავლენის აგენტებად" მოიაზრებიან: ყველა არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი, მათ შორის ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა". თუმცა, არა - სახელმწიფო ორგანიზაციები ან საქართველოს კანონმდებლობით დაფუძნებული სპორტული ფედერაციები; ტელევიზიები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა); მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მათ შორის გაზეთები და ონლაინ მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი "უცხოური ძალაა"(არ იგულისხმება რეკლამა). ვინ იგულისხმება "უცხო ძალაში": სხვა სახელმწიფო ხელისუფლების სისტემების შემადგენელი ნაწილები; უცხო ქვეყნის მოქალაქეები; იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოში; ორგანიზაციები, მათ შორის ფონდები, რომლებიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, ამავე სახელწოდების ბაზაში. რეგისტრაციისას აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ამ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება, საფინანსო დეკლარაცია ყოველწლიურად შეავსონ. კანონპროექტი, თუ კანონად იქცა, იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას მიანიჭებს ჩაატაროს კვლევა. "უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდების" ან დეკლარაციის არშევსებისთვის ორგანიზაცია 25 ათასი ლარით დაჯარიმდება. რადიო თავისუფლება
  17. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) დახმარებით, 14 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლემ, ნინი მაისურაძემ განათლების სამინისტროს დავა მოუგო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 14 თებერვალს განათლების სამინისტროს მხრიდან ნინი მაისურაძის მიმართ შშმ ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა და სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. გთავაზობთ ნინი მაისურაძის ამბავს, რომელიც PHR-მა გამოაქვეყნა: ნინი მაისურაძე ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგოა და დედასთან ერთად ქალაქ თელავში ცხოვრობს. 2009 წლიდან ნინიმ თელავის მე-9 საჯარო სკოლაში დაიწყო სწავლა. 2015 წლამდე მას ეტლი არ ჰქონდა და დედას ხელში აყვანილი დაჰყავდა სკოლაში. 2017 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სკოლა გადავიდა ახალ შენობაში, რომელიც ნინის სახლიდან შორს მდებარეობდა. სკოლამ მოსწავლეების გადასაყვანად სატრანსპორტო მომსახურების სერვისი შექმნა, თუმცა სატრანსპორტო სერვისის შერჩევისას სამინისტრომ და სკოლამ ნინის საჭიროებები არ გაითვალისწინა და ტრანსპორტი მისი ეტლისთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. საქმეში არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR”, ჩაერთო და ნინის შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის მოთხოვნით, თელავის რაიონულ სასამართლოს მიმართა. ნინი და PHR სასამართლო პროცესებზე ერთად ამტკიცებდნენ, რომ: სახელმწიფო უწყებებს თანასწორობის უფლების დაცვის ვალდებულება აქვთ; სკოლა და განათლების სამინისტრო, ვალდებულნი იყვნენ, ნინისთვის სკოლაში სწავლა, სხვა ბავშვების თანასწორად, ანუ მისაწვდომი ტრანსპორტის გამოყოფის გზით უზრუნველეყოთ; შინ სწავლების პროგრამაში ნინის ჩართვა მოხდა კანონის დარღვევით, რადგან, კანონის მიხედვით, შინ სწავლება მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში ირთვება, რასაც ნინის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია; საქმე გვქონდა ნინის კონსტიტუციური უფლების, თანასწორობის უფლების დარღვევასთან. ფოტო: PHR თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება: სამწუხაროდ, თელავის რაიონულმა სასამართლომ 2021 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ნინო მაისურაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა (მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძე): თელავის სასამართლოს განმარტებით: სკოლის მოსწავლის ტრანსპორტით უზრუნველყოფა არ წარმოადგენს დაწესებულების ვალდებულებას. თუ სკოლას გააჩნია შესაბამისი რესურსი მხოლოდ ამ შემთხვევაშია იგი უფლებამოსილი და არა ვალდებული, უზრუნველყოს მოსწავლეები შესაბამისი სერვისით; ტრანსპორტის ტენდერის გამოცხადების დროს სკოლა ვალდებული არ იყო, გაეთვალისწინებინა მოსწავლის საჭიროება ა.შ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: ნინიმ და PHR-მა თელავის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მიუხედავად სიშორისა, ნინი ყველა სასამართლო პროცესზე ან უშუალოდ ჩამოდიოდა, ან ტელეფონის საშუალებით ესწრებოდა და მონაწილეობდა. ნინი აქტიურად მიმართავდა მოსამართლეებს და უხსნიდა, რას განიცდიდა, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის გამო, მას სკოლაში სიარული აღარ შეეძლო. მოსამართლეები, ნინის ყველა პროცესის განმავლობაში ყურადღებით უსმენდნენ და, ფაქტობრივად, არ აწყვეტინებდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 14 თებერვალს ახალი გადაწყვეტილება გამოიტანა და თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებისგან განსხვავებით დაადგინა შშმ ნიშნით დისკრიმინაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან. სამინისტროს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა. (ადმინისტრაციული კოლეგია: მოსამართლე მარიამ ცისკაძე, მოსამართლე შოთა გეწაძე, მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე). გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ნინის პირველი სიტყვები იყო: PHR აგრძელებს ბავშვების, ქალების და შშმ პირების უფლებების დაცვას. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აღნიშნულ საქმეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით აწარმოებს. პუბლიკა
  18. სიმონ დადიანის ნათთესავები კულტურის და სპორტის მინისტრ თეა წულუკიანს ღია წერილით მიმართავენ. მათ წერილს სოციალურ ქსელში სიმონ დადიანის დის შვილიშვილიმ მია ღვინიაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს საფრანგეთში მცხოვრები ნათესავების, ლია და მიხეილ ვოდეს თხოვნაა. წერილის მიხედვით, ლია და მიხეილ ვოდემ 2017 წელს უანგაროდ გადასცეს საქართველოს თავის საკუთრებაში არსებული სიმონ დადიანის 22 ნამუშევარი. „2017 წელს საქართველოსათვის ჩვენი წინაპრის, სიმონ დადიანის ნამუშევრების გადაცემით, მისი სურვილი შევასრულეთ, რამდენადაც სიცოცხლეში სიმონ დადიანმა ასე განაცხადა: „მსურს ჩემი ნამუშევრები გადაეცეს საქართველოს, როდესაც ის იქნება თავისუფალი და დამოუკიდებელი, რათა ისინი ყველამ გაიცნოს ჩემს სამშობლოში, რომელიც 5 წლის ასაკში დავტოვე“. ამ სურვილის აღსასრულებლად ჩვენ ვთხოვეთ ჩვენი ბავშვობის მეგობარს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო, რომ დავეკავშირებინეთ კულტურის სამინისტროსთან, რათა ჩვენი გეგმა უფრო ადვილად განგვეხორციელებინა. ამის შედეგად სიმონ დადიანის სურვილი აღვასრულეთ საქართველოს საელჩოში საფრანგეთში, სადაც ხელი მოვაწერეთ ჩვენს საკუთრებაში არსებული ნამუშევრების საქართველოსადმი გადაცემას. ადრეც გვჯეროდა და დღესაც გვჯერა, რომ საქართველო შეასრულებს დაკისრებულ მოვალებას. ვერ წარმოვიდგენდით, რომ სპეციალური ოპერაცია ჩატარდებოდა ორბელიანის სასახლიდან ხუთი ტილოს გასატანად, რომლებიც ხელოვნების სასახლიდან წერილობითი შეთანხმების შედეგად გადაეცა პრეზიდენტის სასახლეს. საქართველომ პასუხისმგებლობა აიღო, რომ ამ ნამუშევრებს გააცნობდა საზოგადოებას. სად, თუ არა ორბელიანის სასახლეში, შეიძლება ამ ტილოების დათვალიერება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, საქართველოს დიდი შრომა არ გაუწევია ამ ტილოების პოპულარიზაციისთვის, რაც დასანანია. პრეზიდენტის სასახლე სწორედ ამის საშუალებას იძლევა. რამდენადაც ჩვენთვისქალბატონო მინისტრო, ხელოვნებას არ უყვარს ზეწოლა . დართეთ ნება, რომ ხალხმა იხილოს ეს ნამუშევრები და შესრულდეს საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან 2017 წელს აღებული ვალდებულება“, – ნათქვამია მიმართვაში. 3 თებერვალს ორბელიანის სასახლეში კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შევიდა. მათ კედლებიდან ხელოვნების სასახლის კუთვნილი, სიმონ დადიანის 5 ნამუშევარი ჩამოხსნეს და წაიღეს. პუბლიკა
  19. E-60 ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს მოქალაქეების უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება მიენიჭა. როგორც ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული, აღნიშნული პროექტი კვეთს მნიშვნელოვან დასახლებულ უბნებს, რომლებიც ძირითადად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის (სოფლები: გვიმბალაური, ქვემო ჩიბათი, ლესა, ჯურუყვეთი, ნიგვზიანი და ხაჯალია). პროექტით გათვალისწინებულია ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 12 კმ-ია. პროექტის განხორციელების მიზნით დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა მიწის შესყიდვისა და განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, რამდენიმე მოქალაქესთან, ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული. კერძოდ, საუბარია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთში მდებარე ამირან და თამარ დობორჯგინიძეების, მაია თევზაძის და გიორგი თავართქილაძის თანასაკუთრებაში არსებულ 4175 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 1620 კვ.მ მიწის ნაკვეთზე; ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში მდებარე ზაირა, კარლო და ნოდარ წილოსანების თანასაკუთრებაში არსებულ 7 777 კმ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე – 48 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. ავტორი: თაია არდოტელი
  20. საქართველოში მსესხებლების 11,6%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან. „კრედიტინფოს“ 2023 წლის იანვრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 224 016 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 451 168 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, იანვრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 929 349 ადამიანს აქვს, ჯამში 39 863 664 829 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 84,2% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, იანვრის მდგომარეობით, ბანკებიდან 36 365 809 440 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 624 572 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 8%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 130 457 -ია. ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 739 978 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 018 978 151 ლარს შეადგენს. ვადაგადაცილება კი ამ საფინანსო ინსტიტუტების 126 020 მსესხებელს უფიქსირდება. კიდევ 22 466 ადამიანს კი, ჯამში 478 877 238 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ ვადაგადაცილება 3 899 ადამიანს უფიქსირდება. ავტორი: თაია არდოტელი
  21. დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, როდესაც მან ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს და კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის. „ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკაა“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, არ შეიძლება პოლიტიკის „გარეთ“ იდგეს. „კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. IPN
  22. ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე „გრინსერვის+“-ის დაკავებული დირექტორი, ლაშა ფურცხვანიძე და „გრინსერვის+“-ის თანამშრომელი, დევი კახოიძე მათთვის ბრალდების დამძიმებას არ ეთანხმებიან. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ განუცხადა. როგორც ფურცელაძე განმარტავს, დაცვის მხარეს პროკურატურამ მტკიცებულებები გუშინ გადასცა, რასაც სრულად არ გაცნობია, თუმცა, „მტკიცებულებების ძირითადი ბაზისი, რაც საქმეზე გამოყენებული იყო, როგორც ბრალის წინა პირობა, არსებითად შეცვლილი არ არის“. „რა თქმა უნდა, არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით არც დევი კახოიძის და არც ლაშა ფურცხვანიძის ნაწილში. დევი კახოიძესთან მიმართებით წარდგენილი ბრალდება თავის თავში მოიაზრებდა ყალბი დოკუმენტის დამზადების ფაქტზე წაქეზებას, შესაბამისი მუხლის პირველი ნაწილით. ამ ეტაპზე, დევი კახოიძესთან დაკავშირებით შეიცვალა არა მუხლი და ბრალდება, არამედ კვალიფიკაცია, პირველი ნაწილიდან მეორე ნაწილზე გადაკვალიფიცირება მოხდა - მნიშვნელოვანი ზიანი არის ის, რაც დევი კახოიძეს დამატებით წარედგინა. მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაზე სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე პირველ ნაწილში. რაც შეეხება ლაშა ფურცხვანიძეს, მას დამატებით ბრალად წაუყენეს უხარისხო სამუშაოების წარმოება. გამოძიება შემთხვევის დღიდან მიმდინარეობს, არანაირი პირობა არ არსებობდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში, გუშინ მომხდარიყო დამძიმება, იმდენად, რამდენადაც გამოძიებისთვის და მტკიცებულებების მოსაპოვებლად საკმარისი დრო იყო. ბრალის დამძიმება მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო დღეს მოხდა, რაც ერთი მხრივ, დაცვის უფლებაზე უხეში ზემოქმედებაა. მეორე მხრივ, ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით, არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ყოველთვის მზად ვიყავით, გამოძიებას დავხმარებოდით, ყველა ინფორმაცია, მასალა, დოკუმენტაცია მიგვეწოდებინა, რაც ჩვენ ხელთ არსებობდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს აინტერესებდათ, რა მოხდა, რამ გამოიწვია ეს უმძიმესი ტრაგედია და არც ერთ ეტაპზე უარს არ ამბობდნენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე, თუკი, ეს მტკიცებულებებით და გამოძიების შედეგად დადგინდებოდა. რეალურად მივიღეთ ის, რომ პროკურატურამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სახელობითი ბრძოლა გამოუცხადა და კარგა ხანია, საქმის ძიება შეწყვიტა. შესაბამისად, დრო გვჭირდება, გავეცნოთ დამატებით ბრალთან დაკავშირებით თუ რა მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი. ბუნებრივია, წარდგენილ არც ერთ ბრალდებას არ ვეთანხმებით“, - აცხადებს ფურცელაძე. ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ "გრინსერვისი+“-ის დირექტორს, ლაშა ფურცხვანიძეს ბრალდება დაუმძიმა უხარისხო სამუშაოების შესრულების ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ორი ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია (სსკ-ის 251-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილი), ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი)."გრინსერვისი+“-ის თანამშრომელს დევი კახოიძეს - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში წაქეზების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 25,362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ’’ ქვეპუნქტი) და ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორს და ამავე კომპანიის ექსპერტს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გასაღების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი). მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე 9 პირია ბრალდებული, რომელთაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა. IPN
  23. საბჭოთა კავშირის ცნობილი მსახიობი, 84 წლის ლია ახეჯაკოვა, პუტინის პოლიტიკის კრიტიკის გამო, მშობლიური თეატრიდან გამოაგდეს. ახეჯაკოვა თეატრის ხელმძღვანელობამ ყველა როლიდან მოხსნა, ზოგ შემთხვევაში კი, სპექტაკლები, რომელშიც ის მონაწილეობას იღებდა საერთოდ ჩაიხსნა. ახეჯაკოვას განცხადებით, რომელიც მან მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდგომ გააკეთა, მისთვის ეს გასაკვირი არ არის და არც იმას გამორიცხავს, რომ ძალიან მალე ის უცხოელი აგენტების სიასაც დაამატონ და დიდი ფულადი ჯარიმებიც დააკისრონ, თუმცა, მსახიობი ამ ყველაფრის მოუხედავად არ აპირებს დატოვოს რუსეთი, რადგანაც მას უკვე არც ამის ასაკი გააჩნია და არც სურვილი. ის მოუწოდებს მის კრიტიკოსებს თავად დატოვონ რუსეთი. "ეს არის ჩემი „სამშობლო-მახინჯი“, ჩვენ ის მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის ლამაზი. მე 84 წლის ვარ, საკმაოდ დიდი იმისთვის, რომ აქედან გავიდე, დაე მათ დატოვონ. არსად არ წავალ, ეს ყველაფერი აქ უნდა გავიარო. მე ძალიან დიდი ხანია აქ ვცხოვრობ აქ, ”- წერს ახეჯაკოვა სოციალურ ქსელში. cnews.ge
  24. აფხაზეთის პრეზიდენტს არ შეუძლია მოლაპარაკება აფხაზეთის რუსეთთან შეერთებაზე. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ განაცხადა. შამბამ კომენტარი გააკეთა ასლან ბჟანიას მოსკოვში ვიზიტის შესახებ და განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის "კონსტიტუცია ამ თემის განხილვის საშუალებას არ იძლევა". „ასეთი საკითხები ასე არ წყდება - პრეზიდენტი წავიდა, უცებ დაბრუნდა და ჩვენ რუსეთის ნაწილი ვართ. ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც (არ იძლევა) ამ თემის განხილვის საშუალებას“, - თქვა მან. მანვე აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვასთან" დაკავშირებულ თემებს არ განიხილავს. შამბას თქმით, აფხაზეთი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს თუნდაც „ასეთი კითხვის დასმისთვის“. „რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ჩვენ მხოლოდ ოფიციალური პირებისგან გავიგეთ, რომ აფხაზეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება, ეს არაერთხელ გაკეთებულა, ამაზე ისაუბრეს როგორც პრეზიდენტმა, ასევე რუსეთის ფედერაციის სხვა ოფიციალურმა პირებმა“, - განაცხადა შამბამ. სერგეი შამბას განცხადებით, დღეს ბჟანია რუსეთის უშიშროების საბჭოში შეხვედრას გამართავს. თავად შამბა უახლოეს მომავალში მოსკოვში ჩასვლას გეგმავს. IPN
  25. ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 100 სამხედრო დაიბრუნა, მათ შორის 63 მებრძოლი “აზოვსტალიდან”. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს. “ვაგრძელებთ უკრაინელების სახლში დაბრუნებას. დღეს სახლში ჩვენი 100 მებრძოლი და 1 სამოქალაქო მოდიან. გათავისუფლებულ მებრძოლთა შორის არიან ეროვნული გვარდიელები, მესაზღვრეები და უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები. მათგან 94 მარიუპოლის დამცველია, “აზოვსტალიდან” 63 მებრძოლის ჩათვლით. ახლობლები მათ ასე დიდ ხანს ელოდებოდნენ. გმირებიდან ბევრმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო”, - წერს ერმაკი. ტყვეთა გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება. მათი თქმით, რუსეთმა 101 სახმედრო დაიბრუნა. ინტერპრესნიუსი
×
×
  • შექმენი...