Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი ავსტრიის პარლამენტს - ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ ბოროტების წინააღმდეგ მორალურად ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება შეუძლებელია.

 

ზელენსკიმ ავსტრიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერი ვოლფგანგ სობოტკა და სხვა პარლამენტარები მიიწვია უკრაინაში, რათა მათ უშუალოდ ნახონ, რა მოუტანა რუსეთის ომმა უკრაინას.

 

„ჩვენ უნდა გვესმოდეს როგორ არ უნდა ვიყოთ ბოროტების მიმართ მორალურად ნეიტრალური. ეს გეოპოლიტიკას არ ეხება... ეს ხება იმას, რომ მუდამ საჭიროა ადამიანობა და კაცობრიობის დაცვა“, - განაცხადა უკრაინის მეთაურმა.

 

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ავსტრიას უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერისთვის, განაღმვის და რუსული აგრესიით დაზარალებული უკრაინელების რეაბილიტაციისთვის.

 

ავსტრიის მედიის ინფორმაციით, ავსტრიის პარლამენტში თავისუფლების პარტიამ უკრაინის პრეზიდენტის ვიდეოგამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის, ვოლფგანგ სობოტკას მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, FPÖ-ს დეპუტატები იყვნენ ერთადერთი, რომლებიც უკრაინელი ლიდერის გამოჩენას ტაშით არ შეხვდა. ზელენსკის გამოსვლის დასაწყისში ამ ოპოზიციური პარტიის წევრებმა თავიანთ ადგილებზე განათავსეს პლაკატები წარწერებით: „ადგილი მშვიდობისთვის“ და „ადგილი ნეიტრალიტეტისთვის“ და დარბაზი დატოვეს.

ავსტრიის ოთხმა საპარლამენტო პარტიამ, როგორც მმართველმა, ასევე ოპოზიციამ, დაგმეს ეროვნულ საბჭოში წარმოდგენილი მეხუთე პოლიტიკური ძალის, ავსტრიის თავისუფლების პარტიის საქციელი უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის ბოიკოტის გამო და პროკრემლის ნარატივების გავრცელებისთვის.

ipn

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...