Jump to content
Planeta.Ge

„ამჯერად მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო" | სასამართლო ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთზე მსჯელობს


თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს.

„ამჯერად, მე მინდა, რომ დუმილის უფლება გამოვიყენო. გავიარო ადვოკატებთან, თავიდან მივცე ჩვენება და…”, – განაცხადა მან.

ის დაეთანხმა დაცვის მხარის მოთხოვნას, მის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.


პროკურატურის პოზიციით, მან აქციებზე – „არა რუსულ კანონს” სამართალდამცავების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. ასევე ცეცხლი წაუკიდა შსს-ის ავტომანქანას. მას 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პუბლიკა

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...