Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    შანტაჟზე მოგახსენეთ, დანარჩენს ალბათ თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს ვრცლად, თუ რა ფორმით, როგორ ხდებოდა მასზე გავლენის მოხდენა, - ასე უპასუხა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი სხილაძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვას, ხდებოდა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე ზეწოლა ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით.
    მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად.
    „რაც შეეხება ხატია დეკანოიძის შეკითხვას შანტაჟთან და პრეზიდენტზე ზეწოლასთან დაკავშირებით, ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაც შეიძლება იქნას აღქმული შანტაჟად იმიტომ, რომ განცხადებაში ნათქვამია - „ჩვენ არ დავძლევთ ვეტოს, თუ პრეზიდენტი წარადგენს იმ კანდიდატს, რომელიც უნდა შეთანხმებულიყო და ა.შ“. კიდევ რა სახის და როგორი ტიპის ზეწოლა ხდებოდა პრეზიდენტზე ამაზე ალბათ, თვითონ პრეზიდენტი ისაუბრებს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემთვის პირადად თუნდაც ის ფაქტი, რომ ვეტოს დაძლევა/არდაძლევის საკითხი კამათის საგანი გახდა და ამით შემოთავაზება იყო, რომ თუ იმ კანდიდატს წარვადგენდით, რომელიც მმართველ გუნდს სჭირდებოდა მაშინ ვეტო დაძლეული არ იქნებოდა, სწორედ აქედან ჩანს მმართველი გუნდის დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტის და პრეზიდენტისადმი“, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ.
    ამასთან, როგორც მსხილაძემ აღნიშნა, დანამდვილებით შეუძლია თქვას, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხე ექმნება.
    „რაც შეეხება იმ ზარალს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, ეს იქნება ფინანსური თუ პოლიტიკური, ამ შემთხვევაში, ალბათ ჩვენი პარტნიორების, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიციაც საკმარისია, რომელიც მათ გუშინ და წინა დღეებში დააფიქსირეს. მოგიყვანეთ ეროვნული ბანკის მაგალითიც, თვითონ ეროვნული ბანკი ითხოვს, რომ აღნიშნული ცვლილებები არ განხორციელდეს. ხოლო, რა ზიანი მოჰყვება ამას ფინანსურად და პოლიტიკურად, ამის შესახებ მე წინასწარ ნამდვილად ვერ გეტყვით, ამას დრო გვიჩვენებს, დღეს პასუხი ნამდვილად არ მაქვს“, - განაცხადა მსხილაძემ.
    რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას, როგორც საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, ხუციშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილებოდა ეროვნული ბანკის წევრობის პოზიციაზე, უბრალოდ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო“.

    იპნ
  2. tvati
    ოკუპირებულ ლუგანსკში აფეთქებების ხმა ისმის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” ავრცელებს.
    მათი ცნობით, ლუგანსკში რამდენიმე აფეთქება გაისმა, ქალაქში კვამვლის ღრუბლები შეინიშნება.
    “ტასის” ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ბრიტანული წარმოების 2 Storm Shadow რაკეტით დაბომბეს.

    იპნ
  3. tvati
    კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად, წყალდიდობის ზონაში ეკოლოგებმა ქოლერის ჩხირები აღმოაჩინეს, თუმცა დაავადების აფეთქება არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ უკრაინულ მედიასთან უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა, ოლეგ პავლენკომ განაცხადა.
    „ჩვენ ვახორციელებთ სამხრეთ ოლქის მონიტორინგს, ყოველდღიურად ვიღებთ წყლის სინჯებს და ვატარებთ ანალიზებს. ძალიან დიდი დაბინძურება არ არის, თუმცა უკვე გვაქვს ქოლერისა და ნაწლავური ჩხირების აღმოჩენის რამდენიმე შემთხვევა“, – განაცხადა სახელმწიფო ეკოლოგიური ინსპექციის წარმომადგენელმა.
    მანამდე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ მოსახლეობა გააფრთხილა სტიქიის ზონაში წყლის კლების შემდეგ ქოლერის გავრცელების საშიშროების შესახებ.
    ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი აფეთქების შედეგად 6 ივნისს გაირღვა, რის შემდეგაც მდინარე დნეპრის ორივე სანაპიროზე ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება აფეთქებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ძალებს აკისრებს, რომელთა ოკუპაციის ქვეშ არის კახოვკის კაშხალი და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დასახლებები.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  4. tvati
    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივნისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6057 ლარი ეღირება, ევრო – 2.8136 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.2748 ლარი.
    დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6034 ლარი ღირდა, ევრო – 2.8044 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.2740 ლარი.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივნისს ამოქმედდება.
     

    ავტორი - მარიამ ბერძენიშვილი
  5. tvati
    საფრანგეთმა უკრაინაში გამომძიებლებისა და ექსპერტების ორი ჯგუფი გაგზავნა, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებებს შეაგროვებენ. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
    10-11 ივნისს უკრაინაში საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალისტთა ორი ჯგუფი გაემგზავრა. როგორც მედია წერს, პირველ ჯგუფში შედიან გამომძიებლები, ხოლო მეორეში ტექნიკური ექსპერტები. მედიის ცნობით, გამომძიებელთა ჯგუფი კონცენტრირდება დანაშაულებზე, რომლებმაც რუსული აგრესიის შედეგად დიდი ეკოლოგიური ზიანი მიაყენა უკრაინას.
    გარდა ამისა, საფრანგეთი, სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურატურის ხელმძღვანელობით განათავსებს ტექნიკურ ექსპერტებს. როგორც მედია წერს, მათი მოვალეობაა, 3D ციფრული მოდელების გამოყენებით შეაგროვონ მტკიცებულებები სამოქალაქო ობიექტების დაზიანების შესახებ.
    საფრანგეთმა უკრაინაში ჯგუფების გაგზავნა უკრაინული მხარის მოთხოვნის შემდეგ გადაწყვიტა.
    უკრაინაში უკვე იმყოფებოდა ფრანგ სპეციალისტთა ხუთი ჯგუფი, აქედან ორი ჯგუფი ხანგრძლივი დროით.
     

    ავტორი - თამარ მუშკუდიანი
  6. tvati
    დღეს, 13 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართა. სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით დაიწყო.
    პროცესზე დაიკითხა 2 მოწმე: ექსპერტი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე.
    დაკითხვის საგანს წარმოადგენდა პოლიციის კუთვნილი ავტომობილი, რომელზე ცეცხლის წაკიდებასაც ლაზარე გრიგორიადისს ედავებიან.
    ლაზარე გრიგორიადისი 13.06.2023 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
    როგორც ექსპერტმა განმარტა, ექსპერტიზის მიზანს წარმოადგენდა თბილისში, მარტის აქციების დროს, რუსთაველის გამზირზე დაზიანებულ მანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზის დადგენა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ თავად ქიმიური ექსპერტიზის ნაწილში იყო ჩართული და უნდა დაედგინა, მოხდა თუ არა ეს ნავთობპროდუქტების გამოყენების შედეგად.
    მოწმის თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგად, ტოიოტა კოროლას მარკის მანქანიდან ამოღებულ ანასხლეტში ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩნდა. დაცვის მხარემ ექსპერტს ჰკითხა, გამორიცხავდა თუ არა მის მიერ მომზადებული დასკვნა მანქანის ნავთობპროდუქტების გამოყენებით განადგურების შესაძლებლობას, რაზეც მოწმემ განაცხადა, რომ ავტომობილი სრულად იყო დამწვარი და შესაძლოა კვალი აორთქლებულიყო, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის მიერ ამოღებული ანასხლეტის კვლევისას ნავთობპროდუქტების კვალი არ აღმოჩენილა.
    აღნიშნულის შემდეგ პროცესი ბრალდების კიდევ ერთი მოწმის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი მაისურაძის დაკითხვით გაგრძელდა.
    ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე. 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
    მაისურაძის თქმით, სამსახურებრივი ავტომობილი, რომელიც მის განკარგვაში იყო, რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო თბილისი მერიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰქონდა დატოვებული, თავად კი პარლამენტის შენობის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა. შსს-ს სხვა თანამშრომლების რაციაში შევიდა შეტყობინება, რომ აქციის მონაწილეები მანქანებს აზიანებდნენ.
    მაისურაძის თქმით, აღნიშნულის გაგონების შემდეგ ინტერნეტის საშუალებით კადრები ნახა, სადაც საკუთარი მანქანა ამოიცნო და მის სანახავად ქაშვეთის ტაძრის მიმართულებით გაემართა, სადაც დაინახა, რომ რამდენიმე პირი მის მანქანას დაზიანებებს აყენებდა, შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე ამოიტანეს.
    მოწმის თქმით, დაინახა, რომ ავტომობილს ცეცხლი ერთმა პირმა წაუკიდა, თუმცა განაცხადა, რომ ამ პირის არც ამოცნობა შეუძლია და არც აღწერა.
    დაცვის მხარის კითხვაზე, თავად რატომ იმყოფებოდა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდების მოწმემ განაცხადა, რომ იქ მართლწესრიგს იცავდა, თუმცა სამსახურებრივი მოწმობა, ფორმის ნაწილი და ხელის რადიოგადამცემი, რომელიც მისი თქმით, დატენილი არ იყო, მანქანაში ჰქონდა დატოვებული.
    მოსამართლე ზვიად შარაძე 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
    გრიგორიადისის ადვოკატები ასევე დაინტერესდნენ, როგორ იცავდა მართლწესრიგს გიორგი მაისურაძე, თუ სამსახურებრივი მოწმობა მანქანაში ჰქონდა დატოვებული, რადგანაც მოქალაქეების დაკავებისას პოლიციელს აქვს ვალდებულება, დაკავებულს ეს მოწმობა წარუდგინოს. მაისურაძემ თქვა, რომ მას პირადად არავინ დაუკავებია, თუმცა ეს პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან, მისი თქმით, პოლიციის ფორმა ეცვა, მოწმობა კი იქვე, საფულესთან ერთად მანქანაში ჰქონდა შენახული.
    კითხვაზე, რატომ არაფერი მოიმოქმედეს მაისურაძემ და მისმა კოლეგებმა, როდესაც დაინახეს, რომ მის განკარგვაში არსებულ ავტომობილს, როგორც მოწმე ამბობს, რამდენიმე პირი საღებავებით აზიანებდა, პოლიციელი პასუხობს, რომ იქ იყვნენ პირები, რომლებიც ისროდნენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს.
    გრიგორიადისის ადვოკატმა შსს-ს თანამშრომელს პირვანდელ ჩვენებასთან შეუსაბამობაზეც მიუთითა. კერძოდ, ადვოკატის თქმით, გიორგი მაისურაძეს თავდაპირველ ჩვენებაში ნათქვამი ჰქონდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები ინტერნეტში ნახა და ის, რომ ეს ყველაფერი თავადაც დაინახა, ამის შესახებ მითითებული არ ჰქონდა.
    ქ. თბილისის პოლიციის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე 13.06.23 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
    ამასთან, ადვოკატის თქმით, ჩვენებაში პოლიციელს მითითებული აქვს, რომ ავტომობილში შენახული ჰქონდა 1 300 ლარის ღირებულების სათვალე, 3 200 ლარის ღირებულების „ეფლ ვოჩი“ და სხვა ძვირადღირებული ნივთები, მაგალითად, 1000-ლარიანი ლაკოსტას ბრენდის ფეხსაცმელი. მოწმემ ეს გარემოებები დაადასტურა და აღნიშნა, რომ ყველა მათგანი ბანკის პირადი ბარათით შეიძინა და გადახდების ისტორია შენახული აქვს.
    ამის შემდეგ დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა, რამდენი ლარი აქვს ხელფასი საჯარო მოხელეს, რომელიც ასეთი ძვირადღირებული ნივთების შეძენას ახერხებს. ამას ბრალდების მხარის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, მოსამართლემ კი განაცხადა, რომ ამ კითხვას საქმესთან შემხებლობა არ ჰქონდა.
    გიორგი მაისურაძე ამჟამინდელ თანამდებობას 2022 წლის 14 დეკემბრიდან იკავებს. 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით, რომელიც 2022 წლის პერიოდს მოიცავს, 14 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით მას 1 781,25 ლარი აქვს მიღებული. შესაბამისად, თუ ნახევარ თვეში მან ეს თანხა მიიღო, გამოდის, მისი ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 3 500 ლარს უნდა შეადგენდეს.
    დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის დეპარტამენტში გადმოყვანამდე, გიორგი მაისურაძე რუსთავის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების უფროსის მოადგილე იყო, სადაც 2022 წელს ხელფასის სახით  23 375,9 ლარი ჰქონდა მიღებული.
    ლაზარე გრიგორიადისი 13.06.2023 ფოტო: ნეტგაზეთი/მარიამ ბოგვერაძე
    პროცესის დასასრულს, ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა მოსამართლეს ჰკითხა, თუ შეეძლო განცხადება გაეკეთებინა, რაზეც ზვიად შარაძისგან უარი მიიღო. მოსამართლის თქმით, პროცესი უკვე დასრულებული იყო და ბრალდებული განცხადებას ვეღარ გააკეთებდა.
    გრიგორიადისის ადვოკატების თქმით, ლაზარე საზოგადოებას შემდეგ სასამართლო სხდომაზე მიმართავს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 27 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება.
    21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    ნეტგაზეთი
  7. tvati
    დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის ორი მოწმე გამოჰკითხეს. მათ შორის, პოლიციელი, რომლის მანქანის დაწვასაც ედავება პროკურატურა გრიგორიადისს. როგორც მოწმე გიორგი მაისურაძე თავად ამბობს 8-9 მარტს აქციაზე მართლწესრიგს და უსაფრთხოებას იცავდა. ის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილეა.
    რა თქვა ბრალდების მოწმემ? 
    ბრალდების მოწმეს დღეს სასამართლოზე არ უთქვამს, რომ პირი, რომელიც მის ავტომობილს წვავდა, ლაზარე გრიგორიადისი იყო.  გიორგი მაისურაძის თქმით, მან დაინახა, როგორ წვავდა მანქანას ერთი პირი, თუმცა არ შეუძლია პირის იდენტიფიცირება, ვინ იყო ის. თქვა, რომ ამოცნობა და აღწერა არ შეუძლია.
    სამართალდამცველმა, რომელიც ლაზარე გრიგორიადისის საქმეში ერთ-ერთ მოწმედ ჰყავს პროკურატურას წარმოდგენილი, 9 მარტს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები აღწერა.
    პროკურორი – რამდენი პირი აზიანებდა თქვენს მანქანას? მოწმე – ბევრი, 10 ზე მეტი აზიანებდა. ერთის მტკიცება [გამოყოფა] არ შემიძლია. პროკურორი – რამდენმა მოუკიდა ცეცხლი? ამოცნობა შეგიძლიათ? მოწმე – არა, ამოცნობა არ შემიძლია. ბრალდების მოწმესთან შეკითხვები ჰქონდა დაცვის მხარესაც. მათ აინტერესებდათ – რატომ არ იმოქმედა კანონის შესაბამისად, თუკი თავად დაინახა, რომ მის ავტომობილს წვავდნენ.
    დაცვის მხარე – გადაწვის ფაქტი როდის გაიგეთ? მოწმე – დავინახე. წვავდა ერთი ადამიანი. დაცვის მხარე – აღწერა შეგიძლიათ ამ პიროვნების? ამოცნობაზე არ გეუბნებით, ზოგადი აღწერა შეგიძლიათ? მოწმე – არ შემიძლია, რომ შემეძლოს ამოვიცნობდი. ერთი პიროვნება დავინახე ვინც მივიდა და მოუკიდა ავტომობილს ცეცხლი. დაცვის მხარე – უყურებთ პიროვნებას, რომელიც წვავს თქვენს მანქანას, თქვენი ინტერესი უნდა იყოს ეს პიროვნება. მოწმე – იყო, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი იყო. ვერ მოვახდინე იდენტიფიცირება. დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა – შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო სამსახურის ექსპერტი, ლია კასროშვილი. მან ქიმიური ექსპერტიზა ჩაუტარა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომობილს, რომელიც მარტის აქციებზე დაიწვა. ექსპერტმა მოსამართლეს უთხრა, რომ ავტომობილიდან აღებული ანაწმენდებიდან ნავთობპროდუქტების კვალი არ ამოვიდა.
    მოწმემ მოსამართლეს უთხრა:
    21 წლის ლაზარე გრიგორიადისის უფლებადამცველი, ლიკა ბითაძე ამბობს, რომ სამართალდამცველმა, გიორგი მაისურაძემ ჩვენება შეცვალა. ის, რაც თავდაპირველად ოქმში ჩაწერა, არ დაადასტურა დღევანდელ პროცესზე. ბითაძის თქმით, თავდაპირველ ჩვენებაში გიორგი მაისურაძე წერდა, რომ რუსთაველის გამზირზე უკვე დამწვარი ავტომობილი ნახა. დღევანდელ პროცესზე კი თქვა, რომ მანქანის დაწვის დროს ყველაფერი საკუთარი თვალით დაინახა.
    დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნაც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი აღმოჩნდა.
    ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში 27 ივნისს 12 საათზე გაიმართება. დღეს, პროცესის დასრულებისას 21 წლის გრიგორიადისს საზოგადოებისთვის განცხადების გაკეთება სურდა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო. გრიგორიადისის ადვოკატის თქმით, ის მომდევნო პროცესზე საზოგადოებას მიმართავს.
    ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. ის მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმისა და პოლიციის მანქანის დაწვაშია ბრალდებული.

    პუბლიკა
  8. tvati
    დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე რუსეთის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, კიდევ 28 ადამიანი დაშავდა. რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
    კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრ ვილკულის განცხადებით, 14 ივნისი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
    ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ნანგრევებში ერთი ადამიანია დარჩენილი.
    დღეს, გამთენიისას რუსეთმა იერიში მიიტანა ქალაქ კრივი-რიჰზე. დაბომბილია ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დანგრეული და დაზიანებულია კერძო სახლები და ავტომობილები.
     

    ავტორი - ქეთი ჩოხელი
  9. tvati
    უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა.
    საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრემიერმა ოლექსანდრ კუბრაკოვმა მიაწოდეს თავშესაფრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის შედეგები.
    "შედეგები, რბილად რომ ვთქვათ, არადამაკმაყოფილებელია", - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ვითარების შესაბამისი გადაწყვეტილება 16 ივნისისთვის მომზადდება.

    რადიო თავისუფლება
  10. tvati
    მხარდაჭერა მაღაროელებს! ჩემი დღევანდელი საპარლამენტო პოლიტგანცხადება შრომითი პირობების გაუმჯობესებას დავუთმე - ანა ბუჩუკური (პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი) 353642249_1312065206052313_288140041620726460_n.mp4
  11. tvati
    უკრაინელი მედია, უკრაინელი სამხედროების მიერ ბერდიანსკის მიმართულებით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგებზე წერს.
    მათი ცნობით, უკრაინული მხარის მიერ „კონტროლზე აყვანილი“ ტერიტორიების ფართობმა სამ კილომეტრამდე შეადგინა.
    „შეტევითი ოპერაციების მსვლელობისას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკის მიმართულებით 500 მეტრიდან 1 კმ-მდე წინ წაწევა შეძლეს“, - განუცხადა Military Media Center-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის სპიკერმა ანდრეი კოვალიოვმა.

    იპნ
  12. tvati
    რუსეთის უკრაინაში შეჭრამ კიდევ ერთხელ შეიწირა ადამიანების სიცოცხლე და ტანჯვა მოუტანა უკრაინელ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში გაერო-ს კოორდინატორი ჰუმანიტარულ საკითებზე დენის ბრაუნი სოციალურ ქსელში წერს, სადაც კრივი-რიჰზე რუსების მიერ დღეს განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება.
    „დღეს დილით, კრივი-რიჰზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად საცხოვრებელ კორპუსი განადგურდა და მრავალი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ნათელია: მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა არ უნდა იყოს სამიზნე!“- აცხადებს გაერო-ს კოორდინატორი.
    კრივი-რიჰზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკიც.
    „რუსული რაკეტების კიდევ ერთი ღამე, დანგრეული სახლების კიდევ ერთი დილა. არ აქვს მნიშვნელობა რა სიცრუეს ავრცელებენ რუსეთის რუპორები უკრაინის წინააღმდეგ მის ომზე, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებსა და ნგრევაზე, რომელიც ამ ყველაფერს მოაქვს, ამ დილის სურათები საშინელ სიმართლეს სავსებით ცხადყოფს“, - დაწერა ელჩმა „ტვიტერზე“.
    შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს დილის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რასაც მინიმუმ 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად კი სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

    იპნ
  13. tvati
    რუსი გენერალ-მაიორი სერგეი გორიაჩევი უკრაინაში, სარაკეტო დარტყმის შედეგად გარდაიცვალა, იტყობინებიან სხვადასხვა, მათ შორის პრო-რუსული წყაროები.
    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისას გორიაჩევი მეხუთე სატანკო ბრიგადის ხელმძღვანელი იყო, შემდეგ 35-ე არმიის უფროსის მოადგილე გახდა, საბოლოო ჯამში კი ამავე არმიის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა.
    გორიაჩევი გახდა მეათე რუსი გენერალი, რომელიც ომში დაიღუპა.

    ნეტგაზეთი
  14. tvati
    უკრაინული მხარის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ზელენსკის მშობლიურ ქალაქ კრივიი რიჰზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.
    ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის თქმით, დარტყმები განხორციელდა „რამდენიმე აბსოლუტურად მშვიდობიან ობიექტზე“, მათ შორის ხუთსართულიან სახლზე.
    ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, დაშავდა 20-ზე მეტი. გარდა ამისა, ნანგრევების ქვეშ შეიძლება შვიდი ადამიანი იყოს.
    პრეზიდენტმა ზელენსკიმ დარტყმის კომენტირებისას განაცხადა, რომ „რუსი მკვლელები აგრძელებენ ომს საცხოვრებელი სახლების, ჩვეულებრივი ქალაქებისა და ადამიანების წინააღმდეგ“.
     



    ნეტგაზეთი
  15. tvati
    POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ტელეკომპანია „ფორმულასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ  დაინიშნა  კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში:
    „რეორგანიზაციების საკითხებში ჩავერთვები, შევისწავლი როგორ მოქმედებს, ფუნქციონირებს კინოცენტრი. გავიგებ ვის რა პრობლემები აქვს, ვის რა აწუხებს, ვეცდები ამის გამოსწორებას. მაგასაც გავარკვევ რატომ არის ეს პროტესტის საგანი.”
    ჟურნალისტის კითხვაზე – ვერ ხვდება, რატომ შეიძლება იყოს ეს პროტესტის საგანი, ოდიშარია პასუხობს:
    “წარმოდგენა არა მაქვს. იმიტომ, რომ არგუმენტი არ მომისმენია. კულტურის სამინისტროს ეკუთვნის კინოცენტრი, მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპია. (…) მე ვიცი, რომ წელიწადზე მეტია დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის აქ ხელმძღვანელი და აქამდე ეს პროტესტი არ ყოფილა, თქვენც დამეთანხმებით ალბათ. ახლა რამ გამოიწვია ეს პროტესტი გავერკვევით. პროტესტის გამომხატველი ადამიანი როცა მოვა, დღეს ასეთი არ ყოფილა, გავერკვევი და მერე შემეძლება, რომ გიპასუხოთ დეტალურად.”
    საქართველოს კინემატროგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზიის შედეგად 12 ივლისიდან თანამდებობების დატოვება მოუწევთ ნინო კუხალაშვილსა და მაკო ჭილაშვილს.
    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის, სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ დასაქმებული მაღაროელებმა პროტესტის მეშვიდე დღეს, 12 ივნისს გვიან ღამით შიმშილობა დაიწყეს. 
    ამის მიზეზი, მაღაროელების თქმით, კომპანიის მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა გახდა. შიმშილობა 9 მაღაროელმა დაიწყო. შიმშილობის დაწყების შესახებ გვიან ღამით ისაუბრეს მაღაროელებმა “მაუწყებელთან”. 
    კომპანიას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მაღაროელებმა გუშინ დღის ბოლომდე მისცეს. 
    “ეს არ ყოფილა უეცარი გადაწყვეტილება, ამას ჩვენ ვფიქრობდით, მაგრამ არ ვფიქრობდით, რომ დღეს აუცილებლად შიმშილს დავიწყებდით. ამას ხელი შეუწყო იმ განცხადებამ, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა” გამოაქვეყნა. ეს  არის ზუსტად იგივე, რასაც ჩვენ ვაპროტესტებდით. არანაირ დათმობებზე არ წამოსულან”, – განუცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა “მაუწყებელს” შიმშილობის დაწყების შემდეგ. 
    ჭიათურაში „ჯორჯიან მანქანეზის“ მაღაროებში დასაქმებულები უკვე მეეშვიდე დღეა საპროტესტო რეჟიმში არიან და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. 11 ივნისს ისინი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, თუმცა, როგორც მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა უთხრა „ნეტგაზეთს“, შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა.
    თეიმურაზ სურამელაშვილის განცხადებით, გუშინდელ შეხვედრაზე კომპანიას დასაქმებულებისთვის ახალი პირობები არ შეუთავაზებია.
    “დამსაქმებელმა გააცნო პირობები, რომლის თანახმადაც ისევ 8-საათიან ცვლას სთავაზობდა, რაც მიუღებელია დასაქმებულებისთვის. შეთანხმება ვერ შედგა ამ შეხვედრაზე”, — უთხრა ნეტგაზეთს სურამელაშვილმა.
    ნეტგაზეთი 12 ივნისს  “ჯორჯიან მანგანეზსაც” დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ დასაქმებულებთან “კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი გრძელდება”:
    “დღეს გაიმართა მორიგი მოლაპარაკება, კომპანიამ გააცნო პირობები, ნაწილისთვის მისაღებია, ნაწილისთვის არა, შესაბამისად, გრძელდება მოლაპარაკებები”, — განმარტეს კომპანიაში.
    მაღაროელების პროტესტის მიზეზია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მიმდინარე წლის თებერვალში სამუშაო გრაფიკის ცვლილება. პროტესტის მონაწილეები ასევე ითხოვენ ღირსეულ ანაზღაურებას. სურამელაშვილის განმარტებით, დასაქმებულები ითხოვენ, რომ ხელფასი მოპოვებული ნედლეულის ტონების მიხედვით გადაუხადონ.
    გარდა ამისა ჭიათურის მაღაროში დასაქმებულების მოთხოვნაა: შრომის უსაფრთხოების დაცვა, აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა და ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.
    სურამელაშვილის თქმით, ამ დროისთვის მაღაროების უმეტესი ნაწილი არ მუშაობს:
    “ძირითადი მოთხოვნა არის, რომ სამუშაო ცვლების გრაფიკი არ შეიცვალოს. როდესაც ეკონომიკური კრიზისი დაუდგა დამსაქმებელს, პროფესიულ კავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში დამსაქმებელმა ვალდებულება იკისრა და [გაჩერებული საწარმოს პირობებში] დასაქმებულებს ხელფასის 60%-ს მაინც უხდიდა.
    ახლა, როცა დასაქმებულთა ნაწილი სამუშაოდ გამოიძახეს, დამსაქმებელს უნდა, რომ დასაქმებულებმა არა 12-საათიანი გრაფიკით, არამედ 8-საათიანი გრაფიკით იმუშაონ მაღაროზე“, – ამბობს თეიმურაზ სურამელაშვილი.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    როგორც კი ევროკომისია თავისი 12 პუნქტიდან დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერს ამოიღებს, მაშინვე, ჩვენ თებერვალში გავაუქმებთ ამ კანონს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
    მისივე თქმით, თუ ევროკომისია პერსონალიზებულ მიდგომას შეინარჩუნებს და ევრორეკომენდაციებში დეოლიგარქიზაციის პუნქტს დატოვებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი ძალში შევა.
    როგორც კობახიძე აცხადებს, ვენეციის კომისიისა და ევროკომისიის რეკომენდაციებს შორის წინააღმდეგობაა. კერძოდ, მმართველი გუნდის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიას პერსონალიზებული მიდგომა არ მოსწონს, ევროკომისია კი პირიქით, პერსონალიზებულ მიდგომას მოითხოვს.
    „ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის წინააღმდეგობაა. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია, მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს. კერძოდ, ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. ევროკომისია ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ. ის საუბრობს სწორედ დეოლიგარქიზაციაზე. სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალიზებულ მიდგომას. ამიტომ გამოდის, რომ ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ევროკომისია გვეუბნება რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ მისი 12 პუნქტიდან, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამი მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისათვის ჩვენ გადავწევთ კანონის ამოქმედებს ვადას 1-ელ მარტამდე. თუ ევროკომისია გაიზიარებს დეკემბერში ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში თებერვალში გაუქმდება ჩვენს მიერ მიღებული კანონი, მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას ამ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ამ კანონის მიღება,“ - განაცხადა კობახიძემ.

    იპნ
     
  18. tvati
    ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვიტერზე" წერს.

    მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, „ქართული ოცნების“ მიზანი ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაა"

     
  19. tvati
    ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები კი სწორედაც პერსონალიზებული თემაა - მათი პოზიციები ერთმანეთთან შესაბამისობაში არაა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
    ვოლსკის თქმით, თუკი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღების რეკომენდაციას მოხსნიან, მზად არიან კანონი არ აამოქმედონ.
    „ევროკომისია ვენეციის კომისიის შენიშვნებს და წინადადებებს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ სისტემური მიდგომაა საჭირო: სასამართლო, საგადასახადო სისტემა, კონკურენციის კანონი და ბევრი სხვა ასპექტია, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს ჩვენთან. რასაკვირველია, შეიძლება გადავხედოთ რაღაცებს, თუ საჭიროა. ვიფიქრეთ, რომ ამოქმედების ვადა კანონში 2024 წლის 1- ელი მარტისთვის ჩავდოთ, რადგან რეკომენდაციის შესრულებაა ჩვენთვის პირველი ამოცანა. თუკი რეკომენდაციას მოხსნიან დღის წესრიგიდან, მზად ვართ არ ავამოქმედოთ ეს კანონი. ისე კანონი იქნება მზად, რათა ამოქმედდეს. ვენეციის კომისია ამბობს, რომ პერსონალიზაცია არ არის საჭირო, ევროკავშირის რეკომენდაციები სწორედაც პერსონალიზებული თემაა. ცუდი კი არ არის, მე ვამბობ, რომ ერთმანეთთან არ არის შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე როგორ გადავწყვეტთ, დეკემბრის განხილვებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული,“ - განაცხადა ვოლსკიმ.
    შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისია "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონპროექტზე დასკვნას აქვეყნებს და მიიჩნევს, რომ მომზადებული ცვლილებების მიღება არ უნდა მოხდეს.

    იპნ
  20. tvati
    უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, მას დაიპყრობენ და ჩვენ გვექნება ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება, - ამის შესახებ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    „რაც შეეხება კონტრშეტევას, ვიმედოვნებ, რომ ეს ხელს შეუწყობს მშვიდობისკენ ნაბიჯების გადადგმას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას, რადგან გვინდა მშვიდობა. იმიტომ, რომ უკრაინას რომ არ დავეხმაროთ, უკრაინას დაიპყრობენ და გვექნებოდა ბევრად უფრო დიდი საფრთხე ევროპის მიმართ და საქართველო, მოლდოვა და სხვა მრავალი ქვეყანაც დიდი რისკის ქვეშ დადგება. ამიტომ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მაგრამ ჩვენ გვინდა მშვიდობა“, - აღნიშნა იტალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
    მისი თქმით, თუ კონტრშეტევა წარმატებული იქნება რუსების უკრაინიდან უკან დახევისთვის, ეს უკრაინას თავისუფლებას დაუბრუნებს.

    იპნ
  21. tvati
    პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი დღეს აბსოლუტურად გაერთიანებულნი არიან საერთო ინტერესებით, რათა რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის მოგების საშუალება არ მიეცეს, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დუდამ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში, „ვაიმარის სამკუთხედის“ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
    მისი თქმით, მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის, ევროკავშირის მომავლისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს აღარასოდეს ჰქონდეს პოტენციალი და შესაძლებლობა, თავს დაესხას სხვა ქვეყანას, გააფართოოს თავისი გავლენის სფერო ადამიანის სიცოცხლის, სხვისი საკუთრების, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის ფასად.
    ანჯეი დუდამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის მხარდაჭერით, უკრაინა შეძლებს ეფექტური კონტრშეტევის განხორციელებას. პოლონეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინის არმიის გამარჯვება იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების განდევნა ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან ანუ უკრაინის ყველა მიწიდან, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია უკრაინის ტერიტორიად. „ჩემი აზრით, სწორედ ასე უნდა დასრულდეს ეს ომი“, - აღნიშნა დუდამ.

    იპნ
  22. tvati
    გერმანია უკრაინას Leopard 1-ის ტანკების მიწოდებას გაუზრდის, - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა RTL Direkt-თან ინტერვიუში განაცხადა.
    „ჩვენ ვერ ჩავანაცვლებთ ყველა ტანკს, რომელიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია, მაგრამ ივლისიდან გავზრდით Leopard 1 A5-ის მიწოდებას“, - განაცხადა პისტორიუსმა.
    მისი თქმით, წლის ბოლომდე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 100-ზე მეტი ასეთი ტანკის მიწოდება იგეგმება.
    პისტორიუსმა არ დაადასტურა რუსეთის მიერ Leopard 2-ის ტანკების განადგურების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა აღნიშნა: „სამწუხაროდ, ომის ბუნება ისეთია, რომ იარაღი ნადგურდება, ტანკები ნადგურდება და ხალხი იღუპება. ამიტომაც არის უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ასეთი მნიშვნელოვანი“.

    იპნ
  23. tvati
    ლატვიის არჩეული პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი მიიჩნევს, რომ უკრაინის ნატოს-კენ მიმავალ გზაზე დაბრკოლება არა უნგრეთი, არამედ ქვეყნების უფრო ფართო წრის პოზიციის გაურკვევლობაა.
    „მიზეზი არის ის, რომ ამჟამად ნატო-ს წევრი ქვეყნების ბევრ დედაქალაქში, არ არის საკმარისად მკაფიო გაგება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ სიტუაციაში, როდესაც ომში მყოფი სახელმწიფო უერთდება ალიანსს და რას ნიშნავს ეს მე-5 მუხლის კონტექსტში. პირდაპირ ვიტყვი: ეს არის მთავარი კითხვა და ეს არის კითხვა, რომელზეც ბევრ წევრ ქვეყანას პასუხის გაცემა არ შეუძლია. სანამ არ ექნებათ ეს პასუხი საკუთარი თავისთვის, ისინი ვერ შეძლებენ პასუხის გაცემას ნატო-ს სხვა წევრებთან ერთად, მაგიდასთან“, - აღნიშნა რინკევიჩმა.
    მისი თქმით, თუ ეს პოზიცია ჩამოყალიბდა, მაშინ ოფიციალური ბუდაპეშტის აზრიც კი იქნება დაბრკოლება.
    „მჯერა, რომ როდესაც საქმე გადაწყვეტილების მიღების საბოლოო პროცესს შეეხება, ყველა მოკავშირე, გამონაკლისის გარეშე, დათანხმდება, მაგრამ ახლა ეს საკვანძო საკითხი დაბრკოლებაა. ქვეყანა ომშია. არის ნატო-ს მე-5 მუხლი და ახლა არა ერთი და ორი, არამედ ბევრი სახელმწიფო ცდილობს გაიგოს, რას ნიშნავს ეს ალიანსისთვის. ბევრ დედაქალაქში ჯერ კიდევ არ არსებობს კარგი პასუხი ამ კითხვაზე და ჩვენ ეს უნდა გავიგოთ“, - დასძინა მან.
    რინკევიჩის თქმით, ლატვია უკრაინის მომავალს ნატო-ში ხედავს და თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს.
  24. tvati
    საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად, - ამის შესახებ ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის, ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც ის ევროკავშირ-საქართველოს ასოციაციის კომიტეტის მე-12 შეხვედრაზე საუბრობს, რომელიც გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა.
    "მე და ჩემმა ევროპარლამენტარმა კოლეგებმა ხაზი გავუსვით რეკომენდაციების განხორციელების აუცილებლობას როგორც პრაქტიკაში, ასევე მისი სულისკვეთების დაცვას. ზოგიერთ შემთხვევაში, პროგრესი ზედაპირული ჩანს და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის მხრიდან აღიქმება გულწრფელი სურვილის ნაკლებობა, ჭეშმარიტად ჩართოს ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამავდროულად, მოვუწოდეთ საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ დეპოლარიზაციაში და კონსტრუქციულად მიიღონ მონაწილეობა საკანონმდებლო მუშაობაში"- აცხადებს კალიურანდი.
    ევროპარლამენტარის თქმით, ევროპარლამენტის წევრები მიესალმნენ იმ ფაქტს, რომ ქართულ საზოგადოებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა ყველა დროის მაქსიმუმს აღწევს.
    „შესაძლებლობის ამ ფანჯრის ხელიდან გაშვება არ უნდა მოხდეს. საქართველოს მთავრობის, საპარლამენტო უმრავლესობის, ოპოზიციური პარტიების საერთო პასუხისმგებლობაა, გვერდზე გადადონ განსხვავებები და ჭეშმარიტად იმუშაონ თავიანთი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებების განსახორციელებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
    ევროპარლამენტარი საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისების განახლების საკითხსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს კითხვებს ბადებს მაშინ, როცა ხდება იმ დროს, ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შეწყვეტილი აქვთ რუსეთთან პირდაპირი ფრენები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საპასუხოდ.
    კალიურანდი ასევე, საუბრობს ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც.
    “ჩვენ გავუზიარეთ ჩვენი შეშფოთება დემოკრატიულ რეფორმებსა და კანონის უზენაესობაში არსებითი პროგრესის არარსებობის გამო და უარყოფითი მოვლენები, რომლებიც შეინიშნება გარკვეულ ძირითად სფეროებში, როგორიცაა უკიდურესი პოლარიზაცია, კანონის უზენაესობის ხელყოფა და სასამართლოს დამოუკიდებლობის წარუმატებლობა, მათ შორის პოლიტიკური მართლმსაჯულების საქმეებში.
    ამ კონტექსტში, ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ევროპარლამენტის 2022 წლის 14 დეკემბრის რეზოლუციაში გამოთქმული პოზიციები და მოვუწოდეთ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის შეჩერება საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული საფუძვლით, როგორც წვლილი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საქმეში, ისევე როგორც მოვუწოდეთ პატიმრობაში მყოფი მედიის მფლობელების გათავისუფლება, როგორიცაა მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
    მისი თქმით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდეს, გააორმაგონ ძალისხმევა ევროკავშირის რეკომენდაციების განსახორციელებლად.
    „მოვუწოდეთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მოაგვარონ ისეთი პრიორიტეტები, რომლებიც დაკავშირებულია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან, დეოლიგარქიზაციასთან, მედიის თავისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობასთან, ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო, როდესაც საქმე ეხება დეპოლარიზაციას, საარჩევნო რეფორმას, ანტიკორუფციულ და მოწყვლად ჯგუფებს, LGBTQIA პირების ჩათვლით”, - აცხადებს ევროპარლამენტარი.
    მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გამოიჩინონ სიფხიზლე, რათა რუსულმა კომპანიებმა საქართველოს ტერიტორია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად არ გამოიყენონ.
    „ჩვენ გავიმეორეთ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამ მხრივ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საქართველოს არცერთ დასავლელ პარტნიორს არასდროს არ უცდია ქვეყნის რუსეთის წინააღმდეგ "მეორე ფრონტში" ჩაბმა“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარის განცხადებაში.

    ინტერპრესნიუსი
  25. tvati
    ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო - დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
    მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.
    "გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, შესაბამისად ის არ უნდა იქნას მიღებული.
    კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე - გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას.
    კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად. კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია; გამჭვირვალე ტენდერების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.
    ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება იტყუება, რომ თითქოს ის მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
    ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "ოცნების" ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის სრულად გადაუსვას ხაზი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი - ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო.
    კიდევ ერთხელ, მივმართავთ "ოცნების" ხელისუფლების თითოეულ წევრს - საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდება მათი დღევანდელი როლი, ან შეძლებს ამ პასუხისმგებლობისგან უკანა კარიდან გაპარვას, ძალიან ცდება,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

    IPN
×
×
  • შექმენი...