Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    აშშ, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები და დანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის ასობით რაკეტებს მიაწვდის. ამის შესახებ ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
    განცხადების თანახმად, ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში უკრაინა “ახლო და საშუალო მანძილის ასობით რაკეტებსა და შესაბამის სისტემებს” მიიღებს.
    კიევისთვის რაკეტების გადაცემა უკვე დაიწყო და რამდენიმე კვირაში დასრულდება.
    თავდაცვის მინისტრები აღნიშნავენ, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები და რაკეტები საჭიროა “უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეროვნული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უახლოეს თვეებში კონტრშეტევითი ოპერაციების შემდგომი წარმატების უზრუნველსაყოფად”.

    იპნ
  2. tvati
    უკრაინა Leopard 2-ის ტანკების დამატებით რაოდენობას მიიღებს. მიწოდებას Rheinmetall განახორციელებს და დანია და ნიდერლანდები დააფინანსებენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
    გამოცემის ცნობით, ქვეყნები შეიძენენ საბრძოლო ტანკებს, რათა შეცვალონ განადგურებული ტექნიკა. კერძოდ, საუბარია უკრაინისთვის Leopard 2-ის 14 ტანკის მიწოდებაზე.
    მედიასთან საუბარში სხვადასხვა წყარო აცხადებს, რომ შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია.
    აღსანიშნავია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ქვეყნების მიერ შეძენილ პირველ ტანკებს მომავალი წლის იანვარში მიიღებს. მანამდე Rheinmetall-მა Leopard 2 A4 ტანკები უნდა შეაკეთოს, რომელიც კომპანიამ სხვადასხვა ქვეყნის საწყობებიდან წაიღო.

    იპნ
  3. tvati
    ესპანეთი უკრაინას 20 ჯავშანტრანსპორტიორს, საველე ჰოსპიტალს და Leopard 2A4 ტიპის 4 ტანკს გადასცემს, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა განაცხადა.
    ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, უკრაინისთვის განკუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორები პოლონეთში 19 ივნისს ჩავა.
    უწყების ცნობით, საველე ჰოსპიტალს გადაცემამდე უკრაინელი სამხედროები ესპანეთში შესაბამის მომზადებას გაივლიან.
    "უკრაინა იბრძვის სამართლიანი საქმისთვის და ამიტომ მათ აქვთ ჩვენი ყველანაირი მხარდაჭერა, არა მხოლოდ აღჭურვილობის გაგზავნაში, არამედ უკრაინელი მებრძოლების წვრთნაში. ჩვენი ვალდებულება, მხარი დავუჭიროთ უკრაინას სრული, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისკენ სწრაფვაში, მტკიცე დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება", - აღნიშნა რობლესმა “რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.

    palitranews
  4. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
    „მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
    უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელა, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა ორივე მათგანი გაანადგურა.
    „გასული დღის განმავლობაში მტერმა 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა Х-101/Х-555 და Х-59 ტიპის ფრთოსანი რაკეტებით. გარდა ამისა, 60-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს და ჩვენი ჯარების პოზიციების და მშვიდობიანი დასახლებების წინააღმდეგ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 80-ზე მეტჯერ გახსნეს.
    სამწუხაროდ, მშვიდობიან მოსახლეობაში არიანი დაღუპულები და დაჭრილები, დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივი-რიჰში დაზიანებულია სამრეწველო ობიექტები, ხერსონის ოლქში დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები და ადმინისტრაციული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ გენშტაბში.
    ამასთან, გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, 13 დარტყმა მიაყენა იმ ადგილებს, სადაც მტრის ცოცხალი ძალა იყო დისლოცირებული.
    „ჩვენმა დამცველებმა, ასევე, გაანადგურეს Shahed -131/136 ტიპის ირანული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი, „ორლან-10“ ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი და 3 სადაზვერვო დრონი“, - აცხადებენ გენშტაბში.
    ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გასული დღის განმავლობაში, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის 2 სამეთაურო პუნქტს, S-300 საზენიტო სარაკეტო სისტემას, ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 4 ტერიტორიას, 3 საბრძოლო საცავსა და 7 საარტილერიო დანადგარს დაარტყეს.

    ipn
  5. tvati
    რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ბრიუსელში “რამშტაინის” ფორმატში მე-13 შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    “რამდენიმე ქვეყანამ დღეს უკრაინის წინაშე თავისი ვალდებულებები გაააქტიურა. კანადამ უკრაინისთვის მხარდაჭერის პაკეტისთვის კიდევ 500 მილიონი დოლარის გამოყოფის ვალდებულება აიღო, რაც საჰაერო თავდაცვის 200-ზე მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან რაკეტას მოიცავს, რომლებიც უკრაინის ცის დაცვაში შეიტანენ წვლილს”, - განაცხადა ოსტინმა.
    მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, ნიდერლანდებმა და დანიამ ფულადი წვლილი შეიტანეს უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საზენიტო რაკეტების შესაძენად.
    “იტალიამ ასევე განაცხადა საკმაოდ კრიტიკული შესაძლებლობის მხარდაჭერის თავისი უახლესი პაკეტის შესახებ, რომლებიც უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება თავდაცვისთვის”, - აღნიშნა ოსტინმა.
    აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, კიდევ რამდენიმე მოკავშირემ უკრაინის გრძელვადიან დახმარებაზე დაიწყო ფიქრი.
    “ნორვეგიამ და გერმანიამ მრავალწლიანი პაკეტების შესახებ განაცხადეს და დანიამ სამხედრო დახმარების თითქმის 2.6 მილაირდი დოლარის ოდენობის პაკეტის შესახებ გამოაცხადა 2024 წლის ჩათვით”, - განაცხადა ოსტინმა.

    ipn
  6. tvati
    პარტია "საქართველოსთვის პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე სტუმრად Formula • ფორმულა-ზე გადაცემაში "კომენტარი": 
    - ევროკავშირს დალოდების რესურსი აქვს, ჩვენ არა! -უკრაინისთვის “გაწევრიანების მოლაპარკებების” გახსნა ნიშნავს უკვე წევრი სახელმწიფოების მსგავსად 90%-იანი სარგებლის მიღება, მათ შორის დიდი ფინანსების სახით! -ამ “მატარებელზე” ვერ ასვლა 15-20 წლიან ჭაობში დარჩენაა… -2024 დიდი ცვლილებების წელი უნდა იყოს! -მიზანი: ოცნების გაწევა, გაწმენდა “მტვერისგან” და ენმ-ის მობრუნების არ დაშვება!!! -გაკეთებადია?! პასუხი: დიახ, ერთხელ უკვე გავაკეთეთ! გავაკეთებთ მეორედაც 2024-ში 354243543_775560277569516_7785106936086489235_n.mp4
  7. tvati
    შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ცნობით,გორის მესამე სკოლის კურსდამთავრებული მიხეილ გაბრიელიძე სწავლას გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას მესამე სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
    მიხეილ გაბრიელიძე ჩაირიცხა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა New York University Shanghai და Mississippi State University.
      მან არჩევანი Mississippi State University -ზე შეაჩერა და აგვისტოდან აღნიშნულ უნივერსიტეტში სწავლას კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე გააგრძელებს.
    მიხეილმა მოიპოვა $300000 დაფინანსება ოთხი აკადემიური წლის განმავლობაში.
    qartli.ge
  8. tvati
    1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6118 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6153 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.
    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8317 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8261 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0056 ლარი შეადგინა.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

    იპნ
  9. tvati
    ბოლო მონაცემებით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურების შემდეგ, კიევის მიერ კონტროლირებად დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას სამხარეო-სამხედრო ადმინისტრაციაში განუცხადეს. დაკარგულად ითვლება 40-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი.

    ჯამში, ხერსონის რეგიონში უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დატბორილია სამ ათასზე მეტი სახლი.

    თავის მხრივ, რუსეთის მიერ დანიშნული ხერსონის რეგიონის ხელმძღვანელმა ვლადიმირ სალდომ ტელეგრამში დნეპრის მარცხენა სანაპიროზე 18 ადამიანის დადასტურებული დაღუპვის შესახებ განაცხადა. საავადმყოფოებში 90-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს. ევაკუირებულია 7,5 ათასი ადამიანი.
    წყალდიდობის ფონზე უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციების, კერძოდ, ქოლერის შესაძლო აფეთქებას ვარაუდობს. უწყების ინფორმაციით, წყლის ზედაპირზე მიკრობიოლოგიური აქტივობა დაფიქსირდა. ჯერ არ არის გამოვლენილი დაავადებების შემთხვევები, მაგრამ ექიმები ემზადებიან სიტუაციის არახელსაყრელი განვითარებისთვის.
    კახოვკის კაშხალი დაინგრა 6 ივნისის ღამეს. უკრაინა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მომხდარში რუსეთს ადანაშაულებენ. რუსული მხარე ბრალდებებს უარყოფს და ჰესის გარღვევას „უკრაინის მიზანმიმართულ დივერსიას“ უწოდებს. ამერიკელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ კაშხლის ნგრევა აფეთქებამ გამოიწვია, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამას ხელი შეუწყო ადრეულმა დაზიანებამ ან წყლის წნევის მატებამ.

    RADIO TAVISUPLEBA
  10. tvati
    გურჯაანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმა და სეტყვა მოვიდა. მდინარე ნავთისხევმა წყლის ნაკადი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და ქალაქის ცენტრალური გზა დატბორა.
      საავტომობილო გზის ნაწილზე გადაადგილება შეუძლებელია - წყლის ნაკადი იმდენად ძლიერია, რომ მანქანების ნაწილი წაიღო.
    გურჯაანი წვიმის შედეგად დატბორილია გურჯაანის აგრარული ბაზარი, მერიის შენობის ნულოვანი სართული და საცხოვრებელი სახლების ნაწილი. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში დაისეტყვა ვენახები და ერთწლიანი კულტურები.
    რადიო თავისუფლებას გურჯაანის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, რომ ამ წუთებში სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები სპეციალური ტექნიკით მუშაობენ.
    RADIO TAVISUPLEBA
  11. tvati
    ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
    ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარის არჩევას", არამედ სთხოვს ყველას გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგომას.
    „დღეს, როდესაც შევიკრიბეთ ევროპაში უსაფრთხოების სფეროში არსებული ახალი გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზის განსახილველად, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ ევროკავშირი სამშვიდობო პროექტია. ევროკავშირის არსებობის მანძილზე მის ტერიტორიაზე ომი აღარ ყოფილა. ამის მაგივრად, ევროკავშირი იყო მაგალითი წევრ ქვეყნებს შორის წარმატებული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობისა.
    მაგრამ 2022 წლის 24 თებერვლიდან ევროპაში ომი დაბრუნდა. მსოფლიო შეძრა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა არაპროვოცირებულმა, გაუმართლებელმა და სულ უფრო სასტიკმა აგრესიულმა ომმა. ამ ომმა ასევე ხაზი გაუსვა ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძლიერი პოლიტიკის მნიშვნელობას. რუსეთის აგრესიის პირისპირ მოვახერხეთ ჩვენი ერთიანობის განმტკიცება უკრაინის მიმართ უპრეცედენტო მხარდაჭერის საშუალებით. ეს უკრაინის გამარჯვებამდე გაგრძელდება.
    უკრაინის მხარდაჭერა და მუშაობა მშვიდობის დასამყარებლად განუყოფელია. ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირი არავის არ სთხოვს „მხარეს არჩევას“. უბრალოდ ყველას ვთხოვთ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის მხარეს დადგნენ. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა პარტნიორს, განსაკუთრებით მათ, ვინც ევროკავშირის კანდიდატობისკენ ისწრაფვის, შეუერთდნენ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ძალისხმევას ამ საშინელი ომის დასასრულებლად. ევროკავშირმა იცის, რომ უკრაინის ომმა რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები გაამძაფრა",- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
    მან საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროკავშირის მხარდაჭერაც გამოხატა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით.
    „აქვე მინდა კვლავ გამოვხატო ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით ამ საკითხში ჩვენი მუდმივი ჩართულობა.
    ევროკავშირი და საქართველო იზიარებენ საერთო ხედვას მშვიდობიანი და აყვავებული სამხრეთ კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით. საქართველო რეგიონში ევროკავშირის ერთ-ერთ უახლოეს და მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ამჟამად, როდესაც უსაფრთხოების კონტექსტი რადიკალურად შეიცვალა, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს ურყევ ერთგულებას, მხარი დაუჭიროს საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების კუთხით და ასევე, ხელი შეუწყოს მთელი რეგიონის სტაბილიზაციას. ამ მიზნით, ევროკავშირი საქართველოს მდგრადობის გასამყარებლად მხარდაჭერის გაძლიერებას განაგრძობს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
    ჰერჩინსკის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

    იპნ
  12. tvati
    გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კონფერენციაზე „უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ევროპაში და მისი გავლენა საქართველოზე – ერთი წელი ევროპული პერსპექტივიდან" სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
    ელჩის შეფასებით, საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად.
    მან, იმ დროს, როდესაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებას ელოდება, ქვეყნის ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
    "ომმა უკრაინაში ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. მოგეხსენებათ, გასული წლიდან ჩვენი თანამშრომლობა ქვეყნების ე. წ. სამეულთან გადავიდა ახალ საფეხურზე, როდესაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ - ევროპული პერსპექტივა. გთხოვთ, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობა სათანადოდ შეაფასოთ. მათ, ვინც კარგად იცნობს ევროკავშირის გაფართოების ხანგრძლივ და შრომატევად პოლიტიკას, იცის, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა ამ ქვეყნებისთვის გაფართოების პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყვნენ.
    ევროკავშირმა ასევე განაცხადა მზადყოფნა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ძირითადი პრიორიტეტების შესრულების შემდეგ. ეს იყო როგორც ისტორიული გადაწყვეტილება, ასევე უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს მიეცა. საქართველომ დიდი ხანია გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი ევროკავშირშია. ეს საქართველოსა და მისი ხალხის ისტორიული არჩევანია.
    ევროკავშირში გაწევრიანება ძლიერ პოლიტიკურ ნებას და წევრობის კრიტერიუმების შესრულების მიმართ ურყევ ერთგულებას მოითხოვს. ამისთვის საჭიროა ერთიანობა, შრომა და ბევრი კომპრომისის გაწევა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შესაძლებელია. ასევე არაერთხელ გავხდით მოწმენი, რომ საქართველოს ხალხი მისი პოლიტიკური ლიდერებისგან ევროკავშირში ინტეგრაციის მტკიცე ერთგულებას ელოდება.
    საქართველო არასოდეს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც ამჟამად. ველოდებით რა ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურების გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ საქართველოს ყველა პოლიტიკურ ლიდერს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და 12 პრიორიტეტში აღწერილი რეფორმები განახორციელონ. ევროკავშირი კვლავ მზადაა საქართველოს ამ ძალისხმევაში დაეხმაროს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

    იპნ
  13. tvati
    მივესალმები ევროპარლამენტის მოწოდებას მიმდინარე წელს უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე რეზოლუციის მისაღებად, ამისშესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერი და პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.

    მისი განცხადებით, ეს არის დამსახურებული გადაწყვეტილება და ომის მიუხედავად, რეფორმების დღის წესრიგისადმი უკრაინის მთავრობის ერთგულების შედეგი.

      "საქართველოს მთავრობის ვალდებულებაა, გამოიყენოს ისტორიული შანსი, ამჯერად მაინც არ გაუშვას ხელიდან კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა, აქტიურად იმუშაოს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების დაწყებაზე და მიიღოს ყველა ზომა, რომ ერთ დროს ასოცირების ტრიოს ლიდერი საქართველო, არ ჩამორჩეს უკრაინას და მოლდოვას!", - წერს გიორგი გახარია.
  14. tvati
    მოლდოვაში, სადაც მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს, ბათუმელმა პარასპორტსმენმა გოგოებმა ოქროს მედლები მოიპოვეს.
    დღის ბოლომდე კი, როგორც მკლავჭიდის ფედერაციაში გვეუბნებიან, კიდევ 5 ოქროს ელიან.
    მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონია 19 წლის შშმ გოგონა მარი აბაშიძე, რომელიც სამი თვეა რაც ვარჯიშობს, პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და პირველი ოქროც მოიპოვა.
    „ისეთი კარგი მონაცემები აქვს, რომ საქართველოს ჩემპიონატზეც კი არ გაგვიყვანია და პირდაპირ ევროპაზე გავიყვანეთ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ფედერაციის ხელმძღვანელი გოჩა შავაძე.
    ფოტოზე: მარი აბაშიძე და მარი ნოდია
    მისი თქმით, მარი აბაშიძის ძმაც მკლავჭიდელია, ამიტომ სპორტის ამ სახეობის მიმართ ინტერესი მაღალი აქვს მარისაც.
    „ზოგადად, შშმ ბავშვები ადვილად ითვისებენ სპორტის სახეობებს, ძალიან ძლიერები არიან.
    მარინე ფუტკარაძეც შშმ გოგოა, ძალიან წარმატებული მკლავჭიდელი და მსოფლიოს 8 გზის ჩემპიონია.
    მარის მსგავსად ისიც ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთი ოქროს მედალი მოიპოვა და დღეს, 15 ივნისს, დღის ბოლომდე კიდევ ველოდებით მეორე ოქროს მისგან“, – ამბობს გოჩა შავაძე.
    მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია – ევროპის ჩემპიონები მკლავჭიდში/2023 წელი
    ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს ზვიად სულიკაშვილმა (მსოფლიოს 6 გზის ჩემპიონი) და ნათია ჩხაიძემაც, რომლებიც ასევე შშმ პირები არიან.
    ორი ოქროს მფლობელია მარი ნოდიაც, თუმცა ის არ არის შშმ პირი.
    ევროპის 32 ქვეყანა მონაწილეობს მკლავჭიდის ჩემპიონატზე, რომელიც 4 დღეა მიმდინარეობს და კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.
    აჭარიდან სულ 6 სპორტსმენი მონაწილეობს, აქედან 4 პარასპორტსმენია.
    მკლავჭიდელების მწვრთნელი თემურ ლიპარტაშვილია.
    __________________
    მთავარ ფოტოზე: მარინე ფუტკარაძე და მარი ნოდია

    ბათუმელები ნეტგაზეთი
  15. tvati
    14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.  როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს ცხოვრება? რუსუდან თევზაძე, პარტია „საქართველოსთვის" 354190239_655166223123251_8842076989052062411_n.mp4
  16. tvati
    სამწუხაროდ დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ ერთობლივად მხარი დაუჭირა ადგილობრივი დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საკრებულოს წევრი და ფრაქცია "რუსთავი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნათია შელეგიამ განაცხადა.


     
    როგორც ნათია შელეგია აღნიშნავს, რუსთავის მაცხოვრებლებს დასუფთავების მოსაკრებელი გაუორმაგდა. მოქალაქეებს, 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრის გადახდა მოუწევთ.

      "კერძო სექტორთან მიდგომა სხვადასხვაგვარია: ზოგიერთთან გადასახადი გაორმაგდა, გასამმაგდა, გაოთხმაგდა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, რიგ შემთხვევებში არსებული ტარიფი შენარჩუნდა. რუსთავის მერიას კითხვაზე, თუ რომელი კრიტერიუმების გათვალისწინებით განსაზღვრა და გაანაწილა მერიამ ამ გადასახადის ტარიფები, პასუხი დღემდე არ გაუცია. ასევე, არ გაუმართავს ადგილობრივი გადასახადის ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონით განსაზღვრული სავალდებულო საჯარო განხილვები, ფიზიკურ პირებსა და კერძო სექტორთან. დღემდე არ წარმოუდგენიათ მინიმუმ სამ წლიანი ფინანსური გაანგარიშება და მოსალოდნელი შემოსავლის შემდგომი ხარჯვის გეგმა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვითხოვდით. თუმცა, ნაციონალურმა მოძრაობამ, რუსთავის მერიასა და ქართულ ოცნებასთან ერთად, უგულებელყო ყოველივე აღნიშნული და მხარი დაუჭირა ამ დადგენილების მიღებას", - განაცხადა ნათია შელეგიამ და დასძინა, რომ  ფრაქცია- "რუსთავი საქართველოსთვის", წინა საკრებულო სხდომების მსგავსად, რუსთავის მერიის გადაწყვეტილებას გაემიჯნა.  
    354204362_787150103157846_6458357050675018458_n.mp4
  17. tvati
    დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
     
    მისი განცხადებით, რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო დააკავეს კოკა კობალაძე და 2000 ლარით დააჯარიმეს.
     
      'რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა პოეტისა და პოლოტიკოსის კოკა კობალაძის 2000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება ცარიელ ოთახში, მხოლოდ საკუთარ თავს გამოუცხადა მოსამართლემ, ჩვენ კი გვითხრეს, გეძებდით და ვერ გიპოვეთო… კარგად თქვა ბერდია სიჭინავამ - ასეთი რთულია სიმართლისთვის თვალებში ჩახედვა!", - წერს გიორგი შარაშიძე. 
  18. tvati
    თბილისის საქალაქო სასამართლომ რენატა ბეგიაშვილზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ შალვა იაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა შეუცვალა და 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
    შალვა იაშვილი 25 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც რენატა ბეგიაშვილმა თავისი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და მეუღლის მხრიდან ძალადობაზე დაწერა.
    შსს-ს გამოძიების ვერსიით, 22 აპრილს ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
    იაშვილს ბრალდება სსკ-ის  126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
    აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.

    პუბლიკა
  19. tvati
    პროტესტის მე-10 და შიმშილობის მე-4 დღე ჭიათურაში. 10 მაღაროელი საკვების მიღებაზე ისევ უარს აცხადებს. მათი თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” დათმობებზე არ წავიდა.
    3000-ზე მეტი მაღაროელი ჭიათურის ქუჩებში ყოველდღიურად მსვლელობას მართავს. ისინი ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვენ.
          01 / 03 მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება და სხვა. საერთო ჯამში, მათ 14 მოთხოვნა აქვთ.


    პუბლიკა
  20. tvati
    გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მიიჩნევს, რომ საჭიროა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის საკითხის განხილვა.
    შოლცის თქმით, ბერლინი ამაზე დიდი ხანია საუბრობს მოკავშირეებთან და ეს ასევე ეხება ომის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მზადყოფნას.
    შოლცმა კითხვის საპასუხოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს ომის გაყინვაზე და რუსეთის მტაცებლური დარბევის ლეგიტიმაციაზე.
    „რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს ზოგიერთი მეზობელი ტერიტორიის შთანთქმა. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან დაკავშირებით და, ცხადია, ეს არის მისი გეგმა ბელარუსის მიმართაც“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
    მისი თქმით, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ მხარდაჭერა და უსაფრთხოების გარანტიებზე კონკრეტული საუბარი.
    „ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გვქონდეს ძალიან კონკრეტული საუბარი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მკაფიოები ვიყოთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და რომ ჩვენ არ დავთანხმდებით თავს მოხვეულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, - აღნიშნა შოლცმა.

    ipn
  21. tvati
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ.
    დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ.
    „შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე მასწავლებლის საგნის გამოცდისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის სულ 75 ათასზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა.
    რეგისტრაციის დეტალური სტატისტიკა:
    ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა - 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი;
    სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა;
    საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა;
    მასწავლებლის საგნის გამოცდაზე 16 000-ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა;
    სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე 2 500-მდე პირია დარეგისტრირებული.
    2023 წლის არჩევითი საგნების სტატისტიკა აბიტურიენტთა არჩევანის მიხედვით ასე გამოიყურება:
    ისტორია აირჩია 22 200-მდე აბიტურიენტმა;
    მათემატიკა - 15 700-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ბიოლოგია - 3 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ქიმია - 2 600-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    გეოგრაფია - 2 200-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    ფიზიკა - 700-მდე აბიტურიენტმა;
    ლიტერატურა - 1 300-მდე აბიტურიენტმა;
    სამოქალაქო განათლება - 2 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა;
    სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება კი 300-ზე მეტმა აბიტურიენტმა აირჩია.
    აბიტურიენტების საყურადღებოდ: შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეგახსენებთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით შეგეძლებათ. კონკრეტული რიცხვი აგვისტოს თვეში გამოქვეყნდება.
    2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრი გაიხსნება. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
    შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ასევე აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

    ipn
  22. tvati
    ვფიქრობ, ბევრი ჭორი დადის. ვფიქრობ, რუსეთმა იგრძნო, რომ მანევრირების სივრცე არსებობს და ახლა სინჯავენ (ნიადაგს) - ეს ძალიან ტიპიური რუსული ტაქტიკაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან "უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
    ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შემდეგ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები რუსეთთან გარკვეული კავშირების აღსადგენად და დადის ჭორები, რომ შესაძლოა, რუსეთთან სარკინიგზო კომუნიკაცია განახლდეს, რაც ნიშნავს, რომ ამ მარშრუტის ნაწილი იქნება აფხაზეთიც, რომელიც კვლავ რუსეთის კონტროლის ქვეშაა.
    „ისინი თქვენთან ომს აგებენ. ჩემი აზრით, უკვე ბევრი მიზეზით წააგეს – პოლიტიკური, ფსიქოლოგიური, საერთაშორისო. მათ სამხედრო თვალსაზრისით ჯერ არ წაუგიათ, მაგრამ ასე უნდა მოხდეს. ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არის. გრძნობენ რა ამას, ისინი, ამავდროულად, იღებენ, რბილად რომ ვთქვათ, ორაზროვან, რბილად რომ ვთქვათ, სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან. ახლა კი ისინი ამოწმებენ, რამდენად შორს შეუძლიათ წასვლა. ეს არის ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: როგორც კი რუსეთი იგრძნობს, რომ არ არსებობს სიმტკიცე და ეს არ არის იგივე, რაც დაპირისპირება... მესმის, რომ საქართველო ოკუპირებულია და ვერ ახორციელებს კონფრონტაციის პოლიტიკას, მაგრამ უნდა იყოს ძალიან მტკიცე და სიმტკიცის ნაკლებობა უბიძგებს რუსეთს, შეამოწმოს რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ამიტომ მათ მოსინჯეს ამ ფრენებით. ახლა მათ შეიძლება მოსინჯონ რკინიგზაზე. ისინი აპირებენ სხვა რამის ცდასაც და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმტკიცე“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

    ipn
  23. tvati
    მარტის აქციების დროს დაკავებული, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი, კოკა კობალაძე სასამართლომ ორი ათასი ლარით დააჯარიმა.
    პარტიის ინფორმაციით, კობალაძე მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში ცნეს სამართალდარმღვევად.
    „კოკა კობალაძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა.
    მოსამართლემ წვრილ ხულიგნობაში კობალაძე გააამართლა და მხოლოდ პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევაში სცნო სამართალდარმღვევად.
    სასამართლოს კობალაძის ადვოკატმა ვიდეო მტკიცებულებები წარუდგინა, სადაც ჩანს, რომ დაკავების დროს კობალაძე პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და არც შეურაცხყოფას აყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
  24. tvati
    ველით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული ზეგავლენის საკითხს - უნდა შეიქმნას გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის მოხდენის საშუალება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
    ელჩს შეკითხვა დაუსვეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც „რადიკალური ოპოზიციის დეზინფორმაციულ ნარატივს გარკვეულწილად ხელი შეუწყო აშშ-ის ელჩის არასწორმა ინფორმაციამ, თითქოს ვენეციის კომისიიდან უკრაინული კანონი გამოწვეული იყო - ელჩის მაშინდელმა განცხადებამ ცუდი როლი შეასრულა და პოლარიზაციის გაღრმავებას შეუწყო ხელი“.
    „მე, როგორც წესი, არ ვაკეთებ კომენტარს სხვების კომენტარებზე. ის, რაც მინდა ვთქვა, არის, რომ დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტიდან ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი 5. ეს პრიორიტეტი შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ უმაღლეს დონეზე, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების დონეზე, შარშან. ველოდებით, რომ საქართველო გადაწყვეტს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის საკითხს. ეს არა მარტო საქართველოს, არამედ მრავალი სხვა ქვეყნის, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის ქვეყნების პრობლემაა. ვენეციის კომისიამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მმართველი უმრავლესობის მიერ არჩეული მიდგომა, კერძოდ, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ არის სწორი მიდგომა, რომ უამრავ რისკს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ მოველით სისტემურ მიდგომას, როგორც ეს ვენეციის კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და სისტემური მიდგომა ნიშნავს ბევრ სხვადასხვა რამეს, რაც უნდა გაკეთდეს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ეს არის ანგარიშვალდებულება, ეს არის გამჭვირვალობა, ეს არის პოლიტიკური კამპანიების დაფინანსება, ეს არის არჩევნების დაფინანსება, ეს არის მედიის თავისუფლება, ეს არის მართლმსაჯულების რეფორმა, ეს არის მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ასე რომ, უნდა შეიქმნას მთელი გარემო იმისთვის, რომ მდიდარ ადამიანებს არ მიეცეთ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენის საშუალება და ჩვენ, ევროკავშირი, აქ ვართ, რათა დავეხმაროთ საქართველოს როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური ელიტების მიერ არჩეული გზა“, - აღნიშნა ელჩმა.

    იპნ
  25. tvati
    ყოველთვის მზად ვიყავი უკრაინაში ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ შეტყობინებას გადასცემთ, ხვალვე შემიძლია ჩამოვიდე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინულ გამოცემასთან „უკრაინასკაია პრავდასთან" ინტერვიუში განაცხადა.
    ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ არ ჩასულა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მაშინ, როდესაც იქ ბევრი დასავლელი ლიდერი იმყოფებოდა სოლიდარობის გამოსახატავად.
    ამასთან, კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ მიიწვია პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „ეს არ არის პირადი და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც ჩვენ აღვწერეთ, როგორც ამ ეტაპზე არცთუ დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა სამთავრობო წრეებს შორის“.
    „ასე რომ, გარკვეულწილად, მე ვგრძნობ მის შედეგებს, მაგრამ კიდევ ერთხელ, მზად ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა. იმედი მაქვს, ასეთი შემთხვევა ყირიმის პლატფორმაზე გამოჩნდება", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
    ამასთან, კითხვაზე, მიიღო თუ არა მიწვევა, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით არა. „ვფიქრობ, ჯერ არ არის ორგანიზებული“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

    იპნ
×
×
  • შექმენი...