Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    ტერორისტულ რუსეთს, დღეს აქვს ორჯერ უფრო მეტი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე 2 წლის წინ ჰქონდა - ორიოდ  დღის წინ გამოქვეყნდა საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად დამოკიდებული ხდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა რუსეთზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.

    მისივე განცხადებით, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა, როგორც სახელმწიფოებრიობისთვის, ასევე ხალხის კეთილდღეობისთვისაც. 
      "როგორც ჩანს, რუსეთის განზრახვა, რბილი ძალის განხორციელებით, ეკონომიკურად სრულად ჩაგვიბას სისრულეში მოდის და ამ მტრულ განზრახვას - მოსახლეობის კეთილდღეობის შირმის და ნარატივის გავრცელებით, ეს ხელისუფლებაც ხელს უწყობს!  ქვემოთ ფოტოზე, წარმოდგენილია თუ როგორ გაიზარდა (გაორმაგდა) ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის პირდაპირი დამოკიდებულება რუსეთზე, რაც წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტზე გავლენის დამატებით მექანიზმს რუსეთის ხელში. ამ მექანიზმის შედეგები ყველას გვახსოვს.  ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენი მოქალაქეები სატვირთო თვითმფრინავებით გამოაგდო იქედან, რუსეთი კიარ "გაკეთილშობილდა", როგორც ამას ღარიბაშვილი და ოცნება ყიდის, არამედ მისი აგრესიის შედეგებით უდანაშაულო მოსახლეობის, ქალების და ბავშვების სისხლს დღემდე ღვრის უკრაინაში. "კეთილდღეობის" ნარატივი, რომლითაც ხელისუფლება ცდილობს სურათზე ნაჩვენები მოცემულობა გააპრავოს - ტყუილია. "აყვავებული" ქვეყნიდან ქართველები არ უნდა გარბოდნენ და რუსეთის მოქალაქეების არ უნდა გულაობდნენ. სამწუხაროდ, ეს ხელისუფლება უკიდურესად საშიში გახდა სახელმწიფოებრიობისთვისაც და ხალხის კეთილდღეობისთვისაც.", - წერს ლილუაშვილი. 
  2. tvati
    2023 წლის გასული 5 თვის მდგომარეობით, რუსეთში წყნარი ღვინოების მიწოდების კუთხით საქართველო ლიდერობს. ამ მაჩვენებელში საქართველომ იტალიას გაუსწრო.
    ინფორმაციას ამის შესახებ, რუსეთის საბაჟო ორგანოებზე დაყრდნობით, რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს.
    რუსეთში ქართული ღვინის იმპორტი 63%-ით გაიზარდა და 24 მილიონ ლიტრს გადააჭარბა. ამავე დროს რუსეთში იტალიური ღვინის 23,4 მილიონი ლიტრი შემოიტანეს - მიწოდება 31%-ით არის გაზრდილი. გაზრდილია იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც - ესპანეთი, საფრანგეთი და პორტუგალია.
    ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდასთან და ლოგისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, და ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები პირდაპირ მწარმოებლებთან დებენ. ასევე ქართულ ღვინოზე ნულოვანი საიმპორტო ბაჟი ვრცელდება და მათი ფასი შედარებით სტაბილურია.

    იპნ
  3. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით.
    „უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
    მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამცველები „მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ და ყველაზე დიდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის“.
    თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არის აუცილებელი სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან ოპერაციას რამდენიმე ამოცანა აქვს, რომელიც უკვე ხორციელდება.

    იპნ
  4. tvati
    ილია ჭავჭავაძის გამზირზე ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ. როგორც ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ქუჩაში გავიდა.
    მისივე თქმით, თავს ახალგაზრდა მამაკაცი დაესხა, რომელმაც მიმართა სიტყვით „მოღალატე“ და კვერცხი ესროლა.
    „ილიას უნივერსიტეტიდან გამოვედი, ლექციიდან, მივდიოდი მანქანისკენ. ქუჩაში შემხვდა მოქალაქე, დაახლოებით, „პიქსელის“ შენობასთან. მან დაიწყო ჩემი მისამართით - „მოღალატე“, „ერეკლე“, შენი დედა და ა.შ. როგორც ჩანს, მისი ამოცანა იყო, წყობიდან გამოვეყვანე - მეტ-ნაკლებად წარმატებულად. მე, რა თქმა უნდა, დედა არ მიგინებია. მოულოდნელად, ჯიბიდან კვერცხი ამოიღო. ჩვენთან, როგორც ჩანს, მოქალაქეები ასე დადიან, კვერცხით შეიარაღებულები. ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელიც მიმდინარეობს - ზურაბ ჯაფარიძე, ლევან ბერძენიშვილი - მე ვარ საქართველოს მტერი და ეს დებილი, წერა-კითხვის უცოდინარი, ვიღაც ამება, ეს კოსტავა, რომელიც მომიგზავნეს, საქართველოს პატრიოტი და მცველია?! ეს მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. ზუსტად მისი პორტრეტი იყო - წვერებიანი ბიძინა ივანიშვილი. ლექსიკა ისეთი ჰქონდა, როგორც ივანიშვილს აქვს, წერა-კითხვის უცოდინარი. მოსაგზავნიც აღარ ჰყავთ ისეთი, რომ გამართულად დედა მაინც შეგაგინოს. ეს იყო ახალგაზრდა, წვერებიანი მამაკაცი (სიტყვა მამაკაცი არ უხდება, მაგრამ რაცაა). რა თქმა უნდა, წინასწარ დაგეგმილი იყო, აბა, კვერცხით ვინ დადის? ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მოქალაქეები ამას იღებდნენ, გამოსარჩლება არავის უცდია. ჩემი სტუდენტი ჩაერია და იმან ცოტა დისტანცირება გაუკეთა. გამოწევა იყო, უნდოდა [ფიზიკური დაპირისპირება], მაგრამ ვერ მოახერხა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
    ამასთან, ბერძენიშვილი არ აპირებს საკითხზე სამართალდამცავებს მიმართოს.
    „ვის უნდა მივმართო? მათზე მაქვს ეჭვი, ვისაც უნდა მივმართო და ბავშვი ხომ არ ვარ?“- განაცხადა ბერძენიშვილმა.

    იპნ
  5. tvati
    რაც უფრო დიდი ხანი იქნება ოცნება ხელისუფლებაში, მით უფრო საშიში გახდება ქალაქში ცხოვრება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს.

    მისი განცხადებით,  ხელისუფლება ორგანიზებულ ძალადობრივ დაჯგუფებად არის გადაქცეული.


    "ერთადერთი მორალური უპირატესობა ჰქონდათ 2011-2012 წლების ნაცმოძრაობისგან და ისიც წაშალეს, უფრო მეტიც, გაცილებით საშიშები არიან ადამიანებს შორის ისეთ დონეზე აღვივებენ შუღლს.", - წერს მეზვრიშვილი.     
  6. tvati
    უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
    ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 393 უპილოტო საფრენ აპარატს, 531 ერთეულ სპეცტექნიკას, 1 214 ფრთოსან რაკეტას.

    ipn
  7. tvati
    უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
    „ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, - აცხადებენ გენშტაბში.
    ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამოიყენეს. სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
    შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და რუსების მიერ გაშვებული თითქმის 20 საჰაერო ობიექტი განადგურდა. რუსებმა ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში კი კომუნიკაციები და კერძო საკუთრება დაზიანდა, მაგრამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

    ინტერპრესნიუსი
  8. tvati
    პარტიამ “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა, - ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვკითხულობთ.

    განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:
      ქალთა გაძლიერების პლატფორმის ინიციატივითა და პარტია “საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით პარტიის ქალთა ორგანიზაცია დაფუძნდა. ქალთა ორგანიზაცია 2022 წლიდან პლატფორმის სტატუსით იყო წარმორდგენილი, რომელმაც ქვეყნის 7 რეგიონში ქალთა საჭიროებების კვლევა განახორციელა. ქალთა ორგანიზაციის შექმნის მიზანია: ქალთა შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდა, ქალთა საჭიროებების იდენტიფიცირება და შემდგომში მათი მოგვარების ადვოკატირება, ქალთა უფლებების საკითხებზე მუშაობა. დღეიდან პარტია “საქართველოსთვის” ქალთა ორგანიზაცია ოფიციალურად შეუდგება მუშაობას. დაკომპლექტდება ორგანიზაციის მმართველი საბჭო და მოხდება თავმჯდომარის არჩევა.


















  9. tvati
    გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, სებ-ს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად, იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს - ეს ევროკომისიისგან დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და პარლამენტის  დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიუსელში და სტოკჰოლმში დაგეგმილი შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა, სადაც ევროკომისია ევროკავშირის ელჩებსა და ევროპის საქმეთა მინისტრებს საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე მოხსენებას წარუდგენს.
    ბუჩუკურის განცხადებით, თუ ამის მიუხედავად, ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება ქართველი ხალხის დამსახურება, რომელსაც ევროინტეგრაცია სურს.
    „სამწუხაროდ, მძიმე ვითარებაა რეკომენდაციების შესრულების კუთხით და ეს კარგად არის ცნობილი ჩვენი პარტნიორებისთვის, იციან რა შესრულდა, რა არ შესრულდა, რაზე აქვს უარი ნათქვამი „ქართულ ოცნებას“ და რა აქვს გაფუჭებული. გვყავს ხელისუფლება, რომელიც უარს აცხადებს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებაზე, იცავს და აძლიერებს გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლეს, იქვემდებარებს ცესკოს, ეროვნულ ბანკს, ვენეციის კომისიის დასკვნის მიუხედავად იღებს დეოლიგარქიზაციის პროექტს, ეს დადებითი შეფასების მოლოდინს არ ქმნის, დაველოდოთ, ვნახოთ როგორ იქნება. სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების ფონზე დადებითი შეფასების მოლოდინი არ მაქვს. მძიმე გავლენა აქვს მათ რიტორიკას, ძალადობრივ მეთოდებს, რასაც ერთი-ერთში ახორციელებდა 2011- 2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობა". ხელისუფლება, რომელიც ძალადობაზე გადადის, მის დასასრულს ნიშნავს და მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და სამართლიანობის რესურსი“, - აღნიშნა ბუჩუკურმა.
     
  10. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია - დღეს ქალთა ორგანიზაცია დავაფუძნეთ. პარტია „საქართველოსთვის'' იქნება პარტია, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე, საარჩევნო სიაში, ყველაზე მეტი ქალი ეყოლება წარმოდგენილი. 355378830_127148350399380_9178574582500596889_n.mp4
  11. tvati
    ჭიათურის მაღაროში დასაქმებულებმა, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს, სადაც ღამის გათენებას აპირებენ.
    აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დარჩებიან პარლამენტის წინ იქამდე, მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
    მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა.
    აქციის მონაწილეების ინფორმაციით, აქცია 20 ივნისს, 18:00 საათზე, განახლდება.
    ასევე, მაღაროელები და მათი მხარდამჭერები, 20 ივნისს,16:00 საათზე, პარლამენტის შენობიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

    იპნ
  12. tvati
    თბილისის ღვინის მუზეუმი ავრცელებს განცხადებას, რომლიდანაც ვიგებთ, რომ  თბილისის ისტორიის მუზეუმის დირექტორის, ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმს  სამუშაო საათები უნდა შეუმცირდეს.
    „აღნიშნულის შესახებ მუზეუმის ხელმძღვანელობას სამუშაო კვირის ბოლო დღეს პირადად მუზეუმის დირექტორმა, ნინო ჭიპაშვილმა მოულოდნელად აცნობა.
    ჭიპაშვილმა გვითხრა, რომ მისი გადაწყვეტილებით, თბილისის ღვინის მუზეუმის სამუშაო საათები უნდა შემცირდეს 20:00-დან 18:00 საათამდე. ასევე, უნდა შემცირდეს სამუშაო დღეები. გადაწყვეტილების მიზეზად იმ შენობის ცენტრალური შესასვლელი დაგვისახელა, რომლის ერთ სართულზეც, ჩვენი სამუზეუმო სივრცეა. საუბარია სიონის ქუჩის 8 ნომერში მდებარე ქარვასლის ისტორიულ შენობაზე, რომლის ორი სართულიც სახელმწიფო საკუთრებას კერძოდ კი „თბილისის ისტორიის მუზეუმს“ წარმოადგენს. ვინაიდან სახელმწიფო მუზეუმი წყვეტს მუშაობას 18:00-ზე, ნინო ჭიპაშვილის გადაწყვეტილებით, ჩვენი სამუშაო საათებიც 18:00-მდე უნდა შემცირდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, 18:00-ის შემდეგ მოსულ ვიზიტორებს მუზეუმის ცენტრალური შესასვლელი კარი დაკეტილი დახვდებათ“. – ამბობენ ღვინის მუზეუმში.
    „საზოგადოებას გვსურს, ვაცნობოთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელია, ხოლო არგუმენტები – აბსურდული. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ემსახურება მუზეუმის დისკრედიტაციას, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევას და ხელოვნური მიზეზებით მუზეუმის ფუნქციონირების შეფერხებას.
    თბილისის ღვინის მუზეუმი ვიზიტორებს 2020 წლიდან მასპინძლობს. სამი წლის განმავლობაში იყო არაერთი წარმატებული პროექტი, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს შეტანილი როგორც ქვეყნის კულტურულ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო ცნობადობის ამაღლების კუთხით.
    თბილისის ღვინის მუზეუმი 2022 წელს დასახელდა მსოფლიოს 10 საუკეთესო მუზეუმთა შორის. ეს არის სივრცე, სადაც ვიზიტორებს არა მხოლოდ ქართულ ღვინოზე და კულტურაზე შეუძლიათ სანახაობრივი, თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღება, არამედ შეუძლიათ ქართული სამზარეულოს გაცნობა, რომელიც ჩვენ სივრცეში რესტორან არქივის სახით არის წარმოდგენილი. რესტორნის, რომელიც ქალაქის 10 საუკეთესო რესტორანს შორის პირველ ადგილზეა.
    ქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი ჩვენ მარტოს არ მიგვიღწევია, მხარში გვიდგას სახელმწიფო სტრუქტურები. ეს პროექტი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურებისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობით მიღწეულ იქნას წარმატება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო დონეზე, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით მათ. სამწუხაროა, რომ მათ სიაში არ შედის კულტურის სამინისტრო.
    მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფერხებს და ხელს შეუშლის ყველა იმ კერძო სივრცის განვითარებას, რომელიც ჩვენს შენობაშია განთავსებული.
    თბილისის ღვინის მუზეუმს დღის განმავლობაში ბევრ ვიზიტორი სტუმრობს. მათ შორის არიან ტურისტული ჯგუფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. გვაქვს წინასწარი ჯავშნები მთელი სეზონის განმავლობაში. სტუმრების უდიდეს ნაწილი მუზეუმში ვიზიტს დღის მეორე ნახევარში გეგმავს. დღის მეორე ნახევარში გვაქვს მიღებული ჯავშნების უმეტესი რაოდენობაც. ნინო ჭიპაშვილის ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ უარი უნდა ვუთხრათ ყველა იმ სტუმარს, რომელთა მასპინძლობისთვისაც ჩვენი გუნდი მთელი წელი ემზადებოდა.
    აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობს თბილისის ღვინის მუზეუმის საქმიანობაში ჩარევას. მიმდინარე წლის მარტის თვიდან კულტურის სამინისტრომ ჩვენთან შეუთანხმებლად ქარვასლის შენობაში შესვლა ფასიანი გახადა. აღნიშნულის შესახებ შევიტყვეთ მხოლოდ იმ მანიშნებელი ბანერიდან, რომელიც შენობის შესასვლელში დაგვხვდა განთავსებული, შედეგად კი თბილისის ღვინის მუზეუმს სტუმრების რაოდენობა შეუმცირდა.
    საქართველო ღვინის სამშობლოა და თბილისის ღვინის მუზეუმი წარმოადგენს სივრცეს, რომელიც აცნობს თბილისის სტუმრებს ამ უდიდეს კულტურას. მუზეუმის საქმიანობაში ხელშეშლა არარაციონალური ქმედება და პიროვნული ინტერესების დაკმაყოფილების მცდელობაა. მოვუწოდებთ სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს გამოიჩინონ გულისხმიერება და დაგვეხმარონ ხელოვნური ბარიერების მოხსნაში“. – ვკითხულობთ განცხადებაში.

    პუბლიკა
  13. tvati
    „ჩვენი ფინანსური ზარალი ამ მომენტისთვის ჭიათურაში 12 მლნ დოლარს შეადგენს და ამ ფონზე, მათი მხრიდან 10 მლნ დოლარის ხელფასის ზრდის მოთხოვნა არის ძალიან ალოგიკური“, – განაცხადა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ პრესკონფერენციაზე.
    მისივე თქმით, კომპანიამ დასაქმებულებს ხელფასის 5%-იანი მატება შესთავაზა, თუმცა გაფიცულები ანაზღაურების 20%-ით გაზრდას მოითხოვენ.
    როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, შეიქმნას კომისია, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ გამოიყვანონ კომპანია არსებული ფინანსური კრიზისიდან.
    ლაშა თუთბერიძის თქმითვე, დასაქმებულებს შესთავაზეს 12 საათის ნაცვლად 8-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლა, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეში 12 საათის განმავლობაში მუშაობის შემთხვევაში „შრომის ნაყოფიერება დაბალია, მით უფრო, როცა ეს ადამიანები მიწის ქვეშ მუშაობენ და საკმაოდ მძიმე ვითარებაში არიან”.
    ჭიათურელი მაღაროელებისთვის კი „ჯორჯიან მანგანეზის” შეთავაზება, რომლის მიხედვითაც, კომპანია გაფიცულებს ხელფასის მხოლოდ 5%-ით მატებას სთავაზობს, მიუღებელია. ამბობენ, რომ იქამდე გააგრძელებენ პროტესტს, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
    ჭიათურიდან თბილისში გაფიცული მაღაროელები ჩამოვიდნენ და პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავენ.
    „ხელფასის 20%-იანი მატება, ძველი სამუშაო გრაფიკის დაბრუნება, ტექნიკის განახლება, ბიულეტენით სარგებლობის უფლება, შრომის უსაფრთხოების გაკონტროლება“, – ამ და სხვა მოთხოვნებით ჭიათურის 3 000-ზე მეტი მაღაროელი უკვე მე-14 დღეა საპროტესტო აქციებს მართავს. 10 მათგანი კი მე-8 დღეა შიმშილობს. ისინი საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ.
    გუშინ, პროტესტის მონაწილე ერთ-ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, გარდა ამისა, ერთ მაღაროელს პირი აქვს ამოკერილი.

    პუბლიკა
  14. tvati
    ჰამბურგში დაგეგმილ მარტა არგერიჰის ფესტივალზე 27 ივნისს გიორგი გიგაშვილი მარტა არგერიჰთან ერთად დაუკრავს. კონსერვატორიის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ მუსიკოსს და კონსერვატორიელს!, - ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. 
  15. tvati
    არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება.
    როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში ორი დეპარტამენტია.
    „ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.
    1.  თამთა თაბუკაშვილი – ვანო ზარდიაშვილის რძალი
    თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.
    2.  გიორგი კიკნაძე – ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი
    გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი  გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.
    3. გიორგი კვარაია – ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი
    გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.
    4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი – გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი;
    სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია.
    5. ნიკა მიქაუტაძე – გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის  გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი
    გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია.
    6. გელა ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა;
    როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი  გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მოკვლევაში.
    ვინ არის ვანო ზარდიაშვილი?
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა წინა ხელისუფლების პერიოდშიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, 2016 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი.
    2019 წელს მანდატი შეუწყდა და თავდაპირველად სახელმწიფო შპს-ს ენერგოტრანსის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იქ თვენახევარში ზარდიაშვილის 22 307 ლარი აიღო ხელფასის სახით. 2020 წელს კი ენერგოტრანსი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუერთდა და ზარდიაშვილმაც იქ განაგრძო მუშაობა.
    „ვანო ზარდიაშვილი წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარია“, – წერს TI.

    პუბლიკა
  16. tvati
    დღეს, 19 ივნისს 16:00 საათზე გაფიცული მაღაროელები პარლამენტთან აქციას გამართავენ. ამის შესახებ მაღაროელებმა ფეისბუკ გვერდზე დაწერეს.
    დღეს მათი გაფიცვის მე-15, ხოლო შიმშილობის მე-8 დღეა.
    „დღეს ოთხ საათზე გელოდებით პარლამენტის წინ. ვმართავთ მშვიდობიან პროტესტს, მოვდივართ ჭიათურიდან,“ – წერენ მაღაროელები.

     
    ჭიათურაში მაღაროელები 2 კვირაა, რაც გაფიცულები არიან. მათი ნაწილი შიმშილობს. გუშინ, 18 ივნისს პროტესტის ნიშნად ერთმა მაღაროელმა თვალები ამოიკერა, ერთმა კი თვითდაზიანებები მიიყენა.
    მაღაროელების მთავარი მოთხოვნა ანაზღაურების გაზრდა და უსაფრთხო, ღირსეული შრომითი პირობებია.

    ნეტგაზეთი
  17. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს, - "თუ მართლა ქვეყანა გიყვარს (და არა მხოლოდ საკუთარი თავი), შეწყვიტე ეგომანიაკობა, გაწყვიტე ყველანაირი კავშირი პოლიტიკასთან, ღირსეულად მოიხადე სასჯელი, შეეგუე, რომ არის წარსული და გზა დაუთმე მომავალს".


    როგორც ნათია მეზვრიშვილი აღნიშნავს, ხალხმა "ნაციონალურ მოძრაობას" და სააკაშვილს  სამართლიანად არ აპატია -  გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და ისინი ხელისუფლებიდან გაუშვა.
      "ვარდების რევოლუციის დროს სტუდენტი ვიყავი. უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, კორუფციის და ნეპოტიზმის გარეშე, ღია კონკურსით მოვხვდი პროკურატურაში. ბევრი ჩემნაირი ახალგაზრდისთვის გაიხსნა სახელმწიფო უწყებების კარი. უამრავი კარგი გაკეთდა საპატრულო პოლიციის რეფორმით დაწყებული ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლით დამთავრებული. მაგრამ ... ხალხმა ვერ და სამართლიანად არ გაპატიათ გირგვლიანი და სხვა მძიმე დანაშაულები, წამება და არაადამიანური მოპყრობა ციხეებში, 26 მაისი, იმედის დარბევა და ა.შ. და გაგიშვათ ხელისუფლებიდან. არ გაპატიათ გარყვნა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხალხის ტერორი (ზუსტად ისე, როგორც ოცნებას არ აპატიებენ). დანაშაულები იმდენად მასშტაბური და სისტემური იყო, რომ ყველა კარგი საქმე გადაწონა. შესაბამისად, ამაოა მცდელობა ხალხს დაავიწყოთ ცუდი, მითუმეტეს, როცა თავად ეს ცუდი არასოდეს გადაგიფასებიათ და მინიმუმ ბოდიში არ მოგიხდიათ. ამ ფონზე, ნებისმიერი მისი პოლიტიკური აქტიურობა არის საჩუქარი ოცნებისთვის. 11 წელია ამ საჩუქრებს ჩუქნის და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნას ახანგრძლივებს. ბოლო 2 წელია საზოგადოება და საკუთარი ამომრჩეველი მისი ცხოვრებით და როგორც აღმოჩნდა, ტყუილებში აცხოვრა. ესეც არ იკმარა და გადაწყვიტა ოცნებას კიდევ ერთხელ, ამჯერად ყველაზე კრიტიკულ მომენტში, გაუწოდოს დახმარების ხელი. ახლა ოცნების დახმარება, ღალატის ტოლფასია იმიტომ, რომ სასწორზე ქვეყნის ევროპული მომავალი დევს. შესაბამისად, როგორც ჩამოვიდა, ისე მოიხადოს სასჯელი და დაეხსნას ქართულ პოლიტიკას. შეუძლებელია წარსულმა, რომელიც აწმყოს ვერ ქმნის, შექმნას მომავალი. გაიაზროს, რომ არის წარსული და იქნებ შემდეგ ხალხმა ის კარგიც დაინახოს, რაც ცუდის კეთებამდე უკეთებია.", - წერს ნათია მეზვრიშვილი. 
  18. tvati
    19 ივნისს დღის ბოლოდან 22 ივნისამდე, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
    ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
    მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

    ipn
  19. tvati
    უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.
    „მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - დღის განმავლობაში 24 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.
    უწყების ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნეს.
    „ღამით, რუსეთის ფედერაციამ რაკეტებითა და Shahed-ის ტიპის ირანული უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი იერიში მიიტანა. გასული დღის განმავლობაში მტერმა 59 საჰაერო დარტყმა განახორციელა და ჩვენი ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 100-ზე მეტჯერ გაუხსნა. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაჭრილები, კერძოდ, ბავშვები, დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, დანგრეულია და დაზიანებულია 20-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
    უწყებაში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია.
    ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, რუსეთის პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებს 10 დარტყმა მიაყენა. ამასთან, განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
    „ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის Ka-52 ტიპის ვერტმფრენი, 3 ირანული უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-ი და 7 სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი. გასული დღის განმავლობაში, სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის 2 პუნქტს, 4 საზენიტო-სარაკეტო სისტემას, პირადი შემადგენლობის დისლოცირებისა და სამხედრო ტექნიკის განლაგების 2 ადგილსა და საბრძოლო მასალის 2 საწყობს დაარტყეს“, - აცხადებენ გენშტაბში.

    ინტერპრესნიუსი
  20. tvati
    უკრაინელმა დამცველებმა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ოკუპაციისგან 8 დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
    მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ ბახმუტის მიმართულებით უკრაინული ძალების შეჩერება სცადა, იქ დამატებითი ქვედანაყოფები გადაიყვანა და დაბომბვის რაოდენობაც გაზარდა. მისი თქმით, ამ მიმართულებით გასული კვირის განმავლობაში ბრძოლების საერთო ინტენსივობა შემცირდა.
    „ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით ორი კვირის განმავლობაში შეტევითი ოპერაციების დროს, ჯარების გაერთიანებულმა სტრატეგიულმა დაჯგუფება „ტავრიას“ ნაწილებმა გაათავისუფლეს 8 დასახლება: ნოვოდაროვკა, ლევადნოე, სტოროჟევოე, მაკაროვკა, ბლაგოდატნოე, ლობკოვოე, ნესკუჩნოე, პიატიხატკი. სამხრეთით გათავისუფლებული ტერიტორია 113 კვადრატული კილომეტრს შეადგენს“, - განაცხადა მალიარმა.


    იპნ
  21. tvati
    უკრაინას სურს გახდეს ნატო-ს შემდეგი წევრი მას შემდეგ, რაც შვედეთი შეუერთდება ალიანსს, - ამის შესახებ უკრაინას უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა „უკრაინსკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
    „ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ უკრაინის „ფინეთიზაციაზე“. მას შემდეგ, რაც ფინეთი ნატო-ში მიიღეს, მზად ვართ ფინეთის გზას დავადგეთ, ჩვენ მზად ვართ ასეთი „ფინეთიზაციისთვის". 24 თებერვლის შემდეგ ფინეთი გახდა ნატო-ს 31-ე ქვეყანა, იმედი მაქვს უახლოეს მომავალში შვედეთი 32-ე ქვეყანა გახდება. ჩვენ გვინდა გავხდეთ ნატო-ს 33-ე წევრი და გვსურს ეს გზა გავიაროთ ისე, როგორც ფინეთმა და შვედეთმა გაიარეს“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.
    მისი თქმით, ნატო-სა და ევროკავშირის ქვეყნები ნებისმიერ გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებენ და ყველა წევრს შორის კონსენსუსის მისაღწევად, უკრაინამ უნდა აჩვენოს მინიმუმ გარკვეული შესაბამისობა და პოტენციური პროგრესი. ვფიქრობ, ეს იქნება მათი გადაწყვეტილების საფუძველი", - დასძინა სტეფანჩუკმა.

    იპნ
  22. tvati
    ის 33 წლი­საა და უკვე საკ­მა­ოდ მდი­და­რი ბი­ოგ­რა­ფი­ით. კა­რი­ე­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ზრდას გა­მარ­თლე­ბას უმად­ლის, იმას, რომ სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას მოხ­ვდა. "გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ რა­მეს არ ვუშ­ვებ­დი - მე­მუ­შა­ვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი სა­ჯა­რო პირი. ისე წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ერ­თმაც მო­მი­წია და მე­ო­რე­მაც“, - ამ­ბობს, მაგ­რამ მა­ინც მად­ლი­ე­რია, ვი­ნა­ი­დან ამ ყვე­ლა­ფერ­მა პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში შე­უ­წყო ხელი. რო­გორც ამ­ბობს, ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბელ და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ანს მთის ხა­სი­ა­თი აქვს, ცოტა სი­ხის­ტეც ახა­სი­ა­თებს, რა­საც მერე "მეგ­რუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია შვე­ლის“. არც ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხა­რისხს უჩი­ვის... მის ლი­დერ­თან (ვის­ზეც "და­გუგვლით“ შე­ექ­მნა წარ­მოდ­გე­ნა) სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ში თან­ხვედ­რით ხსნის იმას, აქამ­დე ერ­თად რომ მო­დი­ან.

    "გი­ორ­გის მენ­ტო­რად აღ­ვიქ­ვამ, ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ მის­გან“, - ამ­ბობს პარ­ლა­მენ­ტა­რი, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სამ­დივ­ნოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფის - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ წევ­რი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი და ambebi.ge-სთან მისი ცხოვ­რე­ბის აქამ­დე უც­ნობ დე­ტა­ლებ­ზე ჰყვე­ბა.
    "დღემ­დე მა­მას გოგო ვარ...“ - და­ვი­ბა­დე თბი­ლის­ში, 1990 წელს და და­ახ­ლო­ე­ბით 1 წელი მო­მი­წია სსრკ-ში ცხოვ­რე­ბა. 90-ია­ნე­ბის ბავ­შვი ვი­ყა­ვი, ამი­ტომ მთე­ლი სიმ­ძაფ­რით მახ­სოვს, რა გა­მო­ვი­ა­რეთ თი­თო­ე­ულ­მა ოჯახ­მა. ერთი ძმა მყავს, 4 წლით უფ­რო­სი.

      მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პე­რი­ო­დი­სა, მშობ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს და ბავ­შვო­ბა ტკბი­ლად და­მა­მახ­სოვ­რდა. დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან რომ ვა­ფა­სებ, ეს ძა­ლი­ან მაკ­ვირ­ვებს. უშუ­ქო­ბის გარ­და, პუ­რის რი­გე­ბიც მახ­სოვს და ტა­ლო­ნე­ბიც კად­რე­ბად, არა - ში­ნა­არ­სობ­რი­ვად. მამა მხატ­ვარ-რეს­ტავ­რა­ტო­რია და თვე­ო­ბით უწევ­და ექ­სპე­დი­ცი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი, დე­დას დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავ­და და ორი პა­ტა­რა ბავ­შვით, ფაქ­ტობ­რი­ვად, მარ­ტო უმკლავ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფერს. დედა თე­რა­პევ­ტია, მაგ­რამ ჩვენს გამო გახ­და იძუ­ლე­ბუ­ლი, არ­ჩე­ვა­ნი შვი­ლე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ე­კე­თე­ბი­ნა - სამ­სა­ხურ­ზე უარი თქვა. მა­მას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სია აქვს, ხში­რად რის­კებ­ზეც წა­სუ­ლა იმის­თვის, რომ ქარ­თუ­ლი ძეგ­ლე­ბი და ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა გა­და­ერ­ჩი­ნა. ჩემ­თვის ორი­ვე მი­სა­ბა­ძია, ოღონდ, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო. როცა მე­უბ­ნე­ბი­ან, მა­მას ჰგავ­ხა­რო, ეს ჩემ­თვის უდი­დე­სი კომ­პლი­მენ­ტია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ 33 წლის ვარ, დღემ­დე მა­მას გოგო ვარ.

    ასევე დაგაინტერესებთ 11:02 / 01-04-2023 "მარტოხელა დედა ვარ და სულ მქონდა შიში, რა იქნებოდა მომავალში... მამის დაკარგვის შემდეგ დედაზე ვნერვიულობ" - პოლიტიკოსის აპოლიტიკური ცხოვრება: ხატია დეკანოიძე ოჯახსა და შვილზე
    10:59 / 25-05-2023 "მეუღლე მეხუმრება ხოლმე, კონსტიტუციური სიმშვიდის გარანტი ხომ ვარ შენთვისო“ - ვინ არის ახალბედა პარლამენტარი ქეთი თურაზაშვილი: დეპუტატის აპოლიტიკური პორტრეტი
    ჩემი ძმა პი­რი­ქით, დე­დას­თან უფრო ახ­ლოს იყო. დედ-მამა ყო­ველ­თვის იდე­ა­ლუ­რი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ, ასე ვთქვათ, პარტნი­ო­რე­ბი, სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით. სკო­ლა­ში კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, 6 კლა­სი 186-ე სკო­ლა­ში ვის­წავ­ლე, შემ­დეგ კი მე-6 გიმ­ნა­ზი­ა­ში (ახლა 21-ე სა­ჯა­რო ჰქვია) გა­და­ვე­დი. თუ სწო­რად მახ­სოვს, 9 კლა­სის ჩათ­ლით სრუ­ლად ფრი­ა­დო­სა­ნი ვი­ყა­ვი, მერე მო­მა­ვალ ლი­დერ­თა გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით აშშ-ში წა­ვე­დი და ერთი კლა­სი იქ დავ­ხუ­რე. დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ უკვე შე­რე­უ­ლი ნიშ­ნე­ბი მყავ­და. ზო­გა­დად, მას­წავ­ლე­ბე­ლი ან ლექ­ტო­რი თუ მიყ­ვარ­და, მის სა­განს კარ­გად ვსწავ­ლობ­დი, ვი­საც თვალს ცუ­დად და­ვად­გამ­დი, იმის სა­განს - მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით. ასე­თი ხა­სი­ა­თი მქონ­და...
    რა­ტომ ავირ­ჩიე იუ­რის­ტო­ბა - ბუ­ჩუ­კუ­რე­ბი წარ­მო­შო­ბით ხევ­სუ­რე­ბი ვართ. ჩვე­ნი სო­ფე­ლი ხევ­სუ­რეთ­ში - ბუ­ჩუ­კურ­თა დღეს, სამ­წუ­ხა­როდ, დაც­ლი­ლია. სო­ფე­ლი გვაქვს ტი­რძნის­ში, გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ცხინ­ვალ­თან 7 კმ-ში. დედა მეგ­რე­ლი მყავს - ადა­მია, სე­ნა­კე­ლია, ნა­ხევ­რად მეგ­რე­ლი ვარ, მაგ­რამ ხა­სი­ა­თი მთის მაქვს. სი­ხის­ტეც მა­ხა­სი­ა­თებს, თუმ­ცა, რო­გორც მე­უბ­ნე­ბი­ან, მეგ­რულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­საც არ ვუ­ჩი­ვი. არ მიყ­ვარს, როცა ვბრაზ­დე­ბი, მაგ­რამ ეს თუ მოხ­და, ჩემს მტერს! ჩემს ოჯახს მა­ინც და მა­ინც არ უნ­დო­და ჩემი იუ­რის­ტო­ბა, თუმ­ცა თსუ-ს სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბის ფა­კულ­ტე­ტი ავირ­ჩიე, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი ვარ, მა­ინც ჩემი გა­ვი­ტა­ნე. ადრე, სხვა­თა შო­რის, მა­მას პრო­ფე­სი­ა­ზე - რეს­ტავ­რა­ტო­რო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. ბავ­შვო­ბა­ში ჩემი მშობ­ლე­ბის­თვის ფული არას­დროს მი­თხო­ვია, არ მომ­წონ­და სხვა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. როცა გა­ვი­ზარ­დე, გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, მა­მას პრო­ფე­სი­ას რომ გავ­ყვე, მე არ ვიქ­ნე­ბო­დი რეს­ტავ­რა­ტო­რი ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, არა­მედ ვიქ­ნე­ბო­დი რეს­ტავ­რა­ტორ მე­რაბ ბუ­ჩუ­კუ­რის შვი­ლი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მამა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნია, ჩემი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გზა მინ­დო­და მო­მე­ნა­ხა, ამი­ტომ გა­და­ვი­ფიქ­რე. ბა­კა­ლავ­რი­ა­ტიც და მა­გის­ტრა­ტუ­რაც თსუ-ში და­ვამ­თავ­რე და 2014 წელს ჩა­ვა­ბა­რე დოქ­ტო­რან­ტუ­რა­ში "ნიუ-ვი­ჟენ“ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. დღეს ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი, თან PHD სტუ­დენ­ტი ვარ.
    "გა­მი­მარ­თლა - სა­ჭი­რო დროს სა­ჭი­რო ად­გი­ლას და სწორ ადა­მი­ა­ნებ­თან მოვ­ხვდი" - ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი იყო - უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე თუ არა, იქ ჩემ­მა ლექ­ტო­რებ­მა და­მა­საქ­მეს, მათ გა­მი­წი­ეს რე­კო­მენ­და­ცია, მათი მად­ლი­ე­რი ვარ. სხვა­თა შო­რის, ცხოვ­რე­ბა­ში რა­შიც გა­მი­მარ­თლა ისაა, რომ სა­ჭი­რო დროს სწორ ადა­მი­ა­ნებს შევ­ხვდი, კა­რი­ე­რუ­ლად ასე მჭირს, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. იმას არ ვამ­ბობ, რომ გა­მოწ­ვე­ვე­ბი არ მქო­ნია, ბევ­რჯერ დავ­ცე­მულ­ვარ, რა­მაც მი­მახ­ვედ­რა, რამ­დე­ნად დრო­ე­ბი­თია ყვე­ლა­ფე­რი - აღ­მავ­ლო­ბაც, და­ცე­მაც, თა­ნამ­დე­ბო­ბაც, ბე­ნე­ფი­ტე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი. ამის გა­აზ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა ასაკ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, შემ­დგომ­ში იგი­ვე შეც­დო­მე­ბი რომ აღარ და­უშ­ვა. პა­სი­უ­რად პო­ლი­ტი­კა სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორც მო­ქა­ლა­ქეს, უნდა იცო­დე, შენს ქვე­ყა­ნა­ში რა ხდე­ბა, მაგ­რამ გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრათ, ცხოვ­რე­ბა­ში ორ რა­მეს არ ვუშ­ვებ­დი - მე­მუ­შა­ვა ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რა­ში და გავმხდა­რი­ყა­ვი სა­ჯა­რო პირი. ისე წა­ვი­და ჩემი ცხოვ­რე­ბა, ერ­თმაც მო­მი­წია და მე­ო­რე­მაც.
    "დავ­გუ­გ­ლე და გი­ორ­გი გა­ხა­რია ამო­მიგ­დო“
    - 2017 წლის და­სა­წყის­ში, როცა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ვმუ­შა­ობ­დი (იუ­რი­დი­ულ სამ­სა­ხურ­ში სა­მარ­თალ შე­მოქ­მე­დე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი ვი­ყა­ვი. მა­ნამ­დე ვი­მუ­შა­ვე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­შიც ), რა­ღაც გა­რე­მო­ე­ბე­ბის გამო არ მომ­წონ­და სამ­სა­ხუ­რი და ცვლი­ლე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­თხრა, რომ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში იყო ვა­კან­სია და მირ­ჩია, ბედი მე­ცა­და. მი­ვე­დი გა­სა­უბ­რე­ბა­ზე, 2-ჯერ შევ­ხვდი იუ­რი­დი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, მო­ვე­წო­ნე და მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რა შე­მომ­თა­ვა­ზა. წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, ვი­ნაა მი­ნის­ტრი, ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, დავ­გუ­გ­ლავ, სა­ხე­ლი და გვა­რი მა­ინც ვი­ცო­დე-მეთ­ქი. დავ­გუ­გ­ლე და გი­ორ­გი გა­ხა­რია ამო­მიგ­დო. ასე "და­გუ­გ­ლუ­ლი“ მი­ვე­დი გა­ხა­რი­ას­თან, ვერ შემ­ხვდა, თა­ნა­შემ­წემ ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, ფი­ზი­კუ­რად ვერ გხვდე­ბათ, მაგ­რამ გა­და­წყდა თქვე­ნი აყ­ვა­ნა, გი­ლო­ცავთ სამ­სა­ხუ­რის და­წყე­ბა­სო. მერე ისე მოხ­და, კვი­რა­ში ერთხელ გვი­წევ­და მი­ნის­ტრთან სა­მარ­თლებ­რი­ვი აქ­ტე­ბის ექ­სპერ­ტი­ზე­ბის გავ­ლა და ჩემს უფ­როს­თან ერ­თად ავ­დი­ო­დი მი­ნის­ტრ გა­ხა­რი­ას­თან. ვინც გი­ორ­გის იც­ნობს იცის, რომ მას ძა­ლი­ან უყ­ვარს დე­ტა­ლებ­ში ჩას­ვლა-ჩა­ძი­ე­ბა, ზე­და­პი­რუ­ლო­ბა მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და, შე­სა­ბა­მი­სად, სულ მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი შევ­დი­ო­დით. მახ­სოვს, ერთხელ რა­ღაც კა­ნონპ­რო­ექ­ტი გა­მოჰ­ქონ­და, ჩვენ­თან შე­ა­ფა­სა და შე­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე, ჩემი აზ­რის ახ­სნა და­ვი­წყე, გავ­მარ­თეთ დის­კუ­სია. ისე­თი პე­რი­ო­დია, მარ­ტო სა­ხე­ლი იცის და ზოგ­ჯერ ავი­წყდე­ბა, რომ ანა ვარ, რი­გი­თი თა­ნამ­შრო­მე­ლი. გი­ორ­გის სულ მოს­წონ­და თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, მარ­ტო მე­ნე­ჯმენ­ტთან არა, რაც მე­ნე­ჯერ­ში ძალ­ზე და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ბო­ლოს ის თა­ვის, მე კი ჩემს აზ­რზე დავ­რჩით და გა­ვაგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა.
    მას მერე გა­მოხ­და ხანი, ერთ-ერთ მო­რიგ შეხ­ვედ­რა­ზე ვართ მი­ნის­ტრთან სა­მარ­თლებ­რივ სა­კი­თხებ­ზე და მე­უბ­ნე­ბა, - შენ დარ­ჩიო. ცოტა არ იყოს, გა­მიკ­ვირ­და. გი­ორ­გი მე­უბ­ნე­ბა, შენ­ზე მო­მი­ყე­ვიო, კი­თხვებს მის­ვამს ოჯახ­ზე, მე­გობ­რებ­ზე... ცდი­ლობს, უკეთ გა­მიც­ნოს, ბლიც ინ­ტერ­ვი­უ­სა­ვით გა­მო­უ­ვი­და. ბო­ლოს მი­თხრა, კაი, ახლა გა­ი­ქე­ციო. ვერ მივ­ხვდი, რა უნ­დო­და. ორ დღე­ში სა­ინ­ფორ­მა­ცი­ო­დან ვი­გებ, რომ გა­ხა­რია გა­დაჰ­ყავთ შსს მი­ნის­ტრად. დი­ლით ვე­რა­ზე სახ­ლი­დან ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­კენ ფე­ხით მივ­კა­კუ­ნობ, გვერ­დით მან­ქა­ნა ჩერ­დე­ბა და გი­ორ­გის მო­ად­გი­ლე მაწ­ვდის ტე­ლე­ფონს, ყურ­მილ­ში გა­ხა­რი­ას თა­ნა­შემ­წე მე­უბ­ნე­ბა, მი­ნის­ტრი გი­ბა­რებს, პირ­და­პირ შსს-ში მო­დიო. რო­გორც კი წა­ვი­და, გი­ორ­გიმ თან წა­მიყ­ვა­ნა და იუ­რი­დი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე­დაც და­ვი­ნიშ­ნე, მა­ლე­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლედ გა­და­მიყ­ვა­ნა. შსს დღემ­დე ჩემი საყ­ვა­რე­ლი სამ­სა­ხუ­რია, ეს წლე­ბი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო. მერე გი­ორ­გი პრე­მი­ე­რად გა­და­ვი­და და, რა თქმა უნდა, იმა­ვე დღეს მეც გავ­ყე­ვი - თა­ვი­დან პრე­მი­ე­რის აპა­რა­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სამ­დივ­ნოს ხელ­მძღვა­ნე­ლი.
    "წუ­წუნ-წუ­წუ­ნით მი­ვე­დი პარ­ტი­ა­ში“ - კო­ვი­დი ცოტა გა­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გა­და­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით ახა­ლი სა­ხე­ე­ბის ძებ­ნა და­ი­წყო. ერთ-ერთი, ვი­საც პრე­მი­ერ­მა რე­კო­მენ­და­ცია გა­უ­წია, მე ვი­ყა­ვი, ოღონდ, როცა ეს პირ­ვე­ლად მი­თხრა, პარ­ტი­ა­ში უნდა გა­გე­სა­უბ­რო­ნო, ვუ­თხა­რი - არ მინ­და-მეთ­ქი. მა­ნამ­დე ხომ მტკი­ცედ მქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ პო­ლი­ტი­კო­სი არ გავ­ხდე­ბო­დი და ამი­ტომ. მოკ­ლედ, გა­ხა­რი­ას გა­მოს­დის ადა­მი­ა­ნის დარ­წმუ­ნე­ბა და წუ­წუნ-წუ­წუ­ნით მი­ვე­დი პარ­ტი­ა­ში, გა­ვი­ა­რე გა­სა­უბ­რე­ბა, ტეს­ტე­ბი, და "მუ­ღამ­შიც“ კი შე­ვე­დი, ნეტა, რამ­დენს გა­დავ­ლა­ხავ-მეთ­ქი. ბო­ლოს მოხ­და ისე, რომ გი­ორ­გიმ გა­მო­მი­ცხა­და, შენ უკვე სი­ა­ში ხარ, გე­ნაც­ვა­ლეო. 2020 წლის დე­კემ­ბერ­ში გავ­ხდით პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი და თე­ბერ­ვალ­ში გი­ორ­გი გა­დად­გა. მა­შინ­ვე ვფიქ­რობ­დი იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბას, ვი­ნა­ი­დან მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­ყა­ვი მხარ­დამ­ჭე­რი, ის "ოც­ნე­ბა“ უკვე აღარ მომ­წონ­და, ის პარ­ტია აღარ იყო, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე ხმას ვაძ­ლევ­დი. "ოც­ნე­ბი­დან“ აპ­რილ­ში გა­მო­ვე­დით და მერე ისე მოხ­და, რომ მა­ლე­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ ახა­ლი პარ­ტი­ის - "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ შექ­მნა.
    "მის­გან ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ“ - გი­ორ­გის უფრო მენ­ტო­რად აღ­ვიქ­ვამ. როცა მას­თან "და­გუ­გ­ლუ­ლი“ მი­ვე­დი, მა­შინ ჩემ­თვის მხო­ლოდ მი­ნის­ტრი იყო. დრომ მო­ი­ტა­ნა და ამ ადა­მი­ანს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ზე დღემ­დე დიდი გავ­ლე­ნა აქვს, არა მხო­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი ზრდის თვლა­საზ­რი­სით, მის­გან ბევ­რი რამ მის­წავ­ლია და დღე­საც ვსწავ­ლობ. თქვენ რომ გე­ნა­ხათ ანა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ­დე და მას მერე, ის აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან გა­ვი­ზარ­დე. ამი­ტო­მაც აღ­ვიქ­ვამ მას მენ­ტო­რად. რა­ტომ ამირ­ჩია? სხვა­თა შო­რის, ჩვენს გუნდში გა­მო­ნაკ­ლი­სი არ ვარ, ბევ­რს აქვს მსგავ­სი ის­ტო­რია - ნა­თი­ას, ბე­ქას, მი­შას... გი­ორ­გის გარ­შე­მო ბირ­თვი ვინ­ცაა, ყვე­ლა სხვა­დას­ხვა დროს შე­მოკ­რე­ბი­ლი, ამას­თა­ნა­ვე, მის­თვის უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ვფიქ­რობ, იმი­ტომ და­ვა­მახ­სოვ­რდი, თა­ვის დრო­ზე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა რომ გა­ვუ­წიე, მერე და­მაკ­ვირ­და, შე­მის­წავ­ლა... გი­ორ­გის ზო­გა­დად უყ­ვარს ახალ­გაზ­რდო­ბა, ის უბ­რა­ლოდ უფ­რო­სი არაა, სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებს იმით, რომ გზრდის. ბევ­რი მი­ზე­ზის გამო ვცემ გი­ორ­გის პა­ტივს და ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რა­საც გა­ხა­რი­ა­ში ვხე­დავ, ეს არის ში­ნა­გა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ძა­ლი­ან დიდი ხა­რის­ხი - არა კომ­პლექ­სე­ბი, არა - თა­ნამ­დე­ბო­ბას გა­მო­კი­დე­ბა და მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა.
    ლაქი, კოჭ­ლი­კო და კი­დევ - ორნი
    - ციმ­ბი­რუ­ლი ჰას­კი - ლაქი ჩემ­თვის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბის წყა­რო და ჩემი თე­რა­პევ­ტია. სამი კვი­რის იყო, როცა მა­ჩუ­ქეს, ახლა მე-8-ე წელ­შია. მის გარ­და, კი­დევ სამი ძაღ­ლი გვყავს. რო­დე­საც პან­დე­მია და­ი­წყო და ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­კე­ტა, ჩვენ­თან, სა­გუ­რა­მო­ში (ეზო ჯერ შე­მო­ღო­ბი­ლი არ გვქონ­და), მო­ვი­და კოჭ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ძაღ­ლი, რო­მელ­საც ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, ყელ­ზეც, სა­ვა­რა­უ­დოდ, მავ­თუ­ლის ნაჭ­დე­ვი ჰქონ­და, რო­გორც ჩანს, ახ­რჩობ­დნენ. მამა და ძმა მა­შინ სა­გუ­რა­მო­ში იყ­ვნენ ჩა­კე­ტი­ლე­ბი, აჭა­მეს, ას­ვეს და სა­ა­ქა­ოს მო­აბ­რუ­ნეს. ძაღ­ლი თა­ვი­დან აგ­რე­სი­უ­ლი იყო, სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნე­ბის­გან სიმ­წა­რე ახ­სოვ­და... ძაღლს კოჭ­ლო­ბის გამო კოჭ­ლი­კო და­ვარ­ქვით. მერე მოხ­და ისე, მა­მა­ჩემ­მა ღობე რომ გა­ა­კე­თა, კოჭ­ლი­კო ღო­ბის შიგ­ნით მოხ­ვდა, ანუ შინ და­ვი­ტო­ვეთ. კოჭ­ლი­კო ეპი­ლეპ­ტი­კია, მაგ­რამ უსაყ­ვარ­ლე­სი, აგ­რე­სი­ამ სრუ­ლად გა­და­უ­ა­რა და არის ფი­სო­სა­ვით. გარ­და ამი­სა, ეზოს გა­რეთ ორი მო­კედ­ლე­ბუ­ლი პა­ტა­რა ძაღ­ლიც გვყავს, მა­მამ მათ სახ­ლი გა­უ­კე­თა, ვუვ­ლით, დაგ­ვყავს ვეტ­თან და ა.შ. ლაქი მათ­თან არ მე­გობ­რობს, რო­გორ იმე­გობ­რებს, როცა მი­იჩ­ნევს, რომ ძაღ­ლი კი არა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ზო­გა­დად, ძა­ლი­ან დო­მი­ნან­ტუ­რია, სხვებს ზე­მო­დან უყუ­რებს და ფიქ­რობს, - ესე­ნი ვინ მო­მით­რი­ეს ოჯახ­შიო.

    "წე­სად მექ­ცა თვითმფრი­ნა­ვებ­ში და აე­რო­პორ­ტებ­ში კი­თხვა“ - ბევ­რი რამ მი­ტა­ცებს - მუ­სი­კა, კინო, მოგ­ზა­უ­რო­ბა თა­ვის აე­რო­პორტ-თვითმფრი­ნა­ვი­ა­ნად. ბოლო დროს, ჩემი გრა­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, წიგ­ნებს ვე­ღარ ვკი­თხუ­ლობ, ამი­ტომ მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას ჩან­თა­ში მუდ­მი­ვად მი­დევს წიგ­ნი და წე­სად მექ­ცა, თვითმფრი­ნა­ვებ­ში და აე­რო­პორ­ტებ­ში უნდა ვი­კი­თხო. სა­სა­ცი­ლოა, რომ სა­ნიშ­ნედ ვი­ყე­ნებ ბოლო ბი­ლე­თის Boarding pass (ჩაჯ­დო­მის ბი­ლეთს). ახ­ლაც, რე­მარკს ვკი­თხუ­ლობ და სა­ნიშ­ნედ ბო­ლოს სა­დაც ვი­ყა­ვი, იმის ბი­ლე­თი მი­დევს, ესეც რა­ღაც­ნა­ი­რად სიმ­ბო­ლუ­რად ვაქ­ციე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.
    ძა­ლი­ან ტურ­ბუ­ლენ­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ, მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტი ვარ. რომ არ მწამ­დეს, იქ არ ვიქ­ნე­ბო­დი, სა­დაც ახლა ვარ. მჯე­რა, რომ ამ ქვეყ­ნის რუ­სე­თის­კენ შე­მობ­რუ­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. დღეს ნი­ჰი­ლიზ­მი და ტურ­ბუ­ლენ­ცია დი­დია, ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ უა­რე­სე­ბიც გა­მოგ­ვივ­ლია. ოპ­ტი­მიზ­მის გარ­და, ლო­გი­კა­საც ვიშ­ვე­ლი­ებ და ვრწმუნ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი იქ­ნე­ბა კარ­გად, მაგ­რამ ეს მალე და უბ­რძოლ­ვე­ლად არ მოვა.

    ambebi.ge
  23. tvati
    "საქართველოსთვის" - მორიგი შეხვედრა გუნდის წევრებთან ბათუმსა და ოზურგეთში:















  24. tvati
    ჭიათურელმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა. ამის შესახებ ცნობილი გახდა მაღაროელების ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ჩართვიდან.
    გიორგი კუპატაძე მაღაროში აღდგენა ვენტილაციის ცვლის უფროსია.
    ის ამბობს, რომ გადაწყვეტილება პირადად მიიღო და სხვა მაღაროელები ამის წინააღმდგენი იყვნენ.

    ნეტგაზეთი

  25. tvati
    ძალიან სასიხარულოა, რომ ედმონდ ფრიკის შენობის რეაბილიტაცია სრულდება, მაგრამ არავინ არ აღნიშნა ის ფაქტი, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული შენობა ეკუთვნოდა ვისოლ ჯგუფს და უპატრონოდ იყო მიტოვებული - ინგრეოდა, ასევე მინდა აღვნიშნო სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ,ალექსანდრე მოწერელიას ინიციატივით და გიორგი გახარიას უშუალო მონაწილეობით, როგორ მოხდა ამ შენობის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლაშა კილასონია წერს.

    როგორც ლაშა კილასონია აცხადებს, დღეს არც გახარიაა პრემიერი და არც მოწერელია - გუბერნატორი, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ნანგრევებად ქცეული შენობა-ნაგებობის აღდგენაში შეტანილი წვლილი. 

    "მახსოვს შეხვედრა, სადაც მოწერელიას თხოვნით ჩამოვიდა ნიკო ჩხეტიანი (ქართუ ფონდის ხელმძღვანელი) რა დროსაც გადაწყდა 2 შენობის სამხატვრო სასწავლებლის და ყოფილი უშიშროების შენობის სრული რეაბილიტაცია. ამ დროს მე და ჯემალი გიგიბერია ვაპროექტებდი ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკს, ასევე აქტიურად მიმდინარეობდა ჰიდროტექნიკუმის სრული რეაბილიტაცია, ასევე მრავალ საესკიზო პროექტზე ვიმუშავე ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოვასწარით ყველა ესკიზის პროექტად გარდაქმნა და დასრულება. დღეს არც გახარია არის პრემიერი და არც მოწერელია არის მმართველ გუნდში და არც გუბერნატორია, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, რომ ამ ადამიანებს არ დავუკარგოთ ეს დამსახურება და წვლილი, რომლებმაც ნანგრევებად ქცეულ შენობა-ნაგებობებს მეორე სიცოცხლე აჩუქეს.", - წერს ლაშა კილასონია. 

×
×
  • შექმენი...