Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს.
    „ანჯეი დუდასთან ნაყოფიერი საუბარი დავასრულე. განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ვილნიუსის ნატო-ს სამიტიდან. გვესმის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის შემდგომი პრიორიტეტული საჭიროებები ფრონტზე.
    ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მისი ქვეყნის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერისთვის, ასევე „ძლიერი და ურყევი პოზიციისთვის“.
    შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა დღეს, პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.
  2. tvati
    „რამშტაინის“ ფორმატში დაგეგმილ მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც 15 ივნისს ბრიუსელში გაიმართება, უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის წევრები უკრაინელი მფრინავების მომზადებას და ტექნიკის შეკეთებისა და აღჭურვისთვის ჰაბების გახსნას განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.
    „შეხვედრაზე განვიხილავთ „თვითმფრინავების კოალიციის“ დეტალებს. ამ შემთხვევაში საუბარია პილოტების მომზადებაზე და არა მხოლოდ პილოტების, არამედ ჩვენი ტექნიკოსებისა და ინჟინრების მომზადებაზე, რომლებიც ჩაერთვებიან თვითმფრინავების ტექნიკურ მომსახურებაში. ეს არის ძალიან რთული სისტემა. ამ საკითხებს განვიხილავთ ნიდერლანდების, დანიის, შეერთებული შტატების და ამ კოალიციაში გაწევრიანებული სხვა ქვეყნების თავდაცვის სამინისტროების გუნდებთან“, - აღნიშნა რეზნიკოვმა.
    მისი თქმით, „რამშტაინის“ მე-13 შეხვედრაზე ასევე საუბარი იქნება „ყველაფერზე, რაც ეხება საჰაერო თავდაცვას, ჭურვებს, საბრძოლო მასალას, არტილერიას“. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრის განმარტებით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია აღჭურვილობის შეკეთებისთვის ჰაბების გახსნის საკითხი.
    „ჩვენი პრიორიტეტები არ შეცვლილა. ეს ომი რესურსების ომია. რესურსები ნიშნავს არა მხოლოდ იარაღს, არამედ შეკეთების, შენარჩუნებისა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ტიპის ჰაბების გახსნა ტექნიკის შესაკეთებლად და აღჭურვისთვის. როგორც უკრაინის ტერიტორიაზე, პარტნიორებთან ერთად, ასევე მოსაზღვრე მეგობარ ქვეყნებში“, - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

    იპნ
  3. tvati
    კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
    „ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება და გრძელდება დატბორილი ტერიტორიის, ევაკუაციის ზონის ყველაზე ცინიკური და სასტიკი დაბომბვით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
    მისი თქმით, მთავრობა ხელს უწყობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებას დაზარალებულ რაიონებში, მოწმეებზე, ყველა ინფორმაციასა და მტკიცებულებაზე სრული წვდომით.
    ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი მთავრობა დატბორილი ტერიტორიებიდან ევაკუაციაში 4 000 ადამიანს დაეხმარა.
    „უმძიმესი მდგომარეობაა ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
    ცნობისათვის, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გუშინ განაცხადეს, რომ კახოვკას ჰესის განადგურებას მინიმუმ 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


    იპნ
  4. tvati
    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფელი მაკარივკა რუსი დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს."დასახლებები ბლაჰოდატნე და მაკარივკა დეოკუპირებულია", - განაცხადა მან Telegram-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში".
    მისივე თქმით, ბახმუტის რაიონში უკრაინის ჯარები აგრძელებენ თავდასხმით მოქმედებებს.
    სამხრეთში, მალიარის ცნობით, უკრაინული ძალები ორ სექტორში 300-დან 1500 მეტრამდე დაწინაურდნენ.
    „არც ერთი პოზიცია არ დაკარგულა იმ რაიონებში, სადაც ჩვენი ჯარები თავდაცვითია“, - დასძინა მალიარმა.
    მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის სოფლები ბლახოდატნე და ნესკუჩნე დაიბრუნეს.

    იპნ
  5. tvati
    ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა

  6. tvati
    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა 12 ივნისს პარიზში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინელი ხალხის შემდგომ მხარდაჭერას განიხილავენ.
    Ukrinform-ის ცნობით, დაგეგმილი შეხვედრის შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
    „კანცლერი ოლაფ შოლცი 2023 წლის 12 ივნისს გაემგზავრება პარიზში, სადაც შეხვდება საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას ვაიმარის სამკუთხედის ფორმატში “, - ნათქვამია განცხადებაში.
    განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრა მიეძღვნება „რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, უკრაინის შემდგომ მხარდაჭერას და ივლისში ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის მზადებას".


    ipn
  7. tvati
    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარუმატებლად სცადეს თავდასხმა შავი ზღვის ფლოტის გემზე, რომელიც „თურქული ნაკადისა“ და „ლურჯი ნაკადის" გაზსადენების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
    რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსული გემის „პრიაზოვიეს“ ეკიპაჟმა უკრაინული უპილოტო თვითმფრინავები გაანადგურა.
    ამავე ინფორმაციით, რუსული მხარის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი დრონის გემთან მიახლოება და ცეცხლი. ასევე, ნაჩვენებია ერთ-ერთი დრონის აფეთქების მომენტი.
    უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

    ipn
  8. tvati
    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ახალგაზრდებთან მიმართებით მისი განცხადება დისკრიმინაცია არ არის.
    გუშინ, 10 ივნისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თსუ-ში მის წინააღმდეგ პროტესტს გამოეხმაურა. უნივერსიტეტში კობახიძეს რუსული რუბლის კუპიურები დაუყარეს. კობახიძემ განაცხადა, რომ ეს არ ყოფილა სტუდენტების პროტესტი, მისი თქმით, ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ პროვოკაცია და იქ იყვნენ ახალგაზრდები, „რომლებსაც ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“.

    პუბლიკა
  9. tvati
    აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პოპულარული თამაშის „რა? სად? როდის?" ევროპული ტური დაიწყო, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
    მათივე ცნობით, თამაშის კითხვები, სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, იმგვარად მომზადდა, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური ფორმით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შეძლონ.
    მარათონი საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის, თბილისშიც გაგრძელდება.
    „ევროკავშირი აქტუალურია ყველა ასაკის ადამიანისათვის. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ყველა ადამიანის საფიქრალს წარმოადგენს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია ჰქონდეთ. ვიმედოვნებთ, რომ, „რა? სად? როდის?" ევროპული ტურით, ჩვენ შევძლებთ მომდევნო თორმეტი თვის განმავლობაში ახალგაზრდებს ცოდნა მხიარული და სახალისო გზით გავუზიაროთ", - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელმა აგატა ნიებოიმ.
    ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ წლის განმავლობაში თამაშები საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში და თბილისის თერთმეტ რაიონში, აგრეთვე, არასრულწლოვანთა კოლონიაში ჩატარდება. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება VIII-XII კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ.
    ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, „რა? სად? როდის?" თამაშების სერიას ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე გაუძღვება და თამაშების წამყვანები კლუბის სხვა წევრებიც იქნებიან.

    იპნ
  10. tvati
    გიორგი უშიკიშვილის შესრულებული “ოროველა” და აღფრთოვანებული შონ პენი 
    353063921_3412179525701438_3227049979825305918_n.mp4
  11. tvati
    კანადა უკონტროლო ხანძრებს ებრძვის.
    ცეცხლის ახალი და გავრცელებადი კერების გამო კანადის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.
    “როიტერსის” ცნობით, კვებეკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქებიდან 13 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
    ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მსგავსი მდგომარეობა შესაძლოა, მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდეს.
    უკვე დაიწვა 46 ათასი კვ.მ. ტერიტორიამდე, რაც გაცილებით მეტია წინა წლების ხანძრების საშუალო მაჩვენებლებზე.
    საფრანგეთმა, პორტუგალიამ და ესპანეთმა კანადაში უკვე გაგზავნეს 280-ზე მეტი მეხანძრე. მესამე დღეა კვებეკში ფრანგი მეხანძრეები და მაშველები მუშაობენ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, აშშ-ს ხელისუფლებამ კანადაში ასეულობით მეხანძრე გაგზავნა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში გაწეული იქნება დამატებითი დახმარებაც.
    კანადელებმა დახმარება ასევე მიიღეს სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან.

    იპნ
  12. tvati
    რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება დიდი ხნით დატოვებს ყირიმს მტკნარი წყლის გარეშე და შეაფერხებს მის განვითარებას , - ამის შესახებ მედიას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსეი დანილოვმა განუცხადა.
    „ყირიმის ნახევარკუნძულის წყალმომარაგება შესაძლებელი გახდება მხოლოდ უკრაინის კონტროლის ქვეშ მისი დაბრუნების შემდეგ“, - აღნიშნა დანილოვმა.
    მისი თქმით, უკრაინა ჯერ კიდევ გასულ წელს საუბრობდა იმაზე, რომ რუსეთს არ სჭირდება ყირიმის მოსახლეობა.
    "ჯერ გასული წლის დეკემბერ-ნოემბერში ვწერდით ამის შესახებ, რომ რუსებს არ სჭირდებათ ყირიმის მოსახლეობა, და ისინი ადრე თუ გვიან მიიღებენ გადაწყვეტილებას კაშხალის აფეთქების შესახებ და მაშინ ყირიმი დარჩება წყლის გარეშე“, - განაცხადა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.
    მისივე თქმით, ყირიმი იქნება უკრაინული.
    "ცოტა ხანში ყირიმის განვითარებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება სასმელი წყლის არსებობა. ეს 3-5-7 წლით შეაფერხებს ნახევარკუნძულის განვითარებას, სანამ არ აშენდება ახალი კაშხალი იმისთვის, რომ ყველაფერი აღდგეს. მაგრამ, ის უკვე ნამდვილად იქნება ჩვენი მშობლიური უკრაინული ყირიმი", — განაცხადა დანილოვმა.

    იპნ
  13. tvati
    უკრაინელმა სამხედროებმა რუსების ჯარისგან გაათავისუფლეს დონეცკის ოლქის სოფელი ბლაგოდატნოე.
    ინფორმაციას ამის შესახებ ფეისბუკზე 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადა ავრცელებს.
    "ოლექსა დოვბუშის სახელობის 68-ე განსაკუთრებული ეგერთა ბრიგადის დიდებულმა მებრძოლებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, გაათავისუფლეს დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოე. რუსებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ ვერ გაუძლეს „შეუჩერებელი სამურავების“ შეტევას!", - ნათქვამია განცხადებაში.

    იპნ
  14. tvati
    კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრში რეორგანიზაცია გამოცხადდა,- ამის შესახებ ცენტრის თანამშრომლებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.
    გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებული არიან დირექტორის მოადგილის პოზიციიდან მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილი.
    ნინო კუხლაშვილმა გათავისუფლების შესახებ თავადვე გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.
    კუხალაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს დაურეკეს კულტურის სამინისტროდან და უთხრეს, რომ მისი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან გათავისუფლებულია დირექტორის მოადგილის პოზიციიდან.
    „პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა ცენტრის პირველ მოადგილეს მაკო ჭილაშვილს, მან ასევე დაგვიდასტურა ინფორმაცია, რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი 12 ივლისიდან გაუქმებულია.
    რეორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ცენტრის თანამშრომელმა დავით დავითიანმა გაავრცელა.
    როგორც მან დამატებით „პუბლიკას“ უთხრა, თანამშრომლებთან რეორგანიზაციის თაობაზე „ღია კომუნიკაცია არ ჰქონიათ და მიზეზები არ განუმარტავთ.“ მისი ინოფორმციით დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს ცენტრის დირექტორის ორი მოადგილე. გათავისუფლების ბრძანებას კი ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის  შემსრულებელი კობა ხუბუნაია.
    კობა ხუბუნაია 2021 წლის დეკლარაციის მიხედვით იუსტიციის სამინისტროს, სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა, 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა.
    „პუბლიკა“ ცენტრში რეორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
    5 ივნისს კინოცენტრის თანამშრომლებმა ღია წერილი გამოაქვეყნეს, სადაც კინოცენტრისთვის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
    გვინდა გამოვხატოთ წუხილი ბოლო დროინდელ პროცესებთან დაკავშირებით და მოვითხოვთ შენარჩუნებული იქნას კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დამოუკიდებლობა, ხოლო სამუშაო პროცესი წარიმართოს კინოინდუსტრიის წარმომადგენლებსა და კინოცენტრში დასაქმებული პირებს შორის ღია თანამშრომლობით – ამის შესახებ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ღია წერილშია ნათქვამი.
    ამჟამად წერილი კინოცენტრის ვებგვერდზე აღარ იძებნება.
    პუბლიკა
  15. tvati
    ვულოცავ საქართველოს ეზიდთა თემს თბილისის ეზიდის ტაძრის, ,,ტავაფა ეზიდის" დღესასწაულს და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
    „ქვეყნის რელიგიური მრავალფეროვნება ქართული კულტურისა და საზოგადოების ტოლერანტობის მნიშვნელოვანი მაგალითია, რომელიც ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მას უნდა დაუბრუნდეს”, - წერს პრეზიდენტი “ფეისბუქზე“.
  16. tvati
    „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკომისიის მიერ დაწესებული 12 პუნქტი ივნისის ბოლომდე შესრულდება.
    როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმედი აქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
    “ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12 - პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა იქნება თავიდან ბოლომდე მზად იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. იმედი გვაქვს, ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, სამართლიანი იქნება. სამწუხაროდ, შარშან ევროპული საბჭოს მხრიდან ჩვენი საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო მიღებული. იმედი გვაქვს, რომ დეკემბერში სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ.
    მისი განმარტებით, პარტნიორები ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების მიერ ინფორმირებული არიან. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს იმასაც, რომ პოლარიზაციის პუნქტი პრობლემურია.
    „ჩვენ ყველა თემასთან გვაქვს მყარი პოზიციები. ივნისის ბოლომდე სრულდება მუშაობა თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პოლარიზაცია არის პრობლემური პუნქტი, პოლარიზაცია რეფორმებით ვერ დასრულდება, პოლარიზაციას ოპოზიციაში რადიკალიზმის შემცირება სჭირდება. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაბიჯები არ იდგმება. რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაზეც ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, ეს არის რეფორმები, თანამდებობის პირთა არჩევა, ჩვენ ყველა შესაბამისი პუნქტი სათანადოდ შევასრულეთ ან ივნისის ბოლომდე შევასრულებთ. ბუნებრივია, ჩვენ ჩვენს პარტნიორებს მუდმივად ვუზიარებთ ინფორმაციას რეფორმების განხორციელების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პირნათელი ვართ რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენი პარტნიორების ფართო ინფორმირება არის ჩვენი პასუხისმგებლობა და მას ვასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
  17. tvati
    რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან 2023 წლის 11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 215 640 რუსი ჯარისკაცის განადგურება შეძლეს, მათ შორის 980 სამხედრო მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
    ინფორმაცია ამის შესახებ Facebook-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.
    11 ივნისის მდგომარეობით, უკრაინელმა შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს რუსეთის ჯარის 3926 ტანკი (+17), 7631 ჯავშანტექნიკა (+24), 3736 საარტილერიო დანადგარი (+19), 601 ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა (+1), 362 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა, 314 თვითმფრინავი, 299 ვერტმფრენი, 3300 უპილოტო საფრენი აპარატი (+37), 1183 ფრთოსანი რაკეტა (+7), 18 საბრძოლო ხომალდი/კატერი, 6461 ავტომანქანა (+33), 509 სპეცტექნიკა (+2).

    იპნ
  18. tvati
    ომი, რომელსაც დღეს განიცდის უკრაინა, მკაფიოდ სვამს კითხვებს უსაფრთხოების გლობალური სისტემასა და გლობალური პოლიტიკის წინაშე. იმისთვის, რომ მსგავსი კონფლიქტებს ადგილი არ ჰქონდეს მომავალშიც, აუცილებელია გარკვეული ხისტი გადაწყვეტილებების მიღება , - ამის შესახებ დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხეილო პოდოლიაკმა განაცხადა.
    პოდოლიაკმა გაეროც გააკრიტიკა და განაცხადა, მსგავსი ინსტიტუტები „პიარ-მოედნებია“ და საჭიროა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა რუსეთი.
    “პირველ რიგში, მკაფიოდ უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც არის გაერო, არ მუშაობენ, ისინი არ არიან განკუთვნილები ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც შეიქმნა. ეს უფრო არის პიარ-მოედნები, რომლებიც უფრო პროპაგანდისტული თემების მოდერაციას ახორციელებენ, საჭირო არიან ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია. დღეს რუსეთი, რა თქმა უნდა, იყენებს გაეროს გენოციდური ომის კონცეფციის წინ წაწევისთვის“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.
    პოდოლიაკის თქმით, აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება.
    “ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალე და მკაფიოა. აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რომელშიც არის ქვეყანა ევროპაში - უკრაინა, რომელსაც გააჩნია დიდ ომებში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება. გარდა ამისა, დე ფაქტო უკრაინა უკვე გადავიდა ნატოს სტანდარტებზე, შეიარაღების, სწავლების, მართვის სისტემის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საჭიროა უბრალოდ ამის დაფიქსირება. არ არის საჭირო პოლიტიკური მომიზეზება. სინამდვილეში, ეს იმ გადადებული გადაწყვეტილების ტოლფასია, რომელიც ახდენს რუსეთისნაირი მოუმწიფებელი რეჟიმების პროვოცირებას უფრო აგრესიულ გლობალურ ქცევაზე”, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა.
    მისივე თქმით, ნატოს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, ეს აქცენტები მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული.

    იპნ
  19. tvati
    „საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც“, – განაცხადა ამერიკელმა მსახიობმა შონ პენმა.
    შონ პენი თბილისში ამბის თხრობის ფესტივალ ZEG-ზე დასასწრებად ჩამოვიდა და აღნიშნული განცხადებაც ფესტივალზე გამოსვლისას გააკეთა.
    „ჩვენ არასდროს ვიცით, როდის გვატყუებენ, მაგრამ ყოველთვის ვხვდებით, როცა სიმართლეს გვეუბნებიან. მე შემიძლია ქართველებს გითხრათ სიმართლე. ეს სამარცხვინოა, მაგრამ ეს სიმართლეა. ბოლო 24 საათში საქართველოზე იმაზე მეტი გავიგე, ვიდრე 62 წლის განმავლობაში. ძალიან შემიყვარდა საქართველო. საქართველოს გარეშე უკრაინა არ არსებობს. როგორც ამერიკელი მივხვდი, რომ უკრაინამ მაჩუქა საქართველოც. უკრაინა არის ის, რასაც დაგვპირდა ჩვენი ქვეყანა – მშვიდობა და თავისუფლება“, – განაცხადა შონ პენმა[„ფორმულას“ თარგმანი“]
    შონ პენი უკრაინის მიმართ თავისი მხარდაჭერით გამოირჩევა. ის რუსეთის შეჭრისთანავე უკრაინაში  დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა. უკრაინის მხარდაჭერის გამო კიევში „სიმამაცის ხეივანზე“  მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბის სა­ხე­ლებ­თან ერ­თად შონ პენის სახელობის დაფაც გახსნეს.  კიევში ერთ-ერთი ვიზიტის დროს კი შონ პენმა მისთვის გადაცემული „ოს­კა­რის“ ქან­და­კე­ბა ჩაიტანა და  უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის გა­დას­ცა. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, „ოს­კა­რი“ უკ­რა­ი­ნა­ში  ომის დასრულებამდე იქ­ნე­ბა.
    ფოტო: ZEG – Tbilisi Storytelling Festival
  20. tvati
    ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) სხდომაზე სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია ჯულაყიძის გამოსვლას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აკრიტიკებენ.
    განსაკუთრებით კრიტიკის ქვეშ ომბუდსმენის მოადგილის გამოსვლის ის ნაწილი მოექცა, სადაც ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის მანდატსა და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობაზე საუბრობდა.
    რა თქვა სახალხო დამცველის მოადგილემ?
    8 ივნისს ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას ნათია ჯულაყიძემ სასამართლო სისტემაზე საუბრისას თქვა, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია.
    „რაც შეეხება კანონის უზენაესობას, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავის მანდატში. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფებში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციებიც მოვამზადეთ. ყველა მათგანის ასახვა არ მომხდარა სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებულ ცვლილებებსა და ინიციატივებში, თუმცა რამდენიმე დადებითი ცვლილება შევიდა მაგალითად, საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, იყო ასევე პოზიტიური ტექნიკური საკითხები, მაგრამ ჩვენი შეფასებით ეს არ არის საკმარისი მთლიანი სისტემური პრობლემების მოსაგვარებლად“, – განაცხადა  ნათია ჯულაყიძემ.
    ომბუდსმენის მოადგილემ ასევე ისაუბრა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არასამთარობო ორგანიზაციების ჩართულობაზე.
    კერძოდ, ნათია ჯულაყიძემ განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი თქვეს 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე. თუმცა ჯულაყიძეს არ უხსენებია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფებში ჩართვის საშუალება „სამართლიან არჩევნებს“ (ISFED) არ მისცა.
    „12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი უკავშირდება ამ პროცესში ჩართულობის და მონაწილეობის უზრუნველყოფას. სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებამ უარი განაცხადა სამუშაო ჯგუფებთან თანამშრომლობაზე და ისინი აღარ არიან ჩართული პროცესში. მე, ისევე როგორც სახალხო დამცველი, მივიჩნევ, რომ როდესაც არ არის მეგობრული გარემო, როდესაც არ ხდება რეკომენდაციების ასახვა, იკარგება თანამშრომლობის სურვილი, მაგრამ მმართველი პარტიის მარტო დატოვება ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვურჩევთ უფლებადამცველებს და სამოქალაქო საზოგადოებას დაუბრუნდნენ მრგვალ მაგიდებს. სახალხო დამცველი თავის როლს ამ პროცესში ხედავს როგორც შუამავალს სახელმწიფო ორგანოებსა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის“, – განაცხადა  ნათია ჯულაყიძემ.
    ნათია ჯულაყიძემ საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არამეგობრული გარემო მედიაზეც აისახება. მისი თქმით, ზოგიერთ მედია საშუალებაში მკვეთრად პოლარიზებული გარემო შეინიშნება.
    „გულახდილად რომ ვთქვათ, ორივე მხარეს ჩვენ ვხედავთ სიძულვილის ენას, აგრესიას. შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად იგივეს ვხედავთ ყველგან, რასაც ვხედავთ საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ნათია ჯულაყიძემ.

    „სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია“
    PAC-ში ნათია ჯულაყიძის გამოსვლას გამოეხმაურა სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილიე გიორგი ბურჯანაძე. ბურჯანაძის თქმით, ომბუდსმენის მოადგილის განცხადება, სავარაუდოდ, იმაზე მიანიშნებს, რომ სახალხო დამცველის აპარატი სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს.
    „არასწორ რამეს ამბობს აპარატის ახალი თანამშრომელი ამ ვიდეოში. სახალხო დამცველს აქვს სასამართლოს საქმიამობაზე მუშაობის მანდატი, გამოცდილებაც და მეთოდებიც. 5 წელი ამას ვაკეთებდით და ამის გამო ბევრი მიმართულებით ჩვენი საქმიანობა სანიმუშოდ მიიჩნეოდა. ეს განცხადება, ალბათ, იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს თემებზე მუშაობას აღარ აპირებს აპარატი ან უბრალოდ არასწორ ცოდნასთან გვაქვს საქმე. ორივე შემთხვევა დასანანია“, – დაწერა სოციალურ ქსელში გიორგი ბურჯანაძემ.
    „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, ომბუდსმენის მოადგილემ PAC-ში გამოსვლისას რეალობა დაამახინჯა. მისი თქმით, სახალხო დამცველის მოადგილემ თავის გამოსვლაში რამდენიმე მცდარი რამ თქვა:
    „1) სახალხო დამცველის მანდატი შეზღუდულია მართლმსაჯულების თემებზეო – სახალხო დამცველს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი მანდატი მართლმსაჯულებაზე, როგორც კონკრეტული საქმეების შეფასების და უფლებების დარღვევის დადგენის კუთხით, ისე სისტემურ რეფორმებზე რეკომენდაციების მომზადება. ასევე, კონსტიტუციური სარჩელის ინსტრუმენტი მათ შორის სასამართლო რეფორმებზე. არასდროს ეს საკითხი დისკუსიის საგანი არ გამხდარა, ფაქტიურად ყველა მენეჯმენტის დროს სახალხო დამცველის ოფისი აქტიურად იყო სასამართლო რეფორმებში ჩართული და ახლა ძალით რატომ უნდათ, რომ თავადვე დაივიწროვონ მანდატი, არ მესმის.
    2) 12 რეკომენდაციის შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს სამოქალაქო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადესო – არც ერთ იმ ორგანიზაციას, ვინც სამუშაო ჯგუფში იყო მიწვეული, პროცესისთვის ბოიკოტი არ გამოუცხადებია. პირიქით, ჩვენ ვითხოვდით უფრო მეტ ღიაობას და ჩართულობას ამ ჯგუფებში და პირიქით, თავად “ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა ისფედი არჩევნების სამუშაო ჯგუფიდან. კარგი იქნებოდა, მოადგილეს ამ ნაწილზე ესაუბრა, თუ მაინცდამაინც ჩართულობა აღელვებდა. თორემ, ჩვენ მაგალითად წინა კვირებშიც ვესწრებოდით მართლმსაჯულების რეფორმის სამუშაო ჯგუფს და უშედეგოდ ვარწმუნებდით ხელისუფლებას, რომ უფრო რეალური ნაბიჯები გადადგან სასამართლოს რეფორმისთვის. სამუშაო ჯგუფებზე თუკი რამის თქმა ღირს, ისაა, რომ არც ჩვენი და მათ შორის არც სახალხო დამცველის არც ერთი ფუნდამენტური რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებია ხელისუფლებას.
    3) სახალხო დამცველი იქნება მედიატორი სამოქალაქო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორისო – სახალხო დამცველი არ უნდა იყოს რაღაც მოჩვენებელი პროცესების ინიციატორი, რომლის ერთადერთი მიზანიც საჩვენებელი თიქების დასმაა. სახალხო დამცველის მთავარი ფუნქცია ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლა და უფლებადამცველების მხარდაჭერაა“, – წერს გურო იმნაძე სოციალურ ქსელში.
    ნათია ჯულაყიძის გამოსვლა გააკრიტიკა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმაც. მისი თქმით, ახალი სახალხო დამცველი მანდატის დამახინჯებულად წარმოჩენასა და ხელისუფლების მიერ დაწესებულ ჩარჩოებზე მორგებას ცდილობს და ამის ერთ-ერთი მაგალითი ომბუდსმენის მოადგილის PAC-ში გამოსვლაა.
    „ამჯერად, სახალხო დამცველის მოადგილემ გაავრცელა მცდარი ინფორმაცია აპარატის მანდატზე თანაც პირდაპირ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე – შეზღუდული მანდატი გვაქვს სასამართლო რეფორმაზე და ჩვენი ძირითადი ფუნქცია სახელმწიფოსა და ენჯეოებს შორის მედიატორობააო. კარგი, ვთქვათ სახელისუფლებო ნარატივზე ჯდომას გაბრალებენ, რა ლოგიკით უნდა იზღუდავდე კანონით მონიჭებულ მანდატს თუ ადამიანის უფლებების დაცვის მოტივაცია გამოძრავებს?“, – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
    მეზვრიშვილის თქმით, დანიშვნის დღიდან სახალხო დამცველი ცდილობს მისი მანდატიდან ხელოვნურად გაიტანოს მტკივნეული საკითხები, რასაც გარდაუვლად მოჰყვება მის მიმართ ხელისუფლების კრიტიკა და შემოიფარგლოს მეორეხარისხოვან საკითხებზე სუსტი კომენტარებით, უბრალოდ ვალი მოიხადოს.
    „ამ მიზნით, მის მანდატს მუდმივად ავიწროვებს პროცედურულ უფლებებზე და სრულად გამორიცხავს მატერიალურ უფლებებს. მისთვის პოლიტიკურად გაცილებით კომფორტულია თქვას „ვაკვირდებით პროცესს, ვსწავლობთ“, ვიდრე თქვას „შეიზღუდა გადაადგილების, გამოხატვის, სიტყვის და ა.შ. თავისუფლებები“.
    საზოგადოება კანონის დეტალებში ვერ ერკვევა და არსებობს რისკი, რომ ადამიანები ადვილად მოტყუვდნენ. შესაბამისად, ყველას ვალია, ვინც საკითხში ერკვევა, ილაპარაკოს ღიად და სახალხო დამცველს აიძულოს შეასრულოს მისი მანდატი. ეს ეხებათ როგორც პოლიტიკოსებს (პირველ რიგში, იმათ, ვინც მის არჩევას მისცა ხმა), ისე არასამთავრობო სექტორს, მედიას და ჩვენს პარტნიორებს. თავს ვერ მოვიტყუებთ, რომ ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება, ზუსტად ისე, როგორც ბევრი იტყუებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურზე. ადამიანები დაუცველები არიან სახელმწიფოს თვითნებობის პირისპირ და ამ საკითხებზე დუმილი არის ამ ყველაფერში თანამონაწილეობა“, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
    ნეტგაზეთი
  21. tvati
    გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ პირობა დადო, რომ უკრაინელ ლტოლვილებს სახლების დაქირავებაში დახმარების აღმოჩენის მიზნით 150 მილიონ გირვანქა სტერლინგს (188 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს.
    გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ახალი დაფინანსება გადაეცემა ადგილობრივ საკრებულოებს, რათა დაეხმაროს უკრაინელ ოჯახებს საცხოვრებელი სახლების დაქირავებაში და სამუშაოს პოვნაში.
    „გაერთიანებულ სამეფოს აქვს საპატიო ტრადიცია შესთავაზოს თავშესაფარი მათ, ვინც ომის საშინელებას გამოექცა. სამწუხაროდ, უკრაინაში მიმდინარე ომი მალე დამთავრების ნიშანს არ აჩვენებს, ამიტომ მოვუწოდებთ, რომ მეტი ადამიანი გახდეს მასპინძელი, ხოლო საკრებულოებს უზრუნველვყოფთ დამატებითი დაფინანსებით, რათა მხარი დაუჭირონ სტუმრების გრძელვადიან განსახლებას“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს განსახლების მინისტრმა, ფელისიტი ბუჩენმა.
    2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან, უკრაინიდან გაერთიანებულ სამეფოს 124 000-ზე მეტმა ადამიანმა შეაფარა თავი.

    იპნ
  22. tvati
    რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი - მას უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში პაციენტის საჩივარის, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
    მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას.
    მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია.
    „რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების დაცვაა. დღეს, როდესაც რეგულირების სააგენტოში პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის საჩივარი შემოდის, სააგენტოს უწევს მიმართოს სასამართლოს. ჩვენი მიმართვის დაკმაყოფილება 72 საათის განმავლობაში ხდება.
    ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ჩვენ დადებითი გადაწყვეტილება არ მიგვეღოს სასამართლოსგან, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, კლინიკა გასაჩივრებისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართავს, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. ამ დროის განმავლობაში კი იქმნება გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს დოკუმენტაციის ან სხვა ტიპის მტკიცებულებების გარკვეულწილად შეცვლას.
    ეს რეგულირების სააგენტოსთვის არის მნიშვნელოვანი საფუძველი. მნიშვნელოვანია, რომ სააგენტომ დაინახოს ობიექტური სურათი, თუ რა მოხდა კონკრეტულად პაციენტთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ, რეგულირების სააგენტოს სჭირდება ოპერატიული რეაგირების ბერკეტი და ეს ცვლილებები, რაც პარლამენტში განსახილველადაა წარდგენილი, სწორედ ამას ითვალისწინებს“, - განაცხადა გაბუნიამ.
    როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რეგულირების სააგენტოს მანდატი გავრცელდება ყველა კლინიკაზე, რომელსაც მან მიანიჭა ნებართვა საქმიანობის ან მიანიჭა ლიცენზია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისთვის.
    „ეს იქნება ყველა კლინიკა, კერძო თუ სახელმწიფო, რომელიც დღეს ქვეყანაში ოპერირებს, მიუხედავად იმისა, თუ რა წყაროდან იღებენ ისინი დაფინანსებას.
    ჩვენ გვაქვს ერთიანი მარეგულირებელი სივრცე, რომელიც თანაბრად ეხება ყველას, შესაბამისად ცვლილებებიც შეეხება ყველას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
    თამარ გაბუნიას განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
  23. tvati
    იმედია, საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების დაჩქარებაზე ფიქრობენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კვირას მას სატელეფონო საუბარი ექნება პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან, რომელშიც პოლონელი პრეზიდენტის გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას განიხილავენ.
    “ხვალ პოლონეთის პრეზიდენტთან მექნება საუბარი, ვფიქრობ, იგი მეტყვის რაზეა ეს შეხვედრა.
    იმედი ვიქონიოთ, რომ კოლეგები იმაზე ფიქრობენ, თუ როგორ დააჩქარონ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანება. თუ არა, ვნახოთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

    იპნ
  24. tvati
    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია.
    უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.
    ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
    „მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ დეტალებზე, რა ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

    იპნ
  25. tvati
    ოლაფ შოლცმა დაადასტურა უწყვეტი მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. საჭიროა რეფორმებთან დაკავშირებული სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები მომდევნო კვირებში, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შორის გამართულ შეხვედრას.
    „მან დაადასტურა გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - წერს ელჩი „ტვიტერზე“.
    შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლაფ შოლცის შეხვედრა გუშინ გაიმართა.

    ინტერპრესნიუსი
×
×
  • შექმენი...