Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის მიერ უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ შემდეგ ეპიზოდებს ელოდება.
    „შემდეგ ეპიზოდებში: „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ყველა მიზანი მიღწეულია. უკრაინა, როგორც ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვერ შეძლებს რუსეთზე თავდასხმას. ყირიმი აღარ იქნება ტვირთი რუსეთის ბიუჯეტისთვის, რომ ნაცისტები მხოლოდ რუსეთში არიან დარჩენილი. უკრაინაში რუსი სამხედრო პერსონალისა და ტექნიკის დანაკარგები, რომლის მოცულობა საიდუმლოდ უნდა დარჩეს, რუსეთს დაეხმარა გაერკვია, როგორ არასწორად მოიქცა და საბოლოოდ გააძლიერებს. რუსეთი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს“, - აცხადებს კულება.
    კულებას თქმით, თანამედროვე რუსეთის გარეშე ცხოვრება შესაძლებელია.
    ამასთან, კულებას განმარტებით, უკრაინა მართალია, როდესაც პარტნიორებს ეუბნება, რომ ვლადიმერ პუტინი შეძლებს რუსებს ყირიმის და მთელი უკრაინის დაკარგვა აუხსნას.
    „პარტნიორებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არ შეგეშინდეთ გლობალური ცვლილებების და არ შეწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. ცხოვრება თანამედროვე რუსეთის გარეშე შესაძლებელია. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ახალ იარაღზე, საერთაშორისო კოალიციის გაძლიერებაზე, მხარი დაუჭიროს მშვიდობის ფორმულას და უკრაინის აღდგენას. ეს ყველაფერი იქნება“, - აღნიშნავს კულება.

    იპნ
  2. tvati
    "პარტია „საქართველოსთვის“ ქალთა პლატფორმა ეხმიანება ერთი-ერთი სამთავრობო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ სიუჟეტს, რომელიც ახალისებს დისკრიმინაციას ქალების მიმართ და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში ქალთა თანასწორუფლებიანობას.
      საქართველოში ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში არაერთი გამოწვევით ხასიათდება და განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ მედიამ თავისი საქმიანობით არ მოახდინოს პოლიტიკაში ჩართულ ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წახალისება, მით უფრო ქვეყანაში არსებული ძალადობრივი გარემოს ფონზე.

      ქალთა თანასწოროუფლებიანობის მისაღწევად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იმ ბარიერების აღმოფხვრა, რაც მათ ამ პროცესში ხვდებათ. მათ შორის, საზოგადოების განწყობა და სტერეოტიპული შეხედულება ქალის როლზე. შესაბამისად, მედიასაშუალებებს განსაკუთრებული როლი ეკისრებათ ამ პროცესში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების და არა პირიქით - დისკრიმინაციული გარემოს შექმნისთვის.
      მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ნებისმიერი სახით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ხელშეწყობისგან. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებებით ვერ მიიღწევა. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ფაქტს შესაბამის შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი და გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო მისცემენ.", - ნათქვამია განცხადებაში. 
  3. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე.


    როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ეს ყველაფერი იმით არის განპირობებული, რომ თავის დროზე ძალადობის ორგანიზატორები არავის დაუსჯია.

    "რატომ არ რეაგირებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური ლუკა შველიძის მიმართ პოლიციელის მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტზე? რატომ იძიებს 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს შსს მაშინ, როცა შსს-ს თანამშრომლის მიერ შესაძლო დანაშაულზე მიუთითებს დაზარალებული? ან რატომ არ მიმდინარეობს შსს-ში გამოძიება ორგანიზებული ძალადობის კვალიფიკაციით ნაცვლად 126-ე მუხლისა? იმიტომ, რომ ძალადობა სახელმწიფოს ორგანიზებულია და სახელმწიფოს ინტერესი არ აქვს დამნაშავეები გამოავლინოს და ინსპექტორის დამოუკიდებელი სამსახური, ვისაც ასეთი ფაქტები ობიექტურად უნდა გამოეძიებინა, გააუქმეს. რას აკეთებს პროკურატურა, რომელსაც საქმის ქვემდებარეობით გადაცემის და კვალიფიკაციის ცვლილების მანდატი აქვს ? ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ინსტიტუტები აღარ არსებობს და ადამიანები დაუცველები არიან ხელისუფლების მიერ წახალისებული მოძალადეების წინაშე. ეს ყველაფერი არის ასევე შედეგი იმის, რომ 05-06 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები (ალტ-ინფოდან დაწყებული, ღარიბაშვილით და კობახიძით დამთავრებული) არავის დაუსჯია.", - აცხადებს ნათია მეზვრივილი. 
  4. tvati
    სანდრო ბაზაძე ევროპის საუკეთესო მოფარიკავე კიდევ ერთხელ გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოიგო ოქრო.
    ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელი იური ცაპი მარტივად 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც რუმინელ რაზვან ურსაჩს სძლია - 15:10. ბაზაძის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი იყო, რომელსაც ასევე ადვილად აჯობა - 15:7. სანდრომ ნახევარფინალში თურქ ენვერ ილდირიმსაც15:7 მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც უნგრელ ანდრაშ სატმარის შეხვდა.
    სანდრო სატმარი 15:11 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. აღსანიშნავია, რომ ბაზაძემ ევროპის ჩემპიონატებზე მეხუთე მედალი მოიგო. სანდრო ორგზის ჩემპიონია და სამჯერ ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

    https://europop.ge/
  5. tvati
    უკრაინაში, კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები უკრაინის ხელისუფლებასა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ე.წ. „ხელისუფლებაზე“ დაყრდნობით ავრცელებენ.
    უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კაშხლის განადგურებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 31 კი დაკარგულად ითვლება, ხერსონის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ე.წ. ხელმძღვანელის, ანდრეი ალექსეენკოს განცხადებით კი დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
    უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დატბორილი ტერიტორიებიდან 3 614 ადამიანის, მათ შორის 474 ბავშვის, ევაკუაცია განხორციელდა.
    შეგახსენებთ, კახოვკას კაშხალი 6 ივნისს, აფეთქების შედეგად ჩამოიშალა. კაშხლის განადგურებამ ათობით დასახლებული პუნქტის დატბორვა გამოიწვია და როგორც უკრაინის მიერ კონტროლირებადი, ასევე დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან ათასობით მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

    იპნ
  6. tvati
    ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებული ნაწილის ე.წ. „გუბერნატორის“, ვლადიმირ როგოვის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპოროჟიეში პიატიხატკის დასახლება გაათავისუფლეს.
    „უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მისი ოპერატიული კონტროლის ქვეშ მოქცევა მოახერხეს. მტრის შეტევებმა, მიუხედავად კოლოსალური დანაკარგისა, შედეგი გამოიღო“, - წერს როგოვი „ტელეგრამზე“.
    მისი შეფასებით, თუ უკრაინა პიატიხატკში გამაგრდება, შეეცდება ჟერებიანკას მიმართულებით დარტყმის განხორციელებას და ეს გამოიწვევს იმას, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვასილევკას შეუტევენ.
  7. tvati
    ეს მუხურია - ვიდეოს Tik-Tok-ზე პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აქვეყნებს:
    Download.mp4
  8. tvati
    18 ივნისს, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
    „მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    იპნ
  9. tvati
    უკრაინის კონტრშეტევის დროს ყველაზე მძიმე ბრძოლები სამ უბანზე აღინიშნება. რუსეთის ჯარში დიდი დანაკარგებია. ინფორმაციას ამის შესახებ Twitter -ში დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
    ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეტაკების ხაზებზე მძიმე ბრძოლები გრძელდება, მათგან ყველაზე ინტენსიური კი - ზაპოროჟიეს ოლქში, დონეცკის ოლქის დასავლეთ რაიონებში და ბახმუტთან.
    "ყველა ამ მიმართულებით უკრაინა აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას და მიაღწია მცირე წარმატებას ", - დასძინეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.
    ასევე აღინიშნა, რომ უკრაინის სამხრეთის ნაწილში რუსული ჯარები შედარებით ეფექტურ თავდაცვით ოპერაციებს ახორციელებენ.
    "ორივე მხარეს დიდი დანაკარგები აქვს. ამასთან, დიდი ალბათობით, მარტში გამართული ბახმუტისთვის ბრძოლის პიკის შემდეგ რუსეთის ჯარების დანაკარგები ყველაზე მაღალი იქნება", - აცხადებენ დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში.
    უკრაინის თავდაცვის ძალებმა უკვე 219 820 რუსი სამხედრო გაანადგურეს, 650 – მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.

    იპნ
  10. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" წევრი და განათლების ექსპერტი რუსუდან თევზაძე, გუშინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო ბანერების გაშლის გამო დაპირისპირებასა და ძალადობას ეხმაურება.

    როგორც რუსუდან თევზაძე აცხადებს, "ქართული ოცნება", ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილითაა შეპყრობილი და  "ნაციონალური მოძრაობის" ასლი გახდა. 


    "გუშინდელმა დღემ, პირადად მე და სავარაუდოდ, მოსახლეობის ნორმალურად მოაზროვნე ნაწილს, ძალიან ნათლად დაგვანახა თუ რა სავალალო მდგომარეობაშია ოცნება. დიდი ხანია, ამ "ერთ დროს პოლიტიკური პარტიის ნანგრევებისგან" ვხედავთ მხოლოდ სისუსტეებს და არანაირ პოზიტივს. ბორჯომის სასტუმროში, მმართველი პარტიის მიერ დაგეშილი კუნთმაგარი ამბალების მიერ, იქ შეკრებილი ხალხის მისამართით ქვების სროლა და საცემრად გაწევა, სხვა არაფერია თუ არა ოცნების სისუსტე, ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ქუჩაში თავდასხმა და ფიზიკური ანგარიშსწორება სხვა არაფერია თუ არა ხელისუფლების სისუსტე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ირაკლი კობახიძის გამო ახალგაზრდების ერთმანეთზე გადაკიდება და კრიტიკულად განწყობილი სტუდენტების მიმართ ანგარიშსწორების წახალისება, ეს ოცნების სისუსტეა და არა პირიქით. გარკვეულ მიზეზთა გამო, ნამდვილად არ მსიამოვნებს რასაც ვამბობ, მაგრამ ოცნება, ძალაუფლების შენარჩუნების მანიაკალური სურვილით შეპყრობილი, ნაციონალური მოძრაობის ასლი გახდა და სწორედ იმ გზით მიდის, რომლის ბოლოც მისი ოპოზიციაში გადაბარგება, ან სულაც, ამ ნარჩენების მარტივ მამრავლებად დაშლა და ჰაერში გაფანტვაა...დიდი მადლობა იმ უამრავ ადამიანს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა და მხარდაჭერა გამომიცხადა იმ ინციდენტის გამო, რომლის დროსაც ოცნების პროვოკატორები ძალიან ეცადნენ ჩემს მდგომარეობიდან გამოყვანას, მაგრამ ვერ შეძლეს და ვერც შეძლებენ. #საქართველოსთვის", - წერს სოციალურ ქსელში რუსუდან თევზაძე. 
  11. tvati
    - შეშინებული, უინტელექტო ხელისუფლება დღეს გვაბრუნებს 90-იანებში,  სადაც არგუმენტების არქონა იცვლებოდა ავტომატით და ძალადობით.

    - ესენი ერთ რამეს ვერ ხვდებიან -  წახალისებული ძალადობა უკან დაუბრუნდებათ, ზუსტად ისე, როგორც დაუბრუნდათ ნაცებს.

    - კარგად მესმის რომ ეშინიათ... ძალიან კარგად ვიცი ქართველი ხალხი რას დაინახავს ესენი რომ გაშიშვლდებიან. 

    გიორგი გახარია -  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. 
    354574467_1988018978198669_5557195782824527236_n.mp4
  12. tvati
    წარმოუდგენელია, გულგრილად უყურებდე ტელეეკრანებს და ხედავდე, თუ როგორ ძალადობენ ჩვენს შვილებზე, სტუდენტებზე, ახალგაზრდებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოს წევრი ელეონორა არჩაია წერს.
     
    ელეონორა არჩაიას განცხადებით, ხელისუფლება დანაშაულის დაუსჯელობით ახალისებს ძალადობას და აგრესიას.

    "თანამედროვე ცივილურ ქვეყანაში განსხავავებული აზრის გამო ქვის სროლა დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს ქმედება ცდება რიტორიკას და საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. მოვუწოდებ პოლიციას, დაიცვას ჩვენი შვილების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, სანამ ჯერ კიდევ არ არის გვიანი.", - წერს ელეონორა არჩაია.     

  13. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
    ტელეკომპანია იუწყება, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბულობის ფონზე, ორივე მთავრობის ოფიციალურ პირებს ვიზიტის მიმართ დაბალი მოლოდინები აქვთ, მაგრამ ბლინკენმა პირობა დადო, რომ ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის უკრაინის ომზე, „აშშ-ის ძალიან რეალურ შეშფოთებასთან“ დაკავშირებით ისაუბრებს.
    ჩინეთმა რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის „პოლიტიკური მოგვარების“ შესახებ, რომელიც დასავლეთში გააკრიტიკეს იმის გამო, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ არ მოუწოდებდა.

    ipn
  14. tvati
    გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის საჰაერო ძალის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ორი დამრტყმელი ვერტმფრენი Ка-52, ოთხი დამრტყმელი ირანული უპილოტო საფრენი აპარატი "Shahed-136/131" და ერთი "ლანცეტი" გაანადგურეს , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
    ასევე უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურობის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალ სხვა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვასთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ჩამოგდებულია შვიდი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი "ორლან-10", "ორლან-30", "Zala" და "Supercam".
    გარდა ამისა, საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ათობით გაფრენა განახორციელა რუსეთის სამხედრო პოზიციებზე, ტექნიკაზე, ზურგებზე და ცოცხალ ძალაზე. სულ 20-ზე მეტი საავიაციო დარტყმა. მათ შორის, 14 დარტყმა პირადი შემადგენლობის დისლოცირების ადგილებზე. განადგურებულია 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.
    "გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო ჯარებმა და არტილერიამ რუსეთის არმიის 3 მართვის პუნქტი, ცოცხალი ძალის კონცენტრირების 2 რაიონი, საბრძოლო მასალათა 5 საწყობი და 3 საარტილერიო ქვედანაყოფი გაანადგურეს", - აღნიშნულია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
    რუსეთის ჯარმა კი უკრაინელების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე 43 საავიაციო, 4 სარაკეტო და 51 ზალპური რეაქტიული სისტემებით დარტყმა განახორციელა.

    ipn
  15. tvati
    ევროკავშირი გმობს რუსეთის განზრახვას სექტემბერში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე. წ. „არჩევნების“ ჩატარების შესახებ. განცხადება ამის შესახებ ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის საკითხთა მთავარმა წარმომადგენელმა პეტერ სტანომ გააკეთა.
    "ეს არის რუსეთის კიდევ ერთი მცდელობა ლეგიტიმური გახადოს უკანონო სამხედრო კონტროლი და მოახდინოს უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის ოლქების და ასევე ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის ანექსია", - ნათქვამია განცხადებაში.
    მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი განზრახვა გაეროს წესდების, და ასევე უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს.
    "რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ასეთი ქმედებების განხორციელებისთვის“, - დასძინა პეტერ სტანომ.
    მან ასევე აღნიშნა, რომ ე. წ. „არჩევნების“ ორგანიზებაში ყველა ჩართული პირი, მათ შორის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ხელმძღვანელობა, პასუხისგებაში მიეცემა.

    ipn
  16. tvati
    ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესა და ლიბერალური აკადემიის ბანაკზე თავდასხმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია.
    ელჩის თქმით, ზუსტად არ იცის, რა მოხდა, თუმცა იმედოვნებს, რომ ინციდენტი გამოძიებული იქნება.
    „წავიკითხე გარკვეული ცნობები. არ ვარ სრულად ინფორმირებული, რა მოხდა. ვიმედოვნებ, რომ იქნება გამოძიებული. რაც შეგვიძლია ვთქვათ ხმამაღლა და ცხადად, ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია. ეს არ არის მისაღები არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, რომ სიტუაცია საქართველოში არასდროს გაუარესდება პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობის ნიშნულამდე. ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული არც საქართველოში და არცერთ სხვა ქვეყანაში“, — თქვა ჰერჩინსკიმ.
    „გირჩი — მეტი თავისუფლების“ ლიდერს ზურა ჯაფარიძეს გორის „სმარტთან” თავს დაესხნენ. ის ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში სპიკერად მიდიოდა. მოგვიანებით, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ ლიბერალური აკადემიის ბანაკშიც.
    ვიდეო კადრებში ჩანს, რომ ისინი ყვირიან, აგინებენ, საღებავებს და სავარაუდოდ, ქვებს ესვრიან ბანაკის მიმართულებით. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ლიბერალური აკადემიის ცნობით, დაგვიანებით მივიდა.
    შინაგან საქმეთა სამინისტროს არცერთ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

    netgazeti
  17. tvati
    საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბორჯომსა და თბილისში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები, ასევე კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები, - ამის შესახებ 37 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
    როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია.
    „2023 წლის 17 ივნისს, ბორჯომში, საბავშვო ბანაკის მონაწილეებსა და ჩვეულებრივ დამსვენებლებს რამდენიმე ათეული მოძალადე თავს დაესხა. „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „Institute For Individual Liberty“-ის მიერ გამართულ ბანაკს მოძალადეებმა ესროლეს ქვები, წითელი საღებავები, აგინეს და ხელი შეუშალეს მუშაობაში. ერთ-ერთმა მოძალადემ სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებსა და არასრულწლოვნებს გენიტალიებიც უჩვენა. შინაგან საქმეთა სამინისტრო, თვითმხილველების ცნობით, ძალადობას, სულ მცირე 40 წუთი, რეაგირების გარეშე ტოვებდა.
    ასევე, დღეს თავს დაესხნენ „გირჩი - მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, რომელიც ბორჯომში, ამავე ბანაკში, ლექციის ჩასატარებლად მიემართებოდა.
    ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკურად გაუსწორდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, სალექციო აუდიტორიის გარეთ მშვიდობიანად, ბანერებით მდგომ სტუდენტებს, რომლებიც პარტიის პრორუსულ პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
    დროის მცირე მონაკვეთში განხორციელებული სამი თავდასხმა, აშკარად, წინასწარ დაგეგმილი და ორგანიზებულია. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ეწინააღმდეგება ქართულ ღირებულებებს - შემწყნარებლობას და მშვიდობიანობას. ახალგაზრდებზე, ბავშვებზე თავდასხმა არა მხოლოდ კანონს არღვევს, არამედ შეუთავსებელია ქართული საზოგადოების ღირებულებებთან. ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის დევნა არის რუსეთის, პუტინის რეჟიმის, ხელწერა; სწორედ ოკუპანტი სახელმწიფო უსწორდება ოპონენტებს და ძალადობრივად ახშობს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას.
    არასრულწლოვნებზე თავდასხმა არის სამარცხვინო საქციელი, რომელსაც მხოლოდ სუსტი და შეშინებული ადამიანები მიმართავენ, რაც სრულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებთან. მოვუწოდებთ სამართალდამცავ უწყებებს, დაუყოვნებლივ აღკვეთონ სიძულვილის დანაშაულები და კანონის სრული სიმკაცრით დასაჯონ დამნაშავეები“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს: „აფხაზური ამბები“; „ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის“; „ახალგაზრდული გაერთიანება We talk“; „დემოკრატიის მცველები“; „დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი“; „დემოსი“; „თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანება“;“თბილისი პრაიდი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; “კომლი“, „ლაგოდეხის ახალგაზრდული ჩართულობის ცენტრი“; “მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი“; „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“; ‘მშობლები განათლებისთვის“; „პროფესიო“; „რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“;“საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „საზოგადოებრივი მოძრაობა “მომავლის ჭიათურა”; „ სალამი“; “ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“; „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი“; ‘სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის; „სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი“; „სასამართლოს გუშაგი“; „საფარი”; „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“; “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“; „ფემეა“; „ფემინა“; „ქალები საერთო მომავლისთვის საქართველო“; „ჩემი იმერეთი“; „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“; „წერტილი“; „მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი“; „უფლებები საქართველო“; „მწვანეები“.

    იპნ
  18. tvati
    პარტია "საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც planeta.ge უცვლელად გთავაზობთ:

    "ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები არის გეგმა, თუ როგორ ძალადობრივ გარემოში აპირებს “ოცნება” არჩევნების ჩატარებას. დღეს, თსუ-ში ჩვენი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრზე, რუსუდან თევზაძეზე (Rusudan Tevzadze) ფიზიკურად იძალადეს. მსგავსი ფაქტები გვაბრუნებს 2012 წლამდე არსებულ რეალობაში, რაზეც ქართველმა ხალხმა უარი თქვა. ეს მანკიერება 2024 წლის არჩევნებზე აუცილებლად ერთად უნდა დავასრულოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენს შვილებს მშვიდ გარემოში ცხოვრების საშუალება მიეცეთ. ზუსტად ამიტომ - ჩვენი მოქალაქეების ამოცანა უნდა იყოს, რომ ნაცმოძრაობა და ოცნება ერთად დავამარცხოთ.", - ვკითხულობთ განცხადებაში. 
  19. tvati
    ჩვენ უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
    „[კანდიდატის სტატუსის შესახებ] გადაწყვეტილება ჩემს ხელში არ არის, ჩემი უფროსების ხელში არ არის, ევროკავშირის ინსტიტუტებს ხელში არ არის. ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ხელშია, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ასე რომ, დეკემბერში 27 პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი იქნება, ერთმანეთს შეხვდებიან, განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ არის ის, რომ ეს გადაწყვეტილება ერთსულოვნებაზე იქნება დაფუძნებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა წევრი სახელმწიფო უნდა შეთანხმდეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში შემდეგ ნაბიჯებზე. დეკემბრამდე დრო, ნახევარი წელი ჯერ კიდევ არის. ასე რომ, რეალურად ველით პროგრესს 12 პრიორიტეტზე, რაც შეიძლება მეტ პროგრესს. და ჩვენ ასევე უკიდურესად გვჭირდება საქართველოდან კარგი ამბების გაგება, რათა პოზიტიური გარემო იქმნებოდეს, როდესაც საქმე ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალს ეხება“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

    იპნ
  20. tvati
    „სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო პერიოდში გახშირდა სასტიკი მოპწრობა ცხოველებისადმი. ნებისმიერ საზოგადოებაში როგორ ეპყრობიან ჩვენს ოთხმეგა მეგობრებს, ბევრ რამეზე მეტყველებს. იმისთვის რომ ჩვენ ვაჩვენოთ როგორ გვიყვარს ჩვენი ოთხფეხა მეგობრები მოდი შევიკრიბოთ კვირას 7 საათზე პარლამენტის წინ“, - ამის შესახებ  პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში გამოქვყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 
    354064746_1519553085244143_3711029704197424490_n.mp4
  21. tvati
    ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის., - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია წერს.

    გიორგი გახარიას განცხადებით, "ოცნებამ", ისევე, როგორც "ნაციონალურმა მოძრაობამ", მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

      "ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა. ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი. ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის! ჩემი სრული მხარდაჭერა ახალგაზრდებს!", - წერს გიორგი გახარია. 

    ცნობისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ლექციას ატარებდა ხმაური იყო. ერთმანეთს ახალგაზრდები დაუპირისპირდნენ, სიტყვიერი შელაპარაკება კი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ასევე, ბორჯომში, ლიბერალური აკადემიის ბანაკში, სადაც ზურაბ ჯაფარიძე სპიკერი უნდა ყოფილიყო, ძალადობრივი ჯგუფები მიცვივდნენ. 
  22. tvati
    "ძალადობის შემდეგ მაგრამ არ იწერება, არა! “ქალზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ გამომწვევად იქცეოდა…” “ბავშვზე ძალადობა ცუდია, მაგრამ იქნებ ცუდად მოიქცა…” “პოლიტიკოსზე ძალადობა ცუდია, მაგრამ აბა რა ეგონა…” “ძაღლზე ძალადობა ცუდია, მაგრამ რა დროს ძაღლებია…” ეს რომელიმე ფრაზა თუ ოდესმე გითქვამთ, ან გიფიქრიათ, იცოდეთ, რომ თქვენც გაქვთ თქვენი წილი პასუსიხმგებლობა მოძალადის გაძლიერებაზე. ასე მუშაობს ეს. სამწუხაროდ.", - ანა ბუჩუკური პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი. 
  23. tvati
    "სენაკი საქართველოსთვის" - ახალი წლიდან ნახევარი წლის შემდეგ, +31°C სიცხეში, სენაკის ცენტრალურ ქუჩებში საახალწლო განათებები ჯერ კიდევ მოუხსნელია.



  24. tvati
    დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას იმისთვის, რომ მმართველობის 11 წლის თავზე, ნაც. მოძრაობის დროინდელი მმართველობის სისტემა დააბრუნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.

    მისი განცხადებით, "ქართული ოცნება" პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ახალისებს და საზოგადოებაში დაპირისპირებას აღვივებს.

      "სისტემა, რომლის განსაკუთრებული "სისათუთე" წინასაარჩევნო პერიოდის დადგომის დროს იგრძნობოდა ხოლმე. - დილიდან მიმდინარეობს ძალადობა სტუდენტებსა და ლექტორებზე, რომლებიც აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას და პროტესტს! - პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური შეურაცხყოფის წახალისება და საზოგადოებაში დაპირისპირების მეტად გაღვივება! ეს არის მხოლოდ ერთი - შაბათ დღის ქრონიკა. ყოჩაღ!", - წერს ლილუაშვილი. 
  25. tvati
    დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საპროტესტო ბანერების გაშლის გამო, დაპირისპირება მოხდა.
    ინფორმაციას მომხდარზე პროტესტის მონაწილე სტუდენტები და „მთავარი არხი“ ავრცელებს. დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელშიც გავრცელდა.

    ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, უნივერსიტეტის შენობაში, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, რა დროსაც მას, უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების დროს, რამდენიმე ადამიანი კიბიდან დაგორდა, რის გამო, სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ასახულია ფიზიკური დაპირისპირებისა და კიბეზე დაგორების ეპიზოდი.
    ერთი კვირის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციის დასრულების შემდეგ, კიბეზე მიმავალ ირაკლი კობახიძეს თავზე რუსული რუბლები დააყარეს. პროტესტის მონაწილეებს კობახიძემ „ნაცები“ და „ორიენტაცია არეული ახალგაზრდები“ უწოდა.
     

    publika
×
×
  • შექმენი...