Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ბლოგ პოსტები დაპოსტილი tvati -ს მიერ

  1. tvati
    აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდის, ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მხატვარმა საკუთარი შემოქმედება ორბელიანების სასახლის სტუმრებს გააცნო.

    ადმინისტრაციის ინფორმაციით, შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა და არასამთავრობო ორგანიზაციის “მშობლების თანადგომა“ ორგანიზებით გაიმართა.

    14 ივნისს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენა.
    radioatinati.ge
  2. tvati
    1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.6153 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6153 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6057 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0096 ლარი შეადგინა.
    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8261 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8136 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.
    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

    ipn
  3. tvati
    გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2022 წელს დაწყებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს, რომლის ფარგლებშიც ლითონის ბოძები და მავთულხლართები უკანონოდ დაამონტაჟეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
    „საოკუპაციო ძალების უკანონო აქტივობების თითოეული შემთხვევა, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მწვავე რეაგირების საგანს წარმოადგენს.
    საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.
    საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ თითოეულ დესტრუქციულ ქმედებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპციო ძალას“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    ipn
  4. tvati
    ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთანაა. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტემბერგმა განაცხადა.
    “ვილნიუსის სამიტზე უკრაინასთან სოლიდარობის და მხარდაჭერის ძლიერ სიგნალს გავგზავნით და მკაფიოდ განვაცხადებთ, რომ უკრაინის მომავალი ნატო-სთან არის”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
    ნატო-ს გენერალურ მდივანს ჰკითხეს შეათანხმებენ, თუ არა მოკავშირეები ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების ფორმულირებას, რომელიც ბუქარესტის სამიტის განცხადებას აღემატება. მან აღნიშნა, რომ გაწევრიანების შესაბამისი დროის ჩარჩოს საკითხი მხოლოდ უკრაინაზე და ნატო-ს ყველა წევრზეა დამოკიდებული.
    “ახლა კონსულტაციები გრძელდება. ვფიქრობ, რომ ამ კონსულტაციებს მხოლოდ უფრო გავართულებ თუ სხვადასხვა ელემენტზე ვისაუბრებ და დასკვნებს გავასწრებ… უპირველეს ყოვლისა, ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა… ასევე ვთანხმდებით, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

    ipn
  5. tvati
    საქართველოს პროკურატურამ, ბათუმში, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
    უწყების ცნობით, ბრალდებული დაზარალებულთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც, არასრუწლოვანმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
    „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
    სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.
    პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  6. tvati
    „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა დავაჯილდოვო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე,“ — სალომე ზურაბიშვილი.

       პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან მიმართებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

    ფორმულა
  7. tvati
    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
    გრიგოლ ნარსია გასული წლის 20 სექტემბერს შეიჭრა ქუთაისში მოქმედ “საქართველოს ბანკში” და პროკურატურის ცნობით, რამდენიმე საათის განმავლობაში 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი.
    მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა შემდეგი მუხლების შესაბამისად:
    სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება); სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი) სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით). პროკურატურის ინფორმაციით, ნარსიას ბანკზე თავდასხმისას თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.
    “ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.
    მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა”, – წერს პროკურატურა.
    უწყების ინფორმაციით, რამდენიმე საათში 5 მძევლის გამოყვანა მოხერხდა, 19:36 საათზე კი გრიგოლ ნარსია ბანკის სერვისცენტრში დააკავეს და მძევლები უვნებლად გაათავისუფლეს.

    ნეტგაზეთი
  8. tvati
    დღეს ოლიგარქია დგას ძალიან ფუნდამენტურ საყრდენზე, რომლის მსახურებაშია გადასული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "პირველში" გადაცემაში "პირველი ხაზი" სტუმრობისას განაცხადა.


    მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ჭაობში აცხოვრებს ქვეყანას.

    "ქვეყანაში გამქრალია სამართლიანობა. დღეს მაგალითად მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი,  პოლიტიკური კორუფციით ფულს შოულობს, წამოგორებულია და ასე ყიდის ამ მაღაროელების შვილების მომავალს - მათ შორის ევროპულ მომავალს. ეს არის დღეს ქართული ოცნების სახე და ოლიგარქიას თუ რამე დაასრულებს - ფუნდამენტური რეფორმებია, - აღნიშნა ბერდია სიჭინავამ. 
  9. tvati
    "ოცნებაში" ზოგადად ბატონ-ყმური წყობაა, სადაც ბატონი არის ივანიშვილი, დანარჩენები არიან ყმები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა.

    მისივე თქმით, მმართველი პარტია  "პატრონის" გადაწყვეტილებების შემსრულებელია.

    "რასაც პატრონი გადაწყვეტს, ყმებიც ამ გადაწყვეტილების შემსრულებლები არიან. გავიხსენოთ მარტის მოვლენები, სადაც პირდაპირ ეუბნებოდნენ ხელისუფლებას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომ ამ კანონის მიღება იყო დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, მიუხედავად ამისა, პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა "ოცნებამ" კანონის მიღებას. თუ არა საბოტაჟი, რა შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან?", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

     
  10. tvati
    „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, 2023 წელს შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა და რუსეთის მიერ უკრაინაში კახოვკის ჰესის აფეთქებამ, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
    მისივე თქმით, ამის მიუხედავად, დიდია იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა.
    „მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ბევრი ტურისტი ეწვევა, ძალიან დიდია. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი საუკეთესო წელი იქნება სხვა წლებთან შედარებით. მაგრამ აქ გარკვეული დაბრკოლებები წარმოიშვა, რომლებიც ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით არსებობს. ობიექტური მიზეზი ისაა, რომ დღემდე ტურისტულ სეზონს ამინდები ხელს არ უწყობს; რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი, რომელიც ჩემი აზრით, უფრო გრძელვადიან ომად განიხილება, ვიდრე მოკლევადიანად. ეს ყველაფერი ტურისტულ განწყობაზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, რუსეთის მხრიდან კახოვკის ჰესის აფეთქება, შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის პირას დამსვენებელთა რაოდენობისთვის დამაბრკოლებელი გახდება. ეს ჩვენს ქვეყანაზე შეიძლება პირდაპირ აისახოს.
    რაც შეეხება კადრების დეფიციტს, ეს სირთულე და გამოწვევა გადალახული არაა და დანახული მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება. ეს საკითხი თბილისში უფრო პრობლემატური იქნება იმიტომ, რომ სამუშაო მუშახელის კურორტულ ზონებში ემიგრაცია ხშირად მიმდინარეობს, შესაბამისად, თბილისს დამატებით მუშახელი აკლდება. ის ფაქტი, რომ აქ სტაბილური მუშაობა მეტ შესაძლებლობას აძლევს მათ, ვიდრე მიგრაცია, [მათი მხრiდან] გათვალისწინებული არაა“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
    მისივე თქმით, ბიზნესმა, მიუხედავად ტურისტების რაოდენობის ზრდისა, უნდა გაითვალისწინოს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ მიზეზით ფასები არ გაზარდოს.
    „სამწუხაროდ, რუსი ტურისტების გამოჩენისთანავე, რიგ შემთხვევებში, გარკვეულ ადგილებში ფასები გაიზარდა და ეს შეუსაბამოა. ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფრენების ფასებიც არასწორად გაითვალა. იქაც იმხელა ფასებია, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებსაც გადმოფრენის სურვილი ჰქონდათ, ისევ ლარსით გადმოსვლას ამჯობინებენ. იქ, სადაც რუსეთიდან ფრენა ერთ ადამიანზე 400-500 დოლარია, მათთვის მისაღები ისევ ლარსით გადმოსვლაა. გაუგონარი და წარმოუდგენელია ავიაკომპანიების ასე დახარბება. თითქოსდა, საქართველოს მოქალაქეებს მიმოსვლის შესაძლებლობას აძლევდნენ და, რეალურად, ამ სიხარბის გამო, პირიქით, მათ პრობლემებს უქმნიან“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
    გარდა ამისა, მან ე.წ. გასტარბაიტერების შემოყვანის თემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს საკითხი გარდაუვალია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის განვითარების პროცესი იმ ტემპით წავა, რა ტემპიც დღეს არსებობს“.

    იპნ
  11. tvati
    ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით,- ამის შესახებ განცხადება ევროკავშირმა გააკეთა, რომელსაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
    ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში.
    „ევროკავშირი მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს: უმჯობესია, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არ იყოს მიღებული აღწერილი რისკების გათვალისწინებით. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს ხელისუფლებას უკეთესი გამოსავლის პოვნაში სისტემური მიდგომის გამოყენებით. წინსვლას ერთად უფრო მძლავრად შევძლებთ“,- ნათქვამია განცხადებაში.

    იპნ
  12. tvati
    „მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, რუსული თვითმფრინავებისთვის ცის გახსნით, ქართულ მიწაზე მათი ზარზეიმით მიღებითა და რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებით კი არ უნდა ამაყობდეთ, ან კიდევ რუსეთზე დაკისრებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაზე ფიქრობდეთ, არამედ, თუ რამე შეგიძლიათ, სჯობს თქვენს პოლიტიკურად თანამოაზრე ოკუპანტ მეგობრებს მოსთხოვოთ, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე კი არ გაფიქრონ და მათთვის სასარგებლო საქმეები გაკეთებინონ, არამედ ხანდახან საქართველოს მოქალაქეების ინტერესებიც გაითვალისწინონ და მათ მიერ ოკუპირებული ქსნის და ლიახვის ხეობებიდან დევნილ ჩვენს მოქალაქეებს არ აუკრძალონ მამაპაპისეულ და საგვარეულო ფუძეზე მიმოსვლა, რათა ქსნის და ლიახვის ხეობის ღირსეულმა მცველებმა შესძლონ იქ მყოფი ქართული გენოფონდის და ქართული ოჯახების შენარჩუნება.“, - ამის შესახებ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა  შალვა კერესელიძემ განაცხადა.  353819736_229434856549122_3952199472621924133_n.mp4
  13. tvati
    ბუნებრივია ამ ფონზე, როდესაც ვენეციის კომისია ასეთი საერთაშორისო ავტორიზებული ორგანიზაციაა, რომელიც ექსპერტულად/სამართლებრივად აფასებს კანონპროექტს, გვეუბნება , რომ ეს კანონპროექტი არის კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრა, ასეთი კანონი სახელმწიფომ არ უნდა მიიღოს., - ამის შესახებ გადაცემაში "პირველი ხაზი" პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

      მისივე განცხადებით,  როდესაც, დღეს,  ხელისუფლება ასეთ ფორსირებულ რეჟიმში წარმართავს პროცედურებს, ბუნებრივად არ ტოვებს სხვა განცდას, გარდა იმისა, რომ  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წლის ბოლოს ევროკავშირს გაუჭირდეს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა.

      353660471_221316630702476_6239799245366607404_n.mp4
  14. tvati
    თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ოჯახი გამოასახლა. როგორც გამოსახლებული ქალი „ფორმულასთან“ ამბობს, ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, მათი ერთადერთი შემოსავალი კი სოციალური დახმარებაა.
    ქალი ამბობს, რომ ვალის გადაუხდელობის გამო ბინა აუქციონზე გაიყიდა, მყიდველი კი ბინის გამოსასყიდად ოჯახს 53 000 დოლარის გადახდას სთხოვს, რისი საშუალებაც არ აქვთ:
    „მხოლოდ სოციალური დახმარებაა ჩემი შემოსავალი. რომ გაიგეს ჩემმა მეგობრებმა და ნათესავებმა მითხრეს გვერდში დაგიდგებით, 3-დან 6 თვემდე ვადა მოგცეს და 22 ათასი ხომ აქვს გადახდილი აუქციონზე, 30 000-ს გადავუხდით და მშვიდობიანად დავშორდეთ. თვითონ ითხოვს 53 000-ს და ამ ავარიულ კორპუსში, როცა მე სოციალურის მეტი შემოსავალი არ მაქვს… ჩემი ორი მცირეწლოვანი ბავშვით სად უნდა წავიდე?“ — აცხადებს ქალი, რომელიც შვილებთან ერთად ამ ბინაში ცხოვრობდა.
    როგორც „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს, სასამართლოსგან აღსრულების ფურცელი ოჯახის გამოსახლების შესახებ 2020 წელს მიიღეს, თუმცა კანონის შესაბამისად და მორალური პრინციპების საფუძველზე გამოსახლება რამდენჯერმე გადაავადეს. უწყების თქმით, პროცესში ჩართული იყო სოციალური მუშაკი და მხარეთა ინტერესების დამცველები.
    აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამბობენ, რომ ნახევარი წლის წინ ოჯახმა რამდენიმე თვიანი ვადა ითხოვა, ალტერნატიული საცხოვრებლის მოსაძიებლად რის შემდეგაც ნებაყოფლობით უნდა დაეცალათ საცხოვრებელი და მას შემდეგ, რაც ეს არ გააკეთეს, მათი გამოსახლება დაიწყეს.

    ნეტგაზეთი
  15. tvati
    გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყნის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია წარმოადგინა. სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტში ნახსენებია ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და ამ კონტექსტში — საქართველო.
    “ჩვენს მიზნად რჩება მშვიდობისა და თავისუფლების კუთხით გაერთიანებული ევროპა. ჩვენ გვინდა, უზრუნველვყოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია გეოპოლიტიკურად იმოქმედოს და დაიცვას თავისი უსაფრთხოება და სუვერენიტეტი მომავალი თაობებისთვის.
    ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოს ჩათვლით”,  — ვკითხულობთ დოკუმენტში.
    იქვე აღნიშნულია, რომ “ევროკავშირის ამ გაფართოებისთვის მოსამზადებლად და მისი მოქმედების უწყვეტი შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, ევროკავშირის შიგნით რეფორმები აუცილებელია”.
    გასული წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაცია გადასცეს.

    ნეტგაზეთი
  16. tvati
    თბილისის 50-ზე მეტ ქუჩას წყალმომარაგება 30 საათით შეუწყდება. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი წერეთლის გამზრირის რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებია.
    კომპანიის განცხადებით,, წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში 15 ივნისს დიდუბის რაიონში ქსელზე ბოლო გადაერთებითი სამუშოები ჩატარდება, რის რისთვისაც აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
    კომპანიის განცხადებით, აღნიშნულის გამო 15 ივნისს 11:00 საათიდან 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება შემდეგი ქუჩების მაცხოვრებლებს:
    დიდუბის რაიონიში:
    რობაქიძის N 7, ჩალაძის, დიღმის მას II კვარტალს N 9, 9ა, 10 ა , 16 , 17, დიღმის მას. I კვარტალის N 14ა, მარშალ გელოვანის გამზ. N 35, აკაკი ბაქრაძის N 14, 15, 16, 40, ნ. გაფრინდაშვილის I ჩიხი, ტრანსპორტის, წინამძღვრიშვილის N133-137 (კენტებს), N176-200 (ლუწებს), თამარ მეფის გამზ. N5-31 (კენტებს), ნინოშვილის N61-69 (კენტებს),  N66-78 (ლუწებს), წერეთლის გამზირს, აღმაშენებლის გამზ. N142-184 (ლუწებს), N125-199 (კენტებს), სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, თორნიკე ერისთავის N 1, 3, 9, 11, თორნიკე ერისთავის ჩიხი N 3, დიდუბის დასახლების ქუჩა, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, დგებუაძის N 1, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ვ.ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, დავით ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ცემის, ბორჯომის, ფოთის, მირცხულავს, მტკვრის მარცხენა სანაპირო კოსმონავტების, კერესელიძის მაიაკოვსკის ქუჩებს.

    netgazeti
  17. tvati
    ევროკომისია 22 ივნისს წარადგენს ზეპირ მოხსენებას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ რეკომენდაციების შესრულების თაობაზე.
    ევროკომისიის ზეპირ მოხსენების განხილვა ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომაზე მოხდება, რომელიც 21-22 ივნისს სტოკჰოლმში გაიმართება.
    ზოგადი საქმეთა საბჭო ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციაა და თვეში ერთხელ, ძირითადად წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იკრიბება. დღის წესრიგის საკითხებიდან გამომდინარე, საბჭოს სხდომებზე ევროპულ საკითხებზე პასუხისმგებელი ან სხვა მინისტრებიც მონაწილეობენ. ზოგადი საქმეთა საბჭო განიხილავს საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებთან, ინსტიტუციურ ან ადმინისტრაციულ საკითხებთან. იგი კოორდინაციას უწევს ევროპული საბჭოს შეხვედრების მომზადებას და შემდგომ შემდგომ მუშაობას.
    ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
    2022 წლის 17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოს კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
    ამასთან, სამივე ქვეყანას განუსაზღვრა პირობები შესასრულებლად. ევროკავშირის თანახმად, საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს მას შემდეგ, რაც ევროკომისიის განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შეასრულებს. პროცედურულად, კანდიდატის სტატუსს, ქვეყნის მიერ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ, მოსდევს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.
    ევროკავშირი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში, მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს.
    ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებია. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს სამიტზე მიიღებს გადაწყვეტილებას მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის საკითხზე და ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე თავად დააყენებს.

    netgazeti
  18. tvati
    აბასთუმნის ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს იქვე მდებარე საცხოვრებელ ბინებში შესვლის უფლება შეუზღუდეს. ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოების მოტივით, თუმცა მანამდე, პანდემიის მიზეზით.
    საუბარია საცხოვრებელ კორპუსებზე, რომლებიც საბჭოთა პერიოდში დაარსებული ობსერვატორიის ტერიტორიაზე დგას. დაწესებულების თანამშრომელთა პირველმა თაობებმა ცხოვრების ათწლეულები ამ ბინებში გაატარეს და იქვე გაიზარდნენ მათი შვილებიც.
    ძველი თანამშრომლებიდან, რომელთაგან ბევრი ცოცხალი აღარ არის, რამდენიმე მათგანი ახლაც ამ ბინებში ცხოვრობს, შვილები და შვილიშვილები კი მათთან ხშირად ჩადიან და ახალ წელს თუ საზაფხულო არდადეგებსაც იქ ატარებენ.
    თუმცა ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ ტერიტორიაზე შესვლა მეტად გართულდა. არათანამშრომელთა მიმართ მისი ხისტი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ოჯახებმა არ იციან, ოდესმე კვლავ შეძლებენ თუ არა, დაუბრკოლებლად შევიდნენ ბინებში, რომლებთანაც მრავალი წელი და მოგონება აკავშირებთ.
    როგორ და რატომ შეიზღუდა ბინებში შესვლა
    ოთხი საცხოვრებელი კორპუსი დაბა აბასთუმანში, მთა ყანობილზე, ასტროფიზიკური ობსერვატორიის სიახლოვეს დგას. დასახლებაში ერთი შესასვლელია, რომელშიც ჭიშკარია ჩაყენებული. უკანასკნელ წლებში ჭიშკრის მიღმა მოხვედრა ეტაპობრივად გართულდა.
    ყველაფერი 2020 წელს, პანდემიის კრიზისის პარალელურად დაიწყო. ობსერვატორიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრებს ადმინისტრაციამ კრიზისის თანმდევი რეგულაციებით შეუზღუდა დასახლებაში შესვლა.
    “ტერიტორიაზე გადაადგილების [შეზღუდვა იყო] ისევ და ისევ იქაური მცხოვრებლების უსაფრთხოების გამო. ჩვენც დავიცავით წესები”, — გვეუბნება თეონა ტოროშელიძე, რომლის მშობლებიც 1959 წლიდან მუშაობდნენ ობსერვატორიაში.
    მამამისი ასტროფიზიკოსი იყო, დედა — ინგლისურის სპეციალისტი და თარჯიმანი. ახლა ორივე მათგანი გარდაცვლილია.

    თეონა ტოროშელიძე. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი
    თეონა ტოროშელიძე აღნიშნავს, რომ ობსერვატორიის ხელმძღვანელობამ შეზღუდვები ძალაში დატოვა მას შემდეგაც, რაც ქვეყანაში პანდემიის კრიზისთან დაკავშირებული შეზღუდვები მოიხსნა. გარკვეული ხნის შემდეგ ოჯახების წევრებს დასახლებაში შესვლის ნება დართეს, თუმცა, შეზღუდული რაოდენობით და ადმინისტრაციის წინასწარ გაფრთხილების პირობით.
    “ეს ხდებოდა სიებით: ოჯახის წევრების ჩამონათვალი იყო გადაცემული და ერთდროულად ერთი ოჯახის მხოლოდ 5 წევრს შეეძლო [დასახლების ტერიტორიაზე] შესვლა”, — დასძენს ტოროშელიძე.
    ეს მოცემულობა მიმდინარე წლის 10 მაისამდე გაგრძელდა. სწორედ ამ რიცხვით თარიღდება ობსერვატორიის დირექტორის, რეზო ჭანიშვილის ბრძანება, რომლის ძალითაც ოფიციალურად შეიცვალა ობსერვატორიის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების წესები. მიზეზად ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახელდა.
    ბრძანების მიხედვით, ტერიტორიაზე აკრძალულია უცხო პირთა შესვლა, გარდა ექსკურსიების მონაწილეებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული პირებისა. დოკუმენტში უცხო პირადაა მიჩნეული ყველა სხვა ადამიანი, ვინც ობსერვატორიაში დასაქმებული არ არის.
    თანამშრომლებს, რომელთა ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს ობსერვატორიის თბილისის ოფისი, “ეთხოვათ, მაქსიმალურად შეიკავონ თავი” მთა ყანობილზე ვიზიტისგან.

    ერთ-ერთი საცხოვრებელი კოსპუსი მთა ყანობილზე
    “იმ თანამშრომლის ოჯახის წევრის ობსერვატორიაში სტუმრობისთვის, რომლის ძირითად სამუშაო ადგილს წარმოადგენს ეს ტერიტორია, სავალდებულოა, შესაბამისმა თანამშრომელმა მოხსენებითი ბარათით მიმართოს დირექტორს სტუმრის (ოჯახის წევრის) ვინაობის და სტუმრობის ვადის მითითებით.
    ობსერვატორიის დირექტორის თანხმობის გარეშე სტუმარი (ოჯახის წევრი) ობსერვატორიაში არ დაიშვება”, — წერია ბრძანებაში.
    დოკუმენტი ნათელს ხდის, რომ ის ადამიანები, რომელთაც ობსერვატორიაში აღარავინ ჰყავთ — ანუ მათი მშობლები თუ ბებია-ბაბუები აღარ მუშაობენ ან გარდაიცვალნენ — ტერიტორიაზე შესვლას, ბრძანების გაუქმებამდე, პრაქტიკულად ვეღარ შეძლებენ.
    რატომ არ ეთანხმებიან ოჯახები ადმინისტრაციას
    ობსერვატორიის მოქმედი და თანამშრომლების ოჯახების წევრები ადმინისტრაციის არგუმენტს არ იზიარებენ: ამბობენ, რომ ტერიტორიაზე მათი ყოფნა სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს არ შეუშლის და არც ვინმეს ჯანმრთელობა თუ უსაფრთხოება დადგება რისკის ქვეშ.
    ისინი ხაზს უსვამენ, რომ AZT-11-ის ტელესკოპის შენობა, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება, საცხოვრებელი კორპუსებიდან მოშორებით არის განთავსებული.

    სარეაბილიტაციო ობიექტისა და კორპუსების მდებარეობა 
    “ის ტერიტორია, სადაც რეაბილიტაცია მიდის, საერთოდ ცალკე დგას და როგორც წესი და რიგია, ისეა შემოღობილი. იქ საერთოდ საქმე არ გვაქვს. ჩვენი სახლები, სადაც ვცხოვრობთ, ცოტა მოშორებულად დგას. ამიტომ ვერ ვხვდებით ასეთი მკაცრი ზომების მიზეზს”, — დასძენს თეონა ტოროშელიძის ძმა, ლევან ტოროშელიძე.
    იგი, რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად, ობსერვატორიის დირექტორს დაახლოებით 2 კვირის წინ შეხვდა. შეხვედრიდან გამოსულებმა დირექტორის პირობები სხვა ოჯახებსაც გააცნეს. დარწმუნდნენ რა, რომ დასახლებაში შესვლა პრაქტიკულად სრულად აუკრძალეს, მათი ნაწილი 10 ივნისს აბასთუმანში ჩავიდა და ბინებში შეშვება მოითხოვა.
    იქ ჩასულები უკან გამოაბრუნეს, დირექტორმა ჭანიშვილმა კი თქვა, რომ ადგილზე გაუფრთხილებლად ჩასვლით ოჯახები “პროვოკაციაზე” წავიდნენ.

    ბინებით მოსარგებლეები, ავტომობილები და პოლიციის მანქანა დასახლების შესასვლელთან 10 ივნისს. ფოტოები: ანდრო ბორბორიანი 
    “ეს არ არის პროვოკაცია. [ადამიანებს] თავიანთ სახლებში უნდოდათ შესვლა… [დირექტორს] შეეძლო, ეთქვა, რომ კი ბატონო, მხოლოდ ოჯახის წევრები ჩაბრძანდით, 2-3 ადამიანი ერთ ბინაში. შეთანხმებით ჩავიდოდით.
    გაეკეთებინა ასე და არანაირი კონფლიქტი არ იქნებოდა. ახლა ჩვენ პრინციპულად ვდგავართ”, — ამბობს ლევან ტოროშელიძე დირექტორის პასუხად.

    ლევან ტოროშელიძე მეზობლებთან ერთად დგას შენობაში, რომელშიც აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისია განთავსებული. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი
    რეზო ჭანიშვილის ბრძანების შინაარსს არ იზიარებს ნუგზარ სიგუაც, რომლის ასტროფიზიკოსი მამა, როლანდ სიგუა, ამ დრომდე საქმიანობს ობსერვატორიაში. როგორც მოქმედი თანამშრომლის შვილს, დასახლებაში შესვლა შეუძლია, თუმცა მამამისმა ყოველ ჯერზე განცხადება უნდა დაწეროს და დირექტორს გაუგზავნოს, რათა ვაჟის მასპინძლობის ნებართვა მიიღოს.
    “ხომ შეიძლება, დირექტორმა გააკეთოს იმათი სია, ვინც ითვლება შესვლის და დარჩენის უფლების მქონედ? გააკეთოს ეს სია და არ იყოს გადარეკვა-გადმორეკვა, განცხადებების წერა…”, — დასძენს სიგუა, რომელმაც ბავშვობა და მოზარდობა ობსერვატორიის ტერიტორიაზე გაატარა.
    როგორც ამბობს, სხვა არაერთი თანამშრომლის შვილების მსგავსად, იურიდიულ მისამართად ახლაც მთა ყანობილი აქვს დაფიქსირებული.
    ვის ეკუთვნის სახლები
    ობსერვატორიის მოქმედ თუ ყოფილ თანამშრომლებს, ისევე როგორც მათი ოჯახების წევრებს, ბინები საკუთრებაში არ აქვთ. თუმცა ოჯახები ამბობენ, რომ საცხოვრებელი ფართების “მართლზომიერი მფლობელები” არიან, ვინაიდან ბინებს ისინი განაგებენ, გარკვეული პერიოდულობით ცხოვრობენ და საჭიროების შემთხვევაში არემონტებენ.
    “მე და ჩემი ძმა იქ დავიბადეთ და გავიზარდეთ. ჩვენი სახლი იყო ის, სულ იქ ვცხოვრობდით. ყოველი კუთხე-კუნჭული ჩვენთვის იქ არის ძვირფასი.
    წარმოიდგინეთ, სახლზე, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ, გეუბნებიან, რომ ვერ შეხვალთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ მისი მართლზომიერი მფლობელები.
    სახელმწიფომ მომცა საცხოვრებლად და შემიშვა [ამ ბინაში]… სანამ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება სახელმწიფოს მიერ მიღებული, დღეის მდგომარეობით ის [ბინა] არის ჩემი”, — ამბობს ნანა ჩერქეზიშვილი, რომლის მშობლებიც ობსერვატორიაში მუშაობდნენ.

    ნანა ჩერქეზიშვილი (მარჯვნივ) მეზობელთან ერთად. ფოტო: ანა მჭედლიშვილი
    ასეთია მისი მეზობლების პოზიციაც: სანამ სახელმწიფო კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბინებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ და იქ შესვლის შეზღუდვებსაც არ შეეგუებიან.
    “თუ მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბინები უნდა დავცალოთ, გასაგებია. მაგრამ დღეს არ არის ასეთი გადაწყვეტილება მიღებული. მაშინ რატომ გვებრძვიან?” — კითხულობს ლევან ტოროშელიძე.
    ამჟამად აბასთუმნის ობსერვატორია განათლების სამინისტროს ექვემდებარება და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. რაც შეეხება იქვე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ისინი სახელმწიფოს საკუთრებაშია და ობსერვატორიას უვადო სარგებლობაში აქვს გადაცემული.
    შეზღუდვების დაწესების ფონზე, თანამშრომელთა ოჯახების წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციას წერილით მიმართეს და ბინების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს.

    წერილი, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაცია ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებს ყანობილის ოჯახების საკითხზე ატყობინებს. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი
    ადმინისტრაციამ ხსენებული წერილი განსახილველად შესაბამის სამინისტროებს გადაუგზავნა და ხელმომწერი მოქალაქეები ბინების “მფლობელებად/მუდმივ მცხოვრებლებად” მოიხსენია.
    ეს ფაქტი ოჯახების წევრებს გარკვეულ იმედს უჩენთ, თუმცა ობსერვატორიის დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე 3 წლის წინ დანიშნეს, განმცხადებელთა ოპტიმიზმს “მიამიტობას” უწოდებს.
    რეზო ჭანიშვილი დასძენს, რომ მთავრობამ ეს ადამიანები იმავე ტერმინებით მოიხსენია, რომლებიც თავად გამოიყენეს პირველ წერილში და ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს თანამშრომელთა ოჯახების წევრები ბინების მფლობელებად მიაჩნია.
    “უცხო ხალხი, უკანონობა” — დირექტორის ცალსახა პოზიცია
    10 ივნისს მომხდარის შემდეგ, 12 ივნისს, თანამშრომელთა ოჯახების წევრები მედიასთან და დირექტორთან შესახვედრად აბასთუმნის ობსერვატორიის თბილისის ოფისში მივიდნენ. რეზო ჭანიშვილი ადგილზე მოგვიანებით, მედიის თხოვნით გამოცხადდა, თუმცა შეკრებილებს გვერდი აუარა, კვლავ პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.
    “ბინები იქ იმისთვისაა აშენებული, რომ თანამშრომლებმა იცხოვრონ! სადმე გინახავთ, რომ ინსტიტუტში უცხო ხალხი ცხოვრობდეს?” — გვითხრა ჭანიშვილმა, რომლის ოფისიც დედაქალაქის ცენტრში, ვერის ბაღში მდებარეობს.
    “რას მელაპარაკებით, რომ თუ წლების განმავლობაში გრძელდება უკანონობა, დავაკანონოთ? ცხადია, უკანონობაა”, — დაამატა მან და იქვე დასძინა, რომ ეს ადამიანები დასახლებაში “ზაფხულობით, დასასვენებლად” დადიან.
    როცა ჭანიშვილს ჟურნალისტმა უთხრა, ეს ადამიანები შიშობენ, რომ ბინებით ვეღარასდროს ისარგებლებენო, დირექტორმა თქვა:
    “მე თუ მკითხავთ, ეგრეც უნდა იყოს”.

    რეზო ჭანიშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია
    როგორც ამბობს, ბინების საკუთრების ნაწილში ოჯახებთან დავაში არ შედის, ვინაიდან საცხოვრებელი ფართები სახელმწიფოს საკუთრებაა და არა — ობსერვატორიის. რაც შეეხება ადგილზე არათანამშრომელთა დაშვების საკითხს, ჭანიშვილი იმავე არგუმენტს იმეორებს, რომელიც მანამდე ბინებით მოსარგებლეებს დაუსახელა: სარეაბილიტაციო სამუშაოები და უსაფრთხოების რისკები.
    “იქ ხალხი მოძრაობს. როცა არიან, სულ იქ ტრიალებენ. იქ არიან ბავშვები. ამ რისკებს ვინ იღებს თავის თავზე?” — აღნიშნავს ის.
    ჭანიშვილი დასძენს, რომ არსებული აკრძალვები სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე გაგრძელდება. ყოფილი თანამშრომლების ოჯახების წევრები, რომელთაც განსაკუთრებული საჭიროება ექნებათ — პირადი ნივთის გამოტანა თუ მოხუც მშობელთან ვიზიტი — ადგილზე შესვლას წინასწარი გაფრთხილებით, კონკრეტული ვადით შეძლებენ.
    ამჟამინდელი გეგმით, სამუშაოები წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ამის შემდეგ, დირექტორის თქმით, აღდგება რეჟიმი, რომელიც სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მოქმედებდა — ანუ, ადამიანების დაშვება შეზღუდული რაოდენობით. მისი თქმით, ასე იქნება მანამ, სანამ ბინების საკუთრების საკითხი არ გადაწყდება.
    საბოლოო ჯამში, ჭანიშვილს ობსერვატორიის ტერიტორიაზე არათანამშრომელი პირების ცხოვრება მიუღებლად მიაჩნია. მისი თქმით, ტერიტორიაზე დაახლოებით 80 ბინაა, რომელთა ნახევარსაც ადმინისტრაცია ვერ განკარგავს.
    “კონფერენცია გვაქვს ჩასატარებელი, [საზაფხულო] სკოლა გვაქვს ჩასატარებელი, უცხოელების მოწვევა გვინდა… ნახევარი ბინები დაკეტილია. უცხოელები რომ ჩამოვლენ და ამას დაინახავენ, როგორ ფიქრობთ, ვინმე სერიოზულად აღიქვამს ამ ინსტიტუტს? მაგათ თუ ეკუთვნით ის ბინები, მოქმედმა თანამშრომლებმა რა დააშავეს?” — გვეუბნება ის.
    დირექტორის მიერ ღონისძიებების საკითხზე ხაზგსამის საპასუხოდ, ნუგზარ სიგუა გვეუბნება, რომ როცა წლების წინ, როცა ობსერვატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ექვემდებარებოდა, იქვე რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბჭოთა დროს აშენებულ ერთ-ერთ სასტუმროს. როგორც სიგუა იხსენებს, სწორედ იქ აბინავებდნენ სასწავლო ღონისძიებებზე ჩაყვანილ სტუდენტებს.
    “მინდა, დავრწმუნდე, რომ სხვა არაფერია ამაში ჩადებული”
    1932 წელს დაფუძნებულ ობსერვატორიას ამჟამად საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი აქვს. მანამდე ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა 2019 წელს, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ობსერვატორია უნივერსიტეტს გამოეყო.
    “ნეტგაზეთისთვის” მაშინ მიცემულ ინტერვიუში ობსერვატორიის აწ უკვე ყოფილი დირექტორი მაია თოდუა იქ არსებულ რთულ მდგომარეობაზე საუბრობდა. ის აღნიშნავდა, რომ 10-მდე ტელესკოპიდან მხოლოდ 4 იყო მოქმედი, დანარჩენები კი მწყობრიდან იყო გამოსული.
    რეაბილიტაციას, რომელიც ობსერვატორიას — მათ შორის, AZT-11 ტელესკოპს — ამჟამად უტარდება, დიდწილად მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
    ცნობილია, რომ “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, აბასთუმნის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ივანიშვილმა, რომელიც იქაურობას 2018 წელს სტუმრობდა, თქვა, რომ აბასთუმანი  “ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი” უნდა გამხდარიყო მსოფლიოში.

    ობსერვატორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ფოტო: Facebook/Sergey Danik
    ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიხედვით, ივანიშვილის ამ ვიზიტის შემდეგ სახელმწიფომ ადგილზე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო. ორგანიზაცია 2022 წლის კვლევაში დასძენს, რომ ბოლო 4 წელიწადში აბასთუმანში პრივატიზებული ფართის 81.1% სწორედ ივანიშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიძინეს.
    მთა ყანობილის ბინების ის მოსარგებლეები, რომელთაც “ნეტგაზეთმა” ივანიშვილის ინტერესზე ჰკითხა, ამ ეტაპზე, ვერ საუბრობენ ამ ფაქტორსა და ბინების გარშემო შექმნილ ვითარებას შორის კავშირზე.
    არაერთი მათგანი ამბობს, რომ დასახლებაში შესვლის აკრძალვის ოფიციალური მიზეზის არ სჯერა, თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რა შეიძლება იყოს რეალური მიზეზი.
    “მინდა, დავრწმუნდე იმაში, რომ არაფერი სხვა აზრი არ არის ამაში ჩადებული და არის რაღაც გაურკვევლობა”, — აღნიშნავს თეონა ტოროშელიძე.

    netgazeti
  19. tvati
    ომის შედეგად უკრაინაში 488 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის განცხადებაში.
    „2023 წლის 14 ივნისის მდგომარეობით, რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად, უკრაინაში 1504-ზე მეტი ბავშვი არის დაზარალებული, 488 ბავშვი დაიღუპა, 1016-ზე მეტმა მიიღო დაზიანება ", - ნათქვამია განცხადებაში.
    მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან გრძელდება მუშაობა საბრძოლო მოქმედებების ადგილებში, დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

    ipn
  20. tvati
    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელს, გენერალ მარკ მილის ფრონტზე განვითარებული მოვლენების შესახებ ტელეფონით ესაუბრა.
    „ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით და სამხრეთით მძიმე თავდაცვითი და შეტევითი ბრძოლები მიმდინარეობს. გვაქვს გარკვეული წარმატებები, ვახორციელებთ ჩვენს გეგმებს, წინ მივიწევთ“, - აღნიშნა ზალუჟნიმ.
    მისი თქმით, „რამშტაინის“ ფორმატის მორიგი შეხვედრის წინა დღეს უკრაინის არმიის პრიორიტეტები განიხილეს და მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია საჰაერო თავდაცვისა და საარტილერიო შესაძლებლობების გაძლიერება.
    ვალერი ზალუჟნი და მარკ მილი დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

    ipn
  21. tvati
    რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა „სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
    მათივე ინფორმააციით, რუსებმა ოდესისკენ „კალიბრის“ ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს. დარტყმა შავ ზღვაში მყოფი გემიდან განხორციელდა.
    აფეთქების ტალღამ დააზიანა ბიზნეს ცენტრი, სასწავლო დაწესებულება, საცხოვრებელი კომპლექსი, კვების ობიექტები და მაღაზიები ქალაქის ცენტრში. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ექვსი ადამიანი.
    გარდა ამისა, ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის საწყობში ათასი კვადრატული მეტრი ტერიტორია განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. საწყობის სამი თანამშრომელი დაიღუპა, შვიდი კი - დაშავდა.
    ამჟამად ნანგრევების გაწმენდა მიმდინარეობს, რადგან მის ქვეშ, შეიძლება, ადამიანები იყვნენ მოყოლილი.

    palitranews
  22. tvati
    აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ კრივი-რიჰზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია, რომ რუსეთი სისტემატურად და მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინელებს, მათ სახლებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
    „რუსეთის სარაკეტო დარტყმას უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები შეეწირა. ეს არის ის, რასაც ამ კონფლიქტის დაწყების შემდეგ ვხედავთ : სისტემატური, მიზანმიმართული კამპანია მშვიდობიანი მოსახლეობისა და უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო და სარაკეტო დარტყმების გზით“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა.
    შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა კრივი-რიჰზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. თავდასხმას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

    palitranews
  23. tvati
    გასულ ღამეს რუსმა სამხედროებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს უკრაინის სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე. შეტევა განხორციელდა საჰაერო და საზღვაო ბაზირების ფრთოსანი რაკეტებით და ასევე „კამიკაძე“ დრონებით, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
    კერძოდ, შავი ზღვის აკვატორიიდან ოდესის მიმართულებით განხორციელდა დარტყმა 4 „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით.
    „სამი რაკეტის ჩამოგდება მოვახერხეთ, ერთი კი სამოქალაქო ობიექტს მოხვდა", - აცხადებენ უკრაინის გენშტაბი.
    ასევე, აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან რუსმა სამხედროებმა 10 ირანული დრონით "Shahed-136/131" იერიში განახორციელეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. 9 დრონი განადგურებულია. ამასთან, რუსეთის როსტოვის ოლქის ტერიტორიიდან დონეცკის ოლქის მიმართულებით რუსულმა ჯარმა გაუშვა საჰაერო ბაზირების ექვსი ფრთოსანი რაკეტა Х-22 ოთხი ბომბდამშენიდან Ту-22М3.
    „უკრაინის საჰაერო ძალების საშუალებებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებთან ურთიერთმოქმედების შედეგად, ღამის იერიშის დროს განადგურებულია 12 საჰაერო მიზანი: სამი ფრთოსანი რაკეტა „კალიბრი" და ცხრა ირანული დამრტყმელი დრონი Shahed-136/131", - ნათქვამია განცხადებაში.

    ipn
  24. tvati
    ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის პირველ დღეებს დადებითად აფასებს. ამის შესახებ მან USA Today-სთან ინტერვიუში განაცხადა.
    სტოლტენბერგის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები თანდათან “იპყრობენ პოზიციებს,” და რუსებს ბრძოლით უკვე რამდენიმე პატარა ქალაქი და სოფელი წაართვეს.
    ამავდროულად ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სწრაფ და მნიშვნელოვან წარმატებებთან მიმართ ფრთხილად ყოფნაა საჭირო.
    “მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს შეტევა სისხლიანი და მძიმე იქნება. რუსებს გამაგრებისთვის ჰქონდათ დრო - საკმაოდ მძიმე თავდაცვის ხაზებია, და მათი გარღვევა რთული ამოცანაა”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
    მისი თქმით, რუსი სამხედროები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევდნენ უკრაინულ ძალებს, ცუდად იყვნენ აღჭურვილნი და სათანადო ხელმძღვანელობა არ ჰქონდათ.
    “მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინელებს აქვთ სიმამაცე, მზადყოფნა გაათავისუფლონ მიწა… და განდევნონ რუსები”, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
  25. tvati
    უკრაინის კონტრშეტევა ფართომასშტაბიანია, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვების გამოყენებით. ის 4 ივნისს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამის შესახებ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხედრო კორესპონდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
     
    „ეს არის ფართომასშტაბიანი კონტრშეტევა, რომელიც იყენებს, როგორც ახლახანს საჯაროდ ვთქვი, ამ მიზნებისთვის მომზადებული რეზერვებს. ეს 4-დან დაიწყო და ახლაც გრძელდება", - განაცხადა პუტინმა.
     
    პუტინმა განმარტა, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ მორიგი ანგარიში მოისმინა.
     
    გარდა ამისა, პუტინმა ისაუბრა კახოვკის ჰესზე და აღნიშნა, რომ უკრაინული მხარე დამნაშავეა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტრაგედიაში.
     
    მისი თქმით, უკრაინა ამისთვის იბრძოდა მიზანმიმართულად და არაერთხელ დაარტყა HIMARS-ით ჰიდროელექტროსადგურს.
     
    „აბა, ვინ არის დამნაშავე - გასაგებია, რომ უკრაინული მხარე იღწვოდა ამისკენ. იცით, ახლა არ ვიტყვი იმას, რაშიც 100%-ით არ ვარ დარწმუნებული, რადგან მთლიანობაში, დიდი აფეთქებები აქამდე არ დაგვიფიქსირებია. ნგრევა მოხდა, ყოველ შემთხვევაში, ასე შემატყობინეს, მაგრამ მიზანმიმართულად დაარტყეს HIMARS-ით არაერთხელ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურს, საქმეც ამაშია“ , - განაცხადა პუტინმა.
     
    მისი თქმით, რუსეთი ნამდვილად არ იყო დაინტერესებული ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ტრაგედიით, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა რუსეთის რეგიონებში.

    იპნ
×
×
  • შექმენი...