Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “ევროპარლამენტარის მოწერა სამი დღით ადრე, რომ იცით რა, ჩვენ შეხვედრა გვინდა და აბა, შეგვხვდით, ეს არის მიუღებელი, არაადეკვატური, პირდაპირ გეტყვით. მე მესმის, რომ საქართველო არის ულამაზესი, უძველესი ისტორიით, თავისი კულტურით და ტრადიციებით და თუ ნახვა უნდათ, მობრძანდნენ, დავპატიჟებ პირადად, მაგრამ იქ სადაც არის ფორმატი, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ წესდებას და პროცედურებს – ჯერ პირველი პირები არ შეთანხმებულან ფორმატზე, რა როგორ და.. ევროპარლამენტარები რომ გამორბიან, დაკავდნენ რამე სხვა საქმით, თუ აქვთ. თუ ვინმემ ამოწურა იქ თავი, ვერ ხედავს თავს და თუ უცხო ქვეყანაში მოგზაურობა უნდა, ეს სხვა ფორმატია და ამისთვის ნუ გამოიყენებენ და ჩრდილს ნუ მიაყენებენ, როგორც ქვეყანას, სახელმწიფოს და ნურც ამ ინსტიტუციას” თქვა ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარებზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არ შეხვდა. newsreport.ge/
  2. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირი, აშშ-სგან განსხვავებით, არ აპირებს დიპლომატებისა და მათი ოჯახების უკრაინის გაყვანას. “ჩვენ არ ვაპირებთ იმავეს გაკეთებას, ამის კონკრეტული მიზეზები არ გვაქვს. არ გვინდა სიტუაციის დრამატიზება. მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. არ ვიცით, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება აშშ-მ, თუმცა, ვფიქრობ, ენტონი ბლინკენი დამატებით ინფორმაციას მოგვაწოდებს”,- თქვა ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა. საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა. newsreport.ge/
  3. “რუსეთის აგრესიის დიდი ნაწილი კონცენტრირებულია უკრაინაზე, მაგრამ მისი მავნე საქმიანობა, რომელიც უთანხმოებისა და განხეთქილების დათესვას ემსახურება არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი ქვეყნით. ჩვენ ვნახეთ პუტინის საშიში ქცევა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის, საქართველოში. რუსეთის მხრიდან განახლებული აგრესიის ფონზე, ჩვენს არსენალში უდიდესი რამ ის არის, რომ პუტინს გამარჯვებაზე უარი ვუთხრათ ეროვნული ერთიანობის შენარჩუნებით როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში. მე მოვუწოდებ ორივე ქვეყანას, გვერდზე გადადონ თავიანთი პარტიული უთანხმოება და გამოიყენონ ეს მომენტი და გააერთიანონ თავიანთი ქვეყნები საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ“ განაცხადა სენატორმა კინ შაჰინმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში. newsreport.ge/
  4. “უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს მხარდაჭერა. ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა განცხადება და შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ამით” ასე პასუხობს თბილისის მერი კითხვას, რატო არ აკეთებს საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას. newsreport.ge/
  5. საქართველოს 4 მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ მთავრობის დღევანდელ სხდომას მინისტრების მხოლოდ ნაწილი ესწრებოდა. IPN-ის ცნობით, კორონავირუსი აქვს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს. newsreport.ge/
  6. საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს და ხელისუფლებას კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, ერთად მიიღონ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია და კიევში ერთობლივი ვიზიტი განახორციელონ. ოპოზიციის ინიციატივებია: საპარლამენტო ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთობლივად მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი საპარლამენტო რეზოლუცია, სტრატეგიული მეგობრის და პარტნიორის მიმართ საერთო სახელმწიფოებრივი, მრავალპარტიული მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვის მიზნით; საქართველო-უკრაინის მეგობართა ჯგუფის გააქტიურება და უახლოეს დღეებში ერთობლივი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით კიევში საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის ერთობლივი ვიზიტის ორგანიზება; მიმდინარე კვირას საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრთან და თავდაცვის მინისტრთან შეხვედრა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების განხილვის მიზნით; მოვუწოდებთ საქართველოს პრემიერმინისტრს, მოიწვიოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის განახლებული აგრესიის ფონზე საქართველოსა და რეგიონისთვის გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე სამსჯელოდ და შესაბამისი ღონისძიებების შემუშავების მიზნით; საქართველოს პარლამენტში ასევე ინიცირებულია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდამჭრი რეზოლუცია. პარლამენტმა უახლოეს საპარლამენტო სესიაზე განიხილოს და მიიღოს ერთობლივი რეზოლუცია აღნიშნულ საკითხზე; მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებს, დაუყონებლივ დაიწყონ კონსულტაციები ამ საკითხების განსახილველად. აღნიშნული ინიციატივებით „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციები გამოდიან. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა. newsreport.ge/
  7. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე დაამტკიცებენ ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას. მისი განმარტებით, ამ გეგმის მიზანი საზოგადოების ტერორიზმისგან დაცვაა. “დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს გამოაქვს საკითხი, რომელიც ეხება ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცებას. ამ დოკუმენტის მიზანია სახელმწიფოსა და საზოგადოების დაცვა ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მხრიდან მომდინარე საფრთხეებისგან. სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული იყო ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი ყველა უწყება და დღეს ამ დოკუმენტს მთავრობაზე დავამტკიცებთ”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. newsreport.ge/
  8. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ზრდის ფონზე, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერი განცხადება კვლავ არ გააკეთა. მთავრობის სხდომა პირდაპირ ეთერში 14 წუთზე მეტხანს მიმდინარეობდა. პარტნიორი ქვეყნისთვის მხარდაჭერა არ გამოუცხადებია არც “ქართულ ოცნებას”. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ფიქრობენ, რა ფორმით გამოხატონ სოლიდარობა. ხელისუფლების წარმომადგენლებიდან უკრაინას მხარდაჭერა გუშინ, მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გამოუცხადა, თუმცა მას საკუთარ ტვიტში რუსეთი არ უხსენებია. “ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარულია უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით”,– დაწერა ზალკალიანმა გუშინ, ტვიტერის საკუთარ გვერდზე. ცნობისთვის, უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა თავმოყრილი. ასევე, განლაგებულია დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო აღჭურვილობა. დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ აპირებს უკრაინაში შეჭრას. დიდი ბრიტანეთის ინფორმაციით, რუსეთი ქვეყნის ოკუპაციას და პრორუსული მმართველის დანიშვნას გეგმავს, რასაც კრემლში უარყოფენ. საფრთხის ზრდის პარალელურად, საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობით ეხმარებიან. დღეს უკრაინაში აშშ-ს საელჩომ თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, უკრაინა დატოვონ. თავად თანამშრომლებს კი ქვეყნის დატოვება სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ. newsreport.ge/
  9. შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპირებს, მის ადგილს კი მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაიკავებს. წყაროს ცნობით, მანამდე სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს შესთავაზეს, თუმცა მან შეთავაზებაზე უარი განაცხადა. რაც შეეხება შს მინისტრის თანამდებობას, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოსტს ირაკლი ღარიბაშვილთან დაახლოებული პირი, სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელი გიორგი გუგუნაური დაიკავებს. წყაროს თქმით, გუგუნაური, რომელიც მანამდე დედოფლისწყაროს პოლიციის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი კახეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი იყო, თანამდებობიდან მაშინდელმა მინისტრმა გიორგი გახარიამ გაათავისუფლა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს ის უწყებაში სამხედრო პოლიციის ხელმძღვანელად დაინიშნა. newsreport.ge/
  10. “გერმანიამ უნდა შეწყვიტოს პუტინის წახალისება”- უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, შეწყვიტოს ერთიანობის დარღვევა და საკუთარი განცხადებებით არ წაახალისოს პუტინის ახალი თავდასხმა უკრაინაზე. ამის შესახებ კულება Twitter-ზე წერს. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა მადლიერია გერმანიის 2014 წელს გაწეული მხარდაჭერისთვის თუმცა ასევე მათი განცხადებები იმედგამაცრუელებელია. „გერმანელმა პარტნიორებმა უნდა შეწყვიტონ ასეთი განცხადებებითა და ქმედებებით ერთიანობის შელახვა და ვლადიმერ პუტინის მხრიდან უკრაინაზე ახალი თავდასხმის წახალისება“, – წერს კულება „ტვიტერზე“. Нещодавні заяви Німеччини щодо неможливості передачі Україні оборонної зброї, зокрема через надання дозволу на це третім сторонам, безперспективності повернення Криму, вагання щодо відключення РФ від SWIFT — не відповідають рівню наших відносин і поточній безпековій ситуації 1/3 — Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) January 22, 2022 ცნობისთვის, გერმანია ესტონეთს, რომელიც NATO-ს წევრი ქვეყანაა, გერმანული წარმოების იარაღის უკრაინისთვის გადაცემის უფლებას არ აძლევს. გერმანიის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მოსკოვიდან მომავალი საფრთხის გამო მიიღეს. newsreport.ge/
  11. ”არ არის აუცილებელი ამ მყვირალა ყიყლიყოს წამოძახებასავით განცხადებები იყოს მთავარი მახასიათებელი ნიშანი, თუ რას აკეთებს საქართველო იმ ომში, რომელშიც მონაწილეობს და არანაკლები უკრაინისა საფრთხეები ემუქრება, მით უმეტეს, იმ ადამიანებისგან წამოყივლებები, რომლებმაც საქართველოს დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციას დაუთმო და წინაპირობა შექმნა ოკუპაციის.” აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, გია ვოლსკი, უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული ვითარებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. newsreport.ge/
  12. აშშ–ის საელჩო კიევში აშშ–ის სახ.დეპს მიმართავს ნაკლებ მნიშნველოვანი თანამშრომლები და მათი ოჯახები უკრაინიდან გაიყვანონ. აღნიშნულ ინფორმაციას, CNN-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ–ის საელჩო კიევში გამოცემასთან ამ ინფორმაციას ევაკუაციის შესახებ არ ადასუტრებს და CNN–ს ამისამართებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტთთან.გამოცემის ცნობით, მათ უკრაინის მთავრობასთან დაახლოებულმა პირმა, უთხრა რომ აშშ–მა უკვე აცნობა უკრაინას, რომ ევაკუაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამავე პირის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკითხზე აშშ–ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს ესაუბრა და უთხრა, რომ აშშ–ისგან მსგავსად დრამატული რეაქცია გადაჭარბებულია. newsreport.ge/
  13. “ევროპარლამენტარებმა განსაცვიფრებელი განცხადება გააკეთეს. იგი აბსოლუტურად საპირისპიროა იმის, რასაც ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი გულისხმობს”, – ასე ეხმაურება, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ევროპარლამენტარების მიერ საქართველოში ვიზიტის გაუქმებას. “თავად ჟან მონეს დიალოგის ეს ფორმატი დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს ითვალისწინებს, რა საკვირველია, წინასწარი მომზადებით, თუმცა გარკვეული დღის წესრიგის გარეშე. იგი მიმართულია იმისკენ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს.” – განაცხადა ვოლსკიმ. საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად. newsreport.ge/
  14. “მთელი გულით ვიზიარებ -სანატორიუმ ქართლის ზურაბ ქირიას გარდაცვალების გამო წარმოუდგენელი ტრაგედიაა. როდესაც სანატორიუმის ფანჯრებიდან 30 წელი უყურებ შენს ირგვლივ თუ როგორ შენდება ათასობით კორპუსები, თან იმდენი რომ სუნთქვაც კი შეუძლებელია… 30 წელი ცოცხლებშიც არ წერიხარ, მიუხედავდ ტანჯვისა და სასტიკი ცხოვრების ისტორიიისა. და ვინმეს გონია რომ ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელი იყო?!!! ყველას მოეთხოვება!!!!!” ამის შესახებ, მომღერალი ნინო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერს რითიც, სანატორიუმ “ქართლში” დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება. newsreport.ge/
  15. პრეზიდენტმა, პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატების სია გადაუგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარედ სალომე ზურაბიშვილმა კომისიის მოქმედი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარადგინა.პრეზიდენტმა პარლამენტს ასევე წარუდგინა ცესკოს წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი. წარდგენილ კანდიდატებს პარლამენტი საკომიტეტო ფორმატში მოუსმენს, შემდეგ კი მათი არჩევის საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა. newsreport.ge/
  16. პუტინს “ბოროტების იმპერიის” აღდგენა სურს – ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი როჯერ უიკერი CNN-თან. სენატორი აცხადებს, რომ შესაძლოა რუსეთმა სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის დიპლომატიური მოლაპარაკებები, დროის გაყვანით მიზნით გამოიყენოს. “აუცილებელია, ამას შევხედოთ რუსეთის წარსული ქმედებების კონტექსტში: 2014 წელს რუსეთმა დაიპყრო ყირიმი, შემდეგ შეიჭრა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, მანამდე, 2008 წელს შეიჭრა საქართველოს ორ რეგიონში. რუსეთს განაგებს ადამიანი, რომელსაც სურს დაბრუნდეს “ბოროტების იმპერიაში”, რაზედაც რონალდ რეიგანი საუბრობდა”, – თქვა სენატორმა. სენატორი შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან შეცდომა დაუშვა როდესაც, უკრაინაში აშშ-ის ჯარების ცალმხრივი შეყვანა გამორიცხა. “შეერთებული შტატები, ცხადია, მუდამ უნდა ისწრაფვოდეს დიპლომატიისკენ, მაგრამ ამავე დროს, სწორედ ახლაა იმის დრო, გამოავლინოს მზადყოფნა უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების თაობაზე, რაც კიევს საშუალებას მისცემს, დაიცვას საკუთარი თავი”, – თქვა სენატორმა. newsreport.ge/
  17. ”ჟან მონეს დიალოგს, ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში”- აცხადებს, პარლამენტის დეპუტატი, სალომე სამადაშვილი. ის ასევე აღნიშნავს რომ ჟან მონეს დიალოგზე უარი, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმართ საბოტაჟია. “ჟან მონეს დიალოგს ევროკავშირი ექსკლუზიურად იყენებს, იმ ქვეყნებში, რომლებიც რეალურად მოიაზრებიან პოტენციურ წევრებად, პირველ რიგში გაწევრიანების კანდიდატ ქვეყნებში. ამ დიალოგის დაწყების გამიზნული საბოტაჟი, რაც ევროპარლამენტის დელეგაციის მიღებაზე უარია, ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის საბოტაჟია. არც ერთი ნაბიჯი წინ, ნახევარ-ნახევარი ნაბიჯი უკან-ესაა რეალურად ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საქმე საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება”, – წერს სალომე სმადაშვილი. საქართველოში ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც 21–22 იანვარს იყო დაგეგმილი გაუქმდა. როგორც ევროპარლამენტარების, ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის გაუქმების მიზეზია ის, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დრო ვერ გამონახა მოლაპარაკებებში ჩასართავად. newsreport.ge/
  18. “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარების ვიზიტი, რომელიც , 21-22 იანვარს უნდა შემდგარიყო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან შეთანხმებული არ იყო. „ეს დიალოგი უნდა შედგეს ევროპარლამენტის პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. ეს არის ამ დიალოგის ფორმატი და წარმოების ჩარჩო, რომელიც გარკვეულ კონფიდენციალურობასაც გულისხმობს იმ დონეზე, სანამ ამ დიალოგის ფორმატების და ჩარჩოს მიმართულებები შეთანხმდება პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის. ამავდროულად ხდება დღის წესრიგის და დელეგაციების შეთანხმებაც. ჩვენი მხრიდან იყო შესაბამისი წერილი და ახსნა-განმარტება, იქითა მხრიდანაც არსებობს ურთიერთგაგება. ეს დიალოგი ემსახურება არა პოლარიზაციის გაღრმავებას, რა სურათიც ახლა ქართულ სინამდვილეში გადმოთარგმნილი მივიღეთ, არამედ ემსახურება პოლარიზაციის შემცირებას და პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის დაწყებას და თანამშრომლობის რეჟიმის უზრუნველყოფას. როცა ორი დღით ადრე ეუბნები პარლამენტის თავმჯდომარეს და რაღაც ფორმატს ვიწყებ და ეს ფორმატი ამ დროს სულ სხვა რეჟიმში და დონეზე უნდა შეთანხმდეს, რა თქმა უნდა, ეს არ არის კორექტული დამოკიდებულება საქართველოს პარლამენტის მიმართ. ჩვენ ევროპარლამენტთან ყველა ფორმატში ვთანამშრომლობთ ამ ფორმატშიც გაგრძელდება თანამშრომლობა ოღონდ იმ წესის მიხედვით, რა წესიც არის ამ ფორმატისთვის მიღებული. ეს ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებული არ იყო“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. newsreport.ge/
  19. ”საბჭოთა კავშირი 70 წელზე მეტხანს არსებობდა და ის 30 წელია იშლება. პუტინი და მისი ჩეკისტები ახლა მის აღდგენას კი არა, დაშლის შეუქცევადობის შეჩერებას ცდილობენ. ეს შლა ხანგრძლივი, აგონიური და საშიშია, მაგრამ მაინც შლაა. ლოდებად ცვივა იმპერიის გვამის ნარჩენები… პუტინი ასრულებს – არ იწყებს. საშიში კი ისაა, ეს ლოდები რამდენად და როგორ დააზიანებს ჩვენს თავისუფლებას” წერს, მწერალი ლაშა ბუღაძე, სოციალურ ქსელში. newsreport.ge/
  20. ”კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან ”- გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, მას დიდი საფასურის გადახდა მოუწევს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თუკი უკრაინაში რუსეთის შეჭრა მოხდება, ამას დიდი საფასური მოჰყვება. ჩვენ მზად ვართ, დავაწესოთ ძალიან მკაცრი სანქციები. ეს შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და მსხვერპლამდე მიგვიყვანს, რაც საბჭოთა კავშირ-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტის დროს ვიხილეთ. კრემლმა ვერ ისწავლა გაკვეთილები ისტორიიდან. ისინი საბჭოთა კავშირის, ანუ ერთგვარი დიდი რუსეთის ხელახლა შექმნაზე ოცნებობენ. აცხადებენ, რომ სურთ სტაბილურობა, მაშინ როცა მუშაობენ სხვების მიმართ საფრთხისა და დესტაბილიზაციის შექმნაზე,“- აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. newsreport.ge/
  21. საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ბოლო 24 საათში ჩატარდა 7 059 აცრა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 15.55%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 11.39% ხოლო 7 დღის მანძილზე – 12.76%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 173 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 951 428. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 631 პირი ემსხვერპლა. newsreport.ge/
  22. სერგეი ლავროვთან დაგეგმილ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ბერლინში საუბრობს. სახელმწიფო მდივანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ხვალ, ჟენევაში შეხვდება. „რუსეთი ამბობს, რომ პრობლემა ნატოა. ეს აბსურდია. ნატო არ შეჭრილა საქართველოში, ნატო არ შეჭრილა უკრაინაში. რუსეთი შეიჭრა“ – განცხადება ენტონი ბლინკენმა, ბერლინში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა. „უკრაინა არ არის აქ აგრესორი. უკრაინა მხოლოდ გადარჩენას ცდილობს. არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუ რუსეთი პროვოკაციას, ან რაიმე ინციდენტს მოაწყობს და შემდეგ ამას სამხედრო ინტერვენციის გამართლებად გამოიყენებს. იმ იმედით, რომ სანამ ამას მსოფლიო გააცნობიერებს, ძალიან გვიან იქნება. ბევრი სპეკულაცია გავრცელდა პრეზიდენტ პუტინის ჭეშმარიტ განზრახვებზე, მაგრამ ჩვენ გამოსაცნობი არაფერი გვაქვს. მან არაერთხელ გვითხრა. ის შეჭრის საფუძველს ქმნის, რადგან არ სწამს, რომ უკრაინა სუვერენული ერია“ – აცხადებს ბლინკენი. სახელმწიფო მდივანმა ამის შესახებ, ასოციაცია „ატლანტიკურ ხიდში“ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. ეს არის ასოციაცია, რომელიც გერმანულ-ამერიკული მეგობრობის ხელშესაწყობად შეიქმნა და მისი წევრი ალბერტ აინშტაინიც იყო. სიტყვით გამოსვლისას, ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაშინგტონის დიპლომატიურ ძალისხმევას, მოლაპარაკებების გზით გადაჭრას, რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისი. „მიუხედავად რუსეთის უგუნური მუქარისა, უკრაინის წინააღმდეგ და საშიში სამხედრო მობილიზაციისა. მიუხედავად გაუგებრობისა და დეზინფორმაციისა, შეერთებულმა შტატებმა, ჩვენ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ამ გამოგონილი კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავალი შევთავაზეთ. სწორედ ამიტომ დავბრუნდი ევროპაში, გუშინ უკრაინაში ვიყავი, დღეს კი აქ, გერმანიაში ვარ. ხვალ შვეიცარიაში ვიქნები, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შევხვდები და კიდევ ერთხელ მოვიძიებ დიპლომატიურ გამოსავალს“ – აცხადებს ბლინკენი. ბერლინამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტ ბაიდენის დავალებით კიევს სტუმრობდა. უკრაინაში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივანმა, „ამერიკის ხმის“ აღმოსავლეთ ევროპის ბიუროსთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სამ ნაბიჯზე ისაუბრა, რასაც შეერთებული შტატები, უკრაინაში ახალი რუსული სამხედრო ინტერვენციის შემთხვევაში, მოკავშირეებთან ერთად გადადგამს. „პირველი, ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავეთ ვრცელი სანქციების შემუშავებაზე ფინანსური, ეკონომიკური, ექსპორტის კონტროლის და სხვა მიმართულებით. დაწვრილებით არ ვისაუბრებ, მაგრამ ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით. მეორე შედეგი – შემდგომი დახმარება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. და მესამე, თითქმის დარწმუნებით [ვამბობ], ნატოს მოუწევს გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე“ – აცხადებს ენტონი ბლინკენი. ენტონი ბლინკენი კვლავ იტოვებს იმედს, რომ რუსეთი, შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ დიპლომატიურ გზას გააგრძელებს. სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ამ კუთხით, სერგეი ლავროვთან ხვალ დაგეგმილი შეხვედრა მნიშვნელოვანი ნიშანია. რუსეთს, უკრაინის საზღვრებზე ათობით ათასი ჯარისკაცი ჰყავს მობილიზებული. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ, მოსკოვმა და მინსკმა, ერთობლივი სამხედრო წრთვნების დაწყების შესახებ განაცხადეს. ამ მიზნით, რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ტექნიკის გაგზავნა უკვე დაიწყო. იმის გათვალისწინებით, რომ კიევიდან, ბელარუსთან საზღვრამდე უახლოესი წერტილი 90-კმ-საც არ აჭარბებს, სამხედრო ანალიტიკოსები მინსკი-ბელარუსის გადაწყვეტილებას, ახალი ფრონტის ხაზის გახსნად აფასებენ. შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. თუმცა, კრემლი ამას უარყოფს და დასავლეთისგან „უსაფრთხოების გარანტიებს“ ითხოვს. მოსკოვს სურს, ნატომ ოფიციალურად განაცხადოს, რომ უკრაინა და საქართველოს ნატოს წევრები არასდროს გახდებიან. ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ რუსეთის ეს მოთხოვნა მიუღებელია და მისი განხილვა შეუძლებელია. წყარო: ამერიკის ხმა newsreport.ge/
  23. “თუ ნებისმიერი რუსული შენაერთი უკრაინის საზღვარს გადაკვეთს, ეს შეჭრა იქნება”- აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ უკრაინაში სავარაუდო შეჭრასთან დაკავშირებით საკუთარი განცხადება დააზუსტა. “მე აბსოლუტურად ცხადად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, მისთვის ყველაფერი გასაგებია. თუკი უკრაინის საზღვართან შეჯგუფებული ნებისმიერი – ნებისმიერი – რუსული ქვედანაყოფი საზღვარს გადაკვეთს, ეს არის შეჭრა. შეჭრას მოჰყვება მკაცრი და კოორდინირებული პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ავუხსენი პრეზიდენტ პუტინს”. – თქვა ჯო ბაიდენმა. newsreport.ge/
  24. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წევრებს შეხვდა, სადაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისთვის, კახა კუჭავასთვის ანაკლიის პროექტის ჩაბარება განიხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 24 დეკემბერს დატოვა. მაშინ კუჭავამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვან პროექტში იქნება ჩართული, რომლის დეტალებსაც მოგვიანებით გავიგებდით. ყოფილი თავმჯდომარე ანაკლიის პორტთან კავშირს არ ადასტურებს, თუმცა აღნიშნა, რომ პროექტი, რომელზეც იმუშავებს საქართველოში განხორციელდება. newsreport.ge/
  25. “სტრასბურგიდან 3 გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი” – ამის შესახებ, საიას თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს. “სტრასბურგიდან ბოლო სამ თვეში სამი გადაწყვეტილება მოვიდა, რომლებითაც პირდაპირ უნდა დადგეს ღარიბაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი: 1. 5 ივლისის მოვლენებზე მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება, რომელიც მის პრემიერობას და ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს უკავშირდება; 2. 2013 წლის 17 მაისის მოვლენებზე ძალან მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც მის მინისტრობის პერიოდს უკავშირდება და სადაც 5 ივლისის მსგავსად მოიქცა; 3. მამუკა მიქაუტაძეზე დღევანდელი, არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილება, რომელიც ასევე მის მინისტრობას უკავშირდება და მის უწყებაში ჩადენილ დარღვევებსა და საქმის გამოუძიებლობას. პარლამენტს ელემენტარული თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, გაიხსენებდა მის ნამდვილ როლს და სამივე საკითხზე პასუხი უნდა მოეთხოვა, სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება პრაქტიკულად დასამარებულია.”- წერს ნიკა სიმონიშვილი. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...