Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “თუ პირის PCR უარყოფითია, მაინც გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ, როგორც კოვიდიანი”-ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ინტერპრესნიუსთან. „სწრაფი ტესტები ზოგ შემთხვევაში, ძირითადად დაავადების პირველ დღეს, შემთხვევათა მცირე ნაწილში „ომიკრონს“ ვერ იჭერს. ამიტომ უპირატესობა ენიჭება „პისიარ“ ტესტს. ყველა პაციენტმა, ვისაც სიმპტომი აქვს, თუნდაც რეალურად კოვიდი არ ჰქონდეს და ჰქონდეს რომელიმე გაციებითი რესპირატორული დაავადება, აუცილებლად უნდა გაიკეთოს სწრაფი ტესტი, ხოლო თუ საეჭვოა და სიმპტომები აქვს, ასეთ პაციენტს აუცილებლად ამისამართებენ “პისიარ” ტესტზე. სწრაფი ტესტი კი დაავადების მეორე-მესამე დღეს როგორც წესი, აფიქსირებს. ექიმებს მივმართავ, რომ თუ პაციენტს აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ტესტი, მათ შორის “პისიარიც” არის უარყოფითი, ასეთ პაციენტს უნდა მოვექცეთ როგორც კოვიდიანს და გვყავდეს იგივე მეთვალყურეობის ქვეშ როგორც კოვიდიანი, რამეთუ ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ის არ დამძიმდება და ლეტალური შედეგით არ დასრულდება. ხოლო თუ მცირე შემთხვევაში მოხდება შეცდომა, ანუ პაციენტს არ ექნება კოვიდი, მაგრამ უმკურნალებენ როგორც კოვიდიანს, ამით არაფერი დაშავდება“,- განაცხადა ცერცვაძემ. newsreport.ge/
  2. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე „ომიკრონის“ სიმპტომებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ამ შტამის შემთხვევაში იშვიათია გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა. „ომიკრონი“ უფრო ხშირად იწყება ისეთი სიმპტომებით, როგორებიცაა სურდო, ყელში ჩაკაწვრის გრძნობა და ყელის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე. ეს არის პირველი ძირითადი სიმპტომები, როდესაც „დელტა“ და სხვა შტამების დროს განსხვავებული სიმპტომები იყო. თუმცა შემდგომში „ომიკრონის“ დროსაც შესაძლოა განვითარდეს ისეთი სიმპტომები, რაც „დელტას“ დროს ვითარდებოდა. მაგრამ იშვიათია გემოსა და ყნოსვის დაკარგვა, ასევე ნაკლები ინტენსივობისაა ხველა და შედარებით იშვიათია მაღალი ცხელება, თუმცა ეს სიმპტომები მაინც იმდენად არ განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ექიმმა ან ავადმყოფმა მკაფიოდ გაარჩიოს, “ომიკრონი” აქვს თუ “დელტა”,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. newsreport.ge/
  3. “თუ რუსეთი განახორციელებს აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი და მკაცრი პასუხი “- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბაერბოკთან ბერლინში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას დაძაბულობის განსამუხტად, რომელიც შექმნილია უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარის მობილიზებით, რუსეთის შემდგომი შეჭრის შეკავებასა და აღკვეთას. მიუხედავად იმისა, რომ მხარს ვუჭერთ დიპლომატიურ გზას, დავაწესებთ სწრაფ და დიდ საფასურს, თუ რუსეთი აირჩევს აგრესიას. ჩვენ გარკვევით ვაცხადებთ, რომ თუკი რუსეთის სამხედრო ძალები შეიჭრებიან უკრაინაში და ჩაიდენენ ნებისმიერ აგრესიულ ქმედებას უკრაინის წინააღმდეგ, ამას მოჰყვება სწრაფი, მკაცრი და ერთიანი პასუხი აშშ-სგან და ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისგან“,- აღნიშნა ბლინკენმა. newsreport.ge/
  4. უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ეხმიანება ნინო ლომჯარიას კონსილიუმის დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ. ის საქართველოს იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა. “უკრაინის მოქალაქეს, რადას ნაციონალური რეფორმების კომიტეტის ხელძღვანელს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში იძულებით გადაყვანეს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია სჭირდება. ეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმისგან მივიღეთ. მას პოსტტრამვული სტრესი და დეპრესია აქვს, რომლის მკურნალობას ციხეში შეუძლებელია. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომაროება ყოველდღიურად უარესდება. ექიმთა კონსილიუმმა დაადასტურა, რომ მკურნალობის მეთოდში ცვლილებები არ არის, რასაც სახალხო დამცველი დაჟინებით მოითხოვდა. მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის გარეშე, ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის კურსის დანიშვნა”,– წერს ლუდმილა დენისოვა Facebook-ზე. ის უცხო სახელმწიფოებსა და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს სთხოვს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს. newsreport.ge/
  5. “ეს არის ადამიანი, რომელიც 5 წელია ახერხებს, არ მიესალმოს არცერთ თავის კოლეგას პარლამენტიდან. ოპოზიციაში რა ხდება, არ ვიცი, მაგრამ ჩვენიანებს ვგულისხმობ. ამას მართლა ნიჭი და მოხერხება უნდა. იმედია, დავიმსახურებთ მეექვსე წლის განმავლობაში” ამბობს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე სამადაშვილზე. newsreport.ge/
  6. “მე მახსოვს 80-იანი წლების თბილისი, საქართველო, სხვანაირი გარემო იყო, ადამიანებს ერთმანეთი უყვარდათ, მეტი სითბო იყო და რაღაცა. ამას რომ დავუმატოთ დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, ეს იქნებოდა ოცნების თბილისი და ოცნების საქართველო. მეტი სიყვარული და მეტი სითბო, ამაზე ალბათ, ყველა ოცნებობს, რაც ცოტა გვაკლია” ასე პასუხობს ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ედ ჰოკის” კითხვას, რა არის მისი ქართული ოცნება. newsreport.ge/
  7. “სააკაშვილის ფსიქიკა – გაწონასწორებული უნდა იყოს პოლიტიკოსი, მელიას ინტლექტი, გუბაზის პრინციპულობა და სალომე სამადაშვილის კაი გამარჯობა. ეს არის ადამიანი, რომელიც 5 წელია ახერხებს, არ მიესალმოს არცერთ თავის კოლეგას პარლამენტიდან, ჩვენიანებს, ამას მართლა ნიჭი და მოხერხება უნდა. იმედია, დავიმსახურებთ მეექვსე წლის განმავლობაში” ასე პასუხობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე “ედ ჰოკი”-ს კითხვას, როგორ ააწყობდა საუკეთესო ოპოზიციონერს ოპოზიციის წევრების საუკეთესო თვისებებით. newsreport.ge/
  8. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ენტონი ბლინკენის უკრაინაში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მის ტერიტორიულ წ####ბზეც. დეპარტამენტის ცნობით, აშშ-უკრაინის ურთიერთობა უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონში უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ქვაკუთხედს წარმოადგენს. „უკრაინის ტრაექტორია მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ ნათელია და უკრაინელ ხალხს შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები თქვენ გვერდით იდგა“,– აღნიშნავს ბლინკენი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, 30 წლის წინ, უკრაინის უზენაესმა რადამ არჩევანი გააკეთა, რომ დაეწყო ახალი კურსი, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული და სუვერენული სახელმწიფოსი, რომელიც ორიენტირებულია ევროპულ ღირებულებებზე. “უკრაინამ მოიპოვა თავისუფლება საბჭოთა კავშირის ტოტალიტარული დიქტატურისგან უკრაინელების თავისუფლების სიყვარულის გამო. თავისუფლების ეს სიყვარული ღრმაა უკრაინის ისტორიაში, ვოლოდიმირ დიდის დროიდან მოყოლებული. შეერთებულ შტატებსა და უკრაინას საერთო სურვილი აქვთ, ყველა უკრაინელს ნათელი და აყვავებული მომავალი ჰქონდეს. შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლაში”,– აღნიშნულია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს უფლება აქვთ, აირჩიონ საუკეთესო მომავალი თავიანთი ხალხისთვის – შრომითა და სწრაფვით ევროატლანტიკური ოჯახის, NATO-ს წევრები გახდნენ. newsreport.ge/
  9. “ოპოზიცია იქნება ყოველთვის სუსტი თუ აღმოაჩენენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერი. მე რომ მეგრძნო, რომ ის მხოლოდ ერთი პარტიის ლიდერია, მაშინ აქ არ ვიქნებოდი და მას არ დავიცავდი, რადგან არ ვარ იმ პარტიის წევრი და არ ვაპირებ წევრობას. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო. შეცდომები როგორ არ იყო, ყველას მოუვა შეცდომა, სანამ რუსეთი ქართველის ხელით გვებრძვის, მაგრამ როგორი რეფორმები იყო, განა ამის დავიწყება შეიძლება?! განა 300 მილიონიდან რომ 6 მილიარდი გახდა ბიუჯეტი, არ გვიკვირს, თურმე რა გააკეთა ამ კაცმა, რა შეძლებია ბოკერიას და ტიპების ხელში?! ამიტომ ამათ ვერშემდგარ ამბიციებს და კომპლექსებს ქვეყანა არ უნდა გადავაყოლოთ. მე ბოლომდე დავუდექი გვერდით მამუკა ხაზარაძეს, ბატონ წერეთელს, რაზეა საუბარია, მაგრამ ბრძოლის დროს, ციც! ამბიციები უკან! დღეს ერთადერთი საბრძოლველია, საქართველოს დამოუკიდებლობა არ გაგვიხდეს ამ პოლიტიკურ თამაშ-თამაშში… კეთილი ინებოს ყველამ, იმ ადამიანებმა, რომელთაც მე ბოლომდე ვუდგავარ. ძალიან მიხარია, რომ ანა ნაცვლიშვილი, არმაზ ახვლედიანი, გიორგი ვაშაძე ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ წულუკიანთან და რატი ბრეგაძესთნ ბრძოლაში ჩემს გვერდით, გამიხარდებოდა ის 35 მანდატიც ყოფილიყო ჩემს გვერდით და წარმოიდგინეთ რა ამბავი იქნებოდა პარლამენტში […] მონიტორის გარდა ხალხი უნდა იყოს რუსთაველზე, კარვები და ის ავადსახსენებელი ატრიბუტიკა, რაზეც თაკო ჩარკვიანი მუდმივად საუბრობს. ვაიმე? რა თქვა, კარვებიო, კაცობრიობას სხვა საბრძოლველი ზამთარში კარვის გარდა არ გამოუგონია, აბა, გამათბობელს არ გაძლევს მერია, რომ გათბე, ის გეუბნება, რომ გაიყინეო, ამიტომ შეშას წვავენ” თქვა პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  10. “მე მგონია, რომ ის სათათბირო, რომელიც ახლა ჩამოაყალიბეს, სწორედ რევოლუციური იდეების რეალიზაციისკენ მოწოდებული ხალხით დააკომპლექტა. ეს ავადმყოფური ამოჩემება, რომ დესტაბილიზაცია, სისხლისზღვრა უნდა მოხდე, რომელზეც არაერთხელ უსაუბრია, ფარულ ჩანაწერებში თუ ღიად, არის ამ ადამიანებისთვის აბსოლუტურად მისაღებია. მას ჰგონია, რომ მათ შეუძლიათ ამ იდეის რეალიზაცია მოახდინონ გარკვეული ფულადი რესურსების მობილიზებით, რომლის მფლობელიც არის ადამიანი, ვინც პოლიტიკური იერარქიაში დააწინაურა. სხვები, რომლებიც განიხილავენ პარლამენტში სხვა თემებზე მუშაობას, ამ ჯგუფში აღარ მოიაზრებიან. ასე რომ, სააკაშვილს ჰგონია, რომ ამ პატარა ჯგუფით შეძლებს, განახორციელოს განუხორციელებელი. მაგრამ ფაქტი ერთია, რომ როდესაც მას ხელეწიფებოდა და ახლა ეს ხელარეწიფება, რადგან დაინახა, რომ ჩამოსულს რევოლუციური პროცესების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცა, და არც მათ მომხრეთა შორის არაა დიდი სურვილი და ენთუზიაზმი, რომ ქვეყანა აურდაურიონ. მთავარი პოლიტიკური დასკვნა მაინც სხვაა – საქართველოს გარშემო დღეს ორი ძალა არსებობს, ერთი გარედან, მეორე შიგნიდან, ეს არის ნაციონალური მოძრაობა და საოკუპაციო ძალა, ეს როგორც პოლიტიკური გუნდი, ის როგორც სახელმწიფო. ორივეს ინტერესია რეგიონსა და ამ ქვეყანაში დესტაბილიზაცია. ეს გამოიკვეთა” ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი TV იმედის ეთერში. newsreport.ge/
  11. ქართულ ოცნებიდან პარლამენტში 13 მილიონერი დეპუტატია და 2021 წელს 4 მათგანს მიკროფონი საერთოდ არ ჩაურთავს – ამის შესახებ ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. ““ფლანგვის დეტექტორმა” გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია 2021 წლის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე საქართველოს პარლამენტის წევრების სიტყვით გამოსვლების რაოდენობის შესახებ. რადგან 2021 წელს არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც მათ შორის მოიცავდა ოპოზიციის წევრების ბოიკოტს, რაც გამოიხატებოდა სხდომებეზე არდასწრებასა და პარლამენტში საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმაში, რთულია შევაფასოთ ოპოზიციის სიტყვით გამომსვლების მაჩვენებელი. ამიტომ ძირითადად უმრავლესობის/მმართველი პარტიის წევრთა აქტიურობაზე ვკონცენტრირდებით. 2021 წელს განვითარებული მოვლენების გამო, მათ შორის, პანდემია, ინფლაცია, სასამართლო რეფორმა და მოსამართლეთა დანიშვნები, აქციები და ძალადობრივი შემთხვევები, ცხადია პარლამენტის წევრებს ბევრი მნიშვნელოვანი განსახილველი საკითხი ჰქონდათ თავიანთი აზრის დასაფიქსირებლად. ამასთანავე 2021 წელს გაიმართა 62 პლენარული სხდომა. პარლამენტმა 338 კანონი მიიღო სამივე მოსმენით, პირველი მოსმენით განიხილა 63 კანონის პროექტი, ხოლო მეორე მოსმენით − 8 კანონის პროექტი. თუმცა მიუხედავად განსახილველი საკითხების მრავალფეროვნებისა და რაოდენობისა, მონაცემები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის დეპუტატებიდან საკუთარი მოსაზრება 10-ზე ნაკლებჯერ გამოხატა 45%, მათ შორის 12% მოსაზრება ერთხელაც არ დაუფიქსირებია. მმართველი პარტიის პარლამენტართა სია, რომლებსაც წლის მანძილზე ერთხელაც კი არ ჩაურთავთ მიკროფონი შემდეგნაირად გამოიყურება: ელგუჯა გოცირიძე, ედიშერ თოლორაია, სუმბატ კიურეღიანი, სამველ მანუკიანი, ზაალ მიქელაძე, დიმიტრი სამხარაძე, ლევან ქარუმიძე, გოდერძი ჩანქსელიანი, ვასილ ჩიგოგიძე, ირაკლი ხახუბია, ვიქტორ ჯაფარიძე. თუმცა მდუმარე დეპუტატები შეგვიძლია ვუწოდოთ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც წლის მანძილზე ხმა მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ ამოიღეს, ამ სიაში კი 8 დეპუტატი მოხვდა: სავალან მირზოევი, ალექსანდრე ტაბატაძე, ზაურ დარგალი, ისკო დასენი, გოჩა ენუქიძე, ლევან კობიაშვილი, რესან კონცელიძე, გოგი მეშველიანი. საინტერესოა, მილიონერი პარლამენტის წევრების აქტიურობის მაჩვენებელი ამ მიმართულებით. მონაცემების მიხედვით, მილიონერი პარლამენტარები აქტიურობით არ გამოირჩევიან და მათი მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: ვასილ ჩიგოგიძე – 0 ირაკლი ხახუბია – 0 ვიქტორ ჯაფარიძე – 0 ელგუჯა გოცირიძე – 0 ისკო დასენი – 2 გოჩა ენუქიძე – 2 ზაალ დუგლაძე – 3 პაატა კვიჟინაძე – 7 ანტონ ობოლაშვილი – 8 გიორგი ამილახვარი -16 თამარ ტალიაშვილი – 26 ბექა ოდიშარია – 27 ნინო წილოსანი – 116 მიკროფონით სარგებლობის მაჩვენებელის მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი აქტიური მილიონერი დეპუტატი ნინო წილოსანია, რომელმაც წლის მანძილზე 116-ჯერ ისარგებლა მიკროფონის ჩართვის უფლებით. პარალელურად 2020-2022 წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დასაფინანსებლად ცენტრალური ბიუჯეტიდან ჯამში 186,754,900 ლარი გამოიყო. ბოლო სამი წელია წლებში პარლამენტისა და მასთან არსებული ორგანიზაციების დაფინანსება, ისევე როგორც შრომის ანაზრაურებაზე დახარჯული თანხების მოცულობა მუდმივად იზრდება. 2020-2022 წლების განმავლობაში 1131-დან 1882 ადამიანამდე იყო დასაქმებული, ხოლო მათი შრომის ასანაზღაურებლად ბიუჯეტიდან ჯამში 99,337,800 ლარი დაიხარჯა, რაც სამი წლის განმავლობაში სრული დაფინანსების 53% შეადგენს. რაც შეეხება უშუალოდ პარლამენტის წევრის ყოველთვიური ფიქსირებული შრომის ანაზღაურებას, ის 4624 ლარიდან 6740 ლარამდე მერყეობს. შრომის ანაზღაურება იცვლება პარლამენტის წევრის მიერ დაკავებული თანამდებობის შესაბამისად. თანამდებობის მიხედვით პარლამენტის წევრთა შრომის ანაზღაურება: პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი; პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 4800 ლარი; კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740 ლარი; პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 4624 ლარი” – წერს “ფლანგვის დეტექტორი”. newsreport.ge/
  12. კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების გადაწყვეტილება არ მიიღო და ის პირადი თავდებობით გაათავისუფლა. პროკურატურა პოროშენკოს წინააღმდეგ წინასწარ პატიმრობას ან გირაოს სახით ერთი მილიარდი გრივნის გადახდას ითხოვდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოროშენკო ვალდებულია, სასამართლოში მოთხოვნისთანავე გამოცხადდეს და არ დატოვოს კიევის ოლქი. მან საკუთარი პასპორტი ჩააბარა. პეტრო პოროშენკოს ბრალი ედება სახელმწიფო ღალატში, ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკებიდან ქვანახშირის მიწოდების საქმის ფარგლებში ტერორიზმის დაფინანსებაში. newsreport.ge/
  13. “თუ ადამიანი დანაშაულს ჩაიდენს, კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი, კანონი არის უზენაესი. მე ვფიქრობ, რომ მაშინ ყველანი მზად უნდა ვიყოთ, მეც მათ შორის… ისინიც, ვინც მიხეილ სააკაშვილამდე იყვნენ, არავინ გასამართლებულა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ ის პირველი პირი იყო, თუმცა დამნაშავეები ბევრნი იყვნენ. ამიტომ ვამბობ, რომ საერთო პრინციპებზე შევთანხმდეთ. თუ დამნაშავეა, უნდა იჯდეს ციხეში, რად უნდა მაგას ლაპარაკი, მე ვამბობ პრინციპს. პირველმა პირმა წინა პირველი პირი, იმისთვის რომ ის პირველი პირი იყო, არ უნდა ჩასვას ციხეში, იმიტომ რომ თვითონაც იგივე ბედი ელოდება მერე. შესაბამისი პროცედურები ჩატარდეს, მარტო განწყობაზე და იმ ფრაზებზე ნუ იქნება დაყრდნობილი სამართალი, რომ “იმან ბევრი ცუდი საქმე გააკეთა” ამბობს ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  14. დასავლური მედია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ერთწლიან ვადას აჯამებს. ბევრი გამოცემა წერს, რომ აშშ–ს პრეზიდენტის რეიტინგი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მკვეთრად დაეცა და ცდილობს გაარკვიოს, რატომ იქცა პრეზიდენტობის ერთი წლის თავზე ბაიდენი აშშ–ს ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარულ პრეზიდენტად. გარდიანი ექსპერტებს ციტირებს, რომლებიც ამბობენ, რომ ბაიდენის არაპოპულარობის მიზეზი ის გარემოებებია, რომელთაგან ნაწილი მისმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია, ნაწილი კი მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეიქმნა. შიდა პოლიტიკის დღისწესრიგის დიდი ნაწილი კაპიტოლიუმის ქედზე გაიჭედა, სადაც ბაიდენს საკუთარი პარტიის წევრებიც კი უპირისპირდებიან. ვირუსი კვლავ გავიდა კონტროლს მიღმა: ყოველდღიურად აშშ–ში დაინფიცირების მაჩვენებელმა რეკორდულ დონეს მიაღწია, საავადმყოფოებში კი სულ უფრო მეტი ამერიკელი ხვდება. ინფლაცია 40 წლიან მაქსიმუმზეა. დიპლომატიურმა მოლაპარაკებებმა ჯერჯერობით ვერ გამორიცხა რუსეთსა და უკრაინას შორის სამხედრო კონფლიქტი. არჩევნებზე ბაიდენმა იმაზე მეტი ხმა მოაგროვა, ვიდრე რომელიმე საპრეზიდენტო კანციდატს მიუღია აშშ–ს ისტორიაში. საპრეზიდენტო ვადა მან 56%–იანი მოწონებით დაიწყო. თუმცა ახლა ის ერთ–ერთი ყველაზე არაპოპულარული ამერიკელი ლიდერია. მისი რეიტინგი ეცემა, და მის წინამორბედებს შორის ერთადერთი დონალდ ტრამპი იყო, რომელსაც პრეზიდენტობის პირველი წლის შედეგად უარესი რეიტინგული მაჩვენებელი ქონდა. ბაიდენი ხელისუფლებაში დიდი ამბიციებით მოვიდა: მან კორონავირუსის დამარცხების პირობა დადო და თქვა, რომ პასუხისმგებლიანი მმართველობის ახალ ერას დაიწყებდა. ერთი წლის შემდეგ კი ბაიდენი კვლავ მზარდ პანდემიას ებრძვის, ნაცია ისევ ძლიერ დაყოფილია, რესპუბლიკელები კი კვლავ ამტკიცებენ, რომ არჩევნებში ტრამპმა გაიმარჯვა. ბაიდენის პოპულარობამ კლება ქვეყანაში დელტა ვარიანტის გავრცელების შემდეგ დაიწყო, ოვალური კაბინეტის დაკავებიდან თითქმის 9 თვის თავზე, ამერიკელთა ნაწილი პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. ეროვნული გამოკითხვების მიხედვით, რომელიც სექტემბერში ჩატარდა, გამოკითხულ ამერიკელთა 49,2 პროცენტისთვის მიუღებელი იყო ბაიდენის მმართველობის სტილი, 44,5%-თვის მისაღები. 2022 წლის იანვრისთვის კი ბაიდენის მოწონების რეიტინგი 42 პროცენტია. უარყოფითად მის მმართველობას უკვე 52% აფასებს. შედარებისთვის: ბაიდენის თანაგუნდელის, პრეზიდენტ ბარაქ ობამას მოწონების რეიტინგი პრეზიდენტობის დასაწყისში დაახლოებით 70% იყო. ერთი წლის შემდეგ კი 50%. ჯორჯ ბუშ უმცროსის მოწონების რეიტინგი პირველი ვადის დასაწყისში 60% იყო, თუმცა 9/11–ის შემდეგ თითქმის 90%–მდე გაიზარდა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაიდენის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა დამოუკიდებელ ამომრჩეველთა შორის, რომლებმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე დიდი გავლენა მოახდინეს.შემდეგ კი მკვეთრად დაეცა ავღანეთიდან აშშ–ს ჯარების გამოყვანის შემდეგ. მართალია ამერიკელთა დიდი ნაწილი ჯარების გამოყვანის მომხრე იყო, მაგრამ სასოწარკვეთილმა სცენებმა ქაბულიდან თალიბების მიერ ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ მნიშვნელოვნად შეარყია ბაიდენის, როგორც საგარეო პოლიტიკის გამოცდილი ექსპერტის იმიჯი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო არენაზე აშშ–ს პოზიციები აღადგინოს. “ძნელი სათქმელია, რომ ჯო ბაიდენის თაფლობის თვე დამთავრდა, რადგან მას ის არც არასდროს ქონია. მისი რეიტინგი თავიდან ზომიერად დადებითი იყო, განსაკუთრებული საინაუგურაციო პოზიტიური ნახტომის გარეშე, რომელიც პრეზიდენტების უმრავლესობას აქვს ხოლმე (ტრამპის გარდა).“ ახლა მისი რეიტინგი ისეთ ზონაშია, რაც საშიშია პირველ ვადაში მყოფი პრეზიდენტებისთვის, რომლებიც კიდევ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. “– წერს ბიბისი. newsreport.ge/
  15. “მე მესმის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს წარმოუდგენიათ სააკაშვილი 2003 წელს რომ იყო, ახალგაზრდა, ენერგიული და რაღაც. სააკაშვილი სხვა ადამიანია ახლა. ბევრი რაღაც მახასიათებელია, რომელიც არ იცვლება ადამიანში და მეც მჯერა, რომ არ იცვლება, მაგრამ რავი, ასაკშია, სხვა გამოცდილება აქვს, სხვა რეალობაში გამოდის, ეს არ არის 2003 წელი, ამიტომ კაცმა არ იცის რა იქნება, მაგრამ მისი გათავისუფლების შანსს მე ვერ ვხედავ, მანამ სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება მაგის შანსი, ჩემი აზრით, არის ნული” თქვა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  16. მქონდა ამბიცია, ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი და სამსახური დაისაჯა სწორედ ამ გადაწყვეტილებებისთვის – ეს განცხადება სახელმწიფო ინსპექტორმა სატელევიზიო ეთერში გააკეთა. “კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობდით, პირდაპირ გვეუბნება რომ ეს უწყება უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური. განსაკუთრებული ხაზგასმა იყო ჩვენს კანონში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ, მე ნამდვილად მქონდა ამბიცია ამეშენებინა უწყება, რომელიც იქნებოდა პოლიტიკისგან სრულიად თავისუფალი. არასოდეს არ ჩავრეულვარ არც ჩემი თანამშრომლების პოლიტიკურ შეხედულებებში და ჩვენ არასოდეს მიგვიღია გადაწყვეტილება, ამ კონკრეტული ნიშნით. მე ვფიქრობ, რომ სამსახური დაისაჯა ამ ობიექტური გადაწყვეტილებისთვის. სამსახური დაისაჯა იმისათვის, რომ მისთვის არასოდეს არ ყოფილა საინტერესო ვის უფლებას იცავდა. განურჩევლად ყველას უფლებას იცავდა ეს სამსახური და მე ზუსტად ასეთი ტიპის სამსახურის შექმნის ამბიცია მქონდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ამ სამსახურმა საზოგადოების ნდობის იმ ნიშნულს მიაღწია, რა ნიშნულსაც მინდოდა რომ მიეღწია. ეს იყო რაღაც კარგი სტარტი, რომელიც ვიღაცისთვის აღმოჩნდა დისკომფორტი – საზოგადოების ნდობის ის ხარისხი, რომელიც მე ვფიქრობ, რომ მოკლე დროში არ იყო პატარა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად უკავშირდებოდა ამას. მე გახსოვთ დავწერე ტროლებსა და ბოტებზე, რომლებიც შემომესივნენ. მე იმ პერიოდში არ მეცალა ამისთვის. მერე რა თქმა უნდა მივუბრუნდი და ვნახე რა იწერებოდა ამ ადამიანების მიერ. რაღაც ზუსტად ეს ნარატივი იყო, რომ ვიღაცას უნდოდა ჩემთვის მოეწებებინა პოლიტიკურად მიკერძოებულის იარლიკი, რაც რა თქმა უნდა ჩემთვის იყო ძალიან შეურაცხმყოფელი”, – განაცხადა ლონდა თოლორიამ. newsreport.ge/
  17. “მეუფე ნიკოლოზის კეთილი ზრახვები მისასალმებელია, თუმცა არ მგონია, რომ ეს რეალისტური და შესაძლებელი იყოს. მიხეილ სააკაშვილს სჭირდება მაღალკვალიფიციური და კომპლექსური მკურნალობა, ასე რომ, სამწუხაროდ, მეუფე ნიკოლოზი ამის უზრუნველყოფას ვერ მოახერხებს” ასე ეხიანება სააკაშვილს ადვოკატი, ნიკა გვარამია მეუფე ნიკოლოზის ინიციატივას, რომ ექსპრეზიდენტი მის ეპარქიაში შინაპატიმრობაში გადავიდეს. newsreport.ge/
  18. “ნარატივს, თითქოს ომიკრონი მსუბუქი შტამია, შეცდომაში შევყავართ. შეცდომა არ დაუშვათ, ომიკრონი იწვევს ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილს, ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც კი იტვირთება სამედიცინო დაწესებულებები. პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის, ომიკრონის გლობალურად საოცარ ზრდასთან ერთად, სავარაუდოდ, ახალი ვარიანტებიც გამოჩნდება, რის გამოც თვალყურის დევნება და შეფასება ისევ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მე განსაკუთრებით მაღელვებს ის ქვეყნები, რომლებსაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი აქვთ, ვინაიდან ადამიანების დამძიმებისა და გარდაცვალების ბევრად მეტი რისკია, თუ ისინი არ არიან აცრილები“ ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი. newsreport.ge/
  19. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი უკრაინაში ჩაფრინდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. მან კიევიდან რუსეთს “დიპლომატიური და მშვიდობიანი გზისკენ” მოუწოდა. ”გასულ კვირას ინტენსიური მოლაპარაკებები შედგა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. კვირის ბოლოს ვნახავთ, რა ეტაპზე ვიმყოფებით. დიდი იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ დიპლომატიურ და მშვიდობიან გზას, მაგრამ საბოლოოდ ეს პრეზიდენტ პუტინის გადასაწყვეტია”,– განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს კიევში. უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი გერმანიაში გაფრინდება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება. სახელმწიფო მდივანი ევროპაში ვიზიტს კვირის ბოლოს, ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვთან შეხვედრით დაასრულებს. ცნობისთვის, დაახლოებით 100 000 რუსი ჯარისკაცი განლაგებულია უკრაინის საზღვრებთან, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას გეგმავს. რუსეთმა აღნიშნული გეგმა არაერთხელ უარყო. აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მოსკოვს შეუძლია, დაიწყოს შეტევა “ნებისმიერ მომენტში”. მათივე ცნობით, რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს, რასაც შეჭირს საბაბად გამოიყენებს. ამის პარალელურად, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან. newsreport.ge/
  20. “ენკამ” დახურა ყველა ოფისი და წავიდა. ალბათ საერთაშორისო არბიტრაჟში დავის მომსწრენი გავხდებით. “ენკამ” მილიონობით ფული დაურიგა ადგილობრივ მოსახლეობას მიწების გამოსყიდვის პროცესში. მათ უნდა დააბრუნონ ეს ფული ( თუ მხოლოდ ეს გვაკმარა სასამართლომ, მაგრამ, ასე ნამდვილად არ იქნება) და არა საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ისედაც უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. “ნამახვანის” გამოსვლებმა ბევრი გააბრიყვა. რას ვიზამთ, ბევრჯერ გვინახავს ხალხი მოტყუებული და გაბრიყვებული. ყველაზე მეტად მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც, წესით არ უნდა ბრიყვდებოდნენ. როგორ გამოვარდნენ სოლიდარობის აქციაზე ვარლამებისა და სხვადასხვა ჯურის მარშისტების მხარდასაჭერად, როგორ ამბობდნენ, ძლივს არ ვიხილეთ ნამდვილი, გულწრფელი, ხალხის წიაღიდან წამოსული პროტესტიო. როგორ ეტრფოდნენ “უბრალო ადამიანებს”, როგორი “სენსიტიური” პოსტები უძღვნეს. “ჩემს დედიკოს ბალახის სუნი ასდის, შენს დედიკოს სუნამოსი”. ყვებოდა ერთი ადიოდე წლის წინათ ტელევიზორში ვიღაც პოეტი თუ თვითმარქვია პოეტი ძალიან მგრძნობიარე ლექსს, რომელიც სოფლის იდილიას, მიწაზე შრომის იდილიას, დედის იდილიას აღწერდა და სუნამოიან “ბურჟუებს” ლანძღავდა. “იდილიურ” თემებზე წამოეგებიან ხოლმე ჩვენი “პრადვინუტები”, კალმახის გადარჩენაზე ცრემლებს რომ ღვრიან და იმას ვერ ხვდებიან, თუ რა კავშირშია ელექტროენერგია იმასთან, ქვეყანა რომ იცლება და ადამიანები რომ შიმშილობენ, ვერ გაუცნობიერებიათ, ეკონომიკაზე რომ გადის ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ბედი. როგორც საშუალო კლასი არ ჩამოყალიბებულა, ის არ ჩამოყალიბებულა ის “საშუალო კლასი”( პოლიტიკური თუ ინტელექტუალური ელიტის სახით), რომელიც სტაბილურობას შესძენდა ჩვენს ცხოვრებას და რომელიც უკან კი არ აედევნებოდა ვარლამებს, არამედ წინ გაუძღვებოდა მათ სწორი მიმართულებით. ამითაც განვსხვავდებით ევროპისაგან. მივალთ ალბათ ჩვენც მაქამდე, ოღონდ გააჩნია რა დროში.” ამის შესახებ, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს. newsreport.ge/
  21. “რონდელის ფონდის” მკვლევარი ზურა ბატიაშვილი ამბობს, რომ “თუ რუსეთს უკრაინაში ეს გეგმა გაუვიდა, შემდეგი იქნება საქართველო”. “ეს გეგმა, რაც აქვს პუტინს – ახალი ფორმით საბჭოთა კავშირის აღდგენა, ვერ გამოვა თუ მასში არ იქნება უკრაინა და კავკასია. კავკასიაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ქვეყანა თავისი გეოგრაფიით და პოლიტიკური წონით არის საქართველო. ამიტომ შემდგომი სამიზნე, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება, რომელიც ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, შედარებით ადვილად დასაპყრობია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ არის NATO-ს წევრი, ისევე როგორც უკრაინა”,– ამბობს ის ფორმულასთან საუბრისას. მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპას არ ჰქონია ასეთი დიდი გამოწვევა. ცნობისთვის, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან განლაგებული ჰყავს ათიათასობით სამხედრო პირი, რის გამოც დასავლეთი შიშობს, რომ ის ქვეყანაში შეჭრას აპირებს. აშშ-ს ცნობით, რუსეთმა შესაძლოა პროვოკაციები მოაწყოს, რასაც შეჭირს საბაბად გამოიყენებს. ამის პარალელურად, უკრაინას საერთაშორისო პარტნიორები სამხედრო შეიარაღებით ეხმარებიან. დღეს უკრაინაში ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ჩავიდა. ის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც გერმანიაში გაფრინდება, სადაც გერმანელ, ბრიტანელ და ფრანგ კოლეგებს შეხვდება. ბლინკენი ევროპაში ვიზიტს ჟენევაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრით დაასრულებს. newsreport.ge/
  22. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფება. საქმე ეხება, კადიროვის მხრიდან დაკვეთილ მკვლელობასა და საქართველოში ქილერების გამოგზავნაზე. ამასთან დაკავშირებიტ ინფორმაცია თავდაპირველად, ელისო კილაძემ გაავრცელა. newsreport.ge/
  23. ” შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს აწყობთ, რაც უფრო დიდი ხანი იქნება მიხეილ სააკაშვილი დღის წესრიგში, “ოცნებას” საქმე უჩნდება”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა. “ერთია, რას ვაკვირდებით და მეორეა, რას უნდა დავაკვირდეთ. მე ვისურვებდი, რომ ვაკვირდებოდეთ პირველ რიგში იმ პრობლემებს და აქცენტს ვაკეთებდეთ იმ გამოწვევებზე, რაც მოქალაქეებს აქვთ. როგორც წესი, დღის წესრიგი იწყება მიხეილ სააკაშვილით და ვისურვებდი, რომ ამით კი არ ვიწყებდეთ, არამედ მაგალითად, კოვიდით, რომლის ანტირეკორდი მყარდება ყოველდღიურად. მაგალითად, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაში გვაქვს. მაგალითად, უსაფრთხოების უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევებით, მაგალითად, იმ მდგომარეობით, რაც ჩვენ გვაქვს ინსტიტუტებთან მიმართებით. ვისურვებდი, რომ ამაზე კეთდებოდეს აქცენტები პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ მე ადრეც ვთქვი ეს და არ შემიძლია არ გავიმეორო, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ხელისუფლება ან ატყუებს მოქალაქეებს, ან დამალულები არიან ეს ადამიანები და თამამად გამოწვევებზე ვერ საუბრობენ. ეს ადამიანები ან არ გამოდიან საერთოდ, ან თუ გამოდიან ტყუილით არიან დაკავებული და საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, ან გამოდიან მხოლოდ მაშინ, როცა რაიმე ტიპის განცხადებას მიხეილ სააკაშვილი გააკეთებს „ფეისბუქის“ მეშვეობით, ან სასამართლო სხდომათა დარბაზიდან და რატომღაც შთაბეჭდილება იქმნება, რომ აწყობთ ამ ადამიანებს, რომ რაც უფრო დიდი ხანი იქნება ეს ადამიანი დღის წესრიგში, საქმე უჩნდება “ოცნებას”, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა. newsreport.ge/
  24. “როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, პარლამენტის თავმჯდომარეს უშუალოდ დაინტერესებას საკითხით და შემხვდეს” – “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ჟურნალისტ ელისო კილაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და პარლამენტს მიმართავს და მოუწოდებს საკითხით დაინტერესდნენ. “ინფორმაცია, რომელიც წავიკითხე ნამდვილად არ არის სასიამოვნო და გამაოგნებელიც არის, თუმცა მე არ ვაპირებ ამ ეტაპზე განცხადებების გაკეთებას, მე ველოდები ანტიტერორისტული სამსახურის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას, კომენტარს, ოღონდ დასაბუთებულს, არა უბრალოდ უარყოფას ან დადასტურებას. ასევე, მაინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის მიერაც არის გამოყოფილი სახელმწიფო დაცვა, თუ მართალია ეს, ეს ბიჭები, რომლებიც დამყვებიან და ძალიან კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად ასრულებენ მოვალეობას, რატომ არიან გადაქცეული საზარბაზნე ხორცად, ჩემი საკითხი რომ განზე გადავდოთ. ასევე, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია აღნიშნულ საკითხში გაერკვეს საქართველოს პარლამენტი. პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვითხოვ, პარლამენტის თავმჯდომარეს უშუალოდ დაინტერესებას საკითხით და შემხვდეს, მათ შორის მეც და გამესაუბროს ამ საკითხთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლება დუმს, ვისაც ამაზე სასაუბრო აქვს. ეს არ არის სახუმარო საკითხი და ელემენტარულად უნდა გამარკვიონ ჩემი უსაფრთხოების საკითხში. ასევე, ვთხოვ პარლამენტს ოპოზიციას პირველ რიგში და უმრავლესობას, აღნიშნულ საკითხში გაერკვნენ, დაიბარონ შესაბამისი სამსახურის უფროსები და უბრალოდ ჰკითხონ, რა ხდება”,-თქვა ნიკა გვარამიამ. ცნობისთვის, ჟურნალისტი ელისო კილაძის ინფორმაციით, ნიკა გვარამიას მკვლელობა რამზან კადიროვმა დაუკვეთა და შემსრულებლებად – არტურ გატეევი, სლავა გაგიევი და არტურ გელიევი დაიქირავა. newsreport.ge/
  25. სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომელმაც დევნილის თვითმკვლელობაზე თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევა იყო და ის არ უნდა დავუკავშიროთ დევნილების პრობლემას. საერთო განცხადებაში იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, არამედ ის სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი გულგრილობით გაწირეს. მათივე თქმით, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. “სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს. დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით. გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავადმოხმარების, კონფლიქტის — ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის. სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც, მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა. გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანაში. ჩვენ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არა მხოლოდ ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია, ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და სხვა ოჯახები იყვნენ დაცულები”, — ამბობენ ისინი. ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...