
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
”დატოვეთ სკოლები ღია !” – გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მთავრობებს მოუწოდებს, რომ Covid19-ის ახალი შტამის ომიკრონის გავრცელების პარალელურად ყველაფერი გააკეთონ, რათა სკოლები დარჩეს ღია. UNICEF-ის შეფასებით, სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. აღნიშნული განცხადება გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ, ნიუ-იორკში გააკეთა. „დატოვეთ სკოლები ღია. სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა. უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრუფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა. დაუყოვნებლივ ჩაატარეთ მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ვაქცინაცია. მასწავლებლებსა და სკოლის პერსონალს სრული მხარდაჭერა და პრიორიტეტი უნდა ჰქონდეს COVID-19 ვაქცინების მისაღებად, მას შემდეგ რაც წინა ხაზზე მომუშავე ჯანდაცვის პერსონალი და მაღალი რისკის მქონე მოსახლეობა აცრილი იქნება. გაეროს ბავშვთა ფონდი მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი მათთვის ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და მას შემდეგ, რაც პრიორიტეტული ჯგუფები სრულად იქნება მოცული. ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც. კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც COVID-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ“- წერია განცხადებაში. newsreport.ge/
-
ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ვერ მოგვედავება – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. ”მისი საქმეა, ვისაც უნდა გაიზიაროს, რომ „ამათ ეშინიათ ამ ფრაზის ჩაწერის და ვერ ახსენებენ რუსეთს“ – საქართველოს კონტექსტში აქ ვსაუბრობთ ? – არ ვსაუბრობთ, სხვა რაღაცას შეეხება რეზოლუცია. საქართველოს კონტექსტში რას არ ვლაპარაკობთ, რომ რუსეთის ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20% და ამ თემებზე მოვრიდებივართ თუ მოვერიდებით საუბარს? თუ რაზე ვლაპარაკობთ ახლა ?! რეზოლუციის ტექსტი სხვა რამეს, დღევანდელ მოცემულობას, დღევანდელ საფრთხეებს შეეხება და ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი და ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ვერც ერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ამ ტექსტთან დაკავშირებით ჩვენ ვერ მოგვედავება და ყველასთან ვიქნებით მართლები. თუკი ვინმე შეკამათებასაც კი შეეცდება ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენ მას დავუბრუნებთ პასუხს, სადაც ასევე მართლები ვიქნებით, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ძალიან კარგად თუ არ იცით, სამწუხაროა, არადა მგონია, რომ იცით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ტექსტში არ ვაპირებთ შეყოლას, რაც არის რჩება ასე! ამის გაყიდვა ისე, რომ ჩვენ შეგვეშინდა რაღაც ფრაზის, ხალხის დარწმუნება იმაში, რომ ძალიან გული მისკდება ვახსენოთ თუ არა ოკუპანტი ქვეყანა, ასე არ არის,“- განაცხადა მდინარაძემ. newsreport.ge/
-
“რუს ოპოზიციონერ დმიტრი გუდკოვს ახლახანს გაუკეთეს დეპორტაცია საქართველოდან. დმიტრი კიევიდან რამდენიმე დღით, კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შესახვედრად ჩამოფრინდა და ის ქვეყანაში არ შემოუშვეს. ის არ ყოფილა აფხაზეთში. არაფერი დაურღვევია. ეს არის წმინდად პოლიტიკური გადაწყვეტილება. სირცხვილი. რას აკეთებთ? სიტყვები არ მაქვს” ასე ეხმაურება, საქართველოში მცხოვრები პოლიტიკური მიმომხილველი იგორ კუროპტევი რუსი ოპოზიციონერის, დმიტრი გუდკოვის დეპორტაციას. newsreport.ge/
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში გარდაიცვალა ომიკრონით ინფიცირებული 3 ადამიანი. “რაც შეეხება ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს, ლაბორატორიულად დადასტურებული ათასზე მეტი შემთხვევიდან დაახლოებით 3%-ის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ყველა მალე დაუბრუნდა ჩვეულ აქტივობას. აქედან არის დადასტურებული გარდაცვალების 3 შემთხვევა, რომელიც ჯერჯერობით შესაძლოა, უკავშირდებოდეს სხვა მიზეზს. აქ იყო გარდაცვალება, რომელსაც დაერთო „ომიკრონის“ ფაქტი. ამას შეისწავლიან. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი წამოიწყებს მიმდინარე პერიოდში კვლევას, რადგან ჯერ ცოტა დროა გასული იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ კონკრეტულად „ომიკრონთან“ დაკავშირებულ გარდაცვალებებზე. ეს კვლევა მიმდინარე პერიოდში დაიგეგმება და ვფიქრობთ, უკვე 10 თებერვლამდე უფრო ზუსტი წარმოდგენა გვექნება გარდაცვალების შემთხვევებიდან, რა ნაწილი შეიძლება იყოს განპირობებული კონკრეტულად „ომიკრონით“,– ამბობს გაბუნია IPN-ის ინფორმაციით. ის ასევე აღნიშნავს, რომ ომიკორნი გარდაცვალებას და მძიმე შემთხვევებს ნაკლებად იწვევს, თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ შესაძლოა ადამიანი გარდაიცვალოს. newsreport.ge/
-
ეროვნული ბანკის ინფორმაციიით, 31 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.03 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0518 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.1 თეთრით გაუფასურდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4104 ლარი გახდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
-
რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება პოლიტიკურია.. “ჩამოვფრინდი კიევიდან თბილისში. სახელმწიფო დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კიევში დამადეპორტონ. გადაწყვეტილება პოლიტიკურია. ჩემი ვიზიტის შესახებ ყველა გააფრთხილეს. ოფიციალური მოწვევით ჩამოვედი. დაგეგმილი მქონდა შეხვედრები აქტივისტებთან და დიპლომატებთან. არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუციათ, თუ რის გამო არ მიშვებენ, მხოლოდ მესაზღვრეების თანაგრძნობის ჟესტები. ამბობენ, რომ ყველაფერი ესმით, მაგრამ… ესეც თქვენი რუსული ემიგრაციის ცენტრი, ესეც თქვენი რბილი ძალა”, – ამბობს გუდკოვი. newsreport.ge/
-
“პარლამენტი არ არის ადგილი, სადაც ხულიგნური ქცევებით გამოირჩეოდნენ პარლამენტარები და სადაც გართობისთვის რაღაც საკითხებს აყენებდნენ, ძალიან არასერიოზულია მსგავსი კომისიის შექმნა. სკეპტიკურად ვარ განწყობილი და პირადად ჩემი მხარდაჭერა ამ კომისიას არ ექნება. ქუჩაში არის მათი ადგილი და ქუჩაში დარჩებიან საბოლოოდ” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლასა და მიხეილ სააკაშვილის წამების შესახებ საგამოძიებო კომისისაზე. newsreport.ge/
-
”მიუხედავად იმისა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში, ან საერთოდ ვიქნებით თუ არა, სამწუხაროდ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ჩვენ ნამდვილად ვზრუნავთ არმიის განვითარებაზე. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა შევძლოთ თავის დაცვა. ჩვენ ეს უკვე კარგად გვესმის, თუ არ ვართ NATO-ში, საკუთარი თავი თავად უნდა დავიცვათ. და როდესაც თავს იცავ, ერთი ერთზე ხარ ასეთ სახელმწიფოსთან, გიჩნდება კითხვა: რას ნიშნავს “სანქციები შემდეგ”, ვისკენ არის ეს მიმართული, რისთვის არის? ეხება ეს უკრაინას? მაპატიეთ, მაგრამ სამწუხაროდ არა. მე არ ვიცი რა იქნება შემდეგ. თუ ყველა ამბობს, რომ ხვალ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყება, მაშინ რაში გვჭირდება სანქციები “მოგვიანებით”? შესაბამისად, სანქციებზე საუბარი ჩვენ სახელმწიფოს ნამდვილად არ ეხება. ეს მიუთითებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სრულმასშტაბიანი აგრესიის შეკავებაზე, მაგრამ არ შეიძლება ამის გაკეთება ჩვენი სახელმწიფოს ხარჯზე. ჩვენ 15 000 დაღუპული გვყავს, ზოგიერთი ქვეყანა კი სანქციების “მოგვიანებით” დაწესებაზე მსჯელობს”. ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. newsreport.ge/
-
ბათუმში 2 წელში რესტორნის, საჩუქრების და ტრანსპორტირებისთვის 84.781 ლარი დაიხარჯა – სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.2019 წელს გახარჯულია 70.008 ლარი, 2020 წელს კი – 14.773 ლარი. ეს ხარჯები ძირითადად რესტორნის, სასტუმროს, ტრანსპორტირების და საჩუქრების შესყიდვის ხარჯებს მოიცავს. ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის ფაქტობრივმა ხარჯებმა შეადგინა 561.462 ლარი. “ამ პირობებში გახარჯულია 4043 ლარის ღირებულების 41 980 ლიტრი საწვავი, რაც წარმოშობს საწვავის არამიზნობრივად ხარჯვისა და ტრანსპორტის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკებს”. – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში. აუდიტის სამსახურის დასკვნით, წარმომადგენლობითი ხარჯების მართვის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას – მანქანების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შემუშავებული რეგულაციების დაცვის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა 20.916 ლარამდე საბიუჯეტო სახსრების დაზოგვა. “აღნიშნული ავტოპარკის ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ ერთიანი პოლიტიკის განხორციელების ხელის შემშლელი გარემოებაა და ვერ უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ და რაციონალურ ხარჯვას”. -აცხადებს აუდიტის სამსახური. newsreport.ge/
-
ბოლო პერიოდში, სხვადასხვა დროს, ნარკოდანაშაულისთვის 9 ადამიანი დააკავეს, ამის შესახებ ინფორმაციას, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ნარკოეალიზატორების გამოსავლენად ბუპრენორფინი, ჰეროინი და მარიხუანა საკონტროლოდ შეისყიდეს და შესყიდვა ფარულად ჩაიწერეს. უწყების ინფორმაციით, ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხა. „დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ნარკორეალიზატორთა გამოსავლენად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენიმე ეტაპად განახორციელა ნარკოტიკული საშუალება “ბუპრენორფინის”, „ჰეროინის“ და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებული პირების საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკისას, ასევე, სპეციალურად მოწყობილი სათბურიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „ჰეროინის“ შემცველი 1 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, 6 ამპულა „მორფინი“, 5 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, 5 ცალი კონტეინერი მასში მოთავსებული მეტადონის სითხით, ნარკოტიკული საშუალება “ლიზერგიდის” (LSD) შემცველი 300 ფირფიტა, 5 კილოგრამამდე “მარიხუანა”, ნარკოტიკული საშუალება “ამფეტამინი”, ასევე, 35 გრამი ნარკოტიკულ საშუალება “პსილოცინის” შემცველი სოკო. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების “ა” ქვეპუნქტით, 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 273-ე 1-ლი პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. newsreport.ge/
-
ბოლო 24 საათში ჩატარდა 84 762 ტესტი და დადასტურდა 18 274 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 8 400 პაციენტი.დადებითობის დღიური მაჩვენებელია 21.56%, ბოლო 14 დღის – 18.99%, ხოლო ბოლო 7 დღის – 22.67%. ინფიცირების 18 274 ახალი შემთხვევიდან თბილისში 9 297 გამოვლინდა, აჭარაში – 1 833, იმერეთში – 2 277, ქვემო ქართლში –1 024, შიდა ქართლში – 932, გურიაში – 308, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 988, კახეთში – 815, მცხეთა-მთიანეთში – 367, სამცხე-ჯავახეთში – 359, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 74. newsreport.ge/
-
შეშფოთებული ვართ საქართველოში ოპოზიციის მიერ გამართული ანტირუსული აქციით – ასე ეხმაურება რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ევროპული საქართველოს მიერ გამართული აქციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. “მომხდარი შეშფოთებით მივიღეთ. 26 იანვარს ქართულმა ოპოზიციამ რუსული ინტერესების დამცველ შენობასთან, შვეიცარიის საელჩოსთან ახლოს, გამართა ანტირუსული პოლიტიკური აქცია. აქციის დაწყებამდე შენობაში გაითიშა როგორც ძირითადი ისე სათადარიგო ელექტროსისტემა. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ნოტა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ზედმიწევნით შეასრულოს 1961 წლის 18 აპრილის ვენის კონვენციით განსაზღვრული დიპლომატიური ვალდებულებები. ანალოგიური გადაეცა მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა დამცველს. ამ დროისთვის შენობაში ელექტროენერგია სრულიად აღდგენილია. ვიმედოვნებთ, რომ ქართული მხარე მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ დაუშვებს.” – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციული დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორი ა.ზაიცევი newsreport.ge/
-
თავად თქვა, რომ არ აქვს შესაძლებლობა, ჩვენ თავიდანვე ამას ვამბობდით -ასე ეხმაურება, ”ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ე.წ ეროვნული თანხმობის შესახებ. ”როგორც მოსალოდნელია, პრეზიდენტის ინიციატივა დაკავშირებულია რაღაც ზოგად დისკუსიასთან. რომც ვცადო ვიყო პოზიტიურად განწყობილი, რომ მართლა ხედავს პრობლემას, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ფავორიტია და მისი არჩეულია, ერთ-ერთი მიზეზია ამ კრიზისისა სწორედ ის, თუ როგორ იქნა არჩეული, მაგრამ ვთქვათ, პოზიტიურად განვეწყოთ, რომ უნდა, მას არ აქვს არც რესურსი, არც საკმარისი ნება, რომ თვითონ იმოქმედოს. აქ საუბარია ზოგად დისკუსიაზე. ევროპული საქართველო თავიდანვე ამას ამბობდა და გვიკვირდა, როცა სხვებს იმედი ჰქონდათ რაღაც გარღვევის, როცა თავად პრეზიდენტი პატიოსნად გვეუბნებოდა, რომ ეს არ შედის არც მის ამოცანებში, შესაძლებლობებსა და მიზნებში, ეს მან დღეს დაადასტურა.”- განაცხადა ბოკერიამ. newsreport.ge/
-
მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. “ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, ასეთი ნაბიჯი იქნება ზეპოლარიზაციის საბაბი და არა დეპოლარიზაციის, ამაში ვინმე თუ გადამარწმუნებს … მაგრამ არ მგონია. თვით სააკაშვილის დაბრუნება იქნა პოლარიზაციის და ზეპოლარიზაციის ერთ-ერთი ნაბიჯი, მე არაფერს გავაკეთებ, რაც დამატებით პოლარიზაციისკენ წაიყვანს ამ ვითარებას,“- განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. newsreport.ge/
-
ივანიშვილს საუბარი “ეროვნული თანხმობის” პროცესზე საუბარი შევთავაზე, მაგრამ მითხრა, რომ პოლიტიკაში აღარაა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. “რაც შეეხება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მე ძალიან თავისუფლად გიპასუხებთ, რომ არ მქონია ბოლო წელიწად ნახევარი გახდა თითქმის, მქონდა სურვილი მისთვისაც ამეხსნა ეს [შერიგების] პროცესი და შევთავაზე მაგრამ მიპასუხა, რომ მე პოლიტიკაში აღარ ვარო და ამიტომ ჩვენს საუბარს… არც მითქვამს წინასწარ, რომ საუბარი ამაზე იქნებოდა, მაგრამ საუბარი არ შედგა. მე ვფიქრობ, რომ მე ვარ ამ პროცესში სრულიად დამოკიდებული, მაგრამ დამოკიდებული საზოგადოებაზე და საზოგადოება გადაწყვეტს ეს პროცესი წინ წავა, რამდენად წინ წავა და თუ დაპირისპირების დუღილის კოეფიციენტი ჩაცხრება, ამის იმედი მაქვს, რომ ამას მაინც მოიტანს.” – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ფორმულას ჟურნალისტს ნინო ჟიჟილაშვილს. newsreport.ge/
-
იმედია, რუსეთი უკრაინაში არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც თავის დროზე საქართველოში გამოიყენა – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. ”გამომდინარე დღევანდელი მდგომარეობიდან, არ შეიძლება, რომ მე არ ვთქვა ორი სიტყვა უკრაინის მდგომარეობაზე, გამოვაცხადო ჩემი სრული სოლიდარობა და არა მხოლოდ სოლიდარობა, მე მინდა გამოვხატო ჩემი იმედი, რომ რუსეთი არ გამოიყენებს იმავე აგრესიას, რაც გამოიყენა თავის დროზე საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ ეს ქმედებები არაფერთან არ მიდის, შედეგი არ მოაქვს. დღევანდელი მსოფლიო არის სხვა, ის მეოცე საუკუნის ქმედებები უკვე ანაქრონულია და ამ ფორმით და ამ მიდგომებით, ჩვენ მთლიანად, დემოკრატიული მსოფლიო, ევროპა, ვერ დავძლევთ იმ გლობალურ საფრთხეებს, რაც ყველამ ვიცით, რომ არსებობს.” – განაცხადა ზურაბიშვილმა. newsreport.ge/
-
“უკრაინას იარაღი უნდა მივცეთ იმდენი იარაღი რამდენსაც აითვისებს, თუ შეიჭრებიან, მრავალი რუსი უნდა მოკვდეს”- ამის შესახებ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრემმა FOX News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სანქციებს იმსახურებს. სენატორი უკრაინას მხარს უჭერს და აცხადებს, რომ არ სურს მათთვის ჯარის გაგზავნა მარა სურს რომ იმდენი იარაღი გადაეცეთ რამდენის ათვისების რესურსიც ექნებათ რათა ‘პროცესში იყოს მრავალი რუსი დაღუპული”. ”ახლა რასაც ვაკეთებთ არ მუშაობს, ვლადიმერ პუტინი იმსახურებს სანქციებს, თანაც ახლავე. მან განათავსა 100 ათასობით ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან. ის ანადგურებს უკრაინის ეკონომიკას, ცდილობს მსოფლიოს უფსკრულში გადაჩეხას. ახლავე უნდა დავარტყათ. მივაწოდოთ უკრაინას უფრო მეტი იარაღი. მე არ მინდა, რომ უკრაინას ჯარი გავუგზავნოთ, მაგრამ მსურს გავუგზავნოთ იმდენი იარაღი, რამდენის ათვისებაც შეუძლიათ, რომ დავრწმუნდეთ, თუ რუსეთი შეიჭრება, პროცესში იყოს მრავალი რუსი დაღუპული. ვფიქრობ, უკრაინელები იბრძოლებენ და მინდა მხარი დავუჭირო მეტი ჯარის გაგზავნას NATO-ს წევრ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ჩრდილ ქვეშ ცხოვრობენ, რომ ვაჩვენოთ გამბედაობა – NATO-სთან დაკავშირებით ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრს და ვაკეთებთ ძალიან ცოტას. დაადეთ სანქციები პუტინს ახლავე, გაგზავნეთ მეტი იარაღი ახლავე.” – ამბობს სენატორი ლინდსი გრემი. newsreport.ge/
-
“შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!” – ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი NDI-ის კვლევის შედეგებს. „რაც შეეხება NDI-ის გამოკითხვებს. ის აკურატულია იმ ნაწილში, სადაც ირიბი კითხვებია დასმული და ხალხის მდგომარეობაში, ჩემი პრეზიდენტობის დროსთან შედარებით, ძალიან სერიოზული გაუარესებაა დაფიქსირებული. რაც შეეხება პიროვნულ და პარტიულ რეიტინგებს, იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გამოვლენას ხალხის მცირე ნაწილი ბედავს. აი წარმოიდგინეთ, თქვენ ხართ საჯარო მოხელე და გირეკავთ უცნობი პირი და გეკითხება, ვინ მოგწონს პოლიტიკოსებიდანო. ვთქვათ, თქვენ მოგწონთ ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, მაგრამ ნახევარი საათის წინ ტელევიზიით ნანახი გაქვთ, რომ ასეთი პოზიციის გამო წულუკიანმა ძალიან პატივსაცემი ხალხი გაყარა სამსახურიდან. ამ დროს, რა თქმა უნდა, ირთვება ქართული “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს” და ან ამბობ, რომ არავინ მოგწონს ან ვინმე ხელისუფლებიდან. ეგაა და ეგ. შედარებით ობიექტური პირისპირ ანკეტური გამოკითხვაა. ამ გამოკითხვით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება დაბეჯითებით. „ოცნების” და ივანიშვილის ფლანგის რეიტინგი განადგურებულია და იდეალური ნიადაგია მასობრივი მშვიდობიანი აქციებისა და რიგგარეშე არჩევნების ჩასანიშნად. დაიმახსოვრეთ, შანსი არაა, რომ ივანიშვილს ძალიან მალე სიტუაცია არ აუფეთქდეს!“, – წერს სააკაშვილი. newsreport.ge/
-
ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო ბორდერიზაცია და აქტივობები განახორციელეს – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით, ისევე როგორც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წარმოებული პროვოკაციული აქტივობის თითოეულ ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ეცნობა როგორც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, ასევე, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამასთან, აღნიშნული საკითხები, საოკუპაციო ძალების დესტრუქციული აქტივობების სხვა იდენტიფიცირებულ ფაქტებთან ერთად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ მკაცრად იქნა დასმული მიმდინარე წლის 20 იანვარს, ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 104-ე შეხვედრაზე. საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას”. – წერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. newsreport.ge/
-
კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა – გორის სამხედრო ჰოსპიტალი განმარტავს, რატომ წაიშალა ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის ყოფნის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. ,,ბოლო დღეების განმავლობაში სხვადასხვა მედიასაშუალებებში ვრცელდება ცრუ ინფორმაციები, თითქოსდა ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალმა შეგნებულად გაანადგურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული კადრები. საზოგადოებისათვის განვმარტავთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის პერიოდში მის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დამონტაჟდა კამერები. როგორც მოგეხსენებათ, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან უკან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანა განხორციელდა 30 დეკემბერს, 00:15 საათზე. რადგან აღნიშნული კამერები ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მიზნებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ამ კადრების შენახვის არავითარი ვალდებულება აღარ არსებობდა. მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანიდან თითქმის ორი დღის შემდეგ, 31 დეკემბერს 18:25 წუთზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან შემოვიდა წერილი, სადაც მოთხოვნილი იყო 27 დეკემბრიდან 28 დეკემბრის ჩათვლით ვიდეო-მასალის დაარქივება. როგორც უკვე განვმარტეთ, აღნიშნული ვიდეომასალა უკვე წაშლილი იყო, რადგან არ არსებობდა მისი შენახვის არც ვალდებულება და არც მიზანშეწონილობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. ოფიციალური განცხადებიდან ასევე ვკითხულობთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში დამონტაჟებულ კამერებს 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი გააჩნდა, შესაბამისად 27-28 დეკემბრის ჩანაწერების გადაწერა ავტომატურად მოხდებოდა. სამხედრო ჰოსპიტლის განცხადებით, მათ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია ,,უფრო მეტიც, სახელმწიფო ინსპექტორის მოთხოვნა სრულად ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაკმაყოფილდებოდა, კამერები კვლავ მუშა მდგომარეობაშიც კი რომ ყოფილიყო, რადგან აღნიშნულ კამერებს აქვთ 72 საათიანი მუშაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ავტომატურად ხდება მასალის გადაწერა. სახელმწიფო ინსპექტორის წერილი კი როგორც აღინიშნა მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტლიდან გაწერიდან საკმაოდ დიდი პერიოდის შემდეგ შემოვიდა. ამასთან, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ს.ს.ი.პ. გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში დავით ღონიაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და მათ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის კანონდარღვევა არ დაუფიქსირებიათ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებისათვის ცხადი იქნება, რომ მიმდინარე კამპანია მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების ნაწილია და სინამდვილესთან არავითარი კავშირი არ გააჩნია“, – ნათქვამია ინფორმაციაში. newsreport.ge/
-
“ერთადერთი ვარ, ვინც ყურადღება მოგაქცია და დააფასე”- წერს ტელეწამყვანი ვახო სანაია “ტაბულას” დამფუძნებლის თამარ ჩერგოლეიშვილის Facebook -პოსტზე, სადაც თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური მედიის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებს. საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და “ვიორსტკას” დააკვირდით, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – ჩერგოლეიშვილი newsreport.ge/
-
”მას შემდეგ, რაც გორში “მკურნალობის” შემდეგ ჩემი ნევროლოგიური მდგომარეობა გაუარესდა, რუსთავში, ადმინისტრაციამ გამოიძახა კლინიკა “ვივამედის” ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მას ჩემი გამზრდელი დიდი ბებიის სახელი ერქვა და დამამახსოვრდა. არამხოლოდ ამიტომ, არამედ თავისი პროფესიონალიზმითა და ადამიანობით მომხიბლა. მან დასვა ზუსტად იგივე დიაგნოზი, რაც “ემპათიას” და სახალხო დამცველს ჰქონდათ დასმული და მოითხოვა ჩემი შემდგომი გამოკვლევა. ახლა გავიგე, რომ ჯანდაცვის სამინისტროდან გაუშვიათ მისი მეუღლე, რომელიც დეპარტამენტის უფროსი იყო. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემდამი ადამიანური დამოკიდებულების გამო, ასევე მოხსნეს ლონდა თოლორაია, მინისტრი ტიკარაძე, არასაკმარისად ადამიანური დამოკიდებულების გამო, გორის ჰოსპიტლის დირექტორი და ახლა ეს კაცი. ძალიან წვრილმან ბოროტ კაცუნებთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება თამარ აბაშიძისა და სხვების დასმულ ნევროლოგიურ დიაგნოზს. სწორედ ამ მკურნალობაზე მეუბნებიან უარს იმ იმედით, რომ მდგომარეობა სულ უფრო გამიუარესდება და აზროვნებას ვერ შევძლებ; ან მეხსიერებას დავკარგავ და მათ შორის, ასეთი ბოროტებები აღარ მემახსოვრება. ჩემს მიმართ ჩადენილი შეიძლება დავივიწყო, მაგრამ ჩვენს ქვეყანას რაც უქნეს, ამას არ და ვერ დავივიწყებ.” წერია, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილში რომელიც მის პირად Facebook გვერდზე ვრცელდება. newsreport.ge/
-
“არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს. სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით. ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება” ამის შესახებ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი მტკიცებით, სახლების მფლობელებს რეგიონებში მიწები, ხოლო დედაქალაქში ბინები აქვთ. newsreport.ge/
-
თბილისის მერიამ ორხევის დასახლებაში საცხოვრებელი სახლები დაანგრია. დემონტაჟის პროცესი დღეს, 28 იანვრის დილით დაიწყო. მოსახლეობა ამბობს, რომ გაფრთხილებულები იყვნენ, მაგრამ მათ მეტი საცხოვრებელი არ აქვთ, ამიტომ არ იციან სად უნდა წავიდნენ. “ჩვენ არ გვყავს რეალურად მთავრობა, რომლესაც აქვს ლეგიტიმაცია. არ შეიძლება ამნაირ პირობებში ადამიანებს ესე ექცეოდე, იმ დროს როდესაც საცხოვრებელი არ აქვს და ცალხელა კაცს თავისი ხელით აშენებულ შენობას უნგრევენ, ეს არის გენოციდი ერის, იანვარია, გარეთ აგდებენ ამ ყინვაში ხალხს. როგორ გძინავთ სახლში მეგობრებო? სახლში როგორ ზიხართ? რა გაძლევთ ამის საშუალებას, რომ კომფორტის ზონიდან გვიყუროთ დღეს ჩვენ?”, – ამბობს უფლებადამცველი. newsreport.ge/