
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
მესმის, რომ ქართული ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს – ასე ეხმაურება, რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძეს განმარტებას, დეპორტაციასთან დაკავშირებით. ნიკოლოზ სამხარაძე ამტკიცებს, რომ გუდკოვის დეპორტაცია მოხდა იმიტომ რომ ის დუმის წევრობის დროს რუსეთმა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა რუსი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობა ოფიციალურმა მოსკოვმა 2008 წელს აღიარა ხოლო მან დეპუტატის მანადტი 2011 წელს მოიპოვა. “ალბათ საქართველოს ხელისუფლება დიდხანს ფიქრობდა, როგორ აეხსნა, რატომ არ შემიძლია მივირთვა ხინკალი მშვიდობის ხიდის ხედით და როგორც იქნა მოიფიქრა. აფხაზეთის დამოუკიდებლობა დუმამ აღიარა 2008 წელს. მე დეპუტატი 2011 წელს გავხდი. ასევე, 2008 წლიდან, მას შემდეგ რაც საქართველოში ოკუპაციის შესახებ კანონი მიიღეს, არ ვყოფილვარ არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში, რადგან პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გარდა ამისა, მე დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, არ ჩავმჯდარვარ პარლამენტის სპიკერის სავარძელში – მისი ნახვა [გავრილოვის] როგორც გვახსოვს, ქართულ მთავრობას გაუხარდა. მე მქვია დმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი. მესმის, რომ ახლა ქართული ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არაა, საჭიროა რიგი სარიტუალო ქმედებები, რათა მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა სამომავლო არჩევნებისთვის. მაგრამ ხომ შეიძლება ნორმალური ტყუილის თქმა მაინც ისწავლონ? სამხარაძეს მინდა ვკითხო, ლუბოვ სობოლიც რუსეთის დუმის დეპუტატი იყო? ისიც არ შემოუშვეს… მე პატივს ვცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქართველ ხალხს და მის ევროპისკენ მისწრაფებას. ვერ ვიტან – პუტინთან თავის მოწონების მისწრაფებებს და ტყუილს”, – განაცხადა გუდკოვმა. შეგახსენებთ, რომ დმიტრი გუდკოვი საქართველოში 31 იანვარს არ შემოუშვეს. newsreport.ge/
-
მამაკაცი რომელსაც მამამ 30-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა რამდენიმე წუთის წინ გარდაიცვალა. 47 წლის გოგიტა მეგრელიშვილი, კლინიკა გორმედში მკურნალობდა. ექიმები მის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდნენ. შემთხვევა, 31 იანვარს მოხდა. შვილის დაჭრაში ბრალდებული მამა დაკავებულია, მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ შვილი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.</p> newsreport.ge/
-
“დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში”- ამის შესახებ, პარტია “ლელოს” ლიდერმა, “მთავარი” არხის ეთერში ისაუბრა. ”ბათუმში, უნებართვოდ არის აშენებული 12 უზარმაზარი კორპუსი, რომელიც სინამდვილეში არის ყაზარმული სახის, დახურული, შესვლა არ შეიძლება. ამ ყველაფერს აშენებს ცნობილი ბიზნესმენი, გალიფ ოზთურქი, რომელიც თითქოსდა თურქეთიდან წამოვიდა, მაგრამ იქ არის ძებნილი მძიმე დანაშაულებისთვის, მათ შორის, მკვლელობისთვის. რა უნდა მოხდეს ყაზარმული ტიპის ლამის უფანჯრო, უაივნო კორპუსებში? ეს არის ახალი ტიპის უზარმაზარი კორუფციული სქემა პერსონალურად გალიფ ოზთურქის, ბიძინა ივანიშვილისა და რომელიღაც დიდი ჩინური კომპანიის, რომელთაც გადაწყვიტეს დიდი რაღაც ტიპის IT სივრცის შექმნა, რომელიც იქნება ე.წ. ფიშინგის ქოლცენტრის ახალი კერა, იქნება ონლაინ კაზინეობი ფიშინგით და, მათ შორის, კიბერდანაშაულის ახალი კერა. ძალიან საინტერესო საკითხია ის, რომ ქალაქის სავიზიტო ბარათებად ქცეული სასტუმროები უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა მრავალწლიანი იჯარით აიღეს იმ პირებისთვის, რომლებიც ამ კორპუსში უნდა შესახლდნენ. რატომ გაჩნდა სხვაგან დასახლების სურვილი, პერსპექტივა და შესაძლებლობა? იმიტომ, რომ ჩინეთმა გამოაძევა კრიმინალური ჯგუფები და გადმოინაცვლეს ბათუმში, ქუჩაში ერთმანეთს უსწორდებიან. რამდენიმე საავადმყოფოში საიდუმლოდ გადაჰყავთ და შემდეგ არც კი აქვეყნებენ ინფორმაციას ამ კრიმინალური გარეჩევების შესახებ. ადამიანები, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდებიან, გვეუბნებიან, რომ გარეთ არ უშვებენ და მხოლოდ ღამით გამოდიან. ბათუმში ყველამ იცის ამის შესახებ. ქსენოფობია ჩახსნილია ამ პროცესიდან სრულიად და მე არ ვიქნები იმ ადამიანის თანამოაზრე, რომელიც ეროვნების სეგმენტში გადაიტანს, მაგრამ მარტივია – დაანონსებულია 15 000-მდე ჩინეთის მოქალაქის ჩამოსახლება ბათუმში, შიდა წყაროებიდან ვიცი და იმ სასტუმროების ოდენობა, რომელიც იჯარით არის აღებული, ამაზე მიუთითებს.”- განაცხადა კუპრაძემ. newsreport.ge/
-
“ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც გათვალისწინებულია ფინანსური წახალისების რეკომენდაცია”- აცხადებს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ტელეკომპანია “იმედის” ეთერში. ”ფინანსური წახალისების მექანიზმი აღმოჩნდა საკმაოდ ეფექტური ვაქცინაციის პროგრამაში, ნოემბრის თვიდან დაიწყო ფინანსური წახალისება 60 წლის ზემოთ პირებისთვის, საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო ამან, შემდეგ გაფართოვდა 50 წლის ზემოთ მოსახლეობაზეც. ვაქცინაციის ახალ გეგმაშიც გათვალისწინებულია და რეკომენდაციის სახით არის შემოთავაზებული კვლავაც ფინანსური წახალისების მექანიზმის გამოყენება 50 წლის ზემოთ პირებისთვის, მთავარი სამიზნე მაინც ამ გეგმაში არის ისევ მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, რომელბსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, ფინანსური წახალისება მნიშვნელოვანია და ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება კვლავაც სამუშაო ადგილებში ვაქცინაციის წახალისება-ხელშეწყობა, სამედიცინო პერსონალის წახალისება და მუდმივი ინფორმირება, რომ მათ მიიღონ ეს გადაწყვეტილება, ეს უფრო ბუსტერ დოზას შეეხება, თორემ პირველი-მეორე დოზით მოცვა ამ ჯგუფში საკმაოდ მაღალია” – აცხადებს გაბუნია. newsreport.ge/
-
სირიაში ამერიკელმა სამხედროებმა ისლამური სახელმწიფოს (ISIS-ის) ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ავრცელებს. “გუშინ, ჩემი მითითებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში წარმატებით ჩაატარეს კონტრტერორისტული ოპერაცია, რათა დაეცვათ ამერიკელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები და მსოფლიო უფრო უსაფრთხოდ ექციათ. ჩვენი შეიარაღებული ძალების ოსტატობისა და სიმამაცის წყალობით, ჩვენ ბრძოლის ველიდან გავუშვით ISIS-ის ლიდერი აბუ იბრაჰიმ ალ-ქაშიმი ალ-ყურაიში. ყველა ამერიკელი ოპერაციიდან უსაფრთხოდ დაბრუნდა.”, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ეს იყო აშშ-ს ყველაზე დიდი სპეცოპერაცია ქვეყანაში 2019 წლის შემდეგ, რომლის შედეგად ISIS-ის ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს. newsreport.ge/
-
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 3 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.07 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0179 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, ლარი მასთან მიმართებით 2.08 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4042 ლარს გაუტოლდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
-
“თქვენო უწმინდესობავ! გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა თქვენი აღსაყდრების დღეს! მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თქვენი პირველმსახურების წლების განმავლობაში თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში. დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დგას და სულიერი და მორალური ფასეულობების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცეს, სულიერ სიხარულს და ღვთის დახმარებას ყველა საქველმოქმედო საქმეში. უფალმა მოგცეთ ძალა, განაგრძოთ ნაყოფიერი მოღვაწეობა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისა და მთელი მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ. ქრისტესმიერი ძმური სიყვარულით ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი” ასე ულოცავს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე რუსეთის პატრიარქ კირილეს აღსაყდრების მე-13 წლისთავს. newsreport.ge/
-
5-6 ივლისის სავარაუდო მოძალადეები არგუმენტად ღარიბაშვილის განცხადებას იყენებენ – დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) 2021 წლის 5-6 ივლისის ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) შუალედურ ანგარიშში მიმოხილულია 2021 წლის 5-6 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული დარბევების პოლიტიკური და სამართლებრივი კონტექსტი და 5 ივლისის ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირების წინააღმდეგ აღძრული საქმეების სასამართლო განხილვებზე დაკვირვების შედეგები. მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს. მონიტორინგის ფარგლებში დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 5-6 ივლისის ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე. სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს 31 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 59 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი. თუმცა 5-6 ივლისის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებულ საქმეებსა და სტატისტიკაში არსებულ მონაცემებს ბევრად აჭარბებს როგორც ძალადობის მონაწილეთა, ისე დაზარალებულთა რაოდენობა.[1] მონიტორინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 5 ივლისს ძალადობრივ ქმედებებს წინ უძღოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო. აღსანიშნავია, რომ სასამართლო მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაციაც სწორედ ღარიბაშვილის განცხადებას ემყარებოდა, რომ „სახელმწიფოს პოზიცია და ნება განცხადებული ჰქონდა“ და, შესაბამისად, „ღირსების მარშის“ კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული იმაზეც, რომ 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, წინასწარ ორგანიზებული სიძულვილით მოტივირებული ჯგუფური ძალადობის არცერთი ორგანიზატორი არ არის დაკავებული. DRI-ის დამკვირვებლის ინფორმაციით, სასამართლო სხდომებზე ორგანიზატორების რანგში რამდენჯერმე გაიჟღერა ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას სახელებმა. 2021 წლის 5-6 ივლისს „სიძულვილის ჯგუფების“ მიერ ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით მიმდინარე ოთხ სისხლის სამართლის საქმეზე დაკვირვების პროცესში გამოვლინდა: საჯაროობისა და მოქალაქეთა დასწრების პრობლემა, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხრიდან გამოვლენილი სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკა და დაზარალებულების, ექსპერტებისა და მოწმეების დაკითხვის პროცესში დამაშინებელი და მტრული გარემოს არსებობა. საქმეების სასამართლო განხილვა გრძელდება, შესაბამისად, მონიტორინგის წინამდებარე დოკუმენტი შემაჯამებელ ანგარიშს არ წარმოადგენს. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი განაგრძობს 5 ივლისის ძალადობრივი პროცესების შედეგებზე დაკვირვებას.” – ნათქვამია განცხადებაში. newsreport.ge/
-
მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, გიორგი გელხაურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხვალ თავის სასამართლო პროცესს დაესწრება. ჯერჯერობით უცნობია, დართვს თუ არა პროცესზე დასწრების ნებას პენიტენციური სამსახური. “მის პირად ექიმს არ ეძლევა საშუალება რომ შევიდეს და მოინახულოს იგი, შესაბამისად, ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ არადამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ხვალინდელ პროცესს, მიხეილ სააკაშვილი დაესწრება აღნიშნულ საქმეს და მიიღებს მონაწილეობას”, – თქვა ადვოკატმა. ცნობისთვის, ხვალ, სასამართლოს პარალელურად 11:00 საათზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სასამართლოსთან აქციას გამართავს. newsreport.ge/
-
“მრავალწლიანი ეკალი მოსკოვის თვალში” – აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი ფიონა ჰილი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას აცხადებს, რომ რუსი ოფიციალური პირები ხშირად იყენებენ როგორც “გამაფრთხილებელ ამბავს”. ამის შესახებ მან ჰელსკინკის კომისიაში უკრაინაში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით გამართულ მოსმენაზე ისაუბრა. “საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა უფრო ფრთხილად ეკიდება რუსეთს, ვიდრე მისი წინამორბედები. რა თქმა უნდა, რუსეთი საქართველოში შეიჭრა 2008 წლის აგვისტოში. საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მრავალწლიანი ეკალი მოსკოვის თვალში, ამჟამად თბილისში ციხეშია” – ამბობს ჰილი. newsreport.ge/
-
“რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში: 1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის; 2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს); 3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე; 4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი; 5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა)” წერს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. newsreport.ge/
-
“ეს არის დიდი ტყუილი და სიცრუე, რასაც ყოველდღიურად აკეთებთ მუნიციპალიტეტის და ჩემ წინააღმდეგ. არასდოს არ შეგრჩებათ სიცრუე, არასდროს არ შეგრჩებათ ის, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, მიაწოდოთ ცრუ და ტყუილი ინფორმაცია, მერე გიკვირთ, რატომ ხართ ნულები და დაფიქრდით. მე პირადად გულწრფელად გეუბნებით, ძალიან მსიამოვნებს თქვენი არსებული მდგომარეობა. თუ ასე გააგრძელებთ, იქნებით ისევ ნულები. ჩვენი პასუხი იქნება ძალიან მარტივი – განვითარება, აღმშენებლობა, საქმის კეთება, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, დახმარება ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის” მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს. newsreport.ge/
-
ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარლამენტარებსა და ხელისუფლებას მიმართავს, იყვნენ ამბიციურები, რადგან შესაძლებლობების კარი იღება და იკეტება. მისი თქმით, ქვეყანამ ასოცირების შეთანხმებით გათავალისწინებული რეფორმები უნდა გაატაროს, რადგან ის საზოგადოებისთვის სარგებლიანია. “მინდა საქართველო წავახალისო, რომ იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ შეიტანოს განაცხადი, მაგრამ გაფართოება ეს არის ცალკე საკითხი აღმოსავლეთ პარტნიორობასთან შედარებით. ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმება ავტომატურად არ არის სტატუსი, ამ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. ეს პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზადყოფნა. ფილოსოფიურად ვიტყოდი – შესაძლებლობის კარი იღება და იკეტება, ძალიან დიდი ხანი შეიძლება მოგიწიოს ლოდინი შემდეგ ჯერზე კარის გაღებისთვის. მნიშვნელოვანია, გქონდეთ ამბიციური მიდგომა, რეფორმების უმრავლესობა, რომელიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი, სარგებლის მომტანია საქართველოსთვის ბიზნეს კლიმატისთვის, საზოგადოებისთვის. ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებისგან დამოუკიდებლად”,– განაცხადა სვენ მიკსერმა. მანვე აღნიშნა, რომ ევროკავშირი საქართველოს რჩევებს აძლევს და ეხმარება სასამართლო რეფორმის გატარებაში, თუმცა პროცესი დამოკიდებულია ქართველ კანონმდებლებზე. newsreport.ge/
-
“რაც შეეხება ოპოზიციას, რომელიც თავის დროზე იყო ხელისუფლებაში, შეგახსენებთ, რომ მათი ნაბიჯები შედეგები არის ის, რომ დღეს რუსეთის ფედერაციას აქვს ჩაბარებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. როგორც ჩანს, ეს არ ჰყოფნით, უნდათ მეტი, მათ აშკარად სურთ, იხილონ ომი უკრაინაში, ეს პირდაპირ გამოსჭვივის მათი საუბრებიდან, ომის პარტიაა და მე მგონი, ესეც არ აკმაყოფილებთ, უნდათ, რომ იხილონ ასეთი პროცესები საქართველოში კიდევ ერთხელ. რაც 2008 წელს გააკეთეს მათ საქართველოში, იმას ვეღარ გაიმეორებენ ერთი მარტივი მიზეზის გამო – ისინი არიან დღეს ოპოზიციაში და კიდევ დიდხანს დარჩებიან. აქედან გამომდინარე, გვაცალონ იმ საგარეო პოლიტიკის წარმოება, რომლის შედეგი არის მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოში” ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. newsreport.ge/
-
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რატომ გაუქმდა ქვეყანაში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. მისი თქმით, ომიკრონის პირობებში რეინფიცირება მაღალია, ვაქცინაცია კი ინფიცირებისგან ნაკლებად იცავს, ამიტომ პირი უსაფრთხოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ მას გაკეთებული აქვს PCR ან ანტიგენ ტესტი. “მწვანე პასპორტებს სავალდებულო ხასიათზე ამ ეტაპზე არ ექნება. მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი ომიკრონთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. რა მაქვს მხედველობაში – რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად ეს არ არის გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთხო, როცა ის შევა რომელიმე იმ ბიზნეს გარემოში, რაც მწვანე პასპორტთან მიმართებით გამოვიყენეთ. ვაქცინაციაც ვიცით, რომ გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არ არის სრული დაცვა ინფიცირებისგან, უფრო მეტად არის დაცვა ჰოსპიტალიზაციისგან და გართულბებისგან. ამდენად, ყველაზე ძლიერი ფაქტორი აქ გამოდის PCR ტესტირება. რომ ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლადჩატარებული ტესტი. დღევანდელი სიტუციიდან გამომდინარე ჩაითვალა, რომ მწვანე პასპორტის სავალდებულო მოთხოვნა მოიხსნას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინციის კამპანია უნდა შესუსტდეს”,– ამბობს გაბუნია ბრიფინგზე. newsreport.ge/
-
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გაუქმდა მწვანე პასპორტის ვალდებულება. “მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება, თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად ესაჭიროებათ, კვლავინდებურად შეძლებენ სარგებლობას”,– აცხადებს საკოორდინაციო საბჭო. მათივე განმარტებით, მწვანე პასპორტის გაუქმების მიზეზი ის არის, რომ გაიზარდა კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა, “ეს სისტემა კი ქმედითი ნაკლებად არის”. newsreport.ge/
-
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ინსპექტორის სამსახურის ჩამოყალიბება და განვითარება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი პირობა იყო. მისივე თქმით, ევროკავშირი დაინტერესებულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით, რადგან ინსტიტუციამ მასში ბევრი რესურსი ჩადო. “სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმან, რაც ხდებოდა ამ სამსახურთან დაკავშირებით იქიდან გამომდინარე, რომ ზუსტად ახალ წლამდე ძალიან ნაჩქარევად მოხდა ამ კანონის მიღება. ამ პროცესში მონაწილე მხარეების ინკლუზიური ჩართულობა არ ყოფილა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ევროკავშირი ვართ ერთ-ერთი დაინტერესებული მხარე, რომელმაც ბევრი რესურსი ჩადო როგორც ექსპერტიზის, ასევე ამ სამსახურის შესაძლებლობათა გაძლიერებაში, ჩვენ დაინტერესებული ვართ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არ ვიქნებოდით წინააღმდეგი, რომ მიგვეღო მონაწილეობა დისკუსიებში და ასევე მიღებული გაკვეთილები განგვეხილა, რაც მიმართული იქნებოდა სწორი გზის გამომუშავებისკენ. გარდა იმისა, რომ კითხვები ისმევა ამ პროცესის შინაარსთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება და განვითარება ვიზალიბერალიზაციის ერთ-ერთი წინაპირობა იყო”, – განაცხადა ჰარცელმა. ცნობისთვის, პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტი დაჩქარებულად მიიღო. ოცნების ინიცირებული პროექტის მიხედვით, ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად შეიქმნება ორი ორგანო – საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები. თავად სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას აზრით, ცვლილებების მიზანი ინსპექტორის სამსახურიდან მისი ჩამოშორება იყო, რასაც მმართველმა გუნდმა მიაღწია. newsreport.ge/
-
“ამ სამსახურის გაუქმება ემსახურებოდა ლონდა თოლორაიას სახლში წასვლას, რაც პრინციპში მიღწეულია, პირველი მარტიდან მე აღარ ვიქნები სახელმწიფო ინსპექტორი. საკონსტიტუციო სასამართლოდან პასუხი არ გვქონია, რომ რაიმე სხდომა ჩაინიშნა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სხდომა ჩაინიშნება 1-ელ მარტამდე. მოთხოვნილი გვაქვს დროებითი ღონისძიება, რომ შეჩერდეს ამ ნორმების მოქმედება, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაყოფას. ეს გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგებს. ვითხოვთ დროებითი ღონისძიების გამოყენებას და დიდი იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამას გააკეთებს“ ამბობს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია. newsreport.ge/
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა ქართული ოცნების ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. მას მხარი მხოლოდ ოცნების დეპუტატემა დაუჭირეს. პროექტს დღესვე გაიტანენ პლენარულ სხდომაზე. ოპოზიციის მრავალი შენიშვნის მიუხედავად, რეზოლუციის პროექტი იმ სახით დარჩა, როგორც ინიცირებულია – მასში კვლავ არის მოხსენიებული რუსეთი. კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა. მმართველი პარტიის დეპუტატის, მამუკა მდინარაძის თქმით, რეზოლუციაში “ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, ვერ მოგვედავება”. newsreport.ge/
-
“თქვენ შეადარეთ ჩვენი რეზოლუციით პროექტი “ბუნდოვან სადღეგრძელოს”. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ თქვენ არ იცით, რა არის სადღეგრძლო, ვინაიდან ეს ტექსტი ვერაფრით ვერ დაემგვანება სადღეგრძელოს. ეს არის მკაფიო, კონკრეტული და ლოგიკური წარმოდგენა ჩვენი პოზიციის” მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა ოპოზიციას უკრაინის მხარდაჭერის რეზოლუციის განხილვისას. newsreport.ge/
-
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუგაანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დამწვარი სახლი მამუკა მოკვერაშვილს ეკუთვნის, რომელმაც, შსს-ს ცნობით, რამდენიმე დღის წინ ამავე სოფელში 68 წლის ქალი მოკლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია შენობის ძირითადი ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ხანძრის გაჩენა სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 30 იანვარს დააკავა წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი კაცი, რომელმაც უწყების ცნობით, 29 იანვარს, სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში, 1954 წელს დაბადებულ ქალს, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ქალი გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. newsreport.ge/
-
“ფორმულას” წამყვანი, ვახო სანაიას პასუხობს ქართული ოცნებიდან თბილისის საკრებულოს წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ ღარიბაშვილის სიმამრის, “თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი”. სანაიას თქმით, კონსტანტინე ციხისთავის საკითხზე გამოძიება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როცა ტელეკომპანია ფორმულა საერთოდ არ არსებობდა. “ვლადიმერ ბოჟაძე, მე წამოვწიე [თემა], შე ნაძირალა. ჩემი ძმის საქმეა! ფორმულაზე ლამის პირდაპირ ეთერში გაიგეს, ვინ მყავდა სტუმრად. ფულის გამო ყველაფერს როგორ კადრულობ, შე არაკაცო. ციხისთავის თემაზე ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო გამოძიება და მერე არაფერი გაუკეთებია პროკურატურას. იმ დროს, როცა ციხისთავი ჯერ კიდევ ციხეში იჯდა. მაშინ არც ფორმულა არსებობდა და პრემიერობიდან გაგდებული ღარიბაშვილი ჩირგვებში ჰყავდა გადამალული ივანიშვილს. ციხისთავი ცოტა ხნის წინ გამოვიდა ციხიდან და ინტერვიუს დასთანხმდა. შე ორლარიანო, ნაძირალავ. ეს რა იკადრე”,– წერს სანაია Facebook-ზე. ბოჟაძის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ “ბინძური მეთოდებით ბრძოლა გრძელდება – “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ტელევიზიები კვლავ ტყუილით, დეზინფორმაციითა და ცილისწამებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას”. “ვინ არის სინამდვილეში კოტე ციხისთავი? ის 25 წელზე მეტია აგენტია, დისკრედიტირებული, ნასამართლევი. გაქცეული გია ლორთქიფანიძის პირადი აგენტი, რომელიც ახლაც თანამშრომლობს ნაცმოძრაობასთან. თამაზ თამაზაშვილის თემის წამოწევით ასრულებს პოლიტიკურ დავალებას. ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს როცა ვითომ გია ლორთქიფანიძის აფეთქება იგეგმებოდა, სწორედ თავისვე აგენტ ციხისთავს დაადებინა ასაფეთქებელი, რაც შსს-მ გაშიფრა და მაშინ არავინ დაშავებულა. რაც შეეხება თამაზ თამაზაშვილის თემას: ამ საქმეზე პროკურატურამ თავის დროზე ყველა გამოკითხა, მათ შორის ციხისთავი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა. შოთა ჭიჭიაშვილი, რომელსაც ახსენებს ციხისთავი, გია ლორთქიფანიძემ მოაკვლევინა უკრაინაში. ძალიან საინტერესოა, გიორგი სანაიას მკვლელობა რატომ არ გამოიძია ნაცმოძრაობამ მაშინ, როცა თავად იყვნენ 9 წელი ხელისუფლებაში და ამ თემას მუდმივად ახსენებდნენ 2003 წლის ვარდების რევოლუციამდე? თამაზ თამაზაშვილი ამ წლების განმავლობაში საქართველოში იმყოფებოდა და ნებისმიერ დროს შეეძლოთ მისთვის კითხვების დასმა. რატომ ახლა? იმიტომ რომ ეს არის ბინძური პოლიტიკური დაკვეთა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ. ვინ არის და რატომ არის ასე მოტივირებული გია ლორთქიფანიძე, რა მიზანი ამოძრავებს? მას ჩაუვარდა მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანის და ,,რევოლუციის” გეგმა, ამ საქმეზე დაკავებულებმა სწორედ ის დაასახელეს ორგანიზატორად. თამაზ თამაზაშვილის თემა წამოწია ტელეკომპანია ფორმულამ, რომელსაც აფინანსებს დავით კეზერაშვილი, საქართველოს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით. კეზერაშვილსაც საკუთარი მოტივაცია აქვს იბრძოლოს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ, რადგან დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტროს თანხების გაფლანგვაზე საქმეს მსვლელობა სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დროს მიეცა, რაზეც კეზერაშვილს სასამართლომაც მიუსაჯა სასჯელი. შესაბამისად, ყველაფერი დღესავით ნათელია: დამკვეთიც და შემსრულებელიც, ასე ტანდემში მოქმედებენ ნაცმოძრაობა, გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი, თუმცა ტყუილით მიზანს ვერავინ მიაღწევს”,– აცხადებს საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე. კონსტანტინე ციხისთავმა, რომელიც წარსულში კრიმინალური ავტორიტეტის, შოთა ჭიჭიაშვილის დაჯგუფების წევრი იყო, ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში, ვახო სანაიას გადაცემაში თქვა, რომ ჟურნალისტი გიორგი სანაიას მკვლელობა ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა თამაზ თამაზაშვილმა, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ვლადიმერ ბაკურაძემ და შოთა ჭიჭიაშვილმა დაგეგმეს და შეასრულეს. ციხისთავის თქმით, ვინაიდან ჭიჭიაშვილის დაგჯუფების წევრი იყო, პირადად მოისმინა, როგორ მისცა ჟურნალისტის მოკვლის დავალება თამაზ თამაზაშვილმა, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრმა, კრიმინალურ ავტორიტეტს. newsreport.ge/
-
ხობის მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელ ზედა ქვალონში სახლს ცეცხლი წაეკიდა და მთლიანად დაიწვა, რასაც ორი ადამიანის, 30 და 70 წლის მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხოლო შვილი ავადმყოფობდა და მათ სახლიდან გამოსვლა ვერ შეძლეს. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. newsreport.ge/
-
“მივესალმები რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას. მიუხედავად უამრავი მცდელობისა, ქართულ ოცნებას ამ ქალაქშიც ჩაუვარდა გეგმა, ხელში ჩაეგდო საკრებულოები, იმ მუნიციპალიტეტების ნაწილში, სადაც ოპოზიციამ გაყალბების მიუხედავად გამარჯვების გაფორმება შეძლო. ეს წარმატება რუსთავში, ისევე როგორც ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, აჩვენებს, რომ პრინციპული ნაბიჯებით და საერთო ძალისხმევით ხელისუფლების დამარცხება შესაძლებელია და „ქართული ოცნების“ რყევის პროცესი სახეზეა. იმედი მაქვს, ზუგდიდსა და სენაკში მოვლენებიც ანალოგიურად განვითარდება. ახლა მთავარია, რუსთავში და სხვა საკრებულოებშიც ჩვენი საქმიანობა მიმართული იყოს ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული უამრავი პრობლემის წამოწევისთვის, გადაჭრის გზების შეთავაზებისა და ქართული ოცნების კორუფციული ნაბიჯების მხილებისათვის. ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ გამარჯვების რწმენით და საყოველთაო აქტიურობით ჩვენ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, რომელიც საქართველოში ვითარების შეცვლისა და სწრაფი განვითარების დასაწყებად ერთადერთი გზა არის” ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრის არჩევას. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ნოდარ შეროზია გახდა. შეროზიას ხმა თავისი პარტიის სამმა წევრმა და „ნაციონალური მოძრაობის” 15-მა დეპუტატმა მისცა. newsreport.ge/
-
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, UEFA-მ გადაიფიქრა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური თამაშების ფოთის ცენტრალურ სტადიონზე ჩატარება და ამის მიზეზად არსებული ინფრასტრუქტურა დასახელდა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონს 2013 წლიდან რეაბილიტაცია უტარდება. ორგანიზაციის ცნობით, ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 2013 წელს დაიწყო და მასში უკვე დახარჯულია 8.5 მილიონი ლარი, თუმცა მიზანი, რომ სტადიონი უეფას მესამე კატეგორიის შესაბამისი იყოს და საერთაშორისო მატჩების ჩატარება შესაძლებელი გახდეს – მიღწეული არ არის. “თავდაპირველად ჩემპიონატის (ევრო 2023-ის) ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად ფოთი განიხილებოდა. თუმცა უეფას საორგანიზაციო ჯგუფის ექსპერტების რეკომენდაციით, რომელიც მათ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, არსებული ინფრასტრუქტურის გაცნობის შედეგად შეიმუშავეს, ჯგუფური ეტაპის მატჩები ფოთის ნაცვლად, ქუთაისში გაიმართება”,– წერია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში. “2013 წელს, ფოთის მერიის მიერ სტადიონის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში შპს ნიუ კონსტრაქშენმა გაიმარჯვა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ავანსის სახლით 700,000 ლარი მისცა, მაგრამ რამდენიმე თვეში – 2014 წლის იანვარში პირობების შეუსრულებლობისა და ვადის გადაცილების გამო კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა. Საქმე სასამართლოში წავიდა, სადაც კომპანიას სახელმწიფოს თანხების მითვისებას ედავებოდნენ და ავანსად მიღებული თანხის დაბრუნებას მოითხოვდნენ. Მეორე ტენდერი 2014 წლის ოქტომბერში გამოცხადდა და შპს ხიდმა გაიმარჯვა. ფოთის მერიის ინფორმაციით, შპს ხიდს ავანსად ნახევარი მილიონი ლარი ჩაურიცხეს, თუმცა ნაკისრი ვალდებულებები ვერც ამ კომპანიამ შეასრულა და მოგვიანებით დამფუძნებელი – თეიმურაზ წივწივაძე სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების მითვისების გამო დააკავეს”, – წერს ორგანიზაცია. მათივე ცნობით, ამის შემდეგ ტენდერში შპს ელიტა ბურჯმა გაიმარჯვა, რომლისთვის გადასახდელ თანხად 1 860 000 მილიონი ლარი განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების დადების ფოთის მუნიციპალიტეტის მერიას ვალდებულება არ აუღია კომპანიისთვის თანხის წინასწარ გადახდის, პირობები მალევე შეიცვალა და ელიტა ბურჯმა ავანსის სახით 1 750 000 ლარი მიიღო. “2018 წლის 20 აპრილს კომპანიამ კვლავ მოითხოვა სამუშაობის დასრულების ვადის 2018 წლის 29 ივლისამდე გადავაწევა, ამის მიზეზად კი დასახელდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ახალი მიზანი ჰქონდა – ფოთის სტადიონს არა უეფას მეორე კატეგორიის სტადიონის შესაბამისი, არამედ მესამე კატეგორიის შესაბამისი. 2018 წლის 29 ივლისს ხელშეკრულებაში კიდევ შევიდა ცვლილება სამუშაოების დასრულების ვადის 2018 წლის 31 ოქტომბრამდე დასრულების შესახებ, თუმცა აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით სამუშაოები არც მაგ დროისთვის იყო დასრულებული”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში.. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც შპს ელიტა ბურჯმა ვალდებულებები შეასრულა, ტენდერი უკვე არა ფოთის მუნიციპალიტეტმა, არამედ მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა, რომელშიც შპს მაქრო ქონსთრაქშენმა გაიმარჯვა და მათთვის გადასახდელ თანხად 5 300 000 მილიონი ლარი განისაზღვრა. მიუხედავად იმისა, რომ ფოთის ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაცია 8 წელია მიმდინარეობს და მასში 8.5 მილიონი ლარი დაიხარჯა, Uefa-მ სტადიონის ინფრასტრუქტურის შემოწმების შემდეგ, გადაწყვიტა 21-წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ თამაშები ფოთის ნაცვლად ქუთაისში ჩაატაროს newsreport.ge/