Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. ღარიბაშვილის გამოსვლისას სიცრუის დეტექტორი რომ დავდგათ, აფეთქდება- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. „ყველაზე დიდი სიცრუე – ის ამბობს, რომ 65 მილიარდი იქნება საქართველოს მშპ და ეს იქნება ისტორიაში ყველაზე მაღალი. ზოგადად, ყოველი წლის შემდეგ, თუკი მთლიანი ზრდა არის 0,001%, ისტორიულად იმაზე მაღალია, ვიდრე წინა წელს. აქ საუბარია ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტზე და ის არაფერს ნიშნავს. საქართველოში ხომ ეკონომიკა დაეცა შარშან 6.8%-ით. შარშან რომ ეკონომიკა დაცემულიყო 20%-ით და წელს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოფილიყო ის, რაც ახლა არის საქართველოში, ეკონომიკური ზრდა იქნება ისეთი, რომელიც ადამიანის გაჩენის დღიდან 1 წელიწადში რომ არ ყოფილა, რადგან მინუსთან შედარებით ძალიან დიდი ზრდა გვექნებოდა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა და მეცნიერებამ მთლიანი შიდა პროდუქტის გაზომვა გამოიგონა და აღრიცხვა დაიწყო, ამ ისტორიის განმავლობაში არნახული ზრდა გვექნებოდა. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გავიზარდეთ ძალიან სერიოზულ დაცემასთან შედარებით. მარტივ მაგალითს გეტყვით – წარმოიდგინეთ, ქუჩაში რომ მიდიხარ, დაეცემი და ქვაზე დაარტყამ თავს. ამის შემდეგ რომ წამოდგები, ბარბაცით გაივლი და აღდგები. როგორ ემოციას იწვევს – ტაშს დაგიკრავენ და იტყვიან: „რა მაგრად გაიარა“. მეორე ადამიანი, რომელიც ასევე დაეცა, მაგრამ თავი არ დაურტყამს და შედარებით მსუბუქად იყო, წამოდგა, გაიარა და არავითარი ყურადღება, რადგან შენ უფრო მეტად გეთვლება, რადგან უფრო მძიმე დარტყმის შემდეგ ადექი“, – განაცხადა გოცირიძემ. newsreport.ge/
  2. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 45 პაციენტი. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 4127 პირი. გუშინ საქართველოში 22 001 ტესტი ჩატარდა. newsreport.ge/
  3. თბილისში, ვაზისუბანში მდებარე მე-15 საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, ერთ-ერთი მძიმედ. არსებული ინფორმაციით, ძლიერი აფეთქება პირველ სართულზე გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. მისივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად სულ 5 ადამიანი დაშავდა. ნიკა ელისაშვილის თქმით, ერთი ადამიანი, მძიმედ არის, ხოლო 4 ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაოები. newsreport.ge/
  4. ძლიერი აფეთქება ვაზისუბანში – აფეთქდა მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინა. მაშველებს საცხოვრებელი სახლიდან ადამიანები გამოჰყავთ, მიმდინარეობს ევაკუაცია. არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები. მსხვერპლზე ინფორმცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურში გვეუბნებიან, რომ აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. რა გახდა აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. newsreport.ge/
  5. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ციხეში შეყვანის კადრების გამოქვეყნებას ენმ ითხოვდა და ეს მოთხოვნა თავად სააკაშვილთანაც იყო შეთანხმებული. “რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა. მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროვებას და პლიუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც”,– აცხადებს კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ გადაუგზავნეს აღნიშნული კადრები ადვოკატებს, კობახიძე ამბობს, რომ ეს სპეკულაციების გაგრძელების საფუძველი იქნებოდა, ნაციონალურ მოძრაობისთვის კი მომგებიანი იყო სახელმწიფოზე ზეწოლა და კადრების არგასაჯაროვება. კობახიძე აღნიშნავს, რომ ასეთი კადრები სხვა პირებზე ხშირად საჯაროვდება, თუმცა ასეთი რეაქცია არასდროს მოყოლია. newsreport.ge/
  6. “საერთო სურათი ისედაც არ იყო სახარბიელო და კიდევ უფრო დამძიმდა პანდემიის შემდეგ. დაახლოებით 730 ათასი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა პანდემიამდე და ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. წელს სავარადოდ დავუბრუნდებით იგივე ნიშნულს, დაახლოებით 700 ათასი ადამიანი იქნება სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს არის ძალიან დიდი მაჩვენებელი ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. მილიონ 150 ათასი ადამიანი იყო 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ამოვიდა სიღარიბიდან 350 ათასი ადამიანი, მაგრამ ეს არ იძლევა დამშვიდების საშუალებას. 700 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა არის ძალიან სერიოზული მაჩვენებელი 4-მილიონიანი ქვეყნისთვის” ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  7. “დღეს წმინდა ნიკოლოზობის ქადაგების შემდეგ, ძალიან უხეშად და უკიდურესად არაქრისტიანულად, საჯაროდ თავს დამესხა ქუთაისის მიტროპოლიტი და მას მხარი აუბა კიდევ ერთმა რუსეთუმე მღვდელმთავარმა. ბატონი გამრეკელი დიდი ხანია შემჩნეულია, რომ პირდაპირ რუსეთის ტერმინოლოგიით საუბრობს და ისე ქადაგებს, რომ მისი პრორუსობა რუსეთის პატრიარქ კირილს შეშურდებოდა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ბაგრატის ტაძარი და გელათის აკადემია აღვადგინე და ეს მიტროპოლიტი ახლა ქოცებთან ერთად ანადგურებს არამხოლოდ გელათს, არამედ სიმწრით აღდგენილ ბაგრატს, რომელშიც წყალი ჩადის და არაფერი კეთდება ამ პროცესის შესაჩერებლად. დროა, შევწყვიტოთ ენის მოჩლექით საუბარი ნებისმიერ სფეროში. მათ შორის ჩვენს ეკლესიაში ჩანერგილ მეხუთე კოლონის წარმომადგენლებთან. საქართველოს ეკლესიის ძირითადი შემადგენლობა პატრიოტებისა და პატიოსანი სასულიერო პირებისგან შედგება და მე დარწმუნებული ვარ, ისინი ხმას აიმაღლებენ, როგორც რუსული ცილისწამებისა და სადამსჯელო ოპერაციების წინააღმდეგ, ასევე გადამწყვეტ როლს შეასრულებენ პატრიარქისა და პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ ეროვნული თანხმობის მიღწევის პროცესში!” ასე ეხმიანება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოანეს განცხადებას, რომელმაც შერიგებაზე საუბრისას თქვა, რომ “მკვლელმა მკვლელობა უნდა აღიაროს”. newsreport.ge/
  8. საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, ბერლინში დააკავეს საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ექსპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ ბრალის “დაუსაბუთებლობაში” გერმანიის პროკურატურა მალე გაერკვევა და კალანდაძე გათავისუფლდება. “ის არის 2008 წლის ომის გმირი. მაშინ მე-4 ბრიგადის ჯგუფმა, რომელსაც ის მეთაურობდა, შეაჩერა რუსეთის ტანკების მოწინავე დამრტყმელი ძალა და ამ ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა რუსეთის 58-ე არმიის მეთაური გენერალი ხრულოვი. უკრაინაში ომის დაწყებისთანავე გიგი აქტიურად ჩაერთო საბრძოლო მოქმედებებში. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს გაღებული მტრის შეტევის შეჩერებაში აღმოსავლეთის ფრონტზე. სწორედ ამის მერე საქმეც აღიძრა. რამდენადაც ვიცი, გენერალი კალანდაძე უკრაინის მოქალაქეა და ასევე, მას უკავია თანამდებობა უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით. დარწმუნებული ვარ, გერმანიის პროკურატურა და სასამართლო სწრაფად გაერკვევიან დაკავების მოთხოვნის დაუსაბუთებლობაში და გიგი ძალიან სწრაფად გათავისუფლდება და მას ბოდიშსაც მოუხდიან. გერმანიის სასამართლო მურუსიძის კანტორა არავის ეგონოს. უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე იჭრის თავს!”,– წერს მიხეილ სააკაშვილი. newsreport.ge/
  9. გუშინ, ნუცუბიძის პლატოზე 17 წლის ბიჭის დაჭრაში ბრალდებული, არსებული ინფორმაციით, მომღერალ გია თოიძის შვილი, ნიკა თოიძეა. მომღერლის თქმით, შვილთან ბოლო კომუნიკაცია 3 დღის წინ ჰქონდა, ამიტომ არ იცის შემთხვევის დეტალები. როგორც ირკვევა, ის პოლიციას რამდენიმე წუთის წინ ჩაბარდა. დაჭრილ არასრულწლოვანს მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ჯერჯერობით დაკავებული არ არის. newsreport.ge/
  10. “ამ ცენტრს “ემპათია” კი არა, ცენტრი “ევგენიკა” უნდა ერქვას, აშკარად. რამდენი წელია, ვებრძვი, ამ მანკიერ ტერმინ “ინვალიდს” და ეს “ინვალიდიზაცია” რაღაა საერთოდ? თქვენ, მართლა, ხო არ გცხელათ მაგ ცენტრში! ჯერ, შშმ პირი “ჯანსაღი ადამიანის” ოპოზიტად გამოაცხადეს; ახლა, საერთოდ, ახალ მიმდინარეობას ჩაუყარეს საფუძველი; ხვალ, სტერილიზაციას მოგვთხოვენ! ამ დასკვნის ავტორებს კომპეტენცია კი არა, ელემენტარული განათლება არ აქვთ და წარმომიდგენია, მათ ხელში რომ მოხდეს შშმ ადამიანი, თან შეზღუდული შესაძლებლობის გამოც არა, შეიძლება ნებისმიერი შეგვაწუხოს ყელის, ან თავის ტკივილმა, ესეთი დისკრიმინაციული მენტალობით, რას დამართებენ იმას! შეზღუდული შესაძლებლობა არ არის დიაგნოზი, და არც შშმ პირები არ ვართ პაციენტები! ეს არის სოციალური პარადიგმა, რომელიც განიხილება უფლებრივ ჭრილში და არა სამედიცინო მოდელით, როგორც ნოზოლოგიები. XXI საუკუნეში ასეთი აზროვნება უკიდურესი სირცხვილია. ამიტომ, სათითაოდ გამოვიდნენ ამ ევგენიკურ ტექსტზე ხელმომწერი პირები და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. არა მხოლოდ შშმ პირებს, არამედ მთლიანად, საზოგადოებას, რადგან მსგავსი შეურაცხმყოფელი და ფაშისტური აზროვნება ყველასათვის თანაბრად მიუღებელია!” ასე ეხმიანება ქართული ოცნები დეპუტატი რატი იონათამიშვილი ცენტრ “ემპათიის” დასკვნას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, სადაც ვკითხულობთ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტის მკურნალობა ეფექტურად ვერ შეფასდება, არაეფექტური მკურნალობა კი გამოიწვევს მდგომარეობის დამძიმებას, კერძოდ, “დიდია კორსაკოვის სინდრომის ჩამოყალიბების რისკი, რაც გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას”. newsreport.ge/
  11. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე აცხადებს, რომ მისი წინასაარჩევნო დაპირება, უფასო ლიფტები “დიდი შეღავათი” იქნება პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის. მისივე თქმით, ლიფტების რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია, ლიფტის ხარჯს კი მუნიციპალიტეტი დაფარავს. “ახალი პროგრამის ფარგლებში, კორპუსის ამხანაგობებთან ერთად მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს იმ ხარჯებს, რომლის გადახდაც, აქამდე მოსახლეობას უწევდა ლიფტით სარგებლობასა და მომსახურებაში. 1-ლი იანვრიდან რუსთავში, კორპუსის ამხანაგობის მომართვის შემთხევაში, ლიფტები გახდება უფასო. ამ საკითხს, ძალიან ბევრი ადამიანი ისე მსუბუქად და ქილიკით უყურებდა. 60 ათასი ადამიანი რუსთავში ყოველდღე სარგებლობს ლიფტით, მათში ძალიან ბევრია პენსიონერი, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი, მე ვფიქრობ, რომ მათთვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება ის, რომ მუნიციპალიტეტი ამ სერვისს უფასოდ შესთავაზებთ“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ. newsreport.ge/
  12. “ვის შეუძლია წარმოიდგინოს, შესაძლებლობა იმისი, რომ ეშმაკი შეურიგდეს ღმერთს. რაში შეურიგდეს, რომ ხალხი წავიდეს ჯოჯოხეთში და მხარი დაუჭირო ეშმაკს? მაშინ რა უნდა გააკეთოს უფალმა, რომ შერიგდეს ეშმაკთან, ის არ ნანობს თავის საქციელს. მხოლოდ ერთი რამ არსებობს, რითაც შეიძლება შერიგება – ეს არის აღსარება, ეს არის მონანიება. ეს მონანიება არის ცოდვების აღიარება. ვინც უფალთან არ შერიგდება, იმასთან შერიგება შეუძლებელია, რადგან ბოროტსა და კეთილს შორის შერიგება არ არსებობს. ვინც კეთილიდან ბოროტში გადავიდა, ის არ არის შერიგება, ის არის გარიგება, იმიტომ რომ მათ რაღაც მიზნები ამოძრავებთ. ღვთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში ვერცერთი ძალა ვერ გაიმარჯვებს” ამბობს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე “საყოველთაო შერიგებასთან” დაკავშირებით. newsreport.ge/
  13. “რუსეთი კლავს, საგარეო – დუმს”, “ხმა ამოიღეთ!” – ამ მოწოდებებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სირცხვილიამ” აქცია გამართა. ისინი ოკუპანტების დატყვევებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას და ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ. ჩხიკვაძე უკვე მე-7 დღეა, ცხინვალის იზოლატორში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი. ყოფილი ჯარისკაცი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს. newsreport.ge/
  14. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში 24 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობა მას გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. newsreport.ge/
  15. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 14 აგვისტოს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გელა გოჭოშვილი ​თავისუფალია. “უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის დაუყონებლივ გათავისუფლების საკითხს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მუდმივ რეჟიმში აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შეხვედრებზე. სისტემატურად გამოიყენებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოქმედი „ცხელი ხაზი”,– აცხადებს უწყება. სუს-ი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აქტიურად იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეების გასათავისუფლებლად. მათივე შეფასებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. newsreport.ge/
  16. გიული ალასანია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის და უჭირს გადაადგილება. “ადამიანი ვერ დადის სწორ ხაზზე. რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარს თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. ეს ხდება მარჯვენა მხარეს. კიდევ მზერა – რომ სინაჯვენ, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. სისუსტე აქვს აშკარად, ეს ჩემი შთაბეჭდილებებია. ნორმალური რეაბილიტაცია სჭირდება. არ ვიცი, რამდენად უშველის, მაგრამ ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, [ემპათიის] დასკვნიდანაც ჩანს”,– ამბობს ექსპრეზიდენტის დედა. ცნობისთვის, გუშინ ცენტრმა “ემპათიამ” მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე მორიგი შემაჯამებელი დასკვნა წარადგინა და განაცხადა, რომ “გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული მკურნალობა ვერ შეფასდება ეფექტურად”. newsreport.ge/
  17. “როცა არის ორი დაპირისპირებული მხარე და არის სადაო საკითხები, მაშინ შეთანხმდნენ ამ სადაო საკითხებზე. დანაშაული აღიარებული იყოს, აღიარებული თუ იქნება, მაშინ შენდობილი იქნება. თუ მე დანაშაულს სიმართლეს ვეძახი და მე კიდე, შენ სიმართლეს – დანაშაულს, მაშინ როგორ შევრიგდებით? უნდა შევთანხმდეთ ტერმინებზე. მკვლელობას მკვლელობა ჰქვია და მკვლელობაზე პასუხი უნდა აგოს ვინც ჩაიდინა. აღიაროს რომ ეს მკვლელობა ჩაიდინა, ეს მაინც გააკეთოს, ვინ? ვინც იყო მკვლელი. ვაზაგაშვილის მამა ვინ ააფეთქა შვილის საფლავზე? დისტანციურად. ეს რა, არ იყო მკვლელობა?!” ამბობს ქუთაისისა და გაენათის მიტროპოლიტი, მეუფე იოანე “საყოველთაო შერიგების” ინიციტივაზე. newsreport.ge/
  18. “მამისგან მოდის ეს [კითხვა]?”- ასე მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს, თათია წოწონავას. “თქვენ ჩემზე ზრუნავთ, ძალიან გაღელვებთ ჩემი ბედი და აბა მითხარი, მამისგან მოდის ეს [კითხვა] თუ იმისგან, რა ჰქვია, იქიდან ის გეუბნებათ? თქვენი მამა კოლეგა იყო ჩემი და იმიტომ, რავიცი, შვილი და მამები, რავიცი…”,– უთხრა წოწონავას ზალკალიანმა, რაზეც მან უპასუხა, რომ შესაძლებელია, კითხვები თავადაც ჰქონდეს. “როგორ არა, აბა რა..”,– აღნიშნა ჟურნალისტის პასუხად მინისტრმა. ამ ფაქტს გამოეხმაურა თათია წოწონავას მამა, ოდესაში საქართველოს ყოფილი კონსული, უჩა წოწონავა და ზალკალიანს “სახის შენარჩუნება” ურჩია. “არასდროს არ მიკადრებია ჩემს საქმეებში შვილის გარევა, ასეთი მარტივი ჭეშმარიტება თუ ვინმესთან მექნებოდა ასახსნელი, მით უმეტეს ყოფილ კოლეგასთან და თანამდებობის პირთან, ნამდვილად არ მეგონა. თანამდებობები წარმავალია ჩემო დათო, მთავარია სახის შენარჩუნება, დამიჯერე, ამ შენი კომენტარით კი შენს თავს უფრო მიაყენე შეურაცხყოფა, ვიდრე მე, ან მით უმეტეს ჩემს შვილს”, – დაწერა წოწონავამ Facebook-ზე. newsreport.ge/
  19. გამარჯობათ,აქ ქართული ლიტერატურის წაკითხვა არ შემიძლია,საქართველოში არ ვარ და ამიტომ ინტერნეტით როგორ მოვიძიო წიგნები მასწავლეთ,მადლობა
×
×
  • შექმენი...