
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ დილომატიური გზით რუსეთს დეესკალაციის საშუალება აქვს, თუმცა თუ ის იმოქმედებს, აშშ მზად არის, გადამწყვეტად უპასუხოს. “სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგი წარმოადგენს დიპლომატიის კრიტიკული კვირის დასაწყისს რუსეთთან. პუტინისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დიპლომატიური გზით მას აქვს ამ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა. არჩევანი მასზეა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ გადამწყვეტად ვუპასუხოთ, თუ რუსეთი იმოქმედებს”,– წერს ჯინ შაჰინი ტვიტერის გვერდზე. The Strategic Stability Dialogue marks the beginning of a critical week of diplomacy w/Russia. It must be made clear to Putin: through diplomacy, he has the opportunity to de-escalate this situation. The choice is his. But we are prepared to respond decisively if Russia acts out. — Sen. Jeanne Shaheen (@SenatorShaheen) January 9, 2022 დღესვე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკემა განაცხადა, რომ აშშ არ მოითმენს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და პუტინმა უკან უნდა დაიხიოს. newsreport.ge/
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს. მისი განცხადებით, რუსეთი ბოლო ათწლეულის განმავლობაში აგრესიულად მოქმედებდა, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ. ბლინკენი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ მისი მხრიდან აგრესიას არ შეეგუებიან. “ძნელია რეალური პროგრესის დანახვა, საუბრისგან განსხვავებით, როდესაც უკრაინას თავზე იარაღი აქვს მიშვერილი. ამიტომ, თუ ჩვენ რეალურად ვაპირებთ პროგრესის მიღწევას, უნდა დავინახოთ დეესკალაცია. რუსეთმა უკან უნდა დაიხიოს იმ საფრთხისშემცველი მოქმედებებისგან, რომელიც ამჟამად უკრაინას ემუქრება. რატომ ვართ აქ? ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთი ახორციელებდა აგრესიულ ქმედებებს მეზობლების – საქართველოს, მოლდოვისა და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ, დღეს უკრაინაში განახლებული საფრთხეა. სასწორზეა მნიშვნელოვანი პრინციპები, რომლებიც ეხება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს. რუსეთისთვის ცხადი უნდა გახდეს, რომ აგრესიას არ მივიღებთ, არ მოვითმენთ. ასევე, ეს არ ეხება დათმობაზე წასვლას, არამედ იმას, რომ რუსეთმა დაინახოს, დიალოგისა და დიპლომატიის კონტექსტში არსებობს თუ არა საკითხები, სადაც ორივე მხარეს, ყველა მხარეს შეუძლია მოქმედება დაძაბულობის შესამცირებლად”,– ამბობს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი. newsreport.ge/
-
“შემთხვევების რაოდენობა იქნება ყველაზე მეტი პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. ჩვენ, ფაქტობრივად, რესურსი არ გვაქვს. ნიღბის ტარება ვერ გახდა ჩვენი ცხოვრების წესი და ვერ ვიყენებთ ამ ეფექტურ შესაძლებლობას. ბუსტერ დოზები, იმ ადამიანებში, რომლებსაც 2 დოზა აქვთ გაკეთებული, ასევე ვერ გახდა ის აუცილებლობა, რომელიც დეკემბრის ბოლოდან და იანვრის დასაწყისში უნდა ყოფილიყო განხორციელებული. ამიტომ, პრაქტიკულად ვერაფერი გააჩერებს ომიკრონს” ამბობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე რუსთავი 2-ის ეთერში. newsreport.ge/
-
ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები, უცხოელი ბიზნესმენები, კორპორაციების ხელმძღვანელები ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ წერილს ავრცელებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო 11 იანვარს გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს. მიმართვას მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. “ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, OPM29 2000, ვიცნობთ მამუკას 1998 წლიდან და გვსურს დავადასტუროთ მისი გულწრფელობა, პატიოსნება და ერთგულება საქართველოს თანამოქალაქეების მიმართ. მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს მან უმასპინძლა ჩვენს კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჩვენ აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი მდიდარი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით. მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობა გაეცნო ჩვენი ჯგუფისთვის. მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის, საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს”,– ვკითხულობთ მიმართვაში. შეგახსენებთ, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა 11 იანვარს, 11:00 საათზე გაიმართება. newsreport.ge/
-
ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში მიმდინარე დაპირისპირებას 164 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამედიცინო დახმარება კი 2 ათასზე მეტ პირს დასჭირდა. უწყების ინფორმაციით, 164-დან 103 ქალაქ ალმათში დაიღუპა, 21 კაზილორდას რეგიონში, 10 ჟამბილის, 9 ალმათის რეგიონში. დაღუპულთანაგ ერთ-ერთი 4 წლის ბავშვია. ყაზახეთის შსს-ს ცნობით, დაღუპულია 16 სამართალდაცმველი, 1 300 კი დაშავდა. ყაზახეთში დაპირისპირება გრძელდება, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაცია ირწმუნება, რომ ყველა რეგიონზე კონტროლი დამყარებულია და ვითარება სტაბილურია. newsreport.ge/
-
“მე პირდაპირ გეტყვით, მე ჩემს თანამებრძოლებთან, მეგობრებთან ერთად ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებ და ვემზადებით, რომ მასობრივი, სახალხო გამოსვლები დაიწყოს ამ ქვეყანაში, რომელსაც აუცილებლად უნდა გადავაყოლოთ ეს ხელისუფლება. სხვანაირად არ გამოდის” ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი TV პირველთან საუბრისას. newsreport.ge/
-
‘დღეს წირვაზე ვერ დავდექი, რადგან წუხელ თრომბი ისე მიტევდა, ლამის დამამარცხა. ვიცი, ეს ამბავი ბევრს გაუხარდებოდა და იტყოდნენ, ძლივს არ დადუმდაო?! იქნებოდნენ ისეთებიც, გაუხარდებოდა, მაგრამ არ შეიმჩნევდა, ნიანგის ცრემლებს ისე დაღვრიდა, ვითომ არასდროს უნატრია ჩემი განადგურება… ძვირფას კუბოშიც მომათავსებდნებ და უკანასკნელ გზაზე ისეთი პატივით გამაცილებდნენ, ცოცხალი რომ ვყოფილიყავი, საკუთარი თავის შემშურდებოდა, მაგრამ ჯერ ცოცხალი ვარ და ჩემი ნება რომ იყოს, ცოტა ხანი სიკვდილს არ ვაპირებ… წუხელ ერთმა სასულიერო პირმა ისეთი მძიმე მოსასმენი ისტორია მომწერა, კანში ვერ ვეტევი. აქ არ ვდებ შეგნებულად, რომ პრობლემა არ შეექმნას… ბოლოს ისიც მითხრა, ვინმეს იმედი გაქვსო?! ეს კითხვა ძალიან ორაზროვანი იყო, თავადაც იცოდა, სად ჩვენი სისტემა და სად ერთსულოვნება… დიახ, მთელი ცხოვრება ისე მოვდივარ, რომ არავის იმედი არ მაქვს და მადლობა იმ ადამიანებს, რომ თავის დროზე იმედი გამიცრუეს და სასტიკი რეალობის წინაშე დამაყენეს…. ჰო, ამის მერე მივხვდი, რომ სრულიად მარტო ხარ ამ სამყაროში და ან ეგუები ყველა უსამართლობას, ან ეწირები უთანასწორო ბრძოლას. მე მეორეს ვირჩევდი სულ და ახლა მითუმეტეს… რეალობა იმაზე რთულია ვიდრე წარმოგიდგენიათ… ამერიკიდან, ახლოდანაც დამიკავშირდნენ მეგობრები და მითხრეს, არ შეუშინდე, კომუნალურების გადახდაში დაგეხმარებითო… მადლობის მეტი რა მეთქმის, მაგრამ სულ სხვას რატომ უნდა ვუყურო?! რატომ უნდა წუხდებოდეს ყოველთვის სხვა იმისთვის, რომ თავი გაიტანო… უუნარო, უმოქმედო, შეუგნებელი, უცოდინარი ვარ, რომ სხვამ მარჩინოს?! არა, არასდროს მქონია სურვილად ვინმეს ჯიბეზე ვიყო ჩამოკიდებული და მან მართოს ჩემი ცხოვრება… თავის დროზე, თუნდაც ახლაც, როგორც სახელწიფოში, ისე ეკლესიაში, ნეპოტიზმით, ვაზელინობით, ვითომ მორჩილებით და სინამდვილეში მონობით, ზიზილ-პიპილოებისადმი ტრფიალით, ენის მიტანით და დასმენით რომ არ შეერჩიათ კადრები და მართლაც სწორი აქცენტები გაკეთებულიყო, ეკლესიას ამდენი ადამიანი არ დაუპირისპირდებოდა, ის პირღია ვითომ კრიტიკოსებიც არ იქირქილებდნენ, რა ბნელები და უწიგნურები არიანო… ისიც ვიცი, ვინც ჩირგვებიდან მხარს მიჭერს და გაჰყვირის ყველაფერში გეთანხმებიო, უკვე ძალიან ვადაგასული მეთოდებით მიძვრება ,,იქ” და კიდევ ერთი ძალიან ყალბი ერთგულების დასამტკიცებლად მკიცხავს, რა დღეშია, ეს ეკლესიის მტერიო… თვითონ ვერ ხვდება, არ უჭრის ისე გონება, მაგრამ არც არავინ გამოჩნდა მის გვერდით, რომ სხვამ მაინც უთხრას, ქრისტეს გამყვიდველობაა მისი ასეთი საქციელი… მე არაფერი მაქვს დასაკარგი, ღმერთს ადამიანები ვერ დამაკარგვინებენ, ის ჩემს გულში ცოცხლობს…. ღმერთი ხომ თავად გვასწავლის, გავთავისუფლდეთ მონობისაგან… ჩემზე ,,ღირსეული” სასულიერო პირები ხომ გვმოძღვრავენ, გაემიჯნე ცოდვას, იბრძოლე ცოდვის წინააღმდეგო… ჰოდა, ვემიჯნები… ამხელა უსამართლობა, უთანასწორობა, სხვისი ტკივილის და შეჭირვებული მდგომარეობის ფეხზე დაკიდება უმძიმესი ცოდვაა… მე არ ვამბობ მხოლოდ ჩემს გამო, შენს გამოც ვამბობ, ვინც მაკრიტიკებ, მაგრამ არც შენ ხარ უკეთეს დღეში და მითუმეტეს ხვალ და ზეგ უარეს სიტუაციაში აღმოჩნდები… ყველაფერი ადვილი მოსაგვარებელია…. ოღონდ ამის სურვილი არ არსებობს… მასობრივი დასტრესილი მდგომარეობა, ამხელა უსიყვარულობა, უნდობლობა, მრისხანება, დანარჩენს ვეღარ ჩამოვთვლი, შორს წავა, არ მგონია ქრისტიანობის ნიშნები იყოს… მე არ ვაპირებ მონობასთან შეგუებას… ვიცი, არავინ შეიწუხებს თავს, მაგრამ საკუთარი სინდისის წინაშე მართალი ვიქნები… ხვალ დავდგები და ჩავატარებ ერთი კაცის აქციას და გავაპროტესტებ ყველაფერს, რაც ამ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტს აწუხებს!.. გავაპროტესტებ სიკვდილამდე!” წერს მამა პეტრე Facebook-ზე. newsreport.ge/
-
მეხუთე ტალღიდან მე-6 ტალღაში გადავედით – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა დევი ტაბიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა. “რეალურად, საზეიმო დღეები კიდევ ერთი აქტივატორია იმის, რომ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა. მე არ ვარ იმ მოსაზრების მომხრე, რომ „ომიკრონი“ იქნება კორონავირუსის დასასრული. ეს გამორიცხულია. მუტაცია არსებობდა, არსებობს და კიდევ იარსებებს. მუტაციის პროცესს ვერ შევაჩერებთ. ახალი ვირუსების წარმოქმა მუდმივად იქნება“,- განმარტავს ტაბიძე. newsreport.ge/
-
თბილისში მკვლელი ნარკოტიკი ფენტანილი კვლავ გამოჩნდა – “ქართველი რეივერების გაერთიანება” ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. გაერთიანება პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკისრებს. საკლუბო სივრცის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მინიმუმ ამის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა არაფერს აკეთებს და შესაძლოა 2018 წლის სცენარი კვლავ განმეორდეს. ”ქალაქში მომაკვდინებელი ნარკოტიკი, ფენტანილი ისევ გამოჩნდა! არ მიიღოთ MDMA და მასთან მიახლოვებული ჯგუფის (ემპათოგენები, განსაკუთრებით მეფედრონი) ნარკოტიკული ნივთიერებები! არ გაურიო უცნობი პრეკურსორი ალკოჰოლში, ან სხვა ბენზოს ჯგუფის ნივთიერებაში! ფენტანილი იწვევს სუნთქვის შენელებას და საბოლოოდ კომას! ჩვენ არ გვრჩება სხვა ალტერნატივა გარდა იმისა, ვივარაუდოთ, მარაგი განგებ არის დაბინძურებული საკლუბო სივრცის დისკრედიტაციისა და ერთობაში მყოფი ინდივიდების განადგურებისათვის! შსს-ს სურს 2018 წლის სცენარის გამეორება, პროპაგანდით და იარლიყების მიწებებით საკლუბო სივრცის სრული განადგურება და ათასობით ადამიანისათვის შთაგონების, ტოლერანტობის და შვების პლატფორმის განადგურება! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმ დრაკონული ნარკოპოლიტიკისათვის, რაც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დროიდან გვაქვს და შავ ჩრდილად დასდევს მთელს საზოგადოებას! ერთადერთი ხსნა ამ ჯოჯოხეთიდან არის ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და ცნობიერების ამაღლება”, – ნათქვამია განცხადებაში. 2018 წლის, 12 მაისს, შუაღამისას, სპეცრაზმი კლუბ ბასიანსა და კაფე გალერეაში შევიდა. სამართალდამცავებმა შენობაში მყოფი ადამიანები გარეთ გამოიყვანეს და საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელება დაიწყეს. ამავე დღეს, დილის სამის ნახევარზე შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა სადაც ნათქვამი იყო, რომ უწყება 3 თვის განმავლობაში აწარმოებდა ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს და შედეგად, 12 მაისის სპეცოპერაციით, 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. newsreport.ge/
-
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ეთანხმება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ დასკვნას აცხადებს, რომ TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, 5 ივლისის ძალადობასა და 11 ივლისის გარდაცვალებას შორის მიზეზობრივი კავშირში არ არის. ”მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არის მიღებულ ტრამვასთან და დამდგარ შედეგს შორის. გამომდინარე იმ კვლევის შედეგებიდან, რომელიც დაიდო. შინაგანი ორგანოების ჰისტოლოგიური კვლევით ასევე ავადმყოფობის ისტორის მონაცემებით სადაც იწვა ცხნობეული. გაწერეს საავადმყოფოდან სტაბილური მდგომარეობაში, აღარ საჭიროებდა დაწოლა და არც რაიმე ოპერაციული ჩარევა განმეორებით და არც პოსტ-ტრამვულ გართულებებს ჰქონია ადგილი სამედიცინო მონაცემებით.”- განაცხადა გეჯაძემ. სამხარაულის ექპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, დღეს, სპეციალურ ბრიფინგზე გეჯაძემ კომენტარი პირველად გააკეთა. მან განაცხადა რომ დასკვნას ხელი ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან თითქმის 6 თვის შემდეგ, 2021 წლის 30 დეკემბერს მოაწერა. დასკვნა ხელისუფლებამ გუშინ, მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც UNESCOM ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. newsreport.ge/
-
კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „ყახაზეთში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, დამატებით გაცნობებთ რომ ყახაზეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო აქტიურ კომუნიკაციაში ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. ამ დროისთვის საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს სამი მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე. შეგახსენებთ, რომ ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. newsreport.ge/
-
საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაჩვენებლები დემოკრატიის კუთხით გაუარესდა. საქართველოს, Freedom House გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. გასულ წელს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ამ მაჩვენებელმა 2 ქულით დაიკლო და ახლა 36-ს შეადგენს. დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100) დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7) გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში მთავრობა ინტერნეტ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას ახერხებს, თუმცა, 2021 წელს, ინტერნეტის თავისუფლების მხრივ ქვეყნის მაჩვენებელი ერთი ქულით არის გაუმჯობესებული (100-დან 77). საქართველოს ქულა გაუარესებულია გლობალური თავისუფლების კუთხითაც. საქართველოს მაჩვენებელი 61-დან 60 ქულაზე დავიდა. ორგანიზაციის კრიტერიუმებით, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყანაა. newsreport.ge/
-
ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდისას 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. ინფორმაციას ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დაპირისპირების დროს 18 სამართალდამცავი და 26 აქტივისტი დაიღუპა. იქამდე კი ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა განაცხადა, რომ ამიერიდან შეიარაღებულ ძალებს უფლება აქვთ „ტერორისტებს“ ცეცხლი გაფრთხილების გარეშე გაუხსნან. newsreport.ge/
-
“ექსპერტიზაში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა ნდობას ამცირებს “- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტელეკომპანია პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმეზე განცხადებას ავრცელებს. “UNESCO-ს მიერ ლექსო ლაშქარავას საქართველოში მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, მალევე მოჰყვა მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროვება. ლექსო ლაშქარავას ოჯახის ინტერესებს, როგორც 5 ივლისს მასზე განხორციელებული თავდასხმის ეპიზოდთან მიმართებით, ასევე, გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში საია იცავს. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის, მათ შორის, ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 5 ივლისს, ლექსო ლაშქარავა იყო ერთ-ერთი იმ პირთაგან, ვისაც ჰომოფობიურად განწყობილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები ,,სირცხვილიას“ ოფისთან სასტიკად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც მას განუვითარდა ტვინის შერყევა, დაჟეჟილობები და სახის ძვლების მოტეხილობა. 2021 წლის 11 ივლისს ლექსო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ამასთან დაკავშირებით გამოძიება ვაკე-საბურთალოს მე-5 სამმართველოს მიერ თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაინიშნა შესაბამისი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაც, რის გამოც ლექსო ოჯახთან შეთანხმების გარეშე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 2022 წლის 7 იანვარს, მედია საშუალებებით გასაჯაროვდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფრაგმენტი. აღსანიშნავია, რომ დასკვნის შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისათვის. ექსპერტიზის დასკვნიდან გავრცელებული ამონარიდის თანახმად, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი გახდა ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაცია. მასში ასევე მითითებულია, რომ ჯანმრთელობის დაზიანებები, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მის სტაციონარში მოთავსების თარიღს 2021 წლის 5 ივლისს, ასევე მითითებულია, რომ აღნიშნული დაზიანებები არ არის მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან. იმ პირობებში, როდესაც სრულ დასკვნაზე ამ დრომდე საია-ს ადვოკატს ხელი არ მიუწვდება, შეუძლებელია იმის შეფასება, რამდენად სწორად და რის საფუძველზე გამოირიცხა მიზეზობრივი კავშირი დაზიანებებსა და ლექსოს გარდაცვალებას შორის”. – წერია განცხადებაში. “საია მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩაურთველობა, ასევე, დღეს არაპროპორციული მოცულობით ექსპერტიზის დასკვნის გავრცელება, ამცირებს გამოძიების პროცესის მიმართ ნდობას. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლექსო ლაშქარავას საქმეზე პერსონალური მონაცემების დარღვევით ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს ერთხელ უკვე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 2021 წლის 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის გამოქვეყნებული დასკვნით დადგენილია, რომ ლექსო ლაშქარავას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვიდეო-ჩანაწერების გავრცელებას არ ჰქონდა კონკრეტული და მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი და ვერ პასუხობდა საზოგადოებაში არსებულ მთავარ კითხვას გარდაცვალების კონკრეტულ მიზეზთან დაკავშირებით. გარდა ამისა, საგამოძიებო უწყებამ სამედიცინო დაწესებულებიდან ბრიფინგზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი აუდიო-ჩანაწერი მტკიცებულებათა მოპოვების და დამაგრების წესების დარღვევით მოიპოვა. განცხადებაში ასევე ითქვა, რომ ლექსოს შესახებ, ინტერნეტ სივრცეში არსებული მასალა შსს-ს საინფორმაციო ბაზაში (info.pol.ge) აღრიცხული ინფორმაციის იდენტური აღმოჩნდა, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდა, ლექსოს პერსონალური მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან უკანონოდ დამუშავების ფაქტი. აღსანიშნავია ისიც, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის გამოძიების პროცესში პროკურატურამ ლექსოს ნაწილში ექვს პირს წარუდგინა ბრალი ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის, პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლებით, ხოლო წინა სასამართლო სხდომამდე ბრალდებას ასევე დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივ ქმედებაში 6-ზე მეტი პირი მონაწილეობდა, დღემდე გამოძიების მხრიდან ამ პირების იდენტიფიცირება სრულად არ მომხდარა. ასევე, ამ დრომდე ორგანიზატორ, ხელმძღვანელ და ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მომწოდებელ პირთაგან, არც ერთს არ აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საიას მიმართვის მიუხედავად, ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. “- წერია განცხადებაში. newsreport.ge/
-
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 622 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩატარდა 27 539 ტესტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%; ბოლო 14 დღის მაჩვენებელი – 7.01%, ხოლო 7 დღის – 8.65%. საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან ამ დრომდე დადასტურდა ვირუსის 956 032 შემთხვევა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 28 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 14 156 პირი ემსხვერპლა. newsreport.ge/
-
“ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას “- ამის შესახებ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს გაფართოება ძალზე მნიშვნელოვანია ევროპაში სტაბილურობის, სიმშვიდის, თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება ბოლო ათწლეულების განმავლობაში მართლაც დაეხმარა ევროპას დემოკრატიული თავისუფლების გავრცელებასა და განმტკიცებაში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-მ იძულებით გააწევრიანა ქვეყნები ალიანსში, არამედ ეს იყო დამოუკიდებელი ქვეყნების მიერ მიღებული თავისუფალი გადაწყვეტილებები და ამ პროცესის შემდეგ ალიანსში ახალი წევრები მივიღეთ. ისინი გვეხმარებიან მთელს ევროპაში დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვაში. გაწევრიანება ცალკეული ერების დემოკრატიული გადაწყვეტილებების პატივისცემას ეხება. ნატომ აჩვენა, რომ ბოლო წლებში ნატო-ს კარი ღიაა. ამას ამტკიცებს ჩრდილოეთ მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში ახალ წევრებად მიღება. როდესაც ვსაუბრობთ საქართველოზე და უკრაინაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით მათ შემდგომი ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელებით, პრაქტიკული და პოლიტიკური მხარდაჭერით. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ამ გზავნილის გაგზავნა, რომ რეფორმები მნიშვნელოვანია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ეს არის ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება, მაგრამ ეს ასევე აძლიერებს უკრაინისა და საქართველოს საზოგადოებებს. მდგრადი, კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოება მეტად დაცულია რუსეთის მხრიდან ჩარევის მიმართ. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და საქართველოსთან და უკრაინასთან მუშაობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. newsreport.ge/
-
“ყაზახეთიდან საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შესაძლებლობაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ” – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას განაგრძობს ჩვეულებრივ რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58. ამასთან, ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge.“- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. newsreport.ge/
-
“უცხოელი ექსპერტების ჩართვას ვითხოვდით”- ამის შესახებ, საია-ს ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ექპსერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ექსპერტიზის პროცესი ეჭვებს ბადებს რადგან, დასკვნის გამოქვეყნება იონესკოს გადაწყვეტილებას დროში ემთხვევა. ამის შესახებ სიმონიშვილმა “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა ამ ექსპერტიზის დასკვნის გაცნობასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, დროში რომ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნება იუნესკოს გადაწყვეტილებას, ეს ბადებს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობდა ექსპერტიზის პროცესი. სიღრმეებში ჩასვლა გამიჭირდება ამ დასკვნასთან მიმართებით, თუმცა ერთი საინტერესო საკითხია ამ დასკვნაში მონაწილე ექსპერტებთან დაკავშირებით: ჩვენ შემოგვთავაზა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახს შეეთავაზებინა საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობას ჩაატარებდნენ ექსპერტიზას და დადებდნენ დასკვნას. ოჯახთან შეთანხმებით ჩვენ შევთავაზეთ გამოძიებას საერთაშორისო ექსპერტები, საუბარი იყო ბრიტანელ და ამერიკელ სახელმწიფო ექსპერტებზე, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ ამ დასკვნის მომზადებაში, თუმცა შსს-მ ჩვენი შეთავაზებულ ექსპერტების ჩართვაზე უარი გვითხრა იმ მიზეზით, რომ მათთან თანამშრომლობის გამოცდილება არ ჰქონდათ და შემოგვთავაზეს საქმეში შვეიცარიელი ექსპერტების ჩართვა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, როგორც ირკვევა არც ერთი უცხოელი სპეციალისტი არ ჩართო და ასე არის დასკვნა დადებული. რა თქმა უნდა, ექსპერტიზის დასკვნის შინაარსს მე ვერ შევაფასებ, მაგრამ თავად პროცესი, როგორც წარმართა შსს-მ, ბევრ კითხვას ბადებს” – ამბობს ნიკა სიმონიშვილი “რადიო თავისუფლებასთან”. TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე აღნიშნულია რომ 5 ივლისს მიღებული დაზიანებები ”ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”. შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო. “დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია ექსპერტიზის დასკვნაში, რომელსაც ხელს 8 ადგილობრივი ექსპერტი აწერს. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ის “იუნესკოს” გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდა რაც, UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. დასკვნას ხელს, გარდაცვლილის წარმომადგენლების მხრიდან ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტი, ალექსანდრე გეჯაძეც აწერს. ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. newsreport.ge/
-
TV პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ექვსი თვის თავზე სახელმწიფო ექსპერტიზის ბიურომ ექსპერტიზის დასკვნა მოამზადა, სადაც წერია, რომ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალება, ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა გახდა. ასევე აღნიშნულია რომ 5 ივლისს მიღებული დაზიანებები ”ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”. შინაგან საქმეთა სამინისტროსდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, უწყებამ დასკვნა 30 დეკემბერს მიიღო. “დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან”, – წერია დასკვნაში. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა და ის “იუნესკოს” გადაეგზავნება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დასკვნა საჯარო მას შემდეგ გახდა რაც, UNESCO-მ ოპერატორი 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ლექსო ლაშქარავას ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. newsreport.ge/
-
“ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობისთვისო, მგონი, ივანიშვილს გულისხმობს”- ასე ეხმაურება, დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქის, ილია II-ს საშობაო ეპისტოლეს. ”30 წელზე მეტი ხნის შემდგომ, პირველად საბჭოთა ხანის მერე კათოლიკოს-პატრიარქის ეპისტოლის ერთერთ ძირითად თემად კვლავ იქცა ათეიზმის წინააღმდეგ აპოლოგია (რწმენის და ეკლესიის დაცვა), იგრძნეს ტაძრებში ხალხის დიდი შეთხელება, ახალი თაობების დაბრკოლება განეკლესიურება (ისევ და ისევ საქ. ეკლესიის საპატრიარქოს და უმრავლესი სამღვდელოების უმსგავსობის, ფარისევლობის, სიჩლუნგის, გაუნათლებლობის, ფუფუნების, გახრწნილების, პრორუსულობის, ანტიცივილიზებულობის და არაადეკვატურობის გამო), გამჟღავნებული კრებსების და სხვა სკანდალების გამო თავის მართლების რეჟიმი, რომ ცოდვილები და გახრწნილები კი ვართო, მაგრამ არ უნდა განგვიკითხოთო, მონანული ცოდვილი უყვარს უფალსო (რახან პერიოდულად აღსარებაში ჩამოარაკრაკებენ თავის ბინძურ ცოდვებს და შენდობის ლოცვას წაუკითხავს თავისნაირივე გახრწნილი ანაფოროსანი, ჰგონიათ სინანულის საიდუმლო აღასრულეს და ღმერთმა გაამართლა, მერე რა რომ ამის მერე იგივეს გაიმეორებს, ისევ დაიმშვიდებს სინდისს მექანიკური აღსარებით და ასე უსასრულოდ ერთი და იგივე), აღარაა ვრცელი პოლიტოლოგიური და სოციო-ეკონომიკური დიდაქტიკური მსჯელობები და დირექტივები. რეალურად არცთუ შეფარულად თავდაცვის რეჟიმში გადასული, დიდი სიფრთხილით წერს ავტორთა ჯგუფი ამ მოცემულ ეპისტოლეს. მაგრამ, არცერთი სიტყვა მადლიერებისა მედიცინის მეცნიერების და მედიკოსების მიმართ მათ მიერ მილიონობით გადარჩენილი სიცოცხლის გამო, არცერთი სიტყვა სამედიცინო რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე და ვაქცინაციაზე, არანაირი სამძიმარი 14 ათასი გარდაცვლილი ქართველის ოჯახებისადმი, სიკვდილი არაფერია სული ხომ უკვდავიაო. არადა ქრისტიანული თეოლოგიით სხეულის სიკვდილიც დროებითია და იქნება მიცვალებულთა აღდგომა ქრისტეს მეორედ მოსვლისას, რატომღაც ამაზე არასოდეს წერს და ქადაგებს პატრიარქი ილია, ალბათ არ სწამს ეს ქრისტიანული დოგმატი?! თუ სამარცხვინო ჰგონია მისი გაჟღერება ერის წინაშე?! ათეისტები არაფერს ერიდებიან კეთილდღეობის მოსაპოვებლადო, მგონი ბიძინა ივანიშვილს გულისხმობს, მაგრამ არც თავად და მისი მონა-მორჩილნი არაფერს ერიდებიან ფუფუნებისა და ძალაუფლების მოსაპოვებლად და ასეთ “მორწმუნეებს” მორალურად განა ისევ ათეისტები არ სჯობიან?! ისინი ხომ არ ფარისევლობენ ქრისტეს სახელით და დიდი მორწმუნეობით?! ეპისტოლე თავისი დუმილით ირიბად ხელს უწყობს ანტივაქსერული ბოდვების და ისტერიის კვლავ გაგრძელებას საქართველოში. არაფერია ნათქვამი რუსეთის საპატრიარქოს მიერ ჩვენი საპატრიარქოს სომხეთის ეპარქიის წართმევის გამო ამ შემოდგომაზე, არც ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე. ტრადიციულად, რაც არ აწყობთ, დუმილით გვერდს უვლიან და არ იმჩნევენ, რაგინდ მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ქრისტიანული, ჰუმანისტური და ეროვნული პოზიციებისთვის. ჭირი იქა, ლხინი აქაო ამბობდნენ ძველი ქართველები, მაგრამ პირუკუ კი უსრულდება ჩვენს ერსა და ბერს. თუ რატომ, ძნელი მისახვერდი არ უნდა იყოს “- აცხადებს დეკანოზი. newsreport.ge/
-
“მესამე პრეზიდენტს მინდა მივულოცო შობის დღესასწაული” – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი რუსთავის ციხეში, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მივიდა. “მე მარტო აქ არ მოვდივარ, ახლა მოვდივარ ავჭალის არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან. საერთოდ, ყოველ შობას და ახალ წელს, მე პირადად დავდივარ ხოლმე, ყველასთან ვერ მივალ, მაგრამ გარკვეულ კატეგორიას ვულოცავ ხოლმე ამ დღესასწაულებს. ვსარგებლობ შემთხვევით, რომ მაქვს ამის უფლება და მესამე პრეზიდენტს მინდა რომ მივულოცო შობის დღესასწაული… ჩემი შეფასება არ არის სანდო, მე არ ვარ ექიმი და გამოცდილება არ გამაჩნია, მე რაც შემიძლია გითხრათ, აბსოლუტურად ადეკვატურია. წინა შეხვედრებზე ყოველთვის მთხოვდა წერილი გამომეტანა, მაგრამ ახლა არაფერი მსგავსი. ჩვენი საუბრის თემა არსობრივადაც და დროის მიხედვითაც შობის დღესასწაული იყო. რა თქმა უნდა, მისი სიხარული დიდი იყო, მივედი და საშობაო ნობათი გადავეცი,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა. newsreport.ge/
-
გერმანიაში დაკავებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, გიგი კალანდაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. კალანდაძის შემდეგი პროცესი 3 კვირაში გაიმართება, რომელზეც გადაწყდება მისი ექსტრადირების საკითხი. გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს დააკავეს. მას საქართველოში ბრალი ელბერტ კობერიძის წამებაზე 2015 წელს წარუდგინეს, მას შემდეგ კალანდაძე საქართველოში არ ყოფილა. ის უკრაინის მოქალაქეა. საქართველოს გენერრალური პროკურატურა გიგი კალანდაძის ექსტრადაციას ითხოვდა. newsreport.ge/
-
საქართველოს მთავრობამ ღამის კლუბებს 2021 წლის 7 იანვრიდან 9 იანვრის 06:00 საათამდე მუშაობის უფლება მისცა. “დასაშვებია 2022 წლის 7 იანვრიდან 2022 წლის 9 იანვრის 06:00 საათამდე ელექტრონული მუსიკის მოსასმენი სივრცეებისა და ღამის კლუბების საქმიანობა, “სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების დაცვით”. – ვკითხულობთ განცხადებაში. newsreport.ge/