Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “დღეს მნიშვნელოვანი განცხადება მოვისმინეთ იენს სტოლტენბერგისგან. ამ რთულ გეოპოლიტიკურ დროს, ვხედავთ, რომ საქართველოს შეუძლია დაეყრდნოს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ” ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგი განცხადებას, რომელმაც რუსეთთან მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ მათ მოუწოდეს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ. newsreport.ge/
  2. “ბოდიშს თუ მოიხდის, მზად ვარ, ნებისმიერს შევურიგდე. ისეთი რაღაცები იკადრა შალვა ნათელაშვილმა, რაც ვაშაძეს არ უკადრია. ნუ მოიხდის ბოდიშს, მაგის გარეშეც მძინავს როგორღაც, მაგრამ მისგან იქნებოდა ნორმალური და ადამიანური საქციელი. იმაზე არ იხდის, ღარიბებს არჩევნებში მონაწილეობა ავუკრძალოთო…” ამბობს პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  3. “რუსეთს საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან საკუთარი სამხედრო ძალების გაყვანისკენ მოვუწოდეთ”- ამის შესახებ ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ”რუსეთს საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში. ეს ძალები ამ ქვეყნების ტერიტორიაზე ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე იმყოფებიან. რუსული ჯარები იქ არავის მიუწვევია. ჩვენ ძალების გაყვანასა და ამ ქვენების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისაკენ მოვუწოდეთ. ფუნდამენტური პრინციპია, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება სხვა ქვეყნის საზღვარი შეცვალოს. მზად ვართ რუსეთთან ნებისმიერ საკითხზე ვისაუბროთ, თუმცა ევროპის უსაფრთხოებისა და ღია კარის პოლიტიკის საკითხზე კომპრომისზე არ წავა. კიდევ ერთხელ დავადასტურებ, რომ ნებისმიერ ქვეყანას საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლება აქვს. რუსეთმა უკვე გამოიყენა კიბერ-შეტევები, ქიმიური იარაღები და ევროპული ქვეყნების არჩევნებში ჩაერია. მზად უნდა ვიყოთ, რომ რუსეთი კონფრონტაციაზე შეიძლება ისევ წავიდეს და ნებისმიერი აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს” – ამბობს იენს სტოლტენბერგი. newsreport.ge/
  4. შეერთებული შტატების ელჩმა ნატოში ჯული სმიტმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ ნატოს არცერთი მოკავშირე არ აპირებს პოზიციის შეცვლას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნატოს სამომავლო გაფართოების თემა განხილვას არ ექვემდებარება. „2008 წელს ბუქარესტის სამიტი იყო სამიტი, როდესაც ალიანსმა ძალიან მტკიცე განცხადება გააკეთა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე და რომელიც კონკრეტულად საუბრობდა ალიანსის უკრაინასა და საქართველოში გაფართოებაზე და როდის. ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკის მომავალთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება, არ იქნება არანაირი მოლაპარაკება ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე“, განაცხადა ელჩმა საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე. მიმდინარე კვირას, შეერთებული შტატები ნატოს მოკავშირეებთან და რუსეთთან მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებს მართავს რუსეთის მხრიდან, უკრაინის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო აგრესიის დეესკლაციის მიზნით. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ რუსეთისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოების შეშფოთებების გადასაჭრელად, გრძელვადიანი და მდგრადი გზა მხოლოდ დიპლომატიური მოლაპარაკებებია. თუმცა, ჯული სმიტის განცხადებით, შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთის მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი საკითხის მოლაპარაკების საგნად განხილვას. „ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა შეწყვიტოს, რაც ალიანსის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია 1949 წელს, მისი დაარსებიდან“. ჟურნალისტებთან საუბრისას, ელჩმა სმიტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინის გარეშე განიხილოს. „მოდით ვისაუბროთ ცხადად. ეს კრიზისი რუსეთის მოქმედებებმა გამოიწვია. ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ დიპლომატია სიტუაციის დეესკალაციისთვის და ჩვენ ამას თქვენს ნატოელ მოკავშირეებთან და ევროპელ პარტნიორებთან ერთად გავაკეთებთ. ნატო მზადაა და რჩება ერთგული რუსეთთან გაცვლითი ხასიათის დიალოგის საწარმოებლად, მაგრამ, ამავდროულად ჩვენ ერთიანი ვართ ნატოელი მოკავშირეების წინააღმდეგ არსებული საფრთხეების შეკავებასა და ევროპაში ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ რუსეთის სამომავლო აგრესიის შესაჩერებლად“. ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას და მის მნიშვნელობას საქართველოსთვის თბილისში ამერიკის ელჩი კელი დეგნანიც გამოეხმაურა. ხუთ პუნქტად მოცემულ პრინციპებში, ელჩმა დეგნანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე თქვა, რომ საქართველოს სუვერენული უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილებები, ალიანსებში გაწევრიანების თაობაზე. ამერიკისა და რუსეთის მაღალი რანგის დიპლომატების შეხვედრებთან დაკავშირებით, ელჩმა დეგნანმა თქვა, რომ „ეს შეხვედრები უაღრესად აქტუალურია საქართველოსთვის და ჩვენ მჭიდრო კოორდინაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებსა და მოკავშირეებთან. როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ გასულ კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას აღნიშნა, რუსეთის მოთხოვნები მიუღებელია. ეს არის მცდელობა, უარი უთხრან ცივი ომის შემდგომ 30-წლიან მშვიდობას, სტაბილურობასა და პროგრესს, ხელახლა შექმნან საბჭოთა ბატონობა და კონტროლი მეზობლებზე“, აცხადებს ელჩი. ჯული სმიტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა კრემლს მკაფიოდ უთხრა, რომ კონფრონტაციული სამხედრო მოქმედების შემთხვევაში, ამერიკა რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს. „როგორც ალიანსი, ჩვენს მზად ვართ გავაძლიეროთ ნატოს თავდაცვა აღმოსავლეთ ფლანგზე და მზად ვართ რუსეთს ძვირი ფასი გადავახდევინოთ უკრაინაში დამატებითი აგრესიის შემთხვევაში“. სმიტის ჟურნალისტებთან შეხვედრას ერთი დღით წინ უსწრებდა ამერიკის სენატორების ორპარტიული ჯგუფის ღია წერილი, რომელიც მათ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაუგზავნეს. სენატის ნატოს სადამკვირვებლო ჯგუფის წევრები პრეზიდენტ ბაიდენს სთხოვენ, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მკაფიოდ გადასცეს ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც ამერიკის მხრიდან აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მიმართ არსებობს. წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ. „შეერთებულ შტატები და მისი მოკავშირეები ერთგული რჩებიან იმ პრინციპის, რომ „არ იქნება გადაწყვეტილება ან განხილვა უკრაინის შესახებ, უკრაინის გარეშე“, რაც საქართველოზეც უნდა გავრცელდეს“, წერენ სენატორები. ორპარტიული ჯგუფი რუსეთის მიერ შეერთებული შტატებისა და ნატოსთვის დეკემბერში გაგზავნილ მოთხოვნებს გამოეხმაურა, რომლებსაც რუსეთი „უსაფრთხოების გარანტიებს“ უწოდებს. ჩამონათვალში, კრემლი ნატოსგან წერილობით გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები არასოდეს გახდებიან. ამასთან, მოსკოვს სურს ნატომ სამხედრო აღჭურვილობა არ განალაგოს იმ ქვეყნებში, რომლებიც ალიანსს 1997 წლის შემდეგ შეუერთდნენ. სანატორებს ეს მოთხოვნები მიუღებლად მიაჩნიათ. წყარო: ამერიკის ხმა newsreport.ge/
  5. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო ეხმიანება სასამართლოს გადაწყვეტილებას ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე. ორგანიზაციის შეფასებით, საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე, აღნიშნული საქმე ცალსახად არის პოლიტიკურად მოტივირებული და შესაძლოა, ემსახურებოდეს ერთის მხრივ, პოლიტიკური ოპონენტის დასჯასა და დისკრედიტაციას და მეორეს მხრივ, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის მშენებლობის შეჩერებას. “საქმეში არსებულ პრობლემებზე საუბრობდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მოწვეული, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი, პოლინ დევიდი, რომლის დასკვნა 2020 წლის 14 მაისს გამოქვეყნდა და სასამართლოს წარედგინა. ექსპერტმა დასკვნა საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო აქტების, საქმეში არსებული ფაქტების, პროცესში ჩართულ სუბიქტებთან შეხვედრისა და ფულის გათეთრების საქმეებზე საერთაშორისოდ დადგენილი პრაქტიკის შეფასების საფუძველზე მოამზადა. დასკვნის მიხედვით, ამ საქმეში: არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ და ავთანდილ წერეთელმა ინდივიდუალურად ან ჯგუფურად ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს; იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო საქმეში არსებულ ყველა ფაქტს ბრალდების მხარის სასარგებლოდ ცნობს, ეს გარემოებები მაინც ვერ დაადასტურებს ფულის გათეთრების ბრალდებას; ვინაიდან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო საქართველოს პროკურატურას ქონების უკანონოდ დაუფლებასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის ბრალდების წარდგენა არ შეუძლია, შეუძლებელია სავარაუდო პრედიკატული (წინმსწრები) დანაშაულის დამტკიცება. ბრალდების წაყენებისათვის საკმარისი მტკიცებულების არსებობის შემთხვევაშიც კი პროკურატურა ახლა ამას ვერ გააკეთებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრედიკატული დანაშაულის არსებობის შესაბამისი სტანდარტით დამტკიცება ამ ეტაპზე შეუძლებელია”,– აცხადებს ორგანიზაცია. მათივე შეფასებით, ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელების მომსწრე. “მიუხედავად იმისა, რომ შედეგად პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს” ლიდერებისა და კრიტიკული მედია არხის „ტვ პირველის” დამფუძვნებლის ოჯახის წევრის თავისუფლების აღკვეთა არ დადგა, სასამართლოს გადაწყვეტილებაში იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივი და მათ მიადგათ სერიოზული რეპუტაციული ზიანი. მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების შემთხვევაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” გააგრძელებს ამ საქმის მონიტორინგს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში”,– აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო. ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს. newsreport.ge/
  6. „ჩვენ და მოსახლეობაც შეეჩვია იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვირაში ერთხელ თავის გადაწყვეტილებას ცვლის. ჯერ არ ყოფილა ისეთი წინადადება, არცერთი დაფიცება, რომელზეც ეთქვათ, რომ ამას გავაკეთებთ და შემდეგ არ შეეცვალათ, არ დაერღვიათ. ასე მოხდა რამდენჯერმე პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებითაც […] პარლამენტში ესენი იყვნენ და დავინახეთ, რომ ვერაფერს აკეთებდნენ. ერთადერთი, რაც მათ გაკეთეს, ეს იყო ხმაური პერიოდულად. პარლამენტში სრულფასოვან მუშაობას სჭირდება შესაბამისი ინტელექტი, ცოდნა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს არ აქვთ, თუმცა კარგი იქნებოდა, ჰქონოდათ, რადგან ეს იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი. მათ ეს დაამტკიცეს ყოველ ჯერზე, როცა პარლამენტში შემოვიდნენ და მუშაობაში ჩართვა სცადეს. არ მახსოვს მათი წამოყენებული არცერთი წინადადება. ვურჩევდი მათ, რომ შეუდგნენ ნორმალურ საპარლამენტო ცხოვრებას, ეს არ იქნებოდა ცუდი, თუ ამის ინტელექტი და მორალური ძალა ჯერ კიდევ შერჩენიათ. შეეშვან ოცნებას თავისი ლიდერის გათავისუფლებაზე, “შავი სიების“ წერასა და დესტრუქციულ მოქმედებას, ეს უკეთესი იქნება პირადად მათთვის, ხოლო ქვეყნისთვის ყველაზე კარგი იქნება, თუ ისინი პოლიტიკიკურ ასპარეზს ჩამოშორდებიან” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, სოზარ სუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე TV იმედის ეთერში. newsreport.ge/
  7. “რომ განვიხილოთ, რომ ეს ინფექცია გამარტივდა, ძალიან მსუბუქია და პანდემიური ძალა დაკარგული აქვს, ჯერ ძალიან ნაადრევი გადაწყვეტილებებია. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უდიდესი ნაწილი თანხმდება, რომ არ არის ჯერ ენდემური ფაზის ვირუსი და ამას შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეს. ჯერ კიდევ შეუძლია ამ ვირუსს მოკლას, ჰოსპიტალში მოახვედროს ადამიანები, ამიტომ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ვერაგი ვირუსი. მიუხედავად იმისა, მისი ძალა შესუსტებულია, ის, ასე ვთქვათ, გრიპთან ახლოს არის, მაგრამ გრიპი არის რესპირაციულ დაავადებებს შორის, კოვიდთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიო ჯანდაცვისთვის, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში და ცივ პერიოდში. კიდევ ერთხელ, ძალიან ყურადღებით, ვისაც ეკუთვნის, ვაქცინა უნდა გაიკეთოს, ვისაც ესაჭიროება და შეესაბამება შესაბამისი დრო 3 თვე და მეტი ბოლო დოზიდან, ბუსტერი უნდა დაიმატოს, პირბადე ყველამ უნდა ატაროს” ამბობს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი რუსთავი 2-ის ეთერში. newsreport.ge/
  8. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მთავრობას ინტენსიური კომუნიკაცია ჰქონდა ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან და ნატო-სთან, რითაც დარწმუნდა, რომ მათი პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი. “მოგეხსენებათ, სატელეფონო საუბარი მქონდა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანთან. ის გახლავთ მთავარი მომლაპარაკებელი რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგის მიმართულებით. ასევე სატელეფონო საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანასთან და ორივე საუბრის შინაარსი მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენი პარტნიორების პოზიცია საქართველოსთან მიმართებით არის ურყევი, შეუცვლელი. მიუხედავად იმ მოთხოვნებისა და ძალიან მძაფრი რიტორიკისა, რომელიც ჩვენ გვესმის რუსეთის ფედერაციის მხრიდან, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია არის ძალიან მყარი. მათ რუსეთის ფედერაციას კიდევ ერთხელ, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მკაფიოდ განუმარტეს, რომ უსაფრთხოების გარანტიები და ალიანსების არჩევანი არის იმ ქვეყნის გადასაწყვეტი, რომელსაც სურს ნატო-ში გაწევრიანება”,– აცხადებს მინისტრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ დღესაც რუსეთ-ნატოს კომისიის ფარგლებში მიმდინარე განხილვებზე, “ნატო-ელი პარტნიორების პოზიცია იქნება უცვლელი, იქნება ძალიან მყარი, კიდევ ერთხელ ეტყვიან რუსეთის ფედერაციას, რომ ნატო-ს გადაწყვეტილებები საქართველოსთან და უკრაინასთან მიმართებით არ გადაიხედება”. “ეს გადაწყვეტილება მიღებულია 2008 წელს ბუქარესტში. მას შემდეგ მრავალჯერ არის გამყარებული სხვადასხვა დეკლარაციით, მათ შორის ბოლო სამიტის გადაწყვეტილებით და დეკლარაციით. ასევე ბოლო მინისტერიალზე, რომელშიც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ძალიან მკაფიოდ ითქვა, რომ ეს არის წითელი ხაზი, არ გადაიხედება. მეტიც, ჩვენ გვაქვს გარანტია, რომ წელს მადრიდის სამიტზე უფრო მკაფიო გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა newsreport.ge/
  9. “რუსეთი არღვევს ფუნდამენტურ პრინციპებს უკრაინაში, როგორც ეს გააკეთა საქართველოში”- აცხადებს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი. „რუსეთის ამბიციაა, ცივი ომის შემდგომ წარმოშობილ პოლიტიკურ და უსაფრთხოების წესრიგს დაუპირისპირდეს. არსებობს სამი პრინციპი, რომელსაც რუსეთი წარსულში დაეთანხმა და ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. პირველი არის ქვეყნების უფლება, თავად აირჩიონ, სურთ თუ არა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციას ეკუთვნოდნენ ან რომელიმე შეთანხმების თუ ალიანსის ნაწილი იყვნენ, როგორც ამას „პარიზის ქარტია“ ითვალისწინებს. ამ ფუნდამენტურ პრინციპთან დაპირისპირებით მოსკოვი მოქმედებს როგორც რევიზიონისტული ძალა. რუსეთის აზრით, ეს აკრძალვა არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყნებს ეხება, არამედ ევროკავშირის წევრ ისეთ ქვეყნებსაც, როგორიცაა შვედეთი და ფინეთი. მეორე და მესამე პრინციპი არის ძალის გამოუყენებლობა და ყველა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. რუსეთი არღვევს ამ სამ ფუნდამენტურ პრინციპს უკრაინაში, ისევე როგორც ეს უკვე გააკეთა საქართველოში“, – წერს ჟოზეფ ბორელი. newsreport.ge/
  10. “არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულ გამოძიებას სასამართლომ სრული გამართლება მისცა”- ასე ეხმაურება, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნიკა სიმონიშვილი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას. „დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ობიექტური მიზეზების გამო არ ვიცნობთ და როცა საბოლოოდ, წერილობითი განაჩენი გამოვა, ჩვენ მას სრულყოფილად შევაფასებთ. თუმცა, ამ პროცესმა, რაც გავიარეთ, გვიჩვენა, რომ პირდაპირ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები იკვეთება ორი ძირითადი მიზეზის გამო. ერთი, ეს არის დაკავშირებული კვალიფიკაციასთან და მეორე, პროცესის წარმართვასთან და მის მიბმას პოლიტიკურ პროცესებთან.იმ კვალიფიკაციით, რომლითაც სასამართლომ საქმე საბოლოოდ დააკვალიფიცირა – თაღლითობით, პროკურატურას გამოძიების დაწყების შესაძლებლობა საერთოდ არ ჰქონდა, ვინაიდან ამ მუხლით გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ის ხანდაზმული იქნებოდა და უბრალოდ არ შეიძლებოდა მასზე გამოძიების დაწყება, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაც. თუმცა, საბოლოოდ მაინც ვნახეთ, რომ განაჩენი დადგა და როგორ დადგა განაჩენი? „ფულის გათეთრებით“ იყო დაწყებული გამოძიება, რომელიც თავიდანვე ცხადი იყო, რომ არასწორი კვალიფიკაცია იყო. თუმცა, სასამართლომდე ამ საქმის მიტანის და ამ საქმეზე იმის თქმის შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები დამნაშავეები არიან, შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ ამ ფორმით, რომ არასწორი კვალიფიკაციით დაწყებულიყო გამოძიება, უფრო მძიმე ნორმით, რომ შემდეგ გადაკვალიფიცირება მომხდარიყო. ანუ, ის რასაც პროკურატურა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ვერ მოახერხებდა და ხელისუფლება ვერ მოახერხებდა სწორი კვალიფიკაციის შემთხვევაში ეთქვა, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები არიან დამნაშავეები, გააკეთა ამ გზით. შესაბამისად, კანონის ამგვარად გამოყენებით, თავიდანვე არასწორი კვალიფიკაციით ხელისუფლებამ შეძლო მისი პოლიტიკური ოპონენტისთვის ეთქვა, რომ ის დამნაშავეა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კვალიფიკაცია „ფულის გათეთრებასთან“ მიმართებით არ იყო სწორი. თუმცა, ეს ამ მიზნებისთვის იყო გამოყენებული. რომ არა, არასწორი კვალიფიკაცია, ხელისუფლება ვერ შეძლებდა იმ შედეგის დაყენებას, რაც მან დააყენა. რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თავიდანვე განჭვრეტადი იყო ის, რომ საბოლოოდ ამ შედეგს დავინახავდით“, – განაცხადა სიმონიშვილმა. newsreport.ge/
  11. “ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების წინააღმდეგ მიმართული სასართლო პროცესი, არც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის ბრძოლა საკუთარი უდანაშაულობისთვის. ბრძოლა სამართლიანი მართლმსაჯულებისთვის და სამართლიანი სახელმწიფოსთვის – ყველას ბრძოლაა, ყოველი ჩვენთაგანის (ო)პოზიციონირების გამაერთიანებელი მიზანი! დიდი მიზანი უნდა გვაერთიანებდეს! დიდი ბრძოლები მოგველის! ადამიანი შეიძლება იყოს ციხეში, ქართულ პოლიტიკას ვერ ჩასვამენ ციხეში! პირიქით, ქართული პოლიტიკა ციხიდან ათავისუფლებს მართალ ადამიანს და ქვეყანას!” წერს წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი, გია ხარჩილავა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. newsreport.ge/
  12. “სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთელი ცნო დამნაშავედ ძალიან მძიმე დანაშაულის ჩადენაში, რასაც თაღლიღობა ჰქვია. რეალურად, ასევე, იყო არაერთგზის გაჟღერებული და ჩვენც ამაზე ვსაუბრობდით, რომ ხაზარაძისთვის და ჯაფარიძისთვის პოლიტიკური პარტია ლელოს შექმნა, ეს იყო მცდელობა, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მანტიით დაეფარათ საკუთარი დანაშაულებრივი ბუნება. ნათელია, რომ ეს დღეს სასამართლო სხდომის განმავლობაში, სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ რეალურად, ფიქციას წარმოადგენს პარტია ლელო და მცდელობა ხაზარაძისა და ჯაფარიძის, რომ პოლიტიკას ამოეფარონ და ამით დაფარონ საკუთარი დანაშაული, რა თქმა უნდა, მათ ეს არ გამოუვათ” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს დღეს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს. newsreport.ge/
  13. თბილისის საქალაქო სასამართლო განმარტავს, რატომ გააუქმა ინსპექტორის სამსახურის მიერ იუსტიციის სამინოსტროსთვის დაკისრებული ჯარიმა მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების გამო. სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვის შედეგად მიიჩნიეს, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს, შესაბამისად, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევა არ დადგინდა. მათივე შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. “კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული – ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში. ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს – გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები”,– წერია სასამართლოს განცხადებაში. newsreport.ge/
  14. “ჩვენ შეიძლება პიკში შევიდეთ თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება, დაახლოებით, 20-30%. ანუ დღიურად შეიძლება გვქონდეს 10 000-12 000, 15 000-მდე შემთხვევის დატვირთვა. დარწმუნებული ვარ, ძირითადი დატვირთვა მაინც ამბულატორიულ სექტორზე იქნება, მაგრამ კლინიკებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ერთდროულად გვქონია 6 500-მდე შემთხვევა აგვისტოში. დღევანდელი მონაცემებით, ომიკრონის დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5%-დან 10%-მდე, მაშინ, როცა დელტას დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20%-მდე. ჩვენ დელტას დროს, დაახლოებით, 17-18% გვქონდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, უფრო აგრესიულად და უფრო მძიმედ მიმდინარე. ამიტომ აქ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება” ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. newsreport.ge/
  15. “მეექვსე ტალღის, უკვე შეიძლება ითქვას, აღმავალ ნიშნულზე ვართ, ანუ თანდათან ძლიერდება ცირკულაცია ახალი შტამის ქვეყანაში. ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ გადავხედეთ ყველა მონაცემს, რომელიც არის ლაბორატორიულად დადასტურებული ქვეყანაში, ასევე, ვიანგარიშეთ საეჭვო შემთხვევებიდან, რამდენი დასტურდება “ომიკრონზე” და იმის მიხედვით ჩამოვყალიბდით, რომ დღევანდელი ცირკულაციის პროცენტი, ყველა დადებით შემთხვევაში “ომიკრონის” არის დაახლოებით 45%-ის ფარგლებში, 30% არის რეგიონებში, და 60% გახლავთ თბილისში. გაშუალებული პროცენტი ომირკონისა არის დაახლოებით 45% და რაც მთავარია, ის არის მზარდი. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მაგრამ ამასთან ერთად, რასაც ჩვენი პირველადი ანალიზი გვიჩვენებს, 951 შემთხვევაა ლაბორატორიულად ლუგარში დადასტურებული ომიკრონის” ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. newsreport.ge/
  16. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერთლის სასამართლო პროცესი სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს – ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლო დარბაზიდან გააძევეს. მამუკა ხაზარაძე სიტყვიერად ბრალდების მხარეს დაუპირისპირდა. “ამათ ჰგონიათ, რომ ყველაფერი მოსულა აქ. კიბატონო, გავალ იმიტომ, რომ ეს არ არის სასამართლო, ეს არის მარაზმი, ბიძინას მონები ხართ თქვენ!”, – თქვა ხაზარაძემ სხდომის დატოვებისას. დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი დღესვე გამოიტანოს. newsreport.ge/
  17. “მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, მან ეს ბრძოლა წააგო ჩვენთან, მორალურად წააგო. ჩვენთვის დანარჩენ შედეგს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. იმიტომ, რომ აქ არ ეხება საკითხი მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთო წერეთელს, საქმე ეხება ჩვენ ქვეყანას და ამ ქვეყანას ჩვენ თქვენთან ერთად აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე” თქვა ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასამართლო სხდომის დაწყებამდე. ხაზარაძე-ჯაფარიძე წერეთლის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება, შეიძლება, დღეს გამოაცხადოს. newsreport.ge/
  18. თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ამოქმედდა პროგრამა, რომლის მიხედვითაც, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი პენსიონრები, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება, 500-ლარიან მედიკამენტების ვაუჩერს მიიღებენ. მისი განმარტებით, ბენეფიციარებს ვაუჩერის გამოყენება ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი წლის განმავლობაში, ლიმიტის ამოწურვამდე შეეძლებათ. მოქალაქეს ვაუჩერის მისაღებად მერიაში ან რაიონის გამგეობაში მისვლა არ დასჭირდება და კრიტერიუმების დაკმაყოფილებისთანავე, ავტომატურად გახდება პროგრამის მოსარგებლე. “ვაუჩერის გამოსაყენებლად პროგრამის ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი საჭირო მედიკამენტების განსაზღვრის მიზნით, ექიმს მიმართავს. ის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, რომელშიც მითითებული იქნება საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალი და რაოდენობა, განათავსებს პროგრამის ელექტრონულ მოდულში. ამის შესახებ ბენეფიციარი ან მისი წარმომადგენელი, ტელეფონის ნომერზე სპეციალურ კოდს მიიღებს და პირადობის მოწმობით, მისთვის სასურველ აფთიაქს მიმართავს. რომელ აფთიაქშიც უნდა, ბენეფიციარი მიდის ამ კოდით. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარის მიერ შერჩეულ აფთიაქში სრულყოფილად არ არის ჯანმრთელობის ცნობაში მითითებული ყველა მედიკამენტი, მას შეეძლება დარჩენილი მედიკამენტი სხვა აფთიაქში ან მოგვიანებით, იმავე აფთიაქში აიღოს. ბენეფიციარმა ან მისმა წარმომადგენელმა აფთიაქიდან მედიკამენტები კოდის მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღეში უნდა გაიტანოს”. – თქვა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე. newsreport.ge/
  19. “ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა( ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ “რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას” არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა. მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა. ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით – ესაა ჩემი პოზიცია. რომელ გზასაც აირჩევს პარტია, დავემორჩილები მას, როგორც ეს აქამდეც მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციაზე ვიდექი ბევრ საკითხთან დაკავშირებით( შესვლა-არშესვლა, შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა-არმოწერა, ბოიკოტი და ა. შ)” წერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე Facebook–ზე. newsreport.ge/
  20. ევროპარლამენტის პრეზიდენტი დავიდ სასოლი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა განაცხადა. სასოლი ორი კვირის განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა, კლინიკაში ის დეკემბერში იმუნურ სისტემასთან დაკავშირებული სერიოზული გართულებების გამო გადაიყვანეს. სასოლის შემცვლელის ასარჩევად არჩევნები მის გარდაცვალებამდე დაიგეგმა და იანვრის ბოლოს გაიმართება. იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, დავიდ სასოლი ევროპარლამენტის წევრი 2009 წელს გახდა, მისი პრეზიდენტი კი 2019 წელს. newsreport.ge/
  21. ბოლო 24 საათში საქარველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 5 486 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 46 ადამიანი, 2893 კი გამოჯანმრთელდა. დღიურად აიცრა 10 881 პირი. newsreport.ge/
  22. “მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ საქართველოს ახლანდელი მთავრობით. არა მხოლოდ იმ ნაბიჯებით, რომლებითაც ისინი მარგინალიზებას ახდნენ და აუქმებენ კიდეც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის მსგავს, ძალაუფლების დამაბალანსებელ სტრუქტურებს, არამედ იმიტომაც, რომ ჩვენ საკმარისად არ გაგვიგია საქართველოს ხმა. იქნებ მე გამომრჩა, მაგრამ მგონია, რომ არ გვინახავს მრავალმხრივი, აქტიური რიტორიკა, მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. რაიმე კონკრეტული დახმარების შეთავაზება, პრემიერ-მინისტრების ზარები და თქმა, რომ ჩვენ იგივე გავიარეთ 2008 წელს, რით შეგვიძლია დაგეხმაროთ, როგორ გაგიზიაროთ ჩვენი გამოცდილება. ისე ჩანს, რომ მთავრობას ურჩევნია თავი ჩახაროს, ვიდრე გვერდით დაუდგეს პარტნიორ ქვეყანას, რომელიც ახლა იმავეს გადის, რაც საქართველომ გაიარა. ისინი რჩებიან ჩუმად და არ აკეთებენ განცხადებებს, რომლებიც მოსალოდნელი იქნებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. ვფიქრობ, საქართველოს ბევრად მეტი მხარდაჭერისა და სოლიდარობის გამოხატვა შეუძლია უკრაინისთვის […] საქართველო წინ უნდა მიუძღოდეს და მართავდეს რეფორმების მთელ ტალღას იმის საჩვენებლად, რომ ის ევროატლანტიკური ინსტიტუტის წევრობის ღირსია. მოსახლეობის 70 %-ს ეს სურს და მაინც, ქვეყანას ჰყავს მთავრობა, რომელიც უკან მიდის. მე არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც აუქმებს ევროპასთან/ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას, და მათ ეს გააკეთეს. არასდროს მინახავს საქართველოს მთავრობა, რომელიც ამერიკის ელჩს აკრიტიკებს. საქართველო არ მიიწევს დასავლეთით და იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ რა მიმართულებით მიდის, ალბათ საკუთარ სიღრმეებშივე. მაგრამ ეს ძალიან ცუდი დროა ამ ყველაფრისთვის მაშინ, როდესაც მიმდინარეობს რეალური დისკუსია ნატოს გაფართოების შესახებ. მე ეს ძალიან, ძალიან მაშფოთებს” თქვა საქართველოში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, იან კელი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში. newsreport.ge/
  23. დღეს საქალაქო სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერთელის საქმეზე მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, შემდეგ კი თავად ბრალდებულები იტყვიან დასკვნით სიტყვას. შესაძლოა, მოსამართლემ გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს, ან მის მისაღებად გარკვეული ვადა ითხოვოს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. ცნობისთვის, დღეს სასამართლო განიხილავს ე.წ. ფულის გათეთრების საქმეს, რომლის ფიგურანტები არიან ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი და “თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი ედებათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ხოლო ავთანდილ წერეთელს უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან. newsreport.ge/
  24. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 31 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევა, ხოლო 1 085 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. დღიურად აიცრა 1 899 ადამიანი. newsreport.ge/
  25. ნიუ-იორკში კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 19 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, 9 ბავშვი. ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის შედეგად 60 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 32 სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანძარი ბრონქსში, 19-სართულიანი შენობის მეორე ან მესამე სართულზე გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე მონაწილეობდა. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...