Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. “გულწრფელად მგონია, ნიკა მელიასთვისაც შვება იქნება, რომ აღარ იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე. მელიაზე ვსაუბრობ არა გავრცელებული ფარული ჩანაწერების, არამედ მისი ბრძოლის დაგეგმარების, სტრატეგიის არ მოწონების, მოქმედებისა და შედეგის გამო. მგონია, რომ ის არ არის ცუდი პიროვნება, თუმცა იყო ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ლიდერი, როდესაც რუსეთთან ბრძოლაში ხარ, სხვა პოლიტიკურ ტალანტს მოითხოვს, რაც ერთეულთა ხვედრია” ამბობს პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაზე. newsreport.ge/
  2. “არანაირ ქოლგაში ნაციონალური მოძრაობის ქვეშ არც კი მოვიზარებ [თავს] და არამგონია რომ ისინიც ამას მოიაზრებენ, საერთოდ არ მესმის, საიდან მოვიდა ეს აზრი. ამ ტიპის გამსხვილება, პოლარიზაცია იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ინტერესში, რაც გვაჩვენა შედეგებმა. ყველა ვითარებაში, როცა ხდებოდა ამ ტიპის პოლარიზაცია, გაკრეფვა, ასე ვთქვათ, ეს არის ის, რაც სჭირდება ივანიშვილის რეჟიმს, ამაზე აგებს თავის სტრატეგიას და რატომ უნდა შევუწყვოთ ამაში ხელი? როცა მომავალი არჩევნები პროპორციულია. იმის დემონსტრირება, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს და ისე, უბრალოდ ძალაუფლებისთვის ვართ ერთად, მხოლოდ საზიანოა” ასე ეხმიანება ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია გიგი უგულავას ინიციატივას, ნაციონალური მოძრაობა ქოლგა პარტია გახდეს და მასში სხვადასხვა ფრაქცია გაერთიანდეს. newsreport.ge/
  3. “თბილისი ენერჯის” განცხადებით, დიდუბის რაიონში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ, თბილისი ენერჯისთან შეუთანხმებელი სამუშაოების შესრულებისას გაზსადენი დააზიანა, რის შედეგადაც 3400 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდა: ● მარჯანიშვილის ქ. 2, 3, 4, 16, 16-2, 16-3, 16-4 (16-4ა), 16-5, 18 ● დავით აღმაშენებლის გამზირი 104, 106, 108, 114, 116, 118, 120, 124, 130, 132, 138, 140, 142, 146 ● ორდე დგებუაძის ქ. 1, 2, 4, 4ა, 6, 8, 10 ● კრილოვის (ახლ. ჯანსუღ კახიძის ქუჩა) ქ. 1, 3, 4, 5, 8, 10, 15 ● პასტერის ქ. 1, 2, 3, 4, 5, 7 ● ტეტელაშვილის ქ. 8 ● უ. ჩხეიძის ქ. 4, 5, 6, 10, 11, 12/14/16-ში მდებარე შპს ,,ბელი”-ს, უ. ჩხეიძის ქ. 20, 21, 23, 25 ● დიმიტრი უზნაძის ქ. 48, 50, 54, 56, 68, 72, 74, 79/81, 80, 87, 91ა, 93, 105, 107, 109, 111, 113, 115, 115კ, 117 ● ცაბაძის ქ. 1კ, 2, 2კ, 3კ, 4კ, ● დ. უზნაძის, კრილოვის (ახლ. ჯანსუღ კახიძის ქუჩა), ტეტელაშვილის, დ. აღმაშენებლის გამზირის, ხვამლის, უ. ჩხეიძის, პასტერის, მარჯანიშვილის, დგებუაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას. ასევე, გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: საჯარო სკოლა # 150, შპს ,,ყაზბეგი 1881”, შპს ,,თოფაძე და კომპანიას”, ი/მ ,,აბულაძე”, სსიპ ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი”, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ფ.პ ,,ლალი ანთიძე”, შპს ,,ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა”, სს ,,პრაქტიკას”, საქართველოს სპორტის ეროვნული ცეკვების კავშირი, სსიპ ეროვნული მუსიკალური ცენტრი, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი, სს ,,სტადიუმ ჰოტელ”, შპს ,,ახალი საქართველო”, თავდაცვის სამინისტროს ობიექტი, შპს ,,მშვიდობა 91”, შპს ,,ხემსი”-ს, სს ,,რეალ ინვესტი”, შპს ,,ბაკურ სულაკაური”, შპს ,,მაგთი”, შპს ,,დი და ჯი”, შპს ,,ჯი დი დეველოპმენტი”, შპს ,,კმ ჯორჯია”, კინომსახიობთა თეატრი, ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ,,აბა და კომპანია”, შპს ,,ხემსი”, შპს ,,ავერსი ფარმა”, შპს ,,პსპ ფარმა”, ფ.პ. მაკა ტატანაშვილი, შპს ,,სპორტს საიენს ჯორჯია”, სს ,,ტერაბანკი” და სხვა; აგრეთვე – უშანგი უჩხეიძის ქ. 33-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობას, (გმპ #17-ზე ზის) წინამძღვრიშვილის ქ. 104-დან 138-ის ჩათვლით (წყვილი ნომრები), წინამძღვრიშვილის ქ. 97-დან 113-ის ჩათვლით (კენტი ნომრები), კარგარეთელის ქ. 1, 3ა, 3ბ, 5, 5ა, 7, 9, 11, ზ. ჭავჭავაძის ქ. 2, 4, 6, 8, 9, 10, 12, 14, 16, ტოვსტონოგოვის ქუჩის, ივ. ჯავახიშვილის ქ. 102, 104, 106, 108, 110, 112, 114, 116, 118, 120. დავით აღმაშენებლის გამზირი 113, 115, 117, 119, 121-ში მცხოვრებ მოსახლეობას. ასევე მცირე კომერციულ კომერციულ ობიექტებს: მარჯანიშვილის ქ. 5-ში მდებარე შპს ,,აივნიანი ქალაქს“, შპს ,,ჯორჯიან გრუპს”, შპს ,,დაუნთაუნ თბილისს”, მარჯანიშვილის ქ. 7-ში – სს ,,თი ბი სი ბანკს”, დ. უზნაძის ქ. 52-ში – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სხვა”,– აცხადებს კომპანია. მათივე ცნობით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 13:00 სთ-დან, ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულებისთანავე და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. newsreport.ge/
  4. “იცით, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინის რადას წევრებთან ძალიან ახლოს, მათ შორის, განიხილება უკრაინის რადაში პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ირგვლივ კომისიის შექმნის საკითხი. ბუნებრივია, რომ ჩვენ ამ საკითხზე მათთან ვითანამშრომლებთ, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის პატიმრობა არ ეხება მხოლოდ მას და საქართველოს, ეს ეხება მთელ რეგიონს, რადგან ეს არის პუტინის გზავნილი ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ” ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, თინა ბოკუჩავა ბრიფინგზე. newsreport.ge/
  5. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უახლოეს სხდომაზე იბარებენ. მისი თქმით, მინისტრთან განიხილავენ “ჩრდილოეთის, ბალტიისა და შავი ზღვის ახალი თანამშრომლობის ფორმატში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა”. “უკრაინაში რუსული აგრესიის და დასავლეთის მხრიდან შეკავების ახალი არქიტექტურის ფონზე, რეგიონში იქმნება ახალი რეალობა და ეს არის დიდი შანსი, რომელიც საქართველომ უნდა გამოიყენოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ სრულ უმოქმედობას ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ როგორც ეს მოხდა რეზოლუციისა და უკრაინაში ვიზიტის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც ოპოზიციამ უნდა იტვირთოს ხელისუფლების ფუნქცია და ოპოზიციამ უნდა დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესები. უკრაინაში ვიზიტისას გადაწყდა საქართველო მოლდოვა-უკრაინას ასოცირებული ტრიოს საპარლამენტო ფორმატის გააქტიურება და ერთობლივი ვიზიტების დაგეგმვა ბალტიის ქვეყნებში უკრაინის რადას წევრებთან ერთად”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე. newsreport.ge/
  6. “არ დაიჯეროთ აპოკალიფსური პროგნოზები. სხვადასხვა დედაქალაქს განსხვავებული სცენარი აქვს, თუმცა უკრაინა მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზადაა. დღეს უკრაინას ჰყავს ძლიერი არმია, უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერა და უკრაინელების რწმენა თავისი ქვეყნის მიმართ. მტერს უნდა ეშინოდეს ჩვენი და არა ჩვენ მისი” წერს ტვიტერზე უკრაინის საგარეო მინისტრი, დმიტრო კულება. newsreport.ge/
  7. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 235 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 17 130 პაციენტი, ხოლო 34 ადამიანი გარდაიცვალა. დღიურად აიცრა 722 პირი. newsreport.ge/
  8. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდებოდა და ახლაც გრძელდება – ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზებზე განუწყვეტლივ იყრება ტექნიკური მარილი, რათა ავტოტრანსპორტის მოძრაობა უმოკლეს პერიოდში აღდგეს უწყების განცხადებით, ამ დროისთვის, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზასა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ასევე, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია. თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე მონაკვეთზე ჯერჯერობით ნარჩუნდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი. “ავტოტრანსპორტის გადაადგილების სპეციალური რეჟიმები კვლავ მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე: თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და დაბალი ხილვადობა) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის კმ17-კმ33 (ბუქსიეთი-ჩხაკაურა) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საავტომობილო გზის კმ1-კმ17 (ჩოხატაური-ბუქსიეთი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ88-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ88 (წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს”,– ვკითხულობთ განცხადებაში. newsreport.ge/
  9. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საბერძნეთის განახლებული რეგულაციებით, რომელიც 7 თებერვალს გამოქვეყნდება, საქართველო დაემატება იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საბერძნეთში შესვლა. საქართველოს მოქალაქეს საბერძნეთში გამგზავრება შეუძლია, თუ აკმაყოფილებს ამ პირობებიდან ერთ-ერთს: ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე, ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო 9 თვის განმავლობაში. წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით. წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული, ან 24 საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს. ყველა მგზავრი ვალდებულია საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა. newsreport.ge/
  10. “მიხეილ სააკაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის ნამდვილი ლიდერი, წერტილი. ნაციონალური მოძრაობა რა ხმებსაც იღებს, 99% არის მიხეილ სააკაშვილი, ეს არის ფაქტი. მომავალში, რომ გაეზრდება ენმ-ს ხმები, ის მიხეილ სააკაშვილის დამსახურებაც იქნება, ნიკა მელიასიც, ხატია დეკანოიძესიც, პეტრე ცისკარიშვილისაც, კობა ნაყოფია, აკო მინაშვილი, ჩვენი 109 დეპუტატი, პარლამენტის წევრები, ყველანი შევიტანთ ამ გამარჯვებაში წვლილს. ცივი წყალი დალიოს ყველამ! რაზე არიან ნაწყენები, მიხეილ სააკაშვილი რომ თავის სამშობლოში ჩამოვიდა? ხო არ გაუფრენიათ მაგათ?! საკუთარ უსუსრობას მიხეილ სააკაშვილს აბრალებენ?! მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონდა უფლება, თავის სამშობლოში ჩამოსულიყო? მაგათთვის უნდა ეკითხა? ქოცებისთვის თუ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის უნდა ეკითხა, შემიძლია თუ არა ჩემს გუნდთან ჩამოვიდეო? ხო არ გაუფრენიათ?! არც ვიცი, ვინ ლაპარაკობს, თბილისურად ვეტყოდი, რა, აზრზე მოდი. დავანებოთ ამ სისულელეების ლაპარაკს თავი” ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, გია ბარამიძე TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  11. “მის უდიდებულესობას, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II თქვენო უდიდებულესობავ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფო ტახტზე აბრძანების 70 წლისთავს. თქვენი მმართველობის პერიოდი განსაკუთრებული და უმნიშვნელოვანესია როგორც თქვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ისე სამეფო დინასტიათა ისტორიაში. გილოცავთ საიუბილეო თარიღს და გისურვებთ კვლავაც წარმატებულ მოღვაწეობას თქვენს მაღალ და ფრიად საპატიო მსახურებაში” მიმართავს საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს. newsreport.ge/
  12. ხვალ, 7 თებერვალს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი ამის მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს. მთაწმინდის რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ლაღიძის, ჩიტაძის, ზუბალაშვილების, ალექსანდრე ჭავჭავაძის (ნაწილობრივ), ზურაბ ჟვანიას, შევჩენკოს, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ვასო აბაშიძის, ასათიანის, თაბუკაშვილის, ვირსალაძის, ჭანტურიას, ინგოროყვას, არსენას, ვეძინის, ლიხის, მესხის, გიორგი გიგაურის, ჩაბალის, სულიკო ჟღენტის და ელიზბარ ზედგენიძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის და კარალეთის ქუჩების მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, არდაზიანის, ვაზისუბნის, სოკრატ არშბას, შარტავას, გაგარინის, ზემო ვეძისის, სახოკიას, გაბრიელ ისაკაძის, ბაჩანა ბრეგვაძის, ტაშკენტის, საირმის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას. ისნის რაიონი 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, მხარგრძელის, ნაკაშიძე-ბოლქვაძის, ჯავახეთის, წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, შანდორ პეტეფის და ჩაჩუას ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. newsreport.ge/
  13. “განხეთქილებაზე როცა არის ლაპარაკი ოპოზიციაში, როდის იყო ოპოზიცია ერთიანი?! არ ყოფილა არასდროს – თემატურ ერთობებს აფიქსირებდა ყოველთვის. თემატური ერთობა არ არის მდგრადი, არ არის საინტერესო ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა არ არის მრავალფეროვნება და განსხვავებული მოსაზრებები ამ შემთხვევაში. თუ დაუკვირდებით, ოპოზიციის წარმომადგენლები სულ ამას უსვამენ ხაზს, რომ ჩვენ განსხვავებულები ვართ, არა ვართ ერთ ჭკუაზე, ერთ აზრზე და მოქალაქე, რომელიც ამას უსმენს, ის უკმაყოფილო რჩება, რადგან შეკვეთა არის მონოლოთის, ძლიერი ერთობის, სადაც რა თქმა უნდა, განსხვავებული ტიპისა და მიმართულებების… რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას ოპოზიციამ, მან შეუძლებელი უნდა შეძლოს, მე ვამბობ, რომ პარტიები უნდა დაშალონ, ან გადაწიონ უკან და შეიქმნას ერთი დიდი მოძრაობა” ამბობს ოპოზიციის წევრი, გუბაზ სანიკიძე TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  14. მთის კურორტების სააგენტოს განცხადებით, წარმატებით დასრულდა საბაგიროდან დამსვენებლების ჩამოყვანა. დღეს ბაკურიანში, მიტარბზე, ძაბვის ვარდნის გამო საბაგირო დროებით გამოირთო. “გამორთვის წუთიდან, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელი, რომლებიც ახორციელებდნენ დამსვენებლების უსაფრთხო ჩამოყვანას საბაგიროდან. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა”,– აცხადებს სააგენტო. newsreport.ge/
  15. ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია ნაციონალურ მოძრაობას მიმართავს, არ დაუშვან ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გახარიას პარტიის წევრის არჩევა. მისი განცხადებით, იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. “ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაზე უკვე დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს და სავარაუდოდ შემდეგ კვირაში უნდა დასრულდეს. მივმართავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს (არავის მოვნიშნავ, რადგან ამ პარტიაში გადაწყვეტილების მიმღები თითქმის ყველა პირი მეგობრებში მყავს), არ დაუშვათ ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენლის არჩევა! ჩემთვის ეს იქნება ყველანაირი წითელი ხაზი ამ პარტიასთან და სამწუხაროდ, ბევრ ჩემ მეგობართან ვინც ამ პარტიაშია. იმ ქალაქში, სადაც ია კერზაია გახარიას დანაშაულებრივმა ბრძანებამ შეიწირა, არ შეიძლება ოპოზიციის სახელით საკრებულოს თავმჯდომარე გახარიას პარტიის წევრი იყოს. ეს იქნება აღიარება იმისა, რომ პოლიტიკაში ყველაფერი მოსულა და არა, ასეთი სიბინძურე პოლიტიკაში ნამდვილად არ მოსულა! ცალკე ამბავია ის, რომ, ჩემი აზრით, არც ერთ ქალაქში ეს შეთანხმება გრძელვადიან შედეგს არ მოიტანს, რადგან ბოროტებასთან გარიგებას არასდროს არ მოუტანია სიკეთე. იმ ადამიანის პარტიის წევრს, რომლის კისერზე 20 ივნისი, იას გარდაცვალება, ანაკლიის დასამარება და კიდევ უამრავი მძიმე დანაშაულია, ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარედ არაფერი ესაქმება. მისი პარტიის წევრები ამ ყველა ფაქტის მერე დადგნენ მასთან და შესაბამისად, უნდა იზიარებდნენ ყველა ზემოჩამოთვლილ დანაშაულზე პასუხისმგებლობას, ამიტომ მათ ზნეობაზე ან ღირებულებებზე ახლა აქ არაფერს დავწერ, ეს ისედაც ცხადია. მე უბრალოდ მოგმართავთ თქვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, როგორც რიგითი ზუგდიდელი, რომლისთვის ღირებულება არის მთავარი და დარჩება ნებისმიერ სიტუაციაში. ასეთი იყო ია და შეეწირა კიდევაც იმ იდეალებს, რასაც თავისუფლება და ქვეყნის სიყვარული ჰქვია. არაფრის ფასად არ დაუშვათ ეს მარაზმი! აბსურდია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი რეჟიმს შიგნიდან მოარყევს. ეს ამბავი მუდმივად იქნება დამოკლეს მახვილივით ჩვენ თავზე და ნებისმიერ მნიშვნელოვან მომენტში საკრებულო თავისი კვაზი-თავმჯდომარით ისევ ჩადგება ,,ოცნების” სამსახურში, როგორც ეს აქამდე არაერთხელ გაუკეთებია. ,,ჯერ არასდროს გაუმარჯვიათ მშიშრებს და მსტოვრებს”, ვერც ახლა უნდა გაიმარჯვონ, მხოლოდ უკომპრომისობა და იდეალები იმარჯვებენ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას, რეგიონს და ქალაქს სჭირდება”,– წერს ბაჩანა შენგელია Facebook-ზე. ცნობისთვის, წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარები გახარიას პარტიის წევრები გახდნენ. მათ ოპოზიციამ დაუჭირა მხარი. newsreport.ge/
  16. „ნიკა მელია კატეგორიულად აცხადებდა, რომ იგი სააკაშვილის ადგილზე რომ იყოს, აუცილებლად ჩამოვიდოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ამ მოძრაობას, რომ კატეგორიულად მიუღებელია სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ახლა, რასაკვირველია, შედეგებიდან გამომდინარე საუბრობს და უნდა, რომ თავი უფრო ბრძენად წარმოაჩინოს, მაგალითად, ვიდრე ნაყოფიაა. საერთოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ორი ლიდერის ხელში დარჩა და ერთი ბელადის შემყურე. ორი ლიდერი, რომელიც ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია – კობა ნაყოფია და ნიკანორ მელია, მაგრამ აერთიანებთ ერთი დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ. ეს არეულობა და რევოლუციური პროცესები პერსპექტივაში არ მოწონთ. მთავარი სააკაშვილის შეკვეთაა და “ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად სააკაშვილის მძევლად იქცა ამ ფანტაზიებით, რომ იგი რევოლუციური ტალღით იქნება საკნიდან გათავისუფლებული. ეს რეალობაა დღეს შექმნილი ამ პოლიტიკურ პარტიაში” ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი ტვ იმედის ფარულ ჩანაწერში, რომელიც ნიკა მელიას მხარდამჭერებთან საუბარს ასახავს. მელიას თქმით, ჩანაწერში გამოთქმულ პოზიციებს საჯაროდაც აფიქსირებს. ენმ-ს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ეწინააღმდეგებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას. newsreport.ge/
  17. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განმარტავს, რატომ გადაეცა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად. უწყების ცნობით, მიწის გადაცემის შესახებ მთავრობას შუამდგომლობით რუსთაველის თეატრმა მიმართა, რაც “დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით”. ქონების ეროვნული სააგენტოს შეფასებით, რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, ამიტომ მთავრობის გადაწყვეტილება “გაუგებარი არ უნდა იყოს”. “რობერტ სტურუასთვის 1,500 კვ.მ. არასასოფლო – დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე მდებარე შენობა – ნაგებობის სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაცემის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადიო განვითარების სამინისტროს სახელზე შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული თეატრის შუამდგომლობა. მასში აღნიშნულია ბატონი რობერ სტურუას დიდი დამსახურება საქართველოს თეატრალური ხელოვნების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის წინაშე. წერილის თანახმად, რუსთაველის თეატრი გამოვიდა შუამდგომლობით, რათა სახელოვან რეჟისორს სიმბოლურ ფასად გადაეცეს მიწა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სამინისტრომ შეისწავლა და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგინა წინადადება რობერტ სტურუასთვის მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ, რაც დადებითად გადაწყდა სახელოვანი რეჟისორის დამსახურებების გათვალისწინებით. რობერტ სტურუა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ხელოვანია, მან ბევრი რამ გააკეთა საქართველოსთვის, მისი კულტურისთვის და ამდენად, არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების მართებულობა. ეს არის ქართული სახელმწიფოს მხრიდან სახელგანთქმული ქართველი რეჟისორის საქმიანობის და მისი ღვაწლის დაფასება. რობერტ სტურუას შემოქმედება 180-ზე მეტ სპექტაკლს ითვლის. დადგმული აქვს ისეთი სპექტაკლები როგორიცაა: „ყვარყვარე“, „კავკასიური ცარცის წრე“, „რიჩარდ მესამე“, „მეფე ლირი“, „ჰამლეტი“ და სხვა. მისი სპექტაკლები შესულია მე-20 საუკუნის მსოფლიო დადგმათა ოქროს ფონდში. მის მიერ დადგმული „რიჩარდ მესამე“ მსოფლიო პოლიტიკურ დადგმათა ათეულშია შესული, „მეფე ლირი“- ბრიტანეთის აკადემიის მიერ შეტანილია შექსპირის დადგმების ისტორიის სახელმძღვანელოში, ხოლო „ჰამლეტი“ „შექსპირის საერთაშორისო საზოგადოებამ“ შეიტანა მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრის „ჰამლეტის“ საუკეთესო დადგმათა ათეულში. რაც შეეხება აღნიშნული უძრავი ქონების განკარგვის მართებულობის საკითხს მას შემდეგ, რაც მისი მესაკუთრე სახელმწიფო აღარ არის, ეს ჩვენს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში. newsreport.ge/
  18. რობერტ სტურუას რა დამსახურება აქვს? არ ვიცი, მთავარი არხი ან TV პირველი თუ დასვამს ამ შეკითხვას. 1500 კვ. მეტრი დიდი ტერიტორია არაა. ნინო ბურჯანაძეს რა დამსახურება ჰქონდა, მთელი ნახევარი წყნეთი რომ ერთ ლარად მისცეს? მაგრამ, მნიშვნელობა არ აქვს, არც პოლიტიკური გადაწყვეტილება არ არის, რასაკვირველია. რობერტ სტურუა არის მსოფლიო დონის თეატრალი და შეიძლება, სახელმწიფომ მას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეული სამსახურისთვის 1 500 კვ.მეტრი გადასცეს შემდგომი განკარგვისათვის. განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. newsreport.ge/
  19. კულტურის სამინისტრო აუდიტის სამსახურის მიერ ეროვნული მუზეუმის საქმიანობაზე გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმაურება. უწყების განცხადებით, გამოვლენილია მძიმე დარღვევები, აუდიტის დასკვნა კი ნათლად აჩვენებს, რომ სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები გამართლებული და აუცილებელია. “მოცემული დასკვნა ნათლად აჩვენებს, რომ კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წლის აპრილიდან განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც, სხვებს შორის, მიზნად ისახავს ეროვნულ მუზეუმში საკადრო ცვლილებებს, სტრუქტურის ოპტიმიზაციას, ექსპონატების პასპორტიზაციასა და ინვენტარიზაციას, ექსპონატების მოძიებასა და მუზეუმში დაბრუნებას, შენობების რემონტსა და რეკონსტრუქციას, კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, არის გამართლებული და აუცილებელი და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს”, – ნათქვამია განცხადებაში. 4 თებერვალს გამოქვეყნებული აუდიტის ანგარიშის თანახმად: • ეროვნულ მუზეუმში კვლავ არ იყო დასრულებული ფონდების აღრიცხვა- შეჯერების პროცესი; • დარღვეული იყო სამუზეუმო ექსპონატების დროებით გამოფენაზე გატანის ვადები; • მუზეუმის ზოგიერთი ფონდი საერთოდ არ აწარმოებდა ექსპონატების აღრიცხვის საინვენტარო წიგნებს, ხოლო ზოგიერთი აღნიშნულ წიგნებს აწარმოებდა არასრულყოფილად. კერძოდ, წიგნებში არ იყო შეტანილი საინვენტარო ნომრები, რის გამოც შეუძლებელი ხდებოდა კონკრეტული ექსპონატის იდენტიფიცირება; • რიგ შემთხვევაში, სამუზეუმო ექსპონატები განთავსებული იყო არასათანადო პირობებში (სხვენი, სარდაფი). ზოგიერთი ფონდსაცავი არ იყო აღჭურვილი სათანადო ვენტილაცია-კონდიცირების სისტემით, რაც ქმნიდა ექსპონატების დაზიანების რისკს. • ეროვნულ მუზეუმში არ არსებობს ექსპონატების აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბაზა; • ეროვნულ მუზეუმში არ არის დასრულებული ექსპონატების აღრიცხვა-შეჯერების პროცესი. შესაბამისად, ვერ ხერხდება შედეგების, დანაკლისის/ზედმეტობის დადგენა. აღრიცხვა-შეჯერების პროცესის დასრულებას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ ეროვნული მუზეუმის შექმნიდან და შემდგომ პერიოდებში შემოერთებული მუზეუმებიდან არ მომხდარა ფონდების და, შესაბამისად, ექსპონატების ოფიციალურად გადაბარება. • ეროვნული მუზეუმიდან დროებით, სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გატანილი 944 ექსპონატიდან დაბრუნდა − 584, ვადა გაუგრძელდა 360 ერთეულს, აქედან, 321-ს ვადა გაუგრძელდა ორჯერ, თითო წლით. მათ შორის, ქვეყნის გარეთ გატანილია 722 ექსპონატი, დაბრუნებულია 426, ხოლო ვადა გაუგრძელდა 296-ს. • ეროვნულ მუზეუმში არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუზეუმო ფასეულობების დაცვის პირობებისა და აღრიცხვის შესაბამისობას მოქმედ რეგულაციებთან. აღნიშნული ზრდის თაღლითობის, ექსპონატების ფიზიკური დაზიანებისა და მათ არსებობასთან დაკავშირებულ რისკებს. ამასთანავე, ანგარიშში საუბარია საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაზეც და რამდენიმე ფაქტი არის ასახული. მათ შორის, აღნიშნულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოქმედებდა წინა წლებში გაფორმებული 16 საიჯარო ხელშეკრულება. იჯარის საგანია 3245,7 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი და 685 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ 7 შემთხვევაში 18 საიჯარო ფართებზე კომუნალური ხარჯების აღრიცხვისა და გადახდის ვალდებულება მოიჯარის მიერ არ შესრულებულა და ანაზღაურება განხორციელებულია ეროვნული მუზეუმის მიერ. 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოიჯარეებზე ირიცხებოდა 32 915 ლარის დებიტორული დავალიანება, რომელიც 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით გაიზარდა 346 245 ლარით და შეადგინა 379 160 ლარი (აქედან, 241 083 ლარი − ძირითადი თანხა, 138 077 ლარი − საურავი). ამ თანხის დიდი ნაწილი ექვემდებარება ჩამოწერას. ანგარიშში დასკვნის სახით აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსაბამოდ, მუზეუმის მიერ იჯარით გაცემულ ფართებზე გაწეული კომუნალური ხარჯების ანაზღაურება არის საჯარო სახსრების არამიზნობრივი და არამართლზომიერი ხარჯვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შესაბამისი დასაბუთების გარეშე, დადგენილი ტარიფებისაგან განსხვავებით სახელშეკრულებო ღირებულების განსაზღვრა იწვევს შემოსავლების შემცირებას და არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს ფართით მოსარგებლეებს, რის გამოც საანგარიშო პერიოდში მუზეუმმა დაკარგა 90 750 ლარიდან 148 250 ლარამდე შემოსავლის მიღების პოტენციალი. newsreport.ge/
  20. “დანია – აქტიური შემთხვევები 575 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 31 (0.0053%); ვაქცინაციის მოცვა 84.4%. დიდი ბრიტანეთი – აქტიური შემთხვევები 2.5 მილიონი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 478 (0.019%); ვაქცინაციის მოცვა 81%. საქართველო – აქტიური შემთხვევები 210 ათასი; პაციენტები მართვით სუნთქვაზე 282 (0.13%); ვაქცინაციის მოცვა 33%. ამ განსხვავებას განაპირობებს ვაქცინაციის მაჩვენებელი, ამიტომ ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ თუ ქვეყანაში არ იქნება ვაქცინაციის მაღალი მოცვა, მუდმივად დავკარგავთ ათასობით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს, ანუ აქ პანდემია არ დასრულდება!” წერს Facebook-ზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი. newsreport.ge/
  21. საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 821 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, 39 ადამიანი გარდაიცვალა. დღიური დადებითობა 30.16%-ია, ბოლო 7 დღის – 27.87%, ბოლო 14 დღის კი 25.24%. 22 263 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 129 დადასტურდა, აჭარაში – 2 173, იმერეთში – 3 357, ქვემო ქართლში – 1 340, შიდა ქართლში – 1 279, გურიაში – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 480, კახეთში – 1 091, მცხეთა-მთიანეთში – 479, სამცხე-ჯავახეთში – 376, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 103. newsreport.ge/
  22. “ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, რომ ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეცვალა ინფორმაცია იმ ძალიან რთული ვითარების შესახებ, რაც არის უკრაინის მდგომარეობა და უკრაინის მიმართ გამოხატული აგრესია რუსეთის მხრიდან. ის აგრესიული ქმედებები, მუქარა, იქნება ეს კიბერშეტევები, თუ პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა უკრაინის საზღვარზე, თუ იგივე სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე, ეს ყველაფერი არის ნიშანი იმისა, რამდენად რუსეთის დღევანდელი პოლიტიკა არის პროვოკაციაზე გადასვლა. ამაზე მთელი ევროპული, დასავლური სამყარო პასუხობს მოლაპარაკებებით, მცდელობებით, რათა დარეგულირდეს ეს მდგომარეობა და მშვიდობიანი დეესკალაციისკენ წავიდეს დაძაბული ვითარება, მაგრამ დეესკალაციისთვის, როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მზად იყოს. მინდა, საქართველოს სახელით გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არამხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რაც არსებობს რეალურად არის, ემუქრება მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას. თუ ვლაპარაკობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეს არის ჩვენი უსაფრთხოება. ჩვენი სოლიდარობა არაა სიტყვიერი სოლიდარობა. ესაა სოლიდარობა იმ ქვეყნიდან, რომელმაც განიცადა და განიცდის ოკუპაციას. კარგად გვესმის რას გრძნობს უკრაინელი ხალხი და მთლიანად ვიზიარებთ” ამის შესახებ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. newsreport.ge/
  23. “არასდროს დავმალულვართ ჩირგვებში, ჩვენ ყოველთვის ვიყავით თავმოყვარეები და ასე გავაგრძელოთ, მათ შორის თუ გვინდა ცივილიზებული სამყაროსგან მივიღოთ მხარდაჭერა და გვერდში დგომა.თქვენს სამეზობლოში შვარცნეგერი რომ შემოგივარდეთ, თუ მეზობლები არ დაგეხმარათ, მარტო ხომ ვერ მოერევით?! თუმცა, თუ მეზობლები გვერდში დაგიდგებიან, 10-15 მეზობელი, შვარცნეგერსაც გააგდებ და ზემოდან შეიძლება ჯეკი ჩანიც მიჰყვეს. მეგობრები და ცივილიზებული სამყარო გვჭირდება გვერდით, თორემ თუ დაგვიმარტოხელებს, გვცემს, დაგვჯაბნის კიდევაც, ოკუპაციასაც მოაწყობს, შეურაცხყოფასაც მოგვაყენებს. თუ ვიქნებით ბევრი, ერთიანები, ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ფეხებსაც ვერ მოგვჭამს. უკრაინას ხომ უდგას მთელი მსოფლიო გვერდით, აბა ვნახოთ ვისი აჯობებს, აბა ვნახოთ როგორ გააკეთებენ და თუ გააკეთებენ, დინგში მიიღებენ. ამას ბრიტანეთის პრემიერი ამბობს და არა ლევან ხაბეიშვილი“ ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა. newsreport.ge/
  24. სოციალური მედიის გიგანტი კომპანია, ფეისბუქი პირველად 18 წლის არსებობის ისტორიაში აცხადებს,რომ მისი ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა მცირდება. ფეისბუქის მფლობელმა კომპანიამ, მეტა ნეთვორქმა განაცხადა, რომ მომხმარებელთა რაოდენობა 2021 წლის ბოლო კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით 1.930 მილიარდიდან 1.929 მილიარდამდე შემცირდა. კომპანია ასევე აცხადებს, რომ შემოსავლების ზრდა შენელდა. ამის მიზეზი TikTok–ის და YouTube–ის მხრიდან კონკურენციაა, გარდა ამისა რეკლამის დამკვეთები ხარჯებს ამცირებენ. მეტას წილი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დახურვის შემდეგ 20%–ზე მეტად დაეცა. მეტას აქციების ფასის ვარდნამ კომპანიის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 200 მილიარდი დოლარით შეამცირა. გაფართოებული ვაჭრობის შემდეგ მნიშვნელოვნად დაეცა სხვა სოციალური ქსელების, მათ შორის Twitter, Snap and Pinterest–ის აქციებიც. ფეისბუქის აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის განცხადებით, კომპანიის გაყიდვების ზრდა იმის გამო შენელდა, რომ აუდიტორია, განსაკუთრებით ახალგაზრდა მომხმარებლები მათ კონკურენტებთან წავიდნენ. მეტა, რომელიც გუგლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდ ციფრულ სარეკლამო პლატფორმას ფლობს, აცხადებს, რომ ეფლის საოპერაციო სისტემაში კონფიდენციალობის პარამეტრების შეცვლის შემდეგ დაზარალდა. მეტას ფინანსური დირექტორის, დეივ ვენერის თქმით, ამ ცვლილებებმა რეკლამის დამკვეთებისთვის ფეისბუქზე და ინსტაგრამზე რეკლამის მიზნობრიობის განსაზღვრისა და შედეგების გაზომვის შესაძლებლობები შეამცირა. ამის გამო კომპანია წელს სავარაუდოდ 10 მილიარდ დოლარს დაკარგავს. მეტას შემოსავლების უდიდესი ნაწილი სარეკლამო გაყიდვებზე მოდის და ის გასულ პერიოდში 33.67 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რამაც საბაზრო პროგნოზებს გადააჭარბა. თუმცა მომავალ კვარტალში კომპანია 27–29 მილიარდიან შემოსავალს ვარაუდობს, რაც უფრო ნაკლებია, ვიდრე ანალიტიკოსები ფიქრობდნენ. მართალია კომპანია საკუთარი ფინანსების ინვესტირებას ვიდეოშიც ახდენს, რომ ტიკ ტოკთან კონკურენცია შეძლოს, თუმცა ამ თვალსაზრისით ის ბევრად ნაკლებ ფულს შოულობს, ვიდრე თავის ტრადიციულ–ნიუსფიდზე განთავსებაში შოულობდა. ცუკერბერგი ამბობს, რომ დარწმუნებულია, ვიდეოში და ვირტუალურ რეალობაში ჩადებული თანხები გაამართლებს, ისევე როგორც წარსულში დადებულმა ფსონებმა გაამართლა – მობილურ რეკლამებზე და ინსტაგრამ სთორიში განთავსებულ რეკლამაზე. მაგრამ ის აღნიშნავს, რომ წინა ცვლილებების დროს მათ არ უწევდათ მსხვილ კონკურენტებთან ბრძოლა. “გუნდი კარგად მუშაობს და პროდუქტი საკმაოდ სწრაფად მიდის წინ. უბრალოდ ამ სიტუაციაში უნიკალური ის არის, რომ ტიკ ტოკი ძალიან მსხვილი კონკურენტია და ისიც აგრძელებს სწრაფი ტემპით ზრდას“– ამბობს ის. არსებობის მანძილზე ფეისბუქი მუდმივად მზარდი პლატფორმა იყო. ყოველი კვარტალი წინაზე უკეთესი იყო გლობალური ციფრების თვალსაზრისით, თუმცა ბოლო წლებში აშშ–სა და ევროპაში მისი ზრდა შეჩერდა. ეს ნაკლებად თვალშისაცემი იყო დანარჩენ მსოფლიოში მომხმარებლების რაოდენობის ზრდის გამო. თუმცა უკვე ცხადია, რომ ფეისბუქი აღარ არის ისეთი პოპულარული ახალგაზრდებს შორის, როგორც ადრე იყო. ის თავადვე აღიარებს, რომ მათ ბიზნესს ტიკ ტოკმა დიდი დარტყმა მიაყენა. თუმცა, არის სხვა მიზეზებიც, რომელთა გამო ინვესტორები მეტას მომავალს ეჭვით უყურებენ. კომპანიამ საკუთარი სახელწოდება იმიტომ შეცვალა, რომ მეტასამყაროზე კონცენტრირება გადაწყვიტა, თუმცა მეტა ჯერ ახლოსაც არ არის მეტასამყაროს შექმნასთან, ამ ეტაპზე ეს აუსრულებელი ოცნებაა. მის შესაქმნელად კომპანია მილიარდობით დოლარს დებს, რადგან ცუკერბერგი თვლის, რომ ამაზე მოთხოვნა არსებობს. თუმცა, არსებობს უზარმაზარი რისკი. განიხილება ვერსია იმის შესახებ, რომ მეტამ შეიძლება ტიკ ტოკი შეიძინოს, თუმცა აშშ–ს მარეგულირებელი ორგანოები ამას არასოდეს დაუშვებენ კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის გამო. სილიკონის ველზე ბევრი ფეისბუქს შხამიან ბრენდად თვლის. ეს კომპანია ნამდვილად აღარ არის ისეთი მაგარი ადგილი სამუშაოდ, როგორც ათი წლის წინ იყო. ეს კი ახალი ნიჭიერი ადამიანების კომპანიაში მოზიდვას ართულებს. მეტას მომავალში სერიოზული პრობლემები ელის და ბოლო თვეების კლება ანალიტიკოსების აზრით შესაძლოა მხოლოდ ამ პრობლემების ჯაჭვის დასაწყისი იყოს. newsreport.ge/
  25. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანს დეკანოზ მიქაელ ბოტკოველს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს. საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა, ასევე დაწესადა შეზღუდვები მიღებებზე. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...