
პლანეტა.გე
პლანეტელი-
პოსტები
742 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი პლანეტა.გე
-
საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და “ვიორსტკას” დააკვირდით, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – ამის შესახებ, “ტაბულას” რედაქტორი სოციალურ ქსელში წერს, და ოპოზიციურ მედიებს მიმართავს. ”კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლები ისეთი აღშფოთებით საუბრობენ ოპოზიციაზე, ვითომ თავად არ ქმნიან იმ დღის წესრიგს, რაც ივანიშვილის გამარჯვებებში ეხმარება. ოპოზიციის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სამსახურების სარედაქციო პოლიტიკას უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი იმ ტოქსიკური დღის წესრიგის შექმნაში, რაც ივანიშვილის ძალაუფლებაში დარჩენას უზრუნველყოფს. როგორც ოპოზიციური პარტიების მიმართ არ არსებობს ნდობა, ზუსტად ისე არ არსებობს ნდობა ოპოზიციური მედიის მიმართ. საკუთარ სარედაქციო პოლიტიკას შეხედეთ, სანამ ოპოზიციაზე ბრძნადმეტყველებას დაიწყებთ – საკუთარ სპიკერებს გადახედეთ და საკუთარ “ვიორსტკას” დააკვირდით. ჩვენ, ევროპულ საქართველოს ჩვენი პრობლემა გვაქვს, 5 წლის წინ უნდა ჩაგხსნოდით, როცა ნათელი გახდა საითაც მიექანებით და კომუნიკაციის დამოუკიდებელი მედიუმები შეგვექმნა – სამწუხაროდ, პარტიის მაშინდელი ლიდერშიფის ნაწილმა ტელემედიის მძევლობა არჩია და დავაგვიანეთ – ჩვენი ბრალიცაა ამის საშუალება რომ მოგეცით, მძევალი ვერაფერს მოიგებს ვერასდროს – მაგრამ ჩვენ გამოვასწორებთ. თქვენ რას გამოასწორებთ ეგ არ ვიცი – უბრალოდ, ოპოზიციიისკენ თითის შვერა თქვენი მხრიდან – სასაცილოა.” newsreport.ge/
-
”ბათუმში, ახლახანს, კლუბ კიბეში ჯოჯოხეთი გამოვიარეთ მე, დათო სუბელიანმა და Bai Rós-მა. უბედნიერესები ვიყავით, ძალიან კარგი საღამო იყო, მანამდე სხვაგან ვიყავით და რაღაცნაირად მანდ ამოვყავით თავი, წაგვიყვანეს მეგობრებმა, ვინმე ჩელოს დაბადების დღეა და კარგი სიტუაცია იქნებაო. ერთმანეთს ვეხუტებოდით და ვმხიარულობდით. ვიღაც მძორი მოვიდა და კაჩაობა დაგვიწყო, ჩელოს დაბადების დღეა და წესიერად მოიქეცითო. რას ქვია წესიერად მოვიქცეთ, რანაირად გველაპარაკებითო, აღვშფოთდით და ამ ტიპმა დაგვიწყო რტყმა და დაცვაც მოიხმო. ბაის და დათოს თვალები აქვთ დალურჯებული, მე თავი მარტყმევინეს იატაკზე. ჩვენც არ ვიცი რა ძალა მოგვეცა, მაგრამ კარგად ვატკინეთ ბევრ მოძალადეს. ვერც კი გვტკიოდა ვერაფერი, საშინლად ნაწყენები და შეურაცხყოფილები ვიყავით. რაღაც მომენტში დათოს ურტყამდა ბევრი და მთავარ ტიპს სამჯერ ჩავარტყი მოშნი წიხლი, მხოლოდ მაგით ვიმშვიდებ თავს, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს. კიდევ სამწუხაროა ის, რომ საშინელი აგრესიაა ახლა ჩემში, რომელსაც ასევე სამწუხაროდ, ჩემივე კეთილგონიერების და კანონმორჩილების გამო არ ვიყენებ და ალბათ არც გამოვიყენებ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არც სამართალდამცავების იმედი მაქვს ოდნავადაც კი და მაგათთან კომუნიკაციის ჯოჯოხეთისთვის თავს უბრალოდ ვერ გავწირავ. ხვალ იქნებ გადავიფიქრო კიდეც, არ ვიცი. იქ მყოფი ადამიანების ნაწილმა გვითხრა, რომ ჩვენ ვინც გვირტყამდა, მათ შორის იყვნენ ამ კლუბის მფლობელები, ეს ჩელო და მამამისი. ვიღაცეები არ ადასტურებენ ამას, ამიტომ ზუსტად არაფერი ვიცით. მაგრამ ვიცით რომ მათია ეს სივრცე და მათი სახელით დაგვესხნენ თავს, სულ მცირე. მინდა მივცე შანსი ამ ხალხს (ესეც იმ შემთხვევაში, თუ თვითონ უშუალოდ არ ძალადობდნენ), რომ ბოდიში მოგვიხადონ საჯაროდ და ყველა მოძალადეს თავად გასცენ პასუხი! თუ არადა, ხვალ სხვანაირი პოსტის დაწერა მომიწევს!” ამის შესახებ, Tbilisi Pride-ის თანადირექტორი, ანა სუბელიანი, სოციალურ ქსელში წერს. newsreport.ge/
-
ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება… ვის ეშინია?!- განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა სარჯველაძემ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე – ეშინია თუ არა “ქართულ ოცნებას” რუსეთის – პასუხისას “ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით განცხადება – რისი გაგონება გინდათ ჩემგან?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რომ რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა”. – განაცხადა სარჯეველაძემ. newsreport.ge/
-
“ჩემი აზრით, ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით ოპოზიციამ. რა პრობლემები იყო სახელისუფლებო პარტიის მხრიდან ეგ სხვა თემაა, მაგრამ ჩვენც ოპოზიციურმა პარტიებმაც ბევრ რამეში დავუშვით შეცდომა და ჩვენ ამაზე გვჭირდება, თვითრეფლექსია, თვითკრიტიკა, ღია საუბრები, სად იყო შეცდომები დაშვებული. ახლაც არ ვართ ასე თანმიმდევრული რომ ამომრჩეველი შემოტრიალდეს ჩვენსკენ. მთელი წელი დავკარგეთ შარშანდელი, შესვლა არ შესვლაზე, გაგონება არ უნდოდათ ჩვენი ჩვენს ამომრჩევლებს. სუსტად გამოვიყურებით პარლამენტში და მე არ მგონია, რომ ამ საკითხზე საუბარი პრობლემა იყოს. ოპოზიციის ფლანგის ნახევარი (პარლამენტში) არის ცარიელი და ქართული ოცნება ამით სარგებლობს, არის კომფორტის ზონაში, რადგან ცარიელ სკამებს ესაუბრება, ასე ურჩევნია რადგან ჩვენთან საუბრისას ძალიან გაუჭირდება ოპონირება, წარსულზე საუბრისას მაგალითად. ამ კომფორტიდან უნდა გამოვიყვანოთ ”ქართული ოცნება”. ნებისმიერ საკითხს სჭირდება წინააღმდეგობა, როცა ამბობენ რომ უმრავლესობაში არიან და მაინც მიიღებენ გადაწყვეტილებას, კი, მაგრამ ჩვენი ამომრჩეველი დაინახავს პროცესს თუ რა ბრძოლაშია ოპოზიცია და რა გადაწყვეტილებებს იღებს. ამის შესახებ, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ, TV კავკასიის ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკა არჩილ გამზარდიასთან ერთად” ისაუბრა. newsreport.ge/
-
“ვეცადეთ, ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე ყოფილიყო”- ამის შესახებ, მმართველი გუნდის დეპუტატმა, გიორგი ხელაშვილმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა, რითიც “ქართული ოცნების” მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა სადაც, რუსეთის აგრესიაზე საუბრისას სიტყვა “რუსეთი” ნახსენები არ არის. ”რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერა არანაირი პრობლემა არ იყო. ჩვენ გავუწიეთ ანგარიში ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციას და თავად უკრაინის მხრიდან მომდინარე პოლიტიკურ სიგნალებს. როგორც იცით, უკრაინის გარშემო უკიდურესად არის დაძაბული ვითარება და ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ დაიძაბოს. პრეზიდენტი ზელენსკი და მისი უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე, მისი კაბინეტის უფროსი მუდმივად მოუწოდებენ საკუთარ მოსახლეობას, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას, ნუ შექმნიან დამატებით პანიკას და ნუ გაამწვავებენ ვითარებას, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს რუსეთის აგრესიას. ეს იყო მთავარი, რის გამოც ჩვენ შევეცადეთ, რომ ტექსტი ყოფილიყო პრინციპული, მაგრამ ყოველგვარი ზედმეტი პროვოკაციული სიმწვავის გარეშე. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პოლიტიკურ ვითარებას და ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება ყოფილიყო თავად უკრაინას მისგომოდა, ისე, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს რაიმე ზიანი. შესაბამისად, დავაინიცირეთ ის ტექსტი, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ზუსტად პასუხობს ახლანდელ უსაფრთხოების გამოწვევებს რეგიონში. newsreport.ge/
-
“საქმე გვაქვს პოლიტიკურ მანიპულაციებთან და ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ საქართველოს პარლამენტს კონსენსუსზე დაფუძნებული ერთიანი რეზოლუცია მიეღო. ტექსტში, რომელიც ხელისუფლებამ შეიყვანა, მთავარი პათოსი იყო ის, რომ ჩვენი პოზიციაა, არ იყოს დაშვებული სიტუაციის შემდგომი ესკალაცია, ნაბიჯები იყოს გადადგმული პრევენციისკენ და ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ომი, სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა და მისი ფუნდამენტური საერთაშორისო უფლებების დარღვევა. ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე, სუვერენიტეტზე, ღია კარის პოლიტიკაზე, სუვერენულ უფლებაზე ავირჩიოთ ჩვენი ალიანსები – ამ ყველაფერზე საუბარია რეზოლუციაში. ჩვენ არ გვეშინია მკაფიო პოზიციის დაფიქსირების – ეს რომ ასეა, ფაქტებით არის დადასტურებული” ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა, პალიტრანიუსის გადაცემაში საუბრისას განაცხადა. newsreport.ge/
-
რუსეთი თუ შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპა დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს – ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა, მარინა კალიურანდმა “იმედთან” განაცხადა. მისი თქმით, დროა, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ, “გამანადგურებელი სანქციები” დააწესოს. “მოლაპარაკებებია ევროპის გაზით მომარაგების ალტერნატიულ გზებზე. გვახსოვდეს, რუსეთი არ არის კუნძული. რუსეთი დამოკიდებულია ევროპის ბაზარზე და ეს არ არის ე.წ. შოპინგის თემა და ევროპაში დროის გატარება. რუსული ეკონომიკა დაკავშირებულია ევროპასთან და ამიტომაც, ეს არაა ცალმხრივი გზა. თუ რუსეთი შეწყვეტს გაზის მიწოდებას, ევროპაც რუსეთს დატოვებს ბაზრის გარეშე, რომელსაც ჩინეთი ვერ ჩაანაცვლებს”, – განაცხადა კალიურანდიმ. newsreport.ge/
-
წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე, ტელეწამყვანი და ტელეარხ «Матч ТВ»–ს ყოფილი გენერალური პროდიუსერი, ამჟამად კი ჰოლდინგ გაზპრომ–მედიას გენერალური დირექტორის მოადგილე, თინა კანდელაკი რუსეთ–უკრაინას შორის შესაძლო ომზე მედიის ინფორმაციას საკუთარ ტელეგრამ არხზე კომენტარით ეხმაურება: “ ომზე იაფფასიანი ფეიკებისგან შეთითხნილი ახალი ამბების კითხვისას გაიხსენეთ ბრძენი ადამიანის სიტყვები : “ნუ ეკამათებით იდიოტებს. ისინი საკუთარ დონეზე დაგიყვანენ და მერე გამოცდილებით მოგიგებენ.“ მარკ ტვენი საუკეთესო დღეს გისურვებთ“ – დაწერა თინა კანდელაკმა. newsreport.ge/
-
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას სამხედრო გემების შესაძენად 1.7 მილიარდი ფუნტი სტერლინგი გამოუყო. აღნიშნულ თანხას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო საჭიროებებზე დახარჯავს და ასევე შეიძენს, ორ ნაღმსაწინააღმდეგო გემს. შეთანხმების ფარგლებში, ბრიტანელი სპეციალისტები უკრაინელებს გემების და რაკეტების აშენებაში დაეხმარებიან და ასევე გაუწევენ ტექნიკურ დახმარებასაც. newsreport.ge/
-
დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებ 9 დევნილ ოჯახს ახალშენებულ კორპუსში ბინები გადაეცა, 7-მა კი თავად მოიძია საცხოვრებელი ფართები, რომლებსაც სააგენტო შეუსყიდით. “ამ ეტაპზე, იძულებით გადადგილებულ ოჯახებს, სააგენტოს მენაშენეების პროექტის ფარგლებში შესყიდული სამოთახიანი და ოროთახიანი ბინები ჩაბარდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართები სააგენტომ, გაცემული დაპირების შესაბამისად, პირველივე შესაძლებლობისთანავე, სანატორიუმ ქართლის შენობაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შესთავაზა. განსახლების პროცესი დაწყებულია და 2022 წელს, ეტაპობრივად, ყოფილ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი საცხოვრებლი ფართით უპირობოდ დაკმაყოფილდება”, – წერია დევნილთა სააგენტოს განცხადებაში. სააგენტო ასევე წერს, რომ ისინი სანატორიუმ ქართლში დასახლებულ ოჯახებს განსახლების ორ გზას სთავაზობენ. “დევნილ ოჯახებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ და ამ შემთხვევაში, კვადრატული მეტრის ფასი, რომელის შესყიდვასაც სააგენტო განახორციელებს, შეადგენს 550 დოლარის ეკვივალენტს ლარში; დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, 2022 წლის განმავლობაში, დაელოდონ მათთვის შეძენილი ბინების მშენებლობის დასრულებას. ამ შემთხვევაში სააგენტო, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს”. შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობიდან გადმოხტა. ამის შემდეგ დევნილთა სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნულ სანატორიუმში მცხოვრები ყველა დევნილი ოჯახი 2022 წელს ბინებს უპირობოდ მიიღებენ. newsreport.ge/
-
თელასის ინოფრმაციით, 28 იანვარს თბილისის 3 უბნის 25-მდე ქუჩას ელექტრომომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის, ნაძალადევისა და კრწანისის რაიონებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონები (ნაწილობრივ); სოფელი გიორგიწმინდა (ნაწილობრივ); სოფელი გლადანი (ნაწილობრივ); ომარ ხიზანიშვილის ქუჩა. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის ქუჩა; ხევძმარის ქუჩა. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღის მიმდებარე ტერიტორია; მუხრანის ქუჩა; უცნობ გმირთა ქუჩა. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის ქუჩა; ბაგინეთის ქუჩა; ეკა ბეჟანიშვილის ქუჩა; ზესტაფონის ქუჩა; ნათაძის ქუჩა; ტრაქტორის ქუჩა; ხვინგიას ქუჩა; ცოტნე დადიანის ქუჩა; წიწამურის ქუჩა; ჭყონდიდელის ქუჩა; სერგი ჭილაიას ქუჩა. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილი; სვანების დასახლება; ფონიჭალის დასახლება; სოფელი ფონიჭალა; თამაზ ხვიტიას ქუჩა; გაგრის ქუჩა; აფხაზეთის ქუჩა; ილორის ქუჩა; იოსებ ჟორდანიას ქუჩა. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. newsreport.ge/
-
სოფელ მეჯვრისხევში, რუსმა ოკუპანეტბმა, სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე თეთრი ლენტები გააბეს და უკანონო ბორდერიზაციის მოსამზადებელი სამუშაოები განაახლეს, თუმცა აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ ადასტურებს და აცხადებს, რომ “მეჯვრისხევთან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დესტრუქციული ქმედებები შეინიშნება”. “ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. აღნიშნული ასევე განხილული იქნება ყველა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაზე”, – აცხადებენ უწყებაში. newsreport.ge/
-
სემეკმა “თელასი” სალიცენზიო პირობების დარღვევისა და დაუმორჩილებლობის გამო 50 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ”27 იანვრის საჯარო სხდომაზე კომისიამ სს „თელასი“ სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ დაავალა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე”, – წერია განცხადებაში. newsreport.ge/
-
newsreport.ge/ ლარი დღესაც გამყარდა – ახალი კურსი
პლანეტა.გე posted a topic in უახლოესი ინფორმაციები
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა, შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0637 ლარი გახდა. ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.27 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4298 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/ -
“არ ვეთანხმებით, როდესაც ენას იჩლექს ჩვენი ხელისუფლება, პარლამენტი, რომელსაც ერიდება, რუსეთზე თქვას ის, რაც სათქმელია. მტერი რომელიც თუ ვინმეს მტერია, ჩვენი მტერია საუკუნეების განმავლობაში. ეს ხელისუფლება არის გარეთ მხდალი, შინ ძლიერი. მოვითხოვთ, რომ მკაფიოდ გაესვას ხაზი, ზოგადად, მთელ ამ კონტექსტში, ვინ არის აგრესორი, მხარდაჭერა იყოს მკაფიო უკრაინისადმი” ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე TV კავკასიასთან საუბრისას პარლამენტთან გამართულ აქციაზე. დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტთან გააპროტესტეს ქართული ოცნების მიერ შედგენილი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის. მათ უკრაინას სოლიდარობა გამოუაცხადეს. newsreport.ge/
-
აშშ-სა და ნატო-ს პასუხებზე რუსეთის შემდგომი რეაგირების შესახებ გადაწყვეტილებას პუტინი მიიღებს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. „უწყებათაშორისი კოორდინაციის შემდეგ ჩვენ მოვახსენებთ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ის მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს შემდგომ ნაბიჯებზე. ჩვენ ახლა განვიხილავთ პასუხს, რომელიც მივიღეთ ამერიკელებისგან და რომელიც, როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თავად განაცხადა, შეთანხმებული იყო უკრაინელებთან და სხვა დასავლურ ქვეყნებთან, რომლებიც შეერთებული შტატების მოკავშირეები არიან. ამასთან, მივიღეთ პასუხი ნატოსგან, მისი გენერალური მდივნისგან, იენს სტოლტენბერგისგან. ჩვენ განვიხილავთ ამ ორ დოკუმენტს ერთ პაკეტში, რადგან ეს არის რეაქცია ხელშეკრულებისა და შეთანხმების პროექტებზე, რომელიც 2021 წლის დეკემბერში შევთავაზეთ,“- განაცხადა ლავროვმა. newsreport.ge/
-
საქართველოში ”ტიკ ტოკზე” საგანგაშოა ამომრჩევლის აზრზე მანიპულირებისკენ მიმართული არხების მომრავლება და მათი აუდიტორიის ჩართულობის მაჩვენებელი – ამის შესახებ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ( ISFED ) მიერ მომზადებულ ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ”ტიკ ტოკზე” „ალტ–ინფოს“ ქსელი საკმაოფ აქტიურია და ასევე პოლიტიკური არხებიდან ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანიის მასშტაბი უფრო დიდია ვიდრე “ქართული ოცნების” საწინააღმდეგო. „ფეისბუქის მიერ გაუქმებულმა არაერთმა ცნობილმა ანონიმურმა და პროპაგანდისტულმა გვერდმა მოახდინა წარმატებული მიგრაცია ტიკტოკის პლატფორმაზე, მათ შორის „ალტ-ინფოს“ ქსელმა. შერჩეულ ანგარიშებს შორის, ტიკტოკზე ყველაზე დიდი ინტერაქციით პროპაგანდისტული გზავნილების არხები სარგებლობდნენ, რომელთა ძირითადი ნაწილი “ალტ-ინფოს” მასალებს ავრცელებდა. პოლიტიკურ შინაარსის არხებიდან, ოპოზიციის მადისკრედიტირებელი კამპანია უფრო მასშტაბურია, ვიდრე მმართველი პარტიის საწინააღდეგო. ოპოზიციის მადისკრედიტირებელი არხების გამოქვეყნებული ვიდეოების რაოდენობა 321-ით აჭარბებდა „ქართული ოცნების“ მადისკრედიტირებელი არხების ვიდეოებს, ინტერაქციის მაჩვენებელი (მოწონება, კომენტარი) 19.5%-ით, ვიდეოების ჯამური ნახვების ოდენობა კი 30.7%-ით. მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამ მადისკრედიტირებელი კამპანიების მასშტაბი და გზავნილები რადიკალურად გაიზარდა. ტიკტოკის აუდიტორია პოზიტიურ პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად ერთვება. პლატფორმაზე მხარდამჭერმა არხებმა საშუალო ინტერაქციის მეტი მაჩვენებელი დააგროვეს, ვიდრე დისკრედიტაციულებმა.“ – ნათქვამია ანგარიშში newsreport.ge/
-
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ეხმიანება პოლიციელის მიერ ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდის ცემას და ამბობს, რომ ამ ფაქტის სიმძიმის მიუხედავად, ეს “არ ასაბუთებს მოთხოვნას ხელისუფლების ცვლილების შესახებ. მისვე განცხადებით, ინციდენტი “ტრაგიკულია”, თუმცა “საბედნიეროდ, მას არავის სიკვდილი არ მოჰყოლია” “ამ მოთხოვნის უკან დგანან ადამიანები, ვისაც დაუსაბუთებია და გაუმართლებია თავის დროზე ახალგაზრდების მკვლელობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ქუჩაში, პატიმრებისადმი ცუდი მოპყრობა და მათი მოკვდინება, ან გაუპატიურება ციხეში, ვისაც გაუმართლებია თეთრაძის საქმეზე ადამიანის სახლიდან გაყვანა ცრუ ბრალდებებით და შემდეგ მისი გარდაცვლილ მდგომარეობაში უკან მობრუნება. ეს ადამიანები დღეს ხელისუფლების ცვლილებას ითხოვენ იმ ინციდენტის გამო, რომელიც არის დაუშვებელი, ტრაგიკული, მაგრამ ამ ინციდენტს არ მოჰყოლია არავის, საბედნიეროდ, სიკვდილი, ორივე პოლიციელი არის დაკავებული და არც ადეკვატური სასჯელი დააყოვნებს“, – განაცხადა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში. ცნობისთვის, 2 დღის წინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში სმენადაქვეითებულ მოზარდზე იძალადა. დღეს მას და კიდევ ერთ პოლიციელს, რომელმაც სამართალდამცველის დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინა, ბრალი წარედგინათ, თუმცა ისინი ბრალს არ აღიარებენ. newsreport.ge/
-
“საერთოდ, ვიცით, რომ გაზაფხული და შემოდგომა არის ხოლმე [ოპოზიციის] იმედი, მაგრამ ეს იმედი არ იქნა და არ გაუმართლდათ. ალბათ ამ ზაფხულსაც ისევ დარჩებიან მწარედ იმედგაცრუებულები, ამის ყველა ნიშანი არსებობს. მათ აღარ აქვთ არავითარი რესურსი, არავითარი პოტენციალი იმისთვის, რომ ხალხს რაღაც უკეთესი შესთავაზონ. მეჩვენება, რომ ხალხიც დაიღალა მუდმივად იმის ანალიზით, დღეში რამდენჯერ ჩაიხედა პატიმარმა ყოფილმა პრეზიდენტმა სარკეში, რა აღმოაჩინა, რა გაიფიქრა, რა გააკეთა და ა.შ. უფრო შორს აღარ წავალ და როგორ უნდა გადააშენონ თუ ჩამოაგდონ ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ არჩევნები, ამ ხელისუფლებას შეცვლის მხოლოდ ამომრჩეველი და ეს შეიძლება დადგეს 2024 წელს, არა უადრეს. შესაბამისად, პოზიციისთვის შრომის, მუშაობის, დასერიოზულების დროა” ამბობს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი “რადიო იმედის” ეთერში. newsreport.ge/
-
“იცით, მე როგორი შთაბეჭდილება მაქვს?! მე რომ ერთ დღეს დავინიშნო რომელიმე სკოლაში ფრანგულის მასწავლებლად, იმ სკოლასთან დაიწყებენ მავანნი აქციებს და არ მოეწონებათ იმ “პასტის” ფერი, რომლითაც მე შევუმოწმებ ჩემს მოსწავლეებს საშინაო დავალებას. იმიტომ რომ ესენი არ არიან ადამიანები, ვისაც არ აინტერესებთ ქართული კულტურა, ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ქართული კულტურისთვის შრომობენ, მათ აინტერესებთ მხოლოდ ჩემთან პოლიტიკური ბრძოლა, ოღონდ იარაღი აქვთ დაჟანგული, ვერ შეარჩიეს სწორი მეთოდი და რამდენი წელია ვხედავთ, რომ შფოთია ამ ყველაფრის გარშემო, მაგრამ წარმატება ვერ დადგა. ამ ჯგუფში არიან ადამიანები, რომლებიც სამინისტროდან სამინისტროში დადიან. ჯერ კულტურის სამინისტროში მოვალ ქალბატონი ხოშტარია, მერე გადაინაცვლებს გომელაურთან, ასე შემოვლაზე არიან. რეალური სასაუბრო მათ, ჩვენდა სამწუხაროდ, არ აქვთ” თქვა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რადიო იმედის ეთერში. newsreport.ge/
-
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ არსებობს ყველა ინდიკატორი იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს თებერვლის შუა რიცხვებამდე. ”წარმოდგენა არ მაქვს, მან [პუტინმა] მიიღო თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვხედავთ ყველა მინიშნებას, რომ ის აპირებს გამოიყენოს სამხედრო ძალა, შესაძლოა, დღეიდან თებერვლის შუა რიცხვებში,” – თქვა შერმანმა ევროპული სტრატეგიის ფორუმზე საუბრისას. მისივე აზრით, პუტინის გეგმებზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს პეკინის ოლიმპიადამ. „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პეკინის ოლიმპიადა იწყება 4 თებერვალს, პრეზიდენტი პუტინი იმედოვნებს, რომ გახსნის ცერემონიაზე იქნება. ვფიქრობ, ალბათ პრეზიდენტი სი ძინპინგი არ იქნება აღფრთოვანებული, თუ პუტინი ამ მომენტს აირჩევს უკრაინაში შეჭრისთვის, ამიტომ, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს მის ფიქრებსა და [შეჭრის] დროზე”,– თქვა ვენდი შერმანმა. მანვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები საკითხის დიპლომატიურად მოგვარებას ცდილობს, თუმცა ემზადება უარესისთვის. newsreport.ge/
-
”იმედი გვაქვს, რომ ენმ-ი შევა პარლამენტში და მმართველ გუნდთან ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე”- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მედიასთან განაცხადა და ასევე აღნიშნა, რომ ადგილი სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები, პარლამენტია. „აშშ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ყოველთვის ყველა პარტიას მოუწოდებდა, რომ პარლამენტში შესულიყვნენ, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“. ადგილი, სადაც შეგიძლია დაიცვა შენი ინტერესები და ხედვები არის პარლამენტი. გამოიყენეთ დემოკრატიული ინსტიტუტები წარმომადგენლობითი პარლამენტის მშენებლობისთვის, სადაც იქნებიან საქარველოს თითოეული მოქალაქის წარმომადგენლები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შევა პარლამენტში. ძალიან გაგვიხარდება თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ერთად იმუშავებენ ინიციატივებზე, რომლებიც ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს გამოხატავენ. ამას ბევრი დრო და მოლაპარაკება დასჭირდება, თუმცა სწორედ ამისთვისაა პარლამენტი“, – განაცხადა მან. newsreport.ge/
-
“ურუსეთო რეზოლუციას რა უშავს, რეჟიმი სხვას რას იზამდა, პრობლემა ოპოზიციაშია” – ამის შესახებ, ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ” ძალიან სამარცხვინოა ამ მკვდრადშობილი რეზოლუციის ამბავი. საგანგაშო სიბრიყვე იყო არალეგიტიმური საპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან. – ეს ხდებოდა არალეგიტიმურ პარლამენტში, სადაც სიტყვის გამტეხი ოპოზიციური პარტიები, შევიდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ შესრულებულიყო შეთანხმება, რომელიც აღარ არსებობს. – ეს ხდებოდა ქართული ოცნების იმედად, რომ ადეკვატურ ტექსტს მოიღებდა მაშინ, როდესაც ამ რეზოლუციის ერთერთ ინიციატორ პარტიას, რეჟიმი პუტინის მონად ყავს მონათლული, რომელიც მესამე პრეზიდენტს წამებით კლავს. მთავარი ის კი არ არის, რაც დღეს მოხდა. ურუსეთო რეზოლუციას რა უშავს – ივანიშვილის რეჟიმი სხვას რას იზამდა? მთავარი პრობლემა ოპოზიციაშია! ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამხელა მავნებლობაზეა წამსვლელი ქართული ოპოზიციის ეს ნაწილი, მხოლოდ იმიტომ, რომ ორდღიანი ნიუსი შექმნან და ეთერში გამოჩნდნენ. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციის ამ ნაწილისთვის მთავარი შედეგი კი არ არის, მთავარია პროცესის სიმულაცია და ტივტივის გაგრძელება! ამ ხალხს ივანიშვილის რეჟიმი ყავს დასამარცხებელი, აი ამ ოპოზიციას. რეჟიმი, რომელსაცაქვს უზარმაზარი ფინანსური უპირატესობა, რეჟიმი, რომელსაც მხარს უქერს რუსეთი და საპატრიარქო. პ.ს. ის სივრცე უნდა გაფართოვდეს, სადაც ესეთები არ იქნებიან.”- განაცხადა ჩერგოლეიშვილმა. newsreport.ge/
-
რეზოლუციის ტექსტი, რომელსაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტი მიიღებს, დაცლილია ყოველგარი პოპულისტული თუ პროვოკაციული რიტორიკისგან. ამის დრო აქ ნამდვილად არ არის. რუსეთის ინტერესების გატარებას, ახლა ამ შემთხვევაში და პროვოკაციური რიტორიკის მათ წისქვილზე წყლის დასხმის მცდელობას, მე თქვენ ვერ აგიკრძალავთ. მათ, საბოლოო ჯამში, ამას მხარი უნდა დაუჭირონ. იმიტომ რომ, აქ არის თითოეული სიტყვა გაზომილი და არც ერთი ფრაზა არ არსებობს, რაც შეიძლება იყოს სადაო. აქედან გამომდინარე, შეიძლება შემდგომში დაუჭირონ მხარი და შეცვალონ პოზიცია” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის მიერ შედგენილ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტზე, რომელშიც ოკუპანტი რუსეთი ნახსენები არ არის. newsreport.ge/