Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უნდა დაიწყოს ბავშვთა ვაქცინაციაა. მისი თქმით, ბავშვებმა კორონავირუსი, შესაძლოა, უსიმპტომოდ გადაიტანონ, თუმცა მათ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დარჩეთ “შემაწუხებელი” სიმპტომები. “როდესაც ვსაუბრობთ, რატომ უნდა იყოს ბავშვი ვაქცინირებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვირუსით, ერთ-ერთი არგუმენტია, რომ შეიძლება ბავშვის დაავადება მიმდინარეობდეს მსუქუბად, ან უსიმპტომოდ, მაგრამ გადატანის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე დარჩეს საკმაოდ შემაწუხებელი და ცხოვრების ხარისხის გამაუარესებელი სიმპტომტიკა, ისეთი როგორი არის – ხველა, ტემპერატურა, საერთო სისუსტე, სუნთქვის გაძნელება, ძილის პრობლემები, დეპრესია, მახსოვრობის პრობლემები, თმის ცვენა. 100-მდე სიმპტომია აღწერილი ბავშვებში, რომელიც შეიძლება კორონავირუსის გადატანიდან 6-8 თვის შემდეგაც კი გაგრძელდეს”,– ამბობს ჩხაიძე TV პირველთან ინტერვიუში. მისივე თქმით, არცერთ სხვა ტიპის ვირუსს იგივე არ ახასიათებს, თუმცა კორონავირუსმა შემოიტანა ტერმინი “ხანგრძლივი კოვიდი” ბავშვებშიც და მოზრდილებშიც. ჩხაიძე აღნიშნავს, რომ სწორედ ამ პრობლემები გამო, საქართველოში 12-15 წლის ასაკის ბავშვებში მაინც უნდა დაიწყოს ვაქცინაცია. newsreport.ge/
  2. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარდა ამისა, ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. newsreport.ge/
  3. “სასწავლო პროცესი, რა თქმა უნდა, არის ძალიან საფრთხილო პროცესი ამგვარ სიტუაციაში, თუმცა პანდემიის ყველაზე რთული მიმდინარეობის პირობებშიც კი ზოგადი რეკომენდაციაა, რომ სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან და უნდა იყოს მაქსიმალური ძალისხმევა იმაზე, რომ საკლასო გარემოში ბავშვებმა გააგრძელონ სწავლა. დიდი ძალისხმევა გაწია განათლების სამინისტრომ. სასკოლო გარემო და სკოლები ძალიან კარგად არიან ადაპტირებულნი უკვე და აქვთ შექმნილი მექანიზმები, რომ სწრაფად მოახდნონ რეაგირება შემთხვევაზე, გადავიდნენ ჰიბრიდულ რეჟიმზე, ანუ დაიცვან თავიანთი თავი ამ რისკებისგან. მასწავლებლების ვაქცინაციაც საკმაოდ აქტიური იყო ბოლო პერიოდში. მითუმეტეს, რომ 50 ზემოთ პირების წახალისება ჯერაც მოქმედია და გვეხმარება იმაში, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი. სკოლები დღეს კარგად არიან მზად პანდემიის მართვისთვის თავიანთ მიკრო გარემოში, ამდენად მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ბავშვებმა გააგრძელონ ამ გარემოში სწავლა” ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია TV იმედის ეთერში. newsreport.ge/
  4. ევროკავშირმა პირველად არსებობის ისტორიაში გადაწყვიტა დასაჯოს ქვეყანა პასპორტებით ვაჭრობისთვის, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. პირველი მსხვერპლი სავარაუდოდ პატარა კუნძულ–სახელმწიფო ვანუატუ იქნება, თუმცა ევროპა ყურადღებით დააკვირდება სხვა სქემებსაც, რომლებიც “ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას“ გულისხმობს. “ოქროს პასპორტების“ ბაზარი წელიწადში 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამა თუ იმ ფორმით საკუთარი მოქალაქეობით მსოფლიოს ყოველი მეორე ქვეყანა ვაჭრობს. თუ ევროპაში პასპორტის ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და თითქმის ყოველთვის იქ ცხოვრებას და ფულის წარმომავლობის შემოწმებას ითვალისწინებს, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე შესაძლოა 100–150 ათასი დოლარი იყოს საკმარისი, თანაც სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე. დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსი სქემები ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს და გამოიყენება მათ შორის გადასახედბისგან თავის არიდებისთვისაც. არადა შენგენის შეთანხმებით ფაქტიურად სამ ათეულ ქვეყანას შორის საზღვრები წაშლილია და ეს არის ყველაზე მსხვილი და მდიდარი პოლიტიკური კავშირი პლანეტაზე, ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით. ამ სივრცეში ასეთი მაქინაციებით შეღწევა ევროპისთვის მიუღებელია. ევროკავშირმა “ოქროს პასპორტებს“ ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუცხადა. “ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად არეკლამებს საკუთარ მოქალაქეობას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალებას. ხშირად ამით უვიზო ქვეყნების მდიდარი მოქალაქეები სარგებლობენ, რათა გვერდი აუარონ მოთხოვნებსა და შემოწმებებს, რომელსაც შენგენის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელთაგან ნაწილი სწორედ ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის აღსაკვეთად არის შემოღებული“ – ნათქვამია ევროკავშირის საპროგრამო დოკუმენტში. ევროკავშირი სასამართლო დავას მისივე წევრებთან – მალტასა და კვიპროსთანაც კი აწარმოებს და მათგან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პირობების გამკაცრებას მოითხოვს. მესამე ქვეყნებთან კი სულაც არ აპირებს ზედმეტ თავშეკავებას და მზად არის მათ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით დაემუქროს. 2019 წელს ევროკომისიამ კონტროლზე აიყვანა საინვესტიციო სქემები მოლდოვაში, ჩერნოგორიასა და ალბანეთში, ასევე პირობა დადო, რომ გააკონტროლებს, ხომ არ მოიფიქრებენ მსგავს სქემებს საქართველოს და უკრაინის მსგავსი უვიზო ქვეყნები. მოლდოვამ სასწრაფოდ გააუქმა საკუთარი პროგრამა, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. თუმცა, დღემდე არცერთხელ ევროკავშირს უკიდურესი ზომა – უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ გამოუყენებია. ახლა კი გადაწყვიტა საჩვენებელი დასჯა მოაწყოს და პირველ რიგში წყნარ ოკეანეში, სადღაც ავსტრალიასა და ფიჯის შორის ჩაკარგულ არქიპელაგს მიადგა. ვანუატუს პასპორტი მსოფლიოს 130 ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად არის ვარგისი და 130 ათასი დოლარი ღირს. მის მისაღებად სადმე წასვლაც კი არ გჭირდებათ. შეიძლება ყველაფერი დისტანციურად, რეკორდულად მოკლე დროში გააკეთოთ. უარის მიღების შანსი მინიმალურია: ბოლო რვა წლის განმავლობაში ვანუატუს მოქალაქე 10 500 ინვესტორი გახდა, უარი კი მხოლოდ ერთს უთხრეს. ამან ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა. ევროპელებმა მას საკუთარი ეჭვები გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვანუატუს მოქალაქეების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ახალგამომცხვარ კუნძულელ–ინვესტორებს შორის კი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან, ასევე საეჭვო პერსონაჟები სირიიდან, იემენიდან, ირანიდან და ავღანეთიდან. სქემისადმი ყურადღება გასული წლის ივლისში ბრიტანული გარდიანის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, თუმცა მას ვანუატუსთან უვიზო შეთანხმება აქვს.პრინცი ჩარლზი ვანუატუში სტუმრობისას 2018 წელს “ჩვენ პატივს ვცემთ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტს მოქალაქეობის საკითხებში, თუმცა არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირში უვიზო შემოსვლის უფლება გამოიყენონ პასპორტის სანაცვლოდ ინვესტიციების მისაზიდად“– ასე ახსნა ევროკომისიამ გადაწყვეტილება ვანუატუსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ.ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა. ამ წელს მოიპოვა მან საფრანგეთისა და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა. ვანუატუ, რომლის მოსახლეობა 225 ათასს შეადგენს საქართველოში იმით არის ცნობილი, რომ მან 2011 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან უვიზო მიმოსვლა გამოაცხადა. მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ უარყო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ხელახლა დაადასტურა აფხაზეთის ცნობის გადაწყვეტილება. უკვე 2013 წლის მარტში რადიო ახალი ზელანდიის საერთაშორისო ოფისს ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჯონი კუანაპომ განუცხადა, ორი წლის განმავლობაში კუნძულის მთავრობა „მხოლოდ ფიქრობდა“ აფხაზეთის აღიარებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო“ და ახლა ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება. პატარა კუნძული სახელმწიფო სულ პრობლემებშია. მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში გაერო მას მუდმივად ასახელებს პირველ ადგილზე. ქვეყანაში ხშირია ბუნებრივი კატაკლიზმებიც – ცუნამები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები. ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე ყოვლწლიურად სტიქიური უბედურებისგან ზარალდება. ქვეყანა თავის გატანას სხვადასხვა გზით ცდილობს. ეძებს ინვესტორებს, მფარველებს და სპონსორებს, იზიდავს მდიდრებს და ბიზნესების ნულოვანი გადასახადებით, დაინტერესებულ სახელმწიფოებს კი საერთაშორისო ფორუმებზე საკუთარი ხმით ევაჭრება. თუმცა, აქაც პრობლემები აქვს. წელს გაერომ ვანუატუს ხმის უფლება ჩამოართვა საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო. ბოლო ლურსმანი ვანუატუსთვის კოვიდპანდემია იყო. მას პასპორტების გაყიდვის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ამ გზით ქვეყანა შემოსავლების თითქმის ნახევარს იღებს. ვანუატუს მოქალაქეობით ყველაზე მეტად ჩინელები ინტერესდებიან – პასპორტების 40 % სწორედ მათ იყიდეს. ახლა კი ქვეყანას ეს შემოსავალიც მოაკლდება. ევროკომისიამ ევროკავშირის 27 ქვეყანას ვანუატუსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეჩერება შესთავაზა. თუ ეს ქვეყნები დათანხმდებიან, ორთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ყველა, ვინც 2015 წლიდან ვანუატუს პასპორტი მიიღო, ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას დაკარგავს. newsreport.ge/
  5. PCR-მა, შესაძლოა, ადრეულ ეტაპზე ომიკრონი ვერ დაადგინოს, გირჩევთ, იზოლაციაში დარჩეთ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ “იმედის” ეთერში განაცხადა. “გაჩნდა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რამდენად შეგვიძლია ანტიგენ ტესტის გამოყენება – შემდეგ მეტად ჩაღრმავებული კვლევები ჩატარდა და ჯერჯერობით რეკომენდაცია მაინც არის იმგვარი, რომ კი, ანტიგენ ტესტების გამოყენება ნამდვილად არის რეკომენდებული ომიკრონის დიაგნოსტირებისთვის, თუმცა მაინც მეტი სიფრთხილე გვმართებს – თუ ადამიანს აქვს სიმპტომი და ტესტი არის უარყოფითი, ამ შემთხვევაში დამშვიდების საფუძველი, შეიძლება, არ გვქონდეს და მაინც ფრთხილად უნდა მოეკიდოს მის მდგომარეობას. სიმპტომების შემთხვევაში, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ადამიანმა გაიკეთოს სწრაფი ტესტი. თუ სიმპტომები გამოხატულია, სწრაფი ტესტი მარტივად ადგენს დაავადებას. თუ მეტად საეჭვო მდგომარეობაა და სიმპტრომი არ არის, კონტაქტია, რაღაც მიზეზია, რომ PCR ტესტი ჩატარდეს, ექიმი ურჩევს, რომ ჩაიტაროს PCR ტესტი. ” – აცხადებს გაბუნია. newsreport.ge/
  6. “სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ დადასტურება, რამდენიმე შემთხვევაა, როცა PCR-ით არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა, რომელსაც სიმპტომები აქვს, სიფრთხილე არ გამოიჩინოს”- განაცხადა, კლინიკურმა ექსპერტმა, პროფესორმა მაკა ბულეიშვილმა “ინტერპრესნიუსთან”. “ხშირ შემთხვევაში, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ უფრო მეტად მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, ბავშვთა და მოზრდილი ასაკის პაციენტებს არ გავუფრთხილდეთ. ამავე დროს გვაქვს როგორც „დელტას“ და „ომიკრონის“ შტამები, ისე სეზონური გრიპი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. სწრაფი ტესტით ხშირად არ ხდება „ომიკრონის“ შტამის დადასტურება. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც PCR ტესტითაც არ დადასტურდა ვირუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა, რომელსაც აღენიშნება სიმპტომები: ცემინება, სურდო, ყელისა და კუნთების ტკივილი, სხეულის ტემპერატურის მატება და ა.შ. სიფრთხილე არ გამოიჩინოს. ამიტომ ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ადამიანი არ გახდეს წყარო ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში, შემდგომში შესაძლოა აღმოჩნდეს „ომიკრონის“ შტამი”, – განაცხადა მაკა ბულეიშვილმა. newsreport.ge/
  7. ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი, თენგიზ ცერცვაძე გერმანიაში მცხოვრებ ქართველ ექიმს, იაგო ფრანგიშვილს წერილს უძღვნის. “იაგო ფრანგიშვილის ზღაპრები“– ასე ქვია თენგიზ ცერცვაძის წერილს, რომელშიც ის ამბობს, რომ იაგო ფრანგიშვილი “დაუკრეფავში გადავიდა“ ქართველი ექიმების შეცდომებზე საუბრისას: “გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი ბ-ნი იაგო ფრანგიშვილი სისტემატურად აქვეყნებს ფანტასმაგორიულ პოსტებს, სადაც გაუთავებლად ლაპარაკობს ქართველი ექიმების შეცდომებზე COVID ავადმყოფების მართვაში, იმაზე თუ რა უვიცები არიან ქართველი ექიმები და როგორ ცუდად მართავენ კოვიდს და როგორი კარგები არიან გერმანელი ექიმები და როგორ კარგად მართავენ თავიანთ COVID ავადმყოფებს. ამ კომიკური პერსონაჟის პოსტებზე, ალბათ რეაგირება არ ღირს და დიდხანს არც ვრეაგირებდით, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან გაუტია და დაუკრეფავში გადავიდა. ცუდი ის არის, რომ საქართველოში ვიღაცებს – საბედნიეროდ ძალიან მცირერიცხოვან ჯგუფს, მაგრამ მაინც მართლა სჯერათ ბ-ნი იაგოს სისულეელების, დიდი ალბათობით იმიტომ, რომ ბ-ნი იაგო გერმანიაში საქმიანობს. მაგალითად როგორ არაადამიანურად მოექცეოდნენ და ცუდად უმკურნალებდნენ საქართველოში ბაიერნის ფეხბურთელ იოზუა კიმიხს?! (რა შუაშია?) და როგორ ადამიანურად მოექცნენ და კარგად უმკურნალეს მას გერმანიაში. ან ის, რომ COVID -ის სამკურნალოდ საუკეთესო საშუალება აზითრომიცინია?! (მისი გავლენით ვიღაცები საქართველოშიც მკურნალობენ აზითრომიცინით, რაც ნონსენსია) და ა.შ. ბ-ნი იაგოს პოსტები, რომლებიც ხშირად საღ აზრს სცდება, ეთიკურ მომენტს რომ თავი დავანებოთ, სტრესავს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ მოსახლეობას, უკარგავს ნდობას ქართველი ექიმებისადმი და ა.შ. ისეთ კომენტარებსაც კი ვხვდებით, სადაც ცალკეული ქართველი მოქალაქეები ბ-ნ იაგოს სთხოვენ ჩამოვიდეს საქართველოში?!, დაიხსნას ისინი საშინელი ქართველი ექიმებისგან?! გადაარჩინოს ისინი COVID-ისგან და ა.შ. ვიმეორებ, ეს ყველაფერი სასაცილო იქნებოდა, ვიღაცებს მართლა რომ არ სჯეროდეთ. ისე, მინდა ვკითხო ბ-ნ იაგოს – თუ ქართველი ექიმები ასეთი ცუდები არიან და მასიურად ასე ცუდად მკურნალობენ COVID პაციენტებს, ხოლო გერმანიაში პირიქით, შესანიშანვი ექიმები არიან და COVID პაციენტებს შესანიშნავად მკურნალობენ, მაშინ რატომ არის, რომ COVID პაციენტების კლინიკური მართვის მთავარი და პრაქტიკულად ერთადერთი ინდიკატორი – ყველა დადასტურებულ ავადმყოფს შორის სიკვდილობის პროცენტი ე.წ. CFR (case fatality rate) ა.წ. 1 იანვრისთვის გერმანიაში იყო 1.58%, ხოლო საქართველოში – 1.48%. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოში ექიმები უფრო მეტი COVID ავადმყოფის გადარჩენას ახერხებდნენ, ვიდრე გერმანიაში და ეს მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში საქართველოზე შეუდარებლად ძლიერია, შეუდარებლად ძლიერი ჯანდაცვის სისტემით და ამასთან გერმანიაში ამ დროისთვის უკვე ფართედ იყო გავრცელებული ე.წ. ომიკრონის შტამი, რომელიც გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დაავადებას და ნაკლებ სიკვდილობას იწვევს, ვიდრე ე.წ. დელტა შტამი, რომელიც დღემდე დომინანტურია საქართველოში. ისე, ვინმემ თუ იცით ეს კაცი მართლა მუშაობს გერმანიაში? საქართველოში ხომ მას სოფლის საავადმყოფოს ექიმადაც კი არ აიყვანდნენ და თუ ის გერმანიაში მართლა მუშაობს, მაშინ ეს ერთგვარი კურიოზი და სერიოზული განსჯის საგანია. ბ-ნ იაგოს კი ვაფრთხილებთ, რომ თუ ის კიდევ გააგრძელებს მსგავს ინსინუაციებს, ჩვენ ამოვკრეფთ მის მარგალიტებს, ვთარგმნით და გავუგზვანით მის ხელმძღვანელობას და/ან გავაცნობთ გერმანულ საზოგადოებას.“– წერს თენგიზ ცერცვაძე. ცერცვაძე ხელისუფლების კოვიდ პოლიტიკის კრიტიკოსებს ტრადიციულად ვრცელი წერილებით პასუხობს. განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმების კრიტიკაზე, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოში კოვიდი არასწორად იმართება. newsreport.ge/
  8. “ნატოელმა პარტნიორებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილება არ მიიღება საქართველოს გარეშე “- განაცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა.მისი თქმით, ბრიუსელში ნატო-ს მიწვევით ვიზიტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ნატოელი პარტნიორებისთვის საქართველოსთან ურთიერთობა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია არის პრიორიტეტული და ის არ გადაიხედება. „ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციების ურთიერთგაცვლა ვიზიტის დროს, ნატო-ს ხელმძღვანელობასთან ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მექნება სხვა შეხვედრებიც ნატო-ს წარმომადგენლებთან, რაც იქნება ძალიან სასარგებლო და ჩვენ შევაჯერებთ პოზიციას იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებების დროს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი ნატოელი პარტნიორები იყვნენ აღჭურვილი ჩვენი პოზიციითაც და ეს პოზიცია არის სრულ თანხვედრაში”, -განაცხადა ზალკალიანმა. newsreport.ge/
  9. “აწამეს ბავშვი, გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა” – 24 წლის მშობიარე ქალის, ანა ჭყონიას ოჯახს, ისინი ბავშვის გარდაცვალებაში მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ. ბათუმის კლინიკა “ბაუ”-ში, ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, ორსული ქალი კლინიკაში სრულიად ჯანმრთელი შეიყვანეს და ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი ექიმების უყურადღებობა გახდა. “სრულიად ჯანმრთელი ბავშვი იყო, ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა მისი მდგომარეობა. 2 საათი იყო ღამის რომ მოიყვანეს, იმის შემდეგ აწამეს დილის 10 საათამდე. გაეკეთებინათ საკეისრო რომ არ იბადებოდა ბავშვი, ხომ არის ექიმი, ცოდნა ხომ აქვს? ხომ უნდა გააკეთოს ის, რაც გასაკეთებელია. დაიღუპა ალბათ ბავშვი და 20 წუთის მერე იძახდნენ, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი”, – ამბობს მშობიარე ქალის ოჯახის წევრი. კლინიკის დიერქტორი აცხადებს, რომ კომენტარს მაშინ გააკეთებს როდესაც ექპსერტიზის პასუხი გახდება ცნობილი. newsreport.ge/
  10. ”არსებობს ე.წ. მიშისტების ერთი კატეგორია, რომლებიც მუდმივად უკმაყოფილონი არიან და ვისაც ყველა და ყველაფერი სძულს და ამ სიძულვილს “მიშას ინტერესებით” ხსნიან. ფაქტიურად, მიშას სახელით ავრცელებენ სიძულვილს და აგრესიას. ჯერ ერთი, მიშას სახელით საუბარი, თვითმარქვიობაა და მეორე, არავინ ისე არ აზიანებს სააკაშვილს, როგორც ეგ ხალხი.” წერს “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია Facebook-ზე. <h3 class="SectionTitle__Title-vvt131-2 iZMHsc"></h3> newsreport.ge/
  11. წყნარ ოკეანეში წყალქვეშა ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევის მასშტაბი სიმაღლეში 20 კილომეტრს აღწევდა, მასშტაბური ცუნამი გამოიწვია. სტიქია 65 კილომეტრით დაშორებულ ქვეყანას, ტონგას დაატყდა თავს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ვრცელდება რომ ცუნამის ტალღებმა საცხოვრებელ სახლებს და ეკლესიებს გადაუარა. ვულკანის ამოფრქვევა 8 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. newsreport.ge/
  12. პენტაგონის წარმომადგენელმა ამერიკული მედიის კვალდაკვალ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ახალ სავარაუდო სცენარზე ისაუბრა. ვაშინგტონის მონაცემებით მოსკოვმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ქვეყნის აღმოსავლეთში “სხვისი დროშის ქვეშ“ ოპერაციის ჩასატარებლად, რათა უკრაინაში შეჭრის საბაბი შექმნას. ოქტომბერში ამერიკული მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით საუბრობდა უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების კონცენტრაციის გაზრდაზე. მოგვიანებით მათ ოფიციალური პირები შეუერთდნენ. ამერიკული მხარის მონაცემებით წლის ბოლოსთვის ამ მიმართულებით დაახლოებით 100 ათასი რუსი სამზედრო იყო თავმოყრილი. მოსკოვი აცხადებს, რომ არ ემზადება თავდასხმისთვის და შეუძლია საკუთარ ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები საკუთარი შეხედულებებისამებრ გადაადგილოს. ამის შესახებ მან აშშ–სთან, ნატოსთან და ეუთოსთან მოლაპარაკებებზეც განაცხადა მიმდინარე კვირას. ამ მოლაპარაკებებმა უშედეგოდ ჩაიარა. პარასკევს კი, მოლაპარაკებების სამი რაუნდის დასრულების შემდეგ სიენენმა და სხვა მედიამ ახალი ვერსიის შესახებ განაცხადეს. აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთმა მოამზადა დივერსანტების ჯგუფი უკრაინის აღმოსავლეთში ოპერაციის ჩასატარებლად “სხვისი დროშის ქვეშ“. ამის შესახებ სიენენ–ს ამერიკული ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება. ანალოგიური ცნობები გამოჩნდა გაზეთ Washington Post–ში, ასევე სააგენტო როიტერში, ფრანს პრესსა და ბლუმბერგში. როიტერმა ზუსტად იგივე ციტატა მოიყვანა, რაც სიენენმა. ამავდროულად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველომ პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები პროვოკაციას ამზადებენ რუსი სამხედროების წინააღმდეგ არაღიარებულ დნესტრისპირეთში, რათა თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულონ. საქმე ეხება არტილერიის საწყობებს უკრაინის საზღვართან, რომლებსაც რუსი სამხედროები იცავენ. აშშ–ს პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა ჯერ კიდევ ხუთშაბათს თქვა, რომ ამერიკის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთი ამზადებს ნიადაგს უკრაინაში შეჭრის საბაბის ფაბრიკაციისთვის. “ჩვენ ვნახეთ ეს გეგმა მოქმედებაში 2014 წელს. ისინი კვლავ ამზადებენ ამ გეგმას“– ამტკიცებს სალივანი. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს თავის განცხადებაში ასევე გაიხსენა ყირიმის 2014 წლის ანექსია. კირბიმ ოფიციალურად გაახმოვანა ვერსია, რომლის მიხედვით აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მეტყველებს, რომ რუსეთი აქტიურად მუშაობს შესაძლო შეჭრის საბაბის შესაქმნელად. სიენენის მსგავსად პენტაგონის პრესმდივანი ამტკიცებს, რომ რუსეთმა დივერსანტების ჯგუფი მოამზადა ოპერაციის ჩასატარებლად სხვისი დროშით, რამაც ისეთი შთაბეჭდილება უნდა დატოვოს, თითქოს უკრაინის რუსულენოვან მოსახლეობას ან რუს სამხედროებს თავს დაესხნენ. პენტაგონის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა იმის ნიშნებზე, რომ დაიწყო გარკვეული მტკიცებულებების ფაბრიკაცია სოციალურ ქსელებში. მან ხაზი გაუსვა, რომ არ შეუძლია დეტალებზე საუბარი. კრემლის წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა პუბლიკაციებს რუსული პროვოკაციის მზადების შესახებ რეალობასთან შეუსაბამო უწოდა და თქვა, რომ ყველა ეს განცხადება ცარიელი სიტყვებია და არაფრით დასტურდება.კრემლში თვლიან, რომ შესაძლო შეჭრის შესახებ პუბლიკაციები აშშ–ს ხელისუფლების პროვოკაციაა. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ შეშფოთებულია რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინაში შეჭრის მზადებით, რამაც შეიძლება ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა და სამხედრო დანაშაულები გამოიწვიოს,თუ დიპლომატია თავის მიზნებს ვერ მიაღწევს. აშშ–სა და მისი მოკავშირეების მოლაპარაკებები რუსეთთან ამ კვირაში ჩიხში შევიდა. ახლო მომავალში მოლაპარაკებების ახალი რაუნდი არ იგეგმება. 14 იანვარს გამთენიისას ხაკერებმა უკრაინის სამინისტროების საიტები გატეხეს და მუქარის შემცველი მიმართვები გაავრცელეს. ნატოში აცხადებენ, რომ მზადდება უკრაინასთან შეთანხმების ხელმოწერა კიბერუსაფრთხოების სფეროში. newsreport.ge/
  13. უკრაინის საზღვართან დაძაბულობა იზრდება, რუსეთი ამ დრომდე აძლიერებს მეზობელი ქვეყნის საზღვართან სამხედრო ძალის მობილიზებას და შეიარაღებას. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლი კიევზე თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა ბრალდებებს მოსკოვი უარყოფს. სამხედრო ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა უკრაინაზე მალე დაიწყება, რადგან რუსეთს არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ჯარები უკრაინის საზღვართან დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნოს. გარდა ფინანსური ფაქტორისა, ანალიტიკოსები სეზონზეც ამახვილებენ ყურადღებას. მათ მიაჩნიათ, რომ გაზაფხულზე რუსულ ჯარებს უკან დახევა მოუწევთ. სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ თავდასხმისთვის ზამთრის პერიოდი უკეთესია, ვიდრე გაზაფხული. უკრაინის საზღვრის მახლობლად, ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი რუსი სამხედრო იმყოფება. ანალტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერიოდში ეს რიცხვი 170 000-მდე გაიზრდება. ამერიკის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა შესაძლოა იანვარში დაიწყოს, რადგან ახლა მიწა უფრო მკვრივია, რაც რუსულ ტანკებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს. მოლაპარაკებების კვირა ამ კვირაში გამართული მოლაპარაკებებისას, რუსეთი ნატოსგან და ამერიკისგან ცდილობდა მიეღო უსაფრთხოების გარანტიები. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ დიალოგი ახლა ყველაზე სწორი ნაბიჯია და კრიზისის განმუხტვა რუსეთმა უნდა დაიწყოს. რუსეთი ამტკიცებს, რომ თავდასხმას არ გეგმავს და დასავლეთისგან მოითხოვს შეცვალოს ნატოს გაფართოების გადაწყვეტილება. კრემლის სურვილია, 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალოს, სადაც მკაფიოდ გაკეთდა განაცხადი, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან. მოსკოვის სურვილია, ეს ჩანაწერი შეიცვალოს შემდეგი წინადადებით: „საქართველო და უკრაინა არასდროს გახდებიან“ ნატოს წევრი ქვეყნები. დასავლეთში ამბობენ, რომ ეს ასე არ მოხდება. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება თავად მიიღოს გადაწყვეტილება როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და რომელ ორგანიზაციაში გაერთიანდეს. მეტიც, ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთთან საქართველოზე ან უკრაინაზე არ ისაუბრებენ, თუ პროცესში ქართველები ან უკრაინელები ჩართულები არ იქნებიან. ამ ფონზე, დასავლეთში ამბობენ, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან ჯარები უნდა გაიყვანოს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი ვერ ჩაერევა ნატოს გადაწყვეტილებებში და ვერ მოახდენს ნატოს გადაწყვეტილებებზე გავლენას. ნატო ამბობს, რომ ორგანიზაცია ღია კარის პოლიტიკას განაგრძობს და გაფართოებაზე უარს არ იტყვის. ნატოს გენერალური მდივნის თქმით, ჩრდილოატლანტიკური კავშირი მზადაა მოსკოვთან შემდგომი მოლაპარაკებებისთვის, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეიარაღება და რაკეტების განთავსება. მაგრამ როგორი შეიძლება იყოს რუსული თავდასხმა და რისი მიღწევა შეუძლია კრემლს ამით? კეირ ჯაილსი “ჩეთამ ჰაუსის” წარმომადგენელი ამბობს, რომ ახლა რუსეთი რამდენიმე სცენარზე მუშაობს და არსებული განლაგება რამდენიმე ვარიანტზე მიუთითებს. ესკალაცია დონბასში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი მძიმედ შეიარაღებული სეპარატისტები 2014 წლის შემდეგ აკონტროლებენ აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილს. შეტაკებები უკრაინის სამთავრობო ძალებთან კი წლებია მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო და ძირითადი საომარი მოქმედებები შეწყდა. ოფიციალური კიევი ამბობს, რომ დონბასში სამხედრო შეტაკებებს 15 000 ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინა წლებია ამბობს, რომ რუსეთს რეგიონში რეგულარული ჯარი ჰყავს შეყვანილი, თუმცა ამ ფაქტს მოსკოვი უარყოფს და თავის მხრივ, რუსეთი უკრაინას, რეგიონში კონტროლის აღსადგენად ძალის გამოყენებაში ადანაშაულებს. ანალიტიკოსების თქმით, დონბასში არსებული ვითარება რუსეთს აძლევს საშუალებას ისე წარმართოს პროცესები, როგორც თავად სურს და დაპირისპირება გააღვივოს. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ერთ-ერთი სავარაუდო სცენარით, დონბასში თავდასხმის პროვოცირება მოხდება, რის შემდეგაც სეპარატისტები რუსეთს სთხოვენ დახმარებას. თავის მხრივ კი მოსკოვი დონბასში ჯარს შეიყვანს და ბრძოლები უფრო ფართომასშტაბიანი გახდება. ნილ მელვინი აქვე ამბობს, რომ მოსკოვმა შეიძლება სცადოს აზოვის ზღვაზე უკრაინის სანაპირო ტერიტორიების ხელში ჩაგდება-„ეს უკრაინის მთავრობას დიდ დარტყმას მიაყენებს“,“- ამბობს მელვინი. თავდასხმა ყირიმიდან რუსეთი სამხედროების მობილიზებას ახდენს 2014 წელს ანექსირებულ ყირიმშიც, საიდანაც მოსკოვს შეუძლია უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნას და დაიკავოს ახალი ტერიტორიები მდინარე დნეპრამდე, რომელიც შეიძლება გახდეს ბუნებრივი ბარიერი უკრაინის ნებისმიერი კონტრშეტევისთვის,-ამბობს, პოლონელი კონრად მუიზიკი. ისი თქმით, სამხედრო ოპერაცია შესაძლოა დაიწყოს საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით უკრაინულ ქვედანაყოფებზე, ხოლო სპეცრაზმა შესაძლოა დაიკავოს ხიდები და სარკინიგზო კვანძები, რაც ჯარებსა და ტანკებს წინსვლის საშუალებას მისცემს. მუიზიკი ამბობს, რომ ყირიმიდან მხოლოდ ორი გზა არის, რომელიც შეიძლება დაიბლოკოს ან განადგურდეს, რაც პოტენციურ სისუსტეს წარმოადგენს. მულტი ფრონტ შეტევა ამერიკის დაზვერვის საჯარო დოკუმენტებში ნათქვამია, რომ რუსეთს აქვს სესაძლებლობა იანვარში განახორციელოს შეჭრა 100-მდე ბატალიონის, ტაქტიკური ჯგუფის ან დაახლოებით 175 000 ჯარისკაცით. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ კრემლს ამ გზით შეუძლია კიევის კონტროლი შავ ზღვაზე აღკვეთოს-ამბობს საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების დირექტორი ნილ მელვინი. მისი თქმით, ნატო შავ ზღვაში ყოფნას შეამცირებს. რუსეთი ამ ტერიტორიას, როგორც „ნოვორასიას“ მიწებს განიხილავს, ამბობს ის. მრავალმხრივი თავდასხმა ასევე შეიძლება მოიცავდეს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში გადასვლას და ალყაში მოქცევას, მაგრამ შეაძლოა, რუსული ჯარი არ შევიდეს ქალაქებში, რადგან შესაძლოა მათ ადგილობრივ ბრძოლებში რესურსი არ დაკარგონ. ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ რუსეთმა ასევე შეიძლება გამოიყენოს ბელარუსთან არსებული ურთიერთობები და უკრაინის წინააღმდეგ ჩრდილოეთ ფრონტიც გახსნას. სამხედრო ანალიტიკოსები აქვე ამბობენ, რომ თუ რუსეთმა დაამარცხა უკრაინული არმია, რომელიც მისი ზომის ნახევარია, შეიძლება შეიქმნას პარტიზანული ტიპის წინააღმდეგობა, რაც ართულებს ხელში ჩაგდებული ტერიტორიების შენარჩუნებას. რას გეგმავს დასავლეთი ვაშინგტონი, ბრიუსელი და ნატო რუსეთს მძლავრი ეკონომიკური სანქციებით ემუქრება. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამის შესახებ ვლადიმირ პუტინს სატელეფონო საუბრის დროსაც უთხრა. არ არის გამორიცხული სანქციები თავად ვლადიმირ პუტინსაც შეეხოს. სანქციების პაკეტზე მსჯელობა მიმდინარეობს და დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა ვაშინტონი ამბობს, რომ თუ რუსეთი უკარინაში შეიჭრება, მოსკოვს უმძიმესი ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. ვაშინგტონის პოზიციას სრულად იზიარებენ ბრიუსელში. პროცესში ჩართულია ნატოც. პარალელურად, ვაშინგტონი კიევს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამხედრო შეიარაღებითაც ეხმარება. კიევს უკვე გადაეცა საჰაერო თავდაცვითი იარაღი და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. უკრაინამ ამერიკის დახმარებით გაზარდა გავლენა შავ ზღვაზეც. უკრაინული დაზვერვა 2021 წლის დეკემბერში ამბობდა, რომ რუსეთი 2022 წლის იანვარში მათ თავს დაესხმებოდა. მას შემდეგ, კიევი მუდმივ მზადყოფნაშია. უკრაინული ჯარი კი ქვეყნის დასაცავად ყოველდღიურ მზადების პროცესშია. გაიმართა არაერთი სამხედრო წვრთნა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად. წყარო: ამერიკის ხმა newsreport.ge/
  14. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა “მთავარი არხის” ინტელექტუალური შოუს გამარჯვებულია. “მთავარი ჭკვიანის” საახალწლო ეთერში, რომლის წამყვანიც არხის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, უგულავამ 50 ათასი ლარი მოიგო. მანამდე კი მთავარი ჭკვიანი ბექა ადამაშვილი გახდა. მან 50 ათასი ლარი გასული წლის 7 მაისს მოიგო. newsreport.ge/
  15. “ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა”- აცხადებს, ”ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი პარტია “ლელოს” ლიდერისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას. “ყველამ ვიცით, რომ სესიაზე პარლამენტო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ირებს. ამასთან მიმარტებით გუნდში მკაფიო პოზიცია არ გავქვს. მე ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი რომ იმ ოპოზიციურ ველზე, რომელიც პარლამენტში გვყავს, ყველა სხვასთან შედარებით, ბადრი ჯაფარიძე ნამდვილად არის ერთ-ერთი პოზიტიური მოვლენა და ჩემი პოზიცია იქნება მისთვის უფლებამოსილების არშეწყვეტა. თუმცა რა თქმა უნდა, მეც და ჩემი ნებისმიერი კოლეგა, ვიქნებით ჩვენი, ერთიანი გუნდის გადაწყვეტილების ნაწილი”, – განაცხადა ნინო წილოსანმა. newsreport.ge/
  16. “მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო – არგუმენტებსა და საუბარს შედეგი აქვს” – ამბობს ევროპული საქართველოს მდივანი ჯანდაცვის საკითხებში, ვახტანგ კალოიანი TV პირველთან საუბარში. ”მოქალაქეობრივი გადაწყვეტილება იყო ღამის კლუბების ხელმძღვანელების, რომლებმაც თავად შეაჩერეს ფუნქციონირება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ადამიანებთან საუბარს, არგუმენტებსა და ციფრებს აქვს შედეგი, ისინი თვითმკვლელები არ არიან და ეს იყო ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება პანდემიის მართვის პერიოდში. დღეს ჩვენ ვართ ომიკრონის სისუსტის და საკუთარი პასუხისმგებლობის იმედად. სამწუხაროდ, სახელმწიფომ გვითხრა, რომ ეს 50 ტესტი, ისიც კოჭლი, არის მაქსიმუმი, რასაც გააკეთებს. სამედიცინო სისტემა რაც გვაქვს, ეს გვაქვს, მისი გამოწვევებით და ადამიანების ფიზიკურ გამძლეობაზე და მორალურ გამძლეობაზე. ჩვენი დაცვა ამ ეტაპზე არის მაქსიმალურად გამოყენება სამედიცინო ნიღბის, მაქსიმალურად თვითშეზღუდვა დახურულ სივრცეში დიდხანს ყოფნის და დისტანცირება. ” – განაცხადა კალოიანმა. newsreport.ge/
  17. ვაქცინირებული პირებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ექსპერტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობით პირი იზოლაციაში 8 დღე იქნება, მძიმე და საშუალო მიმდინარეობით, მინიმუმ, 10. ამის შესახებ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა. „მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში გახდა შესაძლებელი და საერთაშორისო რეკომენდაციები გამოიცა იმასთან დაკავშირებით, რომ შემცირდეს იზოლაცია-კარანტინისთვის დაწესებული ვადები. ვადები ასეთი განისაზღვრა: ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის ეს იქნება 8 დღე, ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის მანძილზე მკაცრად არის რეკომენდებული ნიღბის ტარება.საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის ვადა არის მინიმუმ 10 დღე, სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და აქაც იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება.რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები აქაც მცირდება და მსუბუქდება. თუ კონტაქტი ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერვაქცინაციის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსენებათ. ანუ არ არის საჭირო მათთვის კარანტინი და ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის მანძილზე ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ კარანტინში აღარ იყვნენ. რაც შეეხებათ არავაქცინირებულ პირებს, აქ მაინც რჩება რეკომენდაცია კონტაქტის შემდეგ 8 დღის განმავლობაში დარჩნენ კარანტინში და 9-12 დღის პერიოდში უნდა გამოიყენონ პირბადე. ეს ცვლილებები ძალაში შევა ორშაბათიდან, ახლა მიმდინარეობს დაზუსტება“, – განაცხადა გაბუნიამ. ცვლილებები ძალაში ორშაბათიდან, 17 იანვრიდან შევა. newsreport.ge/
  18. ”სწორი იქნებოდა ვეტოს გამოყენება, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან” – ამის შესახებ “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „რაც შეეხება ვეტოს საკითხს, ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა, მე მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა სახელმწიფო ინსპექტორთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება მოხდა დაჩქარებული წესით პარლამენტში, სწორი იქნებოდა მას ვეტოს შესაძლებლობა გამოეყენებინა, რითაც შექმნიდა სივრცეს იმისთვის, რომ ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავბრუნებოდით როგორც პარლამენტში, ისე საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა კიდევ ერთხელ გააქტიურებულიყო ამ საკითხზე. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა პრეზიდენტის მხრიდან. ეს ცხადია, არ არის კავშირში იმ პროცესთან, რომელიც მან დააანონსა ახალ წლამდე, მაგრამ მისი მხრიდან ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა დაეხმარებოდა დეპოლარიზაციის თუ მოლაპარაკების პროცესს, რომელიც წამოიწყო. ვნახოთ რა გაგრძელება მოჰყვება ამ პროცესს, ეს მისი ინიციატივა იყო და მასზეა დამოკიდებული როგორ ხედავს ამ პროცესს,“- განაცხადა სამადაშვილმა. newsreport.ge/
  19. რუსეთში აქციების ბაზარი ვარდნას განაგრძობს რუსეთის ხელისუფლების უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ აშშ–სა და ნატოსთან. დაძაბულობა იგრძნობა მსოფლიო ბაზრებზეც. დღეს მოსკოვის საფონდო ბირჟის ინდექსი 3600 პუნქტზე დაბლა დაეცა, რაც გასული წლის 14 დეკემბრის შემდეგ ყველაზე დიდი ვარდნაა, დოლარის ინდექსი კი 4 მაისიდან პირველად დაეცა 1500 პუნქტით. ვარდნა ხუთშაბათს დაიწყო: ხუთშაბას ძირითადი სესიის დახურვისას მოსბირჟის რუბლის ინდექსი 4.05%–ით დაეცა, დოლარის ინდექსი კი 5.94%–ით. პარასკევს ვაჭრობა მცირე ზრდით გაიხსნა, თუმცა ის მალევე შეიცვალა ახალი ვარდნით. პარასკევს გაუფასურება განიცადა რუსულმა ვალუტამ: დღისით ევროს კურსი გასული ზაფხულის მაქსიმუმს გაუთანაბრდა და 88 რუბლს მიაღწია, დოლარი კი 77 რუბლს მიუახლოვდა. ეკონომისტები თანხმდებიან, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც ბაზრების ვარდნა გამოიწვია გეოპოლიტიკაა. ინვესტორები გეოპოლიტიკური რისკების გამო ცდილობენ რუსული აქციებისგან გათავისუფლდნენ. რუსი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მოსკოვის ბირჟის ხუთშაბათის ვარდნა 2020 წლის გაზაფხულის შემდეგ ყველაზე ძლიერია და ამის მიზეზი გეოპოლიტიკური დაძაბულობის განმუხტვის საქმეში პროგრესის არარსებობაა. ამ კვირას რუსეთსა და აშშ–ს შორის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გაიმართა, ასევე გაიმართა ნატო–რუსეთის საბჭო. ვერცერთ შეხვედრაზე პუნქტების უმრავლესობაზე მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. როგორც მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, აშშ და მისი ნატოელი მოკავშირეები არანაირი ფორმით და არანაირი მიზეზით არ არიან მზად რუსეთის მოთხოვნები დააკმაყოფილონ ნატოს გაფართოების შეწყვეტის, ალიანსის ინფრასტრუქტურის შემცირებისა და ნატოს 1997 წლის დროინდელ საზღვრებში დაბრუნების შესახებ. რიაბკოვის თქმით, მოლაპარაკებების ახალი რაუნდის საფუძველი ახლო მომავალში არ არსებობს, რადგან საუბარი ფაქტიურად ჩიხში შევიდა. ნატოს გენმდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატო არანაირ კომპრომისზე არ წავა ორგანიზაციის გაფართოებისა და აღმოსავლეთში ჯარების განთავსების საკითხში. გეოპოლიტიკური პროცესების კვალდაკვალ სიტუაცია დაძაბულია მსოფლიოს ბაზრებზეც. თუმცა, ბაზრებზე გავლენას აშშ–ს მიერ ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამკაცრების მორიგი ციკლის დასაწყისის მოახლოებაც ახდენს. ეს გადაწყვეტილება აშშ–მ ინფლაციის შესამცირებლად მიიღო, რომელიც შესაძლოა მარტში დაიწყოს. ხუთშაბათს ვარდნა იყო ამერიკულ ბაზარზეც, სადაც ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მაღალტექნოლოგიური სექტორის აქციები, რომელთა ინდექსმა 2.7%–იანი კლება განიცადა, ასევე მეორადი საჭიროების სამომხმარებლო პროდუქტების წარმოების სექტორმა, რომლის დანაკარგმა 2% შეადგინა. Dow Jones –ის და S&P500–ის ინდექსებმა ხუთშაბათს შესაბამისად 0.5% და 1.4% დაკარგეს. ექსპერტები დღევანდელ დილას მსოფლიო ბაზრებზე არსებულ მდგომარეობას “სუსტად ნეგატიურს“ უწოდებენ. newsreport.ge/
  20. ”თურქ, აზერბაიჯანელ, სომეხ მეგობრებს ვთხოვეთ ქართველი მეზობლებისთვის 3+3-ის სარგებელი აეხსნათ” – ამის შესახებ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. “ჩვენ დავუკავშირდით ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს, სომხეთს თხოვნით, რომ ჩვენი ქართველი მეზობლებისთვის მაინც აეხსნათ სარგებელი მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ამ ფორმატში ჩართვით. ასეთი ჩართულობა მათ არ დაავალდებულებს იმაზე, რაც მათ პოლიტიკურ პოზიციებს ეხება”, – თქვა სერგეი ლავროვმა. newsreport.ge/
  21. საქართველოს სამეფო სახლი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საქალაქო სასამართლოში, ”მუხრან ბატონის” მოხსენიებას აპროტესტებს. ამის შესახებ განცხადება სამეფო სახლის Facebook გვერდზე ვრცელდება. ”ბაგრატიონ მუხრანელთა საქართველოს სამეფო სახლი, თხოვნით მიმართავს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც ამა წლის 13 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას ცნობილი ქართული სიმღერის ,,ჩაკრულოს“ ტექსტი ,,ჩავუხტეთ მუხრან ბატონსა“ გამოიყენა საქართველოს სამეფო სახლთან მიმართებაში სიძულვილის კონტექსტში. 1512 წლიდან დღემდე 30 პირი ატარებდა მუხრანბატონის წოდებას და დღეს ამ წოდების მატარებელია დავით ბაგრატიონ მუხრან-ბატონი, როგორც საქართველოს სამეფო სახლის მეთაური. თხოვნით მივმართავთ ყველას არ გამოიყენოს ეს ტიტული დღევანდელი დისკუსიის ჭრილში .” – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში საზღვრის უკანონო კვეთის საქმის განხილვაზე განაცხადა რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ისტორიულად არ ვეპუებოდით ჩაგვრას და ისტორიულად არ გვიყვარდა ჩვენი ფეოდალები. „ჩავუხტეთ მუხრან-ბატონსა“ ჩემი დაწერილი ტექსტი არ არის. „ჩავუხტი მუხრან-ბატონს, ამაზე მეტი გარემოება რა გინდათ, ჩამოვუხტი. ჩამოვუხტეთ მუხრან-ბატონსა. გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ არ ვიმსახურებთ კორუფციას, დამცირებას, დაცინვას, კრიმინალების თარეშს და უპერსპექტივობას.”- განაცხადა სააკაშვილმა. newsreport.ge/
  22. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ განმეორებითი ვაქცინაციები კოვიდის წინააღმდეგ სიცოცხლისუნარიანი სტრატეგია არ არის. იმავე აზრზეა ევროპის მედიცინის სააგენტო. “თუ გვექნება სტრატეგია, რომლის თანახმად ბუსტერებს ყოველ ოთხ თვეში გავიკეთებთ, შეიძლება იმუნური პასუხის პრობლემები შეგვექმნას, და რა თქმა უნდა, არის რისკი რომ მოსახლეობა გადავღალოთ მუდმივი ვაქცინირებებით“– თქვა ევროპის მედიცინის სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების ხელმძღავნელმა, მარკო კავალერიმ. მისი თქმით, ამის ნაცვლად ქვეყნებმა ჯობს დაწყონ ფიქრი იმაზე, რომ რევაქცინაცია უფრო ხანგრძლივი ინტერვალების შემდეგ ჩაატარონ და მოახდინონ მისი სინქრონიზება ცივი სეზონის დასაწყისთან, როგორც ამას გრიპის ვაქცინასთან დაკავშირებით აკეთებენ. ამასთან, ევროპული რეგულატორი ადასტურებს, რომ კვლევების მიხედვით ომიკრონით დაინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი 50–70%–ით უფრო დაბალია, ვიდრე დელტა ვარიანტით ინფიცირებისას. newsreport.ge/
  23. “ჩემი პოზიცია ასეთია, მე პირდაპირ გეტყვით, ძალიან გამიხარდა, გუშინ შეგნებულად არ გამოვრჩენილვარ ჟურნალისტებთან, რადგან ჩემთვის ძალიან რთული იყო, მძიმე იყო. ძალიან გამიხარდა, რომ პატიმრობას გადაურჩა, განსაკუთრებით, ბატონი ბადრი ჯაფარიძე, რა თქმა უნდა, ხაზარაძე და ბატონი წერეთელიც. შვებით ამოვისუნთქე, პირდაპირ გეტყვით” ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე. ცნობისთვის, დღეს ლელოს ლიდერებსა და ავთანდილ წერეთელს ბრალი გადაუკვალიფიცირეს და ფულის გათეთრების ნაცვლად, დამნაშავედ თაღლითობაში ცნეს. მოსამართლემ მათ 7 წელი მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო სასჯელი გაუუქმეს. newsreport.ge/
  24. „ახლა რატომ არიან ასე „შეფუცხუნებული? – იმიტომ, რომ ის ჯიგარი ჩამოვიდა – ბიძა ალასანია, მილიონობით რომ დაიხარჯა. ბოლოს გახსოვთ აქციებს რომ ატარებდნენ და ქუჩა-ქუჩა დადიოდნენ? ბოლოს უკვე 57, 117, 43 კაცი მიჰყვებოდათ და მოსთხოვა, აბა, სად არის ის მილიონები რაც დავხარჯე და ჩავდე ამ აქციებშიო? მაგაზე იყო მთელი შიდა ომები. თუმცა ეს მათი თემაა და ეს გადაჯგუფებები. მელია მოამწყვდიეს ალყაში. მელიას ღირსება რომ ჰქონდეს, დღესვე დატოვებდა იმ პოლიტიკურ პარტიას და გვერდზე გაიწეოდა. აგერ თქვენ და მე და ცოტა ხანში სხვანაირად ილაპარაკებს, როცა გაემიჯნება და იტყვის, სხვა გზა მაქვს და სხვა მეთოდი განვითარებისო. სავარაუდოდ “ლელოში“ [გადავა], როგორც ქალბატონი ხოშტარია. ესეც ცალკე მებრძოლი იქნება და რაღაც გაერთიანება იქნება, 4%-იანი პარტიის ლიდერები იქნებიან ეს 4 თუ 5 კაცი” თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  25. “ეს არის უაზრობა, რაც დღეს გააკეთეს, ეს არის იურიდიული ნონსენსი და კაზუისტიკაა. მე მინდა ვთხოვო, არაჩვეულებრივი იურისტები გვყავს, რომლებიც პოლიტიკაში არ არიან ჩართულები და იქნებ რაღაც კონფერენციასავით უბრალოდ მოიწვიოთ, ერთი ხუთი-ათი კაცი შეიკრიბოთ, უამრავი იურისტია. მე მინდა, რომ დამოუკიდებლად შეიკრიბონ და დღეს რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსამართლემ, ამის შეფასება დამოუკიდებელმა იურისტებმა გააკეთონ. საზოგადოება მიხვდეს, თუ რასთან გვაქვს საქმე. ჩვენ ამას გავასაჩივრებთ და გავასაჩივრებთ სტრასბურგამდე, რადგან თადუმაძის იმედი აქ გასაგებია, რომ არ მაქვს და ეს რომ ჩამოკიდეს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დაგვიჭირონ, არ გვადარდებს” მიმართავს ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იურისტებს ტვ პირველის ეთერში. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...