Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. ქართული ოცნება რეზოლუციის ტექსტში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა, ოკუპანტ რუსეთს არ ახსენებს. ამ მიზეზით ოპოზიცია არ დაეთანხმა აღნიშნულ რეზოლუციას. მმართველი პარტია აპირებს, ის თავად, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე დღეს დააინიციროს. ოპოზიციის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ თავდაპირველი ტექსტში შეცვალა და ისეთი სახით არ წარმოადგინა, როგორზეც ოპოზიციასთან იყო შეთანხმებული. რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ; “საქართველოს პარლამენტი – ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას; ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვეობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა; საქართველოს პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის, არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონული მშვიდობასა და უსაფრთხოებას. აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დიპლომატიური ინსტრუმენტების გამოყენებით და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით, განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა უკრაინაში ომის არდაშვებაში”,– წერია რეზოლუციაში, რომელიც მედიას მამუკა მდინარაძემ გააცნო. newsreport.ge/
  2. “უმნიშვნელოვანესია საზოგადოებაში არსებობდეს ნდობა ისეთი სახელმწიფო ინსტიტუტის მიმართ როგორიცაა პოლიცია, რომელსაც საზოგადოების უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია. დასაფასებელია პოლიციის თავდაუზოგავი სამსახური ქვეყნისა და ხალხის მიმართ, რასაც, სამწუხაროდ, აზიანებს ზოგიერთი პოლიციელის მიერ ჩადენილი ინდივიდუალური ქმედებები. უმკაცრესად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები, არ შეიძლება კონკრეტული პირების სახის განზოგადება და მიუღებელია მსგავსი კონკრეტული შემთხვევების გამო ჩრდილი მიადგეს სახელმწიფო ინსტიტუტს” ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შშმ მოზარდზე პოლიციელის ძალადობას. newsreport.ge/
  3. “არ არის გამორიცხული ოპოზიციამ უკრაინის მხარდამჭერი ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს” – განაცხადა ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ. „იცით, რომ ჩვენი შენიშვნები მივეცით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუციის ტექსტისთვის, რომ რეზოლუცია ყოფილიყო აღმწერი და გამომხატველი იმ მდგომარეობის, რომელიც არსებობს დღეს უკრაინასთან მიმართებით რუსეთის განმეორებით სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით, მაგრამ სამწუხაროდ, ეს შენიშვნები გათვალისწინებული არ იყო ტექსტში, რომელიც წარმოადგინა დღეს „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ამ რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ ვიქნებით, გავაგრძელებთ მსჯელობას და არ არის გამორიცხული, ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს, მაგრამ ამაზე მთლიანი ოპოზიციის პოზიციაა გასათვალისწინებელი. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელებთ მსჯელობას კომიტეტზე და ჩვენ ვაპირებთ საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას ის შენიშვნები რაც ჩვენს მიერ იყო მიცემული „ქართული ოცნებისთვის“. სამწუხაროა, რომ არ იყო „ქართული ოცნების“ მხრიდან გათვალისწინებული შენიშვნები მათ შორის ყველა იმ ტერმინოლოგიის დაცვით როგორც ხდება ხოლმე რეზოლუციის ფორმატში. პირველ ვერსიაში და მათ შორის, შენიშვნების შემდეგ იყო ნახსენები რუსეთი, მაგრამ შემდეგ ტექსტის ის ცვლილებები, რაც მე მქონდა და ჩემს კოლეგებს, ეს ცვლილებები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ როგორც ჩანს „ქართული ოცნება“ მოახდენს თავისი ვარიანტის ინიცირებას, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იყოს ჩვენი ალტერნატიული ვერსია, ან კომიტეტზე განვიხილოთ და საჯაროდ წარვუდგინოთ საზოგადოებას რაში არ ვეთანხმებით ამ რეზოლუციის ტექსტს“, – განაცხადა დეკანოიძემ. newsreport.ge/
  4. “ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს” ამბობს პარლამენტის ვიცესპიკერი შშმ პირზე პოლიციელის ძლადობაზე. newsreport.ge/
  5. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.43 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0720 ლარი გახდა. რაც შეეხება ევროს, მასთან მიმართებით ლარი 1.47 თეთრით გამყარდა, რის შემდეგაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.4661 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალიდან შევა. newsreport.ge/
  6. “ჩემი ინფორმაციით, თუ რუსეთმა დაიწყო უკრაინაში ფართომასშტაბიანი გეგმის განხორციელება, ის იმავე დღეებში ანაკლიის დაკავებასა და ასევე, სამეგრელოში უფრო ღრმად, სამხედრო რეიდებს აპირებს. მათ შორის ფოთის პორტში, რათა დასავლეთს გადაუკეტოს ჩვენი პორტების ახლა გამოყენებისა და მომავალში ანაკლია/ლაზიკა პორტის მშენებლობა. ამ სცენარზე ამერიკაში ბოლო ჩასვლისას, ძალიან ინფორმირებული წყარო მესაუბრა. უფრო მეტიც, პენტაგონში, ლუიზიანას შტატში ჩატარებული სწავლებების დროს ანაკლიის დაცვის სცენარი გავლილი აქვთ სამხედრო ბრიგადის დონეზე. არამგონია, რომ ეს კლეპტოკრატიული ხელისუფლება არ იყოს საქმის კურსში, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ყურსაც არ იბერტყავენ. რაც არ უნდა ჩუმად იყვნენ, რუსეთი მაინც გააკეთებს იმას, რაც დაგეგმა. დღეს რომ იქ უკვე პორტი იდგას, რომლის აშენებასაც 2013 წლის ბოლომდე ვგეგმავდით და ქალაქი იყოს გაშენებული, ბევრად უფრო გაუჭირდებოდათ ანექსია და ახლა პრაქტიკულად მიტოვებულ ადგილს მიუერთებენ ოკუპაციის ზონას ისე, რომ დანარჩენი მსოფლიო ვერც მიხვდება, რატომ ვჯავრობთ რამდენიმე კილომეტრზე, რომელსაც მაინც ვერ ვიყენებთ. სხვათაშორის, რუსებს ეს გეგმა 2009 წელსაც ჰქონდათ და მაშინ ეს თავიდან ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ჩარევით ავიცილეთ” წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. newsreport.ge/
  7. „დარწმუნებული ვარ, ამ სახით ოპოზიცია ვეღარ დარჩება, თუ სტრუქტურული გადანაწილება არ მოახდინა. ოპოზიციამ უნდა შეძლოს შეუძლებელი ახლა და შეუძლებელი რა არის იცით?! თავიანთ პარტიულ ამბებს დაანებონ თავი და დიდ მოძრაობაზე გადავერთოთ. დიდ სახალხო მოძრაობას ვგულისხმობ, სადაც იქნება ყველა ერთად და საკმაოდ იერარქირებული იქნება, მას უნდა ჰყავდეს საბჭოც. იმის ლაპარაკი, რომ მრავალფეროვანია ოპოზიცია – არ უნდა ხალხს ეს მრავალფეროვნება, ხალხის შეკვეთა არის ძლიერი მონოლითი, რომელსაც ენდობა ხალხი. პრობლემა რა არის დღეს, ხალხი არ ენდობა ოპოზიციას და ოპოზიცია არ ენდობა ხალხს. 10 წელია წვალობს ოპოზიცია სააკაშვილის ჩანაცვლებაზე, ჩაანაცვლონ მერე, ვინმე რამეს უშლის?! გამოჩნდნენ ახლა სააკაშვილის გულშემატკივრები, რატომ ჩამოვიდაო, მაშინ უნდა ჩამოსულიყო, მე მის ადგილას ასე ჩამოვიდოდიო! ვინ გეკითხება საერთოდ? როდის მერე გახდით მისი გულშემატკივრები, ზოგი იძახის პარაშუტით გადმოვხტებოდიო, ზოგი იძახის ბორბლებიანი მფრინავი გემით ჩამოვიდოდიო. დაანებეთ ამას თავი, თუ მაგრები ხართ, გააკეთეთ! ვისიც ეშინია ბიძინას, ის დაჭერილია, ვისიც ეშინია ვლადიმერ პუტინს, ის დაჭერილი ჰყავთ, ბიძინა არის „კლუჩნიკი“. ხელს გვიშლის სააკაშვილი სიდიადეშიო, ალექსანდრე მაკედონელები, ჯორჯ ვაშინგტონები, დავით აღმაშენებლები არიან და ეს მიშა უშლის ყველას ხელს თურმე. გააკეთეთ, რისი გაკეთებლები ხართ. აგერ ნახავთ, სააკაშვილი გაუშვებს ამ ხელისუფლებას პერსონალურად. როგორ და ჩველებრივად, მე მარჩიელი არ ვარ, რა ფორმით და როგორ. ძვირფასო მეგობრებო და ძვირფასო ბიძინა, ნაზარბაევზე მაგარი კაცი მაინც არ ხარ, მისი დემონტაჟი მოხდა ყაზახეთში. ვერ გაუძლებ და ნაზარბაევს სააკაშვილისნაირი მოწინააღმდეგეც არ ჰყოლია, იქ ოპოზიცია განადგურებული იყო საერთოდ. რამდენ ხანს იჯდება მე ვერ გეტყვით, მაგრამ სააკაშვილი ციხიდან რომ გამოვა, ამ ხელისუფლებას გაუშვებს, შეიძლება ციხიდანაც გაუშვას” ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, გუბაზ სანიკიძე პალიტრანიუსის ეთერში. newsreport.ge/
  8. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აზუსტებს. როგორც ირკევა, კოვიდპასპორტს მიიღებენ ის პირები, ვისაც 2021 წლის 1 დეკემბრამდე რიგი მიზეზების გამო არ აქვს ბაზაში ასახული ტესტის დადებითი პასუხი და არა ისინი, ვინც არ გაიტესტებიან, თუმცა სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევთ მეთვალყურეობას. “აღნიშნული პირები კოვიდ-გადატანილის სტატუსითა და „მწვანე ბარათით“ ისარგებლობენ იმ შემთხვევაში, თუ: ა) აღნიშნულ პირებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინება აქვთ გაკეთებული საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში; ბ) COVID-19-ის დიაგნოზით გადიოდნენ მკურნალობის კურსს სტაციონარში და / ან სასტუმროში; გ) იმყოფებოდნენ ბინაზე და სამედიცინო მეთვალყურეობას გადიოდნენ ოჯახის ექიმის / დაზღვევის ექიმის მხრიდან, რის შესახებაც ინფორმაცია ასახულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ელექტრონულ ბაზაში; ზემოთჩამოთვლილი რომელიმე პუნქტის შესაბამისად დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის შემთხვევაში, სსიპ – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პირებზე დამატებითი დეტალების დაზუსტებას, მონაცემების რეგისტრაციას და სისტემაში ასახვას”,– წერია NCDC-ის განცხადებაში. newsreport.ge/
  9. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავეს. ის სამინისტროსთან სტიკერებს აკრავდა. ამ დროისთვის თბილისში ორი აქცია იმართებია – ერთი ქართული ოცნების ოფისთან, ხოლო მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. აქტივისტები შშმ მოზარდის ცემას აპროტესტებენ. პოლიციამ მათ არ აძლევს სავალ ნაწილზე სტიკერების დაკვრის უფლებას, რომელსაც აწერია “არამილიციას”. newsreport.ge/
  10. გორის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პრაქტიკოს მასწავლებლად აშშ-ში, ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში მუშაობს. მერიის განმარტებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ვლადიმერ ხინჩეგაშვილი არა თუ ამ ეტაპზე არ მუშაობს, არასდროს უმუშავია ნიუ-იორკის რეგიონალურ საწვრთნელ ცენტრში’’. “მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა გადაღებულია 2017 – 2020 წლებში და ასახავს სპორტსმენის ვარჯიშს იმ დროს, როდესაც ის საწვრთნელ ცენტრში სპეციალური მიწვევით იმყოფებოდა და მასტერკლასებს ატარებდა. გორის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის მიმართ, მედიასაშუალებებმა არაერთხელ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ სიცრუის ტირაჟირებისგან და მიზანმიმართულად ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში”,– აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერია. newsreport.ge/
  11. “მწვანე პასპორტების სისტემაში ის პაციენტებიც აისახებიან, რომლებსაც კორონავირუსის ტესტი საერთოდ არ გაუკეთებიათ, თუმცა 112-ს მიმართეს და ოჯახის ექიმთან ჰქონდათ კომუნიკაცია” ანუ დღეს 112-ის ზარით, თუნდაც “მწვანე” პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში? მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია! გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი” წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ. ამირან გამყრელიძის ცნობით, პირი, რომელიც არ იქნება გატესტილი კორონავირუსზე და სიმპტომებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმი გაუწევს მეთვალყურეობას, კოვიდგადატანილად ჩაითვლება და კოვიდპასპორტსაც მიიღებს. newsreport.ge/
  12. ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებით, 2022 წლის 22 იანვარს, ტელეკომპანია „TV პირველი“-ს ეთერით გავრცელებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული აუდიო ჩანაწერის გასაჯაროება, იმ ფორმითა და შინარსით მხოლოდ ნელი დოროყაშვილისა და მისი უფლება დამცველების ინტერესებში შედიოდა. მათი თქმით, მიუღებელია, რომ ფარული ჩანაწერები მედიაში თავისუფლად ვრცელდება, ამიტომ ეთიკის ქარტიასა და მარეგულირებელ კომისიას მიმართავენ, “გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება”. “აღნიშნული ჩანაწერი გამოძიებას თვად ნელი დოროყაშვილმა მიაწოდა. როგორც მოგვინებით გაირკვა, ქორწინების პერიოდში, ის სისტემატიურად აკეთებდა მსგავს ფარულ ჩანაწერებს სხვადასხვა მოწყობილობის მეშვეობით. ამ ეტაპისთვის, სასამართლოს ეს ჩანაწერები არ გამოუკვლევია და ის დალუქულ მდგომარებაშია. ჩვენთვის მიუღებელი და შემაშფოთებელი ფაქტია, როცა სასამართლოს მოწოდების მიუხედავად, საქმის მასალები, ნიკოლოზ ბასილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით, თავისუფლად ვრცელდება მედიაში. ტელეკომპანია პირველისთვის დაბრკოლება და უხერხულობა არ შეუქმნია იმ ფაქტს, რომ ჩანაწერი შეიცავს ინფორმაციას არასრულწლოვანის შესახებ, რითაც, პირველ რიგში, ილახება ლუკას ბასილაშვილის კანონიერი ინტერესები. არაერთი გამოხმაურებისა და მოწოდების მიუხედავად, ფარულად მოპოვებული აუდიო მასალები, დღემდე ხელმისაწვდომია ინტერნეტში და ტელეკოპანია პირველს ამ დრომდე არ გაუთიშია ეს რეპორტაჟი ოფიცილური Facebook გვერდიდან, მეტიც, ტელევიზიამ სიუჟეტი სოციალურ ქსელში დაასპონსორა, რითაც ცდილობს მეტი ადამიანისთვის გახადოს ხელმისაწვდომი. აღნიშნული ქმედება კი, ერთი ორად ზრდის საფრთხეს, რომ არასრულწლოვანი ლუკას ბასილაშვილი გახდეს შესაძლო ბულინგის ან სხვაგვარი ვიქტიმიზაციის მსხვერპლი, დაზიანდეს მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა და არასრულწლოვნის ჯანმრთლობას შეექმნას საფრთხე. ჩვენ, ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და მის დაქვემდებრებაში არსებულ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება. პირველ ეტაპზე დადგინდეს ხომ არ დაზიანდა, ინფორმაციის გავრცელებით, არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, ბავშვის აღმზრდელებსა და მის უახლოეს გარემოცვას მიეწოდოს საჭირო ინსტრუქცია. თავად არასრულწლოვანს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს კვალიფიციური ფსიქოლოგის დახმარება. აქვე, ჩვენ მივმართვთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოკვლევა და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო ღონისძიება”,– წერია ბასილაშვილის ადვოკატების განცხადებაში. გუშინ აღნიშნულ სიუჟეტს გამოეხმაურა თავად ბასილაშვილიც და მას “შეკვეთილი” უწოდა. newsreport.ge/
  13. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო ორგანიზაციები აქცის მართავენ. ისინი პოლიციელის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდზე ძალადობას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პოლიციის მიერ მოქალაქეებზე ძალადობას სისტემური სახე აქვს და ეს არ არის მხოლოდ ერთეული შემთხვევები. აქციის მონაწილეებს მოლოდინი აქვთ, რომ მოძალადე პოლიციელები სათანადოდ არ დაისჯებიან, როგორც ეს სხვა გახმაურებული საქმეების დროს მოხდა. ცნობისთვის, გუშინ პოლიციელმა ისნის მეტროსადგურში არასრულწლოვან შშმ პირზე ფიზიკურად იძალადა. დღეს ამ საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – ერთი დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით, მეორე კი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. არასრულწლოვნის მეგობრის ცნობით, პოლიციელის აგრესია მოზარდის მიერ ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომამ გამოიწვია. newsreport.ge/
  14. “ძალიან დიდი მადლობა მეუფე ნიკოლოზს თავის ეპარქიაში ჩემს შინაპატიმრობაში გადაყვანის ინიცირებისთვის. მე არაერთხელ ვარ იქ ნამყოფი. მართლაც ჯადოსნური, სიყვარულით და ინტელექტუალური და სულიერი ენერგიით სავსე ადგილია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მე არანაირ პატიმრობას არ ვიღებ, მათ შორის შინაპატიმრობას, დაფუძნებულ უსამართლო “განაჩენებზე”. ჩემი ამოცანაა, მქონდეს საშუალება, ვიყო თავისუფალი და გადავადგილდებოდე საქართველოში, ჩვენს მოქალაქეებს გისოსებიდან და სასამართლოს შუშის მეორე მხრიდან კი არ ვუყურებდე, არამედ ხელს ვართმევდე, მხარზე ხელს გადავხვევდე, თვალებში ვუყურებდე, პირადად ვუსმენდე და ძალღონე არ დავიშურო მათი ამ უბედური მდგომარეობის გადასალახად. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ მომენატრა ჩვენს ხალხთან ასეთი ურთიერთობა და იმედია, ჩვენს ხალხსა და ჩემს შორის გისოსებს ერთობლივი ძალით გავწევთ გვერდზე და ბადრაგები ვეღარ გაგვყოფენ მე და ჩვენს თანამოქალაქეებს. ივანიშვილს კი მინდა ვუთხრა, უნდა მიიღოს ორი რეალობა – ერთი, რომ უკვე საქართველოში ვარ და მეორე, რომ დიდხანს გისოსებში ვერ გამაჩერებს და თუ მომკლავს, ეგ დაასრულებს. იფიქრე ამ სიტუაციის ცივილიზებულ, მშვიდობიან და ყველასათვის მაქსიმალურად უმტკივნეულოდ გადაწყვეტაზე” წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე. newsreport.ge/
  15. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მეტროში შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე შსს-ს 2 თანამშრომელია დაკავებული. “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ ძალადობის განმახორციელებელი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, და ,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ჩადენილს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ; ხოლო, ფაქტის შემსწრე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მეორე თანამშრომელი, მეტროპოლიტენის სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი კ.ბ. დაკავებული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”,– აცხადებს ინსპექტორი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებითვე, მათი გამოძიების ფარგლებში ფსიქოლოგის თანხლებით გამოიკითხა პირი, რომელსაც პოლიციელმა სცემა. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ვიდეო, როგორ სცემს ისნის მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეს. newsreport.ge/
  16. “ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე”- ასე ეხმაურება, პარტია საქართველოსთვის წევრი ნათია მეზვრიშვილი, გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი მოქალაქეს ფიზიკურად უსწორდება. “ამ უმძიმეს კადრებზე ორი რამ შემიძლია ვთქვა: 1. ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ რიგითი პოლიციელია დასასჯელი, ცდება. სისტემის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის მსგავსი ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, კანონის დამცველი პოლიციელის იმიჯი და ზოგადად პოლიციის რეფორმა დიდი ხანია აღარაა პრიორიტეტი. 2. ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ასეთი ძალადობისთვის მწვანე შუქი იყო. 1 მარტიდან მსგავს ძალადობას ობიექტური და დამოუკიდებელი გამომძიებელიც აღარ ეყოლება, ვინაიდან ძალადობის აღმკვეთი ერთადერთი უწყება ოცნებამ გააუქმა. ოცნების მმართველობის შედეგი 9 წლის თავზე: მოშლილი ინსტიტუტები და დაუცველი მოქალაქე.” – წერს მეზვრიშვილი. newsreport.ge/
  17. ”რეაგირება არ უშველის, სისტემა შესაცვლელია რასაც ოცნება არ იზამს” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლება” გავრცელებულ ვიდოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ სცემს პოლიციელი მოქალაქეს. “დღეს გავრცელებულ კადრებში ვნახეთ პოლიციელი, რომელიც შშმ პირზე ფიზიკურად ძალადობს. მას ახლავს მეორე პოლიციელიც, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს და არაფერს აკეთებს მის შესაჩერებლად. შეუძლებელია ამ ფაქტს გამართლება ჰქონდეს. პოლიციელი ელოდება როდის აივლიან ესკალატორს, რათა მალულად, ოთახში შეძლოს „მისი ალაპარაკება“, რადგან ეუბნებიან, რომ ბიჭი ყრუ-მუნჯია. საინტერესოა, რომ არა მესამე პირის მიერ გადაღებული და გავრცელებული ვიდეო, როგორ შეიფუთებოდა ეს ქეისი დღევანდელ სასამართლოში. იმ სასამართლოში, სადაც მოწმედ ორი „სანდო“ პოლიციელის ჩვენებაც საკმარისია გადაწყვეტილების მისაღებად. წარმოიდგინეთ, რას აკეთებს სისტემა იქ, სადაც მესამე პირი კამერით არ იღებს? ეს ბიჭი რომ მარტო ყოფილიყო, ან მის ნაცვლად თქვენ ან თქვენი შვილი ყოფილიყავით? რეაგირება ამას არ უშველის, სისტემაა შესაცვლელი და ამის გამკეთებელი ოცნება არაა”. – წერია გირჩი – მეტი თავისუფლების განცხადებაში newsreport.ge/
  18. ”საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან” – განაცხადა, საქართველოს უკრაინის საკითხზე დუმილთან დაკავშირებით აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ”რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ”ვფიქრობ, საქართველო ბევრად მეტს უნდა აკეთებდეს. გულწრფელად ვამბობ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ საქართველო უფრო აქტიური არ არის. ვერ ვიჯერებ, რომ პრემიერს ჯერ კიდევ არ დაურეკავს კიევში თავის უკრაინელ კოლეგასთან, ეს წარმოუდგენელია. არ მესმის, ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, რატომ არ მიმართავს კიევს და ამბობს – ჩვენ თქვენ გვერდში ვდგავართ. თავჩაქინდრული თბილისი – ეს გულდასაწყვეტი სანახავია საქართველოს ნებისმიერი მეგობრისთვის. რატომ? თქვენ და კიევს ერთი და იგივე მიზნები გაქვთ – რატომ არ ამბობთ ამას? რატომ არ ეკითხებით ზელენსკის: რა შეუძლია საქართველოს, რა გავაკეთოთ თქვენს დასახმარებლად? ვფიქრობ, ეს იმით აიხსნება, რომ მთავრობას არ სურს კრემლის ყურადღება მიიქციოს. გასაგებია. მაგრამ განა ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს ქვეყანას, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი, უკრაინა სამხედრო საფრთხის წინაშე დგას? ვერ დავეთანხმები ამ მიდგომას, ვფიქრობ, პირში წყლის ჩაგუბება დიდი შეცდომაა. რაც უფრო ჩაღუნავთ თავს, მით უფრო წააქეზებთ კრემლის აგრესიას.”- აცხადებს იან კელი. newsreport.ge/
  19. “იმიტომ გაბედა, რომ იცის, პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს”- ასე ეხმაურება, იურისტი თამთა მიქელაძე გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი ახალგაზრდა კაცს, რომელიც შშმ-პირია. ”იმიტომ გაბედა, რომ მსხვერპლი მისთვის არაპრივილეგირებული იყო! იმიტომ გაბედა, რომ იცის პასუხს სისტემა მაინც არ მოსთხოვს და მისნაირები სისტემაში რჩებიან! იმიტომ გაბედა, რომ შერჩათ ლუკა სირაძე, დემურ სტურუა. შევარჩინეთ! იმიტომ გაბედა, რომ პოლიციაში არაკვალიფიციური კადრები მომრავლდა და კარგად მახსოვს ეს უფრო დიდი მასშტაბით ღარიბაშვილის დროს მოხდა! იმიტომ გაბედა, რომ შსს თავის პოლიციელებს დაბალ ხელფასზე, არაადამიანურ პირობებში ამუშავებს და არაადამიანებად ადვილად აქცევს! იმიტომ გაბედა, რომ შსს მისი თანამშრომლების გადამზადებაზე და გაძლიერებაზე ცოტა რესურსს ხარჯავს და არც სათანადო პოლიტიკა აქვს! იმიტომ გაბედა, რომ შსს არ აქვს პოლიციის შიგნით გაბატონებული იერარქიული და არაადამიანური კულტურის ცვლილების პოლიტიკა! იმიტომ გაბედა, რომ შშმ პირები აღიარებული და პატივცემულები ჩვენს საზოგადოებაში არ არიან და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაც არის! თუ დავაკვირდებით ვიდეოს ჩანს, რომ ეს ამბავი ესკალატორზე დაიწყო და შემდეგ მსხვერპლი შეიყვანეს სამუშაო ოთახში, სადაც სასტიკად სცემეს. პოლიციელს ჰქონდა საკმარისი დრო მიმხვდარიყო ვინ იყო მსხვერპლი და საკუთარი ძალაუფლება ყველაზე დაუცველი პირის მიმართ განზრახ ბოროტად და არაადამიანურად გამოიყენა” newsreport.ge/
  20. ამ წუთებში, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისთან სამოქალაქო აქტივისიტები პოლიციელის მიერ მეტროში, შშმ პირის ცემას აპროტესტებენ. ისინი ამ წუთებში “ოცნების” ოფისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ მსვლელობით მიდიან. ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, შშმ პირის ცემის კადრები TV პირველმა გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეს პოლიციელი თავისა და სახის არეში მუშტებს გამეტებით ურტყამს. newsreport.ge/
  21. ჩვენი მოთხოვნაა, დუყოვნებლივ დააკავონ პოლიციელი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე – ამის შესახებ „ნაციონლური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „ძალიან რთული ემოციების გარეშე ვისაუბროთ იმ შოკისმომგვრელ კადრებზე, რომელიც გავიდა ძალიან ბევრი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. მხედველობაში მაქვს, პოლიციელის მიერ არაადამიანური ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა შშმ პირის მიმართ და ამ ადამიანის სისასტიკე, რომელიც უნდა წარმოადგენდეს მუნდირის ღირსებას, ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპიროს. ძალიან რთულია ისაუბრო ემოციების გარეშე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი და პირველ რიგში, ის ადამიანი, რომელსაც არაერთხელ უსაუბრია პოლიციის ძალადობის შესახებ, მაგრამ ყველაზე უფრო რთული, შოკისმომგვრელი არის თვითონ სისტემის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. როდესაც სისტემას ყოფნის თავხედობა და უტიფრობა, რომ თურმე გამოძიება დაწყებულია და ამ გამოძიების შედეგად დადგინდება ჭეშმარიტება. მინდა შევახსენო თითოეულ ადამიანს, რომელიც დღეს ხელმძღვანელობს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელმძღვანელობს ძალიან მნიშვნელოვან უწყებას, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ქვეყნის უსაფრთხოების მთავარ ღერძს, ადამიანის უფლებების დამცავ ღერს, ამ დროს ვიღებთ საპირისპიროს. ეს ღერძი თავიდან ბოლომდე არა თუ მოშლილია, არამედ მოძალადე, დამნაშავე პოლიციელი ამ დრომდე დაკავებული არ არის, როდესაც ყველა ადამიანმა ნახა ეს შოკისმომგვრელი კადრები. სისტემა არის ჩამოშლილი, სისტემა არ სჯის ადამიანებს, პოლიციელებს, ვინც ჩადის დანაშაულს. ალბათ, ხვალ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გამოვლენ და იტყვიან, რომ პოლიციის მხრიდან სისასტიკე ხდება ყველა ქვეყანაში, მაგრამ პოლიციის მხრიდან სასტიკ დანაშაულს მოჰყვება ადეკვატური რაეგირება ყველა იმ სახელმწიფო უწყების მხრიდან, რომელიც უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს. საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში, ეს ყველაფერი არის მოშლილი. ჩვენი მოთხოვნაა და ალბათ, საზოგადოების ყველა წევრის მოთხოვნაც, რომ სასწრფოდ, დუყოვნებლივ დააკავონ ის პოლიციელი, რომელმაც ჩაიდინა განზრახ ძალადობა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და იძალადა შშმ პირზე. ასევე, დაკავებული თანამდებობიდან უნდა გადადგეს და პასუხისმგებლობა დადგეს იმ ადამიანის, ვის განყოფილებაშიც და დანაყოფშიც შედიოდა ეს ადამიანი. ზოგადად, გავიაზროთ სად ვცხოვრობთ, რატომ არის სისტემა თავგასული და რატომ ხდება, რომ პოლიციის მხრიდან ჩვენი დაცვის ნაცვლად, გვხვდება ის სისასტიკე, რომელმაც ალბათ თითოეული თქვენთაგანი შეძრა და შეძრა ძალიან მცირე ხნით სოციალურ ქსელში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი განვითარებას ჰპოვებს, თუ ეს ადამიანები არ დაისჯებიან ძალიან მკაცრად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ. newsreport.ge/
  22. უკრაინაში შეჭრა სისხლისმღვრელი საქმეა, ეს რუსეთისთვის შეიძლება ახალი ჩეჩნეთი იყოს – აცხადებს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი. „ძალიან მკაფიოდ უნდა ვუთხრათ კრემლს, რომ ეს დამღუპველი ნაბიჯი იქნება. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ მესიჯი, რომ უკრაინაში შეჭრა რუსეთისთვის მტკივნეული, სასტიკი და სისხლიანი პროცესი იქნება და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთში ხალხმა გაიგოს, რომ ეს ახალი ჩეჩნეთი შეიძლება იყოს“, -” თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. newsreport.ge/
  23. ბათუმში, ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა. შემთხვევა გუშინ, 23 იანვარს, მოხდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. newsreport.ge/
  24. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო ეხმიანება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას უკრაინიდან საელჩოს თანამშომლების გაყვანის შესახებ და მას ნაადრევს უწოდებს. “მივიღეთ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების ცნობა უკრაინიდან აშშ–ის საელჩოს თანამშრომლების გაყვანასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ უცხო ერების უფლებას, უზრუნველყონ მათი დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცულობა, გვჯერა, რომ მსგავსი ნაბიჯი ნაადრევი და გადაჭარბებული სიფრთხილის მაგალითია”,- წერს ოლეგ ნიკოლენკო ტვიტერზე. We have taken note of @StateDept’s decision re departure of family members of @USEmbassyKyiv staff. While we respect right of foreign nations to ensure safety & security of their diplomatic missions, we believe such a step to be a premature one & an instance of excessive caution. — Oleg Nikolenko (@OlegNikolenko_) January 24, 2022 ცნობისთვის, დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინაში აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს უკრაინის ნებაყოფლობით დატოვების უფლება მისცა, ხოლო თანამშრომლების ოჯახის წევრებს უბრძანა, დატოვონ ქვეყანა. საელჩოს ცნობით, გადაწყვეტილებების მიზეზი რუსეთის სამხედრო აგრესიის განგრძობადი საფრთხეა. არსებული ინფორმაციით, დიპლომატების გაყვანას იწყებს დიდი ბრიტანეთი. რაც შეეხება ევროკავშირს, ბორელის განცხადებით, იმავეს გაკეთებას არ აპირებენ. newsreport.ge/
  25. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის გაუქმების მიზეზი მისი მოუცლელობა არ ყოფილა. მისი განმარტებით, სანამ ევროპარლამენტარები საქართველოში ჩამოვიდოდნენ, მანამდე ევროპარლამენტის თავმჯდოამარესთან მას მემორანდუმი უნდა გააფორმოს. “ჟან მონეს დიალოგი წარმოადგენს ფორმატს საქართველოს პარლამენტს თავმჯდომარის და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შორის და ამიტომ, საჭიროა არის, რომ ეს შეთანხმებით შედგეს მანამ სანამ იქნება ასეთი სახის ღონისძიება დაგეგმილი და ეს კომუნიკაცია გვქონდა მათ შორის ამ ჯგუფთანაც. როდესაც შევიტყვეთ, რომ აპირებდნენ ჩამოსვლას, მაშინვე შევატყობინეთ, რომ ჯერ საჭიროა, მით უმეტეს ახალარჩეული ჰყავს თავმჯდომარე, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს. იცით, რომ ჟან მონეს დიალოგი ჯერ დაწყებული არ არის, ფორმალურად ამას სჭირდება ევროპარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მემორანდუმის გაფორმება და სწორედ ეს მიზეზები მოვახსნეთ ჩვენ ევროპარლამენტარების შესაბამის ჯგუფს”.- ამბობს პაპუაშვილი TV პირველთან. ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რატომ ჩაწერეს ევროპარლამენტარებმა განცხადებაში, რომ მას არ ეცალა, პაპუაშვილი პასუხობს, რომ “რა თქმა უნდა, მიზეზი ეს არ ყოფილა”. “განმარტებები პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა საჯაროდ და კომუნიკაციაც გვქონდა, მოვუწოდეთ, რომ გაასაჯაროვონ მთლიანი კომუნიკაცია. დანარჩენს ვერ გეტყვით, ეს მათ [ევროპარლამენტარებს] უნდა ჰკითხოთ. პროცესი უნდა წარიმართოს იმ წესების და ფორმატის მიხედვით, რომელიც არსებობს ჯან მონეს დიალოგში”.- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...