Jump to content
Planeta.Ge

პლანეტა.გე

პლანეტელი
  • პოსტები

    742
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი პლანეტა.გე

  1. პირი, რომელმაც გერმანელ ტურისტს 1 ბოთლ ლუდში 1 000 ლარი გადაახდევინა, დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის პროკურატურასთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი, 1980 წელს დაბადებული ე.ჩ. იძულების ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ,-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა. საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი – ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას – ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. newsreport.ge/
  2. “პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ვისაუბრეთ პარლამენტში ბოლო დროს განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით, იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც გასულ თვეში, ჩემი არყოფნის დროს მოხდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საკითხთან დაკავშირებით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით და ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და მე გამოვხატე ინტერესი, თუ როგორ წარიმართება პროცესი მომავალში წარსულში ნასწავლი გაკვეთილებისა და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული პროცესის შესახებ ჩემი არყოფნის დროს ჩემი სახელით გაკეთდა კომენტარი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო გასაკვირი და დაჩქარებული პროცესი არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი, არამედ საერთაშორისო პარტნიორების გამოც, ვინაიდან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს დემოკრატიის შენება დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ, ევროკავშირი, წლების განმავლობაში ვახორციელებდით ინვესტირებას ამ სამსახურში, ასე, რომ სათანადოდ გვესმის, რას ნიშნავდა ეს ცვლილებები. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეკითხვები და ვფიქრობთ, რომ პროცესი ძალიან სწრაფად წარიმართა, რაც შესაბამისი განხილვის საშუალებას არ იძლეოდა“, – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. newsreport.ge/
  3. მზად ვართ, დევნილებსა და სამინისტროს შორის მედიატორის როლი შევასრულოთ – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზღვის უბნის დასახლებაში, სანატორიუმ „ქართლის“ შენობაში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ძალიან არასწორია, როდესაც გამოძიება ერთი დღის დაწყებული იყო და მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან წინასწარ გაკეთებული განცხადებები ისმოდა – კვალიფიკაციის გამოცხადება გამოძიების პროცესში. მითუმეტეს, რომ მე გავესაუბრე თვითმხილველებს, ვინც იცნობდა გარდაცვლილს, ჰქონდა ურთიერთობა წინა დღეებში და ამ შემთხვევის თვითმხილველები არიან. მათი მონათხრობიდან, ნამდვილად არ უნდა დარჩენილიყო შთაბეჭდილება გამოძიებას, რომ ეს იყო შემთხვევითობა, ან უბედური შემთხვევა. დაველოდები გამოძიებას, თუმცა, ამ განცხადების გაკეთება მიმაჩნია ცალსახად არასწორად, მითუმეტეს, გარემოებები ამაზე არ მიუთითებს. ჩემი სურვილია, აქ მცხოვრებ პირებს დავეხმარო პრობლემის მოგვარებაში. დევნილებს და სამინისტროს შორის კომუნიკაციის დეფიციტიც არსებობს. სახალხო დამცველი და ჩემი აპარატი მზად ვართ, შევასრულოთ მათ შორის მედიატორის როლი. ვუკეთებ შეთავაზებას ჯანდაცვის მინისტრს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით შევხვდეთ და გავისაუბროთ. ჩვენ წლებია ამ საკითხებზე ვმუშაობთ და ვიცით სპეციფიკა და დეტალები მსგავსი პრობლემების. მზად ვარ იმისათვის, რომ ჩავერთო მოლაპარაკებებში სამინისტროსთანაც, მოვისმინო მათი პოზიციები, გადავცეთ დევნილების მოსაზრებები და პრობლემები“, – განაცხადა ლომჯარიამ. newsreport.ge/
  4. 17 იანვარის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.0811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0775 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.36 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.5183 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.5268 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.85 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2278 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.2162 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 18 იანვარიდან შევა ძალაში. newsreport.ge/
  5. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ, 16 იანვარს, ერთი წელი შესრულდა, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. ის იმ შედეგებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, მმართველმა პარტიამ ერთი წლის განმავლობაში მიიღო. “ერთი წლის თავზე, გვაქვს შემდეგი შედეგები: დასრულდა ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ უფრო გაიმყარა ლეგიტიმაცია; ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერი, ღირსეული პარლამენტის თავმჯდომარე, ღირსეული დედაქალაქის მერი და მმართველი გუნდი ერთიანია, როგორც არასდროს; რადიკალური ოპოზიცია, რომლის ლიდერი დამსახურებულ სასჯელს იხდის, უკიდურესად დასუსტდა და აღარ აქვს შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს სიმტკიცეს; მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფო და საპარლამენტო სუვერენიტეტს, მთავრობამ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უზრუნველყო. მიხარია, რომ ამ შედეგების დადგომაში პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ჩემი წვლილი შევიტანე”,– წერს ირაკლი კობახიძე. newsreport.ge/
  6. “დევნილებთან დაკავშირებით პრობლემების ეს მასშტაბი მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ წინა ხელისუფლების პერიოდში საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული იყო”- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების პრობლემებს და მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. “ობიექტურობა მოითხოვს, რომ რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი იქნას მხედველობაში მიღებული, როცა ამ საკითხების, თუნდაც, ტრაგედიის ირგვლივ გვექნება შეფასებები: “ქართული ოცნების” ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალი მხარდაჭერა გამოუცხადა დევნილებს სოციალური საკითხების მოსაწესრიგებლად და მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ მიმართულებით განხორციელებული აქტივობების ღირებულება, მასშტაბი თუ ინტენსივობა. თუმცა, ამის მიუხედავად რჩება გადაუწყვეტელი პრობლემები, რაც მოითხოვს მუშაობას და პრობლემების ეს მასშტაბი, რაც ქვეყანას აქვს, განპირობებულია მნიშვნელოვანწილად იმით, რომ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ამ საკითხებს არათუ არასათანადო ყურადღება ეთმობოდა, არამედ მთლიანად იყო პრობლემა და საზოგადოების ეს ნაწილი იგნორირებული და დავიწყებული. ამ ფონზე, რა მოცემულობაც გვაქვს, მე ძალიან ვაფასებ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გამოავლინა მზადყოფნა მიმდინარე მწვავე და კრიზისული პრობლემების გადასაჭრელად შეთავაზებული ყოფილიყო ქირით გადაყვანა და შემდეგ პრიორიტეტიზაცია გრძელვადიანი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ამ მიმართულებით თანამშრომლობა აქციის მონაწილეებმა და ხელისუფლებამ უნდა გააგრძელონ, რადგან ეს არის საკითხის გადასაჭრელად ყველაზე სწორი მოდელი. თუნდაც იმ მიზეზების ფონზე, რაც მე ჩამოვთვალე, რაც მხედველობაშია მისაღები, ნათელია, რატომ ხდება საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციების მომრავლება, ეს ამორალურია, როცა ადამიანები ცალკეულ ტრაგედიებს საკუთარი პოლიტიკური მერკანტილური მიზნებით იყენებენ”, – განაცხადა სარჯველაძემ. newsreport.ge/
  7. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეხმიანება მათ მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას საქალაქო სასამართლოს მიერ. სასამართლომ 11 იანვრის ასევე გააუქმა იუსტიციის სამინისტროსთვის გამოწერილი ჯარიმაც, რომელიც ასევე მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროებას ეხებოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება ყველა ეპიზოდთან მიმართებით იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. თოლორაიას უწყების ცნობით, აღნიშნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. “სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას. მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს. იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე), მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა”,– აცხადებს ინსპექტორი. newsreport.ge/
  8. კომპანია თელასის განცხადებით, ხვალ, 18 იანვარს თბილისის 20-ზე მეტ ქუჩასა და რამდენიმე დასახლებას ელექტროენერგია დროებით გაეთიშება. კომპანია ამის მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებასა და ქსელში გადართვებს ასახელებს. გლდანი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების (ნაწილობრივ); მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ); სამხედრო დასახლების (ნაწილობრივ); ლიბანის ქუჩას; ზარზმის ქუჩას; გაგრის ქუჩას; ალეკო გობრონიძის ქუჩას. საბურთალო ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე და 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ზურგოვანის; აღმაშენებლის ხეივნანს; აგრარული უნივერსიტეტის დასახლებას; მისის დასახლება; პეტრიწის ქუჩას. ვაკე ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილს (ნაწილობრივ); ილია ჭავჭავაძის გამზირის; წყნეთის ხევის მოსახლეობას; წყნეთის ქუჩას; ყიფშიძის ქუჩას; ირაკლი აბაშიძის ქუჩას; ფალიაშვილის ქუჩას; თაქთაქიშვილის ქუჩას; მოსაშვილის ქუჩას; კავსაძის ქუჩას; გაბაშვილის ქუჩას; მიქელაძის ქუჩა კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. newsreport.ge/
  9. “მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს (ცხადია დევნილებთან შეთანხმებით). გავმართოთ საქმიანი შეხვედრა და მოვაგვაროთ “ქართლის” დევნილების საკითხი. ნებისმიერ დროს, მე, გიგა ლემონჯავა (იურისტი) და დევნილების წარმომადგენელი მოვალთ და მოვაგვაროთ. თუ პოლიტიკოსის დანახვა თქვენთვის მიუღებელია, იურისტი და დევნილები მოვლენ. ოღონდ სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს. თუ ასე არ მოგვარდა, ცხადია, იქნება აქცია და არ გავჩერდებით. მხოლოდ ქართლის აქცია არ იქნება. უკვე უამრავი დევნილი და არადევნილი რეკავს სოლიდარობის ნიშნად. ამ საკითხში არ არის თვითმიზანი აქცია, ამიტომ გთავაზობთ ცივილიზებულ გამოსავალს. შეხვედრა რაც შეიძლება სწრაფად!” მიმართავს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია ჯანდაცვის სამინისტროს. ცნობისთვის, დღეს სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ. newsreport.ge/
  10. პარტია “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ტელეკომპანია იმედის შენობასთან მივიდა და ეთერის დათმობას ითხოვს. მისი თქმით, მზადაა, მის მიმართ ფულის გათეთრების საქმეზე ყველა კრიტიკულ კითხვას უპასუხოს. ხაზარაძე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ერთ-ერთი გადაცემია ანონსში ვნახე ნათქვამია, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე მათ ემალებიან, რაც სიმართლე არ არის. “რა საჭიროა ასეთი ურცხვი ტყუილი? აქ ვარ, გელოდებით, თუ ინტერვიუს არ ჩამომართმევთ და ისე გაუშვებთ სიუჟეტს, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ დეზინფორმაციას ავრცელებთ, ტენდენციურები და მიკერძოებულები ხართ!”,- აცხადებს ხაზარაძე. newsreport.ge/
  11. ჯანდაცვის სამინისტრო ეხმიანება სანატორიუმ ქართლის შენობასთან დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის მიერ თავი მოკვლის ფაქტს და მწუხარებას გამოთქვამს. უწყების ცნობით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს. სამინისტროს განცხადებით, სანატორიუმ ქართლში მცხოვრებლები მიმდინარე წლის განმავლობაში საცხოვრებელ ფართებს უპირობოდ მიიღებენ. “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი იძულებით გადაადგილებულ პირებზე ზრუნვა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებაა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, შენობაში მცხოვრებ ოჯახებზე გასცა ადმინისტრაციული დაპირება და განსახლების ორი გზა შესთავაზა. იძულებით გადაადგილებულ პირებს, თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს. დევნილ ოჯახებს ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს უპირობოდ მიიღებენ”,– აცხადებს უწყება. newsreport.ge/
  12. სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრებმა დევნილმა თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მოსახლეობა ექსპერტ-კრიმინალისტებს საშუალებას არ აძლევს, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ და ცხედარი გადაასვენონ. სანატორიუმ ქართლის ყოფილ შენობაში მცხოვრებმა დევნილებმა ბოლო დღეებში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი საცხოვრებლად ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. newsreport.ge/
  13. ხანდახან ხდება ისე, რომ დილით იღვიძებ, სასწორზე დგები და გაოგნებული ხარ. როგორ? რატომ? საიდან გაჩნდა ზედმეტი კილოგრამები, როცა მთელი კვირა დაძაბულ მუშაობაში, ყოველგვარი ტკბილეულის, ცომეულის, კალორიული საკვების თუ გაზიანი სასმელის გარეშე გაატარე, მკაცრად აკონტროლებდი კვებას და შედეგი საპირისპირო მიიღე. იწყებ გონებაში ყველა “საეჭვო გარემოების“ გადახედვას, რამაც ზედმეტი კილოგრამების მატება გამოიწვია. სიმართლე კი ის არის, რომ ზოგჯერ წონის მატებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თუ რას ჭამთ ან რამდენს ვარჯიშობთ. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც წონის კლების გზაზე დიდი დაბრკოლებაა: არასაკმარისი ძილი რეგულარული გამოუძინებლობა არა მხოლოდ ფიზიკურად ფიტავს ორგანიზმს, არამედ პერსპექტივაში წონის მატებასაც იწვევს. მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ ზუსტ კავშირს ძილის უკმარისობასა და ჭარბ წონას შორის, თუმცა ერთი იმთავითვე ცხადი მიზეზი სახეზეა– უძილობის შემოტევისას საკვებს მეტად ეტანებით. გარდა ამისა, ძილის ქაოსური რეჟიმი ცირკადული რიტმების ციკლს არღვევს, რაც ჰორმონალურ და მეტაბოლურ რეგულაციაზე მოქმედებს. სანამ საჭირო დროს არ გძინავთ, ჰორმონები სერიოზულ გადატრიალებას აწყობენ: ლეპტინგის ნაცვლად, რომელიც ენერგიას არეგულირებს და მადას თრგუნავს, გამოიყოფა დიდი რაოდენობით გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას აღვიძებს. სწორედ ამიტომ, მათ, ვინც სამსახურში გვიანობამდე შემორჩებახოლმე, ასე იზიდავს ტკბილეული და ცხიმიანი პროდუქტი – კალორიებით სწრაფი “დამუხტვა“ მათ განსაკუთრებით ესაჭიროებათ. როგორ მოვიქცეთ: სცადეთრეჟიმის აღდგენა – ეცადეთ დროულად დაწვეთ დასაძინებლად და ერთი და იმავე დროს გაიღვიძოთ, რათა ცირკადული ციკლი აღადგინოთ. დაიცავით ძილის ჰიგიენის ნორმები, გამორთეთ ელექტრონული მოწყობილობები დაძინებამდე ორი საათით ადრე, ასევე ამ დროს შეწყვიტეთ საკვების მიღება. და აუცილებლად შეზღუდეთ კოფეინის მიღება დღის მეორე ნახევარში, თუ დაძინების პრობლემა გაქვთ. მუდმივ სტრესში ცხოვრება შეიძლება ამას ვერც კი ხვდებოდეთ, თუმცა დაძაბული სამუშაო კვირა, შაბათ–კვირის დასვენებაზე უარის თქმა დამატებითი შემოსავლისთვის, პრობლემები პირად ცხოვრებაში აუცილებლად აისახება თქვენს წონაზე, ანუ წონაში მოიმატებთ. ასეა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი. ის ცხიმის დარეზერვებას იწყებს, როგორც კი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ტვინს სიგნალს უგზავნის და გადარჩენა/თავდაცვის რეჟიმზე გადასვლის ბრძანებას აძლევს. კორტიზოლის მომეტებული დონე შესაძლოა სასარგებლო იყოს დროის მოკლე პერიოდებში, თუმცა ქრონიკული სტრესი მხოლოდ ნეგატიურ მაჩვენებლებს იწვევს. უჯრედული მეტაბოლიზმის კვლევამ, რომელიც ამერიკელმა მეცნიერებმა 2018 წელს ჩაატარეს, დაამტკიცა, რომ არსეობს პირდაპირი კავშირი კორტიზოლის მაღალ დონესა და პროგრესირებად სიმსუქნეს შორის. ამასთან, მუდმივად გადატვირთული ადამიანები ვერ ახერხებენ დროის გამონახვას ვარჯიშისა და ფიზიკური აქტივობისთვის, ასევე ნორმალური საკვებიბს მომზადებისთვის. როგორ მოვიქცეთ: დავიცვათ ძილის რეჟიმი, როგორმე მოვახერხოთ ვარჯიში, გამოვიმუშავოთ ჯანსაღი და გემრიელი საკვების მომზადების ჩვევა, ასევე ავითვისოთ მეთოდები ქრონიკული სტრესის მოსახსნელად, მაგალითად ღრმა სუნთქვა და მედიტაცია. დიეტოლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი პაციენტები გახდომას იწყებენ, როგორც კი მათი რჩევების და პრაქტიკების რეგულარული განხორციელების რეჟიმზე გადადიან. პრობლემები ნაწლავურ ფლორასთან დაკავშირებით საჭმლის მონელების პრობლემები, კუჭნაწლავის დისკომფორტიდან დაწყებული, ბანალური შეკრულობით დამთავრებული, ასევე იწვევს წონის მატებას. წონის მატების ერთ–ერთი მთავარი ფაქტორი მიკროფლორასთან დაკავშირებული პრობლემებია. სამეცნიერო კვლევები სასარგებლო და პათოგენურ ნაწლავურ ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევას წონის მატებას უკავშირებენ. სხვათაშორის, ეს ერთ–ერთი მიზეზია, რატომაც ხელოვნური დამატკბობლები ზედმეტი კილოგრამებისგან ვერ გვიცავს – ისინი უარყოფითად მოქმედებს დადებით მიკრობიოტიკებზე და კუჭნაწლავის ტრაქტის მოქმედებაზე. არასწორი ნაწლავური ფლორა ასევე ხელს უწყობს ინსულინის მიმართ რეზისტენტულობას, რაც გლუკოზის ათვისებას ართულებს და წონის მატებას იწვევს. როგორ მოვიქცეთ: გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც სავარაუდოდ პრობიოტიკების კურსს დაგინიშნავთ და შეცვალეთ კვების რაციონი. დაამატეთ მენიუში მეტი უჯრედისი, რომელიც ბაქტერიებს ძალიან უყვართ და ფერმენტირებული პროდუქტები. არ გყოფნით ვიტამინები ან მინერალები მაგნიუმის, რკინის დაბალი დონე და D ვიტამინის უკმარისობა იმუნური სისტემის მუშაობას აფერხებს, ანელებს მეტაბოლიზმს და უბრალოდ ორგანიზმს ენერგიას აცლის. გრძნობთ, რომ დაღლილი და დასუსტებული ხართ, რის გამოც ვარჯიშს ვერ ახერხებთ, იძულებული ხართ უძლიერესი ყავა დალიოთ, შოკოლადი ან სხვა მარტივი ნახშირწ####ბი მიიღოთ, არადა მშვენივრად იცით ეს რასაც იწვევს. როგორ მოვიქცეთ: მიირთვით წითელი ხორცი, წიწიბურა, ღვიძლი, ისპანახი, თხილი ან ნუში, რათა რკინის და მაგნიუმის მაჩვენებლები გააუმჯობესოთ. იმ შემთხვევაში, თუ მზეზე ცოტა დროს ატარებთ D ვიტამინი აბების სახით უნდა მიიღოთ, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან ზედოზირება თირკმელებში კენჭის გაჩენას იწვევს. უყურადღებობა იმის მიმართ, რასაც ჭამთ მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ხშირად სერიოზულად არ აღიქმება: მცირე ცვლილებებმა ცხოვრების წესში ხშირად შეიძლება როგორც წონის კლება, ასევე მისი მატება გამოიწვიოს. მაგალითად, ახალ ადგილზე გადახვედით საცხოვრებლად, რომელიც შორს არის იმ პარკისგან, სადაც ყოველ საღამოს სეირნობდით, მჯდომარე სამუშაოზე გადაერთეთ ან უცებ თავი შეგახსენათ სადილის დროს გაზიანი სასმელის დალევის ჩვევამ. ამ მინი ცვლილებების სულ რამდენიმე კვირა საკმარისია იმისათვის, რომ თქვენს მუცელზე და დუნდულებზე აისახოს. დიეტოლოგები ერთხმად თანხმდებიან, რომ სასუსნავი და ალკოჰოლური სასმელი ხშირად თავგზას გვიბნევს კალორიების დათვლისას. როგორ მოვქცეთ: პირველ რიგში კვების სასარგებლო ჩვევებს უნდა დაუბრუნდეთ. ამისათვის შეიძლება დღიურიც აწარმოოთ და ჩაიწეროთ, რა და როდის ჭამეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე შეძლებთ ნათლად დაინახოთ სრული სურათი და განსაზღვროთ ცვლილებები, რომლებმაც წონაში მატება გამოიწვია, შესაბამისად მათი გაკონტროლების შემთხვევაში წონის კლებას შეძლებთ. newsreport.ge/
  14. „ძალიან ხშირი მოწოდების მიუხედავად, სამწუხაროდ, უნივერსიტეტებში, პროფესორ-მასწავლებლების აცრის მაჩვენებელი უფრო მაღალია, მაგრამ სტუდენტების აცრის მაჩვენებელი არასახარბიელოა. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს [უნივერსიტეტებთან]. იმ უნივერსიტეტებს, სადაც სტუდენტების დიდი ნაწილი, 80-90% აცრილია, რა თქმა უნდა, შეუძლიათ, პირისპირ სწავლებაზე მეტი აქცენტი გააკეთონ“ ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. newsreport.ge/
  15. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლი მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. newsreport.ge/
  16. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. უწყები ცნობით, ტესტირება COVID-19-ის პანდემიის მართვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან მნიშვენლოვანია ინფიცირებულთა დროული გამოვლენა, იზოლირება, გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტა და ინფექციის გავრცელების შეკავება. “ომიკრონის შტამის გავრცელების პირობებში, გაზრდილია ტესტირებაზე მოთხოვნა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ინფიცირებულთა გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია როგორც PCR კვლევა (ტესტირების ოქროს სტანდარტი), ასევე ანტიგენის სწრაფი ტესტირება საქართველოში ბოლო 7 დღის მანძილზე ჩატარებულია 372.981 ტესტი, ტესტირებისადმი ყოველდღიური მიმართვიანობის საშუალო დღიური რაოდენობა დაახლოებიტ 53%-ით მეტია წინა 7 დღის მანძილზე ჩატარებული ტესტების რაოდენობასთან შედარებით. საჭიროებისას, მოქალაქეებმა ტესტირებისთვის უნდა მიმართონ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც უფასოდ ჩაუტარდებათ ტესტირება ანტიგენის სწრაფი ტესტით. უსიმპტომო პაციენტებს, ვისაც ანტიგენის სწრაფი ტესტით დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, ასევე სიმპტომიან პაციენტებს რომლებსაც ანტიგენის სწრაფი ტესტით არ დაუდასტურდებათ COVID-19 ინფექცია, დამატებითი ტესტირება PCR მეთოდით ჩაუტარდებათ ოჯახის ექიმის დასკვნის საფუძველზე. ოჯახის ექიმთან კონსულტაციის გავლა შესაძლებელია ტესტირების პუნქტში შესაბამისი სერვისის არსებობის შემთხვევაში, ან ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმებთან სატელეფონო კომუნიკაციის გზით. მნიშვნელოვანია, რომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, COVID-19 ინფიცირების სტატუსის დადასტურების მიუხედავად, მოქალაქეებმა უნდა დაიცვან ქვეყანაში არსებული იზოლაციის წესები, რათა არ გახდნენ როგორც აღნიშნული, ასევე სხვა რესპირატორული ინფექციების გავრცელების წყარო”,– აცხადებს NCDC. newsreport.ge/
  17. პრინცი ჰარი სასამართლოს გზით ცდილობს მიაღწიოს ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვას, რომლითაც მას ბრიტანეთში ყოფნისას პოლიციის მიერ დაცვაზე უარი ეთქვა. სამეფო პრივილეგიების გარეშე დარჩენილი პრინცი ამბობს, რომ მზად არის პოლიციის მუშაობის ხარჯები საკუთარი ჯიბიდან დაფაროს. აშშ–ში მცხოვრებ სასექსის ჰერცოგს სამშობლოში ჩასვლა უნდა ოჯახთან ერთად და ამგვარად ცდილობს ცოლისა და შვილების უსაფრთხოება უზრუნველყოს. “დიდი ბრიტანეთი ყოველთვის სახლი იქნება ჰარისთვის და იქნება ქვეყანა, სადაც ის იმედოვნებს, რომ მისი ცოლი და შვილები უსაფრთხოდ იქნებიან. პოლიციის მხრიდან დაცვის არარსეობა ძალიან დიდ პირად რისკთან არის დაკავშირებული“– ნათქვამია პრინცის წარმომადგენლის განცხადებაში. დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილმა პოლიციის დაცვა მას შემდეგ დაკარგა, რაც 2020 წელს სამეფო მოვალეობებზე უარი თქვა და ქვეყანა დატოვა. მანამდე მისი დაცვა გადასახადის გადამხდელების ფულით ფინანსდებოდა. ახლა ჰარის და მეგან მარკლის ქალიშვილი, ლილიბეტი 7 თვის არის და ის ბრიტანეთში პირველად უნდა ჩავიდეს. გოგონა ჯერ არ იცნობს დედოფალ ბებიას და უინძორების ოჯახის სხვა წევრებს.შობის წინ ჰარიმ და მეგანმა მისალოცი ბარათი გაავრცელეს ფოტოთი, რომელზეც შვილებთან – არჩისთან და ლილიბეტთან ერთად არიან ასახული ჰარი ამტკიცებს, რომ კერძო კომპანია, რომელიც მას ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ იცავს, ვერ შეძლებს სრულად შეცვალოს ადგილობრივი პოლიცია, რომელსაც აქვს წვდომა ოპერატიულ ინფორმაციასთან და აუცილებელი იურიდიული უფლებამოსილებები. სასამართლოში შესული შუამდგომლობა, რომლის მიზანი სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაა 2021 წლის ივლისში ლონოდონში მომხდარ ინციდენტს მოჰყვა, როცა ფოტოგრაფებმა საქველმოქმედო ღონისძიების შემდეგ ჰარის ავტომობილს დიდხანს სდიეს. პრინცის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სასამართლოში სარჩელი სექტემბერში იმ იმედით შეიტანეს, რომ ბრიტანეთის შსს–ს გადაწყვეტილების გადახედვა და პრინცისთვის აუცილებელი დაცვის უზრუნველყოფა შესაძლებელი იქნება. “პრინც ჰარის მემკვიდრეობად ერგო მისი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეები დაბადების მომენტიდან მთელი ცხოვრება. ის ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსეა, ორჯერ იმსახურა როგორც სამხედრომ ავღანეთში, ბოლო წლებში კი მისი ოჯახი ორჯერ აღმოჩნდა ნეონაცისტების და ექსტრემისტების მუქარის სამიზნე. ამ ინციდენტების დეტალები დოკუმენტირებულია“. – ნათქვამია განცხადებაში. პრინცმა პოლიციის მომსახურების მისი ჯიბიდან ანაზღაურება ოჯახს ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში სანდრიგემში შესთავაზა, როცა დედოფალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სასექსის ჰერცოგის ოჯახის სამომავლო როლის შესახებ. თუმცა მისი წინადადება უარყოფილ იქნა. ვის უნდა დაეფარა ჰარის და მეგანის უსაფრთხოების ხარჯები – ამ საკითხზე დიდი განხილვები მიმდინარეობდა არა მხოლოდ ბრიტანეთში. წყვილის აშშ–ში გადასვლის შემდეგ მაშინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სახელმწიფო არ დაფარავდა მათი დაცვის ხარჯებს. მაშინ ჰარიმ და მეგანმა განაცხადეს, რომ მათი უსაფრთხოების ზომები აშშ–ში კერძო თანხებით ფინანსდება. წყვილი უკვე მეორე წელია ამერიკაში ცხოვრობს, სადაც მათ მეორე შვილი შეეძინათ. newsreport.ge/
  18. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ სიცრუეა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი საზღვარ გარეთ გადაიყვანეს. საპატრიარქოს განმარტებით, მეუფე სტეფანე ამჟამად ექიმების ზედამხედველობით რეაბილიტაციის კურსს გადის და, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ამ პერიოდს იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში გაატარებს. “მიტროპოლიტის დედაქალაქში დარჩენის მთავარი მიზეზი არის ის, რომ საჭიროების შემთხვევაში მეუფემ დაუყოვნებლივ და დაუბრკოლებლად შეძლოს შესაბამისი სამედიცინო კონსულტაციისა თუ დახმარების მიღება. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ დღეისათვის მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, იგი იმყოფება თბილისში და რეაბილიტაციის დასრულებამდე, გარკვეული დროით, დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში დარჩება”,– აცხადებს საპატარიარქო. newsreport.ge/
  19. შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, 37 წლის კაცმა 38 წლის ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, შემდეგ კი გაზქურა მოშვებული დატოვა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს და დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1985 წელს დაბადებული გ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა გ.ბ.-მ ყოფილი მეუღლე, 1984 წელს დაბადებულ ნ.ჭ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად გ.ბ. დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. newsreport.ge/
  20. “საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მდიდარი საგანმანათლებლო ტრადიციების ნიადაგზე აღმოცენდა და საინჟინრო განათლების სფეროში პირველი, ხოლო ზოგადად – ერთ-ერთი უძველესი სასწავლო დაწესებულებაა არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებშიც. დაარსებიდან მალევე უნივერსიტეტი გადაიქცა საინჟინრო კადრების უდიდეს და შეიძლება ითქვას, მთავარ სამჭედლოდ, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულდებდა ქართული მეცნიერებისა და მთელი რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში” ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. newsreport.ge/
  21. მთავარი არხის ინფორმაციით, ლაგოდეხში 35 წლამდე ქალის გარდაცვალების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალის მკვლელობის შემდეგ სახლში გაზქურა მოშვებული დატოვა და გაზით გაგუდვის ინსცენირება სცადა, თუმცა დღეს იგი პოლიციამ დააკავა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. newsreport.ge/
  22. “აშშ-ში და სხვა ქვეყნებში, ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზარდა, მაგრამ არ გაზრდილა მძიმე შემთხვევებისა და ლეტალობის მაჩვენებელი. ამიტომ, ალბათ ჩვენთანაც ეს ტრენდი იქნება. რაც უფრო მეტი ბავშვი გახდება ავად, ლოგიკურად, ჰოსპიტალიზაცია მოიმატებს, მაგრამ, მაინც დავამშვიდოთ მშობლები, რომ მძიმე მიმდინარეობა და სიკვდილობის მაჩვენებელი არ იზრდება. განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებსაც აქვთ ასაკობრივი შესაბამისობა და რომელიმე თანმხლები დაავადება, მათი ვაქცინაცია არის აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი” აცხადებს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი TV პირველის ეთერში. newsreport.ge/
  23. თელასის განცხადებით, ხვალ, 17 იანვარს ელექტრომომარაგება თბილისის ნაწილს, სხვადასხვა მიზეზით, შეუწყდება: საბურთალო ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ); ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის; ვაჟა-ფშაველას V კვარტლის; ნუცუბიძის ქუჩას; მინდელის ქუჩას; ბედიას ქუჩას; პოლიტკოვსკაიას ქუჩას; ძოწის ქუჩას; ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღომს (ნაწილობრივ); დიღმის სასწავლო მეურნეობის; დიდი დიღმის I, III მიკრორაიონებს (ნაწილობრივ); ფარნავაზის გამზირს; აღმაშენებლის ხეივანს (ნაწილობრივ); დიღმის მასივის I კვარტალს (ნაწილობრივ),; ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის; ტარიელის ქუჩას; გიორგი ბრწყინვალის ქუჩას; მეფე მირიანის ქუჩას; პეტრე იბერის ქუჩას; პეტრიწის ქუჩას; დემეტრე თავდადებულის ქუჩას; ვეფხისტყაოსნის ქუჩას; თინათინის, ქუჩას; ფატმანის ქუჩას; ასმათის ქუჩას; ავთანდილის ქუჩას; დავარის ქუჩას; ოთხი ათასი მესხის ქუჩას; სიხარულიძის ქუჩას; გრიგოლ ფერაძის ქუჩას; პიმენ ყურაშვილის ქუჩას; გურამ ნიჟარაძის ქუჩას. კრწანისი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ); გორგასლის ქუჩას; კრწანისის ქუჩას; ბეჟან კალანდაძის ქუჩას; გრიგოლ ვოლსკის ქუჩას; ორთაჭალის ქუჩას; ჯაფარიძის ქუჩას. გლდანი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილს; გლდანის ხევის დასახლებას; ლიბანის ქუჩას; ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩას; გაგრის ქუჩას; ილია ვეკუას ქუჩას; კაჭარავას ქუჩას; ქერჩის ქუჩას; ჯანჯღავას ქუჩას; კობერიძის ქუჩას; გმირ კურსანტთა ქუჩას; მეგობრობის ქუჩას; გლდანულას ქუჩას. ვაკე გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. newsreport.ge/
  24. “დღევანდელი მონაცემებით თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ია, თბილისში 65% და დანარჩენ რეგიონებში 30%-ს [აღწევს]. დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა. რა თქმა უნდა, მოსალოდნელია ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა, ამიტომ არ უნდა დავმშვიდდეთ, კი, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს, განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ამ ყველაფერს შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა” ამბობს დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-თან საუბრისას. newsreport.ge/
  25. განათლების სამინისტროს განცხადებით, 17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია. მათი ცნობით, ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%. სამინისტროს ინფორმაციით, მშობლებს კვლავ შეუძლიათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა, ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ. “მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება. დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით. კერძოდ, სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით. ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში”, – ნათქვამია განცხადებაში. მათივე განცხადებით, მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს ტელესკოლა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად მოხდება. newsreport.ge/
×
×
  • შექმენი...