Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი საპატრულო კატარღებს, HIMARS-ის სისტემებისთვის დამატებით საბრძოლო მასალას, 155 და 105 მმ კალიბრის საარტილერიო საბრძოლო მასალასა და სხვა სათადარიგო ნაწილებს მოიცავს. Reuters-ის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის შინაარსი და მოცულობა შეიძლება შეიცვალოს. იპნ
  2. რაც შეეხება იმას, რომ გახარიამ ახალი პირობები წამოაყენა, რასაც მამუკა ხაზარაძე ბრიფინგზე იმეორებდა, ეს არ არის სიმართლე - პირობაში არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მათი პირობები, მაინც და მაინც, არ იყო სამართლიანი. „რაზეც დღეს გიორგი გახარიამ ისაუბრა, 3 ძირითად პუნქტზე, ახალი არ ყოფილა. მე მოვისმინე, რომ მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე მან თქვა, რომ ეს არის სამართლებრივად შეუძლებელიო, ესეც ასე არ არის. პირველი, პრეზიდენტის მოწოდება იყო, რომ ყოფილიყო ნეიტრალური პლატფორმა. როდესაც მოლაპარაკებები დაიწყო, ხაზარაძემ თქვა, რომ მილიონები მაქვს დახარჯულიო. საბოლოო ჯამში, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენს პარტიაზე გვეთქვა უარი. მეორე, გადაწყვეტილებები ორ სუბიექტს შორის სამართლიანად უნდა იყოს განაწილებული, სამართლიანი პარიტეტი. და მესამე, რაც ჩვენი გუნდისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო - კოალიციის არ შექმნა არც „ქართულ ოცნებასთან“, არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“. პირველ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ მალევე განვაცხადეთ თანხმობა, რადგან ხაზარაძეს მილიონები ჰქონდა დახარჯული. არაფერი ახალი, შეუძლებელი ან დროში მოუსწრებელი არ იყო ამ ყველაფერში. საბოლოო ჯამში 9-იანმა ის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიიღო. ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც არ იყო მათი პირობები სამართლიანი“,- განაცხადა ბუჩუკურმა. ამასთან, ბუჩუკურმა აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია სწორი პროცესის ჩაშლა ლევან ცუცქირიძეს დაბრალდეს. „არ მიმაჩნია სწორი, ლევან ცუცქირიძეზე გადაბრალება. „ლელო“ ცდილობს ლევანს გადააბრალოს მთელი ეს პროცესი. მე არ ვიცავ ცუცქირიძეს, უბრალოდ მგონია, რომ ეს სამართლიანი არ არის, რაც მეორე მხარემაც ძალიან კარგად იცის“, - განაცხადა ბუჩუკურმა. ცნობისთვის, პრეზიდენტის ინიციატივით, კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა - მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ საარჩევნოდ გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ის უშედეგოდ დასრულდა. იპნ
  3. საქართველოს პრეზიდენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძე, რომელსაც 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, შეიწყალა. გიორგი შანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. როგორც შანიძემ განაცხადა, 4 წელი მიუსაჯეს იმის გამო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის აქციებთან იყო დაკავშირებული და ასევე იმის გამო, რომ ოპოზიციას უჭერს მხარს. „პირველ რიგში, მადლობა. ძალიან მოულოდნელი იყო, არ ველოდი. ამ მომენტში გათავისუფლებას არ ველოდი. დავისაჯე იმისთვის, რომ აქციებთან ვიყავი დაკავშირებული და პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. რომ არა ეს პოლიტიკური ფონი, სავარაუდოდ პირობითით ან ჯარიმით დამტოვებდნენ. იმის გამო , რომ პოლიტიკური ელფერი იყო და მე, როგორც ოპოზიციის მხარეს ვიჭერ, ამის გამო დავისაჯე და მომისაჯეს 4 წელი“, - განაცხადა შანიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ „ტვ პირველთან“. ცნობისთვის, გიორგი შანიძე სამართალდამცავებმა 9 მაისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას, განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. შანიძეს მოგვიანებით ასევე ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას გულისხმობს. იპნ
  4. „ამერიკის ხმის” ინფორმაციით, შეერთებული შტატებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის და ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები შემუშავებული აქვს და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, მათ აღნიშნულ ინფორმაციას, ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის ორი პირი და ადმინისტრაციასთან დაახლოებული კიდევ ორი წყარო უდასტურებს. წყაროები „ამერიკის ხმას“ ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ, საკითხის ბუნებიდან გამომდინარე. წყაროების ინფორმაციით, მუშაობას სანქციების პაკეტზე ამერიკის ხაზინის და სახელმწიფო დეპარტამენტები წარმართავენ. „ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მან [ბიძინა ივანიშვილმა] გადადგა ნაბიჯები, რათა განევითარებინა ურთიერთობები რუს ოლიგარქებთან, გადადგა ნაბიჯები, რათა რუსეთისთვის მიეცა უკეთესი წვდომა საქართველოს ბაზრისთვის. ფაქტობრივად, მან გარკვეული ქმედებები რუსეთის სადაზვერვო სამსახურის მითითებით გაატარა”, – ამბობს ამერიკის მთავრობის მაღალი თანამდებობის პირი “ამერიკის ხმასთან” სატელეფონო საუბარში, ანონიმურობის დაცვის პირობით. “იმისთვის, რომ გადაილახოს სანქციების დაწესებისთვის საჭირო ბარიერი, საჭიროა ადმინისტრაციამ დაამტკიცოს, რომ [სანქციების ობიექტის] ქმედებებმა კანონიერი ბარიერის გადალახა, რათა აჩვენოს, რომ ამ საქმიანობას რუსეთისთვის აშკარა სარგებელი მოაქვს და ადმინისტრაციამ ეს გააკეთა”, – ამბობს ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყარო. განკარგულებით, სანქციები წესდება შემდეგ შემთხვევაში: პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში ან დეზინფორმაციულ კამპანიებში. ისინი, ვინც ჩართული არიან აშშ-სა და მისი მოკავშირეების დემოკრატიული ინსტიტუტებისა თუ პროცესებისთვის ძირის გამოთხრაში. ორგანიზაციები ან პირები, რომლებიც მოქმედებენ რუსეთის ეკონომიკის გარკვეულ სექტორებში, როგორიცაა თავდაცვა და ენერგეტიკა. პირები ან ორგანიზაციები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ოკუპაციას ან აგრესიას უკრაინაში. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კორუფციასა და რეპრესიებზე, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან. „ჯერ უცნობია, თუ და როდის იქნება [პაკეტი] ამოქმედებული. მაგრამ ამისთვის საჭირო სამუშაო შესრულებულია“, – განაცხადა ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა წყარომ „ამერიკის ხმასთან“, იმის მითითებით, რომ ადმინისტრაცია ჯერ კიდევ იტოვებს იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება დემოკრატიულ კურსს. დრო, თუ როდის ამოქმედდება სანქციები, ამას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები არ ასახელებენ. ისინი არც იმას აზუსტებენ, ეს მომავალ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე მოხდება, თუ მის მერე. „სიახლე ის არის, რომ ადრე ეს უბრალოდ განიხილებოდა, ხოლო ახლა არის პაკეტი, რომელიც მზად არის განსახორციელებლად”, – ასე პასუხობს მაღალი თანამბობის პირი შეკითხვას, თუ რამდენადაა სიახლე ის, რომ შეერთებული შტატები ამ მიმართულებით მუშაობს. წყაროს ინფორმაციით, სანქციების პაკეტი შესაძლოა ასევე მოიცავდეს ივანიშვილთან დაკავშირებულ პირებს, თუმცა თავს იკავებს დეტალების გამჟღავნებაზე. აშშ-ის მთავრობის თქმით, 2023 წლის 22 დეკემბერს პრეზიდენტმა ახალი განკარგულებით, რომელიც შეეხება „დამატებით ნაბიჯებს რუსეთის ფედერაციის საზიანო საქმიანობის წინააღმდეგ“, შეასწორა 14024-ე განკარგულება, რათა უფრო სრულად მოიცვას რუსეთის ფედერაციის სამხედრო-სამრეწველო ბაზის მუდმივი გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს უსაფრთხოების დარღვევას იმ ქვეყნებსა და რეგიონებში, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. კითხვაზე, წარმოადგენს თუ არა ეს კიდევ ერთ გაფრთხილებას, მიმდინარე შიდა დისკუსიების მცოდნე კიდევ ერთი წყარო, რომელიც ასევე ანონიმურად საუბრობს და ამას საკითხის სენსიტიურობით ხსნის, განმარტავს, რომ „ეს ლოგიკური ვარაუდია. აშშ-ს მთავრობა იმედგაცრუებული იყო იმით, რომ ვერ შეძლო [დაერწმუნებინა] საქართველოს მთავრობა იმაში, რომ სერიოზულად აღიქვას ის ვითარება, რაშიც მათ თავი თავად ჩაიყენეს. და ვფიქრობ, ბაიდენის გარემოცვა ცდილობს აჩვენოს სერიოზულობა და იმედი აქვთ, რომ ვინმე საქართველოს მთავრობაში მათ სერიოზულად მოუსმენს“. მისი თქმით, პაკეტის მიღება „ძალზე აქტიურად განიხილება“ და ამერიკის აღმასრულებელი ხელისუფლება „მზადაა ამის გასაკეთებლად“. პუბლიკა
  5. ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია. „ველოდებით მმართველი უმრავლესობისგან განმარტებებს მათი ჭეშმარიტი განზრახვების შესახებ. ეს ხმამაღლა და ნათლად არის ნათქვამი ევროპული საბჭოს ივნისის დასკვნებში. მე კარგად მესმის, რომ საქართველო გადის საარჩევნო პერიოდს, არის საარჩევნო კამპანია, ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ გვეყოლება ახალი მთავრობა, იმისდა მიუხედავად, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომელიც ნამდვილად იქნება ერთგული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართ. უნდა მოვასწროთ. დიდი დრო დავკარგეთ, პრაქტიკულად მთელი წელი, საჭირო რეფორმების ნაცვლად, გვქონდა სამწუხარო მოვლენები, არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება უმაღლეს დონეზე, რამაც სამწუხაროდ, გამოიწვია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, მაშინ, როდესაც ჩვენ დავაჩქარეთ გაწევრიანების პროცესი უკრაინასა და მოლდოვასთან. ასე რომ, „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება. ეს ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ვიმედოვნებთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ ხელახლა დავიწყებთ ძლიერად მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის ტრაექტორიას“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
  6. გახსოვთ მამუკა ხაზარაძემ რამდენჯერ მოითხოვა პროცესის გადადება, იმისთვის, რომ კონსესუსი მოეტანა საკუთარი პარტიიდან, ესეც ვერ შეძლო და რა თქმა უნდა ჩვენ ამისთვის წერტილი უნდა დაგვესვა. არსებობს სამი პოსტულატი რითიც ჩვენ ვხემძღვანელობთ- 1. ნეიტრალურ პოლიტიკურ პლათფომაზე ჩვენი პოლიტიკური პარტიის შეკრება, რომ საარჩევნოდ წარვსდგეთ. 2. თანაბარი სამართლიანი პარიტეტი ორ სუბიექტს შორის. 3. "ლელომ" აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ, როგორც “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას, ისე არ შეუკრავს “ ნაციონალურ მოძრაობას”. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2821114151373662/
  7. შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ოკუპირებულ ცხინვალში მოქმედ MRB ბანკს, რომელიც ჩართული იყო რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის ხელშეწყობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული. „საგარეო აქტივების კონტროლის დეპარტამენტმა დაადგინა ხუთი ორგანიზაციისა და ერთი ფიზიკური პირისგან შემდგარი ქსელი, რომლებიც დაფუძნებული არიან რუსეთში და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში, სამხრეთ ოსეთში და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს და ხელი შეუწყვეს რუსეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას (DPRK) შორის უკანონო გადახდის მექანიზმების დასამკვიდრებლად მიმდინარე მცდელობებს“, - აღნიშნული აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში. უწყების განმარტებით, აღნიშნული ქსელისთვის სანქციების დაწესება პასუხისმგებლობას აკისრებს მხარეებს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას და ადასტურებს სახაზინო დეპარტამენტის ვალდებულებას გამოავლინოს და მოშალოს ქსელები, რომლებიც ხელს უწყობენ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მასობრივი განადგურების იარაღის და ბალისტიკური რაკეტების პროგრამების დაფინანსებას და მხარს უჭერენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განმარტებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ ორკესტრირებულ სქემით, MRB ბანკი, ხელს უწყობდა სანქცირებულ რუსულ TSMRBank-სა და ჩრდილოეთ კორეულ FTB ბანკს შორის საიდუმლო საბანკო ურთიერთობის დამყარებას. იპნ
  8. [მოლაპარაკებებისას] ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მე დამიცვა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და მის პარტიას შორის შეჩერებულ მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ახლა აღნიშნული პრობლემა, გახარიამ აღნიშნა, რომ მას საკუთარი თავის სიაში ყოფნის პირობა არ წამოუყენებია. „გულწრფელად გეტყვით, ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, მაგალითად, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა, გულწრფელად მინდა ვთქვა - ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი. ვთქვი, რომ პრობლემაათქო? პრინციპებში ჩამოვთვალე? ერთ რამეს გეტყვით, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია საქართველოსთვის ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი - მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები. ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო. ამიტომ ვამბობ, ამ ეტაპზე ამ მოლაპარაკებებისთვის წერტილის დასმა განსაზღვრული იყო არა მხოლოდ იმ წინააღმდეგობებით, რომლებიც მოლაპარაკებებში იყო, არამედ ასევე, ვადებითაც. ამას რატომღაც მეორე მხარე არ ამბობს. მათ ახლა ჰგონიათ, რომ წნეხის გაზრდით რაღაცა კარგ შედეგებს მიაღწევენ და ვერ მიაღწევენ! შეიძლება ყველანი დავზიანდეთ. მე ხომ ჩემს შეცდომებს ვაღიარებ და ამის პრობლემა არა მაქვს. პირველი შეხვედრის შემდეგ მკაფიოდ ვთქვი, რომ ხვალ ამას წერტილი უნდა დაესვას. ნუ, ვერ დავუსვი. იმიტომ, რომ მე არ ვიყავი მარტო ერთი მხარე, იქ კიდევ ერთი მხარე იყო, იყო ქალბატონი პრეზიდენტი და ვერ დავუსვი. ვამბობ, რომ ეს იყო შეცდომა. რაც უფრო მეტი დრო გავიდა, ჭაობში მივდიოდით და აქეთ კიდევ ყველაფერი იკეტებოდა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  9. პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან” გაერთიანებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, თუმცა 3 წინაპირობას ასახელებს. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მოწოდების შემდეგ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და „ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს, თუმცა რამდენიმედღიანი შეხვედრების შემდეგ შეთანხმება ვერ შედგა. ხაზარაძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისინი გარკვეულ პირობებზე შეთანხმდნენ, რაზეც გახარია თავდაპირველად თანახმა იყო, თუმცა მოგვიანებით უარი თქვა მათ შესრულებაზე და მოლაპარაკება ჩაშალა. გიორგი გახარია კი ამბობს, რომ მოლაპარაკებებს „წერტილი დაუსვა”, რადგან თავდაპირველი მიზანი დაიკარგა „სიხარბეში”
  10. ძალიან ვწუხვართ, რომ მიუხედავად უზარმაზარი კომპრომისებისა, რომელზედაც ჩვენ წავედით, შეთანხმება ვერ შედგა, მაგრამ ეს არ არის ბრძოლის დასასრული, პირიქით, ეს არის ბრძოლის გააქტიურების დასაწყისი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანება ვერ შედგა, „შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება“, რადგან ორივე პარტიას აქვს ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და არჩევნების შემდეგ პარლამენტშიც ითანამშრომლებენ. „ჩვენ ძალიან დიდ კომპრომისზე წავედით, ჩვენ წავედით უზარმაზარ კომპრომისზე, სამწლიან პერიოდში პოზიციონირების მიუხედავად ჩვენი პარტიული იდენტობის დროებით გვერდით გადადებაზე და ამ პლატფორმაზე ერთიანი ძალებით „ქართლი ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს გაერთიანება გამოვიდა თუ არ გამოვიდა, შედეგობრივი თვალსაზრისით არაფერი იცვლება. „ქართული ოცნებისთვის“ საჩუქრის გაკეთების შესაძლებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველს, ან პირიქით სამართლიანი და საკადრისი პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ და მხოლოდ ამომრჩეველს. ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ ისეთ პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც ამ შემთხვევაში „ლელოში“ არიან, ვისაც აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა და შეიძლება ხმები გაიფანტოს და ვიღაცის მიერ ბარიერის ვერ გადალახვის პრობლემამ დამატებითი შესაძლებლობები შეუქმნას ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, მაშინ ამ ლოგიკას გავყვებოდით, არის თუ არა ეს საჩუქარი „ქართული ოცნებისთვის“, მაგრამ ჩვენ არცერთ პარტიას არ გვაქვს. ჩვენ და „ლელომ“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, თუმცა მომავალ პარლამენტში ვითანამშრომლებთ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილის განცხადებით, მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ შედგა შეთანხმება „ძლიერ საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ შორის ისაა, რომ მამუკა ხაზარაძემ პარიტეტთან დაკავშირებულ საკითხზე შეთანხმება ვერ მოახერხა საკუთარ მოკავშირეებთან. „ჩვენ პროცესისთვის მომზადებულები მივედით პირად შეხვედრებზე და შემდეგ უკვე პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. პირველივე რაუნდად წოდებული ამ პროცესიდან ბატონმა ხაზარაძემ ითხოვა გარკვეული დრო, რომ თავის მოკავშირეებთან შეეთანხმებინა პარიტეტთან დაკავშირებული საკითხები. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველივე წუთიდან მისთვის მთავარი შესათანხმებელი საკითხი, რომელიც ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ, მან შეთანხმება ვერ მოახერხა საკუთარ მოკავშირეებთან. დათმობაზე მივდიოდით აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პარიტეტის საფუძველზე დაგვეთმო ჩვენი სუბიექტი, ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვხდებოდით პარიტეტის საფუძველზე მოკავშირეები ამ ერთიანი პლატფორმის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ბექა ლილუაშვილის თქმით, მოლაპარაკების პირველივე წამიდან პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შეთავაზება იყო, რომ თანაბარი პირობებით, „თანაბარი პარიტეტის საფუძველზე“ შექმნილიყო პლატფორმა. „ორ სუბიექტს შორის როცა მიდის საუბარი, ერთადერთი ფუნდამენტური პრინციპი ეს არის ელექტოლარული მხარდაჭერა, ელექტოლარული სიძლიერე. ჩვენ უფრო უპირატეს პოზიციაში ვართ იმიტომ, რომ თუ დინამიკაში შევხედავთ ეს პროცესები ქვემოთ მიდის, „ლელოს“ შემთხვევაში, მხარდაჭერის ნაწილში, ბოლო კვლევას თუ გადავხედავთ. ჩვენს შემთხვევაში ეს არის ორნიშნა და მზარდი და საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონე. ჩვენ ვთქვით, რომ რადგან ვართ ორი სუბიექტი, არის „ლელო“, 9 ნომერი და „გახარია - საქართველოსთვის“ 25 ნომერი, თანაბარი პირობებით, თანაბარი პარიტეტის საფუძველზე, ჩვენ გავაკეთოთ ეს პლატფორმა. ეს იყო ჩვენი შეთავაზება პირველივე წამიდან, რაზეც, როგორც აღმოჩნდა, შიგნით სუბიექტები ვინც არიან, მოკავშირეები, თვითონ პარტია „ლელოში“ შემავალი ადამიანები, პოლიტიკოსები, როგორც ჩანს ისინი ვერ დაითანხმა ბატონმა ხაზარაძემ. მე ბევრი სპეკულაცია და ბევრი ტყუილიც მოვისმინე მთელი დღის განმავლობაში, ამიტომ ძალიან მკაფიოა და ძალიან ცხადად უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ ეს შედეგი ვერ დადგა ამ კონკრეტულ ეპიზოდში იმის გამო კი არა, რომ ხაზარაძე, გახარია და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ, არამედ ვერ დადგა იმიტომ, რომ ბატონი მამუკა ვერ შეთანხმდა საკუთარ თანაპარტიელებთან“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
  11. 2024 წლის 7 აგვისტოს ჩვენ აღვნიშნეთ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 16 წელი. ევროკავშირი გმობს რუსეთის სამხედრო ყოფნას მის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო კანონს, ასევე 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით გათვალისწინებულ რუსეთის ვალდებულებებს, - ეს განცხადება ვენაში ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გაკეთდა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ადამიანის უფლებები კვლავ ირღვევა, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პოლიტიკით, გადასასვლელების დაკეტვით და რუსეთის სამხედროებისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო დაკავებებით. ევროკავშირი აცხადებს, რომ უნდა დასრულდეს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები, გამოძიებული უნდა იქნეს ადამიანის უფლებების დარღვევები და უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანობა ყველა მსხვერპლისთვის. „გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერის აღმოჩენას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის ასევე დგას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი მოქმედებების ფონზე. ჩვენ სრულად ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ერთგული, მათ შორის, ევროკავშირის, როგორც თანათავმჯდომარის, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართულობით, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მუშაობით და ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუდმივი ყოფნით“, - აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილეებს მოუწოდებს, კონსტრუქციულად ჩაერთონ დისკუსიებში 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების სრული განხორციელების მისაღწევად. იპნ
  12. "ჩვენ წავედით ძალიან დიდ კომპრომისზე, თუმცა მიუხედავად ამისა “ლელომ” ვერ შეძლო თავის პარტნიორებთან შეთანხმება. ჩვენი მიზანია მოჯადოვებული წრე დავასრულოთ და ვისაც ამ ორი რადიკალური პოლუსის დამთავრება უნდა, მათთვის არჩევანი ჩვენ ვართ." ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლოტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1269114044085093/
  13. "ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, ყოველთვის ამოსავალი წერტილი იქნება სახელმწიფოს ინტერესები, მისი მსახურება და მზად ვიყავით ამ მიზნის გარშემო გადაგვედგა კომპრომისული ნაბიჯები, პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფოს ინტერესები დაგვეყენებინა, თუმცა “ლელომ” თავის პარტნიორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/845456494242424/
  14. "ჩვენ “ლელოს” შევთავაზეთ შემდეგი პრინციპი, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადაწყვეტილება თანაბრად მიგვეღო, მათ კი უნდა მოეტანათ კონსესუსი პარტიის შიგნით, სამწუხაროდ მათ ამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1620909251807861/
  15. ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური იარაღის გამოყენების შესახებ დაწესებული შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 131-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 63-მა თავი შეიკავა. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ამჟამად დაწესებული შეზღუდვების მოხსნის გარეშე, უკრაინა საკუთარი თავდაცვის უფლების სრულად გამოყენებას ვერ შეძლებს და მისი მოსახლეობა და ინფრასტრუქტურა თავდასხმების მიმართ დაუცველი რჩება. ამასთან, ევროპარლამენტარები წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, რომ ნაკისრი ვალდებულება შეასრულონ და უკრაინას ერთი მილიონი ჭურვი მიაწოდონ. ასევე, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალის, მათ შორის Taurus-ის რაკეტების მიწოდება დააჩქარონ. რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის, ბელარუსისა და იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების წინააღმდეგ ევროკავშირის საბჭოს სანქციების პოლიტიკის გაფართოებისკენ მოუწოდებს, რომლებიც რუსეთს სამხედრო ტექნოლოგიებს აწვდიან. იპნ
  16. ჩვენ მზად ვიყავით, ძალიან ბევრი დაგვეთმო. ერთადერთი, რაც უნდა მომხდარიყო მეორე მხარის მიერ, „ლელოს“ უნდა მოეხდინა კონსესუსი შიგნით, პარტნიორებში და ეს შეთანხმება, სამწუხაროდ, მან ვერ მოახერხა მის პარტნიორებთან. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/498932259691702/
  17. “ლელოს” ლიდერისგან მოვისმვინე, რომ მზად არის, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, ჩვენ არ ვიცით რა დოკუმენტია, მოვუწოდებთ, რომ გამოაქვეყნონ." ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8048255525284853/
  18. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, „ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და „ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. „მადლობას ვუხდით და კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ პატივისცემას საქართველოს პრეზიდენტს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს დღეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. სწორედ მისი ინიციატივითა და მოწვევით ვიყავით ჩართული ამ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ დისკუსიაში. ასევე, მადლობას ვუხდით „ლელოს“ დისკუსიაში მონაწილეობისთვის. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების საერთო ეროვნული ინტერესები ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე რაიმე სახის პარტიული ან/და პერსონალური ინტერესი. ასე იყო წარსულში - ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ასეა დღეს - ოპოზიციაში, ასე იქნება მომავალში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია. საარჩევნო დრო კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად უკვე შეზღუდულია, შესაბამისად, ამ ეტაპზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. ჩვენსა და "ლელოს" შორის დაწყებული დისკუსია გვიჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური მიზანია „ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების გარეშე, ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფა და პოლარიზაციის დასრულება“, - ნათქვამია განცხადებაში.
  19. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე ორი დღის წინ, 17 სექტემბერსაც გაიტაცეს. სუს-ის განცხადებით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი“. publika
  20. მე-12 კლასისთვის უახლესი ისტორიის სახელმძღვანელოს რედაქტორი „რუსული კანონის” მხარდამჭერი დეპუტატი გიორგი სოსიაშვილია. სოსიაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონის მიღების სასარგებლოდ ხმა სამივე მოსმენით მისცა. ავტორები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დიმიტრი შველიძე და განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი, ნიკო სილაგაძე არიან. ისტორიკოსის და მასწავლებლის, გიორგი ჯავახიშვილის ინფორმაციით, სახელმძღვანელო იქნება საქართველოს ისტორიის ექსკლუზიურად საავტორო მასალა-რესურსი, რაც ნიშნავს, რომ სხვა ავტორის წიგნების სკოლებში შეტანა შეუძლებელი გახდება. მისივე თქმით, წიგნის რედაქტორი და ავტორები განათლების სამინისტრომ უკონკურსოდ შეარჩია. გიორგი ჯავახიშვილის შეფასებით, ცალსახაა 2 რისკი: „პუბლიკა” დაუკავშირდა ისტორიის პროფესორს და წიგნის ერთ-ერთ ავტორს, დიმიტრი შველიძეს. მან გვითხრა, რომ გიორგი სოსიაშვილს მისი დაწერილი არც ერთი სიტყვა არ შეუსწორებია. მისივე თქმით, რუსულ კანონს არ იზიარებს. თუმცა, ამ კანონის მხარდამჭერ „ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა შეიძლება”. გიორგი სოსიაშვილის ბიოგრაფიის თანახმად, მან 1994 წელს დაამთავრა გორის რაიონის სოფ. დიცის საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დევნილობის გამო ფუნქციონირებდა გორში. 2005 წელს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ქართლის სათავადოების ისტორიიდან (სამაჩაბლო)“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური წოდება. 2006 წლიდან ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორია. ცხინვალისა და გორის უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ 2007 წლიდან გორის უნივერსიტეტის პროფესორი. 2010-2019 და 2019-2023 წლებში იყო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. 2023 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან”. „პუბლიკა” განათლების სამინისტროსაც დაუკავშირდა. ჩვენ უწყებას ვკითხეთ, რა პრინციპით შეირჩა წიგნის რედაქტორად გიორგი სოსიაშვილი, ასევე, რატომ წარიმართა ეს პროცესი უკონკურსოდ? უწყევა „პუბლიკის” კითხვებს არ პასუხობს. სამინისტროს პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. publika
  21. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომლის წინაშეც უკრაინის ენერგო სისტემა რუსეთის თავდასხმების გამო აღმოჩნდა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს. „ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურა კლებას იწყებს, ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა. ზამთრისთვის ერთად ვემზადებით. მე მივემგზავრები კიევში, რათა ხვალ ეს საკითხები პირადად განვიხილო პრეზიდენტ ზელენსკისთან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ipn
  22. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, დასრულდება ხვალ, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია რაღაც საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია. „მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. მე გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს. სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო ისე ვერ დალაგდა, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ. ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც იმედი მაქვს,რომ ხვალ დღის განმავლობაში დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ორბელიანების სასახლეში გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. მათ პირისპირ შეხვედრებიც გამართეს. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. იპნ
  23. საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას -, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს. "საზარელი მკვლელობა ! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანუიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე". შეგახსენებთ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. იპნ
  24. საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ პარტიული შემომატებები ექნებათ, თუმცა მეტ დეტალზე ის არ საუბრობს. გახარია აღნიშნავს, რომ გარკვეული შემომატებები მანამდეც ჰქონდათ, მაგრამ ამის გამოსაცხადებლად კონკრეტულ თარიღს ელოდებიან. "შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენც არ ვართ მარტო ერთი პარტია. უბრალოდ, ჩვენ ზოგიერთი პარტიისგან განსხვავებით არ გაგვიცხადებია ეს ღიად, რადგან ველოდებით გარკვეულ თარიღს, როდესაც გამოვაცხადებთ ამ ყველაფერს. ეს არ არის ის მომენტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენი პარტიის სახელით.... მათ შორის პარტიული შემომატებებიც იქნება, არ ვამბობდით აქამდე მხოლოდ იმიტომ, რომ ამ მიმდინარე პროცესისთვის ხელი არ შეგვეშალა", - თქვა მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში. ამასთან, გახარია აღნიშნავს, რომ არჩევნებში გამარჯვების ფორმულა, რომელიმე ერთი პარტიის წარმატება არაა და ყველაზე დაბალი პროცენტის მქონე პარტიაც უნდა იყოს გათვალისწინებული. "დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ორ საარჩევნო სუბიექტზე, ორ ნომერზე, ეს არის 9 ნომერი და 25 ნომერი, არ არსებობს სხვა სუბიექტები. ეს დაჯგუფება, რომელიც მოხდა ან მომავალში შეიძლება, მოხდეს, საბოლოოდ, ეს არის ერთი ერთეული. ამ ორ სუბიექტს შორის ურთიერთობაზე ვსაუბრობთ ჩვენ. თუმცა, ყველა პარტია, არ აქვს მნიშვნელობა სიდიდეს, რომელსაც შეუძლია მინიმალური, თუნდაც, 0.1%-ის მოტანა, უნდა იყოს გათვალისწინებული და, რა თქმა უნდა, იქნება გათვალისწინებული, სხვანაირად ჩვენ წარმატებას ვერ მივაღწევთ. თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ არის ბევრი ტექნიკური საკითხი, რომელზეც ახლა არ არის სასაუბრო, მაგრამ მე როდესაც ვამბობ, რომ ჩემმა გუნდმა დათმო პრაქტიკულად ყველაფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას და ამასთან ერთად, გვესმის, რომ გამარჯვების ფორმულა არ არის რომელიმე ერთი პარტიის წარმატება, ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმუნება, რომ არის შესაძლებელი ისეთი მთავრობა, რომელიც არ არის არც ოცნებისტი და არც ნაციონალური მოძრაობის", - განაცხადა გახარიამ. ფორმულა
  25. პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია იმედს გამოთქვამს, რომ მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ გიორგი თარგამაძის ფორმულაში განაცხადა, მისი გუნდის მთავარი ამოცანა ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის არჩევნების გზით ოპოზიციაში გადაყვანაა. "მიმდინარე პროცესია, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, დღეს ეს ყველაფერი დამთავრდება, უნდა დამთავრდეს... აქ ბევრი დრო აღარ არის, ჩვენმა გუნდმა დავთმეთ პრაქტიკულად ყველაფერი, რისი დათმობაც შეიძლებოდა და არის რაღაც ვალდებულებები, რომელიც მეორე მხარემ, კონკრეტულად ხაზარაძემ აიღო, ჯერჯერობით, ეს ვალდებულებები რაღაც მიზეზების გამო ვერ სრულდება. როგორც ჩანს, ვერ აღწევს შეთანხმებებს შიგნით გუნდში, თუმცა, ძალიან იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შედგება და დასრულდება წარმატებით. ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი მიზანი არის, რომ შევქმნათ პრეცედენტი ამ ქვეყანაში, როდესაც არჩევნების გზით შესაძლებელი გახდება ერთდროულად ოცნების და ნაციონალური მოძრაობის გადასვლა ოპოზიციაში - ეს ერთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ხელს შეუწყობს და ეს არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულების. ეს არის ჩვენთვის მთავარი მიზანი და სწორედ ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ და არ ვითვალისწინებთ ჩვენს პარტიულ ინტერესებს და ქვეყნის ინტერესებს ვაყენებთ ყველაფერზე მაღლა - ეს ჩვენი მთავარი მოტივია. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე სულ 39 დღეა დარჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასე ახლოს ვართ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ეს პროცესი დასრულდება... [...] გამარჯვების ფორმულა ეს არ არის რომელიმე ერთი პარტიის წარმატება. ეს უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის რწმუნება, რომ არის შესაძლებელი ისეთი მთავრობა ამ ქვეყანაში, რომელიც არ იქნება არც ოცნებისტი და არც ნაციონალური მოძრაობა", - აღნიშნა მან. ფორმულა
×
×
  • შექმენი...