Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის სენატში „ქართველი ხალხის აქტის“ განხილვა გადაიდო. მოსმენა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დღეს, 25 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე უნდა გამართულიყო. თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, როდის გაიმართება მოსმენა. „ქართველი ხალხის აქტი“ ამერიკელი კანონმდებლების მიერ მომზადებული ორპარტიული კანონპროექტია, რომელიც ქმნის ჩარჩოს, რათა ქართველმა ინდივიდებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და რუსული კანონის მიღების ხელშეწყობაზე, პასუხი აგონ. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს. netgazeti
  2. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „ინფორმაცია დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს“,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დავით ზალკალიანმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან კონფლიქტი მოუვიდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კონფლიქტი ელჩსა და პრემიერს შორის, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა. იპნ
  3. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთს „მშვიდობა შეიძლება მხოლოდ აიძულო“ და ის მოლაპარაკებებით არ გაჩერდება. ზელენსკის თქმითვე, უკრაინის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი გეგმავდა 3 ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმას. ზელენსკის ასევე მზად აქვს „გამარჯვების გეგმა“, რომლის წარდგენასაც ჯო ბაიდენისა და სხვა პარტნიორებისთვის გეგმავს – თუმცა მისი დეტალები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. პუბლიკა
  4. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმეს და ამ ქმედებას არასერიოზულს უწოდებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსი ქმედებები ინდიკატორია, თუ რამდენად სავალალო მდგომარეობაშია ქართული ოპოზიცია. მისივე თქმით, ამერიკას შეეძლო სტუმართ-მასპინძლობა მაინც ესწავლა ქართველი ხალხისგან. „როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა. არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან. მეორე მხრივ, რაც უფრო აუხსნელი და მძიმეა ქმედებები, ეს პირდაპირი ინდიკატორია საქართველოში ოპოზიციის მდგომარეობის. იმდენად სავალალოა ოპოზიციის მდგომარეობა, ყველანაირ სტანდარტს ქვემოთ ქმედებებსაც კი აღარ ერიდება, მათ შორის აშშ-ის ადმინისტრაცია, რომ რაღაცნაირად უბიძგოს ოპოზიციას, სალაპარაკო თემა მისცეს. ესეც, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გამოვლინებაა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის. ამ საქციელს ვერანაირად ვერ შევაფასებ. ამდენი წელია ამერიკის ადმინისტრაცია სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან. მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. იპნ
  5. “ოცნებამ” ქართველი ხალხი ერთმანეთს დააპირისპირა. სახელმწიფო ინსტიტუტები ერთი კაცის მფლობელობაშია, რომელთა ნდობაც ნულის ტოლია. კახა ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065199681877968/
  6. “ოცნებამ” ომი ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებს გამოუცხადა და ამდენწლიანი ნაშენები ურთიერთობა დაანგრია. ”ოცნება” ჩამოყალიბდა თაღლითთა დაჯგუფებად, რომლებიც გამუდმებით იტყუებიან და ყველას აბრალებენ იმას რაც თვითონ არიან. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/551871360594762/
  7. „ამერიკის ხმის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებსა და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ ცნობით, ბაიდენის მიღებაზე მიწვეულთა სიაში თავდაპირველად იყო ირაკლი კობახიძეც, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. აღნიშნულზე „ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე. როგორც „ამერიკის ხმა“ წერს, მათი ინფორმაციით, უკანასკნელმა კომუნიკაციამ საქართველოს მთავრობასთან, არ მისცა ამერიკის ადმინისტრაციას იმედი, რომ თბილისი კურსს შეიცვლის. არამედ, პირიქით, ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ნაბიჯები არწმუნებს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და ქართველი ხალხის ნების უგულებელყოფა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია „ამერიკის ხმასთან“ ადასტურებს მიღებაზე მოსაწვევის გაუქმებას, თუმცა, აღნიშნავენ, რომ „სალივანთან შეხვედრა დაგეგმილი არ ყოფილა“. 22 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პრესრელიზში აღნიშნული იყო, რომ საქართველოს მთავრობის მეთაური დაესწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტი 22 სექტემბერს დაიწყო. ის დღეს, 25 სექტემბერს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოცხადა ახალი სანქციები, რომლის თანახმადაც, ფინანსური სანქციები დაუწესდა საქართველოს 4 მოქალაქეს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორს, ზვიად ხარაზიშვილ (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ასევე, ძალადობრივი მოძრაობა „ალტ-ინფოს” ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიას და ზურაბ მახარაძეს. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ დამატებით სავიზო შეზღუდვები დაუწესდებოდა 60-ზე მეტ ქართველ ინდივიდს, მათ შორის მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, კორუფციაში ჩართულ ბიზნესმენებს, სამართალდამცავებსა და მათი ოჯახის წევრებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გამოხატა პირადი პატივისცემა ელჩის მიმართ და შეშფოთება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გუშინდელი გადაწყვეტილების გამო, რომელიც საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის პოლიციელების მიმართ სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პუბლიკა
  8. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“, ინფორმაცია ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. „ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება“, — აცხადებს სუსი. ბოლო ერთი კვირაში ეს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების მეორე შემთხვევაა. წინა შემთხვევა სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, 19 სექტემბერს დაფიქსირდა. netgazeti netg
  9. კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. „თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. კანონმდებლობაში გვაქვს ასეთი ცნება: „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი“. პირი ასეთია, როცა: სურს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა; აცხადებს ამას საჯაროდ და ხელს უწყობს ამის სასარგებლოდ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას. გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებზე ვრცელდება ფინანსური გამჭვირვალობის ყველა წესი და შეზღუდვა რაც პარტიებზე. ამ ჩანაწერის მიზანი მარტივადაა გასაგები: კანონს სურს რეგულირების ქვეშ მოაქციოს ყველა, ვინც ცდილობს არჩევნების მეშვეობით ხელისუფლებაში მოსვლას. ანუ, თუ პარტიად რეგისტრირებული არ ხარ, მაგრამ გაქვს ის მიზნები რაც აქვს პარტიას - ეს კანონი არ მოგცემს საშუალებას, შეზღუდვებს და გამჭვირვალობის მოთხოვნებს თავი აარიდო. ახლა როგორ განმარტა ეს ბიურომ (სასამართლოზე დაყრდნობით): მან თქვა, რომ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირად ყოფნა, ანუ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი, მხოლოდ ის კი არ არის, როცა საკუთარი თავის სასარგებლოდ ცდილობ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას, არამედ ისიც, როცა, რომელიმე პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ აკეთებ საჯარო განცხადებას. ეს განცხადებები პირს პოლიტიკური პარტიის ექვივალენტ სუბიექტად აქცევს და მასზე გაავრცელა ყველა ის წესი, რაც პარტიაზე ვრცელდება. ბიუროს მიერ ნორმის ასეთ ინტერპრეტაცია სამართლის განმარტების ყველა წესს ეწინააღმდეგება. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც საჯარო იტყვის: „ხმა არ მისცეთ ქოცებს!“, ან „ხმა არ მისცეთ ნაცებს!“, გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის, ანუ ფაქტობრივად არარეგისტრირებულ პარტიის სტატუსს იძენს. ახლა ის ვთქვათ, რა არის ეს შეზღუდვები (არასრული ჩამონათვალი), რაც ასეთ პირებზე ვრცელდება (იმ ნაწილში რა ნაწილშიც, რაშიც ისინი მოქმედებენ, როგორც განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები): საერთაშორისო შემოწირულების (როგორც ფულადი, ისე მომსახურება, ან მის ნაცვლად ხარჯის გაღება, არამატერიალური ფასეულობა, ფასდაკლება) მიღების აკრძალვა; ყველა შემოწირულების დადეკლარირება; 5000 ლარზე მეტის ღირებულების საჩუქრის გაცემა; კრედიტის აღების ლიმიტი; საქართველოს მოქალაქის ნებისმიერი რამით დაინტერესება, უფასო მომსახურება იქნება ეს, თუ რამის გადაცემა, დაპირებასაც კი. „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. ის მოქალაქეებს ფაქტობრივად უკრძალავს წინასაარჩევნოდ პოზიციის დაფიქსირებას. ის აპატიმრებს ჩვენს სიტყვებს”, - წერს მენაბდე. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება. როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ ამ ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომელიც საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. ipn
  10. ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ ეს სცდება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე, არღვევს კონსტიტუციას. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა განაცხადა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად. შესაბამისად, ორ ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის. ანტიკორუფციული ბიუროს დასაბუთების მიხედვით, ეს ორგანიზაციები აკეთებენ განცხადებებს და ატარებენ ღონისძიებებს, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, არ აირჩიონ „ქართული ოცნება”. სააპელაციო სასამართლოს 17 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „გამოკვეთილია მოძრაობის პოლიტიკური მიზანი, მოძრაობის წევრთა მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს მიღმა, ექცევა ზემოთ მითითებული კანონის რეგულირების სფეროში“. publika
  11. „საბავშვო სასიკვდილო პროდუქტები” - ასე მოიხსენიებს აშშ-ის მთავრობა Shein-ი დაTemu-ს მიერ რეალიზებულ საქონელს და აღნიშნულზე გამოძიებას იწყებს. როგორც სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში აცხადებენ, მათ სურთ გამოიკვლიონ, შეესაბამება თუ არა ამ ორი კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროდუქცია აშშ-ის უსაფრთხოების რეგულაციებს. როგორც „სტატეგიული კვლევისა და განვითარების ცენტრის“ პროგრამის კოორდინატორი, ვახტანგ კობალაძე bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ყველა სახის პროდუქცია, რაც საქართველოში შემოდის ისედაც ზედაპირულ კონტროლს გადის. რაც შეეხება კონკრეტულად ონლაინ ვაჭრობას, აქაც სრულიად კონტროლს მიღმაა დარჩენილი. „მე კონკრეტული შემოწმების შედეგები არ გამაჩნია. ზოგადად, ჩვენთან ასეთი ტიპის პროდუქციას შორის, სათამაშოები ექვემდებარება შემოწმებას, თუმცა, მხოლოდ ის, რაც შემოდის ორგანიზებულად და არა ასე ინდივიდუალური გამოწერის შედეგად. ინდივიდუალურად ვინ რას იწერს, ეს უსაფრთხოების კონტროლს არ ექვემდებარება. ეს საკითხი მთელ მსოფლიოში პრობლემას წარმოადგენს, კერძოდ, უსაფრთხოების დაცვა ონლაინ ვაჭრობის დროს. ჩვენთან რაც ხდება კონტროლი, ისიც კი ძალიან ზედაპირულია და შესაბამისად, ამ მიმართულებით ზედამხედველობა გასაძლიერებელია. სახელმწიფოსთვის, მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს სამომხმარებლო უსაფრთხოება. ეს პრობლემა ნამდვილად მოუგვარებელია, რადგან პროდუქცია ჩვენთან რაც შემოდის, ისედაც ნორმალურად არ მოწმდება და მითუმეტეს, ონლაინ პროდუქცია“,- ამბობს ვახტანგ კობალაძე. ცნობისთვის, აშშ-ის სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში განმარტავენ, რომ ისინი ელოდებიან, აღნიშნული კომპანიებისგან ნებისმიერ წარდგენას, რომელსაც ისინი პროდუქციის იმპორტის დროს აკეთებენ. თავის მხრივ კი, CNN-თან Shein-ის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა უსაფრთხოება მათი უმთავრესი პრიორიტეტია და შესაბამისობის პროგრამების განსახორციელებლად ისინი მილიონობით დოლარს ხარჯავენ. რაც შეეხება Temu-ს, მათი განცხადებით, პლატფორმაზე ყველა გამყიდველი მოითხოვს, დაიცვას მოქმედი კანონები და რეგულაციები, მათ შორის ისინიც, რომლებიც პროდუქტების უსაფრთხოებასთან არის კავშირში. ავტორი: ნინი ქეთელაური
  12. “სამართლიანი არჩევნებისა” (ISFED) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ანტიკორუფციული ბიურო და სასამართლო თვითნებურად განმარტავენ კანონს. ასე ეხმაურებიან ისინი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და “აირჩიე ევროპისთვის”, ასევე, ამ ორგანიზაციების ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნობას. გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ერთ-ერთი დიდი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა. შესაბამისად, “ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შესაძლოა, აღქმულ იქნას არჩევნებზე დაკვირვების პროცესის შეფერხებად”. ორგანიზაციების განმარტებით, ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი პარტიების, საარჩევნო სუბიექტების და გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგია. მათი შეფასებით, უწყების მიერ იმ სუბიექტების მონიტორონგი, რომლებსაც გაცხადებული საარჩევნო მინები არ აქვთ, მით უფრო, ამ მონიტორინგის საფუძველზე, დაუსაბუთებელი არგუმენტებით, მათი ამგვარი სუბიექტებად ცნობა, უკანონოა. დღეს, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. ამავე თემაზე: გასულია კანონის ჩარჩოებიდან – NGO-ების წარმომადგენლები ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე 26 ოქტომბრის “რეფერენდუმობაზე” განცხადებები გიგაურსა და TI-ის საარჩევნო მიზნებად ჩაუთვალეს ნეტგაზეთი
  13. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება კანონის ჩარჩოებიდანაა გასული. კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. როგორც საიას ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, „რუსული კანონის“ სწრაფი ამოქმედების ნაცვლად, ბიუროს მექანიზმი ამოქმედდა ორგანიზაციების საქმიანობის და გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად. მისი თქმით, ეს არის საშიში პრეცედენტი და „როდესაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, ბიუროს თვითნებობას სასამართლო შეზღუდვის ნაცვლად, გზას უკვალავს“. „მისი[ანტიკორუფციული ბიუროს] მანდატი ვრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგზე. განცხადებული საარჩევნო მიზანი ის ფაქტობრივი გარემოებაა, როდესაც იკვეთება კონკრეტული პირის არჩევნებში მონაწილეობის გზით ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. რამდენიმე დღის წინ, ბიურომ სრულიად დაუსაბუთებლად მიმართა სასამართლოს და ითხოვა ორგანიზაცია ,აირჩიე ევროპის“ და მასთან დაკავშირებული პირებისაგან ფინანსური ინფორმაცია. ამის გაკეთება მას არ შეეძლო, რადგან გამოკვეთილი არ იყო ის სუბიექტი, რომლის მონიტორინგიც მიმდინარეობდა. ბიურო აღმოჩნდა პროცედურულ ჩიხში. თუმცა, მას მაშველ რგოლად სააპელაციო სასამართლო მოევლინა, რომელმაც კანონს მისცა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლითაც გზა გაუხსნა ბიუროს შემდგომ უკანონო ნაბიჯებს. ამ პრაქტიკაზე დაყრდნობით, ბიურომ დღეს განცხადებული პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტად ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ გამოაცხადა და შესაბამისად, საკუთარი მანდატი გაივრცელა მის ფინანსურ მონიტორინგზე“, – დაწერა Facebook-ზე ნონა ქურდოვანიძემ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორის გურო იმნაძის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის გადაწყვეტილება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში ვერ ჯდება და ეს სამართლის თეატრალიზებაა. „ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს სამართლებრივი თვითნებობის ახალი სიმაღლე დაიპყრო და საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიიჩნია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ და „აირჩიე ევროპა“. რაჟდენ კუპრაშვილის ეს გადაწყვეტილება ვერანაირად ვერ ჯდება სამართლის უზენაესობის სტანდარტებში და პირიქით, ეს არის სამართლის თეატრალიზება, ფორმალური ნორმებით და პროცედურული არგუმენტებით სამართლის ბაზისური პრინციპების ფეხქვეშ გათელვა. ოდნავ უკან რომ გავიხედოთ და ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ისტორია გავიხსენოთ (სულ რაღაც 2023 მარტში ამოქმედდა ეს სამსახური), იმასაც აღმოვაჩენთ, რომ ღიად ავტორიტარული ზრახვების და ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის მქონე ხელისუფალს ახალი სამსახურის შექმნა არ უნდა მოვთხოვოთ. პირველ რიგში სწორედ ჭარბი და უკონტროლო პოლიტიკური ძალაუფლება უნდა დაბალანსდეს, სხვა შემთხვევაში, ასეთი ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი ნებისმიერი ახალი სამსახური მაქსიმუმ დემოკრატიული კონტროლის ილუზიას ქმნიდეს, უარეს შემთხვევაში კი ეს ახალი სამსახური ავტორიტარიზმის ახალ იარაღად იქცევა. ისევე როგორც ანტიკორუფციული ბიურო იქცა წინასაარჩევნოდ სამოქალაქო ჯგუფების ახალ მდევნელად“, – დაწერა Facebook-ზე გურო იმნაძემ. 24 სექტემბერს ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას. TI, ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა” და მისი დამფუძნებლები ანტიკორუფციულმა “საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად” ცნო მიზანია სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნა – TI ანტიკორუფციულის გადაწყვეტილებაზე ნეტგაზეთი
  14. ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილებები, რომლის საფუძველზეც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად ცნო და 5 დღის ვადაში ფინანსური ანგარიშების და საბანკო რეკვიზიტების წარმოდგენა დაავალა. გადაწყვეტილებებში ვკითხულობთ, რომ იურიდიულ/ფიზიკურ პირს შეიძლება ჰქონდეს გაცხადებული საარჩევნო მიზანი. სამოტივაციო ნაწილი განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონის შესაბამისი ნორმა ითვალისწინებს ორ წინაპირობას: „ა) საჯარო განცხადებას, რომელიც ბ) მიმართულია საზოგადოების აზრის ფორმირებისკენ“. „ორივე წინაპირობა შესაძლებელია შეფასდეს ობიექტური ტესტით, კერძოდ, საჯაროდ შეიძლება ჩაითვალოს არა მხოლოდ ვერბალური, არამედ წერილობითი ან ნებისმიერი სხვა გზით გამოხატული ნება“ – აღნიშნულია სამოტივაციო ნაწილში. ამავე დოკუმენტით, პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები შეიძლება გავრცელდეს ფიზიკურ/იურიდიულ პირზე იმ შემთხვევაში, თუ იყენებს ფინანსურ მატერიალურ რესურსებს ან პირადი ან ირიბი ჩართულობით ხელს შეუწყობს საარჩევნო მიზნის მიღწევას. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ და ეკა გიგაურის შესახებ მომზადებულ გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ პროექტი „ჩემი ხმა ევროკავშირს“ ხორციელდება კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით – ეკა გიგაური კი პოლიტიკური მიზნის მქონე განცხადებებს აკეთებს არა მხოლოდ როგორც ფიზიკური პირი, ასევე როგორც „გამჭვირვალობის“ აღმასრულებელი დირექტორი ორგანიზაციის საქმიანობის ფარგლებში. გადაწყვეტილებას სრულად გაეცანით ბმულზე. რაც შეეხება „აირჩიე ევროპას“, ხათუნა ლაგაზიძისა და ორგანიზაციის თანადამფუძნებლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაშიც აღნიშნულია, რომ ამ ორგანიზაციის ქმედებები და ფინანსური რესურსი მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზნით. პუბლიკა
  15. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.
  16. ბელარუსის მოქალაქეს, რომელიც საქართველოდან ბელორუსიაში დაბრუნდა სისხლის სამართლის ორი მუხლით გაასამართლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას NEXTA სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს. მათი ცნობით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ, 28 წლის მარინა ლეონოვიჩი საქართველოში, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად და სამუშაოდ. რატომ გადაწყვიტა ახალგაზრდა ქალმა ბელარუსში დაბრუნება, უცნობია. ის საქართველოში ერთ-ერთ საერთაშორისო IT კომპანიაში მუშაობდა. მარინას ბელარუსში ბრალად ედება „ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსება” და „ბელორუსის მოქალაქეების უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტებში მონაწილეობისთვის მატერიალური მხარდაჭერა“. ეს გულისხმობს, ისეთი სტატიების წერას, რომლითაც ითხოვენ შემოწირულებას, მაგალითად, უკრაინის მხარეს მებრძოლ კასტუს კალინოვსკის პოლკში. NEXTA-ზე დაყრდნობით, ახალგაზრდა ქალს 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ნეტგაზეთი
  17. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო პერიოდში არაერთი დარღვევა ჩაიდინა, რაც „ქმნის ძალადობრივ, უთანასწორო და არასამართლიან წინასაარჩევნო გარემოს”. მეზვრიშვილის თქმით, მათ აქვთ ყველა წარმოდგენილი დარღვევის მტკიცებულება. ამასთან, მისივე შეფასებით, „საარჩევნო დარღვევების მასშტაბი და მათზე არასათანადო რეაგირება ცხადყოფს, რომ სრული სიცრუეა „ოცნების“ განცხადებები, თითქოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს”. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით: უკანონო თვალთვალი წინასაარჩევნო კამპანიისას ამომრჩევლის დაშინების მიზნით – მოვიპოვეთ ათობით ფოტო-მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიისას „ოცნების“ წარმომადგენლები სუს-იდან, მუნიციპალიტეტიდან და პარტიიდან გვითვალთვალებდნენ. აღნიშნული პირები შეკრებაზე გამოცხადებულ ამომრჩეველს უღებენ ფოტოებს და შემდეგ ახორციელებენ მათზე ზეწოლას, რაც პირდაპირ აისახება წინასაარჩევნო შეხვედრაზე ამომრჩევლის გამოცხადებაზე და ხელს უშლის პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციას. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს. პოლიტიკური ნიშნით დევნა – აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისში პოლიტიკური ნიშნით – „გახარია – საქართველოსთვის“ წევრობის და მხარდაჭერის გამო – გაათავისუფლეს სენაკის და ხონის სკოლის დირექტორები – შორენა შამათავა და მინდია გველებიანი და ტყიბულის სკოლის დირექტორის მოადგილე – ნანა ამბროლაძე. აღნიშნულს თანამდებობებზე „ოცნების“ მაღალჩინოსნები და მათთან დაახლოებული პირები დანიშნეს. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს; ძალადობრივი წინასაარჩევნო გარემო/მუქარა-ზეწოლა – 2024 წლის 30 ივლისს გენერალურ პროკურატურას მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარის – შალვა პაპუაშვილის მიერ 26 ივლისს ოპოზიციის მიმართ ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. პროკურატურის რეაგირებამდე პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა რეალიზდა ბათუმში. კერძოდ: წინასაარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობა – 2024 წლის 03 აგვისტოს ორგანიზებული, აგრესიული ადამიანების ჯგუფი, რომელთა ნაწილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ბათუმში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლას შეეცადა. ჯგუფი, რომლის გასაღებასაც „ოცნება“ კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებად ცდილობდა, ოცნების პარტიული ზონდერ-აქტივი და საჯარო მოხელეები აღმოჩდნენ. აღნიშნულ ფაქტზე 07 აგვისტოს მივმართეთ პროკურატურას და მოვითხოვეთ აღნიშნული ფაქტის შალვა პაპუაშვილის განცხდებასთან ერთობლიობაში შეფასება. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს; პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 07 ივნისს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ორგანიზაციას მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის და რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმის აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის – მათე ცენტერაძის მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს; პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 06 ივნისს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ ფიზიკური ძალადობის მუქარაზე და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიების დაწყების შესახებ. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს; პოლიტიკური ნიშნით დევნა – 2024 წლის 06 ივნისს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მივმართეთ განცხადებით პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემთა უკანონოდ გამოყენების ფაქტზე. მტკიცებულებები გადაეცათ დამკვირვებლებს. მეზვრიშვილის განცხადებით, ზემოაღნიშნულ არც ერთ დარღვევაზე სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან ამ დრომდე რეაგირება არ მოჰყოლია. პუბლიკა
  18. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და მიზნად ისახავს სადამკვირვებლო ორგანიზაციის დევნას, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. როგორც ისინი განცხადებაში განმარტავენ, ისინი დაელოდებიან ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების მათთვის ჩაბარებას და სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს ამის შემდეგ გადადგამენ. „როგორც ჩვენთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ცნოს გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები. აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც ორგანიზაციას, ისე პირადად ეკა გიგაურს ჯერ-ჯერობით არ ჩაბარებიათ. ვაცხადებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება მოკლებულია, როგორც ფაქტობრივ, ისე იურიდიულ საფუძველს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და ეკა გიგაგური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში. ჩვენ დაველოდებით ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების ჩვენთვის ჩაბარებას და ამის შემდეგ გადავდგამთ სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. ინფორმაციისთვის, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელდეს. როგორც რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. იპნ
  19. აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესებას თავიანთ დამოუკიდებლობას არ შესწირავენ, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინ ზატულინმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისი, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, კვლავ საუბრობს სოხუმთან და ცხინვალთან არსებული სიტუაციის მოგვარებაზე. “არჩევნების წინ მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ახალი მიდგომის გამოცხადება გადაწყვიტა. კერძოდ, ბოდიშის მოხდა ოსებისთვის 2008 წელს სააკაშვილის აგრესიის გამო. ეს გაკეთდა არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ, ძირითადად, შიდა პოლიტიკური მიზეზების გამო. ამით ისინი ცდილობენ, ამომრჩევლის ყურადღება მიიპყრონ იმაზე, თუ რა ჩიხში შეიყვანა სააკაშვილმა ქვეყანა ამ აგრესიით“, - განმარტა რუსმა დეპუტატმა. მისი მტკიცებით, თბილისს არ უნდა ჰქონდეს აფხაზებისა და ოსების ქართველებთან „გაერთიანებისთვის“ მზადყოფნის იმედი. „ამ მატარებელმა დიდი ხნის წინ ჩაიარა. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოში დაბრუნება არ მოხდება. რუსეთი არანაირად არ მოახდენს გავლენას რესპუბლიკების გადაწყვეტილებებზე და არ მოახდენს მათზე ზეწოლას, რისი იმედიც, შეიძლება ზოგიერთს ჰქონდეს. ჩვენ სრულიად განსხვავებული მორალი და დამოკიდებულება გვაქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების მიმართ. არ არსებობს და არ შეიძლება არსებობდეს რაიმე გეგმა, რომ რაიმე ეფემერული სარგებლისთვის ამ გადაწყვეტილებას შევცვლით“, - აღნიშნა კონსტანტინ ზატულინმა. იპნ
  20. ჩვენი მთავარი საარჩევნო მიზანი არის “ოცნების” დამარცხება და “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში არ მოშვება. ვიბრძვით, რათა მოვიპოვოთ საზოგადოების მხარდაჭერა და დავასრულოთ ეს მოჯადოვებული წრე. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000024671811998/
  21. "იმაზე რაც ქვეყანაში ბოლო 3 წელია ხდება, პერსონალური პასუხისმგებლობა ეკისრება ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. მათ ხალხი უკვე პირდაპირ არქმევს სახელებს, ზოგი მოღალატე ხდება, ზოგი კომიკური გმირი. ერთხელ ვთქვი და არ მეგონა ასე მალე თუ ახდებოდა, ადამიანს მოღალატეს არქმევს - ხალხი, ისტორია და ხალხური ფოლკლორი. ეს ამერიკაში ვიზიტები, ომზე ყვირილიც ისტერიული შანტაჟია, რომ ვინმე დაელაპარაკოთ. ივანიშვილს ძალიან უნდა გლობალური ომის პარტიის კორიდორებში გაისეირნოს, იქნებ ვინმე დაელაპარაკოს - ვერ უხსნიან რომ ეს პარტია არ არსებობს, მართლა სჯერა." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა", ეპიზოდი # 31.
  22. "არავინ იცის რა მისიით წავიდა კობახიძე ამერიკაში. ფაქტია, არავის ექნება სურვილი მას ესაუბროს, განა იმიტომ, რომ შეურაცხყოფას აყენებენ, უბრალოდ იციან, რომ აზრი არ აქვს, დროს დაკარგავენ. შეიძლება რუკაზე გლობალური ომის ოფისს ეძებს. გაუგებარი ნაბიჯებით ბუნდოვანებას ქმნიან და ამით აპირებენ არჩევნებზე ფონს გასვლას. ფაქტი ერთია, დღეს საქართველოში ქვეყნის განვითარება სრულად დამაოკიდებულია ერთი ადამიანის პერსონალურ ინტერესებზე - ივანიშვილზე. კობახიძის ვიზიტიც ამერიკაში ერთი ადამიანის პერსონალური ინტერესია. იმდენად დაექვემდებარა ქვეყნის ოპერირება ერთი ადამიანის ინტერესებს და აზროვნებას, აქედან თუ არ გამოვედით, არავინ იცის სადამდე მივალთ. ამ მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის არჩევნები. თუ ამ არჩევნების შედეგებს სამართლიანად არ აღიარებს პირველ რიგში ქართველი ხალხი, ივანიშვილი და მისი მომსახურე პერსონალი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებიან - ხალხს დაუპირისპირდებიან. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა მოვახერხოთ, ჩვენ თავზე მაღლა დავდგეთ და ეს არჩევნები იმისთვის გამოვიყენოთ, რომ დაპირისპირება, რადიკალზიაცია დავასრულოთ. " გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა", ეპიზოდი #31.
  23. "მე ვთვლი არაფერი დასრულებულა, ყველაფერი ახლა დაიწყო. მსურს მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს. დაიწყო იმ ტიპის კომუნიკაცია, რაც აქამდე არ იყო. არაფერი ჩაშლილა, უბრალოდ ვერ მოესწრო. ეს არ იყო მარტივი მოლაპარაკებები. ყველა მხარეს სურდა შედეგისთვის მიგვეღწია. ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, იყო ღირსეული მცდელობა ლიმიტირებული დროით. იმისთვის, რომ სამომავლოდ გრძელვადიანი პერსპექტივა გადაგვერჩინა, დავსვი წერტილი. ქალბატონმა პრეზიდენტმა დიდი საქმე წამოიწყო. ამით უნდა გადავლახოთ პოლარიზაცია, რაც ნიშნავს არა "ნაციონალურ მოძრაობას", არა "ოცნებას". გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა", ეპიზოდი #31.
  24. - “ოცნების” ნარატივი ტერიტორიულ მთლიანობაზე, მძიმე საფრთხეებს უქმნის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და უსაფრთხოებას. - ჩვენი განცხადებები პრეზიდენტის ქარტიასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო თანხვედრაში. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1782733668922297/
  25. “პრორუსული მთავრობა ლევილის ჩაკეტილი კარების მიღმა ცდილობს არჩევნებისთვის მოტყუებით მოიზიდოს ხმები”, – ამბობს, ოთარ ზურაბიშვილი, საფრანგეთში ქართველთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა. მისი ინფორმაციით, ლევილის მამულში, 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საფრანგეთში მცხოვრები ქართველთა სათვისტომო არ მიუწვევიათ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ზურაბიშვილი ამბობს, რომ აჯანყების წლისთავს საფრანგეთის ქართული სათვისტომო ყოველ წელს აღნიშნავს. მისივე თქმით, მრგვალი თარიღის – 100 წლისთავის აღნიშვნა კულტურის სამინისტორომ თავად გადაწყვიტა, თუმცა საბჭოთა რეჟიმისგან დევნილი ემიგრანტების შთამომავლები არ მიიწვია. “საფრანგეთში, ლევილის ტერიტორიაზე, პირველად ამ მთავრობის მიერ აღინიშნება 1924 წლის ეროვნული აჯანყების მე-100 წლისთავი. ქართველთა ისტორიული სათვისტომო, რომელიც 100 წლის მანძილზე ყოველ წელს, როგორც ამ წელს, აღნიშნავს ამ უაღრესად მნიშვნელოვან და ისტორიულ თარიღს, არ არის მიწვეული […] სწორედ 1924 წლის აჯანყება, მისი უკომპრომისო წინააღმდეგობით, შეგვახსენებს, რა არის და უნდა იყოს ჩვენი დღევანდელი და სამომავლო ბრძოლები. ძალაუფლება, რომელიც გაივლის [ლევილის] სასაფლაოზე, არის ის, ვინც ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს 2008 წლის ომის დაწყებაში. ეს იქნება მისვენებული პოლიტიკური ემიგრანტების შეურაცხყოფა. არა ლევილის პრივატიზაციას! არა დამოუკიდბებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოების მისაკუთრებას! არა რუსულ მთავრობას!”, – ამბობს ოთარ ზურაბიშვილი. დღეს, 23 სექტემბერს, ლევილის მამულში აღინიშნება როგორც 1924 წლის აჯანყების 100 წლისთავი, ისე მამულის საქართველოსთვის გადმოცემიდან 8 წელი. ღონისძიებას დაესწრებიან როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პარლამენტის წევრები. დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაცია კულტურის სამინისტროს არ გაუვრცელებია. ინფორმაცია არ იძებნება არც უწყებისა და არც თავად ლევილის მამულის სოციალური ქსელის გვერდებზე. “ნეტგაზეთი” ინფორმაციის მიღებას კულტურის სამინისტროს პრესსამსახურისგან ცდილობს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობენ. რამდენიმე დღის წინ თავად კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ისაუბრა პროსახელისუფლებო ტელევიზიის, “იმედის” ეთერში 20 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. “[ღონისძიება] მოიცავს სასაფლაოზე პატივის მიგებას აჯანყებულების საფლავებთან; მათ მოხსენიებას, ვისი საფლავიც არ არსებობს და აჯანყებაში მონაწილეობდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. და შემდეგ გადავინაცვლებთ მამულში, სადაც იქნება სამეცნიერო კონფერენცია. ჩვენი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ეროვნული არქივის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა აკადემიის და ჩვენი სამინისტროს მონაწილეობით. კოლოკვიუმის, სამეცნიერო კონფერენციის დასასრულს “ქართული ხმები” წარმოადგენს სპექტაკლს. ეს გახლავთ ბატონი თემურ ჭკუასელისა და გივი ჭიჭინაძის, მთელი “ქართული ხმების” იმ დიადი თაობის პროექტი, სახელად “წუთისოფელი”. ეს არის ქართული მრავალხმიანი სიმღერით მოთხრობილი საქართველოს ისტორია. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი დღე იქნება”, – თქვა წულუკიანმა. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...