Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა. ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა. თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა მღერის და ერთმანეთს ვიდეოს უღებს, რა დროსაც ერთ-ერთი რესპუბლიკის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. პუბლიკა
  2. [სერგეი ლავროვის] აღნიშნულ განცხადებას ჩვენი ხელისუფლება აფასებს პოზიტიურად - ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს კარგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კალაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა მედიის კითხვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომლის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განმარტა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა, რაც მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით უნდა მოხდეს. “ამასთან დაკავშირებით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. ეს უნდა მოხდეს ურთიერთშერიგებით, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, განვითარებით, ურთიერთპატიებით. ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, გავაანალიზოთ წარსული, ასევე, შეცდომები რა გვაქვს დაშვებული. ჩვენ არ ვაპირებთ იმ პარალელურ სამყაროში ცხოვრებას, რომელსაც კოლექტიური რადიკალური ნაციონალიური მოძრაობა თავისი მეპატრონეებით ქმნის,”- განაცხადა კახა კალაძემ. მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიური უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ განცხადებას ქმედითი ნაბიჯებიც მოჰყვება. “რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს აღნიშნულ განცხადებას. ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს, რათა მოხდეს შერიგება, ეს რა თქმა უნდა, პოზიტიურია. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ ამ განცხადებებთან ერთად კარგი იქნებოდა უკვე ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მაგალითად, თუნდაც ჩვენი ტერიტორიების გარკვეულ ნაწილზე, რომელიც ოკუპირებულია და დღეს რუსეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ამ განცხადებებთან ერთად, პარალელურად, კარგი იქნება, რომ დაიწყოს თუნდაც სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომ მოხდეს ამ ნაწილების, ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიებიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს ოს და-ძმებთან მოხდეს შერიგება. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით, ურთიერთმიტევებით შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და თანაცხოვრება”, - აღნიშნა კახა კალაძემ. ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ დაინტერესდებიან ამით. მისი თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. იპნ
  3. შიმშილობის 29-ე დღეს პარლამენტის წინ მოშმშილე შუქრუთელებს ქალებიც შეუერთდნენ. იმისთვის, რომ მოშიმშილე ქალებმა პარლამენტთან ღამე გაათიონ, რამდენიმე გასაბერი ლეიბი მიიტანეს. პოლიციამ პროტესტის მონაწილეებს განუცხადა, რომ პარლამენტის წინ ლეიბების გაშლა არ შეიძლება. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა. შუქრუთელების მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც. თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს. პუბლიკა
  4. UFC-ის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. თბილისის საერთაშორისო აერპორტში მას გულშემატკივრები დახვდნენ, რის შემდეგაც დვალიშვილი ფილარმონიისკენ გაემართა, სადაც ის გულშემატკივრებს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს. „ამას არაფერი შეედრება, მთელი ცხოვრება აღნიშნულზე ვოცნებობდი და ეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება. არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას, ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა დვალიშვილმა აეროპორტში. მომდევნო დღეებში დაგეგმილია UFC-ის ქართველი ჩემპიონის პრესკონფერენცია და სხვადასხვა ღონისძიება. 15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა. პუბლიკა
  5. „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მათი მიმდინარეობის პერიოდში, დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება. შეზღუდვა 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 30 სექტემბრის 23:00 საათიდან 2 ოქტომბრის 00:00 საათამდე ნაწილობრივ გადაიკეტება გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორია - გიორგი ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებული საგზაო მონაკვეთი; 2 ოქტომბრის 00:00 საათიდან 8 ოქტომბრის 23:00 საათამდე მოძრაობა სრულად აიკრძალება მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე. კერძოდ, იტალიის ქუჩაზე, ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე და ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. „შეზღუდვის პერიოდში ზაარბრიუკენის მოედნიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მშრალი ხიდიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი მძღოლები კი იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით დაუკავშირდებიან ჭანტურიას ქუჩას. 3 ოქტომბრის 23:00 საათიდან 8 ოქტომბრის 08:00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება აბანოს ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე - აბანოს ქუჩიდან იოსებ გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით. შესაბამისად, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ფირდოუსის, მირზა ფათალი ახუნდოვისა და ისმაილ ისფაჰანლის ქუჩების გამოყენებით. გარდა ამისა, 4 ოქტომბრის 12:00 საათიდან 7 ოქტომბრის 02:00 საათამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება კოსტა ხეთაგუროვის ქუჩაზე, ხეთაგუროვის სკვერის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან ხეთაგუროვისა და გურამ საღარაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. ამავე პერიოდში, ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტომობილების გადაადგილება დარჩება არსებული ვითარების შესაბამისად. შოთა გამცემლიძის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩის მიმართულებით კი გადაადგილება შეიზღუდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმოძრავებენ ნინო ჩხეიძის ქუჩის გამოყენებით. შეზღუდვების პერიოდში მოძრაობის მიმართულება შეეცვლება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც”, - ნათქვამია ინფორმაციაში. კერძოდ, ავტობუსები: N326, N331, N342, N352 და N397 რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაცვლად, გადაადგილდებიან ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით, ხოლო ბარათაშვილის ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. ავტობუსები: N320 და N323 ზაარბრიუკენის მოედნიდან დაუკავშირდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩას, რის შემდეგაც გადაადგილდებიან კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ბარათაშვილის ხიდის გავლით და მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე დაასრულებენ. უკუმიმართულებით მოძრაობისას, აღნიშნული ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩიდან კი, N320 იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ, N323 ავტობუსი - ჯავახიშვილის ქუჩისკენ და შემდეგ გადაადგილდება დადგენილი სქემით. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, N536 და N550 მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოენიდან გადაადგილდებიან ლევ ტოლსტოის ქუჩისკენ, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და ბარათაშვილის ხიდის გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას, საიდანაც იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N536 მიკროავტობუსი უკუმიმართულებით მოძრაობისას, ბარათაშვილის ქუჩიდან დაუკავშირდება ბარათაშვილის ხიდს, მტკვრის მარცხენა სანაპიროს იმოძრავებს ზაარბრიუკენის მოედნისკენ და მგზავრთა მომსახურებას დადგენილი სქემით განაგრძობს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! იპნ
  6. ივანიშვილმა შეძლო, რომ საქართველო დასავლეთისგან ჩამოეშორებინა. 26 ოქტომბრამდე მოცემულობით ჩვენ კარი გვაქვს დაკეტილი, როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოსი და ვხედავთ ამას როგორ იყენებს რუსეთი და შეწყობილად როგორ მუშაობს “ოცნებასთან” სუვერენიტეტის წინააღმდეგ. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1047101446880962/
  7. "ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია. იქ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები რეგიონებიდან. სიაში ბევრი ახალი სახეა, მაგალითად - უსამართლობასთან სხვადასცვა რეჟიმებთან მებრძოლი ადამიანები. მე თითოეული მათგანით ვამაყობ და გულწრფელად ვისურვებდი უკეთესი სია ყოფილიყო, მაგრამ ავტორიტარული მარწუხები ბევრ რამეში გვზღუდავს. ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ამასთან ეფექტურად მართოს ქვეყანა და დააბრუნოს ნორმალური ევროპული განვითარების გზაზე." "გახარიას კვირა" ეპიზოდი #32 გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1222291308816909/
  8. შსს-ს ცნობით, სასაზღვრო პოლიციას მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენი შეემატა. ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს. „თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. “H145” ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, “airbus helicopters”-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა. 2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით“, – აცხადებს შსს. პუბლიკა
  9. რუსებმა ზაპოროჟიე მართვადი საავიაციო ბომბებით დაბომბეს, რის შედეგადაც 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დადასტურდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეს ტერიტორიას 13 ბომბით დაარტყეს. სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. დაჭრილ 11 მშვიდობიან მოქალაქეს შორის არის ორი მამაკაცი და ცხრა ქალი. იპნ
  10. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მაღალი თანამდებობის პირი, ნაბილ კაუკი დაიღუპა. ისრაელის არმიაში განმარტავენ, რომ კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი. „კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. „ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მეთაურების ლიკვიდაციას და იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს ემუქრება“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. იპნ
  11. პარტია "გახარია საქართველოსთვის" შეხვედრა ბოლნისის მოსახლეობასთან:
  12. „საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო. ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა“. ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის დასკვნა. ლავროვის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც „მეზობელ სახელმწიფოებთან“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფაში. „მათ თქვეს, რომ სურთ ისტორიული შერიგება. და რა ფორმით ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები იქ მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებები… მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, დახმარებისთვის მზად ვიქნებით“ — განაცხადა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი, ზეპირსიტყვიერი ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდეც 2010 წელს აიღო, როდესაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა: „საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“. ეს ვალდებულება 2013 წელს პარლამენტის რეზოლუციით დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც. თბილისის ამოცანაა, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამაც. მოსკოვი კი ისწრაფვის, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებები გააფორმებინოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც კონფლიქტის მხარეებთან. წლებია ამას ითხოვენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები. „ქართული ოცნებას“ დაანონსებული აქვს 2008 წლის ომის გამოძიების დაწყება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. მმართველი პარტიის განცხადებით, ომი საქართველოს წინა ხელისუფლებამ, გარე დავალებით დაიწყო, რუსეთის იერიში კი „საპასუხო“ იყო. „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა. ნეტგაზეთი
  13. სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს. ისინი შეიკრიბნენ ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარე შენობასთან, სადაც განთავსებულია საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის საბჭოში. მათივე ინფორმაციით, ამავე შენობაში ემსახურებიან საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ მოქალაქეებს, რომელთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენს. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, “არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის”. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მინიმალურ რაოდენობაზე რამდენჯერმე მეტი ადამიანია აღრიცხვაზე სტრასბურგის საკონსულოში. ამის მიუხედავად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ადგილზე საარჩევნო უბანს არ ხსნის. უწყებაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება. ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მიიღო. სტრასბურგში მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი, მარი კაიშაური “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასულები. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად. თავად მარი 100-ზე ადამიანს დაეხმარა საარჩევნო აღრიცხვაზე დადგომაში. ის აქტიურად ცდილობს კომუნიკაციას როგორც საელჩოსთან, ისე ცესკოსთან, რომ სტრასბურგში მცხოვრებმა მოქალაქეებმა საკუთარი საარჩევნო ხმა არ დაკარგონ. ჯერჯერობით – უშედეგოდ. იმ შემთხვევაში, თუ უბნის უბანი სტრასბურგში არ გაიხსნება, ისინი გეგმავენ ორგანიზებულად ჩავიდნენ პარიზში და იქ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. კაიშაური მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში არჩევნების დღეს. ამავე თემაზე: ქალაქი ევროპაში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს, თუმცა საარჩევნო უბანს არ ხსნის ურთიერთბრალდებები პრეზიდენტსა და ცესკოს შორის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით თბილისი უკრაინაში საარჩევნო უბანს არ გახსნის | არჩევნები 2024 ცნობილია, უცხოეთის რომელ ქალაქებში იხსნება საარჩევნო უბნები – სია ნეტგაზეთი
  14. ემიგრანტების არაერთგზის მიმართვისა და იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ადგილზე აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობა, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბანი არ იხსნება. ცესკოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ერთადერთი საარჩევნო უბანი პარიზში გაიხსნება. საქართველოს საარჩევნო კოდექსით, სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ცესკო ქმნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, „არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის“. თუმცა არსებული პრაქტიკით, საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარი მოქალაქეების რეგისტრაციის მისამართად განისაზღვრება არა მათი რეალური საცხოვრებლის, არამედ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულების მისამართი. შესაბამისად, საარჩევნო უბნებიც მხოლოდ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში და საკონსულოებში, მეტწილად დედაქალაქებში იქმნება. ეს არჩევნებში მონაწილეობას ურთულებს ათობით ათას ემიგრანტს, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში დედაქალაქებისგან შორს ცხოვრობენ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ. რაც შეეხება სტრასბურგს, საქართველოს სახელმწიფოს აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საუბარია ევროპის საბჭოსთან მუდმივ წარმომადგენლობაზე, რომლის ოფისიც ჟ. ჰერმანის ქუჩაზე მდებარეობს. ხვალ იქ ქართველი ემიგრანტების მდუმარე საპროტესტო აქცია გაიმართება. ის ამბობს, რომ მხოლოდ თვითონ სტრასბურგში მცხოვრებ 100-ზე ადამიანს დაეხმარა საარჩევნო აღრიცხვაზე დადგომაში. „100-ზე მეტი ადამიანი დადგა საკონსულო აღრიცხვაზე. რას ნიშნავს არგუმენტი, რომ აქ არ არის საკონსულო? მეილი მომწერეს, რომ რეგისტრაციის წინასწარ გასავლელად მივსულიყავი საკონსულოში. აბა, სად მეპატიჟებიან, თუ არ არსებობს მისამართი? საუბარია ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობაზე, ეს ტერიტორია ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს“, — აცხადებს კაიშაური. კაიშაურის ინფორმაციით, საფრანგეთის ელზასის რეგიონში [რომლის ცენტრია სტრასბურგი] საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სამკურნალოდ არიან ჩასულები. მათ არც ფინანსური და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა უწყობთ ხელს, რომ ასობით კილომეტრი გაიარონ ხმის მისაცემად პარიზში ჩასასვლელად. ის მიმართავს თანამემამულეებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარონ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ადამიანების პარიზში ტრანსპორტირების უზრუნველყოფაში არჩევნების დღეს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საარჩევნო უბნები იხსნება მხოლოდ იქ, სადაც მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა ხორციელდება. „ვენის კონვენციის მიხედვით, საკონსულო ფუნქციების განხორციელება შეუძლია მხოლოდ კონკრეტულ ქვეყანაში დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რისთვისაც მათ განესაზღვრებათ საკონსულო ოლქი. ვინაიდან საფრანგეთში არის ერთი საკონსულო ოლქი, რომელშიც ასევე შედის სტრასბურგიც, საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეები დგებიან საელჩოში (პარიზში), მათ შორის სტრასბურგში მცხოვრებნიც“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობით პასუხში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ მიიღო. 26 სექტემბრის სხდომაზე ცესკომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციის მოთხოვნა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატების შესახებ. უცხოეთის იმ ქალაქებს შორის, სადაც ოპოზიციის წარმომადგენელი საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდა, არის: სტრასბურგი, ბოსტონი, ლოძი, ტორონტო, ანტვერპენი, მაიამი, შტუტგარტი, ვალენსია, ჰამბურგი, ნეაპოლი და სხვები. ცესკოს ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით ცესკომ 42 ქვეყნის 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბნის გახსნა გადაწყვიტა. ნეტგაზეთი
  15. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ცნობით, 27 სექტემბერს საბურთალოზე შელაპარაკებისას დაჭრილი და გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა. „გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი. კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს“, – ნათქვამია განცხადებაში. შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია. პუბლიკა
  16. 26 ოქტომბერს, ვერც “ოცნება” დარჩება ხელისუფლებაში და ვერც “ნაცები” დაბრუნდებიან. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1286798402731575/
  17. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს წევრის გიორგი შარაშიძის და გარემოსდამცველ ანა გაბრიაძის ერთობლივი ბრიფინგი - დიღმის ტყე-პარკსა და აღმაშენებლის ხეივანში, სადაც გადის წყლის ცენტრალური მაგისტრალი, შექმნილი უკიდურესად მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობისა და სასმელი წყლის დაბინძურების რეალური საფრთხის შესახებ! ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1181330179626963/
  18. საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან გადადგა. აღნიშნულის შესახებ ამილახვარმა ბრიფინგზე განაცხადა. ცნობისთვის, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად გიორგი ამილახვარი 2023 წლის 20 მარტს დაინიშნა, ის იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა. ამილახვარმა აღნიშნულ თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელი შეცვალა. იპნ
  19. საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი” ჩვენების გახსნისას განაცხადა, მთავრობამ ივანიშვილი მეთაურობით „პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს იმისთვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო“. „ჩვენ შევიკრიბეთ დღეს, 27 სექტემბერს, საქართველოსთვის ამ ტრაგიკულ დღეს, რადგან დღევანდელი დღე სოხუმის დაცემის დღეა. ის, რომ დღეს შევიკრიბეთ პარიზში, ევროპის დედაქალაქში და თან შეგვკრიბა ევროპის მინისტრმა, (მე კარგი დამთხვევების მჯერა). ეს ნიშნავს, რომ ის გრძელი გზა, რომელიც საქართველომ გაიარა მისი დამოუკიდებლობის დღიდან, რასაც მაშინვე ომი დაუპირისპირდა, რომლის წარმოჩენა სურდათ, რომ თითქოს ეს იყო კონფლიქტი საქართველოს და აფხაზეთს, სეპარატისტულ რეგიონს შორის, სინამდვილეში კი, ეს იყო რუსეთის მიერ წამოწყებული, თავსმოხვეული და მისთვის სასურველი ომი. ამ გაგებით ომი აფხაზეთში იყო - «ბუჩა» ბუჩამდე. როდესაც მოვისმენთ ჩვენებებს, ვნახავთ, რომ იგივე მეთოდები, იგივე სიმკაცრე, იგივე სისასტიკე გამოიყენა რუსეთმა სოხუმში, აფხაზეთის ყველა სხვა ქალაქში, რაც ბუჩაში, მარიუპოლში, უკრაინაში, ამ ორწლინახევრის ომის განმავლობაში, რომელიც კიდევ გრძელდება უკრაინაში უკრაინელების წინააღმდეგ. ამას დიდი დარწმუნებით ვამბობ და ისეთივე შოკირებული ვარ, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, რადგან მთავრობამ, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებაშია, ჩათვალა, რომ ამ საარჩევნო კამპანიისთვის კარგი აზრი იყო, თბილისის ქუჩებში დაედგათ ბანერები, სადაც გვერდიგვერდ ჩანს მარიუპოლის თეატრი, სადაც ვიცით, თუ რამდენი ბავშვი დაიღუპა და რესტავრირებული თეატრი საქართველოში; განადგურებული კათედრალი უკრაინაში და გვერდზე, სამების საკათედრო ტაძარი თბილისის შუაგულში. ამან სრულიად საქართველოს მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია, რაც აჩვენებს, რომ სწორ გზაზე ვართ და შეიძლება ოპტიმისტები ვიყოთ. აღშფოთება გამოიწვია, ასევე „ქართული ოცნების“ დარჩენილ მხარდამჭერებში, „ქართული ოცების“, რომელიც (ვთქვი და კიდევ ვიტყვი), ქართულ კოშმარად იქცა, ასევე, მთელს მოსახლეობაში, ამდენად, ეს მიდგომა ეწინააღმდეგება ტრადიციებს, კულტურას, ქართულ ჰუმანურობას, რაც გვაფიქრებინებს, რომ ევროპასთან საერთო ღირებულებები გვაქვს და სწორედ ამ ღირებულებების გამო გვაქვს ევროპული ბედი. 30 წლის წინ, ამ დრამატული სიტუაციით დავიწყეთ, რაც რუსეთის ხელში ინსტრუმენტი იყო, რომლის გამოყენებაც სცადა საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის, ევროპისკენ წინსვლის სურვილის წინააღმდეგ. ხაზგასასმელია, რომ ამ გზის არცერთ მომენტში, საქართველოს არ შეუწყვეტია პროევროპელობა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 80-85% ამბობს და იმეორებს, რომ სურს ევროპელობა, მათ შორის, ამ კონფლიქტების მიუხედავად, რომლის გამოც მოსახლეობას შეეძლო ეთქვა, «შევეცადოთ რუსეთთან მორიგება ამ ტერიტორიების დაბრუნებისთვის, გავცვალოთ ევროპული გზა უფრო მისაღებ მეზობელზე». საქართველოს ეს არჩევანი არასოდეს გაუკეთებია. 30 წლის შემდეგ და ამ ომის, მოგვიანებით კი, 2008 წლის ომის მიუხედავად, რამაც ეს სეპარატისტული კონფლიქტები დამოუკიდებლობაგამოცხადებულ ტერიტორიებად გადააქცია, რომლებიც მხოლოდ რუსეთმა და მცირე რაოდენობის სახელმწიფოებმა აღიარეს, მაინც არაჩვეულებრივ პროგრესამდე მივედით, რაც იყო ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და ბოლოს, გასულ დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი. ეს კანდიდატის სტატუსი უკრაინამ დააჩქარა, ამას უკრაინას და უკრაინელების ბრძოლას უნდა ვუმადლოდეთ, ამის გარეშე ბევრად მეტი დრო იქნებოდა საჭირო, ევროპას მეტი დრო დასჭირდებოდა, რომ უფრო გახსნილი გამოჩენილიყო ქვეყნებისთვის, ვინც ევროპას ელოდება- მოლდოვა, უკრაინა და საქართველო. კანდიდატის სტატუსმა გარკვეულწილად, მოსკოვის სიბრაზე გამოიწვია, რომელმაც უდავოდ სთხოვა, ან მოსთხოვა უფრო და უფრო ღიად პრორუსულ საქართველოს ხელისუფლებას ეჩვენებინა, თუ რომელ მხარეს პოზიციონირებდა. კანდიდატის სტატუსის მოპოვების შემდეგ, პრაქტიკულად იანვრიდან გვაქვს ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკის ტალღები, რაც ადრე დაიწყო; იყო თბილისში მყოფ ელჩებზე თავდასხმა, მაგრამ ამან ბევრად უფრო ოფიციალური, ფორმალური ხასიათი მიიღო, ბატონი ივანიშვილით სათავეში, რომელმაც პრაქტიკულად ომი გამოუცხადა ჩვენს 30 წლის პარტნიორებსა და მეგობრებს, იმისათვის, რომ მოსკოვის გვერდით დამდგარიყო, ბრალს სდებდა რა ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ჯარის, პოლიციის ჩამოყალიბებაში, რომ თითქოს მათ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურდათ. თითქოს ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ეძებდნენ კრიზისის ახალ თეატრს, მაშინ როდესაც ჩვენს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სულ ახალ ფრონტებს ხსნის ყველა მისი მეზობლის წინააღმდეგ, არის და ყოველთვის იყო რუსეთი. ბრძოლა, რომელსაც ვახორციელებთ, რომელსაც უკრაინა იარაღით და ევროპელებისა და ამერიკელების მხარდაჭერით ახორციელებს, რომელსაც ჩვენ პოლიტიკურ სცენაზე ვახორციელებთ არ შეიძლება უკრაინის დამარცხებით დასრულდეს, ეს ბრძოლა არ შეიძლება საქართველოს დამარცხებით დასრულდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე, რადგან ეს არჩევნები ეგზისტენციური, სასიცოცხლო არჩევნებია. ხვალ, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ან საქართველო დაბრუნდება თავის ევროპულ გზაზე, მე ამაში დარწმუნებული ვარ, და დარწმუნებული ვარ, რომ ამის შემდეგ მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდება, და ივნისში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად ტრიოში აღმოვჩნდებით, (სადაც ასევე არჩევნებია, პრაქტიკულად, იგივე დროს, როდესაც ჩვენთან), ან აღარ იქნება საქართველო და იქნება ტრაგედია არა მხოლოდ მისთვის, არამედ ასევე მეზობელი სომხეთისთვის, რომელიც იგივე მიმართულებით ვითარდება და რომელსაც საქართველოს ხიდი სჭირდება და ეს ტრაგედია იქნება კავკასიისთვის და ევროპის წარმომადგენლობისთვის ამ რეგიონში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მდებარეობით. რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ მას საზღვრები აქვს და მათ პატივი უნდა სცეს, რომ მეზობლები ჰყავს, რომლებსაც პატივი უნდა სცეს, ეს არის ერთადერთი გზა, რომ რუსეთი განვითარდეს, გახდეს ნორმალური სახელმწიფო, ევროპას არ შეუძლია არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს არანორმალური სახელმწიფოს გვერდით ცხოვრება, ეს მიუღებელია, თუ მშვიდობა, კეთილდღეობა და განვითარება გვსურს”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  20. ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოუწევს მოპარული ფულის უკან დაბრუნება. ”ოცნებას” იმდენად ცუდად აქვს საქმე, რომ კაკებეშნიკურ, უბინძურეს მეთოდებზე გადავიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/896276632396797/
  21. დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას. ”ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბანერები, რომლებიც გამოიტანეს თბილისის ქუჩებში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1457717848257455/
  22. ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად, ამიტომ არ დაელაპარაკნენ“. „საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ დარჩა ერთადერთი ბოლო სამართლიანი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი, ეს არის არჩევნები. თუ ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული და თავისუფალი და თავის როლს შეასრულებს, რაც არის ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა, მაშინ ის დაძაბულობა და გაურკვევლობა რაც არის საზოგადოებაში, მოიხსნება და „ოცნებაც“ იქნება ბედნიერი. თუკი ქვეყანაში ყველამ ერთად ჩავატარეთ სამართლიანი არჩევნები, ზუსტად 6 თვეში დავეწევით მოლდოვას და დავიწყებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებებს. ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს. არაფორმალური მხარე არის ის, რომ როდესაც პრემიერი ჩავიდა აშშ-ში, ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ. უთხრეს, რომ ამას არ დაუშვებდნენ. ეს კომუნიკაცია პირველად არ ხდება, ამიტომ ეს კომუნიკაცია შეუძლებელი იყო, ეს კარები ჩაკეტეს და მორჩა. როდესაც გაეროს ტრიბუნასთან იდგა, რა თქმა უნდა, ქვეყნის სახელით ლაპარაკობდა, მაგრამ კულუარულ შეხვედრებზე კობახიძე წავიდა იმისთვის, რომ კონკრეტული ერთი ადამიანის მესიჯები ჩაეტანა. მოუკლეს ეს გზა და პრემიერს უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  23. მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მოკლე დრო იყო იმისთვის, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო. „გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი, რომელიც ქართულ ენაზე მოსაუბრე მინახავს. მახსოვს, მისი ძლიერი პოზიციონირება, როგორც ეკონომიკის მინისტრის. აქაც დროის თემა იყო. ძალიან მოკლე დრო იყო. მოგეხსენებათ წინასაარჩევნოდ, განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის პირობებში, არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რომ მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით“,- განაცხადა გახარიამ. ამასთან, გახარიამ ისაუბრა ქობულიას მიერ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ქობულიამ განაცხადა, რომ შეუთანხმებლობის მიზეზი იყო ერთ-ერთ ეთერში ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მისი პოზიცია, რაზეც გახარიამ აღნიშნა, რომ „ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო“. გახარიას თქმით, გიორგი ქობულიასთან ერთად გადაწყვიტეს, რომ მომავალში ითანამშრომლებენ. „ამაზე არ არის საუბარი, მაგრამ ეს შეიძლება ერთ-ერთი კომპონენტი ყოფილიყო, მაგრამ კომპლექსურად მთავარი არის ის, რომ გიორგი დიდხანს არ ცხოვრობდა საქართველოში და ის სპეციფიკა, რაც არის შიდა პოლიტიკურ ველში, მოკლე პერიოდში საარჩევნოდ ეს იყო სერიოზული რისკი და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მომავალში ვითანამშრომლებთ. როდესაც საკმაოდ მძიმე ბრძოლის წინ შენ ხარ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომელსაც სერიოზული მისია და ამბიციები გაქვს, ვერ გამოდის ისე, რომ ყველა იყოს ბედნიერი. ხანდახან გამოდის ისე, რომ ადამიანები ნაწყენები რჩებიან. მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად. თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური და მასზე უკეთეს ეკონომისტს ან ანალიტიკოსს საქართველოში ვერ ვიპოვით, ისევ როგორც მიშა დაუშვილი იქნება იდეალური და მასზე უკეთესს სპიკერს და სისტემურად მოაზროვნე ადამიანს ვერ ვიპოვით, მაგრამ ახლა ამოცანაა მოვიგოთ არჩევნები. სხვა ამოცანები შემდგომ გაიხსნება“,- განაცხადა გახარიამ. ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია სამი თვის წინ დაუკავშირდა, რის შემდეგ დაიწყეს მოლაპარაკებები, მაგრამ მათ შორის ნდობა არ შედგა. „გიორგი გახარია სამი თვის წინ თავად დამიკავშირდა და დავიწყეთ მოლაპარაკებები, ამაში დასამალი არაფერია. საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, ამ სამი თვის განმავლობაში მე მაქსიმალური ძალისხმევა გავწიე იმისთვის, რომ ნდობა შემექმნა. ჩვენს შორის ნდობა არ შედგა. ბეწვის ხიდზე გავდიოდით და ბოლომდე იმედი მქონდა, რომ რაღაცას ერთად გავიტანდით, მაგრამ ეს ნდობა დღეს საბოლოოდ დაინგრა. ეს თანამშრომლობა უკვე დახურულია და აღარასდროს შედგება, თემა უკვე დახურულია“,- აღნიშნა ქობულიამ. ამასთან, ქობულიას თქმით, ის წინააღმდეგი იყო "ძლიერ საქართველოსთან" ალიანსზე. „მე წინააღმდეგი ვიყავი “ლელოსთან” ალიანსზე. ამის მიუხედავად, ნიუსებიდან გავიგე, რომ ეს მოლაპარაკება დაიწყო. გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა სია იყო, ეს ყველაფერი ეხმარება ნდობას? რა თქმა უნდა, არა. მე ნდობა აღარ მაქვს და ჩემთვის ეს საკითხი დამთავრებულია. ერთ-ერთი ფორმალური მიზეზი, რაც დამისახელეს, იყო ის, რომ თითქოს “ფორმულას” ეთერში ბიძინა ივანიშვილი დავიცავი. მე ჩემი აზრი ვთქვი ივანიშვილზე, რომ ის არ არის რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი და არ მუშაობს მათი დავალებით, რაც არის ჩემი მრწამსი და ეს არის ჩემი სიმართლე. ვთქვი ისიც, რომ ამის ფაქტებს ვერ ვხედავ”, - განაცხადა ქობულიამ. იპნ
  24. პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრებმა სოხუმის დაცემის დღეს გმირთა მემორიალთან პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს
  25. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბერს ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ გაფორმდეს “ოცნების” მარცხი. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/892083308937038/
×
×
  • შექმენი...