-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე უპასუხა. მისი თქმით, რუსეთი არის აგრესორი. „მე არ მგონია, რომ რუსეთის მიერ შეჭრის გამო საქართველოს ბოდიშის მოხდა სჭირდება, ისევე, როგორც საქართველოს არ სჭირდება ბოდიშის მოხდა იმის გამო, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. სწორედ რუსეთია აგრესორი, რომელიც საქართველოში შეიჭრა და საქართველოს უკანონო ოკუპაციას აგრძელებს. როგორც რუსეთი ყოფილა აგრესორი რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რა თქმა უნდა, უკრაინა ამის ნათელი მაგალითია“, - განაცხადა მეთიუ მილერმა. ცნობისთვის, გორში, "ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: - "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები". როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი. იპნ
-
ბექა ლილუაშვილი პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი - ბექა ლილუაშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ეკონომიკურ ხედვებზე: ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1906291759879139/ -
ჩვენ პრეზიდენტს პატივს ვცემთ და მისი წინადადება მივიღეთ, უპირობოდ! ამიტომ შეხვედრაზე ვიქნებით. "ლელოსთან" არანაირი პროცესი ახლა არ მიმდინარეობს და არც ყოფილა. სხვა ყველაფერი ჭორაობაა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1582963079292001/
-
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახების წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული პირები პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში. „ამ პიროვნებებს შორის არიან ხელისუფლების და მუნიციპალური ფიგურები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი ძალაუფლება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ბიზნესლიდერები, რომლებიც ჩართული არიან კორუფციულ პრაქტიკაში; პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას და ხელს უწყობენ ძალადობრივ ექსტრემიზმს. სამართალდამცავი ორგანოების წევრები, რომლებიც მონაწილეობდნენ მომიტინგეების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის წინსვლასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში. ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანი პროტესტი გამოხატონ ძალადობის, დაშინების ან ჩახშობის შიშის გარეშე”, – აღნიშნულია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. პირების ვინაობა, რომლებსაც სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ, დაკონკრეტებული არ არის. ავტორი - გივი ბარამიძე
-
აშშ-მა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის ქართველი ოფიციალური პირები და ექსტრემისტები დაასანქცირა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და პოლიტიკური ოპონენტების ძალადობრივ დარბევასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ორ ოფიციალურ პირსა და ორ კერძო პირს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, „ალტ-ინფოს“ დამფუძნებელი კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დასანქცირდნენ. იპნ
-
„გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს. როგორც ლილუაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ. „ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა. კითხვაზე, შეხვედრასთან ერთად მზად არიან თუ არა წინსაარჩევნოდ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთან“ გაერთიანდნენ, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება მხოლოდ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო და არა გაერთიანებასთან. „ჩვენ დღეს, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ეს იყო შეხვედრასთან დაკავშირებული მოწოდება“,- აღნიშნა ლილუაშვილმა. ინფორმაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. პრეზიდენტი ,,ძლიერი საქართველოს" და ,,გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : „ძლიერ საქართველოსა“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ნაბიჯი ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გამო, ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არვინ დაუვიწყებს. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე პარტიები შეძლებენ გადადგან ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს შეიტანს. „საქართველოს ისტორიის არჩევნებში გარდამტეხი დღე გვიახლოვდება და ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა მიიღონ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მომავალს. ამას ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათლად ვხედავთ. ეს არჩევანი განსაზღვრავს იმას, იქნება თუ არა ჩვენი მომავალი ევროპა , თუ ვიქნებით რუსეთის გავლენის ქვეშ, რისკენაც ბატონი ივანიშვილი გვიბიძგებს, ამიტომ 26 ოქტომბერი არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი არჩევნების დღე, ეს არის მთავარი არჩევანის დღე, რეფერენდუმის დღე, ვარჩიოთ სუვერენიტეტი,თავისუფლება , დამოუკიდებლობაა და ევროპული ფასეულობები თუ ჩვენი მომავალი დავუთმოთ რუსეთს. დღეს არჩევანი ერთია, ან ევროპა ან რუსეთი. ჩვენ ეს ქვეყანა არავისთვის არასდროს დაგვითმია და არც არავის დავუთმობთ. ეს არჩევანი ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობას ვერ გავექცევით. მე, ჩემ წილ პასუხისმგებლობას ბოლომდე ავიღებ და შევასრულებ, ხელს შევუწყობ ყველა პროევროპულ ძალას, ამისთვის შეიქმნა ქარტია და ქარტიის შესრულებისთვის დადებული ერთობლივი პირობა, ამით ევროპის გზაზე სწრაფი და ეფექტური დაბრუნების სამოქმედო გეგმა ერთად დავხაზეთ და ერთად შევასრულებთ. ახლა საჭიროა ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევანი გავამარტივოთ. პოზიტიური მესამე ცენტრი რომელსაც გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელოდება და რომელსაც უნარი აქვს გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამის მჯერა და ამიტომ ყველასთან კონსულტაციებში მივიღე მონაწილეობა და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორ პროევროპულ ძალას, ერთის მხრივ, გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ და მეორეს მხრივ, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩევლისთვის მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტ ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი,რომელიც ამომრჩეველს დაარწმუნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შეუძლიათ ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც მათ არავინ დაუვიწყებს. ამიტომ, მივესალმები მამუკა ხაზარაძის საჯარო გამოთქმულ მზადყოფნას, ასევე ვიცი რომ არსებობს ასეთივე მზაობა გიორგი გახარიას მხრიდან, საარჩევნო კალენდარი ძალიან ცოტა დროს გვიტოვებს საბოლო გადაწყვეტილებისთვის. ამიტომ, ხვალ ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალს , რათა მოულაპარაკებიათ ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერაა და მზად ყოფნაა,რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენგან სწორედ ამას ელოდება საზოგადოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა. ipn
-
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობაა - დაღუპულია 10-მდე ადამიანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობების შედეგად ათამდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა. ავსტრიაში სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის დროს ერთი მეხანძრე დაიღუპა, უამინდობამ 5 ადამიანი იმსხვერპლა პოლონეთში. 5 დაღუპულის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია რუმინეთიდანაც, ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკაში რამდენიმე მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. პოლონეთში დაიტბორა მცირე ზომის რამდენიმე დასახლება და ორი სოფელი. ადგილობრივი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ წყალდიდობის საფრთხეა 130 000 ადამიანით დასახლებულ ქალაქ ოპოლეშიც, ასევე, ვროცლავში, სადაც 640 000-მდე მცხოვრებია. პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა საგანგებო სამთავრობო სხდომა მოიწვია, რათა ფინანსური ზომების შესახებ იმსჯელონ და წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებისთვის შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ. ჩეხეთში 7 ადამიანის ადგილსამყოფელს პოლიცია ამ დრომდე ვერ ადგენს. რაც შეეხება რუმინეთს, ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი. პუბლიკა -
"თვენახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს და ზუსტი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია. ობიექტურად, რომ შეხედოთ ვითარებას, მთავარი ოპოზიციური პარტია ჩვენ დღეს უკვე ვართ. არ არის ეს ჯერ ასახული ციფრებში, მაგრამ ყველამ იცის და როგორც არ უნდა კეკლუცობდნენ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ თუ ვინმეს დღეს აქვს პოლიტიკურ ველზე ზრდის პოტენციალი, ეს გვაქვს ჩვენ. რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია , მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად შესაძლებელი ზრდის პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ. განსაკუთრებით, თუ ივანიშვილი გააგრძელებს ასე მოქცევას და ასე მოგვეხმარება, აქეთა მხარეს კი, ეს სასარგებლო იდიოტების როლში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ზუსტად ისე, როგორც იქცევიან. იმის ნაცვლად, რომ რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ, მაგალითად პირველი ნომრობა და სია რას ნიშნავს, სპორტსმენებს დასდევენ და სპორტსმენებს აბულინგებენ. მე მესმის ძალიან კარგად რამდენად მძიმეა ქართული ჯარისთვის, პოლიციისთვის, მოხალისეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სამშობლოს იცავდნენ, გამოვიდა ივანიშვილი და არჩევნების კონტექსტში ეს ხალხი დაახურდავა ივანიშვილი- სააკაშვილის რაღაც ურთიერთ ბინძურ ჭიდაობაში. სინამდვილეში, ამ ნაწილში ისეთი რაღაცები ილაპარაკა,რომ ქვეყნის ერთიანობას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფუნდამენტს შეუქმნა პრობლემა და რისკი - ამაზე არ საუბრობენ. ამიტომ ძალიან ვწუხვარ, ჩემთვის წარმოიდგინეთ ჯერ „ოცნება“ გახდა უმძიმესი იმედგაცრუება, განსაკუთრებით ეს ბოლო წელიწად ნახევარი რასაც აკეთებენ ეს აღარ არის მარტო კორუფცია , ეს აღარ არის მარტო ნეპოტიზმი, ეს არის უკვე ქვეყნის ფუნდამენტური ინტერესების ღალატი და მეორეს მხრივ, ეს სასარგებლო იდიოტები, რომლებიც ხანდახან ისე იქცევიან, რომ მაშველი რგოლი ხდებიან ივანიშვილის. გახსოვთ ერთხელ მე შეცდომა მაქვს დაშვებული და პარლამენტის ტრიბუნიდან შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი „ნაციონალირ მოძრაობას“ დავპირდი, რომ დაგასრულებთთქო... შეცდომა დავუშვი მაშინ, ვიღაცებმა წამომაძახეს - რომ რა ქენი დაასრულეო? ორივე ერთად უნდა დავასრულო, გამოდის, რომ საქმე დაგვემატა. გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ „ოცნებისთვის“ არის ხარაკირის გაკეთება, არასოდეს არ დაასრულებს. „ნაციონალური მოძრაობა“ კიდე აქეთ ზის ამ სასარგებლო იდიოტის როლში, მათ არ უნდათ ხელისუფლება და ზიან ახლა ესენი და ელოდებიან, როდის გაცვდება „ოცნება“ იმ დონეზე, რომ ძალაუფლება ჩაუვარდებათ ხელში. ვერ მივართმევთ ვერც ერთს და ვერც მეორეს, აგერ ნახავთ 26 ოქტომბერს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
-
"ივანიშვილი როგორც სხვა ბევრ რამეს, ომი და მშვიდობის ნაწილშიც იტყუება. მშვიდობის პოლიტიკა არ შეიძლება იყოს დამყარებული ერთ ადამიანზე, მშვიდობის პოლიტიკა საქართველოში შესაძლებელი იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში დაბალანსებული საგარეო პოლიტიკით. დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის ფუნდამენტი იყო შემდეგი - ჩვენ გვაქვს შეთანხმებული არჩევანი გაკეთებული, რომ საქართველოს საგარეო ვექტორი არის ევროპულ კავშირში სრულფასოვანი წევრობა, მაგრამ , იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა და იმიტომ, რომ ჩვენთვის დეოკუპაცია არის სტრატეგიული ამოცანა, რადგან ტერიტორიული მთლიანობაა ერთადერთი შესაძლებლობა ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერების, ჩვენ გვმართებს ვაწარმოოთ პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში. პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ნიშნავს აღიარებას, რუსეთის, როგორც ოკუპანტის და შემდეგ უკვე საუბარი ოკუპაციის შემცირების მიზნებისთვის. შენ როგორც კი, ამ ბალანსს არღვევ და ხდები მხარე, მაშინ, როცა გამოდიხარ და დასავლეთს, რომელიც შენი სტრატეგიული პარტნიორია გამოდიხარ და ბრალს სდებ ომის პროვოცირებაში, გადატრიალების მცდელობაში, მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაში, რა თქმა უნდა, შენ ამ ბალანსს არღვევს და როგორც კი, შენ ამ ბალანსს არღვევ, რა თქმა უნდა, შენ ვეღარ იქნები მშვიდობის გარანტი. შეიძლება ასეთი სურვილი გქონდეს, მე იმას კი არ ვამბობ, რომ მათ ომი უნდათ, რა თქმა უნდა, არ უნდათ, მათ რა თქმა უნდა, მშვიდობა უნდათ, იმიტომ ამ მშვიდობაში უნდათ მერე იმ კორუფციული ფული შენახვა, მაგრამ შენ როგორც კი ასეთ არჩევანს აკეთებ და მხარეს ირჩევ, შენ ვერ გახდები ვერასდროს მშვიდობის გარანტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება შენ მშვიდობა გინდოდეს. ესენი სარგებლობლობენ, ამბობენ, რომ მეორე მხარეს არის არჩევანი -„ნაციონალური მოძრაობა“ , რომელსაც უკვე ამ ქვეყანაში ომის გამოცდილება აქვს და ხალხის აღქმებშიც, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ დაკავშირებულია ომთან, ამიტომ გვებრძვიან ჩვენ. ამიტომ, ამბობენ, რომ სხვა არჩევანი არ არსებობს, ამიტომ ეშინიათ ჩვენი, ამიტომ ვერ ბედავენ, რომ დამისხდნენ დებატებში. მე მჭრდება ნახევარი საათი ივანიშვილთან, რომ დაინგრეს მისი მშვიდობისმყოფელობის მითი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მართლა უნდა მშვიდობა, მაგრამ აღარ აქვს ამის რესურსი, ისევე, როგორც ის მითები, რომ არის ბავშვების დამცველი, ტრადიციების დამცველი. ვინ არის ტრადიციების დამცველი, შეხედეთ ერთი სიაში ვინ ჰყავთ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ ვართ ის ძალა, რომელსაც აქვს ნდობა და რესურსი, რომ ესაუბროს ევროპასაც და რომელსაც შეუძლია, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთს ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის, შესაბამისად ყველაფერს აკეთებენ იმისთის, რომ დაგვმალონ, თავს ჯერებენ,რომ თითქოს არ ვარსებობთ. საერთოდ უნდა გვესმოდეს, რომ მშვიდობა არის ჩვენი მთავარი ფასეულობა, ნებისმიერი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია საქართველოში, მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობით, უნდა გვესმოდეს, რომ შეცდომების აღიარება უნდა იყოს არა ერთმხრივი, არამედ ორმხრივი და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ის პოზიტიური დინამიზმი , რისი გეგმაც გვაქვს და რასაც აუცილებლად გავაკეთებთ, მას შემდგომ, რაც მშვიდობას, პირველ რიგში, დავამყარებთ ქვეყნის შიგნით. როგორ შეიძლება მე მშვიდობაზე მელაპარაკებოდეს და მომიწოდებდეს ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალა, რომელიც ამბობს,რომ არჩევნების შემდეგ ყველას დაგიჭერთ, რომელიც ამბობს, რომ ვინც მე არ მეთანხმებით მტრები ხართ და რომელიც ამბობს, რომ ვინც მე არ მეთანხმება ის არის ქვეყნის მოღალატე?! ერთი რამე მინდა მათ ვუთხრა, სულ უფრო და უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე ხედავს ვინ არის ქვეყნის ინტერესების მართლაც მთავარი მოღალატე, ამას ადამიანები და ისტორია განსაზღვრავს და ვიღაც ვიგინდარა პოლიტიკოსები, რომლებიც ამ ტრიბუნიდან საუბრობენ, ხვალ სხვა ტრიბუნიდან ისაუბრებენ... გატენილი აქვს „ოცნებას“ ასეთი ხალხით პირველი ოცეული და კიდევ ზემოდან ის 30 კაცი დელეგატები, რომ დაარქვეს - ისინი. მათ მხილებას კიდევ ჩვენ სპეციალურ დროს და განყოფილებას დავუთმობთ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"
-
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს 4 წელი მიესაჯა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი შანიძეს სასამართლომ 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გიორგი შანიძემ დასკვნითი სიტყვით ისარგებლა: სასამართლოს ეზოში სოლიდარობისთვის შეკრებილი იყვნენ მოქალაქეები: გიორგი შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავებოდა: სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის პოზიციით, შანიძის მიერ აღნიშნული დანაშაული გამოიხატა სამეთვალყურეო კამერების დაზიანებაში. პროკურატურამ მოგვიანებით შანიძეს ბრალდება წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფის მოყვანას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც „პუბლიკის” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით გახდა ცნობილი, პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 2024 წლის აპრილ-მაისში საპროტესტო აქციის მონაწილე ჯამში 10 პირის მიმართ დაიწყო. პუბლიკა -
ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოში მცხოვრები ცნობილი ბელარუსი ჟურნალისტი და აქტივისტი ანდრეი მიალეშკა ქვეყანაში არ შემოუშვეს. როგორც თემო კიღურაძე სოციალურ ქსელში წერს, მიალეშკა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქუთაისის აეროპორტში დააკავეს და სავარაუდოდ, პოლონეთში აბრუნებენ. უარის თქმის დოკუმენტში მიზეზი დაკონკრეტებული არ არის და მითითებულია, რომ ის „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს”. პუბლიკა -
"ბიძინა ივანიშვილმა, თავის განცხადებით, ომის კონტექსტიდან გაიყვანა საერთოდ რუსეთი, ფაქტობრივად თქვა, რომ რუსეთი, როგორც აგრესორი ამ დიალექტიკაში არ არის და ახალი დამნაშავე შემოგვთავაზა ომის კონტექსტში - დასავლეთი, ევროპა, ამერიკა და თქვა, რომ ეს ყველაფერი იყო მათი პროვოკაციის შედეგი. მეორე, რაც გააკეთა, მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ შეიძლება ჩვენი რაღაც აღიარებით თუ ბოდიშით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა გაჩნდეს, ამაზე გამოდის 5 ლარიანი ექსპერტებით. სინამდვილეში მივიღეთ ის, რომ დასავლეთი, რომელიც არის ფუნდამენტი არაღიარების პოლიტიკის, ფაქტობრივად, დაადანაშაულა კონპლიქტის პროვოცირებაში, პროვოკატორად გამოაცხადა და თქვა, რომ ჩვენ თუ აქ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და გვეცოდინება ვინ არის პროვოკატორი, ვინ წამოეგო ამ პროვოკაციაზე, ვინ უნდა მოიხადოს ბოდიში და ა.შ შეიძლება რაღაც სამყაროს სურათი დალაგდეს. თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა ზიანი მიადგა ამით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერპექტივას, მაშინ, როდესაც არაღიარების პოლიტიკა თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია აქტიურ დასავლურ და ევროპულ პოლიტიკაზე. არაღიარების პოლიტიკას პატარა რაღაც რომ დაემუქროს, როგორი რეაგირება ექნება რუსეთს. ვინმეს ამ ქვეყანაში თუ ჰგონია, რომ ივანიშვილს ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში რაიმე ხელში უჭირავს, ძალიან ცდება, არაფერი არ უჭირავს, ეს არის ქვეყნის ბედით თამაში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე არჩევნები მოიგოს. ამან გამახსენა "გარეჯი საქართველოა" კამპანია. ეს იმდენად მძიმე და კატასტროფული კამპანია იყო, ვიღაცას ხომ გაუჩნდა მაშინ აღქმები, რომ გარეჯი დაბრუნდება, სინამდვილეში იცით "გარეჯი საქართველოას" კამპანიის შედეგი რა არის? დღეს გარეჯის მოპირდაპირე მხარეს უზარმაზარი სამხედრო ბაზა დგას, რომელის არავის ახსოვს და რომელზეც არავინ არ ლაპარაკობს. მაშინ ჩვენ რამდენიმე ადამიანთან ერთად ეს უგუნური პოლიტიკა დროზე რომ არ დაგვებალანსებინა, დღეს კიდევ უფრო მძიმე შედეგები გვექნებოდა. სამწუხაროდ, ივანიშვილის მოტივაცია სავსებით გასაგებია - ის მზად არის ნებისმიერი ფასი გადაიხადოს იმაში, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ჩვენი ბავშვების მომავლით და მათი პროპაგანდისგან დაცვის სპეკულირებით დაწყებული, პროპაგანდით დამთავრებული." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"
-
"გორში რა განცხადებებიც გაკეთდა, ომის და მშბვიდობის საკითხს ივანიშვილმა დაამატა ტერიტორიული მთლიანობის მინიშნებები. "ოცნება" მივიდა იქამდე და ივანიშვილი დაეცა იმ დონემდე, არჩევნების მოსაგებად - უკვე გამოიყენა ბავშვები, უკვე გამოიყენა ეკლესია, უკვე გამოიყენა "ნაცებს გავასამართლებ" ტყუილი, უკვე გამოიყენა ომი და რომ ხედავს მაინც ძალიან უჭირს, საბოლოო ჯამში მიადგა ყველადთვის ძალიან მტკივნეულ, ტერიტორიული მთლიანობის თემას. ამას აკეთებს ისე უხეშად, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას აზიანებს, ეს იყო პროვოკაცია.' გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"
-
"ბიძინა ივანიშვილს, პირველ ნომრად გასვლა იმიტომ მოუწია, რომ ვერ ჩაატარებენ ეს პატარა ბიჭები საარჩევნო კამპანიას. "ოცნების " მიერ წარდგენილ სიაში არაფერია ახალი, ვერავინ - ახალი, ძლიერი პოლიტიკური სახე ვერ მიიყვანეს და ახალი ამომრჩეველი რანაირად უნდა მიიყვანონ არჩევნებზე? ეს იქნება არჩევნები, როდესაც "ოცნება" დამარცხდება, ახლა ამის გააზრების მძიმე ეტაპს გადიან. აკვარიუმით დაატარებენ სოფელ-სოფელ ივანიშვილს და ჰგონიათ ამით რამეს გამოასწორებენ." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა". ეპიზოდი #30 ბმული: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/365827406600718
-
ამერიკელმა მებრძოლმა შონ ო’ მალიმ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მარცხის გამო ბოდიში მოუხადა. "პირობა ვერ შევასრულე, ბოდიშს ვიხდი. მიყვარხართ", - დაწერა ო'მალიმ „ტვიტერზე“. ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. იპნ
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას (ფოტოები)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას: | -
„ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
2008 წლის, რუსეთ – საქართველოს ომში, გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებიან. 15 სექტემბერში, გორში გამართული პარტიული შეკრებისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს „ენმ“-ის მიერ, ჩვენი ოსი დების და ძმების ცეცხლის ალში გახვევის გამო, ბოდიში გვაქვს მოსახდელი“ „ანუ რა გამოვიდა? ჩემი მეუღლე ტყუილად შეეწირა ქვეყნის თავისუფლებას? აგრესორი ქვეყანა ვართ? და აგრესორების ომში იბრძოდა? რა ვუთხრა მის სულს? რით იამაყონ ჩვენმა შვილებმა? რომ ჩამოდგებით ხოლმე ხელისუფლების წარმომადგენლები და პოზირებთ ემზარ წილოსანის საფლავთან ვინ იყო ემზარი? შეგიძლიათ მიპასუხოთ? ვის მოუხადონ ბოდიში ჩემმა შვილებმა? რუსებს? ოსებს? თუ ვის მითხარით ხელისუფლებავ!!! ან გორელებო, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით ვინ დაიწყო ომი? რატომ გაუტარეთ ასეთი მოღალატეობრივი მიმართვა ივანიშვილს? თან დაგვცინა, სპეციალურად გორისთვის შემონახული მიმართვააო… ვის მოვუხადოთ ბოდიში შინდისის ბრძოლის გმირების ოჯახებმა? აგვიხსენით!“ – წერს შინდისის ბრძოლაში დაღუპული ერთ-ერთი გმირის ემზარ წილოსანის ცოლი, თეო წილოსანი. „2008 წლის 9 აგვისტო… „ოსი ძმების“ ჩექმა გიორგის ზურგზე. ბოდიში, გიორგი“ – პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე. „ბოდიში შმაგი, ბოდიში დღევანდელი საქართველოსათვის… ალბათ არ ღირდა… გული მტკივა შენი დაუფასებელი თავგანწირვის გამო…“ – წერს სოციალურ ქსელში, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი შმაგი სოფრომაძის მეუღლე, თეა ტაბატაძე. პუბლიკა -
„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას უმკაცრესად გმობენ. „ირანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და გაუმართლებელი ომის მხარდაჭერა და შეაჩეროს ბალისტიკური რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გადაცემა, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის უკრაინელ ხალხს, ასევე ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებას“, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში. მათი მტკიცებით, ირანს რუსეთის უკანონო ომის მიმართ მხარდაჭერისთვის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „ვინარჩუნებთ მტკიცე ვალდებულებას, დაეკისროს ირანს პასუხისმგებლობა უკრაინაში მიმდინარე რუსეთის უკანონო ომის მიმართ მიუღებელი მხარდაჭერისთვის, რაც კიდევ უფრო ძირს უთხრის გლობალურ უსაფრთხოებას. ამ საკითხზე ჩვენი წინა განცხადებების შესაბამისად, უკვე ვპასუხობთ ახალი და მნიშვნელოვანი ზომებით“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
-
საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, 2008 წლის ომის გამჩაღებელი რუსეთია და ვინც ასე არ ფიქრობს, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. „2008 წლის ომისაც და მანამდეც, ყველა ჩვენთვის საზიანო პროვოკაციის, ბლოკადის, ქართველთმოძულეობის გამჩაღებელი, ოსი და აფხაზი ძმების წამქეზებელი, ჩვენს მიწა-წყალს უკანონოდ დაპატრონებული და ჩვენი დამოუკიდებლობის დაუძინებელი მტერი იყო და არის ვერაგი რუსეთი. ვინც ასე არ ფიქრობს, ვისაც მისი კეთილი მეტამორფოზისა და ფოჩიანი კანფეტების სჯერა, ბოდიში მას აქვს მოსახდელი. ხერხი ნამდვილად სჯობია ღონესა, მაგრამ ბოდიშის მოხდა ის ხერხი არაა. მით უფრო ამ კონტექსტში“, – წერს გოჩა ჯავახიშვილი Facebook-ზე. გუშინ, 14 სექტემბერს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნებამ” მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა გამართა. შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა. ივანიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ საკითხს წინა გამოსვლებშიც არაერთხელ შეეხო „თუმცა, მთავარი სათქმელი სწორედ დღევანდელი დღისთვის შემოვინახე.” – თქვა ივანიშვილმა. მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, „როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.” – თქვა ივანიშვილმა. პუბლიკა
-
მერაბ დვალიშვილმა UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქამარს დაეუფლა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა. პუბლიკა
-
გორში ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების” მოსახლეობასთან შეხვედრაა დაგეგმილი. მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევანდელი ღონისძიებისთვის სცენა დაამონტაჟეს. „TV პირველზე” გასული ვიდეომონაკვეთით ირკვევა, რომ ბაბაევი კუთვნილ რესტორანში მანქანით შესვლას მოითხოვდა, რის უფლებასაც მას პოლიცია არ აძლევდა. იოსებ ბაბაევი 5 ივნისსაც დააკავეს, თუმცა მაშინ სისხლის სამართლის წესით. მას იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედავებოდნენ. პუბლიკა -
უკრაინამ რუსული ტყვეობიდან კიდევ 103 მებრძოლი დაიბრუნა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის „სამხედრო ტყვეთა საკითხების საკოორდინაციო შტაბი” ავრცელებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გათავისუფლებულთა შორის 82 რიგითი და სერჟანტი, ასევე 21 ოფიცერია. „კიევის ოლქის, დონეცკის ოლქის, მარიუპოლისა და”აზოვსტალის”, ლუგანსკის ოლქის, ზაპოროჟიეს ოლქის, ხარკოვის ოლქის დამცველები. უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინის ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები. მადლობა ჩვენს გუნდს, რომელიც დაკავებულია გაცვლებით, უკრაინისთვის ასეთი კარგი ამბებისთვის,” - წერს ზელენსკი. საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა. რუსულ მხარეს ასევე 103 სამხედრო გადაეცა, რომლებიც ტყვედ კურსკის ოლქში აიყვანეს. ცნობისთვის, 13 სექტემბერს უკრაინამ ტყვეობიდან კიდევ 49 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიბრუნა, მათ შორის 23 ქალი. იპნ
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ პირველი ვაქცინა დაამტკიცა. როგორც მედიასაშუალებები წერენ, ეს დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი პირველი ოფიციალურად დამტკიცებული პრეპარატია. პრეპარატი დამტკიცებულია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის, როგორც ორდოზიანი ვაქცინა. თუმცა, ჯანმოს განცხადებით, ის ასევე შეიძლება გამოიყენონ ორსულებმა და არასრულწლოვნებმა. ჯანმო ასევე რეკომენდაციას უწევს ერთჯერადი დოზის გამოყენებას იმ შემთხვევებში, როდესაც მიწოდება შეზღუდულია, მაგრამ ხაზს უსვამს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მონიტორინგის აუცილებლობას. „მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელი კომპანია Bavarian Nordic აცხადებს, რომ მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში მათ 50 მილიონზე მეტი ვაქცინა ექნებათ მზად. „მაიმუნის ყვავილს“ წელს აფრიკაში სულ მცირე 643 ადამიანი შეეწირა. იპნ