Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) ეხმაურება ცესკოს გადაწყვეტილებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 42 ქვეყანაში 60 უბნის გახსნის შესახებ და ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საკმარისად მაინც ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ISFED წერს, რომ ცესკოს მიერ 26 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, უბნები არ არის გახსნილი საზღვარგარეთ, დიპლომატიური და საკონსულო დაწესებულებების მიღმა, მოქალაქეების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სხვა ქალაქებში, რომლებშიც მის გახსნას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები მოითხოვდნენ. „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციით, ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციითა და საარჩევნო კანონმდებლობით გარანტირებულ, არჩევნების ხელმისაწვდომობის პრინციპსა და საარჩევნო უფლების არსთან. მაღალი საჯარო ინტერესისა და პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, „სამართლიანი არჩევნები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, საჯარო გახადოს საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ქალაქებისა და ქვეყნების მითითებით. პუბლიკა
  2. 25 წლის გიგა ბენია თბილისში მომუშავე ჟურნალისტია გალის რაიონიდან. სკოლა გალის რაიონის სოფელ წარჩეში დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისში ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ჩააბარა. როგორ ყველა გალელმა, გიგასთვისაც არაა უცხო ქართულ ენაზე სწავლების სირთულეები გალში, შესაბამისად, ამჟამად ცდილობს, გალის რაიონში მცხოვრებ მოსწავლეებს ქართული ენისა და ისტორიის შესწავლაში უსასყიდლოდ დაეხმაროს. “სკოლის პერიოდში, რადგან ქართულის სწავლება აკრძალული იყო, მე კი ეროვნულებისთვის უნდა მოვმზადებულიყავი, ზუგდიდში ვიპარებოდი და იქ ვემზადებოდი. ხან სკოლაში დავდიოდი, ხან ზუგდიდში მივდიოდი”. გიგა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, მისი სკოლა რუსულენოვანი იყო, ბავშვებმა რუსული კარგად არ იცოდნენ და ცდილობდნენ ქართული ჩუმად ესწავლათ. “ვცდილობდით, რომ ჩვენი ენა და რეალური ისტორია გვცოდნოდა და არა დამახინჯებულ ფაქტები, რომელთაც რუსეთი ცდილობდა, რომ გვესწავლა. მეცხრე კლასის შემდეგ საერთოდ აიკრძალა და ძალიან კონტროლდებოდა ის, რასაც ვსწავლობდით. მაშინ ბავშვები ერთმანეთს ვეხმარებოდით, გვეხმარებოდნენ მასწავლებლები, რომ გვცოდნოდა სწორი ინფორმაცია”. გიგა ამბობს, რომ გამოცდების ჩასაბარებლად ხშირად უწევდათ შემოვლითი გზებით სიარული – ენგურის გადაცურვა, ტყით მალულად გადასვლა. საჭირო დოკუმენტების არქონის გამო, გიგა დღესდღეობით გალში ვერ ჩადის. მისი თქმით, აფხაზეთში ბოლოს 5 წლის წინ იყო. მისი თქმით, 2016 წელს მისცეს ე.წ. “ფორმა 9”, რომელსაც სჭირდებოდა გარკვეული პერიოდების მანძილზე ვადის გაგრძელება. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ რამდენიმეჯერ ყოფილა გალში, თუმცა, როდესაც აქტიური მოქალაქე გახდა და მეტად დაიწყო საუბარი ოკუპაციაზე და ისეთ თემებზე, რაც მისი თქმით, ოკუპანტებისთვის “მისაღები არ არის”, სახლში ვეღარ ჩადის. “მათ პირადად ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, თუმცა გადმოცემებით ვიცი იმ ბავშვებისგან, რომლებიც გალში დაბარებული ჰყავთ რამდენიმეჯერ დაკითხვაზე, რომ აინტერესებდათ, რას ვაკეთებდი, სად ვიყავი და ა.შ. შემომითვალეს, რომ ვიყავი ე.წ. “მოღალატეთა სიაში”. შესაბამისად, ვერ ჩავდივარ და, შესაბამისად, არ მაქვს საჭირო დოკუმენტიც”. სკოლაში სიარულის დროს ხშირად ამჩნევდა, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ქართულად სწავლა უჭირდათ. როგორც ამბობს, ყოველთვის ცდილობდა, რომ შესვენების დროს შესულიყო მათთან და მოეყოლა ფაქტებიც ისტორიიდან. “ვცდილობდი ამეხსნა, რომ რუსეთი მტერია და აფხაზეთი არის ოკუპირებული – მეთქვა ის სიმართლე, რაც არსებობდა და რისი გაგებაც არცთუ ისე მარტივი იყო. რაც სკოლა დავამთავრე, მას შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა და ქართულის საათები შემცირდა. ვხედავდი, რომ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლებაც ვერაფერს აკეთებდა, რომ რაიმე სახის დახმარება გაეწია – ან ონლაინ სწავლებით, ან რაიმე გავლენა მოეხდინა, თუნდაც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. გიგას თქმით, პატარა ასაკის მოსწავლეებში რუსული პროპაგანდა უფრო ძლიერად მოქმედებს და ისინი ქართულ ენას სულ უფრო ნაკლებად იყენებენ კომუნიკაციისთვის. ის იხსენებს, რომ როდესაც სკოლაში რაიმეს რუსულად ვერ იგებდა, მასწავლებელი მეგრულად უთარგმნიდა, რადგან ქართულად ახსნა არ იყო დაშვებული. დღესდღეობით კი, მისი თქმით, ბავშვებმა მეგრულიც ცუდად იციან. “მე მინდოდა და მინდა, რომ შევებრძოლო ჩემი წილით რუსეთს და არ დავუთმო ის ბავშვები, რომლებიც საქართველოს მომავალი არიან. სანამ ერთი სიტყვა მაინც იქნება ქართული აფხაზეთში, ჩვენ არასდროს გავრუსდებით და სწორედ ეს არის ჩემი მიზანი, რომ ქართული არ იყოს იქ დავიწყებული”. მისი მოსწავლეები ძირითადად ბავშვები არიან გალის რაიონიდან- მეტწილად, სოფლებიდან. მისი პრაქტიკიდან გამომდინარე, ქალაქში ქართულის ცოდნის დონე უფრო დაბალი აღმოჩნდა, ხოლო სოფლებში, განსაკუთრებით კი ზუგდიდთან მოსაზღვრე სოფლებში, ბავშვებმა ენა უკეთესად იციან. თუმცა, გიგას თქმით, გამართულად მეტყველება და წერა მათაც უჭირთ. გიგას თქმით, გალში მცხოვრები ბავშვებისთვის ქართულად წაკითხულის შინაარსის ზეპირად და წერილობით გადმოცემა უფრო პრობლემურია, ვიდრე აზრის გამოტანა. “ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ვერ ალაგებენ წინადადებებს გამართულად. მეორე კი ის, რომ კომპლექსი აქვთ იმის, რომ ქართული არ იციან. მეც ვესაუბრები მეგრულად, რუსულად. რუსულად საუბარი განსაკუთრებით უფრო ქალაქელ მოსწავლეებთან მიწევს. თავიდანვე ვეუბნები, რომ ჩვენ არ ვისაუბრებთ რუსულად და ვისაუბრებთ ქართულად, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მაინც მიწევს ახსნა. ელემენტარულ საკითხებშიც კი პრობლემებია, თუმცა მე მესმის მათი და აღსანიშნავია ამ ბავშვების მონდომება, რომ მათი დიდი ნაწილი მაინც აბარებს ეროვნულ გამოცდებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ უგამოცდოდ შეუძლიათ ჩარიცხვა, რადგან მათ აინტერესებთ საკუთარი ცოდნა და საკმაოდ კარგადაც აბარებენ. თუმცა ამისთვის არის ძალიან დიდი რესურსი და წვალება საჭირო”. გიგა იხსენებს, რომ მისი ერთ-ერთი მოსწავლე ეთნიკურად აფხაზის შვილი იყო. ამ მოსწავლეს ის გაძლიერებულ და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა, განსაკუთრებით ისტორიასთან მიმართებაში. გიგა ამბობს, რომ ისტორიის ცოდნის დონეც საკმაოდ დაბალია მოსწავლეებში, რადგან “ბავშვებს ძალიან უჭირთ მომხდარის გააზრება“ მაშინ, როდესაც საქართველოს დანარჩენ ნაწილთან კომუნიკაცია არ აქვთ. “ყველა ბავშვმა და ყველა ადამიანმა იცის აფხაზეთში, რეალურად ვინც “ქართველობს” და არ სეპარატისტობს, რომ აფხაზეთი საქართველოა. ეს ამ დონეზე იციან და მნიშვნელოვანია, მაგრამ რუსეთი რატომ არის მტერი, რა გააკეთა – არამხოლოდ აფხაზეთის ომში, მანამდეც. ასევე, საბჭოთა კავშირის ისტორია არ ისწავლება, სინამდვილეში როგორც იყო, რადგან რუსული ისტორიის სახელმძღვანელოებში ყველაფერი სხვანაირად წერია. თუმცა, ქართულის ცოდნა უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე საქართველოს ისტორიის”. მიუხედავად რუსიფიკაციის პროცესის ყოველწლიურად გამწვავებისა, გიგა მიიჩნევს, რომ ქართული ენა და იდენტობა გალში მაინც არასდროს გაქრება. “არასდროს მოხდება ის, რომ იქ მცხოვრებმა ადამიანებმა დაივიწყონ საკუთარი ენა, თუნდაც იყოს ეს დამახინჯებული ქართული. იქ ქართული ენა ყოველთვის იქნება და ყოველთვის იარსებებს. სანამ ერთი სიტყვა მაინც გაისმება გალში ქართულად, მანამდე ჩვენ არ გავრუსდებით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთი კი არა ჩვენი ყველა სიტყვა გაისმება ახლაც და მომავალშიც. ის, რომ ბავშვები სასწავლებლად აქ მოდიან, მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა გააკეთონ რუსებმა და სეპარატისტებმა და ვითომ “აგუ-ში” (აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩააბარებინონ. ყველა რომ აქ მოდის, დასტურია იმისა, რომ ქართულისადმი ინტერესი და საქართველოს მთლიანობისადმი სურვილი ამ ადამიანებს აქვთ. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დღეს გალში, უმეტეს სოფლებში, საათი თბილისის დროითაა და არა მოსკოვის. მათთვის თენდება თბილისის დროით და ღამდება თბილისის დროით”. რაც შეეხება საქმიანობის გაგრძელების პერსპექტივას სხვა ადამიანების ჩართულობით, გიგა ამბობს, რომ ჯერჯერობით ამაზე არ უფიქრია და ამ ეტაპზე შეუძლია მოახმაროს საკუთარი რესურსები ბავშვებს, რადგან ამისთვის აუცილებელია სხვა ადამიანების “შეწუხება” და ფინანსური რესურსები. “მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი პოსტის შემდეგ რამდენიმე კომპანია დამიკავშირდა, რომლებმაც შემომთავაზეს დახმარება იქ მცხოვრები ბავშვებისთვის – ზოგმა სახელმძღვანელოებით, ზოგმა ლეპტოპებით, ზოგმა ფინანსურად, და ეს ძალიან გამიხარდა. თუ სამომავლოდ დამჭირდება რაიმე სახის დახმარება, რაშიც მოვიაზრებ გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების დახმარებას, უკვე მაქვს იმედი, რომ გვერდით დამიდგებიან ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ ჩვენი ქვეყნის ბედი”. გიგა აღნიშნავს, რომ სწავლების პროცესში პრობლემა არის ინტერნეტი და ტექნოლოგიები – ბავშვებს არ აქვთ ლეპტოპები და ტელეფონები. მისი თქმით, მათ უწევთ მშობლების ტელეფონებით სარგებლობა, რომელთაგანაც ზოგი დილიდან საღამომდე სამსახურშია, რაც არ უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ დღის მანძილზე რამდენჯერმე დაეკონტაქტოს მოსწავლეებს. გიგა მნიშვნელოვან ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების როლზე და აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებები, თითქოს, ქვეყანაში მშვიდობაა და ყველაფერი კარგად არის, გაუგებარია მისთვის “მე ვერ ვხვდები, რომელ მშვიდობაზე არის საუბარი, როდესაც გალში ადამიანებს არ აქვთ უფლება ისწავლონ საკუთარ ენაზე, არ აქვთ დანარჩენ საქართველოში თავისუფლად გადაადგილების უფლება. რომელ მშვიდობაზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ნამყოფი არ არის. მთავრობა არ ესაუბრება დევნილებს – ისინი სჭირდებათ მხოლოდ მაშინ, როდესაც არის არჩევნები და აღდგომაზე რომ რამდენიმე ოჯახს წითლად შეღებილი კვერცხი მიუტანონ. ყოველთვის ამას ვამბობ და ეს ეხება არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ზოგადად პოლიტიკოსებსაც, რომლებმაც არ იციან, რა საჭიროებები აქვთ ადამიანებს იქ”. ის ამბობს, რომ წლების წინ არსებობდა პროგრამები, გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაცია რომ მომხდარიყო ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან. მისი თქმით, ახლაც კეთდება პროექტები, მაგრამ არასდროს არის მორგებული რეალურ პრობლემებზე. “არ ელაპარაკებიან და გველაპარაკებიან იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც გვაქვს უშუალოდ შეხება იქაურობასთან. არ გვეკითხებიან, რა ხდება და ჩვენი პოზიციებიდან გამომდინარე – სად ვმუშაობთ, რას ვაკეთებთ. ამის გამო ყველგან გვბლოკავენ და შემდეგ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდებიც ყველაფრის მიღმა რჩებიან. ისინი არიან უყურადღებოდ და საერთოდ ვერ გრძნობენ, რომ საქართველოს მთავრობას მათი მომავალი აღელვებს”. netgazeti
  3. 26 სექტემბერს პარტიებმა 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური სიების წარადგინეს – „ქართული ოცნების” სია 170 ადამიანისგან შედგება. „ქართული ოცნება” ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილი შალვა პაპუაშვილი მამუკა მდინარაძე თეა წულუკიანი ლაშა ტალახაძე ვახტანგი თურნავა მაკა ბოჭორიშვილი გენო პეტრიაშვილი სოზარ სუბარი მარიამ ქვრივიშვილი ანრი ოხანაშვილი ნიკოლოზ სამხარაძე ეკა ჭიჭინაძე შოთა ბერეკაშვილი ლევან მახაშვილი მიხეილ ყაველაშვილი გიორგი გაბუნია ლიკა შარტავა აკაკი ალადაშვილი არჩილ ბერიძე ანზორ ბოლქვაძე ვლადიმერ ბოჟაძე ზაურ დარგალი ზაალ დუგლაძე ნიკა ელისაშვილი გოჩა ენუქიძე გიორგი ვოლსკი ილია ინჯია დავით კაჭარავა პაატა კვიჟინაძე დათო კოდუა ვარლამ ლიპარტელიანი ზაზა ლომინაძე სამველ მანუკიან ანტონ ობოლაშვილი ზურაბ რურუა დავით სონღულაშვილი ირაკლი ქადაგიშვილი ზვიადი შალამბერიძე ირაკლი შატაკიშვილი დავითი შერაზადიშვილი ვასილ ჩიგოგიძე გივი ჭიჭინაძე გიორგი ჭყონია გიორგი ხახუბია ირაკლი ხელაძე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დიმიტრი ხუნდაძე გურამ მაჭარაშვილი ირაკლი ბერაია ეკა სეფაშვილი ზაალ მიქელაძე ვიქტორ ჯაფარიძე გიორგი კახიანი მაია ბითაძე ვიქტორ სანიკიძე მარიამ ლაშხი დიმიტრი სამხარაძე ნინო წილოსანი რატი იონათამიშვილი დავითი მათიკაშვილი ვლადიმერ კახაძე ირაკლი მეზურნიშვილი სავალან მირზოევი რამინა ბერაძე სუმბატ კიურეღიან ალექსანდრე ტაბატაძე ალუდა ღუდუშაური ირმა ზავრადაშვილი ირაკლი ზარქუა გივი მიქანაძე გიორგი სოსიაშვილი ნოდარ ტურძელაძე ბეჟან წაქაძე ალექსანდრე დალაქიშვილი ისკო დასენი ედიშერ თოლორაია გოდერძი ჩანქსელიანი გია ბენაშვილი შოთა ხაბარელი გელა სამხარაული გიორგი ჩაკვეტაძე თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კირცხალია გიორგი ბარვენაშვილი გენრიეტა წიწავა იმედა ნიკურაძე ლევან მაჭავარიანი არჩილ გორდულაძე სალომე ქურასბედიანი სალომე ჯინჯოლავა თორნიკე ბერეკაშვილი თორნიკე ჭეიშვილი პაატა სალია გიორგი გუგუჩია ირაკლი ჭეიშვილი შალვა გოგოლაძე გრიგოლ აბესაძე იოსებ ჯორბენაძე დავით დოლიძე თორნიკე ფაღავა ზურაბი ქადაგიძე ქეთევან ხუროძე ქრისტინე კობახიძე ჯუმბერი იზორია ლევან არველაძე ნიკოლოზ კახეთელიძე ზურაბ იაშვილი ომარი ჯიხვაშვილი ნიკა სამხარაძე საბა კბილაშვილი გიორგი ღამბაშიძე გურამ ნიკოლაშვილი ნინო ვარდოსანიძე ალექსანდრე ზაგაშვილი ბენედიქტე გეგეჭკორი გურამი ოქროპირიძე ირაკლი გელაშვილი ზაქარია წიკლაური ალექსანდრე მუკათარიძე ანა კაკაბაძე მარიამ ზაქარიაშვილი ანა კილაძე ბექა მენთეშაშვილი მარიამ კოკაია გიორგი პაპიძე ნინო უსენაშვილი ოთარი ქადარია ვაჟა კოკაია თამარ გაბაიძე ნიკა კვერნაძე ირაკლი კალანდარიშვილი გიორგი დემეტრაშვილი ელიზბარ კობახიძე გურამი კიკნაველიძე გიგა გელაშვილი იაკობ გაზდელიანი გიორგი კოკაია გვანცა ნარიმანიშვილი გოგა თოლორდავა გიორგი შუბითიძე ზაალი კვინჩია ანი გვაზავა სერგი პეტრიაშვილი ანა ჩხარტიშვილი კარლო წილოსანი ლაშა გურგენიძე ვლადიმერი ხურცია თამაზი ფართლაძე დავით მიქაბერიძე როინი კაჭარავა ზურაბი ქავთარია გიორგი მჭედლიძე სოსო ინაძე თამაზ დანელია ტარიელ მამისაშვილი შოთა ბერუაშვილი დავით მუშკუდიანი თეიმურაზ თევდორაძე ალესანდრე მეტრეველი ვალერიან პაპუაშვილი ალექსანდრე ბაბუნაშვილი ჯაბა აბულაძე ლაშა გაზდელიანი მარიამი ლუკავა გიორგი მაჭარაშვილი კობა კვირიკაშვილი დავით ლეშკაშელი „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” თინა ბოკუჩავა გიორგი ვაშაძე სოფო ჯაფარიძე კობა ნაყოფია გია ჯაფარიძე პეტრე ცისკარიშვილი გიგი წერეთელი ირაკლი ხვადაგიანი თამარ კორძაია ირაკლი ფავლენიშვილი კახაბერ ოქრიაშვილი რამაზ ნიკოლეიშვილი ეკა ხერხეულიძე ლევან ხაბეიშვილი ლაშა ბაქრაძე ანა წითლიძე ლევან ანთაძე პაატა მანჯგალაძე ლელა ჯეჯელავა გუბაზ სანიკიძე დიმიტრი ჩიქოვანი გიორგი ჩალაძე გიორგი ბოტკოველი პაატა ლეჟავა მანუჩარ ახალაია დავით კირკიტაძე ზაზა გოგავა ირაკლი ნადირაძე ხატია დეკანოიძე ლევან ბეჟაშვილი გიორგი ბარამიძე სერგო ჩიხლაძე თეიმურაზ ჯანაშია ჯეიხუნ ნარზალოვი ბადრი ბასიშვილი სულხან სიბაშვილი ზაზა გოროზია ირაკლი ეძგვერაძე ლევან მეტრეველი ბონდო თედორაძე არმაზ ახვლედიანი გიორგი თევდორაძე ნატალია მჭედლიშვილი ნიკა ობოლაძე ცოტნე აბესაძე ივერი ბალახაშვილი თეონა ჭალიძე დავით ჯუღელი თათია ნიკოლაშვილი ვასო ურუშაძე „ძლიერი საქართველო” მამუკა ხაზარაძე ანა დოლიძე ბადრი ჯაფარიძე ანა ნაცვლიშვილი ლევან ცუცქირიძე ირაკლი კუპრაძე ქეთევან თურაზაშვილი საბა ბუაძე სალომე სამადაშვილი დავით რაქვიაშვილი თამარ ლალიაშვილი გრიგოლ გეგელია ლევან სამუშია ფიქრია ჩიხრაძე გიორგი უშიკიშვილი ვატო სურგულაძე ლანა გალდავა მაკა ნუცუბიძე მედეა მეტრეველი ალეკო ელისაშვილი ბაკურ კვაშილავა აგილ მუსტაფაევი ირაკლი ქობალია ირაკლი ბუცინაშვილი გიორგი რეხვიაშვილი ოთო ფარულავა „კოალიცია ცვლილებისთვის” ნანა მალაშხია ნიკა მელია ზურაბ ჯაფარიძე გიგა ლემონჯავა თენგო თევზაძე ცოტნე კობერიძე გიორგი კირთაძე ივანე ჭყონია ხათუნა სამნიძე ოქტაი ქაზუმოვი მაია კოპალეიშვილი ბორის ყურუა ანა გოგოლაძე გიორგი ბუტიკაშვილი გიორგი იმედაშვილი ელენე ხოშტარია სოფია გოლეთიანი მარიკა არევაძე ანი ქავთარაძე თორნიკე ბიკაშვილი „გახარია – საქართველოსთვის” გიორგი გახარია ნათია მეზვრიშვილი დიმიტრი ცქიტიშვილი კახაბერ ქემოკლიძე ზვიად ძიძიგური ზაზა თავაძე ანა ბუჩუკური ბერდია სიჭინავა როინ ქოჩორაშვილი ბექა ლილუაშვილი თეონა აქუბარდია ლევან გოგიჩაიშვილი გიგა ფარულავა გელა აბულაძე შალვა კერესელიძე თამარ ხვედელიანი ელგუჯა ხოკრიშვილი ვიკა ფილფანი კახა ნურალიძე სოფო ხორგუანი ჯემალ ანანიძე რუსუდან თევზაძე ქეთევან ბაკარაძე მალხაზ თორია ვატო ფაჩულია ერეკლე დუმბაძე სალომე კობალაძე გოჩა ტყეშელაშვილი აკაკი გვიანიძე „პატრიოტთა ალიანსი” ირმა ინაშვილი გიორგი ლომია გოჩა თევდორაძე გრიგოლ ხურციძე გიორგი ქარდავა ზურაბ მახარაძე ირაკლი მორგოშია ირაკლი მარტინენკო ლევან ჩაჩუა გიორგი კორკოტაშვილი გრიგოლ ჯოჯუა შოთა მარტინენკო მალხაზ თოფურია ჯაბა კუტალია ოთარ ჭითანავა ირაკლი ბერძენიშვილი თორნიკე არევაძე ზურაბ კობახიძე გიორგი გაბათაშვილი მერაბ გიგანი „ლეიბორისტული პარტია” შალვა ნათელაშვილი გიორგი გუგავა ლაშა ჩხარტიშვილი მიხეილ ქუმსიშვილი ტარიელ კალანდარიშვილი ნიკოლოზ ვარდოშვილი ბექა ნათელაშვილი თემურ წიკლაური ირაკლი კიკვაძე დავით მამალაძე „გირჩი” იაგო ხვიჩია სანდრო რაქვიაშვილი ვახო მეგრელიშვილი ჰერმან საბო გიორგი ჭაუჭიძე ლევან ჯგერენაია მალხაზ ჭანია ეკა ონიანი უჩა ბარბაქაძე რუსკა აბუაშვილი ნიკა ნადირაძე ზურა ბუხნიკაშვილი ოთარ ზაკალაშვილი ლუკა ცისკარიშვილი ნოდარ სირბილაძე ავთო ლაბაძე აბესალომ დაბახიშვილი ბექა მუზაშვილი ბექა ზანდუკელი თორნიკე მითაიშვილი დავით წურწუმია ნიკა ციცქიშვილი ნინო ჯაღმაიძე ავთანდილ ჩხეტია ვლადიმერ გიგოლაშვილი პუბლიკა
  4. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“ ხელი მოაწერა, თუმცა განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. მისივე განმცხადებით, პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები ელოდება, რის გამოც აღნიშნულ კანონს ხელი მოაწერა. „საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა. ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე. პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს”,“ - აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. იპნ
  5. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს მიერ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საელჩოს ცნობით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. „27 სექტემბერს (სოხუმის დაცემის დღეს) საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ტ. კოლოტილოვამ და უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშატის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 1992-1993 წლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალურ ღონისძიებებში. მოძმე ქართველ ხალხთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის უკრაინელებმაც იბრძოლეს. მემორიალის მარმარილოს ფილებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების სახელები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე და ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე შესწირეს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია. უკრაინას ახსოვს!“ - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  6. სოხუმის დაცემიდან 31 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან მისვლას დღეს პოლიტიკოსები გეგმავენ. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა. სახელმწიფო საბჭომ სოჭი-ინგირის რკინიგზის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შეყვანა 11 აგვისტოს, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმების შემდეგ გადაწყვიტა. შეთანხმების მიუხედავად, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილებისას წინააღმდეგობა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში და ქალაქ სოხუმში გაუწია, რასაც აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა. 1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ დაარღვია 27 ივლისის სოჭის შეთანხმება „ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ“ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს და ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს. რუსულ-აფხაზურმა შენაერთებმა მდინარე ენგურის გასწვრივ პოზიციები 1993 წლის 30 სექტემბერს დაიკავეს. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლება „საქართველოზე გამარჯვებისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის დღეს“ ყოველი წლის 30 სექტემბერს აღნიშნავს. ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, აფხაზეთში 1992-1993 წლებში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი ქართველი კი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზური მხარის მონაცემებით კი, დაიღუპა 3 500 და დაიჭრა 2 ათასამდე აფხაზი. იპნ
  7. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 28 და 29 სექტემბერს „პურის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, „პურის ფესტივალი“, რომელსაც ბოტანიკური ბაღი უკვე მეხუთედ ატარებს, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა და მას არა მხოლოდ ადგილობრივები, არამედ დედაქალაქის სტუმრებიც ესწრებიან. „ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების პროდუქცია. დამთვალიერებელს ორი დღის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, მოაწყოს ერთგვარი შემეცნებითი გასეირნება ბოტანიკურ ბაღში და მეტი გაიგოს ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ. აქვე წარმოდგენილი იქნება ღვინის კუთხე, სადაც დაინტერესებული პირები გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიას და დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ღვინოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე, ძველი ისტორიული ფოტომასალა, რომელზეც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები. გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, „პურის ფესტივალზე“ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში. ფესტივალი 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. მას მუსიკალურად გიგი პიანომენი და ბენდი გააფორმებს.
  8. “ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/961613629062857/
  9. “ოცნების” ყოფილ მხარდამჭერებს, რომელიც არის იმედგაცრუებული, რომელიც არ აპირებს არჩევნებზე მისვლას მინდა ვუთხრა, რომ არ გეგონოთ ეს არჩევნები იოლი, იქნება ძალიან დაძაბული, იმიტომ, რომ ხელისუფლება არის ყველაფერზე წამსვლელი, რასაც ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ შედეგის გადაწყვეტა შეუძლია ყველას, არჩევნებზე მისულ კონკრეტულ ადამიანს. სულ არ ეგონა სააკაშვილს, რომ წააგებდა იმ არჩევნებს, მაგრამ ისეთი დარაზმულები მივიდნენ “ოცნების” მხარდამჭერები, რომ სწორედ ამან გადაწყვიტა არჩევნების ბედი. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3674473496135266/
  10. “ოცნება” საკუთარ მოქალაქეებს ომით აშინებს, რათა საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს. იზოლაცია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ნიშნავს ომის საფრთხის გაზრდას. გუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069247177934436/
  11. “ოცნების” ღირსება სრულიად მოწყვეტილია რეალურ ღირსებას. ღირსება არის სიმართლე და განვითარება, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არის. “ოცნება” ახორციელებს რეპრესიულ მექანიზმებს, რომ დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/486212687745342/
  12. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს, სადაც უკრაინაში რუსეთის მიერ განადგურებული ქალაქები საარჩევნო პროპაგანდისთვისაა გამოყენებული, სამარცხვინოს უწოდებს. ზურაბიშვილის თქმით, „ოცნების“ საარჩევნო ბანერები კგბ-ს (საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) სამჭედლოშია დამზადებული. „ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ!… „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!“, – წერს ზურაბიშვილის Facebook-ზე. „ქართული ოცნება“ საარჩევნო მიზნებისთვის უკრაინის ტრაგედიით მანიპულირებს. საქართველოს ქუჩებში „ქართული ოცნების“ ახალი საარჩევნო ბანერები გამოჩნდა, რომელსაც „არა ომს! აირჩიე მშვიდობა!“ აწერია. ბანერები ორ ნაწილადაა გაყოფილი: ერთ მხარეს შავ-თეთრი ფოტოთი უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად განადგურებული ქალაქების ფოტოებია, მეორე მხარეს კი – ფერადი ფოტოთი საქართველოს ქალაქები. ნეტგაზეთი
  13. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს სხდომა გაიმართება, სადაც განიხილება 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი. როგორც ცესკოში აცხადებენ, საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღეს განახლებული მონაცემები ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქის შესახებ. დეტალური ინფორმაცია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დაგეგმილი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. პუბლიკა
  14. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება, - ასე შეაფასა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლა. მისი თქმით, იმ ფონზე, რომ კობახიძემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია „პრემიერის ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რომელიც გაეროში გააკეთა“. აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ წავიდა. „თქვენ ახლა გინდათ შევაფასო ირაკლი კობახიძის გამოსვლა გაცხადებული საქართველოს ინტერესების შესაბამისად, რაც წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ თავად „ქართული ოცნება" წავიდა საქართველოს გაცხადებული ინტერესების წინააღმდეგ. იქნება ეს ნამდვილი სუვერენიტეტი, ნამდვილი მშვიდობა, თუ ნამდვილი ევროპული მომავალი. შესაბამისად, კაცი, რომელსაც ეშინია დაარქვას მტერს სახელი (და ეს სიახლე არ არის "ქართული ოცნების" მხრიდან), კაცი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ნამდვილი მეგობრები მტრად გამოეცხადებინა, ამ ვითარებაში ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია ის უშინაარსო და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება, რითაც გამოვიდა კობახიძე გაეროში. ის ცდილობს, საქართველოს როლი წარმოაჩინოს რეგიონში მშვიდობის მთავარ დამცველად, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ის უქმნის მშვიდობას საფრთხეს, მაშინ როდესაც, საქართველოს აშორებს დასავლეთს და ერთი ერთზე, მარტო ტოვებს ოკუპანტ ძალასთან. ეს იყო უსუსურობის დემონსტრირება“, - განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
  15. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის II შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში მოიცავს 2024 წლის 1-ლი ივლისიდან 26 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს ან ისეთ ქმედებებს, რომლებიც, თავისთავად, კანონდარღვევა არ არის, თუმცა ცუდი პრაქტიკაა და ზიანს აყენებს ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს შექმნას. საიას განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გააქტიურდა პარტიების არაოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიები, რა დროსაც კვლავ ნაკლები აქცენტი კეთდებოდა კონკრეტული პოლიტიკური პარტიების პროგრამებსა და შესაბამის კონკურენციაზე. „როგორც „ქართული ოცნება”, ისე ოპოზიციური პარტიები მომავალ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავდნენ. მძაფრი პოლარიზაციის ფონზე, პოლიტიკური დისკურსი და საინფორმაციო სივრცე მოცული იყო მკვეთრი ურთიერთბრალდებებით. ანგარიშში ასევე საუბარია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირებაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ და ნათქვამია, რომ „დემოკრატიის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია პოლიტიკური პლურალიზმი და ოპოზიციური პარტიების თავისუფალი მოქმედების უფლება. მათი აკრძალვის მუქარა კი პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრინციპს და საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ სისტემას“. საანგარიშო პერიოდში საიამ აღრიცხა საარჩევნო კამპანიაში/აგიტაციაში ხელშეშლისა და ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმის შემთხვევებიც. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები ზრდის პოლარიზაციის და კონფრონტაციის დონეს, რაც ნეგატიურად აისახება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდზე და საფრთხეს უქმნის თავად არჩევნების დღის მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას. საია მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებს უნდა ჰქონდეთ ამომრჩევლებთან შეხვედრისა და საკუთარი აქტივობების მშვიდ, არაძალადობრივ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია კლეოპატრა ქარუმაშვილის სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების საქმეც. საია მიიჩნევს, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირის სამსახურიდან გათავისუფლება, შესაძლოა, შეიცავდეს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ნიშნებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ქარუმაშვილის კომპეტენცია არ გამხდარა სადავო და, მისი თქმით, რეორგანიზაციას, რეალურად, შტატების შემცირება არ მოჰყოლია. დოკუმენტში ასევე განხილულია სახელმწიფოსა და მმართველი პარტიის გამიჯვნის მოთხოვნის უგულებელყოფის ფაქტი, როდესაც საჯარო მოხელეები, ადგილობრივ ა(ა)იპ-ებში დასაქმებული პირები და პედაგოგები 21 აგვისტოს მცხეთაში, „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე დასასწრებად იკრიბებოდნენ. საიას თქმით, საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული პირების პარტიული ღონისძიებებისთვის მობილიზება და მათი, სავარაუდოდ, მოტყუებით ჩართვა, მათ შორის, არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე, ცუდ პრაქტიკას ამკვიდრებს, ბუნდოვანს ხდის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის და ხელს უშლის თანასწორი, სამართლიანი საარჩევნო პროცესის წარმართვას. რაც შეეხება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა ან/და ამომრჩევლის შესაძლო დაშინებას, ანგარიშში ვკითხულობთ: საიას შეფასებით, ეს შემთხვევა შეიძლება განხილული იყოს, როგორც საჯარო მოსამსახურის (თანამდებობის პირის) მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა. ასევე, საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, რითაც შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ და, ფაქტების დადასტურების შემთხვევაში, სათანადო რეაგირება მოახდინონ. ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე. პუბლიკა
  16. თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი - ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენს და თქვენს შვილებს დაბრუნების სურვილი არ გექნებათ, - ასე მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს. როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. „მოგმართავთ თქვენ, დიასპორის წევრებო, ჩემო თანამემამულეებო. მინდა გითხრათ, რომ თქვენს ხელშია საქართველოს ხვალინდელი მომავალი. თქვენს ხელში, ჩემს ხელში, ჩვენს ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საქართველო იქნება ნამდვილად დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც თქვენ და თქვენი შვილები ალბათ, არ ჩამოხვალთ, არ დაბრუნდებით და არც სურვილი გექნებათ დაბრუნების. ეს არჩევნები გადამწყვეტია და თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ვიცი, რამდენად გართულდა მონაწილეობის მიღება, სამწუხაროდ, უბნები არ გაგვიხსნეს, მაგრამ ამის მიუხედავად ვიცი, რომ თქვენ მზად ხართ, აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა. როგორც გუშინ გამოხვედით და გულშემატკივრობდით ჩვენს ფეხბურთელებს, გადალახეთ საზღვრები, ჩახვედით იმისთვის, რომ ქართული დროშა გამოგეჩინათ, ასევე, ვიცი, რომ 26 ოქტომბერს წახვალთ, სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც შორს იყოს [საარჩევნო უბანი], ერთმანეთს გამოუჩენთ სოლიდარობას და ყველანი ერთად დავდგებით იქ, სადაც დგას საქართველოს მომავალი!“, - განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვისას. იპნ
  17. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა, - ამის შესახებ განცხადებას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შედგა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ აქცენტი გამარჯვების გეგმის საკითხზე გაამახვილა. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მას ვაშინგტონში, 26 სექტემბერს გასამართ შეხვედრაზე განიხილავენ“, - ნათქვამია განცხადებაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯო ბაიდენს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება გააცნო. იპნ
  18. იურისტმა, სოფიო ხორგუანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით მთავრობას მიმართა. ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით (შემდგომში- N791 განკარგულება) დამტკიცდა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებული პუნქტის, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაევალა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N405 განკარგულებით ცვლილება შევიდა N791 განკარგულებაში და გაიზარდა იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც კომპანიას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. კერძოდ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ საჭირო სამუშაოების განხორციელება 384 დასახლებულ პუნქტში არსებული 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით დაევალა. სოფიო ხორგუანმა მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას წერილით მიმართა. „დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, სამცხე ჯავახეთის რეგიონშიც უნდა უნდა გადაჭრილიყო გაზიფიცირების საკითხი, კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში (ფერსა, გიორგიწმინდა, მუგარეთი (ფერსას თემი), გურკელი, წინუბანი (აგარის თემი) მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი და 2025 წელს უკვე განხორციელებულიყო შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები“, - აღნიშნულია მიმართვაში. როგორც საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ისედაც რთულ პირობებში უწევს ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება და ვალდებულ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ელემენტარული პირობების შექმნის ვადებმა გაუმართლებლად არ უნდა გადაიწიოს. „მიმდინარე წლის დასრულებამდე სამი თვე დარჩა და დასახელებულ სოფლებში გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი საპროექტო სამუშაოების დაუყოვნებლივ მოსამზადებლად, რათა 2025 წელს, დროულად დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების ვადამ კიდევ არ გადაიწიოს. გაითვალისწინეთ, რომ ისედაც რთულ პირობებში უწევს აქაურ მოსახლეობას ცხოვრება და ვალდებულ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ელემენტარული პირობების შექმნის ვადებმა გაუმართლებლად არ უნდა გადაიწიოს“, - ნათქვამია სოფიო ხორგუანის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში. ასევე, ხორგუანი მთავრობას ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, კერძოდ, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს და როგორ უზრუნველყოფს, გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ხსენებული სოფლების მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებას. ipn
  19. ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა დაბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა პარტიის საარჩევნო სიის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში კრიტიკული სიტუაციაა. „ქვეყანაში სიტუაცია კრიტიკულია. დღეს ქვეყანაში არ გვაქვს სტანდარტული, ორდინარული სიტუაცია, სადაც ჩვენ უბრალოდ პოლიტიკურ პროგრამებზე ვსაუბრობთ. ეს არის საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი სიტუაცია, რომლის ანალოგი უახლეს ისტორიაში არ მახსოვს, შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების ნორმალურ ციკლში, გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელიც ისტორიულმა მომენტმა მოგვცა ჩვენ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. ამ პირველი ამოცანის შესრულების შემდეგ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები თუ როგორ განვახორციელოთ ისეთი რეფორმები, რომლებიც ევროკავშირში დაახლოების პროცესში საქართველოს გახდის უფრო ორიენტირებულს რიგითი ადამიანის კეთილდღეობაზე. პირველი რიგის ამოცანაა, ჩვენ დავბრუნდეთ კონსტიტუციურ ჩარჩოში, რადგან ბოლო პერიოდში პრაქტიკულად კონსტიტუციური გადატრიალებაც კი მოხდა “, - განაცხადა ცქიტიშვილმა. იპნ
  20. სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს, არასოდეს დავმალულვარ, - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ლიდერმა, გიორგი გახარიამ კითხვას იმის შესახებ, „რას ეუბნება ამომრჩეველს ის ფაქტი, რომ საარჩევნო სიის სათავეში არის გიორგი გახარიას სახელი“. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ის რომ სიის სათავეში არ ყოფილიყო, ამ ფაქტს შეიძლება მისცემოდა შეფასება, რომ გიორგი გახარიას შეეშინდა და ბრძოლის წინა ხაზზე თანაგუნდელები გაუშვა. „მე ვარ ამ პოლიტიკური გუნდის, პოლიტიკური ძალის ლიდერი. შესაბამისად, მე რომ დავმალულიყავი, ამას ექნებოდა ორი შეფასება. პირველი, მე უბრალოდ შემეშინდა და ბრძოლაში წინა ფლანგზე გავუშვი ჩემი თანაგუნდელები ან უბრალოდ მინდა, რომ პატარა მინიოლიგარქი ვიყო, რომელმაც გვერდიდან შეიძლება რაღაც პროცესები ვმართო და რაღაც რუხი კარდინალივით რაღაცები ვაკეთო. მე არც ერთი მინდა და არც მეორე. სადაც იქნება ქვეყნის ინტერესი, სადაც საჭიროება მოითხოვს არასოდეს დავმალულვარ, არცერთ პოზიციაზე, როცა პრემიერი ვიყავი ან მინისტრი, სადაც ყველაზე მწვავე წერტილები იყო, იქ მივდიოდი და არასდროს დავმალულვარ. არასოდეს არ დავმალულვარ და ყოველთვის მივსულვარ, პასუხისმგებლობა მე ამიღია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ჟურნალისტის კითხვაზე, რომ „ამბობდით, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრებიც იქნებიან თქვენთან ერთად, როდის მოხდება მათი ვინაობის გასაჯაროება“, - გიორგი გახარია პასუხობს, „სულ მალე. ხვალ ნახავთ სიაში ან მათ ნახავთ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ბევრგან ნახავთ. ეს არის პოლიტიკური პროცესი... ჯერ მათ ვმალავთ, ჩვენ ამ ადამიანების უსაფრთხოებას ვუფრთხილდებით. ყველაფერი წინ გაქვთ, მოემზადეთ“. ცნობისთვის, პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. იპნ
  21. კულტურისა და სპორტის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ხვალ მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „არ მახსოვს საიუბილეო ღონისძიებაზე სცენაზე ავსულვარ და სიტყვით გამოვსულვარ. ყოველთვის ვთვლიდი რომ ეს არის ზედმეტი, მაგრამ დღეს ამ სცენაზე ვარ იმიტომ, რომ უნდა დაგემშვიდობოთ. ხვალ ბოლო სამუშაო დღე მაქვს. თავიდან, სიურპრიზად, ელდა კი მეცა, მაგრამ ბოლო დღეებში შევმსუბუქდი და ხუმრობის ხასიათზე ვარ. მე არ ვიცი, პარლამენტში რა უნდა ვაკეთო და რატომ მეძახიან ჩემნაირ იურისტს. ცოტა „მოხულიგნოს“, ენას რომ ჯიბეში არ ინახავს ეს ხანდახან პრობლემაა, ვნახავთ, იმიტომ, რომ ამ სფეროში არ არიან მსახიობები და რეჟისორები. მე სადაც ვარ, იქ მსახიობად ვმუშაობ.... დამიბარეს, მივდივარ და ძალიან მალე როლიც გაირკვევა, რა მაქვს მონიჭებული“, - აღნიშნა წულუკიანმა. შეგახსენებთ, 26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ. თეა წულუკიანი „ქართული ოცნების“ 2024 წლის საარჩევნო სიაშია, შესაბამისად 26 სექტემბრის ჩათვლით თანამდებობებიდან გადადგომისა და გათავისუფლების შესახებ სათანადო სამართლებრივი აქტი საარჩევნო კომისიას დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირს პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი ეთქმება, ხოლო თუ რეგისტრაცია განხორციელდა − რეგისტრაცია უქმდება. იპნ
  22. როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ, რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია , - ამის შესახებ პარტია “გახარია - საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებას გამოეხმაურა. გახარიას შეფასებით, აშშ-პრეზიდენტთან მიღების გაუქმება ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე. “ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას საერთაშორისო დონეზე. ფაქტია, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, აშშ-ი არ აღიარებენ დღევანდელ ხელისუფლებას და მათთან საუბარი არ უნდათ. ჩემთვის ეს გასაგებია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი ჩადის და იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის ინტერესებზე ისაუბროს, ერთი კაცის ინტერესებზე საუბრობს : ფულს არ დაუბრუნებთ, არ დაუბრუნებთ - ამ სასულეებზე, რომ ლაპარაკობს, რა თქმა უნდა, მას არავინ დაელაპარაკება. ის , ხომ ფორმალურად როგორც ქვეყნის პირველი პირი ჩავიდა, შესაბამისად, ეს ნიშნავს დღევანდელი ხელისუფლების დელეგიტიმაციას. ეს ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას არავინ ელაპარაკება. ასეთი ხელისუფლება რომ გვპირდება: “ყველაფრის მიუხედავად მე თქვენ 2030 წელს ევროპაში შეგიყვანთ” - უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ტყუილი და შასებისად სასოწარკვეთილებისგან ბევრ ტყუილს იტყვიან. როდესაც პრემიერს კარებს უკეტავენ და ამბობენ რომ ამ კაცთან საუბარი არ გვსურს , ეს ძალიან მძიმე მესიჯია”,- განაცხადა გახარიამ. ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 25 სექტემბერს, ნიუ-იორკში მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს ტრადიციულ მიღებაზე უმასპინძლებს. „ამერიკის ხმის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. გარდა ამისა, „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა. იპნ
  23. შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ავრცელებენ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები: სენატორები ჯიმ რიში (რესპუბლიკური პარტია), ბენ კარდინი (დემოკრატიული პარტია), ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) და პიტ რიკეტსი (რესპუბლიკური პარტია). განცხადებაში ნათქვამია, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით განსაზღვროს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” და “აირჩიე ევროპა” როგორც ორგანიზაციები ‘განსაზღვრული საარჩევნო მიზნით’. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ საქართველოს მომავალი არჩევნებისთვის მონიტორინგული მისიების მომზადებაში, მაგრამ საარჩევნო შეჯიბრის მხარეები არ არიან. ისინი მხარს უჭერენ დემოკრატიას იმისდა მიუხედავად, თუ ვის აძლევს ხმას ხალხი. არაკეთილსინდისიერია, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური ისჯება 12 სექტემბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ‘არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებისა და დემოკრატიის ჩახშობის სხვა ინსტრუმენტების’ შესახებ მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისთვის. მის შესახებ გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ ავტოკრატიული მთავრობები ბოროტად იყენებენ კანონებს დამოუკიდებელი ხმების დასასჯელად,” - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში. იპნ
  24. პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სია პარტიის თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ წარადგინა. სიის პირველ ნომრად, პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა. ამასთან, დღევანდელ პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური; დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ/ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო სიის პირველი 29 წარმომადგენელია: გიორგი გახარია; ნათია მეზვრიშვილი; დიმიტრი ცქიტიშვილი; კახაბერ ქემოკლიძე; ზვიად ძიძიგური; ზაზა თავაძე; ანა ბუჩუკური; ბერდია სიჭინავა; როინ ქოჩორაშვილი; ბექა ლილუაშვილი; თეონა აქუბარდია; ლევან გოგიჩაიშვილი; გიგა ფარულავა; გელა აბულაძე; შალვა კერესელიძე; თამარ ხვედელიანი; ელგუჯა ხოკრიშვილი; ვიკა ფილფანი; კახა ნურალიძე; სოფო ხორგუანი; ჯემალ ანანიძე; რუსუდან თევზაძე; ქეთევან ბაკარაძე; მალხაზ თორია; ვატო ფაჩულია; ერეკლე დუმბაძე; სალომე კობალაძე; გოჩა ტყეშელაშვილი; აკაკი გვიანიძე; ამასთან, დღევანელ ღონისიებაზე პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც „სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, საგარეო და უსაფრთხო პოლიტიკას, მშვიდობიან დეოკუპაციას მოიცავს“. იპნ
  25. აშშ-ის საელჩოში ადასტურებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ მიღებაზე მიწვევის გაუქმებას და აღნიშნავენ, რომ ეს შედეგია მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების. აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად „ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დაადასტურა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 22 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი უნდა დასწრებოდა ოფიციალურ მიღებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის ჯილ ბაიდენის სახელით გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მონაწილე დელეგაციათა მეთაურების პატივსაცემად გაიმართება. publika
×
×
  • შექმენი...