Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. 12 წლის წინ „ქართული ოცნება“ არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები აღიაროს - დღეს ვდგავართ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და საგამოძიებო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „დღეს 1-ელი ოქტომბერია. 12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი: საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის წინაშე - ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის წინაშე, არამედ ერთი კაცის - ბიძინა ივანიშვილის წინაშე; საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის წინაშე, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისთვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად. არ მოსულა იმისთვის, რომ პოლიტიკაში მთავარ საკომუნიკაციო ენად სიძულვილის ენა ყოფილიყო; არ მოსულა იმისთვის, რომ 2008 წლის პლებისციტზე ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, ქართველი ხალხის გადაწყვეტილების რევიზია მომხდარიყო. არ მოსულა იმიტომ, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი საკითხი ასევე, გადახედილი ყოფილიყო. არ მოსულა იმისათვის, რომ ხალხის ზურგს უკან აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიასთან დაკავშირებით გაურკვეველი მანიპულაციები დაეწყო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს, რომ შეიძლება საქართველოს მარიონეტულმა ხელისუფლებამ, რომელსაც ივანიშვილი უდგას სათავეში, აღიაროს ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმები. არ მოსულა ხელისუფლებაში იმიტომ, რომ არაღიარების პოლიტიკა დაეყენებინა დარტყმის ქვეშ. არ მოსულა იმიტომ, რომ მათი ჩინოვნიკების ზღვარგადასულ უზნეობაზე და სიხარბეზე ეყურებინა ქართულ მოსახლეობას. არ მოსულა იმიტომ, რომ ათიათასობით ადამიანი უიმედობისა და უპერსპექტივობის განცდის გამო წასულიყო ემიგრაციაში საკუთარი სამშობლოდან. ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით - არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. გარდა ამისა, ძიძიგური გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პარტიის 12-წლიან მმართველობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ივანიშვილს „სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი“. „სადღეგრძელოები აქვს ჩამოწერილი ბიძინა ივანიშვილს პირველი ოქტომბრის მილოცვაში თუ განცხადებაში. უნდა გითხრათ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხი გაგვცეს მთავარ კითხვებზე. რას უპირებს საქართველოს, რატომ გადახედა ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მიმართულებას და რატომ მიგვაქანებს რუსეთისკენ? რატომ ხატია მის საარჩევნო ლოგოზე ევროკავშირის ლოგო და არა რუსეთის დროშა? ეს არის ძალიან საინტერესო კითხვები და ამაზე პასუხის გაცემა ყველაზე მეტად უპრიანი იქნებოდა. საერთოდ, იქ, თავის ლოგოზე რუსეთის დროშა რომ დაეხატა, გაცილებით უფრო პატიოსანი საქციელი იქნებოდა, ვიდრე ის, რასაც ახლა აკეთებენ“, - განაცხადა ძიძიგურმა. ipn
  2. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ნაწილმა, სამკურნალო პრეპარატის მიღების შედეგად, თითქმის ერთ წელიწადში, სიმაღლეში 2.5, 3 და 4 სანტიმეტრით მოიმატა, გაუმჯობესდა მათი ცხოვრების ხარისხიც. როგორც “ინტერპრესნიუსს” იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა განუცხადა, ამ ეტაპზე სამკურნალო პროგრამაში დიაგნოზის მქონე ბავშვების მე-3 ნაკადია ჩართული. ინექციის მისაღებად მე-4 ნაკადიც უკვე ემზადება. „ამ ეტაპზე, ჩვენ აქონდროპლაზიის მქონე პაციენტების მესამე ნაკადი გვყავს და ამ დროისთვის, ჩვენთან 5 პაციენტი დადის. ამ მედიკამენტის [VOXZOGO-ს - „ვოსორიდიტის”] გამოყენება შარშან, 15 ნოემბერს დავიწყეთ და ეტაპობრივად სამი ჯგუფი ჩავრთეთ, ამ დროისთვის მე-4 ჯგუფი ემზადება ჩასართავად. ჩვენ ნოემბერში შედეგებს შევაჯამებთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ პერიოდული შემოწმების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვატარებთ 3 ან 6 თვეში ერთხელ, მედიკამენტის მოქმედების ძალიან კარგი, პოზიტიური შედეგებია - სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვაგვარი, მაგრამ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებლები მიღებული გვაქვს. სიმაღლეში ზრდაზე მეტად უფრო მნიშვნელოვანია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება, რაც ამ ბავშვებთან მოხდა, იმიტომ, რომ მათთვის ყოველდღიური ცხოვრებისეული გარკვეული ამოცანების გადასაჭრელად 1-2 ან 3 სანტიმეტრი გადამწყვეტი იყო და მათი სიცოცხლის ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია. თუმცა ამ ჯგუფს (საკმაოდ სერიოზული ჯგუფია პაციენტების) ძალიან ბევრი თანმხლები სხვა მდგომარეობაც აქვთ, რომელიც მათი ძირითადი დიაგნოზით არის განპირობებული და ამ თანმხლები მდგომარეობების კვლევას და მართვასაც, ასევე, ჩვენს კლინიკაში ვცდილობთ. ბავშვები იზრდებიან. ზოგმა 3 სანტიმეტრი, ზოგმა 4 სანტიმეტრი, ზოგმა კი 2.5 სანტიმეტრი მოიმატა. ის ეფექტი, რაც მედიკამენტს უნდა ჰქონოდა, ამ მედიკამენტმა გამოავლინა. ამ შემთხვევაში, ცალკეული მაგალითების მოყვანა სწორი არ იქნებოდა, ხოლო შედეგების შეჯამება ნოემბრის ბოლოს გვექნება. ამ მედიკამენტს თანმხლები ეფექტები გააჩნია და რამდენიმე პაციენტთან გამოვლინდა თანმხლები მოვლენები, რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ სხვა მხრივ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ამ მედიკამენტის გამოყენებას (არც იყო მოსალოდნელი, რომ მოჰყოლოდა) არ მოჰყოლია. აქონდროპლაზია არის მძიმე დაავადება, მას ახასიათებს სხვა გამოვლინებანიც, გარდა იმისა, რომ სიმაღლეში ზრდის პრობლემებია, აქ სხვა გამოვლინებებიც არის. კერძოდ, ხერხემლის და კიდურის დეფორმაციები, ჰიდროცეფალია, ძილის პრობლემები. რასაკვირველია, ეს პრობლემები ამ ბავშვებს აქვთ. მედიკამენტის ფონზე ერთი წელი ცოტაა იმისთვის, რომ გვეთქვა - „ეს კომორბიდობები გამოსწორებულია“, თუმცა წლის ბოლოს შეჯამება მოგვცემს უფრო მეტის თქმის საშუალებას. მედიკამენტის მწარმოებელიც ჯერჯერობით ბოლომდე ვერ გვეუბნება, რომ ეს კომორბიდობები, რაც არის, იქნება მთლიანად ალაგდეს, ამ მედიკამენტის გამოყენების შედეგად, ეს ასე არ გვაქვს და არც ასე იყო მოსალოდნელი. ყოველ შემთხვევაში ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა და სიმაღლეში ზრდა არის, ზოგან ნაკლები, ზოგან კი მეტი. მედიკამენტის შედეგები ინდივიდუალურია და ის დამოკიდებულია: ასაკზე, სქესზე, მკურნალობის დაწყების პერიოდზე და ა.შ.“, - განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსმა, ეკა კანდელაკმა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები 24-საათიანი საპროტესტო რეჟიმით, დიაგნოზისთვის საჭირო მედიკამენტის „ვოსორიდიტის“ შემოტანას და ბავშვებისთვის მკურნალობის დაწყებას ითხოვდნენ. გასული წლის 24 მაისს იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამას აქონდროპლაზიის დიაგნოზი ოფიციალურად დაემატა, ხოლო 2023 წლის 26 ივლისს კი მშობლების და მოქალაქეების პროტესტის ფონზე საქართველოს მთავრობამ „ვოსორიდიტის“ საქართველოში შემოტანის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო 15 ნოემბერს, იაშვილის სახელობის კლინიკაში აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ნაწილმა სამკურნალო პრეპარატის პირველი ინიექცია გაიკეთა. იპნ
  3. ბუნებრივია თუ ეს ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) არ გამოვა და არ გააკეთებს შესაბამის განმარტებებს, პირველ რიგში იმ სამ კითხვას არ გასცემს პასუხს, რომელიც დღეს გახარიამ დასვა ბრიფინგზე, ძალიან მარტივი იქნება დასკვნის გაკეთება, რომ ეს არის მორიგი წინასაარჩევნო “ტრიუკი”. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1061768395594487/
  4. 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მობილიზების შემთხვევაში “ოცნება” განწირულია მარცხისთვის. ”ოცნებისთვის” ყველაზე დიდი საფრთხე ჩვენი გუნდია, ამიტომ ისინი შეეცდებიან ჩვენი ხმების მოპარვას, მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. კახა ქემოკელიძე., პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1065821561600332/
  5. დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს სწორი არჩევანი გაკეთდება - ევროპა საქართველოში და საქართველო არასდროს რუსეთში. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/watch/?v=886618199650095
  6. ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს, - ამის შესახებ განცხადებას PACE-ს საქართველოს სადამკვირვებლო მისიის თანამომხსენებლები კლოდ კერნი (საფრანგეთი, ALDE), ედიტე ესტრელა (პორტუგალია, SOC) და დელეგაციის ხელმძღვანელი, რომელიც საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდება, იულიან ბულაი (რუმინეთი, ALDE) ავრცელებენ. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ იმ ფაქტით, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ იძულებული გახდა არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, გამოეცხადებინა ეს საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მისი დირექტორი „საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“. ეს, როგორც ჩანს, ასამბლეის მიერ ბოლო რეზოლუციაში გამოთქმულ შეშფოთებას ადასტურებს, რომ „რეპუტაციის მქონე საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, რომლებსაც არჩევნებზე დაკვირვების ხანგრძლივი და დიდი გამოცდილება აქვთ, შესაძლოა არჩევნებზე დაკვირვება ვეღარ შეძლონ“. ეს მიუღებელია და საარჩევნო პროცესის დემოკრატიული ხასიათის მიმართ საზოგადოების ნდობას ძირს უთხრის. ამიტომ, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და ყველა საჭირო ზომა მიიღონ, რათა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“, ისევე როგორც სხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა არჩევნებზე დაკვირვება მათ მუშაობაში ჩარევის გარეშე შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ 26 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება, თუმცა ის ხმების დაცვისთვის ბრძოლას ინდივიდუალურად აპირებს. ამის მიზეზად ორგანიზაცია ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას ასახელებს, რომელმაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და პერსონალურად აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური განცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო. იპნ
  7. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პასუხობს ცესკოს განცხადებას საზღვარგარეთ მცხოვრები მისი შვილის სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. დღეს, 30 სექტემბერს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი შვილი და ძმისშვილები ამომრჩეველთა ერთიან სიაში არ არიან. ადმინისტრაციაში აღნიშნავდნენ, რომ პრეზიდენტის შვილს, ქეთევან გორჯესტანს, საკონსულო აღრიცხვა გავლილი ჰქონდა და შესაბამისი დასტურიც ჰქონდა მიღებული. თუმცა, საარჩევნო სიაში იგი არ იყო. ცესკომ მოგვიანებით განაცხადა, რომ ქეთევან გორჯესტანი სპეციალურ სიაში მოხვდება და 26 ოქტომბერს არჩევნებზე ხმის მიცემას შეძლებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გადაამოწმა საქართველოს პრეზიდენტის შვილის მონაცემები, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და ასევე რეგისტრაციის ადგილად (საცხოვრებელ ადგილად) მითითებული აქვს საფრანგეთი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის ვერ მოხვდა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, თუმცა მისი მონაცემები კანონის შესაბამისად შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში და ის შეძლებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ხმა მისცეს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პარიზში გახსნილ საარჩევნო უბანზე“, – განაცხადეს ცესკოში. ბოლო რამდენიმე დღეა საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში საკუთარ თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის. “ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა, იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ. ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პულობს – რა ხდება? ნეტგაზეთი
  8. საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ეხმაურება საქართველოსა და გერმანიის პრეზიდენტების ბერლინში დღეს გამართულ შეხვედრას და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ისტორიულ შესაძლებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“. პუბლიკა
  9. ექიმების თქმით, შუქრუთელი მოშიმშილე გიორგი ბიწაძის მდგომარეობა დამძიმდა, ის კლინიკაში გადაჰყავთ – დღეს შუქრუთელების შიმშილობის 30-ე დღეა. დღეს დილით შუქრუთელები მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებოდნენ, რათა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მათ მიერ შეტანილ წერილთან დაკავშირებით პასუხი მოესმინათ, თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, პოლიციამ კანცელარიასთან დარჩენის საშუალება არ მისცა და მათ წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენა. მათი თქმით, პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიციამ მათ ვადა დღეს საღამომდე მისცა. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც. თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს. პუბლიკა
  10. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ „არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა“. ამასთან, როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, „ქართულ ოცნებას“ 12 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე უწევს სიარული. „დღეს 1-ელი ოქტომბერია... თავისუფლების დაბრუნების დღე! დღე, რომელიც გამოხატავს ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს და ქართველი ხალხის უპრეცედენტო ერთიანობას. დღე, რომელიც გამოხატავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მთავარ გამარჯვებას და ქართველი კაცის მიერ ღირსების დაბრუნებას! 2012 წლის 1-ელი ოქტომბერი ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ქართველი ხალხის არსებობის ერთ-ერთი მთავარი გამართლება, დღე, რომელიც ყველაზე უკეთ გამოხატავს ქართულ გენს და წინაპართა მემკვიდრეობას - რამდენად ძლიერიც უნდა იყოს მტერი, შიდა თუ გარე, როდესაც საქმე ჩვენი ხალხის ღირსებასა და თავისუფლებას ეხება, უკან დასახევი გზა უბრალოდ არ არსებობს! ღირსება და თავისუფლება ქართველი კაცისთვის წითელი ხაზია, რუბიკონი, რომელიც არ უნდა გადალახო, მაგრამ თუ მაინც გაბედავ, რომ ამ მდინარეში შესცურო, ქართველი ხალხის, საქართველოს შვილების ერთიანობის ძალა წაგლეკავს! 1-ელი ოქტომბერი არ ეკუთვნის რომელიმე პარტიას, რომელიმე ადამიანს, 1-ელი ოქტომბერი ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც ამ საოცარი ერთიანობით, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ქვეყანას ჩამორეცხეს სამარცხვინო შავი ლაქა, რომელიც არ გვაძლევდა საშუალებას თავისუფლად ამოსუნთქვის, აზრის გამოხატვის, სიმართლისთვის ბრძოლის, ღირსეულად ცხოვრების, ოჯახსა და ახლობლებზე ზრუნვის, მუშაობის, ბიზნესის კეთების, განათლების მიღების და სიბერის ღირსეულად გატარების. პატრიოტიზმი მხოლოდ იარაღით ხელში სამშობლოს დაცვა როდია, ყველაფერთან ერთად, ესაა გამბედაობა, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ყველაზე რთულ მომენტში აიმაღლო ხმა, სწორედ მაშინ, როდესაც ხმის ამოღებას ვერავინ ბედავს! ჩვენ გავბედეთ! შეუძლებელი შევძელით და თუკი 2011 წელს, პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მომენტში, ხალხს ქუჩაში გამოსვლის და შეკრებისაც კი ეშინოდა, 2012 წლის 29 სექტემბერს, როგორც მინიმუმ ნახევარი მილიონი პატრიოტი მოეფინა თბილისის ქუჩებს, რათა ყველასთვის გვეჩვენებინა, რომ არავის და არაფრის გვეშინია, 1-ელი ოქტომბერს კი, ქუდზე - კაცი მივედით საარჩევნო ყუთებთან და არა მხოლოდ გადავრჩით, არამედ გავიმარჯვეთ! ამ ერთიანობის ძალით შევძელით ბოროტების - სიკეთით, ხოლო სიცრუის სიმართლით, უსისხლოდ დამარცხება. სწორედ ჩვენი ხალხის ამ უპრეცედენტო ერთიანობას ვერ აღუდგნენ წინ იმჟამინდელი რეჟიმი და მათი უცხოელი პატრონები! ამიტომაც, ეს დღე ჩვენი სიამაყის საერთო საფუძველია! ნიშანი და სიმბოლო საქართველოს მოქალაქეების ერთიანობისა და ამ ერთიანობის ძალისა! ეს დღეც ჩვენია, როგორც 26 მაისი, როგორც 9 აპრილი! ამ ყველაფრისთვის სამშობლო თქვენი მადლიერია, მადლიერი ვარ მეც, როგორც თქვენი თანამებრძოლი, ქართველი კაცი! ვსარგებლობ დღევანდელი შემთხვევით და მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, თითოეულ თანამებრძოლსა და მხარდამჭერს. მადლობა ყველას, ვინც პირველ ოქტომბერს ჩვენთან ერთად უშიშრად დადგა, გასული 12 წლის განმავლობაში, ჩვენთან ერთად ღირსეულად იარა დანაღმულ ველზე და გაუძლო ყველანაირ ზეწოლას, რათა დღეს ისევ ჩვენ გვერდით ყოფილიყო! 2012 წლის 1-ელი ოქტომბერს საქართველოს ისტორიის ჩარხი - წაღმა დატრიალდა. არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პრინციპულად გავაუმჯობესეთ მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით, იქნება ეს ადამიანის უფლებები, სასამართლო, ეკონომიკა თუ სხვა. ამას არა მხოლოდ ჩვენი სიტყვა და ის კეთილდღეობა ადასტურებს, რასაც ჩვენი მოქალაქეები საკუთარ თავზე გრძნობენ, არამედ ამას მოწმობს საერთაშორისო რეიტინგები, რომლებშიც ჩვენი ქვეყანა წინ და წინ მიიწევს! არ არსებობს თუნდაც ერთი სფერო, რომელზეც ყველაზე მიკერძოებული ადამიანიც კი იტყვის, რომ 2012 წლამდე იყო კარგად, ხოლო 2012 წლის შემდეგ გაუარესდა. ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომლის დამალვას, დამახინჯებას და იგნორირებას ცდილობენ ჩვენი ოპონენტები, მაგრამ ქართველი ხალხი ყველაფერს ხედავს. ეს ხელშესახები პროგრესი, რასაც ყველა ვხედავთ, არა მხოლოდ ჩვენი მონდომებისა და ძალისხმევის, არამედ იმ ბეწვის ხიდზე სწორად სიარულის შედეგი გახლავთ, რომელზეც მთელი განვლილი 12 წლის განმავლობაში ვიარეთ და დღემდე ვაგრძელებთ სვლას. დიახ, ბოლო დრომდე ვცდილობდით ამ თემაზე საჯაროდ არ გვესაუბრა, რათა მოსახლეობა არ დაგვეთრგუნა, მაგრამ 2012 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ბეწვის ხიდზე უწევს სიარული, რათა გარე თუ შიდა მტრების მხრიდან მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში, ქვეყანაში უწყვეტი მშვიდობა შევინარჩუნოთ და არ დავუშვათ ის, რაც ჩვენს მეზობელ უკრაინაში ხდება, ის, რაც 2008 წელს გამოვიარეთ. არ დავუშვათ, რომ ჩვენი ქალაქების, სოფლების და ჩვენი შვილების თავზე ცეცხლის წვიმა მოდიოდეს! საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ ბეწვის ხიდზე სიარულისას, ბრძოლის მთავარი ხაზი გადიოდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე, მშვიდობაზე, თავისუფლებაზე, ჩვენი რწმენის, კულტურის, ისტორიის და იმ ღირებულებების დაცვაზე, რისთვისაც 2012 წლის 1 ოქტომბერს გავერთიანდით! ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო, რომ ამ ბეწვის ხიდზე საქართველო და ჩვენი მოსახლეობა გამარჯვებით, 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობით ეტარებინა, და ახლა, როცა ამ რთული გზის ბოლო მონაკვეთს გავდივართ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ერთიანობის უპრეცედენტო მაგალითი და 26 ოქტომბრის არჩევნებზე ქუდზე-კაცი გამოვიდეთ, რათა ვერავინ ვერასდროს გაბედოს, რომ იოტისოდენა ეჭვი მაინც შეიტანოს „ქართული ოცნებისადმი“ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაში. ვერავინ შეიტანოს მცირეოდენი ეჭვი იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა ირჩევს არა ომს - არამედ მშვიდობას; არა უცხო ქვეყნის აგენტებს, არამედ ქართველი ხალხის ინტერესების დამცველ გუნდს; არა ფსევდო-ლიბერალურ ღირებულებებს, არამედ ეროვნულობაზე, ოჯახზე, რწმენასა და დამოუკიდებლობაზე დაფუძნებულ ფასეულობებს; არა იმ კატეგორიულად მიუღებელ მოცემულობას, რაც რადიკალურ ოპოზიციას და უცხოელ აქტორებს ევროპულობად სურთ რომ გაასაღონ, არამედ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ ევროპულ მომავალს! ამიტომაც, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს. საკონსტიტუციო უმრავლესობა იმისთვის, რომ: ჯერ არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ხოლო შემდეგ კანონის მთელი სიმკაცრით გასამართლდეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რეჟიმი, რომელმაც საკუთარ მოსახლეობას ტერორი, მკვლელობა, წამება არ აკმარა და ომის ქარ-ცეცხლი დაატეხა თავს; იმისთვის, რომ საქართველოს - ჩვენი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება მართავდეს და არა უცხო ძალების აგენტებით დაკომპლექტებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“; იმისთვის, რომ ერთად ავისრულოთ დიდი ხნის ნატვრა და მშვიდობის გზით, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საფუძველზე, კვლავაც გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო; იმისთვის, რომ სამუდამოდ დავასრულოთ ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის შეურაცხყოფის და დაკნინების მუდმივი მცდელობები და მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის, მისი გაძლიერების და დაცვის მიზნით, კონსტიტუციაში ავსახოთ მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც საქართველოს სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის როლი! ასე რომ, 26 ოქტომბერს, დღის წესრიგში არა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიის, არამედ საქართველოს ყოფნა - არ ყოფნის საკითხი დგას! უფლისა და სამშობლოს წინაშე ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენს შვილებს, ჩვენს მომავალ თაობას დამოუკიდებელი და მშვიდობიანი საქართველო დავუტოვოთ, ამიტომაც, 26 ოქტომბერს კვლავ უნდა გავერთიანდეთ და გავიმარჯვოთ! ჩვენი ერთადერთი გზა არის მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ! გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს!,“ - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. იპნ
  11. უკრაინას არ სჭირდება აშშ-ის ნებართვა რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე საპასუხო დარტყმების განსახორციელებლად, რადგან მას შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად აწარმოებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა. „უკრაინას არ სჭირდება ჩვენი ნებართვა რუსულ სამიზნეებზე საპასუხო დარტყმისთვის. ის სუვერენული ქვეყანაა და შეუძლია გამოიყენოს იარაღი, რომელსაც თავად ქმნის“, - აღნიშნა მილერმა. მისი თქმით, რაც შეეხება იმ იარაღს, რომელსაც უკრაინას აშშ აწვდის, მათ ნათლად განაცხადეს, რომ შეუძლიათ გამოიყენონ ისინი საპასუხო დარტყმისთვის საზღვრის გასწვრივ რუსეთის სამიზნეების წინააღმდეგ, რომლებითაც თავდასხმები ხორციელდება. „ასე რომ, უკრაინას აქვს უზარმაზარი მასალა თავის დასაცავად. ჩვენ ყოველთვის განვიხილავთ, არის თუ არა დამატებითი ინსტრუმენტები, რომელთა მიწოდება შეგვიძლია. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩვენ მათთვის დამატებით 8 მილიარდ აშშ დოლარს უზრუნველვყოფთ და ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას“, - აღნიშნა მილერმა. იპნ
  12. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის განვითარების პერსპექტივებზე იურისტი სოფიო ხორგუანი საუბრობს. - რას პირდებით ამომრჩეველს სამცხე-ჯავახეთში? მე არ ვპირდები, ახლა რასაც გეტყვით არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებ. პირველი, ჩემი ღრმა რწმენით, ეს არის რეგიონი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, ისტორიულად ასეა. როცა ეს რეგიონი იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მთელი საქართველოც იქნება წარმატებული და განვითარებული. ღრმად მჯერა ამის და ვხედავ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს. არის რამდენიმე მიმართულება. პირველი ეს არის საბაზისო ინფრასტრუქტურა: გზები, წყალი, კანალიზაციის სისტემა, გაზიფიცირება და სხვა ენერგო მატარებლები, ეს პირველადი ინფრასტურქტული საჭიროებები უნდა იყოს მოწესრიგებული. ამისთვის ის თანხა, რომელსაც ბიუჯეტიდან ვხარჯავთ კეთილსინდისიერად გაკეთებულ საქმეს მოხმარდეს და არა ისე, როგორც ახლა, კორუფციული ტენდერები, უხარისხოდ ან ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოები. რაც გაკეთდა, ისიც გაუკეთებელია. აუცილებლად, ყველა ეს პროექტი თავიდანვე უნდა კეთდებოდეს ევროპული სტანდარტით, ისე, რომ შემდეგი 30-50 წელი არ სჭირდებოდეს ხელის შევლებაც კი. ის თანხა, რომელიც ბიუჯეტში არ გვაქვს, შესაძლებელია მოვიძიოთ დონორებისგან. უნდა მოეწყოს დონორთა კონფერენცია. ასეთი თანხების მოზიდვით, შესაძლებელია, უახლოეს წლებში, მთელს რეგიონში ეს პრობლემები მოგვარდეს. მეორე, ეს არის ფუნქცია, რომელიც უნდა ჰქონდეს რეგიონს. ეს რეგიონი ბოლო სამასი წლის განვალობაში იყო უამრავი ექსპერიმენტის ობიექტი - პოლიტიკური, კულტურული, ეთნიკური, სოციალური. რა თქმა უნდა, ეს იყო რთული რეგიონისთვის, მაგრამ ამ სირთულეების გადალახვის შედეგად სამცხე-ჯავახეთს აქვს უნიკალური სხეული და შესაძლებელია გახდეს ჰუმანიტარული მეცნიერებების ცენტრი. რას ვგულისხმობ ამაში. დაწყებული ჩვენს წელთ აღრიცხვამდე ისტორიით და შემდგომ. უნდა დავაინტერესოთ მთელი მსოფლიო - არქეოლოგები, კულტურის მკვლევრები, კონფლიქტოლოგები და მომიჯნავე მეცნიერებები. ძალიან საინტერესოა დაკვირვება და შესწავლა ამ გამოცდილების. დარწმუნებული ვარ, რომ ამისთვის საჭირო ინტელექტუალური რესურსი ამ რეგიონში არის და დავაბრუნებთ იმათაც, ვინც წასულია. ეს რეგიონი გახდება ჰუმანიტარული მეცნიერების ცენტრი, სადაც ჩამოვლენ დანარჩენი მსოფლიოდან მკვლევრები. ჩვენ არ ვართ მხოლოდ ტრანზიტული ქვეყანა, მხოლოდ მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებით. ამ რეგიონს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული ინტელექტუალური გავლენა მთელს საქართველოზე და ეს უნდა დავაბრუნოთ. დიდებული მესხეთის დიდებულება. ცხადია, ამ ყველაფერს ექნება ეკონომიკური ეფექტი. დღეს საქართველოს რუკაზე ისე არ არის მონიშნული სამცხე-ჯავახეთი, როგორც ჯერ არს და როგორც ეკუთვნის ამ რეგიონს მთელი თავისი ისტორიით. არადა დღეს, პრობლემაა ბევრისთვის სახელმწიფო ენის სათანადო შესწავლა, ამის ორგანიზებას მაინც რა უდგას წინ?! მესამე პირდაპირ ეხება ეკონომიკას. აქ სამი გამშვები სასაზღვრო პუნქტია, რომელთა ინფრასტრუქურა გასათანამედროვებელია. შესაძლებელია ვალეში თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობაც, რაც საერთოდ სხვა რელსებზე გადაიყვანს მთელ რეგიონს. შემოვლითი გზების მშენებლობა ტრანზიტულ ფუნქციას გაზრდის. მითუმეტეს, ჩვენი მეგობარი და მეზობელი სომხეთი ევროპისკენ იყურება და ევროპის ასოცირების ფარგლებში, დიდი იმედი მაქვს, რომ ტრიო გახდება კვარტეტი, ეს საქართველოს ინიციატივით და მხარდაჭერით უნდა მოხდეს. სომხეთთან ერთად ევროპას მოვიყვანთ კავკასიაში უფრო ძლიერად. ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის წახალისება და დაცვა. ამ რეგიონში სოფლის მეურნეობას მისდევენ და დღეს ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანები საკუთარ წარმოებულ პროდუქტს ვერ ყიდიან და გადაყრა უწევთ. შესაძლებელია ისეთი ხელშეწყობა და ორგანიზება მთელი ამ პროცესის, რომ გლეხი იყოს დაცული. სახელმწიფომ სერიოზული როლი უნდა ითამაშოს არა სუბსიდირებით, არამედ ჯანსაღი პროტექციონიზმით, ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ხარისხიანი პროდუქტი იყოს მეტად დაცული უხარისხო, იაფი და იგივე უცხოური პროდუქტის შემოდინებისგან. ასევე წარმოების ხელშეწყობა - დაწყებული ხალხი რომ ტყეში კენკრას აგროვებს, დამთავრებული რძის პროდუქტებით, კარტოფილის სახამებელი, თუ შოკოლადის წარმოება, საკონსერვო წარმოება. აქ უნიკალური მოსაპირკეთებელი ქვა მოიპოვება, რომელიც ევროპულს გაუწევს კონკურენციას. პატარა ნიშური აუთენტური წარმოებებიც შეიძლება გაჩნდეს. ეს შესაძლებლობები ზედაპირზე დევს. რაც მე ჩამოვთვალე, ძალიან დიდ როლს შეასრულებს იმაში, რომ აქ მცხოვრები მოქალაქეები არ გარბოდნენ, ახალგაზრდების გადინება არ ხდებოდეს რეგიონიდან. მნიშვნელოვანია, რომ ეთნიკურად მრავალფეროვანი რეგიონის თითოეული მოქალაქე საკუთარ თავს ჩვენი სახელმწიფოს სრულფასოვან, დაფასებულ, პატივსაცემ მოქალაქედ თვლიდეს. ამ ენერგიითა და გზავნილით შესაძლებელია, ხალხი თავს გარიყულად არ გრძნობდეს. -რამდენად სწრაფად შეიძლება იმ სიკეთეების მოპოვება, რაზეც თქვენ საუბრობთ? როდის იგრძნობს ჩვეულებრივი მოქალაქე რეგიონის წინსვლას? -რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც პირველადია და ეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გზას, წყალს, გაზს - ამ პროცესის დაწყება ძალიან მალე შეიძლება, მთავარია სწორი მიზანი გქონდეს და სწორად მიდიოდე, გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ძალიან მნიშვნელოვანია თავდადება და მონდომება. ოთხ წელიწადში საერთოდ სხვა რეგიონი იქნება, სხვა ენერგია იქნება აქ, დარწმუნებული ვარ ამაში. მაგალითად ტურიზმი - განა მარტო აბასთუმანი და ბორჯომია კურორტი? ულამაზესი სოფლებია ბორჯომის გარშემო: ყვიბისი, ახალდაბა, ტაბაწყური, ჯავახეთის საოცარი ტბები, ციხე-სიმაგრეები, გადამფრენი ფრინველები, უძველესი ეკლესიები, გამოქვაბულები, ჯამეები, კათოლიკური და გრიგორიანული ტაძრები, დარანები, გვირაბები და სხვა. ამასთან, უმთავრესია რომ ყველა პროექტი და იდეა თავიდნავე ევროპული სტანდარტით განხორციელდეს. რა არის ევროპული სტანდარტი? ადამიანსა და გარემოზე ზრუნვა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი ესაა და არა ისე, როგორც დაემართა ბაკურიანს. დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა კეთდებოდეს მკაცრი ევროპული სტანდარტით - გარემოსა და ადამიანების უფლებების დაცვით. გვახსოვს, როგორც იქცეოდა წინა ხელისუფლება, როდესაც დიდი რეფორმების ეგიდით ადამიანსა და ეკოლოგიას უგულებელყოფდა. ახლანდელი ხელისუფლება კი საერთოდ არ ფიქრობს განვითარებაზე. გზა, რომლითაც მიზნამდე მიდიხარ, ძალიან მნიშვნელოვანია და უნდა იყოს სწორი. ადამიანს უნდა ითვალისწინებდე, ბუნებას უნდა უფრთხილდებოდე, მაშინ იქნება ეს პროექტები კარგი და წარმატებული. ამ პირობებში, დარწმუნებული ვარ, მოქალაქეებიც წამოგყვებიან და მეტი მონდომება ექნებათ, როდესაც დაინახავენ, რომ მათთვის შრომობ და თავდადებული ხარ მიზნის მისაღწევად, შემოგეხიდებიან. ,,სინერგიას“ - დღეს ასე პოპულარულს პოლიტიკაში, მე ასე ვხედავ. ხალხისა და ხალხის სამსახურში მყოფი ხელისუფლების ერთობლივ ძალისხმევას. -გჯერათ, რომ ასეთი პოლიტიკური ნება ამ არჩევნების შემდეგ იქნება? -მე მჯერა საქართველოს ხალხის! ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ვიდექით გზაგასაყარზე, ბოლო წლების ისტორიას რომ გადავხედოთ, ყოველთვის ვაკეთებდით ყველაზე სწორ არჩევანს. როცა შენ გაქვს ხალხის ზურგი, მათი ნება არის შენი ზურგი, შეუძლებელია ამას ვინმე წინ აღუდგეს. ამ დროს შეუძლებელიც შესაძლებელია. იპნ
  13. ევროკავშირის გაფართოებისა და მოლაპარაკებების დეპარტამენტის დირექტორი, ჰერტ იან კუპმანი აცხადებს, რომ ევროკავშირს არ მიუტოვებია ქართველი ხალხი, მაგრამ აქვს პრობლემები საქართველოს საქართველოს მთავრობის კურსთან. მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაცია „დე ფაქტო შეჩერებულია“, ხოლო სიტუაციის შემობრუნებისთვის უმნიშვნელოვანესი რუსული კანონის გაწვევაა. „ჩვენ ვამაყობდით, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო. ნათელია, რომ უცხოეთის აგენტების კანონის და სხვა მოვლენების ფონზე, საქართველომ დაკარგა გზა და დაშორდა ევროკავშირს. როცა ვამბობ, რომ ეს ქვეყანამ გააკეთა, უნდა დავაზუსტო, რომ ხალხი ევროკავშირს არ დაშორებულა. ევროკავშირისა და ევროპული ღირებულებების მხარდაჭერა 80-90 პროცენტის დონეზე რჩება. პრობლემა, რომელზეც ვსაუბრობთ, არის მთავრობის პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებს. უნდა აღვნიშნო, რომ ე.წ. 9 ნაბიჯზეც ძალიან პატარა პროგრესია. შედეგად, ევროპულმა საბჭომ დაასკვნა, რომ დე ფაქტო, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. მკაფიოდ ვაგრძელებთ იმის თქმას, რისი გაკეთებაა საჭირო, სიტუაციის შემობრუნებისთვის. ნათელია, რომ უმნიშვნელოვანესი აგენტების კანონის გაწვევა იქნება. ის ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ არ მიგვიტოვებია ქართველი ხალხი. პირიქით. მაგრამ ნამდვილად გვაქვს პრობლემა მთავრობის კურსთან“, – ამბობს კუპმანი. netgazeti
  14. Gespräch mit der Staatspräsidentin von Georgien, Salomé Surabischwili საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბერლინში გერმანელ კოლეგას, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ისაუბრა რამდენიმე თემაზე, მათ შორის, ქვეყანაში შექმნილ წინასაარჩევნო გარემოზე, „რომელიც ინსპირირებულია რუსეთისაგან“, ასევე, ქართულ დიასპორაზე, რომელსაც „ხელოვნური ბარიერები ექმნება არჩევნებში მონაწილეობისათვის“. publika
  15. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს. „პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის ბოლო დროინდელი ბრიფინგებით ცხადი ხდება, რომ „ოცნება“ ცდილობს ნიადაგი მოამზადოს სადამკვირვებლო მისიების შეფასებების არაღიარებისთვის. ამ მიზნით „ოცნება“ ინტენსიურად და სისტემურად, სხვადასხვა პოლიტიკური თუ სამართლებრივი მექანიზმით, თავს ესხმის ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს და ცდილობს მათ წარმოჩენას დაინტერესებულ მხარედ, რათა მათი დასკვნების არაღიარების ხელოვნური საფუძველი შეიქმნას. ამავე მიზნით, „ოცნება“ ცდილობს დასავლეთი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც თითოეული ჩვენგანის არჩევანს გაყალბებისგან იცავენ, არჩევნებში ჩარევაში დაადანაშაულოს. ამ პროცესში ხელისუფლება აქტიურად იყენებს სხვადსხვა ფსევდო-დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას და პროპაგანდისტულ მედია საშუალებას. მისი ძირითადი საყრდენია „ოცნების“ კორუფციის მცველი: ანტიკორუფციული ბიურო და ცესკო, რომელიც სრულად „ოცნების“ პარტიული კადრებით არის დაკომპლექტებული. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ოცნება“ მისი წინასაარჩევნო დარღვევების დაფარვისთვის სახალხო დამცველის გამოყენებასაც ეცდება. სახალხო დამცველი უკვე კომუნიკაციაშია საერთაშორისო დამკვირვებლებთან და ცდილობს მათ დარწმუნებას, რომ თითქოს მშვიდი და სამართლიანი საარჩევნო გარემოა. ხელისუფლების მიზანია, ამ გზით გადაფაროს „ოცნების“ მხრიდან განხორციელებული ის სისტემური დარღვევები - თვალთვალი, პოლიტიკური ნიშნით დევნა, ძალადობის მუქარა და ძალადობა, რაც არასამართლიან და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოს ქმნის და რასთან დაკავშირებული კონკრეტული მტკიცებულებებიც საზოგადოებას არჩევნების დაცვის ჩვენმა ჯგუფმა უკვე წარუდგინა. არჩევნების დაცვის ჯგუფის სახელით გაცნობებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას არჩევნების დასაცავად. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე - მაღალი მონაწილეობა „ოცნების“ მარცხის წინაპირობაა“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. ipn
  16. რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის შეუცვლელი პოზიციის ფონზე, [„ქართული ოცნება“] როგორ აპირებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? - როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? - რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს მმართველი გუნდი საკონსტიტუციო უმრავლესობას? - ამ კითხვებზე მაინც უნდა გასცეს ივანიშვილმა პასუხი საზოგადოებას,- ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ისეთი თემა, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა „კულუარულად, ბნელ ოთახებში არ უნდა წყდებოდეს“. „რამდენიმე კვირაა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი დაჟინებით ითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას. გაურკვეველია, საერთოდ ვისთვის და ამავე დროს, ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, მომავალში, არჩევნების შემდგომ შესაძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის. სინამდვილეში არაფერს გვიხსნის, არაფერს გვეუბნება, როგორ აპირებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ან რა გეგმა აქვს, იქნებ ვეთანხმებით. ამ დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გაერო-დან მკაფიოდ და ღიად აფიქსირებს საკუთარი ქვეყნის პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციისთვის არაფერი შეცვლილა - ისინი არ აპირებენ არც ჯარის გაყვანას საქართველოს ტერიტორიიდან და არც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაწვევას. მსგავს პირობებში, ხელისუფლება, რომელიც თავს ასაღებს წინასაარჩევნოდ ქვეყნის სუვერენიტეტის, ტრადიციებისა და ქვეყნის ერთიანობის დამცველად, ამ ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი არც გამოსულა და როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქვეყნის სუვერენიტეტი თავისი განცხადებებით დაარღვია, არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. სანაცვლოდ, მუნიციპალური დონის ვითომ კრიტიკოსები რაღაცებს აქედან პასუხობენ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე დიდი ამოცანაა, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად და დაუშვებელია მსგავსი საკითხების, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, კულუარულად, დახურულ ოთახში დალაგება და საქართველოს მოქალაქეებისთვის არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება. ჩვენთვის გასაგებია, რომ ივანიშვილს დებატების ეშინია და გაურბის. თუმცა, მოვუწოდებ, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხთან დაკავშირებით მაინც სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეებს და განუმარტოს თუ არ შეუძლია დებატები. განუმარტოს, მაშინ მაგალითად, როდესაც 15 ოქტომბერს, ზუგდიდში იქნება. მაშინ, როცა მოითხოვს საქართველოს მოქალაქეებისგან ბოდიშის მოხდას, ან საქართველოს მოქალაქეებისგან მოითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომ შემდგომ თეორიულად თეორიულად ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, მათ მაინც გასცეს პასუხი შემდეგ სამ კითხვაზე: რა ფორმით და რა პირობებით ფიქრობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მაშინ, როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის უკან გაწვევის და საოკუპაციო ჯარების გაყვანის შესახებ? რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის და რა ტიპის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ითხოვს საკონსტიტუციო უმრავლესობას? დასავლეთთან დაპირისპირების და როგორც შედეგის - საქართველოს იზოლაციის, ასევე, დღევანდელი ხელისუფლების შეცვლილი პოზიციის და ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დაბრალების პირობებში, ემუქრება თუ არა საფრთხე არაღიარების პოლიტიკას და როგორ აპირებს არაღიარების პოლიტიკის დაცვას? მხოლოდ ამ კითხვებზე საჯარო პასუხების გაცემის შემთხვევაში შეუძლია ივანიშვილს ისაუბროს მშვიდობაზე, სუვერენიტეტის დაცვაზე და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მსგავსი საკითხი გამოყენებული წინასაარჩევნოდ, იქნება შეფასებული, როგორც მორიგი ტყუილის მცდელობა და რაც ყველაზე დიდი საფრთხეა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივის საბოლოოდ განადგურება! ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ოცნებას“ და ივანიშვილს პერსონალურად, რომ მსგავსი საკითხები არ უნდა წყდებოდეს კულუარულად, არ უნდა წყდებოდეს ბნელ ოთახებში, საერთოდ გაურკვეველი ადამიანების მონაწილეობით და ეს უნდა იყოს განხილვის საგანი. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიმსახურებთ იმას მაინც, რომ საქმის კურსში ჩაგვაყენოთ, იქნებ გემხრობით, იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჩვენი სახელმწიფოებრიობის და ჩვენი შვილების მომავლის საკითხია“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
  17. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა ამ წუთებში ბერლინში მიმდინარეობს. იპნ
  18. კახა კალაძის განცხადებას საგარეო პოლიტიკაზე კომპეტენტურად ვერ შევაფასებ. ადამიანი სულ სხვა სფეროდან არის და ამაში გასაკვირი არც არაფერია. სად აქვს კახა კალაძეს იმის კომპეტენცია, რომ მსგავს თემებზე ისაუბროს? აქ სამარცხვინო არის ის, რომ ის უწყება, სახელმწიფო ინსტიტუტი, მინისტრი, რომელიც პასუხს უნდა სცემდეს, დამალულია, შეშინებულია, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, ის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს. „მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო და დარწმუნებული ვარ, რა ემოციურ მდგომარეობაში არიან დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. ადამიანები, რომლებიც წლებია იბრძვიან არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად მთელ მსოფლიოში, უამრავი ქართველი დიპლომატი მთელ მსოფლიოში გარბოდა, სად არ არიან ჩასული იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა გაგვეძლიერებინა და დღეს ჰყავთ მინისტრი, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში ხმას ვერ იღებს მაშინ, როდესაც ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა არის დასაცავი. ამიტომ, აქ ყველაზე დიდი რისკი გახლავთ ის, რომ ეს მდგომარეობა უკვე გასცდა არჩევნების ფარგლებს, ეს არ არის არჩევნები და ძალაუფლების საკითხი, ეს არის ქვეყნის მომავალში ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივის გაფუჭება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით. პარტია “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას პოზიტიურად აფასებს. იპნ
  19. მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონ ლარს საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა. “ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს. მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რომ მეტი UFC ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ.” – აღნიშნა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით UFC-ის ქართველს ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა. ნეტგაზეთი
  20. აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“. „მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, - წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნებს ფოტოებს, სადაც მათ შორის გამოსახულია „ღირსეული პარტნიორის“ ფოტო. გამოქვეყნებულ ფოტოებზე არის შემდეგი წარწერა: „ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ. რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?“ იპნ
  21. ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები. ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება. მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ კოალიციის რამდენიმე ორგანიზაციის „არასანდო და პოლიტიკურად აქტიურ ორგანიზაციებად” დასახელებაზე, მათ შორის არიან „საქართველოს მომავლის აკადემია“, „პრევენცია პროგრესისთვის“ და „სამოქალაქო იდეა“. თოლორაიას შეფასებით, ეს განცხადება წარმოადგენს მითითებას ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართ გამოყენებული რეპრესიული და უკანონო პრაქტიკა გაავრცელოს სადამკვირვებლო კოალიციის სხვა წევრებზე. მისივე განცხადებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად ქცევის მცდელობა, მათ შორის, ყველა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებზე მითითება და ნეგატიურად ჩვენება. რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის უფლებაზე, კოალიცია აღნიშნავს, რომ ეს უფლება შეზღუდულია და საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიაში აღრიცხვა გაუმჭვირვალეა. ლონდა თოლორაიამ მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია: რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით; საკონსულო აღრიცხვაზე მდგარი საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებიდან რამდენი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და რა მიზეზით, მიზეზების მიხედვით ამორიცხული მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობით; თითოეულ სახელმწიფოში საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეთა რაოდენობა. პუბლიკა
  22. "ჩვენი პოლიტიკური ძალა არ მივცემთ საშუალებას, რომ გადარჩეს “ოცნება” მარცხისგან და ასევე არ მივცემთ საშუალებას, რომ რევანშისტულად დაბრუნდეს “ნაციონალური მოძრაობა”. მთავარი არის, რომ ქვეყანა ნორმალური განვითარების პროცესში დაბრუნდეს!" დიმიტრი ცქიტიშვილო, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/402554912884612
  23. "უნდა მივიდეთ ამ არჩევნებზე და ხმა არ უნდა მივცეთ, არც "ნაციონალურ მოძრაობას, არც "ოცნებას. იმიტომ რომ, ერთიც უვარგისი რადიკალი გახდა და მეორეც. უნდა მიხვიდეთ და სხვა ნებისმიერი არჩევანი გააკეთოთ. ხომ არ გეუბნებით მაინცდამაინც მე მომცეთ ხმა, თუ მომცემთ მე ვიცი ამ ხმას, როგორც გამოვიყენებ. წესრიგი იქნება ამ ქვეყანაში, ვერავინ ხალხის ფულს ვერ მოიპარავს, ვისაც მოპარული აქვს, უკან მოვატანინებ და ყველაზე სწრაფად მივიყვანთ ამ ქვეყანას ევროპაში სიმშვიდით. ჩვენ ვინმეს კი არ ვემტერებით, ჩვენ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში სიმშვიდე დამკვიდრდეს." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. FDownloader.Net_AQNgqmnZp9Iyr2MSdSV22XijQ7tyKkUsOmUPzPNHExjLVuMxumfDxyfFNrhLyfPwDI5BEA4wGXDqKRlgaz10cET8_720p_(HD).mp4
  24. უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს. საპასუხოდ, ზელენსკი მადლობას უხდის ბაიდენს, ისევე როგორც ორივე პარტიას კონგრესში და ყველა ამერიკელს უკრაინისა და თავისუფლების მხარდაჭერაში ლიდერობისთვის და აცხადებს, რომ „რამშტაინის“ შემდეგი შეხვედრისთვის მზადება მიმდინარეობს. „უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ და მოვიგებთ მას“, - აცხადებს ზელენსკი. იპნ
  25. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. სამინისტრო შეახსენებს ქართველ პოლიტიკოსებს, რომ საქართველომ თავად უნდა დაარეგულიროს ურთიერთობა რუსეთთან. „ცნობილია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობაც კი არ არის. მაშასადამე, ნაცვლად საარჩევნო კამპანიის დროს „საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე“ და სხვა მითიურ ტერმინებზე მცდარი სპეკულაციებისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის ჩამოყალიბება. რაც შეეხება აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობას, ჩვენი ქვეყნები სტრატეგიული მოკავშირეები არიან. აფხაზურ-რუსული ინტერსახელმწიფოებრივი ურთიერთობები დაფუძნებულია საერთო სარეგბლის მომტან ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე, მათ შორის, ისეთებზე, რომლებიც განსაზღვრავს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის არსებობას და აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას. რაც შეეხება მომავალში მეზობელ სახელმწიფო საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას, ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველომ უნდა აღიაროს აფხაზეთის რესპუბლიკა სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ და ხელი მოაწეროს იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს ძალის გამოუყენებლობის შესახებ“, – წერია განცხადებაში. „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს სერგეი ლავროვის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რუსეთი მზადაა, „საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, თუ ქვეყნები ამით დაინტერესებულები არიან“. ამავე განცხადებაში ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს მეზობლებად იხსენიებს. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...