Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. “ოცნება” ხალხს წინსვლის ნაცვლად უკან დაბრუნებას ჰპირდება.… კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/540834525054753/
  2. ხარებას მშვიდობით, კობახიძის ღირსებით და ბიძინა ივანიშვილის კეთილდღეობით მივდივართ ევროპისკენ?! ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1237289677695265/
  3. გასაგებია, რომ ყველა ოპოზიციური პარტია “ნაცებთან” აპირებს კოალიციის შეკვრას. ახლები “ნაცები” არიან, “ლელო” 2021-ში “ნაცებთან” ერთად გადიოდა არჩევნებზე… ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელსაც დიდი ხანია გაცხადებული გვაქვს, რომ არც “ნაცებთან”, არც “ოცნებასთან” კოალიცია არ გვექნება და ეს არ შეცვლილა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/408730098903066/
  4. "რაც უფრო ახლოს მივდივართ არჩევნებთან, სხვაობა, 2012 წლის "ნაციონალურ მოძრაობასა" და 2024 წლის "ოცნებას" შორის, სულ უფრო და უფრო წაიშლება. მათი აღგზნებული ტანგო უფრო ნათელი გახდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ფულის და ადგილების განაწილებას ეხება. მათ უკან დალაგებულები არიან ერთმანეთთან ოლიგარქები და ვითომ ერთმანეთს უპირისპირდებიან. ხალხს, თავიანთ მომხრეებს ერთმანეთთან აჩხუბებენ და მერე ბნელ ოთახში მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ამ ყველაფერში ჩვენ - ხალხს გვიყენებენ, იყენებენ ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს მომავალს, იყენებენ ჩვენს ადმინისტრაციულ რესურსს, რომელიც ადამიანებს უნდა ემსახურებოდეს - ამ დროს ეს, პოლიცია, სუსი, დადიან და ამ ელიტას ემსახურებიან. ჩვენი მისიაა, 2024 წლის შემდგომ, ერთპარტიულად ვერ მართოს ეს ქვეყანა, ვერც "ოცნებამ" და ვერც "ნაციონალურმა მოძრაობამ". გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა" ეპიზოდი #29
  5. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსულმა დრონებმა ნატო-ს ტერიტორიაზე ვარდნა წევრი ქვეყნების უმოქმედობის გამო დაიწყეს. „3 წლის წინ წარმოუდგენელი ინციდენტები დღეს რუტინად განიხილება. არაფერი არ უნდა დაეშვას უკრაინის, ლატვიის ან ნატო-ს ტერიტორიაზე სადმე, მაგრამ ეს არის ახალი რეალობა, რომელიც ჩვენმა უმოქმედობამ წარმოქმნა“, - წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ პლატფორმა X-ზე. მისი თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს მოკავშირეთა ძლიერ პასუხს. შეგახსენებთ, კვირას ღამით უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, რუმინეთმა განაცხადა, რომ დრონმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვია და ქვეყნის ტერიტორიაზე ნამსხვრევებს ეძებდა. ლატვიამ ასევე განაცხადა, რომ მან აღმოაჩინა ჩამოვარდნილი რუსული სამხედრო დრონი ქვეყნის აღმოსავლეთით და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. ipn
  6. აშშ-ს ჰელსინკის კომისია პლატფორმა X-ზე საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკა ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებებს მხარს უჭერს. MEGOBARI აქტის“ ინიციატორი აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“. მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება. აშშ-ში კანონის ძალაში შესვლამდე ინიციირებულმა კანონპროექტმა რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიაროს. თავდაპირველად, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის კომიტეტს შესასწავლად წარედგინება, რის შემდეგაც კომიტეტი ნიშნავს თარიღს კენჭისყრისთვის, დებატების ან შესწორებებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ კანონპროექტს უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება, პროექტი განსახილველად გადაეცემა სენატს. სენატში კანონპროექტის განხილვა ინიშნება კიდევ ერთ კომიტეტში, რომელიც შემდეგ მართავს მსჯელობას და კენჭისყრას. სენატის მხარდასაჭერადაც საჭიროა უბრალო უმრავლესობა. საბოლოოდ, თუ არსებობს უთანხმოება კანონმდებლობის ირგვლივ, მის მოგვარებას ცდილობს კონგრესის კონფერენციის კომიტეტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებისგან შედგება. უთანხმოებებზე შეჯერების შემდეგ კანონპროექტი ბრუნდება სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო დადასტურებისთვის, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტს აქვს 10 დღე, რათა ხელი მოაწეროს პროექტს. კონგრესის სასესიო პერიოდი გაგრძელდება 5 აგვისტომდე, რის შემდეგაც 9 სექტემბრის ჩათვლით იქნება არდადეგები. პუბლიკა
  7. პორტუგალიაში მკაცრი რეჟიმის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, რომელთა შორის ერთი ქართველია. როგორც Euronews წერს, გაქცეულ პატიმრებს შორის 42 წლის შერგილ ფარჯიანია. მას პორტუგალიის ციხეში 7 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი ძარცვის, ძარცვის დროს ძალადობის და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით. რაც შეეხება მის თანამზრახველების, სხვა გაქცეულები დიდი ბრიტანეთის, არგენტინისა და პორტუგალიის მოქალაქეები არიან. გამოცემის ცნობით , გაქცეული პატიმრები მსჯავრს ისეთი მძიმე დანაშაულებისთვის იხდიდნენ, როგორიცაა მკვლელობა, ნარკოტიკების გადატანა, ქურდობა და გატაცება. ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, პატიმრები თოკის დახმარებით ციხის 6 მეტრიან ღობეზე გადაძვრნენ. მათ გაქცევაში გარედან თანამზრახველები დაეხმარნენ. პორტუგალიის ხელისუფლებამ გაქცეულ პატიმრებთან დაკავშირებით განცხადებაც გაავრცელა და მოსახლეობას მოუწოდეს, რომ თუ რომელიმე მათგანს დაინახავენ, არ მიუახლოვდნენ. netgazeti
  8. გაეროს ანგარიშის თანახმად, უკრაინაში რუსეთის თავდასხმებს, სულ მცირე, 184 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავდა 856 — აგვისტო უკრაინაში ყველაზე სისხლიანი თვე იყო 2024 წლის განმავლობაში. გაეროს ანგარიშისვე თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინაში დაშავდა 24 614 მშვიდობიანი მოქალაქე, დაიღუპა – 11 743. ანგარიშისვე მიხედვით, ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს დონეცკსა და ხარკოვში. თავდასხმების შედეგად აგვისტოში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება. ანგარიშში ხაზგასმულია რუსეთის შეტევა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე, რამაც 15 რეგიონი დააზარალა. პუბლიკა
  9. „ოცნება“ კორუფციას აკანონებს, ევროპული სტილის საჯარო შესყიდვების კანონი, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო, გადავადდა - ამ კანონის გადავადებით „ ქართული ოცნება“ ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას აფერხებს, - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ „ ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების, ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება და გაჭიანურდება. „ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება კი არა, ძალაუფლების გახანგრძლივება და კორუფციით გამდიდრებაა. „ოცნებამ“ გადაავადა საჯარო შესყიდვების შესახებ კანონის ამოქმედება, რომელსაც ქვეყანაში უნდა დაერეგულირებინა ყოველწლიურად 10 მლრდ. ლარზე მეტის სახელმწიფო შესყიდვების პროცესი, რომელიც დღეს კორუფციული გარიგებების მთავარ „ბუდედ“ არის ქცეული. 2023 წელს მიღებული კანონის მთავარი მიზანი, სახელმწიფო შესყიდვების რეგულირებისა და კორუფციული რისკების შემცირება იყო, რამაც, როგორც ჩანს, სერიოზული საფრთხე შეუქმნა „ოცნების“ ჩინოვნიკებს, „დაელაგებინათ“ მათთან დაახლოებულ ბიზნესებთან კორუფციული გარიგებები და გაეგრძელებინათ ხალხის ფულით გამდიდრება. ეს ნიშნავს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, რეგიონებში მიმდინარე წყალმომარაგების, გზების, სკოლების და ბაღების თუ სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობის პროცესი ისევ ჩავარდება, გაჭიანურდება და დარჩება ადგილობრივი ფეოდალების და პრივილეგირებული ოჯახების კორუფციულად გამდიდრების მთავარ წყაროდ. „ოცნება“ იბრძვის არა კორუფციის წინააღმდეგ, არამედ კორუფციისთვის! ეს ნათლად ჩანს! წლების განმავლობაში, ჩვენს ინიციატივებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნაზე, მუნიციპალიტეტებში ანტიკორუფციული კომისიების შექმნაზე, კორუფციასთან ბრძოლის სხვა მეთოდების ამოქმედებაზე - „ოცნება“ მუდმივად უარს ეუბნებოდა! ახლა კი, ამ კანონის გადავადებით, „ოცნება“ ახალისებს კორუფციას და აფერხებს ასოცირებით გათვალისწინებული ნაბიჯის გადადგმას. ეს, ასევე, კარგად აჩვენებს იმ პროპაგანდის სიყალბეს, რომლითაც „ოცნება“ ამომრჩეველს ატყუებს, რომ მას სურს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. მატყუარა „ოცნება“ უნდა დასრულდეს და ამისთვის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მოვუწოდებთ, მივიდეს არჩევნებზე და მხარი დაუჭიროს იმ პარტიას, რომელსაც არ ჰყავს არც კორუფციონერი ოლიგარქები, არც საერთაშორისო დამნაშავეები და თაღლითები“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  10. ვის უნდა უნდოდეს დანგრეული საქართველო ევროკავშირში?! - იდიოტურია პროპაგანდა იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს დანგრეული საქართველო სჭირდება! - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “საქართველოსთვის“ დეპუტატი ბექა ლილუაშვილი „ხალხის ძალის“ დღევანდელ წერილს, რომლის თანახმად, „დღეს საქართველოსგან არც ევროკავშირი და არც აშშ-ი არანაირი რეფორმებს არ ელოდება და მათი მოთხოვნების მარტივი ანალიზიდან ჩანს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქვეყნის დანგრევაზე გადის“. „ყველას თავის სამეგობროში ძლიერი და ჯანსაღი ადამიანები სჭირდება - ამიხსენით, რაში სჭირდება ევროკავშირს დანგრეული საქართველო?! ეს არის იდიოტური პროპაგანდა, რასაც ეს იდიოტები ლაპარაკობენ და ჰგონიათ, რომ ამით დამაჯერებლობას იძენენ“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ფინანსურ გამჭვირვალობაზე საუბრის უფლება მმართველმა გუნდმა მაშინ დაკარგა, როცა პოლიტიკური ჯგუფ „საქართველოსთვის“ მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო პაკეტის გაზიარებაზე უარი თქვეს. „ჩვენ მათ უფრო მაღალი სტანდარტის გამჭვირვალობა შევთავაზეთ, ნებისმიერი ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობით, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ - მათ აინტერესებდათ სახელდება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების დაზიანება. მათ მიერ მიღებული კანონის მიზანი არის სწორედ ეს და არა ფინანსური გამჭვირვალობა“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
  11. სარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ინფორმირების კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს განახორციელებს. 11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება. ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება. 11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე: https://cesko.ge/static/file/202409085742-imitacia.pdf საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო. საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი. netgazeti
  12. სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 180 დღეა ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროსთან უწყვეტ აქციას მართავენ და კარვები აქვთ გაშლილი, 11 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისში, პარლამენტის წინ შეკრება დააანონსეს. მერვე დღეა პროტესტის ხუთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. მათ პირი ამოიკერეს და შიმშილობენ. შუქრუთელების თქმით, თუ ხელისუფლების ან კომპანიის მხრიდან რეაგირება არ იქნება, პროტესტის ამ ფორმას მეტი ადამიანი მიმართავს. შუქრუთის მცხოვრებლები იმ პირობების შესრულებას მოითხოვენ, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა. 2021 წელს შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი. 2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შედგა შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორეს და ქონების საბაზრო ღირებულებას. შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. არათუ ზარალის ანაზღაურება – 31 ივლისს პროკურატურამ პროტესტის რამდენიმე მონაწილის: გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის სისხლის სამართლის წესით დევნა დაიწყო. უწყება მათ ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. საჩხერის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ 1000-1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. „ჯორჯიან მანგანეზი” პროტესტის მონაწილეებისგან ითხოვს ზარალის ანაზღაურებას 5 500 000 ლარის ოდენობით. 24 აგვისტოს მათ საპროტესტო აქცია საჩხერეში, ჭორვილაშიც გამართეს. სოფელში ჩასულებს ადგილზე მობილიზებული ხალხი დახვდა, რომელთა ნაწილი ამბობდა, რომ შუქრუთელების აქცია საჭირო არ იყო, ნაწილი კი აგრესიულობით გამოირჩეოდა publika
  13. დასავლელი ლიდერები არ უნდა შეშინდნენ ბირთვული ესკალაციის შესახებ კრემლის მუქარებით, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა, უილიამ ბერნსმა განაცხადა. „პუტინი მოძალადეა. ის დროდადრო გააგრძელებს იარაღის ჟღარუნს. ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იარაღის ჟღარუნმა შეგვაშინოს. უნდა გვახსოვდეს ეს. შეერთებულმა შტატებმა უზარმაზარი მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი განიხილავს სხვა გზებს, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა“, - აღნიშნა უილიამ ბერნსმა. შეკითხვაზე, ღელავენ თუ არა ვაშინგტონსა და სხვა დასავლურ დედაქალაქებში იმის გამო, რომ უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოოყენების ნებართვის მიცემამ, შესაძლოა, ომის ესკალაცია გამოიწვიოს, უილიამ ბერნსმა უპასუხა: „არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა მიიღოს ესკალაციის რისკი მსუბუქად“ და დასძინა, რომ ომის პირველი წლის განმავლობაში ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში რეალურად არსებობდა აზრი, რომ რუსეთს, უკრაინის ბრძოლის ველზე, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა. „იყო მომენტი 2022 წლის შემოდგომაზე, როდესაც ვფიქრობ, რომ არსებობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის პოტენციური გამოყენების რეალური რისკი“, - განაცხადა ბერნსმა და დასძინა, რომ მისი აზრით, ასეთი შეშფოთება ძალიან სერიოზულად არ უნდა იქნას მიღებული. „არასდროს მიფიქრია, რომ ჩვენ ამით ზედმეტად უნდა დავშინდეთ“, - აღნიშნა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა. ipn
  14. დღეს მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, ჩეხეთის ნაკრებთან 4:1 მოგება, ჩემი აზრით, დადებითია, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მოგების შემდეგ განაცხადა. როგორც კვარაცხელიამ განაცხადა, საქართველოს ნაკრები ალბანეთთან თამაშის მოგებასაც შეეცდება. „რაც დღეს, ბიჭებმა აჩვენეს, ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ [სანიოლი] ტაქტიკურად მოგვცა ის დავალებები, რომელიც უნდა გაგვეკეთებინა და ჩვენც შევასრულეთ. ვფიქრობ, პირველ ტაიმში ჩვენი მიზანი შევასრულეთ, დადებითად შევაფასებ მთლიანად ამ თამაშს და პერფორმანსს“, - განაცხადა კვარაცხელიამ. ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. იპნ
  15. ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა. მამარდაშვილის განმარტებით, ყველაფერი ახლა იწყება. მისივე თქმით, ალბანეთთან დაგეგმილი მატჩიც მარტივი არ იქნება, თუმცა, საქართველოს ნაკრები გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს. ასე რომ, ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულება და ახლა იწყება ყველაფერი“, - განაცხადა მამარდაშვილმა. მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. „როცა საქართველოში ვთამაშობთ, ყოველთვის განსაკუთრებული თამაშებია“, - განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ. იპნ
  16. ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა “აპრილი” ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო. ფილმი სოფლის მეან-გინეკოლოგ ნინაზე (ია სუხიტაშვილი) მოგვითხრობს, რომელიც არალეგალურ აბორტებს უკეთებს სიღარიბეში მცხოვრებ ქალებს. მკვდარი ჩვილის დაბადების შემდეგ შიდა გამოძიება იწყება. ბოლო 30 წლის განმავლობაში “აპრილი” პირველი ქართული ფილმია, რომელიც ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა. მთავარი პრიზი – ოქროს ლომი პედრო ალმოდოვარის ფილმმა “ოთახი მეზობლად” მიიღო. პუბლიკა
  17. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრობს. აღნიშნულით მან ის ფაქტი შეაფასა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი აღსრულების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ, ეს კანონი ამას არ აკეთებს. „ჩვენ გვსურს, რომ ქართველ ხალხს შეეძლოს ხმის მიცემა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ვნახოთ, რომ მთელი პროცესი კარგად მუშაობს. ეს მოიცავს სათემო გაერთიანებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, მოხალისეებს. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ყველა ამ ორგანიზაციას უნდა შეეძლოს ეფექტიანად, შევიწროების და ძალადობის შიშის გარეშე მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი რამაა. რაც შეეხება ამ კანონს, როგორც ჩვენ არაერთხელ გავიმეორეთ, ის ფუნდამენტურად ნაკლოვანია. არსებობს გზები, რომლებითაც ევროპული სახელმწიფოები თავის საარჩევნო სისტემებს იცავენ. ეს კანონი ამას არ აკეთებს. როგორც თქვენ ახსენეთ, ერთ-ერთი საკითხი ისაა, რასაც ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, საუბარია იძულებაზე: ისეთი სამთავრობო სააგენტოს არსებობა, რომელიც არსებითად აიძულებს [ორგანიზაციას] რეგისტრაციას, და ამ ორგანიზაციაში არსებულ ყველა მონაცემზე მიუწვდებოდეს ხელი, არ შეესაბამება თანამედროვე ევროპულ პრაქტიკას. საქართველომ აირჩია აემოქმედებინა კანონი ამ გზით, რამაც ევროკავშირსა და ნატოში მისი გაწევრიანების პერსპექტივას უდიდესი ზიანი მიაყენა. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ ევროკავშირში [ინტეგრაციის] პროცესი შეჩერებულია და ეს სრულებით იმის გამო ხდება, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეწერა ეს კანონი ისე, როგორც ეს გააკეთეს და ეს სირცხვილია“,- აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი. ამასთან, მან უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის არჩევნებზე შესაძლო გავლენაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ეს კანონი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. „არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. კარგია, რომ ეუთოს შესაძლებლობა ექნება ზოგ ნაწილში სადამკვირვებლო მისია შეასრულოს, მაგრამ ეს ორგანიზაციაც ეყრდნობა ადგილობრივ ჯგუფებს, რიგით ქართველებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოქალაქეები დარეგისტრირებულები არიან, აქვთ საჭირო ცოდნა იმისთვის, რომ ხმა მისცენ, სწორ ადგილას გამოცხადდნენ და რომ მათი ხმები დაითვალოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სისტემის ნაწილია. ეს კანონი კი ცდილობს ამ სამფეხა სკამს ერთი ფეხი გამოაცალოს. ეს არ მუშაობს. შესაბამისად, მაწუხებს, რომ ეს ნიშნავს, არჩევნები არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ის ნამდვილად არ იქნება აღქმული როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ამის გარეშე კი საქართველო წინ შემდეგ ნაბიჯს ვერ გადადგამს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი. ამასთან, მან იმ ფაქტზეც ისაუბრა, რომ რუსეთის უსაფრთხოების სამსახურები შეერთებულ შტატებს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების მცდელობაში სდებენ ბრალს და ამერიკული ორგანიზაციების - NDI-ისა და IRI-ის მისამართითაც ისმის ბრალდებები თბილისში თითქოს ისინი ოპოზიციურ პარტიებს უჭერენ მხარს. როგორც ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, ყველა, ვისაც კი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების სჯერა, თავს ისულელებს. ამერიკული ორგანიზაციები კი ძალიან გამჭვირვალეა. „ცნობილია ვისთან ვმუშაობთ. ჩვენ ვმუშაობთ ქართველების მხარდასაჭერად, რათა მათ შეძლონ თვითორგანიზება მთავრობის შიგნით, თუ - მის გარეთ. ესაა მთლიანი მიზანი. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. უცნაურია, რომ “ქართული ოცნება” კვლავ და კვლავ იგებს არჩევნებს მაშინ, როცა ამტკიცებს, რომ ჩვენ როგორღაც მათ წინააღმდეგ შეთქმულებებს ვაწყობთ. ეს სასაცილო კომენტარია. ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხისთვის, ვის უმეტესობასაც, თითქმის 90 %-საც სურს ევროპისკენ წასვლა. ეს მთავრობა და მისი ძალიან ცუდი სამართალშემოქმედებაა, რომელმაც ეს პრობლემა გამოიწვია. ჩვენ გვსურს, რომ მათ ეს გამოასწორონ იმისთვის, რომ ხალხმა თვითორგანიზება და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღება შეძლოს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი. კითხვაზე აშფოთებთ თუ არა რუსული შესაძლო ჩარევა ან მავნე ზეგავლენა საქართველოში უახლოეს მომავალში, ჯეიმს ო'ბრაიენი განმარტავს, რომ რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს. „მინდა იმაზე ვფოკუსირდეთ, რომ ეს მთავრობის გადაწყვეტილებაა, მთავრობა აკეთებს იმას, რომ ურთულებს საკუთარ მოქალაქეებს თვითორგანიზებას, საქართველოს დიდი ხნის მეგობრებს კი - ევროპასა და შეერთებულ შტატებში - საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ამ გარემოში, თუკი მთავრობა წარმატებული იქნება, რომ ლამის მთლიანად უარყოს ყველა ამ ჯგუფისთვის რესურსებზე წვდომა, ინფორმაციის მხოლოდ რუსული წყაროები გადარჩებიან. ასე რომ, რაც უნდა ყოფილიყო აქამდე, რასაც მთავრობა [ახლა] აკეთებს, რუსეთს ეს საქართველოს საინფორმაციო სივრცეში დომინირებას ბევრად უფრო უადვილებს“,- აღნიშნავს ჯეიმს ო'ბრაიენი. იპნ
  18. რუსებმა გუშინ ღამით ქალაქ სუმიზე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაცია ავრცელებს. „ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა ოთხი, მათ შორის ორი ბავშვი“, - აცხადებენ სუმის ოლქის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციაში. მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად ყველა საჭირო სამსახური მუშაობს. იპნ
  19. ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ნაკრების მიერ ჩეხეთის დამარცხებას. პრეზიდენტი საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილ დიდ ეკრანზე ადევნებდა თვალს. „დასაწყისში, რომ გითხარით, გამარჯვება იქნებაო, გამარჯვება არის და გამარჯვება ასე იქნება ბოლომდე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. კითხვაზე, ელოდა თუ არა ის საქართველოს გამარჯვებას, დადებითი პასუხი გასცა. „ყველა გამარჯვებას ველოდი და ველოდები, გაიგეთ ისე, როგორც გინდათ, ყველა გამარჯვებას ველოდები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ცნობისთვის, საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. იპნ
  20. საქართველო-ჩეხეთს შორის მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი ანგარიშით - 4:1 დაამარცხა. მატჩის პირველ ნახევარში ანგარიში პენალტით ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. ხოლო, შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა სამი გოლი გაიტანეს. მატჩის მეორე გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა, მესამე გოლით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა გიორგი მიქაუტაძემ მოუტანა, ხოლო მეოთხე გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. ცნობისთვის, მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ამასთან, რესპუბლიკის მოედანზე მოწყობილი იყო შესაბამისი სივრცე, სადაც დიდ ეკრანზე მატჩის ყურება იყო შესაძლებელი. იპნ
  21. ამ არჩევნებზე ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევცვალოთ ხელისუფლება ისე, რომ არ მოხდეს "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება ხელისუფლებიის სადავეებთან. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/362875716891971/
  22. ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. იპნ
  23. "შშმ პირების ცხოვრება მუნიციპალიტეტებში ძალიან მძიმეა." სოფია ქაცივაძე , პარტია “გახარია საქართველოსთვის” ოზურგეთის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/OzurgetiForGeo/videos/1051224856533985/
  24. "ნაცები" ამბობენ, საქართველოს ევროპული გზა გადის სააკაშვილის თავისუფლებაზე, "ოცნება" ამბობს, ჩემი კორუმპირებული ხელისუფლება თუ არ დატოვე, ომი დაიწყება..." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი. FDownloader.Net_An9rINgnrxfQRmEtQMQHDYf9sAQdsGMR7L77cL5zjsX_U-uYbQATSQ7HURdGfbgfe_bLrK-BAIh3mwg5U5vwvyA8_720p_(HD).mp4
  25. პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ქართველი პრიზიორები მოპოვებულ მედლებს ქართველ გულშემატკივარს წარუდგენენ. პარიზიდან სხვადასხვა სინჯის მედლებით დაბრუნებულ ქართველ სპორტსმენებთან შეხვედრის შესაძლებლობა ფეხბურთის ქომაგებს დღეს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ექნებათ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. რაც შეეხებათ ქართველ პარალიმპიელებს, მათ ანგარიშზე ხუთ სახეობაში ასპარეზობის შედეგად, ამ ეტაპზე 7 მედალია - 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს. პარიზის თამაშებზე 6 სახეობაში 14 პარასპორტსმენი ასპარეზობს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. იპნ
×
×
  • შექმენი...