-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, რათა მონიტორინგი გაუწიოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. OSCE/ODIHR - ის ინფორმაციით, მისია არჩევნებზე დასაკვირვებლად ოფიციალურად მოწვეული იქნა საქართველოს მთავრობის მიერ. სადამკვირვებლო მისიას ხელმძღვანელობს ოუენ მერფი. მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთანავე, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ დაემატებათ ODIHR-ის მიერ მოწვეული 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. „მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას ეუთოს მიმართ ვალდებულებებსა და დემოკრატიული არჩევნებისათვის დადგენილ სხვა საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში, აგრეთვე მის შესაბამისობას ეროვნულ კანონმდებლობასთან. დამკვირვებლები არჩევნების ყველა ასპექტს დააკვირდებიან არჩევნების დღემდე და შემდეგ. კერძოდ, ისინი მონიტორინგს გაუწევენ პროცესის კანონმდებლობასთან შესაბამისობას, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას, მათ შორის ონლაინ სივრცეში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, საარჩევნო დავების გადაწყვეტასა და მედია გარემოს. ისინი ასევე შეაფასებენ ODIHR-ის მიერ წარსულში გაწეული არჩევნებთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხორციელებას. შეხვედრები ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, მედიასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკვირვების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. არჩევნების დღეს ODIHR-ის მისია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, ევროპარლამენტისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეასთან ერთად მონიტორინგს გაუწევს საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცედურას, ბიულეტენების დათვლასა და შედეგების შეჯამებას. არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია პრესკონფერენციაზე წარადგენს დაკვირვების წინასწარ შედეგებს. საარჩევნო პროცესის შეფასების საბოლოო ანგარიში, რეკომენდაციების ჩათვლით, საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში იქნება გამოქვეყნებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ipn
-
„კომპანია რასაც ავრცელებს სიცრუეა" | რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს”
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 184 დღეა უწყვეტ აქციებს მართავენ, გუშინ, 11 სექტემბერს ჭიათურიდან თბილისში, პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად მე-12 დღეა შიმშილობა დაიწყო, 5 ადამიანს კი პირი აქვს ამოკერილი. რას მოითხოვენ შუქრუთელები შუქრუთელები წლებია, ამბობენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაინგრა მათი სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. სოფელი, ფაქტობრივად, საცხოვრებლად გაუსაძლისი გახდა. ისინი ზარალის ადეკვატურ ანაზღაურებას მოითხოვენ, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა. ისინი მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. კერძოდ, 2021 წელს, აშშ-ის საელჩოსთან გამართული აქციების შემდეგ, „ჯორჯიან მანგანეზსა” და საპროტესტო ჯგუფს შორის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია პროტესტის მონაწილეებთან შეთანხმდა, რომ ზიანს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო დაითვლიდა, შეაფასებდა ქონების საბაზრო ღირებულებას, ზარალს კი „ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებდა. თუმცა, როგორც შუქრუთელები ამბობენ, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა და ადგილობრივებმა პროტესტი 2024 წლის მარტში განაახლეს. მათი თქმით, ამ დროის განმავლობაში არც ხელისუფლებიდან და არც „ჯორჯიან მანგანეზიდან“ არავინ გამოხმაურებიათ. რას ამბობს „ჯორჯიან მანგანეზი” პროტესტის პარალელურად, „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, რომელიც ჭიათურის სამთო-მოპოვების მმართველი კომპანიაა, სოციალურ ქსელში გუშინ, 11 სექტემბერს განცხადება გაავრცელა. კომპანიაში შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს „რადიკალურ ჯგუფს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ კომპენსაციები გაცემულია, რომლის ჯამური რაოდენობაც 12 მილიონ ლარზე მეტია, „ხოლო აქციის ორგანიზატორებმა უკვე სრულად აიღეს კომპენსაციები”. ამის დასტურად კი კომპანიამ ჩარიცხვების საბანკო ამონაწერები გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ დანიშნულებაში ძირითადად მითითებულია, რომ ეს არის „მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურება“. გიორგი ნეფარიძე – 96 814 ლარი, მისი და მისი ოჯახის სახელზე; ჯანიკო ლაბაძე – 195 738 ლარი; თამარ კუპატაძე – 117 097 ლარი; რომან მეგრელიშვილი – 105 031 ლარი; ზვიად პაპიძე – 85 000 ლარი; გიორგი ბიწაძე – 26 094 ლარი; ამირან შეყილაძე – 88 099 ლარი. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ გავრცელებულ საბანკო ამონაწერებსა და განცხადებაში მოყვანილი რიცხვები ორ შემთხვევაში (ჯანიკო ლაბაძე და თამარ კუპატაძე) ერთმანეთს არ ემთხვევა. გარდა ამისა, განცხადებაში ნახსენებია პროტესტში მონაწილე დამატებით რამდენიმე ადამიანი, რომელთაც კომპანიის მტკიცებით, აუნაზღაურდათ ზარალი, თუმცა მათთან თანხის ჩარიცხვის საბანკო ამონაწერი კომპანიას არ გაუვრცელებია. რას პასუხობენ შუქრუთელები „ჯორჯიან მანგანეზს” „პუბლიკა” შუქრუთის პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს, გიორგი ნეფარიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, თუ რა თანხებზე საუბრობდა განცხადებაში „ჯორჯიან მანგანეზი”. მისი თქმით, კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დასახელებული რიცხვები სიმართლეს არ შეესაბამება. ნეფარიძე ამბობს, რომ თანხა, რომელიც რიგმა ოჯახებმა მიიღეს, იყო ავანსის სახით გაცემული. მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ „გაიწელა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მომზადება”, კომპანიამ წინასწარ გარკვეული თანხა გადაუხადა პროტესტში მონაწილეებს, მანამ, სანამ დასკვნა მომზადდებოდა. ამ თანხას კი, მისი თქმით, შემდგომში უნდა დამატებოდა სამხარაულის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე დაანგარიშებული ანაზღაურება. გიორგი ნეფარიძე „ჯორჯიან მანგანეზთან” 2021 წელს დადებული ხელშეკრულების შესახებ ამბობს, რომ ადგილობრივებმა კომპანიისგან მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მათ ზარალს დაითვლიდა, შეაფასებდა და ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ. თუმცა, ნეფარიძის თქმით, „ჯორჯიან მანგანეზმა” უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება. მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა „თვალითაც არ უნახავთ” და „კომპანია დოკუმენტს არ ასაჯაროებს”. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნაა, რომ კომპენსაციები სწორედ სამხარაულის ბიუროს დასკვნის მიხედვით გაიცეს. გიორგი ნეფარიძე „პუბლიკასთან” ასევე საუბრობს იმ მიზეზზე, რატომაც, მისი აზრით, კომპანია თავს იკავებს, რომ შუქრუთელების მოთხოვნა დააკმაყოფილოს. publika -
გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება გივი მიქანაძის წინააღმდეგ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გახარიას გუნდი პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების” დეპუტატის, გივი მიქანაძის წინააღმდეგ. პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ საქმე ეხება 2006 წლის 27 მარტს სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში მომხდარ ციხის ბუნტს. 2006 წელს პატიმრების ამბოხების შემდეგ #5 ციხეში კონტროლის დასამყარებლად სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის გადაწყვეტილებით სპეცოპერაცია ჩატარდა. შედეგად 7 პატიმარი გარდაიცვალა, ხოლო 22 პატიმარმა სხეულის დაზიანება მიიღო. მაშინ სასჯელაღსრულების მინისტრი ბაჩო ახალაია იყო, ხოლო გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა და სასჯელაღსრულების სისტემას კურირებდა. ლევან გოგიჩაიშვილის და გახარიას პარტიის პროკურატურისთვის მიმართვა სწორედ ამ ფაქტს ეფუძნება – გოგიჩაშვილის თქმით, „ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ გივი მიქანაძე იმ დროს ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა”. „ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ოცნების იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას, რომლებიც თავის დროზე ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ვითომ გასამართლების კამპანიაში იღებენ მონაწილეობას”. – თქვა ლევან გოგიჩაიშვილმა. პუბლიკა -
კაფე „მზიური” აცხადებს, რომ თბილისის მერია კაფეს შენობას აუქციონზე ყიდის. ამის შესახებ მათ არა მერიამ, არამედ სახალხო დამცველმა შეატყობინა. სოციალურ კაფე „მზიურს” 2024 წლის 15 ივნისს ქონების მართვის სააგენტომ შეატყობინა, რომ არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო სარგებლობის უფლებით განკარგვას მიზანშეწონილად აღარ მიიჩნევენ და ის განიხილება, როგორც თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში თანხების მობილიზების საშუალება. კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს. კახა კალაძემ თქვა, რომ „არ უნდა, რომ სალაპარაკო გახდეს, რომ „მზიურის” კაფეს შენობა რამდენჯერმე გადაეცა ერთ ადამიანს”. მისივე თქმით, „მზიურის“ კაფეს ექნება იგივე – სოციალური სტატუსი და ის პროექტები განხორციელდება, რაც დღემდე ხორციელდებოდა. კაფე 8 წლის წინ ანა გოგუაძემ შექმნა და თავადვე მართავდა. ამასთან, გოგუაძე წლებია, მონაწილეობს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო გამოსვლებში და „ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს. დღეს კაფე „მზიური” წერს:
-
მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს. ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა - „თუ უცხოური მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს შეიძლება ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რატომ არ შეიძლება საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებულს ეწოდოს არასამთავრობო ორგანიზაცია“. ვიცი, თქვენც გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია და არ დარეგისტრირდით, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძის ინიციატივას? - ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი და დრო, თუ როდის გაკეთდა ეს განცხადება და რა იყო ამის მიზანი. სინამდვილეში, არასამთავრობო ორგანიზაციებს რომ სჭირდებოდათ სახელმწიფო მხარდაჭერა და ყოფილა ამ თემაზე რაიმე ურთიერთგაგება. მაგრამ, ჩვენ რასაც ამაში ვგულისხმობთ, ევროპაში არსებული პრაქტიკა და იმ მოდელის დანერგვაა. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თანხა გამოყოფს. მაგალითად, ესტონეთში არასამთავრობო სექტორის ამისთვის წელიწადში გამოყოფა 25 მილიონი ევრო. ეს თანხა მიეცემა სრულიად დამოუკიდებელ ფონდს, რომლის ბორდი ავტორიტეტული და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული. ამ ფონდში განისაზღვრება პრიორიტეტები, თუ რა მიმართულებითაა მნიშვნელოვანი თანხების მიმართვა. მას შემდეგ, რაც პრიორიტეტები განისაზღვრება, ამის მიხედვით გამოიყოფა თანხები სხვადასხვა სფეროში მოღვაწე არასამთავრობოებისთვის. შემდეგ ტარდება სრულიად გამჭვირვალე ტენდერები და არასამთავრობოები ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეებს აკეთებენ. საინტერესო ისაა, რომ ამ ფონდისა და არასამთავრობოების საქმიანობაში სახელმწიფო საერთოდ არ ერევა. ახლა რაც ჩვენში ხდება, ამგვარ მოდელთან არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელისუფლების ურთიერთობას არანაირი კავშირი არ აქვს. ეს არ არის ის, რაზეც მე და ჩემი კოლეგები ხელისუფლებასთან ვსაუბრობდით. ახლა არის მცდელობა იმის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მოხდეს სეგრეგაცია, წაახალისონ იმ ენჯ-ების დაფინანსება, რომლებიც დაეთანხმნენ მათ კანონს, პრაქტიკულად წყალში ჩაყარეს ის წინააღმდეგობა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ეწეოდა არასამთავრობო სექტორი და დარეგისტრირდნენ „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლებად“. ამით მთავრობას უნდა დაყოს არასამთავრობო სექტორი და უთხრას - ვინც ჩვენ გვიჯერებთ, ვინც ჩვენთან კარგ ურთიერთობაშია, არ გვიწევს წინააღმდეგობას ჩვენი პოლიტიკის გატარებაში, მათ დავაფინანსებთ. თან არავის არ უხსენებია თუ როგორ მოხდება, ამ დაიჯერე არასამთავრობოების დაფინანსება. ეს იმას ჰგავს, ხელისუფლებამ ამას წინათ ანტიკორუფციული ბიურო რომ შექმნა და პარლამენტს კი არა, პრემიერს დაუქვემდებარა. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს ამ მმართველი ძალის დაქვემდებარებაში გამოდის. როგორც ჩანს, ასევე აპირებენ დააფინანსონ ხელისუფლების დამჯერე არასამთავრობოები. ახლა ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება მეტი „გონგოები“ დააფინანსოს. ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლებიც ანტიდასავლურ პროპაგანდას რომ ეწევიან. ან ისეთები, რომლებიც სამთავრობო პოლიტიკას ხოტბას ასხამენ. კანონის მიღების დროს მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კარგად გამოჩნდა, რომ ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში საკმაოდ ბლომად არსებობენ. - მოდით, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე გადავიდეთ. არჩევნები საარჩევნო ფინიშის სწორს უახლოვდება. ვხედავთ, საარჩევნო კამპანიაში ჩართული პოლიტიკური ძალების ლოზუნგებს, რომლებითაც ისინი წარდგებიან ამომრჩევლების წინაშე. საუბარი ხელისუფლების ლოზუნგების განხილვით დავიწყოთ და შემდეგ სხვებზე გადავიდეთ. ხელისუფლების მთავარი ლოზუნგია „მხოლოდ მშვიდობით, კეთილდღეობით, ღირსებით, ევროკავშირისკენ“. სინამდვილეში, ხელისუფლების რიტორიკა და წინასაარჩევნო ნაბიჯები, რომელიც არჩევნებს უკავშირდება, საპირისპიროზე მეტყველებს. თქვენი დაკვირვებით, ეს ყველაფერი ერთმანეთთან როგორაა თავსებადი? - თავსებადი რომ არაა, დაფიქრებული ადამიანი, რომელიც ლოზუნგს მხოლოდ კი არ ეცნობა, არამედ აქვს ანალიზის უნარი და შეუძლია მოვლენების გაანალიზება, ამას იოლად ხვდება. ვისაც ამგვარი უნარები აქვს, მისთვის ეს ხშირ შემთხვევაში დაუჯერებელია, მეტიც აღმაშფოთებელიც კია. მაგრამ, არიან ადამიანები და ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც, ნებისმიერი ტყუილისა და მანიპულაციის მცდელობის მიმართ მიუღებლობას იჩენს. ასეთი ბანერების დანახვა, როდესაც რეალურად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხდება, ნებისმიერი სამთავრობო არხი როგორც ცდილობს ევროკავშირისა და აშშ-ს დისკრედიტაციას, როგორ ცდილობენ ჩვენი პარტნიორების, როგორც მტრული ძალის“, როგორც ომის გამჩაღებლის, წარმოჩენას. ამის ფონზე კი ხელისუფლება ამბობს, - ჩვენ გპირდებით რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ეს ყველაფერი სიურრეალიზმის სფეროდანაა. ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება. ევროკავშირის წევრი წამყვანი ქვეყნების ლიდერები კარგა ხანია ამბობენ, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს და მიდის სხვა მიმართულებით. ერთადერთი საშუალება, რომ ქვეყანა ევროპულ გზას დაუბრუნდეს, გვეუბნებიან - საქართველომ უნდა შეასრულოს ის 9 პირობა, რომელიც ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მონიჭებისას მოგვცეს, და ასევე უნდა გაიწვიოს კანონი „აგენტების“ შესახებ და კიდევ რიგი სხვა კანონები, რომელიც ევროკავშირისთვის მიუღებელია. მეტიც, ევროპელი ლიდერები გვეუბნებიან, სანამ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში არსებობს „აგენტების“ კანონი, საქართველოს წინსვლა ევროკავშირში არ იქნება და ეს საკითხი გაყინული იქნება. საერთოდ, ამა თუ იმ ქვეყნის ევროკავშირში შესვლა არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნება. თუ რომელიმე ევროკავშირის ერთმა წევრმა ქვეყანამ თქვა უარი, გადაწყვეტილება არ მიიღება. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალურია ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების საკითხი, აქაც იგივე პრინციპი მოქმედებს. ახლა როცა ევროკავშირის ქვეყნები წინააღმდეგი არიან ამ კანონის მიღების და მის გაწვევას ითხოვენ, ამ კანონის პირობებში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგი არიან, ხელისუფლების მთავარი ლოზუნგი აბსოლუტური ტყუილია და გაუგებარი რასთან გვაქვს საქმე. მმართველი გუნდი ამომრჩეველს ევროკავშირში გაწევრიანებას ჰპირდება. მე კარიერული დიპლომატი ვიყავი და ყოველთვის ვცდილობდი კატეგორიული გამოთქმები არ გამომეყენებინა, ახლაც შევეცადე დიპლომატიური ტერმინი გამომეყენებინა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, შეფასების - აბსოლუტური ტყუილისა და მანიპულაციის გამოუყენებლობა, არანაირად არ გამოდის. - გასულ დღეებში ინტერესით ვადევნებდით თვალს საკონსტიტუციო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებით სარჩელის განხილვას. საკონსტიტუციო სასამართლო განაჩენის გამოსატანად კი გავიდა, მაგრამ, ისეთი პირი უჩანს, იგი არ ჩქარობს გადაწყვეტილების გამოტანას. არადა, არასამთავრობოების მხოლოდ 2%-მდე მიიღო ხელისუფლების თამაშის წესები. თუ ასე გაგრძელდა, არჩევნებს როგორ შეხვდება არასამთავრობო სექტორი? - ყველას სურვილია და დაინტერესებულია იმაში, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდობიანად, იგი ჩატარდეს გამჭვირვალედ. მანიპულაციების მცდელობა რომ ოქნება, უკვე ჩანს. ლოზუნგებში და ათასგვარი ხრიკებით ხდება მმართველი ძალის მიერ მანიპულირება წინასაარჩევნო გარემოსი. ეს იმაზეც მიანიშნებს, თუ რატომ არ იტყვიან ისინი უარს არჩევნების გაყალბებაზე.მაგრამ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ საზოგადოების მობილიზებითა და ძალისხმევით, საზოგადოების დისციპლინირებულობით, ძალიან მაღალი აქტივობით, რომელიც საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს, შესაძლებელი იქნება არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება. ასევე ისეთი შედეგის მიღება, რომელსაც საზოგადოება ენდობა და მიიღებს.რა თქმა უნდა, იმ ვითარებაში, რომელშიც ვართ, ამის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ, იმედია დამკვირვებლებს მიეცემათ დაკვირვების განხორციელება. ხელისუფლების მიერ საზოგადოებაში ისეთი პოლარიზაციისა და განწყობა შექმნა, რაც გვაქვს, რა თქმა უნდა ცუდია. ხელისუფლებამ რატომღაც მთელ ოპოზიციას დაარქვა „რადიკალური ოპოზიცია“. მათი გაგებით, მთელი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში აპირებს შესვლას, ყველა „რადიკალური ოპოზიციაა“, რადგან ისინი „ქართული ოცნების“ ოპონენტები არიან. მთელი ოპოზიციის „რადიკალურ ოპოზიციის“ მონათვლით ხელისუფლებამ თავად გახლიჩა საზოგადოება და ამით გაზარდა პოლარიზაცია. ხელისუფლების განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების ჩატარება მაქსიმალური პოლარიზაციის პირობებში სურს. თუ საზოგადოება გახლეჩილია, აუცილებლად იწვევს აგრესიის გამოვლინებას, ერთმანეთის მიმართ უნდობლობას, უპატივცემულობას. აქედან კი ძალადობამდე ერთი ნაბიჯია. სადაც ძალადობაა, იქ არის შიში და ვერ გადაუწყვეტია არჩევანი ვისზე შეაჩეროს. ასეთ პირობებში კი დიდია იმის ალბათობა, რომ არჩევნების დღეს ბევრი სახლიდან არც კი გამოვიდეს. - ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ხელისუფლება ხალხს ომით აშინებს და ცხადებს - თუ არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ არ მოიგო, ქვეყანა ომში ჩაერთვება და ასე შემდეგ. მეტიც, ხელისუფლება კარგა ხანია აცხადებს, რომ ომში ჩართვას საქართველოს დასავლეთი აძალებს. ვითარებაში, როცა დასავლეთი უკრაინას იმ მოცულობით ვერ ეხმარე, რაც საჭიროა, დრო და დრო კიევს მშვიდობისკენაც მოუწოდებს, ანუ თავისი გასჭირვებია, ამგვარი მტკიცებები აშკარად გაუგებარია. რამდენად საფუძვლიანია ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს? - ხელისუფლების მტკიცება, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს, საფუძვლიანი რომ იყოს, მმართველი გუნდი დიდი ხნის წინ ამის დამადასტურებელ მასალებს გამოამზეურებდა. თუ აშშ-ს ელჩი რატომღაც ივანიშვილს აძალებდა საქართველოს რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაეხსნა, მაშინ ისინი დიდი ხნის წინ გამოამზეურებდნენ ამის დამადასტურებელ მასალებს. სხვა შემთხვევაში ამგვარი ბრალდებები აშკარად ჰგავს ცილისწამებას. თუ ვინმეს საქართველოში ომი სურს, ამის მსურველი მხოლოდ რუსეთია. დასავლეთი ახლა უკრაინას აძალებს ომის მოსკოვთან გარკვეულ პირობებზე დასრულებას. დასავლეთი კაპიტალისტური სამყაროა, მისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესი, შემოსავლები, თავისუფალი ვაჭრობა. საერთოდ, ომი შეუთავსებელია დემოკრატიული სამყაროსთვის. ამიტომაცაა, რომ არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ომს არასდროს არ აწარმოებს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებს ერთმანეთთან არ უომიათ. რატომ? იმიტომ რომ ამ სივრცეში დამყარებულია დემოკრატიული წესრიგი. მეტიც, ისინი მიხვდნენ, რომ ომით არაფერი კარგი არ შეიძლება გაკეთდეს. რუსეთი და მისი გარემოცვა, არიან ავტორიტარული ქვეყნები, ირანი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც სულ კბილებს ილესავენ და სულ ომისთვის ემზადებიან. ჩინეთი ამათ შორის ყველაზე ნაკლებად, მაგრამ სულ ემუქრება ტაივანს. ომისა და ძალის გამოყენების მუქარა, რუსეთის და ავტორიტარული სამყაროს ნიშანი. დასავლური ქვეყნები პირიქით, ყველანაირ რესურს იყენებენ იმისთვის, რომ როგორმე ომი არ იყოს. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც მის სამეზობლოში არიან. ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინას ეომება, ამ ომში კიდევ საქართველოს ჩართვა, ვითარებას კიდევ უფრო უკონტროლოს გახდიდა. ამის მენეჯმენტი დასავლეთს კიდევ უფრო გაუჭირდებოდა, ამიტომ ლოგიკურადაც კი გამორიცხულია რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა უნდოდეს. ამ თემით მანიპულაცია ჩემი აზრით უმაღლესი დონის უსინდისობაა. დიახ, უსინდისობაა იმ ქვეყნების მიმართ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა გადაარჩინა, ვინც ჩვენი განვითარება უზრუნველყო, ვინც ჩვენ დღეს იმ დონის სახელმწიფომდე მიგვიყვანა, რომელიც გვაქვს. ასეა თუ ისე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ ცუდი ქვეყანა არ გვაქვს. ვიმეორებ, პარტნიორებისთვის იმის დაბრალება, რომ მათ ჩვენი ომში ჩართვა უნდათ, ნამდვილად უსინდისობაა. - რუსეთის საგარეო მინისტრის ლავროვის ამას წინანდელ განცხადებაზე მინდა გკითხოთ. სერგეი ლავროვმა განაცხადა - „რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველი ხალხს აქვს მართლმადიდებლობა, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშალა და გაითელა იმ „წესებზე“, რომელთაც დასავლეთი ყველას უწესებს, ლიბერალურ დემოკრატიის ან თუ გნებავთ, „დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში.“ თავად ეროვნულობადაკარგული თბილისელი ქალანთაროვ-ლავროვი რომ ქართულ იდენტობაზე დარდობს, უკვეა ღიმილის მომრგველიც კია. თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ამ ტიპის განცხადებები? - მოსკოვისთვის ყველანაირი ანტიდასავლური ნარატივი, რომელიც ერის გახლეჩაზეა ორიენტირებული, ცხადზე უცხადესია. ვხედავთ, რომ გვაძალებენ მართლმადიდებლურ თეოლოგიაში შესვლას. აბსოლუტური ნონსენსია იმის მცდელობა, რომ ქართული მართლმადიდებლობა ქრისტიანულ დასავლეთს დაუპირისპირდეს. თუ დღეს ადამიანის ღირსებას, რელიგიურობას არ გავუფრთხილდით, რაც ევროპაში ცხოვრების წესია, მაშინ საერთოდ, გაუგებარია რაზეა საუბარი. მართლმადიდებლობა ისევე იბრძვის ადამიანის უფლებებისთვის, როგორც ევროპაში, ასევე გამჭვირვალობისთვის, თანასწორობისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დემოკრატიული სამყარო ზუსტად იმავე ქადაგებს, რასაც მართლმადიდებლობა. ჩვენ არა ვართ ის ხალხი ამ თემებში ლავროვისგან რამე გვესწავლებოდეს. მეტიც, უკრაინა-რუსეთის ომის გაჩაღებაში მას დიდი როლი აქვს შესრულებული. მას ასევე დიდი „წვლილი“ აქვს შეტანილი საქართველოში არაერთ სისხლისღვრაში. ლავროვს თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია, რომ რუსეთი, როგორც მართლმადიდებლური ქვეყანა თავს დასხმოდა მეორე მართლმადიდებლურ ქვეყნას - უკრაინას. მოდით, საქმეზე ვილაპარაკოთ. დასავლური სამყარო ჩვენგან მოითხოვს სტანდარტების დაცვას, ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის დაცვის ზედმიწევნით შესრულებას და ასე შემდეგ. - როცა ლავროვის განცხადებას გავეცანი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა - რა თქმა უნდა, მას „ქართული იდენტობა“ ყველაზე ნაკლებად ადარდებს, მაგრამ, ახარებს ის, რომ მისი აღქმით ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ჯერ კიდევ ცოცხალია „ქართული იდენტობის“ საბჭოური მენტალობა გაგება, რისი გამოვლინებებიც საკმაოზე მეტადაც კი გვაქვს. მხედველობაში მაქვს მოთხოვნები ჩვენს პასპორტში ეროვნების ჩაწერის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ... - ის, რაც ჩვენ გვეამაყება ქართველობაში, ამას ქართველი ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ დაკარგავს. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ ისედაც ბევრი გვაქვს დაკარგული. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენთან ღირებულებების აღრევა ხდება, მაგრამ, ყველამ კარგად იცის, რომ ქართული ღირებულებები ქრისტიანული ღირებულებებია, რაც პრინციპში სიკეთის ცენტრში დაყენებას ნიშნავს. ადამიანის მიმართ ისეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, როგორც საკუთარი თავისადმი. ეს არის ქართული ღირებულებების ქვაკუთხედი. სხვას უნდა შეხედო ისე, როგორც საკუთარ თავს, სხვას ისევე უნდა მოეფერო და გაუფრთხილდე, როგორც საკუთარ თავს. სულ ძმობაზე და ერთობაზეა საუბარი ქართულ მართლმადიდებლობაში. ლავროვი რომ აბსოლუტურად არ არის დაინტერესებული იმაში, რომ ქართველების ერთობაში და ერთმანეთის მიმართ თანადგომაში, ეს ვიცით. რუსეთის მიზანი საქართველოში სულ იყო ამ ქვეყნის მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება, პოლარიზაცია და მუდმივი დაპირისპირება და ქიშპობა. ეს არის იმის მექანიზმი, რომ მართლა უსამშობლო რუსულ ელიტას, რომელიც ვერ იტანს საკუთარ ერს, რომელიც საკუთარი ხალხი დაიყვანა მარტივ აზროვნებამდე - ღირებულებების კონტექსტს ვგულისხმობ, უნდა, რომ საქართველოს ასწავლოს ჭკუა? ჩვენ ამ ხალხისგან ჭკუა არ გვესწავლება. - ჩემდა გასაკვირად, ლავროვის ამ განცხადებას საკმაოდ ბევრი ქართველი გამოეხმაურა. როგორც ჩანს, ბევრს ავიწყდება, რომ ამხ. ლავროვი, როცა გაეროში რუსეთის ელჩი იყო, 2001-2002 წლებში, რა თქმა უნდა, მოსკოვიდან მიღებული ინსტრუქციით მხარი არ დაუჭირა იმხანად აფხაზეთში ( საქართველო) გაეროს დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელის, დიტერ ბოდენის შემუშავებულ დოკუმენტს „თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის შესახებ“. მაშინ, აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. მაშინ ლავროვს, როგორც ჩანს არ გახსენებია, რომ „ქართული იდენტობა“ იმასაც მოიცავს, რომ აფხაზეთი საქართველოა...მოკლე მეხსიერება გვაქვს თუ რაშია საქმე... - მოკლე მეხსიერების ქონა, საერთოდ კაცობრიობის პრობლემაა. ჩვენს ეპოქაში ადამიანს მეხსიერება საკმაოდ მოკლე აქვს იმის გამო, რომ ყველა საშუალებებით ბევრ ინფორმაციას იღებს და უჭირს ყველა ფაქტისა თუ მოვლენის დამახსოვრება. ინფორმაციულ ეპოქაში ვცხოვრობთ. მაგრამ, არსებობს ინტერნეტი და ფაქტების გადამოწმების შესაძლებლობა. ვისაც ჭეშმარიტება და სიმართლე აინტერესებს, ის სხვანაირად იქცევა. სხვადასხვა წყაროებით ყველაფერს ამოწმებს, ანალიზს უკეთებს მოვლენებსა და ფაქტებს. დღევანდელ ეპოქაში ადამიანის შეცდომაში შეყვანა და მოტყუება ძალიან იოლია. ამიტომ, ყველას პასუხისმგებლობაა არ იქნას მოტყუებული. ყველამ, პირველ რიგში უნდა დააყენოს ქვეყნის ინტერესი. ეს რამე აბსტრაქციულს სულაც არ ნიშნავს. ქვეყნის ინტერესი ნიშნავს ყველა ადამიანის ინტერესის გათვალისწინებას. თუ ადამიანების ყოფას რამე აუმჯობესებს, ეს არის კარგი პოლიტიკა, თუ რაღაც პოლიტიკა, ან შეთავაზება აუარესებს ჩვენს ყოფას, ურთიერთობას, ჩვენს მომავალსა და ჩვენი შვილების მომავალს, ეს ადამიანმა უნდა გაიაზროს და უნდა მიხვდეს, რომ ეს პოლიტიკა არის მცდარი და ქვეყნისთვის საზიანო. ჩვენი რუსეთთან თანამშრომლობა რომ გაუარესებს ჩვენი და ჩვენი შვილების და შვილიშვილების ყოფას. თუ ჩვენი დისტანცირება არ მოხდა ავტორიტარული განვითარების გზისაგან, თუ ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება არ მოხდა, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ეს ადამიანმა თავად უნდა გაიაზროს და შესაბამისად მოიქცეს. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
-
ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, ლაურინას კაშიუნასის განცხადებით, ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ალგორითმში ცვლილება უნდა განხორციელდეს. მედიის ინფორმაციით, ლაურინას კაშიუნასი მიიჩნევს, რომ ალიანსის მისიამ არა მხოლოდ პატრულირება უნდა მოახდინოს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, თუ დრო ამის საშუალებას იძლევა, შეამოკლოს გადაწყვეტილების მიღების ჯაჭვი ნატო-ს დონეზე, რათა მათ დაუყოვნებლივ გაანადგურონ დრონები." მინისტრის თქმით, ნატო-ს საჰაერო სივრცის დარღვევის საფრთხის აღმოჩენის შემთხვევაში, ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის შტაბბინას სწრაფად უნდა გადაეცეს. „ნატო-ს შტაბბინა აფასებს სიტუაციას, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს არის მტრის დრონი და შემდეგ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საჰაერო პოლიციის თვითმფრინავების განლაგების შესახებ, ეს არის გარკვეული ალგორითმი და უნდა იყოს დაჩქარდეს“, - აღნიშნა ლიტველმა მინისტრმა. კითხვაზე, როგორი იქნება ვილნიუსის რეაქცია აგრესორის თვითმფრინავის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევის შემთხვევაში, კაშიუნასმა განაცხადა, რომ ეს ნატო-ს კოლექტიური გადაწყვეტილება უნდა იყოს. შეგახსენებთ, 9 სექტემბერს ლატვიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბელარუსიდან გაფრენილი და ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი დრონი „შაჰედი“ აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული უწყებაში დაიბარა. იპნ
-
ადამიანებს უნდა ავუხსნათ, რომ არსებობს სხვა გზა და შესაძლებელია ისე დამარცხდეს “ოცნება”, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ისე რომ კეთილსინდისიერმა ადამიანებმა საჯარო სამსახურში შეინარჩუნონ სამსახურები, უნდა ვესაუბროთ ექიმებს, რომ სისტემაში შევა სამართლიანი კრიტერიუმები მათი სამსახურის სათანადოდ დასაფასებლად, რომ ადამიანი თუ ის დაშავდება ან დროებით დარჩება სამსახურის გარეშე იქნება დაზღვეული და ფინანსური ვალდებულებების გამო არ გაღარიბდება. ჩვენ უნდა მოვიტანოთ ევროპული კეთილდღეობა, ის რის გამოც ახალგაზრდები იქ მიდიან, საქართველოში გავხადოთ ხელმისაწვდომი. ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1529746854323826/
-
ლევან გოგიჩაიშვილი - “ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
“ოცნების” რეიტინგი არის ისტორიულ მინიმუმზე. ივანიშვილი, საკუთარ ამომრჩეველსაც არ სცემს პატივს, მას მხოლოდ ძალაუფლების და საკუთარი კორუმპირებული გარემოცვის ფულის შენარჩუნება უნდა. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1754676961968251/ -
ივანიშვილს “ნაციონალური მოძრაობის” კი არ ეშინია, მას ეშინია საკუთარი ამომრჩევლის, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა, ენდო და საკუთარი ქვეყანა ჩააბარა. ეს შუშის კოლბა გამოხატავს ამ ხალხის მიმართ ღალატს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა ამ ხალხის ფასეულობებს და ღირებულებებს უღალატა. გიორგი ჭანტურია, “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/428165736422841/
-
გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთან 30 წლის განმავლობაში ნაშენები ურთიერთობები მნიშვნელოვანია და ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა გადაყვეს რეჟიმთან გაფუჭებულ ურთიერთობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება და არის იმის იმედი, რომ არჩევნები შეცვლის სიტუაციას. ნატა საბანაძე, ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1553586652233326/
-
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა და ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. საქართველოს ნაკრებმა საერთო ჯამში 6 ქულა მოიპოვა. მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარეობდა. იპნ -
სალომე ზურაბიშვილი - „ქართული ოცნება“ დასუსტებულია - 25%-ზე მეტს ვერ იღებენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. „არანაირ პროგნოზს არ გავაკეთებ, ეს ჩემი როლი არ არის, მაგრამ რისი თქმაც მტკიცედ შემიძლია ისაა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის. ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%. მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან“, - აღნიშნავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. იპნ -
რუსული ონლაინ საცალო ვაჭრობის ქსელმა „ოზონმა“ საქართველოში გაყიდვები დაამატა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, პირველ ეტაპზე მიწოდებას დაახლოებით 14 დღე დასჭირდება. მომხმარებლებს შეუძლიათ მიიღონ გამოწერილი ნივთები მიწოდების პუნქტებში ან კურიერის საშუალებით. საქართველო მეშვიდე ქვეყანაა რუსეთის ფარგლებს გარეთ, სადაც „ოზონი“ მიტანის სერვისი აქვს. „ჩვენ უკვე ვაწვდით სამომხმარებლო საქონელს სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამიერიდან მათ საქართველოს მცხოვრებლები შეუერთდებიან“, — განაცხადა ალექსეი საპონმა, დსთ-ში Ozon-ის ოპერაციებისა და განვითარების დირექტორმა. ოზონი ერთ-ერთი უდიდესი რუსული ონლაინ გაყიდვების მარკეტია. ონლაინ პლატფორმა აკავშირებს 550 ათას მეწარმეს 51 მილიონ აქტიურ მყიდველთან და პლატფორმის ასორტიმენტი მოიცავს 370 მილიონ პროდუქტს. კომპანია ასევე ეწევა ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას ჩინეთთან და თურქეთთან. თბილისის მერმა კახა კალაძემ „ოზონის“ შემოსვლასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს კარი ღიაა ტურისტებისთვის და ბიზნესისთვის. „ნებისმიერ ადამიანს, კომპანიას, მათ შორის, რუსულ კომპანიას, რომელიც არ არის სანქცირებული, შეუძლია, შემოვიდეს ქვეყანაში, აწარმოოს ბიზნესი, დაასაქმოს ადამიანები, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. აქვე, თქვენ რომ სამართლიანი იყოთ, მე გაგახსენებთ, რომ წლების წინ ქვეყანაში სტრატეგიული ობიექტები გასხვისებული იქნა რუსულ კომპანიებზე, არა მხოლოდ ჩვეულებრივ კომპანიებზე, არამედ სახელმწიფო რუსულ კომპანიებზე“, — განაცხადა კახა კალაძემ. ნეტგაზეთი
-
ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული სკოლის დირექტორად რამდენიმე დღის წინ მაკა გაბელაშვილი დაინიშნა, რომელიც იმავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა 26 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება. „ოცნება“ აგრძელებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების და მხარდამჭერების, მათი ოჯახის წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას. ხობის და სენაკის შემდეგ, ტყიბულის მე-6 სკოლის დირექტორის მოადგილე ნანა ამბროლაძე შვილის, მაკა შარვაძის პოლიტიკური საქმიანობის და „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრობის გამო დირექტორის მოადგილეობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მას სკოლის ახალმა დირექტორმა, მაკა გაბელაშვილმა გააცნო, რომელიც იმავდროულად „ოცნებამ“ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა. მაკა გაბელაშვილი სკოლის სამეურვეო საბჭომ ორჯერ დაიწუნა, თუმცა ის მაინც დაინიშნა სკოლის დირექტორად. სკოლის დირექტორის თანამდებობაზე ის რამდენიმე დღის წინ სკოლის დირექტორის შოთა ჯინჯიხაძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა. ცნობისთვის, მაკა გაბელაშვილი თავის დროზე "ნაცმოძრაობას" ემსახურებოდა, კერძოდ იყო "ნაცმოძრაობის" კომისიის თავმჯდომარე. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი ადამიანების იმედადაა დარჩენილი დღევანდელი "ოცნება", რომელსაც არაფერი საერთო ღირებულებებთან აღარ შემორჩა. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, ამ შემთხვევაში, ქალბატონ ნანა ამბროლაძეს, რომელსაც ტყიბულში დიდ პატივს სცემენ და დავპირდეთ თითოეულ მათგანს - ამ ქვეყანაში "ნაცური" მეთოდებით ადამიანებზე ზეწოლა აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს და ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით მივალთ ევროპაში!" - განაცხადა ბუჩუკურმა. იპნ
-
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო’ფლაჰერტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართა, სადაც ის პარლამენტის წევრებს სთხოვს, თავი შეიკავონ 2024 წლის 4 სექტემბერს მეორე მოსმენით მიღებული მიღებული „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. მაიკლ ო’ფლაჰერტი ასევე მოუწოდებს პარლამენტის წევრებს, ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დაიცვან ლგბტი ადამიანების უფლებები, ებრძოლონ მათ დისკრიმინაციას და თავი შეიკავონ რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ კანონპროექტი უზრუნველყოფს ლგბტი ადამიანების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. მისივე შეფასებით, კანონპროექტი აგრძელებს ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას და დისკრიმინაციას ინცესტის გვერდით სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩამოთვლით. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი აცხადებს, რომ კანონპროექტის შინაარსი მსგავსია 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში რეგისტრირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელთან დაკავშირებითაც „ევროპულმა კომისიამ სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ დაასკვნა, რომ „ამ ტექსტის მიღების წინადადება საქართველოში ლგბტი ადამიანების წინააღმდეგ მტრული და სტიგმატიზებული ატმოსფეროს კიდევ უფრო გაძლიერების საფრთხეს ქმნის“. „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, დემოკრატიული საზოგადოება უარყოფს სექსუალურ ორიენტაციაზე დაფუძნებულ ნებისმიერ სტიგმატიზაციას. ასეთი საზოგადოება აგებულია ინდივიდთა თანაბარ ღირსებაზე და მყარდება მრავალფეროვნებით, რასაც ის აღიქვამს არა როგორც საფრთხეს, არამედ, როგორც გამდიდრების წყაროს“, - აცხადებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი. იპნ
-
ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადაცემული იარაღის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დასარტყმელად გამოყენება დაამტკიცა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა გამოცემა FAZ-თან ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ჩვენი იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდაცვითი მიზნებისთვის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მისივე თქმით, ეს ნებართვა ასევე ეხება F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს. რუბენ ბრეკელმანსმა სხვა დასავლურ ქვეყნებს მოუწოდა, მათ მაგალითს მიჰყვნენ. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც სალომე ზურაბიშვილი ქართველ ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯოლდოვებს. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც ორბელიანების სასახლესთან ღონისძიებას შეუერთდებიან, ექნებათ შესაძლებლობა, მიულოცონ ქართველ სპორტსმენებს ოლიმპიურ და პარალიმპიურ თამაშებზე გამარჯვება. ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც და საზოგადოების წინაშე ლელა წურწუმია და „ჩვენი ბენდი“ წარდგება. პარალიმპიური თამაშების დასრულებამდე, 15 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ ოლიმპიურ მედალოსნებს დახურულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. დაჯილდოების ცერემონია ცერემონიების სასახლეში (პრეზიდენტის ყოფილი სასახლე) შედგა. ღონისძიებას არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა და დაასახელა ორი მიზეზი, რის გამოც არ სურდა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა: პირველ მიზეზად ზურაბიშვილი ასახელებდა იმას, რომ პარიზის 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე მიღწეული წარმატება (7 მედალი და 24-ე ადგილი მსოფლიოში, რაც საქართველოსთვის ისტორიული მაჩვენებელია) სახალხო დღესასწაულია. შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევდა, რომ ის უნდა აღინიშნოს ხალხის მონაწილეობით “და არა სადღაც ჩაკეტილ სივრცეში, სადაც ხალხის გვეშინია”. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ სახალხო ზეიმს თავად ჩაატარებს სექტემბერში. მეორე მიზეზად პრეზიდენტმა პარალიმპიელები დაასახელა. მისი თქმით, როცა პარაოლიმპიადა ჯერ არც დაწყებულა, არ არის სწორი ძირითადი ოლიმპიადის პრიზიორების დაჯილდოება. ზურაბიშვილის თქმით, ეს დისკრიმინაციაა და სექტემბერში მის მიერ დაგეგმილ ზეიმზე ყველას ერთად ეპატიჟებოდა. ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრების დახვედრა, ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ღია სივრცეში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. მას ათასობით ადამიანი დაესწრო. ზეიმისას მოხდა ინციდენტიც – როცა სცენაზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ავიდა, შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მას შეძახილებითა და სტვენით შეხვდა, სალომე ზურაბიშვილს კი – ტაშით. ნეტგაზეთი
-
გიორგი გახარია ხსნის, რატომაა ტყუილი „ოცნების“ 60%-იანი რეიტინგი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ განცხადებები პარტიის 60%-იან რეიტინგზე ტყუილია. გახარიას თქმით, “ოცნებას” რომ მართლა ამხელა რეიტინგი ჰქონდეს, მმართველი პარტია სულ სხვანაირად ჩაატარებდა საარჩევნო კამპანიას. „პარტიას, რომელსაც აქვს 60%-იანი მხარდაჭერა, ყოველთვის არჩევს, რომ ჩუმად იყოს. იქნებ, იქამდე მივიდეს, რომ ვერავინ მიხვდეს, რომ მათ 60% აქვთ“, – თქვა მან გადაცემაში „გახარიას კვირა“. ყოფილი პრემიერის თქმითვე, „ოცნება“ ვერანაირად ვერ შეძლებს გააუმჯობესოს წინა არჩევნებზე თავისი შედეგები, რაც აუცილებელია ხმათა 60%-ის მიღებისთვის. „2020 წელს, მაშინ გახსოვთ, მე ვიყავი “ოცნების” პირველი ნომერი. იყო კოვიდი, მეც გამიკვირდა, წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის ამომრჩეველი მოვიდა [არჩევნებზე], 2 მილიონს აკლდა ცოტა. მაშინ “ოცნებამ” აიღო 900 000 ხმა, 1 900 000-დან. 2021 წელს, მუნიციპალურ არჩევნებზე, მოვიდა 1 800 000. მაშინ ოცნებამ აიღო 800 000 ხმა. იმდენად მნიშვნელოვან არჩევნებს ველოდებით, დარწმუნებული ვარ, 2 მილიონი ადამიანი, რა თქმა უნდა, არჩევნებზე მოვა. 60% რომ მიიღოს ოცნებამ, უნდა დაიმატოს 400 000 ხმა. მაქვს კითხვა: თქვენს სანაცნობო წრეში თუ არსებობს ადამიანი, რომელიც 2020 წლამდე “ოცნებას” ხმას არ აძლევდა და ახლა გადაწყვეტს, მათ მისცეს ხმა? მე ვიცი უამრავი ადამიანი, რომელიც აძლევდა “ოცნებას” ხმას, სჯეროდა მათი, და დღეს, 4 წლის შემდეგ, არც ერთ შემთხვევაში “ოცნებას” ხმას არ მისცემს. “ოცნება” რასაც იტყუება, ნიშნავს, რომ ბოლო არჩევნებიდან 400 000 ახალი ხმა უნდა მიიღონ. ეს არის ოცნება! არათუ დაიმატებენ, 200 000-250 000 ხმას დაკარგავენ“, – მიიჩნევს იგი. გახარიას თქმითვე, „ოცნებას“ არ აქვს არჩევნების გაყალბების რესურსი, თუმცა იგი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია პირველ ადგილს დაიკავებს, „მაგრამ ვერ ექნებათ 27-28%-ზე მეტი“. მისივე განცხადებით, დამარცხების შემთხვევაშიც, მმართველი პარტია „არ გაქრება“. „ოცნების“ ლიდერები ბოლო პერიოდში ამბობენ, რომ არჩევნებზე სურთ საკონსისტუციო უმრავლესობის მიღება და აცხადებენ, რომ კვლევების თანახმად მათ 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ. მსგავსი ციფრები მხოლოდ პრო-სამთავრობო არხის, „იმედის“ შეკვეთილ კვლევებში გვხვდება. ნეტგაზეთი -
მოქალაქე, რომელმაც ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, 1000 ლარით დააჯარიმეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მოქალაქე ლექსო სამხარაძე რომელმაც რუსული კანონის მხარდაჭერის გამო ვიქტორ ჯაფარიძის მიმართ პროტესტი გამოხატა, დღეს, 9 სექტემბერს 1000 ლარით დააჯარიმეს. ინციდენტი 28 მაისს მოხდა. ლექსო სამხარაძემ ვიქტორ ჯაფარიძეს მონა უწოდა და სკანდირებდა: „არა რუსულ რეჟიმს”, „გაიქეცით, გაიქეცით, ვირთხებო”, „გარბიხართ ბიძინასთან, მონებო? ჯაფარიძე ამ დროს მანქანაში იჯდა. ვიდეოს მიხედვით, მანქანიდან მას პასუხს სცემენ. მალევე ლექსო სამხარაძე გინებას იწყებს, ხოლო „ქართული ოცნების” დეპუტატი მანქანიდან გადმოდის, მოქალაქეს ფორთოხალს ესვრის და მოქალაქეს აგინებს. დღეს, 9 სექტემბერს სასამართლომ მიიჩნია, რომ ლექსო სამხარაძემ დაარღვია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილი – საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს – და 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. publika -
თეა გოდოლაძე: აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”, – ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე წერს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს. „23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში. publika -
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, უცხოური დახმარების შესახებ ბევრი დეზინფორმაცია გავრცელდა, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ის დახმარება მიდის „ქართველებთან ქართველების დასახმარებლად“. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. „და მე მინდა დავასრულო იმით, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იყო ბევრი დეზინფორმაცია, მათ შორის, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონით. იმის შესახებ, თუ რას აკეთებს უცხოური დახმარება. მაგალითები, რაც ახლა ჩამოვთვალე, არის მაგალითები იმისა, თუ სად მიდის ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენი მხარდაჭერა მიდის ქართველებთან ქართველების დასახმარებლად. ეს არის დახმარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქართველებისთვის; ქართველები ეხმარებიან ახალგაზრდებს ინგლისური ენის შესწავლაში; ეხმარებიან ქართული კულტურის შენარჩუნებასა და დაფასებაში. ეს არის ის, რასაც ჩვენი მხარდაჭერა ემსახურება. ასე რომ, ეს დადებითია, ეს არის საქართველოსთან ერთად მუშაობა და ეს არ არის უარყოფითი“, - განაცხადა დანიგანმა. ipn
-
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს ალბანეთს დაუპირისპირდება
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეს, „ერთა ლიგის“ მეორე ტურში ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი ტირანაში შედგება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა. პირველი ტურის შეხვედრა უკრაინასთან გამარჯვებით დაასრულა ალბანეთის ნაკრებმაც. პირველი ტურის შემდეგ ჯგუფში 3-3 ქულით საქართველოსა და ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებები ლიდერობენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. ipn