-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
აშშ-მა დიმიტრი კისილოვსა და რუსულ მედიაჰოლდინგს სანქციები დაუწესა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსულ მედიაჰოლდინგ “რასია სეგოდნიას” და მის დირექტორ დიმიტრი კისილოვს სანქციები დაუწესა. ეს მედიაჰოლდინგი აერთიანებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებელ მედიასაშუალებებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ ფინანსდება. ჰოლდინგში შედიან: რაშა თუდეი რია ნოვოსტი ტვ-ნოვოსტი Ruptly სპუტნიკი რაშა თუდეი აშშ-ს წარსულში უკვე ჰყავს სანქცირებული, თუმცა 13 სექტემბერს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მათ მოიპოვეს ახალი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ეს მედიასაშუალება დავალებას პირდაპირ იღებს რუსული სპეცმსახურებისგან და ცდილობს სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩაერიოს, ასევე აგროვებს იარაღს ომში გასაგზავნად. ამ კუთხით ბლინკენის თქმით, აშშ, კანადა და დიდი ბრიტანეთი დაიწყებენ დიპლომატიურ კამპანიას იმისათვის, რომ ყველა ქვეყანას მიაწოდონ ინფორმაცია ამ ახალი მტკიცებულებების შესახებ. ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი ეცდება ჩაერიოს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც ერთ თვეში უნდა გაიმართოს. ნეტგაზეთი -
საქართველოს პრეზიდენტმა ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოსთვის მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ოლიმპიელები და პარალიმპიელები ორდენებით დააჯილდოვა. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდნენ: ლაშა ტალახაძე - სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში; ლაშა ბექაური - ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში; გიგა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონი პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში); გენო პეტრიაშვილი - ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; ლაშა შავდათუაშვილი - სხვადასხვა დროის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ძიუდოში; ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოვდნენ: ტატო გრიგალაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში; ზურაბ ზურაბიანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; გივი მაჭარაშვილი - ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; ილია სულამანიძე - ოლიმპიური პრიზიორი ძიუდოში; გიორგი ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; რევაზ ჩიკოიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; ვლადიმერ ჭინჭარაული - პარალიმპიური პრიზიორი პარასროლაში; ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ: ლაშა გურული - ოლიმპიური პრიზიორი კრივში; ნინო თიბილაშვილი - პარალიმპიური პრიზიორი ეტლით ფარიკაობაში; ინა ქალდანი - პარალიმპიური პრიზიორი პარაძიუდოში; ანა ჯაფარიძე - პარალიმპიური პრიზიორი პარატაეკვონდოში; აკაკი ჯინჭარაძე - პარალიმპიური პრიზიორი პარაწოლჭიმში; გურამ თუშიშვილი - 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი; ვაჟა მარგველაშვილი - 2020 წლის ტოკიოს XXXII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ძიუდოში, 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი; ლაშა გუჯეჯიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ამბაკო ავალიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; გურამ მოდებაძე - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; ლომერ ჟორჟოლიანი - საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; ლევან ქოჩიევი - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ბესიკ რაჯებაშვილი - საქართველოს პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; გიორგი იანტბელიძე - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; დავით ხურცია - საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; გიორგი ასანიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ავთანდილ გახოკიძე - საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; ბეჟან ჭიჭინავა - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ილია ტლაშაძე - საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; მერაბ ბაზაძე - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; არჩილ უგულავა - საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; შოთა გოჩიაშვილი - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ალექსანდრე გვასალია - საქართველოს პარატაეკვონდოისტთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი; დავით ილარიანი - საქართველოს პარამძლეოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; ზაზა ხოსმაზარაშვილი - საქართველოს პარამსროლელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი; არჩილ ბარამიძე - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; გია ობოლაძე - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; ლევან ქობულაშვილი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; ალექსი ღვინიაშვილი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; კახა წიკლაური - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; მირზა ხაბარელი - 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; ლევან გერლიანი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; ვიქტორია გოგოლაშვილი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; სპარტაკ გორგაძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; დავით მანთიძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; მალხაზ მესხი - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; გიორგი წასიძე - 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ჩემპიონისა და პრიზიორების პირადი მწვრთნელი; საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში პარალიმპიური მოძრაობისა და პარასპორტის განვითარებისათვის გაწეული უდიდესი ძალისხმევისათვის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო თასის მფლობელი ეტლით ფარიკაობაში, 2024 წლის პარიზის XVII ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი ირმა ხეცურიანი თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიოში საქართველოსა და ქართული სპორტის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ასპარეზზე საუკეთესოდ წარმოჩენისა და უნიკალური სპორტული მიღწევებისათვის ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი, ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ათგზის მონაწილე ტყვიის სროლაში ნინო სალუქვაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. საქართველოს პრეზიდენტმა 2024 წლის პარიზის XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ და XVII პარალიმპიურ თამაშებში მონაწილეობისა და სპორტული მიღწევებისათვის, ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის ღირსების მედლით დააჯილდოვა: ეთერ ასკილაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში; სანდრო ბაზაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ფარიკაობაში; ლაშა გობაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში; ვლადიმერ გამყრელიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; ლუბა გოლოვინა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბატუტზე ხტომაში; რამაზ ზოიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში; რობერტ კობლიაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში; ეთერ ლიპარტელიანი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში; შოთა მიშველიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში; გიორგი ნიკოლაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში; ანა ნიჟარაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში; გიორგი სარდალაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში; სოფიო სომხიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძიუდოში; ნოე ფანცხავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ცურვაში; დავით ქავთარაძე - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარამძლეოსნობაში; ლაშა ყიზილაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარაძიუდოში; გიორგი ყუშიტაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი კრივში; ლია ჩაჩიბაია - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების წევრი პარატაეკვონდოში; ირაკლი ჩხეიძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი ძალოსნობაში; გოდერძი ძებისაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში; ლიკა ხარჩილავა - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრი მძლეოსნობაში; მამუკა ხაბარელი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; გიორგი ესაკია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი; ივანე მეკრავიშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი; რუსუდან აფციაური - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი; თეონა ომანაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; რატი იონათამიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი; შალვა მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი; გიორგი ოკრიბელაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი; რევაზ რევაზიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი; გიორგი მაისურაძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის სპორტული დირექტორი; თინათინ რევაზაშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარალიმპიადის მისიის ატაშე; ნინო მეუნარგია - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი; თინათინ ჯავახიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი; სოფიო გიორგიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრი; თეიმურაზ ბახტურიძე - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პერსონალური ასისტენტი; ირაკლი დაუშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პარაძიუდოს დამხმარე; უშანგი ზაალიშვილი - საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეტლით მოფარიკავეთა დამხმარე; ბექა ოჩხიკიძე - პარალიმპიური ჩემპიონის პარამძლეოსნობაში (ბირთვის კვრაში) დამხმარე; ზურაბ კახაბრიშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი; ვახტანგ ღოლიჯაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; ავთანდილ ხმიადაშვილი - საქართველოს პარალიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; ფირუზ ტუნაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი; ავთანდილ თელია - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; გიორგი მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; თეიმურაზ მგელაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; ვაჟა ომარაშვილი - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; რუსლან ღიბრაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; ლაშა ღონღაძე - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი; გიორგი ჭინჭარაული - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო გუნდის წევრი. -
Edison Research: „ოცნება" — 34%, „ერთიანობა" — 19.2%, გახარია — 10.6%
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით: ქართული ოცნება – დემოკრატიული მოძრაობა – 34% ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 19.2% გახარია – საქართველოსთვის – 10.6% ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები – 9.8% ახალი ერთობა გვარამია მელია – 9.1% გირჩი (იაგო ხვიჩია) – 5.9% ლეიბორისტული პარტია – 5.1% პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო – 3% ჩვენ – დავით ქაცარავა – 2.1% სხვა პარტიები – 1.2% რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა Edison Research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო – 8 სექტემბრის შუალედში. პუბლიკა -
ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა დავაში ლიდერობს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ქართველი ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაძე, რომელიც გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეს“ ღირსებას იცავს, ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ზივზივაძემ ამ სეზონის 5 შეხვედრაში უკვე ექვსი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო „შალკესთან“ დღევანდელ დაპირისპირებაში 2 გოლი გაიტანა. უახლოეს მდევარს იგი 2 გოლით უსწრებს. გარდა ამისა, ზივზივაძის გუნდი ჩემპიონატის ლიდერიცაა – 5 შეხვედრაში მათ 4 გამარჯვება მოიპოვეს, ერთხელ კი ფრე ითამაშეს და აქტივში 13 ქულა აქვთ. ნეტგაზეთი -
14-19 სექტემბერს დღის საათებში გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება. შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. შეზღუდვის პერიოდში გზაზე აიკრძალება ყველანაირი ტრანსპორტის მოძრაობა. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის საავტომობილო გზის კმ1-კმ5 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ3 მონაკვეთზე, 2024 წლის 14 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე 08:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე, იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება სოფ. ყიტაანზე გამავალი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გამოყენებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში. ნეტგაზეთი
-
ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“. ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარაოლიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, ხოლო მის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა: „[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს „ქვეყნის მოღალატეს“ და „აგენტს“ უწოდებს. ტალახაძემ თქვა, რომ იზიარებს „ოცნების“ პოლიტიკას. მანვე განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ხალხის სამსახურშია“. ტალახაძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ სიით იყრის კენჭს. იგი სიაში მეშვიდე პოზიციაზე იქნება. ნეტგაზეთი
-
სკოლის დირექტორობის კანდიდატების პროტესტი მასწავლებლის პრემიის პარალელურად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
მაია ეკალაძემ და დავით ფერაძემ მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების პარალელურად საპროტესტო პერფორმანსი მოაწყვეს. დაჯილდოება ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში მიმდინარეობს. მასწავლებლის ეროვნული პრემია განათლების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ჯილდოა. დაჯილდოების პარალელურად შენობასთან სკოლის დირექტორობის კანდიდატები, მაია ეკალაძე და დავით ფერაძე მივიდნენ და უწყების პოლიტიკა გააპროტესტეს. ეკალაძემ და ფერაძემ ადგილზე მიიტანეს დიმანიკი, საიდანაც ისმოდა საპროტესტო მოწოდებები. ასევე, ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით: „არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას”. „მოითხოვეთ მაღალი სტანდარტი დირექტორობის კანდიდატებისგან”. მაია ეკალაძე გასულლი წლის ნოემბერში განათლების სამინისტროსთან შიმშილობდა მოთხოვნითა და იმედით, მინისტრ გიორგი ამილახვარას ყურადღება გამოეჩინა. მას ჩაბარებული აქვს დირექტორობისთვის საჭირო გამოცდები, ასევე, 2023 წელს გაიარა შესაბამისი კონკურსი და გასაუბრება, თუმცა, გასაუბრების შემდეგ უთხრეს, რომ ვერ გაიარა სერტიფიცირების ეტაპი. მისი სიტყვებით, 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატიდან 390 დაბლოკეს. მაია ეკალაძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რომელ კრიტერიუმთან მიმართებით დაიწუნეს მისი კანდიდატურა და გასაუბრების ფორმატში როგორ შეფასდა ამ კრიტერიუმებთან მისი კანდიდატურის შესაბამისობა. ეკალაძეს დღესაც მიაჩნია, რომ უსამართლოდ ეთქვა უარი დირექტორის სერტიფიკატზე. სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა და გასაუბრების ხელახალ ჩატარებაც მოითხოვა – ჯერჯერობით, უშედეგოდ. რაც შეეხება მასწავლებლის ეროვნული პრემიას – პირველი ღონისძიება 2023 წელს ჩატარდა მას შემდეგ, რაც შესაბამისი ცვლილებები შევიდა ზოგადი განათლების შესახებ კანონში. ჯილდოვდება 10 მასწავლებელი საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის — მათ გადაეცემათ სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელსვე 27 ოქტომბერი – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე გამოცხადდა მასწავლებლის დღედ. ეს არ არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც 2017 წლიდან ყოველწლიურად იმართება, გლობალური კამპანიის ნაწილია და განათლების კოალიცია წარმოადგენს. პუბლიკა -
იურისტი სოფო ხორგუანი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს გიორგი ამილახვარს ღია წერილით მიმართავს და სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს. წერილში ხორგუანმა ძირითადი აქცენტი ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებზე გააკეთა. „მოგეხსენებათ, სურსათის უვნებლობის სააგენტოს მონიტორინგის ანგარიშის შესაბამისად, გავრცელდა ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში არსებულ ონკანებში ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში ნაწლავის ჩხირებით, ბაქტერიული კოლონის წარმომქმნელი ერთეულებით (საერთო კოლიფორმები) სასმელი წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით. კერძოდ: სოფელ მუსხის სკოლის სასმელი წყლის ონკანში მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. აღმოჩნდა საერთო კოლიფორმები, რომელთა არსებობა სასმელ წყალში დაუშვებელია; სოფელ წირის სკოლის მიმდებარედ არსებული საუბნო სასმელი წყლის ონკანში ფიზიკო-ქიმური, მიკრობიოლოგირი და ორგანოლეპტიკური დარღვევები გამოვლინდა. წყალი შეიცავდა ნაწლავურ ჩხირ ეშეხერია კოლის, რომლის სასმელ წყალში არსებობა დაუშვებელია; სოფელ საძელის საჯარო სკოლაში სასმელი წყლის ონკანში დადგინდა მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური დაბინძურებები, საერთო კოლიფორმები, ეშეხერია კოლის ბაქტერიები; სოფელ ანდრიაწმინდის სკოლის სასმელი წყლის ონკანში ორგანოლეპტიკური დაბინძურება გამოვლინდა; ახალციხის N6 საჯარო სკოლაში არსებულ ონკანში ორგანოლეპტიკურად დაბინძურებული წყალი აღმოჩნდა“, - წერია ხორგუანის წერილში. სკოლებში ბავშვების ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვისა და დროული ღონისძიებების განხორციელების მოთხოვნით სოფო ხორგუანმა უკვე მიმართა ახალციხის მერს და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს. თუმცა, მათი მხრიდან, როგორც ხორგუანი აღნიშნავს, დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია. „ორშაბათს, 16 სექტემბერს სასწავლო პროცესი უკვე იწყება. დაბინძურებული და სასმელად უვარგისი წყლით სკოლების მომარაგება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია ბავშვებისათვის და მშობლები იძულებულნი იქნებიან, წყალი იყიდონ. თუმცა, დიდ უმრავლესობას ამის საშუალება არ აქვს. დაუყოვნებლივ დააიდენტიფიცირეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ყველა სკოლა, სადაც დაბინძურებული სასმელი წყლის გამო საფრთხის წინაშე დგანან ბავშვები; დაუყოვნებლივ გაატარეთ ყველა საჭირო ღონისძიება, რათა დაიცვათ ბავშვები სკოლებში დაბინძურებული სასმელი წყლის მავნე შედეგებისგან; საფრთხის აღმოფხვრამდე, სხვა ალტერნატიული გზებით (მაგალითად, იყიდეთ საჭირო რაოდენობის სასმელი წყალი სკოლებისათვის) უზრუნველყავით ბავშვებისათვის სკოლებში უსაფრთხო და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისი სასმელი წყლის მიწოდება“, - ნათქვამია ხორგუანის წერილში. აღნიშნულ პრობლემაზე განათლების მინისტრს ხორგუანი რეაგირების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებასაც სთხოვს. იპნ
-
ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ [დინამო არენაზე] ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას, - აღნიშნულის შესახებ „თბილისის დინამოს" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ „კვირის პალიტრას“ განუცხადა. როგორც რომან ფიფიამ განმარტა, დინამო არენასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხს მომდევნო კვირისთვის ელოდებიან. "დინამო არენა ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება. პირველი იარუსი უფრო ძველია, გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. მხოლოდ მეორე იარუსი იტევს 41 ათასზე მეტ მაყურებელს. 2015 წელს, უეფას სუპერთასი რომ ჩატარდა, სახელმწიფომ, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ დაახლოებით 15 მილიონი ლარი დახარჯა. საკითხი მდგრადობასთან დაკავშირებით არ არსებობდა. იყო პრობლემა მე-7 და მე-8 "სტილობატთან" დაკავშირებით. წარმოიდგინეთ, საუბარი არის სულ 8 მეტრის სიმაღლის შენობაზე - 2X4, 8 მეტრზეა საუბარი, რომელსაც უზარმაზარი ბოძები აქვს ირგვლივ. წლების წინ გვქონდა რეკომენდაცია, რომ გაგვეკეთებინა - ეს გაკეთდა მაშინაც და ამას ვაკეთებდით შემდეგაც. ახლა მდგომარეობა ასეთია - მომდევნო კვირაში მივიღებთ ექსპერტიზის მონაცემებს, რომელმაც უნდა გვითხრას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი იმისთვის, რომ ეს საკითხი მოიხსნას დღის წესრიგიდან. სტილობატებია მხოლოდ შესაკეთებელი თუ კიდევ რამე პრობლემა აქვს პირველ იარუსს. ექსპერტიზის პასუხს რომ მივიღებთ, შემდეგ გადავწყვეტთ, შევწვდებით თუ არა ჩვენი საშუალებით მის რეაბილიტაციას. თუ ჩვენ თვითონ შეგვეძლება ამის შეკეთება, ძალიან მალე შევაკეთებთ, თუ უფრო დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, მაშინ მივმართავთ მერიას დახმარებისთვის. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი გვეცოდინება შემდეგ კვირას“, - განაცხადა რომან ფიფიამ. მან უპასუხა ასევე კითხვას, შეიძლებოდა თუ არა პირველ იარუსთან არსებული პრობლემა და ყველაფერი სექტემბრის მატჩამდე მოგვარებულიყო. „ფედერაციას აქვს თავისი უსაფრთხოების სტანდარტები. მათ თუ ჩათვალეს, რომ იყო პრობლემა, მე ამას ვერაფერს ვუზამ. ჩვენი მონაცემებით, ის პრობლემები, რაზეც არის საუბარი, პირველ იარუსს აქვს თანდაყოლილი, წლების განმავლობაში. ჩვენ მას ყოველთვის ვუვლიდით და ამის პარალელურად, სტადიონზე თამაშები მიმდინარეობდა. მე დარწმუნებული ვარ ახლაც იმაში, რომ ეს ექსპერტიზა ყურადღებას გაამახვილებს მე-7 და მე-8 სტილობატზე. მე ვფიქრობ ამაზე მეტი პირველ იარუსს არაფერი უნდა სჭირდეს, თუმცა ფედერაცია წყვეტს, ეს საკმარისია თუ არა იმისთვის, რომ ჩატარდეს თამაში. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი. ჩემი გასაკეთებელია ის, რომ მინდორი იყოს უმაღლეს დონეზე და ყველაფერი იყოს წესრიგში. მე ფედერაციას უნდა ვუთხრა, რომ ის საკითხი, რაზეც ექსპერტიზა ამახვილებს ყურადღებას და არსებობს გარკვეული კითხვები - მოგვარებული იყოს. ამიტომ დაველოდოთ შემდეგ კვირას, დანარჩენი ფედერაციის გადასაწყვეტია. მე ვფიქრობ, რომ რაც იყო მარტში, ის მდგომარეობა არის დღესაც, თუმცა უსაფრთხოება პირველი ამოცანაა და ჩვენ ეს უნდა გადავაზღვიოთ. ეს არის ფედერაციის უფლება, მეც რომ ვიყო იქ, იგივეს მოვითხოვდი. აქედან გამომდინარე, ახლა გავიგებთ, რას იტყვის ექსპერტიზა. წესით ყურადღება გამახვილებული იქნება 2/3 სტილობატზე, დანარჩენზე, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს. პირველი იარუსი ძველი აშენებული კი არის, მაგრამ ძალიან მყარია. “დინამოს” სტადიონი არის უნიკალური. მე ვფიქრობ, რომ დინამო არენა კიდევ მრავალი წელი ემსახურება ამ ქვეყანას. იქ სხვა სული და აურა ტრიალებს. ამას ამბობენ თვითონ ფეხბურთელები, სხვა გარემოა და სხვა მოცემულობა - მაგიურია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ, შესაძლებელია, რომ გადავაკეთოთ და ამაზე ყველა უნდა იყოს თანახმა, რადგან არ სჭირდება დიდი თანხები“, - განაცხადა რომან ფიფიამ. ინტერვიუს სრული ვერსია წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრის" 16 სექტემბრის ნომერში იპნ
-
რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას. თუ მოკავშირეები ერთად აგდებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაში, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის ცაში რუსული რაკეტებისა და ირანული „შაჰიდების” ერთობლივად ჩამოგდების შესახებ? თან ეს მაშინაც არ კეთდება, როდესაც რაკეტები და დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობლების ტერიტორიაზე მიემართებიან. როდესაც ჩვენს პარტნიორებთან ამ საკითხს ვაყენებთ, მუდამ, სხვათა შორის, ყველა ცდილობს ის უბრალოდ, სიმართლე რომ გითხრათ, გაატაროს და „ამაზე ვმუშაობთ“ თქმაც კი ეშინიათ. ამ სიტყვებისაც კი ეშინიათ და ეს სიმართლეა. ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა რუსული „შაჰიდების“ ჩამოგდებით. არ მეგონა, რომ ეს ამ ფორმატში იქნებოდა… ეს ნამდვილად, ვფიქრობ, უბრალოდ დამამცირებელია ძლიერი დემოკრატიული სამყაროსთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ. იპნ
-
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს მერაბ გაბინაშვილს 2024 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში საკუთარი უძრავი ქონება არ მიუთითებია. ორგანიზაციის ცნობით, მერაბ გაბინაშვილს დეკლარაციაში არ შეუტანია მის საკუთრებაში არსებული 121.16 კვ.მ. ფართი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე; 801 კვ.მ. მიწა და მასზე მდებარე შენობა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მერაბ გაბინაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევა და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. პუბლიკა
-
გვარამიას თქმით, 2008 წელს იუსტიციის სამინისტროდან გივი მიქანაძე მან დაითხოვა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიკა გვარამია, რომელიც 2008 წელს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აცხადებს, რომ გივი მიქანაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან თავად გაათავისუფლა. გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში მაღალ თანამდებობას იკავებდა, კერძოდ, 2005-2008 წლებში ის იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. ახლა კი ის ენმ-ის აკრძალვას ითხოვს. “ქართულ ოცნებაში” გამოჩენის შემდეგ გივი მიქანაძე ირწმუნებოდა, რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტი 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ დატოვა. მიქანაძის მსგავსად, მისი დღევანდელი თანაგუნდელი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც ამტკიცებს, რომ „როდესაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ გადაუხვია იმ ფასეულობებს, რომლებსაც თავის დროზე ხალხის მხარდაჭერა ჰქონდა, ის გადადგა თანამდებობიდან, საზღვარგარეთ იყო წასული და საზღვარგარეთ მუშაობდა“. თუმცა ამისგან განსხვავებული ინფორმაცია აქვს ნიკა გვარამიას, რომელიც იუსტიციის მინისტრად 2008 წლის იანვარში დაინიშნა. გვარამიას თქმით, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისას მას გივი მიქანაძე მინისტრის მოადგილედ დახვდა, თუმცა მან უფლებამოსილება აღარ გაუგრძელა. როგორც გვარამია ამბობს, სრული სისულელეა, რომ მიქანაძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა 7 ნოემბრის კონტექსტში. ენმ-ის ხელისუფლების დროს მაღალ თანამდებობაზე ყოფნა გივი მიქანაძეს ამჯერად პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ შეახსენა. პარტია ითხოვს, რომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გივი მიქანაძის მიმართ გამოძიება დაიწყოს. 2 დღეა ნეტგაზეთი გივი მიქანაძესთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ პასუხობს. „ქართულ ოცნებაში“ კი გივი მიქანაძის პოსტზე მიგვითითეს, რომელიც მან Facebook-ზე დღეს, 13 სექტემბერს, გამოაქვეყნა. პოსტში მიქანაძე გახარიას გუნდის ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს „დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს“. როგორც მიქანაძე ამბობს, ის 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ყოფილა. დღეს გავრცელებულ პოსტში მიქანაძეს თანამდებობის დატოვების მიზეზი აღარ უხსენებია. „როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ“, – აცხადებს გივი მიქანაძე. რას ამბობს მიქანაძის ბიოგრაფია გივი მიქანაძის ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2005 წლის 25 ოქტომბრიდან 2008 წლის 20 იანვრამდე იკავებდა. შესაბამისად, 7 ნოემბრის შემდეგ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში კიდევ მუშაობდა სამინისტროში. არ იძებნება განცხადება, სადაც მას 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევის გამო ღიად აქვს პროტესტი დაფიქსირებული. ხაზგასასმელია ისიც, რომ 2007 წლის 25 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა. 2008 წლის იანვარშივე, პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძველმა მთავრობამ უფლებამოსილება მოიხსნა და 31 იანვარს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა. ახალ მთავრობაში იუსტიციის მინისტრი შეიცვალა და ეკა ტყეშელაშვილი, რომლის მოადგილეც გივი მიქანაძე იყო, ნიკა გვარამიამ ჩაანაცვლა. ნიკა გვარამიას მოადგილეებში კი გივი მიქანაძე აღარ იძებნება. ის, რომ მიქანაძე იუსტიციის სამინისტროდან მართლაც წავიდა უცხოეთში, რასაც პაპუაშვილი ამბობს, დასტურდება ოფიციალური ბიოგრაფიითაც. მიქანაძე 2008 წლის 10 იანვრიდან 2009 წლის 31 დეკემბრამდე ესექსის უნივერსიტეტში (ევროკავშირის სამართალი, სამართლის მაგისტრი) სწავლობდა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში. თუმცა ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ გივი მიქანაძემ, რომელიც პაპუაშვილის სიტყვებით, წინა ხელისუფლების კურსს არ ეთანხმებოდა, მუშაობა თბილისის მერიის ქვეუწყებაში დაიწყო. 2009 წლის პირველი აპრილიდან 2009 წლის 30 სექტემბრამდე თბილისის მერიის „თბილისის აგლომერაციის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილე იყო. ამ დროს თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელსაც “ქართული ოცნება” ხშირად აკრიტიკებს და დააპატიმრეს კიდეც. გივი მიქანაძის ბიოგრაფიის ეს ნაწილი შალვა პაპუაშვილმა თავის კომენტარში გამოტოვა. ამასთან, მიქანაძის ბიოგრაფიის მიხედვით, ის 2006 წლიდან – 2015 წლამდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მიწვეული ტრენერი იყო. ნეტგაზეთი -
რუსული კანონის აქციებზე პოლიციელთა სავარაუდო დანაშაულები არ გამოიძიეს – საია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები სათანადოდ არ გამოუძიებიათ და პასუხისმგებელი პირები არ გამოუვლენიათ, აცხადებს საია. საიას [საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის] განცხადებით, ეს განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე, როცა რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია. „ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს 9 პირის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგს, რომლებიც დაკავებული იყვნენ რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტების კონტექსტში. ამ პირთა მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა , რომელიც არც გადასინჯვის შედეგად შეცვალა. იმ ფონზე, რომ რუსული კანონის პროტესტის მონაწილეების მიმართ საქმეები აქტიურია, საგანგაშოა, რომ ამ დრომდე არ მომხდარა რუსული კანონის პროტესტის დროს სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტების სათანადო გამოძიება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა. წლების განმავლობაში საიას მონიტორინგი ადასტურებს, რომ დაკავებული პირების პატიმრობაში დატოვების მიზანშეწონილობა ხშირად ფორმალური ხასიათისაა და არ ხდება ინდივიდუალური შეფასება, რაც აჩენს შეკითხვებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საია. სახალხო დამცველის განცხადებით, რუსული კანონის აქციაზე დაკავებული მოქალაქეების (200-ზე მეტი პირი) ნახევარზე მეტი მიუთითებს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე. ზემოაღნიშნული დასტურდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ქსელის ინფორმაციითაც, რომლის მიხედვით, ქსელის ადვოკატების მიერ მონახულებული 190-მდე დაკავებული პირიდან უმეტესობა მიუთითებდა, რომ ნაცემი იყო. საიას განცხადებით, საყურადღებოა, რომ დაკავებულთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის მიმართვისგან, ვინაიდან არ ჰქონდათ გამოძიების სრულყოფილად, ობიექტურად წარმართვის და რაიმე კონკრეტული შედეგის დადგომის მოლოდინი. ნეტგაზეთი -
55 წლის ასაკში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ. ბერიკაშვილი რამდენიმე თვის განმავლობაში საზღვარგარეთ მკურნალობდა. ზურა ბერიკაშვილი 1990 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო. მას არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული. იპნ
-
ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის აშშ-სთან პარტნიორობის 30-ზე მეტი წელი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია. ამის შესახებ სენატორმა ჯინ ჰაშინმა (დემოკრატიული პარტია) სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან გაიხსენა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა, სადაც მისი თქმით, საქართველოს პრემიერის ერთადერთი მოთხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. შაჰინის თქმით, ესმის, პრემიერ-მინისტს აქვს შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ „ოთახში ერთადერთი ადამიანი არ იყო და ყველამ გაიგო“. “შეხვედრაზე, რომელიც [საქართველოს] პრემიერ-მინისტრთან გვქონდა, აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ბოლო დროის რეგრესის საკითხი წამოვწიეთ, რაზეც “უცხოური აგენტების” კანონის მიღებამ იმოქმედა. მოვუწოდეთ მას, რომ დაფიქრდეს გზებზე, რითაც მომავალში საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობების განხილვა შეგვეძლება, რომლებიც თანხმედრაში იქნება ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ნამდვილად დამწუხრებული ვარ, ვინაიდან, ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც მას ჩვენთან ჰქონდა იყო ის, რომ აშშ-ს შეეწყვეტა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკულები არიან. როგორც კონგრესმენმა ტერნერმა ახსნა - დემოკრატიაში ჩვენ ყველა ვაღიარებთ, რომ შეგიძლია, კრიტიკული იყო თუ პოლიტიკას არ ეთანხმები. მესმის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვა, მაგრამ ერთადერთი ადამიანი არ ვიყავი ოთახში, ყველამ გავიგეთ რა თქვა და მეტად იმედგაცრუებული ვარ, რომ “ქართული ოცნების” პარტია მომავალში არ აღიარებს ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც მათ არ ეთანხმებიან. ასე რომ, როგორც სენატორმა რიშმა თქვა, აშშ საქართველოს პარტნიორი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო, მხარს უჭერდა მის დემოკრატიას, თვითგამორკვევას, უსაფრთხოებას და ეს ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეყრდნობოდა. ის ფაქტი, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა მზად არის ეს ყველაფერი მოისროლოს, რათა რუსეთის სამსახური გააგრძელოს, ნამდვილად ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ”, - განაცხადა შაჰინმა. იპნ
-
თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს. სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში დაბრუნება“. მან მაგალითად მოიყვანა ბალტიის ქვეყნები, სადაც სენატორის თქმით, მათ რუსეთთან საქმის დაჭერა არ უნდათ, არანაირი ფორმით. ამასთან, სენატორმა აღნიშნა, რომ საქართველოში მომავალ არჩევნებს დააკვირდებიან. „ 2012 წლიდან შორიდან ვაკვირდებოდით და არ გვესმოდა. ვხედავთ უკუსვლას, რეალურად, არ გვესმის. თქვენი ქვეყანა 4 მილიონ ადამიანზე ნაკლებია, ისე ჩანს, თითქოს, მინიმუმ, მნიშვნელოვანი მოძრაობაა, რომელიც წარსულ რუსულ მმართველობას და რუსულ რეპრესიებს ადიდებს. უბრალოდ არ გვესმის ეს. თქვენ მიიღეთ თავისუფლება რუსეთისგან და რატომ უნდა მიექანებოდეს ქვეყანა უკან? ვუყურებთ საქართველოს და ბალტიის სამ ქვეყანას, ვადარებთ. ეს პატარა ქვეყნებია. გეტყვით - ეს ხალხი ხშირად მოდის ჩვენთან, ერთიანები არიან, მყარად არიან, არ ეშინიათ, სურთ ჩვენი დახმარება, რუსეთთან საერთოდ არანაირი საქმე არ უნდათ, რომ ჰქონდეთ, ნებისმიერი ფორმით. და მაინც, არის საქართველო, რომელსაც შეჭრით “ეწვია” რუსეთი, აიღო მისი ორი ტერიტორია, პირობა დადო, რომ წავიდოდა, მაგრამ ჯერაც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას. იმას ვამბობ, რომ შეშლილების ჯგუფი ყოველთვის იქნება, მაგრამ რატომ უნდა იყოს ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებსაც, როგორც ჩანს, უკან კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში სურს დაბრუნება, რომელიც რუსეთს ჰქონდა. გეტყვით, რომ მომავალ თვეში არჩევნებს დავაკვირდებით. თუ სიმართლეა ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე რასაც ამბობთ, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი”, - განაცხადა რიშმა. იპნ
-
ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია. „საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით - თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით. ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი- შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება! ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია“ , - განაცხადა ონოფრიშვილმა. იპნ
-
კერძაიას საქმეზე რეალურად არაფერი მომხდარა, მოიკითხეთ სტრასბურგში - -გიორგი გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ია კერძაიას საქმე - გიორგი გახარიას განმარტების გაკეთება “რეაქციაში“ მოუწია - მაშინ, როცა “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ სკოლის პედაგოგების მოსყიდვისა და შანტაჟის ფაქტებზე საუბრობდა, ჟურნალისტმა ია კერძაიას საქმე შეახსენა და უთხრა, რომ სწორედ მისი პრემიერობის დროს, ზუგდიგდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი წინასააარჩევნო მოსყიდვაზე საუბრობდა. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა კი თქვა, რომ რეალურად არაფერი მომხდარა და “ამ საქმეს პასუხი სტრასბურგის სასამართლომ უკვე გასცა“. ტვ პირველი -
ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე 30 პროცენტსაც ვერ აიღებს - გიორგი გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ყოფილი პრემიერ მინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ობიექტურად “ქართულმა ოცნებამ“ ბოლო პერიოდში, 200 ათასი ხმა დაკარგა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე 30 % -ზე ნაკლებს აიღებს. როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, სწორედ ამას ემსახურებოდა ბიძინა ივანიშვილის სიის პირველ ნომრად გამოცხადებაც. ტვ პირველი -
კოალიცია არც ივანიშვილთან და არც სააკაშვილთან არ იქნება - გიორგი გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ვინ გითხრათ, რომ ჩვენი პარტია უქმნის კოალიციას ვინმეს? - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა "ტვ პირველის" გადაცემაში "რეაქციაში" განაცხადა. გახარიას მტკიცებით, ის რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას 30 ან 45% აქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ამ აქტორებმა შექმნან კოალიცია. მისი თქმით, "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მიზანი ქვეყანაში კერპების დაინგრევაა: ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, რას გადაწყვეტს, იმ შემთხვევაში თუ არჩევნების შედეგის მიხედვით, მისი ხმები გადამწყვეტი შეიძება აღმოჩნდეს, ექსპრემიერი ამბობს, რომ "ჩემი ხმები თუ იქნება გადამწყვეტი, მთავრობაშიც მე ვიქნები გადამწყვეტი, წერტილი". გახარია ამტკიცებს, რომ მას "ამის რესურსიც მაქვს" ტვ პირველი -
ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ის არის საქართველო და ყველა განცხადება, რასაც “ოცნებაში” საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით უკავშირდება ივანიშვილს და მის ამბიციას, რომ საქართველო მართოს ოლიგარქიული, რუსული მოდელით. თეონა აქუბარდია, “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2834913726671352/
-
თეონა აქუბარდია - 26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
26 ოქტომბერს ჩვენ საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ გზაზე. ”ოცნებამ” საქართველოს დემოკრატიულ კურსს გადაუხვია და აირჩია ავტორიტარული გზა. თეონა აქუბარდია, პარტია “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1953217335101692/