-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ქვეყნებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება, რომელიც შედეგად მოიტანს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ნებასა და სურვილს ასახავს, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რობინ დანიგანმა “საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“-ის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. დანიგანის თქმით, აშშ მოხარული იქნება იმუშაოს ინკლუზიური გზით ჩატარებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეულ ნებისმიერ დემოკრატიულ ხელისუფლებასთან. “ძალიან კრიტიკულია, ამომრჩეველს ხმის მიცემისას ესმოდეს, რომ მათ დანამდვილებით იციან, ვის აძლევენ ხმას და რის გაკეთებას აპირებს მათთვის მათი წარმომადგენელი ან პარტია. ერთადერთი გზა, საიდანაც სიმართლეს ვიღებთ და გზას ვიკვალავთ დეზინფორმაციაში, პოლარიზებულ კამპანიასა და რიტორიკაში, არის მედია და სამოქალაქო საზოგადოება და სწორედ ამიტომ ვარ ასეთი მხარდამჭერი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქართველოში, რადგან როლი, რომელსაც ისინი ასრულებენ, უზრუნველყოფს, რომ არჩევნებზე მისულმა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რას უნდა მისცეს ხმა. ჩვენ არ ვირჩევთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს - ჩვენ, ამერიკის შეერთებული შტატები, მოხარულები ვიქნებით, ვიმუშაოთ დემოკრატიული გზით არჩეულ ნებისმიერ ხელისუფლებასთან, ვინც იქნება არჩეული თავისუფლად და სამართლიანად ინკლუზიურად და ღიად ჩატარებულ არჩევნებში. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამ არჩევნების ნამდვილი VIP - ქართველი ამომრჩეველი, გამოვა ხმის მისაცემად, ეცოდინება რა, რომ მისი არჩევანი ფარულია და ეცოდინება ხმის მიცემისას, თუ რას აძლევენ ხმას“, - განაცხადა რობინ დანიგანმა. იპნ
-
თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, არჩევანი ქართველი ხალხის ხელშია - ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა სურს, ჰყავდეს. „იმ შემთხვევაში, თუ ეს მთავრობა დაინტერესებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესით, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ვიმუშაოთ ნებისმიერ მთავრობასთან, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეულთან“, - აღნიშნა ელჩმა. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი გარკვეულ ღირებულებებზეა დაფუძნებული და ეს ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. „ეს ღირებულებები ასახულია შეთანხმებებში: ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობის უფლებები და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ქართველო ხალხი აირჩევს ახალ მთავრობას, რომლებიც ამ ნორმების ერთგული იქნება. ნება მომეცით, ღიად ვთქვა : თუ საქართველო გახდება ერთპარტიული სახელმწიფო, თუ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელშიც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, თუ გახდება ადგილი, საიდანაც სამოქალაქო საზოგადოებას საზღვარგარეთ წასვლა დასჭირდება იმისთვის, რომ იმუშაოს, თუკი ადამიანის ძირითადი უფლებები, მათ შორს უმცირესობის უფლებები, არ იქნება დაცული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი - ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც ზეგ. ეს არის პრინციპები, რომლებიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და რომელიც ევროკავშირის როგორც ამჟამინდელმა, ასევე მომავალმა წევრებმა მკაცრად უნდა დაიცვან“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
-
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, ონლაინ სათამაშო ბიზნესის გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, 2022 წლის 1-ელი მარტიდან დღემდე, დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 20 369 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 54, ხოლო თავად პირის მომართვით - 20 315 განაცხადი. მათი ცნობით, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში ავტომატურ რეჟიმში შეყვანილია 1 522 900 პირის შესახებ მონაცემები. „შემოსავლების სამსახური შეგახსენებთ, რომ “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება 2022 წლის 1-ელი მარტიდან განხორციელდა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ იხილოთ ბმული. https://www.rs.ge/LawNewsArchive?newsId=574 აქვე გაცნობებთ, რომ დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის შესახებ განაცხადის წარდგენა შესაძლებელია, როგორც მატერიალური ფორმით, ასევე ელექტრონულად - ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან - „დამოკიდებულ პირთა სიაში მონაცემის შეტანა“. თუ პირი არ არის რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე https://www.rs.ge/ მას შეუძლია ონლაინ ფორმატში მიიღოს აღნიშნული მომსახურება https://videocall.rs.ge/ ვებგვერდის საშუალებით. ვიდეო ზარით რეგისტრაციის მომსახურების მიღება შესაძლებელია, როგორც საკუთარი სახელით, ასევე მინდობილი პირის მეშვეობითაც, სამუშაო დღეების განმავლობაში - 09:00 საათიდან 18:00 საათამდე. ვიდეო ზარის სერვისის გამოყენების შესახებ, ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://videocall.rs.ge/„- ნათქვამია ინფორმაციაში. იპნ
-
“ოცნებამ” ისე დააზიანა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები, რომ მის გამოსწორებას ვეღარ შეძლებს. ”ოცნება” მარცხისთვის არის განწირული, მათ უნდა აღიარონ დამარცხება და მოემზადონ ოპოზიციაში გადასვლისთვის. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/895176478670403/
-
ჩვენ ვატარებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას. კარდაკარის პრინციპით თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ამომრჩეველს ვხვდებით და ვაცნობთ ჩვენს საარჩევნო პროგრამას, რაც შეეხება ამომრჩევლების განწყობას, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არის პოზიტიური. ამომრჩევლების უმრავლესობა მზად არის, რომ მივიდეს საარჩევნო უბანზე და მიდიან იმ განწყობით, რომ მოხდეს რეალური ცვლილება. ამ განწყობის მიუხედავად “ ოცნება” პარალელურად, თავის ჩვეულ რეჟიმში ცდილობს დააშინოს ამომრჩეველი და სოციალურად დაუცველებიდან დაწყებული, საჯარო მოხელეებით დამთავრებული, ისინი აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ მათ წინააღმდეგ შანტაჟს, ძალადობას და მოსყიდვას სხვადასხვა მეთოდებით. გიგა ფარულავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/453308347131371
-
ბერდია სიჭინავა - რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა" (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რა ვთქვით და როგორ გაიტანა „იმედმა". ბერდია სიჭინავა, პარტოია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986481156579935 -
ცხინვალში დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ოსური მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] დელეგაციის ხელმძღვანელმა “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის” ფარგლებში ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. მისი თქმით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში დე ფაქტო რესპუბლიკის აბრის ჩამოგდებას ცდილობდნენ. “მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ცხინვალის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, ორთვიანი ვადით პატიმრობა შეუფარდა. მათ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლის მე-3 ნაწილის(სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა წინასწარი შეთქმულებით პირთა ჯგუფის მიერ) მიხედვით,” – განაცხადა კოჩიევმა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ საქართველოს ორი მოქალაქე 16 სექტემბერს დააკავეს. “ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას,” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. netgazeti -
აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თავის კერძო ფინანსურ ინტერესებს აყენებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა. მისივე თქმით, „კარგად ცნობილია“, რომ ის მართავს მთავრობასა და მმართველ პარტიას. 1 ოქტომბერს აშშ-ის საელჩომ საქართველოში სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა — ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“. publika
-
ავიაკომპანია Wizz Air-ი ფრენების გაუქმების შეტყობინებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია ჯავშნების გაუქმების მიზეზად ტექნიკურ პრობლემას ასახელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანიის გუნდი მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად. “ძვირფასო მომხმარებლებო, ამ მომენტისთვის ტექნიკურ პრობლემას განვიცდით, რომელიც ჩვენი ჯავშნების სისტემაზე ახდენს გავლენას. შედეგად, აპლიკაციაში ან ვებგვერდზე გაკეთებულ ჯავშანში შესაძლოა ცვლილებები შეამჩნიოთ ან ამასთან დაკავშირებული შეტყობინებები მიიღოთ. გთხოვთ, უგულებელვყოთ ეს ცვლილებები და დარწმუნებული იყავით, რომ როგორც კი პრობლემა მოგვარდება, მაშინვე შეგატყობინებთ. ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს პრობლემის მოსაგვარებლად და დაზარალებული ფრენების აღსადგენად”,- ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში. ინფორმაციისათვის, ერთ-ერთ „ფეისბუქ“ გვერდზე მომხმარებლები წერდნენ, რომ ფრენები გაუუქმდათ.
-
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ საფრანგეთს იმედი აქვს, 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. „ძვირფასო სალომე, მოხარული ვარ, რომ გიმასპინძლეთ პარიზში! საფრანგეთი მიესალმება ქართველი ხალხის ევროპულ და დემოკრატიულ მისწრაფებებს. იგი იმედოვნებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები საშუალებას მისცემს საქართველოს ევროპულ გზას დაუბრუნდეს“, - წერს მაკრონი „ფეისბუქში“. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას გუშინ შეხვდა. ipn
-
დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს”. ნარიშკინის თქმით, ეს “რა თქმა უნდა, რეალობას არ შეესაბამება”. “ამ აქციის მიზანია - სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს”, - განაცხადა ნარიშკინმა. ipn
-
“ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა. მეზვრიშვილმა ისაუბრა წინასაარჩევნო ვითარებაზე ქვეყანაში და ყურადღება გაამახვილა იმ „მწვავე განცხადებებზე“, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან ისმის ინტენსიურად. ამ კონტექსტში მან ისაუბრა PACE-ის წევრების დეკლარაციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ „საგანგაშო ცნობები საქართველოდან აჩვენებს თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“. “არჩევნებამდე დარჩენილია რამდენიმე კვირა და ჩვენ უკვე გვესმის ძალიან მწვავე განცხადებები საერთაშორისო პარტნიორებისგან, მითუმეტეს, ეს არის სადამკვირვებლო ფუნქციის მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში და ზუსტად მათ ვიზიტს დაამთხვია ირაკლი კობახიძემ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომელიც, ყველამ ცხადად ნახა, რომ მიიღო კობახიძემ და არა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა და რომლითაც ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას სადამკვირვებლო ფუნქციით - “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” თავს დაესხნენ და მას, ფაქტობრივად, აუკრძალეს დაკვირვება. “ქართული ოცნება” ისეთ ნაბიჯებს დგამს, არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მიდის უკვე. არჩევნები არ ყალბდება არჩევნების დღეს, მითუმეტეს ასეთი ხელისუფლების პირობებში. მასშტაბური სისტემური კორუფცია, რომლითაც პარტიის შავი სალარო ივსება და რაზეც პასუხისმგებლობა პირდაპირ აქვს აღებული კობახიძეს, ზეწოლები მუქარები - ეს ყველაფერი ახლა მიმდინარეობს. გუშინ მატყუარა პრემიერი გამოვიდა და თქვა, რომ უპრეცედენტოდ მშვიდი საარჩევნო გარემო არისო, დღეს დილით კი ჩვენი გუნდის წევრი უკვე მეორედ შეავიწროვეს, მეორედ განახორციელეს მასზე იძულება, ერთ ადამიანზე, რომელიც აგვისტოს ბოლოს ჯერ სკოლის დირექტორის თანამდებობიდან მოხსნეს გიორგი გახარიას მხარდაჭერის გამო და ახლა უკვე რიგით მასწავლებლად მუშაობდა იმავე სკოლაში და უნდათ, აიძულონ და დაატოვებინონ სამსახური, სკოლა, რომელსაც ათეულობით წლებია ემსახურება”, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისივე შეფასებით, “ქართულ ოცნებაში” გაურკვევლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ პანიკაში არიან. როგორც მეზვრიშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას არანაირი პოლიტიკური სტრატეგია დღეის მდგომარეობით არ გააჩნია. მისი თქმით, ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი. “ქართულ ოცნებაში” არის გაურკვევლობის ძალიან მაღალი ხარისხი. შემთხვევითი არ იყო, რომ მათ 1-ლი ოქტომბერი საერთოდ არ აღნიშნეს, შემთხვევითი არ იყო, რომ ღონისძიება, რომელიც დაგეგმილი ჰქონდათ, გადადეს, შემთხვევითი არ იყო, რომ კობახიძე დამალეს, მან საერთოდ თავი წაიქცია, მოატყუა საზოგადოება, მერე შეიკეტა და წერდა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებას. შემთხვევითი არ იყო ის განცხადებები, რაც მან ირაკლი ღარიბაშვილზე გააკეთა, დღეს მამუკა მდინარაძემ, ფაქტობრივად, დასცინა კობახიძეს. შიგნით რაღაცას ვერ იყოფენ, სიით არიან უკმაყოფილოები, არ იციან, ხვალ და ზეგ ბიძინა ივანიშვილი რას იზამს იმიტომ, რომ თვითონ ივანიშვილმა არ იცის, რა ნაბიჯები გადადგას და არანაირი პოლიტიკური სტრატეგია დღეის მდგომარეობით არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც ჩანს, არის შიში, მარცხის გააზრების ძალიან მტკივნეული პროცესი. თითქოს ამით იყო გამოწვეული გუშინდელი უკან დახევა. საქართველოს მოქალაქეებს დასცინეს გუშინ. კობახიძეს მორალური უფლება აღარ აქვს, რომ საერთოდ კონსტიტუციონალისტობაზე გველაპარაკოს. რომელ კონსტიტუციაში ჯდება ის, რომ საკუთარ ქვეყანას ომის დაწყებაში ადანაშაულებ. კონსტიტუციის რომელი პრინციპია, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით კანონში რაც არ წერია, ის გააკეთებინო ფსევდო-დამოუკიდებელ უწყებას, ის, რაც გუშინ გააკეთა ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებაში. პანიკაში არიან, არ იციან რა ხდება, არც ის იციან, ბიძინა ივანიშვილს რა ბედი ელის, უფრო მეტიც - კობახიძემ თავად არ იცის, რა ბედი ელის მას. ეს გაურკვევლობის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ არიან პანიკაში”, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ipn
-
ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი ეხმაურება „ქართული ოცნების” მიერ მიღებული ჰომოფობიურ, ცენზურის დამწესებელ კანონს და ამბობს, რომ ის რისკის შემცველია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. ელჩი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მმართველ პარტიას, გადახედოს კანონთა პაკეტს, რომელიც, რუსულ კანონთან ერთად „ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობას“. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა ჰომოფობიური კანონის ხელმოწერაზე, კანონს დღეს, 3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი. ცენზურის დამწესებელ კანონთა პაკეტი პარლამენტმა 17 სექტემბერს მიიღო – ის ერთი ძირითადი და 18 სხვადასხვა კანონში შეტანილი ცვლილებისგან შედგება. „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ – ასე ჰქვია კანონპროექტს, რომელიც აწესებს ცენზურას, ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და შემოაქვს ჰომოფობიური და ტრანსფობიური ჩანაწერები. რიგ შემთხვევებში ასევე აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“ ასევე ინიციირებული აქვს კონსტიტუციური პროექტი, რომელიც ამ საკითხების კონსტიტუციაში ასახვასაც ითვალისწინებს. მომავალ არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრასა და მიღებას აპირებს. პუბლიკა
-
სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა” სახელმწიფო უწყებებისგან მოითხოვს განმარტებებს, რატომ ვერ ახერხებს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეთა ნაწილი 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას. ისინი მოუწოდებენ პასუხისმგებელ ორგანოებს – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დევნილთა სამინისტროს გაატარონ შესაბამისი ზომები ყველა ამომრჩევლის ხმის უფლების უზრუნველსაყოფად. “საქართველოს ათასობით მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ეზღუდება. მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ დამატებითი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ამასთან, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ არ არის გახსნილი სათანადო რაოდენობის უბნები საზღვარგარეთ. ასევე, ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან უცხოეთში მცხოვრები დევნილები, რომელთა რეგისტრაციის ადგილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებისთვის არსებითია. თითოეული მათგანის უფლება – მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი”, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ, კამპანიის “ჩემი ხმა ევროკავშირს” სპიკერმა. ამ ეტაპზე, არსებობს კითხვები, რომლებზე პასუხის გაცემაც სხვადასხვა უწყების კომპეტენციაა. კითხვები საგარეო საქმეთა სამინისტროს: საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით? მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს? გამოაქვეყნოს დეტალური ინფორმაცია, რა მიზეზების გამო არ/ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში? ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით; რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე დგას დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე? კითხვები ცენტრალური საარჩევნო კომისიას: ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცესკოს გადასცა 68 024 ამომრჩევლის სია, ხოლო ცესკომ დამუშვების შემდგომ, ამომრჩეველთა სიაში შეიყვანა 65 508 ამომრჩეველი. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირთა ამორიცხვის საფუძველი გახდა ვალიდური დოკუმენტების არარსებობა. გაკეთდეს მკაფიო განმარტება იმასთან დაკავშირებით, ჰქონდა თუ არა 2516 პირს ვადაგასული როგორც პასპორტი ასევე, ID ბარათი; საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ცესკოს უბნის გახსნის მოთხოვნით? როგორ ამოწმებდა ცესკო განცხადების მიღების დროს, იდგნენ თუ არა მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე? საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაგზავნილ მონაცემებში მითითებული იყო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მხოლოდ რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, თუ ეს მონაცემები შეიცავდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რეგისტრაციის მისამართებს და ინფორმაციას მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის – კონკრეტული ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის შესახებ? იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო ვადა შეადგენს 5 დღეს, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უნდა გადასცეს საბოლოო სია ცესკოს, რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით? რატომ არ გამოითხოვა ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ეტაპობრივად და რატომ არ დაიწყო საზღვარგარეთ უბნების შექმნა არჩევნების დანიშვნისთანავე? რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი. ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის შესაძლებელია 7 ოქტომბრის ჩათვლით, სამოქალაქო ორგანიზაციები ცესკოს მოუწოდებენ, სხვა წყებებთან კოორდინაციით, დარჩენილ 5 დღეში გაეცეს “აამუშაოს საკომუნიკაციო ეფექტური ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რათა, დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს მათი საარჩევნო უფლების რეალიზება”. ამავე თემაზე: სტრასბურგში მცხოვრებმა ქართველებმა, საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართეს ურთიერთბრალდებები პრეზიდენტსა და ცესკოს შორის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნასთან დაკავშირებით ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პულობს – რა ხდება? კითხვები ემიგრანტების რაოდენობაზე საარჩევნო სიაში და უწყებების განმარტებები როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე ნეტგაზეთი
-
„საქართველოდან მოდის საგანგაშო ცნობები" - PACE წინასაარჩევნო გარემოზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დაშინებისა და ზეწოლის შესახებ საგანგაშო ცნობებს იღებენ. მათი თქმით, ეს ცნობები მიუთითებს, რომ მმართველი პარტია ემზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს მოიცავს მასობრივი დაშინების კამპანიას ოპოზიციონერი კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ, მათ შორის ოჯახების დაშინებას, თუ ოფისების დაზიანებას. განცხადების ხელმომწერები არიან: ერიკ ნიკეს კროოსი, ესტონეთი, ALDE; მერიქსტელ ალკობე, ანდორა, ALDE; რეჟის ბერგონზი, მონაკო, ALDE; ლარისა ბილოზირი, უკრაინა, ALDE; ელენა ბონეტი, იტალია, ALDE; ლისე ქრისტოფერსენი, ნორვეგია, SOC; ბერნადეტა კომა, ანდორა, ALDE; ვალენტინა გრიპო, იტალია, ALDE; მორგენს იენსენი, დანია, SOC; ზანდა ლაინინა-ლუკასევიკა, ლატვია, EPP/CD; მიაპეტრა კუმპულა-ნატრი, ფინეთი, SOC; არმინას ლიდეკა, ლიტვა, ALDE; ოქტავიე მოდერტი, ლუქსემბურგი, EPP/CD; გიორგი პაპანდრეუ, საბერძნეთი, SOC; რისზარდ პეტრუ, პოლონეთი, ALDE; მარიანა პულიაკი, ხორვატია, ALDE; აზადე როიანი, შვედეთი, SOC; სერჰი სობოლიევი, უკრაინა, EPP/CD; კადრი ტალი, ესტონეთი, NR; ვიქტორია ტილბომი, შვედეთი, EC/DA; კიმ ვალენტინი, დანია, ALDE; ლესია ვასილენკო, უკრაინა, ALDE; სერგი ვლასენკო, უკრაინა, EPP/CD; მარკუს ვიეშელი, შვედეთი, EC/DA. პუბლიკა -
გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ სენაკის სოფელ ნოქალაქევში მათი პარტიის წარმომადგენელი, შორენა შამათავა მმართველი პარტიის სიტყვიერი თავდასხმების მსხვერპლი გახდა, რის გამოც მისი სტაციონარში გადაყვანა გახდა საჭირო. კერძოდ, მეზვრიშვილის თქმით, შორენა შამათავა ნოქალაქევის სკოლის დირექტორი იყო, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ამ თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, „ახლა კი გრძელდება ზეწოლა, რათა მან რიგითი მასწავლებლის პოზიციაც დატოვოს”. მეზვრიშვილი ამბობს, რომ შამათავაზე ზეწოლა პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი გვასალიას ცოლმა, ნანა ჯგერენაიამ განახორციელა, რომელიც, მისივე თქმით, ახლა ნოქალაქევის სკოლის დირექტორია. მისი თქმით, პარტია აპირებს, გამოძიების დაწყების მოთხოვნით სამართალდამცავ უწყებებს მიმართოს. მისივე თქმით, მსგავს საარჩევნო გარემოზე პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს ეკისრებათ.
-
ნატო-ს ახალი გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ცნობისთვის, ეს ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია. ipn
-
ძნელი სათქმელია ისინი იძლევიან განკარგულებებს, თუ მმართველი პარტია საკუთარი ინიციატივით ცდილობს რუსების სიამოვნებას, მაგრამ ამას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Kyiv Independent-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც დაუსვეს შეკითხვა, როგორ ფიქრობს, ახლა თბილისში მოსკოვი გასცემს თუ არა განკარგულებებს. „ეს ისაა, რასაც გარედან ვერ გაიგებ. მნიშვნელოვანია ეს პარალელი, ეს მსგავსება, რომელიც ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ რა მიმართულებით მიდის მმართველი პარტია და რომელიც დარწმუნებული ვარ, არჩევნებზე დაძლეული იქნება, რადგან ეს ის არ შეიძლება იყოს, რაც ქართველ ხალხს, რომელსაც ორი ოკუპირებული ტერიტორია აქვს, შეიძლება თავისი მომავლისთვის უნდოდეს“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. ამასთან, კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, რომ საქართველოა დამნაშავე 2008 წლის ომში და ბოდიში უნდა მოიხადოს, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა: „ეს ერთი განცხადება არაა, ეს ბოლოდროინდელი განცხადებების და რიტორიკის ნაკრებია, რომელიც ერთი მიმართულებით მიდის. როგორც ვთქვი, რუსეთის სასიამოვნოდ და ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ესაა ზოგადი სურათი, რომელიც საქართველოში ძალიან აწუხებთ და რომელსაც საქართველოს მოსახლეობა ხედავს და არ ესმის და დარწმუნებული ვარ, არ იზიარებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. ipn
-
ერთი თვე გვაქვს დარჩენილი. ევროპას სხვა არაფერი შეუძლია, გარდა იმისა, დაადასტუროს, რომ თუ არჩევნები მოიგეს პროევროპულმა პარტიებმა, თუ „ქართული ქარტია“ არჩევნების შემდეგ ძალიან სწრაფად განხორციელდება და როგორც კი პარლამენტი ჩამოყალიბდება, ევროკავშირი განაახლებს გაფართოების მოლაპარაკებებს იქიდან, სადაც ეს მოლაპარაკებები შეჩერდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას: „რას ითხოვთ ბრიუსელისგან არჩევნების კუთხით?“ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ის, რასაც ის ბრიუსელში ვიზიტის დროს ითხოვს. კითხვაზე, თუ საქართველოში დაგეგმილ არჩევნებში პროევროპული ოპოზიციური პარტიები გაიმარჯვებენ, ეყოლებათ თუ არა მათ საკმარისი დეპუტატები მთავრობის შესაქმნელად, საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ არის ოთხი პროევროპული პარტია, რომლებსაც, გამოკითხვების მიხედვით, დაახლოებით 60%-იანი მხარდაჭერა აქვთ. „ასე რომ, მათ შეუძლიათ კოალიციის შექმნა, ყოველ შემთხვევაში, პარლამენტში. მე შევთავაზე ამ პარტიებს გაერთიანება და არა ერთმანეთთან, რადგან ისინი წარმოადგენენ სხვადასხვა პოლიტიკურ ოჯახებს. გაერთიანება, „ქართული ქარტიის“ ირგვლივ არის ევროპულ გზაზე დაბრუნების რეცეპტი. ამ ოთხმა პარტიამ ხელი მოაწერა ქარტიას, რომელიც, პრაქტიკულად, არის მათი სამოქმედო გეგმა მომდევნო ცხრა თვის განმავლობაში, რათა ხელახლა დაუკავშირდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, გულგატეხილია იმით, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაყინულია, თუმცა ესმის ევროკავშირის პოზიცია, რადგან „საქართველოს ხელისუფლებამ არ მოუსმინა ევროპის ხელისუფლების, ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის და ყველა ევროპული ორგანიზაციის მოწოდებებს, რომლებთანაც უკვე 30 წელია ვთანამშრომლობთ“. ipn
-
რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება) დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით. toktv.ge
-
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, „ქართულმა ოცნებამ”, შემოწირულებების სახით, 11, 293,166 ლარი მიიღო, მათ შორის, 2, 088,500 ლარი აჭარაში მოქმედი ბიზნესმენებისგან, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” დაადგინა, რომ შემწირველ ბიზნესმენებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2012-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 556,090,031 ლარზე მეტი და 3,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის სამშენებლო ნებართვები მიიღეს. „ვინ წირავს „ქართულ ოცნებას” ფულს აჭარიდან? გიორგი ჭყონია - „ქართული ოცნების” დელეგატი, ბიზნესმენი. გიორგი ჭყონია 20 კომპანიაში ფლობს წილებს. მან, პარტნიორებთან და კომპანიებთან დაკავშირებული პირების მეშვეობით, მმართველ პარტიას 2024 წელს 124,000 ლარი შესწირა. ჭყონიას კომპანიებმა ბოლო 12 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან 457 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს, მათ შორის 300 მილიონამდე ლარი უკონკურენტო, კონკურენტების დისკვალიფიკაციის და გამარტივებული შესყიდვების პირობებში. ჭყონიას კომპანიებმა 100,000 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობის მშენებლობის ნებართვა მიიღეს, მათ შორისაა როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი ფართები. ჯამში „ქართულმა ოცნებამ” ჭყონიასგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან 1,500,000 ლარზე მეტი მიიღო. შპს „ნოვა” - „ქართული ოცნების” მაღალმთიანი აჭარის მაჟორიტართან და ამჟამად დელეგატთან, ანზორ ბოლქვაძესთან დაკავშირებული კომპანია „ნოვას” მფლობელებმა, რამაზ და ემზარ ირემაძეებმა, ჯემალ ანთაძემ, ზვიად აბულაძემ და ჯემალ ბოლქვაძემ მმართველ პარტიას 2024 წელს 282,000 ლარი შესწირეს. კომპანიას სახელმწიფო შესყიდვებიდან 7,000,000 ლარი აქვს მიღებული, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი - გამარტივებული შესყიდვებიდან. ზემოთ დასახელებულმა პირებმა მმართველ პარტიას ჯამში 582,000 ლარი გადაურიცხეს. „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” - „ქართული ოცნებიდან” ბათუმის საკრებულოს წევრის, ლევან დოლიძის მამასთან და ბიძასთან ნუკრი და მერაბ დოლიძეებთან დაკავშირებული კომპანიებიდან „ბონდი 2009” და „მონოლითი 2005” მმართველმა პარტიამ 2024 წელს 155,000 ლარი მიიღო. ორივე კომპანია ლიდერობს ბათუმის ყველაზე მსხვილი მხარჯავი მუნიციპალური ორგანიზაციის - ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის გზების დეპარტამენტის შესყიდვებში: ორივეს მიერ მიღებულმა შემოსავალმა 2013-2024 წლებში, ჯამურად 195,000,000 ლარს მიაღწია. დოლიძეების საკუთრებაშია ბათუმში, შარტავას გამზირზე მდებარე სამშენებლო პროექტიც. სულ დოლიძეების საკუთრებაში არსებულმა კომპანიებმა 65,000 კვადრატული მეტრი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობის ნებართვა მიიღეს. ჯამში ორივე კომპანიის მეწილეებისგან მმართველმა პარტიამ 435,000 ლარი მიიღო. „ალიანს ჯგუფი” - ბათუმში მოქმედი უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების „ალიანსის”, „ალიანს პრივილიჯის”, „ალიანს ვილა დეველოპმენტის” მეწილეებმა და მმართველებმა: ბესიკ ჟღენტმა, დავით ბალაძემ, თემურ ბიწაძემ და ნიკოლოზ თევზაძემ „ქართულმა ოცნებას” 2024 წელს 211,000 ლარი შეწირეს. ბოლო 5 წლის განმავლობაში მათ მმართველი პარტიის სალაროში ჯამში 905,000 ლარი გადარიცხეს. „ალიანს ჯგუფის” სამშენებლო პროექტები 2,000,000 კვადრატულ მეტრზე მეტი კომერციული და საცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოიცავს. დავით ბალაძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სიძეა. ძმები დუმბაძეები - ბათუმში, სამშენებლო ბიზნესში ჩართული ძმების, ზებურ და ზურაბ დუმბაძეებისგან და მათი ბიზნესპარტნიორებისგან „ქართულმა ოცნებამ” შეწირულების სახით, 2024 წელს 230,000 ლარი მიიღო. ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ბოლო წლებში 6 სამშენებლო ნებართვა მიიღეს, რაც საერთო ჯამში ბათუმში 75,456 კვადრატული მეტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ჯამში, მმართველმა პარტიამ ამ ბიზნესჯგუფისგან 965,000 ათასი ლარი მიიღო. ხელვაჩაურის სასამართლოს თავმჯდომარის ბიზნესმენი შვილი და მისი პარტნიორები - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილმა, კობა ფუტკარაძემ, პარტნიორებთან: ჯუმბერ ზოიძესთან, ჯიმშერ ზოიძესთან, თამაზ ბექაიასთან და ლევან ხიმშიაშვილთან ერთად, მმართველ პარტიას 2024 წელს 160,000 ლარი შესწირა. მათთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. ჯამში, დასახელებულმა პირებმა „ქართულ ოცნებას” 435,000 ლარი შესწირეს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინტერპრესნიუსი