Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ობრაიენი დღეს ბოდბელ ეპისკოპოს იაკობს და დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ხელმძღვანელ ქეთევან ჩაჩავას შეხვდება. შეხვედრის ანონსი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის (CDD) ახორციელებს პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში რელიგიური გაერთიანებების ჩართულობის გაზრდას. ვიზიტი ემთხვევა საქართველო-აშშ-ს შორის გართულებულ ურთიერთობებს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში არ ჰქონია შეხვედრები აშშ-ის მაღალჩინოსნებთან და თეთრმა სახლმა მას ყოველწლიურ ვახშამზე მიწვევაც გაუუქმა. ნეტგაზეთი
  2. ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში. ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი. საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ: მელაძე ა. ჯიოევი დ. ელბაქიძე გ. კობახიძე საბა; ბეშიძე ნ. მარსაგიშვილი რ. გოგრიჭიანი გ. ბაზაძე ლ. „პუბლიკას” ჭიდაობის ფედერაციაში უთხრეს, რომ მოჭიდავეებმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და ფედერაცია ამაში ჩართული არ ყოფილა – მოჭიდავეებს არ ჰქონიათ დაფინანსება მათი მხრიდან. „ეს მოჭიდავეები ნაკრების წევრებიც არ არიან და ყველას გაკონტროლება, ვინც ჭიდაობს, ძნელია. სადისციპლინო ზომების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, ამაზე ვიმსჯელებთ”. – გვითხრა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა. პუბლიკა
  3. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე „ქართული ოცნება“ აგრძელებს დაშინების კამპანიას ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების, მოსახლეობის წინააღმდეგ.
  4. ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა” აიღეს. მათი მტკიცებით, თელ-ავივში რამდენიმე დრონით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეს“ წარმატებით დაარტყეს. მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე, ცენტრალური ისრაელის სანაპიროზე დრონი ჩამოაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. დრონებით იერიშის გამო ქალაქ ბათ- იამში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. თავდასხმას ზიანი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დრონების წარმოშობას ჯერ კიდევ იკვლევენ. იპნ
  5. ღმერთმა დაგვიფაროს! - ნებისმიერი სახის ბრალდება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი, უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია, - ასე უპასუხა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში „გარე ძალების“ მიერ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილის შესახებ დასმულ კითხვას. მან აშშ- საქართველოს ურთიერთობა ზოგად კონტექსტშიც შეაფასა და აღნიშნა, რომ თუ საქართველო არ შეცვლის მის ანტიდემოკრატიულ კურსს და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა არ გაუმჯობესდება. „თუ საქართველოს მმართველი პარტია არ შემოაბრუნებს თავის ანტიდემოკრატიული მოქმედებების კურსს, როგორიც არის „უცხოური აგენტების“ კანონის მიღება და არ შეწყვეტს მტრულ რიტორიკას ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, არ მჯერა, რომ ჩვენი ურთიერთობები რამენაირად გაუმჯობესდება. იმის გამოხატვაც კი მიჭირს რამდენად დამაზიანებელი იყო მსგავსი რიტორიკა ჩვენი ურთიერთობისთვის. ქართველი მაღალჩინოსნები განაგრძობენ ტყუილის გავრცელებას ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ომის მსგავს ზრახვებთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთხელ უარვყავით, რომ გვსურს მეორე ფრონტის გახსნა რუსეთის წინააღმდეგ. ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ შეურაცხყვეს მაღალი თანამდებობის პირები როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში, ასევე კონგრესში. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე ნეგატიურად ვრეაგირებდით . არც ერთი ქვეყანა არ უნდა იყოს ტყუილისა და შეურაცხყოფის შემწყნარებელი“, - განაცხადა იან კელიმ. რაც შეეხება არჩევნებს, ყოფილმა დიპლომატმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღია საარჩევნო პროცესს უზრუნველყოფს და მოუწოდა ქართველ ხალხს, გამოიყენოს კანონით გარანტირებული ხმის მიცემის უფლება. „იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება უზრუნველყოფს ღია საარჩევნო პროცესს როგორც არჩევნების წინ, ისე უშუალოდ არჩევნების მიმდინარეობისას. ასევე, იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია სამართლიან კონკურენციაში ჩაერთვება თავისი შეხედულებების საზოგადოებისთვის წარდგენით. ყველაზე მეტად მოვუწოდებ ყველა ქართველს, გამოიყენონ ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება. ჩვენ ცალსახად არც ერთი პარტიის ადვოკატირებას არ ვეწევით. არც ერთი გარე ძალა უნდა ერეოდეს ქართველი ხალხის შესაძლებლობაზე თავისუფლად გამოხატოს საკუთარი ნება არჩევნების გზით,“ - განაცხადა იან კელიმ. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. იპნ
  6. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ინტერესდება თუ რატომ აყენებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება აშშ-სთან პარტნიორობას რისკის ქვეშ. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში, მათ მოჰყავთ დიაგრამა, სადაც ასახულია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა და შემდეგ საკუთარი შედეგები ჩაასწორა. მათივე ინფორმაციით, პირველად გამოქვეყნებული შედეგებით, არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება დადასტურდა, თუმცა შეცვლილ მონაცემებში მმართველ პარტიას დამატებით ხმების 1.8% ჰქონდა აღებული. „ქართული ოცნების“ მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით 2020 წლის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა. რატომ აყენებს „ქართული ოცნება“ ამერიკასთან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო?“- ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  7. მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილო, უდიდესი პატივისცემა მაქვს საქართველოს ევროპული გზისადმი თქვენი ერთგულებისადმი. ჩვენი შეხვედრა მნიშვნელოვან მომენტში ხდება - მომავალი არჩევნები გადამწყვეტი ტესტი იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის. და განმსაზღვრელი მომენტი ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავლისთვის”, - წერს ფონ დერ ლაიენი. იპნ
  8. ბელგიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ბადრი ფეტელავა აცხადებს, რომ მისი ცოლი და შვილი, რომლებიც საკონსულო აღრიცხვაზე იდგნენ და საბუთებიც წესრიგში აქვთ, ამომრჩეველთა სიაში არ არიან. როგორც ბადრი ფეტელავა ნეტგაზეთთან ამბობს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში თავს ვერ პოულობს, გადაწყვიტა სიაში თავისი თავი და ოჯახის წევრებიც გადაემოწმებინა. მისი თქმით, ამისათვის ბელგიაში საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდა, სადაც უთხრეს, რომ ამომრჩეველთა სიაში ის და მისი 1 შვილი არიან, ხოლო ცოლი და მეორე შვილი – არა. ორივე მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს, თუმცა, ბადრი ფეტელავას თქმით, საბუთებიც წესრიგში აქვთ და საკონსულო აღრიცხვაზეც აქტიური სტატუსი ჰქონდათ. ბადრი ფეტელავას თქმით, საკონსულოში უთხრეს, რომ „ბაზა თავად შლის“ ემიგრანტების ნაწილს, თუმცა, რომელ ბაზაზეა საუბარი, მისთვისაც გაუგებარია. „28 წელია ჩვენ აქ ვცხოვრობთ. ჩემი მეუღლე საკონსულო აღრიცხვაზე სულ იყო და არჩევნებშიც იღებდა მონაწილეობას ჩვეულებრივად. ახლახან შვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და დადგა ისიც საკონსულო აღრიცხვაზე. გუშინ (30 სექტემბერს) გადავამოწმეთ და არც ცოლი არის ბაზაში და არც მეორე შვილი. თავიდან შევავსეთ გუშინ განაცხადი. ძალიან ბევრი ემიგრანტი წერს იმავე პრობლემაზე. გუშინ ვესაუბრე კონსულს და კონსულმა მითხრა, თვითონ ბაზა შლისო, შეიძლება პასპორტები არ აქვთ წესრიგშიო. არ ვიცი, რომელი ბაზაა, ორი ბაზა არისო, ეს ბაზები ერთმანეთში ირევა და ავტომატურად იშლებიან ადამიანებიო… ვერ მივხვდი [რაზეა საუბარი]. მე ამ კონსულთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, შევატყვე, რომ თავადაც დაბნეული იყო. ვუთხარი, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს. მგონი, [კონსულს] თვითონაც არ აქვს წარმოდგენა, რა შეიძლება იყოს მიზეზი. თვითონაც არ იცის, უბრალოდ, რაღაც ხომ უნდა ეთქვა ადამიანს. მითხრა, რომ შეიძლება, საზღვარგარეთის პასპორტებით იყვნენ საქართველოშიო… ჩემი შვილი საქართველოში ბოლოს დაახლოებით 2 თვის წინ იყო და ბელგიის პასპორტი გამოიყენა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ბადრი ფეტელავა. ბადრი ფეტელავას თქმით, თუ პრობლემა არ გამოსწორდება, ამას ემიგრანტების პროტესტი აუცილებლად მოჰყვება. „ბელგიაში უკვე ორჯერ ჩავატარეთ აქცია ემიგრანტებმა და თუ იგივე სიტუაცია გაგრძელდება, აუცილებლად გვექნება პროტესტი უფრო მძაფრი ფორმით, მივმართავთ სასამართლოსაც“, – აცხადებს ბადრი ფეტელავა. ნეტგაზეთი მეორე დღეა ცდილობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დააზუსტოს, რომელი ბაზიდან იშლებიან ემიგრანტები, როგორც ამას ჩვენი რესპონდენტი ამბობს. საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. საკონსულოებში რეგისტრირებული ქართველი ემიგრანტების ნაწილი ამომრჩეველთა სიაში თავს ვერ პოულობს და ხმის უფლებისთვის იბრძვის. “ნეტგაზეთი” საზღვარგარეთ მცხოვრებ არაერთ საქართველოს მოქალაქეს ესაუბრა, რომლებმაც ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი თავი ვერ იპოვეს. ისინი კანონის თანახმად რეგისტრირებული არიან ამა თუ იმ ქვეყანაში არსებულ საქართველოს საკონსულოებში, თუმცა იმის გამო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ არიან, შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლონ. მათ ნაწილს ცესკოში უპასუხეს, რომ ისინი თავიანთი უბნების სპეცსიაში იქნებიან, თუმცა ემიგრანტები მხოლოდ განმარტებას არ ენდობიან და იმაში დასარწმუნებლად, რომ ხმის მიცემას ნამდვილად შეძლებენ, საარჩევნო ადმინისტრაციისგან ოფიციალურ დადასტურებას ითხოვენ. ნეტგაზეთი
  9. ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმისა და მედიის თავისუფლების სწრაფი რეაგირების (MFRR) პარტნიორმა ორგანიზაციებმა საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი შეაფასეს. ევროპული მედია-გაერთიანებების 10 წარმომადგენელი 2 დღის განმავლობაში – 1-ელ და 2 ოქტომბერს იკვლევდა ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და თავისუფლების საკითხებს. როგორც ამბობენ, მდგომარეობა ბევრად უფრო მძიმე და შემაშფოთებელი აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. ანგარიშში, რომელიც მათ ორდღიანი ვიზიტის შემდეგ მოამზადეს, აღნიშნულია, რომ საქართველოში უარესდება არა მხოლოდ მედიის თავისუფლების ხარისხი, არამედ ზოგადად, ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა. აქვეა აღნიშნული, რომ ხელისუფლება იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტს დამოუკიდებელი ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის. ჟურნალისტების უსაფრთხოება “ჟურნალისტებს თავს ესხმიან ფიზიკურად, ვერბალურად, სამართლებრივად და ფინანსურად. ჟურნალისტიკა საქართველოში საშიშ პროფესიად იქცა”, – წერია 2-დღიანი მისიის შემაჯამებელ ანგარიშში. მათი თქმით, ჟურნალისტები იმდენად შეშფოთებულები არიან საკუთარი უსაფრთხოებით, რომ პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ახლავთ თანმხლები პირები. ფიზიკური თავდასხმების გარდა, მისიამ დააფიქსირა ჟურნალისტების დაშინების არაერთი შემთხვევა. ჟურნალისტები და მედიის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები საუბრობენ მუქარის, მოკლევადიანი დაკავებების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ბოროტად გამოყენების და სოციალურ ქსელებში, მიზანმიმართული ცილისწამების კამპანიებზე. ამ ფაქტორების გამო ბევრი ჟურნალისტი წავიდა პროფესიიდან, ან ქვეყნიდან. რამდენიმე გამოცემამ აღნიშნა, რომ გადარეგისტრირდნენ საზღვარგარეთ მათივე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. ამ გადაწყვეტილების მიზეზი გახდა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი, რომელიც, დოკუმენტში შეფასებულია როგორც “ისედაც პოლარიზებულ გარემოში ცეცხლზე ნავთის დასხმა”. ანგარიშში წერია, რომ ქართველი ჟურნალისტებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემაშფოთებელი ფაქტორი მათი საქმიანობის “ანტიქართულად” შეფასებაა. ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლება “ეროვნულ სენტიმენტებს” მათ წინააღმდეგ იყენებს. რუსული და ჰომოფობიური კანონები მედიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი. ასევე, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული, ცენზურის დამწესებელი და ღირსების შემლახველი კანონი, რომელიც ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიიღეს. “ორივე ეს კანონი აღიქმება, როგორც მედიაზე ზეწოლის იარაღი აღმასრულებელი მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელში”, – წერია დოკუმენტში. მისიის წარმომადგენლების თქმით, ყველამ, ვისთანაც მათ ჰქონდათ კომუნიკაცია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიის პოლარიზება დაასახელა. მათივე შეფასებით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური დებატების ნაკლებობა ამძაფრებს ამ დაყოფას. ევროპელი მედიაორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ პოლიტიკურ აქტორებს, საჯარო პირებსა თუ პოლიტიკურ პარტიებს თავი შეიკავონ პოლარიზაციის გამძაფრებისგან და ცალკეული პირებისა თუ ჯგუფების სოციალური სივრციდან განდევნის მცდელობისგან. დამნაშავეთა დაუსჯელობა და ჟურნალისტთა დაშინება ანგარიშში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტების მიმართ ჩადენილ დანაშაულები საქართველოში არ ისჯება. დაუსჯელები არიან როგორც ჟურნალისტებზე ფიზიკური ძალადობს, მუქარის, ცილისწამების განმახორციელებლები, ისე ამ ყველაფრის ორგანიზატორები. ეს ყველაფერი კი ქმნის მტრულ გარემოს მედიის წარმომადგენლებისთვის. “ჩვენ შევხვდით პოლიტიკური პარტიების, სახალხო დამცველის ოფისისა და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს. ჩვენ დავსვით კითხვები ყველასთან ჩამოთვლილთაგან. თუმცა, ვერ მივიღეთ მკაფიო პასუხი, რა და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ ჟურნალისტების დასახმარებლად მათზე თავდასხმების დროს”, – წერია დოკუმენტში. აქვეა აღნიშნული, რომ სათანადოდ ან საერთოდ არ დასჯილან 2021 წლის 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენების მონაწილეები და ორგანიზატორები. სამართლებრივი დავები მედიის წინააღმდეგ ანგარიშში ვკითხულობთ, მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები, ან მათთან დაკავშირებული ბიზნესმენები თუ სხვა საჯარო და კერძო ფიგურები ჟურნალისტებს სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივიან. ეს პროცესები მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყანაში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხიც შემაშფოთებელია პრობლემად სახელდება ისიც, რომ ჟურნალისტებს, საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად სთხოვენ გაამხილონ მათი ინფორმაციის წყაროები. უარის შემთხვევაში კი მათზე ირიბი ზეწოლა ხორციელდება. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა დოკუმენტში წერია, რომ საჯარო უწყებები, ხშირად, არ ასრულებენ კანონით დათქმულ მოთხოვნებს ჟურნალისტებისთვის საჯარო ინფორმაციის მისაწოდებლად. ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით უჭირთ კრიტიკულ და დამოუკიდებელ მედიებს. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ კითხვებზე. დოკუმენტის ავტორების შეფასებით, ეს მეტწილად მისი დაფინანსების საკითხს უკავშირდება. ისინი ყურადღებას ამახვილებენ მაუწყებლის დაფინანსების მოდელის ცვლილებაზე, რომელიც გასულ წელს წინასწარი კონსულტაციების, ექსპერტთა ჩართულობისა და საჯარო დისკუსიის გარეშე დამტკიცდა. ევროპული მედია-ორგანიზაციების წარმომადგენლების რეკომენდაციაა, უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხო და თავისუფალი სამუშაო გარემო ჟურნალისტებისთვის. წინასაარჩევნო პერიოდია და არჩევნების დღეს მათი უნდა შეეძლოთ დაუბრკოლებელი მუშაობა. რეკომენდაციაა, რომ გაუქმდეს რუსული კანონი. ასევე, კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას და ლახავს ადამიანის ღირსებას. 2-დღიანი მისიის წევრები იყვნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF); ფონდი სამართლიანობა ჟურნალისტებისთვის (JFJ); პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI); ინდექსი ცენზურაზე; ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია; პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPMF); ევროპის მაუწყებელთა კავშირი (EBU); ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ). ეს ორგანიზაციები აერთიანებს ათეულობით მედია-საშუალებას მთელი ევროპის მასშტაბით. ნეტგაზეთი
  10. ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩვენს ერთგულებას ვადასტურებთ”, - წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა. იპნ
  11. პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩვენი ევროპული გზის დაჩქარებისათვის ქართველი ხალხის ერთგულება , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტთან „ხაზგასმით აღვნიშნე ევროპული მორალური მხარდაჭერის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რათა ქართველმა ხალხმა თავი იზოლირებულად არ იგრძნოს მაშინ, როცა 26 ოქტომბერს ისინი საკუთარ ევროპულ არჩევანს გააკეთებენ”, - წერია პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო დოკუმენტური ფილმის ჩვენებას: „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ასევე, პრეზიდენტი გერმანიას სტუმრობდა, სადაც პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, გუშინ კი პოლონეთში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან გამართა შეხვედრა. იპნ
  12. ისრაელში, ქალაქ იაფაში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჰამასმა აიღო. ინფორმაციის მიხედვით, ჰამასმა თქვა, რომ ორი ტერორისტი, ვინც 7 ადამიანი მოკლა და 16 – დაჭრა, მოჰამად მესეკი და აჰმედ ჰიმოუნი, ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან. 7 მსხვერპლიდან ექვსის სახელი ცნობილია, მათგან ერთი ქართველი ილია ნოზაძეა. ასევე დაიღუპნენ 24 წლის რევიტან ბრონსტეინი, 30 წლის შაჰბარ გოლდმანი, 33 წლის ინბარ სეგევ ვიგდერი, 40 წლის ნადია სკოლენცო, 26 წლის ჯონას ქროსისი. თავდასხმა 2 ოქტომბერს იაფაში, რკინიგზის სადგურზე მოხდა. პოლიციის ცნობით, ორივე ტერორისტი მოკლულია. პუბლიკა
  13. მივმართავ “ოცნების” მხარდამჭერებს, თუ გინდათ, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ “ნაცები”, 26 ოქტომბერს გააფერადეთ 25. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1250058446353312
  14. გიორგი გახარიას და გუჯა ხოკრიშვილის შეხვედრა ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham Georgia) წარმომადგენლებთან.
  15. “ოცნება” ცდილობს ხელისუფლება შეინარჩუნოს ყველაფრის ფასად, რადგან კორუფციით მოპარული ფული შეინარჩუნოს, სასამართლო გააუქმოს და ევროპული გზიდან საბოლოოდ გადაუხვიოს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1212070710100305/
  16. კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს „შავი ფულით“ შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა - მოვუწოდებ პროკურატურას დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით, უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილი ანტიკორუფციული ბიუროს მისამართით კობახიძის მოწოდებას სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩარევად აფასებს. „გუშინ პრემიერად წოდებულმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რაც ყველაზე ცხადად ადასტურებს, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ინსტიტუტები და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებლობა მას ეკისრება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამარცხვინო კობახიძე სახელმწიფო უწყების საქმიანობაში ჩაერია. ის ჩაერია პროკურატურის საქმიანობაში (გავიხსენოთ ვაკის პარკის ტრაგედია, როდესაც ხელი დააფასა მისი კორუფციული დაჯგუფების წევრ კალაძეს), მან უკარნახა პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს, ის ხშირად სრულიად უკანონოდ იყენებს პრემიერის სტატუსს პარტიის ტრიბუნიდან. სადამკვირვებლო მისიების როგორც შეზღუდვის, ისე დაშვების გადაწყვეტილებაც მიიღო არა ანტი-კორუფციულმა ბიურომ, არამედ ივანიშვილის მწერალმა კობახიძემ, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, ცრუობს მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რეალურად შეკეტილია ოთახში და არჩევნებით მანიპულაციის გეგმას ხლართავს. უშუალოდ მის კაბინეტში იწერება როგორც ანტი-კორუფციული ბიუროს, ისე ცესკოს და სახალხო დამცველის განცხადებები. კობახიძის ძირითადი ფუნქციაა არჩევნების გაყალბების და პარტიის სალაროს შავი ფულით შევსების მიზნით სახელმწიფო უწყებების საქმიანობაში უკანონო ჩარევა. ამ მიზნით, დანიშნეს პრემიერად, ამ მიზნით ჩააბარეს საარჩევნო შტაბიც. შესაბამისად, რამდენი ავადმყოფობაც არ უნდა გაითამაშოს, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს პრემიერის პოსტზე განმწესებული ადამიანის საქმიანობის კანონიერებით - უკვე მერამდენედ იკვეთება უფლებამოსილების გადამეტების ნიშნები. დროულ მოქმედებას პირდაპირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს არჩევნების ლეგიტიმაციაზე. მოვუწოდებ კობახიძეს, გამოვიდეს სამალავიდან და აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებულ ქაოსზე. რა თქმა უნდა, დღესვე მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას საერთაშორისო პარტნიორებს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან“ დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. „სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს გადაწყვეტილება შეცვალა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, მის დირექტორს ეკა გიგაურს, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპას, მის დამფუძნებელს ხათუნა ლაგაზიძესა და თანადამფუძნებლებს „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტის“ სტატუსი გაუუქმა. იპნ
  17. სამცხე-ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, სოფიო ხორგუანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს განცხადებით მიმართა. სოფო ხორგუანი ხელისუფლებას მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, კომისია შექმნას. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს. კერძოდ, 90-იანი წლებიდან დღემდე რეგიონში გაჭირვებისა და უმუშევრობის პრობლემა გადაუჭრელია. თითქმის ყველა ოჯახში კაცების დიდი ნაწილი სახლში მხოლოდ ზამთარს ატარებს, სხვა დროს კი ოჯახებთან ერთად შრომით მიგრაციაში იმყოფებიან. მიდიან რუსეთში სამშენებლო თუ სხვა სახის ფიზიკურ სამუშაოზე. წასვლის გამარტივების მიზნით, მათი უმრავლესობა იძულებული გახდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიეღო, რის გამოც შეუწყდათ საქართველოს მოქალაქეობა. შედეგად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანებს, ისედაც გაჭირვებაში მყოფებს, კიდევ უფრო გაურთულდათ ყოფითი პირობები და ვერ სარგებლობენ ელემენტარული და სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსებით (მაგალითად, ჯანდაცვის, განათლების და ა.შ. პროგრამებით). სწორედ ამიტომ, პრობლემის მოგვარება საარჩევნო დაპირებად იქნა გაცემული. თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა და პრობლემა პრობლემაა დღესაც. მოქალაქეობის აღდგენა ისეთ პროცედურებთანაა დაკავშირებული, რაც მათთვის ხელმიუწვდომელი და შეუძლებელია. არც ქართული ენა იციან და ტრანსპორტის არარსებობის გამო, ნინოწმინდასა და ახალქალაქში არსებული ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლებიც შესაბამისად ხელმიუწვდომელია სოფლის მოსახლეობისათვის. ადამიანები ვერ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევის პროგრამებით. უფრო მეტიც, მათ როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, განსაზღვრულზე უფრო მეტის გადახდა უწევთ. შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანების პირადი, სოციალური, კულტურული და ემოციური კავშირები სწორედ საქართველოსთან არის დაკავშირებული. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფომ გამოსავალი დღემდე ვერ შეთავაზა მათ. შესაბამისად, ვერ ხდება მათი ინტეგრაცია. ღრმავდება გაუცხოება მათსა და სახელმწიფოს შორის და მძიმე სოციალურ ტვირთად აწვება ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ და მოვითხოვ, შექმნათ კომისია ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით (შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო), რათა მოძებნოთ გამოსავალი და უსასრულოდ არ გააგრძელოთ ათასობით ადამიანის სასიცოცხლო ინტერესების უგულებელყოფა. დროულად შეთავაზეთ მათ პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობა, რომელიც სახელმწიფო ინტერესების თანმხვედრი, რეალური და ხელმისაწვდომი იქნება მათთვის“, - აღნიშნა სოფიო ხორგუანმა. იპნ
  18. Israeli Prime Minister Benjamin Netanyahu speaks during a news conference in Jerusalem, September. 2, 2024. Ohad Zwigenberg/Pool via REUTERS/File Photo ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ირანმა დიდი შეცდომა დაუშვა და ის ამისთვის საფასურს გადაიხდის”. მან ამის შესახებ ირანის ისრაელზე სარაკეტო თავდასხმის შემდეგ გამართულ უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მან ასევე მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხარდაჭერისთვის და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს გაერთიანდნენ თეირანის წინააღმდეგ. თავის მხრივ, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაგერი აცხადებს, რომ ირანის სამიზნე ისრაელის ინფრასტრუქტურა იქნება, თუ თეირანის წინააღმდეგ რაიმე საპასუხო ქმედებას განახორციელებენ. მისი თქმით, ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი სათანადოდ მომზადებულია იმისთვის, რომ გაიმეოროს ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო შეტევა გაძლიერებული ინტენსივობით. პირველ ოქტომბერს ირანმა ისრაელზე ბალისტიკური რაკეტებით შეტევა დაიწყო. არსებული ცნობებით, ისროლა 180-მდე რაკეტა. თუმცა, ზუსტი რიცხვი უცნობია. ასევე, ქალაქ იაფაში 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხალხს ქუჩაში ესროლა. BBC წერს, რომ ისრაელის პოლიციამ დაადასტურა 1 ოქტომბერს მომხდარი სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე. გარდაცვლილებს შორისაა საქართველოს ერთი მოქალაქე, რომელიც სროლის დროს დაიჭრა და კლინიკაში გარდაიცვალა. სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია. პარალელურად, იორდანიის ხელისუფლებამ ჯარები მაღალ მზადყოფნაში მოყვანა. იორდანიის არმიამ განაცხადა, რომ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური სარდლობის ყველა ქვედანაყოფი და ფორმირება მოყვანილია „მაღალი მზადყოფნაში, რათა დაუპირისპირდეს ნებისმიერ მცდელობას, რომელიც საფრთხეს უქმნის სამეფოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას”. თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ჯარს უბრძანა, დაეხმარონ ისრაელის თავდაცვას ირანული თავდასხმის წინააღმდეგ და ჩამოაგდონ რაკეტები, რომლებიც ისრაელისკენ არის მიმართული. ამავე დროს, აშშ არ უნდა ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში რამე ფორმით. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ დღეს, ირანის შეტევის დაწყებამდე ელაპარაკა ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს. ირანის ისრაელზე თავდასხმა დაგმო გაეროს გენერალურმა მდივანმა და განაცხადა, რომ „დაუყოვნებლივ საჭიროა ცეცხლის შეწყვეტა”. პუბლიკა
  19. ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა მისი გადაწყვეტილება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და მისი აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოცხადების“ შესახებ. შესაბამისი განცხადება ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სიტყვა - „გაუმჭვირვალობა“ - შეუთავსებელია თავისუფალ და ღია საზოგადოებასთან. ფაქტების უკანონო დამალვიდან მომდინარე საფრთხე ბევრად აღემატება იმ მიზეზებს, რითაც ცდილობენ გაუმჭვირვალობის გამართლებას. ეს ძალები ეყრდნობიან ფარულ მეთოდებს თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის. მათი საქმიანობა არის დაფარული და გაუმჭვირვალე. ისინი მოქმედებენ ჩუმად და არა სიამაყით. მათი დანახარჯები არ არის გაცხადებული, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის გაკეთების უფლებას. ანტიკორუფციული ბიუროს მთავარ მიზანს წარმოადგენს გამჭვირვალობის, კანონის უზენაესობისა და მოქალაქეთა ინფორმირებული არჩევანის უფლების დაცვა. ამ მიზნით, მუდმივი მონიტორინგის ფარგლებში, ჩვენ არაერთი კანონდარღვევა გამოვავლინეთ, ხოლო შესაბამისი სუბიექტები დავუქვემდებარეთ კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს. ჩვენი გადაწყვეტილებები დასაბუთებულია უმაღლესი სტანდარტით და ეფუძნება სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას. მონიტორინგის ფარგლებში ჩვენ მიერ გამოვლენილი არაერთი ფიზიკური პირი, განცხადებულ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად ცნობისთანავე მალევე შეუერთდა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას, რითაც მათ დაადასტურეს გადაწყვეტილებების უტყუარობა. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც ერთი გადაწყვეტილებით არ იზღუდება ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიერ არჩევნებზე დაკვირვების უფლება. აღნიშნულ საკითხზე გამოთქმული ბრალდებები წარმოადგენს სიცრუესა და სპეკულაციას. ერთადერთი მოთხოვნა არის პოლიტიკური მიზნით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ინდივიდუალურად შევხვდით საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროპარლამენტის დელეგაციას, ავუხსენით მათ გადაწყვეტილების შინაარსი და დავუდასტურეთ, რომ ამას არანაირი კავშირი არ აქვს სადამკვირვებლო პროცესთან, სიცრუის ტირაჟირება არათუ არ შემცირებულა, არამედ კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც საფრთხე შეუქმნა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. სამწუხაროა, რომ ორგანიზაცია, რომლის სახელწოდებაც უკავშირდება გამჭვირვალობას, პირველი აღმოჩნდა, რომელმაც უარი თქვა გამჭვირვალობაზე და ამის ნაცვლად აირჩია კანონის უზენაესობის პრინციპზე თავდასხმა. ამ ორგანიზაციას, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად, არ სურს საზოგადოებას გაუმხილოს თუ რა მიზნით იხარჯება ათობით მილიონი ლარი მაშინ, როცა თავად კანონზე მაღლა ცდილობენ დადგომას. იმ შემთხვევაში თუკი ამ ორგანიზაციების მიერ მოხდებოდა პოლიტიკური მიზნებით გაწეული დანახარჯების საზოგადოებისთვის გასაჯაროება, ფარდა აეხდებოდა ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობისთვის აშკარა გახდებოდა თუ როგორ იმართებოდა მთელი რიგი პროცესები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის. გამჭვირვალობის შემთხვევაში ნათლად გამოჩნდებოდა თუ რა ფინანსური ინტერესები დგას, მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზნით გაკეთებული განცხადებების უკან. საქართველოს კონსტიტუცია ცალსახად აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, ხოლო არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიის უმთავრეს წინაპირობას. არავის არ უნდა მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ ეჭვქვეშ დააყენოს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შედეგები. აღნიშნულიდან გამომდინარე და ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებლად მივიჩნევთ გამოვიყენოთ დისკრეცია და გავაუქმოთ ყველა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ეს ორგანიზაციები დავავალდებულეთ გამჭვირვალე გაეხადათ პოლიტიკურ პროცესებში გაწეული დანახარჯები და ეს გაეცნოთ საზოგადოებისთვის. ანტიკორუფციული ბიურო გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებული არჩევანის სადარაჯოზე დგომას. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, ანტიკორუფციულ ბიუროს მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობასა" და "გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციად აღიარებულ სხვა სუბიექტებთან" დაკავშირებული გადაწყვეტილება შეცვალოს. „სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსი მოეხსნას - მოვუწოდებ საქართველოს ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას აღნიშნული ორგანიზაციის და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ“,- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტიკორუფციული ბიუროს 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" და "აირჩიე ევროპა" „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად“ გამოცხადდნენ, რის გამოც მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი უნდა გავრცელებულიყო. იპნ
  20. ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში, - ამის შესახე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან პირისპირ გამართული შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. „ბატონო პრეზიდენტო, მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. პოლონეთში ჩემი ბოლო ვიზიტიდან თითქმის ორი წელი გავიდა. საქართველო და ქართველი ხალხი თავის ევროპულ გზაზე ყოველთვის გრძნობდა და გრძნობს პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას. ყველა მნიშვნელოვან მომენტში, როცა ამ ევროპულ გზაზე საქართველოს ახალი ნაბიჯი უნდა გადაედგა, ყოველ ამ ეტაპზე, პოლონეთი, პოლონეთის ხალხი და პოლონეთის ხელისუფლება იყო საქართველოს გვერდით და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ჩემგან და საქართველოს მოსახლეობისგან, რომელმაც იცის, რომ პოლონეთი საქართველოს დიდი მეგობარია. ამჯერად, ვარშავაში ჩემი ვიზიტი მაშინ ტარდება, როცა ჩვენ ყველა გარდამტეხ დროსა და ეპოქაში ვიმყოფებით. ეს მომენტი გარდამტეხია მსოფლიოსთვის, კიდევ უფრო ევროპისა და საქართველოსთვის. ევროპის შუაგულში უკვე ორწელიწადნახევარზე მეტია რაც რუსეთის უსასტიკესი აგრესია მიმდინარეობს, ომი უკრაინის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის წინააღმდეგ. 951 დღე (თუ არ ვცდები) და ეს ის დღეებია, როცა რუსეთმა ვერ შეძლო და ვერ შეარყია უკრაინელების მხნე ბრძოლა, რომელიც დღემდე გრძელდება. ის, რაც რუსეთს ეგონა იქნებოდა მოკლე კამპანია (3 დღიანი თუ არ ვცდები) გაგრძელდა და დღემდე რუსეთმა ვერაფერი მოუხერხა. პირიქით, ამ დროს აღმოჩნდა თუ როგორია უკრაინის მიმართ ევროპის, დასავლეთის სოლიდარობა, რასაც ასევე არ ელოდება რუსეთი. ევროპამაც და ამერიკამაც კარგად იცის, მაგრამ ჩვენც, ქართველებმაც ვიცით, რომ უკრაინა იბრძვის არამხოლოდ საკუთარი დამოუკიდებლობის, სუვერენობის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის, არამედ იბრძვის ყველასთვის - მთლიანად ევროპისთვის და მათ შორის, ჩვენთვის, ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც რუსეთის მეზობლადაა და ვისაც უკვე გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. ევროპაში მშვიდობა შეიძლება მხოლოდ რუსეთმა დაარღვიოს. ევროპა შეიქმნა მშვიდობისთვის, ევროპაში ერთმანეთის წინააღმდეგ არცერთი ომი ყოფილა, და მითუმეტეს, რუსეთთან მიმართებაში. მე დღეს მონაწილეობა მივიღე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში, სადაც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომსა და ასვე ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოების გამოწვევებზე იყო მსჯელობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმია და მასში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტისთვის დიდი პატივია”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
  21. დღეს “ოცნება” დაცლილია ფასეულობებისგან და მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობს. “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/544793287928294/
  22. მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის “ოცნება” ახდა და არსად არაფერი არ არის მასში ქართული, მხოლოდ ივანიშვილი გამდიდრდა და ხალხი გაღარიბდა, მხოლოდ ივანიშვილის უფლებები და ინტერესებია მთავარი და ამისთვის ის მზად არის ქვეყანა, მის ხალხი შესწიროს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1461088107913626/
  23. პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრი და საარჩევნო სიის მე-3 ნომერი, დიმიტრი ცქიტიშვილი პარლამენტთან მიმდინარე შუქრუთელების პროტესტს ეხმაურება და მოშიმშილეთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. მისი თქმით, მთავრობა, რომლის პირდაპირი ვალდებულება და პირადი პასუხისმგებლობაა ამ კრიზისში შუამავლობაა, „უსირცხვილოდ დუმს და ერთადერთი რასაც აკეთებს, ცდილობს დაზარალებული მოსახლეობის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას”. ცქიტიშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” არგუმენტი, თითქოს პროტესტის მონაწილეებს კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ, არ ასახავს სრულ სურათს და ესაა საკითხით მანიპულირება. დიმიტრი ცქიტიშვილი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, „შეწყვიტოს უმოქმედობა და დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლო ინტერესი, მათი ჯანმრთელობა, ვიდრე მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება”. ასევე, საქართველოს პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრს, სასწრაფონ ჩაერთონ პროცესში და უზრუნველყონ საკითხის სამართლიანი და გამჭვირვალე დარეგულირება. სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უკვე 30 დღეა შიმშილობს. შუქრუთელებმა 19 სექტემბერს, მთავრობის კანცელარიაში ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით წერილი შეიტანეს, თუმცა ამ დრომდე მათ კობახიძე არ შეხვედრია. ისინი თბილისში პროტესტის გასაგრძელებლად 11 სექტემბერს ჩამოვიდნენ. შუქრუთელები ცენტრალურ ხელისუფლებას პროცესში ჩართულობას სთხოვენ, რათა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა” მათთან აღებული ვალდებულებები შეასრულოს. მათი მოთხოვნაა, მიიღონ ანაზღაურება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. ეს ვალდებულება კომპანიამ მათთან 2021 წელს აიღო და გაფორმდა წერილობითი ხელშეკრულებაც. თუმცა, პროტესტის მონაწილეების თქმით, კომპანიამ უგულებელყო სამი წლის წინ დადებული შეთანხმება, ხოლო სამხარაულის ბიუროს დასკვნას არ ასაჯაროებს. პუბლიკა
  24. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკის. რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?“- წერს საელჩო. იპნ
  25. იქნება ლავროვის, ზატულინის განცხადებები თუ დამატებით ტერიტორიებზე მარიონეტული რეჟიმების მიერ წამოყენებული პრეტენზიები, ეს ცალსახად აჩვენებს, თუ რამხელა საფრთხეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის თავად „ივანიშვილის ოცნება“, - ეს შეფასება მედიასთან პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ გააკეთა. აქუბარდიას აზრით, “ქართული ოცნება“ სადღაც კულუარულად, ბნელ ოთახებში არაფორმალურ საუბრებს აწარმოებს და “გარეჯი საქართველოა“-ს მსგავსი მაშველი რგოლის ძიებას ცდილობს“. მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლეთს კარს უკეტავს, ამით არაღიარების პოლიტიკას დამატებითი საფრთხის წინაშე აყენებს. „ქართული ოცნება სერგეი ლავროვის განცხადებას მიესალმა, რომელმაც სრულიად მკაფიოდ თქვა, რომ სამ ქვეყანას შორის ისტორიული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა მოხდეს. ეს საქართველოს სუვერენიტეტის სრულიად ღიად დამრღვევი მორიგი განცხადება იყო. ამის მისალმება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ არა თუ საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას იცავს, არამედ სუვერენიტეტს დამატებით საფრთხეებს უქმნის. ჩვენ დავსვით კითხვა, რა გეგმა აქვს „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის ნამდვილი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად, მაშინ როდესაც არც მარიონეტულ რეჟიმებს და არც რუსეთს აღიარება უკან არ წაუღია და არც საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე გაუკეთებია განაცხადი. ამ ყველაფერზე არის დუმილი და არის მისალმება“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
×
×
  • შექმენი...