-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
"თუ ხელისუფლებაში დარჩა "ოცნება", საქართველოსთვის ევროპული გაერთიანების კარი იქნება დაკეტილი, რაც პირდაპირ და ღიად გვითხრეს, ამიტომ ნუ გავაკეთებთ დარჩენილ 2-3 კვირაში იმას, რომ "ოცნებას" გავამარჯვებინოთ, რომელიც უკვე დამარცხებულია ისედაც. ეს არის ჩემთვის მთავარია ამოცანა. თან ისე დავამრცხოთ, რომ "ნაცები" ვერ დაბრუნდნენ უკან. ქარტიასაც ამ მიზეზით მოვაწერეთ ხელი." გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. "გახარიას კვირა"
-
დღეს, ორგანიზაცია "ახალგაზრდები საქართველოსთვის" შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა წარმოადგინეს გუნდის პროგრამული ხედვა-" ახალგაზრდების ჩართულობა რეგიონის წინსვლასა და პოლიტიკაში". კონფერენციას ესწრებოდნენ რეგიონის ახალგაზრდა დელეგატები, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრები და სამოქალაქო სექტორი. ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა (ვიდეო)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
25 "გახარია საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა პროგრამა სრულად შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე : https://forgeo.ge/ka ვიდეო: https://www.facebook.com/61565348820977/videos/1502509127128200 -
"გპირდებით, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ამერიკას, ევროპასაც დაელაპარაკება და რუსეთთან დალაპარაკების შესაძლებლობაც გვექნება. ოღონდ ისე კი არა ესენი ("ქართული ოცნება") ბოდიშით რო იწყებენ ლაპარაკს, არაფერი დაგიშავებია, შენ ხარ ოკუპირებული, შენ წაგართვეს ტერიტორიები, შენ მოგიწყეს ეთნიკური წმენდა და ბოდიშით იწყებ. თან არ ხსნი ამ ბოდიშს ვის უხდი და რატომ. მერე გამოდიხარ და სოხუმის დაცემის დღეს შენ ქვეყანას აბრალებ ომის დაწყებას. ამბობ ომი ჩვენ დავიწყეთ და ამიტომ გვიპასუხა რუსეთმაო - ეს არის ღალატი." გიორგი გახარია - პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. FDownloader.Net_AQMQ0MHLKwIp5P6bUU0hFibvrv2yn7e_OjHSeBF9_fLzCvMHtQ4BEEMEumgNZecyAWUc00Sa7gddPOhpHrqj92zK_720p_(HD).mp4
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას (ფოტოები)
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას: All rea -
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, უწყების სანქცირებული თანამშრომლები, ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მილერი ლაგაზაური ხელფასს „ჩვეულებრივად იღებენ“. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა. „ძალიან კარგად ვუხდით ხელფასს. ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს“, – განაცხადა გომელაურმა. ჟურნალისტის კითხვაზე, ხელზე იღებენ თუ არა ხელფას შსს-ის სანქცირებული თანამშრომლები, გომელაური პასუხობს: „ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს [რომელი ბანკი ემსახურება]? მე არ ვარ ვალდებული ყველა თანამშრომელზე ვიცოდე რომელ ბანკში იღებენ. ეგ არის ინდივიდუალური, თუ მინდა ავიღებ ერთ ბანკში, თუ მინდა მეორეში, თუ მინდა მესამეში. არ ვიცი რომელ ბანკში იღებენ“, – განაცხადა გომელაურმა. ამასთან კითხვაზე, ელოდება თუ არა თავად, რომ სანქცირებულთა სიაში იქნება, გომელაური პასუხობს, რომ „პრობლემა არ აქვს. „მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, ჩემი სამშობლოს გულისთვის ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის. ვფიქრობ შეცდომაა ეს [სანქციები], გაირკვევა და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა [აშშ-ის სახელმწიფო] დეპარტამენტმა“, – განაცხადა გომელაურმა. 16 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა. სანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია. ზვიად ხარაზიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში აქვს ჩაბარებული, მას საბანკო ანგარიში „თიბისი ბანკში“ აქვს. სწორედ „თიბისი ბანკში“ ერიცხება მას ხელფასი. თუმცა, როგორც დარგის ექსპერტები ამბობენ, თითქმის გამორიცხულია, რომ „თიბისი ბანკი“ სანქცირებულ პირებს მოემსახუროს და დიდი ალბათობით, მათ ანგარიშებს დახურავდა. ვინაიდან, წინაააღმდეგ შემთხვევაში, თავად ბანკს შეექმნება პრობლემები, რადგან ის ლონდონის ბირჟაზეა,, რაც იმას ნიშნავს, რომ „თიბისის“ აქციებს ფლობს სხვადასხვა იურისდიქციის წარმომადგენელი ინვესტორები და მათ შორის, ამერიკელებიც. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით რეგულაცია 2023 წლის შემოდგომაზე შეცვალა – როცა აშშ-მა საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამ ცვლილების მიხედვით, სანქციათა რეჟიმი საქართველოს მოქალაქეზე იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი საქართველოში. იმავე პრინციპით გავრცელდება სანქციათა რეჟიმი იმ იურიდიულ პირზე, რომლის წილსაც სანქცირებული საქართველოს მოქალაქე ფლობს. მას შემდეგ კი, რაც 16 სექტემბერს აშშ-მა ფინანსური სანქციები საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესა, გაჩნდა კითხვა, ბანკები დაემორჩილებიან სანქციების საერთაშორისო რეჟიმს თუ ეროვნული ბანკის მითითებას, რომელიც ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. საბანკო ასოციაციის განცხადებით, საბანკო სისტემა „განუხრელად დაიცავს“ საერთაშორისო სანქციებს. ნეტგაზეთი
-
კალაძე ჰერჩინსკიზე: ყველა განვითარებულ ქვეყანაში გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
თბილისის მერი და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი, კახა კალაძე ამბობს, რომ „განვითარებული ქვეყნიდან” ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის „გააპანღურებდნენ“. კახა კალაძისთვის მიუღებელია ჰერჩინსკის განცხადება, რომლითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩმა „ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერებს, რომლებიც რუსეთის მიერ დაბომბილ უკრაინაა გამოსახული, „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი” უწოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კახა კალაძე სიტყვა „გაპანღურებას” იყენებს ევროპელი პარტნიორების მისამართით. მაისში მან სამარცხვინო ფაქტი” უწოდებს ევროპელი პოლიტიკოსების რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მისვლას და თქვა, რომ „ყველა განვითარებული ქვეყანა მოიქცეოდა ისე, რომ ხელს მოკიდებდა ამ საგარეო საქმეთა მინისტრებს და პანღურებით გაყრიდა ქვეყნიდან”. პუბლიკა -
რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოადანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა. მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო დიდ ტანჯვაში ეფლობა, რომელიც, ძირითადად, უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს აზარალებს. მისი თქმით, ცეცლი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. „მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, როგორიც ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რამაც რეგიონი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს. ყველა ერს აქვს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში არსებობის უფლება და მათ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა ან შეჭრა; სუვერენიტეტის პატივისცემა და უზრუნველყოფა დიალოგითა და მშვიდობით უნდა მოხდეს და არა სიძულვილითა და ომით“, - აღნიშნა რომის პაპმა. იპნ
-
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ეს ძალადობა უნდა დაგმოს. მისი თქმით, გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები. „ამ შემზარავ თავდასხმას ისრაელის და სხვა ქვეყნების 1 250-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ქალები და ბავშვები. 250-ზე მეტი კი გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმამ სულებს დაღი დაასვა. გვახსოვს ყველა, ვინც სასტიკად მოკლეს და ენით აღუწერელი ძალადობა განიცადა. გლობალურმა საზოგადოებამ ხმამაღლა უნდა დაგმოს „ჰამასის“ ამაზრზენი ქმედებები, მათ შორის მძევლების გატაცება“, - აღნიშნა გუტერეშმა. მისი თქმით, მოითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას, მანამდე კი „ჰამასმა“ „წითელი ჯვრისა და ნახევარმთვარის“ საზოგადოებას ამ მძევლების მონახულების საშუალება უნდა მისცეს. მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ შოკისმომგვრელი ძალადობა და სისხლისღვრა დაიწყო. „ომი, რომელიც მოჰყვა ერთი წლის წინანდელ საშინელ თავდასხმებს იწირავს ადამიანების სიცოცხლეს და იწვევს ღრმა ადამიანურ ტანჯვას პალესტინელებისად ღაზაში და ასევე ლიბანელი ხალხის. მძევლების გათავისუფლების დროა, იარაღის გაჩუმების დროა, იმ ტანჯვის შეწყვეტის დროა, რომელმაც რეგიონი მოიცვა. მშვიდობის, საერთაშორისო კანონის და სამართლის დროა. გაერო სრულად არის მოწოდებული ამ მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა გუტერეშმა. მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, არასოდეს შეწყვიტოს მუშაობა ისრაელსა და პალესტინას შორის კონფლიქტის გრძელვადიანი გადაწყვეტისთვის, სადაც ახლო აღმოსავლეთის ყველა ქვეყანა საბოლოოდ შეძლებს ერთად იცხოვროს მშვიდობიანად და ღირსეულად და ერთმანეთის პატივისცემით. იპნ
-
ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე პირი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში ჩავარდა. დაკავებულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს. იპნ
-
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია"ტვ პირველის" ეთერში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბერი ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი თარიღია. გიორგი გახარიას შეფასებით, მოახლოებული არჩევნები როგორც ქართველ ხალხს, ასევე ბიძინა ივანიშვილსაც სჭირდება იმისთვის, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ "შტატებიდან, ევროკავშირიდან, რუსეთიდან და ქართული საზოგადოების მხრიდან მასზე განხორციელებული წნეხი მოიხსნას". მეტიც, როგორც პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ "არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლებაში დარჩენა მისთვის ხელისუფლების დაკარგვის ყველაზე მოკლე გზა იქნება".
-
კითხვის ნიშნები ჩნდება, რომ საპოლიციო ძალები არა წესრიგის დაცვის, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედებისთვის იქნას გამოყენებული - ასე შეაფასა პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას. მეზვრიშვილის თქმით, "ხარება" ახლა საპოლიციო ძალების ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი არა, ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობისთვის. სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა. ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები. სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“. ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება. ტვ პირველი
-
გახარიას გუნდი არ გამორიცხავს, რომ თუკი დღის წესრიგში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო გაპრემიერების საკითხი დადგება, ისინი ამას მხარს დაუჭერენ. თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ეს მხოლოდ კონსულტაციების საგანია და ისინი თავის დროზე არც ზურაბიშვილის ხელმეორედ გაპრეზიდენტების წინააღმდეგები იყვნენ. წარმოუდგენია თუ არა სალომე ზურაბიშვილს საკუთარი თავი პრემიერ-მინისტრად ოპოზიციის შეთავაზების შემთხვევაში? - ეს კითხვა მთავარსარდალს ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ დაუსვა. პრეზიდენტმა ეს სცენარი არ გამორიცხა. ტვ პირველი
-
სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო [ივანიშვილისთვის] რაღაც გარანტიების მიცემა? - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მას აღნიშნულზე პასუხი არ აქვს, თუმცა, თუკი, „პასუხი ექნება, სადაც საჭიროა, იქ მიიტანს“. ამ კითხვის ავტორები იყვნენ თუ არა ევროპელი ლიდერები, კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - „აღარ დავაზუსტებ“. პრეზიდენტმა ინტერვიუში ასევე ისაუბრა მოახლოებულ არჩევნებსა და „ქართულ ქარტიაზე“. კითხვაზე, არის თუ არა ის მზად, თუკი „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, მათი უფლებების დაიცვას, ზურაბიშვილმა დადებითი პასუხი გასცა. „აბსოლუტურად ყველა მონაცემიდან გამომდინარე, ალბათ, ეს გუნდი პარლამენტში 25%-ით დარჩება, არ მგონია, ბევრად მეტი იყოს დღევანდელი რეალური მონაცემები, მერე შეიძლება რაღაც გაყალბების მომენტებიც... ეს არის აუცილებელი მომავალი საქართველოს დემოკრატიული პარლამენტისთვის და პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ოპოზიციურ პარტიებთან ვმუშაობ იმისთვის, რომ ამ ქარტიის ირგვლივ კონსოლიდაცია მოხდეს, რადგან ეს არის სამოქმედო გზა ევროპისკენ, მაგრამ ამავე დროს, ეს ოპოზიცია უნდა შედგეს, კონსოლიდაცია მოახდინოს და ერთმანეთში ცოტა დააწყნაროს ეს ურთიერთობები, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს. ალბათ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვისაც კარგია, ჩვენ აღარ მივიღებთ ერთპარტიულ წყობას, რაც ამ ქვეყნისთვის ყველანაირად ამოსუნთქვა იქნება, მაგრამ მეორე მხარე, ანუ ის, რაც იქნება ოპოზიცია და შეიძლება, იქაც ერთპარტიული ოპოზიცია არ იყოს, იყოს სხვა პატარა პარტიები, ისინი არიან ბუნებრივი ნაწილი პოლიტიკური ცხოვრების“, - განაცხადა პრეზიდენტმა. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის საკუთარ თავს ივანიშვილის პირისპირ, ერთი ეტაპის დასრულების, ცივილურად გაგრძელებისა და შურისძიებების გარეშე, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ „ეს აუცილებელია“. „ეს ქვეყანა ამ ეტაპზე უნდა გადავიდეს, მე ყველაფრისთვის მზად ვარ, დებატიც შევთავაზე საჯაროდ, ბევრი რამე შეიძლება ასეთი დებატითაც გაირკვეს. სიმართლეს გეტყვით, დამისვეს კითხვა, არის თუ არა საჭირო რაღაც გარანტიების მიცემა?.. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ თუ პასუხი იქნება, სადაც საჭიროა, მივიტან“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
-
რა შემთხვევაშია ბიულეტენი ბათილი | ცესკომ განკარგულება მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს, 5 ოქტომბერს ცესკომ განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის მიხედვით, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე. პუბლიკა -
სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 25 მოქალაქეს მიანიჭა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა. თბილისის საპატიო მოქალაქეებს წელს შეემატნენ: ზურაბ კახაბრიშვილი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და სპორტსმენი; მერაბ კილაძე – ქირურგი; გიორგი ჭუმბურიძე – ქირურგი, ორთოპედ-ტრავმატოლოგი; დიმიტრი ბეზარაშვილი – ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გიზო გაბესკირია – რეჟისორი; გვანჯი მანია – გეოგრაფი, მეცნიერი, ჟურნალისტი; ბიძინა სონღულაშვილი – ინჟინერი, მეტროს მუშაკი; ნათელა ვასაძე – პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გელა ფარჩუკიძე – მუსიკოსი, დირიჟორი, პედაგოგი; ნელი სალაძე – მწვრთნელი, სპორტსმენი; მზია აფრიდონიძე – მუსიკოსი, მხატვარი; გურამ ბათიაშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, პუბლიცისტი; კახა ქორიძე – არქიტექტორი, მსახიობი; გოგი მარგველაშვილი – რეჟისორი, პროფესორი; თამაზ გოდერძიშვილი – დრამატურგი, მთარგმნელი, მწერალი, სცენარისტი; ნელი კობიაშვილი – ჟურნალისტი, მწერალი; გივი სიხარულიძე – მსახიობი, მწერალი, მოცეკვავე, სპორტსმენი; ვახტანგ ცუხიშვილი – არქიტექტორი; ზურაბ ყიფშიძე – მსახიობი; გურამ კალანდაძე – გეოლოგი; ნელი ბერაია – მხატვარი, ჟურნალისტი; თენგიზ გაჩეჩილაძე – პედაგოგი, ჟურნალისტი; თეიმურაზ ლეჟავა – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ოლესია თავაძე – მხატვარი; ვილი სანიოლი – ფეხბურთელი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი. პუბლიკა
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა „ნოდარ მელაძის შაბათის” ეთერში განაცხადა. კითხვაზე, არის თუ არა ის პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატი, ზურაბიშვილი პასუხობს, რომ – არა. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ორშაბათს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს დაიწყებს მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით. ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს ვინ არის მისი კანდიდატი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, თუმცა აღნიშნავს, რომ ის არის „პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები”. ჩაკითხვაზე, არის თუ არა ზურაბიშვილი მზად იყოს პრემიერი, იმ შემთხვევაში, თუ ამას მას ოპოზიციური პარტიები შესთავაზებენ, პრეზიდენტი პასუხობს: ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო სია არჩევნებამდე იქნება წარდგენილი. პუბლიკა
-
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა 2024/10/05 15:45 ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი კიდევ ერთხელ ადასტურებს ინფორმაციას რომ ევროკავშირმა საქართველოს ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის პროცესი შეუჩერა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ქვეყანა ქართული ოცნების მმართველობის მესამე ვადის მიწურულს უმძიმესი შედეგებით ხვდება, ეს კი მთლიანად ივანიშვილის გუნდის პასუხისმგებლობაა. ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ თუ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, საქართველოსთვის დასავლური ორგანიაზაციების კარი სამუდამოდ ჩაიკეტება. პალიტრანიუსი
-
ორბელიანების სასახლეში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ნათია მეზვრიშვილის შეხვედრა დასრულდა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი პრეზიდენტის ევროპის ქვეყნებში ვიზიტს შეეხო. „პირველ რიგში, მის ძალიან წარმატებულ ვიზიტზე ვისაუბრეთ, განსხვავებით „ოცნების" ვიზიტებისგან, რომელსაც ყველა ტიპის საერთაშორისო ვიზიტი და კომუნიკაცია გაუუქმეს, მაღალი დონის დელეგაციებთან, გასაგები მიზეზების გამო და ამის ფონზე ქვეყნისთვის კარგია ის ვიზიტები, რომელიც პრეზიდენტს გასული დღეების განმავლობაში, ევროპაში ჰქონდა. ვისაუბრეთ, იმ პროცესზე, რომლის წარმართვასაც პრეზიდენტი აპირებს. როგორ უყურებს ის „ქართული ქარტიის“ შესრულების პროცესს. არ ყოფილა არც პრემიერობის ან პოტენციური ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით საუბარი. პრეზიდენტი აპირებს, რომ რაღაც პროცესი, რომელიც დაიწყო გააგრძელოს, გარკვეულ ფორმატში და ამას შემდეგ თვითონ გაუზიარებს საზოგადოებას.ბუნებრივია ჩვენ როგორც ქარტიაზე ხელის მომწერები, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობას მივიღებთ. არანაირი საუბარი სანქციებზე არ ყოფილა. საუბარი მის წარმატებულ ვიზიტს შეეხო და ასევე ვისაუბრეთ, რომ საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა როგორც წინასაარჩევნო, ისე არჩევნების შემდგომ პერიოდში. ყველას ინტერესია, რომ საქართველო მალე დაწინაურდეს ევროინტეგრაციის გზაზე. გაშვებული შესაძლებლობების, რომელიც ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა, რეალურად ამ პროცესში დაგვაგვიანა და ჩამორჩენილები ვართ, განსხვავებით სხვა ქვეყნებთან, რომლებიც არაფრით გვჯობიან, არცერთი მიმართულები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამ პროცესის დაჩქარებით არიან დაინტერესებული",- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებთან პოლიტიკურ კონსულტაციებს მართავს. იპნ
-
საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, თუ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. ამის შესახებ ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. როგორც კალანდარიშვილმა განმარტა, არჩევნებში მონაწილეობას ის ამომრჩევლებიც შეძლებენ, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან. „საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები, რომელთა რეგისტრაციის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ოკუპირებულ ტერიტორიაზეა ან გაურკვეველია, არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დადგენილების თანახმად, 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში დამატებით შევლენ ზემოაღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც 7 ოქტომბრის ჩათვლით დგანან საკონსულო აღრიცხვაზე. ასევე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ 7 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში. ამასთან, მათ უნდა ჰქონდეთ, იურიდიული ძალის მქონე, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გადაწყვეტილება ცესკომ ერთხმად მიიღო და წერტილი დაუსვა ამ თემაზე ყოველგვარ სპეკულაციას. ინიცირებული დადგენილების შინაარსმა და მისმა ინიციატორმა წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან, ასევე ცესკოს სხვა პარტიულმა წევრებმა, თავიანთ განცხადებებში დაადასტურეს, რომ კანონის თანახმად ცესკო პროცედურების სრული დაცვით მიყვებოდა კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ მოცემულობით აღნიშნული კატეგორიის ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობა იყო შეუძლებელი. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო დადგენილების მიღება, რომ მათ ეს უფლება მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ინიცირებულ დადგენილების პროექტში იყო ტექნიკური უზუსტობები, ასევე საკანონმდებლო ვადებთან დაკავშირებული შეუსაბამობები. აღნიშნულთან დაკავშირებით კონსენსუსი შესაძლებელი გახადა კომისიის წევრის ქართული ოცნებიდან ინიცირებულმა დაზუსტებებმა და ცვლილებებმა, რის შედეგადაც აღმოიფხვრა საკანონმდებლო წინააღმდეგობები და გაფართოვდა პირთა წრე, რომლებიც ამ დადგენილების საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ. საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია, ყველა ამომრჩეველმა შეძლოს მისი კონსტიტუციური უფლების განხორციელება. შესაბამისად, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ აღნიშნული კატეგორიის ამომრჩევლებს, გაიარონ რეგისტრაცია უკვე შექმნილ საარჩევნო უბნებზე“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, დღესვე, სხდომაზე ცესკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განკარგულება მიიღო და არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა. „გადაწყვეტილების თანახმად, დეტალურად განიმარტა ბიულეტენის შევსების წესი და ბიულეტენის ბათილობის საფუძვლები. წესის თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე, ხოლო ბათილია ბიულეტენი თუ: გაფერადებულია/მონიშნულიანებისმიერიფორმითერთზემეტიპარტიისსახელწოდებისწინარსებულიწრისშიდასივრცე; არარისგაფერადებული/მონიშნულიარცერთიპარტიისსახელწოდებისწინარსებულიწრისშიდასივრცე. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ჩვენ ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას და ამომრჩევლების ინფორმირებას, იმისათვის, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. იპნ
-
“ოცნებას” კონსპირაციული თეორიები სჭირდება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით. დასანქცირებული ხელისუფლება ძალიან დიდი დაღია ქართული სახელმწიფოსთვის, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება. დიმიტრი ცქიტიშვილი, partia "gaxaria saqarTvelosTvis" wevri. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2945104902296745/
-
ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერვინსკიმ განაცხადა. როგორც მან მედიასთან განმარტა, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, არ განეხორციელებინა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში და არ ჰქონოდა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში იმ რიტორიკის გამო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის მიმართ აქვს. „რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ უკვე მიმდინარე წლის ივნისში ჩვენ გვქონდა შიდა განხილვა ჩვენს წევრ სახელმწიფოებთან როგორ უნდა მივდგომოდით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ როგორც არამეგობრულს ევროკავშირის მიმართ. ასევე, განვიხილეთ, როგორ უნდა მივდგომოდით ანტიდასავლურ და ანტიევროპულ ნარატივს, პროპაგანდასა და კონსპირაციის თეორიას და გადავწყვიტეთ, როგორც ევროკავშირმა, რომ არ გვქონოდა არანაირი მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს არსებულ ხელისუფლებასთან და სწორედ ამიტომ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში არ ყოფილა მაღალი დონის ვიზიტები საქართველოში, არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, რომ შეგვეჩერებინა ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. იპნ
-
თუ არჩევნები არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ის, რისი გამოცდილებაც ევროკავშირს აქვს ბელარუსის შემთხვევაში და იმედი გამოთქვა, რომ არასდროს მოხდება საქართველოს შემთხვევაში. “იმედი მაქვს, არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. იქნება კონკურენტული, ინკლუზიური, გამჭვირვალე. ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად. თუმცა, თუკი ის არ ჩატარდება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ეს იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დასკვნა, ჩვენ დაველოდებით ეუთო/ოდირის შეფასებას, მაშინ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით ვუპასუხოთ მოვლენების ნებისმიერ განვითარებას, მათ შორის ყველაზე უარეს სცენარს - საარჩევნო ძალადობას და არჩევნების შესაძლო გაყალბებას. ეს არის ის, რისი გამოცდილებაც გვაქვს ბელარუსის შემთხვევაში და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ამის გამოცდილება არასდროს გვექნება საქართველოს შემთხვევაში“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ