-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პრესსამსახური ავრცელებს. ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 2025 წლის თებერვლიდან დაიწყებს და აღნიშნულ თანამდებობაზე კრისტოფ ჰოისგენს შეცვლის. შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა. 1-ელ ოქტომბერს იგი ნიდერლანდების ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ჩაანაცვლა. იპნ
-
„ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია - სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, „არაფრის მომცემ ღონისძიებას“ არ დაესწრო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც „2028 წლის „ფანტასტიკურ წინასწარმეტყველებებზე“ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო“. „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამამ, რომლის პრეზენტაციაც გუშინ ქვეყნის ვერშემდგარმა პრემიერ-მინისტრმა გამართა, კიდევ ერთხელ ნათელი გახადა, რომ „ოცნებას“ არანაირი რესურსი იმისა, რომ ხელისუფლებაში დარჩეს, არ გააჩნია. ისინი ატყუებენ არამხოლოდ ჩვენს მოსახლეობას, არამედ ერთმანეთს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს ერთს, ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი პროგნოზები კი - მეორეს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, 2028 წლისთვის ქვეყნის მშპ-ს, ბიუჯეტის და სხვა ეკონომიური მაჩვენებლების ზეოპტიმისტური სცენარებით კობახიძის მიერ წარმოჩინება, როცა ქვეყნის საგარეო მხარდაჭერა ევროკავშირიდან, შტატებიდან, პრაქტიკულად, განულებულია და ეს მომავალი წლის ბიუჯეტშიც კარგად ჩანს - კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ, სჯობს, კობახიძე შეეშვას ეკონომიკას და ძალების მოსინჯვა კვლავ იურისპრუდენციაში გააგრძელოს. როგორც ჩანს, სწორედ ამგვარ, არაფრის მომცემ ღონისძიებაზე, არ დაესწრო სიის პირველი ნომერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც 2028 წლის „ფანტასტიკურ წინასწარმეტყველებებზე“ საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა არ აიღო. 4-წლიან ჭრილში გაცემულ დაპირებებზე მას საკმაოდ ცუდი გამოცდილება აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალურად დაიძლიოს სიღარიბე, უნდა მოხდეს სოციალური დაცვის სისტემის დეპოლიტიზირება, მინიმალური სოციალური გარანტიების - მინიმალური ხელფასის, უმუშევრობის დაზღვევის, ასაკობრივი პენსიის და სოციალური შემწეობის ზრდა. სახელმწიფო ბიუროკრატიის ახალგაზრდების დასაქმებაზე ორიენტირება და სისტემური გრძელვადიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება - არც პროგრამაში და არც მომავალი წლის ბიუჯეტში ასახული არ არის. ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ჭირდება ყველაფერი ის, რაც ჩვენი გუნდის „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის პროგრამაშია ასახული და არა ის „არაფერი“, რომელიც „ოცნების“ სადღეგრძელოებშია ასახული. ამიტომ, ჩვენი წინადადება წინასაარჩევნო დებატებზე კვლავ ძალაშია და მათივე პარტიულ ტელევიზიებში, მზად ვართ, საზოგადოებას ვაჩვენოთ „ოცნების“ მატყუარა სახე და რეალური გზა ეკონომიკური წინსვლისთვის და ევროპული კეთილდღეობისთვის. ამასთან, შეგვიძლია, სრულიად უსასყიდლოდ, ეკონომიკური პოლიტიკის საწყისებზე ცოტა მეტი ცოდნა გავუზიაროთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. იპნ
-
ახლა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე გარდამტეხი მომენტია და ჩემი აზრით, ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს, რათა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ვალი. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520342010812181/
-
3 ოქტომბერს გერმანიის ერთიანობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის და ოპოზიციის წევრები მიწვეულები არ იყვნენ. ამის შესახებ ღონისძიებაზე ისაუბრა გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა და განმარტა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის „ქართველების და ქართველებისთვის”, ხოლო გერმანია მასში არ ერევა. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, მაგრამ ქვეყანა დგას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის და 30-წლიანი პრივილეგირებული პარტნიორობის დაკარგვის რისკის წინაშე. პუბლიკა
-
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ - იგეგმება რეზოლუციის მიღებაც
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე იქნება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის მოხსენება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა. ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით „დემოკრატიული უკუსვლა და პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხეები საქართველოში”. ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც – წარდგენილია 7 რეზოლუციის პროექტი, რომლის საბოლოო შეჯერებულ ვარიანტს დეპუტატები კენჭს, სავარაუდოდ, ხვალ უყრიან. ერთ-ერთი პროექტი ეკუთვნის ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს, რომელთა წევრებიც არიან რასა იუკნევიჩიენე, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მირიამ ლექსმანი და სხვები. დეპუტატები რეზოლუციის პროექტით გმობენ რუსულ და ჰომოფობიურ კანონებს, რომლებსაც ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოდ აფასებენ და მიუთითებენ, რომ ისინი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში გაწევრების ამბიციებთან, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და საფრთხეში აგდებს მის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სანამ ეს კანონმდებლობები არ გაუქმდება, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში პროგრესი ვერ მიიღწევა. დოკუმენტში საუბარია, რომ ევროპარლამენტი მმართველი პარტიის მხრიდან მოახლოებულ არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობის ნების პატივისცემას და დამარცხების შემთხვევაში, ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარებას მოელის. დეპუტატები მოუწოდებენ „ქართველი ოცნების” წევრებს, რომ შეწყვიტონ სიძულვილის ენა და ზეწოლა, რაც მიმართულია ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ. ამასთან, აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს სამომავლო დემოკრატიული განვითარებისა და გეოპოლიტიკური არჩევანისთვის. რეზოლუციის პროექტში ნახსენებია ბიძინა ივანიშვილის პირადი როლი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისში და განმეორებულია მოწოდება EU ინსტიტუტების მიმართ, რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილების საწინააღმდეგოდ საქმიანობისა და პოლიტიკური პროცესის გაუარესების გამო მას პერსონალური სანქციები დაუწესონ. რეზოლუციის პროექტი წარმოდგენილი აქვს S&D Group ჯგუფსაც, სადაც ასევე საუბარია ბოლო დროს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონებსა და ევროკავშირის ღირებულებებთან მათ შეუთავსებლობაზე – დეპუტატები პარლამენტს მოუწოდებენ, რომ გაიწვიონ ეს კანონები და თავი შეიკავონ სხვა ისეთი პროექტების წარდგენისგან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიის პრინციპებთან, კანონის უზენაესობასთან და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან. Renew Group-ის მიერ წარდგენილ პროექტშიც გაჟღერებულია სანქციების დაწესების მოწოდება მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას – დეპუტატები მიმართავენ საბჭოს, განიხილოს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილისადმი. ასევე, მოუწოდებენ საქართველოს კომერციულ ბანკებს, შეასრულონ საერთაშორისო სანქციები. დამატებით, დეპუტატები მოუწოდებენ საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, რომ დაუწესოს სანქციები რუსეთს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად ეფექტური ზომები მიიღოს. დოკუმენტში გამოხატულია შეშფოთება რუსულ პოლიტიკასთან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულების, ასევე, „ქართული ოცნების” პარტიის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის ძალადობრივი ფოტოების საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებისა და დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით გამოყენების მიმართ. ამასთან, საუბარია ჰომოფობიურ კანონზე და ხაზგასმულია, რომ მისი ამოქმედებიდან ორ დღეში საქართველოში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. პუბლიკა -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ". აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესებში აშშ-ის მიერ სანქცირებული ხარაზიშვილის ჩართვა დაუშვებელია. ორგანიზაციის შეფასებით, საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ზვიად ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე-ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა. „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, არჩევნებთან დაკავშირებულ პროცესში ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ იქნება ჩართული. 2024 წლის 30 სექტემბერს შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოსცა ბრძანება „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“. აღნიშნული ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში და თბილისში იქმნება „სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები“ - ე.წ. „ტერიტორიული ჯგუფები“. მსგავსი აქტები შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ წინა საერთო არჩევნების დროსაც გამოიცემოდა ხოლმე. თუმცა, ამჯერად სიახლე ის არის, რომ 2016 და 2020 წლებისგან განსხვავებით, ტერიტორიული ჯგუფების შემადგენლობაში, სხვებთან ერთად, შედის არა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული დანაყოფის ხელმძღვანელი, როგორც უწინ იყო, არამედ სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი. აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობას კი დღემდე იკავებს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც პოლიტიკური ოპონენტებისა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სისასტიკით არის ცნობილი. საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ზ. ხარაზიშვილი დღემდე არათუ თანამდებობიდან არ გაათავისუფლა, არამედ მას არჩევნებთან დაკავშირებული პროცესების დე-ფაქტო ზედამხედველის ფუნქციაც ჩააბარა. ამ მხრივ, ასევე საგანგაშოა მინისტრის ზემოაღნიშნული ბრძანების დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ნორმაც, რომლის თანახმად, საპოლიციო ძალებმა „პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები“ შეიძლება განახორციელონ, მათ შორის, „კენჭისყრის შენობის მიმდებარედ ხალხის ნაკადის არსებობის შემთხვევაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ „ხარება“ და მისი მონაწილეობით შექმნილი “ტერიტორიული ჯგუფები” შეიძლება მოქმედებაში მოვიდნენ იმ შემთხვევაშიც, თუ საარჩევნო უბნების შორიახლოს ხალხი იქნება შეკრებილი, თუნდაც მშვიდობიანად. მინისტრის ბრძანების ამ დებულებას არა მხოლოდ არ გააჩნია რაიმე კანონიერი საფუძველი, არამედ იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებულ შეკრების თავისუფლებას. მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაუყოვნებლივ შეცვალოს თავისი ბრძანება და გააუქმოს, როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარმომადგენლის მონაწილეობა ე.წ. „ტერიტორიულ ჯგუფებში“, ისე საპოლიციო ძალების უფლებამოსილება, მიიღონ ე.წ. „პრევენციული ზომები“ საარჩევნო უბნებთან მშვიდობიანად შეკრებილი ამომრჩევლების წინააღმდეგ“,- ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან. არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066077161432457/
-
ახალციხის მუნიციპალიტეტის 42 სოფელს სასმელი წყლით ულიცენზიო კომპანია უზრუნველყოფს, შესაბამისად არ ხდება წყლის ლაბორატორიულად შემოწმება, - ამის შესახებ აუდიტი თავის ბოლო დასკვნაში წერს. დღეს, "გახარია საქართველოსთვის" სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელმა და დეპუტატობის კანდიდატთა სიის 20-ე ნომერმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგი გამართა, სადაც განმარტა, რომ საჭიროა მომავალმა პარლამენტმა შეიმუშაოს გეგმა, რომელიც დაარეგულირებს სასმელი წყლის მიწოდების საკითხს, რათა მოქალაქეებისთვის წყლის მიწოდება მხოლოდ ლიცენზირებული კომპანიებისთვის იყოს შესაძლებელი. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც "სურსათის ეროვნულმა სააგენტომ" საკუთარ მონიტორინგის ანგარიშში, ახალციხის რამდენიმე სკოლაში დაბინძურებული და ჯანმრთელობისთვის საშიში სასმელი წყლის შესახებ დაწერა. ვიდეო: https://www.facebook.com/61560574421577/videos/1185218049242065 TOK TV Georgia
-
2022-2023 წლებში 14 911-მა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა. მათგან ბიჭია 8502 და გოგო – 6409. როგორც გოგონებში, ისე ბიჭებში, ყველაზე მეტმა მოსწავლემ სკოლა მეათე კლასში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. 2022-2023 წლების ეს მონაცემი მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლების მონაცემებს, რომელიც 2013 წლიდან აღირიცხება. აღნიშნულ რიცხვთან ახლოს არის მხოლოდ 2013-2014 წლების მონაცემი, როცა ორივე წლის ჯამში სკოლა 14 057-მა მოსწავლემ დატოვა. სტატისტიკურ მონაცემებში იკვეთება ტენდენცია, რომ მოსწავლეებში, რომლებიც სწავლას წყვეტენ, ბიჭები ყოველთვის აღემატებიან გოგოებს და ყველაზე მეტი მოსწავლე სკოლას ცხრა კლასის დასრულების შემდეგ, მეათე კლასში ტოვებს. ყველაზე მცირე რაოდენობის, 7050 მოსწავლეს სკოლა დატოვებული აქვს 2020-2021, ანუ კოვიდპანდემიის წლებში. მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, როდესაც მოსწავლეებს მიღებული აქვთ საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი, პროფესიულ სასწავლებლებში შეუძლიათ სწავლის გაგრძელება. თუმცა საქსტატი არ ფლობს მონაცემებს იმის შესახებ, რა ნაწილმა გააგრძელა სწავლა პროფესიულ სასწავლებლებში და ვინ რა მიზეზით შეწყვიტა სწავლა. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) თანახმად, „საქართველოში ბევრი ბავშვია, განსაკუთრებით კი, სოციალურად და ეკონომიურად მოწყვლადი ჯგუფებიდან, რომელთათვისაც სავალდებულო განათლება არ არის ხელმისაწვდომი“. ნეტგაზეთი
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა სადაც კიდევ ერთხელ ისუაბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე. მან ყურადღება გაამახვილა დიასპორაზე და აღნიშნა, რომ ცესკოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საკონსულოების პასუხისმგებლობაა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე შეფერხება არ იყოს და მოქალაქეებმა ხმის მიცემა შეძლონ. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაყალბების “მთავარი დამარცხება“ მობილიზაციაა. „არაერთხელ მითქვამს და მინდა გავიმეორო და ბევრჯერ კიდევ გავიმეორებ, რომ მთავარი დამარცხება გაყალბების, რომელიც მზადდება ყველა მხრიდან და ამას ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, დამარცხება გაყალბების არის მობილიზაცია, ყველას მისვლა. ასე რომ, თქვენი, ჩემი, ჩვენი ყველას ვალდებულებაა მივიდეთ არჩევნებზე, არც ერთი ხმა არ დარჩეს გამოუყენებელი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დავიცვათ, მისი დამოუკიდებლობა დავიცვათ, დავიცვათ მისი ევროპული მომავალი, ეს ჩვენ ხელშია“, – თქვა ზურაბიშვილმა. მან ისაუბრა ხმების დაცვაზეც და მოქალაქეებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუწოდა დააკვირდნენ არჩევნებს: „ხმის დაცვისთვის საჭიროა დამკვირვებლები, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ატარებენ ტრენინგებს, სადაც უნდა ჩაეწეროთ, მე მინდა მივმართო უფრო ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და თქვენი მომავალი არის ის რაც წყდება 26 ოქტომბერს, ამიტომ თქვენი დიდი პასუხისმგებლობაა, თქვენ უთუოდ იქნებით ძალიან კარგი დამცველები თქვენი ხმების. არსებობს ორგანიზაცია, რომელიც კოორდინაციას უწევს სხვადასხვა არასამთავრობოებს სწორედ ამ ტრენინგებისთვის და დამკვირვებლებისთვის, ეს არის ჩემი ხმა და მე მინდა მოგიწვიოთ და ყველამ იგრძნოთ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია დამკვირვებლობა”. გარდა ამისა, პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში მოეწყობა საკოორდინაციო პლატფორმა და საარჩევნო პროცესს მონიტორინგს გაუწევენ. „ამ სასახლეში არჩევნების დღეს იქნება მოწყობილი საკოორდინაციო პლატფორმა, რათა ჩვენ გავუწიოთ მონიტორინგი ყველაფერს იმას, რაც იმ დღეს მოხდება და ერთად შემდეგ გამარჯვებაც ვიზეიმოთ… ყველა არჩევნებზე“, – თქვა პრეზიდენტმა. პუბლიკა
-
"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"რეგიონებს სასმელი წყლით არალიცენზირებული კომპანიები ამარაგებენ"- სოფიო ხორგუანი Add Tag "ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდ ნაწილს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ბევრ რაიონს, სასმელი წყლით არალიცენზირებული იურიდიული პირები ამარაგებენ" - ამის შესახებ, წერია სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის წერილში, რომელიც “გახარია საქართველოსთვის” რეგიონულმა კოორდინატორმა მიიღო. ამაზე, სოფიო ხორგუანმა დღეს, ახალციხეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ახალციხის მერიას, საკრებულოს, განათლების სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას, სურსათის ეროვნულ სააგენტოს და სემეკის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ოფიციალურად მას შემდეგ მიმართა, როცა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ახალციხის მუნიციპალიტეტში სასმელი წყალი შეამოწმა და გამოავლინა, რომ აღებული 9 სინჯიდან 64% კანონით დადგენილ უსაფრთხოების სტანდარტებს არ შეესაბამებოდა. "გახარია - საქართველოსთვის" წარმომდგენლის თქმით, საკრებულოდან და მერიიდან მიღებულ წერილებში წერია, რომ მერიის ა(ა)იპი - წყალმომარაგება და წყალარინება ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და მის მუშაობაში პრობლემა არ იკვეთება. სემეკი კი წერს, რომ რადგან ა(ა)იპი არალიცენზირებულია, მის საქმიანობას ვერ არეგულირებენ. "ეს რას ნიშნავს, რომ მოსახლეობისათვის წყლის მიწოდებას ახორციელებენ კომპანიები, რომლებიც არ კონტროლდებიან შესაბამისად. ძალიან მძიმეა ეს მდგომარეობა განსაკუთრებით რეგიონებში, რადგან წყლით მოსახლეობას ის კომპანიები ამარაგებენ, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტებს, რომელიც არის სავალდებულო და აუცილებელი"- ამბობს სოფიო ხორგუანი. არალიცენზირებული იურიდიული პირის მიერ, მოსახლეობის წყლით მომარაგება რომ გამოწვევაა, ეს სახელმწიფო აუდიტის ბოლო დასკვნაშიც წერია. სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს, რაც ახალი მოწვევის პარლამენტმა აუცილებლად უნდა დააინფიციროს. tv9news.ge -
საქართველოს საკითხი ოქტომბერში ევროპარლამენტის და ევროკავშირის ლიდერების განხილვის დღის წესრიგშია, რაც ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის თქმით, „არ არის კარგი ნიშანი“ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროსტრუქტურებში არსებულ შეშფოთებაზე მიუთითებს. კერძოდ: 8-9 ოქტომბერს ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები და რეზოლუციის მიღება საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ; საქართველოს საკითხი შეტანილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 14 ოქტომბრის შეხვედრის დღის წესრიგში; 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება ევროპული საბჭოს სხდომა, სადაც ასევე იმსჯელებენ საქართველოზე; ოქტომბრის მეორე ნახევარში დაგეგმილია გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც მათ შორის შეაფასებს, როგორ შეასრულა ევროკომისიის 9 რეკომენდაცია. „ის, რომ საქართველოში არსებული ვითარების საკითხი განიხილება ევროპარლამენტში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერებს შორის, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირში შეშფოთებულნი არიან საქართველოში განვითარებული მოვლენებით“, — განუცხადა ჟურნალისტებს პაველ ჰერჩინსკიმ. ჰერჩინსკის თქმით, გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნება მოსალოდნელია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან რამდენიმე დღის შემდეგ. ელჩი არ ელის, რომ ის პოზიტიურად შეაფასებს საქართველოს ნაბიჯებს და ევროპულ საბჭოს მისცემს მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას. „ვფიქრობ, რომ პოზიტიური რეკომენდაცია ძალზე ნაკლებად სავარაუდოა და ის, რომ 27 წევრი სახელმწიფო ერთხმად მიიღებს პოზიტიურ გადაწყვეტილებს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაზე, კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა“, — თქვა ჰერჩინსკიმ. ელჩის შეფასებით, 9 ნაბიჯის მიმართულებით წინსვლა არ ყოფილა. „ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა. საჭირო რეფორმებზე წინსვლის ნაცვლად, ბევრი უარყოფითი რამ ხდება. იყო ბევრი საკანონმდებლო გადაწყვეტილება, რომელიც არათუ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, სრულიად შეუთავსებელია ჩვენს ხელშეკრულებებში დაფიქსირებულ ძირითად ღირებულებებთან, რომლებიც მოლაპარაკებას არ ექვემდებარება. ეს ღირებულებებია: თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, უმცირესობათა უფლებების ჩათვლით“, — განაცხადა ჰერჩისნკიმ. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები და დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან — ვინც არ უნდა იყოს ის — ევროკავშირის ურთიერთობები გაგრძელდება. თუმცა, თუ ამ ხელისუფლებას ენდომება ევროკავშირში გაწევრიანება, უნდა გაიზიაროს ბლოკის ძირითადი ღირებულებები. „ვიმედოვნებ, რომ გვექნება არა მხოლოდ ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობები — რაც ევროკავშირს მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან აქვს — არამედ საქართველო დაეწევა [გაფართოების სხვა ქვეყნებს] და სწრაფად წაიწევს წინ გაწევრიანების გზაზე. ჩვენ გვსურს, გნახოთ ჩვენს მაგიდასთან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოდ“, — დასძინა ელჩმა. „ქართული ოცნების“ კრიტიკის შემდეგ, ელჩმა გაიმეორა, რომ იმავე პოზიციაზე რჩება ბანერებთან დაკავშირებით. საუბარია 26 სექტემბრიდან გამოფენილ ბანერებზე, რომლითაც „ქართული ოცნება” ამომრჩეველს მშვიდობასა და ომს შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს. ბანერების ერთ მხარეს, ნაცრისფერ ფონზე, რუსეთის თავდასხმების შედეგად დანგრეული უკრაინის ქალაქები, ეკლესიები, საავადმყოფოები და თეატრებია ნაჩვენები, მეორე მხარეს კი, ფერადი კადრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ შენობის ხედით. პარალელურად, მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა იმავე შინაარსის სარეკლამო ვიდეორგოლი. სამმა ტელევიზიამ — „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ — აღნიშნული ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე უარი თქვა. ჰერჩინსკიმ ამ ბანერებს „აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი“ უწოდა, რასაც მმართველი გუნდის მხრიდან საარჩევნო კამპანიაში ჩარევად შეფასდა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები მიუღებელია და ნორმალურ ქვეყანაში იგივე რომ გაკეთებინა საქართველოს ელჩს, „მაშინვე გამოაპანღურებდნენ“. ჰერჩინსკიმ კალაძის კონკრეტულ განცხადებას არ უპასუხა, თუმცა მიანიშნა, რომ ოფიციალურ თბილისს ყოველთვის შეუძლია დიპლომატის გამოცხადება პერსონა ნონ-გრატად. ევროკავშირის ელჩმა კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის ხელახლა ინიციირებაზეც და თქვა, რომ ეს ხელს არ უწყობს დეპოლარიზაციას და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას. netgazeti
-
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხოლოდ ერთი სიტყვით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რას ეტყოდა მმართველ პარტიას იმაზე, რომ ისინი უკვე მეორედ იწყებენ მისი იმპიჩმენტის პროცედურას: დღეს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. მისი თქმით, მიზეზი პრეზიდენტის უნებართვო საგარეო ვიზიტებია, მათ შორის, გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო. იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო. publika
-
მომავალ დღეებსა და კვირებში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო განიხილავს საქართველოს საკითხს, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, - ამის შესახებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ხვალ, 8 ოქტომბერს საქართველოს საკითხზე საპარლამენტო დებატები გაიმართება. სიტყვის წარმოსათქმელად მიწვეულია ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი. ვფიქრობ, მისი სახელით ერთ-ერთი ევროკომისარი გააკეთებს ამას. შემდეგ კვირას კი, 14 ოქტომბერს, გაიმართება ევროკავშირის საგრეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც ასევე საქართველოს საკითხი ოფიციალურად არის დღის წესრიგში შეტანილი. 27 მინისტრს ექნება შესაძლებლობა, რომ განიხილოს საქართველოში არსებული სიტუაცია, შემდეგ, 17 და 18 ოქტომბერს, გვექნება ევროპული საბჭო და როგორც ვიცი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ასევე შესთავაზა ევროკავშირის 27 ლიდერს - პრეზიდენტებსა და პრემიერ-მინისტრებს,რომ განიხილონ საქართველოს საკითხი და ასევე ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნებას ოქტომბრის მეორე ნახევარში, რაც, სავარაუდოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში მოხდება“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები განიხილავენ, არ არის კარგი ნიშანი. „ჩემი აზრით, ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროპარლამენტში, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის ლიდერები, არ არის კარგი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ ლიდერები შეშფოთებულები არიან, ეს ნიშნავს, რომ ვღელავთ განვითარებული მოვლენების გამო. ნამდვილად გულსატკენი იყო, რომ ივნისში, ევროპულ საბჭოზე, ევროკავშირის 27-მა პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა კოლექტიურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეჩერებინათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ეს საჭირო გახდა ძალიან შემაშფოთებელი საკანონმდებლო ინიციატივების გამო, საქართველოს ხელისუფლების ძალიან შემაშფოთებელი ინიციატივების გამო, ძალიან შემაშფოთებელი ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდის, ნარატივებისა და შეთქმულების თეორიების გამო, რომელიც არ შეწყვეტილა. ეს არის ძალიან დრამატული გადაწყვეტილება, მაგრამ საქართველო-ევროკავშირის დღევანდელი ურთიერთობის რეალობაა, რომელიც ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ შეიცვლება, ვინც არ უნდა იქნას არჩეული“, - აღნიშნა ელჩმა ipn
-
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. „მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ამავე დღეს ჩატარდება რეფერენდუმი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხზე. ipn
-
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. სამართალდამცავები არიან მობილიზებულები „ევროპულ სკოლასთან“, ასევე მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის N41 საჯარო სკოლასთან. საკითხზე ინფორმირებულები არიან მოსწავლეების მშობლები. როდის აღდგება სასწავლო პროცესი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას დაასრულებენ. „პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, უწყებიდან დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. პუბლიკა
-
ჩემი ფუნქცია არ არის, ვუთხრა ქართველებს, რომელ პარტიას დაუჭირონ მხარი და რომელს არა - ეს იქნება აშკარა ჩარევა. ეს არის ის, რასაც მე არ ვაკეთებ, მაგრამ ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის როლია ვუთხრა ყველას ხმამაღლა და გარკვევით, რა ეხმარება საქართველოს მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და რეალურად რა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, არის თუ არა საქართველოს პარტნიორების ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არჩევნებში ჩარევა. „ნამდვილად მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი და ასევე ჩემი როლია, გამოვიყენო ყველა ინსტრუმენტი, რაც ევროკავშირს გაგვაჩნია, რომ ხელი შევუწყო ამ პროცესს, მაგრამ ახლა ეს პროცესი საქართველოს ხელისუფლების ხელშია. ჩვენ ხმამაღლა და გარკვევით განვაცხადეთ, რა რეფორმებია საჭირო. ჩემი, როგორც საქართველოში ევროკავშირის ელჩის პასუხისმგებლობაა, განვაცხადო ხმამაღლა და გარკვევით, რომ ბოლო რამდენიმე თვე დაიკარგა და სამწუხაროდ, საჭირო რეფორმების კუთხით წინსვლის ნაცვლად, ხდება ბევრი საპირისპირო რამ, ბევრი ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროკავშირთან დააახლოოს, სრულიად შეუსაბამო იყო ჩვენს ძირითად ღირებულებებთან, რომელიც ხელშეკრულებებშია გაწერილი და რომელიც მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ვიმეორებ: თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა“, - აღნიშნა ელჩმა. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ არჩევნების შემდეგ, ვინც არ უნდა აირჩიოს ქართველმა ხალხმა, ძალიან სწრაფად განახლდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „რადგან ჩვენ გვსურს თქვენ ერთ-ერთი ჩვენგანი იყოთ და ევროკავშირის ამჟამინდელ ლიდერებთან ერთად ერთ მაგიდასთან ისხდეთ და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება ჩვენი საერთო მომავლის შესახებ“, - აღნიშნა ელჩმა. იპნ
-
სადამკვირვებლო კოალიციის - „ჩემი ხმა“ წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, კოალიცია 20 ოქტომბერს, თბილისში მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ აორგანიზებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მარშთან დაკავშირებით კოალიცია წერილობით მიმართავს თბილისის მერიას და დამატებითი დეტალები უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. „უპირველეს, ყოვლისა აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აქვე, მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ სამსახურს კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე და შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები. როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და პროგრამებთან. პარტია „ქართული ოცნების“ ათობით შემომწირველს, ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან 1.2 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ასევე, კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მილიონი ლარის შემოწირულება დააიდენტიფიცირეს. კოალიცია შეშფოთებულია სასამართლოს მიერ საარჩევნო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებით. კოალიცია ახორციელებს სასამართლო სხდომების მონიტორინგს. ამ ეტაპზე საარჩევნო საკითხებზე მიღებულია 27 სასამართლო გადაწყვეტილება. არც ერთი საქმე არ გადაწყვეტილა მომჩივანი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. მოვუწოდებთ სასამართლოს, გადაწყვეტილებები მიიღოს სამართლის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად და არა მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატები რეგიონებში რეგულარულად იყენებენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს აგიტაციისთვის. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძაში, ხელვაჩაურში, გარდაბანში, რუსთავში, ხულოში, ონში. აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონის დარღვევაა გარე რეკლამების მონოპოლისტის, „ალმა პლიუსის“, მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ წინასაარჩევნო ბანერის განთავსებაზე უარის თქმა. აგრეთვე, კანონდარღვევაა „ტვ იმედის“ მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარი. როგორც მოგეხსენებათ ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება დევნილების სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის შესახებ. ეს იყო სადამკვირვებლო მისია - „ჩემი ხმის“ მოთხოვნაც. თუმცა, ემიგრანტების დიდი ნაწილისთვის კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობით შექმნილი უბნების გამო. კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკო-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნების შემთხვევაში, შესაძლებელია დამატებით საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა. დღეს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა. მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს, გამოიყენონ დღევანდელი დღე და დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე/საკონსულო დაწესებულებაში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. ასევე, გრძელდება ზეწოლა მედიაზე. მმართველი პარტია ამჯერად ტელევიზიებისაგან უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ამსახველი ვიდეორგოლების გაშვებას ითხოვს. მაღალი ჯარიმების საფრთხის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა - „ფორმულამ“, „ტვ პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპების განთავსებაზე. სადამკვირვებლო კოალიცია - „ჩემი ხმა“ სოლიდარულია მედია საშუალებების მიმართ და მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია. ასევე, ვეხმაურებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები, რომელთა დაკომპლექტებაში მონაწილეობას აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) მიიღებს. კოალიციას მიაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი პირების არა თუ პირდაპირი, არამედ ირიბი ჩართულობაც კი საარჩევნო პროცესებში. ჩვენ ვაგრძელებთ დამკვირვებლების რეგისტრაციას. ამ ეტაპზე დამკვირვებლად რეგისტრირებულია 2250 პირი. მადლობას ვუხდით საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანებს, რომლებიც ჩაერთნენ დამკვირვებელთა მობილიზაციის კამპანიაში. ასევე, მოხარულები ვართ, რომ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოხატა კულტურის სფეროს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა. კვლავ ვაგრძელებთ დამკვირვებელთა რეგისტრაციას. მეტი დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე ნიშნავს მეტ დაცულ ხმას. და ბოლოს, 20 ოქტომბერს, თბილისში ორგანიზებას ვუწევთ მარშს - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, რომელზეც გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც საქართველოს ევროპული არჩევანი მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე წერილობით მივმართავთ თბილისის მერიას, ხოლო დამატებით დეტალებს მოგაწვდით უახლოეს დღეებში“,- განაცხადა ლონდა თოლორაიამ. იპნ
-
2024 წლის 1-ელი იანვრიდან 2024 წლის 27 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 79 883 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 1 597 660 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს, ყველაზე მეტი - 58 844 ჯარიმა ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას გაიცა. ცნობისთვის, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული. იპნ
-
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მეორედ იწყებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მიმართ ხელახლა აღძრავენ იმპიჩმენტის პროცედურას. ბრიფინგზე მან ისაუბრა მთავრობის ნებართვის გარეშე პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე, მათ შორის გასულ კვირას საფრანგეთში, გერმანიასა და პოლონეთში ჩასვლაზე. გარდა ამისა, მმართველი გუნდი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი არ ნიშნავს ელჩებს და ბოლო პერიოდში ჩართულია საარჩევნო კამპანიაში. შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 2023 წელსაც დაიწყო. მიზეზი, პირველ შემთხვევაშიც, ევროპის ქვეყნებში მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტები იყო. იმავე წლის 16 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად ცნო და იმპიჩმენტზე მმართველი გუნდის მოთხოვნა დააკმაყოფილა. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის გადაყენება ვერ შეძლო, რადგან იმპიჩმენტის სასარგებლოდ ხმა 86 დეპუტატმა მისცა, საჭირო კი 100 დეპუტატის ხმა იყო. პუბლიკა -
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, დღეიდან ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. არსებული ინფორმაციით, ქვეყნის პირველ პირსა და ოპოზიციონერ ლიდერებს შორის დღეს რამდენიმე შეხვედრაა ჩანიშნული, მათ შორის პარტია „გახარია საქართველოსთვისა“ და კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებთან. არსებული ინფორმაციით, 8 ოქტომბერს შედგება შეხვედრები „ძლიერ საქართველოსა“ და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“. ცნობისთვის, ოპოზიციურმა ძალებმა ხელი მოაწერეს პრეზიდენტის ინიციატივით შედგენილ „ქართულ ქარტიას“, რომლითაც ქარტიაზე ხელმომწერები მთელ რიგ ვალდებულებებთან ერთად, იმის ვალდებულებასაც იღებენ, რომ შეასრულებენ "ქარტიაში ჩაწერილ პირობებს პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ და სამართლიან პირობებში. ასევე, დებენ პირობას, რომ ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე პასუხისმგებელი იქნება ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რომელსაც წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“. „ორშაბათს მინდა დავიწყო პარტიებთან შეხვედრები, იმისთვის, რომ არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დავიწყოთ მოლაპარაკებები კონკრეტულ კანდიდატურებთან დაკავშირებით. პარტიებს ექნებათ საშუალება, რომ წარადგინონ მინისტრობის კანდიდატურები. პოლიტიკოსები, ჯერჯერობით, ამ ეტაპზე - არა. პრემიერობის კანდიდატურა მყავს შერჩეული, ამ ნიშნით - პროფესიონალი, სანდოობით აღჭურვილი, მე მგონი ყველასთვის მისაღები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში. იპნ
-
ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს დაპირება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დროს ერთხელ უკვე დამარცხდა და თავად გავიდა საქართველოს კონსტიტუციიდან მაშინ, როდესაც კონსტიტუციის არამხოლოდ 78-ე მუხლი დაარღვია “რუსული კანონით”, რაც ნატოსა და ევროკავშირში წევრობას გულისხმობდა და ამაზე ღია პოზიციები მოვისმინეთ ორივე ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, არამედ, მათ შორის, უარი თქვა დემოკრატიაზე და ავტორიტარიზმისკენ იბრუნა პირი. ამიტომ, ჩემთვის სასაცილოა ახალი პირობის გაჩენა, პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით დეკემბერში, როდესაც დეკემბერში პრეზიდენტს საპრეზიდენტო ვადა ისედაც ეწურება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს სისუსტეს და შიშს მათ მოსალოდნელ მარცხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა თეონა აქუბარდიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია. მისი თქმით, ახალი კონსტიტუციური წარდგინება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება. იპნ