-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
მარიხუანას ექსპორტის თემა პერსონალურად ივანიშვილის სიგიჟე იყო - გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 2018 წელს სამედიცინო მიზნით, კანაფის კულტივაციის და ექსპორტის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის მომზადება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის „სიგიჟე“ იყო. ასე უპასუხა ყოფილმა შს მინისტრმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამის კითხვას. ბიძინა ივანიშვილმა გუშინ „იმედთან“ ინტერვიუში გიორგი გახარიაზე თქვა, რომ „მოუშუშებელი ჭრილობაა“ და გასამართლებით დაემუქრა მას და მის პოლიტიკურ გუნდს. დღეს კი, გიორგი გახარიას პასუხი ასეთი იყო: „მისი მოუშუშებელი ჭრილობა არის ის, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიგიჟეს როცა აკეთებდა, ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა. ახლა არავინ ჰყავს, და ხომ ხედავთ, გაფრინდა კოსმოსში და იფრინოს“. - რადგან არ აპირებთ დაასახელოთ თემები, რაზედაც ბიძინა ივანიშვილისთვის გითქვამთ, რომ „სიგიჟე“ იყო, გკითხავთ - 2018 წელს მარიხუანას საექსპორტო პოტენციალის საკითხის მთავრობის სხდომაზე განხილვა და {კანონპროექტის მომზადება} სიგიჟე იყო? - სიგიჟე იყო... - რომელსაც მთელი მთავრობა აჰყვა - კანონპროექტის ავტორი შს სამინისტრო იყო, რომელსაც თქვენ მართავდით... მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამბობდა, მარიხუანას ექსპორტირება ქვეყნისთვის სოლიდურ შემოსავალს მოიტანსო და ა.შ... - ვებრძოდი მაგ თემასაც... ეგ ხომ იცით, ცოტა ისეთი თემაა - კაბინეტური ბრძოლები არის კაბინეტური ბრძოლები. - საკითხი კაბინეტიდან გარეთ გამოვიდა - მთავრობის სხდომაზე განიხილეთ.. - დიახ და სიგიჟე იყო... - პირადად ივანიშვილის? - დიახ, პერსონალურად მისი {სიგიჟე იყო} bm.ge -
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და ექსპრემიერი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ივანიშვილთან დებატებისთვის ნებისმიერ დროსა და ფორმატში არის მზად. გახარიამ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილი "TV იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებდა, რომ გიორგი გახარიას გუნდს გასამართლება ემუქრება, ბრალად კი "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებაში დახმარება ედებათ. "ბიძინა ივანიშვილს მე ბევრჯერ ვუთხარი, თუ რაიმე პრეტენზია ან კითხვა აქვს, [გავესაუბრები] თავისივე “იმედში”, დებატებში, ნებისმიერ დროს, თავისივე სასამართლოში, ან თუ კიდევ რაიმე სხვა ფორმატში უნდა, არც ეგ არის პრობლემა. იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, თუ რა არის მისი ყველაზე მოუშუშებელი ჭრილობა. მისი მოუშუშებელი ჭრილობა არის ის, რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელიც, სიგიჟეს როცა აკეთებდა, ეუბნებოდა, რომ სიგიჟეს აკეთებდა. ახლა არავინ ჰყავს, და, ხომ ხედავთ, გაფრინდა კოსმოსში. და იფრინოს... მთავარია, ქვეყანა არ დაზიანდეს და ქვეყანა რომ არ დაზიანდეს, მარტივი რამ გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა გიორგი გახარიამ. ყოფილმა პრემიერმა ასევე თქვა, რომ ივანიშვილის განცხადებები ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავია და არც ერთი მათგანი სიმართლეს არ შეესაბამება. "30 დეკემბერს რომ პოლიტიკაში დაბრუნდა, მაშინაც ხომ გახარია იყო მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, გამოვიდა და ასეთი რაღაც თქვა, რომ ერთადერთი, რაც ვერ გავთვალე, გახარიას ღალატი და ქცევა იყოო და ამიტომ მომიწია პოლიტიკაში დაბრუნებაო. გუშინ გამოვიდა და თქვა, რომ გახარია ვინ იყო, გუნდმა ძალიან კარგად ვიცოდითო. უბრალოდ ერთმანეთს ეწინააღმდეგება, იქაც იტყუებოდა და აქაც იტყუება. ჩვეულებრივ, ძალაუფლების და თავისი მილიარდების გადასარჩენად უკვე სასოწარკვეთაში ჩავარდნილ, სამწუხაროდ, მატყუარა ადამიანთან გვაქვს საქმე", - განაცხადა "საქართველოსთვის" ლიდერმა. "გასამართლება მოუწევთ" - ბიძინა ივანიშვილი გახარიაზე და მის გუნდზე bm.ge
-
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი. "ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური საკითხები და ამ საკითხების გადაჭრის გზები პირდაპირ შეესაბამება ევროკავშირის დღეს არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას. ჩვენ საბოლოო ამოცანა გვაქვს, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და სოციალურ-დემოკრატიული იდეოლოგია, როგორც დომინანტი იდეოლოგია ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, ერთიანი მოცემულობაა. ეკონომიკურ პოლიტიკაში სოციალური სამართლიანობის, სოლიდარობის და თავისუფლების პრინცების დანერგვა არის ის გზა, რითაც შეგვიძლია ევროკავშირში ინტეგრაცია მარტივად მოვახერხოთ. მკაფიოდ მემარცხენეობა ახლაც არ იკითხება ჩვენს გადაწყვეტილებებში, თუმცა შეიძლება დავახასიათოთ როგორც მემარცხენე-ცენტრისტული. არ მინდა ამომრჩევლის ყურადღება თეორიულ კონცეფციამდე წავიყვანოთ - ძალიან კონკრეტული პრობლემებია, რომლებსაც კონკრეტული გადაჭრის გზები სჭირდებათ და ჩვენ ყველა შემთხვევაში ეს გზები დავინახეთ იმ პოლიტიკური და ეკონომიკური მომავლის პრიზმაში, რომლადაც ძალიან მალე უნდა ვაქციოთ ქვეყანა", - აცხადებს ლილუაშვილი. საარჩევნო პროგრამაზე საუბრისას ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, რომ პარტიის გეგმა ისეთი პრობლემების გადაჭრას მოიაზრებს, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური უთანასწორობა და უსამართლობა. "ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ქვეყანაში ადამიანის როლი. რისთვის გვჭირდება ეკონომიკა ან პოლიტიკა?! ადამიანის და საზოგადოების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. თვითმიზანი არ არის, რომ ქვეყანაში არსებობდეს საინვესტიციო გარემო თავისთავად, თუ ეს საინვესტიციო გარემო, საბოლოო ჯამში, ადამიანამდე არ მიდის და მის კეთილდღეობას არ ხმარდება. იმისთვის, რომ ჩვენ შევქმნათ განვითარების და ეკონომიკური ტრანსფორმაციის რეალური შესაძლებლობა, ვთვლით, რომ გასაკეთებელია განვითარების ბანკი. ერთადერთი ყველაზე სწრაფი გზა იმისთვის, რომ იაფ კაპიტალზე არსებობდეს, სახელმწიფოს ჩართულობით, ხელმისაწვდომობა. საჭიროა ექსპორტის სააგენტო, რომელიც აიღებს იმ პასუხისმგებლობას, რომ საბოლოო ჯამში შეიქმნას ექსპორტის დაფინანსებისკენ მიმართული ფინანსური და სადაზღვევო პროდუქტები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა. "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთია იმ პარტიებს შორის, რომელთა 2024 წლის საარჩევნო პროგრამაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. bm.ge
-
სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი - ჰერჩინკის მიმართვა ქართულად
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
"სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი" - ევროკავშირის ელჩი საქართველოში ქართველ ამომრჩეველს ქართულ ენაზე მიმართავს. პაველ ჰერჩინსკი ქართველებს არჩევნებში წასვლისკენ მოუწოდებს. "სხვისი არავისი არის, საქართველო არის შენი. Go and vote, choose your future. წინ საქართველო, წინ" - აღნშნავს პაველ ჰერჩინსკი. ასევე ნახეთ: თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ, წადით არჩევნებზე, წინ საქართველო - ჰერჩინსკი tv pirveli -
ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ტვ ფორმულას” ეთერში მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტის შეფასებით, პარტნიორებთან ურთიერთობები ასე არ ლაგდება. მისივე თქმით, ურთიერთობებს ახალი მთავრობა დაალაგებს. “ბიძინა ივანიშვილს არავისთან არაფერი დაულაგებია. მან და მისმა პარტიამ აურია დალაგებული საგარეო პოლიტიკა, რომელსაც მთელი პირველი პერიოდი მიყვებოდა ხელისუფლება. აურია და დაგვტოვა იზოლაციაში. ამიტომ, სიტყვა დალაგება არ იარსებებს, რადგან ასე არ ლაგდება. დალაგება იქნება, როცა მოვა ახალი მთავრობა. ევროკავშირის წარმომადგენლები ბრიუსელიდან თუ აქ, ძალიან ნათლად ამბობენ, რომ ამ მთავრობის პირობებში, ამ მთავრობის რიტორიკისა და გადაწყვეტილებების ფონზე არანაირი დალაგება არ იქნება. როგორ წარმოუდგენია მას, დალაგდება და “რუსული კანონი” იქნება, “ოფშორების” კანონი იქნება, დისკრიმინაციული პოლიტიკა იქნება და ამ ყველაფრის ფონზე დალაგდება? თუ ეს არის პერსონალური გარანტია იმიტომ, რომ ადამიანი შეშინებულია და ამის გამო არავის უნდა, ქვეყანა არის, ეს სხვა საკითხია და დალაგება ახალი მთავრობის საქმე იქნება, რომელიც მოვა დიდი უმრავლესობით და რომელიც ნამდვილად დაალაგებს (ამის პირობა მაქვს მიღებული), ყველა მზად არის და ელოდება, რომ საქართველოს მოსახლეობამ გამოიხატოს თავისი ნება და დაუბრუნდეს პროდასავლურ და პროევროპულ პოლიტიკას. პრორუსული პოლიტიკის ფონზე არაფერი დალაგდება. ისეთი პროცესია დაწყებული, რომ ერთი სიტყვის გადაგდების ფონზე არაფერი დალაგდება. მის გამოსვლაში მეორე აქცენტი იყო ვირტუალურ პოლიტიკაზე, რომ არ შეიძლება ვიცხოვროთ ვირტუალურ გარემოცვაში და რეალურად, მისი სიტყვა იყო ვირტუალური - ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმების სტატისტიკაზე ისაუბრა. უმუშევრობამ იმის ფონზე იკლო, რომ ქვეყნიდან გავიდა უამრავი ადამიანი. ნურავინ დაიბრალებს, რომ დასაქმება გაიზარდა, რომ ეკონომიკა ყვავის. გაესაუბრონ ნებისმიერ მოქალაქეს ქალაქში ან რაიონში და ჰკითხონ, როგორ აისახა პირადად მასზე ამ ეკონომიკის ბუმი. მეც ვხედავ, როგორ ფეშენებელურ სახლებს იშენებენ და ეს არ არის ჩვეულებრივი მოქალაქის ხელფასით აშენებული სახლები, ისინი შენდება სწორედ გაზრდილი ბიუჯეტის ხარჯზე” - აღნიშნა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილმა ასევე შეაფასა ივანიშვილის ინტერვიუს ის ნაწილი, სადაც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ამერიკულ სანქციებსა და შვეიცარიულ ბანკში გაყინულ თანხებზე საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, ივანიშვილის კონსპირაციული აზროვნება მაშინ ჩანს კარგად, როდესაც თავის ფულსა და სანქციებზე საუბრობს. “ეს არის კონსპირაციული თეორიების ფონი, რომელიც მოგვდის საბჭოთა პერიოდიდან და ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ადვილად ასათვისებელია ეს კონსპირაციული თეორიები. ძალიან კარგად ჩანს ეს კონსპირაციული აზროვნება, როდესაც ლაპარაკობს თავის ფულსა და სანქციებზე. მე ძალიან კარგად მახსოვს დასაწყისში, როცა ეს ყველაფერი დაიწყო, მის ირგვლივ ვინც იყვნენ, ადვოკატები და ა.შ. ყველა ცდილობდა დაერწმუნებინა, რომ ეს არ იყო ამერიკული სანქციები, რომ ასეთი კონსპირაცია და სანქციები უსანქციოდ არ წესდება, თან ამერიკისგან შვეიცარიულ ბანკზე - ვის აქვს დღეს გავლენა, არ ვიცი. მოკლედ, ივანიშვილი ჩაჯდა ამ კონსპირაციაში, რომ ყველა მას ებრძვის და დღეს უცებ გამოდის ამ კონსპირაციიდან და თურმე არაფერი ყოფილა და ყველაფერი დალაგდება, რადგან ფული დააბრუნეს. იგივე არის “გლობალური ომის პარტია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ipn
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს არჩევნების შემდეგ წარადგენს. პრეზიდენტის თქმით, მან ამ გადაწყვეტილებით ანგარიში გაუწია 4 პარტიას, რომლებმაც „ქართულ ქარტიას“ მოაწერეს ხელი. "ვთვლი, რომ ნეიტრალური პრემიერი, რომელიც არ არის პოლიტიკური ფიგურა, იმ გაგებით, რომ არ არის პოლიტიკური პარტიებიდან წამოსული - ეს ბევრად ადვილია პარტიებისთვის შეჯერდნენ, რადგან მათი ხედვები არის სხვადასხვა. პრემიერობის ერთი კანდიდატი მყავს, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვეძებე და შევჯერდი. მე ანგარიშს ვუწევ 4 პარტიას, რადგან არ უნდა იყოს არანაირი დისონანსი, მათგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. ქარტიაში არ წერია, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა იყოს წარდგენილი თუ მანამდე და რადგან უმრავლესობის ხედვა იყო, რომ არჩევნების შემდეგ ჯობს, იყოს", - განაცხადა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში. სალომე ზურაბიშვილმა ასევე ისაუბრა ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე და განმარტა, რომ ის შეიძლება იყოს მთლიანად ტექნიკური ან შერეული, რაზე მსჯელობაც ასევე არჩევნების შემდეგ დაიწყება. bm.ge
-
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 3030 საარჩევნო უბნიდან 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება. უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ამომრჩევლებს ახალი ტიპის ბიულეტენი დახვდებათ. იმისათვის, რომ ხმის მთვლელმა მანქანამ ბიულეტენზე დაფიქსირებული არჩევანის აღქმა შეძლოს, მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა ბიულეტენის შევსებისას შესაბამისი წესი დაიცვას. ეს წესი ძალიან მარტივია! უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენის შევსებისას სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოთ თქვენთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე). იმავე ბიულეტენზე სხვა პარტიის წინ არსებულ წრეში არაფერი ჩაწეროთ, არც გააფერადოთ და არც ხაზი გადაუსვათ (X). გახსოვდეს: აუცილებელია გაფერადება და არა შემოხაზვა! რა შემთხვევაში ჩაითვლება ბიულეტენი ბათილად? უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება ანუ ხმის მთვლელი მანქანა ბიულეტენზე დაფიქსირებულ არჩევანს ვერ აღიქვამს იმ შემთხვევაში, თუ: ნებისმიერი ფორმით გააფერადებთ ან მონიშნავთ ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე); არ გააფერადებთ არც ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე). ამომრჩეველმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ერთზე მეტი პარტიის წინ არსებულ წრეში წერტილის დასმამაც კი შეიძლება, ბიულეტენის გაბათილება გამოიწვიოს. თუ გააფერადებთ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებულ წრეს (წრის შიდა სივრცე), დანარჩენი პარტიის წინ კი წრეებს გადახაზავთ. მაგალითად, წინა წლებში ამომრჩეველთა ნაწილი, თავიანთი ბიულეტენის შევსებისას, იმ პარტიას ნომერს, რომელსაც ხმას აძლევდა, წრით შემოხაზავდა ხოლმე, დანარჩენი პარტიის ნომრებს კი X-ით გადახაზავდა ან ხაზს გადაუსვამდე ხოლმე. იმ უბნებზე, სადაც ელექტრონული არჩევნები ტარდება, თუ ამომრჩეველი მსგავსი სახით ეცდება ბიულეტენის შევსებას, მას ხმის მთვლელი მანქანა ვერ აღიქვამს. მაგალითად, ბიულეტენი ბათილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, როცა ის ისეა შევსებული, როგორც ქვემოთ მოცემულ ფოტოზე: გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ შემთხვევით გააფერადეთ/მონიშნეთ ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრე (წრის შიდა სივრცე), ბიულეტენის ყუთში მოთავსებამდე შეგიძლიათ მიმართოთ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თხოვნით, რომ გამოცვალოთ თქვე მიერ გაფუჭებული ბიულეტენი მხოლოდ ერთხელ. ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად. ამ ბმულზე ნახავთ სიმულატორს, თუ როგორ უნდა მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. netgazeti
-
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის ფოტო სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შეხვედრა დღეს, ორბელიანების სასახლეში გაიმართა. უცნობია აუდიენციის დეტალები. ipn
-
გიორგი გახარია ადასტურებს რომ დღეს პრეზიდენტს შეხვდა. “მე ქალბატონ სლომესთან ძალიან სასიამოვნო საუბარი მქონდა“,- თქვა გახარიამ “დღის ამბებში“. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან პრემიერობის კანდიდატზე არ უსაუბრია, მხოლოდ რეფორმების დღის წესრიგი განიხილეს, რომელიც პარლამენტმა არჩვენების შემდეგ უნდა განახორციელოს. ვისაუბრეთ ყევლაფერზე, რაც აქტუალურია დღევანდელ დრეს ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით არჩევნებამდე 4 დღით ადრე, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა არჩევნები და შემდგომ ნორმალური განვითარების გზაზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება, ამ არანორმალურების ხელში რომ არ დავრჩეთ“, - განაცხადა გახარიამ. tv pirveli
-
სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება - გიორგი გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
“სიკვდილივით ეშინიათ იმის, რაც 26 - ში მოხდება, ისეთი შიშით არიან შეპყობილები, რომ ძალიან კარგად იციან შედეგები. უკვე კედელს ეჯახებიან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში“ განაცხადა. მისი თქმით, მან არაერთხელ აუხსნა ბიძინა ივანიშვილს, რომ მისი ქმედებები ცუდ შედეგს მოიტანდა, თუმცა მან არ დაუჯერა და “მისი არაადეკვატურობა არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც აოცებს საზოგადოებას.“ -
გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის ივანიშვილის პირველი მუქარა და ეს არ არის ივანიშვილის პირველი შანტაჟი, რომელიც მომართული იყო ჩემს წინააღმდეგ, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას. როგორც გახარიამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის ადეკვატურობაში მხოლოდ მას კი არა, საქართველოს მოქალაქეებს, ყველას ეპარება ეჭვი. „ეს არის გასაოცარი დემოკრატის სახე, რომელსაც დაგვპირდა საპატიო თავმჯდომარე. მუქარა ივანიშვილის მხრიდან არ არის პირველი, მაგრამ პირველად გამოვიდა ეს კაცი და საჯაროდ იმუქრება სისხლის სამართლის საქმეებით, დაჭერებით და რაც მთავარია, ემუქრება ჩემი გუნდის კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების წარმომადგენლებს. მე აბსოლუტურად ღიად მინდა ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა და მათ ვუთხრა - ისეთი სასოწარკვეთილი და შეშინებული ადამიანები, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი, რომლის ადეკვატურობაშიც მარტო მე კი არა, საქართველოს მოქალაქეებს უკვე ყველას ეჭვი ეპარება, არათუ არანაირი მუქარის განმახორციელებელი არ არის, არამედ თვითონ ეტყობა როგორი სასოწარკვეთილი და ემოციური კონტროლისგან გასულია. გონივრულობის მიღმაა ისეთ რაღაცებს საუბრობდა და მე არც გავცემ პასუხს. ეს პირდაპირ აჩვენებს საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე და პირველ რიგში, „ოცნების“ მხარდამჭერებს, რა დღეშია და ვის ხელშია დღეს ეს ქვეყანა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ფულის გამო ვაჭრობს ქვეყნის საგარეო ორიენტაციით და მეორე, თურმე ვინც პერსონალურად არ ეთანხმება ივანიშვილს და „ოცნებას“, ყველანი მოღალატეები, ხალხის მოღალატეები და ხალხის მტრები [არიან] და რაღაც ტერმინოლოგიები შემოიტანა. შემდგომ, როგორც ჩანს, თავისი სიძლიერის, თვითდაჯერებულობის და 70%-იანი მხარდაჭერის დასადასტურებლად „იმედის“პროვოკატორები გამოგვიგზავნა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, გიორგი გახარიას „გარეწარი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმაც უწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივს ერთი-ერთზე იმეორებენ და უარესსაც, რის გამოც "მკაცრ სასჯელს იმსახურებენ". „არასდროს შეურაცხყოფა არ მიმიყენებია პოლიტიკოსისთვის, მაგრამ ამ გარეწართან [გიორგი გახარია], ამასთან რომ დგანან, ამის გვერდით, რა თქმა უნდა, მათ გასამართლება მოუწევთ,“ - განაცხადა ივანიშვილმა.მისივე თქმით, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ არ იომებდა და მმართველი გუნდის ჩამოშლა ჰქონდათ განზრახული, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. ipn
-
USAID-მა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა შეაჩერა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში განუცხადეს. USAID-ში განმარტავენ, რომ აღნიშნული ამერიკის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის შეჩერებული 95 მლნ დოლარზე მეტი დახმარების ნაწილი იყო. „საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და დეზინფორმაციის საპასუხოდ, აშშ-ს მთავრობამ შეაჩერა 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. ეს პაუზა მოიცავს USAID-ის გარკვეულ საქმიანობასაც, რომელიც პირდაპირ სარგებელს მოუტანდა საქართველოს მთავრობას. მათ შორისაა „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობა კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის ერთობლივ პროგრამაზე. USAID აგრძელებს იმ პროგრამებს, რომლებიც მხარს უჭერენ უშუალოდ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორისაა ბიზნესებისა და მეწარმეების მხარდაჭერა,რომელიც ჩვენი ხელშეწყობით ეკონომიკური ზრდის მრავალი პროგრამის მეშვეობით ხორციელდება“, - განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ USAID-ში. ავტორი: მერი ტაბატაძე
-
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ეხმაურება „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის განცხადებებს და აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი „მუქარა” ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს და მის ლიდერს, მკაცრად მოუწევთ პასუხი აგონ. „იმედთან“ ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ მათ ვინც გიორგი გახარიას გვერდით დგას გაასამართლებენ და რომ მმართველ გუნდს „სასამართლოს დონეზე“ აქვს ყველა დოკუმენტი დალაგებული. publika
-
დიმიტრი ცქიტიშვილი - ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ჩვენი ხმები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ მოვახდინოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია საპარლამენტო პროცესიდან. არა უმრავლესობით, არამედ მცირე ხმებით შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პოლიტიკურ პროცესებზე. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ბმული: https://forgeo.ge/ka/news/1334 -
ივანიშვილის დღევანდელი წერილი 2012 წლის 1 ოქტომბერთან დაკავშირებით თვითაღიარებაა - ყველაზე ცხადი მტკიცებულება, რომ საქართველო დღეს - 2024 წლის არჩევნებამდე 25 დღით ადრე, ზუსტად იქ დგას, სადაც 2012 წელს იდგა - ადამიანის გათელილი ღირსებით, უსამართლო მართლმსაჯულებით, კორუფციით და ნეპოტიზმით, პოლიტიზირებული საჯარო სამსახურით, გაუქმებული ინსტიტუტებით. 2012 წლის 1 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება იყო ადამიანი და მისი ნამდვილი ღირსება. მაშინ ყველას გვჯეროდა, რომ გულწრფელად ვიბრძოდით უსამართლო მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ და პარტიული გავლენებისგან საჯარო სამსახურის და სახელმწიფო ინსტიტუტების გასათავისუფლებლად. „ქართული ოცნების“ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი მისივე 2012 წლის მანიფესტით იყო „მრავალპარტიული დემოკრატია“, „ევროპული ინტეგრაცია“ და „პოლიტიკური მესიანიზმის“ დასრულება ქვეყანაში. და ახლა, 12 წლის თავზე სად ვართ? ერთ ბელად სააკაშვილს დაემატა მეორე ბელადი ივანიშვილი. სამწუხაროდ, აღარაფერი დარჩა „ქართული ოცნების“ 2012 წლის ღირებულებებიდან. „ღირსებას“ ივანიშვილი რვაჯერ ახსენებს ამ წერილში. ცხადია, სადაც ყველაზე მეტად უჭირს, იმის დამტკიცებას ცდილობს ქაღალდზე. სამწუხაროდ, დღევანდელი ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა ჩამოყალიბდა მატყუარა პოლიტიკურ ელიტად, რომლისთვისაც ზუსტად ისე აღარ აქვს ფასი ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც არ ჰქონდა ნაციონალური მოძრაობისთვის. 12 წლის თავზე ოცნება ფსიქოლოგიურად ძალადობს, ომით აშინებს და აშანტაჟებს საკუთარ მოქალაქეებს. ზუსტად იმ ზონდერებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, ვისაც ნაციონალური მოძრაობა იყენებდა. სასამართლო სისტემის რეფორმირების ნაცვლად, ოცნებამ ნაცების სისტემის მთავარი დანაშაულებრივი სახეები საკუთარი ძალაუფლების საყრდენად აქცია - მათ გაურიგდა. ინსტიტუტები ზუსტად ისე დაუქვემდებარა პარტიულ ბელადს, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა. საჯარო სამსახურის პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლების ნაცვლად, საჯარო მოხელეები კიდევ უფრო მეტად მოაქცია პარტიული წნეხის ქვეშ. ხელისუფლება, რომლის გაცხადებული პოლიტიკური მიზანი ცხოვრების ღირსეული პირობები, სიღარიბის და უმუშევრობის დაძლევა იყო, დღეს იბრძვის კორუფციისთვის და არა - კორუფციის წინააღმდეგ. ხალხი ღარიბდება, პოლიტიკური ელიტა კი იცავს ხალხისთვის მოპარულ ფულს. ოცნება სამწუხაროდ, იქცა პირველ ხელისუფლებად, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა საქართველოს ევროპული არჩევანი და ქვეყნის მომავალი. ამიტომ, 2012 წლის მსგავსი ერთიანობით და გონიერებით, 2012 წლის ღირებულებების ერთგულებით, უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ერთად დავამარცხოთ ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც - 26 ოქტომბერს უნდა გავიმეოროთ 1 ოქტომბერი. ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით და ნამდვილი კეთილდღეობით ერთად უნდა გავიყვანოთ ქვეყანა სამშვიდობოს. გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ბმული: https://forgeo.ge/ka/news/1330
-
არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს არჩევნებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ თქვენი მომავალი მთავრობა. არჩევნები დემოკრატიის ზეიმია, ეს არის დღე, როდესაც თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ გადაწყვიტოთ თქვენი და თქვენი შვილების მომავალი. გთხოვთ, წადით, გთხოვთ, მიეცით ხმა და გთხოვთ აირჩიოთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს, თქვენს მისწრაფებებს“, - აღნიშნა ელჩმა. მან კვირას თბილისში გამართულ პროევროპულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მისთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, სიამაყის დღე იყო. „კვირას მე დავინახე თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ძალიან ბევრი დროშა. ევროკავშირის ელჩისთვის ეს იყო სიამაყის დღე, ბედნიერების დღე. დავინახე უამრავი ხალხი, უამრავი ახალგაზრდა. ახალგაზრდები, თქვენი შვილები - ისინი იმსახურებენ უკეთეს მომავალს, ისინი იმსახურებენ, ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში, მათ არ უნდა ეძიონ უკეთესი ცხოვრება სადმე სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ, იმუშაონ თავიანთ მშვენიერ საქართველოში“, - აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ისტორიულ მინიმუმზეა. „როგორც იცით, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზეა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირის ლიდერებმა გარკვევით განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. ჩემთვის, როგორ ევროკავშირის ელჩისთვის ეს ძალიან გულსატკენია და სამწუხაროა იმის ხილვა, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით და საქართველო, მიახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება. ნახეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხმა ხმა მისცა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩატარებულ რეფერენდუმში, მაგრამ ყველა ხმა მნიშვნელოვანია. აქტიურობა იყო ძალიან დაბალი, ასე რომ, გადით და მიეცით ხმა, მიეცით ხმა თქვენი მომავლისთვის და თქვენი შვილების მომავლისთვის. ევროკავშირი არის წარმატების უზარმაზარი ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, ეს არის განვითარების გარანტია, ეს არის ღირსეული ცხოვრების გარანტია, არა რამდენიმე მდიდრის ცხოვრების. ეს არ არის რამდენიმე მდიდრის მდიდრული ლიმუზინი, ეს არის ღირსეული ცხოვრება ყველასთვის. მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ევროკავშირმა ხმამაღლა და გარკვევით განაცხადა, რომ გასული წლის დეკემბერში მივიღეთ გადაწყვეტილება, კარი გაგვეღო საქართველოსთვის, გელოდებით, მაგრამ ეს კარი თქვენ უნდა გაიაროთ, ამას თქვენს ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. ეს არის თქვენი არჩევანი“, - აღნიშნა ელჩმა. „სხვისი არავისი არის - საქართველო არის შენი, წინ საქართველო, წინ“, - განაცხადა ელჩმა ქართულად. ipn
-
პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი საქართველოს მთავრობის მეთაურს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს მიმართავს. მისი თქმით, რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. „მოგეხსენებათ, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კარტოფილის რეალიზაცია მოსახლეობისათვის თავის რჩენის ერთ-ერთ ძირითადი საშუალებაა. იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონიდან ისედაც იძულების წესით უხდებათ თითოეული ოჯახის შრომისუნარიან წევრებს შრომით მიგრაციაში წასვლა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ/ადგილობრივმა თვითთმართველობამ მაქსიმალურად ითანამშრომლოს აქ მცხოვრებ თვითდასაქმებულ მოსახლეობასთან. მიმდინარე ეტაპზე, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახს ერთი საერთო პრობლემა აქვს, ისინი ვერ ახერხებენ კარტოფილის მოსავლის ვერც აღებას და ვერც რეალიზაციას (30 თეთრადაც კი ვერ ყიდიან). კლიმატური პირობების გათვალისწინებით (ღამით უკვე ძალიან ცივა და ყინვები უარყოფითად აისახება კარტოფილის ხარისხზე), დრო მათ წინააღმდეგაა და მათ დასახმარებლად, თუ დაუყოვნებლივ რაიმე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ადგილობრივების შრომა წყალში ჩაიყრება და მათი ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ და მოვითხოვ, ყველა საჭირო უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით, მთავრობის წევრებმა განიხილეთ და მოძებნეთ საშუალება მათ დასახმარებლად. აქ ადამიანები პრიმიტიული ტექნოლოგიებით ფიზიკურად მუშაობენ მიწაზე და მძიმე და დაუფასებელი შრომის ფასად, გადარჩენისათვის იბრძვიან. მათ აქვთ განცდა, რომ სახელმწიფომ ისინი დაივიწყა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მათ ძალიან სჭირდებით და ისინი თქვენგან სასწრაფო, რეალურ და შედეგის მიმღებ გადაწყვეტილებებს ელოდებიან", - აღნიშნავს ის. ipn
-
ჯო უილსონი - 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს. „მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი. შეგახსენებთ, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42,25% მიიღო, ხოლო ალექსანდრე სტოიანოგლომ 25,98%. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, 3 ნოემბერს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასევე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 100%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,39%-მა დაუჭირა. იპნ -
დღეს “ოცნება” იქცევა, როგორც დამარცხებული პოლიტიკური ძალა და ამ მარცხის გაფორმებამდე ძალიან ცოტა დრო რჩება. “ნაცები” როგორც ებრძოდნენ 2012 წელს “ოცნებას” ზუსტად ასე გვებრძვის დღეს “ოცნება” პარტიას “გახარია საქართველოსთვის” ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/517046781197164/
-
ივანიშვილს წარმოუდგენია, რომ მისი ფინანსების ტყვეობაში უნდა იყოს სახელმწიფო. ”ოცნება” ხვდება, რომ კარგავს ხელისუფლებას თავისივე ჩატარებული შიდა კვლევებით და ცდილობს მაქსიმალურად დაგვაზიანოს, რადგან ჩვენი გაძლიერებით თავად სუსტდება. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: http://planeta.ge/submit/?id=84
-
ივანიშვილს ვეთანხმები იმაში, რომ გახარიასი და მისი გუნდის ნამდვილად უნდა ეშინოდეს, რადგან ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც სააკაშვილის რეჟიმს ვებრძოდით ღირებულებების გამო და ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც თანამდებობები დავტოვეთ ღირებულებების გამო. დიახ, ჩვენნაირი ხალხის უნდა ეშინოდეს ივანიშვილს. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1650991998805323/
-
ჩვენ უსამართლო ბრძოლაში სამართლიანად ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ , - ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ აცხადებს. „მოლდოველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვა: ჩვენი მომავალი ევროკავშირში ახლა კონსტიტუციაში იქნება დაფიქსირებული. მაგრამ ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის შენების თავისუფლებისთვის“, - წერს მაია სანდუ სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ოქმების 99%-ის დამუშავების შემდეგ მიღებული მონაცემებით, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნით კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას მხარი რეფერენდუმში მონაწილეების 50,28%-მა დაუჭირა. იპნ