-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
კულტურისა და სპორტის მინისტრად მუსიკოსი, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი, თინათინ რუხაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. ამ პოსტზე რუხაძე თეა წულუკიანს შეცვლის. „მინდა წარმოგიდგინოთ კულტურისა და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის არის საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი. ასევე ის იყო ტელეფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი; იყო ტვ „ტიბისი TV-ის“ გენერალური პროდიუსერი; ასევე, საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი; შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიოუსერი; ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი; იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში და 2016 წლიდან დღემდე, ის იყო მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი. მინდა მას წარმატებები ვუსურვო კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე და მოგვიანებით კულტურის მინისტრის თანამდებობაზე“, - განაცხადა კობახიძემ. პრემიერმა, ასევე, წარადგინა მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა გოგოლაძე, რომელიც სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელებს. შეგახსნებთ, რომ თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაშია, რის გამოც მან 26 სექტემბეტს კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. წულუკიანი ამ პოსტს 2021 წლის მარტიდან იკავებდა. ipn
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მხრიდან არაერთხელ იყო ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა იყო მთავრობის დაპირებები, რომ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყებოდა, მასწავლებლებისთვის ანაზღაურება გაიზრდებოდა, ბილეთების სუბსიდირება მოხდებოდა და ა.შ. „მინდა გაგაცნოთ ჩვენი საარჩევნო გუნდის მუშაობის შედეგი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წლის განმავლობაში ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობებს. ის სიკეთეები, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ისედაც ეკუთვნით, ბიუჯეტის ფული, რომელიც არის თქვენი და ისედაც თქვენი კეთილდღეობისთვის უნდა იხარჯებოდეს. რეალურად, ამას მთელი წლის განმავლობაში გამადლიდნენ და ამაში ხელისუფლება ხმებს გთხოვთ. მინდა გაგაცნოთ ის ინიციატივები, რომელსაც კობახიძე მთავრობის სხდომებზე აჟღერებდა. არ გასულა არცერთი მთავრობის სხდომა, როცა მან არ გააჟღერა ამომრჩევლის მოსყიდვისკენ მიმართული ინიციატივა. კობახიძეს არჩევნების გაყალბება ჩააბარეს, ამიტომ დანიშნეს ის შტაბის უფროსად. 20 მარტს მან დააანონსა ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც პირდაპირ ემთხვევა არჩევნების წინა პერიოდს. 3 ათასზე მეტ კურსდამთავრებულს ეხება. ეს ზუსტად იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მარტის აქციების დროს სტუდენტები პროტესტში მონაწილეობდნენ. როგორც ჩანს, კობახიძეს მათი გულის მოგება ჰქონდა მიზნად“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. გარდა ამისა, მან ისაუბრა იმაზე, რომ მთავრობა ყველა მეწარმეს საგადასახადო ამნისტიას დაჰპირდა, რაც მეზვრიშვილის შეფასებით, არჩევნებთან პირდაპირ იყო დაკავშირებული. „3 ივნისს დააანონსა კობახიძემ „კოვიდის“ დროს დაკისრებული ჯარიმების ჩამოწერა. ესეც პირდაპირ არჩევნებისკენ იყო მიმართული და მიზანი ამომრჩევლის მოსყიდვა იყო. 2021 წლის არჩევნების წინაც ანალოგიური ამნისტია იყო“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მან ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მივიდეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე. ეს გახლავთ ერთადერთი გზა, რომ „ოცნებამ“ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლოს. დაბალი აქტივობა ხელისუფლების ინტერესებში შედის. ამიტომ, მოგიწოდებთ, არჩევნებზე მიხვიდეთ, ვერავინ თქვენს ხმას ვერ აკონტროლებს“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა. ინტერპრესნიუსი
-
საქართველოში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოვხატეთ - მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს. „რაც შეეხება საერთაშორისო საკითხებს, ჩვენი მხარდაჭერა გამოვუცხადეთ მოლდოვას ამ მნიშვნელოვან საარჩევნო კონტექსტში, როდესაც ის რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული ქმედებების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება. ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება საქართველოში არსებული ვითარების გამო, მაშინ, როდესაც მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ფაქტობრივად, იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას, ქართველ ხალხს თავისი არჩევანის გამოხატვა რამდენიმე დღეში მოუწევს“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა, რომლის განცხადების თარგმანსაც „პირველი არხი“ ავრცელებს. იპნ
-
თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო ყველა ფინანსურ დახმარებას დაკარგავს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უკვე რამდენიმე ხნის წინ მიიღეს და ამასთან დაკავშირებით მონაცემები გასულ კვირას გამოქვეყნდა. „საქართველომ დაკარგა ევროკავშირის დახმარება 121 მილიონი ევროს ოდენობით და ეს ეხება მხოლოდ დახმარების მიმდინარე პროგრამებს. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის ტრაექტორია არ შეიცვლება, სამწუხაროდ, საქართველო დაკარგავს უფრო და უფრო მეტს. თუ ქართველები კენჭისყრით გადაწყვეტენ, რომ არ გააგრძელონ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა, საქართველო დაკარგავს ყველა ფინანსურ დახმარებას, რომელიც მიმართულია გაწევრიანებამდე და შემდეგ საქართველო დაკარგავს მთელ ფულს, რომელსაც ევროკავშირის წევრები, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების უფრო დაბალი დონე აქვთ, ღებულობენ“, - აღნიშნა ელჩმა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა არის მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის გარანტია. „მაგრამ არჩევანი თქვენზეა, თქვენ წყვეტთ თქვენი ქვეყნის მომავალს, თქვენ წყვეტთ, სად გსურთ იყოს საქართველო“, - დასძინა ელჩმა. იპნ
-
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვს, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი, არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ერთი კვირის შემდეგ ჩანიშნულ არჩევნებზე რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ქართველმა ხალხმა, ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას პატივს სცემს და როგორც ელჩმა აღნიშნა, სწორედ ეს არის ძალიან დიდი განმასხვავებელი ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. „არჩევნები ერთ კვირაში იქნება, თქვენი არჩევანი და თქვენი გადასაწყვეტია - ეს ეხება თქვენს მომავალს და თქვენი შვილების მომავალს. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, ევროკავშირი პატივს სცემს თქვენს გადაწყვეტილებას და სწორედ ეს არის უდიდესი განსხვავება ევროკავშირსა და საბჭოთა კავშირს შორის. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს. თქვენი მომავალი თქვენი გადასაწყვეტია და არავინ სხვისი. მაგრამ გთხოვთ, პატივი ეცით იმას, რომ ევროკავშირი შექმნილია კონკრეტულ ღირებულებებზე- ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, ეს ღირებულებები მოლაპარაკების საგანი არ არის. და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გადაწყვეტთ, გარდაქმნათ საქართველო ერთპარტიულ სახელმწიფოდ, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ აკრძალოთ ყველა ოპოზიციური პარტია, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ განდევნოთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, თუ დაუშვებთ საქართველო იყოს ადგილი, სადაც თავისუფალ და დამოუკიდებელ მედიას ადგილი არ აქვე, იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, რომ საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არ იქნას დაცული, ნება მომეცით ღიად გითხრათ - საქართველო არ გახდება ევროკავშირის წევრი არც დღეს, არც ხვალ და 2030- ში”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ. იპნ
-
მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ, ევროკავშირს, არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას - ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა, - ასე გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნების წინ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე საუბარი, დაშინების ელემენტებს შეიცავს. მისი თქმით, ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა დააკვირდეს, სრულდება თუ არა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის მინიჭებისას ნაკისრი ვალდებულებები და თუ ისინი აღარ სრულდება, ამაზე რეაქცია იქონიოს. „ბევრჯერ ითქვა ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ჩემი ზემდგომების მხრიდან ბრიუსელში, რომ ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში მოვლენების განვითარებას ძალიან ყურადღებით. გვაქვს შესაძლებლობა, რომ რეაგირება მოვახდინოთ პროცესების განვითარებაზე, ველით არჩევნების დღეს და ვნახავთ, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ის ჩატარდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს შეფასდება საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, თუმცა იმ შემთხვევაში თუ ასე არ მოხდა, ჩვენ მზად ვართ, წარმოვადგინოთ ჩვენს ხელთ არსებული სხვადასხვა ვარიანტი. ეს არ არის მუქარა, ეს მარტივი რეალობაა. მსგავსი მაგალითები წარსულშიც ყოფილა, სადაც არჩევნები არ იყო თავისუფალი და სამართლიანი და სადაც ჩვენ ევროკავშირს არ გვქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ გაგვეტარებინა სხვადასხვა ზომა, მათ შორის, სანქციები. სანქციების დაწესება მარტივი არ არის, რადგან მოითხოვს ევროკავშირის ყველა წევრის ერთობლივ გადაწყვეტილებას, მაგრამ, მაგალითად, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ მოითხოვს ერთსულოვან გადაწყვეტილებას. ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს ვალდებულებაა, მეთვალყურეობა გაუწიოს, რომ ვიზალიბერალიზაციის მიღებისას ნაკისრი ვალდებულებები კვლავ სრულდება - ეს არის თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები. იმ შემთხვევაში, თუ ეს პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებას, აღარ სრულდება, ჩვენ ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ, როგორც ევროკავშირმა. არავის სურს ადამიანების დასჯა, მაგრამ ჩვენ რეაგირება უნდა ვიქონიოთ საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზე, განცხადებებსა და გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ელჩმა. იპნ
-
მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რა კავშირშია საქართველოსა და მის პარტიონერებთან, ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობის ნორმალიზება უკრაინაში ომის დასრულებასთან და როგორ წარმოუდგენია ურთიერთობის ნორმალიზება პარტნიორების მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე. ელჩის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, შესაბამისად პრობლემა და გამოსავალი არა კიევში, არამედ თბილისშია. „ჯერ კიდევ ამ წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ევროკავშირში. ძალიან მტკივნეული და დასანანია განსაკუთრებით იმ კონტექსტში, როდესაც სხვა ქვეყნების შემთხვევაში დაჩქარდა მათი გაწევრიანების პროცესი. გადაწყვეტილება, რომ შეჩერებულიყო საქართველოს გაწევრიანების პროცესი, მიღებულ იქნა როგორც შედეგი იმ მიზანმიმართული ქმედებებისა, გადაწყვეტილებებისა, კანონმდებლობისა, რომელიც იქნა მიღებული, გადაწყვეტილი აქ საქართველოში. ასე რომ, პრობლემა არ არის ბრიუსელში, პრობლემა არ არის ვაშინგტონში, პრობლემა და შესაბამისად, გადაწყვეტა არ არის კიევში, პრობლემა და გადაწყვეტა აქ, საქართველოშია. ეს არის შედეგი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მმართველი პარტიის ქმედებებისა და განცხადებებისა, რომ 27 წევრი ქვეყნის ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერება. ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა, რომელიც გვქონდა ერთი წლის წინ გაფართოების პირველი ანგარიშით, რომელიც გამოქვეყნდა გასული წლის ნოემბერში, იყო ანტიდასავლური, ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის, კონსპირაციული თეორიების, უცნაური ნარატივის შეწყვეტა. სამწუხაროდ, უკანასკნელი წლის განმავლობაში ანტიდასავლური, ანტიევროპული დეზინფორმაცია არ შეჩერდა. პირიქით, მსურს გაგიზიაროთ, ვცხოვრობ რა აქ, თბილისში და ვუსმენ რა თქვენს ანგარიშებს, მექმნება შთაბეჭდილება, რომ უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჯიბრი გვაქვს, ასპარეზობა გვაქვს მაღალი თანამდებობის პირებს შორის საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს მმართველ პარტიაში, ვინ გამოუთხრის ძირს, ვინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ვინ მიაყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფას ყველაზე მეტად. ეს ცალსახად მიუღებელია. ეს მიუღებელია იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც სურს, შეუერთდეს ევროკავშირს,“ - განაცხადა ჰერჩინსკიმ. იპნ
-
"თუ ჩვენ გვექნება "ოქროს გასაღები", ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი პროგრამა იყოს მთავარი და ჩვენი სიტყვა იყოს გადამწყვეტი", - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დამფუძნებელი გიორგი გახარია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი დეა მამისეიშვილთან ერთად" საუბრობს. გახარიამ მთავრობის დაკომპლექტების სამი სავარაუდო სცენარი დაასახელა:
-
76 მომხრე, 10 წინააღმდეგი – ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესმა საქართველოს შესახებ დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკან დახევის აშკარა ნიშნებისა და ადამიანის უფლებების შესუსტების გამო. კონგრესმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს 2023 წლის მაისში რეიკიავიკის დეკლარაციით ხელახლა ნაკისრი ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შესაძლოა ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოებს მიერ პასუხისმგებლობის დაკისრება გამოიწვიოს. საქართველოს საკითხზე მომხსენებელი ფრანგი ხავიერ კადორე იყო. რა წერია დეკლარაციაში? დეკლარაციის მიხედვით, კონგრესი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და ადამიანის უფლებების შესუსტების აშკარა ნიშნების გამო, რაც გამოიხატება საზოგადოების გაზრდილი პოლარიზებითა და ევროპის საბჭოს სტანდარტების საწინააღმდეგო [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და ჰომოფობიური] კანონმდებლობის ამოქმედებით. კონგრესი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია 26 ოქტომბრისა და ასევე 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები სამართლიან გარემოში ჩატარდეს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, ნებისმიერ მოქალაქეს, დისკრიმინაციის გარეშე, მიეცეს საშუალება წვლილი შეიტანოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. კონგრესი ამასთანავე ხაზს უსვამს თავის ვალდებულებას და მზადყოფნას გამოთქვამს, განაგრძოს კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგი საქართველოს ხელისუფლებასთან, მაღალი დონის ვიზიტების ჩათვლით, რომლის ორგანიზებასაც კონგრესი საპარლამენტო არჩევნების შედეგად მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ აპირებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს რეიკიავიკის დეკლარაციით აღებული ვალდებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა, ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ პასუხისმგებლობა დაეკისროს. პუბლიკა
-
„ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ძლიერი სახელმწიფო ძლიერი ჯარისა და გააზრებული თავდაცვის სისტემების გარეშე არ არსებობს. „მშვიდობას პირველ რიგში სჭირდება ძლიერი და განათლებული ჯარისკაცი და ასევე გააზრებული თავდაცვის სტრატეგია, შესაბამისი დაფინანსებით. დღეს „ოცნებამ“ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, რატომღაც ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა, გაუგებარია ვისთვის, რისთვის ან რატომ. ამით პირველ რიგში რისკის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა ამისა ამ ბოდიშით ივანიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა, პირველ რიგში ქართველ ვეტერანებს, ჯარისკაცებს, მაშველებს, დევნილებს, რომელთაც ეთნიკური წმენდა გამოიარეს, ადამიანებს, რომლებმაც 2008 წლის ომი გამოიარეს და იბრძოდნენ ქვეყნის და სამშობლოს დასაცავად. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავუბრუნებთ ღირსებას ქართველ ჯარისკაცებსა და ვეტერანებს. მათი თავდადება და მსახურება დაფასებული უნდა იყოს არა მხოლოდ ფინანსურად და სოციალურად, პირველ რიგში მათ თითოეული ჩვენგანი უდიდეს პატივს უნდა სცემდეს. ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი მაგალითი ახალწვეულებისთვის, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ჯარისკაცის მსახურება ჩვენს ქვეყანაში ყოველთვის იქნება დაფასებული. ამიტომ, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი ჯარისკაცის, ვეტერანის თავდადება ყოველთვის გვახსოვდეს, პატივს მივაგებდეთ და ვცემდეთ და ვერავინ ვერ ბედავდეს საქართველოში სამარცხვინო, გაუმართლებელ აუხსნელ ბოდიშზე საუბარს, აუცილებლად უნდა მივიდეთ არჩევნებზე. არჩევნებზე უნდა მივიდეთ იმიტომ, რომ ღირსება დავუბრუნოთ თავისუფლებისა და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში დაღუპულ ყველა ადამიანს, ხმა არ უნდა მივცეთ „ოცნებას“, ხმა არ უნდა მივცეთ „ნაციონალურ მოძრაობას“, ხმა უნდა მივცემთ ნამდვილ მშვიდობას, ნამდვილ ღირსებას, ნამდვილ კეთილდღეობას და ნამდვილ სვლას მშვიდობიანი ევროპისკენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს მტკიცებულებები, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია დამოუკიდებელი არ არის. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, ცესკო დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივით. მეზვრიშვილმა ასევე განაცხადა, რომ პარტიას გააჩნია მტკიცებულებები, რაც ადასტურებს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის და პარტიული აქტივით არის დაკომპლექტებული. „დღეს ჩვენ მოვიტანეთ მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ცესკო დამოუკიდებელი არ არის, რეალურად, ცენტრალური საარჩევნო კომისია ყველა დონეზე, საუბნო, საოლქო დონეზე, არაფერს ვამბობ ცესკო-ს თავმჯდომარესა და შემადგენლობაზე, დაკომპლექტებულია „ოცნების“ პარტიული აქტივით - საჯარო სექტორში „ოცნების“ მიერ ჩანერგილი პარტიული აქტივით. ეს ადასტურებს, რომ საუბნო, საოლქო კომისიები სრულად დაკომპლექტებულია „ოცნებასთან“ აფილირებული პირებით. მერიებში, საკრებულოებში დასაქმებული პარტაქტივით. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ ამ ადამიანებმა, რომლებსაც აბარიათ ხმების დათვლა, რიგის მოწესრიგება, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ცესკო-ს ინტერესებში არ შედის. გასაოცარია ნათესაური კავშირების მასშტაბი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, მტკიცებულებები ნათლად ადასტურებს, თუ ვის ხელშია 26 ოქტომბრის არჩევნები. მან საზოგადოებას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. „მოგიწოდებთ, 26 ოქტომბერს ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, თქვენი ხმის მიცემის პროცესი არის ფარული. ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ, გააკეთეთ ის არჩევანი, რომელიც გინდათ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მან სიცრუე უწოდა პარლამენტისა და ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს ცესკო პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია. პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ მოატყუა საზოგადოება, თურმე როგორ მშვიდი, თავისუფალი, სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო გვაქვს. ითხოვდა მტკიცებულებებს ოპოზიციისგან, რომელსაც ჩვენ ყოველთვის წარვადგენთ ხოლმე, მაგრამ იგნორი ხდება იმიტომ, რომ სათქმელი არაფერი აქვთ“, -განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
-
რამდენსაც გამოვლენ, რამდენსაც დაემუქრებიან ადამიანებს არ იქნება ეფექტური, უკუშედეგს გამოიღებს, რაც მეტს დაემუქრები ადამიანებს, უფრო მეტ პროტესტს მიიღებ. ევროპულ საქართველოში ადამიანები მიუხედავად თავიანთი პარტიული კუთვნილებისა თუ არაკუთვნილებისა, საკუთარ თავს მოძებნიან და საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ, რუსულ საქართველოში ამას ვერ შეძლებენ. მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში გაიმარჯვოს ევროპამ, მნიშვნელოვანია არჩევნებზე მოვიდნენ ადამიანები. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
-
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ თავმჯდომარე, ჯო უილსონი, ასევე, კომისიის წარმომადგენლები, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი, მარკ ვეისი და დაფნა რენდი. განცხადებაში ასევე ნახსენებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები და MEGOBARI ACT, რომლის ინიციატორიც აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატის წევრი – რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. „MEGOBARI აქტის“ თანახმად, ერთი მხრივ, პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, რომლებიც საქართველოში „რუსული სტილის უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მიღებაზე ან შესაძლო ამოქმედებაზე არიან პასუხისმგებელნი“. მეორე მხრივ კი, ის „საქართველოს მიერ დემოკრატიული, დასავლური კურსის გამყარების შემთხვევაში“ ქვეყანას გაძლიერებულ მხარდაჭერას – გაზრდილ ფინანსურ დახმარებას და სავიზო რეჟიმის შერბილებას ჰპირდება. პუბლიკა
-
თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა. “თუ პროევროპული ძალები და ქარტიის ხელმომწერი პარტიები არჩევნებში გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, მათთან ერთად ვიქნები, რათა მათთან ერთად ეს ქარტია შემდეგ ევროპულ საბჭოზე მივიტანოთ და მოლაპარაკებების გახსნა უზრუნველვყოთ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყო - და ეს ჯერ კიდევ გასარკვევია”, - განაცხადა ზურაბიშვილმა. საკუთარი პრეზიდენტობის მემკვიდრეობაზე საუბრისას ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამაყობს ოპოზიციის გაერთიანებაში თავისი ძალისხმევებით, ხოლო ყველაზე დიდ სინანულზე საუბრისას აღნიშნავს: “რომ [ევროკავშირთან] მოლაპარაკებების გახსნის პირველი შანსი გავუშვით ხელიდან”. იპნ
-
ბრიუსელში დღეს და ხვალ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა. „ევროპული საბჭო განიხილავს ჩვენს საერთაშორისო ურთიერთობასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხს, მათ შორის მოლდოვასა და საქართველოში არსებულ ვითარებას. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, - აღნიშნულია შარლ მიშელის მოსაწვევ წერილში, რომელიც მან ევროპული საბჭოს წევრებს გაუგზავნა. მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება და ევროკავშირის ლიდერები მოისმენენ პრეზიდენტ ზელენსკისგან მის მიერ შეთავაზებულ „გამარჯვების გეგმას“ და შემდგომ ნაბიჯებს შეიმუშავებენ. შარლ მიშელის ინფორმაციით, ევროპელი ლიდერები ასევე ყურადღებას გაამახვილებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, მიგრაციის საკითხსა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. იპნ
-
დღევანდელი სუსის განცხადება იყო ივანიშვილის შიშების გამოძახილი, ისევე როგორც, შიშის გამოძახილია მათი მხრიდან წინასაარჩევნო თავდასხმები ჩვენი პარტიის წევრებზე. ეს ყველაფერი გამოხატავს რამდენად სუსტია ივანიშვილის “ოცნება” და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებლად დამტკიცებდა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1066560425154378/
-
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიებს ადგენდნენ. გუშინ, 15 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძე და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თათია ნიკოლაშვილი გურიანთაში, მივიდნენ ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც, მათი ინფორმაციით, მერის წარმომადგენელი, მაჟორიტარი დეპუტატები, „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ შეკრებილები, მაგიდაზე ეწყოთ სიები და ხმების მობილიზებაზე მსჯელობდნენ. ენმ-ის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“ — ნინო მახარაძე და ლევან კილაძე, ასევე, გურიანთის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე. ის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ საოლქო საარჩევნო კომისიის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით არის არჩეული. მარინა ნათენაძე, სხვებთან ერთად მაგიდას უზის, კამერის დანახვის შემდეგ დგება და კადრიდან გადის. საკრებულოს დეპუტატი ნინო მახარაძე კი ფურცლების ალაგებას იწყებს. ოპოზიციის გამოჩენას ადგილზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. „ქართულ ოცნებას“ ეს ადმინისტრაციული შენობა გადაქცეული აქვს საკუთარ შტაბად. გვაქვს უამრავი მტკიცებულება — საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც აქ აქვთ დალაგებული და სპეციალურ სიებზე დადიოდნენ და სხვათა შორის, შემდეგ მოქალაქეებზე და ამომრჩევლებზე უნდა იძალადონ. მოვედით და არც მეტი, არც ნაკლები თავს დაგვესხნენ და ამ თავდასხმის მტკიცებულებებიც გაგვაჩნია. ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, — განაცხადა დავით მჟავანაძემ. მომხდართან დაკავშირებით დავით მჟავანაძე და თათია ნიკოლაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მათ უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს და მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. „ქართული ოცნების“ დეპუტატები „ტვ პირველთან“ ამბობენ, რომ არანაირ სიებს არ ადგენდნენ, მოქალაქეებს ხვდებოდნენ და პარტიის საარჩევნო ბუკლეტებიც მოქალაქეებმა შემოიტანეს, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მარინა ნათენაძე კი ადგილზე „პირადი ნივთის“ წამოსაღებად იმყოფებოდა. ამ ვერსიას იმეორებს „ნეტგაზეთთან“ ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძეც: „მარინა ნათენაძე არ არის ცესკოს მიერ დანიშნული — ოლქის მიერ არჩეული კომისიის წევრია, სერტიფიცირებული გახლავთ და საკმაოდ კვალიფიციური კადრია. თავის საქმიანობას ასრულებს ზედმიწევნით კარგად, კანონის შესაბამისად. ზოგადად, ის არის მერის წარმომადგენლის თანაშემწე. იმ შენობაში მუშაობს ყოველდღიურად, უბრალოდ ახლა იმყოფება შვებულებაში და ასრულებს საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. იმ შენობაში მიბრძანდა პირადი ნივთის ასაღებად. არ იცოდა, შეხვედრა იმართებოდა თუ რა ხდებოდა, 2-3 წუთი დაყო და დაბრუნდა ისევ საარჩევნო კომისიაში“. მარინა ნათენაძის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება არ დაწყებულა — „დისციპლინური სამართალწარმოების მზაობა სულ გვექნება, თუ დადასტურდება [დარღვევა], მაგრამ კანონი არ ზღუდავს, რომ მიბრძანდეს და აიღოს პირადი ნივთი… თუ იჯდა [მაგიდასთან], მაგაშიც პრობლემას ვერ ვხედავ“, — ამბობს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ნეტგაზეთი
-
განცდა დაგვრჩა, რომ პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ცდილობენ – შუქრუთელები
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან” მოლაპარაკების პროცესში შეხვედრის შემდეგ, შუქრუთელი გიორგი ნეფარიძის განცხადებით, განცდა დარჩა, რომ ეს ყველაფერი პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება. შუქრუთელებს, „ჯორჯიან მანგანეზსა“ და სახელმწიფოს შორის შეხვედრა დღეს, 16 ოქტომბერს, გაიმართა. ამის შესახებ მან „მაუწყებელთან“ ისაუბრა. „ამ შეხვედრაზე ერთადერთი დადებითი, რაც ამ შეხვედრაზე შემიძლია აღვნიშნო, სახელმწიფო წარმომადგენლის ჩართვაა ამ პროცესებში. ამ ორი შეხვედრიდან სხვა დადებითი და სასიკეთო აბსოლუტურად არაფერი არ მომხდარა. დღევანდელი შეხვედრიდან დაგვრჩა განცდა, რომ კომპანია სახელმწიფოსთან ერთად ცდილობს, რომ როგორღაც ეს პროცესები არჩევნებს გადააცილოს და არჩევნები გადააგოროს. დღეს საუბარი იყო, რომ თითქოს რაღაც პროცესები უნდა დაიწყოს 2025 წლიდან. ეს ყველაფერი გვიჩენს განცდას, რომ დროის მოგებას და ამ პროცესების არჩევნებს იქით გადაგორებას ემსახურება. რეალურად კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან ჩვენ ვერანაირი ქმედითი ნაბიჯი ვერ დავინახეთ, რომ ეს პროცესები როგორღაც მოგვარებისკენ და სამართლიანი ხელშეკრულების გაფორმებისკენ წავიდეს“, – განაცხადა გიორგი ნეფარიძემ. როგორც გიორგი ნეფარიძე ამბობს, თუ კომპანია ქმედითი ნაბიჯებს არ გადადგამს, შუქრუთელები ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ და შიმშილობას დაიწყებენ. „ჩვენ დაველოდებით კიდე რამდენიმე შეხვედრას ამ სამმხრივ ფორმატში და შევხედავთ რა რეალური ქმედითი ნაბიჯები იქნება გადმოდგმული როგორც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან. ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, რომ თუ ეს პროცესები ჩიხში შევიდა, ჩავანაცვლოთ მოშიმშილე ადამიანები ახალმა ადამიანებმა და მივმართოთ ისევ პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას, ამოვიკეროთ პირი. ოღონდ უფრო მკაცრ ფორმაზეა ამ შემთხვევაში საუბარი – მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა გიორგი ნეფარიძემ. გიორგი ნეფარიძის თქმით, ძალაშია ხვალ, 17 ოქტომბერს, პარლამენტთან 20:00 საათზე დაგეგმილი სოფელ შუქრუთის სოლიდარობის აქცია. შუქრუთელები ამბობენ, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მადანს სოფლის მიწის ქვეშ მოიპოვებს, რის გამოც დასახლებას მიწის მთავარი საყრდენი გამოეცალა, რაც სახლების ნგრევის, ნიადაგის ჩავარდნის, მცენარეების უნაყოფობისა და ჭების ამოშრობის მიზეზი გახდა. 11 სექტემბრიდან ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების ნაწილი დედაქალაქში ჩამოვიდა. პროტესტის თბილისში გადმოტანას წინ უძღოდა 6-თვიანი უწყვეტი პროტესტი ჭიათურის მუნიციპალიტეტში. 1 სექტემბერს შუქრუთელთა პროტესტის მონაწილეთა ნაწილმა პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი პროცესში ჩართვა იყო. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენელი, „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი მათთან შიმშილობის 43-ე დღეს მივიდა და შუამავლობა შესთავაზა, რის შემდეგაც პარლამენტის შენობის წინ შუქრუთელების შიმშილობა შეწყდა. პროტესტის მონაწილე მაღაროელები და ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ 2019-2021 წლის პროტესტის შედეგად მიღწეული შეთანხმების შესრულებას ითხოვენ. 2020 წელს, სოფელ შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით, კომპანიას წელიწადში 700 000 ლარიდან 1 000 000 ლარამდე უნდა გადაეხადა. „ჯორჯიან მანგანეზი“ ირწმუნება, რომ უკვე სამჯერ მეტი კომპენსაცია აქვს გაცემული. ადგილობრივების თქმით კი, კომპენსაცია მოსახლეობის მაქსიმუმ 5%-ს აქვს მიღებული. წაიკითხეთ ამ თემაზე: -
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, ადმინისტრაციისგან განმარტებას ითხოვს, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის წარმომადგენელს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იბარებს. როგორც ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განუცხადა, კომისიამ სხდომა დღეს გამართა, თუმცა პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციაში, მორიგ სხდომაზე დასწრების მოთხოვნით კიდევ ერთი წერილი გაიგზავნება. რაც შეეხება კომისიის სხდომაზე დაბარების მიზეზს, როგორც ბრეგაძემ უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა განმარტოს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, არჩევნების დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში საარჩევნო შტაბის შექმნასთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრი ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილის აღნიშნული ინიციატივა შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს. „ჩვენ საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მის განცხადებასთან დაკავშირებით გავუგზავნეთ, რომელიც შესაძლოა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს შეიცავდეს და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს მობრძანება ვთხოვეთ, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა მათი მხრიდან წერილობითი განმარტება გაკეთდა, რაც კომისიის მიერ არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ წერილს გავუგზავნით და მოვუწოდებთ, რომ კომისიის შემდგომ სხდომაზე აუცილებლად პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი გამოცხადდეს და განცხადება პრეზიდენტის იმ სიტყვებთან დაკავშირებით გააკეთოს, რომლითაც ის აღნიშნავს, რომ „საარჩევნო დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მათ ერთად უნდა იზეიმონ გამარჯვება“. ეს განცხადება შესაძლებელია საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას შეიცავდეს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. იპნ
-
6-წლიანი პაუზის შემდეგ, მოდის ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური შოუ კვლავ გაიმართა - Victoria's Secret თავის ანგელოზებთან ერთად დაბრუნდა. ქართველებისთვის კი ეს განსაკუთრებული იმით იყო, რომ ისტორიაში პირველად ყველაზე ბრჭყვიალა და შთამბეჭდავ შოუზე ქართველი ტოპ მოდელი, მატილდა გვარლიანი გამოვიდა. წელს VS დიდი დაბრუნებისთვის განსაკუთრებულად მოემზადა და ყველა დროის ვარსკვლავი შეკრიბა. ადრიანა ლიმა, ქენდისი, ქეით მოსი, ალესანდრა ამბროსიო, ვიტორია ჩერეტი, ირინა შეიკი, კარლა ბრუნი ანოკ აი, ჯოან სმოლსი, ტეილორ ჰილი, გრეის ელიზაბეტი, ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ტაირა ბენქსი - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ვარსკვლავების, რომლებიც Victoria's Secret-ის შოუზე ვიხილეთ. -0:02 შოუ ჯიჯი ჰადიდმა გახსნა. 00:00 / 00:00 ამაღელვებელი მომენტი იყო ასევე შერის გამოჩენა, რომლის სიმღერის თანხლებითაც გამოდიოდნენ მოდელები პოდიუმზე. კეიტ მოსი ბელა ჰადიდი ირინა შეიკი ალესანდრა ამბროსიო ადრიანა ლიმა ტეილორ ჰილი ამბები.გე კარლა ბრუნი ამბების
-
სინამდვილეში ნამდვილი აგენტები, რომლებიც ფინანსდებიან რუსეთიდან არიან ჩანერგილები საქართველოს სხვადასხვა სოციუმებსა და სამთავრობო აპარატებში,მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. ეს ხალხი არის სწორედ იმ წრეში, რომლებიც პირდაპირ ასაზრდოებენ, ერთი მხრივ, “ოცნებას” და ,მეორე მხრივ ,პირდაპირ კვებავენ ბიძინა ივანიშვილს. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8592246164203769/
-
ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილმა კვლავ დააბრალა საკუთარ ქვეყანას რუსეთთან ომის დაწყება, ხოლო ეთნიკურ წმენდაზე პასუხისმგებელი სეპარატისტებისთვის ცალმხრივი სამარცხვინო ბოდიშის შემდეგ, კვლავ მოითხოვა ქვეყნის ილუზორული ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ისე, რომ კვლავ არ ხსნის, თუ როგორ და რა გზით აერთიანებს ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. აქუბარდიამ საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს მიმართა და მისგან ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ე.წ ჩუქების საკითხზე შესაბამისი მოკვლევა და მანდატის ფარგლებში რეაგირება მოსთხოვა. „ბატონმა ივანიშვილმა არ გასცა გიორგი გახარიას საჯარო კითხვებს საჯარო პასუხი მის მიერ საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის და ქვეყნის სუვერენიტეტის დამაზიანებელი განცხადებების შემდეგ, თუ რა ფორმით და პირობებით ფიქრობდა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, მაშინ როცა არც რუსეთის და არც ოკუპირებული რეგიონების მარიონეტული რეჟიმების პოზიციები არ შეცვლილა ე.წ.დამოუკიდებლობის უკან გაწვევით და საოკუპაციო ჯარების უკან გაყვანით, ან რა ტიპის სახელმწიფო მოწყობისთვის ითხოვდა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს და მით უფრო, უმრავლესობას. ამ კითხვებზე პასუხგაუცემლობით, კიდევ ერთხელ დასტურდება, თუ რამხელა საფრთხეს უქმნის ივანიშვილის „ოცნება“ ქვეყნის ნამდვილ სუვერენიტეტს. იმავდროულად, როგორი ყალბია მისი ბუნდოვანი დაპირება ქვეყნის გამთლიანებასთან დაკავშირებით. მაშინ, როცა ყოველკვირა ვისმენთ დამატებით ტერიტორიულ პრეტენზიებს ოკუპირებული ცხინვალიდან თრუსოს ხეობასა და გუდაურზე, მაშინ, როცა მედიასაშუალებების გზით საჯაროვდება ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ბატონი ლუკაშენკოსთვის და ბელარუსულ კომპანიაზე უკანონოდ ჩუქების შესახებ, მაშინ, როცა საგარეო საქმეთა მინისტრი იმალება და არ ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას, დაიცვას ქვეყნის გაცხადებული ინტერესები, საზოგადოებისთვის ყველაფერი კიდევ უფრო ცხადია. თუმცა, ამის მიუხედავად, მინდა შევახსენო საგარეო საქმეთა მინისტრს, ბატონ ილია დარჩიაშვილს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ისევე როგორც მისი მანდატი ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის და მოვითხოვო მისგან ოკუპირებულ აფხაზეთში 20 ათასი ჰექტრის ე.წ ჩუქების საკითხზე შესაბამისი მოკვლევა და მანდატის ფარგლებში რეაგირება“, - განაცხადა აქუბარდიამ. ცნობისთვის, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრის ჟურნალისტების ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში საჩუქრად 200 000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი გადასცეს. 20 ჰექტარი მიწის ნაკვეთის (სანაპირო ზოლზე) შპს „ჟემჩუჟინა 2010“-სთვის გადაცემას ე.წ. პრემიერ-მინისტრი 2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკოს ოკუპირებულ ბიჭვინთაში „ვიზიტიდან“ მეორე დღეს დასთანხმდა. იპნ