-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ქართველებს გამარჯვებას ულოცავს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
რუსი პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ეხმაურება. „ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“, – წერს იგი ტელეგრამში. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 71% და „ქართული ოცნება“ 53%-ით ლიდერობს. 2206 უბნის მონაცემებით, პარტიების შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება: „ქართული ოცნება“ — 53% კოალიცია ცვლილებებისთვის — 11% ნაციონალური მოძრაობა — 9,8% ძლიერი საქართველო — 9% გახარია საქართველოსთვის — 8% რაც შეეხება სხვა პარტიებს, წინასწარი მონაცემებით მათ ბარიერი ვერ გადალახეს. ცნობისთვის: შედეგები დამრგვალებულია ნეტგაზეთი -
ნათია მეზვრიშვილის თქმით, პარტიას „საქართველოსთვის“ აქვს არჩევნების გაყალბების – მათ შორის ე.წ. „კარუსელის“ – და ამომრჩევლის მოსყიდვის მტკიცებულებები და პარტიამ უკვე შეიტანა საჩივრები შესაბამის ორგანოებში. „როგორც წესი და რიგია, როგორც კანონი ითხოვს და როგორც გვჩვევია, დაველოდებით საბოლოო შედეგების გამოცხადებას. მაგრამ გულხედაკრეფილები არ ვისხდებით და ვიმუშავებთ, რომ ეს მტკიცებულებები მიეწოდოთ ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს“, – განაცხადა მან. ოპოზიციური კოალიციებიდან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“. ისინი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. ნეტგაზეთი
-
მიუნხენის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 1056-დან 47 ხმა, ანუ 4,45% მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმისმიცემა დასრულდა და შემაჯამებელი ოქმიც შედგა. ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა. მმართველმა პარტიამ მათგან მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%. ჯამში, შედეგები ასეთია: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 189 „გახარია – საქართველოსთვის“ – 110 „ქართული ოცნება“ – 47 „გირჩი“ – 66 „ევროპელი დემოკრატები“, „პატრიოტთა ალიანსი“ – 6-6 ხმა ლეიბორისტული პარტია – 13 „შეცვალე საქართველო“ – 4 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ – 1 „საქართველო“ – 3 „თავისუფალი საქართველო“ – 2 „ჩვენ“ – 4 „მემარცხენე ალიანსი“, „ქართველ ერთობა“, „საქართველოს ერთობისა და გაერთიანების პარტია“ – თითო-თითო ხმა. ნეტგაზეთი -
ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა არჩევნებზე თავისი ნება გამოხატა, რის შედეგადაც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა. „ჩარევის მცდელობის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად აჩვენა, რა სურს. პატრიოტმა მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო. ბრავო, გილოცავთ!“ - აღნიშნა სიიარტომ. მისი მტკიცებით, უნგრეთი, ევროკავშირის თავმჯდომარეობის დარჩენილ პერიოდში და შემდგომაც, მხარს დაუჭერს ქართველ მეგობრებს ევროინტეგრაციის მცდელობებში წარმატების მისაღწევად. იპნ
-
ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – „ჩემი ხმა“ 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა და შემაჯამებელ შეფასებას აქვეყნებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, არჩევნების დღე მძიმე და არსებითი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა და „აშკარა გახდა, რომ შემუშავებული იყო არჩევნების გაყალბების კომპლექსური სქემა. მათივე ცნობით, დღის განმავლობაში სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ხორციელდებოდა „უპრეცედენტო ზეწოლა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ თავდასხმებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას, დაშინებას, უმიზეზოდ უბნებიდან გაძევებას. შეფასებაში საუბარია ჟურნალისტებზე თავდასხმაზეც. „ჩემი ხმის“ შეფასებით, საარჩევნო უბნებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ სააარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას არ გამოვლენილიყო გაყალბების სქემები და საზოგადოებას არ ჰქონოდა ინფორმაცია მათ შესახებ. როგორც სადამკვირვებლო მისია წერს, აღნიშული სისტემური დარღვევებია: ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა – ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქარელის, ბათუმის, თელავის, ხაშურის, ბოლნისის, სენაკის, გორის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, მარნეულის, ქობულეთის, საგარეჯოს, ახალციხის, კასპის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში; ვერიფიკაციის პროცესის მართებულობისა და რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შეუძლებლობა – გურჯაანის, სიღნაღის, რუსთავის, გარდაბნის, სამტრედიის, ჩუღურეთის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ისნის, სენაკის საარჩევნო ოლქებში; ამომრჩეველზე ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემა ან/და ყუთში მოთავსება – გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, რუსთავის, ბათუმის, სენაკის, ლაგოდეხის, თბილისის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მესტიის, ახალციხის, ასპინძის, გორის, ქარელის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში; სხვის ნაცვლად და განმეორებით ხმის მიცემა – მარნეულის, გარდაბნის, ზუგდიდის, ხარაგაულის, ჩხოროწყუს, სამგორის საარჩევნო ოლქებში; ფიზიკური ძალადობა – მარნეულის, გლდანის, ისნის, მარნეულისა და ზუგდიდის საარჩევნო ოლქებში; ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი – ხარაგაულის, ჭიათურის, ახალქალაქის, ხაშურის, მცხეთის, კასპის, ქარელის, ხაშურის, გორის საარჩევნო ოლქებში;= გადასატანი ყუთისა და ბიულეტენების დაზიანება – ვაკის, საბურთალოს, სამგორის, ოზურგეთის, რუსთავის, ხაშურის საარჩევნო ოლქებში; მარკირების დაუცველობა – გლდანის, ისნის, სამგორის, მარნეულის, კასპის, გორის, ზუგდიდის, მარნეულის, ბათუმის, მცხეთის საარჩევნო ოლქებში; აგიტაცია კომისიის წევრების მხრიდან – გორის, მარნეულის, ბოლნისის, ახალქალაქის, გარდაბნის, ქუთაისის საარჩევნო ოლქებში; დამკვირვებლების საქმიანობის ხელშეშლა და მათი გაძევება – მარნეულის, სენაკის, გარდაბნის, ქობულეთის, საგარეჯოს საარჩევნო ოლქებში; მათი ცნობით, ამ დროისათვის, საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით, დაწერილია: 244 საჩივარი და გაკეთებულია 183 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადამკვირვებლო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არსებული გარემოსა და არჩევნების დღეს გამოყენებული გაყალბების სქემების, ასევე ამომრჩევლის ნებაზე უპრეცედენტო ზემოქმედებისა და ძალადობის ფაქტების ანალიზის შედეგად ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების ნებას. ჩვენ გავაგრძელებთ შედეგების ბათილობის მოთხოვნას. პუბლიკა
-
ნიუ-იორკში 8 საათია: ერთ-ერთ უბანზე გარეთ დარჩენილი ამომრჩევლების აღწერა დაიწყეს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ნიუ-იორკში, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად მრავალი ემიგრანტი მივიდა, 8 საათი დადგა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანი კენჭისყრისთვის უნდა დაიხუროს. თუმცა, ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი რიგების გამო, მრავალი ადამიანი კვლავაც უბნის გარეთ, რიგში იდგა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილიდან უყვებიან, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრები გარეთ მყოფი მოქალაქეების აღწერას შეუდგნენ, რათა მათ უბნის დახურვის შემდეგაც ხმის მიცემა შეძლონ. გარეთ, რიგში, ამ ეტაპზე დაახლოებით 300 ადამიანი დგას. ნეტგაზეთი -
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%, „ოცნებას" 54.2% აქვს
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99%. შედეგად: „ქართულ ოცნებას” მიღებული აქვს ხმების 54.2%; კოალიცია ცვლილებისთის – 10.822 % ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა – 10.105%; ძლიერი საქართველო – 8.758%; გახარია საქართველოსთვის – 7.753% პატრიოტთა ალიანსი – 2.45%; საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 0.728% პუბლიკა -
,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლაში, ილია თოფურიასა (15-0) და მაქს ჰოლოვეის (26-7) შორის ბრძოლა ილია თოფურიას გამარჯვებით დასრულდა. თოფურიამ გამარჯვება ნოკაუტით მოიპოვა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა. იპნ
-
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „ფორმულამ“, „მთავარმა“ და „იმედმა“ ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს. ეს არჩევნების არც ოფიციალური და არც წინასწარი შედეგებია. ისინი მოგვიანებით უნდა გამოქვეყნდეს. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო უმრავლესობას მარტო ვერ შეკრავს – ასეთია ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით, „Edison Research“-ის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები. ამ ეგზიტპოლების თანახმად, ბარიერი სულ ხუთმა პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციამ ჯამურად უფრო მეტი მანდატი უნდა მოიპოვოს, ვიდრე მმართველმა პარტიამ. ოპოზიციამ ეგზიტპოლით 87 მანდატი მოიპოვა, ოცნებამ კი 63. შედეგები, ეგზიტპოლის თანახმად, ასეთია: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 16,7% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7% „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10,3% „გახარია საქართველოსთვის“ – 8,2% „ქართული ოცნება“ – 40,9% ეს გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში, ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით. გამოიკითხა 14946 ადამიანი. ცდომილების ზღვარი – 2,5%. განსხვავდება „იმედის“ მიერ შეკვეთილი „GORBI“-ის ეგზიტპოლის შედეგები, რომლითაც ხმათა და მანტადთა უმრავლესობა „ოცნებას“ აქვს. შედეგები იქ ასე გადანაწილდა [18:30-სთვის]: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 12,6% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11,6% „ძლიერი საქართველოსთვის“ – 7% „გახარია საქართველოსთვის“ – 4,8% „ქართული ოცნება“ – 56,1% ცდომილების ზღვარი არის 2,5%. მეთოდოლოგია – ეგზიტპოლი ჩატარდა 100 შემთხვევით შერჩეულ უბანზე, პლანშეტების გამოყენებით. რაც შეეხება „მთავარის“ მიერ შეკვეთილ ეგზიტპოლს, რომელიც „HarrisX“-მა ჩაატარა, აქაც „ოცნებამ“ ვერ დააგროვა საკმარისი ხმები უმრავლესობის მოპოვებისთვის: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 42% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 13% „ძლიერი საქართველოსთვის“ – 18% „გახარია საქართველოსთვის“ – 9% „ქართული ოცნება“ – 8% netgazeti
-
ევროპული საქართველო 52%-ით იგებს გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს. მისი თქმით, საქართველომ აჩვენა დემოკრატია. „ევროპული საქართველო 52%-ით იგებს არჩევნების გაყალბების მცდელობებისა და დიასპორის ხმების გარეშეც. საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და ზრდასრულობა… მეამაყება და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში!” - წერს ზურაბიშვილი. ipn
-
ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში - ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. „მაშინ, როდესაც გადამწყვეტი მომენტია ქვეყნის განვითარებისთვის, მისი ბედისთვის, საქართველოს მოქალაქეები დგებიან და მოქმედებას იწყებენ. ამის დამადასტურებელია ამომრჩევლების ის ძალიან მაღალი რაოდენობა, რომლებიც დღეს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ჩვენმა დღევანდელმა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა იმისთვის, რომ ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში. ისე, რომ არჩევნები ჩაეტარებინათ და საქართველოს მოქალაქეებს შესძლებოდათ ხმის მიცემა არა ცემა-ტყეპის, გინების, ყვირილის, წივილის და ამ ქაოსის პირობებში. სამწუხაროდ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პარტიამ, კონკრეტულად, ადამიანებმა არ მისცეს შსს-ს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ პოლიციელებს ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. ეს სულ მალე გახდება ნათელი იმიტომ, რომ პოლიციის ის უმოქმედობა, რომელიც დღეს ჩვენ დავინახეთ, ვერ და არ შეიძლება რიგითი კეთილსინდისიერი პოლიციელიდან გამომდინარე იყოს. ამასთან, მინდა ამ არჩევნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გითხრათ. მოგეხსენებათ, რომ ცესკო-მ თავისივე საიტზე გამოდო თავისი ყოველდღიური განცხადებების გეგმა. მათ დაახლოებით, ყოველ ორ საათში საზოგადოებისთვის უნდა მიეწოდებინათ ინფორმაცია საარჩევნო პროცესებზე. ცესკო-მ ნება იბოძა და დღის განმავლობაში, ახლა, მეორედ გააცნო საზოგადოებას, როგორია არჩევნების მიმდინარეობა. მაშინ, როდესაც „ოცნების“ პარტიულ პორტალზე გამოდებულია ინფორმაცია არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად, ცესკო-ს ფუნქციონალი, პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა. მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო - მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა კონკრეტული პარტიის, ამ შემთხვევაში „ოცნების“. არ დაგავიწყდეთ ეს. იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის თავისუფალ გარემოში გამოხატვის უფლება კონსტიტუციით არის უზრუნველყოფილი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
-
გუშინდელი დღიდან მოყოლებული “ოცნებაში” იცოდნენ განაჩენი, რა ელოდათ და რაც უფრო გაუსწორებენ თვალს ამას, მით უფრო დიდ სიგიჟეებს გააკეთებენ. არ წამოვეგოთ ამას, არ შეგვეშინდეს და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1085701519799761/
-
საია: ჩვენს დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულში თავს დაესხნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის მე-4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა. ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი. პუბლიკა -
ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა - არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, - ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე მიმდინარებს. თოლორაიას თქმით, საარჩევნო დარღვევების მზარდი ტენდენცია ასევე გამოიკვეთა სამეგრელოსა და თბილისში. „16:00 საათისთვის ინფორმაცია მიღებული გვქონდა 1 227 უბნიდან. „ჩემი ხმას“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, მარკირების გაკეთების წესი დაირღვა, ასევე მარკირების გარეშე ხმა მისცეს 70 უბანზე. ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა 47 უბანზე, არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა ასევე 38 უბანზე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიებით მიმდინარეობს, ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სხვადასხვა ტიპის ხარვეზი გამოვლინდა 133 უბანზე, ხოლო 92 საარჩევნო უბანზე ელექტრონული პროცედურები ნათელი და გასაგები არ იყო ამომრჩევლებისთვის, რის გამოც კენჭისყრის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა. ასევე, ვერიფიკაციის აპარატის მეშვეობით, ამომრჩევლის ვერიფიკაციის დარღვევები გამოვლინდა 11 უბანზე და ჩვენს დამკვირვებლებს დაკვირვებაში ხელი შეეშალათ 61 უბანზე,“ - განაცხადა თოლორაიამ. იპნ
-
სეულის საარჩევნო უბნის შედეგებით, ოპოზიციამ ჯამში „ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა; „ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა; „ძლიერი საქართველო“ – 15 ხმა; „გახარია საქართველოსთვის“ – 9 ხმა; „გირჩი“ – 4 ხმა; „ქართული ოცნება“ – 2 ხმა. პუბლიკა -
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე უბანზე დარღვევაა. კერძოდ, ვიდეოში ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. ამასთან, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ცნობით, პირს, რომელიც ბიულეტენების ჩაყრის კადრს იღებდა, ფიზიკურად გაუსწორდნენ. „მარნეულის 69-ე უბანზე ჩვენ დამკვირვებელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, როდესაც ის ბიულეტენების ჩაყრის აღნიშნულ კადრს იღებდა“, - წერს ლომჯარია. იპნ
-
17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით აქტივობა 50.6%-ია | ცესკო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი. პუბლიკა -
ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა. ნეტგაზეთი
-
საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. იპნ
-
გიორგი გახარია - ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური არჩევანი გააკეთა. მან ხმა 42-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. გახარია საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, მარიკა ფანცულაიასთან ერთად მივიდა. გიორგი გახარიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ არჩევნებზე მივიდნენ და საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. „დღეს არის მნიშვნელოვანი დღე. პირველ რიგში, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, რომ აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებზე. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, თუ ვის მიეცით ხმა. რაც მთავარია ყველამ ხმა უნდა მივცეთ ქვეყნის დაბრუნებას ნორმალურ მდგომარეობაში. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური, დემოკრატიული, თავისუფალი, სამართლიანი, ევროპული განვითარების გზას, იმიტომ, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი წინაპრების და შვილების არჩევანი”, - განაცხადა გახარიამ. იპნ ვიდეო: https://www.interpressnews.ge/ka/article/817872-giorgi-gaxaria-qvelam-xma-unda-mivcet-kveqnis-dabrunebas-normalur-mdgomareobashi -
დღეს, 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემის პროცესი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ტარდება. სხვადასხვა წყაროებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებს ერთის ნაცვლად, ორ ან მეტ ბიულეტენს აძლევენ. დამკვირვებლებმა ბათუმის ერთ-ერთი უბნიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ამომრჩეველს ორი ბიულეტენი მისცეს, ვიდეოს მიხედვით, დარღვევაზე საჩივარი დაწერეს. „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ 10 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ორი და მეტი ბიულეტენი გასცეს რეგისტრატორებმა ქობულეთის მე-15, სამგორი 51-ე, ბათუმის მე-10, ყვარლის მე-3 და მთაწმინდის 31-ე საარჩევნო უბნებზე. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ მოქალაქეებს ორი ბიულეტენი მისცეს – ბათუმის მე-10, 71-ე, მე-18, 35-ე, მე-20, მე-13, მე-14, 70-ე, 86-ე, 83-ე და 33-ე უბნებზე. ქამადაძეც ამბობს, რომ დაწერეს საჩივრები. სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ 10:30 საათის მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დაფიქსირდა უბნებზე ამომრჩევლებისთვის „ერთზე მეტი ბიულეტენის გადაცემისა და ხმის მიცემის 25-მდე შემთხვევა“. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ცნობით, 11:00 საათისთვის გამოვლინდა ამომრჩევლისთვის ორი ბიულეტენის გადაცემის ფაქტები – გლდანის მე-13, ისნის 41-ე, წალენჯიხის მე-5, ქუთაისის და ფოთის მე-13 უბნებზე. გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გააკეთა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა, რომელიც ამბობს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი. პუბლიკა
-
ზურაბიშვილი: ხმა მივეცი ახალ საქართველოს, რომელზეც ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა 67-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა. ზურაბიშვილის თქმით, ხმა მისცა ახალ საქართველოს, რომელზეც წინაპრები ლოცულობდნენ. დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება. წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცემს. საარჩევნო უბნები 8:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა 20:00 საათამდეა შესაძლებელი. პუბლიკა -
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლაზე საუბრობენ. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ დილის 9:00 საათისთვის საქართველოში გახსნილი 988 უბნიდან 36 საარჩევნო უბანზე გახსნის პროცესზე დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ. ამასთან, მათი თქმით, 69 უბანზე კენჭისყრა დაიწყო დაგვიანებით, 13 უბანზე დაიწერა საჩივრები, ხოლო 17 უბანზე გაკეთდა შენიშვნა უბნის ჩანაწერთა წიგნში. მათივე ინფორმაციით, გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ვერიფიკაციის აპარატების განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ეძლევათ რეგისტრატორის საქმიანობის დაკვირვების შესაძლებლობა. ასევე, ინფრასტრუქტურის/ტექნიკის არახელსაყრელი განლაგების გამო დამკვირვებლებს არ ჰქონდათ ვერიფიკაციის აპარატის დაკვირვების შესაძლებლობა. ამის პარალელურად, მისიაში აღნიშნავენ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით, ფიქსირდება ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემები – მათი ინფორმაციით, ვერიფიკაციის აპარატები ვერ არეგისტრირებენ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობებს და რეგისტრატორებს ხელით უწევთ მონაცემების აპარატებში შეყვანა. ათენის 2 საარჩევნო უბანზე კოალიციის დამკვირვებლებს დაკვირვების საშუალება არ მისცეს”, – აღნიშნულია განცხადებაში. პუბლიკა
-
10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პრესსპიკერის ინფორმაციითვე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი, თუმცა ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად იოსელიანის განმარტებით, ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი. „საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. გარკვეულ შემთხვევებში ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ პარტიების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლებს დაიცვან კანონმდებლობა, ნუ ჩაერევიან კომისიების ფუნქციებში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას. მედიის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან საუბნო საარჩევნო კომისიებში მუშაობისას ფოტო-ვიდეო გადაღების დადგენილი წესი. წინააღმდეგ შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოიყენებს კანონით დადგენილ მექანიზმებს. შეგახსენებთ, რომ ერთსა და იმავე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას უფლება აქვს უბანზე ერთდროულად ჰყავდეს მხოლოდ 1 დამკვირვებელი, საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 დამკვირვებელი, რომლებსაც შესაძლოა, ახლდეთ თარჯიმანი, მედია ორგანიზაციებს 2 წარმომადგენელი, ხოლო საარჩევნო სუბიექტებს - 1 წარმომადგენელი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაფიქსირდა ერთი ამომრჩევლისთვის 2 ბიულეტენის გადაცემის ფაქტი. გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ხმის მთვლელი აპარატი ფიზიკურად ვერ მიიღებს 2 ბიულეტენს ერთდროულად. ბიულეტენების გადაცემის პროცესში მექანიკური შეცდომის იდენტიფიცირება ადგილზევე ხდება და არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა აპარატის მიერ ორი ბიულეტენის ერთად მიღების ფაქტი. ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პოლიტიკური სუბიექტის წარმომადგენლის მიერ საარჩევნო კაბინაში ბიულეტენის გადაღების და გასაჯაროების ფაქტი. როგორც მოგეხსენებათ ფარული კენჭისყრის კაბინაში იკრძალება ფოტო და ვიდეო გადაღება და შესაბამისად ვთხოვთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს ნუ წაახალისებენ აკრძალულ ქმედებას. გაგაცნობთ ამომრჩეველთა აქტივობას საქართველოს მასშტაბით 10:00 საათის მდგომარეობით. ამ დროისათვის საარჩევნო უბნებზე 324 197 ამომრჩეველი მივიდა, რაც 9.27%-ს შეადგენს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გავიდა საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გადიან მარკირებას, რომლებიც გადასატანი ყუთის გამოყენებით მისცემენ ხმას. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დაუშვებელია აგრეთვე კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ასევე, 20:00 საათამდე იკრძალება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან/და უფასო რეკლამა. ასევე, იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება”, - განაცხადა იოსელიანმა. იპნ