-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი და ამჟამად პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი კახა ქემოკლიძე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით დამაჯერებელი ფეიქ-ჩანაწერები, რომლის შესახებაც დღეს სუს-მა განაცხადა, ჯერჯერობით ვერ იქმნება. ასე ეხმაურება ქემოკლიძე სუს-ის მიერ დღეს, 16 ოქტომბერს, გავრცელებულ განცხადებას, ხელისუფლების წარმომადგენლებზე ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ყალბი აუდიო-ვიდეო მასალის გავრცელება იგეგმება. „წავიკითხე ჩემი ყოფილი კოლეგების განცხადება. ძალიან ზოგადია და რაც ცუდია პოლიტიკურად მიკერძოებულია პათოსიდან გამომდინარე. ერთი რაც გადაჭრით შემიძლია ვთქვა – დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობების მიუხედავად ისეთი პროდუქტის (ვიდეო/აუდიო) შექმნა, რომელიც საბაზისო ექსპერტიზით მალევე არ იდენტიფიცირდება როგორც ხელოვნურად მანიპულირებული პროდუქტი, უბრალოდ შეუძლებელია! მე არ ვიცი რისი ეშინიათ (ან ეშინიათ კი საერთოდ) „ოცნების“ „გენიოსებს“, მაგრამ AI-ის გამოყენებით ასეთი, ღრმად დაჯერებადი პროდუქტები ჯერჯერობით ვერ იქმნება. ე.წ. Deep Fake-ი ცხადია გამოწვევაა, მაგრამ AI-ი ჯერჯერობით არ იძლევა იმის საშუალებას, პროდუქტი ისეთ მაღალ ხარისხში იქნეს დამუშავებული, რომ დაიფაროს მისი ხელოვნურად მანიპულირება“ – წერს ქემოკლიძე Facebook-ზე. სუს: ხელისუფლების წარმომადგენლებზე ყალბი აუდიო-ვიდეო მასალების გავრცელებას გეგმავენ ნეტგაზეთი
-
პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აღნიშნავს, რომ მხარს დაუჭერს ტექნიკურ მთავრობას, რომელიც სრულად აპოლიტიკური იქნება. მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ დროებით მთავრობაში ვინმე „ნაციონალურ მოძრაობასთან” „აფილირებული” პირი იქნება, ისინი ამას მხარს არ დაუჭერენ. ის, ასევე, საუბრობს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შედგენილ და ოპოზიციური პარტიების მხრიდან ხელმოწერილ „ქართულ ქარტიაზე” და აღნიშნავს, რომ მისთვის რიგგარეშე არჩევნები გაუგებარი და აუხსნელია. „ტექნიკური მთავრობა ნიშნავს ერთადერთს, რომ ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომ არის ეს ტექნიკური და დროებითი. მაგრამ მთავრობა ეს არ შეიძლება და ვერ შეეხება პარლამენტს. შეუძლებელია, დღეს რომ 2 მილიონი ადამიანი უნდა მოვიდეს არჩევნებზე, მათ ვუთხრათ, რომ ერთ წელიწადში ისევ არჩევნებია ჩასატარებელი. ეს არ მუშაობს. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია 2 კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი: რიგგარეშე არჩევნები არის გაურკვეველი და მიუღებელი და მეორე, ნებისმიერი ფორმით, ნებისმიერი აფილირებული ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობასთან” ტექნიკურ მთავრობასთან ახლოს გავლილი არის ჩვენთვის წითელი ხაზი. ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური ამაშია მისი ფასეულობა ჩვენთვის. მერე გზა იქნება ევროკავშირში გაწევრების, ეს პროცესი იქნება დაწყებული, ჩვენ რომ გაწევრების მოლაპარაკებებს გავხსნით, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ნორმალურ ურთიერთობებს, „ქართული ოცნებისგან” თუ რამე დარჩება, ამაზე მერე ვისაუბროთ”, – განაცხადა გახარიამ TV პირველის ეთერში. პრეზიდენტმა გასული კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ხელს აწერენ „ქართულ ქარტიას“. ყველა ოპოზიციონერმა შეხვედრის შემდეგ მედიასთან თქვა, რომ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე. მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ტექნიკური მთავრობის წარდგენას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. პრეზიდენტის ინიციატივას მხარს უჭერენ როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“, ასევე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”. პუბლიკა
-
რუსული ენერგეტიკული კომპანია „ინტერ-რაო“ საგანგებო სიტუაციების დროს საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობას განიხილავს, - ინფორმაციას რუსული მედია „ინტერ-რაოს“ მმართველი საბჭოს წევრზე, ალექსანდრა პანინაზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩვენ ვთხოვეთ ორ ქვეყანას - აზერბაიჯანსა და საქართველოს მიწოდების შესაძლებლობა საგანგებო პერიოდებში. თითოეულს 300 მეგავატი“, - აღნიშნა ალექსანდრა პანინამ. მისი თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას არ უპასუხია. იპნ
-
ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა სუს-ის განცხადება. მეზვრიშვილის თქმით, ასეთი დაშინების ინსტრუმენტები არჩევნებამდე მრავლად იქნება, მაგრამ საზოგადოება არ უნდა შეშინდეს. „სამწუხაროდ, სუს-ი უსაფრთხოების დაცვისა და კორუფციის გამოძიების უწყება აღარ არის დიდი ხანია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ეს უწყება ივანიშვილის მორიგ პროპაგანდისტულ ტელევიზიად იქცა, „იმედთან“ და „პოსტ ტვსთან“ ერთად, რომელიც სამწუხაროდ, არჩევნებამდე დარჩენილი 10 დღის განმავლობაში სერიებად შემოგვთავაზებს სანახაობას. მრავალსერიანი სანახაობა იქნება იმიტომ, რომ ივანიშვილს რეალურად ახლა ძალიან უჭრის. „ოცნება“ დამარცხებულია, გუშინ, ზუგდიდშიც ეს ყველაფერი მათ ღონისძიებაზე ძალიან კარგად ჩანდა. აღარ ჰყოფნით „იმედის“ და „პოსტ ტვ“-ის რესურსი, ტყუილების, პროპაგანდის ტირაჟირებისთვის და ახლა გახსნა ახალი არხი სუს-ის სახით, რომ მოსახლეობაში შიში დანერგოს. ალბათ, ჰგონიათ, სუს-ის სახელით რომ გაავრცელებენ დეზინფორმაციას, ხალხს შეეშინდება. ხალხმა შიში დიდი ხანია გადალახა, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საწინდარია 26 ოქტომბერს. ეს ყველაფერი მიმართულია არჩევნების გაყალბების მცდელობისკენ. ასეთი დაშინების ინსტრუმენტები მრავლად იქნება მომდევნო 10 დღის განმავლობაში, მაგრამ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს იმიტომ, რომ ეს ფილმი 2012 წელს ნანახი გვაქვს. იმავეს აკეთებდა სააკაშვილი, ყველას გვახსოვს რით დასრულდა. ნამდვილად აღარ არის სუს-ი საშიში, რომელიც „ოცნების“ პროპაგანდისტულ ტელევიზიად გადაიქცა. ამიტომ, ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე და 41 არ უნდა გავაფერადოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. სახელმწიფო უსაფრთხოების და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ მიღებული ინფორმაციით, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინა დღეებში, გეგმავენ ხელოვნური ინტელექტის და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სუს-ის ცნობით, „აღნიშნულ ყალბ ჩანაწერებში იქნება გამოყენებული საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება. აღნიშნული ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზანი არის ხელისუფლების შტოებს შორის დაპირისპირების გამოწვევა, აგრეთვე ხელისუფლებასა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის შუღლის ჩამოგდება და ხელისუფლებასა და დასავლელ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაუარესება“. „ფალსიფიკაციის შედეგად მიღებული საინფორმაციო მასალის გამავრცელებლები, მათ მიერ შექმნილ ყალბ ჩანაწერებს საზოგადოებას წარუდგენენ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ინფორმაციას და ვარაუდობენ, რომ აღნიშნული ქმედებით მოახდენენ, ერთი მხრივ, უწყების დისკრედიტაციას, ხოლო, მეორე მხრივ, დისონანსის შეტანას სახელისუფლებო შტოებს შორის. აღნიშნული პროვოკაციის მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საპროტესტო მუხტის ხელოვნურად შექმნა და აგორება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენა, რაც საბოლოოდ გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით აღნიშნული ჯგუფების საქმიანობას და ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში გატარებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. იპნ
-
შარლ მიშელმა ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე მიიწვია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 17 ოქტომბრის ევროპული საბჭოს სამიტზე დაპატიჟა. ამის შესახებ მიშელი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სამიტზე დავპატიჟე, რათა შევაფასოთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ბოლო განვითარებები და წარადგინოს თავისი გამარჯვების გეგმა”, - წერს მიშელი. იპნ -
“ოცნებამ” ბევრი მხარდამჭერი დაკარგა ქვეყნის იზოლაციაში დატოვების გამო, ქვეყნის ევროკავშირში ძალიან სწრაფად გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვის გამო, კორუფციის ყოველდღურობად ქცევის გამო. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველთა უმრავლესობა მივიდეს არჩევნებზე და “ოცნებას” არ დავუტოვოთ გაყალბების შესაძლებლობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/8905442666140776/
-
"ოცნება" საკუთარ მოსახლეობას ომით აშინებს, თუმცა ვერც ივანიშვილი და ვერც მისი მთავრობა ვერ დაგვიცავს ომისგან. მშვიდობის გარანტი არის მჭიდრო კავშირი ევროპულ სტრუქტურებთან და ევროინტეგრაცია. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1189322825474082/
-
ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა - გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ტექნიკური მთავრობა ნიშანავს ერთადერთს- ამ ტექნიკურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნისთვის ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნა. ეს არის მკაფიოდ გაწერილი და ამიტომაა ტექნიკური და დროებითი - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ გადაცემა რეაქციაში განაცხადა. გახარიას თქმით, “ტექნიკური მთავრობა უნდა იყოს სრულად აპოლიტიკური, ამაშია მისი ფასეულობა“ -
განცდა მაქვს, რომ ისეთ რაღაცას ეწევიან, რომელიც დღემდე ვერ დავადგინე რა არის, - ასე ეხმაურება „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა იყო მის პატრონებთან გადახდილი ერთგვარი ხარკი“. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას იყენებდა, როგორც კარგ და ეფექტიან ხელმძღვანელს. „წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანებს, რას ლაპარაკობენ, რადგან მათ ენას ძვალი არ აქვს. რა გახარიას ხარკი გადაიხადეს? - ბიზნესომბუდსმენი დააწინაურეს ეკონომიკის მინისტრად, ეკონომიკის მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრად, წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ამავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრი დააწინაურეს პრემიერად. რა იყო ამდენი გადასახდელი ხარკად, რომ თურმე ეს კაცი ექვს მსხვილ თანამდებობაზე დაუწინაურებიათ. სიმართლე არის ძალიან მარტივი, როდესაც ხარ წარმატებული და როდესაც იყავი საქმის გამკეთებელი, ამას რა თქმა უნდა, ისინი ხედავდნენ. ამას იმიტომ კი არ აკეთებდნენ, რომ გახარიას განსაკუთრებული სიყვარული ჰქონდათ, არა, უბრალოდ, მას იყენებდნენ როგორც კარგ, ეფექტიან ხელმძღვანელს. მე გიდასტურებთ, რომ ის კარგი და ეფექტიანი ხელმძღვანელი იყო. 2020 წელს, კოვიდკრიზისის დროს, როდესაც სრულიად „ქართული ოცნება“ სოროებში დაიმალა, ივანიშვილიანად - ამის ფიზიკური მომსწრე ვიყავი, ყველანი გაუჩინარდნენ, რადგან პლანეტარულ დონეზე არავინ იცოდა რა ტიპის საფრთხესთან ჰქონდა საქმე, მაშინ მიხვდნენ - გახარია რომ არ გვყოლოდა, ალბათ, ჩამოვიქცეოდით. როდესაც დამენეჯმენტდა რთული პროცესი, მერე დაიწყეს სოროებიდან გამოსვლა. ცდილობდნენ წარმატებულ მენეჯმენტს, როგორც მიმავალ მატარებელს შეხტომოდნენ“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ. იპნ
-
ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ უნდა მოახერხონ - გიორგი გახარია
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს მთავარი გამოწვევა ახლა არის ის, რომ “ამ მედროვეებმა ქვეყნის და ძალაუფლების ოკუპაცია ვერ მოახერხონ“. გახარიას თქმით, ასეთი მედროვეები ყველა ეპოქაში იყვნენ და სამწუხაროდ, მომავალშიც იქნებიან. ტვ პირველი -
არსებობს წითელი ხაზები, რომლებიც, მაგალითად, დღეს, ჩემ მშობლიურ სამეგრელოში, გადაკვეთეს, მაშინ, როდესაც ადამიანებს ატყუებენ. იქ, ხალხი, ვინც უსმენს, კარგად იცის, რა აქვს გიორგი გახარიას გაკეთებული“, - ამის შესახებ “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიროგი გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა. გახარიამ “ქართული ოცნება“ “ნეპოტიზმსა და კორუფციაში“ ამხილა და აღნიშნა, რომ სწორედ, “კორუფცია აქციეს ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად ქვეყანაში.“ ტვ პირველი
-
„ახლოდან დავაკვირდებით საპარლამენტო არჩევნებს“ – მეთიუ მილერი
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ახლოდან დააკვირდება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები გვსურს ვიხილოთ. ახლოდან დავაკვირდებით [არჩევნებს] მომავალ დღეებში“, – განაცხადა მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვის საპასუხოდ. ნეტგაზეთი -
“გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ღალატში ამხილა და ყველა ის ქმედება გაუხსენა, რომელიც მისი თქმით, სამარცხვინოა. გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ ივანიშვილის ბოდიშზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას შემდეგ არა მხოლოდ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დაგვცინეს, არამედ კოკოითმაც კი მოთხოვნები წამოაყენა. ტვ პირველი
-
"სამეგრელოს ცენტრალურ მოედანზე, ხმების სამათხოვროდ ჩამოსულ იმ “სტუმრებს”, რომლებსაც უბრალოდ არ გიყვართ და 4 წელია მიტოვებული გყავთ ეს მხარე და ხალხი, სამეგრელო არ გაპატიებათ ამ კუთხის წარმომადგენლის გინებას და ლანძღვას! ბევრი უბედურება და გაჭირვება გამოუვლია ამ კუთხეს, ყველაზე თავმდაბალი და ამავდროულად ყველაზე ამაყი ხალხი ცხოვრობს, რომლებიც 26 ოქტომბერს გაგცემთ პასუხს!." ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ბმული: https://www.facebook.com/berdiasitchinava/posts/8934199946610941
-
გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი ემსხვერპლა
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
გუშინ კახეთში მომხდარ ავარიას „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ელენე მეგრელიშვილი ემსხვერპლა. მძიმედ დაშავდა კოალიციის კიდევ ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი. როგორც პარტია „ახალის” და კოალიციის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, დღეს ბათუმში დაგეგმილი ღონისძიებები გაუქმებულია. -
ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს, - ამის შესახებ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას უფლება აქვს, არჩევნების გზით თავისუფლად აირჩიოს საკუთარი მომავალი მიმართულება. „ევროკავშირის წევრობაზე ქართველებიც ოცნებობენ. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა ქართველებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აფერხებს. ჩვენ ქართველ ხალხს გვერდში ვუდგავართ, რათა ეს ოცნება აისრულონ. საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, არჩევნებზე თავისუფლად და სამართლიანად გადაწყვიტოს თავისი გზა სამომავლო მიმართულების შესახებ“, - განაცხადა ანა ლიურმანმა. ანა ლიურმანის განცხადების თარგმანს გერმანულიდან „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. იპნ
-
ეს არა ჩვეულებრივი არჩევნები, არამედ ევროპულ მომავალსა და რუსულ წარსულს შორის არჩევანია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Financial Times-სთან ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ „ტრადიციული მეთოდებით“ გამარჯვებას არ ცდილობს და არჩევნებზე მაღალი აქტივობა „ქართული ოცნების“ სრულ დამარცხებას ხელს შეუწყობს. „ამიტომ არჩევნებში გამარჯვების საშუალება არჩევნების გაყალბებაა. ეს უკვე დაიწყო. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მობილიზაცია, რადგან ერთადერთი სცენარი, რომლითაც მათ არჩევნების მოპარვის მცდელობა შეუძლიათ, არის თუ ხალხი თავად არ მობილიზდება“, - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. FT-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას „ერთპარტიულ მმართველობას“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ისინი ქვეყნის ყველა ინსტიტუტს აკონტროლებენ“. „როგორ მოიშორებთ რუსულ ხელისუფლებასა და რუსულ, რაც არ უნდა უწოდოთ მათ, კონტროლით თუ ზეწოლით?“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომლის თქმით, ხელისუფლება ამ მეტსახელს იმსახურებს, რადგან იგი კრემლის მეთოდებს იყენებს. „საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ეჭვი ეპარება, რომ არჩევნების შედეგების დადასტურების შემდეგ კონსტიტუციით გათვალისწინებულ ორ კვირაში ოპოზიციური პარტიები კოალიციური მთავრობის შექმნას შეძლებენ და დროებითი მთავრობა ამომრჩეველს სიცხადეს მისცემს“, - წერს Financial Times. „ვფიქრობ, მოსახლეობამ შესაძლოა პოლიტიკურ პარტიებზე უკეთ გაიგო, რომ ეს რეფერენდუმია და მომავლისთვის რეალური არჩევანია“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. იპნ
-
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით და მონაწილეობით არჩევნებში, რესურსს არ დავუტოვებთ მათ. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მოვა საარჩევნო უბნებთან, მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა იქნება “ოცნების” მხრიდან, რომ გააყალბონ არჩევნები და მოუწევთ შედეგების აღიარება. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1567118387264968/
-
დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ააიპ–ებში დასაქმებულ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებს, მერის წარმომადგენლები ემუქრებიან. მისი განმარტებით, დასაქმებულებს კონკრეტული პირები, მუნიციპალიტეტის მერის სახელით ეუბნებიან, რომ თუ მმართველი პარტიის სასარგებლოდ არ გააკეთებენ არჩევანს, სამსახურების დატოვება მოუწევთ. ასპინძის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ მაგრაქველიძის განმარტებით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია. „კონკრეტულად მინდა გითხრათ, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლები დადიან და აშინებენ ადამიანებს, რომლებიც სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით 300–ლარიან ხელფასებს იღებენ. ეუბნებიან, რომ დაკარგავენ სამსახურს იმ შემთხვეევაში, თუ ისინი და მათი ოჯახის წევრები „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ ხმას“,- განაცხადა ბრიფინგზე სოფიო ხორგუანმა. იგი მიმართავს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერს, როსტომ მაგრაქველიძეს „აღკვეთოს უკანონო თავნებობა“. „თუ არ უნდა რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, აღკვეთოს ეს უკანონო თავნებობა. თუ ერთი სოციალურად დაუცველი მაინც დაკარგავს სამსახურს, ეს იქნება პოლიტიკური ზეწოლის პირდაპირი მტკიცებულება“,- თქვა მან. როსტომ მაგრაქველიძე უარყოფს აღნიშნულ ფაქტს და ხორგუანის განცხადებას სპეკულაციას უწოდებს. „ეს არის იაფფასიანი სპეკულაცია და 100%-იანი ტყუილი. ამას სჭირდება დამტკიცება, თუ იქნება ფაქტი, შემდეგ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას და აუცილებლად მივიღებთ შეესაბამის ზომებსაცს. მობრძანდნენ და მოიტანონ ფაქტები. გახარიას წარმომადგენელმა ძალიან ბერი რამ გააკეთა, პარლამენტში გამოიყვანეს თავიანთი წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი და ალაპარაკეს ტყუილები. არც ეს არ მიკვრის, რომ ახლა თქვენთან მოდიან და იტყუებიან“,- ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ როსტომ მაგრაქველიძე. სოფიო ხორგუანმა ბრიფინგის დროს ასევე მიმართა „ქართული ოცნების“ თავჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პარტიის საბატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მიმართა: "თუ ჩვენ ვართ „განსაკუთრებით საშიში სუბიექტები“ და აგენტები, თავად რა სახელი ჰქვია მას, ყველაზე გაჭირვებულების დაშინებით, ძალაუფლების შენარჩუნების მსურველს? ეს არის ის გაბრწყინებული და საოცნებო საქართველო, რომელსაც გვთავაზობს მმართველობის 12 წლის თავზე?! როცა საბავშვო ბაღის დამლაგებელს 300–ლარიანი სამსახურის წართმევით ემუქრებიან?!“,- განაცხადა ხორგუანმა. სოფიო ხორგუანი ხვალ, 15 ოქტომბერს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერთან, როსტომ მაგრაქველიძესთან შეხვედრას გეგმავს. ტეგები: არჩევნები პარტია "საქართველოსთვის" ნუკა სტეფნაძე
-
ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნის საჭიროება აქვთ, ცესკო-სთვის მიმართვა დღეს, 18:00 საათამდე შეუძლიათ. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, დღეს იწურება, ასევე, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების განაცხადების მიღებაც, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე შეუძლიათ. ცესკო-ს პრესსპიკერმა განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელსაც გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა სურს. იოსელიანის თქმითვე, აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ ასაკოვან, ან კრიტიკული ჯანმრთელობის მქონე პირებს არ შეუძლიათ. „ამომრჩევლებს, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ კენჭისყრის შენობაში მისვლა, ან საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, მაგრამ ძნელად მისადგომ ადგილას, უფლება აქვთ, გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის სერვისით ისარგებლონ. ასეთი ამომრჩევლები ვალდებული არიან, დღეს, 18:00 საათამდე ზეპირი, სატელეფონო, ან წერილობითი განცხადებით მოგვმართონ. თუკი ამომრჩეველს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად არ შეუძლია, ეს ნებისმიერმა სხვა პირმა შეიძლება მის ნაცვლად გააკეთოს და გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობა მოითხოვოს. მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა იცოდეს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი, ის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობის სერვისს მოითხოვს და არჩევნების დღეს უბანზე გამოცხადდება, არჩევნებში უბანზე მონაწილეობას ვერ მიიღებს. ის ვალდებულია, გადასატან საარჩევნო ყუთს სახლში დაელოდოს, რომელიც დღის განმავლობაში მასთან მივა“, - აცხადებს იოსელიანი. ამასთან, მისივე თქმით, ამომრჩეველს გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა იმ შემთხვევაშიც შეუძლია, როცა ის მაღალმთიან რეგიონშია, ან ძნელად მისადგომ, რთული რელიეფის ტერიტორიაზე იმყოფება. „ეს ახალი ჩანაწერი არ არის, კანონში ადრეც ეწერა. ბუნებრივია, ეს არ ეხება ისეთ უბნებს, რომელიც დედაქალაქში, თვითმმართველ ქალაქებში, ან მუნიციპალურ ცენტრებშია განთავსებული, ეს შესაძლებელია ისეთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იყოს, მაგალითად, მაღალმთიან რეგიონში, მიუდგომელ ადგილას. ქალაქში ასეთი პრაქტიკა არ გვაქვს“, - განაცხადა იოსელიანმა. მან, ასევე, განმარტა, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ამომრჩეველი, როცა ის გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას ითხოვს. „მათ ჯანმრთელობის ცნობის, ან რამე მსგავსის წარდგენა არ მოეთხოვებათ, უბრალოდ, მითითებული იქნება ამომრჩევლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, სატელეფონო შეტყობინების დრო, თუ ეს სატელეფონო შეტყობინებაა, ასევე ინფორმაცია, თუ სად ითხოვს ამომრჩეველი გადასატანი ყუთით მომსახურებას. შესაძლებელია, პირი უბნის ტერიტორიაზე, სხვა მისამართზე ითხოვდეს გადასატანი ყუთის მიტანას. ასეთ ამომრჩეველს უბნის არეალში განსხვავებულ მისამართზე შეუძლია იმყოფებოდეს. მაგალითად, ერთ სადარბაზოში ცხოვრობდეს პირი, მაგრამ მეორე სადარბაზოში იყოს შვილთან, ეს უბნის საზღვრებს არ უნდა იყოს გაცილებული. თუკი, პირი მაგალითად, ისანშია რეგისტრირებული, ის გადასატან საარჩევნო ყუთს ვაკეში, ან საბურთალოს ოლქში ვერ მოითხოვს. რა მისამართზეც მოითხოვს ამომრჩეველი გადასატან საარჩევნო ყუთს, იმ მისამართზე უნდა დაელოდოს, გადასატანი საარჩევნო ყუთი დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე უბნის არეალში, მისამართების მიხედვით მოძრაობს და ბუნებრივია, ერთბაშად ყველასთან ვერ მივა დილის საათებში, რადგან მათ მოძრაობის გრაფიკი, მარშრუტი აქვთ გაკეთებული. ამომრჩევლები ვალდებული არიან, კონკრეტულ მისამართზე იყვნენ და დაელოდონ. ხშირად შემოდის ზარები, გადასატანი ყუთის სიაში ვარ და ჯერ არ მოსულან, რა ხდებაო. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის მომენტიც, რომ ერთიან სიაში ამომრჩეველთა რაოდენობის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს გადასატანი სარჩევნო ყუთის მოთხოვნა. მაგალითად, თუ საარჩევნო უბანი 3000 ამომრჩევლიანია, აღნიშნულის 3%-ს თუ აღემატება ამომრჩევლების მომართვიანობა, ამ შემთხვევაში, საუბნო საარჩევნო კომისია ოლქს აწვდის ინფორმაციას და საოლქო საარჩევნო კომისია მსჯელობს ასეთი ტიპის ამომრჩევლების გადასატანი ყუთის სიაში შეტანაზე. ასევე მინდა იცოდეთ, რომ როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, ასევე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს იმის უფლება აქვთ, გადაამოწმონ აღნიშნული ამომრჩევლები ნამდვილად არიან თუ არა იმ სტატუსის მატარებლები, რა სტატუსითაც ისინი გადასატანო საარჩევნო ყუთის სიაში მოხვდნენ. ეს სია საჯაროა და ამ სიის მიხედვით მიდიან კონკრეტულ მისამართებზე და ამოწმებენ, ნამდვილად არის თუ არა აღნიშნული ამომრჩეველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ისეთ სიტუაციაში, რომ საარჩევნო უბანზე მოსვლა არ შეუძლია. თუკი, გონივრული ეჭვი გაჩნდა, ან შესაბამისი შეტყობინება შემოვიდა, ამის გადამოწმება მოხდება, მსგავსი პრაქტიკა გვქონია. საუბარი არ არის, რომ მაინც და მაინც ასაკოვანი ადამიანი იყოს, შესაძლოა, პირს კიდური ჰქონდეს მოტეხილი, ან ოპერაცია ჰქონდეს ჩატარებული და გადაადგილება უჭირდეს. ხშირად, ჰგონიათ, რომ ეს საკითხი ასაკთანაა მიბმული. თუმცა, არის შემთხვევები, როცა 80-90 წლის ამომრჩევლები საარჩევნო უბანზე თავის ფეხით მოდიან. პირდაპირ წერია, რომ ეს ის ამომრჩეველთა კატეგორიაა, რომელთაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ საარჩევნო უბანზე მოსვლა. ასევე მოგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების მომართვიანობის ვადაც დღეს იწურება. ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს უფლება აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ოლქის საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე. მათ თუ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება აქვთ მიღებული, დღეს, ასევე 18:00 საათზე იწურება მომართვიანობის ვადა“, - განაცხადა იოსელიანმა. იპნ
-
ჩვენ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, როგორც რეგიონებში ისე დედაქალაქში, აქტიურად ვესაუბრებით ამომრჩევლებს, ამასთან ერთად კი გვიწევს “ოცნების” თავდასხმების მოგერიება. “ოცნებამ” შექმნა არათანაბარი მედია გარემო და ჩვენს უფასო პოლიტიკურ რეკლამას ბლოკავს, ეს ცალსახად გამოხატავს მათ შიშებს. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/905615298153758/
-
როცა ხელისუფლებას მართვის უნარი არ აქვს, ერთადერთი, რაც შეუძლია დაპირისპირება და გახლეჩვაა ხალხის. როგორ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ვენდოთ, მათ არანაირი უსაფრთხოების გარანტიის შექმნა არ შეუძლიათ ქვეყანაში. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1069306397889668/
-
უკრაინაში ომში, ხარკოვის მიმართულებაზე დაიღუპა რუსეთის მხარეს მეომარი აფხაზი მებრძოლი ირაკლი ეშბა. ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამის არხი „АМРА-life“. „ცოტა ხნის წინ ბრძოლაში ირაკლის მეგობარი კონსტანტინ ივანოვი დაიღუპა, ისინი სკოლის მერხიდან მეგობრობდნენ და ომშიც ერთად წავიდნენ. მეგობრის ცხედრის ევაკუაციას არ დაელოდა და ირაკლი მის გამოსატანად თვითონ წავიდა. ეს არის ადამიანისა და მებრძოლის შესაფერისი გმირული საქციელი". კონსტანტინ ივანოვი აფხაზეთის ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს სპეცდანაყოფში მსახურობდა. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა ლევ კვიცინიამ სექტემბერში განაცხადა, რომ „დონბასში სპეცოპერაციისას აფხაზეთიდან 47 ბიჭი დაიღუპა". „ისინი იყვნენ არა მხოლოდ ბატალიონ „პიატნაშკის“ მებრძოლები, არამედ აფხაზეთიდან რუსეთს წასულები, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა ქალაქიდან გაიწვიეს“, - განაცხადა მან. რადიო თავისუფლება