Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. „მმართველი პარტიის განცხადებები და დაპირებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია”, – ამის შესახებ უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ბორელის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს.
  2. ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე გერმანიის დელეგაცია, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომა 15 ოქტომბერს ლუქსემბურგში გაიმართება და მას ევროკავშირის საკითხებში უნგრეთის მინისტრი, იანოშ ბოკა უხელმძღვანელებს. ევროკავშირის საბჭოს ვებგვერდზე განთავსებული დღის წესრიგის თანახმად, გერმანიის დელეგაცია მოახლოებული არჩევნების ფონზე საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავს. ასევე, მინისტრები 17-18 ოქტომბერს გასამართი ევროპული საბჭოს სამიტისთვის მოემზადებიან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თბილისის დროით 16:45 საათზე პრესკონფერენცია გაიმართება. იპნ
  3. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როცა პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებით და შოკირებული ვიყავით, როცა „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დაასახელა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. „დიდი ბრიტანეთი უშუალოდ არ არის ჩართული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას და იმ რეფორმებს, რომლებიც ამ მიზნის მისაღწევად არის საჭირო. დიდი ბრიტანეთი ნატო-ს წამყვანი მოკავშირეა და ყოველთვის აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას. დიდი ბრიტანეთი და რუმინეთი ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების როლს ვასრულებთ საქართველოში. ბრიტანეთი ასევე ატარებს სამხედრო წვრთნების ფართო სპექტრს და ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, მაგრამ ნატო არა მხოლოდ სამხედრო ალიანსია, ის პოლიტიკური გაერთიანებაცაა. შესაბამისად, ნატო-ში გასაწევრიანებლად მნიშვნელოვანია საქართველომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები თავისუფალი სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის და საპარლამენტო ზედამხედველობის მიმართულებით. სწორედ ამიტომ გამოთქვა შეშფოთება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ნატო-სკენ მიმავალ გზაზე შეუსაბამოა ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა“, - განაცხადა ელჩმა. რაც შეეხება უშუალოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ბრიტანელმა დიპლომატმა განმარტა, რა პრობლემებს ხედავს აღნიშნულ კანონში დასავლელი პარტნიორები. „ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი აზიანებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და თავისუფალ მედიას საქართველოში. ის არის არაპროპორციული და ახშობს სიტყვის თავისუფლებას, ასევე სტიგმატიზაციას უკეთებს მათ, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა მან. ელჩმა, ასევე, გააკრიტიკა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონპროექტიც. „კანონთა პაკეტი „ოჯახური ღირებულებების და არასწრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ დისკრიმინაციულია უმცირესობათა მიმართ და ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩემი გამოცდილებით, საქართველო არის ტოლერანტული საზოგადოება, აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციებით და ეს კანონები ეწინააღმდეგება ამას, ისევე როგორც ჩვენს საერთო ევროპულ ღირებულებებს, რომლებიც განმტკიცებულია ევროპის საბჭოს მიერ“, - განაცხადა ელჩმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. იპნ
  4. პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს ელჩმა გარეტ უორდმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება პრო-დასავლურ კურსს დაუბრუნდება და მხარეებს შორის ნდობა აღდგება. „მოლოდინი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებდით საქართველოს მედეგობის გაძლიერების და ჩვენი საერთო კეთილდღეობისთვის, მაგრამ გასული წლის მანძილზე საქართველოს მთავრობამ განსხვავებული კურსი არჩია და თბილისში ჩემი პირველი თვეების განმავლობაში მომიწია მკაფიოდ გამომეხატა ჩვენი შეშფოთება დემოკრატიის უკუსვლისა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა შეცვლის მიდგომებს, რაც მეც საშუალებას მომცემს დავიბრუნო ოპტიმიზმი. დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს, ისევე როგორც სხვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობა, დააზიანა საქართველოს მთავრობის მხრიდან მიმდინარე წელს გადადგმულმა ნაბიჯებმა. ჩვენ შეშფოთებული ვიყავით, როდესაც პარლამენტმა მიიღო სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველი კანონი, მიუხედავად იმისა, რომ დაინახა საზოგადოების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა და აიღო ვალდებულება, ეს კანონი აღარ დაებრუნებინა დღის წესრიგში. ჩვენ იმედგაცრუებული დავრჩით, როდესაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა დაიწყეს შეთქმულების თეორიების პროპაგანდა და გამოთქვამენ ვარაუდებს, რომ დასავლელი პარტნიორები ძირს უთხრიან საქართველოს. ჩვენ შოკირებული ვიყავით, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის დაპირებად ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დასახელდა. ჩამოთვლილი მიზეზების გამო, პირველად 10 წლის განმავლობაში, ჩვენ, ბრიტანულმა მხარემ, გადავწყვიტეთ გაგვეყინა ყოველწლიური, მაღალი რანგის „უორდროპის დიალოგი“ მინისტრებს შორის. ასეთი რამ პირველად მოხდა დიალოგის ფორმატის დაარსებიდან. ჩვენ ასევე გავაუქმეთ თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები და შევაჩერეთ ახალი კიბერუსაფრთხოების პროგრამა. არჩევნების შემდეგ, მიუხედავად იმისა თუ ვინ იქნება მთავრობაში, ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნების მკაფიო მტკიცებულებებს, რათა აღვადგინოთ ნდობა და დავუბრუნდეთ მჭიდრო პარტნიორობას“, - განაცხადა გაერთიანებული სამეფოს ელჩმა. ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. იპნ
  5. ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია - პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ჟოზეფ ბორელის განცხადების შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში, ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს. „უკვე დიდი ხანია, მოცემულობა ძალიან მკაფიოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთადერთი ბოლო ტესტი, რომელიც ხელისუფლებას აქვს ჩასაბარებელი, არჩევნებია. პრაქტიკულად, ზუსტად იგივე მოვისმინეთ ევროკავშირისგან. ხელისუფლება თუ შეძლებს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ მოპაროს არჩევანი და არჩევნები ჩაატაროს თავისუფალ გარემოში - ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, თავის რაღაც პოლიტიკურ აზრს, მნიშვნელობასა და პერსპექტივას შეინარჩუნებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არჩევნებს მოიგებს, მაგრამ საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის პერსპექტივას შეინარჩუნებს. თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, ისევ მოიპარავენ ჩვენი ქვეყნის არჩევანს, გააყალბებენ არჩევნებს და ამით კიდევ ერთხელ, საბოლოოდ დაადასტურებენ, რომ ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი ფორმდება, რა თქმა უნდა, მათ, როგორც ამ ქვეყნის ხელისუფლებასა და პოლიტიკურ ორგანიზაციას, პოლიტიკური მომავალი არ გააჩნიათ. ამას საქართველოს მოქალაქეები ყველას დახმარების გარეშეც მოახერხებენ”, - განაცხადა ლილუაშვილმა. ცნობისთვის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ საქართველოში მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. ბორელის თქმით, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში დემოკრატიისა და მისი ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის გადამწყვეტი გამოცდა იქნება. იპნ
  6. დი­ზა­ი­ნე­რი ვიქ­ტო­რია ბეკ­ჰე­მი "ინ­სტაგ­რამ­ზე" ქარ­თვე­ლი მო­დე­ლის, მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს. მა­ტილ­და ერთ-ერთი იყო იმ მო­დე­ლებს შო­რის, რომ­ლებ­მაც პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ვიქ­ტო­რი­ას ახა­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი წა­რად­გი­ნეს. მა­ტილ­და გვარ­ლი­ან მსოფ­ლიო მო­დის ინ­დუსტრი­ა­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის უდა­ვოდ არის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი მო­დე­ლი. მიმ­დი­ნა­რე პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­უ­ლი კი მა­ტილ­დას­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყო, რად­გან სხვა ბრენ­დებ­თან ერ­თად გა­მო­ვი­და schiaparelli-ს ჩვე­ნე­ბა­ზე. ეს ბრენ­დი რო­გორც წესი მხო­ლოდ ვარ­სკვლავ მო­დე­ლებს ირ­ჩევს. მა­ტილ­დას­თან ერ­თად პო­დი­უმ­ზე ვი­ხი­ლეთ ად­რი­ა­ნა ლიმა, ვი­ტო­რია ჩე­რე­ტი, ირი­ნა შე­ი­კი და სხვე­ბი ნა­ხეთ ასე­ვე: მა­ტილ­და გვარ­ლი­ა­ნი ად­რი­ა­ნა ლი­მას, ქენ­დალ ჯე­ნე­რი­სა და სხვა ვარ­სკვლა­ვე­ბის გვერ­დით - ფო­ტო­ე­ბი Schiaparelli-ის პა­რი­ზუ­ლი შო­უ­დან ambebi.ge
  7. გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პარტიისთვის არჩევნებამდე რაიმე ფორმით თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია. გახარიამ ფორმულას ეთერში თქვა, რომ პარტია საქართველოსთვის ტექნიკური მთავრობის ფორმატში კანდიდატს არ წარადგენს. "მე მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ არც ერთ შემთხვევაში, არც ერთ პირობებში, პარტია საქართველოსთვის არც პრემიერობის კანდიდატს და არც სხვებს, ამ ტექნიკურ ფორმატში არ წარადგეს. განსაკუთრებით ახლა, არჩევნებამდე ორი კვირაც არაა დარჩენილი, ჩვენთვის თანამდებობებზე საუბარი მიუღებელია. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის ბრძოლის ხაზი საქართველოს დემოკრატიის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დაცვის გადის პარლამენტში. სადაც გადის ბრძოლის ხაზი, ჩვენ იქ ვიქნებით წინა ხაზზე. ჩვენთვის დღეს ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ პოზიციაზე, კაბინეტებზე და პორტფელებზე საუბარი არის მიუღებელი. ჩვენ ეს არ გვაინტერესებს. სხვებისთვის მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია, ნორმალურია"- თქვა გახარიამ. *** 12 ოქტომბერს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ქართული ქარტიის ფარგლებში ტექნიკური მთავრობა უნდა წარადგინოს და მისი აზრით, ეს არჩევნებამდე უნდა მოხდეს. formula news
  8. ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია მიანიშნებს, რომ „გორბის“ კვლევებში პარტიების რეიტინგები სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სურვილისამებრ იწერება. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. „გინდათ, მოგიყვეთ, „გორბის“ სანდოობის ხარისხი როგორია? „გორბის“ კვლევები დიდ თეთრ მაგიდასთან იწერება. ასეთი მრგვალი მაგიდაა იქაც, ცოტა უფრო დიდი და თეთრი. დიახ [ასე პირდაპირ ხელით, სურვილისამებრ], „აი, ამას მიუმატე ამდენი, ამას მოაკელი ამდენი“ – ასე იწერება. სხვა კი არაფერია. მთავარი მიზანი რა არის? – მთავარი არის, რომ ამ კვლევებით ზემოქმედება მოახდინო ამომრჩევლების განწყობაზე. 2020-ში მცდელობა რომ იყო, ვეუბნებოდი, აბა, ახლა გაიქეცით აქედან, წადით-მეთქი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. “ფორმულას” ეთერში გახარიას ჰკითხეს, ენდობოდა თუ არა “გორბის” კვლევებს მაშინ, როცა თავად იყო “ქართული ოცნების” ხელსიუფლებაში. “გორბის” კვლევები ყოველთვის იყო სპეციფიკური. მაგალითს მოგიყვანთ: მე რომ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, პერსონალური რეიტინგების გაზომვის დროს, ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც ნახეს, რომ ჩემი რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი იყო, ვიდრე შემდეგ, “ოცნებისვე” ლიდერების, აიღეს და გამოაქვეყნეს საშუალო შეწონლი “ოცნების” ლიდერის რეიტინგი. ასეთ შემთხვევებიც ყოფილა. ასე რომ, “გორბი” ძალიან სპეფიციკური ორგანიზაციაა”, – განაცხადა ექსპრემიერმა. „გორბის“ კვლევები ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ტარდება. 8 ოქტომბერს გამოქვეყნებული „გორბის“ კვლევით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი არის 59.5%; ხოლო გიორგი გახარიას პარტიას 3.8%-იანი რეიტინგი აქვს. „იმედის“ თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით, 18-30 სექტემბრის პერიოდში, გამოიკითხა 1 700 ადამიანი და ცდომილება პლუს მინუს 3%-ია. netgazeti
  9. ევროკავშირის ლიდერები გეგმავენ გააფრთხილონ საქართველო, რომ მისი მთავრობა ქვეყნის ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი 17-18 ოქტომბერს დაგეგმილი ევროპული საბჭოს სამიტის დასკვნების პროექტის ტექსტზე დაყრდნობით წერს. Reuters-ის ცნობით, 17-18 ოქტომბერს ბრიუსელში გასამართი ევროკავშირის ლიდერების სამიტისთვის მომზადებული დასკვნების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირი ადასტურებს მზადყოფნას ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე მხარი დაუჭიროს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ. ევროპული საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს ევროკავშირისკენ გზას საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს“. „ევროპული საბჭო საქართველოს ხელისუფლებისგან მოელის, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები უზრუნველყოს“, - ნათქვამია სამიტის დასკვნების პროექტში. სააგენტო წერს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან. იპნ
  10. „ოცნებამ“ იცის, რომ მისი მთავარი მეტოქეა „გახარია საქართველოსთვის“. ამიტომ ზუსტად ისე ებრძვის მას, როგორც ნაცები „ოცნებას“ როგორც მის მთავარ მეტოქეს ებრძოდნენ 2012-ში. ივანიშვილმა იცის, რომ ეს ერთადერთი პარტიაა, რომელსაც „ოცნების“ დამარცხება ისე შეუძლია, რომ “ნაცები” არ დაბრუნდნენ. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2303480613322046/
  11. თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია ფორმულა 5 000 ლარით დააჯარიმა. სასამართლომ ასევე დაკმაყოფილდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შუამდგომლობა, რომელიც სარეკლამო ბადიდან გიორგი გახარიას პარტიის უფასო პოლიტიკური რეკლამის ამოღებას გულისხმობს. კერძოდ, დავის საწყების საბაბი გახარიას პარტიისთვის კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭება გახდა, რის შედეგადაც, ფორმულამ გიორგი გახარიას პარტიას უფასო სარეკლამო დრო დაუთმო. ეს გადაწყვეტილება Edison Research-ის კვლევებს ეფუძნება. იურისტების განმარტებით, შედეგების მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მინიჭების უფლებას კანონი იძლევა. მარეგულირებელი კომისია კი Edison Research-ის კვლევის აუდიტს მოითხოვს, რასაც კანონი არ ითვალისწინებს. *** კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა საქართველოს საარჩევნო კოდექსის დამრღვევად 10 ოქტომბერს ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. ფორმულა ნიუსი
  12. ყოფილი პრემიერმინისტრი, გახარია საქართველოსთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში ყოფნისას მისი პერსონალური რეიტინგი GORBI-ს კვლევის მიხედვით სხვა ლიდერებთან შედარებით მაღალი იყო, რის გამოც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამაზე გახარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა. მმართველი გუნდის რეიტინგებზე საუბრისას წამყვანმა თქვა, რომ GORBI-ს კვლევით ქართული ოცნება 60%-მდე რეიტინგს იწერს და გიორგი გახარიას ჰკითხა, მაშინ, როცა ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი იყო, თუ იყო დამაჯერებელი ამ კვლევის შედეგები, რაზეც ყოფილმა პრემიერმინისტრმა უპასუხა: "მე პრემიერმინისტრი ვიყავი, პერსონალური რეიტინგების გაზომვის დროს, ერთ-ერთ შემთხვევაში, როდესაც ნახეს, რომ ჩემი რეიტინგი ბევრად უფრო მაღალი ვიყო, ვიდრე ოცნებისვე ლიდერების, აიღეს და გამოაქვეყნეს ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ამიტომ, გორბი ძალიან სპეციფიკური ორგანიზაციაა. საბოლოო ჯამში, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კვლევითი ორგანიზაციები, განსაკუთრებით ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში, ძალიან სპეციფიკური ინსტრუმენტია, ისევე როგორც სატელევიზიო მედიები, ისევე როგორც ფინანსური რესურსები და ა.შ. სანამ ჩვენ ყელა ერთად არ შევთანხმდებით, რომ პოლიტიკურ პარტიებზე, მედიაზე და კვლევით ორგანიზაციებზე ფინანსური და ფულის როლი უნდა შემცირდეს, ყოველთვის ასე ვიქნებით"- თქვა გახარიამ. ფორმულა ნიუსი
  13. მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე, ქართველი ხალხის მხარდაჭერას აჩვენებს. „მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ იმ ფონზე, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის მიერ ფართოდ გაღებული კარი ქართველ ხალხს ცხვირწინ გამოუჯახუნა, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ ვითარებაში, ეს კიდევ ერთხელ არის ქართველი ხალხის ევროპული გზის მხარდაჭერის მაჩვენებელი. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეშვეობით ქართველ ხალხს არ ექნება თავისუფლად ხმის დაფიქსირების შესაძლებლობა, ამაზე პასუხი უნდა აგოს თავად ივანიშვილმა, მისმა გუნდმა და არა ქვეყანამ. ამიტომ, მთელი ეს მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრების დონზე, აჩვენებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას და იმას, თუ ვინ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ქმედებებით საქართველო ევროპას დააშორა“,- განაცხადა თეონა აქუბარდიამ. მისივე თქმით, „ის, რომ არჩევნებამდე უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ განიხილება, ფაქტია, თუმცა საფრთხე, რომ საქართველო არათუ ევროკავშირს დაშორდეს, არამედ მოქალაქეებს დამატებითი საფრთხე შეექმნათ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის დამსახურებაა. ცნობისთვის, დღეს, ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. იპნ
  14. ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბრის არჩევნები, რითიც ქართველი ხალხის ნება უნდა დავაბრუნოთ პოლიტიკაში. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოს" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/546507914730499/
  15. ჩვენთვის, ამ ქარტიაზე ხელმოწერა ერთგვარი პოლიტიკური კომპრომისი იყო, ეს კომპრომისი დავუშვით, ტექნიკური მთავრობის ნაწილში განსაკუთრებით, რადგან ჩვენთვის ეს გზაა, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა არ ჩამოყალიბდეს, ეს ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, წითელი ხაზია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. როგორც ის განმარტავს, პარტია რეფორმების ნაწილს სრულად ეთანხმება. „ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ამაში დაგვეხმარება, რადგან პრეზიდენტისთვის ნათლად და მკაფიოდაა ჩვენი პოზიცია ცნობილი, პირველ რიგში, ამ საკითხზე. მეორე, რეფორმების ნაწილს სრულად რომ ვეთანხმებით, ესეც ყველასთვის ცნობილია და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი პოზიცია, რომ არ ვეთანხმებით, ესეც ყველასთვის ცნობილია. ეს პოზიცია არ შეცვლილა, ყველა შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტთან მივედით, ეს პოზიცია დავაფიქსირეთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. კითხვაზე, უნდა მოხდეს თუ არა არჩევნებამდე ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობის დასახელება, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ მათთვის ეს საკითხი მეორეხარისხოვანია. „ჩვენი პარტიის პოზიცია აქაც ძალიან მარტივი გახლავთ, ჩვენთვის ყველაფერი მეორეხარისხოვანია გარდა ერთისა, პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია, როგორი შემადგენლობაც არ უნდა დაასახელოს ქალბატონმა პრეზიდენტმა - დაასახელოს პრემიერობის კანდიდატი, მთავრობის შემადგენლობა - როგორც უნდა და როცა უნდა გააკეთოს, ოღონდ ეს არ იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა, ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სხვა ყველაფერი ნაკლებად მნიშვნელოვანია. როცა დაასახელებს და თუ დაასახელებს კონკრეტულ სახელებს-გვარებს, ამაზე მერე მოგახსენებთ ჩვენს პოზიციას. არაფერს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს გარდა იმ საკითხისა, რომელიც ვთქვი, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობით“ მხოლოდ მთავრობის ფორმირება. ეს წითელი ხაზია, ეს ძალიან კარგად იცის პრეზიდენტმა. სხვა დანარჩენი, როდის, ვის, რა ფორმატში დაასახელებს და რა პროცესს წარმართავს დასახელების მიზნებისთვის, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ჩვენ ამ პროცესში ვართ და ვიქნებით. კონფიგურაციები, რომელი პარტია სად დგას და როგორ მიდის არჩევნებზე, გამოკვეთილია. არ უნდა იყოს ისეთი გადაწყვეტილება და ისეთ დროს მიღებული, რომ ამან დაბნეულობა გამოიწვიოს პოლიტიკურ პარტიებში, არჩევნებამდე 12 დღე დაგვრჩა, თითოეულ საათს და წუთს ამომრჩევლებთან, არჩევნების დასაცავად უნდა ვატარებდეთ. თუ პრეზიდენტი ჩათვლის, რომ არჩევნებამდე დასახელება ამ პროცესს ხელს არ შეუშლის, დაბნეულობას არ გამოიწვევს, დაასახელოს და მერე განვაცხადებთ ამ საკითხზე ჩვენს პოზიციას“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მან ასევე უპასუხა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ვინც „ქართულ ქარტიას“ არ ეთანხმება, შეუძლია ხელმოწერა უკან წაიღოს“. „პირდაპირ გეტყვით, არ ვფიქრობ, რომ საერთოდ საჭირო იყო ასეთი განცხადება, რადგან მისთვის აბსოლუტურად ცნობილია ჩვენი პოზიცია. ქარტიას ხელი მოვაწერეთ და მოვაწერეთ იმ პირობებით, რა პირობებითაც მოვაწერეთ - ხელი მოვაწერეთ ტექნიკურ მთავრობას, როგორც კომპრომისს, რომ „ნაცების“ მთავრობა არ მივიღოთ, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ ვიზიარებთ, ხელი მოვაწერეთ იმას, რომ სრულად ვიზიარებთ რეფორმებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ipn
  16. დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი. გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის. „ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ცხადია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ეს არ ეხება საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომელიც ამ გზაზე ქვეყანას აფერხებს, ეს ეხება ქართველ ხალხს, რომელსაც აქვს უფლება თავისუფლად აირჩიოს თავისი გზა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია საქართველოს არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, — განაცხადა ანა ლურმანმა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა, რომელზეც ევროკავშირის მინისტრები სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, ირანის, ისრაელის, მოლდოვასა და საქართველოს შესახებ ისაუბრებენ, დღეს 14 ოქტომბერს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. netgazeti
  17. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება”. სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”. განცხადებაში სამინისტრო განმარტავს, რომ პერიოდულად სკოლების მიერ ხდება სისტემაში არსებული მონაცემების, კერძოდ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, საკონტაქტო ტელეფონის, ელ.ფოსტისა და საცხოვრებელი მისამართის, განახლება, რაც მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან, საჭიროების შემთხვევაში, სწრაფი და მარტივი კომუნიკაციის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. დღეს, 14 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ სკოლებში ბავშვებს მშობლების პირადი მონაცემების შევსებას სთხოვენ. „სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! საინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!”, – წერს ზურაბიშვილი. publika
  18. სადამკვირვებლო მისია, „ჩემი ხმა“ კიდევ ერთხელ ეხმაურება გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ მმართველი პარტია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ცდილობს ამომრჩევლების დაშინებასა და ზეწოლას. „ჩემი ხმა” აცხადებს, რომ ეს სისხლის სამართლის კოდექსის დანაშაულია. ლონდა თოლორაიას თქმით, ადგილი აქვს პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლების ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების ფაქტებს. თოლორაია აცხადებს, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ კომენტარს. ის მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ასევე პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა ანტიკორუფციული სამსახურის მიერ გასულ კვირაში გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ” დამატებით 592 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო. ის მოუწოდებს ანტიკორუფციულ ბიუროს, შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები, რადგან „ახალ შემომწირველ კომპანიებს 17 მილიონი ლარი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. მათვე, მილიონ ლარამდე სუბსიდია აქვთ მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან”. რაც შეეხება არჩევნებზე დამკვირვებლობის მსურველებს, თოლორაიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე რეგისტრაცია გავლილი აქვს დამკვირვებლობის 3080 მსურველს. მისივე თქმით, მათთან მიმდინარეობს გასაუბრებები, ხოლო უკვე შერჩეულ 800 მსურველს, 25 ტრენინგი ჩაუტარდა. დამკვირვებელთა რეგისტრაცია გაგრძელდება 19 ოქტომბრამდე. publika
  19. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგინლე, ნათია მეზვრიშვილის თქმით, „ამ დრომდე „ოცნება“ და მისდამი დაქვემდებარებული კომუნიკაციების კომისია გვიზღუდავს როგორც უფასო რეკლამის განთავსების უფლებას, ისე საეთერო დროს”. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ზუსტად ისე „ებრძვის”, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა” ებრძოდა „ქართულ ოცნებას”. მეზვრიშვილი ამბობს, რომ „გახარია საქართველოსთვის” არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მოთხოვნებს და ეკუთვნის უფასო რეკლამა. შეგახსენებთ, რომ პარტიამ 11 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიისა და კახა ბექაურის „უკანონო ქმედებების აღსაკვეთად“, სასამართლოს მიმართა. გუშინ, 13 ოქტომბერს კომუნიკაციების კომისიამ „რუსთვი 2“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის, ხოლო „ტელეიმედი“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის საქართველოს „საარჩევნო კოდექსის“ დამრღვევებად სცნო და მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინა. publika
  20. ლუქსემბურგში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ. „მიმდინარე საკითხების ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სავარაუდოდ, ინფორმირებულები იქნებიან საქართველოსა და მოლდოვას არჩევნების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან ვიდეოკონფერენციის საშუალებით აზრთა არაფორმალური გაცვლის შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. საბჭო ასევე განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. ipn
  21. დღევანდელი „ოცნება“ ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ტელეკომპანიებმა „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“ პარტიას რეკლამის განთავსებაზე უარი უთხრეს, ხოლო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელმაც რეკლამის განთავსებაზე თანხმობა განაცხადა, “ოცნება” ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და უშუალოდ მისი ხელმძღვანელის კახა ბექაურის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს. „ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით, სწორედ ისე, როგორც “ოცნებას” ექცეოდა “ნაციონალური მოძრაობა” 2012 წელს, დღეს პარტიას “გახარია საქართველოსთვის” არ აძლევს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობას და არ გვითმობს საეთერო დროს. ეს მაშინ, როდესაც 24- საათიან რეჟიმში პარტიის ლიდერების მისამართით და მთლიანად პოლიტიკური პარტიის მისამართით, “იმედი”, “რუსთავი 2” და სხვა პარტიული ტელევიზიები ავრცელებენ დეზინფორმაციას და პროპაგანდას და ეს მაშინ, როდესაც “იმედის” ეთერში 24- საათიან რეჟიმში გადაიცემა მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანია პირდაპირ „ვივამედის“ კლინიკიდან და სასამართლო სხდომის დარბაზიდან, რისი უფლებაც მას კანონით არ აქვს. „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 51-ე მუხლის თანახმად, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” უფლება აქვს, რომ ისარგებლოს უფასო პოლიტიკური რეკლამით ეროვნულ მაუწყებლებზე. რატომ? იმიტომ, რომ ამავე მუხლის თანახმად, ყველა პოლიტიკურ პარტიას, ვისაც 4%-იანი მხარდაჭერა აქვს და, მოგეხსენებათ, პარტიას “გახარია საქართველოსთვის” აქვს ორნიშნა პოლიტიკური მხარდაჭერა, უფლება აქვთ ეროვნულ მაუწყებლებზე უფასო პოლიტიკური რეკლამა განათავსონ. ასევე, ეროვნული მაუწყებლობების მხრიდან ასეთი პოლიტიკური პარტიები კვალიფიციურ სუბიექტებად იქნენ აღიარებულები. რას აკეთებს ოცნება?! “იმედმა” და “რუსთავი 2-მა”, პარტიულმა ტელევიზიებმა პირდაპირ უარი გვითხრეს რეკლამის განთავსებაზე, ხოლო, რაც შეეხება სხვა ეროვნულ მაუწყებელს, რომელმაც გვაღიარა კვალიფიციურ სუბიექტად და განაცხადა თანხმობა ჩვენი პოლიტიკური რეკლამის განთავსებაზე და შეასრულა კანონი, მათზე „ოცნება“ ეროვნული მარეგულირებელი კომისიის და უშუალოდ მისი ხელმძღვანელის კახა ბექაურის მეშვეობით ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ, ამ ტელეკომპანიებს არ აძლევს რეკლამის განთავსების შესაძლებლობას, ხოლო ვინც რეკლამა განათავსა, მათი მისამართით სადამსჯელო ღონისძიებებს იყენებს. აი, ასე გამოიყურება დღევანდელი “ოცნება”, ზუსტად ისე, როგორც გამოიყურებოდა 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა “და მისი ტელევიზიები, რომლებიც მთავარ ოპონენტებს უკრძალავდნენ და არ აძლევდნენ საეთერო დროს და რეკლამების განთავსების შესაძლებლობას. დღეს “ოცნებას” მიზანში ჰყავს ამოღებული “გახარია საქართველოსთვის” და არღვევს ყველანაირ ჟურნალისტურ მედიასტანდარტს, უშვებენ დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ სიუჟეტებს და აჟღერებენ ბრალდებებს ისე, რომ პარტიის ერთ წარმომადგენელსაც კი აზრს არ ეკითხებიან და პარტიის კომენტარებს სიუჟეტში საერთოდ არ უშვებენ. ამ ფონზე “ოცნების” ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მდინარაძემ განაცხადა, რომ, თითქოს, კანონით არ ეკუთვნის პარტიას “გახარია საქართველოსთვის” უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსება. მართალია, კანონის ცოდნა მდინარაძის ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა, არც “ოცნების” პირობებში და არც “ნაციონალური მოძრაობის” პირობებში, ვინ ვინ და ეს მე შესანიშნავად ვიცი, მაგრამ მაინც ვურჩევდი მას, რომ გადაშალოს „საარჩევნო კოდექსი“ და წაიკითხოს 51-ე მუხლი, რომ ასეთ უხერხულ და სასაცილო მდგომარეობაში მეორედ აღარ აღმოჩნდეს. ხელისუფლება ზუსტად ისე გვებრძვის დღეს, როგორც 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა „ოცნებას”, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ipn
  22. ავტორი: ქეთევან ხუციშვილი ქალის თეთრეულის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია Victoria’s secret 2018 წლის შემდეგ პირველ შოუს 15 ოქტომბერს გამართავს, სადაც ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანიც გამოვა. Victoria’s secret Fashion Show ყოველწლიური ღონისძიება იყო, რომელიც 1995 წლიდან იმართებოდა, თუმცა 2018 წლის შემდეგ, დაბალი რეიტინგისა და გაყიდვების გამო, კომპანიას მისი გაუქმება მოუწია. ექვსწლიანი პაუზის, რებრენდინგისა და ახლებური სტრატეგიის შემუშავების შემდეგ Victoria’s Secret-ი შოუს ნიუ-იორკში კვლავ გამართავს. იმას, რომ მასში მონაწილეობას მატილდა გვარლიანიც მიიღებს, ნეტგაზეთს უდასტურებს ნინო ცქიტიშვილი, სამოდელო სააგენტო look models management-ის დამფუძნებელი. სწორედ ამ სააგენტოს წარმოადგენს მატილდა გვარლიანიც. მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, ვინც Victoria’s Secret-ის შოუში მიიღებს მონაწილეობას. ჩვენება საქართველოს დროით ღამის 02:30 საათზე გაიმართება და მისი ნახვა Victoria’s Secret-ის სოციალური მედიის გვერდებზე იქნება შესაძლებელი.
  23. პრეზიდენტმა ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას - ე.წ. ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე წარადგენს, გამოეხმაურა. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები დაელოდებიან პრეზიდენტის შემოთავაზებას ე.წ. ტექნიკურ მთავრობასთან დაკავშირებით. ამასთან, მისი თქმით, პარტია „საქართველოთვის“ რჩება „ქართული ქარტიის“ გარშემო შექმნილ პროცესში. „ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დავუთმოთ დარჩენილი ორი კვირის განმავლობაში არჩევნებს და არჩევნების დაცვას. ეს არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. არ ვფიქრობ, რომ რაიმე გაურკვეველია, ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი და მყარი. ეს შესანიშნავად იცის სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ როგორი ფორმითაც არ უნდა ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, ეს არის ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ არც „ქართული ოცნების“ მთავრობა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და არც მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობა. აი, ამის გამო დავუშვით ჩვენ ის კომპრომისი, რომელი კომპრომისიც დავუშვით და ქარტიას ამის გამო მოვაწერეთ ხელი. ამიტომ დაველოდებით როგორი შემოთავაზება იქნება და როგორ იქნება ეს ყველაფერი წარმოდგენილი, დიდი იმედი გვაქვს, რომ რის გამოც კომპრომისი დავუშვით აი, ამას ვიხილავთ პრაქტიკაში - არც „ქართული ოცნების“ და არც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობას, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენთვის წითელი ხაზი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ასევე, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია ყველას კარგად მოეხსენება, პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილს. ცნობილია ჩვენი ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი უარყოფითი პოზიცია და ეს არის ის, რაც არ საჭიროებს დამატებით დაფიცებას და ა.შ. არ ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება რაიმე ფორმით არსებობს, დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, თუ პროცესს როგორ წარმართავს. ჩვენ ამ პროცესში ვრჩებით და პროცესში დარჩენა ნიშნავს იმას, რომ ეს პროცესი ქარტიის ირგვლივ არის შექმნილი და ბუნებრივია, ამ პროცესში მონაწილეობას ვიღებთ. არ ვიცი, რას გამოიწვევს არჩევნებამდე პრეზიდენტის მიერ კანდიდატების დასახელება, თუ ეს გამოიწვევს საარჩევნო პროცესის თავდაყირა დაყენებას, კომუნიკაციის შეფერხებას მოქალაქეებთან და ასევე, გამოიწვევს პარტიების სხვა საკითხებით დაკავებას, მაშინ როცა დარჩენილ ორ კვირაში, ჩვენ არჩევნებს უნდა ვიცავდეთ, მოქალაქეებთან კომუნიკაციაში უნდა ვიყოთ და „ოცნებისგან“ თავი გვაქვს დასაცავი და მარტივად კამპანიას ვერ ვატარებთ, რა თქმა უნდა, პრობლემა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ამას გაითვალისწინებს იმიტომ, რომ მან ძალიან კარგად იცის, ჩვენი პოზიცია იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება შეიქმნას, დანარჩენი მისი გადასაწყვეტია“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. იპნ
  24. რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდნილი ცხრა უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს. Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს. ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეების მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. „კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რუსების მორიგი დანაშაულის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ომის ყველა წესს არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე!“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა. იპნ
  25. უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა ლია ყოჩიშვილისთვის დაეჯახებინა. მეზვრიშვილის შეფასებით, აღნიშნული მკვლელობის მცდელობა იყო. „ოცნება“ საზოგადოებას ყოველდღიურად ატყუებს, რომ თითქოს, წინა საარჩევნო კამპანია მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფებას მშვიდ გარემოდ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის მიზანში ამოღება მიაჩნია. რეალურად, ჩვენი მისამართით კამპანია არც სამართლიანია, არც მშვიდობიანი და ყოველდღიურ რეჟიმში აქვს ძალადობას ადგილი. ჩვენ შეზღუდული გვაქვს მედია, უფასო პოლიტიკური რეკლამა, ჩვენი პარტიის წარმომადგენლებს სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ. კამპანიის მიმდინარეობისას აბსოლუტურად ყველგან გვითვალთვალებს სუს-ი და გუშინ უკვე უმძიმესი დანაშაული მოხდა, რომელიც ჩაიდინა ქსანში დიმიტრი ხუნდაძის კორუმპირებულმა და კრიმინალურმა დაჯგუფებამ ჩვენი პარტიის ღირსეული წარმომადგენლის, ლია ყოჩიშვილისთვის მიმართ, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს ხშირად ამხელს კორუფციაში. ხუნდაძის დაჯგუფების ერთ-ერთი წარმომადგენელი, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა, რომ შურისძიების მიზნით მანქანა დაეჯახებინა. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენს დეპუტატ შალვა კერესელიძესთან ერთად წინა დღეს ქსანში წინასაარჩევნო კამპანიას ატარებდა. დიდი სისწრაფით მომავალი მურჯიკნელი პირდაპირ და დამიზნებით შეეცადა, მანქანა დაეჯახებინა. პრაქტიკულად, ადამიანს იმიტომ კლავდნენ, რომ მან გაბედა და ფეხი დადგა ფეოდალ დიმიტრი ხუნდაძის სამფლობელოში. როდესაც კამპანია მიმდინარეობდა, ხუნდაძის დაჯგუფება, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარი ჯიქია და სოფლის რწმუნებული გიორგი ალავერდაშვილმა მოაბილიზეს „ოცნების“ წარმომადგენლები და უთვალთვალებდნენ. მეორე დღეს კი ლია ყოჩიშვილის მიმართ ეს დანაშაული სისრულეში მოიყვანეს. ადგილი, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობას ჰქონდა. შემდგომ, დაჯგუფების წარმომადგენლები მანქანიდან გადმოვიდნენ, დაემუქრნენ მას, რა დროსაც მათ კრიმინალური დაჯგუფების სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ, იმისთვის, რომ ოჯახის წევრებიც მძიმე პროვოკაციაზე წამოეგოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. ნათია მეზვრიშვილმა სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, რომ დანაშაულზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციით წარმართოს. „მოვუწოდებ „ოცნებას“, რომ შეწყვიტონ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიმართ კამპანიის ხელშეშლა, დაუთმონ ეთერები, შეწყვიტონ ამ დანაშაულების ჩადენა“, - აღნიშნა მეზვრიშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...