Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა საქართველოში გადამწყვეტი არჩევნები მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ნაკლებად ვარ დარწმუნებული რეჟიმის მზადყოფნაში, რომ იგი ხმის მიცემასა და შედეგებს შეეგუება, რომელიც მის წინააღმდეგ იქნება. მაგრამ საუკეთესოს იმედი გვქონდეს“, - წერს კარლ ბილდტი. იპნ
  2. საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ნამდვილ სიმართლეს, სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს, ევროპულ კეთილდღეობას, ნამდვილ მშვიდობასა და ნამდვილი ღირსებით და თავისუფლებით არჩევანის გაკეთების უფლებას, - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის’’ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სოფიო ხორგუანმა შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა რეგიონულ მედიას თანამშრომლობისათვის და დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხორგუანმა საზოგადოებას ერთთვიანი საარჩევნო კამპანიის ანგარიში ჩააბარა, კარდაკარ მოქალაქეებთან შეხვედრისას იდენტიფიცირებული პრობლემების მოსაგვარებლად გაწეული სამუშაოსა და შედეგების შესახებ. დეპუტატობის კანდიდატი იმედოვნებს, რომ მომავალში რეგიონის სასიკეთოდ ბევრ საინტერესო პროექტსა და იდეას თვითმმართველობებთან თანამშრომლობით გააგრძელებს. „სოფიო ხორგუანმა მოუწოდა მოქალაქეებს, არჩევნებზე მისვლისაკენ და თავისუფალი არჩევანის გაკეთებით საქართველოსთვის უკეთესი სახელმწიფოს უზრუნველსაყოფად პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“, ნომერი - 25 -ის გაფერადება სთხოვა. დეპუტატობის კანდიდატმა საჯაროდ მიმართა საჯარო მოხელეებს, დეპუტატებსა და თვითმმართველობის ხელმძღვანელებს, სამართალდამცავ სტრუქტურებში დასაქმებულებს, იმოქმედონ სახელმწიფოს საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, კანონმორჩილებითა და პასუხისმგებლობით. ხორგუანი იმედოვნებს, რომ მიუხედავად იმ უკანონობისა, რაც წინა საარჩევნო ზეწოლებსა და დაშინებაში, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიზირებასა და არათანასწორ გარემოში გამოიხატა, დარჩენილი დროის მანძილზე მოხელეებს ეყოფათ გონიერება და სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს. იპნ
  3. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, მივიდნენ არჩევნებზე. პრეზიდენტმა მოქალაქეებს მიმართა, რომ „ვერავინ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით!“. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ‘არანაირი რევანში არ იქნება”. “ჩემო თანამემამულენო, პირველ რიგში, მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც დღეს სადღაც რიგში დგას, იმისთვის, რომ თავის რეგიონში ჩავიდეს და იქიდან მისცეს ხმა, რადგან იქაა რეგისტრირებული, რაც არ უნდა სირთულეები იყოს - ტრანსპორტი არ იყოს, რთული იყოს, დიდი დრო უნდა და დიდი გზაა, მაინც მიდიხართ და იქიდან თქვენს ხმას მისცემთ საქართველოს. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს დიასპორაში, ემიგრაციაში. ისინიც იბრძოდნენ და იბრძვიან იმისთვის, რომ მიიღონ უფლება, რომ თავიანთი ხმა ისმოდეს...და მათი ხმა ხვალ გაისმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა მივმართო და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც იბრძოდა ისრაელში, ამ ძალიან რთულ პერიოდში, იმისთვის, რომ იქაც გახსნილიყო საარჩევნო უბანი. სადღაც ვერ გაიხსნა, სადღაც დაგაკლდათ საარჩევნო უბანი, სადღაც თქვენი უფლება დაირღვა, ვინც ცხოვრობთ შორს იმ საარჩევნო უბნებიდან, მაგრამ იმედი მაქვს, ეს ყველაფერი გამოსწორდება. მინდა წინასწარ მადლობა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ესოდენ მობილიზებული არიან, რაც დღეს უკვე ჩანს და ხვალაც იქნებიან ყველა უბანზე და პირველად, თავიანთ ცხოვრებაში ხმას მისცემენ თავიანთ არჩეულ პარტიას. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ყველა ირჩევს თავისი მოსაზრების, თავისი სურვილის, თავისი ნების მიხედვით. ვერავინ, ვერაფერს დაგაძალებთ! ვერავინ ვერ ნახავს ვის მიეცით ხმა და ამის გამო, ხვალ ვერავინ ვერ დაგსჯით! არანაირი რევანში არ იქნება, არც ერთი მხრივ და არც მეორე მხრივ. ეს არის ჩემი დაპირება როგორც თქვენი, ყველას პრეზიდენტის. მიდით არჩევნებზე, ნურაფრის ნუ გეშინიათ, საჭიროა, რომ ამ ქვეყნის მომავალი გადაწყვეტილი იყოს თქვენი ხმით, ყოველი თქვენი ხმით. ნურავინ ნუ დარჩება სახლში, თქვენი გადასაწყვეტია როგორი იქნება ხვალინდელი საქართველო!”, - მიმართა პრეზიდენტმა ამომრჩეველს. ipn
  4. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. „ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. სამწუხაროდ ფაქტია, რომ ჩვენ დავბრუნდით ზუსტად იქ, სადაც ვიყავით 2012 წელს. სწორედ ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს თავისი გულწრფელი და რაც მთავარია თავისუფალი არჩევანი. 2021 წელს მუნიციპალური არჩევნების დროს „ოცნებამ“ 800 000 ხმა მიიღო. მას შემდეგ „ოცნებამ“ ბევრი რამ გააფუჭა. კორუფცია აქცია ძალაუფლების შენარჩუნების მთავარ ინსტრუმენტად, დაუპირისპირდა ჩვენს მეგობრებს, ქვეყანა მოაქცია იზოლაციაში, გარდა ამისა ბევრი რამ მოგვატყუა. რაც ყველაზე გასაკვირია, მოგვთხოვა ბოდიშის მოხდა იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ეთნიკური წმენდა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლები. საბოლოოდ, „ოცნება“ და მისი ლიდერი იქამდეც დაეცა, რომ გასამართლებით დაემუქრა ახალგაზრდებს მხოლოდ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური არჩევანის და გემოვნების გამო. დღეს „ოცნების“ მაქსიმალური მხარდაჭერა, ყველაფერი ამის შემდეგ, არის მაქსიმუმ 600 ათასი ხმა. ამიტომ ფაქტია, რომ თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, ზუსტად ისე, როგორც მოხდა 2020 წელს, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ საარჩევნო უბნებთან მივა 1 მილიონი მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 60%. სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, 1 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ ამომრჩევლამდე. ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“. ხმა მიეცით ნებისმიერ სხვას, ვისაც თქვენი გონება და რაც მთავარია, გული გიკარნახებთ. თუ გააფერადებთ 25 ნომერს, ხმას მოგცემთ ჩვენ, ჩვენ ზუსტად ვიცით როგორ გამოვიყენებთ თქვენ ხმებს, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ არ დავუშვებთ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნების. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა დავამყაროთ მშვიდობა ამ ქვეყანაში ბალანსის პოლიტიკით, რადგან ჩვენ გვენდობიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, ვისაც შეუძლია ცივსისხლიანად, გონივრულად, პრაგმატულად ესაუბროს რუსეთის ფედერაციას ქვეყნის დეოკუპაციის მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ipn
  5. საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს. “საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში. ipn
  6. საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად , - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, მთავარი პროცესები ფარდის უკან მიდიოდა, რომელსაც ახლდა ძალადობა, ზეწოლა, დაშინება და ა.შ. “ერთი შეხედვით, წინასაარჩევნო გარემო ზედაპირულად იყო მშვიდი, ამაზე ხშირად საუბრობს დღევანდელი ხელისუფლება, თუმცა, მთავარი პროცესები მიდიოდა ფარდის უკან. ეს იყო ძალიან მძიმე პროცესები ადამიანის დაშინების, ზეწოლის, სამართალდამცავი ორგანოების ღამღამობით ოჯახიდან ოჯახში სიარულის და ა.შ. ჩვენს შემთხვევაში ფიზიკური თავდასხმების მთელი რიგი შემთხვევები იყო. ეს საარჩევნო კამპანია ძალადობისგან სუფთა არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი პარტიისთვის და ეს ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, გადაიქცა ყოველდღიურობად. ჩვენ გარკვეული მანიპულაციების შედეგად, რაც კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდა არ გვაქვს კვალიფიციური სუბიექტის სტატუსი, თუმცა, არსებობს კანონმდებლობა, სადაც თუ ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი კვლევებით გაქვს 4%-ზე მეტი მხარდაჭერა, ეროვნული მაუწყებლისგან ასეთი სტატუსი შეიძლება მიიღო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს სტატუსი მოგვანიჭა, ერთ-ერთმა ეროვნულმა მაუწყებელმა დაიწყო კიდეც ჩვენი პოლიტიკური რეკლამის გაშვება და მაშინვე ჩაერია მარეგულირებელი კომისია, რომელმაც უხეშად აუკრძალა რეკლამის გაშვება. მივმართეთ სასამართლოს და სასამართლომ განხილვისთვისაც არ მიიღო ისეთი საქმე, რომელშიც ყველაფერი ზედაპირზე იყო. “ქართულმა ოცნებამ” მარეგულირებელი კომისიის საშუალებით უკანონოდ აგვიკრძალა იმ სარგებლის გამოყენება, რომელიც კანონით გვეკუთვნის. ამის შემდეგ მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი. როგორ ფიქრობთ, ეს მედია გარემო თავისუფალია? ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა”, - აღნიშნა გახარიამ. ყოფილმა პრემიერმა ასევე ისაუბრა არჩევნების მოსალოდნელ შედეგებზე და აღნიშნა, რომ მისი პარტიის შედეგი უმძიმესი სიურპრიზი იქნება “ქართული ოცნებისთვის” “ჩვენი შეხვედრები და კამპანია არ იყო პომპეზური, მაგრამ იყო მასშტაბური. “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შემდეგ, ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც გაშლილია მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმომადგენლები გვყავს ყველა საკრებულოში, გვაქვს ფრაქციები. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ცხოვრებას გვიადვილებს, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს “ქართულმა ოცნებამ”, როგორც არ უნდა დაგვემუქროს, როგორც არ უნდა შეგვიზღუდოს წვდომა ფინანსურ რესურსებზე, ჩვენ ჩვენს მიზანს მაინც მივაღწევთ. ჩვენი შედეგი იქნება უმძიმესი სიურპრიზი “ქართული ოცნებისთვის” იმიტომ, რომ “ოცნება” გადაინაცვლებს ოპოზიციაში და თან ისე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში - ეს არის ჩვენი მიზანი. ეს ისტერიკაც და სახის სასოწარკვეთილი გამომეტყველება მომდინარეობს აქედან - მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენი მხარდაჭერა არის მზარდი”, - განაცხადა გახარიამ. იპნ
  7. ბათუმის შესასვლელში განთავსებული პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბანერი დააზიანეს,- ამის შესახებ თავად პარტიაში განაცხადეს. პარტია მომხდარში მმართველ გუნდს ადანაშაულებს. „ბათუმში ბანერების ადგილები „ქართულ ოცნებას“ სრულად ათვისებული აქვს. ჩვენ არ დაგვითმეს ადგილი ბანერებისთვის, ამის ფონზე მოვახერხეთ კერძო პირისგან ორ ლოკაციაზე ჩვენი პარტიის ბანერი განგვეთავსებინა. ბენზეს ლოკაციაზე ბანერი ვანდალურად დააზიანეს. ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ცნობილ ინტერვიუს ემთხვევა. ისინი ხელს გვიშლიან საარჩევნო კამპანიაში. ამაზე რეაგირება არ არის სამართალდამცავების მხრიდან, როგორც სხვა შემთხვევების დროს, როდესაც ჩვენი თანაპარტიელის მიმართ იყო ძალადობის ფაქტი“, - აცხადებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აკაკი გვიანიძე. იპნ
  8. ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ: ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო: ამომრჩევლის მოსყიდვა; ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება; საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება; სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობაში ხელის შეშლა; ISFED-მა აქცენტი გააკეთა საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების პროცესზე, რომელიც დაბალკონკურენტულ გარემოში მიმდინარეობდა. ასევე, შეეხო საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე მიმდინარე პროცესს. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საკმარისად ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციით გარანტირებული აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზებას. ორგანიზაცია აცხადებს, რომ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე ცესკომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ მეტი საარჩევნო უბანი გახსნილიყო საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები არ აქვს, მაგრამ საქართველოს ბევრი მოქალაქე ცხოვრობს. გარდა ამისა, „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მედიაგარემო პოლარიზებული იყო. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა კომისიის საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზების რისკები შექმნა კრიტიკულ მედიებთან მიმართებით. ISFED ასევე წერს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საჯარო მოსამსახურეების ჩართულობა პოლიტიკურ აგიტაციაში. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვების მიუხედავად, საჯარო მოსამსახურეების ნაწილი, ფეისბუქის მეშვეობით, სამუშაო საათებში კვლავ აქტიურად იყო ჩართული ძირითადად მმართველი პარტიის მხარდამჭერ და ოპოზიციის საწინააღმდეგო კამპანიებში. publika
  9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წინასაარჩევნო გარემოს ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდი არათანასწორ გარემოში, მაღალი პოლარიზაციის ფონზე წარიმართა. საიამ მონიტორინგი 2024 წლის აპრილიდან დაიწყო. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. ანგარიშის თანახმად: რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რუსული სტილის კანონის ინიციირების და მიღების პროცესი (2024 წლის აპრილი-მაისი) ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. ხელისუფლება ძალადობრივი მეთოდებით ცდილობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შევიწროებას. დაფიქსირდა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევები; სამართალდამცველთა მხრიდან სისტემური ძალადობა; უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ძალადობის წახალისება; სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულსამართლებრივი მექანიზმების ინსტრუმენტალიზაცია პროტესტის მონაწილეთა დასაშინებლად; ასევე, გამოვლინდა აქციის მონაწილეების, მისი მხარდამჭერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახის წევრების (მათ შორის, ბავშვების და ოჯახის ხანდაზმული წევრების) დაშინების, მათ მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებისა და ფიზიკური ძალადობის არაერთი შემთხვევა. გამოვლინდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში, დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაში. საჯარო წყაროებით გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ, ზოგიერთ შემთხვევაში, საპოლიციო ძალების წარმომადგენელთა მხრიდან აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ განხორციელებული ძალადობა, შესაძლოა, აღწევდეს დამამცირებელი, არაადამიანური მოპყრობის ხარისხს. ზოგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებული მესამე პირები რუსული სტილის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ: აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლებთან ან ქუჩაში ხვდებოდნენ პროტესტის ორგანიზატორებს, მათი ოჯახის წევრებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. ძალადობის ეს ფორმა ჰგავს ე.წ. ტიტუშკების რეიდს (Titushky Raid). სხვა საკანონმდებლო ინიციატივები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. ცვლილებები მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ. ერთ-ერთი ცვლილება, რომელიც ცესკომ 2024 წლის 16 აგვისტოს დადგენილებით მიიღო, ეხებოდა ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრის პროცედურის ჩატარებას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა. ამ სადავო დადგენილების შესახებ 20 აგვისტოს საიამ სასამართლოს მეგობრის პოზიცია წარადგინა. გარდა ამისა, 18 ოქტომბერს ორგანიზაცია დააკვირდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა წილისყრის პროცედურებს თბილისსა და რეგიონებში. მნიშვნელოვანია, რომ წილისყრის პროცედურის გამართვის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციას ეცნობა წინა დღეს, 17 ოქტომბერს, 20:27 საათზე, რამაც მონიტორინგი არსებითად გაართულა. მიუხედავად მჭიდრო ვადებისა, საია პროცესს 18 უბანზე დააკვირდა. ამ უბნების, დაახლოებით, 30%-ზე წილისყრის პროცედურა ცესკოს მიერ მითითებულ დროზე ადრე დაიწყო, ხოლო გარკვეულ უბნებზე – გვიან. შესაბამისად, ორგანიზაციას ეფექტიანი დაკვირვების შესაძლებლობა არ მიეცა. გენდერული დისბალანსი პარტიულ სიებში პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში ე.წ. „გენდერული კვოტების“ გაუქმებასთან ერთად, საიამ შეაფასა გენდერული ბალანსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო სიებში.1 აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა სიებში რეგისტრირებული 1185 კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც ქალთა წილი 44,3%-ს შეადგენდა, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია.2 მათ შორის, თვალშისაცემი უკუსვლაა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაშიც. მაშინ, როდესაც 2020 წელს მათ საარჩევნო სიაში ქალთა რაოდენობა 24% იყო, წელს ეს რიცხვი 16%-ით განისაზღვრა (დაზუსტებისთვის, სიის 169 კანდიდატიდან მხოლოდ 28 მათგანია ქალი). მოცემული სტატისტიკა ნათლად მიუთითებს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კლების ტენდენციაზე. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები საიამ მისიის ფარგლებში შეაფასა ანტიკორუფციული ბიუროს 3 გადაწყვეტილება, რომლებმაც არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიურომ კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაავრცელა „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე სუბიექტის სტატუსი სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე. მისი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით შექმნა სახიფათო პრეცედენტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის კუთხით. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 4 გადაწყვეტილება.3 ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს. სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობის წაქეზება 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი. ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ასევე ინიციირებული აქვს მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი. მმართველი პარტია და მისი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ავრცელებენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნარატივებს, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით. მაშინ, როდესაც ლგბტქი+ თემის წევრები ისედაც ხშირად განიცდიან ძალადობას როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანები სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამგვარი დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა და პოლიტიკოსების მხრიდან მცდარი, სიძულვილის შემცველი რიტორიკის გავრცელება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიისას, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ თემის წევრებს. წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ძალადობა საიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა ძალადობის 6 შემთხვევა, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების – 3, პოლიტიკური ნიშნით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავების 1 შემთხვევა. ამჟამად, საია სწავლობს დამატებით 6 შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 23 ოქტომბერს ორგანიზებულ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ერთ შემთხვევას. თითოეული მათგანი ინტენსივობითა და ხასიათით განსხვავებული იყო, თუმცა ისინი ნეგატიურად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. მათ შორის, ეს ინციდენტები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციურ კანდიდატებზე, მმართველი პარტიის წევრის მანქანის დაზიანებას, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, სააგიტაციო მასალების ჩამოხევას/დაზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების ნაწილზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება ფორმალურად დაიწყეს, მათ სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია. ამგვარი ქმედებები ქმნის არასტაბილურ და დამაშინებელ პოლიტიკურ გარემოს, რაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება იწვევს ამ ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების წახალისებას. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს, რითაც ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა მის ელექტორალურ კონკურენტებს. ეს გამოიხატებოდა როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური და სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების მავნე პრაქტიკაში, რა დროსაც იშლებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. არსებითი დარღვევები გამოვლინდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების კუთხით. ამასთან დაკავშირებით საიას მიერ შესწავლილი 16 შემთხვევიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვან დარღვევას განეკუთვნებოდა ზემდგომი თანამდებობის პირის მხრიდან საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულთათვის მმართველი პარტიის რეგიონულ ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნა, მათ შორის, სამუშაო საათებში. საყურადღებოა ისიც, რომ მათი მობილიზებით სხვადასხვა სახით ხელი ეშლებოდა სასწავლო პროცესს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. არსებული მანკიერი პრაქტიკა არა მხოლოდ აზიანებს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო პროცესს, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე და უარყოფითად მოქმედებს საჯარო-საბიუჯეტო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე. აქვე, აღსანიშნავია საიას მიერ შესწავლილი 5 შემთხვევა, რომლებიც არაუფლებამოსილი პირის მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა. ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო მეტად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მონიტორინგის ფარგლებში საიამ დააიდენტიფიცირა სავარაუდო მოსყიდვის 1 შემთხვევა, ხოლო 1 შესწავლის პროცესშია. ივნისის შემდეგ საიამ აღრიცხა ხელისუფლების 13 მასშტაბური სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტი. მათ შორისაა: პატიმრების ამნისტია, ფინანსური ვალდებულებების ჩამოწერა, ასობით ოჯახისთვის ბინების გადაცემა ან გადაცემის დაპირება და სხვა. „ქართული ოცნება” მსგავსი პროექტების დაანონსებითა და განხორციელებით ცდილობდა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას. საიას აზრით, კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად მთავრობის მხრიდან ამგვარი პროგრამების გამოყენება წინასაარჩევნო მანიპულაციაა. ეს კი პოლიტიკურ პარტიებს შორის ქმნის აშკარა უთანასწორო გარემოს და უგულებელყოფს სახელმწიფოსა და პარტიის რესურსების გამიჯვნის პრინციპს. საია ასევე აკვირდებოდა 23 ოქტომბრის „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, სადაც გამოვლინდა სავარაუდოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 5 ფაქტი, რომლებიც შესწავლის პროცესშია. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება საიას სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოიკვეთა საბიუჯეტო დაწესებულებებიდან საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები. სადამკვირვებლო მისიამ შეისწავლა შესაძლო უკანონო გათავისუფლების ოთხი შემთხვევა. საია დამატებით სწავლობს კიდევ ორ საქმეს. საგულისხმოა, რომ ოთხივე პირი სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს მის პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც მმართველი პარტიისთვის მიუღებელი იყო. განათლების მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილებით დანიშნული ახალი დირექტორები კი სამეურვეო საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატები იყვნენ, რაც მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მიზანშეწონილობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო დაწესებულებებიდან კრიტიკული აზრის მქონე პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აძლიერებს საჯარო სექტორის პოლიტიზების რისკებს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე. ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა წინასაარჩევნო გარემოზე ასევე დამაზიანებლად იმოქმედა სხვადასხვა წყაროებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მოქალაქეებს სავარაუდოდ საარჩევნო მიზნებისთვის ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული მოქალაქის უფლება, ხმის ფარულობის პრინციპის დაცვით, თავისუფალ და თანასწორ პირობებში, საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოხატონ თავიანთი პოზიცია არჩევნებზე. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველთა ნების გამოვლენის ხელშეშლა და მათზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ეს შეიძლება ემსახურებოდეს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშის გავრცელებას. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა საიამ უარყოფითად შეაფასა მოქალაქეთა რეალური საჭიროების გათვალისწინების გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა მაშინ, როდესაც არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ სულ 67 საარჩევნო უბანი გახსნა. საზღვარგარეთ უბნების გახსნის საჭიროებაზე ცესკოს არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია როგორც თავად მოქალაქეებმა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა და პროცესში ჩართულმა სხვა მხარეებმა. თუმცა, ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია. მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო არ იყო შეზღუდული, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიემართა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის დამატებით დროებითი საკონსულო დაწესებულების გახსნის მოთხოვნით, სადაც კომისია შეძლებდა საარჩევნო უბნის გახსნას. ცესკო, როგორც მოქალაქეთა საარჩევნო უფლების რეალიზებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა. ამ მიზნით, მას აქტიურად უნდა ეთანამშრომლა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა გარანტირებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლების პრაქტიკული რეალიზება. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია აწარმოებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 158-ჯერ. 48 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ცესკოსა და ლანჩხუთის, თელავის, ბაღდათის, გორის, გარდაბნის, ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარი შეიტანა. აქედან ხუთი, წინასაარჩევნო აგიტაციის მოთხოვნათა დარღვევისა და საჯარო რესურსის გამოყენების თაობაზე, განხილვის პროცესშია. ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივარი ლანჩხუთისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ორივე განხილულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა საჩივრები ზეპირი სხდომის, განმცხადებლების მოსმენისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს. გარდა ამისა, საიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ფუნქციების წილისყრის პროცედურაზე დაკვირვებისას მე-9 საარჩევნო ოლქის მე-19 უბანზე გამოვლენილ დარღვევაზე (გადასატანი ყუთის წამღები კომისიის მეორე წევრი პირდაპირი წესით აირჩიეს) შეიტანა საჩივარი. საჩივრის საფუძველზე, კომისიამ წილისყრის პროცედურა თავიდან ჩაატარა და წევრთა ფუნქციები ხელახლა გადაანაწილა. ამასთანავე, საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ორგანიზაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებების რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საიასთვის უცნობია. პუბლიკა
  10. თბილისში, დიდუბის ავტოსადგურზე რეგიონებში მიმავალი ტრანსპორტის ფაქტობრივად არყოფნის პირობებში, მოქალაქეები ერთმანეთს რეგიონებში წასასვლელად დახმარებას სთავაზობენ. ეს ჯგუფ „დაიტოვეში“ ხდება, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტისას შეიქმნა. ჯგუფში უკვე ათობით პოსტია, სადაც ავტომობილის მფლობელები წერენ, რომ ამა თუ იმ რეგიონში მიდიან და რამდენიმე ადამიანის წაყვანა შეუძლიათ, ხშირად – სრულიად უსასყიდლოდ. კომენტარების მიხედვით, წასვლის მსურველი მრავლადაა. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი მოქალაქეებს ხმის მისაცემად გამგზავრებაში მატერიალურ დახმარებასაც სთავაზობს: ტრანსპორტის ნაკლებობაზე, ან მის სრულ არყოფნაზე მოქალაქეები სოციალურ ქსელშიც წერენ. როგორც ერთ-ერთი მოქალაქე „ნეტგაზეტს“ უყვება, მას უთხრეს, რომ ეს ვითარება „ქართული ოცნების“ გუშინდელი აქციის შედეგად შეიქმნა: რატომაა საჭირო ხმის მისაცემად წასვლა? ბევრი ადამიანი, ვინც თბილისში ცხოვრობს და მუშაობს, იურიდიულად სხვა მისამართზეა ჩაწერილი და, შესაბამისად, იქ უნდა მისცეს ხმა. გარეკანის ფოტოზე: Nancy Woland-ის ილუსტრაცია ნეტგაზეთი
  11. სამცხე–ჯავახეთში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტი, საკრებულოს განხილვის გარეშე, უფლებას აძლევს საჯარო რეესტრს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ნაწილი აჭარის რეგიონს გადასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პარტიის წარმომადგენელი ადიგენის საკრებულოს თავმჯდომარესა და მერს კითხვებით მიმართავს. სოფიო ხორგუანის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის 4 მაისის წერილით ადიგენის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა. სააგენტოს განცხადებით, დასახლების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს. საზღვრებთან დაკავშირებით ინფორმაციის არარსებობა კი აფერხებს მოქალაქეთა მომსახურებას ან/და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილებების მიღებას და წარმოშობს ბუნდოვანებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტო განმარტავს, რომ საჭიროა ტერიტორიების განსაზღვრა. საჯარო რეესტრმა აღნიშნულ მუნიციპალურ ორგანოებს სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია მიაწოდა, მათ შორის 1942–1992 წლებში შედგენილი რუკები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა საზღვრების დასადგენად. წერილთან ერთად წარდგენილ დოკუმენტაციაზე, საჯარო რეესტრი მუნიციპალიტეტის მერსა და საკრებულოს პოზიციის დასაბუთებულ დაფიქსირებას სთხოვდა, როგორც უარის, ისე თანხმობის შემთხვევაში. სააგენტო წერილში ასევე უთითებს, რომ თუ საკრებულო და მერია ერთი თვის ვადაში არ მიაწოდებდა მათ ინფორმაციას, საჯარო რეესტრი ავტომატურად ჩათვლიდა აღნიშნულს თანხმობად, რაც სოფიო ხორგუანის განცხადებით, სავარაუდოდ, სწორედ ასე მოხდა. „საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით ჩანს, რომ საკრებულოს ამ თემაზე არ უმსჯელია. სხდომების დღის წესრიგები რომ ნახოთ, არსად ეს არ ჩანს. შესაბამისად, საჯარო რეესტრი ამას განიხილავდა როგორც თანხმობას. (ტერიტორიების) გადაცემის პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ეს ტერიტორია, პრაქტიკულად წითელ ხაზებშია მოქცეული და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უნდა გადაეცეს. საუბარია ტყის მასივებზე, ეს დასახლებული ტერიტორია არ არის, მაგრამ ტყის მასივებიც ისეთივე საერთო სიკეთეა, როგორც სხვა დანარჩენი. თუ მერმა, საკრებულოს თანხმობის გარეშე გააგზავნა თავისი პოზიცია– ეს უფლებამოსილების გადამეტებაა, მაგრამ ეს არ ვიცით. ფაქტი ის არის, რომ საკრებულომ ასეთი გულგრილი, მონური თუ მორჩილი დამოკიდებულებით, პრაქტიკულად საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე თქვა უარი. მუნიციპალიტეტში მცხოვრები თითოეული მოქალაქის საერთო ქონების განკარგვაზეა პასუხისმგებელი“,–აცხადებს ის. სოფიო ხორგუანისვე თქმით, იგი მიმართავს მუნიციპალიტეტის პირველ პირებს, რათა განუმარტონ მოქალაქეებს, რა ეტაპზეა პროცესი და რა გადაწყვეტილება (არ) მიიღეს მათ. „მინდა მივმართო საკრებულოს თავმჯდომარეს, შმაგი ბიძიშვილს და მერს, გოჩა ქიმაძეს, აგვიხსნან მოქალაქეებს, ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, რით იყო გამოწვეული მათი გადაწყვეტილება. როგორ აუხსნიან მოქალაქეებს მათ თანხმობას ცვლილებებზე. პრაქტიკულად, არც იმსჯელეს ისე დაეთანხმნენ რეესტრის გადაწყვეტილებას. იქნებ თქვენ მაინც ჩაგაბაროთ ანგარიში, მუნიციპალიტეტის, საკრებულოს წევრებმა და გითხრან თავიანთი პოზიცია, რატომ არ განიხილეს, რატომ არ იმსჯელეს და საერთოდ, ეს თემა რატომ არ გახდა განხილვის საგანი!“,–ამბობს ის. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჩვენ ადიგენის მერს, გოჩა ქიმაძეს კითხვებით დავუკავშირდით. მერის თქმით, საკითხზე რაიმე კითხვებთან დაკავშირებით, სოფიო ხორგუანს ან მედიას, შეუძლია საჯარო ინფორმაცია გამოითხოვოს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, შმაგი ბიძიშვილის თქმით, ზოგადად, მუნიციპალიტეტებს შორის საზღვრების დადგენის პროცესი ნამდვილად მიმდინარეობს, თუმცა აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, საკრებულოს არ უმსჯელია. „რაც მე ვიმყოფები (საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე), ამაზე გადაწყვეტილება საერთოდ არ გვაქვს მიღებული. არც თანხმობა, არც უარი. კი, წერილი იყო, მაგრამ მანამდე შეკითხვა იყო გუბერნიიდან და მე უარი განვაცხადე. ეგ წერილი ჩემთვის უცნობი იყო სრულიად. წერილი არ წამიკითხავს, გვიან ვნახეთ, როდესაც დრო გასული იყო. არ ვიცი რატომ... მე ამაზე უარი განვაცხადე, რომ არ ვარ თანახმა იმიტომ, რომ რაღაცები ვიცოდი შორიდან, არაოფიციალურად. ხაზები ვნახეთ, რომ არასწორად არის, რომელსაც ალბათ გავასწორებთ“,–აცხადებს ის. საჯარო რეესტრის რუკაზე, ადიგენის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის საზღვარი ამჟამად ასე გამოიყურება. ჩვენ მას ვკითხეთ, ეთანხმებოდა თუა რა საჯარო რეესტრის მიერ მიწოდებულ რუკებს. „ჩვენ 78 000 ჰა–ზე ასეც ვიმყოფებით და ისეც. მე ადრინდელი ვიცოდი, არაოფიციალური ინფორმაციით, რომ სატყეო მიმართულებით იყო რაღაც გარღვევა. აქედან გამომდინარე გავარკვიეთ, რომ რაღაც წითელი ხაზებია. მე კარგად ვერ ვერკვევი გეოდეზიურ რუკებში, მაგრამ აღნიშნულია ის ადგილები, რომელიც გადაცემული არ არის და არც გადაეცემა არასდროს. საზღვრები ბოლომდე არ არის დადგენილი. იცით როგორ ხდება ხოლმე, არის საძოვრები, სადაც (მაგალითად) ახალციხის საძოვრებში ვართ შესული... უნდა გავასწოროთ, მათი მათ ჰქონდეთ, ჩვენი ჩვენ, ამას ვიღვწვით. როდის დასრულდება საზღვრების დადგენის პროცესი, ამას ვერ დაგიზუსტებთ, დროს სჭირდება (პროცესს)“,–განმარტავს იგი. ტეგები: პარტია "საქართველოსთვის"
  12. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, წინასაარჩევნო პერიოდი წარიმართა მაღალი პოლარიზაციის ფონზე, არათანასწორ გარემოში. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებმა და გამოკვეთილმა უარყოფითმა ტენდენციებმა წინასაარჩევნო პროცესებზე დამაზიანებლად იმოქმედა. რუსული სტილის კანონის მიღება და მისი თანმდევი მოვლენები ანგარიშის თანახმად, არჩევნების წინა პერიოდი გამოწვევებით ხასიათდებოდა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ისე პოლიტიკური სპექტრისთვის. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონის ხელახალმა ინიციირებამ და მისმა თანმდევმა პროცესებმა, ასევე, ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის სისტემურმა მადისკრედიტირებელმა კამპანიამ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის რიტორიკამ, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შესაძლებლობა. “ ამავე ანგარიშის მიხედვით, “აქციების დროს დაფიქსირდა შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევები; გამოვლინდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის არაერთი ფაქტი, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ ანგარიშსწორებაში, დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაში. ზოგ შემთხვევაში, არაიდენტიფიცირებული მესამე პირები რუსული სტილის კანონის მოწინააღმდეგეთა მიმართ ფიზიკურად ძალადობდნენ: აქციაზე სცემდნენ დემონსტრანტებს, სახლებთან ან ქუჩაში ხვდებოდნენ პროტესტის ორგანიზატორებს, მათი ოჯახის წევრებს და სასტიკად უსწორდებოდნენ. ძალადობის ეს ფორმა ჰგავს ე.წ. ტიტუშკების რეიდს (Titushky Raid). “ სხვა საკანონმდებლო ინიციატივები ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ან/და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აბსოლუტური უმრავლესობა კონსულტაციების, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის მოსაზრებების უგულებელყოფით წარიმართა. ცვლილებები მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას ისახავდა მიზნად და არ იყო მიმართული საკანონმდებლო ჩარჩოს რეალურად გაუმჯობესებისკენ. გენდერული დისბალანსი პარტიულ სიებში პარლამენტის მიერ 2024 წლის აპრილში ე.წ. „გენდერული კვოტების“ გაუქმებასთან ერთად, საიამ შეაფასა გენდერული ბალანსი არჩევნებში მონაწილე სუბიექტების საარჩევნო სიებში. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიათა სიებში რეგისტრირებული 1185 კანდიდატიდან მხოლოდ 29%-ია ქალი. წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, სადაც ქალთა წილი 44,3%-ს შეადგენდა, ვითარება მკვეთრად გაუარესებულია. მათ შორის, თვალშისაცემი უკუსვლაა მმართველი პარტიის საარჩევნო სიაშიც. მაშინ, როდესაც 2020 წელს მათ საარჩევნო სიაში ქალთა რაოდენობა 24% იყო, წელს ეს რიცხვი 16%-ით განისაზღვრა (დაზუსტებისთვის, სიის 169 კანდიდატიდან მხოლოდ 28 მათგანია ქალი). “მოცემული სტატისტიკა ნათლად მიუთითებს პოლიტიკაში ქალთა წარმომადგენლობის კლების ტენდენციაზე”, – ვკითხულობთ ანგარიშში. ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებები საიამ მისიის ფარგლებში შეაფასა ანტიკორუფციული ბიუროს 3 გადაწყვეტილება, რომლებმაც არსებითად უარყოფითი გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე. განსაკუთრებით საგანგაშო იყო გადაწყვეტილება, რომლითაც ბიურომ კანონის არასწორი განმარტებით, თვითნებურად გაავრცელა „განცხადებული საარჩევნო მიზნის” მქონე სუბიექტის სტატუსი სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე. “მისი მიზანი იყო სამოქალაქო აქტივიზმის, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება და დისკრედიტაცია. ანტიკორუფციულმა ბიურომ კანონის ამგვარი ინტერპრეტაციით შექმნა სახიფათო პრეცედენტი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციულად შეზღუდვის კუთხით. “ კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებები საიამ ასევე უარყოფითად შეაფასა კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის 4 გადაწყვეტილება. “ნიშანდობლივია, რომ კომისიის და შემდგომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ამ საქმეებზე საარჩევნო ნორმების არასწორ განმარტებებს ემყარებოდა, რაც მმართველ პარტიას, ყველა შემთხვევაში, სხვა საარჩევნო სუბიექტებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა. “ნორმების ამგვარი ინტერპრეტაცია ძირს უთხრის თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ წინასაარჩევნო გარემოს და აზიანებს პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზანს”, – აღნიშნულია ანგარიშში. სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობის წაქეზება 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებების პაკეტი. ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაზე ცენზურის დაწესებას, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას. აღსანიშნავია, რომ მმართველ გუნდს ასევე ინიციირებული აქვს მსგავსი შინაარსის საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი. “მმართველი პარტია და მისი ლიდერები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აქტიურად იყენებენ სიძულვილის ენას, ავრცელებენ ჰომოფობიურ და ტრანსფობიურ ნარატივებს, მათ შორის, პოლიტიკური რეკლამის მეშვეობით. მაშინ, როდესაც ლგბტქი+ თემის წევრები ისედაც ხშირად განიცდიან ძალადობას როგორც ოჯახში, ისე ოჯახის გარეთ, ხოლო ტრანსგენდერი ადამიანები სიძულვილით მოტივირებული ძალადობის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, ამგვარი დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივების შემოტანა და პოლიტიკოსების მხრიდან მცდარი, სიძულვილის შემცველი რიტორიკის გავრცელება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო კამპანიისას, კიდევ უფრო დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ლგბტქი+ თემის წევრებს.” წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლა და ძალადობა საიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეისწავლა ძალადობის 6 შემთხვევა, ასევე, საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩევნო კამპანიაში ხელშეშლის – 5, სააგიტაციო მასალის დაზიანების – 3, პოლიტიკური ნიშნით სხვისი ნივთის დაზიანების – 2 და სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით დაკავების 1 შემთხვევა. ამჟამად საია სწავლობს დამატებით 6 შემთხვევას, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიერ 23 ოქტომბერს ორგანიზებულ ღონისძიებაზე მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ერთ შემთხვევას. “თითოეული მათგანი ინტენსივობითა და ხასიათით განსხვავებული იყო, თუმცა ისინი ნეგატიურად აისახებოდა წინასაარჩევნო გარემოზე. მათ შორის, ეს ინციდენტები მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას ოპოზიციურ კანდიდატებზე, მმართველი პარტიის წევრის მანქანის დაზიანებას, ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევას, სააგიტაციო მასალების ჩამოხევას/დაზიანებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტების ნაწილზე შესაბამისმა საგამოძიებო უწყებებმა გამოძიება ფორმალურად დაიწყეს, მათ სათანადო ღონისძიებები არ მოჰყოლია. ამგვარი ქმედებები ქმნის არასტაბილურ და დამაშინებელ პოლიტიკურ გარემოს, რაც, ფაქტობრივად, ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე არაპირდაპირ ზეგავლენას ახდენს. ამასთანავე, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტიანი რეაგირება იწვევს ამ ორგანოებისადმი საზოგადოების ნდობის შემცირებას და სხვა შესაძლო სამართალდარღვევების წახალისებას. “ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და სავარაუდო მოსყიდვა ანგარიშის თანახმად, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტია არაკეთილსინდისიერად იყენებდა ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ გავლენებს, რითაც ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნიდა მის ელექტორალურ კონკურენტებს. ეს გამოიხატებოდა როგორც ფინანსური, ისე ინსტიტუციური და სამართლებრივი ადმინისტრაციული რესურსის საარჩევნო მიზნით გამოყენების მავნე პრაქტიკაში, რა დროსაც იშლებოდა ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. ” არსებული მანკიერი პრაქტიკა არა მხოლოდ აზიანებს თავისუფალ და თანასწორ საარჩევნო პროცესს, არამედ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ამომრჩეველთა ნებაზე და უარყოფითად მოქმედებს საჯარო-საბიუჯეტო დაწესებულებების ფუნქციონირებაზე. აქვე აღსანიშნავია საიას მიერ შესწავლილი 5 შემთხვევა, რომლებიც არაუფლებამოსილი პირის მიერ უკანონო აგიტაციას შეეხებოდა. ამგვარი ფაქტები კიდევ უფრო მეტად შლის ზღვარს სახელმწიფოსა და პარტიას შორის. მონიტორინგის ფარგლებში საიამ სავარაუდო მოსყიდვის 1 შემთხვევის იდენტიფიცირება მოახდინა, ხოლო 1 შესწავლის პროცესშია. “ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება საიას სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოიკვეთა საბიუჯეტო დაწესებულებებიდან საჯარო მოხელეებისა და საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტები. სადამკვირვებლო მისიამ შეისწავლა შესაძლო უკანონო გათავისუფლების ოთხი შემთხვევა. საია დამატებით სწავლობს კიდევ ორ საქმეს. ” არჩევნების პერიოდში საბიუჯეტო დაწესებულებებიდან კრიტიკული აზრის მქონე პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება აძლიერებს საჯარო სექტორის პოლიტიზების რისკებს და უარყოფითად აისახება საარჩევნო გარემოზე.” ამომრჩევლისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა წინასაარჩევნო გარემოზე ასევე დამაზიანებლად იმოქმედა სხვადასხვა წყაროებით გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, საარჩევნო მიზნებისთვის ართმევდნენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული მოქალაქის უფლება, ხმის ფარულობის პრინციპის დაცვით, თავისუფალ და თანასწორ პირობებში, საკუთარი შეხედულებების მიხედვით გამოხატონ თავიანთი პოზიცია არჩევნებზე. საიას შეფასებით, საარჩევნო პერიოდში ამგვარი ქმედება, შესაძლოა, იყოს ამომრჩეველთა ნების გამოვლენის ხელშეშლა და მათზე ზეგავლენის მოხდენა. ასევე, ეს შეიძლება ემსახურებოდეს ხმის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული შიშის გავრცელებას. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა საიამ უარყოფითად შეაფასა მოქალაქეთა რეალური საჭიროების გათვალისწინების გარეშე ქვეყნის საზღვრებს გარეთ არასაკმარისი საარჩევნო უბნების გახსნა მაშინ, როდესაც არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობას. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია აწარმოებს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ წერილებზე საჯარო უწყებების რეაგირების მონიტორინგს. მისიის განმავლობაში ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაციის მიღების მიზნით სხვადასხვა საჯარო უწყებას მიმართა 158-ჯერ. 48 შემთხვევაში ორგანიზაციას პასუხი არ მიუღია, ხოლო 23 წერილზე პასუხი არასრულყოფილი იყო. საჯარო ინფორმაციის გაუცემლობა აფერხებს საიას სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის პროცესს. საარჩევნო დარღვევებზე რეაგირება საიამ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში გამოვლენილი სამართალდარღვევების შესახებ ცესკოსა და ლანჩხუთის, თელავის, ბაღდათის, გორის, გარდაბნის, ბოლნისის საოლქო საარჩევნო კომისიებში 7 საჩივარი შეიტანა. აქედან ხუთი, წინასაარჩევნო აგიტაციის მოთხოვნათა დარღვევისა და საჯარო რესურსის გამოყენების თაობაზე, განხილვის პროცესშია. ხოლო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებული საჩივარი ლანჩხუთისა და თელავის საოლქო საარჩევნო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ორივე განხილულ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა საჩივრები ზეპირი სხდომის, განმცხადებლების მოსმენისა და ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს. ამასთანავე, საარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ფაქტზე, რომლებიც შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ორგანიზაციამ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. ამ დროისთვის საგამოძიებო უწყებების რეაგირების თაობაზე ინფორმაცია საიასთვის უცნობია. საია აგრძელებს პროცესებზე დაკვირვებას და საარჩევნო დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. ნეტგაზეთი
  13. შუქრუთელების პროტესტი თბილისიდან უკან, სოფელში ბრუნდება, – როგორც „პუბლიკასთან” საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი, გიორგი ნეფარიძე ამბობს, მათი ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკებით დროის გაწელვის მცდელობამ და კომპანიის სოფელში გააქტიურებამ განაპირობა. მისი თქმით, ვინაიდან ადგილობრივებმა პროტესტისთვის დედაქალაქში გადმოინაცვლეს, კომპანია ადგილზე ცდილობს, სამუშაო პროცესი აღადგინოს. შუქრუთელებმა უწყვეტ პროტესტს 2024 წლის მარტიდან მიმართეს, 11 სექტემბერს კი მათ თბილისში გადმოინაცვლეს, დაიწყეს შიმშილობა და რამდენიმე მათგანმა პირიც ამოიკერა. შუქრუთელებსა და „ჯორჯიან მანგანეზს” შორის მოლაპარაკების პროცესი 16 ოქტომბერს დაიწყო – უწყვეტი პროტესტის 220-ე დღეს; კომპანიამ მათთან შეხვედრისკენ ნაბიჯი შიმშილობის 43-ე დღეს გადადგა. შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა პარლამენტის წინ 24-საათიანი პროტესტი გრძელდებოდა. კომპანიის წარმომადგენლებთან სამი შეხვედრა გაიმართა, თუმცა როგორც შუქრუთელები ამბობდნენ, მათ რჩებოდათ განცდა, რომ ეს ყველაფერი დროის გაჭიანურებას ემსახურებოდა. მედიატორის როლში შეხვედრას დეპუტატი რატი იონათამიშვილი ესწრებოდა. შუქრუთელები კომპანიისგან დაზიანებული სახლების ადეკვატურ შეფასებასა და სრულ კომპენსაციას მოითხოვენ. პუბლიკა
  14. 23 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის ან/და 330-ე მუხლის მიზნებისათვის, დამტკიცდეს თანდართული „სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა“. – ვკითხულობთ განცხადებაში. სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში კი ვკითხულობთ, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე და იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის, ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 330-ე მუხლის თანახმდა კი – სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. პუბლიკა
  15. ეს არის ტიპური ფსიქოლოგიური ზეწოლა არჩევნებამდე, რასაც მგონი, საკმაოდ მიჩვეული ვართ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც საგამოძიებო სამსახურის მიერ სამ სავარაუდო ე. წ. ქოლცენტრში საგამოძიებო მოქმედებების და ჩხრეკის ჩატარებას ეხებოდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსგავსი ფსიქოლოგიური მანიპულაციების მიზანია, რომ ხალხი შეშინდეს და არჩევნებზე არ წავიდეს. „ვიცით, რომ ეს ხდება, ვიცით, რომ ამას უნდა გავუძლოთ, ამით არ უნდა შევშინდეთ. ეს მხოლოდ ამისთვისაა, რომ ხალხი შეშინდეს, ვიღაც არ წავიდეს არჩევნებზე, ვიღაცას შეეშინდეს თავისი ხმის იმ ფორმით ურნაში ჩაყრის, როგორც თვითონ ფიქრობს. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მანიპულაციები, რომელიც მე მგონი, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ძალიან გამოცდილია ამ ყველაფერში, არ მუშაობს, აღარ მუშაობს და აღარ იმუშავებს. გადასვლა ახალ ეტაპზე,, კოალიციურ მთავრობაზე, პროევროპულ მთავრობაზე - მომავალში ჩვენი ახალი პოლიტიკური რეალობა სწორედ ის უნდა იყოს, რომ აღარ იყოს საარჩევნო ინტიმიდაციები, ზეწოლა და საარჩევნოდ ადამიანების ამ ფორმით გამოყვანა მიტინგებზე, ძალით, ხვეწნით, ფულით თუ რაც იქნება, ეს უნდა ჩაბარდეს წარსულს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩაბარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობა არ დაშინდება. „მე არ ვიცი მმართველი პარტიის გეგმებში რა არის, ეს არის დაშინება. ერთ-ერთი ასეთი ჩხრეკა ეხება „ტვიტერზე“ და ინტერნეტში ძალიან აქტიური პოზიციის მქონე ახალგაზრდა ქალბატონს. ეს არის მცდელობა, რომ დაშინება მოხდეს საქართველოს მოსახლეობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დაშინებას წინ არ დაუდგება მოსახლეობა და დაშინდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. ერთ-ერთი პირი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი ნონიაშვილია, რომელმაც მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების მისვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა. ასევე, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, 3 სართულზე მიმდინარეობდა ჩხრეკა. ასევე პოლიციამ ჩხრეკა დაასრულა Atlantic Council-ის ოფისში. პარტია „ფედერალისტების“ წევრის, გიორგი ნონიაშვილის განცხადებით, ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ჩხრეკა მის საცხოვრებელ სახლსა და მისი მეუღლის ოფისში Atlantic Council, სავარაუდოდ, უკავშირდება ამავე კომპანიის საქმიანობა. მოგვიანებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრელა ინფორმაცია, რომ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. იპნ
  16. პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა , - ასე უპასუხა პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ პალიტრანიუსის გადაცემის “თავისუფალი სტუდიის” წამყვანის შეკითხვას, რა ემოციას იწვევს მასში ის პოლიტიკური ზედმეტსახელი, რომელიც ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ შეარქვეს. გახარიას თქმით, ამ ღამესთან დაკავშირებით განიცდის სინანულს, მაგრამ ეს სახელს არ ეხება. როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, ნანობს იმას, რომ ამ ყველაფრის (აქციის დაშლის) ბევრად უკეთ გაკეთება შეიძლებოდა. “როდესაც ხარ შინაგან საქმეთა მინისტრი, უნდა გესმოდეს, რომ მსგავსი ემოციური დისკომფორტი ყოველდღიურ ცხოვრებასთან არის დაკავშირებული. რა მნიშვნელობა აქვს, მე ეს მსიამოვნებს თუ არა. ჩემი ემოციები ჩემი ემოციებია, ის ჩემს საქმიანობაზე არც მანამდე მოქმედებდა და არც ახლა მოქმედებს, უბრალოდ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა შევცვალოთ. ეს მე დისკომფორტს არ მგვრის იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვხვდები და გათვითცნობიერებული მაქვს, რომ როდესაც ვთანხმდები და ასეთ ნაბიჯებს ვდგამ, ამას თავისი უკუ და გვერდითი ეფექტები აქვს, რომლებიც ჩემს მომავალ საქმიანობას ვერ განსაზღვრავს. არის იქ სხვა თემები, რომლებიც, რა თქმა უნდა, სინანულთან არის დაკავშირებული, მაგრამ ეს არ ეხება ზედმეტსახელს. ვნანობ იმას, რომ ყოველთვის შეიძლება ყველაფრის ბევრად უკეთ გაკეთება. პარლამენტის შენობას მაინც დავიცავდი, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ვეცდებოდი, რომ ეს გაკეთებულიყო ბევრად ნაკლები დაზიანებებით, რომელიც, რა თქმა უნდა, სამწუხაროა. შევცვლიდი იმას, რომ დაშლის ღონისძიებას ჩავატარებდი სხვანაირად, ბევრად უფრო სხვა გარემოებით, სხვა ძალებითა და სხვა რესურსით, იმისთვის, რომ ამას ნაკლები შედეგი და ადამიანების ნაკლები დაზიანებები მოჰყოლოდა”, - აღნიშნა გახარიამ. იპნ
  17. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს, სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. გიორგი გახარიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია და უკვე დნმ-ის დონეზე „განაცდა“. „რაც არ უნდა იჭორაოს „ოცნებამ“, ვერასოდეს ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ მე, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად ძიძიგური, ანა ბუჩუკური, ჩვენ ვართ „ნაცები“ და ის ხალხი, ვინც მათ პირველ ოცეულში ჰყავთ, არ არიან. „ოცნება“ უკვე დნმ-ის დონეზე “განაცდა“. საპატიო თავმჯდომარე, რომელიც იჯდა ეთერში და დანაშაულის გარეშე, ქმედების გარეშე გასამართლებით ემუქრებოდა, მიხეილ სააკაშვილი სხვას კი არაფერს აკეთებდა. ადამიანი ამბობს საოცრებას, რომ საქართველოში კარგი ადამიანი თუ არის, ე.ი. „ოცნების“ წევრი უნდა გახდეს და სხვა ყველა ქვეყნის მტერია და მოღალატე. „ხალხის მტერი“, - ასეთი რაღაცები ახსენა. ამიტომ „ნაცი“ ვინ არის და „ნაცური“ მენტალიტეტი ვის აქვს, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს. „ოცნება“ რეალურად უკვე იქცევა როგორც „ნაცური“ პარტია, ეს ფაქტია. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, გამოვიდა და მოყვა, რომ მედიაზე წვდომა თურმე 2012 წელს შეზღუდული იყო და თეფშები დაუპატიმრეს, რაც მართალია და ძალიან ცუდი იყო, მაგრამ დღეს ტელევიზია ღიად ამბობს, რომ „მე ვთვლი, რომ შენ ცუდი ხარ და ამიტომ არ გიშვებ ჩემს ეთერში“. კი ბატონო, პრობლემა არ არის, მაგრამ მაშინ შენი ეთერიდან ნუ მლანძღავ, ტყუილებს და დეზინფორმაციას ნუ ავრცელებ. თუ ავრცელებ, მაშინ დამიძახე, რომ ამ ტყუილებს ვუპასუხო. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი შენს თავს და სინამდვილეში რომ უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დააბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი. ასე მარტივია, გამოხვალ, ადამიანებს რაღაცას დააბრალებ, იჭორავებ, იწყევლები, მერე გაიქცევი შენი დაცვის უკან და სახელმწიფოს ზურგის უკან დაიმალები, ასე მარტივია ცხოვრება. საბოლოო ჯაში ადამიანები ამას ხედავენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. ამასთან, გახარიამ ისაუბრა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, გიორგი გახარიას გადადგომა, 2021 წელს სწორედ საქართველოს ომში ჩართვისთვის მომზადებას უკავშირდებოდა, ვინაიდან, „იცოდნენ, „ქართული ოცნება“ არ იომებდა და როგორმე უნდა ჩამოეშალათ, რაც გააკეთებინეს გახარიას“. გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია. მისი თქმით, ივანიშვილი სასოწარკვეთილია. „სისულელეს რა უნდა ვუპასუხო. ადამიანი სასოწარკვეთილ მდგომარეობაშია, შეშინებულია, ხედავს რომ ზიანდება. ამ ქვეყანაში ომის რეალური ხელშემწყობი ივანიშვილია. მან ძალიან კარგად იცის, რომ შენ როდესაც გლობალურ კონფლიქტში, თან შენი ფინანსური, მერკანტილური მოტივებით იმისთვის, რომ შენი ფული რაღაცნაირად დაიცვა, სახელმწიფოს იყენებ და სახელმწიფოთი აშანტაჟებ სტრატეგიულ პარტნიორებს, შენი რაღაც ილუზიების გამო, გაუთვითცნობიერებელი შიშების გამო და გლობალურ კონფლიქტში მხარეს იჭერ, შენს სტრატეგიულ პარტნიორებს თავს ესხმი, კონფლიქტში შედიხარ. გარდა იმისა, რომ ამაზე ლაპარაკს გავაგრძელებთ, ფაქტები დაიდება, ნათელი გახდება, რომ თავისი მილიარდების გადასარჩენად როგორ გამოიყენა სახელმწიფოს უსაფრთხოება, ინტერესები, საგარეო ორიენტაცია. ისტორია და ანალიზი დადებს ამ ფაქტს, შესაბამისი მკვლევრები დადებენ, არაფერი არ იმალება. როდესაც ყველაფერს ნათელი მოეფინება, ყველა მიხვდება ვინ მოშალა ქვეყნის უსაფრთხოების ჩარჩო. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ფუნდამენტი ყოველთვის იყო პარტნიორობა აშშ-თან და ევროკავშირთან“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. გახარიას თქმით, ივანიშვილი მისთვის „ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“. „ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი სიტყვის შესრულებას. ველოდი, რომ ის იმდენად შემდგარი ადამიანია, რომ თავის პირად, პერსონალურ ინტერესებს და შიშებს არ დააყენებდა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და ველოდი, რომ ადამიანს, რომელსაც ამხელა წარმატებები აქვს მიღწეული, ამდენი კარგი რამ გაუკეთებია ქვეყნისთვის, ამ ყველაფერს წყალს არ გაატანდა რაღაც გლობალური ომის პარტიის ზღაპრების და მილიარდების გამო. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის ტყუილები, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყოველდღიურობის ნაწილი იყო სამწუხაროდ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  18. შენ, საპატიო თავმჯდომარეს რომ ეძახი თავს და სინამდვილეში უკვე სახე გაქვს დაკარგული, მე რომ რაღაცას მაბრალებ, იმის თავი თუ გაქვს, რომ დამაბრალო და იჭორაო, მაშინ გამოდი და ან დებატებში დაჯექი, ან წადი სასამართლოში, ან რაღაც ქენი , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ სატელევიზიო ინტერვიუში მის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ბმული: https://palitranews.ge/video/248607-giorgi-gaxaria-ivanishvils-eteridan-nu-mlanzgav-tquilebs-da-dezinpormacias-nu-avrceleb-tu-avrceleb-mashin-damizaxe-rom-am-tquilebs-vupasuxo/
  19. "მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი - ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა." ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა. ბმული: https://palitranews.ge/video/248606-giorgi-gaxaria-mivmartet-imeds-da-rustavi-2-s-rom-pasiani-politikuri-reklama-mainc-gaeshvat-da-amazec-gvitxres-uari-amis-shemdeg-bizina-ivanishvili-dajda-am-televiziis-etershi-da-me-da-chemi-gundis-cevrebs-shurisziebita-da-gasamartlebit-dagvemukra/
  20. „სამხრეთის კარიბჭე“ წინასაარჩევნოდ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე, სამცხე–ჯავახეთში აქტიურად მომუშავე პარტიებს და მათ საარჩევნო პროგრამებს აცნობს. მომდევნო ეპიზოდის სტუმარი პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი. წინასაარჩევნო გადაცემების სერიებში, თქვენ შეგიძლიათ მოისმინოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: როგორ აფასებენ პარტიები წინა მოწვევის პარლამენტის ოთხწლიან მუშაობას; რას ფიქრობენ ისინი პრეზიდენტის „ქართულ ქარტიაზე“; რა პრობლემების მოგვარებას ჰპირდებიან ისინი მოქალაქეებს; როგორ აპირებენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობას, ასევე რა გამოარჩევს მათ სხვა პარტიებისგან და რატომ ფიქრობენ, რომ ამომრჩევლებმა სწორედ მათ უნდა დაუჭირონ მხარი. ტეგები: პოლიტიკა არჩევნები გიორგი გახარია პარტია "საქართველოსთვის" თემო ინასარიძე
  21. ივანიშვილმა აღიარა, რომ “ოცნების” სიძულვილის და ზიზღის კამპანიის უკან თავად დგას. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1670404106837331/
  22. ივანიშვილისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” არის. მისი მუქარა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/876091624631501/
  23. ძვირფასო პოლიციელებო, გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს - იმედი მაქვს, შეასრულებთ იმ დიდ მისიას, მივცეთ შესაძლებლობა მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისივე თქმით, მთავარია, პოლიციელებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. „უნდა მივმართო შსს თანამშრომლებს. ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, თქვენ ძალიან ბევრჯერ და ძალიან მნიშვნელოვანი სამსახური გაუწიეთ ჩვენს ქვეყანას თქვენი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. ყოველთვის იდექით სწორ მხარეს, მაშინ, როცა სახელმწიფოს ყველაზე უფრო სჭირდებოდა. დღეს მაშინ, როცა არჩევნებამდე არის სულ რამდენიმე დღე დარჩენილი, თქვენი როლი იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ გააკეთოს თავისი დამოუკიდებელი არჩევანი, მშვიდ და თავისუფალ გარემოში არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რა მნიშვნელობის არჩევნები იქნება სულ რამდენიმე დღეში. მე არასდროს არ ვიკადრებ თქვენ მოგიწოდოთ ხმა მისცეთ ერთ, მეორე ან მესამე მხარეს. მე უბრალოდ გთხოვთ და მოგიწოდებთ ემსახურეთ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა პარტიას და პარტიულ ბოსებს. ეს ადამიანები თავისი მოპარული ფულით მალე გაიქცევიან ქვეყნიდან და ჩვენ ერთად პირისპირ დავრჩებით. მოგვიწევს, ზუსტად ისე როგორც გაგვიკეთებია ადრე, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, მოქალაქეების ღირსება, ჯანმრთელობა და მშვიდი ძილის უფლება. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ შეასრულებთ იმ დიდ მისიას - მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებს მშვიდ, დამოუკიდებელ და თავისუფალ გარემოში გააკეთონ საკუთარი არჩევანი. ის არჩევანი, რომელიც არის სამართლიანი, ევროპული, ეროვნული და განვითარებული სახელმწიფო“,- განაცხადა გახარიამ. ამასთან, როგორც მან განმარტა შსს-ის ფუნქცია ქვეყანაში არჩევნების ჩატარებაში არის მნიშვნელოვანი. „მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არის 3 ათასი საარჩევნო უბანი. ეს არის 3 ათასი პოტენციურად დაძაბულობის წერტილი და ლოკაცია, რომელსაც სჭირდება მართვა. ეს ძალიან რთული პროცესია. შსს-ის თანამშრომლები და პოლიციელები უკვე ემზადებიან ამ ღონისძიების ჩასატარებლად. მთავარია, ამ ადამიანებმა არ მიიღონ პოლიტიკური დავალებები. ეს არის მთავარი. ძალიან კარგად ვიცი პოლიციელების ნება და სურვილი ემსახურონ სახელმწიფოს და საქართველოს მოქალაქეს და არა შეასრულონ პარტიული ბოსების დავალებები“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  24. საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება - ივანიშვილის ეს მუქარა ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება იყო - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმედი აქვს, რომ ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმის ფაქტს სამართალდამცავები დროულად გამოიძიებენ. „აქ ყველაფერი ზედაპირზეა, საქართველოს მოქალაქეებმა მოუსმინეს ივანიშვილის მუქარას და წარმოუდგენელ ლექსიკას, ამის შემდეგ მეორე დღეს „ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების ჯგუფი, მეტროში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლევან გოგიჩაიშვილს ფიზიკურად უსწორდება. მცდელობა ჰქონდათ ამის. რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის პირდაპირი წახალისება. მე არ მივცემ თავს იმის უფლებას, ვთქვა, რომ ეს ყო წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება, სანამ გამოძიება არ დასრულდება. იმედი მაქვს, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად ჩატარდება. თუმცა ხაზგასმით შემიძლია აღვნიშნო, რომ ივანიშვილის ეს მუქარა იყო ლევან გოგიჩაიშვილზე, რომელიც ჩვენი პარტიის ლიდერია, ამ ფიზიკური თავდასხმის წახალისება“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა „იმედთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ „გარეწარ“ გახარიას და მის თანაგუნდელებს გასამართლება მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს გუშინ თავს დაესხნენ. გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურში” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. იპნ
  25. კამპანია – National Elections After Party-ის ფარგლებში თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმსა და თელავში, რიგ დაწესებულებებში ხმის მიცემის შემდეგ მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ შესვლას. როგორც „პუბლიკას” კამპანიის ორგანიზატორებმა, „არჩევანი შენიას” წარმომადგენლებმა განუცხადეს, ეს დაწესებულებებია: თბილისი – „აპრილი”, „მეობა”, Left Bank, Mutant Radio, „დედა ენის ბარი”, „Tone თონე”, „მტკვარზე”, khidi, Moulin Électrique (ორივე ფილიალი), Love Bar, „8000 მოსავალი” (ყველა ფილიალი), camora, Pluto Record, Plus One, Tbili orgia, „ცეხი”, Pub 44, „წიბახას სამაგიდო თამაშების კლუბი”, „ფანჯარა”; რუსთავი – პროფესიო • Profesio; ქუთაისი – „Barიერი”, Ziari bar; ზუგდიდი – „ბჟამინოლი”, MEGOBARI; ბათუმი – „ადგილი”, „ფანჯარა”, „8000 მოსავალი”, CIRCUS (LIOwithILA-ს კონცერტი). თელავი – „ბადია” (ჯგუფი „ყველას“ კონცერტი), Playroom და „ძველი თელავი”. ბერლინი – „8000 მოსავალი”, „ლურჯი მელა”; პრაღა – „დერგი”; მადრიდი – Munchies by Foodgodess. „მარკირება იქნება ბილეთი ყველა იმ ღონისძიებაზე, სადაც შესვლა ფასიანია. ბარები კი მარკირებიან სტუმრებს Welcome Drink-ით გაუმასპინძლდებიან”, – ამბობენ ორგანიზატორები. publika
×
×
  • შექმენი...