Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ჩამოვიდა ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. publika
  2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე. წ. „ქოლცენტრში” ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. ამის შესახებ ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში. „მიღებული ინფორმაციით, „ქოლცენტრების“ საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან. ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ „ქოლცენტრებთან“. ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით. საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ipn
  3. „შეუძლებელია ჩვენი პოლიტიკური კოალიცია „ოცნებასთან“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ „ფორმულას“ ეთერში. მისი თქმით, ისინი კოალიციას არც „ნაციონალურ მოძრაობასთან” განიხილავენ, სწორედ ამ მიზნით მოაწერეს ხელი პრეზიდენტის ინიციატივას ტექნიკურ მთავრობაზე. მისი თქმით, თუ მათი ხმები იქნება გადამწყვეტი, დააყენებენ საკუთარ წინადადებას და პირობებს: გახარიას თქმით, მისი პარტიისთვის მთელ ამ პროცესში არსებობს ჩამკეტი საკითხი, როგორიცაა ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის პროცესი და რომ სწორედ ეს ფაქტორია განმსაზღვრელი, რის გამოც უჭერს მხარს ტექნიკური მთავრობის იდეას.
  4. თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ. „ფორმულას“ ინფორმაციით, ამ წუთებში, 3 სართულზე მიმდინარეობს ჩხრეკა. მათივე ცნობით, Concentrix Georgia-ს თანამშრომლებს უთხრეს, რომ დღეს სამუშაო პროცესი არ იქნება, კომპანიაში მხოლოდ ოფიციალური ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან. იპნ
  5. პარტია საქართველოსთვის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ფორმულასთან საუბარში მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს და ამბობს, რომ თავდამსხმელებს ქართული ოცნების დროშები ეჭირათ ხელში. გოგიჩაიშვილის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, მმართველი პარტიის აქციიდან ბრუნდებოდნენ, თავად კი, ერთ-ერთ ტელევიზიაში მიდიოდა. "ჩემთვის მივდიოდი ტელევიზიაში. გამოვიყენე საჯარო ტრანსპორტი - მეტრო. შევედი ვაგონში, იქ ბევრი ადამიანი იყო, დროშები ეჭირათ ხელში და სავარაუდოდ აქციიდან მოდიოდნენ. ამ მომენტში მეც აქციას ვუსმენდი და სანამ ყურსასმენები მქონდა, ამ ადამიანების ხმა არ მესმოდა. თუმცა ინტერნეტი, რომ გაწყდა, ვიღაც ადამიანების ხმა მესმოდა ჩემი მისამართით. რაღაცებს იძახდნენ, როცა მივტრიალდი - ვერ მიცანიო. ცოტა ახლოს მივედი, არასასიამოვნოდ გამოიყურებოდნენ ყველა, ალკოჰოლის მძაფრი სუნი ასდიოდათ. ჩვეულებრივი "შპანა" იყო. ერთ-ერთმა ჩემი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხყოფა თქვა. ამას მოჰყვა ყველაფერი, რაც მოყვა. კარგი იქნება თუ ამ კადრებს ამოიღებენ და გაუშვებენ. ბევრნი იყვნენ. თავიდან მეგონა 10 კაცი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრად მეტნი იყვნენ. რაც შემეძლო ვიგერიებდი, ნამდვილად არ დამიკლია არც მე. აუცილებლად დავადგენ ვინ არიან. გამორიცხულია ამ ზონდერებს ქვეყანა დავუთმოთ. ესენი არიან პირადად ივანიშვილის "შპანა". აქამდე დავიდა ეს კაცი - ზედ რომ არ შეხედავ, ასეთ ადამიანებს, რომ მისცა გათამამებების საშუალება. ფხიზლებიც არ იყვნენ და ადეკვატურებიც არ იყვნენ. ქართული ოცნების დროშები ეჭირათ ხელში. რაღაც მომენტში მეცოდებიან კიდევაც ეს ადამიანები, სხვა არაფერი შეუძლიათ - ზონდერობა, ტროლობა და აგრესია, რაც ასწავლა ბიძინა ივანიშვილმა", - თქვა გოგიჩაიშვილმა. ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. *** პარტია საქართველოსთვის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ცნობილია, მას 20-მდე ადამიანი დაესხა თავს. 2 დღით ადრე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასა და მის გუნდსაც დაემუქრა გასამართლებით. ეს მან ტვ იმედის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ "სასამართლოს დონეზე აქვთ" დოკუმენტები დალაგებული. ფორმულა
  6. პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია მის თანაგუნდელზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ქართული ოცნების მოძალადე ჯგუფები პარტიის მხარდამჭერებსაც ესხმიან თავს. როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მმართელი პარტიის ლიდერების რიტორიკა და საჯარო გამოსვლები მსგავს ფაქტებს ახალისებს. "ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოცნების ლიდერების მუქარას მოჰყვება მათივე ზონდერ, მოძალადე ბრიგადების ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმები. ასეთი იყო ბათუმში, პაპუაშვილის რაღაც მუქარების შემდგომ; დღეს, 2 დღის უკან ივანიშვილი ფაქტობრივად დაემუქრა ჩვენი გუნდის წევრებს. ჩემ შემთხვევაში ეს არ იყო პირველი მუქარა, მაგრამ გამოვიდა პირველად, საჯაროდ გამოაცხადა ეს მუქარა და იცის ამ ადამიანმა, რომ არ მუშაობს ეს მუქარა ჩემზე, და გადაიტანა ჩემს თანაგუნდელებზე. როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე ვიტყვი, ლევანის მხოლოდ ვიდეო ზარით ვესაუბრე - ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო დაგეგმილი ან სპონტანური, მაგრამ ფაქტია, რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში, მეტროში, ადამიანები, რომლებიც როგორც ჩანს აქციიდან ბრუნდებოდნენ, და შეიარაღებული იყვნენ ოცნების პოლიტიკური სიმბოლიკით, უბრალოდ აგრესიულად თავს დაესხნენ ერთ ადამიანს", - თქვა გახარიამ კვირის ფორმულაში. *** პარტია საქართველოსთვის წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს მეტროში თავს დაესხნენ. როგორც ცნობილია, მას 20-მდე ადამიანი დაესხა თავს. 2 დღით ადრე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასა და მის გუნდსაც დაემუქრა გასამართლებით. ეს მან ტვ იმედის ეთერში თქვა და აღნიშნა, რომ "სასამართლოს დონეზე აქვთ" დოკუმენტები დალაგებული. ფორმულა
  7. პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ქართული ოცნება 30%-ზე ნაკლებს მიიღებს. გახარიას თქმით, ამომრჩეველთა დიდი აქტივობის შემთხვევაში მმართველი პარტია 600 000-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მოსახლეობან უნდა იცოდეს, რომ "ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა". "ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნათ, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ხმა ვის მიეცით. მაშინ, მერწმუნეთ, რომ ადამიანების რაოდენობაც უბნებზე იქნება 2 მილიონზე მეტი, ჩვენ თუ ამას მივაღწიეთ, შემდეგ 2 დღის განმავლობაში, და ოცნება ამ პირობებში 30%-ს ქვემოთ იქნება, იმიტომ რომ მათემატიკურად გვაქვს ჩვენ დათლილი, რომ შეუძლებელია ოცნებამ 600 000-ზე ბევრად მეტი ხმა. 600 000 არის მათი საოცნებო ციფრი, ჭერი. 600 000 - თუ მივიდა მილიონი ადამიანი არის საკონსტიტუციო უმრავლესობა და 60%, თუ მივიდა 2 მილიონი ადამიანი - ეს არის 28%. მთელი ჩვენი საზოგადოების მიზანი უნდა იყოს, ორი რამ: უნდა მოვუწოდოთ ადამიანებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და დავარწმუნოთ ისინი, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა. ქართულ ოცნებას მაქსიმუმ შედეგი ჰქონდა 2012 წელს - ეს იყო მილიონ 100 ათასი ამომრჩეველი, 2020 წელს ჰქონდა, კოვიდის მიუხედავად, უბნებზე მივიდა მილიონ 900 ათასი, 2 მილიონი ადამიანი მივიდა და მაშინ ოცნებას ჰქონდა 900 ათასი [ხმა]. 2021 წელს ოცნებას ჰქონდა 800 000 - მაშინ პარტია იყო ძალიან კარგ ფორმაში ყველა კვლევით. მას შემდგომ, რისი კეთებაც ოცნებამ დაიწყო, მათ მინიმუმ 200 000 ხმა აქვთ დაკარგული. ეს 600 000 ადამიანებიც არიან ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა წნეხის გამო ამბობენ, რომ ოცნებას მისცემენ ხმას", - განაცხადა გიორგი გახარიამ კვირის ფორმულაში. ფორმულა
  8. ყველას ვინც ამ ადამიანების ჯგუფს ხელმძღვანელობს, მათაც მოუწევთ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ივანიშვილს, მან უნდა იცოდეს, რომ ბოლოჟამის სააკაშვილი ხარ, სახე დაკარგული კაცი ხარ, არაფერი შენგან არ გამოვა, არაფერი შენგან არ გამოვიდა და ძალიან ვწუხვარ, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებ, შენს მშიშარა არაკაც ხალხთან ერთად. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/998215865324419/
  9. “ოცნებამ” გაიმეორა ყველა ის დანაშაული, რასაც “ნაცები” აკეთებდნენ. მწვანე შუქი აუნთეს ძალადობას და ამისთვის პასუხისგება მოუწევთ. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1528288928047665/
  10. ეს არის პირდაპირი რეფლექსირება იმის, რაც ივანიშვილმა განცხადების დონეზე გააკეთა რამოდენიმე დღის წინ, როდესაც მან პირდაპირი მუქარა, აგრესიით წაახალისა ძალადობა ჩვენს გუნდზე. კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1966373507110081/
  11. ეს სისტემა უნდა შეიცვალოს მშვიდობიანი გზით და ეს ცვლილება მოხდება სულ რამოდენიმე დღეში. შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1297203338057702/
  12. უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „მაისში, შეერთებულ შტატებსა და ქართველ ხალხს შორის მეგობრობის აღიარების ნიშნად ჰელსინკის კომისიამ MEGOBARI Act წარადგინა, ორპარტიული კანონპროექტი საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. მაშინ როდესაც კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატის საბოლოო კენჭისყრას ელის, უნდა გავაგრძელოთ ქართველი ხალხის ძალისხმევების მხარდაჭერა დაიცვან საკუთარი დემოკრატია და გააგრძელონ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ საკუთარი არჩეული გზა“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  13. "რამდენიმე წუთის წინ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხა “ოცნების“ ორგანიზებული მოძალადეების დაჯგუფება, 20-მდე ადამიანი. თუ ივანიშვილს ჰგონია, რომ ჩვენ, ან ლევანს, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის მოძალადე რეჟიმს, ნაცური მეთოდებით, ძალადობით დაგვაშინებს, ძალიან ცდება!", - ასე ეხმაურება პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, მათი პარტიის წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე თავდასხმას. ცნობისთვის, პარტიის „საქართველოსთვის“ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს, დღეს, 23 ოქტომბერს, მეტროში თავს დაესხნენ. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი წერს.
  14. „გახარია საქართველოსთვის” წევრს ლევან გოგიჩაიშვილს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ცნობით, გოგიჩაიშვილს მეტროსადგურ “პოლიტექნიკურთან” ოცამდე ახალგაზრდა თავს მაშინ დაესხა, როდესაც ის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში სტუმრად მიდიოდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან გოგიჩაიშვილი გადაყვანილია განყოფილებაში და მათთვის დამატებითი დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის. იპნ
  15. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ეხმაურება სხვადასხვა წყაროთი გასაჯაროებულ ინფორმაციას, საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამორთმევაზე. უწყება ამბობს, რომ„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყეს ამ მედიის სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა. „ბათუმელებმა“ 15 ოქტომბერს ინფორმირებული პირის მიერ მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ოცნება“ პარტიის ოფისებში წინასაარჩევნოდ დეტალურად ამუშავებს ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირად მონაცემებს. რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, პირადობების ჩამორთმევა, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედებაა და მასზე რეაგირება სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს.
  16. [„ქართული ოცნება“] აზრზე არ არის, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა - საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ, იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, აშშ-ის ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია - ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გახარიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, „ქართული ოცნებისთვის“ ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება“. მისი თქმით, ის, რომ „ვიღაც ტრამპის გამარჯვებას ელოდება, მითია, რომელიც უნდათ, რომ „ქართული ოცნების“ რიგით ამომრჩევლებს მიყიდონ“. „მათ [„ქართულ ოცნებას“] საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა საგარეო პოლიტიკაზე. აზრზე არ არიან, როგორ იმართება საგარეო პოლიტიკა. იმ საპატიო თავმჯდომარესაც აგიჟებენ. იმ დონემდე მიიყვანეს, რომ უხარია, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ორი თუ სამი კვირის შემდგომ შეხვედრა რომ დაუნიშნა და ბედნიერია. ისეთი ბედნიერია, რომ გამოვიდა ტელევიზიაში და საყოველთაოდ გვამცნო, აი, სიტუაციას ვალაგებო. რომ გესმოდეთ, თუ რესპუბლიკურმა პარტიამ გაიმარჯვა, „ქართული ოცნებისთვის“ ეს ბევრად უფრო მძიმე სცენარი იქნება. იმიტომ, რომ საგარეო პოლიტიკაში რესპუბლიკელებს უფრო მკაცრი მიდგომები ახასიათებთ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დემოკრატიის ფუნდამენტური ფასეულობები და ამასთან ერთად, უსაფრთხოების საკითხები დგება კითხვის ნიშნის ქვეშ, რასაც დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, ის, რომ ვიღაცა ტრამპის გამარჯვებას ელოდება, არის უბრალოდ მითი, რომელსაც ცდილობენ, რომ „ოცნების“ რიგით ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს მიყიდონ. ზუსტად ამ რიგითი ამომრჩევლებისთვის და მხარდამჭერებისთვის იყო განკუთვნილი საპატიო თავმჯდომარის განცხადებაც, რომ თურმე ელჩთან არჩევნების შემდგომ შეხვედრის პერსპექტივა გაჩნდა. ბედნიერია ამით, მერე პრემიერიც ამას გამოეხმაურა, რა მაგარი პროგრესი გვაქვსო. ყოჩაღ! ყოჩაღ! ძალიან მაგარი პროგრესია! თუ ასეთი ტემპით იარეს, ევროკავშირში კი არ მოგვიყვანენ, პროვინციალიზმის ჭაობში დაგვტოვებენ“,- განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  17. ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ მშვიდობიანად დაასრულოს ეს პროცესები და ქვეყნის საკეთილდღეოდ ერთხელ მაინც, თავის ფინანსებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესები დააყენოს. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/563551516142867/
  18. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას სახელმწიფო მიიტაცოს. იმ ადამიანების საყურადღებოდ, ვისაც გინდათ, რომ ივანიშვილი გადაარჩინოთ, ხმა არ მისცეთ, რადგან საკუთარ თავსაც გადაჩეხავს და სახელმწიფოსაც. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3927855150816286/
  19. დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. ივანიშვილმა საკუთარი ფინანსები დააყენა სახელმწიფოზე წინ, რითაც ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი დააზიანა და ეს თავად აღიარა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/860899302857816/
  20. თბილისის მერიის განცხადებით, თემქის ახლად გახსნილ პარკში წყლის ცენტრალური მილი დაზიანდა, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. როგორც მერიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება. „სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე. შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა“, – აცხადებს თბილისის მერია. ზღვისუბანში ახალი პარკი 3 დღის წინ, 20 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. პარკი 25 ჰექტარზეა გაშენებული და მისი მოწყობის სამუშაოების ღირებულება 39 280 534.68 ლარს შეადგენს. ნეტგაზეთი
  21. აშშ-ის სენტატში ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი”, ნოემბრიდან კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. „ქართველი ხალხის აქტი“ შეეხება სანქციებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას. ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან. შაჰინის კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებაზე ან მისი მიღების ხელშეწყობაზე. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“. გარდა ამისა, 2024 წლის 17 ივლისს ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა, რომლის თანახმადაც: პუბლიკა
  22. ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, უილიამ კორტნიმ American Enterprises Institute-ის მიერ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ორგანიზებულ პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც მთავრობები ძალიან დიდი ხნით არიან ხელისუფლებაში, მათ შეიძლება დაიწყონ როგორც რეფორმისტებმა, როგორც პუტინი იყო და შემდეგ კი უკანსვლა მოხდეს. ეს მოხდა შევარდნაძესთან, ასე მოხდა სააკაშვილთან და ახლა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებითაც ასე მოხდა. ასე რომ, რეალური პრობლემა არის ხელისუფლების ცვლილებისა და ძალაუფლების ნაკლებობა, რაც დემოკრატიისთვის ასე აუცილებელია. ამ არჩევნების განსხვავება ისაა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში არასოდეს ყოფილა დასავლეთის მიმართ ასე მტრულად განწყობილი მთავრობა, რომელმაც ასეთი ანტიდემოკრატიული, უფრო მეტად პრორუსული და დასავლეთის მიმართ ნაკლებად მეგობრული კურსი აიღო, როგორც ეს ამ ხელისუფლებამ გააკეთა“, - განაცხადა უილიამ კორტნიმ. სიტყვით გამოსვლისას საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთის შესაძლოა რეაქციის შესახებაც ისაუბრა. „არც ისე დიდი ხნის წინ გვეგონა, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პარალელურ გზაზე მიდიოდნენ. ომის შედეგად გამოწვეული სტრესის მიუხედავად, უკრაინამ შეინარჩუნა თავისი დემოკრატია, ხოლო საქართველო, მეორე მხრივ, ასეთი სტრესის გარეშე სხვა მიმართულებით გადავიდა. ასე რომ, ჩვენ დასავლეთში მოგვიწევს დავაკვირდეთ არჩევნებს, როგორ წარიმართება იგი, რადგან წარსულში არჩევნებზე გაყალბებების შესახებ ჩვენ არაერთგვაროვანი რეაქცია გვქონდა. ასე, მაგალითად, 2020 წელს ბელარუსთან დაკავშირებით, ჩვენ შემოვიღეთ მსუბუქი სანქციები, აზერბაიჯანთან, უზბეკეთთან მიმართებაში კი, რომლებსაც ასევე ბოლომდე სამართლიანი არჩევნები არ ჰქონდათ, სანქციები არ ყოფილა. მაგრამ, 2004 წელს უკრაინაში, “ნარინჯისფერი რევოლუციის” დროს, როდესაც იანუკოვიჩი აირჩიეს, პირველი ორი რაუნდის შემდეგ, რომელიც არ აღმოჩნდა თავისუფალი და სამართლიანი, სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა თქვა, რომ ჩვენ ეს არჩევნები ლეგიტიმურად არ მიგვაჩნია. ასე რომ, ვნახავთ თუ არა დასავლეთის რეაქციას 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, რომელიც უფრო ჰგავს ბელარუსის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, თუ უფრო ნარინჯისფერი რევოლუციისას. ბევრი რამ არის დამოკიდებული თავად ქართველებზე, იმაზე, თუ რამდენად ბევრი იყო გაყალბება, გამოვა თუ არა ხალხი ქუჩაში, როგორც ეს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს მოხდა, როდესაც იგი უარყვეს. დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას გააკეთებს ევროპა, რადგან ევროპა ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და არა ამერიკის შეერთებული შტატების ნაწილი. ასე რომ, ჩვენ ყველა ამ ფაქტორს განვიხილავთ“, - აღნიშნა უილიამ კორტნიმ. იპნ
  23. ბატონ პაპუაშვილს ვეტყვი, რომ აჯაფსანდალი ძალიან გემრიელი კერძია, -ასე გამოეხმაურა „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს და იმასაც ვერ ბედავენ თქვან, როგორია მათი მთავრობის შემადგენლობა". თეონა აქუბარდიას განმარტებით, ახლა მთავარია 26 ოქტომბრის არჩევნები და ქართველი ხალხის გამარჯვება. „ახლა, როცა ნახეს, რომ „ტექნიკური მთავრობა“ არჩევნების შემდგომ დასახელდება, გაბრაზებულები ჩანან. მთავარი ერთია, 26 ოქტომბერს საქართველოს ევროპული გზის დაბრუნება არის გარდაუვალი იმიტომ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლა ივანიშვილს არ გაუვა! რა თქმა უნდა, ჩვენ შევჯერდებით „ტექნიკურ მთავრობაზეც“ და ქვეყანას ევროკავშირის გზაზე დავაბრუნებთ ისევე, როგორც ევროკავშირში შევიყვანთ“, - განაცხადა აქუბარდიამ. ამასთან, მისივე თქმით, გუშინ გიორგი გახარიასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის გამართული მოლაპარაკებების მთავარი თემა არა ე.წ. ტექნიკური მთავრობის რომელიმე პირზე საუბარი, არამედ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო. „ახლა მთავარი საკითხი არის 26 ოქტომბერი. სულ რაღაც 3 დღეში ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ქვეყანა ევროპის გზაზე, როდესაც ივანიშვილმა კარი დაუხურა საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ფართოდ იყო ევროკავშირის მხრიდან გაღებული. დარწმუნებული ვარ, სხვა დანარჩენსაც ისევე მწყობრად გავაკეთებთ ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, როგორც ეს ევროპული მომავლისთვის გავაკეთეთ“, - განაცხადა აქუბარდიამ. ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ოპოზიციის სახით აჯაფსანდალი გვაქვს“. მისივე თქმით, ე.წ. ტექნიკური მთავრობა ოპოზიციისთვის დიდი ხანია ცნობილია, უბრალოდ, ქართველი ხალხისთვის ამის თქმას ვერ ბედავენ. როგორც პაპუაშვილი აცხადებს, ოპოზიცია „დამოკიდებულია იმაზე, რა ინსტრუქციას მიიღებს გარედან“. იპნ
  24. მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს, თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც თავისუფლების მოედანზე, მმართველი გუნდის მიერ დღეს დაგეგმილ შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, საჯარო მოხელეები არიან სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი. „ჩვენი პარტიის, 25 ნომრის საპარლამენტო სიის 25 წარმომადგენლიდან 22 არის საჯარეო მოხელე. სპეციალურად ვამბობ არა ყოფილს, არამედ საჯარო მოხელეს. ეს ადამიანები წლებია ქართულ სახელმწიფოს ემსახურებიან. ზუსტად ეს ადამიანები არიან, რომლებსაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ორი დღის წინ გასამართლებით დაემუქრა. დღეს იგივე ბიძინა ივანიშვილი ჩემდა სამწუხაროდ, ათობით ათასს საჯარო მოხელეს თბილისში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან პარტიული აქციის ჩასატარებლად ჩამოიყვანს, ზუსტად ისე, როგორც იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პერსონალურად, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საჯარო მოხელეებს ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში დაატარებდა და მხოლოდ პარტიული ინტერესებისთვის იყენებდა. საჯარო მოხელეები არიან ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი და არა რომელიმე ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ინსტრუმენტი ან ცალკე აღებული ადამიანის პირადი ინტერესების განმახორციელებელი ინსტრუმენტი. ამიტომ მე თანავუგრძნობ ყველა იმ ადამიანს, რომელსაც დღეს თბილისში ძალით ჩამოიყვანენ და მინდა ვუთხრა მათ, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, სად მოუწევთ დღეს მათ დგომა, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ არჩევანს გააკეთებენ ისინი 26 ოქტომბერს“, - განაცხადა გახარიამ. გარდა ამისა, ექსპრემიერმა საჯარო მოხელეებს მოუწოდა, რომ 26 ოქტომბერს, არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა არ მისცენ. „მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომ ისტორიაში ძალიან ბევრჯერ შეასრულეს ამ ქვეყნის ისტორიაში გადამწყვეტი როლი - 2008 წელს, 2012 წელს. ბოლოს ჩვენ ერთად ვებრძოდით პანდემიას და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ვიცავდით. მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვიცი, რომ თქვენ ნაწყენებიც და გაბრაზებულებიც ხართ, იმიტომ, რომ ყველა ხელისუფლებამ თქვენ გამოგიყენათ, არა სახელმწიფოს, არამედ პარტიულ ინტერესებში, მაგრამ თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, როგორი მნიშვნელობა აქვს საჯარო მოხელეს სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ გვეყოლება სრულად პროპორციულად არჩეული პარლამენტი და მაშინ, როდესაც ჩვენ შესაძლებლობა გვექნება კოალიციური მთავრობა შევქმნათ. ამ დროს პოლიტიკურად ნეიტრალური, დამოუკიდებელი საჯარო სექტორი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის და სახელმწიფოს განვითარებისთვის. ამიტომ მე მინდა გთხოვოთ, კიდევ ერთხელ გავუწიოთ სამსახური ჩვენს სახელმწიფოს და ქვეყანას, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე, არ უნდა მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, რომელიც დღეს თქვენ გიყენებთ თავისი პარტიული ინტერესებისთვის და უბრალოდ, გეუბნებათ, რომ „რახან ხელფასს ბიუჯეტიდან გიხდი, ამიტომ მე უნდა მომცე ხმა ან უნდა წამოხვიდე და აქციაზე უნდა დადგე“. ასევე, ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა მისცეთ, რომელიც ზუსტად ასევე იქცეოდა და ვერაფერი ვერ ისწავლა. ხმა ნებისმიერ სხვას მიეცით, რომელსაც თქვენი გონება და გული გიკარნახებთ. თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ ჩვენ არ გვჭირდება ახსნა, რა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარებისთვის დამოუკიდებელი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალური საჯარო სექტორი და ჩვენ გპირდებით, რომ ჩვენ ვიქნებით, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მისცემს საჯარო სექტორს იმას, რასაც ათწლეულებია უკვე იმსახურებს და ეს არის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა. ისეთ საჯარო მოხელეებს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებიც და ქვეყანაც იამაყებს“, - განაცხადა გახარიამ. იპნ
  25. ინტერვიუ გიორგი გახარიასთან - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი; რატომ არის გახარია ივანიშვილის „მოუშუშებელი ჭრილობა?“ ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობა არჩევნებამდე 4 დღით ადრე; რამდენად თავისუფალია საქართველოში (მსხვილი) ბიზნესი? არჩევნები 2024 & გიორგი გახარიას გზავნილი ბიზნესმენებს; სოციალურ-ეკონომიკური სისტემის ტრანსფორმაცია - გახარიას საარჩევნო პრიორიტეტები; როგორ გეგმავს გახარიას პარტია ელიტური კორუფციის დამარცხებას? სასამართლოს რეფორმა - „პროცესი იქნება მტკივნეული“; ანაკლიის პორტის მომავალი; ეროვნული ბანკის რეპუტაცია დღეს; შს მინისტრობიდან პრემიერობამდე - დაწინაურება იყო თუ დაქვეითება? გიორგი გახარია, როგორც დეპუტატი; რა სჭირდება საქართველოს განვითარებისთვის? რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში? სტუმარი: გიორგი გახარია - პარტია „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერი; ინტერვიუერი: თელარა გელანტია - BMG, მთავარი რედაქტორი & „წერტილი“ - ავტორი & წამყვანი;
×
×
  • შექმენი...