Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე. მიშელის თქმით, იგი აპირებს, საბჭოს ბუდაპეშტში გასამართ არაფორმალურ შეხვედრაზე საქართველოს საკითხი დღის წესრიგში დააყენო. „ყურადღებაში ვიღებთ ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებას და მოვუწოდებთ ცესკოს და სხვა შესაბამის ორგანოებს შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რათა სწრაფად, გამჭივრვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული საარჩევნო უწესრიგობები და ბრალდებები. უწესრიგობები, რომლებზეც საუბარია, სერიოზულად უნდა იყოს განმარტული. კვლავაც ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობისადმი – აჩვენონ ერთგულება ევროკავშირის გზისადმი. ასევე მნიშვნელოვანია კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკურ სპექტრს შორის. ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და შემდეგ ნაბიჯებს საქართველოსთან ურთიერთობებში“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ. ნეტგაზეთი
  2. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება. „ეუთოს ანგარიში ადასტურებს მრავალ დარღვევას და უწესრიგობას. რა სირცხვილია. მივესალმები ქართველ ხალხს, ვინც მრავლად გამოვიდა ხმის მისაცემად, მიუხედავად დაშინებისა. ევროპული მომავლის სურვილს ნებისმიერმა ხელისუფლებამ უნდა სცეს პატივი“, – ამბობს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ. ნეტგაზეთი
  3. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. „მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდა, რომ ეს ასეა, გამოაქვეყნოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება დაისაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მოუსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – აცხადებს ჯო უილსონი. ე.წ. მეგობარი აქტი არის რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მომზადებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ. დოკუმენტი ორი ნაწილისგან შედგება – ის ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას თუ ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის გაძლიერებას, საპირისპირო შემთხვევაში კი სანქციებს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. ამავე თემაზე: ვის სანქცირებას ითვალისწინებს კონგრესში ინიცირებული „მეგობარი“ აქტი ნეტგაზეთი
  4. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა. „სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში. მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი. სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას. ნეტგაზეთი
  5. პარტია „საქართველოსვის“ თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. იგი ხაზს უსვამს, რომ „არჩევნები არ ასახავს ამომრჩევლის ნებას“ და ამატებს, რომ პარტია ახლა ამის აღიარებაზე მუშაობს. „ძვირფასო ამომრჩევლებო, ბევრი კითხვა მოდის რას ვაპირებთ. ვფიქრობ, გუშინაც და დღესაც ბრიფინგზე მკაფიოდ განვმარტეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი: ეს არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას. ივანიშვილმა ჩვენს არჩევანზე იძალადა. ახლა დაკავებული ვართ იმით, რომ ყველანაირი სამართლებრივი და პოლიტიკური მექანიზმის გამოყენებით, ყველა დონეზე, ამის აღიარებას მივაღწიოთ. თვეები მოვანდომეთ მტკიცებულებების მოგროვებას. ახლაც ამას ვაკეთებთ. დამკვირვებლებს ჯერ საბოლოო შეფასებები არ გამოუქვეყნებიათ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეფასებები იყოს კიდევ უფრო მძიმე. ამაში ვდებთ ახლა მთელ ჩვენ ენერგიას. ეტაპობრივად კიდევ უფრო მეტ დეტალს გაგიზიარებთ. არასოდეს გვახასიათებდა არათანმიმდევრულობა. ნაადრევად არც ოპოზიციის გამარჯვება გვიზეიმია. მესმის, ემოციური ფონია (და არჩევნების გაყალბების გათვალისწინებით, სავსებით სამართლიანად), მაგრამ ყველა გადაწყვეტილების შესახებ შეიტყობთ თანმიმდევრულად, სწორ დროს და სწორი ფორმით. სრული პასუხისმგებლობით ვეკიდები ჩვენთვის მოცემულ თითოეულ ხმას. მერწმუნეთ, არ იქნება გაურკვეველი საკითხები“, – წერს იგი. ნეტგაზეთი
  6. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და შეშფოთებას გამოხატავს გავრცელებული დარღვევების შესახებ ცნობებზე. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება”, – აცხადებს ის. პუბლიკა
  7. აშშ-ის ჰელსინკის კომისია ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას და აღნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს გაყალბებას, უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება. თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად გაყალბდა და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ამასთან დაკავშირებით უნდა გაკეთდეს მკაფიო განცხადება”, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში. პუბლიკა
  8. ცესკოს ვებგვერდზე კენჭისყრის წინასწარი შედეგების გამოქვეყნება დასრულდა. 3111 უბნიდან დათვლილია 3110 უბანი. მარნეულის 69-ე უბანი ბიულეტენების ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ცესკოს მონაცემები ასეთია: „ქართული ოცნება“ – 53.92% (1 118 836 ხმა); „კოალიცია ცვლილებისთვის“ – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროა“ – 11.03% (229 006 ხმა); „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ – 10.16% (210 895 ხმა); „ძლიერი საქართველო ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 8.81% (182 891 ხმა); „გახარია საქართველოსთვის“ – 7.77% (161 250 ხმა). იპნ
  9. გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია“, - აცხადებენ უწყებაში. გერმანიის საგარე საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, არჩევნების შედეგებისადმი მიდგომა და მთავრობის ფორმირება ასევე გავლენას მოახდენს საქართველოს მომავალ პროგრესზე ევროპისკენ მიმავალ გზაზე. იპნ
  10. საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები”, - წერია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ავრცელებს. იპნ
  11. დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, - აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა. ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის, ხოლო მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება. “საქართველო-ნატოს პარტნიორობა 25 წლის წინ დაიწყო. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ჩვენ საქართველოში ჩემპიონები ვიყავით დემოკრატიის, ევროკავშირისა და ნატოსკენ მისწრაფების მხარდაჭერის კუთხით. რაც შეეხება საერთო ფასეულობებს, რაც არის ინდივიდუალური თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ეს ნამდვილად აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ქვეყანა ნატოს წევრი გახდეს. ეს ასევე მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. 2022 წლის თებერვალში, მაშ შემდეგ რაც უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო, ჩვენ საქართველოს მხარდასაჭერად ჩვენი ძალისხმევა გავაორმაგეთ. ასევე, მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე დგას. ჩვენ საჯაროდ განვაცხადეთ, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დემოკრატიის კონსოლიდაციის გზაზე უკან გადაგმული ნაბიჯია. ეს არჩევნები კიდევ ერთი კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს დემოკრატიისთვის - მისი შედეგები მეორე ტესტი იქნება. სწორედ ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ არჩევნებს დავაკვირდეთ და როდესაც მოგვიწვიეს, ეს მოწვევა მივიღეთ. ჩვენ მხარდაჭერას ვუწევთ ქართველ ხალხს, ვისაც უნდა დემოკრატიული საქართველო ევროკავშირსა და ნატოში. საქართველო დემოკრატიული რეფორმების გზაზე დიდ სირთულეებს აწყდება. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული გამძლეობის ცენტრის შექმნა და ეს უნდა მოხდეს ნატოს შტაბ-ბინაში“, - განაცხადა ფაიკ ოსთრეკმა. ipn
  12. არჩევნების დღეს, ისე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში იყო სისტემური დარღვევები, რამაც გავლენა მოახდინა შედეგებზე, გვაქვს ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/472767512473716/
  13. ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ნება არ ასახულიყო ამ არჩევნებზე. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/605579051791936/
  14. ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს აფასებს. მისია 530 დამკვირვებლისგან შედგებოდა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალური კოორდინატორი, საფრანგეთის სენატის წევრი პასკალ ალიზარდი ამბობს, რომ კენჭისყრისთვის და არჩევნებისთვის მომზადება კარგად ადმინისტრირებული იყო, თუმცა კენჭისყრის დღე დაძაბული იყო და ხშირად ირღვეოდა ხმის ფარულობა. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა ხაზი გაუსვა პარტიებს შორის ფინანსურ დისბალანსს და ასევე ისაუბრა პოლარიზებულ მედიაგარემოზე. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“. როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. პუბლიკა
  15. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ ყოფილა დაცული დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტები. ეკლუნდმა თქვა: „ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ძალისხმევა, რომ ძირი გამოეთხარა, ხელი შეეშალა სადამკვირვებლო მისიებისთვის, დაკვირვების პროცესებისთვის, კანონების გამოცემა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ იყო მიმართული, მუქარები, დაშინება ამომრჩევლისა და დამკვირვებლის როგორც წინა პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს, ძირს უთხრიდა პროცესის სამართლიანობას”. NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია თბილისში 21 ოქტომბერს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრები შეხვდნენ პოლიტიკურ ლიდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, მედიას, სამოქალაქო ორგანიზაციებს, დიპლომატიური საზოგადოების წევრებს. NDI-ის დამკვირვებლები საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონში მუშაობდნენ. მათი დასკვნით, ხმის მიცემა ძირითადად მიმდინარეობდა კანონის შესაბამისად. თუმცა, დამკვირვებელთა ჯგუფებმა დააფიქსირეს „დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა წინა არჩევნებთან შედარებით, მათ შორის ეს იყო ძალადობის გამოყენება და ბიულეტენების ჩაყრა“. პუბლიკა
  16. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი-„ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, - ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელმა, მარგარეტა სიდერფელდმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ჩატარებული არჩევნები შეაფასა. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანია რომ გაეძლიერებინა. „მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება“ აკონტროლებდა ბევრ ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენელს, იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას, ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო სისტემატური თავდასხმა და ისინი მოითხოვდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას. ასევე, ეს გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები“,- აღნიშნა მარგარეტა სიდერფელდმა. იპნ
  17. მარკო მიჰკელსონი, ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და წერს, რომ გაყალბების შესახებ ცნობები შეუძლებელს ხდის მის ლეგიტიმურად ცნობას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელსაც მათი თქმით, „ქართული ოცნება” არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა”. როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის” თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე” და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. პუბლიკა
  18. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის” წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელსაც მათი თქმით, „ქართული ოცნება” არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა”. როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის” თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა. რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე” და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება. პუბლიკა
  19. ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ - 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ - 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ - 12 მანდატი. ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი. რაც შეეხება მანდატების გადანაწილების წესს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე უნდა გამრავლდეს და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოს, რომლებმაც არჩევნებში ხმების 5% მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები იღებენ. იპნ
  20. ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით - ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუტის დაცვას, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. „მინდა გითხრათ, რომ ამ წუთებში ჩვენ ვიბრძვით ყველგან, მოქალაქეების ნების დასაცავად. ასევე, ვიბრძვით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, ვიბრძვით ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია სამართლებრივად, რადგან საქართველოს მოქალაქეების ნება დადასტურებული ობიექტურად იყოს. ეს არ არის მხოლოდ აღქმები, ეს არის ფაქტებით დადასტურებული, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. ის შედეგები, რომელიც გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ, ჩვენ დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ ვსაუბრობდით ფაქტებით, კონკრეტული მტკიცებულებებით, რომელიც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს გადავეცით, მათ შორის სადამკვირვებლო საერთაშორისო მისიებს, ლოკალურ საერთაშორისო მისიებს და ასევე, იქ სადაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ამ დარღვევების წინააღმდეგ, რომელიც ხშირ შემთხვევაში განგრძობითი იყო და მხოლოდ გუშინდელ დღესთან დაკავშირებული არ იყო, ასევე, სასამართლოს მიმართულებითაც ვმუშაობთ. მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ადგილი ჰქონდა სისტემური ხასიათის ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით და ID ბარათებით მანიპულირებას. ასევე, სისტემური ხასიათი ჰქონდა საჯარო მოხელეებზე, მათ შორის სოციალურად დაუცველებზე ზეწოლას, დაშინებას და მათი პირადობის მოწმობებით მანიპულირებას იმისთვის, რომ მომხდარიყო არჩევნების შედეგების და ქართველი ხალხის ნების მოპარვა. ბოლო თვეების განმავლობაში, ჩვენს გუნდზე და პარტიაზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა, პერსონალურად, ბიძინა ივანიშვილი - მე და ჩემს გუნდს, ახალგაზრდა პოლიტიკოსებს გასამართლებით ემუქრებოდა. რა თქმა უნდა, ამას თავისი კონკრეტული შედეგები მოჰყვა, რომლებიც არჩევნებზეც აისახა, მაგრამ ამის მიუხედავად, თითოეული ჩვენი გუნდის წარმომადგენელს, ჩვენს დამკვირვებელს, მხარდამჭერებს, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა იმიტომ, რომ მიუხედავად, უპრეცედენტო ზეწოლისა და მიუხედავად სხვებთან შედარებით ყველაზე მწირი ფინანსური რესურსისა, ჩვენ მაინც შევძელით ყველასთვის დაგვემტკიცებინა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ არის და მომავალშიც იქნება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი სიტყვის მთქმელი. ამიტომ, სწორედ დღეს საქართველოს მოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ ახლა არ არის უიმედობის დრო, ახლა არის საქართველოს მოქალაქეების თითოეული ხმის დაცვის დრო, ყველა ხერხით. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის მიუხედავად იმის შემდეგ, რაც ბოლო თვეების განმავლობაში და განსაკუთრებით, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა - აი, ამ ძალადობებით, რომლის ფონზეც, ეს არჩევნები ჩატარდა, არასოდეს ისე სუსტი ისინი არ ყოფილან, როგორც დღეს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივმართოთ გონივრული პროტესტის იმ ფორმებს, რომელიც პირველ რიგში, მიზნად დაისახავს ჩვენი მოქალაქეების არჩევანის დაცვას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების ინსტიტუციის დაცვას“, - განაცხადა გახარიამ. ipn
  21. საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა უპრეცედენტო ზეწოლა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებზე, რის გამოც უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია იძულებული გახდა რიგი საარჩევნო უბნებიდან გამოეწვია მოკლევადიანი დამკვირვებლები და შესაბამისად შეეწყვიტა არჩევნების დღეზე დაკვირვება ამ უბნებზე. „არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 21 საარჩევნო ოლქს: მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო, გარდაბანი (ქვემო ქართლი), ნინოწმინდა, ახალქალაქი, ასპინძა, ახალციხე, ადიგენი, ბორჯომი (სამცხე-ჯავახეთი), ლაგოდეხი, საგარეჯო, ახმეტა, ყვარელი (კახეთი), კასპი (შიდა ქართლი), მცხეთა (მცხეთა-მთიანეთი), ისანი, სამგორი და კრწანისი (თბილისი). იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ახალი გამოწვევების ფონზე, რაც დიდწილად განპირობებული გახლდათ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებითა და მისგან მომდინარე პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოებრივი ფონის დამძიმებით. 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებდა არჩევნების დღეზე დაკვირვებას, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც დაფიქსირდა სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები. მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა უპრეცედენტო ზეწოლა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებზე, რის გამოც უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია იძულებული გახდა რიგი საარჩევნო უბნებიდან გამოეწვია მოკლევადიანი დამკვირვებლები და შესაბამისად შეეწყვიტა არჩევნების დღეზე დაკვირვება ამ უბნებზე. მსგავსი ხასიათის ტენდენცია დაფიქსირდა სხვა საარჩევნო ოლქშიც, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა სამ საარჩევნო უბანზე შეეწყვიტა სადამკვირვებლო პროცესი. ნაკლები დარღვევები გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, რაც განპირობებულია არა დემოკრატიის მაღალი ხარისხით, არამედ პოლიტიკური კონკურენციის დაბალი დონით, რომელიც აღნიშნული იყო „მრავალეროვანი საქართველოს“ წინასაარჩევნო პერიოდის ანგარიშებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ორგანიზაციის ცნობით, არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა 80 ინციდენტი, მათ შორის: კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (17 ინციდენტი) დამკვირვებლის უფლებების უკანონო შეზღუდვა (11 ინციდენტი) მარკირების შემოწმება/გაკეთების გარეშე ხმის მიცემა (9 ინციდენტი) უბნის არასათანადოდ მოწყობა (3 ინციდენტი) ამომრჩეველთა პირადობის მოწმობის არ შემოწმება (1) საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება (3 ინციდენტი) აგიტაცია (4 ინციდენტი) საარჩევნო უბნიდან ბიულეტენის გატანა (1) არაუფლებამოსილი პირები უბანზე (6 ინციდენტი) ბიულეტენების ჩაყრა (2 ინციდენტი) არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა / მცდელობა (5 ინციდენტი) ამომრჩევლის გადაადგილების უფლების შეზღუდვა 100 მეტრის რადიუსში (4 ინციდენტი) ფიზიკური ძალადობა (2) ქვითარზე ხელმოწერის გარეშე ბიულეტენის გაცემა (1) სხვა სახის ინციდენტები (11 ინციდენტი) არჩევნების დღეს „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინეს 13 საჩივარი. აქედან, 4 საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ხოლო 2 პირდაპირ საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნა წარდგენილი. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში შედგენილი საჩივარი ეხება მარნეულის ოლქში დაფიქსირებულ დარღვევებს. საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებიდან ერთი ეხება ყვარლის საარჩევნო ოლქში დაფიქსირებულ დარღვევას, ხოლო დანარჩენი მარნეულის საარჩევნო ოლქს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. იპნ
  22. ცესკოს ვებ-გვერდზე ნელ-ნელა დაიწყო საზღვარგარეთ გახსნილი უბნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნება. თითქმის ყველგან, მმართველი პარტია ოპოზიციას ჩამორჩება. საუკეთესო შედეგი „ოცნებას“, ამ მომენტისთვის [03:32, 27/10/2024] ბაქოს მეორე უბანზე აქვს – 96,58%. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ იმ პარტიების მონაცემები, რომლებსაც ყველა უბანზე ერთი ხმა მაინც აქვთ. ზოგ უბნებზე ერთ ან მაქსიმუმ რამდენიმე ხმას სხვა პარტიებიც იღებენ. მასალა პერიოდულად განახლდება. აზერბაიჯანი (ბაქო, უბანი 4): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 6 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 15 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 5 „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 „ქართული ოცნება“ – 162 „გირჩი“ – 1 აზერბაიჯანი (ბაქო, უბანი 2): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 3 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 4 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 2 „გახარია – საქართველოსთვის“ – 0 „ქართული ოცნება“ – 282 „გირჩი“ – 1 ფინეთი (უბანი 57): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 30 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 16 „გახარია – საქართველოსთვის“ – 17 „ქართული ოცნება“ – 22 „გირჩი“ – 7 თურქეთი (ტრაპიზონი, უბანი 24): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 10 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 85 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 11 „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 „ქართული ოცნება“ – 262 „გირჩი“ – 1 თურქეთი (ანკარა, უბანი 22): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 24 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 29 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 6 „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 „ქართული ოცნება“ – 29 „გირჩი“ – 6 გერმანია (მიუნხენი, უბანი 15): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 189 „გახარია – საქართველოსთვის“ – 110 „ქართული ოცნება“ – 47 „გირჩი“ – 66 დანია (უბანი 17): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 45 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 5 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 28 „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 „ქართული ოცნება“ – 3 „გირჩი“ – 12 ნორვეგია (უბანი 55): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 31 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 10 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 26 „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 „ქართული ოცნება“ – 4 „გირჩი“ – 7 ქუვეითი (უბანი 48): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 19 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 6 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 4 „გახარია – საქართველოსთვის“ – 3 „ქართული ოცნება“ – 12 „გირჩი“ – 2 სლოვაკეთი (უბანი 44): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 79 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 36 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 17 „გახარია – საქართველოსთვის“ – 36 „ქართული ოცნება“ – 18 „გირჩი“ – 22 საბერძნეთი (სალონიკი, უბანი 41): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 57 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 124 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 37 „გახარია – საქართველოსთვის“ – 15 „ქართული ოცნება“ – 92 „გირჩი“ – 2 ესტონეთი (უბანი 21): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 87 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 18 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 46 „გახარია – საქართველოსთვის“ – 33 „ქართული ოცნება“ – 22 „გირჩი“ – 19 კვიპროსი (უბანი 31): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 81 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 86 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 24 „გახარია – საქართველოსთვის“ – 23 „ქართული ოცნება“ – 29 „გირჩი“ – 4 ბულგარეთში (უბანი 12) გახსნილ საარჩევნო უბანზე ასეთი შედეგებია: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 8 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 5 „გახარია – საქართველოსთვის“ – 5 „ქართული ოცნება“ – 9 „გირჩი“ – 2 უზბეკეთის 46-ე უბანზე ასეთი მოცემულობა გვაქვს: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 7 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 6 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 6 „გახარია – საქართველოსთვის“ – 4 „ქართული ოცნება“ – 24 „გირჩი“ – 2 კატარი (53-ე უბანი): „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 15 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 7 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 6 „გახარია – საქართველოსთვის“ – 9 „ქართული ოცნება“ – 12 „გირჩი“ „შეცვალე საქართველო“ – 3 იაპონია (უბანი N59) „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 15 „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 1 „ძლიერი საქართველოსთვის“ – 10 „გახარია – საქართველოსთვის“ – 7 „ქართული ოცნება“ – 6 „გირჩი“ – 5 ნეტგაზეთი
  23. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თაღლითობა და ხმის ერთზე მეტჯერ მიცემა. საია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით: ორგანიზაციამ დღის განმავლობაში ასევე აღრიცხა დამკვირვებლებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა. საია-ს განცხადებით: საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. საია-მ დღის განმავლობაში ასევე აღრიცხა უბნის გარეთ დაძაბულობის, მოსული ამომრჩევლების აღრიცხვის, ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, კომისიის წევრების მიერ ფუნქციების არაჯეროვანი შესრულების, უკანონო აგიტაციის ფაქტები. პუბლიკა
  24. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციამ აღრიცხა მთელი რიგი დარღვევებისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. მათ შორის მარკირების წესების დაუცველობაა. მარკირება არის საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს თვალით უხილავი და ჯანმრთელობისათვის უვნებელი ქიმიური საღებავის წასმას ამომრჩევლის მარჯვენა ხელის ცერა ან საჩვენებელი თითის ფრჩხილზე საარჩევნო უბანზე შესვლის დროს. მისი მიზანია, უზრუნველყოს, რომ ამომრჩეველმა ვერ შეძლოს თაღლითობა და ხმის ერთზე მეტჯერ მიცემა. საია აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლინდა მარკირების წესების დაუცველობის დარღვევა, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით: საია-ს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა კითხვებს, რომლებიც ელექტრონული ხმის მიცემის აპარატებში ხმების დუბლირებასთან დაკავშრებით გაჩნდა. ხმების დუბლირებაზე განცხადება „კოალიციამ ცვლილებისთვის” განცხადება გვიან ღამით, მას შემდეგ გააკეთა, რაც ცესკომ არჩევნების შედეგები გამოაცხადა. კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ თქვა, რომ „არჩევნების გამოყენებით გაყალბების ერთ-ერთი სქემის თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ, მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებითჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს მინიმუმ 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა”. ხოლო ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დღევანდელ, 27 ოქტომბრის ბრიფინგზე მხოლოდ ის თქვა, რომ, ინფორმაცია, „თითქოსდა ერთიან სიებში დუბლირება იყო, უსაფუძვლოა”. კალანდარიშვილის მტკიცებით, „ტექნოლოგიები პასუხობდა ადგილობრივ კანონმდებლობას და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასა და სტანდარტებს, რაც ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა”. პუბლიკა
  25. არჩევნების შედეგები საქართველოში მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლებს ესმით მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან, დამოუკიდებელი კურსისა და თანამშრომლობის შენარჩუნების მნიშვნელობა, - ამის შესახებ დსთ-ს გენერალურმა მდივანმა, სერგეი ლებედევმა განაცხადა. „არჩევნების შედეგები თავისთავად მეტყველებს: ადამიანებს ესმით ქართველი ხალხისთვის ქართველი ერის ინტერესების შესაბამისი დამოუკიდებელი კურსის შენარჩუნების მნიშვნელობა და ეჭვგარეშეა, რომ მეზობლებთან თანამშრომლობა როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ისე ჩრდილოელ მეზობლებთან, პირველ რიგში რუსეთის ფედერაციასთან, აკმაყოფილებს ქართველი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ლებედევმა ჟურნალისტებთან საუბარში. მისი თქმით, ვინც სხვა რამეს ამტკიცებს ან შეგნებულად ამახინჯებს რეალურ სურათს, შორსაა რეალობისგან. „კმაყოფილების გარეშე ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნების“ ყველა განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი მზად არიან აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთთან და დსთ-ს სხვა ქვეყნებთან და რომ ახლა ეწინააღმდეგებიან რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს - არ შეიძლება არ ახარებდეთ, რადგან ეს თავად ქართველი ხალხის ინტერესებს აკმაყოფილებს“, - აღნიშნა დსთ-ს გენერალურმა მდივანმა. იპნ
×
×
  • შექმენი...