Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. ქეთევან ცინცაძე, ირაკლი ბონდარენკო და რეზო ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები მეორე ვადით გახდნენ. სამი მოსამართლე დღეს, მოსამართლეთა რიგით 33-ე რიგგარეშე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩიეს. კონფერენციას 270-ზე მეტი მოსამართლე ესწრებოდა. იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საბჭოს სამ მოსამართლე წევრს: ქეთევან ცინცაძეს, თემურ გოგოხიასა და ლევან მიქაბერიძეს, თანამდებობაზე ყოფნის უფლება-მოსილების ვადა ამოეწურათ. დღევანდელ კონფერენციაზე კი, 270-მა მოსამართლემ ხმათა უმრავლესობით იუსტიციის საბჭოში მოსამართლე წევრებად ქეთევან ცინცაძისთვის ვადის გაგრძელების, ხოლო რეზო ნადარაიას და ირაკლი ბონდარენკოს დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, ირაკლი ბონდარენკო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი 2017-2021 წლებში იყო, რევაზ ნადარაია - 2017-2020 წლებში. სამივე მოსამართლე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში მუშაობას კანონის თანახმად, მორიგ ჯერზეც, 4 წლის ვადით გააგრძელებს. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 6 არამოსამართლე, ხოლო 9 მოსამართლე წევრია. არამოსამართლე წევრებს, პრეზიდენტი და პარლამენტი ნიშნავს, მოსამართლე წევრები კი მოსამართლეთა კონფერენციაზე შეირჩევიან. შეგახსენებთ, ქეთევან ცინცაძე და რევაზ ნადარაია უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეები არიან. ირაკლი ბონდარენკო კი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა. იპნ
  2. Financial Times საქართველოში არსებულ სიტუაციაზე სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი, ტონი ბარბერი, რომელიც ოქტომბრის თვეში იმყოფებოდა თბილისში ამბობს, რომ პოლიტიკური განწყობა საშინლად დაძაბული და პოლარიზებულია. ჟურნალისტი წერს, რომ 2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში, საქართველო გადაიქცა ბრძოლის ველად ორი ფრონტით: ქართულ ოცნებასა“ და მის ოპონენტებს და თითოეული მხარის შესაბამის რუს და დასავლელ მხარდამჭერებს შორის. ტონი ბარბერის შეფასებით, პოლიტიკური პოლარიზაციის დონე იმდენად ექსტრემალურია, რომ მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ერთმანეთთან დებატები ექნებოდათ ტელევიზიაში, რადიოში, ან სხვა რომელიმე მედიაში, ურთიერთნდობა კი, მისი შეფასებით, არ არსებობს. ჟურნალისტის შეფასებით, დასავლეთისთვის ასეთი შედეგი იქნება დარტყმა მის ინტერესებსა და სანდოობაზე. სტატიაში მიმოხილულია არჩევნების შესაძლო შედეგები და ის თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები: პოლონური სცენარი, რომელსაც ავტორი ყველაზე ნაკლებად მოელის – ერთი წლის წინ მთავრობამ წააგო არჩევნები ოპოზიციასთან, რომელსაც ყოფილი პრემიერი, დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა. მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. ბელარუსის სცენარი – 2020 წელს მასობრივი აქციები მოჰყვა პრეზიდენტის, ლუკაშენკოს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ მან გაიმარჯვა არჩევნებში. ხელისუფლებამ დაარბია დემონსტრაციები და დღეს ბელარუსი „ისევე მოკლებულია თავისუფლებას, როგორც ვლადიმერ პუტინის რუსეთი“. მესამე, სერბული სცენარი, სადაც პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის პარტიამ სერბეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თუ „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს გაყალბებით, ან დამარცხდება, მაგრამ უარს იტყვის ამის აღიარებაზე, სავარაუდოდ, ანტისამთავრობო ქუჩის პროტესტია მოსალოდნელი. პუბლიკა
  3. მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოთხმა პარტიამ, რომლებთანაც მას ჰქონდა შეხვედრები დაადასტურეს, რომ ქარტიის ერთგულები არიან. „14 დღე რჩება არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ, რომ რეალურად მე რა პირობაც დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია, რომ შესრულებულია. ეს ქარტია შედგა, ეს არის ჩვენი სამოქმედო გეგმა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, ვინმე თუ ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მომავალი იყოს და გარანტია მივცეთ დამოუკიდებლობას, საქართველოს წინსვლას. მე მინდოდა შეხვედრები, ეს არ იყო არც კონსულტაციები და არც მოლაპარაკებები, მინდოდა იმ 4 პარტიასთან ერთად, რომლებიც არიან შემადგენელი პროევროპული პლატფორმის, გამევლო ამ ქარტიის ყველა პუნქტი და მიმეღო დაზუსტებული პირობა, რომ ეს ქარტია იქნება სრულად შესრულებული, იმიტომ, რომ მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან. მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ მხრივ საზოგადოებისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე და ვარ ჩემი სიტყვის ერთგული. ეს გავიარე ყველა პარტიასთან და ყველასგან მივიღე დასტური, რომ არიან ამ პროცესში, რომ არიან ერთგულნი ამ ქარტიის და მზად არიან იმისთვის, რომ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და ამით მე ვარ ძალიან კმაყოფილი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. იპნ
  4. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ის ე.წ. ტექნიკურ მთავრობას წარადგენს. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა, არჩევნებამდე „ტექნიკური მთავრობის“ წარდგენის მიზანი არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში. „თუმცა რჩება რაღაც ინტერპრეტაციები ერთ საკითხზე და მინდა, რადგან ანგარიშვალდებული ვარ საზოგადოების წინაშე და მივიჩნევ, რომ ეს ქარტია არის პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, ყველაფერი იყო ნათელი. არ გვაქვს უფლება რომ დავტოვოთ გაურკვეველი საკითხები ან სპეკულაციების საკითხები. ინტერპრეტაციები ეხება ამ ქარტიის ბოლო წინადადებას, რომელიც ამბობს, რომ ასევე ვდებთ პირობას რომ მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ. ვაპირებ, წარვადგინო საქართველოს ტექნიკური მთავრობა, რომელიც ასევე საზოგადოებას 26 მაისს წარვუდგინე, რადგან საზოგადოების დაკვეთა არ არის ის, რომ პოლიტიკოსებმა ისევე მანდატები გადაინაწილონ და მთავრობა შექმნან ამ ეტაპზე, ამ გარდამავალ ეტაპზე და შევქმნა ეს ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, პასუხისმგებელი იქნება იმაზე, რომ აღმასრულებელი მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ რაღაც თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან. ეს, არაპოლიტიკოსებისგან შედგენილი ტექნიკური მთავრობა უნდა წარვადგინო. ვთვლი, რადგანაც ჩემი წარსადგენია, უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და ვინ წაიყვანს სწორედ ამ მთავრობას პარლამენტის კონტროლის ქვეშ, ცხადია, პოლიტიკური კონტროლის ქვეშ, ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ამ ქარტიის გზაზე. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და არა მხოლოდ ინტერპრეტაცია, მგონი და შეგიძლიათ დაუბრუნდეთ 26 მაისის სიტყვას ძალიან გაშლილად, სანამ პარტიებს მოვიყვანდი ხელმოსაწერად. ამიტომ, ვთვლი, რომ არ შეიძლება ეს ბოლომდე გაურკვეველი დარჩეს. დღეს არის რაღაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები და მგონი, რომ დრო არის პარტიებმა გადაწყვეტილება მიიღონ, რამდენად არიან ამ ქარტიის ბოლომდე არა მხოლოდ სულისკვეთების ერთგული, არამედ, მისი ყოველივე სიტყვის იმიტომ, რომ ეს არის ისეთი დოკუმენტი, სადაც არ შეიძლება მერე რაღაც გაუგებრობა იყოს. ამ ქვეყნის სტაბილურობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ - იმ დროს, როდესაც ამ ოთხ პარტიას შორის არის წარსული, ჯერ არ არის შექმნილი, რაც მე დარწმუნებული ვარ პარლამენტში შედგება, ანუ ის ურთიერთნდობა, მანამდე საჭიროა, რომ ძალიან გარკვეული იყოს, ამ ქარტიის უკან ვინ დგას ბოლომდე ერთგული. ამიტომ, ველოდები, რომ პარტიებმა დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება შეუძლიათ, ხელმოწერა უკან წაიღონ. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, როცა ხმას მისცემს, რომელ პარტიას აძლევს ხმას და რომელი პარტია არის სრულიად ბოლომდე, თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან. მე დარწმუნებული ვარ, ამით სტაბილურად, ძალიან გარკვევით მივალთ და გადავლახავთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც საქართველოს მომავალ წელს, ივნისში მიიყვანს ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნამდე, რომელიც, მე ვთვლი, რომ არის ჩემი პასუხისმგებლობა და რომელზეც მერე, ჩემი პასუხისმგებლობა უკვე მოხსნილი იქნება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. იპნ
  5. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, დიმიტრი ხუნდაძის „დაჯგუფების წევრი“, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა მათი პარტიის მხარდამჭერისთვის მანქანა დაეჯახებინა. კერესელიძე ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ ქსანში მოხდა. "რამდენიმე წუთის წინ, მცხეთის რაიონის კორუმპირებული ფეოდალის - დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფების წევრი - გიორგი მურჯინკელი შეეცადა ჩვენი გუნდის ერთგულ მხარდამჭერ ლია ყოჩიშვილისთვის, სოფელ ქსანში, მანქანა დაეჯახებინა. ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ სცადეს, რომ გუშინ სოფელ ქსნის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივ სკვერში მე და ლია ყოჩიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით. რის გამოც, შიშისგან დაფეთებულმა კრიმინალური და კორუმპირებული დაჯგუფების წევრმა, მცხეთის საკრებულოს, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ჯიქიამ და ამავე სოფლის რწმუნებულმა გიორგი ალავერდაშვილმა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება და თვალთვალი დაიწყეს. დღეს კიდევ, კრიმინალური მეთოდებით შეეცადნენ ლია ყოჩიშვილის მიმართ შურისძიებას. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენი გუნდის, ,,გახარია საქართველოსთვის" საიმედო ადამიანს წარმოადგენს და არაერთხელ ამხილა ისინი კრიმინალსა და კორუფციაში. რომ არა სწრაფი რეაგირება, შეჯახების მიზნით, მისი მიმართულებით დიდი სიჩქარით მომავალ ავტომანქანაზე, ლია ყოჩიშვილი ცოცხალი ალბათ არ იქნებოდა. მანქანის დაჯახების მცდელობიდან მალევე, მანქანიდან გადმოვიდა გიორგი მურჯიკნელი და დაიწყო ლია ყოჩიშვილის მიმართ მუქარა. მინდა მივმართო ამ ფაქტის ორგანიზატორებს და ყველა მონაწილე კორუმპირებულ კრიმინალებს , რომ პირობას გაძლევთ, ჩვენ არც კორუფციაში თქვენს მხილებას შევწყვეტთ, ვერც საარჩევნო კამპანიაში შეგვიშლით ხელს და გპირდებით, რომ თითოეულ თქვენს დანაშაულზე პასუხს აგებთ და არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში თქვენს საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მდებაზე ქსნის პენიტენციური დაწესებულებაში დაიდებთ ბინას." შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველის პარლამენტში.
  6. "დღეს "გახარია საქართველოსთვის" გუნდის წევრები: ზაზა თავაძე, ქეთი ბაკარაძე და მე საოკუპაციო ხაზთან ხურვალეთში ვიყავით ევროპარლამენტარ დანიუს ჟალიმასისთან ერთად. სტუმარს ვანახეთ ოკუპაციის ადამიანური განზომილება და ის დიდი ტრაგედია, რაც მაფთულხლართებით გაყოფილი ცხოვრების მძიმე რეალობას ქმნის. დათა პაპას მეუღლე ვალია ბებო მაფთულხლართების მეორე მხრიდან ესაუბრებოდა ჩვენი ქვეყნის მეგობარს ამ რთულ ცხოვრებაზე. ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გავაცანით ხურვალეთში მცხოვრები ოჯახი ( ჩემი პატარა ნათლული) და ის პოლიციელები, რომელთა მადლიერი ვარ პირადად ყოველთვის იმ სამსახურისთვის, რასაც ამ ხალხს და ქვეყანას უწევენ. საქართველო უცილობლად იქნება ევროპული და ერთიანი და მჯერა ამას ერთად გავაკეთებთ!" თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
  7. “გახარია საქართველოსთვის” გუნდის შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან:
  8. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საარჩევნო კამპანიას ოთხი პარტია აწარმოებს. Jnews ცდილობს დააკვირდეს, როგორ აწარმოებენ პარტიები კამპანიას ახალქალაქის სოფლებში. 10 ოქტომბერს თვალყურს ვადევნებდით გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ შეხვედრებს სოფლებში კარწახსა და ბოზალში. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლების ვიზიტი სოფლებში - კარწახსა და ბოზალში, ზედიზედ მეორე იყო. სოფელ კარწახსა და ბოზალში მოსახლეობასთან შესახვედრად პარტიის ორი წარმომადგენელი წავიდა - პარტიის რეგიონული წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთში სოფია ხორგუანი და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნარინე გინოსიანი. პარტიის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ჟურნალისტებიც ესწრებოდნენ. კარწახში ჩასვლამდე, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლების თქმით, სოფელ ჩამდურას ეწვივნენ. „მსურს უფრო მეტად მოვუსმინო ხალხს. რა თქმა უნდა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩემი პარტიისთვის ხმის მიცემა, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია ამ ადამიანების გაცნობა, ვისაც გვსურს მომავალში ვემსახუროთ. მინდა ვიცოდე, როგორ ცხოვრობენ, რაზე ოცნებობენ, რა აწუხებთ“, - განაცხადა სოფიკო ხორგუანმა Jnews-თან საუბარში. სრული სტატია იხილეთ ბმულზე: https://jnews.ge/133118/?fbclid=IwY2xjawF3N5ZleHRuA2FlbQIxMQABHa6E6RV7PPFzSQv3gyck_ALdsUnB0bFapiQ9ebjHbfZKPHswj-b5PmyTWA_aem_uQRwR2MX-ZGTaSQSTM4kPg
  9. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფიო ხორგუანმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს საარჩევნო დარღვევების პრევენციისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. „სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს-ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში. ჩემი ინფორმაციით, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება არამხოლოდ საჯარო მოხელეებზე, არამედ ააიპ-ებში დასაქმებულებზეც, სკოლებისა და ბაღების თანამშრომლებსა და სხვა მოქალაქეებზე. რიგ შემთხვევაში სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემების მითითებით, ზოგს ართმევენ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლებს. არის შემთხვევები, როცა უბრალოდ ჩამოართვეს აღნიშნული დოკუმენტაცია. სამსახურის უფროსები თანამშრომლებს ართმევენ პირობას, რომ აუცილებლად მმართველი პარტიის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი. ვთხოვ მოქალაქეებს, უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე, ხოლო პასუხისმგებელ პირებს მოვუწოდებ კანონმორჩილებისკენ და არ გახდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეები“,- განაცხადა ხორგუანმა. იპნ
  10. ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, - ასე უპასუხა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებას ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები. „ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე და ეს გახლავთ ის დათქმა, რომელიც აუცილებელია საარჩევნო უბნის შექმნისთვის, შესაბამისად, სადაც კი ასეთის შესახებ მოგვეწოდა ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ინსტიტუციამ კანონით იმოქმედა და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მეტსაც გეტყვით, რომ არა ცესკოს წევრების სათანადო მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანზე 65 ათასი ამომრჩეველი რჩებოდა არჩევნებში მონაწილეობის მიღმა. ამასთანავე, ის რომ ცესკო ყოველთვის მოქმედებს და იმოქმედებს კანონმდებლობით, დასტურია ცესკოს გუშინდელი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჩვენ მივიღეთ დადგენილება საგამონაკლისოდ განახლებული ინფორმაციის მოწოდების საფუძველზე დამატებით 7 საარჩევნო უბნის შექმნასთან დაკავშირებით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთანავე, ინდიკაცია იმის თაობაზე, რომ ცესკო მოწოდებულია, რომ თანაბარი სერვისები იქნას შეთავაზებული და ამასთანავე კანონის აღსრულება იყოს უზრუნველყოფილი სათანადოდ და ამასთანავე, მაქსიმალურად დავიცვათ საარჩევნო უბნები გაუქმების რისკისგან, ჩვენ მივიღეთ გუშინ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც იმ შემთხვევაში თუ ადამიანური რესურსი, კომისიის წევრთა რაოდენობა ჩამოსცდება გარკვეულ მინიმალურ რაოდენობას, იყოს შესაძლებლობა, რომ დარჩენილი რაოდენობა გარდაიქმნას სპეცჯგუფებად და ისინი მოემსახურონ ჩვენს ძვირფას ამომრჩევლებს უცხოეთში. ეს არის ყველა ის ასპექტი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ცესკო მოქმედებს კანონსა და ამომრჩევლების უმაღლესი ინტერესებიდან გამომდინარე და ამასთანავე, მინდა დამატებით მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ სტრასბურგთან დაკავშირებით იმის გამო, რომ მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით მომსპარიყო, მივმართეთ განმარტების წარმოდგენის თაობაზე იმ მიზეზების შესახებ და პირველ რიგში იმის შესახებ თუ რა სტატუსს ატარებს ის ლოკაცია, რომელიც გარკვეული ყურადღების ქვეშ მოექცა და მინდა აღვნიშნო, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ ეს არის მუდმივი წარმომადგენლობა საერთაშორისო ორგანიზაციაში და იქ ვერ განთავსდება საკონსულო მიმართულებით შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენელი, რაც თავის მხრივ, გახდა საფუძველი, რომ საფრანგეთის შემთხვევაში მხოლოდ მოწოდებული ყოფილი პარიზის საარჩევნო უბანი. დღეს ჩვენ ვხედავთ არაერთი ჩართული მხარის მხრიდან, არაერთ მანიპულაციურ განცხადებას იმის თაობაზე, რომ თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი, მაშინ როდესაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მცდელობა სამართლებრივიდან საკითხი გადავიდეს პოლიტიკურ სივრცეში და მხოლოდ უსაფუძვლო მოტივებით ხორციელდებოდეს ინსტიტუციაზე ზეწოლა და აღქმის შექმნა თითქოს ინსტიტუციას აქვს იმის შესაძლებლობა და ის არ ქმნის საარჩევნო უბანს სტრასბურგში. სადაც კი ამის შესაძლებლობა იყო ჩვენ მივიღეთ სატანადო ზომები."- განაცხადა კალანდარიშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება მოწოდებით, რომ ცესკომ დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება.
  11. პარტია "გახარია საქართველოსთვის" აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას
  12. ამათ ჭორაობის გარდა რომ არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ, - ასე შეაფასა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ მის მიმართ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ეს გადასადგმელი ნაბიჯი იქნება პარლამენტში საგამოძიებო ფორმატები. „ყველა ჩემი გადაწყვეტილება, ქმედება და ნაბიჯი იყო კანონის სრულ შესაბამისობაში. ამას ადასტურებს ისიც, რომ ამ მშიშარა და სასოწარკვეთილ ბიჭებს ეს ყველაფერი არჩევნებამდე ერთი თვით ან ორი კვირით ადრე ახსენდებათ. როდესაც რაღაც შიშები აქვთ, პროკურატურას უნდა მიმართონ. ველოდებოდი, რომ ჭორაობის გარდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. რომ გამოდიან და ამდენს ჭორაობენ, რაღაც ხომ უნდა გააკეთონ. ამათ ჭორაობის გარდა რომ არაფრის თავი აქვთ, ამიტომ მე გადავდგამ ნაბიჯს, რომ მათ ამ სულელური კითხვების დასმის შესაძლებლობა და უფლება არ ჰქონდეთ. ეს გადასადგმელი ნაბიჯი იქნება საგამოძიებო ფორმატები პარლამენტის ფარგლებში, რომელიც საზოგადოებისთვის ფართო დისკუსიის შესაძლებლობას იძლევა“,- განაცხადა გახარიამ. წამყვანის კითხვაზე, იყო თუ არა საქმის კურსში „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოხდებოდა 20 ივნისის აქციის დაშლა, გახარია პასუხობს, რომ ის არ აპირებს ამ საკითხზე ჭორაობას, როგორც ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები აკეთებენ. „მე არ ვარ მოსული იმისთვის, რომ ვიჭორავო თუ რა მოხდა 20 ივნისს. რასაც ეს ვაჟბატონები აკეთებენ, ეს არ არის ჩემი სტილი და არც სწორი. ჭორიკნებმა იჭორაონ, მე არ ვჭორაობ. მე ვამბობ, რომ თუ ვინმეს ყველა არჩევნების წინ ახსენდება, რაღაც იდეები, მაშინ ვიმსჯელოთ ამ იდეებზე და დაესვას ამას წერტილი“,- განაცხადა გახარიამ. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ „გახარიაც და ხაზარაძეც დღეს ბევრად უფრო დიდ ხიფათს წარმოადგენენ ქართული საზოგადოებისთვის, ვიდრე ყველასათვის გაშიფრული „ნაციონალური მოძრაობა“, გახარიას თქმით, მმართველი გუნდი კი არ „შიფრავს“ მათ, არამედ ჭორაობენ. გახარიას თქმით, ყველა ჭორიკანას საბოლოდ პასუხი მოეთხოვება. „ჰოდა გაგვშიფრონ. კი არ გვშიფრავენ ჭორაობენ. რაც უფრო მეტს იჭორავებენ, ბრძენი ქართველი ამომრჩეველი ყველაფერს კარგად ხედავს, მე არ დავეცემი იქამდე, რომ წინასაარჩევნოდ ამომრჩევლების ემოციებზე ზემოქმედების გამო დავიწყო ჭორაობა. მე ამას არ გავაკეთებ. მაგრამ, მერწმუნეთ, რომ ყველა ჭორიკანას საბოლოდ პასუხს მოვთხოვთ“,- განაცხადა გახარიამ. გახარიას თქმით, „ქართული ოცნება“ გადავიდა სისულელეებზე, რაც, მისი თქმით, „სამედიცინო დიაგნოზის საკითხია“. „ორ კვირაში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს. ახლა, რაც ხდება არის მარტივი დასანახი: „ქართულ ოცნებას“ ბოლო წლების განმავლობაში დაგროვილი საარჩევნო სტრატეგიული ხაზები ჩამოეშალა, შესაბამისად, ერთი კვირით აიღეს პაუზა, ცოტა დაბნეულები იყვნენ, დამალულები, რაღაცაზე მუშაობდნენ. როგორც ჩანს, მიხვდნენ, რომ არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იმისათვის, რომ ახალი ხაზები დაალაგონ, ამიტომ ისევ ძველ ხაზებს „მიაწვნენ“. როგორც კი „აწვებიან“ ძველ ხაზებს, ხვდებიან ვინ არის მათი ნამდვილი ოპონენტი. აქაც რომ არაფერი აქვთ, გადავიდნენ რაღაც სისულელეებზე. სინამდვილეში ეს არის უკვე სამედიცინო დიაგნოზის საკითხი. ამ ადამიანებს რომ ვუყურებ, მართლა ვთვლი, რომ სამედიცინო დიაგნოზის საკითხია. მე რაც შემეხება და იმ სისულელეებს, რასაც ლაპარაკობენ, ვთვლი და განვიხილავ საკითხს, რომ არჩევნების შემდეგ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც ყველა ამ კითხვას და მათთვის განაჩენს გასცემს პასუხს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  13. საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ბუნდესტაგში საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მიღებას ეხმაურება და მიმართავს მათ, ვისაც მოსწონს ულტრამემარჯვენე პარტია„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD). ელჩი აღნიშნავს, რომ ამ პარტიის პროექტი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავდა. ბუნდესტაგმა რეზოლუცია უკვე მიიღო. პროექტის საბოლოო ვერსიაში გერმანელი დეპუტატები მხარს უჭერენ საქართველოს EU-ში გაწევრების პროცესს, თუმცა მკაცრად აკრიტიკებენ „ქართული ოცნების” „ავტორიტარულ და ანტიევროპულ კურსს”. ისინი აღნიშნავენ, რომ ამ კურსით ამჟამინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ქვეყნის ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად აყენებს საფრთხის ქვეშ და ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილს. რეზოლუციის პროექტით ასევე მოთხოვნილია, რომ არ მოხდეს პროგრესი საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, სანამ ძალაშია რუსული კანონი. პუბლიკა
  14. 2024 წლის 11 ოქტომბერს, ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. „საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა; ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და მათზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელების ფაქტი, რაც დადასტურებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა (ECHR) და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილებებით. ლაშა დარსალიას განცხადებით, მიუხედავად საბჭოსა და გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის არაერთი მოწოდებისა, საოკუპაციო ძალა კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო მექანიზმებს კვლავ არ აძლევს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის განხილვისას, მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, ბულგარეთის, იაპონიის, ლუქსემბურგისა და ფინეთის დელეგაციებმა და საბჭოს წევრებს რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია. 11 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. „რეზოლუციაში ასევე საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ძალის მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობისა და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ძალისხმევის შეზღუდვის თაობაზე. საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის საშუალება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მოითხოვს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმების დაუყოვნებლივი და შეუზღუდავი დაშვების უზრუნველყოფას. რეზოლუციაში საბჭო ხაზს უსვამს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შექმნილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას. ხაზგასმულია ასევე გალსა და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRM) როლი. მიღებული რეზოლუციით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭო გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს საბჭოს მომდევნო - 58-ე და 59-ე სესიებზე რეზოლუციის შესრულებასთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას ავალებს“, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. იპნ
  15. გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ჰქვია სამარცხვინო პოლიტიკა, - განაცხადა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებების შეფასებისას. გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველში ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ილუზიის შექმნას ცდილობს. „ქვეყანა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ამხელა ტურბულენციაშია და სად არის საგარეო საქმეთა მინისტრი და მოადგილე, კაციშვილმა არ იცის. შეხედეთ თავდაცვის სამინისტროსაც. ჯარისკაცებს, რიგითებს, ოფიცრებს ეუბნებიან, რომ ბოდიში უნდა მოიხადოთო და არ უხსნიან რატომ. იქ ბევრი ისეთი ადამიანია, რომელიც 2008 წელს იბრძოდა. ბოდიშში, როგორც ასეთში, ცუდი კი არაფერია, მაგრამ შენ ბოდიშს ვის უხდი, რატომ უხდი, სამაგიეროდ რას ელოდები? გამოდიან და ამბობენ, რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ომიო. შენ როდესაც ამას ეთნიკურ წმენდა გამოვლილ ხალს ეუბნები, ჯარს ეუბნები, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ იბრძოდა. გინტური, ოთხოზორია, ტატუნაშვილი - ხმა ვერ ამოიღეს, ვერ დაიცვეს მოკლული საქართველოს მოქალაქეები და გამოდიან ამის მერე და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოდიში უნდა მოვიხადოთო. სამშვიდობო პოლიტიკა კი არა, ამას ქვია სამარცხვინო პოლიტიკა, კიდევ რამდენიმე თვით იქნებ ძალაუფლებაში დავრჩეთ. ამას ქვია ადამიანებში ილუზიის შექმნა, რომ ტერიტორიულ მთლიანობის საკითხთან შეიძლება რაღაც პროგრესი. ზუსტად იგივეა, რაც იყო „გარეჯი საქართველოა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ „12 წელიწადში ვერ გაკეთდება ის, რაც უნდა გაკეთდეს 25 და 30 წელიწადში“, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. „ძალიან სახუმარო რამ უთქვამს საპატიო თავმჯდომარეს, იმას, რასაც 30 წელი სჭირდებაო, 12 წელში მეც კი ვერ გავაკეთებდიო, ამიტომ კიდევ 15 წელი დამელოდეთო. ეს როგორი შეურაცხყოფაა იცით ადამიანების? ადამიანებს ახსოვთ, რომ [ბიძინა ივანიშვილს] ნათქვამი აქვს, „ხუთ წელიწადში ისეთი ცხოვრება იქნება კოსმოსში გავფრინდებითო". ჩემთვის ეს უპატივცემულობა კი არ არის, შეურაცხყოფაა. გეუბნებიან, რომ შენ არავინ არ ხარ, რა გესმის, მეხსიერება არ გაქვს. ჰგონიათ, რომ მე-19 საუკუნეა და ქაღალდზე დაწერილს ინახავს ხალხი. არქივი უნიკალური გამოგონებაა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, გიორგი გახარიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია, „ქართულ ოცნებას“ გაყალბების რესურსი არ აქვს. „ეს იცით, როგორი ერთი თვე იქნება? ქართველი ხალხი, მოქალაქეები აიძულებენ მათ, რომ გადადონ გვერდზე თავიანთი პარტიული ინტერესები, სკამები, თანამდებობები და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქვეყანას და ხალხს იმისთვის, რომ ეს ქვეყანა დაეწიოს მოლდოვას და რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. უმძიმესი ერთი თვე, უძილო ღამეები, ასე იქნება. ამაში იგულისხმება მოლაპარაკებები, ამბიციებზე უარის თქმა, თანამდებობეზე უარის თქმა, არ გამოკიდება სავარძლებს, ეს ყველაფერი იქნება. მე ვერ ვხედავ რესურსს „ოცნებაში“, რომ მათ გააყალბონ არჩევნები. წინასაარჩევნო გარემო რომ შეადაროთ 2020 ან 2021 წლის გარემოს, ბევრად უარესია. რა შედარებაა, ხომ ხედავთ რუსულ კანონს, აგერ რაჟდენი გამოაგორეს და კიდევ ბევრი რამ. რა თქმა უნდა, უარესია, მაგრამ ეს არაფერი არ ნიშნავს. სადამკვირვებლო მისიაც ბევრად უფრო აქტიური და დიდი იქნება. და კიდევ ბევრი რამ იქნება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, არჩევნების შემდეგ ითანამშრომლებს ყველა პარტიასთან, თუმცა პოლიტიკურ კოალიციას არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ შეუქმნის. „თანამშრომლობით ჩვენ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთანაც“ და ყველა სხვა პარტიასთან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები მისცემენ მანდატს, რომ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. მაგრამ პოლიტიკურ კოალიციას, რაც ნიშნავს ერთობლივ მთავრობას, ჩვენ არ შევუკრავთ არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  16. “ოცნება” დღეს არის დაბნეული და ერთმანეთთან დაპირისპირებული. სახელმწიფო ინსტიტუტები გადასული არიან ერთი ადამიანის ფულის დაცვაზე. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1321784392135518/
  17. დღეს მთავარი არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე და დავიცვათ ის შედეგი, რა შედეგსაც ქართველი ხალხი დადებს. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/419468180942278/
  18. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები „ერთა ლიგის“ მეორე ტურში უკრაინის ნაკრებს უპირისპირდება. უეფა-ს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრა პოლონეთში, ქალაქ პოზნანში მიმდინარეობს. ამასთან, ქართველი გულშემატკივრებისთვის რესპუბლიკის მოედანზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, დიდი ეკრანია დამონტაჟებული, სადაც უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის საჯარო ჩვენება მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში კიდევ ერთ მატჩს ჩაატარებს. 14 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, რომელიც გასვლით შეხვედრაში დაამარცხა. შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. იპნ
  19. დეპუტატობის კანდიდატის და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, სოფიო ხორგუანის განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში საჯარო მოხელეებზე, ააიპ–ებსა და სსიპ–ებში დასაქმებულების მიმართ ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება. მისი განმარტებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას, ზოგიერთს კი პირადობის მოწმობებიც ჩამოართვეს. „სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა მოქალაქეებზე, საჯარო მოხელეებისგან და არა მხოლოდ მათგან. ეს ეხებათ ააიპ-ის, სკოლების და ბაღების თანამშრომლებს. არ არის ლაპარაკი მხოლოდ მასწავლებელზე, აქ საუბარია ძიძებზეც. ასევე რიგით მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემების მითითებით, ზოგ შემთხვევაში კი პირდაპირ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეს პრაქტიკულად მიუთითებს იმას, რომ ამ მოქალაქეებს ართმევენ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სოფო ხორგუანმა. სოფო ხორგუანის განმარტებით, ის არ განიხილავს კონკრეტულ მაგალითებს, რათა დაიცვას იმ მოქალაქეების უსაფრთხოება, რომლებიც მას აღნიშნულ საკითხზე ესაუბრნენ. დეპუტატობის კანდიდატმა, ბრიფინგის დროს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს–ის რეგიონული სამსახურის უფროსს მიმართა: „სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს და სუს–ის რეგიონულ უფროსს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე, 163-ე, 164-ე მუხლებს გახსენებთ, რომლებიც საარჩევნო დანაშაულს უკავშირდება და მოგიწოდებთ იმოქმედოთ კანონისმიერად, რათა რეგიონში არჩევნები ჩატარდეს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში“,- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე სოფო ხორგუანმა“,- ამბობს იგი. ტეგები: პარტია "საქართველოსთვის" ნუკა სტეფნაძე „სამხრეთის კარიბჭეში“ მუშაობს ჟურნალისტად 2019 წლიდან
  20. “ჩამოართვეს პირადობის მოწმობები” – გახარია საქართველოსთვის რეგიონული წარმომადგენელი, სოფიო ხორგუანი, საჯარო მოხელეების, ა(ა)იპებში და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების მხრიდან, მოქალაქეებზე სავარაუდო ზეწოლაზე საუბრობს. კერძოდ, ხორგუანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მოქალაქეებს სთხოვენ მხარდამჭერთა სიების წარდგენას პირადი მონაცემებით, პირადობის მოწმობის ასლებს და მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი მოწმობებიც. ხორგუანი გეგმავს წერილით მიმართოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონულ ხელმძღვანელს და მხარის სახელმწიფო რწმუნებულს, ბესიკ ამირანაშვილს, რათა მათი ჩართულობით მოხდეს მოქალაქეებზე სავარაუდო ფსიქოლოგიური ზეწოლის პრევენცია. ჩვენ რწმუნებულთან დაკავშირებას ვცდილობთ, თუმცა იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. toktv.ge
  21. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. როგორც გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მთავრობის ზოგიერთი ქმედება ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია. „კანონი წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად სამართლიან პირობებს აწესებს. ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს; საარჩევნო სუბიექტთა უმრავლესობა კარდაკარ შემოვლის ღონისძიებებით, სოციალური ქსელში აქტიურობით, შეხვედრების და იშვიათად შედარებით ფართომასშტაბიანი აქციების ჩატარებით არის დაკავებული. ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა სავარაუდოდ სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერთა და სახელმწიფო უწყებების მიერ მართული დაშინების ტაქტიკის გამო, რომელიც მათი წინასაარჩევნო კამპანიებისა და, ასევე, ამომრჩეველთა წინააღმდეგ არის მიმართული. რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც როგორც სახელისუფლებო ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც აისახა. ანგარიშებში ასევე აისახა საოფისე სივრცეების, საარჩევნო კამპანიის გასამართი და საარჩევნო მასალის გაკვრისთვის განკუთვნილი ადგილების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები. პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობა თავისი პლატფორმების მეშვეობით სოციოეკონომიკურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა მათი წინასაარჩევნო გზავნილები უმეტესწილად ზოგად გეოპოლიტიკურ გარემოს უკავშირდება და მეტისმეტად განხეთქილების გამომწვევ რიტორიკასა და ვიზუალურ მასალას იყენებს. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა ომსა და მშვიდობას შორის გასაკეთებელ არჩევანად, სადაც მშვიდობას „ქართული ოცნება“ განასახიერებს, ომს კი - მათი ოპონენტები. ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმად მიიჩნევს და შიშობს, რომ მთავრობის პოლიტიკა შეაფერხებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, რაც კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. ODIHR-ის მიერ წარსულში გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად 2021 წელს საარჩევნო კოდექსი შეიცვალა, რაც მიზნად ისახავდა საარჩევნო კამპანიაში საჯარო სექტორში დასაქმებულთა მონაწილეობის რეგულაციების გაძლიერებას. არჩევნებამდე 60 დღით ადრე აკრძალულია ისეთი ახალი პროექტების წამოწყება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტში. მიუხედავად იმისა, რომ არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს, მთავრობამ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენელი დიდი რაოდენობის ადამიანისთვის ფინანსური სტატუსი გაეუმჯობესებინა გადაწყვიტა, რაც ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა ზოგიერთმა დაინტერესებულმა მხარემ ამომრჩეველთა გულის მოსაგებად წამოწყებულ ფინანსურ ინიციატივებად მიიჩნია. სექტემბერში პარლამენტმა აამოქმედა კანონი, რომლის მეშვეობითაც სასჯელმისჯილთა ფართო სპექტრს ამნისტია შეეხო. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართულმა რამდენიმე დაინტერესებულმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული რეგულაციების მიუხედავად, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა და მისი აღსრულება გარკვეულ ნაკლებს შეიცავს. სოციალური ქსელებით მიმდინარე საარჩევნო კამპანია არ რეგულირდება. სოციალური სქელები, განსაკუთრებით კი „ფეისბუკი“ ინფორმაციის მიღების მეორე ყველაზე მსხვილი წყაროა ტელევიზიის შემდეგ. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან საუბრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეების უმრავლესობამ ხაზგასმით აღნიშნა ონლაინ წარმოებული საარჩევნო კამპანიის მნიშვნელობა. თუმცა, გამოთქვა შეშფოთებაც, რომ ამ გზით შესაძლოა გავრცელდეს დეზინფორმაციაც და მანიპულაციური ინფორმაციაც, რაც ნეგატიურ ზეგავლენას იქონიებს საარჩევნო კამპანიის დისკურსსა და ზოგადად, ამომრჩევლების მიერ გაკეთებულ არჩევანზე. ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია მონიტორინგს უწევს სოციალური ქსელებით მიმდინარე კამპანიას შემდგომში მისი ტონისა და თემატური სურათის თვისებრივი ანალიზის მოსამზადებლად”, - ნათქვამია შუალედურ ანგარიშში. იპნ
  22. საქართველოში დამკვიდრებული პრაქტიკითა და აღქმებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ხშირად განიხილებიან, როგორც ადმინისტრაციული რესურსი ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას. ასევე, ერთგვარი “გარანტირებული ხმები” მმართველი პარტიისთვის. ამას ორი მიზეზი აქვს: ხელისუფლებას ზეწოლის მეტი ბერკეტი აქვს მათზე, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს. წლების განმავლობაში, არაერთი შემთხვევა გვახსოვს, როცა საჯარო სამსახურებში ადამიანები ე.წ. პოლიტიკური მიზანშეწონილობით დაუნიშნავთ, დაუწინაურებიათ, გაუთავისუფლებიათ და ა.შ. საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ერთგვარი თვითცენზურა – აღქმა, რომ თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ ხელფასს, აპრიორი მმართველი პარტიის მხარდამჭერი უნდა იყო. ან, მინიმუმ – საჯაროდ არ გამოხატო საწინააღმდეგო პოზიცია. ცხადია, ეს არ ეხება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ყველა ადამიანს. თუმცა პრაქტიკაში გვხვდება ამ და მსგავსი შემთხვევების არაერთი მაგალითი. სახელმწიფო სამსახურისა და პარტიული ინტერესების ერთმანეთისგან გამიჯვნა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა საქართველოში. სწორედ ამიტომ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნაწილი სხვადასხვა საფუძვლით – პირდაპირი ზეწოლის, დავალების, ცრუ მოლოდინების, სამსახურის და სტაბილური შემოსავლის დაკარგვის შიშით თუ სხვა მიზეზებით – შესაძლოა, ვერ ახერხებდეს საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას არჩევნებზე. “ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, რა გზავნილები აქვთ მათთვის ოპოზიციურ პარტიებს, რა გარანტიები შეიძლება ჰქონდეთ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს და ზოგადად, როგორ უნდა დაიცალოს საჯარო სექტორი პარტიული ინტერესებისგან. არის თუ არა კოალიციური მთავრობა გარანტია საჯარო მოხელეებისთვის? ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობს, რომ გარდა მათი სიტყვისა, პატიოსანი საჯარო მოხელეებისთვის სამსახურიდან გაშვების ან დევნის საწინააღმდეგო დამზღვევი მექანიზმი იქნება კოალიციური მთავრობის არსებობა. საზოგადოებრივი აზრის კვლევების თანახმად, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად მოვიდეს მთავრობაში. თუ “ქართული ოცნება” დამარცხდება, მომავალი მთავრობა კოალიციური იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ არცერთ პარტიას, რომელიც ბარიერს გადალახავს, არ ექნება საკმარისი ძალაუფლება გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მისაღებად. მაგალითად, ისე, როგორც ეს უნდა “ქართულ ოცნებას”, რომელიც საზოგადოებას მხარდაჭერას საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად სთხოვს. ოპოზიციური პარტიები ამბობენ, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში შექმნილი ბალანსი შეეხება არა მხოლოდ მთავრობის დაკომპლექტებას, არამედ გავრცელდება უფრო დაბალი რგოლის საჯარო სამსახურებზეც. თუმცა პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევარი ლევან კახიშვილი ფიქრობს, რომ კოალიციური მთავრობა ავტომატურად ვერ დააზღვევს იმ მოლოდინებს, რაც საჯარო სექტორში დასაქმებულებს შეიძლება ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში დაკარგავენ სამსახურს, ან შეექმნებათ სხვა ტიპის რისკები. ლევან კახიშვილი პოლიტოლოგი ამბობს, რომ ის, რაც ყველაზე მეტად აშინებს საჯარო მოხელეს, არის ბუნდოვანება: მათ არ იციან, რა გარანტიები აქვთ და როგორ შეიცვლება მათი მდგომარეობა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა საჯარო მოხელეებს უნდა შესთავაზონ ცხადი, კონკრეტული და გასაგები გეგმა იმისა, თუ რა ელით არჩევნების შემდეგ. რას ამბობენ ოპოზიციური პარტიები და კოალიციები თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიისა და კოალიციის წარმომადგენელი, რომელსაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, ამბობს, რომ საჯარო სექტორის დეპოლიტიზაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ისინი ირწმუნებიან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პატიოსან და კომპეტენტურ საჯარო მოხელეებს საფრთხე არ შეექმნებათ. პირიქით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მტკიცებით, ხელისუფლების ცვლილება სწორედ ამგვარი მანკიერი პრაქტიკის აღმოსაფხვრელადაა საჭირო. გთავაზობთ მათ ხედვას იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საჯარო მოხელეთა დაცვა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამიჯვნა პარტიული ინტერესებისგან: “გახარია – საქართველოსთვის” ექსპრემიერი გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები აქტიურად საუბრობენ საჯარო სამსახურში გასატარებელ რეფორმაზე. მისი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი თავად იყო საჯარო მოხელე წლების განმავლობაში – როგორც მოქმედი, ისე წინა ხელისუფლების დროს. ის საუბრობს იმ წნეხსა და ბულინგზე, რასაც საჯარო მოხელეები აწყდებიან, განსაკუთრებით, საშუალო რგოლში. ის ამბობს, რომ საჯარო სექტორის დეპოლიტიზებისთვის “ქართულმა ოცნებამაც” გადადგა ნაბიჯები და ყურადღებას ამახვილებს იმ პერიოდზე, როცა გიორგი გახარია იყო პრემიერი. თუმცა ამატებს, რომ “ეს ნაბიჯები არ იყო საკმარისად ქმედითი”. მეზვრიშვილის თქმით, საჯარო სამსახური ჯერ ისევ საჭიროებს რეფორმას, რომელიც უნდა იყოს თანმიმდევრული, ერთიანი და, რაც მთავარია, არსებულ გამოცდილებაზე დაფუძნებული. “არ შეიძლება ახალმა ხელისუფლებამ წყალში გადაყაროს, რაც აქამდე გაკეთებულა და გამოაცხადოს, რომ ნულიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ ხელისუფლებას დახვდეს გაკეთებული და მან შეძლოს ამ გაკეთებულზე დაშენება”, – ამბობს ნათია მეზვრიშვილი. ნათია მეზვრიშვილი ის ჩამოთვლის საკითხებს, რომლებიც პარტიის საარჩევნო პროგრამაში საჯარო სექტორის რეფორმისთვისაა გაწერილი: მეზვრიშვილის თქმით, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი მექანიზმი, ვთქვათ, კომისია, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთნაირ კრიტერიუმებს განსაზღვრავს იმისა, თუ როგორ უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში მიღება, დაწინაურება, გათავისუფლება, დისციპლინურ დევნა და ა.შ. გარდა ამისა, უნდა დაინერგოს საჯარო მოხელეთა შეფასების ერთიანი სისტემა. ექსპრემიერის პარტია გეგმავს საჯარო მოხელეთა სკოლის შექმნას, რომელიც იქნება მოსამზადებელი ჰაბი მათთვის, ვისაც საჯარო სექტორში დასაქმება სურს. აქვე იქნება შესაძლებელი კვალიფიკაციის ამაღლება მოქმედი მოხელეებისთვის. მეზვრიშვილი ყურადღებას ამახვილებს ღირსეული ანაზღაურების მნიშვნელობაზეც, რომელსაც კორუფციისგან დაცვის მექანიზმადაც განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე საუბრობს გენერალური ინსპექციების რეფორმის აუცილებლობაზეც, რომელიც, მისივე თქმით, ხშირად გამოიყენება არასასურველი საჯარო მოხელეების დევნის ინსტრუმენტად. ის კიდევ ერთ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას: ევროინტეგრაციის გასაგრძელებლად აუცილებელი რეფორმებისთვის მნიშვნელოვანია საჯარო სექტორის სტაბილურობა. ამიტომ, “არ გვაქვს რევანშზე, დევნაზე და წმენდაზე დასაკარგი დრო”. კოალიცია “ძლიერი საქართველო” ევროინტეგრაციისთვის საჭირო რეფორმების გატარების პროცესში და ზოგადად, ქვეყნის სტაბილურ განვითარებაში საჯარო მოხელეთა უმნიშვნელოვანეს როლზე საუბრობს კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის სპიკერი, ანა ნაცვლიშვილი. მისი თქმით, საჯარო მოხელეები სხვებზე უკეთ ხედავენ, რა პრობლემებს ქმნის დასავლური საგარეო კურსის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და რუსული კანონების მიღება. მეზვრიშვილის მსგავსად, ისიც საუბრობს საჯარო სექტორში მიღების, დაწინაურებისა თუ გათავისუფლების კრიტერიუმების შემუშავებაზე. ნაცვლიშვილის თქმით, კოალიციას აქვს გეგმა, შექმნას ინსტრუმენტები, რომლებიც დააზღვევს საჯარო მოხელეებს იმისგან, რომ სამომავლოდ, რომელიმე ხელისუფლებამ ვეღარ შეძლოს მათი პარტიულ ინტერესებში ჩაყენება. ანა ნაცვლიშვილი ამავე დროს, ის ყურადღებას ამახვილებს ე.წ. გაბერილ შტატებზე საჯარო სექტორში. ნაცვლიშვილის თქმით, სფეროს რეფორმა გულისხმობს ზედმეტი შტატებისა და არასაჭირო სტრუქტურების გაუქმებას, მაგრამ ალტერნატივად მოქალაქეებს შესთავაზებენ სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში. “გირჩი” არა მხოლოდ ე.წ. გაბერილ შტატებზე, არამედ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურების, მათ შორის, სამინისტროების მთლიანად გაუქმებაზე საუბრობენ პარტია “გირჩში”. ალექსანდრე რაქვიაშვილი, პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ შესაბამისი ლეგიტიმაციის შემთხვევაში ისინი საჯარო სამსახურში ათობით ათას შტატს გააუქმებენ. თუმცა, ადამიანებს, ვინც იქ არიან დასაქმებული, ალტერნატივას სთავაზობს. ალექსანდრე რაქვიაშვილი რაქვიაშვილი ამბობს, რომ მთავარი არა სამუშაო ადგილების შენარჩუნება, ან ალტერნატიული სამუშაო ადგილების შეთავაზებაა, არამედ ამ ადამიანების პატივისცემა და მათ მიმართ ღირსეული დამოკიდებულება. მისი თქმით, საჯარო მოხელეებს ოპოზიციაც არ უნდა მოიხსენიებდეს ადმინისტრაციულ რესურსად. “მე მგონია, რომ ყველაზე სწორი პოზიციაა, მართლა პატივისცემით მოეპყრო იმ ადამიანებს, ვინც, სინამდვილეში, ჩვენ მიერვე აწყობილი სისტემის მსხვერპლები არიან. ამ სისტემის დემონტაჟს თუ იწყებ, არ შეიძლება ეს ხალხი ნაგავში გადაყარო – ასობით ათასი ადამიანი, რომლებსაც აქვთ გარკვეული კვალიფიკაცია. პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ამ ადამიანებს და ისეთი ალტერნატივა შევთავაზოთ, რომელსაც თვითონვე დათანხმდება”, – განმარტავს საკუთარ პოზიციას რაქვიაშვილი. ის ამბობს, რომ კვალიფიციური და კომპეტენტური ადამიანი აუცილებლად იპოვის სამუშაო ადგილს, თუნდაც, კერძო სექტორში. “კოალიცია ცვლილებებისთვის” პარტიული კოორდინატორების ბიუჯეტიდან დაფინანსების პრაქტიკის დასრულებაზე საუბრობს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ლემონჯავა. ამისგან მიჯნავს “კარიერულ საჯარო მოხელეებს”, როგორც თვითონ განმარტავს, “პროფესიონალებს, რომლებმაც წლები მიუძღვნეს ქვეყნის განვითარებასა და ევროპულ მომავალზე ზრუნვას”. ლემონჯავას თქმით, პრაქტიკაში, ამ ორი ტიპის დასაქმებულის გასამიჯნად საჭიროა საჯარო სამსახურის დეპოლიტიზაცია. გიგა ლემონჯავა ის გამოსავალს საჯარო მოხელეთა კარიერული დაწინაურების ობიექტური მექანიზმის შექმნასა და სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაში ხედავს. კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” “ნაციონალურ მოძრაობაში” “ნეტგაზეთს” უთხრეს, რომ როგორც ამ, ისე სხვა საკითხებზე დეტალურად მხოლოდ საარჩევნო პროგრამის წარდგენის შემდეგ ისაუბრებენ. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა კოალიციაში შემავალ კიდევ ერთ პარტიას – “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ერთმანეთისგან მიჯნავს კვალიფიციურ და კეთილსინდისიერ საჯარო მოხელესა და ე.წ. პარტაქტივს. მისი თქმით, ისინი ხშირად მხოლოდ ფორმალურად არიან გაფორმებული ამა თუ საბიუჯეტო ორგანიზაციაში და იღებენ ანაზღაურებას, რის გამოც ვალდებულება უჩნდებათ მმართველი პარტიის მიმართ. პაატა მანჯგალაძე “მინიმალური, 300-400-500 ლარი აქვთ ადამიანებს ხელფასი. არც ითვლება სამსახურად. ამ ხალხს, ზოგჯერ, სამუშაო სივრცეც კი არ აქვს [ფაქტობრივად არიან გაფორმებულები]. ჩვენ ამ ხალხს ვეუბნებით, რომ ისეთი დიდი დასაქმების ტალღა იქნება, 500-ლარიან საჯარო სამსახურში არავინ გაჩერდება. ამ ადამიანებს თუ ექნებათ დარჩენის სურვილი, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახურიდან არავინ გაუშვებს, მაგრამ ჩვენ ისეთი სისტემა უნდა შევქმნათ, რომ ძირითადი დამსაქმებელი სახელმწიფო კი არ უნდა იყოს, არამედ კერძო სექტორი, ბიზნესი. ევროპული, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა არის ასეთი. ჩემი სურვილი და ნატვრა არის, რომ ამ არჩევნების შემდეგ ისეთი ევროპული, დემოკრატიული ქვეყანა გვქონდეს, სადაც საჯარო მოხელეს, და არამარტო, ღიად შეეძლება საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. აღარ უნდა არსებობდეს პრაქტიკა, როცა ზღვარი წაშლილია მმართველ პარტიასა და საჯარო სამსახურს შორის”, – გვითხრა მანჯგალაძემ “ნეტგაზეთს”. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო, 2023 წლის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხელფასს 320 000-ზე მეტი ადამიანი იღებს. ბოლო წლების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა სტაბილურად მზარდია (2022 წელს ეს მაჩვენებელი 308 000 შეადგენდა, 2021 წელს – დაახლოებით 301 000-ს და ა.შ.). ნეტგაზეთი
  23. გერმანია მოკავშირეებთან ერთად უკრაინისთვის 1.4 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინში უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრამდე განაცხადა. „წლის ბოლომდე ჩვენი პარტნიორების - ბელგიის, დანიისა და ნორვეგიის - დახმარებით უკრაინას კიდევ ერთ პაკეტს გადავცემთ, რომლის ღირებულებაც 1.4 მილიარდი ევროა. ის საჰაერო თავდაცვასაც მოიცავს - IRIS-T, Skynex, „გეპარდებს“, ჰაუბიცებს, თვითმავალ საარტილერიო სისტემებს, ჯავშანმანქანებს, საბრძოლო დრონებს, რადიოლოკაციურ სისტემებს, საბრძოლო მასალას“, - განაცხადა შოლცმა. შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ოდენობით გერმანია მეორე ადგილზეა (აშშ-ის მერე) და ბერლინი აქტიურად ცდილობს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის მხარდაჭერას მომავალ წელსაც გააგრძელებს და აღნიშნა, რომ მომავალი წლის გერმანიის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია 4 მილიარდი ევრო უკრაინის ორმხრივი დახმარებისთვის. ამას გარდა გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები და ევროკავშირი წელს უკრაინას 50 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტს მიაწვდიან, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით დაიფარება. იპნ
  24. ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის პროგრამა. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. AQMmMX6VW5mLdk9fdxIdEz7qvGoycYOGhYd0r1iJ5tojv-uGrM1gndJa_Dxwqec_Cge_A5KB9B8zkiiG7uZNCA5c.mp4
  25. კომუნიკაციების კომისია და მისი ხელმძღვანელი კახა ბექაური აგრძელებს ზეწოლას იმ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებმაც გვაღიარეს კვალიფიციურ სუბიექტად და მოგვანიჭეს უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლება,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის და მისი ხელმძღვანელის უკანონო ქმედებების აღსაკვეთად, სასამართლოს ოფიციალურად მიმართეს. „კომისია, ზეწოლის გზით, მაუწყებლებს არ აძლევს რეკლამის განთავსების საშუალებას, ხოლო ვინც განათავსა, მათ სამართალდამრღვევად ცნობს მათი დასჯის მიზნით. კომისიის აღნიშნული ქმედება გვართმევს საარჩევნო კამპანიის სამართლიან მედიაგარემოში წარმართვის შესაძლებლობას. ამასთან, პარტიის დაფუძნების დღიდან დღემდე, ტელეკომპანია „იმედს“ დაბლოკილი ვყავართ ეთერებში. ეს მაშინ, როცა უდიდეს საეთერო დროს უთმობენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და ეთერში შეუფერხებლად გადმოსცემენ მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან. ეთერების დახურვა მოქალაქეებს ართმევს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას და ქმნის უსამართლო საარჩევნო გარემოს. ამ ფონზე კობახიძე-პაპუაშვილის დაჯგუფება ურცხვად ტყუის, რომ თითქოს, სამართლიანი და თანასწორი წინასაარჩევნო გარემოა. მოვუწოდებთ, „ოცნებას“ და მის პარტიულ ტელევიზიას „იმედს“, სასწრაფოდ გახსნან ეთერები და დაგვისხდნენ დებატებში, როგორც საარჩევნო დაპირებების განსახილველად, ისე წინასაარჩევნო გარემოს შესაფასებლად. მოვუწოდებთ სასამართლოს - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა. დროულად მიიღეთ სამართლიანი გადაწყვეტილება და მოგვეცით მედიასივრცით სარგებლობის შესაძლებლობა. კახა ბექაურს კი კიდევ ერთხელ შევახსენებთ, ყველა მსგავს უკანონობაზე პასუხისმგებლობები იქნება პერსონალიზებული“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. ipn
×
×
  • შექმენი...