Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. შვედეთის მთავრობა აჩერებს საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ თანამშრომლობას, - ამის შესახებ განცხადებას შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ბენჟამინ დოუსა აცხადებს. მისი თქმით, "საქართველოში განვითარებული მოვლენები დიდი ხანია საგანგაშოა". "საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შაბათს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები ამას ადასტურებს. მცდელობები, ხელი შეეშალოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას თავისი დემოკრატიული როლის შესრულებაში, კერძოდ, შემზღუდავი კანონმდებლობით, ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. აქედან გამომდინარე, მთავრობა აჩერებს შვედეთ-საქართველოს მთავრობის პირდაპირ თანამშრომლობას, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება, მათ შორის საქართველოს საგადასახადო ორგანოსთან“, - აცხადებს ბენჟამინ დოუსა. მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირთან კვლავ დაახლოების შემთხვევაში, შესაძლოა ურთიერთობები განახლდეს. Sweden Herald-ის ცნობით, საქართველოსთვის შვედეთის დახმარება წელიწადში 200 მილიონ კრონს შეადგენს. წელს, 25 მილიონი ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას გამოეყო. იპნ
  2. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული პრესკონფერენცია მილერმა საქართველოს შესახებ განცხადებით დაიწყო და ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. მილერის განცხადებით, ხმების ყიდვამ და ამომრჩეველთა დაშინებამ ძირი გამოუთხარა ნდობას სამართლიანი შედეგების შესახებ. „შაბათს ქართველი ხალხი მივიდა არჩევნებზე, რომელიც ხასიათდებოდა მმართველი გუნდის მხრიდან საჯარო რესურსების არაკეთილსინდისიერი გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩეველთა დაშინებით. ჩვენ ვუერთდებით ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების მოწოდებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების სრული გამოძიების შესახებ. ასევე მოვუწოდებთ, რომ პატივი სცენ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის ფუნდამენტურ თავისუფლებებს. საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტს სურს იხილოს თავისი ქვეყანა ევროკავშირსა და NATO-ში. ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ და მხარდაჭერილ საქართველოს კონსტიტუციაში ასახულია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრებისკენ სწრაფვა. ყველა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველო პარტიის მიერ გატარებული ზომები ამ კურსთან შეუსაბამოა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა. ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ არჩევნების შედეგების მიღებასთან დაკავშირებით, მილერმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით არ არის არჩევნებთან დაკავშირებული საბოლოო შეფასება და მათ სურთ, რომ გამოძიება ჩატარდეს პუბლიკა
  3. კანადა შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის და სხვა დარღვევების ფართოდ გავრცელებული ფაქტებით, რომლებზეც ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ODIHR) და სხვა მიუკერძოებელი დამკვირვებლები იუწყებიან, - ამის შესახებ კანადის მთავრობის გლობალურ საქმეთა დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული დარღვევები უნდა გამოიძიონ და მოაგვარონ. „კანადას მტკიცედ სწამს რომ თავისუფალი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არჩევნები დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. „დიდ შვიდეულთან“ და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით და ამ არჩევნების ჩატარებისა და შედეგების გათვალისწინებით, კანადა ხელახლა შეაფასებს ურთიერთობას საქართველოს ხელმძღვანელობასთან. კანადა ღიაა საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, მანამ, სანამ საქართველოს ხელმძღვანელობა პატივს სცემს დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას და მოაგვარებს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას“, - აღნიშნულია განცხადებაში. უწყება საქართველოში მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლებას კი მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანთა უფლებებსა და უსაფრთხოებას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების კონტექსტში. „ვაქებთ ქართველებს საარჩევნო პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის, მათ შორის, ამომრჩევლების, საარჩევნო თანამშრომლებისა და მოქალაქე დამკვირვებლების სახით“, - აღნიშნულია განცხადებაში. იპნ
  4. სცენაზეც [ასვლა] ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მე ბევრად უფრო კომფორტულად ვგრძნობ თავს აქ და ვიქნები აქ, მოვა სცენის დროც და ავალ სცენაზე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. გიორგი გახარიას თქმით, შეიძლება მასზე ბევრია გაბრაზებული და თავადაც ბევრზეა გაბრაზებული, თუმცა ახლა ყველას ევროპული მომავალი აერთიანებს. „ვიღაცას მე არ მოვწონვარ, ვიღაცას სხვები არ მოსწონს, ვიღაცას გაბრაზებულია ჩემზე, მე ვიღაცაზე ვარ გაბრაზებული, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ქვეყნის ევროპული მომავალი და ჩვენ გვაერთიანებს სამართლიანობა. გამოსავალი აქვთ, გამოძიება და ამ შედეგების გადახედვა. შესაძლებელია ბევრი ოლქების გადახედვა და თავიდან არჩევნების ჩატარება, ეს არის მათთვის სახის შენარჩუნების შესაძლებლობა. ხუთი სისტემური მაქინაცია და სქემა გვაქვს დაიდენტიფიცირებული, რომელმაც ზეგავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. იპნ
  5. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ აქვთ ფაქტები იმ სისტემური ხასიათის დარღვევებსა და მანიპულაციების სქემებზე, რომლებსაც „ქართული ოცნება“ იყენებდა არჩევნებზე, რათა „მოეპარა ქართველი ხალხის ნება“. მისი განცხადებით, მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან. გახარიას თქმითვე, პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირებაზე, რის საკმარისზე მეტი მტკიცებულებაც აქვთ, უახლოეს დღეებში პროკურატურას მიმართავენ. გახარიამ ისაუბრა შემდეგ დარღვევებზე: „ჩვენ დღეს გვაქვს საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ სისტემური ხასიათი დავადასტუროთ ისეთი საარჩევნო სქემების მანიპულაციის, როგორიც არის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება სრულად პარტიასთან დაკავშირებული ადამიანებით, მათი ნათესავებით და ურთიერთდაკავშირებული პირებით. ჩვენ რამდენიმე საქმე გადავეცით უბნებზე მუნიციპალიტეტებში როგორ კომპლექტდებოდა კომისიები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში მყოფი ადამიანებითა და „ოცნების“ და საჯარო სექტორის წარმომადგენლებით, რომლებსაც პირდაპირი ინტერესთა კომპლექტი აქვთ, რომ თანაბრად იყვნენ ლოიალურები ყველასთან“. „სისტემური ზეწოლა საჯარო მოხელეებზე და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებზე. რას ვგულისხმობთ – „ქართულმა ოცნებამ“ და პერსონალურად ივანიშვილმა ფაქტობრივად მძევლად აიყვანა საჯარო მოხელეები, რომლებსაც აშანტაჟებდა ხელფასით. […] პირდაპირ დავალებას აძლევდა, რომ ისინი მარტო კი არ უნდა მისულიყვნენ და ხმა მიეცათ ოცნებისთვის, თავიანთ ოჯახის წევრებზეც გარანტიები უნდა გაეცათ, რომ მათ გარდა, მათი ოჯახის წევრებიც „ოცნებას“ მისცემდნენ ხმას. შვილებს ფაქტობრივად ავალებდა, რომ მათ უნდა უზრუნველყონ მშობლების ხმები, რომლებიც უნდა მისცემოდა „ოცნებას“, ზუსტად იმავეს აკეთებდნენ სოციალურად დაუცველი ადამიანების მიმართ, ემუქრებოდნენ სოციალური დაცვის გადასახადების შეწყვეტით რომ მათ შვილებზე მოეხდინათ ზეგავლენა, რომ მათ მიეცათ „ოცნებისთვის“ ხმა“. […] „სისტემური მოსყიდვა ფულის დარიგება უბნებზე – ფაქტობრივად ყველა უბანზე „ოცნებას“ ჰქონდა მოწყობილი მიკროავტობუსში მიკროშტაბი, სადაც ადამიანებს პირდაპირ და ღიად ურიგებდა ფულს და ამის უამრავი კადრი და მაგალითი არსებობს“. „და ყველაზე მნიშვნელოვანი პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათ შორის ჩამორთმეული პირადობის მოწმობებით მანიპულირება, მათი გამოყენება ხმის მიცემისთვის. ამ ყველაზე მძიმე მანიპულაციის სქემაში, რომელშიც ჩვენ საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს და რომლის განხორციელებაც შეუძლებელი იქნებოდა სუს-ის, ცესკოს და იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებული, კოორდინირებული მუშაობის გარეშე, ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვაქვს რომ უახლოეს დღეებში, ხვალ, მაქსიმუმ ზეგ მივმართოთ პროკურატურას“. პუბლიკა
  6. სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აცხადებს დუდა. იპნ
  7. ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე - ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას არჩევნების უკანონოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან, მათ ჯერ კიდევ ბევრი ინფორმაცია აქვთ მისაღები. „დამკვირვებლებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს ინციდენტების შესახებ. ინფორმაცია, რომელიც მე მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე. შედეგები ეწინააღმდეგება ყველა გამოკითხვის ტენდენციას, რაც ამ ქვეყანაში ჩატარდა, განსაკუთრებით „რუსული კანონისა“ და ქუჩებში პროტესტის შემდეგ და რომელიც აჩვენებს, რომ ხალხს სურს შეინარჩუნოს თავისი ევროპული გზა. ეს არის არჩევნები, რომელიც მოპარულია და ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. იპნ
  8. „გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება. პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქნებიან იქ, სადაც მათი მხარდამჭერები. „ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომ თუ სისტემური დარღვევები არ იქნება სათანადოდ გამოძიებული, ვერავინ და ვერასდროს დაამტკიცებს და ახსნის, რომ ის მანიპულაციის სქემები, რომელიც გამოყენებული იქნა, სისტემურად არ მოქმედებდა არჩევნების შედეგებზე. ეს არის ის ძირითადი და წინა ხაზი, სადაც დღეს მიმდინარეობს მთავარი ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისა და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის გადარჩენისთვის და ჩვენ აქ ვიბრძვით 24 საათის განმავლობაში. საპროტესტო აქციაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამყარდეს და რა თქმა უნდა, ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩევლები იქნებიან, ყოველთვის, როგორც ვიყავით აქამდე და ვიქნებით მომავალშიც“,- განაცხადა გახარიამ. იპნ
  9. ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს. გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა. ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა. ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818357-giorgi-gaxaria-chveni-partia-ocnebis-aralegitimur-parlaments-legitimacias-ar-miscems
  10. უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, მამუკა კეკელია დაიღუპა. ინფორმაციას ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ „პუბლიკას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პუბლიკა
  11. გიორგი გახარია 15:00 საათზე ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
  12. დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთმა განაცხადა, რომ „გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით“. მისიას დიდი ბრიტანეთიდან ორმოცდაათი დამკვირვებელი შეუერთდა. დაუთი მიუთითებს, რომ ანგარიში ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, უაღრესად პოლარიზებულ საარჩევნო გარემოს, ასევე ფართოდ გავრცელებულ დაშინებას და ამომრჩეველთა იძულებას. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე. საია-მ განაცხადა, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა და ცესკოს მიმართა, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო ხმის მიცემის ელექტრონულ აპარატებში დუბლირებული სიების გააქტიურება. 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ვინაიდან „აღიარება ნიშნავს საქართველოს რუსეთისთვის დაქვემდებარების აღიარებას”. პუბლიკა
  13. გვინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, - ამის შესახებ განცხადება გუშინ, ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან. "უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა. ზურაბიშვილის თქმით, "გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ "არ ვაღიარებთ არჩევნებს". “მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში, ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენს წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით შემდეგი თაობებისთვის. არ შეიძლება, რომ ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი. რადგანაც მე არ ვარ ერთი ადამიანი და მე ვარ სწორედ ინსტიტუტი, რომელიც წარმოადგენს დღეს საქართველოს მოსახლეობას, მე მინდა, რომ მოსახლეობას მივმართო და ვუთხრა - ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში, ჩვენ დავდგებით ერთად და და აქ არიან ის პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ არჩევნებში და იცავდნენ ევროპულ მომავალს. მათთან ერთად მინდა მოგიწვიოთ 28 ოქტომბერს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ გამოვუცხადოთ მსოფლიოს - ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს და ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას, რომ მშვიდობიანად დავიცვათ ყოველი ხმა, ჩვენი მომავალი და იმის საშუალება რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები”, - განაცხადა პრეზიდენტმა. იპნ
  14. არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. „მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს. ამას ჩვენ არ შევეგუებით! არ შეიძლება ვინმემ წაართვას საქართველოს თავისი ევროპული მომავალი“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, 26 ოქტომბერს არჩევნების "ტოტალურად გაყალბება" მოხდა. "ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა... ჩატარდა რუსული არჩევნები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, "ძალიან ბევრი რამ არის გამოსაკვლევი". ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818260-prezidenti-ar-vagiareb-am-archevnebs-am-archevnebis-agiareba-ar-sheizleba-amis-agiareba-aris-rusetis-shemosvlis-agiareba
  15. ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ. ნეტგაზეთი
  16. "ჩატარებული არჩევნები არ გამოხატავს ამომრჩევლის ნებას, ის არ იყო არც თავისუფალი, არც სამართლიანი და არც კონკურენტული". ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1271808097341189/
  17. საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ-ბარო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „ეუთო/ოდირის წინასწარი მიგნებები ადასტურებს ჩვენ შეშფოთებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე, სადაც საპარლამენტო არჩევნები სულ ახლახანს ჩატარდა. ველით, რომ ხელისუფლება დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს. თუ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნება სურს, პოლიტიკურ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს პატივი უნდა სცეს“, – წერს მინისტრი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ. ნეტგაზეთი
  18. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს. „სერიოზულად შეშფოთებული ვარ დარღვევებით, რომლებზეც ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები იუწყებიან. ნდობის აღდგენისთვის, მოვუწოდებ ხელისუფლებას, მოაგვაროს ეს საკითხები პოლიტიკურად ინკლუზიურ პროცესებში. მზად ვართ, საქართველოს ევროინტეგრაციაზე ვიმუშაოთ პარლამენტში ყველა იმ ძალასთან, ვინც ერთგულია ევროპული ღირებულებებისა და პრინციპების. კანონები, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას და ზრდის პოლარიზაციას. ისინი უნდა გაუქმდეს“, – წერს მინისტრი. ნეტგაზეთი
  19. დანიის ყოფილი პრემიერი და ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. „გაყალბებისა და ძალადობის ამბები საქართველოში ძალიან შემაშფოთებელია. უნდა დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, რომელიც თავისუფალია რუსეთის მავნე გავლენისგან. საქართველო ევროპაა“, – წერს იგი. ნეტგაზეთი
  20. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ისინი მოუწოდებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას, რაც აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად. ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც "რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს". ამასთან, აღინიშნება, რომ კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. "შაბათს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენებს საპარლამენტო არჩევნებამდე. გასული თვეების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ დემოკრატიული ღირებულებებისადმი და მათი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზის მიმართ ერთგულება აჩვენა. არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის, რომელსაც ხელმძღვანელობდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი მიგნებებისა და დასკვნების მიხედვით, „არჩევნების დღე ზოგადად პროცედურული თვალსაზრისით კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად მიმდინარეობდა, მაგრამ ხასიათდებოდა დაძაბულობით, ხმის მიცემის ფარულობის ხშირი კომპრომეტირებითა და პროცედურების არათანმიმდევრულად დაცვის რამდენიმე შემთხვევით, და ასევე ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შეტყობინებებით, რაც უარყოფითად აისახებოდა პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ცნობები ამომრჩეველთა, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულთა, ზეწოლის შესახებ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში არ შემცირებულა. აღნიშნულმა, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა ინტენსიურ აღრიცხვასთან ერთად შეშფოთება გამოიწვია ზოგიერთი ამომრჩევლის გამო, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ ხმის მიცემას დასჯის შიშის გარეშე“. უფრო მეტიც, არჩევნებზე დამკვირვებლებმა აღნიშნეს უთანასწორო საასპარეზო პირობები, განხეთქილების გამაღრმავებელი კამპანია პოლარიზებულ ატმოსფეროში და განსაკუთრებული შეშფოთება ამ საარჩევნო პროცესზე ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებების ზეგავლენის გამო. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად. ევროკავშირი ელოდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს. კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესატყვისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს",- წერია განცხადებაში. იპნ
  21. ლატვიის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „ქართველ ხალხს აქვს ევროპული ოცნება, არავის აქვს უფლება ეს ოცნება მანიპულაციით და დაშინებით მოიპაროს. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს“, – წერს იგი. 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლილია. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, მმართველ პარტიას 54%-ზე მეტი აქვს. “ოცნების” გარდა, 5%-იანი ბარიერი გადალახა კიდევ ოთხმა პარტიამ/კოალიციამ: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” არჩევნების წინასწარ შედეგებს არ აღირებენ. “ძლიერ საქართველოში” ამბობენ, რომ ცესკო-ს მონაცემები აცდენილია ხალხის ნებას. “გახარია – საქართველოსთვის” საუბრობს საარჩევნო დარღვევებზე – პარტიაში ამბობენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწოდებენ. თუმცა, საბოლოო პოზიციას საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დააფიქსირებენ. ნეტგაზეთი
  22. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ესპენ ბარტი ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. „შეშფოთებული ვარ ეუთო/ოდირის ანგარიშით საქართველოში გამართული არჩევნების შესახებ, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს. საარჩევნო პროცესის სამართლიანობასთან დაკავშირებული გაურკვევლობები ამცირებს ჩატარებული არჩევნების მიმართ ნდობას. აუცილებელია ამ გაურკვევლობების მოგვარება“, – აცხადებს იგი. ნეტგაზეთი
  23. ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. უწყების განმარტებით, არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. "პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა და ქართულმა ოპოზიციამ არჩევნების კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენეს. არაერთი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს საარჩევნო პროცედურების დარღვევას და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო მასშტაბს, ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს. ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქართველი ხალხი იმსახურებს მიაღწიოს მიზნებს და ოცნებებს - უზრუნველყოს თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი. სამწუხაროდ, ის, რაც 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ვნახეთ, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-სთან კი არ აახლოებს, არამედ აშორებს მათ. პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. გვახსოვს, რომ საქართველო წარსულში იყო რეფორმების პროცესის ლიდერი და ვიმედოვნებთ, რომ ის კვლავ დაბრუნდება ამ გზაზე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. იპნ
  24. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ამერიკის საელჩო ავრცელებს. ბლინკენის განცხადებით, ისინი გმობენ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და უერთდებიან საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება. "საქართველოში მძლავრი დემოკრატია 2004 წლიდან იყო და არის ქვეყნის სიძლიერის წყარო, ხოლო გუშინდელი აქტივობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის ერთგულებას დემოკრატიისადმი. თუმცა, 2024 წელს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ წინასაარჩევნო გარემო ხასიათდებოდა მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების მოსყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით, რამაც ხელი შეუშალა თანასწორი პირობების შექმნას და შეარყია საზოგადოებისა და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ არჩევნების დღე ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული, ჩვენ აღვნიშნავთ ცნობებს დარღვევებისა და ცალკეული ძალადობის შესახებ. საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოუცხადებიათ არჩევნების შედეგები თავისუფალ და სამართლიანად. ჩვენ ვგმობთ საერთაშორისო ნორმების ყველა დარღვევას და ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საარჩევნო დარღვევის სრულყოფილი გამოძიება“, - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში. ბლინკენი თავის განცხადებაში ასევე მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. „შემდგომი ნაბიჯებისთვის, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან კანონის უზენაესობა, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ძირითად თავისუფლებებს და ერთობლივად იმუშაონ საარჩევნო პროცესის ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად. საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნები, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში არის ასახული, მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უფლებებს და საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითად თავისუფლებებს“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  25. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, პატივი სცენ კანონის უზენაესობას და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ. „ქართველმა ხალხმა გუშინ დემოკრატია მიიღო. ახლა საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღმოფხვრან ხარვეზები საარჩევნო პროცესში და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ“, - წერს ბლინკენი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ
×
×
  • შექმენი...