-
პოსტები
13.345 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი tvati
-
სადამკვირვებლო კოალიციამ „ჩემი ხმა“ 29 საარჩევნო ოლქში წარადგინა საჩივრები 246 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობის მოთხოვნით, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 417 305-ია. ამის შესახებ ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ამასთანავე, თოლორაიამ განაცხადა, რომ სრულად იზიარებენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნას, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებული ყველა უბნის (2 263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობის შესახებ. მისი თქმით, „ჩემი ხმის” საჩივრები დაწერილია უბნებზე იდენტიფიცირებული ისეთი ხასიათის მძიმე დარღვევების შესახებ, რომლებიც უხეშად არღვევდა არჩევნების ფუნდამენტურ პრინციპებს – ფარულობას და ნების თავისუფალ გამოხატვას. ეს ოლქებია: ბათუმში მოთხოვნილია – 33 უბნის შედეგების ბათილად ცნობა; მარნეული – 32 უბანი; გარდაბანი – 27 უბანი; ქუთაისი – 17 უბანი; გორი – 15 უბანი; თელავი – 15 უბანი; ბოლნისი – 11 უბანი; ქობულეთი – 8 უბანი; ლაგოდეხი – 8 უბანი; გურჯაანი – 8 უბანი; კასპი – 8 უბანი; ახალციხე – 7 უბანი; დედოფლისწყარო – 6 უბანი; მცხეთა – 7 უბანი; ქარელი – 7 უბანი; საგარეჯო – 6 უბანი. სიღნაღი – 5 უბანი; ზუგდიდი – 4 უბანი; ხაშური – 4 უბანი; სენაკი – 3 უბანი; ხობი – 1 უბანი; ყვარელი – 2 უბანი; ახმეტა – 2 უბანი; ბორჯომი – 2 უბანი; წალკა – 2 უბანი; ადიგენი – 2 უბანი; დუშეთი – 2 უბანი; ახალქალაქი – 1 უბანი; დმანისი – 1 უბანი; სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“-ს დამკვირვებლები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს მუდმივ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 1131 საარჩევნო უბანზე. პუბლიკა
-
ცესკო აფრთხილებს ყველას, რომ მათი მისამართით ნებისმიერი განხორციელებული ზარი თუ შეტყობინება, რომელიც იქნება კანონთან წინააღმდეგობაში, გადაიგზავნება შესაბამის ორგანოში შემდგომი რეაგირებისთვის. დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ცესკოს სპიკერმა განაცხადა, რომ ცესკოს მისამართით შეურაცხყოფას, ბულინგს და სიძულვილის ენის გამოყენებას ინტენსიური ხასიათი აქვს სოციალურ ქსელებშიც. სპიკერმა ეკრანზე მოქალაქეების მიერ სოციალურ ქსელში დაწერილი შეტყობინებების სქრინები წარმოადგინა.
-
საია ყველა ელექტრონული უბნის შედეგის ბათილად ცნობას ითხოვს ფარულობის დარღვევის გამო
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინა საჩივრები, რომლითაც ითხოვს შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საიას განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა არსებით გავლენას ახდენს არჩევნების შედეგზე. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას. „ხმის მიცემის ფარულობა საარჩევნო კონსტიტუციური უფლების ძირეული კომპონენტია, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, უფლების დაცულობის მასშტაბი ფიქციური ხდება. ეს გარანტია, მათ შორის, იცავს საარჩევნო უბანზე საარჩევნო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიც, არის, უფლების განხორციელების ინსტრუმენტული საშუალებები: ბიულეტენი, და, საარჩევნო ყუთი. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხმის მიცემის აბსოლუტური ფარულობა დაცული უნდა იყოს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის, ბიულეტენის მოთავსების მომენტში. ფარულობის პრინციპის დარღვევა, ასევე, არღვევს ევროპულ კონვენციას, რომლის თანახმადაც, ‘მაღალი ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ გონივრული ხანგამოშვებით ჩაატარონ თავისუფალი არჩევნები ფარული კენჭისყრით ისეთ პირობებში, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევისას უზრუნველყოფს ხალხის ნება-სურვილის თავისუფალ გამოხატვას’. ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ეს მუხლი კონვენციისა და დამატებითი ოქმების სხვა ფუნდამენტური უფლებებისგან განსხვავდება იმით, რომ, იგი აწესრიგებს მაღალი ხელშემკვრელი მხარისთვის ვალდებულებას, ჩაატაროს ისეთი არჩევნები, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანების მიერ ნების თავისუფალ გამოხატვას“, – ნათქვამია საიას განცხადებაში. საიას განცხადებით, ვენეციის კომისია ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას ნათლად მიუთითებდა ხმის მიცემის ფარულობის უზრუნველსაყოფად ყველა აუცილებელი ზომის მიღების საჭიროებაზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, ამ უფლების დაცვა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ვერ უზრუნველყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღეს. „კერძოდ, „ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი – ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს და არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენის პრინციპებს. აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს ხმის ფარულობის დარღვევის რისკები საიამ არჩევნებამდე ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე აღმოაჩინა და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას. თუმცა, ეს პირობა ვერ შესრულდა“, – აცხადებს საია. საის განცხადებით, ხმის ფარულობის დარღვევის მასშტაბების და სისტემურობის გათვალისწინებით, ასევე მიმართეს პროკურატურას ამ ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით. საიას სადამკვირვებლო მისიას ჯამში წარდგენილი აქვს: 11 საჩივარი წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზე; კენჭისყრის დღეს საიას დაფიქსირებული აქვს 589 დარღვევა/ცუდი პრაქტიკა; შემაჯამებელი ოქმების ბათილობა გარდა ტექნოლოგიებით განსაზღვრული 2263 უბნის ბათილობისა, დამატებითი საფუძვლებით მოთხოვნილია 1 ტრადიციულ უბანზე; 460 უბნის შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა და შედეგების ხელახალი გადათვლა; 349 უბნის შემთხვევაში შესაბამისი უბნის კომისიის წევრის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. ნეტგაზეთი -
დღეს საღამოს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელში 2024 წლის გაფართოების შესახებ 10 ქვეყნის ანგარიში გამოქვეყნდება, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, პრესკონფერენციას გამართავს და საქართველოს ანგარიშზე ისაუბრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს. მათივე განმარტებით, ევროკავშირის ელჩის პრესკონფერენციამდე, დაახლოებით18:00 საათისთვის იქნება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეპ ბორელისა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის ოლივერ ვარჰეის პრესკონფერენცია, რომელიც სასტუმრო „ჰილტონში“ ბრიუსელიდან პირდაპირი ჩართვით გადმოიცემა. „2024 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ ერთ-ერთია იმ 10 ანგარიშიდან, რომელიც ქვეყნდება 2024 წლის გაფართოების პაკეტის ფარგლებში, დეტალურად აფასებს ძირეული რეფორმების განხორციელების პროცესს და წარმოადგენს მკაფიო გზამკვლევს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში. იპნ
-
ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? – მეზვრიშვილი პროკურატურას
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება ცესკოს მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას. გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ეს გამოძიება და პრეზიდენტის დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო ფაქტი. „რას დაემსგავსეთ, რას? ივანიშვილს როდის იბარებთ სახელმწიფოს წინააღმდეგ ღალატზე? პაპუაშვილს როდის იბარებთ მუქარაზე? ადამიანებზე თავდასხმაზე, ძალადობაზე, თვალთვალზე როდის იწყებთ გამოძიებას? ეს გამოძიება და ეს დაბარება ისტორიას დარჩება, როგორც ყველაზე სამარცხვინო და როგორ მწყდება გული, რომ ამას თქვენ აკეთებთ“, – წერს მეზვრიშვილი Facebook-ზე. პროკურატურამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა. პროკურატურა აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკოს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. ცენტრალურმა საარჩევნო კომპანიამ გუშინ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა და პროკურატურას მიმართა იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. netgazeti -
„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონის მიხედვით, 2025 წლის 1-ლი იანვრიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგო იზრდება. იმ თანამდებობის პირებს შორის, ვისი სარგოც იმატებს, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარე მოადგილეებით და პარლამენტის წევრებიც არიან. ინფორმაციისთვის, პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითისთვის, ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანოს რაც შეეხება, ყველაზე დაბალი 8 კოეფიციენტი განსაზღვრულია პარლამენტის წევრების გასამრჯელოზე. აღსანიშნავია ისიც, რომ კოეფიციენტებით ხელფასების გამოთვლა პირდაპირ დაკავშირებულია საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან. კერძოდ, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ვკითხულობთ, რომ კოეფიციენტებით სარგოს გამოთვლა შესაბამისი წლის საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით უნდა მოხდეს. bpn.ge
-
გახარიას პარტიის წევრი აცხადებს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს თავს დაესხნენ
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
28 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი თანაგუნდელის, ლია ყოჩიშვილის მამას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მეზვრიშვილის თქმით, მანამდე, რამდენიმე დღით ადრე ლია ყოჩიშვილისთვის მანქანის დაჯახება სცადეს, შემდეგ კი შეურაცხყოფა მიაყენეს მის დედას. „ჩვენს თანაგუნდელს – ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა“, – დაწერა ნათია მეზვრიშვილმა სოციალურ ქსელში. თავად ლია ყოჩიშვილი მამაზე თავდასხმას მედიასთან ასე იხსენებს: გურამ ჯიქია მცხეთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ჯიქიას ძმაა. „რადიო თავისუფლების“ ცნობით, გიორგი ჯიქია ამბობს, რომ ლია ყოჩიშვილი პროვოკაციას აწყობს. „არავინ შევარდნია, დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით, გამოძიება მიდის, მაგრამ არავინ შევარდნია. ჩემი ძმა დაიკითხა თუ არა, არ ვიცი, არ მინახავს, დაიკითხება ალბათ. ჯერ ჩემს არასრულწლოვან შვილს დააბრალეს, ვითომ დედამისს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც არ ყოფილა. კიდევ მანქანის დაჯახება დააბრალა მეზობელს, რომელიც ჩემთან საერთოდ არ ასოცირდება. არასდროს არც „ქართულ ოცნებაში“ ყოფილა ის ბიჭი და ხუნდაძესაც საერთოდ არ იცნობს“, – ამბობს გიორგი ჯიქია. შსს 28 ოქტომბერს მომხდარზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აწარმოებს. გიორგი გახარია ამას ანგარიშსწორებას და ბიძინა ივანიშვილის წამოწყებული კამპანიის გაგრძელებას უკავშირებს. მისი თქმით, ივანიშვილის განცხადებებმა გახარიას პარტიის წევრებზე თავდასხმა და ძალადობა წაახალისა. პუბლიკა -
ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ, - ამის შესახებ ბელგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფსტადტი სოციალურ ქსელში წერს. „ვიქტორ ორბანი მეტია, ვიდრე პუტინის სასარგებლო იდიოტი. საქართველოში მისი ქმედებების შემდეგ ვიცით, რომ ის ავტორიტარიზმის აშკარა აგენტია. ევროპელმა ლიდერებმა ბუდაპეშტში გასამართ ევროპული საბჭოს შეხვედრას ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ“, - წერს გი ვერჰოფსტადტი. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა უნგრეთის დედაქალაქში 8 ნოემბერს გაიმართება. იპნ
-
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, პროკურატურაშია დაბარებულია. ამის შესახებ მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „საქართველოს პროკურატურამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 30 ოქტომბრის მომართვის საფუძველზე, გამოძიება დაიწყო საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164³-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ცესკო-ს განცხადებისა და საჯარო სივრცეში მასმედიის მეშვეობით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უნდა ფლობდეს მტკიცებულებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით, რის გამოც, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პრეზიდენტი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში. საქართველოს პროკურატურა ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, როგორც ცესკო-ს მომართვაში მითითებული, ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტის, ცალკეული პოლიტიკური პარტიებისა და სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ფაქტების შესწავლის მიზნით. მათ შორის, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა ის პირი, რომელიც შესაძლებელია, ფლობდეს ინფორმაციას სავარაუდო, დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით. აქვე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოვლენილი ცალკეული სამართალდარღვევების შესწავლის მიზნით, სამართალდამცავი უწყებები აქტიურად აწარმოებენ გამოძიებას არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიების შედეგების შესახებ პროკურატურა პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
-
როგორც მოგეხსენებათ, 2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების კოლექციის მრავალფეროვნება და ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეის კოლექცია, ასევე თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია. ამასთან დაკავშირებით "იმედის დილა" ბიოლოგიის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ქრიზანთემების საცდელ-საკოლექციო ნაკვეთის კურატორს, ქალბატონ ეთერ გოგიტაშვილს და ბოტანიკური ბაღის ივენთ მენეჯერს, სოფო მეტრეველს ესაუბრა. ქალბატონი ეთერი 64 წელია უდიდესი სიყვარულით ემსახურება საქმეს, რომელიც ძალიან დიდ შრომას და ძალისხმევას მოითხოვს. მან ბაღში მუშაობა 1960 წელს მებაღედ დაიწყო და ფაქტობრივად ყველა პოზიცია გაიარა. ეთერ გოგიტაშვილის მიერაა გამოყვანილი ქრიზანთემების 30-ზე მეტი ჯიში. "თავიდან ლანდშაფტური მებაღეობის განყოფილებაში ვმუშაობდი. შემდეგ გადმომიყვანეს ქრიზანთემების საკოლექციო ნაკვეთზე. იმ დროისთვის ინტროდიცირებული იყო ქრიზანტემების 200-მდე ჯიში, მაგრამ 90-იანი წლების მოვლენებმა ძალიან დააზიანა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციები, მათ შორის ქრიზანთემების კოლექცია. 2000 წლიდან დავიწყეთ ამ ჯიშების აღდგენა და დღეისათვის ბაღში 170-მდე ჯიშია თავმოყრილი. ქრიზანთემების ფორმა კლაუსის კლასიფიკაციითაა განსაზღვრული და ყვავილის ათ ფორმას მოიცავს. ჩვენს კოლექციაში ცხრა ფორმის ქრიზანთემაა, ხუჭუჭა ქრიზანთემის გარდა", - აცხადებს ეთერ გოგიტაშვილი. ცნობისთვის, 2 და 3 ნოემბერს, ქალბატონი ეთერი ქრიზანთემების გადარგვისა და მოვლის მასტერკლასს ჩაატარებს. სოფო მეტრეველი: "2 და 3 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მოსულ სტუმრებს დიდი სილამაზე ელოდებათ. ქალბატონი ეთერის მიერ ქრიზანტემებისგან შექმნილი მრავალფეროვანი და ულამაზესი სანახაობის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. პროგრამა იქნება შემეცნებითი და სანახაობრივი - ეკოშემევცნებითი აქტივობები, გვირგვინების გასაკეთებელი, ლენტით ქარგვის სივრცეები, ასევე თიხით ძერწვის მასტერკლასი... ფესტივალზე მოსულ სტუმრებს, თბილ და საინტერესო უქმეების გატარებას ვპირდებით". ბოტანიკური თიკო.mp4
-
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია რამდენიმე მოთხოვნას აყენებს. როგორც გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას უნდა გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინფორმაციის გადამოწმება შეეძლება. კერძოდ, მიიღო თუ არა არჩევნებში მონაწილეობა, რომელ უბანზე და რომელ საათზე მისცა ხმა. ამასთან, გახარია ცესკო-სგან არჩევნების ელექტრონულად ჩამტარებელ კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გასაჯაროებასაც ითხოვს. „ცესკო-მ, რომელიც იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეხმარებოდეს და ქვეყანა კრიზისიდან გამოჰყავდეს, კიდევ ერთხელ მოაწყო პროვოკაცია, გამოვარდნენ და პრევენციულად რაღაც განცხადება გააკეთეს, რომელიც სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება. დღეს, ჩვენ ცესკო-სგან მოვითხოვეთ „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის და ყველა იმ ცვლილების გადმოცემა, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი, რომ ეს საჯარო გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე მისული 2 076 791 ამომრჩევლის სრული ბაზა ნეიტრალურ, ობიექტურ პლატფორმას გადაეცეს, სადაც თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალურად უნდა შეეძლოს გადაამოწმოს შემდეგი მონაცემები - მონაწილეობა მიიღო თუ არა არჩევნებში, რომელ უბანზე, რომელ საათზე მისცა ხმა. დღეს ცესკო გამოვარდა და თქვა, რომ ეს პირად მონაცემებს და კანონს არღვევს. ცესკო-ს მინდა შევახსენო, რომ ბაზების გასაჯაროებას არავინ ითხოვს, საუბარია ამომრჩევლის მიერ საკუთარი ხმის მიცემის ფაქტის დადასტურებაზე და დაცვაზე. ცესკო-ს საიტზე დღესაც არსებობს საინფორმაციო ბაზა, სადაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია შევიდეს, გადაამოწმოს თავისი თავი და ნახოს, რომელ უბანზეა მიწერილი. ჩვენ ვითხოვთ, ამ ინფორმაციას დაემატოს ის რეკვიზიტები, რომელიც ჩამოვთვალე. მათ ამის გაკეთება 1 საათში შეუძლიათ, არანაირი პრობლემა არ არის. ახლა რომ განვმარტოთ, რატომ გვინდა ეს და რატომ მივმართეთ ცესკო-ს „სმარტმატიკის“ კონტრაქტის გამოქვეყნებით. ჩვენ არ ვიცით, „სმარტმატიკთან“ კონტრაქტი როგორ არის გაფორმებული და ეს ინფორმაცია როდემდე შეინახება, შეიძლება 10 დღეში, ან 1 თვეში, ეს ინფორმაცია ჩვენთვის მიუწვდომელი გახდეს. მეორეს მხრივ, ამხელა დაძაბულობის და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, როცა ამხელა საერთაშორისო წნეხია ქვეყანაზე, როცა ქვეყანას ევროპული განვითარების გზა ეკეტება, თუ სახელმწიფო მართლა ამბობს, არჩევნებზე არაფერი მომხდარაო, ამ ინფორმაციის გასაჯაროება, ერთხელ და სამუდამოდ დახურავს საკითხს იმასთან დაკავშირებით, არჩევნების შედეგებით მანიპულირება მოხდა, თუ - არ მოხდა. ამ ინფორმაციის გასაჯაროება ნებისმიერი სახით ცესკო-ს შეუძლია, ეს შეიძლება იყოს დაცული, ნეიტრალური პლატფორმა. ცესკო-ს თუ უნდა, ნდობა აღადგინოს, ეს ნაბიჯი უნდა გადადგან, თუ არ აინტერესებთ და ფეხებზე ჰკიდიათ, მაშინ ეს პასუხიც, პასუხი იქნება. ჩვენ ვცდილობთ, ქვეყანა კრიზისიდან, სადაც „ოცნებამ“ შეიყვანა, როგორმე გამოვიყვანოთ ისეთი გზით, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ჩვენი დემოკრატიული განვითარების პერსპექტივა მინიმალურად დაზიანდეს და გადავარჩინოთ, ის, რაც დარჩა“, - განაცხადა გახარიამ. იპნ
-
ცესკო პროკურატურას მიმართავს, არჩევნების გაყალბებაზე პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ სხვა პირების განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს. ცესკო განმარტავს, რომ იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას საჭიროებს, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას სცილდება. როგორც ცესკო განცხადებაში აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები "დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი" , მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკოს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. განცხადებაში საარჩევნო ადმინისტრაცია გამოხატავს მზაობას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და "შეუფერხებლად მიაწოდოს ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია". „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია განსაკუთრებული თავდასხმის და უსაფუძვლო კრიტიკის ობიექტი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ ჩატარებული არჩევნები დადებითად, ხოლო ცესკო-ს მუშაობა უმაღლეს დონეზე შეაფასა, ამავდროულად, ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებულმა აუდიტმა ვერანაირი ხარვეზი ვერ დაადგინა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე არჩევნებში მონაწილე ზოგიერთი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაუსაბუთებლად ესხმიან თავს ცესკოს და ცდილობენ, უსაფუძვლო ბრალდებებით უწყებას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში მიმდინარეობს არსებული საჩივრების განხილვა, თუმცა ხსენებული პოლიტიკოსების მხრიდან არჩევნების „სავარაუდო გაყალბების“ ბრალდებებმა უკვე ფართო მასშტაბი მიიღო. იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას, რაც სცილდება საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ წინადადებით საქართველოს პროკურატურას დაიწყოს და აწარმოოს გამოძიება ზემოთ ხსენებულ განცხადებებთან დაკავშირებით. ჩვენის მხრივ კი, გამოვხატავთ მზაობას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და შეუფერხებლად მივაწოდოთ ინსტიტუციაში არსებული გამოძიებისათვის საინტერესო და აუცილებელი ინფორმაცია”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს. იპნ
-
დღევანდელ ბრიფინგზე „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ დღეს მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან გამოითხოვეს კომპანია „სმარტმატიკთან“ გაფორმებული კონტრაქტის გადაცემა და ყველა იმ ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ამ კონტრაქტშია შეტანილი. „სმარტმატიკი“ არის კომპანია, რომელიც საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას მოემსახურა. გიორგი გახარია ცესკოს ასევე სთხოვს, ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურად ხელმისაწვდომი გახადოს შემდეგი ინფორმაცია: მიიღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში; რომელ უბანზე მისცა ხმა; რომელ საათზე გააკეთა ეს. გახარია ამბობს, რომ ეს არ არის ცესკოსთვის რთულად მოძიებადი ინფორმაცია, რომელსაც ბევრი დამუშავება სჭირდება. მოთხოვნა, რომ გასაჯაროვდეს ამომრჩეველთა ბაზები, „ძლიერმა საქართველომ” და „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამაც” გააკეთეს. პარტიები ამ ინფორმაციაზე ამომრჩევლებისთვის ინდივიდუალურ წვდომას ითხოვენ, რათა შედარდეს არჩევნებზე მისული ადამიანების და არჩევნებზე დაფიქსირებული ხმების რაოდენობა. პუბლიკა
-
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, მინდია ჯანელიძს (2015-2018 წწ) განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა ამჟამად ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა. „მთავრობა ისევ აგრძელებს მოსახლეობის მოტყუებას. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი ნამდვილად არის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 6 თვით, მას არ აქვს უფლება ისაუბროს ევროკავშირის სახელით საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. იხილეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადება. ნუ მოიტყუებთ თავს!“ – წერს Facebook-ზე ჯანელიძე. საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. უნგრეთი ამჟამად როტაციის წესით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა, რასაც „ქართული ოცნება“ ხაზგასმით აღნიშნავს მის განცხადებებში. ვიქტორ ორბანი არის პირველი და ამასთან, ერთადერთი ევროპელი ლიდერი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. თბილისში ვიზიტით მყოფმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, თუმცა ბრიუსელში ამაზე კამათი მაინც იქნება. თუმცა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ რაც არ უნდა თქვას ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. არჩევნების შედეგები უდაოა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში – ორბანი ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს – ბორელი ნეტგაზეთი
-
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”. განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ. 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”. ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე. 4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას. პუბლიკა
-
საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. მისივე განცხადებით, პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს სთხოვა, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს, ამასთან, ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შეიტანა. როგორც ბორელი აღნიშნავს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები. "26 ოქტომბრის საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევები როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების დღეს. მათ ასევე არ გამოუცხადებიათ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას გთხოვთ. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ დამკვირვებლების მიერ აღნიშნული დარღვევები, ამომრჩევლებზე ზეწოლა და დაშინება, რაც პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან ნდობაზე ზეგავლენას ახდენს. ეს დარღვევები უნდა აღმოიფხვრეს სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. საქართველო არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა და, როგორც ასეთმა, უნდა აჩვენოს თავისი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, საარჩევნო პროცესის სრული გამჭვირვალობით დაწყებული. კეთილსინდისიერად ჩატარებული არჩევნები და კანონის უზენაესობის დაცვა არის დემოკრატიის ქვაკუთხედი და ევროკავშირში გაწევრიანების გზის განუყოფელი ნაწილი და საფუძველი. პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტს ვთხოვე, რომ საქართველოში არსებული მძიმე ვითარების სასწრაფო განხილვისთვის დღეს შეიკრიბოს. ეს საკითხი ასევე ნოემბრის საგარეო საქმეთა საბჭოს დღის წესრიგში შევიტანე. საქართველოს მოსახლეობა თვეების განმავლობაში დემოკრატიული ღირებულებებისადმი და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე სვლის მიმართ ერთგულებას ავლენს. ის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სიცხადეს იმსახურებს, რომ შემდეგი მთავრობის ლეგიტიმურობის რწმენა ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციები და მათზე მთავრობის რეაქცია მშვიდობიანი დარჩეს. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეჩერდეს და სრულიად შეიცვალოს და უზრუნველყოფილი იყოს ხელსაყრელი გარემო მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის, რომლებიც პლურალისტურ, დემოკრატიულ საზოგადოებას ქმნიან", - ნათქვამია ბორელის განცხადებაში. იპნ
-
თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარედან გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა. მისივე თქმით, მანდატების დატოვება ტექნიკურად შეუძლებელია. „სამართლებრივად, ეს ტექნიკურად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია ის, რომ, როდესაც ამ რეზულტატს არ აქვს საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია, იმ პარლამენტში რა უნდა გააკეტო? როგორ უნდა შეხვიდე? როცა ამბობენ: რატომ არ ჩახსნა გახარიას პარტიამ სიები, მეცინება. ჩვენ სერიოზული ხალხი ვართ, თანმიმდევრული ადამიანები. როდესაც, დღევანდელი მოცემულობით, პარლამენტს არც საერთაშორისო და არც შიდა ლეგიტიმაცია არ აქვს, არც ამის პერსპექტივა ჩანს, როგორ შეიძლება თქვა, რომ ამ პარლამენტში შეხვალ და იქ მოქმედებას დაიწყებ. მაგრამ, თუ დაჯდა ისეთი სცენარი, რომ საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუ ქვეყნის გარეთ გამოძიება ჩატარდა, თუ დავრწმუნდით, რომ ოპოზიცია არ იყო მართალი საბოლო ჯამში, მაშინ პარლამენტი საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციასაც შეიძენს. მაშინ შენ კი არა, ესენი შეგასწრებენ პარლამენტში. თუ პარლამენტმა საერთაშორისო ლეგიტიმაცია შეიძინა, თუკი დადასტურდა რომ შედეგი არ იყო მანიპულირებული, რაც ჩემი აზრით არის აბსურდი, იქ, რა თქმა უნდა, განსხვავებული მიდგომა ექნება ყველას“, - განაცხადა ქემოკლიძემ. ქემოკლიძემ ისაუბრა უშუალოდ კენჭისყრის დღეზეც, მას ეჭვი აქვს, რომ კონკრეტული ადამიანების პირადობის მოწმობები არასწორად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ შედეგი ხელოვნურად შექმნილიყო. „დარღვევები გამოვლენადია იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს თითოეულმა მოქალაქე მიიღებს მანდატს იმისათვის, რომ გადაამოწმოს, რომელ საარჩევნო უბანზე მისცა ხმა და კონკრეტულად, რომელ საათზე. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ კონკრეტული ადამიანების პირადობის მოწმობები არასწორად იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ რეზულტატი ხელოვნურად შექმნილიყო. თუკი „ქართული ოცნება“ მყარად არის თავის არგუმენტში, ჩვენი რწმენით მათ არ უნდა გაუჭირდეთ მსგავსი ტიპის შეთავაზებაზე დათანხმება. აქ საუბარია იმ ადამიანების მონაცემების გადამოწმებაზე, რომლებსაც ეჭვი აქვთ, რომ მათი ხმა იქნა მანიპულირებული“,- განაცხადა ქემოკლიძემ. ამასთან, ქემოკლიძემ განმარტა, თუ რატომ არ საუბრობდა ოპოზიცია არსებულ ხარვეზებზე არჩევნების დღემდე. „ბევრი ადამიანის კითხვაა - რატომ არ საუბრობდით ამაზე არჩევნებამდე. აქ ორი უკიდურესობაა: თუ ამაზე წინმსწრებად ისაუბრებ, ადამიანებში გაუთვითცნობიერებლად ამაგრებ იმ განცდას, რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს. მეორე მომენტი არის ის, რომ ეს ხალხი არჩევნებზე წაიყვანო იმიტომ, რომ არჩევნებზე მისვლის გარეშე, იმასაც ვერ ამტკიცებ, რომ ხალხი მივიდა. დღეს ეს დიდი არგუმენტია. ამ არჩევნებზე ისეთი მობილიზება იყო, როგორც 2012 წელს. 12 წელიწადში 3 არჩევნები ისე გავიარეთ, რომ ასეთი დონის მობილიზება არ ყოფილა“,- განაცხადა ქემოკლიძემ. ამასთან , ქემოკლიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში 40-42 პროცენტზე მეტი ვერ აიღო და „დანარჩენი ხმები ტექნიკური მანიპულაციით დაიმატა“. ბმული: https://www.interpressnews.ge/ka/article/818563-kaxa-kemoklize-tu-parlamentma-saertashoriso-legitimacia-sheizina-tuki-dadasturda-rom-shedegi-ar-iqo-manipulirebuli-rac-aris-absurdi-ra-tkma-unda-gansxvavebuli-midgoma-ekneba-qvelas
-
საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან. “შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის კანონპროექტების ამოქმედება, რომლებიც რუსული კანონების სარკის ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანებული იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი”, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სამართლიანობის აღდგენაზე. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს. ipn
-
ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა - ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია. “მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის. არჩევნები კი არ არის თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს?! თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში?! ფაქტობრივად, ჩიხში ვართ. საქართველოს დიდი ნაწილი დღეს ქუჩაში დგას და ამბობს, რომ ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს, შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა. ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ როგორ უნდა იარონ? იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?! - აღნიშნა გახარიამ. ipn
-
საქართველო ევროპას ეკუთვნის! დღეს ჩემი გული მამაცი ქართველი ხალხის გვერდითაა, რომელიც სამართლიანობისა და საკუთარი მომავლის ფორმირების უფლებისთვის იბრძვის, - ამის შესახებ ბელარუსი ოპოზიციონერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ქართველები იმსახურებენ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, ევროპულ გზას, რომელიც ემყარება დემოკრატიას და თავისუფლებას და უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლებას, თავად გადაწყვიტონ საკუთარი ბედი“, - აცხადებს ტიხანოვსკაია. ipn
-
EU-ის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები: ვუერთდებით მოთხოვნას მიუკერძოებელ გამოძიებაზე
tvati posted a blog entry in ახალი ამბები
ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრები საქართველოში გამართული არჩევნების საკითხზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი უერთდებიან გამოძიების შესახებ მოწოდებას და აკრიტიკებენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს. განცხადებას უერთდებიან: მარტინ დვორაკი ჩეხეთის ევროპის საკითხთა მინისტრი მარი ბიერი დანიის ევროპის საკითხთა მინისტრი ანა ლიურმანი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპისა და კლიმატის საკითხებში მარგუს ცაჰკნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იოაკიმ სტრანდი ფინეთის ევროპის საკითხთა და საკუთრების მართვის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი საფრანგეთის მინისტრ-დელეგატი ევროპის საკითხებში ჯენიფერ კაროლ მაკნეილი ირლანდიის სახელმწიფო მინისტრი ევროკავშირის საკითხებში გაბრიელიუს ლანდსბერგისი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კასპარ ველდკამპი ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ხავიერ ბეტელი ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ადამ შლაპკა პოლონეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი ინეს დომინგოსი პორტუგალიის სახელმწიფო მდივანი ევროპის საკითხებში იესიკა როსენკრანცი შვედეთის ევროკავშირის საკითხთა მინისტრი პუბლიკა -
ამ არჩევნებმა გვაჩვენა, რომ შეიძლება კარგად იყო ორგანიზებული ადმინისტრირება, მაგრამ, სინამდვილეში, გამოყენებულ იქნა ყველა ინსტრუმენტი, რათა სრულიად სხვა შედეგი დადებულიყო, რაც საზოგადოებრივ განწყობებს არ შეესაბამება. დღეს მთავარი არის, რომ მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ მტკიცებულებებს და მივაწოდოთ ეს ინფორმაცია საერთაშორისო აქტორებს. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2508794766176529
-
გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ვალენსიას" წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი. "ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს", - განაცხადა მამარდაშვილმა, რომლის კომენტარს "ეროვნული ნაკრები" ავრცელებს. იპნ