Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. შვედი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის საქართველოში ყოფნის მიზეზებს, გზას საქართველომდე და საქართველოდან, განმარტავს აქტივისტი, პლატფორმა „მწვანეების“ თანადამფუძნებელი, გრეტა თუნბერგის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოში, თამარ ჯაყელი. მისი თქმით, შვედი აქტივისტი საქართველოში თავისი ინიციატივით, საქართველოსადმი და ზოგადად, რეგიონისადმი პირადი ინტერესის გამო იმყოფება. რას წერს თამარ ჯაყელი: ვინ ჩამოიყვანა გრეტა? არავინ. თავისით ჩამოვიდა, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად. ბოლოს თურქეთში იყო. ხმელეთით მოგზაურობს თვეზე მეტია, თავის თანატოლ შოტლანდიელ კლიმატის აქტივისტთან ერთად. მოგზაურობს მოკრძალებულად, თავისი საძილე ტომრით. ხან მატარებელს იყენებს, ხან -ავტობუსს, ხან – სხვა საჯარო ტრანსპორტს. ქვეყანაში ჩასვლამდე რამდენიმე დღით ადრე ეკონტაქტება ადგილობრივ აქტივისტებს და რჩება მათთან. რომ არა თურქული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც გრეტას მარიამ კვარაცხელიას ნომერი მისცა, ვერც გავიცნობდით. ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ნამდვილი გრეტა ჩამოდიოდა, სანამ არ ვნახეთ ჩვენი თვალით. ამიტომ, როცა ვინმე წერს, რომ პრაიდმა ჩამოიყვანა, ან მწვანეებმა ჩამოიყვანეს, ან გლობალური ომის პარტიამ, ან ჰამასმა, ან მასონებმა, ან უცხოპლანეტელებმა, არ დაუჯეროთ. ჩამოვიდა თავისით. ადგილობრივი აქტივისტები უბრალოდ ვმასპინძლობთ, საუკეთესო ქართულ სტილში. რა მიზანი აქვს გრეტას ვიზიტს? აინტერესებდა საქართველო და ჩვენი რეგიონი და ახლა, როცა ჩვენს მეზობლად აზერბაიჯანი მასპინძლობს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან კლიმატის კონფერენციას, გრეტამ გადაწყვიტა, გაერთიანდეს აზერბაიჯანელ, სომეხ და ქართველ აქტივისტებთან და მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს აზერბაიჯანში COP29-ის ჩატარების პრობლემატურობას. რატომ არის პრობლემატური აზერბაიჯანში მსოფლიოს მთავარი კლიმატის კონფერენციის ჩატარება? 1. აზერბაიჯანი არის პეტროსთეითი, ანუ ნავთობზე და გაზზე დაფუძნებული ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ირონიული და ტრაგიკულია, რომ კლიმატის ბედი პეტროსთეითში წყდება, უკვე მესამედ (შარშან ემირატებში, ხოლო იმის წინ ეგვიპტეში ჩატარდა COP). 2. აზერბაიჯანში განსაკუთრებით COP-ის წინა თვეებში ბევრად უფრო ინტენსიური გახდა რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. ალიევის რეჟიმი დევნის ყველას, ვისაც კრიტიკული აზრი გააჩნია. ასობით აქტივისტია დაჭერილი და გრეტას მიზანია, ალიევმა ვერ აუხვიოს თვალი საერთაშორისო საზოგადოებას. აზერბაიჯანში არ მიდის, ბოიკოტს უცხადებს გრეტა COP-ს, მაგრამ ჯერ დღეს თბილისში ეხმარება აზერბაიჯანელ აქტივისტებს მცირე საპროტესტო აქციის მოწყობაში და მერე უკვე სომხეთში მიდის იქაურ აქტივისტებთან ერთად აქციების დასაგეგმად. რატომ არ პოსტავს საქართველოზე? დაპოსტავს. უნდოდა, რომ კარგად გასცნობოდა სიტუაციას, ამიტომ დადის ჩვენს აქციებზე. წინა ორშაბათს აქციაზე უამრავ მედიას ჩაეწერა და ყველას უთხრა, რომ სოლიდარულია საქართველოს საზოგადოების, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის: „მინდა, ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო ადამიანების მიმართ, რომლებიც იბრძვიან იმ რეპრესიების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი აწყდებიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავი დააღწიონ სივრცეს, რომელიც მათ ევროპულ მომავალს ზღუდავს“. ზოგადად, ორი მიმართულებით არის სოციალურ ქსელში აქტიური: კლიმატის კრიზისი და პალესტინელების მიმართ ისრაელის მიერ მოწყობილი გენოციდისთვის ყურადღების მიპყრობა. გუშინ მითხრა ასეთი ფრაზა, რომ იმდენად ბევრი საქმე აქვს უკვე წლებია (თან გუნდიც არ ჰყავს, ძირითადად მარტო აკეთებს ყველაფერს), რომ ყოველდღე ყველაზე სასწრაფო საქმეებს აპრიორიტეტებს აქტივიზმის კუთხით. დღეს რომ შევხვდები, ვეტყვი, რომ ვეღარ ვითმენთ ქართველები და მალე გვჭირდება მისი პოსტიც. გრეტა თუნბერგი ეკოაქტივისტია შვედეთიდან. ის ახლა 21 წლისაა. გამოჩენის დღიდან, როცა ჯერ კიდევ 15 წლის მოზარდი იყო, სიძულვილის სამიზნე გახდა. იმდენად მასშტაბური იყო მის მიმართ ზიზღის შემცველი დისკუსიები, რომ ამ თემას ვრცელი სტატიები მიუძღვნეს გავლენიანმა გამოცემებმა, მათ შორის, BBC-მ. გრეტა თუნბერგის საქართველოში ჩამოსვლასაც მოჰყვა სხვადასხვა სახის ვარაუდები მისი აქ ყოფნის მიზეზებთან დაკავშირებით. მათ შორის, პროტესტის მონაწილე ადამიანებში, ვის მხარდასაჭერად გრეტა თუნბერგი აქციებზე გავიდა. „ყველა, ვისაც არ ეზარება, გრეტას აშავებს. მარია ზახაროვა ამბობს, დასავლეთმა თავისი აგენტი გამოაგზავნაო. ვიღაც ლიბერტარიანელები პოსტავენ, ეფესბეს აგენტიაო. ბევრი ჰამასის მხარდაჭერას აბრალებს, როცა ადამიანის მიზანი პალესტინელთა ენით აუწერელი ტანჯვისთვის ყურადღების მიპყრობაა. იგივე ადამიანები ანტისემიტიზმში დებენ ბრალს, როცა ანტისიონიზმია გრეტას პოზიცია და ისრაელელების გარკვეული ნაწილიც იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ პალესტინის ტერიტორიების დეოკუპაცია უნდა მოხდეს და პალესტინელ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს, თავისით გადაწყვიტოს საკუთარი ბედი. კი, კონტროვერსიული აქტივისტია გრეტა და ყველაფერში არც მე ვეთანხმები, მაგრამ უმეტესი ისტორიული ფიგურა, ვისაც თავის ცხოვრებაში მიუღწევია გარკვეული ცვლილებისთვის, ასევე კონტროვერსიული იყო. კონტროვერსიული იყო განდიც და მარტინ ლუთერ კინგიც“, — წერს თამარ ჯაყელი. თუნბერგი ამბობდა, რომ ის და სხვა ეკოაქტივისტები, რომლებიც არანაკლები სიძულვილის სამიზნე არიან, მათ შორის, პოლიტიკოსების მხრიდან, ლაპარაკობენ მხოლოდ იმას, რაზეც ათწლეულებია წერენ მეცნიერები. ახალგაზრდა თუნბერგი პოზიციონირებს როგორც აუტისტური სპექტრის მქონე, გარემოსთვის მებრძოლი ადამიანი და ის ამ მოძრაობის ლიდერად სახელდება მსოფლიოში. ფორბსის მიერ დასახელებული იყო 100 ყველაზე ძლიერ ქალს შორის 2019 წელს. ნომინირებული იყო ნობელის პრიზზე. ნეტგაზეთი
  2. ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნები და მისი ლეგიტიმაციის ირგვლივ არსებული კითხვები იყო. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ინფორმაციით, მათ ისაუბრეს როგორც არჩევნების საერთაშორისო გამოძიების პერსპექტივებზე, ისე პოტენციურ სანქციებზე, რაც შეიძლება დასავლეთმა დაუწესოს “ქართული ოცნების” ლიდერებს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის, ხელმძღვანელ პირებს. “ამ არჩევნებს არ ექნება აღიარება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, სანქციებზეც ვისუბრეთ, იყო საუბარი სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, იყო ფინანსურ მხარდაჭერებზე, მაგრამ იყო საუბარი ისეთ სრულიად ახალ მექანიზმებზე საუბარიც, რომლებსაც ჩვენ ჩავრთავთ ამ პროცესში, რომელიც ჯერ არ გაგვიჟღერებია საჯაროდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, კოალიცია “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა. კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, დღის წესრიგში დგას ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაც. ბოკუჩავა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განიხილება არა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა, არამედ დროებით შეჩერება, იმ დრომდე, სანამ საქართველოს არ ეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ. “ქვეყანაში არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი არ დატოვა “ქართულმა ოცნებამ”, რომელიც არის დამოუკიდებელი. ამიტომ ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო საგამოძიებო სისტემა იმისთვის, რომ რეალურად ობიექტურობა [გარანტირებული იყოს] – ამაზეც იყო საუბარი. კონკრეტულად, რა ფორმა შეიძლება იყოს, ბუნებრივია, დღეს ვერ გადაწყდებოდა იმიტომ, რომ ჩვენ არც მანდატი გვაქვს [ამისთვის]. ფორმა ჩამოყალიბებული უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად”, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა, “გახარია – საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა. კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს პოტენციურ სანქციებზე. “ამ უმსგავსობას, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაიდინა 26 ოქტომბერს და ახლა ცდილობს ლეგიტიმაციას, ამას მოჰყვება ძალიან მწარე ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისთვის, რაც არის ძალიან სამწუხარო. ამიტომაც არის აუცილებელი, რომ არ მოხდეს ამ მიტაცებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია”, – განაცხადა ჯაფარიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. საქართველოში ჩამოსული არიან დიპლომატები ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნიდან – ფინეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან. ოპოზიციის ლიდერების გარდა, მათ უკვე გამართეს შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა. პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვა. დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კი მათ უსაქმურები უწოდა. საღამოს, 19:00 საათზე, პარლამენტთან დაგეგმილია აქცია, სადაც მოქალაქეები ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბებიან. სავარაუდოა, რომ ევროპელი დიპლომატები შეუერთდებიან ამ აქციას. ნეტგაზეთი
  3. „ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო“, – ასე უპასუხა ფრანგმა პარლამენტარმა ფრედერიკ პეტიტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის უარს, შეხვედროდა ევროპული ქვეყნების დეპუტატების დელეგაციას. ფრანგი პარლამენტარის თქმით, პაპუაშვილის განცხადება დემოკრატიის არსის სრული უარყოფაა. „ძალიან გულდასაწყვეტია. ევროკავშირი არის ოჯახი, ის გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი… ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით, ევროპაში ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ პარლამენტის წევრი მეუბნება, „მე არ შეგხვდები იმიტომ, რომ არ მეთანხმები მე“. ეს ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ. ევროკავშირი თავიდანვე ამ საფუძვლებზე იდგა. ევროპაში განხილვები მიდის იმ ხალხთან, ვინც არ გეთანხმება და ამაში, რა თქმა უნდა, პარლამენტებია ჩართული“, – განაცხადა ფრედერიკ პეტიტმა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტარებისგან შემდგარ დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. კერძოდ, თბილისში იმყოფება ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია. როგორც პაპუაშვილი ამბობს, „ამ ჯგუფმა“ მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვა, რაზეც უარი უთხრა და მიზეზი წერილობითაც განუმარტა. აღნიშნულ წერილს პაპუაშვილი Facebook-ზე ავრცელებს. უარის ერთ-ერთ მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს, დელეგაციაში შემავალი რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსის, მათ შორის ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისს კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი. პაპუაშვილი მათ ადანაშაულებს არამეგობრულ დამოკიდებულებასა და საქართველოს არჩევნებში ჩარევაში. პაპუაშვილმა უარი უთხრა შეხვედრაზე EU-ს ქვეყნების პარლამენტარების დელეგაციას ნეტგაზეთი
  4. პოლონეთის პარლამენტის წევრმა, მიხალ კამინსკიმ ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა: პუბლიკა
  5. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა თქვა, რომ ქართულმა ოპოზიციამ არასწორად შეაფასა ზოგიერთი რამ წინასაარჩევნო პერიოდში. საქართველოს პრეზიდენტთან ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხაილ როთმა თქვა: პუბლიკა
  6. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, რომელიც უკრაინაში იმყოფება, კიევში გამოცხადებული საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის გამო იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბორელი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „კიევში დღეს თავშესაფარში ვიწყებ, რადგან რუსეთი მორიგი სარაკეტო შეტევას ახორციელებს. ეს არის უკრაინელი ხალხის ყოველდღიური რეალობა რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ“, - წერს ბორელი. ცნობისთვის, ჯოზეფ ბორელი უკრაინაში შაბათს ჩავიდა. იპნ
  7. ივანიშვილს თუ 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნები შერჩა, შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში უბრალოდ არ იქნება. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1970864730096148
  8. „ვითხოვთ ახალ არჩევნებს” - ამ მოთხოვნით „დაიტოვეს“ საპროტესტო აქცია თბილისში 10 ნოემბერს გაიმართა. აქციას, სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, შეურთდნენ პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრები და პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია. ფოტოებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჯგუფი „დაიტოვეს” მიერ ორგანიზებული აქცია თავისუფლების მოედნიდან დაიწყო და სიმბოლურად ევროპის მოედანზე დასრულდა. აქციის მონაწილეებს საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადაკეტილი ჰქონდათ მტკვრის ორივე სანაპირო და ბარათაშვილის ხიდი. ცნობისთვის, აქციის ორგანიზატორებმა დღეს შეკრება ორ ლოკაციაზე დააანონსეს – პრეზიდენტის სასახლესთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
  9. შვედი აქტივისტი, გრეტა თუნბერგი მოქალაქეებს მოუწოდებს 11 ნოემბერს, 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე (პუშკინის პარკი) შეიკრიბონ. „შემოგვიერთდით, როდესაც გავერთიანდებით ავტორიტარიზმისა და ექსპლუატაციის ტალღის წინააღმდეგ, რომელიც ვრცელდება კავკასიაში“, - წერს აქტივისტი პლატფორმა X-ზე. როგორც თუნბერგი აღნიშნავს, „ჩვენ მხარს ვუჭერთ რეალურ თავისუფლებას, თანასწორობას, სამართლიანობას და რეგიონს, სადაც ხალხი პირველ ადგილზეა და არა სარგებელი“. იპნ
  10. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პოლიტიკოსებმა მასთან და პარლამენტის ზოგიერთი კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ითხოვეს. პაპუაშვილი წერილში, სადაც უარის მიზეზებს გამარტავს წერს, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“. დღეს ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის დელეგაცია ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდება. საქართველოში არიან ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. იხილეთ წერილი:
  11. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ცნობისთვის, თბილისს ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია სტუმრობს. კერძოდ, გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საქართველოში ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის პარლამენტების კომიტეტების თავმჯდომარეები ჩამოვიდოდნენ. მიხაილ როთთან და ჟიგიმანტას პავილიონისთან ერთად, თბილისს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონი, ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ფინეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იუკა კოპრა, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკ პეტი, შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ერიკ ოტოსონი და პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი ეწვივნენ. იპნ
  12. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის (ჯუკა კოპრა), შვედეთის (ერიკ ოტოსონი), საფრანგეთის (ფრედერიკ პეტიტი), ლიეტუვის (ჟიგიმანტას პავილიონისი), ლატვიის (ინარა მურნიესი), ესტონეთის (მარკო მიკელსონი), პოლონეთისა (მიხალ კამინსკი) და გერმანიის (მიხაილ როთი) კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა გაავრცელა. ცნობილია, რომ შეხვედრები გაიმართება ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც. პუბლიკა
  13. საჰაერო თავდაცვის ძალები ამ კვირაში დღე და ღამ მუშაობდნენ უკრაინის ცის რუსული ტერორისგან დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ წერს. მისი თქმით, გუშინ ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ რეკორდული რაოდენობის - 145 Shahed-ის და სხვა ტიპის დრონი გამოიყენა. მთელი კვირის განმავლობაში კი რუსეთმა 800-ზე მეტი მართვადი საჰაერო ბომბი, დაახლოებით 600 დრონი და სხვადასხვა ტიპის თითქმის 20 რაკეტა გამოიყენა. „ასეთი ტერორის სიტყვებით შეჩერება შეუძლებელია, ბავშვების მკვლელობისა და საყვარელი ადამიანების დაკარგვის დავიწყება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია. „ტერორისგან დაცვა თამამი გადაწყვეტილებების გარეშე შეუძლებელია - ეს ყველა ქვეყნისთვის ნათელია. სამართლიანობის გარეშე არ არსებობს ხანგრძლივი მშვიდობა და ამის მიღწევა უკრაინისთვის საკმაოდ რეალურია“, - აღნიშნა ზელენსკიმ. იპნ
  14. ქართველი კინორეჟისორის, ნუცა წიქარიძის “მცხუნვარე მზე” კოტბუსის კინოფესტივალის გამარჯებული გახდა. ფილმმა მთავარი პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მიიღო. “მცხუნვარე მზის” მთავარი პერსონაჟები ბავშვები არიან, რომლებიც არდადეგებზე სოფელში, წასულები მოულოდნელ თავგადასავლებში გაეხვევიან. კოტბუსის კინოფესტივალი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ფესტივალია 5-10 ნოემბერს ჩატარდა. ის 1991 წლიდან არსებობს და ძირითადად, აქცენტირებულია პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნების რეჟისორების ნამუშევრებზე. ნეტგაზეთი
  15. „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) დაკვირვებით, გამოიკვეთა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე მათ მხარდამჭერ კამპანიაში არიან ჩართული. ორგანიზაციის ცნობით, არაავთენტური ანგარიშები, რომელთა ნაწილიც სხვის იდენტობას იპარავს, ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ პოსტებზე კოორდინირებულად და მრავალჯერ აკომენტარებენ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ პოსტზე არაავთენტური ანგარიშების კომენტარები ხშირად იდენტური ან მსგავსი შინაარსისაა. ISFED ამბობს, რომ კომენტარებში გავრცელებული მოსაზრებების ვალიდურობის გაზრდის მიზნით, არაავთენტური ანგარიშები სხვა, რეალური ადამიანების ფოტოებს იპარავენ. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფოტოს ვერიფიკაციის ინსტრუმენტების გამოყენებით 7 ყალბი ანგარიშის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების რეალურ წყაროს მიაგნო. ორგანიზაციის ცნობით, საეჭვო ანგარიშებზე განთავსებული ფოტოების გადამოწმება შესაძლებელი არ არის, თუმცა ისინი სხვა საეჭვო მახასიათებლებით გამოირჩევიან. „სამართლიანი არჩევნების” დაკვირვებით გამოიკვეთა, რომ უმეტესი მათგანის პროფილის ფოტოების განთავსების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ამასთანავე, პროფილის საეჭვოობის ინდიკატორებს ისიც ემატება, რომ ანგარიშებს, ძირითადად, 2-3 ფოტო უდევთ, რომლებიც, უმეტესად, ერთსა და იმავე დღეს აქვთ გამოქვეყნებული და მათი ინტერაქციები მცირეა. როგორც „სამართლიანი არჩევნები” წერს, გამოქვეყნებულ პოსტებზე კომენტარებში არაავთენტური ანგარიშები ცესკოს მხარდამჭერ კამპანიას აქტიურად აწარმოებენ. კერძოდ, ისინი მიუთითებენ, რომ არჩევნები ობიექტურად და ყველა წესის დაცვით ჩატარდა და ცესკომ მაღალი სტანდარტით იმუშავა. აქტიურად ვრცელდება ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მხარდამჭერი კომენტარები. ამასთანავე, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმაზე, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები გამართული იყო, ხოლო ხმის ფარულობა – დაცული. კომენტარებში ხაზგასმულია, რომ არჩევნები საერთაშორისო მისიებმა დადებითად შეაფასეს. ISFED-ის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფეისბუქგვერდზე საეჭვო და ყალბი ანგარიშების მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით წარმართული არაავთენტური ქმედებები საინფორმაციო სივრცისთვის პრობლემურია. ISFED-ის დაკვირვების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე. პუბლიკა
  16. ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. კერძოდ, სხდომაზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” და „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!” საჩივრების განიხილავენ. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, ცესკოს 11 წევრის მხარდაჭერა რომ არა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამასთან, განმარტა, რომ საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს ოპოზიციის მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა. „რომ არა 11 წევრის მხარდაჭერა, 95 ათასზე მეტ ამომრჩეველს უცხოეთში არ ექნებოდა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. რომ არა ჩვენი გადაწყვეტილება და მათ შორის თქვენიც, ამ ნაწილს არ დაგიკარგავთ, დამატებით 7 უბანი არ შეიქმნებოდა. ეს არის რეალობა. რომ არა კომისიის შესაბამისი წევრების მხარდაჭერა, 67 საარჩევნო უბანი არ შეიქმნებოდა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა, რის საპასუხოდაც ოპოზიციის წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ მიმართა, რატომ არ შეიქმნა 67-ზე უფრო მეტი უბანი. ამასთან, კალანდარიშვილმა განმარტა, რომ ცესკოს მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, მათი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. „მესმის, არ მოგწონთ რასაც გეუბნებით, მაგიტომ გამოიწვია თქვენი აღელვება. მესმის ღელვის და აღშფოთება, არ მოგწონთ, როდესაც სიმართლეს გეუბნებით. ჩვენი მიზანი პოლიტიკური შედეგი არ არის, ჩვენი მიზანია არჩევნების ადმინისტრირება. სხვაგან გადადიხართ, სადაც არგუმენტები არ გაქვთ“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა. კირთაძემ კალანდარიშვილს მიმართა, რომ ის „ქართული ოცნების“ დავალებებს ასრულებს. „მმართველი პარტიის მხარეს რატომ დგახართ?! რატომ იბრძვით, რომ არსებული ხელისუფლება დარჩეს ბოლომდე? ვალდებულება გაქვთ „ქართულ ოცნებასთან“, რადგან აგირჩიეს?- აღნიშნა ცესკოში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი დავით კირთაძემ, აღნიშნულის საპასუხოდ კი კალანდარიშვილმა განმარტა: „ვინ წარმადგინა? ჩემმა საკუთარმა თავმა წარმადგინა. რა შუაშია ჩემი არჩევა?...არჩევნების დღეს სადაც იყო შესაბამისი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მყისიერი რეაგირება მივიღეთ. ვხედავთ, რომ კამერები გხიბლავთ ხოლმე, ისეთი მოქმედებები შექმნა...დამშვიდდით. მგონი, საზოგადოებამ დაინახა აქცენტების შემოტანა, თითქოს თქვენი მხარდაჭერით განხორციელდა 60 საარჩევნო უბნის შექმნა“,- აღნიშნა კალანდარიშვილმა. ამასთან, სხდომის მიმდინარეობისას ცესკოს მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს „ბოტები“ უწოდა. აღნიშნულის საპასუხოდ კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა მათ „გამყალბებლები“ უწოდეს. იპნ
  17. გერმანიის ქალაქ ბრემენში 40 წლის მამაკაცის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაკავებული 28 წლის მამაკაცია და ის მსხვერპლის ახლო გარემოცვიდან იყო. მკვლელობა სექტემბერში მოხდა, მოსამართლემ ეჭვმიტანილის დაკავების ორდერი გასული კვირის პარასკევს გასცა. გამოძიება გრძელდება. იპნ
  18. ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს თეთრ სახლში ოთხშაბათს, 13 ნოემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ განცხადებას თეთრი სახლი ავრცელებს. “პრეზიდენტი ბაიდენის მოწვევით, პრეზიდენტი ბაიდენი და პრეზიდენტად არჩეული ტრამპი შეხვედრას გამართავენ ოვალურ ოფისში, ოთხშაბათს, 11:00 საათზე. დამატებით დეტალებს მომავალში გავავრცელებთ,” - ნათქვამია განცხადებაში. პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობას ტოვებს და პრეზიდენტის, რომელიც თანამდებობაზე მოდის, შეხვედრები ტრადიციულად ითვლება ამერიკულ პოლიტიკაში. ცნობისთვის, 2020 წელს დონალდ ტრამპმა არ მიიწვია ჯო ბაიდენი, რომლის წინააღმდეგაც საპრეზიდენტო არჩევნები წააგო. ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა 7 ნოემბერს თავის გამოსვლაში აღნიშნა დონალდ ტრამპის სამომავლო ადმინისტრაციისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემის მნიშვნელობა, და პირობა დადო, რომ ამას ხელს შეუწყობდა. ipn
  19. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, არ შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, თითქოს რუსული კანონის წინააღმდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოში არ გაგზავნილა. ამ განცხადებით საია სამთავრობო მედიასაშუალებებს ეხმაურება. დღეს ტელეკომპანია „იმედმა“ სააგენტო „პრაიმ ტაიმზე“ დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ არასამთავრობო და მედიაროგანიზაციების საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ შესულა. ამაზე საუბრობს რამდენიმე კვირაა მმართველი გუნდიც. შალვა პაპუაშვილმა რამდენიმე ბრიფინგზე ახსენა, რომ სტრასბურგში საჩივარი არ შესულა და ის ინტერესდებოდა, რატომ სჭირდება ამას ამდენი დრო. „ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია ავრცელებს მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ. გვინდა განვმარტოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. საჩივარი 2024 წლის 17 ოქტომბერს გაიგზავნა. პოსტს თან ერთვის გადამზიდი კომპანიის მიერ მოწოდებული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საჩივარი, სტრასბურგის სასამართლოს 2024 წლის 22 ოქტომბერს ჩაბარდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქმის რეგისტრაციის პროცედურები, რომელიც საქმის მოცულობის გათვალისწინებით, გარკვეულ დროს მოითხოვს“, – აცხადებს საია და ტექსტს თან ურთავს ფოსტის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გზავნილი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს მისაღებს ჩაბარდა, 27.9 კილოგრამი იყო. 17 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაიგზავნა. მანამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, ხოლო სარჩელი არსებითად განსახილველად ნაწილობრივ მიიღო. არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე. პუბლიკა
  20. ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. როთი ირაკლი კობახიძის სიტყვებს ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ “ოლაფ შოლცს თავისი პრობლემები აქვს” და არ იცის, “როგორ მოიცალა საქართველოსთვის”. “ძვირფასო ირაკლი კობახიძე, ჩვენს კანცლერზე ნუ ნერვიულობთ. მაგრამ ჩვენ ვნერვიულობთ საქართველოში თავისუფლებასა და დემოკრატიაზე. რატომ? მოდით შევხვდეთ და ვისაუბროთ. მსურს თბილისში თქვენს საყვარელ კაფეში მოგიწვიოთ. თავისუფალი იქნებით ორშაბათს?” - წერს როთი. იპნ
  21. არ ვაპირებთ, ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი - „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომელიც საპროტესტო მსვლელობას უერთდება. მისი თქმით, მთავარი მიზანი ქვეყნის ევროპულ და დემოკრატიულ გზაზე დაბრუნებაა, რაც მხოლოდ ერთობით და სხვადასხვაგვარი წინააღმდეგობით უნდა იქნას მიღწეული. „ის, რომ პარტია არ არის აქციების ორგანიზატორი, თუმცა აქციებს, როგორც მოქალაქეები, ჩვენს ამომრჩეველთან ერთად ვუერთდებით, ეს ახალი არ არის, ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია ის, რომ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც კონსტიტუციური უფლებაა, იყოს გამოხატული იმ სარეთო მიზნისთვის, რასაც ამ ქვეყნის დემოკრატიის და ევროპული მომავლის გადარჩენა ჰქვია ხელახალი არჩევნებისთვის. არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია შევუქმნათ იმ გაყალბებულ არჩევნებს და მათ შორის, პარლამენტს, რომლის ლეგიტიმაცია არც სახლში და არც დასავლეთში არ არის ცნობილი. რაც შეეხება გეგმებს, ჩვენ გვაქვს, მათ შორის, ჩვენი განსხვავებული ხედვა, რომელსაც გიორგი გახარია აცნობს როგორც ჩვენს ამომრჩეველს, ისე საზოგადოებას და წინააღმდეგობის ამ ფორმაში, რასაც ჰქვია მშვიდობიანი დემონსტრაციები, ვიღებთ მონაწილეობას. „ქართული ოცნება“ სარკესთან დგას და საკუთარ თავს აჯერებს, რომ ყველაფერი კარგადაა, როდესაც ყველაფერი ძალიან ცუდადაა და ეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანა შეიყვანეს მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, დამატებითი უსაფრთხოების რისკების შექმნის გზით, ამიტომ ჩვენი გუნდიდან გამოვრიცხავთ ვინმეს პარლამენტში შესვლას და ეს შეგვიძლია მკაფიოდ გითხრათ და მე დარწმუნებული ვარ, რომ სხვა პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებშიც ასეა, თუმცა ეს მათ უნდა თქვან. მთავარი მიზანი, რასაც ქვეყნის ევროპულ გზაზე, დემოკრატიულ გზაზე დაბრუნება ჰქვია, ამას მხოლოდ და მხოლოდ ერთობით და სხვადასხვა წინააღმდეგობის განზომილების გამოყენებით შევძლებთ“, - განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
  22. ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის, - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომლებიც ტრამპსა და ზელენსკის შორის 6 ნოემბრის სატელეფონო საუბრის დეტალებს იცნობენ. წყაროების ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით 25 წუთს გაგრძელდა. ზელენსკიმ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, ხოლო ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს, თუმცა დეტალებში არ შესულა. წყაროების ინფორმაციით, ზელენსკიმ ჩათვალა, რომ საუბარმა კარგად ჩაიარა და ტრამპის გამარჯვების გამო არ უღელვია. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპთან საუბარმა „ზელენსკი სასოწარკვეთილი არ დატოვა“. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ზელენსკიმ პოზიტიურად მიიჩნია თავად ის ფაქტიც, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ მათი სატელეფონო საუბარი ასე მალე შედგა. წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარში ილონ მასკიც მონაწილეობდა, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ Starlink სატელიტებით გააგრძელებს უკრაინის დახმარებას. გამოცემა აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ახლა გზებს ეძებს, რომ უკრაინას რაც შეიძლება მეტი სამხედრო დახმარება მიაწოდოს 20 იანვრამდე, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება. ამავდროულად, წყაროების ცნობით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ტრამპსა და ზელენსკის, ისევე როგორც მათ გუნდებს, შორის პირადი საუბრები გარკვეულწილად უფრო იმედისმომცემი იყო უკრაინელებისთვის. იპნ
  23. მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს,- ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავისუფლების მოპოვებას ბრძოლა სჭირდება. „ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ - ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, - ნათქვამია განცხადებაში. იპნ
  24. ცესკოს ოპოზიციონერი წევრები საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც ცესკოში „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ აღნიშნა, ამ დრომდე ცესკოს ჰქონდა იზოლაციონისტური დამოკიდებულება ოპოზიციონერი წევრების მიმართ და არ აძლევდნენ საერთაშორისო მისიებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების საშუალებას. „ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ვხვდებით ყველაზე მთავარ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საქართველოში, მათ შორის, ეუთო/ოდირის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და NMO-ს წარმომადგენლებს. ეს იყო ჩვენი ინიციატივით, გამომდინარე იქიდან, რომ ცესკოს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა იზოლაციონისტური პოლიტიკა ოპოზიციონერი წევრების მიმართ, ისინი პრაქტიკულად არასდროს არ გვაძლევდნენ იმის შესაძლებლობას, როდესაც უწყებაში მოდიოდნენ ხოლმე საერთაშორისო მისიები, რომ მათთვის რეალური სურათი დაგვენახებინა. ჩვენ ჩვენი პირადი და პარტიული ხაზებით, რა თქმა უნდა, ვაწვდიდით მათ ამ ინფორმაციას, მაგრამ ახლა არჩევნებიდან როდესაც გასულია უკვე 2 კვირა, ჩვენ აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გამოვლინდა ამ დღეებში, ის მიგნებები და დასკვნები, რათა მათ შეფასებებში და საბოლოო ანგარიშებში სრულად აისახოს იმ დარღვევების და მიტაცებული არჩევნების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. ფარულობის პრობლემა არის პირველ რიგში, რომელზეც არავინ დავობს და აგრეთვე ის ცალკეული დარღვევები, რომლებიც მრავლად არის დოკუმენტირებული, აგრეთვე ის სქემები, რომლებიც შეეხება ტექნოლოგიზებულ კარუსელს, რომელიც არის მთავარი მოთხოვნა, კერძოდ ის, რომ ამომრჩეველთა ვერიფიკაციის ხელმოწერილი ჩეკები გაიხსნას - ამას ითხოვენ პარტიები, ამას ითხოვენ მნიშვნელოვანი და რეალური სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ტექნოლოგიზებულ უბანზე, 2263 უბანზე, სადაც არის ამომრჩეველთა 90% კონცენტრირებული, ფარულობა იყო უდავოდ დარღვეული, ეს არის საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად ცნობისა“, - განაცხადა სიორიძემ. უცხოელი დამკვირვებლებისთვის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზე ასევე ინფორმაციის მიწოდების შესახებ ისაუბრა ცესკო-ში „გირჩის“ წარმომადგენელმა, ბორის სოლომონიამ. „შეხვედრა გვქონდა უცხოელ წარმომადგენლებთან, დამკვირვებლებთან. ვესაუბრეთ, იმ დარღვევებზე, რაც არჩევნებზე შევამჩნიეთ, მთავარ საკითხზე, რომ ფარულობა იყო აშკარად დარღვეული. შესაბამისად, ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ მივაწოდეთ, ასევე მივაწოდეთ ვიდეომასალა, რაც ნაჩვენები იყო არჩევნებამდე, რომ ამომრჩევლებისთვის „გაიდლაინები“ იყო მიწოდებული და მას შემდეგ, ახალი „გაიდლაინები“ როგორ ჩაიწერა. ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენეთ უცხოელ დამკვირვებელს. რაც შეეხება მათ წარმოდგენებს, ეს უკვე ჩვენ კომპეტენციას სცდება, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება და დაახლოებით ორ თვეში გვეცოდინება, მთლიანად როგორ შეაფასებენ ამ პროცესს“-განაცხადა ბორის სოლომონიამ. იპნ
  25. „გახარია საქართველოსთვის“ შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. - წარვადგინეთ არჩევნების გაყალბების სქემა, მეთოდების ანალიზი და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ხედვა. AQNasaBjIIv2WeyoHAZAsNC4GbxzKCPUMEfB6vwgitX0pcu9DZr0UkvOf3OjkSRn99bH91zpzXm30hxNUEsgM7Lk.mp4
×
×
  • შექმენი...