Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, დიდი სიახლე ევროპისთვის, - ასე ეხმაურება ლატვიის პრეზიდენტი, ედგარ რინკევიჩი მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუს გამარჯვებას. „ძვირფასო მაია სანდუ, თბილად გილოცავთ მოლდოვას პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. კარგი ამბავი მოლდოვასთვის, კარგი ამბავი ევროპისთვის. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას მოლდოვას ევროკავშირში ინტეგრაციის წინსვლისთვის“, - წერს ედგარ რინკევიჩი სოციალურ ქსელ X-ში. მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ესტონეთის პრეზიდენტი, ალან კარისიც ულოცავს. “გილოცავთ, არჩევნებში გამარჯვებას - მოლდოვას თავისუფლებისა და ევროპისადმი ერთგულებისთვის გამარჯვებას. ესტონეთი მოლდოვას გვერდით დგას ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, - წერს კარისი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით კი, რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავოროტი დაამარცხა. “მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის აგრესიული და მასიური ჩარევის მიუხედავად, მაია სანდუმ მოსკოვის ფავორიტი დაამარცხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტენდენცია მომდევნო დღეებში და თვეებში სხვა ქვეყნებშიც გაგრძელდება”, - წერს ტუსკი X-ზე. იპნ
  2. მაია სანდუ, თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა - მოლდოვას არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც მაია სანდუს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „მოლდოვის არჩევნები საქართველოს მოპარული არჩევნების საუკეთესო „მტკიცებულებაა“ : რუსეთის მხრიდან მსგავსი ჩარევისა და მასიური გაყალბების მიუხედავად, მოლდოვა დიასპორის 300 000 ამომრჩეველმა გადაარჩინა. ჩვენი ძლიერი დიასპორის 1 000 000 წარმომადგენელი შეზღუდეს. ხმის მიცემის ნება მხოლოდ 34 000-ს დართეს,“ - წერს პრეზიდენტი. შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. იპნ
  3. მოლდოვის პროევროპელმა ლიდერმა, მაია სანდუმ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. მან ხმების 55.4% მიიღო, მისმა კონკურენტმა, მოლდოვის ექსპრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟე ალექსანდრ სტოიანგლომ კი – 44.58%. სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება. მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის საბოტაჟს – შედიოდა ზარები, რომ უბანზე ბომბია, რის გამოც პროცესი რამდენიმე ქვეყნის უბანზე შეწყდა. მისივე თქმით, ხორციელდებოდა კიბერთავდასხმები. მიუხედავად ამისა, მაია სანდუმ არჩევნებში გამარჯვება შეძლო. „შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა”. – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაია სანდუს გამარჯვება ასე მიულოცა: მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლდიმირ ზელენსკიმ განაცხადა: ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა: მაია სანდუს გამარჯვება მიულოცა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ:
  4. „ფარულობის არარსებობის მუქარით და სახელმწიფოს მიერ ყველა პერსონალური მონაცემების გამოყენებით, ამ კომპლექსის მოქმედებით, სისტემურობით მოახერხა მოქალაქეების დიდ ნაწილზე ზემოქმედება“ — გიორგი გახარია "ქართულ ოცნებაზე" ვიდეო: https://www.facebook.com/DroebaOfficial/videos/1075909773728263
  5. „ჩვენ თუ დღეს ამ ყველაფერს გონიერად, ცივსისხლიანად არ ვუპასუხეთ, მუნიციპალურ არჩევნებში იგივე ცესკო-ს ადმინისტრაციით, სუს-ის იგივე ადმინისტრაციით, რა უნდა გავაკეთოთ?“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ინტერვიუ სრულად: youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4 გგგ.mp4
  6. „ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4
  7. „სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი“ — გიორგი გახარია. ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4
  8. ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4
  9. „ფაქტობრივად, გამოდის, რომ საკონსულოები არჩევნების გაყალბებაში თავისი ფუნქციით და როლით იყვნენ ჩართული“ — გიორგი გახარია ინტერვიუ სრულად youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4
  10. საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დიპლომატებს დიპლომატიის დღეს ვერ მიულოცავს. პრეზიდენტი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე განმარტავს, თუ რატომ არ აქვს ქართველი დიპლომატებისთვის მილოცვის სურვილი. "დიპლომატიის დღეს ვერ მოგილოცავთ! მიუხედავად იმისა, რომ 20 წლის წინ, სწორედ ჩემი ინიციატივით დაარსდა ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რომელიც უკავშირდება სულხან საბა ორბელიანის სახელს და მოღვაწეობას და ასეთ იუბილეს უნდა აღვნიშნავდეთ სიამაყით! მითუმეტეს, რომ სულხან საბა ჩვენი ევროპული მისწრაფებების ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. ევროპული გზის, რომელსაც მივაღწევთ მხოლოდ დიპლომატიით. მაგრამ არა, ვერა, არც მოლოცვის სურვილი, არც სიამაყის განცდა! დღეს მისი ხსენება სულ ცოტა უხერხულია, როცა ხელისუფლება იმ ნანატრ ევროპულ გზას ფეხქვეშ თელავს, როცა რუსეთისკენ გადადგმულ ნაბიჯებს დიპლომატების უმრავლესობა დუმილით ხვდება და არ აპროტესტებს. ამ დროს, თქვენ, საქართველოს დადუმებულო ელჩებო, ზიხართ ბრიუსელში, ვაშინგტონში და კიდევ რამდენ ევროპულ დედაქალაქში და რისთვის???გადადგომას თუ ვერ ბედავთ, ხმის ამოღებასაც ვერა, ან განსხვავებულ აზრის დაფიქსირებას, აბა რაღა დაგრჩენიათ? ნუთუ ესოდენ გეშინიათ?! რა სულხან საბა, რა ღირსება, რა პროფესიონალიზმი? … მშვიდობა სწორედ, მაშინაა საფრთხეში, როცა ქვეყანას არ გივარგა დიპლომატია! თავისუფლება, მაშინაა საფრთხეში, როცა ვინც ემსახურება სახელმწიფოს, იმას საკუთარი ლანდის ეშინია! დამოუკიდებლობა კი საფრთხეშია, როცა ისინი, ვინც გარეთ უნდა განგაშის სიგნალებს აწვდიდნენ ჩვენ პარტნიორებს რუსეთის ჰიბრიდულ ქმედებებს ვითომც და ვერ იმჩნევენ! გაქვავებულები, გამქრალნი, საელჩოებში, ვით სოროებში დამალულნი, არავის მათი ხმა არ გაუგია, არჩევნებში ემიგრანტების ხმის მიცემის კონსტიტუციის დაცული უფლებაც ვერ დაიცვეს და იმალებიან… ოღონდ ვინმეს არ გაახსენდეს მათი არსებობა! ისტორია არ დაგივიწყებთ და სულხან საბას კი მოეშვით! მისი ხსენება ვერ გიშველით და მის სახელს ჩრდილს უყენებთ!", - წერს პრეზიდენტი. იპნ
  11. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქის ბელოზერკას დასახლებას დაარტყეს, მტრის თავდასხმის ქვეშ სასწრაფო სამედიცონო დახმარების ბრიგადა მოექცა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაბომბვის დროს ქუჩაში მყოფი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლი და ექთანი დაშავდნენ. ორივე მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაც. იპნ
  12. რუსეთმა უკრაინაზე წუხელ იერიში 96 უპილოტო საფრენი აპარატით და X-59/69 ტიპის რაკეტით მიიტანეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს რაკეტა და 66 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, რუსებმა რაკეტა კურსკის ოლქიდან გაუშვეს, დრონები კი ბრიანსკის, კურსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის მიმართულებიდან. უკრაინელებმა 66 დრონი და ერთი რაკეტა კიევის, სუმის, ხმელნიცკის, ჟიტომირის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვოგრადის, პოლტავას, დნეპროპეტროვსკის და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს. 27 დრონი დაიკარგა, ერთი კი, ბელაურის ტერიტორიისკენ გაფრინდა. ipn
  13. საგარეო და საშინაო პოლიტიკის „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს კახა გოგოლაშვილს ესაუბრა. - ბატონო კახა, ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში წარმოადგინა. ამ თემაზე ვრცელი კომენტარები გააკეთეს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა და გაფართოების კომისარმა ვარჰეიმ. გაფართოების ანგარიშის ტექსტის გაცნობის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქმე უფრო რთულადაა, ვიდრე ჩანდა. თუმცა, ვნახეთ, რომ ანგარიშის ტექსტის აღქმაში განსხვავებული პოზიციები აქვთ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. მხედველობაში მაქვს განსხვავებული აღქმები იმაში, თუ რა გვითხრეს და რა გავიგეთ. მოდით საუბარი დავიწყოთ იმით, რა გვითხრა ევროკომისიამ გაფართოების ანგარიშით? - ანგარიში მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს, რომელიც ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ითვლება რეფორმების სფეროებად. ეხება ინსტიტუციურ განვითარებასა და ინსტიტუციური გარემოს ჩამოყალიბების საკითხებს. მაგრამ, ამჯერად, განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული ისეთ თემებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, დემოკრატია და ასევე დემოკრატიულად მართვის პრობლემები. ამ მიმართულებებში ანგარიში აჩვენებს საქართველოს მნიშვნელოვან უკუსვლას. მაგალითად, საარჩევნო კანონთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ მოხდა აშკარა უკუსვლა. გამოხატვის უფლებას პრობლემები შეუქმნა იმ კანონებმა, რომელიც საქართველოში ბოლო პერიოდში იქნა მიღებული. ასევე საუბარია იმაზე, რომ სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობებს შეუქმნა პრობლემები იმის გამო, რომ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობაშია უკუსვლა. ასევე, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ანტიდასავლურ პროპაგანდაში თავად ხელისუფლება იყო ჩართული. ანგარიშში მოხვდა სასამართლოების საკითხი. სასამართლოში არ განხორციელდა ის რეფორმა, რასაც ევროკავშირი სთავაზობდა საქართველოს. პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდა. ანგარიშში ასევეა საუბარი იმ ძალადობებზე, რომელსაც ჰქონდა ადგილი საქართველოში და რომლებიც არ იქნა გამოძიებული. მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმა და თავდასხმა ლგბტ თემის ოფისზე. - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში სხვადასხვა ადგილებზე ნათქვამია - „კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ განხორციელებულა და ძალაში რჩება - საქართველომ უნდა გააუქმოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“.... „ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი კვლავ მნიშვნელოვნად დაბალია“.... „თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების კურსს, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია“... ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოხვედრილი ასეთი შეფასებები რაზე მიუთითებს? - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირმა საქართველოსთან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რეალურად აამოქმედოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ქვეყანას აძლევს შანს გაეხსნას მოლაპარაკების პერსპექტივა. მაგრამ, მოლაპარაკებების პერსპექტივის თემა პრაქტიკულად დახურულია. ამიტომ, ახლა კანდიდატის სტატუსი გინდა გქონია, გინდა არ გქონია. სანამ საქართველო არ შეასრულებს ევროკავშირის რეკომენდაციების მთელ პაკეტს, მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ახლა, რასაც მყისიერად ჩვენგან ითხოვენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონის გაუქმებაა. ასევე კანონის, რომელიც ოჯახური ფასეულობების დაცვას და ბავშვების ლგბტ პროპაგანდისგან დაცვას ეხება. ასევე საუბარია ოფშორულ ზონებიდან თანხების გადარიცხვის შესახებ მიღებულ კანონზე, რომელსაც პარტნიორები რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებისგან თავის არიდების შესაძლებლობად მიიჩნევენ. ასევე საუბარია არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი დარღვევების გამოძიების აუცილებლობაზე და ჭეშმარიტების დადგენაზე. - არჩევნებისას გამოვლენილი დარღვევების გამოძიების საკითხებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე მინდა გკითხოთ - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში საქართველოზე ნათქვამი ხელისუფლებამ როგორ აღიქვა? - ხელისუფლებაში ძალიან კარგად იციან, რასაც ნიშნავს ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოხვედრილი თქვენს მიერ მოხმობილი აზრები. მაგრამ, ხელისუფლებისთვის მთავარი არ არის რას ამბობს მათზე ევროკომისია. ხელისუფლებისთვის მთავარია, თუ როგორ ინტერპრეტაციას მისცემს ის მოსახლეობისთვის ევროკომისიის კრიტიკას. ანუ, რამდენად დააჯერებს საზოგადოებას, რომ თითქოს ყველაფერი კარგადაა. ამიტომ, მე არ გამიკვირდება მათი მხრიდან იმაზე საუბარი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და ასე შემდეგ. ხელისუფლების მხრიდან ამგვარი რიტორიკა არის პოლიტიკური სპეკულაცია. - ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ განმარტებები, რომ „საქართველო გაფართოების ნაწილია“, რომ, „ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში საქართველოსთან პროცესის შეწყვეტაზე საუბარი საფუძველმოკლებულია“, „ანგარიში საკმაოდ პოზიტიურად აფასებს საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციური თავსებადობის ხარისხს ევროკავშირის მოთხოვნებთან“. იმის ფონზე რაც ბრიუსელში ითქვა, რა უნდა ვიფიქროთ - ხელისუფლებამ ვერ გაიგო რაც გვითხრეს, თუ რა ხდება? - ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო რაზეა საუბარი. ამ თემაზე ხელისუფლების მხრიდან სპეკულაციებს არ აქვს საზღვარი. ხელისუფლება ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივიდან რომ არ ამოგდეს, ეს უნდა გვიხაროდეს. ევროკავშირი საქართველოს ევროკავშირის გაფართოების გეგმებიდან იმიტომ არ ამოგდებს, რომ ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ ევროკავშირი თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან საქართველოს ვერ ამოაგდებს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასთან პრეტენზიები არ აქვს. ახლა ხშირად საუბრობენ თურქეთზე. აგერ თურქეთი ამდენი წელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ მას ევროკავშირში არ იღებენ. თურქეთი ამდენი წელი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა იმიტომაა, რომ ვერ მოახერხა ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებების განხორციელება. იგივე ეხება საქართველოს. ევროკავშირი საქართველოს თავისი გრძელვადიანი გეგმებიდან არ ამოაგდებს. ჩვენ რომ კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ე სიმას ნიშნავდა, რომ საქართველო ევროკავშირს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით აინტერესებს. ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა მოხდეს. მაგრამ, არის მეორე საკითხი, ეს რამდენად შესაძლებელია. რამდენადაა საქართველო დემოკრატიული თვალსაზრისით ევროპასთან თავსებადი ქვეყანა. ევროკავშირის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებებს მაშინ იწყებს, როცა დაინახავს, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა და მმართველობა გამჭვირვალეა. თუ ამ საკითხებში ქვეყანას პრობლემები აქვს, მას ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობის საკითხებში პრობლემები ექნება. - 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების თემა აქტუალურია და ამ თემით უნდა გავაგრძელოთ საუბარი. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ბორელმა თქვა - „არჩევნების სამართლიანად ჩატარებაზე ბევრი რამ დასაზუსტებელი და გამოსაძიებელიაო“. მეტიც, მისივე თქმით, „ეუთო/ოდერმა სერიოზული ხარვეზები გამოავლინაო“. ეს ხარვეზები გამოძიებული კი უნდა იქნას, მაგრამ ჩვენმა პროკურატურამ, იმის ნაცვლად ამით იყოს დაკავებული, პროკურატურაში დაიბარა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ამ თემაზე პრეზიდენტმა პროკურატურას დარღვევების გამოძიებისკენ მოუწოდა. თუ ხელისუფლების განცხადებებით ვიმსჯელებთ, არ უჩანს იმის პირი, რომ ხელისუფლება თუნდაც გამოვლენილ დარღვევების ფაქტებს გამოიძიებს. არადა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა - „კონსულტაციებს გავდივართ კოლეგებთან ევროკავშირში, თუ სხვა რა გამოძიებები შეიძლება იყოს სათანადო“. იმ მოცემულობაში, რაც ახლა გვაქვს, რა შეიძლება გვითხრათ არჩევნებისას მომხდარი დარღვევების გამოძიების პერსპექტივებთან დაკავშირებით? - ეს თემა ახლა, რა თქმა უნდა, საწყის ეტაპზეა. ფაქტია, რომ ევროკავშირმა და აშშ-მ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადეს. ინფორმაციას იღებენ ნელ-ნელა და ხდება ამ ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება და გააზრება. არჩევნები ჩატარდა ისეთი მეთოდით, რომ შესაძლებელია მყისიერად თუ როგორ და რამდენი პროცენტით გაყალბდა არჩევნები. არჩევნების გაყალბება მტკიცდება მრავალი ირიბი მტკიცებულებებით, მაგრამ, პირდაპირი მტკიცებულებები მხოლოდ რამდენიმეა. მაგრამ, იმის თქმა, რომ ამის გამო არჩევნების შედეგი შეიცვალა, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ახლა ხდება ამგვარი ფაქტების შეგროვება და დოკუმენტირება. არის შემთხვევები, როცა ფარულობის ფაქტები არსებობს, მაგრამ ასეთ ფაქტებსაც სჭირდება შეკრება და დოკუმენტად ქცევა. ვითარებაში, როცა ევროკავშირი და აშშ პირდაპირ არ არიან გამოძიებაში ჩართული, ისინი ითხოვენ რომ გამოძიება ჩატარდეს სკრუპულოზურად და ისინი შემდეგ მეტი ყურადღებით განიხილავენ არჩევნების შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოოო გადაწყვეტილებებს. ასევე გადაწყვეტენ დაუნიშნონ თუ არა სანქციები იმ პირებს, ან რაღაცებში შეზღუდონ, ვინც ამ პროცესებში იყო ჩართული. ან მათთან საერთოდ შეწყვიტონ ურთიერთობა, ან ასე შემდეგ. ვიცით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან სწრაფად მიიღო. მხედველობაში მაქვს შვედეთი და კანადა. ახლა სხვა ქვეყნები ვხედავთ რომ არ ჩქარობენ და ელოდებიან მოვლენათა განვითარებას. რატომ აკეთებენ ამას? იმიტომ რომ ევროკავშირი და აშშ პოლიტიკაში აზროვნებენ და მოქმედებენ სტრატეგიულად. ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ იტაცებს არჩევნებს, მაგრამ, ისინი ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ამას არ ეგუება და რომ საქართველოში არის იმის რესურსი, რომ საქართველოში ხელისუფლება დემოკრატიულად შეიძლება შეიცვალოს და საქართველო კვლავ შეიძლება დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ამ გზაზე სწრაფად იაროს. ამიტომ საქართველოს ინტერესების ასე იოლად დათმობა არ მოხდება. მაგალითად, ირანთან დაკავშირებით ევროპას და ამერიკას ამ ეტაპზე არანაირი გეგმები არ გააჩნიათ. თუმცა, იქაც ფიქრობენ, რომ რეჟიმის შეცვლის შემთხვევაში ირანს აქვს მომავალი. მაგრამ, ამას უყურებენ, როგორც გრძელვადიან და რთულად გადასაჭრელ ამოცანას. საქართველოსთან მიმართებაში კი ახლა შესაძლოა ოთხ წლიანი ამოცანა იყოს, ანუ შემდეგ არჩევნებამდე, თუ ახლა „ქართული ოცნება“ დარჩა ხელისუფლებაში. - ხელისუფლება, დარღვევების მცირე ნაწილის გარდა, გახმაურებულ დარღვევებს ვგულისხმობ, სხვა შემთხვევის გამოძიებას არც აპირებს. არც ამ გამოძიებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას არ უჩანს არანაირი პერსპექტივა. თან, ძალიან რთული დასადგენი და გამოსაძიებელია ის, რაზეც ოპოზიცია ამბობს. ფაქტია ისიც, რომ ასეთი ვითარება დიდხანს ვერანაირად ვერ გაგრძელდება... - მოდით, ახლა შორიდან შევხედოთ საქართველოში შექმნილ ვითარებას. თუ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლება მიიტაცა რა დამოკიდებულება ექნება გარე სამყაროს საქართველოს ხელისუფლებაც პოლიტიკურმა ძალას აქვს ძალაუფლება თუ მიტაცებული არა, სხვადასხვა პოპულისტური მეთოდებით შენარჩუნებული. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ამ ქვეყნებთან ევროკავშირსა და აშშ-ს გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. უნგრეთი სხვა ქეისია, რადგან იგი ევროკავშირის წევრია. ისეთი ქვეყანა, როგორც საქართველოა, ევროკავშირმა და აშშ-მ შესაძლოა გააგრძელოს ეკონომიკური ურთიერთობები, მაგრამ, ქვეყნებს შორის ნდობა მაღალი არ ექნება. არაა გამორიცხული საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეუჩერონ. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ არ შეუჩერონ ჰუმანიტარული მოსაზრებების გამო, რომ მოქალაქეები არ დაზარალდნენ. მაგრამ, დიდია იმის შანსი, რომ უვიზო მიმოსვლა შეაჩერონ. რაც შეეხება საერთაშორისო დახმარებებს. ამგვარი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდება და ისეთი იქნება, როგორც ვენესუელას აქვს. საერთაშორისო არხებით აშშ და ევროკავშირი ვენესუელას მაგრამ, სხვა სახის დახმარება, რომლის მიზანი იყო ინსტიტუციური დახმარება და ისეთი, რომელიც ბიუჯეტს ეხმარებოდა სხვადასხვა, განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში, ეს ნამდვილად შეწყდება. სამთავრობო პროპაგანდა ამბობს, რომ თითქოს ევროკავშირმა და ამერიკამ შეუჩერეს დახმარება სახელმწიფოს და მთელი დახმარება გადაუნაწილეს ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რაც აბსოლუტური ტყუილია. ჯერ ერთი ოპოზიციას არავინ არაფერს არ აძლევს, ეს აქაური და იქაური კანონმდებლობითაც აკრძალულია. რაც შეეხება მედიას და არასამთავრობო სექტორს, ის მხარდაჭერა, რაც ხმარდებოდა ამ სფეროების განვითარებას, ჯერჯერობით, ეს დონეა დარჩენილი. შესაძლოა, მომავალში ცოტა გაზარდონ კიდეც, რადგან ფაქტია, რომ საჭიროა თავისუფალი მედიის და თავისუფალი მოქალაქეების აზრის მხარდაჭერა. ქვეყანას შეუმცირდა დახმარება იმის გამო, რომ ისინი არ ენდობიან მთავრობას და ხელისუფლებას. ხედავენ, რომ კონტრპროდუქტიული იყოს მათთვის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარება. საუბარია იმაზე, რომ აშშ-სა და ევროკავშირის დახმარებებს მთავრობა იყენებს თავისი პროპაგანდისთვის. თითქოს მათი თანხებით მოხდა სკვერების მოწესრიგება, გზების მშენებლობა და მცირე წარმოებების გამართვა. არადა ეს ყველაფერი უპირატესად ევროკავშირის ფინანსებით მოხდა. ხელისუფლება ამას ყველაფერს ძალაუფლების შენარჩუნების პროპაგანდისთვის იყენებს ამერიკისა და ევროკავშირის დემონიზების ფონზე. ასეთ ქვეყნებში ეკონომიკური დახმარება და პოლიტიკური მხარდაჭერა მცირდება. თუმცა, ამერიკის სენატშიც გაჟღერდა, რომ აშშ არ შეწყვეტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ისინი სტრატეგიულად აზროვნებენ. თუმცა, საფრთხე არსებობს იმის, რომ ვაშინგტონმა შეანელოს თავისი არაღიარების პოლიტიკა. ფაქტი ისაა, რომ აშშ საქართველოს მტრები არ არიან. მაგრამ, არაა გამორიცხული საქართველოს მათი მხრიდან ბევრს საკითხებში მხარდაჭერა დააკლდეს და ეს ძალიან დიდი რისკის წინაშე დააყენებს ქვეყნის უსაფრთხოებას. საქართველო ავტორიტარული ქვეყნების გარემოცვაშია, რომლებიც ცდილობენ საქართველო „თავის კლუბში“ ჩაწერონ. სადაც ქვეყანა დემოკრატიის გარეშე ცხოვრებას იწყებს, იქ, ქვეყნის განვითარება არ ხდება, ან ხდება ძალიან ცალმხრივი განვითარება. - თუ ისევ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს დავუბრუნდებით. მას შემდეგ, რაც იგი გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, როგორ იმუშავებს იგი საქართველოსთან მიმართებაში? - ევროკომისიის გაფართოების ანგარიში ჩვენ რომ არ შეგხებოდა არ შეიძლებოდა, რადგან საქართველო ოფიციალურად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა. ასეთი ანგარიში კეთდება თურქეთზე, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წლიდან ევროკავშირს მასთან შეჩერებული აქვს მოლაპარაკებები. ყველა შემდგომ ანგარიშში წერია, რომ ქვეყანას წინსვლა არ აქვს და ასე შემდეგ. თუმცა თურქეთის შემთხვევაში აღარ იძლევიან რეკომენდაციებს მასთან მოლაპარაკებების გახსნაზე. საქართველოსთან მიმართებაში მომავალ წლებში ჩვენ გვექნება ასეთი ჩანაწერები, საქართველოსთან ჯერ ადრეა გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის დაწყება. მიზეზად დასახელდება ის, რომ საქართველო არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოზე ანგარიშები იქნება, მონიტორინგის შესაძლებლობა იქნება, მაგრამ დააკვირდებიან იმას, თუ როგორ განვითარდება შიდა პოლიტიკაში ვითარება. არაა გამორიცხული ყველაფერ ამასთან ერთად საქართველოში მოხდეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა, მაგრამ, თუ ეს არ მოხდა და ავტორიტარიზმის ის დონე დარჩა, რაც ახლაა, რა თქმა უნდა, ექნებათ იმედი, რომ საბოლოო ჯამში ამის შეცვლა შესაძლებელი იქნება. ჩვენი პარტნიორები უბრალოდ გააგრძელებენ დაკვირვებას, რეკომენდაციების შემუშავებას, მაგრამ ამ ამას არ მოჰყვება რეკომენდაციების იმპლემენტაცია. ისევე როგორც ევროკომისიის იმ 9 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროკავშირმა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებისას მოგვცა. „ინტერპრესნიუსი“ კობა ბენდელიანი
  14. 4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. „გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. სეზონურ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა განთავსებულია ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/content/666ecf18-b8a9-446b-8a9d-f48cfb1e6c22 ipn
  15. საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმა” შეერთებული შტატების, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს, ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამ პირობით საუბრის მიზეზი, საკითხის მიმართ შეერთებული შტატების პოზიციის უფრო ფართო განხილვის შესაძლებლობაა. კითხვაზე, შეუძლია თუ არა საქართველოს ხელისუფლებას გამოიძიოს მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები, როდესაც არსებობს შეშფოთება სასამართლოზე არსებული პოლიტიკური გავლენების თაობაზე, შეერთებული შტატების ოფიციალური პირი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დარღვევები დამოუკიდებელი მექანიზმით უნდა გამოიძიოს. publika
  16. ხმა მივეცი მოლდოვას, მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები გააკეთებენ სწორ არჩევანს ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ, - მოლდოვური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი დააფიქსირა. „დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი დამოუკიდებლობა. ქურდებს სურთ იყიდონ ჩვენი ხმა და ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ხალხის ძალა უსაზღვროდ უფრო ძლიერია, ვიდრე მათი ნებისმიერი მაქინაცია“, - აღნიშნა სანდუმ. მან მოლდოველებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. „მოლდოვას სიძლიერე თითოეულ თქვენგანშია, გამოდით ხმის მისაცემად რწმენით და იმედით. თავი მაღლა, მოლდოველებო!“, - ციტირებს სანდუს ადგილობრივი მედია. ipn
  17. როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და „ქართული ოცნებაც“ ამისთვის მომზადებულია. მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მისი თქმით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, რადგან ევროპას დააცილებს, ხოლო „ქართული ოცნება“ ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. „2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც გთხოვდით შესაძლებლობის გახსნას, იმ მიზნით, რომ საქართველოს მეტ მოქალაქეს ენახა ევროპული ცხოვრების სტილი, დემოკრატია, სოციალური კეთილდღეობები, კულტურა, ღირებულებები. ამით, ევროპულმა ინტეგრაციამ ისტორიულ მიზანთან მიახლოებასთან ერთად პრაქტიკული სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების სისწორე 2024 წლის არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, დავინახეთ რა ახალი თაობის, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამ სიკეთით, ერთგულება ევროპული მომავლისადმი. იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს „ქართული ოცნებისადმი“ ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველში, თუმცა მაშინ, როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს „ქართულ ოცნებას“, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას. „ქართული ოცნება“ კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტი-ევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა“,- წერს ჯანელიძე. იპნ
  18. ჩვენ ვაგრძელებთ საზოგადოების ინფორმირებას. დღეს, ჩვენ ვდგავართ იმ მოცემულობის წინაშე, როდესაც არა მხოლოდ დემოკრატიისთვის გვიწევს ამ ნაბიჯების გადადგმა, დემოკრატიის დაცვა ამ ქვეყანაში, არამედ გვიწევს დავიცვათ თითოეული ჩვენთაგანის ეკონომიკური კეთილდღეობა, სოციალური მდგომარეობა. ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/360635610406003
  19. TV პირველის ცნობით, გამომძიებელი ჟურნალისტების გუნდმა „ქართული ოცნების“ შიდა ტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები მოიპოვა. ჩანაწერებით ირკვევა, რომ არჩევნების დღეს პარტიას საარჩევნო უბნების მახლობლად ქოლცენტრები ჰქონდა განთავსებული, რომლებსაც ე.წ. კაპიტნები ხელმძღვანელობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი ქოლცენტრი განთავსებული იყო დირექტორის კაბინეტში, 30-ე საჯარო სკოლაშიც, სადაც საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. „ნოდარ მელაძის შაბათის“ ცნობით, სპეციალურად შექმნილ პლატფორმაზე დაახლოებით 6000 კაპიტანი იყო რეგისტრირებული. ქოლცენტრის ოპერატორს ბაზაში შეჰყავდა იმ მოქალაქეები მონაცემები, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ და 41 გააფერადეს, ამ მონაცემბს კი რეალურ დროში ხედავდა პარტიის ცენტრალური ოფისი. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, „კაპიტნები“ აკონტროლებდნენ აგიტატორებს, ასევე ამომრჩევლის ნებაზე გავლენას ორგანიზებულად ახდენდნენ, წინასწარ შედგენილი სიების მიხედვით მოქალაქეებს ურეკავდნენ და მათგან ხმის მისაცემად უბანზე მისვლას მოითხოვდნენ. პარტიული კაპიტნების სიაში „ნოდარ მელაძის შაბათმა“ ცნობილი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძეც აღმოაჩინა. კობაიძემ ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ „ქართული ოცნებას“ ნამდვილად ეხმარებოდა. პუბლიკა
  20. მოლდოვაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება, რომელიც განიხილება, როგორც არჩევანი ევროპულ­ მომავალსა და რუსეთის გავლენის დაბრუნებას შორის, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ პროევროპული პრეზიდენტი მაია სანდუ უპირისპირდება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ალექსანდრე სტოიანოგლოს, კაცს, რომელიც მან გაათავისუფლა მთავარი პროკურორის თანამდებობიდან. ის დასავლეთსა და რუსეთს შორის დაბალანსებული პოლიტიკის დაპირებას იძლევა და პრორუსული „სოციალისტების პარტიის“ მხარდაჭერა აქვს. არჩევნების პირველი ტური ორი კვირის წინ ჩატარდა და სანდუმ ხმების 42.4%-ი მიიღო, თუმცა, პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო 50%-ი ვერ მოიპოვა. იპნ
  21. მოლდოვის პოლიციამ პრო-რუსული პარტიის მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმის ფარგლებში ჩხრეკები ჩაატარა. ამის შესახებ განცხადებას მოლდოვის პოლიციის გენერალური ინსპექტორატი ავრცელებს. მათი ცნობით, მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვსა და რიშკანებში რუსეთიდან შემოსული ფულით "შორის" პარტიისა და წინასაარჩევნო ბლოკის "გამარჯვება" მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის საქმეზე ჩხრეკები ჩაატარა. როგორც აღინიშნება, ჩხრეკების ფარგლებში კვლაც დადასტურდა, რომ ილან შორის ქსელის მონაწილეები და პრო-რუსული ძალების ჯგუფი "გამარჯვება" მოლდოვის მოქალაქეებს არეკრუტირებენ და სახსრებს სთავაზობენ "ერთ-ერთი კანდიდატის წინააღმდეგ" ხმის სანაცვლოდ. ჩხრეკების შედეგად, სხვა ყველაფერთან ერთად, ამოღებულ იქნა სამუშაო კონტრაქტები რუსულ ორგანიზაცია "ევრაზიასთან", მნიშვნელოვანი თანხები და ეჭვმიტანილების სმარტფონები რუსული "პრომსვიაზბანკის" აპლიკაციით, რომლის მეშვეობითაც სქემის მონაწილეებს ფული მისდიოდათ. ipn
  22. "ქართულმა ოცნებამ” რომ ქვეყნის ძირითადი კანონის 24-ე მუხლით გარანტირებული არჩევნების კონსტიტუციური უფლება და, შესაბამისად, საქართველოს ცივილიზებული ევროპული მომავალი მოპარა თითოეულ ჩვენთაგანს, ფაქტია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი ზაზა თავაძე წერს. მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არც ერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. როგორც ზაზა თავაძე აღნიშნავს, ხალხმა უნდა აიძულოს ბიძინა ივანიშვილი - დააბრუნოს ქართველ ამომრჩეველზე მოპარული ხმები. "ისმის კითხვა, როგორ მოიპარა, შეგვეძლო თუ არა, ეს როგორმე გადაგვეზღვია ან/და დაბრკოლება შეგვექმნა ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მოქმედი ,,ოცნებისთვის”… რადგან საზოგადოებაში აქტუალური კითხვები დაგროვდა, ამ ეტაპზე შევეცდები გამოვყო და ძალიან მოკლედ შევეხო ,,ოცნების” მიერ არჩევნების მოპარვის სქემის მხოლოდ სამ აქტორს, რადგან დანარჩენ ხმის ქურდებზე, შეძლებისდაგვარად, შემდეგ პოსტებში მოგახსენებთ… ჩვენ პოლიტიკურ ძალას, ,,გახარია საქართველოსთვის”, თავის დროზე, როცა ბატონი იოსელიანი სახალხო დამცველად დანიშნა ,,ოცნება”-მ ელისაშვილის პარტიიდან, არ მოგესმათ, დანიშნა და არა აირჩია, კიდევ რამდენიმე ოპოსუბიექტის გაუაზრებელი თუ გააზრებული მხარდაჭერით, ეგ იყო დიდი შეცდომა და ამიტომაც არ დაუჭირეს ჩვენმა დეპუტატებმა მას მხარი პარლამენტში. ვინაიდან, სხვადასხვა გარემოებების და გამო, გვქონდა დასაბუთებული ეჭვი იმისა, რომ ლევან იოსელიანი ვერ იმოქმედებდა ,,ოცნებისაგან” დამოუკიდებლად, ვერ დაიცავდა ჯეროვნად მისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ადამინის უფლებებსა და თავისუფლებებს ქვეყანაში და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა… იგივე შემთხვევა იყო , ცესკო”-ს თავმჯდომარეზე, რომელიც, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური ძალის დეპუტატების წინააღმდეგობისა და პროტესტისა საქართველოს პარლამენტში, პირდაპირი მნიშვნელობით, ბოლომდე ხელით ათრია ,,ოცნება”-მ, კანონმდებლობის მთელი რიგი არაკონსტიტუციური ცვლილებებით თუ დამატებებით არაერთგზის, სანამ ,,ცესკო”-ს თავმჯდომარედ არ აქცია კიდევ ერთი მარიონეტი, რადგან ასე ბიულეტენგაჟონილ და ფარულობადაკარგულ გაყალბებულ არჩევნებს სხვა ვერავინ ჩაატარებდა, თუ არა უძრავი ქონების დაგროვებით გატაცებული და კომპრომეტირებული ,,ცესკო”-ს თავმჯდომარე და შედეგიც სახეზეა. ყოველივე ამის შემდეგ, არჩევნების წინა დღეებში, სახალხო დამცველი და ,,ცესკო”-ს თავმჯდომარე, ეს ორი თოკის თოჯინა, გამოვიდნენ და ერთობლივი განცხადებები აკეთეს იმის შესახებ, თუ როგორი დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო იყო ქვეყანაში. ამაზე მეტი ირონია და ნაცრის თვალში შეყრა ხალხისთვის, კიდევ რა უნდა ექნათ?! როდესაც შემდეგ ერთმა პირდაპირ გააყალბა ბოლომდე უნიჭოდ 26 ოქტომბრის არჩევნები და მეორე კიდევ, მათი დამკვეთების ტერმინს რომ დავესესხოთ, უნიჭოდ ,,უპრავებს” ამას ყველაფერს. დღევანდელი მონაცემებით, არჩევნების მასიურად დარღვევების მიმდინარეობის გამო, 24 ერთეულ საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი არცერთი საჩივარი, ხმის მიცემის ფარულობასთან დაკავშირებით, არც ერთმა საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა. არჩევნები რომ არჩევნებამდეც ყალბდებოდა სხვადასხვა საკონმდებლო თუ სხვა მექანიზმების მეშვეობით, ამის შესახებ პერმანენტულად საზოგადოებას საქმის კურსში ამყოფებდა ჩვენი პოლიტიკური ძალა და აქტიურად იბრძოდა საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ მის მიღმა ,,ოცნების” მავნებლობების წინააღმდეგ, შესაბამისად, აფიქსირებდა და აგროვებდა მასალებს. და ბოლოს, ალბათ, კითხვები აღარ არის, რატომ იყო ასე ჩაბღაუჭებული და ნებისმიერი პოლიტიკური ფასის გადახდის სანაცვლოდ, ბოლომდე იცავდა აშშ-ს მიერ კორუფციისთვის დასანქცირებულ ჩინჩალაძე-მურუსიძეს ,,ოცნების” საპატიო თავმჯდომარე. 24 საოლქო საარჩევნო კომისიის 24 უარი, დაუკმაყოფილებელი საჩივარი საარჩევნო დარღვევებზე უნდა გასაჩივრდეს 24, ჩინჩალაძე-მურუსიძის მიერ მართულ მოსამართლესთან და თქვენ რას ფიქრობთ, მათგან რომელიმე დააკმაყოფილებს ერთ სარჩელსაც კი?! ესაა რეალობა. გამოსავალსაც იკითხავთ, ალბათ?! და გამოსავალი მხოლოდ ერთია, ჩვენ, ხალხთან ერთად დგომით, კარგად გააზრებული ქუჩის პროტესტით და არჩევნების გაყალბების თემაზე, აბსოლუტურად, ყველა შიდა სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით და სრული ამოწურვით, ჩვენ უნდა ვაიძულოთ ივანიშვილი, დააბრუნოს ქართველ ამომრჩეველზე მოპარული ხმები, ევროპული მომავალი და ასე დაბრუნდეს ლეგიტიმურ ჩარჩოებში!", - განაცხადა ზაზა თავაძემ.
  23. ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. როგორც მან განმარტა, ეს ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან და ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას, ასევე სამართლებრივი პროცესების წარმოებას. მისივე თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მოქალაქეებთან ერთად აქციებშიც მიიღებენ მონაწილეობას. „ჩვენი გეგმა ყოველთვის იყო ძალიან მკაფიო და ცხადი, ჩვენ ვამბობდით, რომ ყველა გზით და საშუალებით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. ჩვენი პროცესი ითვალისწინებს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას, ქვეყნის შიგნით სხვადასხვა აქტორებთან მუშაობას ისევე, როგორც სამართლებრივი პროცესების წარმოებას, რათა დაცული იქნას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ელექტრონულ საშუალებებში არსებული ინფორმაცია და არ მოხდეს ამის წაშლა. ამავდროულად, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად აქციებზეც ვიქნებით წარმოდგენილი და მშვიდობიანი საპროტესტო ფორმით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების არჩევანს. შეიძლება, ვიღაცას კარგად გამოსდის კარვებში შესვლა და იქ ყოფნა, იქ შევა და ჩვენ სხვა გზები გვაქვს და სხვა გზებით დავიცავთ მოქალაქეებია არჩევანს“, – განაცხადა ლილუაშვილმა. ავტორი - დესი ვარდოსანიძე
  24. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მოქალაქეებს ანონიმური ზარების გამოყენებით მოკვლით ემუქრებიან, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. „დაშინების ამ აქტებს ერთი მიზანი აქვს: პანიკისა და შიშის შექმნა, რათა ხალხს ქუჩაში გამოსვლის და ხმის მიცემის შეეშინდეს. გარწმუნებთ, რომ სამთავრობო ინსტიტუტები წესრიგსა და მოქალაქეებს დაიცავენ“, - განაცხადა დორინ რეჩანმა. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რიგით მოქალაქეებთან ერთად ჟურნალისტებსა და ცნობილ ადამიანებს ურეკავენ და მოკვლით ემუქრებიან. შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი, მაია სანდუ და ყოფილი გენერალური პროკურორი, ალექსანდრე სტოიანოგლო დაუპირისპირდებიან. იპნ
  25. არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ, არჩევნების სისტემური გაყალბების პირობებში მნიშვნელოვნად გაუარესდა ეკონომიკური პერსპექტივები, რაც უარყოფითად აისახება თითოეული ოჯახის სოციალურ პირობებზეც. „ეკონომიკაში დაგროვილია მძიმე სისტემური რისკები, რომელიც შესაძლოა, ძალიან მალე გამოვლინდეს და ერთბაშად დაასუსტოს ქვეყნის ფინანსური სისტემა - ამაზე საუბრობს არაერთი საერთაშორისო გავლენიანი ორგანიზაცია. მაგალითად, ლარის კურსი, პოლიტიკური დაკვეთით ხელოვნურადაა დაჭერილი ქვეყნის რეზერვების არარაციონალური ხარჯვის გზით - რაც, მხოლოდ საარჩევნო კვირაში, ქვეყანას 100 მლნ. დოლარი დაუჯდა, ხოლო მთლიანად ოქტომბერში იმაზე მეტი რესურსი დაიხარჯა, ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში. დღეისთვის, ლარის კურსის გაუფასურების გადავადებისთვის - რეზერვები ნორმაზე 2-ჯერ ნაკლებია, რაც 2 ჯერ უფრო მოწყვლადს ხდის ქვეყნის საფინანსო სექტორს. არჩევნების გაყალბების შედეგად, „ქართული ოცნების“ მცდელობა - გაიხანგრძლივოს ხელისუფლება, ქმნის არამარტო ლარის კურსის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური იზოლაციის საფრთხესაც. შეგახსენებთ, რომ „ოცნების“ უგუნური პოლიტიკის შედეგად - შვედეთის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ევროკავშირის, აშშ-ს მხრიდან - 300 მლნ. დოლარამდე ფინანსური დახმარების შეჩერება მოყვა. მანამდე კი, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფის შედეგად, შეჩერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამა და მხარდაჭერა 280 მლნ. დოლარის მოცულობით. ამ დახმარებების შეჩერება, ერთის მხრივ, ნიშნავს სოფლის მეურნეობის, სამედიცინო, საფინანსო და გარემოს დაცვის სექტორებში ათასობით დასაქმებულისთვის შემოსავლის კლებას, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის გზავნილი კერძო ინვესტორებისთვის, რომ არადემოკრატიული ხელისუფლების პირობებში საქართველოში ფულის ჩადება სახიფათოა. ამ ყველაფერთან ერთად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. ოფშორების კანონი, რომელიც 100 პროცენტით გაუმჭვირვალეა და წარმოადგენს „შავი ფულის“ მოძრაობის გამიზნულად შექმნის გზას; მოქმედებს სანქციების თავის არიდებისთვის გამოცემული ბრძანება ეროვნული ბანკის მიერ და ქვეყნის ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე მნიშვნელოვნად გაზრდილია. ეს ქმნის ქვეყნის ფინანსური იზოლაციისა და სანქციების რისკებს, რომლის გავლენის გადატანას ქვეყნის ეკონომიკა ვერ შეძლებს. შესაბამისად, მივმართავთ თითოეულ მოქალაქეს, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი არჩევანი, დღეს, ეს არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური მომავლის, თქვენი კეთილდღეობის გადარჩენისთვისაა მნიშვნელოვანი“, -განაცხადა ლილუაშვილმა. იპნ
×
×
  • შექმენი...