Jump to content
Planeta.Ge

tvati

სტუმარი
  • პოსტები

    13.345
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი tvati

  1. პროკურატურამ ფაქტობრივად “დააყადაღა”საარჩევნო აპარატებში არსებული ინფორმაცია, რომლის გასაჯაროვებასაც დიდი ხანი ვითხოვდით. შესაბამისად, აწი გამოქვეყნებული სიები იქნება მანიპულირებული. ამიტომ, საერთაშორისო გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/753966553573516
  2. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ [FBI] დაადგინა, რომ ირანი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და სხვა პირების მკვლელობას გეგმავდა. „იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წარუდგინა ირანის აგენტს, რომელსაც რეჟიმმა დაავალა კრიმინალების ქსელის ხელმძღვანელობა ირანის სამიზნეების – მათ შორის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის – მკვლელობაში. ასევე დაკავებულია ორი პირი, რომელიც გეგმავდა აშშ-ში ამერიკელი ჟურნალისტის, რეჟიმის კრიტიკოსის მკვლელობას“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი, კრისტოფერ ვრეი აცხადებს, რომ ქსელის უკან დგას ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი. „ბიუროს მუშაობის წყალობით, მათ სქემებს ხელი შეეშალა. ამის მოთმენა დაუშვებელია“, – ამბობს იგი. მთავარი ბრალდებული, 51 წლის ფარჰად შაქერი, სამართალდამცავების ცნობით, ბავშვობიდან ცხოვრობდა აშშ-ში, 2008 წელს კი მოხდა მისი დეპორტაცია, მას შემდეგ, რაც 14-წლიანი სასჯელი მოიხადა ყაჩაღობისთვის. იგი დაკავებული არ არის. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ შაქერი ირანში იმყოფება. netgazeti
  3. წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟით გაჩნდა აჟოტაჟური მოთხოვნა დოლარზე, – ამბობს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლი ნათია თურნავა. მისი განცხადებით, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების წმინდა გაყიდვემა 540 მილიონი დოლარი შეადგინა.
  4. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ამერიკელ სამხედრო კონტრაქტორებზე დაწესებული აკრძალვა მოხსნა, რის შედეგადაც, ისინი უკრაინაში აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღის შეკეთებას შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, დე-ფაქტო აკრძალვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მიიღო. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პირველად პენტაგონი ამერიკულ კომპანიებთან უკრაინაში მუშაობის მიზნით კონტრაქტის გაფორმებას შეძლებს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონტრაქტორების მცირე რაოდენობა ჩავა და ისინი ფრონტის ხაზისგან შორს იმუშავებენ. ასევე, ისინი საომარ მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ipn
  5. "ამბავი იმისა, თუ როგორ დააყადაღა/მძევლად აიყვანა ცესკომ, პროკურატურამ და სასამართლომ არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება: -არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზა იყო ცესკოს მიერ იმ ამომრჩეველთა სიის გასაჯაროება, ვინც ვერიფიკაცია გაიარა. მონაცემები ინახება ცესკოს სერვერზე და ვერიფიკაციის/ხმის მიცემის აპარატებში. -29 ოქტომბერს მოვითხოვეთ სიების გასაჯაროება. მიხვდა რა ცესკო, რომ ზუსტად მივაგენით არჩევნების გაყალბების მთავარ მტკიცებულებას, სასწრაფოდ აფრინა წერილი პროკურატურაში და მოუწოდა გამოძიების დაწყებისკენ (ცილს მწამებენო). -30 ოქტომბერს პროკურატურამ სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. იძიებენ არა გაყალბების დადგენას, არამედ გაყალბების არდადგენას. ეს ნათლად დავინახე 06 ნოემბერს მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის დროსაც (დეტალები ოდნავ მოგვიანებით). -01 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ დროებითი განჩინება - ანუ, ამ მტკიცებულებების დაცვა გადაუდებელი აუცილებლობით. სანამ სასამართლომ გაჭიანურებით განიხილა და არ დააკმაყოფილა მოთხოვნა, ამასობაში: -01 ნოემბერსვე სასწრაფოდ დაჯდა ცესკოს თავმჯდომარე „იმედზე“ და გააკეთა მინიშნება, რომ შესაძლოა ეს მტკიცებულებები ვიღაცას წაეღო. -01 ნოემბერსვე პროკურატურამ ცესკოს მიმართა და მოითხოვა მტკიცებულებების პრაქტიკულად დაყადაღება (რომ შემდეგ წაიღოს). -05 ნოემბერს მივმართეთ სასამართლოს ამჯერად სარჩელით ამ მტკიცებულებების დაცვის მოთხოვნით. დღეს სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი იმ „მოტივით“, რომ დავის საგანი აღარ არსებობს - ანუ, მტკიცებულებები პროკურატურის კონტროლქვეშაა. პრაქტიკულად, პროკურატურას აქვს დაყადაღებული. ახლა ეს სიები რომც გამოქვეყნდეს, ბუნებრივია, სერიოზული ეჭვი იქნება მის ნამდვილობასთან დაკავშირებით - როცა ჯერ აჭიანურებ გასაჯაროებას და შემდეგ მძევლად აგყავს მტკიცებულება, გასაგებია რისთვისაც მალავ. აქვე, საქართველოს მასშტაბით არც ერთი ექსპერტიზა არ ინდობა. რჩება საერთაშორისო მექანიზმები. ამდენი იმიტომ ვწერე, რომ კარგად გვახსოვდეს, არჩევნების გაყალბებაში და ახლა მტკიცებულებების სავარაუდო განადგურებაში ცესკოსთან ერთად პროკურატურა და სასამართლო მონაწილეობს. როცა პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს." ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ბმული: https://www.facebook.com/natia.mezvrishvili.9/posts/27663787083234717
  6. ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ხეცურიანს აქამდეც არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. გამარჯვება მან რაპირით ფარიკაობის ტურნირზე გაიმარჯვა. შეჯიბრება იტალიაში მიმდინარეობს. ნეტგაზეთი
  7. გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს, - ასე განმარტა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდია რატომ არ იღებს გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებში მონაწილეობას. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, ის ვერ ხედავს ამ განსხვავებებში ტრაგედიას. აქუბარდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტაქტიკური განსხვავებები არსებობს, სამართლებრივ ბრძოლაში აქვთ კოორდინაცია დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან. აქუბარდიას თქმით, „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრები შეუერთდებიან არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ამომრჩევლებთან ერთად. „აქციებში ჩვენ ჩართულები ვიყავით. მშვიდობიანი დემონსტრაცია არის თითოეული მოქალაქის უფლება. მონაწილეობას ვიღებთ, თუმცა ორგანიზატორები არ ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის სხვადასხვა კერები. წინააღმდეგობის კერა არ არის მხოლოდ საპროტესტო აქცია. წინააღმდეგობის კერა არის სამართლებრივი ასპარეზი, ამომრჩეველთან უკუკავშირი, ასევე პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია. ამ ქვეყანაში არჩევნებს უნდა ჰქონდეს ნდობა. თუ არჩევნების თავისუფლება არ არის დაცული, არანაირი აზრი არ აქვს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმიტომ, რომ პირდაპირ ჩანს, რომ ამ კაცმა [ბიძინა ივანიშვილი] ჯიბეში ჩაიდო ქვეყანა. სანამ პარლამენტს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ აქვს ლეგიტიმაცია, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას და გავაგრძელებთ შევუერთდეთ აქციებს ისე, როგორც აქამდე იყო, არა სცენიდან, არამედ ქუჩიდან ჩვენ ამომრჩევლებთან ერთად. გიორგი გახარიას პარტიას სრულიად განსხვავებული ხედვა და ფასეულობები აქვს. არასდროს ყოფილა სიახლე, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ეს განსხვავებები არსებობს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ევროპულ მომავალზე და არჩევნების თავისუფლების დაბრუნებაზე, რა თქმა უნდა, ამ მიზნებში ერთნაირი ხედვები გვაქვს. მაგრამ არის კონკრეტული ხედვა, ტაქტიკური განსხვავებები, მიუხედავად იმისა, სამართლებრივ ბრძოლაში გვაქვს კოორდინაცია, ამიტომ მე ვერ ვხედავ ტრაგედიას იმაში, რომ ეს განსხვავებები არის“,- განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
  8. პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის განზრახ უკანონო დაკავებისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის ჯგუფური მკვლელობის ფაქტზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების უფროსი და ორი სპეცრაზმელი დამნაშავედ ცნო. „საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ამავე სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, თითქოსდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით, ქალაქ ბათუმში, კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ. როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს და აჭარა-გურიის საზღვართან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოკლეს. როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, საგამოძიებო განყოფილების უფროსის დახმარებითა და ხელშეწყობით, შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სპეცრაზმელებს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 12-12 წლით, ხოლო საგამოძიებო განყოფილების უფროსს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 13 პირის მიმართ დაიწყო. ყველა მათგანის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, მათ შორის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის და ერთი სპეცრაზმელის საქმე ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განიხილა და ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში“,- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
  9. ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამის პოლიციის განცხადებით, „62 ადამიანი დააკავეს, ხოლო 5 ჰოსპიტალიზებულია მას შემდეგ, რაც ფეხბურთის მატჩის შემდეგ პალესტინის მხარდამჭერები თავს დაესხნენ ებრაელებს“. ნიდერლანდებისა და ისრაელის ლიდერებმა ძალადობა დაგმეს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიდერლანდებში საგანგებო დიპლომატიური ვიზიტით ჩავიდა. ვითარება „ევროპის ლიგის“ მატჩის შემდეგ დაიძაბა – თამაში ამსტერდამის „აიაქსსა” და თელ ავივის „მაკაბის“ შორის შედგა. Associated Press წერს, რომ უცნობია, კონკრეტულად როდის და სად დაიწყო ძალადობა მატჩის შემდეგ. გავრცელდა არაერთი ვიდეო, რომლებზეც ძალადობის ფაქტებია ასახული. ნიდერლანდების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პოლიციის დამატებითი ეკიპაჟები პატრულირებენ ამსტერდამში. უსაფრთხოება განსაკუთრებით გაძლიერდება ებრაულ დაწესებულებებსა და უბნებში, სადაც ებრაელთა დასახლებებია. ქალაქის მერიამ, პროკურატურამ და პოლიციამ ერთობლივ განცხადებაში დაწერეს, რომ „ღამე ძალიან ტურბულენტური იყო“. ისრაელის ხელისუფლებამ ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად წასული ებრაელების საევაკუაციოდ 2 თვითმფრინავი გაგზავნა. პუბლიკა
  10. ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას თქმით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე არსებულ დარღვევებს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება სჭირდება. ნაუსედას აზრით, გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ საქართველოს ინსტიტუტები მიუკერძოებელ გამოძიებას ჩაატარებენ. „ამჯერად ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არაა. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ [არჩევნების] შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და ყველაფერს [საწინააღმდეგოს] აკეთებდე — იღებდე კანონებს, ფარულ ზომებს, შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებდე დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ლოგიკურად შეუძლებელია ამის ახსნა. უნდა გამოვიძიოთ საარჩევნო პროცესი. არ მჯერა, რომ საქართველოს ინსტიტუტებს შეუძლიათ ამის გაკეთება“, — განაცხადა გიტანას ნაუსედამ. როგორც ნაუსედამ ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრამდე თქვა, ამჯერად რუსეთის ჩარევა და ინტენსივობა საარჩევნო პროცესში იმდენად მასშტაბური იყო, როგორც არასდროს. „მე არ ვსაუბრობ მხოლოდ საქართველოზე, მე ვსაუბრობ მოლდოვაზეც, მაგრამ მოლდოვაში განსხვავებული შედეგი დადგა“, — დასძინა ნაუსედამ. მან ხაზი გაუსვა ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში. „ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ინტენსიურია მისი ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან. ეს არის მიზეზი, რატომაც ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ევროკავშირისგან დაშორებაზე, არამედ რუსეთთან დაახლოებაზე. თუ გეოპოლიტიკურ ნაბიჯებს დგამ, შუაში ვერ იქნები — მიდიხარ დასავლეთისკენ ან აღმოსავლეთისკენ“, — ამბობს ნაუსედა. კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ევროკავშირის საპასუხო ზომები, ლიეტუვის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საკმარისია მკაფიო გზავნილი: „მეგობრებო, თუ ამას აკეთებთ, ევროკავშირთან დაახლოებას ნუ ელით. საპირისპირო მიმართულებით მოძრაობთ — ევროკავშირს შორდებით. ვიმედოვნებ, ამ გზავნილს გაიგებენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო გადახედავს თავის კურსს. თუმცა ამ დროისთვის ამის დიდ ალბათობას ვერ ვხედავ“. ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც ბუდაპეშტში მიმდინარეობს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ. ნეტგაზეთი
  11. ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, წიგნის გამავრცელებლები და ლიტერატურის მენეჯერები მოითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას. ისინი სხვა სფეროს წარმომადგენლებსაც მოუწოდებენ “ხმა ამოიღონ”. დღეს, 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე გავრცელებულ განცხადებაში ლიტერატურის სფეროში მომუშავე პროფესიონალები იხსენებენ მის მემკვიდრეობას. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ილია ჭავჭავაძე იყო პირველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის – წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების – დამფუძნებელი და საქართველოში “რუსეთის ბატონობის ერთ-ერთი ყველაზე დაუძინებელი მტერი”, “ქართული ოცნება” კი ეწინააღმდეგება ყველაფერს იმას, რასაც ის აკეთებდა. განცხადებას 120-ზე მეტი მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი, წიგნის გამავრცელებელი თუ ლიტერატურის მენეჯერი აწერს ხელს. ხელმოწერების შეგროვება ისევ გრძელდება. ნეტგაზეთი
  12. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში აცხადებს, რომ „ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ამომრჩევლებს არ ჰქონდათ ხმის ფარულად დაფიქსირების შესაძლებლობა“. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს. „ფორმულა“ ეუთო/ოდირის სპიკერის პასუხზე დაყრდნობით წერს: „დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხმის ფარულობაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ყველა ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა მიეცა ფარულად. ეს ძირითადად განპირობებული იყო ამომრჩევლების მიერ მათი ბიულეტენების ჩასმით (მათ შორის, საიდუმლო ხმის მიცემის კონვერტის არასწორად გამოყენება), საარჩევნო უბნების გადატვირთულობით, იმითაც, რომ ადამიანები ძალიან ახლოს იდგნენ ხმის მიცემის ურნასთან ან სკანერთან, საარჩევნო უბნების ცუდი დაგეგმარებით და ბიულეტენებიდან ხილული მონიშვნებით“, – ნათქვამია პასუხში. პუბლიკა
  13. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუშვებლად ცნო მათი სარჩელი იმ ამომრჩეველთა სიების დაცვაზე, რომლებმაც ვერიფიკაცია გაიარა. მოტივად, პარტიის ცნობით, დასახელდა ის, რომ აპარატურა, სადაც სიები ინახება, უკვე პროკურატურის კონტროლქვეშაა. პარტია აცხადებს, რომ იკვეთება ცესკოს, პროკურატურისა და სასამართლოს კოორდინირებული მოქმედება, რომლის მიზანია „არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების სრულად „ოცნების“ კონტროლის ქვეშ გადასვლა“. იხილეთ განცხადება: პუბლიკა
  14. ნამდვილად მაწუხებს რუსეთის გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. „ეს არის თავდასხმა დემოკრატიაზე. ამიტომ, ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა. იპნ
  15. რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა - მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე! - ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. ის „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად, ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის. „გუშინ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 62-ე რაუნდზე, არჩევნებიდან ერთ კვირაში, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოჩნდა, თუ რა დიდი საფრთხე შეუქმნა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნამდვილ სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ღიად არის გამოყენებული ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოზე ომის გადაბრალების და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლის მოსახდენად ჩვენს მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისთვის. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ. ციტატა განცხადებიდან: „ამ ამოცანების აქტუალობა განაპირობა ოფიციალური თბილისის აღიარებამ, რომ თავად საქართველოში და მის მიღმა არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ამუშავებენ გეგმებს რუსეთის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში “მეორე ფრონტის” გახსნის შესახებ, ასევე რეგულარულად ადასტურებენ საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და აგრძელებენ ეროვნული შეიარაღებული ძალების მშენებლობას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტებით“, – ნათქვამია განცხადებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა არჩევნებიდან მალევე გამოავლინა უკმაყოფილება „ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის ვერ მიღებასთან დაკავშირებით, მიუხედავად ფაქტობრივად საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების შეწყვეტილი შესაძლებლობისა. რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მარიონეტული რეჟიმების მხრიდან ჟენევის დისკუსიების მინსკში გადატანის საკითხზე პედალირებაც, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის ამოცანას, დატოვოს საქართველო დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე და კიდევ მეტად მიიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი. მოვუწოდებ ივანიშვილის „ოცნებას“, გამოვიდეს და უთხრას ხალხს სიმართლე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ილუზიების შექმნის ნაცვლად და ახსნას, რას უპირისპირებს რუსეთის ამ პოლიტიკას საქართველოს უსაფრთხოების და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად მაშინ, როცა საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციის პოლიტიკის შემოქმედი თავად ის არის,“ - განაცხადა აქუბარდიამ. იპნ
  16. სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. „სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი. სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში. ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს. ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
  17. გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის თქმით, 11 ნოემბერს თბილისში ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის – ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და გერმანიის კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაცია ჩამოვა.
  18. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი გულწრფელად ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი და ევროკავშირმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. „მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ“, - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან. „შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“, - აღნიშნა მიშელმა. იპნ
  19. 7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111
  20. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312
  21. საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება. „გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმა შეაჩერეს. ასე რომ, ჩვენ ამას განვიხილავთ“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა. იპნ
  22. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, 8 ნოემბერს თბილისის ნაწილს წყალი 24 საათით შეუწყდება. კომპანიის განცხადებით, წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. GWP-ის ინფორმაციით, ფარნავაზ მეფის გამზირზე ახლით შეიცვლება 24 მეტრი სიგრძის მაგისტრალური მილი, ასევე დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე განახლდება ქსელის მოძველებული და ამორტიზებული მონაკვეთები. 8 ნოემბერს 01:00-დან 9 ნოემბრის 01:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: მთაწმინდის რაიონში: პოლიკარპე კაკაბაძის, ძმები კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, ზანდუკელის, ზ. ბოცვაძის, ე. გაბაშვილის, ვ. სარაჯიშვილის, 8 მარტის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, ნიკო ნიკოლაძის, მაყაშვილის აღმართს, კერესელიძის, გოგებაშვილის, იაკობ ნიკოლაძის, შიო მღვიმელის, როდენის, ვარაზის ხევის, კოტე მახარაძის, ვერიკო ანჯაფარიძის, სოფიკო ჭიაურელის, მიხეილ თუმანიშვილის, შარაშიძის, მელიქიშვილის, ქუჩიშვილის, ღამბაშიძის, კოსტავას 1 შესახვევს, კოსტავას 2 შესახვევს, მედეა (მზია) ჯუღელის, სატივეს, ხორავას, შანიძეს, ბაქრაძის, გაბუნიას, უმიკაშვილის, ლარსის (რეზო ჩხეიძე), გალის, თერგის, რჩეულიშვილის, ჯაფარიძის, ნ.ჟვანიას, ბელინსკის, ბაშალეიშვილის, გ. ახვლედიანის, ეკალაძის, ვაშლოვანის, მიმინოშვილის, კობახიძის, მ. ჯავახიშვილის, მესხიას, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, რუსთაველის, თავისიფლების მოედანს, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ჯორჯაძის, ვაჩნაძის, გრ. აბაშიძის, ალ. ჭავჭავაძის, მ. ლაღიძის, რ. ლაღიძის, აბაკელიას, ცხემის, ტარიელის, ბორბალოს, რიწის, კ. მესხის, ს. მესხის, მთაწმინდის, ყიფიანის, არსენას, ზ.ქიქოძეს, ვეძინის, გიგაურის, ლიხის, ბესიკის, შევჩენკოს, ჟორდანიას, ინგოროყვას, ზიჩის, კოტეტიშვილის, ზ. ჟვანიას, ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, ვ. აბაშიძის, ნიაღვრის, გერგეთის, ჭონქაძის, სავანელის, ვ. ბერიძის, ამაღლების, ზ.დუმბაძის, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, სულხან-საბას, გერონტი ქიქოძის, მაჩაბელის, გ.ტაბიძის, შ. დადიანის, ერისთავის-ხოშტარიას, გუდაურის, თარხნიშვილის, ჯანაშიას, ტატიშვილის, მილორავას, ჩირგაძეს, გურგულიას, ა. მაჭავარიანის, ნიშნიანიძის, წავკისის, ოქროყანის, შინდისის, ბოლო აღმართის, შხეფის, პეტრიაშვილის, ჩიტაძის, 9 აპრილის, ჩაიკოვსკის, თაბუკაშვილის N 30-48 (ლუწებს), N25-53 (კენტებს), კოჯრის, ა. ქუთათელაძის, სანაპიროს, ს.ჟღენტის, ვ.მოსიძის, კ. უკლებას, ლ. ბოცვაძის, გუნიას, ბროსეს ქუჩებს, ჯამბულის ქუჩას და შესახვევს, ოქროყანას. ს/ს ქვედა პლატოს , ს/ს სეიდაბადს. კრწანისის რაიონში: პუშკინის, აბესაძის, ახოსპიელის, კუფტინის, ვ. ივერიელის, საიათნივას, ა. კათალიკოსის, გრ. ხანძთელის, აბოვიანის, იერუსალიმის, პურის მოედანი, პურის ჩიხი, ონის შესახვევი, ბააზოვის, ლადო ასათიანის, ბეთლემის, სალამის, ზდანევიჩების, აჯიაშვილის, საადის, გომის, ჯვარედინის შესახვევი, ჯიბლაძის, თუმანიანი, ასკანის, ორპირის, სამღებროს, ირგვლივის, გორგასლის ქუჩებს, ღვინის აღმართის, კოტე აფხაზის N1-25 (კენტებს), N2-22(ლუწებს), ორთაჭალის ქ. N I,II,III,IV,V ჩიხები, აბო თბილელის, აბანოს, დაბახანის, ბოტანიკურის, დავით გულუას აღმართს, გრიშაშვილის N11 და ახუნდოვის ქუჩებს. საბურთალოს რაიონში: ზაურ ბოლქვაძის,დოლიძის, ბალანჩივაძის, იოსელიანის, ახალშენის, ტეხურის, ჩაილურის (ქაფიანიძე), ჭიათურის, ენგურის, ქარელის, იყალთოს, იყალთოს მთის, ბაკურიანის, ბაკურციხის, ტუსკიას, ლიხაურის, ჩიქოვანის, კოსტავას (გარდა N36-60 (ლუწები)), ალექსიძის, ალმასიანის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, აკურის, მიროტაძის, ნატახტარის, მგალობლიშვილის, ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, იმედაშვილის, ისაკაძის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კალანდაძის, ქანთარიას, დარასელიას, ოჩამჩირის, არშბას, კანდელაკის, ფანჯიკიძის (ყოფ. ბუდაპეშტის), ონიაშვილის, ლვოვის, ოდესის, გელოვანის, ჟვანიას მოედანი, სხირტლაძის, სხვიტარიძის, ცხინვალის, აბაშიძის, ზემო ვეძისის, ლომონოსოვის, ჭაბუკიანის, ცინცაძის, ტანძიის, ცაგარელის, მიცკევიჩის, საირმის, საირმის გორას, გამრეკელის, ბაგრატიონის, ვაჟა-ფშაველას N1-41(კენტებს), N2-58(ლუწებს), ყაზბეგის გამზ. N1-41(კენტებს), N 2-24(ლუწებს), ბურძგლას, ბახტრიონის, პეკინის, კარტოზიას, ფანასკერტელი-ციციშვილის, შევარდენიძის, თამარაშვილის, ქუთათელის, მ. დავითაშვილის, ვ. წულაძის, ოდიშელიძის, არდაზიანის, სახოკიას, უნივერსიტეტის N2-დან N8-ის ჩათვლით, ო. ლორთქიფანიძის ( N32-ის გარდა), აფაქიძის და ხვიჩიას ქუჩებს. კვერნაძე, ბერბუკი, ზ. ბენდელიანი, ნასიძე, ა.სულაკაურის, შანხაის დასახლება ოთარ ჩხეიძის და კალისტრატე ქუთათელაძეს ქუჩებს, 26 მაისის მოედანს. ოთხი ათასი მესხის, ფარსადანის, მელიქ სურხავის, ბობ უოლშის ქ. „ახალი თბილისი“, ოლიმპიური ქალაქი, აღმაშენებლის ხეივანი „თბილისი მოლი“, დიღმის წყლის ქუჩებს. ნასიძე, როსტევანის 1, 8ა, ნინო აბაშიძე-ორბელიანის N 1ა, 3, 13 ასურელის N 126, დავარის N1, ფარნავაზ მეფის N 5 ვაკის რაიონში: ყაზბეგის გამზ. N26-30(ლუწებს), N43-55(კენტებს), ჯანაშვილის, სვანიძის, ქუთათელაძის, მცხეთის, ქობულეთის, შატბერაშვილის, შატბერაშვილის ხევი, მარაბდის, კეკელიძის, ტაბიძის, ცხვედაძის, აბაშელის, რაზმაძის, ბარნოვის, ფალიაშვილის, რ. მიშველაძის, ერისთავის, ნაფარეულის, თაყაიშვილის, ბაზალეთის, ჭავჭავაძის გამზირს (გარდა N43, 45, 47, 49, 51, 53, 55, 73, 74, 75, 76, 78, 80, 82, 84), აბაშიძის, ამირეჯიბის, ჟვანიას, მარუხის გმირების, ბურკიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, საჯაიას, აბულაძის, მოსაშვილის, ბერძენიშვილის, მუხაძის, ლ.ელიავას, კავსაძის, თაქთაქიშვილის, დარიალის, რადიანის, არეშიძის, ატენის, შროშის, ყიფშიძის, მიქელაძის, ვ.გაბაშვილის, ავალიშვილის, წყნეთის ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირი 1 შესახვევს. ვაკის პარკს და მზიურს. ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქ N2-18; (ლუწებს) N1-21 (კენტებს), უშანგი ჩხეიძის. დიდუბის რაიონში: ბალანჩინის, ქართულ ამერიკული მეგობრობის გამზირს, დისევის, ბელიაშვილის შესახვევი N12, ბელიაშვილის N40, ბელიაშვილის 2 ჩიხს, გივი ჟვანიას ქუჩას და ჩიხს, ლუბლიანას ქუჩაზე ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკას და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა კლინიკას. პუბლიკა
  23. იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს , - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „განხილვის თემას ასევე წარმოადგენს ევროპული დემოკრატიის მოდელი : საქართველო, მოლდოვა. ჩვენ გვქონდა კიბერთავდასხმები, ამომრჩეველთა მოსყიდვა, მანიპულაცია. ყველა დამკვირვებელმა აღნიშნა ეს. მინდა, მივულოცო მაია სანდუს გამარჯვება და იმედი მაქვს, საქართველო დაადასტურებს ევროპულ არჩევანს და საკუთარ დემოკრატიულ მოდელს“, - აღნიშნა მაკრონმა. იპნ
  24. "თითქმის 4 წელია, რაც რუსთავი 2-ის ეთერი დაკეტილია გიორგი გახარიასთვის. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და გუნდის წევრები კი რუსთავი 2-ის ეთერში ხშირად არიან წარმოდგენილი. ამ ქმედებებით „ოცნება" პირდაპირი მნიშვნელობით აძლიერებს „ნაციონალურ მოძრაობას" და ცდილობს შექმნას ილუზია, რომ ქვეყანაში ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა", რასაც შემდგომ საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს. რუსთავი 2-ს „იმედისგან" განსხვავებით, ღიად არ აქვს აღიარებული, რომ პარტიული ტელევიზიაა. ამიტომ ან ღიად აღიარეთ ეს, ან გახსენით ეთერი გახარიასთვის." პარტია "გახარია საქართველოსთვის"
  25. ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების, დეპუტატების და ევროპარლამენტარების ერთობლივი განცხადება სრულად ასახავს ჩვენს მოთხოვნას, რომ ამომრჩეველთა ბაზები ხელმისაწვდომი და საჯარო გახდეს. ამ დოკუმენტების გამჟღავნებას 29 ოქტომბრიდან ვითხოვთ, რადგან სწორედ ეს მიგვაჩნია არჩევნების გაყალბების დადასტურების ყველაზე მოკლე გზად. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მალავს მტკიცებულებებს, ხოლო პროკურატურას მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მძევლად აჰყავს. ივანიშვილს სურს, რომ ყველა მონაცემი „უსაფრთხო ხელში“ იყოს. თუ ეს მტკიცებულებები განადგურდება, საერთაშორისო, ობიექტური გამოძიება ვეღარ შეძლებს სიმართლის დადგენას. გიორგი გახარია ტვიტერზე
×
×
  • შექმენი...